ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეცხრე თავი)
შეტყობინებაზე პასუხი არ დაუბრუნებია, მშვიდი ღიმილით და აჩქარებული გულით გადადო ტელეფონი და დაძინება სცადა. დილით სამსახურში წასვლამდე საუზმე გაიმზადა, ყავის დალევაც მოასწრო, მშვიდად მოემზადა, როგორც უყვარდა. სახლიდან გავიდა თან დედას ელაპარაკებოდა და ალბათ, ამიტომ ვერ შეამჩნია, კართან კვლავ ვარდების თაიგული, რომ იდო და ფეხი წაკრა. - ღმერთო ისევ? - ნერვებ მოშლილმა აიღო ხელში. - რით ვერ გაიგო, რომ ვერ ვიტან წითელ ვარდებს და საერთოდ წითელ ფერს - ჩაიბურტყუნა თავისთვის. - ევა ვინ გამოგიგზავნა ეგ ყვავილები? - გიორგი გამოჩნდა კამერასთან. - არ ვიცი, მამა მერამდენედ მხვდება ნეტავ იცოდე - მხრები აიჩეჩა და შეხედა მამას, იქვე იდგა სახლის წინ ისევ. - წითელი ფერი ხომ არ მიყვარდა და ახლა საერთოდ შემძულდა. - ჩაეცინა უსიამოვნოდ. - გაბრიელს ვეტყვი - თქვა კაცმა, მაგრამ შვილის სიცილი გაიგონა. - მამა რას იზამს გაბრიელი? ხომ არ უთვალთვალებს? - გაეცინა ქალს - რამდენი წლის ვარ ხომ არ დაგავიწყდა? - გაეცინა ისევ - არ ინერვიულო, მე არ მეშინია ვინ რა უნდა დამიშაოს. - ბარათი შენიშნა და მშობლებს, რომ დაემშვიდობა მერე ნახა. „შენი ღიმილი იმაზე მშვენიერია ვიდრე წარმოგიდგენია, სულ უნდა გაიღიმო, ევა" ახლა კი დარწმუნდა ეს ვარდები შიოსგან იყო და აღარ იცოდა გახარებოდა თუ წყენოდა. შეტყობინების არ იყოს, ახლაც ისე აუჩქარდა გული, ეგონა საგულედან ამოხტებოდა, მაგრამ ჯერ ის იყო საკითხავი სიხარულით უძგერდა ასე გამალებით გული თუ შიშით? რა უნდა ექნა ახლა? მადლობა გადაეხადა იმისთვის, რომ ზუსტად ის ყვავილები გამოუგზავნა რასაც ვერ იტანდა? იქნებ არაფერი ეთქვა? მაგრამ რომ არ ეთქვა, უხერხული იყო ალბათ ელოდა შიო მისგან მადლიერების სიტყვებს. ვიდრე გადაიფიქრა შეტყობინება გააგზავნა და ვარდები სახლში დატოვა. ბარათი ჯიბეში ჩაიცურა და სამსახურში წავიდა. „მადლობა, ვარდებისთვის" ლამის მთელი დღე ისე გავიდა პასუხი არ მიუღია, იცოდა დღეს მიფრინავდა შოტლანდიაში და შესაძლოა, დილით უკვე თვითმფრინავში იყო და შესაბამისად ვერ უპასუხებდა. საქმეს შეუდგა თავადაც, კარგი თვისება ჰქონდა, როცა მუშაობდა მხოლოდ საქმეზე იყო კონცენტრირებული და სხვა არაფერი ახსოვდა ხოლმე. - ბავშვებო, გამოცდის შედეგებს გაიგებდით უკვე - გადახედა აუდიტორიას - რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ ქულებთან? მე კმაყოფილი ვარ თქვენი შრომის შედეგით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ადგილას გაჩერდეთ და სწავლა აღარ გააგრძელოთ. წინ ბევრი საინტერსო საკითხის განხილვა გველის და ველი თქვენს ჩართულობას. რამდენიმე ლექცია ჩაატარა და სულ გადაავიწყდა ტელეფონი და შეტყობინებაც, რომელიც