შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 14 თავი


გუშინ, 15:28
ავტორი ნეაკო
ნანახია 379

-ამის დედასაც შევ*ცი, ამის დედაც-უმისამართო გინებით მიუჯდა საჭეს თორნიკე და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. კარგა ხანს უხმოდ იარეს, ხმას არცერთი არ იღებდა, რადგან არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი. მომხდარის გამო თავს საშინლად გრძნობდა ნიცა, ამიტომ გაუბედავად უთხრა თორნიკეს
-სახლში წამიყვანე
-აგარაკზე მივდივართ!-კბილებში გამოსცრა გაცეცხლებულმა ბიჭმა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა
-არასდროს დასრულდება არა?!-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ნიცამ და ფანჯრის მინა ბოლომდე ჩამოსწია
-არ დასრულდება!- აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ინტერესით ჰკითხა-გძულვარ?- და მოულოდნელად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. ნიცამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და კარგახნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა
-არ მძულხარ
-მაგრამ გეშინია!- მოიღუშა თორნიკე-ჩემი ისევ რატომ გეშინია? ხომ იცი რომ არაფერს დაგიშავებ?!
-ვიცი
-მაშინ ჩემს შემოთავაზებას დათანხმდი
-შემოთავაზებას?!-ირონია გაერია ხმაში ნიცას- შენ! ჩემი ნებართვის გარეშე წახვედი მამაჩემთან და ჩვენს ურთიერთობაზე ესაუბრე...
-იძულებული ვიყავი რომ ასე მოვქცეულიყავი
-ეს განზრახ გააკეთე! გინდა რომ კუთხეში მიმიმწყვდიო
-ასე არა
-ასეა!
-ნიცა...-გამოსცრა კბილებში თორნიკემ მაგრამ ხმის ამოღება არ აცადა გაგიჟებულმა გოგონამ
-ალბათ ძალიან ეცადე რომ მამაჩემისთვისთვის და მისი ახალი საყვარლისთვის თავი მოგეწონებინა
-საიდან მოიტანე-გაეღიმა თორნიკეს
-დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცი ჩემზე და ისიც კარგად იცი რამხელა გავლემა აქვს მამაჩემს ჩემზე და ლილეზე
-ვიცი მაგრამ...
-მაგრამ ამ ყველაფერს ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ?!- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაგიჟებულ გოგონას-გგონია ამას დავიჯერებ?
-ჩემთვის სულ ერთია დაიჯერებ თუ არა-უდარდელად აიჩეჩა მხრები თორნიკემ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა- შენთვის სათქმელი და ასახსნელი აღარაფერი მაქვს
-არც მე! ასე რომ ნიშნობა დაივიწყე
-ეს ნიშნობა შედგება გინდა შენ ეს თუ არა!- მკაცრი ტონით, უმისამართოდ თქვა თორნიკემ და წამიერად მისკენ მიიხედა
-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?-წამოენთო ნიცა
-შენი საქმრო-აგდებული ტონით უთხრა თორნიკემ და ცინიკურად გაუღიმა
-ცოლად არასდროს გამოგყვები! მირჩევნია მოვკვდე- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ნიცამ და ცრემლიანი თვალები საქარე მინას მიაყინა.
-ვერ ხვდები არა?! საერთოდ ვერაფერს ხვდები?!- წამოენთო თორნიკე- როცა გამომძიებელი გკითხავს სად იყავი იმ ღამეს როცა 112-ში დარეკეო რას უპასუხებ? ეტყვი რომ სამსახურში იყავი? გაბედავ მის მოტყუებას? ვერა ხო?! და თუ მაინც ეცდები მის მოტყუებას და ოდნავ მაინც ინერვიულებ ან დაიბნევი, მაშინვე ეჭვს შეიტანს შენს სიტყვებში ის ნაბ*ჭვარი ავალიანი და გადაგამოწმებს! საათზე ნაკლებ დროში გაარკვევს რომ იტყუები...
- .....
-იცი მერე რა მოხდება? იმის გარკვევას დაიწყებს სად და ვისთან ერთად იყავი იმ ღამეს როცა 112-ში დარეკე. ათასჯერ დაგიბარებს დაკითხვაზე და ყოველდღე ერთიდაიგივე კითხვებს დაგისვამს! სულ რომ დაზეპირებული ტექსტით ელაპარაკო რაღაც ხარვეზის პოვნას მაინც შეძლებს შენს სიტყვებში. იცი მერე რა მოხდება? გაიძულებს რომ თავი იმართლო, უფრო დეტალურად აუხსნა, თავიდან მოუყვე ის რაც უკვე ათასჯერ აქვს მოსმენილი, მოულოდნელად სხვა კითხვას დაგისვამს და დაგაბნევს, ფიქრის საშუალებას არ მოგცემს! გონებას აგიმღვრევს და სიმართლის თქმას გაიძულებს...
-ამას არ დავუშვებ!
-გგონია შეძლებ იმ წნეხს გაუძლო რაც დაკითხვაზე გელოდება?!- გაბრაზდა თორნიკე- ის ნაბ*ჭვარი ავალიანი, ამ საქმეზე ჩაიციკლა! იქამდე არ გაჩერდება სანამ რაიმე ხელმოსაჭიდს არ იპოვის!
-ჩემს წინააღმდეგ არაფერი აქვს გარდა 112-ში დაფიქსირებული წამიერი ზარისა
-თავს ამით იმშვიდებ?- მოიღუშა თორნიკე
-გამომძიებელი როცა მკითხავს სად და ვისთან ერთად ვიყავი იმ ღამეს როცა 112-ში დავრეკე შემიძლია ვუთხრა რომ კახასთან ან ლილესთან ერთად ვიყავი ზღვის სანაპიროზე, მოულოდნელად ვიღაცამ ან რაღაცამ შეგვაშინა და ამიტომ დავრეკე 112-ში
-გგონია ამ სისულელეს დაიჯერებს?
-მკ*დია დაიჯერებს თუ არა მთავარი ისაა რომ ჩემს სიტყვებს კახაც და ლილე, ორივე დაადასტურებს
-ნიცა
-თორნიკე გამომძიებელს ჩემს წინააღმდეგ არაფერი აქვს, რისთვის უნდა მომთხოვოს პასუხი? იმისთვის რომ შემთხვევით 112-ში დავრეკე?
-გგონია ასე მარტივია? შენს პიროვნებას შეისწავლის და მერე
-არაფერი არ მოხდება, დავარწმუნებ რომ შემთხვევით დავრეკე და მორჩა!
-თუ გაიგებს რომ მე და ანდრიას გვიცნობ საქმე გართულდება ხვდები ამას?
-ვერაფერს გაიგებს ჩემი ცხოვრებიდან თუ გაქრებთი, თან სამუდამოდ
-გგონია ასე მარტივია?-ბოროტულად გაეღიმა თორნიკეს-ის ნაბ*ჭვარი ყველა შენს სიტყვას გადაამოწმებს! იცოდე, ოდნავ მაინც თუ შეეპარება ეჭვი შენს სიტყვებში მოსვენებას დაგაკარგვინებს
-თორნიკე! ძალიან გთხოვ არ გინდა ნუ ადრმატიზირებ. უბრალოდ დამკითხავს და მორჩა!
-ვცდილობ დაგიცვა
-შენი მზრუნველობა არ ჭირდება როგორმე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს
-ხვდები მაინც რა შეიძლება მოხდეს თუ გაარკვევს რომ მე და ანდრიას გვიცნობ?!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი
-ვხვდები!-იგივე ტონალობით უპასუხა გაღიზიანებულმა გოგონამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა
-შენს წინაააღმდეგ საქმეს აღძრავს და ოფიციალურ გამოძიებას დაიწყებს!
-შეწყვიტე!
-იცი მერე რა მოხდება? შენი სატელეფონო ანძის მონაცემებზე წვდომას მოითხოვს!
-საკმარისია შეწყვიტე-ასლუკუნდა ნიცა
-რამდენიმე საათში ზუსტად ეცოდინება რომ 112-ში გონიოდან დარეკე. იქ სადაც ჩემი აგარაკია! მგონი ზედმეტად ბევრი დამთხვევაა, არ მეთანხმები?
-რა გინდა რომ გავაკეთო? მითხარი და გავაკეთებ- დაღლილი ხმით უთხრა ნიცამ და სევდით სავსე მზერა მის პროფილს მიაყინა
-ცოლად გამომყევი-დაუფიქრებლად უთხრა თორნიკემ და მოულოდნელად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