ელოდა, როდის გახსნიდნენ და წაიკითხავდნენ. დღის ბოლოს დაღლილმა, სახლისკენ რომ აიღო გეზი, მხოლოდ მაშინ ნახა ტელეფონი და შეტყობინება, რომელიც ოთხი საათის წინ ჰქონდა მიიღებული. „რა ვარდები ევ? მე არაფერი გამომიგზავნია" გულზე მოეშვა, მაგრამ თუ შიო არა მაშინ ვინ უგზავნიდა ამ წითელ ვარდებს? თანაც უკვე ამდენი ხანია, ან აქამდე როგორ ვერ გაიგო ვინ იყო? ერთხელ მაინც, როგორ ვერ დაინახა? აღარაფერი უპასუხა. ან რა უნდა ეთქვა? თან ახლა, როცა აეროპორტში ან უკვე შოტლანდიაში იქნებოდა და პასუხის გაცემას აზრი არ ჰქონდა. მისგან მაინც არ იყო ვარდები. თითქოს იგრძნო შიომ მასზე, რომ ფიქრობდა ქალი. „მიპასუხე" მიიღო შეტყობინება და მასთან ერთად ზარი სვანისგან. - გისმენ - უპასუხა, რამდენიმე წამში. - ევა - გისმენ შიო, მოხდა რამე? - ღელვა დაეტყო ხმაში. - ვარდები ვინ გამოგზავნა? - ჰკითხა ისე თითქოს პასუხი ჰქონდა ბერიძეს. - არ ვიცი - დახედა ისევ ბარათზე დატოვებულ წარწერას - ბარათიც იყო და მეგონა... - რა ეწერა ევ? - მოუსვენრობას შეეპყრო დადეშქელიანი და ნერვები ეშლებოდა, რომ მაინცდამაინც ახლა წავიდა საქართველოდან, მაგრამ ან რა უნდა ექნა? როგორ გაიგებდა ვინ უგზავნიდა ვარდებს? - ისეთი არაფერი, მნიშვნელოვანი არ არის - უთხრა და ბარათი ჯიბეში ჩააბრუნა თითქოს დაინახავდა. - რა ეწერა? მითხარი - წარბები შეკრა და აშკარად ბრაზი ერეოდა სვანს და მისი ცივი, მკაცრი ხმა, რომ გაიგონა უსიამოდ გააკანკალა ტანში. - მნიშვნელოვანი არაფერი. - მძიმედ გადაუშვა ყელში მოწოლილი ბურთი და მის პასუხს დაელოდა. - ვიღაცას თაყვანისმცემელი ჰყავს და თანაც როგორ ასაიდუმლოებს ყველაფერს - გაიცინა, მაგრამ სიცილზეც ეტყობოდა როგორ მოერია ბრაზი. ევასთან ვერაფერს შეიტყობდა, არ იყო საჭირო ყველაფერი სცოდნოდა და მით უმუტეს ის თუ, რა გადაწყვიტა შიო დადეშელინმა ამ წამს. - ევ, წავედი ჩასხდომა იწყება - ძლივს იკავებდა თავს არ , გაცინებოდა რომ წარმოიდგინა როგორ უელავდა თვალები ბრაზისგან - იმედია თაყვანისმცემელი კარგი ბიჭია და ქორწილს არ გამომაპარებთ - ისევ გაიცინა და გაუთიშა. გიჟდებოდა იმ ადამიანის წვალებაზე ვინც მოსწონდა ან უყვარდა. - აბეზარი ბავშვი - გაეცინა მერე თვითონაც. უცნობი თაყვანისმცემლების შიში, რომ ჰქონოდა აქ მარტო არ დარჩებოდა და კარგა ხნის წინ მშობლებთან გადაბარგდებოდა, მაგრამ ევა არ იყო იმ ტიპის გოგო ერთ ვარდების თაიგულს შეეშინებინა. *** მატჩამდე დარჩენილი ორი დღე უცებ მიილია და დადგა დღე, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ვარჯიშს უთმობდა მთელ დროს, ახლა მაინც უნდა მოეგოთ, სამი წაგება უკვე ბევრი იყო თან ასე ერთმანეთის მიყოლებით. მატჩის დღეს ვიდრე სტადიონზე შეიკრიბებოდნენ, ვიდეოზარით დაურეკა ქალს. ისე მოუნდა მისი მშვიდი, შემოდგომისფერი თვალების დანახვა სურვილს ვერ გაუძლო და დარეკა, მოუთმენლად ცქმუტავდა ვიდრე ზარზე უპასუხა ქალმა. ერთმანეთი მოიკითხეს, სამსახურში იყო ევა, აშკარად შესვენება ჰქონდა და მშვიდად საუბრობდა. - რას ფიქრობ თამაშზე? რთული იქნება? - ისე ჰკითხა თითქოს რამე გაეგებოდა თამაშის და ყავა მოსვა. - უნდა მოვიგოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს - უთხრა მთელი სერიოზულობით. - ვიცი, ყველაფერს გააკეთებთ მოსაგებად - გაიღიმა ბერიძემ თავისი მშვიდი, მშვენიერი ღიმილით და ეს სიმშვიდე შიოსაც გადაადო. სტადიონზე გასვლისასაც ეტყობოდა, როგორი მშვიდი იყო, ბრძოლისთვის განწყობილი და ახლა მართლა იცოდა, დღეს მოიგებდა და ზუსტად იმდენ ბურთს გაახვევდა ბადეში, რამდენი შანსიც ექნებოდა და მართლაც საოცარი მატჩი ჰქონდა, სამი გოლი გაიტანა შოტლანდიის კარში და ახლაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თამაშის MVP გახდა და ამაზე მეტად ის ახარებდა, ევა რომ ტელევიზორის ეკრანთან იჯდა და სუნთქვა შეკრული უყურებდა ფეხბურთის მატჩს და ყველა გატანილ გოლს, მასთან ერთად ზეიმობდა, ამის ცოდნა იმაზე მეტი სიხარული იყო ვიდრე სამი გოლი, რომელიც დღეს მიითვალა. - ვიდრე ასე თამაში შეგიძლია არასოდეს გახდები იმედგაცურება შიო, შენ რომც არ გჯეროდეს ამის მე მჯერა. - ჩაილაპარაკა თავისთვის, მას შემდეგ რაც გაბრიელი და ქეთა გაისტუმრა სახლიდან. „მადლობა, რომ მიყურე" „პირობას ყოველთვის ვასრულებ" - გაეღიმა მის მონაწერზე და თავადაც ღიმილით დაუბრუნა პასუხი. „ახლა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მაგამ არ ვარ დარწმუნებული მოვიგებ თუ წავაგებ..." - ევამ რა იცოდა, მასთან შეხვედრას, რომ გულისხმობდა შიო. „ვიცი, გამარჯვებული დატოვებ მოედანს". - ევა - სახლში შემოვიდა გაბრიელი - ვიღაც ბიჭი იყო შენს კართან, ყვავილები დატოვა - ხელში აატრიალა წითელი ვარდები, რაღაც ბარათიც არის ნახე - გაუწოდა და თავადაც დააჩერდა წარწერას. „ყველა საღამოს შენი ღიმილი მაკლია. იქნებ, მომცე შანსი, შენთან ერთად გავატარო დრო, რომ მივხვდე, როგორი ნათელია ღამე როცა ჩემს გვერდით ხარ. თუ თანახმა ხარ - ხვალ ლექციების შემდეგ შეგხვდები" - გაბრიელ - ძლივს გასაგებად თქვა დეიდაშვილის სახელი და როცა მზერა გაუსწორა მიხვდა მაჭარაშვილი ცოტა შეშინდა ქალი. - არ იდარდო ევ, არ მოგიწევს მასთან შეხვედრა - დაამშვიდა ბიჭმა. - გაბრიელ, როგორ არ მომიწევს ლექციებიდან, რომ გამოვალ სად დავიმალები? სახეზეც კი არ ვიცნობ - პანიკა ეწყებოდა. - ევა, მშვიდად, ვერაფერს დაგიშავებს - ხელები შემოხვია. ბერიძეს აღარაფერი უთქვამს, მადლიერი მზერა შეაგება დეიდაშვილს და ალბათ ცხოვრებაში პირველად თავადაც შემოხვია სუსტი მკლავები და გულში ჩაეკრა. *** ვიდრე ევა მშვიდად დაძინებას ცდილობდა, დადეშქელიანი ფიქრებს მოეცვა და ძილი არაფრით ეკარებოდა. შემოდგომისფერი თვალები ედგა წინ და მოსვენებას უკარგავდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც აწუხებდა და თავად არაფრის გაკეთება არ შეეძლო. პირველად მოუნდა ასე ძალიან, დაეცვა ქალი, რომელიც არც სისხლით ნათესავი იყო და არც მეგობარი და კიდევ კარგი, რომ არ იყო. მის გვერდით სულ სხვა სტატუსით უნდა ყოფილიყო ევა. ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა და საქართველოში დაბრუნდებოდა, ევა რომ ენახა. ერთი სურათიც კი არ ჰქონდა არადა, როგორ უნდოდა ახლა მისი სევდიანი თვალების დანახვა, მოკლე შავი კულულების, სულ რომ უნდოდა გათამაშებოდა და ჯერ ვერ გაებედა. *** დილაადრიან ადგა, მოწესრიგდა, საუზმე და ყავა გაიმზადა და უნივერსიტეტში წავიდა, დღეს განსაკუთრებით დატვირთული დღე ჰქონდა, გვიან საღამოს რჩებოდა ლექციებს. - ლალიკო როგორ ხარ? - მიესალმა კოლეგას და მასთან ერთად წავიდა შენობისკენ. - ევა, შენ როგორ ხარ? - რა საყვარელი იყო ეს მორიდებული გოგო. რამდენიმე წუთს გაგრძელდა მათი საუბარი, ლალიკო კაფეტერიაში ევა კი ლექცია წავიდა და მთელი დღე გავიდა საღამომდე თავი არ აუწევია კომპიუტერებიდან. - აბა დროებით, ხვალ ლექცია არ გექნებათ - უთხრა ჯგუფს და თავი გადაავლო სტუდენტებს. ბოლოს გავიდა აუდიტორიიდან და თან გაბრიელს დაურეკა რომელიც არაფრით იღებდა ტელეფონს. რამდეჯერმე დარეკა და რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა მასთან კიდევ ერთხელ დარეკვას, შენობა დატოვა. იმდენად მშვიდი სახით გავიდა გარეთ ნერვიულობის ნატამალი არ ეტყობოდა. - ევა - უცხო ხმა მოესმა ზურგს უკან და სანამ გაიაზრა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ინსტინქტურად შერუნდა. - გისმენთ? - წითელი ვარდები. ეს იყო პირველი რაც დაინახა ქალმა. - გამარჯობა - გაიღიმა ბიჭმა - გაგეცნობით - მე გოგა ბატიაშვილი ვარ. მიხარია რომ მოხვედით, მთელი დღე გელოდით - გაიცინა ისევ. ბიჭი ნამდვილად სიმპატური იყო, ევაზე ერთი ან ორი წლით უფროსი იქნებოდა. ღია წაბლისფერი თმა, მოზრდილი, კარგად მოვლილი წვერი, კეხიანი ცხვირი და სისხლივით წითელი ტუჩები, მის მუქ, მწვანე თავლებს კიდევ უფრო კვეთდა და იმდენად სიმპატიური იყო ალბათ გოგოები ბუზებივით ეხვეოდნენ. - ბოდიში, რომ გალოდინეთ - კაცის სიტყვების გამო თავი უხერხულად იგრძნო. - ეს ყვავილები თქვენ - მიაწოდა დაბნეულმა - თქვენ ამ ვარდებზე უფრო ლამაზი ხართ - გაუღიმა. - მადლობა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ წითელი ვარდები არ მიყვარს - უხეში და პირდაპირი ნათქვამი გამოუვიდა, მაგრამ არ აინტერესებდა. - მაშინ მითხარით რა მოგწონთ? რომელია თქვენი საყვარელი ყვავილი? - ცოტა დაიბნა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს. - არ მიყვარს ყვავილები - უთხრა მშვიდად და მზერა გაუსწორა, მერე მის გამოწვდილ ხელს და ვარდებს შეხედა და უკან მოუხედავად წავიდა. - მაშინ ყავაზე დაგპატიჟებთ - ჩქარი ნაბიჯით დაეწია გოგა. - დღეს უკვე ხუთი ჭიქა დავლიე, არ მინდა. - მანქანში ჩაჯდა. - იქნებ გვეჭამა ან გაგვესეირნა? - არ ნებდებოდა ბატიაშილი. - იქნებ შეწყვიტოთ? ვერ ხედავთ რომ არ მინდა თქვენთან დროის გატარება? - მანქანის კარი დახურა და წავიდა. ბატიაშვილი მხოლოდ გვარით არ ყოფილაო გაიფიქრა ქალმა და თავი გააქნია უსიამოვნო ფიქრების მოსაშორებლად. ამ დღის შემდეგ ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ გოგა ბატიაშვილი აღარ გამოჩენილა ევას სიახლოვეს რამდენიმე დღე. ეს რამდენიმე დღე კი თითქმის ერთი კვირა იყო და ევასაც სიმშვიდე დაეუფლა, იფიქრა იმდენად არ იყო ჩემი დაინტერესებული დღე და ღამე ჩემთვის ედევნაო და ერთიანად მოეშვა და ის სიმშვიდე რაც მის სევდიან, შემოდგომისფერ თვალებში იწვა, ისევ დაუბრუნდა და ძველებურად დინჯი და მშვიდი იყო. - ევ, როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე - წუწუებდა დევდარიანი და ნერვებ მოშლილი უყვებოდა ყველაფერს რაც ხელს უშლიდა საქართველოში ჩამოსვლაში. - ვიცი თათა - გაეღიმა ქალს. იცოდა თათა ვერ იტანდა მსგავს პასუხებს და წამიც და აფეთქდებოდა. ან უარეს შემთხვევაში სართოდ გაუთიშავდა და აღარ უპასუხებდა, მაგრამ ევამ მოასწრო - არ გათიშო არ გათიშო - გაეცინა დევდარიანის მოღუშლ სახზე და ანთილ თვალებზე. - ხომ იცი რომ მეც მენატრები. - საერთოდ როგორ მოეწონე იმ შენს იდუმალ თაყვანისცემელს?! უჟმური ხარ - ცხვირი აიზუა თათამ. - მე კი მიკვირს როგორ მოაწონე თავი მაგ ბიჭს ისე რომ დაბრმავდა? - არ დარჩა ვალში და გაახსენა შეყვარებული რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და იმდენად უყვარდა დევდარიანის ქალი მის გამო საქართველოშიც კი ჩამოვიდა და მიზეზად უთხრა მომენატრე და შენი ნახვა ისე მინდოდა ვეღარ გავძელი კიდევ ერთი კვირაო. - შენ შენს დადეშქელიანს და სკანდალებს მიხედე. გკოცნი, წავედი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გათიშა. - დევდარიანო! - ძლიერად დააჭირა თვალები და ღრმად ამოიოხრა - ჩამოხვალ და ნახავ. - დაიმუქრა პატარა ბავშვივით და დასაწოლად წავიდა. *** - გამარჯობა ევა, როგორ ხარ? - უნივერსიტეტის ეზოში იდგა ბატიაშვილი და თავისი თვალისმომჭრელი ღიმილით იღიმოდა. - გამარჯობა - თვალები აატრიალა და შენობისკენ წავიდა. - ლექციებამდე ყავა ხომ არ დაგველია? - შეთავაზა ისევ და მასთან ერთად განაგრძო გზა. - მადლობა, არ მინდა. - მოუჭრა მოკლედ და შენობაში