-მეცოდები-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და მაშინვე აარიდა მზერა მის წაშლილ სახეს
-სიტყვებს დაუკვირდი-კბილებში გამოსცრა თორნიკემ და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა
-ამას იმიტომ არ გეუბნები რომ გაგაღიზიანო! უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა რომ ასეთი საქციელით ჩემში მხოლოდ სიბრალურს იწვევ- ირონია გაერია ხმაში ნიცას- ცოლად ისეთ კაცს ვერ გავყვები რომელის მიმართაც მხოლოდ სიბრალურს ვგრძნობ
-ჩემს მოთმინებას ცდი?-აგრესიული ტონით ჰკითხა თორნიკემ და ზიზღით სავსე მზერა სახეში მიანათა- იცოდე მოგკლავ- კბილებში გამოსცრა და სანამ დაბნეული გოგონა რამეს ეტყოდა მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. მაშინვე კარს ეცა ნიცა, მაგრამ ვერ გააღო, რადგან დაბლოკილი ჰქონდა თორნიკეს. უეცრად ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა სასოწაკვეთი გოგონას, მაგრამ როგორღაც თავი შეიკავა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა გაგიჟებულ ბიჭს
-მომკალი! თორემ დღესვე წავალ პოლიციაში და თქვენზე ყველაფერს მოვუყვები
-მემუქრები?- ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა თორნიკეს და ჯიბიდან დანა ამოიღო, სწორედ ის, რომლითაც ყელზე ჭრილობა მიაყენა ნიცას, მათი პირველი შეხვედრისას
-გააკეთე ის რის გაკეთებასაც აპირებ!
-მეჩვენება თუ ირონიული აღარ ხარ?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და მოულოდნელად და ყელზე დანა მიაბჯინა, სწორედ იქ სადაც დღემდე ეტყობოდა მისგან დატოვებული შრამი
-მომკალი!-წარბის შეუხრელად უთხრა ნიცამ და ყელში გაჩხერილი ცრემლები სულის სიღრმეში ჩამალა-წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციაში წავალ და...- კიდევ რაღაცის თქმას აპირებლდა გაგიჟებული გოგონა მაგრამ თორნიკე მაშინვე ტუჩენზე დააცხრა და ხმის ამოღება არ აცადა. ჰკოცნიდა აგრესიულად, უხეშად, მომთხოვნად. მხოლოდ მაშინ დააღწია ნიცამ მის ტუჩებს თავი როცა შუაგზაზე გაჩხერილ მანქანას სტვენა ყვირილი და სიგნალი აუტეხეს გამვლელმა მანქანებმა
-მეზიზღები თორნიკე-სლუკუნით უთხრა ნიცამ გაგიჟებულ ბიჭს როცა მანქანა დაქოქა თორნიკემ და ადგილზე შემოატრიალა.
წარმოდგენა არ ჰქონდა ნიცას სად და რატომ მიჰყავდა ამ შეშლის მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო რომ ამ ღამეს ერთერთი მათგანი მოკვდებოდა.
-ნიცას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა თორნიკემ მანქნაა პოლიციის შენობოს წინ გააჩერა და აგრესიული ტონოთ უთხრა
-გადადი
-რაა?-დაიბნა ნიცა
-გადადი მეთქი!-დაუღრინა თორნიკემ და მანქანის კარი განბლოკა
-შენ რა გაგიჟდი?-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა ნიცას
-რა იყო გეშინია-ირონია გაერია ხმაში თორნიკეს და წამიერად მისკენ მიიხედა-გამბედაობა არ გყოფნის რომ მანქანიდან გადახვიდე?- ცრემლები ახრჩობდა ნიცას, ამიტომ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა-გადახვალ თუ გაიკეთებ თითზე ბეჭედს?- ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოაშორა სახიდან
-რაგინდა ჩემგან, პირდაპირ მითხარი-სლუკუნით ჰკითხა ნიცამ და აწყლიანებული თვალები სახეში მიანათა
-იცი რაც მინდა-დაუფიქრებლდა უთხრა ვნება მორეულმა ბიჭმა და მოულოდნელად მისკენ გადაიხარა. სახე ზედმეტად მოუახლოვა და ნაიარევზე ნაზად აკოცა. ეს ბოლო წვეთი იყო ნიცასთვის, მაშივე კარს ეცა და გადასვლა დააპირა მაგრამ თორნიკემ დაუბლოკა
-გააღე!
-მშვიდად
-გააღე! ახლავე!
-ნიცა
-რა იყო გეშინია? გამბედაობა არ გყოფნის რომ კარი გააღო?- ცინიკური ტონით ჰკითხა ნიცამ და ბოროტულად გაუღიმა. თორნიკეს თავმოყვარეობას იმდენად მტკივნეულად შეეხო ნიცა რომ იძულებული გახდა კარი გაეღო.
მანქანიდან გადასვლისთანავე პოლიციის შენობისკენ აიღო გეზი ნიცამ, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა რომ თორნიკე წავიდა მაშინვე სანაპიროსკენ გაეშურა. იმის მიუხედავად რომ საშინლად ციოდა წყალი მაინც თბილი იყო ამიტომ ფეხსაცმელები დაგიხადა და ზღვის ნაპირს ფეხშიშველა გაუყვა. შეკრთა როცა ზღვის ხმაურს შერწყმული ბნელი სიჩუმე ტელეფონის ხმამმ დაურღვია. ეგონა ლილე ურეკავდა ამიტომ არ უპასუხა. როცა ზარი რამდენჯერმე განმორდა ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო და ისე რომ ეკრანისთვის არ დაუხედია უპასუხა
-რა გინდა ლილე? ხომ გითხარი სახლში გვიან დავბრუნდები-მეთქი?
-ნიცა
-ანდრია?-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას
-კარგად ხარ?
-რატომ მირეკავ
-შენ რა ტირი?
-კარგად ვარ
-სად ხარ? მითხარი და მოგაკითხავ
-ანდრია...
-სად ხარ, მითხარი!
-მე...
-ნიცა გთხოვ მითხარი სად ხარ და მოგაკითხავ
-სანაპიროზე
-უფრო ზუსტად?
-აეროპორტთან
-რამდენიმე წუთში შენთან ვიქნები
-კარგი.
ანდრიას დანახვამ ნიცა ისე ააღელვა რომ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. იმის მიუხედავად რომ ინტერესით კვდებოდა ანდრია, ნიცასთვის 1 კითხვაც არ დაუსვამს მომხდარზე უბრალოდ ჩაეხუტა და აცადა რომ დამშვიდებულიყო.
-მადლობა რომ მოხვედი-სლუკუნით უთხრა ნიცამ როცა აზრზე მოსვლა და დამშვიდება შეძლო
-იცი? ძალიან მენატრებოდი-გულწრფელი ემოციით უთხრა ანდრიამ და მისი სახე ხელებშორის მოიქცია.
-მეც-თვითონაც ვერ მიხვდა რატომ უთხრა ეს. ადგილზე გაიყინა როცა ანდრიას მწველი ტუჩების შეხება იგრძნო გაცრეცილ ტუჩებზე და ჩამწყდარი ხმით ჰკითხა-რას... აკეთებ?
-იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა- არეული ხმით უთხრა ვნება მორეულმა ბიჭმა და ტუჩებში ნაზად აკოცა. თავიდან ნიცა დაფრთხა, მაგრამ იმდენად თავშეკავებული იყო ანდრიას იმდენად ნაზი, მშვიდი და ვნებიანი რომ წამში გაუქრა ნიცას თორნიკესგან დატოვებული კოცნის შიში და ზიზღი. ანდრიამ იგრძო ნიცას შინაგანი დაძაბულობა ამიტომ მალევე მოშორდა მის მთრთოლარე ტუჩებს და გასამხნევებლად ჩაეხუტა
-გინდა სახლში წაგიყვანო?-კარგა ხნის სოჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით ჰკითხა დ აკითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში ჩააცქერდა. ნიცამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია
-სახლში წასვლა არ მინდა
-მაშინ წამომყევი- ეშმაკური ღიმილით გაუწოდა ხელი ანდრიამ, ნიცამ ჩაკიდა და ერთად გაიქცენენ მანქანის მიმართულებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