შევიდა. - გელოდები ევა - დაუძახა და უკან სვლით წავიდა ეზოს შუაგულისკენ. - რით არის ჩემზე უკეთესი შიო დადეშქელიანი? - უსიამოვნოდ გაიცინა და იქვე ჩამოჯდა სკამზე. დღის ბოლომდე იყო ბატიაშვილი უნივერსისტეტის ეზოში, ევას ელოდა. ქალს, რომელიც მართლა ძალიან მოსწონდა და ვერაფრით ხვდებოდა რატომ შიო და არა ის? შიოზე მეტი არა მაგრამ არც ბევრად ნაკლები ჰქონდა შემოსავალი და მასაც შეეძლო ძვირადღირებული საჩუქრები ეჩუქებინა. ზოგჯერ ადამიანებს გვავიწყდება რომ ფული და ქონება არაფერია, დღეს გაქვს ხვალ აღარ. არწივის ფრთებს შეისხამს და გაფრინდებაო ნათქვამია და ზუსტად ეს სიტყვები, ასე სარწმუნო რომ არის გვავიწყდება. ევა არ იყო ის ქალი ვინმეს ფულებით დაინტერესებულიყო, მთავარი არც გარეგნობა და მით უმეტეს არც სიმდიდრე არ არი, მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მისი შინაგანი პიროვნება, თვისებები. ხდება ხოლმე ერთი შეხედვით მოგეწონება ადამიანი და რომ გაიცნობ, არანაირი ასეულობა არანაირი დადებითი არ გააჩნია და რომ იტყვიან უვარგისია. ასეთი კაცი იყო ბატიაშვილი, გარეგნულად წუნს ვერ აუღებდი ვერაფერზე მაგრამ ერთს რომ გააღებდა პირს იქ დამთავრდებოდა მისი გარეგნული სილამაზეც. ადამიანი, რომელმაც იცის კარგის და ცუდის გარჩევა, იცის როდის რა გადაწყვეტილება მიიღოს, რა და როდის თქვას, როდის ილაპარაკოს და რამდენი აი, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონდა ევას. ადამიანებთან, ვინც იცოდა ყველაფერში ზომიერება, ოქროს შუალედი ეპოვათ. ლექციის დროს ტელეფონს ყოველთვის უხმო რეჟიმზე ტოვებდა, მაგრამ დღეს რატომღაც გადაავიწყდა ხმა გაეთიშა და ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა ზარი რომ მოესმა და ეკრანზე დახედვისას გაბრიელი წაიკითხა. - უკაცრავად - ბოდიში მოიხადა - გისმენ გაბრიე. - .... - ლექციაზე ვარ, ოც წუთში ვრჩები - საათს დახედა. - ... - მომწერე სად იქნებით და მე თვითონ მოვალ. - დაემშვიდობა დეიდაშვილს და საკითხის ახსნა გააგრძელა. ლექციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წუთი დაყოვნდა, შეამოწმა ხომ ყველაფერი წესრიგში იყო და აუდიტორია დატოვა. - ისევ ის კაფეა, მშვენიერი, აქვეა - თქვა თავისთვის და ტელეფონი ჩანთაში ჩადო. - ხომ არ დაიღალე? - მოესმა ნაცნობი ხმა და თვალები ინსტიქტურად აატრიალა, უკმაყოფილება დაეტყო სახეზე. - ხომ გთხოვეთ, რომ თავი შორს დაგეჭირათ ჩემგან? რატომ არ გესმით? - ჰკითხა შებრუნებისთანვე და უსიამოდ გააკანკალა, როცა კაცის ხელი იგრძნო მკლავზე. - მომწონხართ, მინდა უკეთ გაგიცნოთ - უთხრა კაცმა და თმაზე გადაისვა ხელი. - მაპატიეთ, მაგრამ არ მაქვს სურვილი თქენი გაცნობის. თანაც ძალიან მეჩქარება. - უთხრა და წასასვლელად შებრუნდა. - შიო დადეშქელიანი მოგწონთ? - ჰკითხა გოგამ, თვალებიდან ზიზღს და ბრაზს აფრქვევდა. - თქვენ რატომ ინტერესდებით? - ჰკითხა გულწრფელად, ვინ იყო თავისი პირადი ცხოვრება რომ გაეზიარებინა? - ისე, უბრალოდ. - ტუჩები აატრიალა. პაუზის შემდეგ კი კვლავ ყავა შესთავაზა. - გთხოვთ, თავი შორს დაიჭირეთ ჩემგან. ყავას კი თქვენთან ერთად არასოდეს დავლევ. - მოუჭრა მოკლედ და გზა გააგრძელა. - რით მჯობია შიო? - ჰკითხა პირდაპირ და ისე დაეტყო ბრაზი, ცოტაც და გადმონთხევდა. - სხვა ადამიანთან თავის შედარებას კარგი არაფერი მოუტანია არავისთვის. თქვენთვის გეტყვით, სხვას ნუ შეადარებთ თავს და უფრო ბედნიერი იქნებით. - ისეთი მშვიდი იყო ამ დროს, მისი სევდიანი თვალები, სილამაზეს ასხივებდა. - იქნებ გინდათ კიდევ ერთ სკანდალში გაეხვეთ? - რომ მიხვდა ვერ დაიყოლია ყავაზე, კამათის წამოწყება გადაწყვიტა გულში, მაგრამ ესეც რომ არ გამოუვიდა, პირდაპირ ცეცხლზე ნავთი დაასხა. - მაშინ ინტერვიუმ გიშველათ, მაგრამ ახლა რა გიშველით? - ის ფოტო თქვენი გადაღებული იყო? - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან და საზიზღარი ღიმილით, რომ დაუქნიეს თავი, მაშინ კი შეუძვრა გულში შიში. - კაცი რომელმაც ჩემი პირადი ცხოვრებიდან ჩემი ნებართვის გარეშე ფოტო გამოაქვეყნა ახლა მოდის და მეუბნება რომ მოვწონვარ?! ჩემს სიახლოვეს აღარ გნახოთ. - ძალიან მკაცრი იყო ბრიძე და ეს არა მხოლოდ ხმის ტონში არამედ მის ქმედებაშიც ჩანდა. ჩქარი ნაბიჯით მივიდა მანქანამდე და დაუყოვნებლივ წავიდა იმ ადგილისკენ გაბრიელი და ქეთა რომ ელოდნენ. - მოვედი - ეცადა განწყობაზე ცვლილება არ დატყობოდა - როგორ ხართ? - რატომ დაგაგვიანდა? - გაბრიელი იყო, მზრუნველი დეიდაშვილი. - უნივერსიტეტში შევყოვნდი - ყავა მოსვა, მისთვის რომ შეეკვეთა მაჭარაშვილს. ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო. - დღეს ისევ იყო მოსული, ლამის გავგიჟდი მომწონხარო იძახდა. - რით ვერ გაიგო მაგ ბიჭმა რომ არ მოგწონს?! - ბრაზობდა ქეთა. - თან, გაბრიელს ემახსოვრება სვანეთიდან შიომ რომ წამომიყვანა, ფოტო გადაიღომ ვიღაცამ და... - არ მითხრა რომ მისი გაკეთებულია - ბრაზით აენთო თვალები მაჭარაშვილს და ალბათ პასუხსაც და ამბის დასასრულსაც მოუყვებოდნენ მათ მაგიდასთან ახალგაზრდა, კარგად ნავარჯიშები ბიჭი რომ არ გამოჩენილიყო და გაბრიელიც მისი დანახვისთანავე ბრაზიდან ღიმილზე გადავიდა და უცებ წამოდგა ფეხზე მსოფლიოს მანათობელი ვარსკვლავი, რომ ენახა. - როგორ ხარ? - გაეხვია ბიჭს და გამარჯვება პირისპირ მიულოცა კიდევ ერთხელ. ქეთას შემდეგ ევას ნახვის ჯერი დადგა, ისე ბუნებრივად დაიხარა და გადაკოცნა, ბერიძემ ვერც კი გაიაზრა, როგორ აუჩქარდა გული მისი ხელის შეხებისას. - რაზე საუბრობდით? - უკვე ევას გვერდით დაეკავებინა ადგილი. - ისეთი... - დაიწყო ევამ საუბარი. - ვიღაც გოგა ბატიაშვილია შეუჭამა ტვინი ევას - თქვა გაბრიელმა და გვიან დაინახა როგორ დაუქაჩა ევამ თვალები და მერე ქეთასგანაც იგრძნო მუჯლუგუნი გვერდში. - ბატიაშვილი? - შეხედა ევას, რომელიც ჯერ კიდევ თავის დეიდაშვილს უბღვერდა, განაწყენებული. - ეგ ის ხომ არ არის წითელი ვარდები რომ გამოგიგზავნა? - წარბები შეკრა არ სიამოვნებდა ვიღაც თაყვანისმცემელზე საუბარი. ევას მიუბრუნდა ახლა და თვალებში შეხედა, მაინც როგორი მშვენიერი იყო ამ თვალების ყურება და მათში საკუთარი თავის დანახვა, ამ სევდიან, შემოდგომისფერ თვალებში, სადაც ვარსკვლავები ციმციმებდნენ ყოველი სიხარულისას, საყვარელი ადამიანის დანახვისას და სადაც სიმშვიდე იწვა მუდამ. სიმშვიდე რომელიც ასე უყვარდა დადეშქელიანს. - კი ეგ არის - უთხრა მშვიდად და თემა შეცვალა, იცოდა ახლა თუ ფეხბურთზე დაიწყებდა საუბარს ყველა აჰყვებოდა ლაპარაკში და დაავიწყდებოდათ ბატიაშვილი. - სულ დამავიწყდა, რომ მეკითხა გოშაძეზე პენალტი რატომ არ დანიშნეს? - ისეთი ინტერესით შეხედა დადეშქელიანს, ეჭვი არავის შეეპარებოდა რომ ამ კითხვის პასუხი ნამდვილად აინტერესებდა. - იყო დასანიშნი, მაგრამ არბიტრმა თქვა, რომ არ ყოფილია დარღვევა არადა აშკარად ბლოკირება მოახდინეს გოშაძის საჯარიმოში. - თქვა სვანმა და თავი გადააქნია. - მთავარია მოვიგეთ და მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. - გაამხნევა მაჭავარიანმა. მალევე დაიშალნენ, დადეშქელიანი ერთი კვირით იყო საქართველოში და მერე ინგლისში ბრუნდებოდა, კლუბში. სახლისკენ წასულმა უცებ გზიდან გადაიყვანა მანქანა და დარეკა. - ერთი პიროვნება უნდა მომიძებნო სად არის ახლა, ან ნომერი მჭირდება. - გასაგებია. დაახლოებით საათ ნახევარში ტელეფონზე მიიღო შეტყობინება და მითითებული ადგილისკენ დაიძრა. ფოტოც ჰქონდა, რაც საქმეს უმარტივებდა. პარკი სადაც უნდა ენახა ბატიაშვილი, თიტქმის ცარიელი იყო, გოგა ხეებს შორის იდგა და დაინახა მისკენ მიმავალი შიო დადეშქლიანი. - გამარჯობა - მიესალმა ცივად. - გამარჯობა? - კითხვასავით გაიჟღერა კაცის პასუხმა. შიო იყო მშვიდი, მაგრამ მტკიცე. ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაიწყო ლაპარაკი, იცოდა ევას შეეშვი ლაპარაკით ვერაფერს შეცვლიდა და თავადაც არ იყო ის ტიპი ჩხუბი დაეწყო. - თუ მართლა გგონია, რომ ევას სიყვარულს მუქარით ან შიშით მოიპოვებ, ალბათ საერთოდ არ იცი, რა არის სიყვარული. მისი სიმშვიდე ჩემთვის ყველაფერია. ნუ მაიძულებ, რომ მის გამო შენი სიმშვიდე დავარღვიო. - ეს იყო ბოლო რაც უთხრა, მერე კი შებრუნდა და წავიდა. გოგა კი დარჩა დაბნეული და თითქოს უკვე იცოდა, რომ შეჩერება სჯობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.