თორნიკე და ნიცას წყვილი მინდა მეც. დიდხანს არ გვალოდინოთ რა? გული არ დაგვწყვიტოთ ნიცა და თორნიკე ერთად.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

ნიცა და თორნიკე.❤️ ანდრია არ მგონია მაინც კარგი ადამიანი, ოღონდ არ ვიცი რატო????‍???? თორნიკეს ცოტა "შემოლაწუნება" უნდა???? თქვენ კიდევ გელოდებით❤️❤️

 


№3  offline წევრი Nikea

სტუმარი ლილე
ნიცა და თორნიკე.❤️ ანდრია არ მგონია მაინც კარგი ადამიანი, ოღონდ არ ვიცი რატო????‍???? თორნიკეს ცოტა "შემოლაწუნება" უნდა???? თქვენ კიდევ გელოდებით❤️❤️

მეც მსგავს აზრზე ვარ მაგრამ რატომ არვიცი...კარგი ადამიანი რომჩანს ალბათ მაგიტო?????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლილე

Nikea
სტუმარი ლილე
ნიცა და თორნიკე.❤️ ანდრია არ მგონია მაინც კარგი ადამიანი, ოღონდ არ ვიცი რატო????‍???? თორნიკეს ცოტა "შემოლაწუნება" უნდა???? თქვენ კიდევ გელოდებით❤️❤️

მეც მსგავს აზრზე ვარ მაგრამ რატომ არვიცი...კარგი ადამიანი რომჩანს ალბათ მაგიტო?????????



ვაიმე არ ვიცი, მაგრამ რაღაცას მალავს ჩემი აზრით, იცით როგორი მომენტი მაქვს, ადამიანის მიმართ ნდობა რომ არ გაქვს, აი თითქოს იდეალურია და მერე უცებ ყველაფერს ანგრევს....

 


№5  offline წევრი Nikea

სტუმარი ლილე
Nikea
სტუმარი ლილე
ნიცა და თორნიკე.❤️ ანდრია არ მგონია მაინც კარგი ადამიანი, ოღონდ არ ვიცი რატო????‍???? თორნიკეს ცოტა "შემოლაწუნება" უნდა???? თქვენ კიდევ გელოდებით❤️❤️

მეც მსგავს აზრზე ვარ მაგრამ რატომ არვიცი...კარგი ადამიანი რომჩანს ალბათ მაგიტო?????????



ვაიმე არ ვიცი, მაგრამ რაღაცას მალავს ჩემი აზრით, იცით როგორი მომენტი მაქვს, ადამიანის მიმართ ნდობა რომ არ გაქვს, აი თითქოს იდეალურია და მერე უცებ ყველაფერს ანგრევს....

აუ ზუსტად ეგ მჭირს მეც,გამოცდილებას მივაწერო უნდა????

 


№6 სტუმარი სტუმარი ლილე

Nikea
სტუმარი ლილე
Nikea
სტუმარი ლილე
ნიცა და თორნიკე.❤️ ანდრია არ მგონია მაინც კარგი ადამიანი, ოღონდ არ ვიცი რატო????‍???? თორნიკეს ცოტა "შემოლაწუნება" უნდა???? თქვენ კიდევ გელოდებით❤️❤️

მეც მსგავს აზრზე ვარ მაგრამ რატომ არვიცი...კარგი ადამიანი რომჩანს ალბათ მაგიტო?????????



ვაიმე არ ვიცი, მაგრამ რაღაცას მალავს ჩემი აზრით, იცით როგორი მომენტი მაქვს, ადამიანის მიმართ ნდობა რომ არ გაქვს, აი თითქოს იდეალურია და მერე უცებ ყველაფერს ანგრევს....

აუ ზუსტად ეგ მჭირს მეც,გამოცდილებას მივაწერო უნდა????



კი ეგრე ვფიქრობ????????

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვთ ნიცა და თორნიკე არ დააშოროთ ერთმანეთს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent