შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს(გაგრძელება )


28-12-2024, 21:47
ავტორი lillianna
ნანახია 1 354

თვითმფრინავის პატარა ფანჯრიდან ჩუმად გააპარა თვალი ანიტამ
გარეთ წვრილად ცრიდა , უეცრად მთელს ტანში იგრძნო ზამთრის სუსხი გოგონამ, ხელები ერთმანეთში აათამაშა და სანამ წამოდგებოდა კიდევ ერთხელ გაიხედა დაორთქლილი ფანჯრიდან
ორი წლის და ცხრა თვის წინ დაემშვიდობა სამშობლოს მაგრამ ამ წამს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სულ რაღაც ორი საათით იყო წასული!

აეროპორტის შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წვიმის წვეთებს საშუალება მისცა სახე დაესველებინა მისთვის ,
სასიცოცხლოთ აუცილებელი საქმისთვის რომ არ ყოფილიყო ჩამოსული კიდევ დიდხანს იდგებოდა ამ პოზაში
მისი სხეულის წინ თეთრი ავტომობილი გაჩერდა თავზე ტაქსის ტრაფარეტით
ანიტა სწრაფად გამოერკვა ფიქრებიდან და საკუთარი ბარგი უკანა სავარძლებზე მოათავსა

-საით გოგონა ?

შუა ხნის კაცმა წინა სავარძლიდან გაუღიმა

-ღუდუშაურში თუ შეიძლება

მას შემდეგ რაც ავტომობილი ადგილიდან დაიძრა კიდევ უფრო მეტად აიტანა ნერვიულობამ ანიტა, წარსულთან შეხვედრა არასდროს ყოფილა ასეთი რთული
ნერვიულად ათამაშებდა ხელში მობილურს, ლუკასგან ზუსტად იცოდა სად უნდა მისულიყო
კლინიკის შესასვლელიდან თითქმის სირბილით აირბინა კიბეები , ტაქსის მძღოლს სთხოვა მისი ბარგი დათქმულ მისამართზე მიეტანა
და ახლა კლინიკის მეორე სართულზე ცარიელ დერეფანში მარტო მდომი იმედით აცეცებდა თვალებს რომ დაენახა ნაცნობი სახეები

-ანიტა

თითქმის დავიწყებული ჰქონდა ეს ხმა
სწრაფად მოტრიალდა
-ღმერთო ლუკა

მამაკაცისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და თავი ვერ შეიკავა რომ არ მოჰხვეოდა
მთელი სხეულით იკრავდა გულში ლუკას სხეულს , რომ ცოტათი მაინც… ცოტათი მაინც მიეცა შვება

-როგორ არის

ძლივს გაბედა კითხვის დასმა ჯერ კოდევ ლუკაზე ჩახუტებულმა

-ისევ ისე გონზე არ არის ანიტა

ფრთხილად მოშორდა ანიტა მის სხეულს ჩუმად ცრემლები რომ მოეწმინდა

მხოლოდ ახლა … მხოლოდ ახლა შეამჩნია ლუკაზე ხელჩაკიდებული პატარა დაბნეული თვალები… ბიჭუნა ქერა თმით და ხელში სათამაშო მანქანით

დაიჩოქა , როგორ გავდა თვალებით ნენეს , მასავით ლურჯი ზღვისფერი , უძირო

-დანი

პატარა ისევ გაოცებული აცეცებდა თვალებს

-რამხელა ბიჭი ხარ!
მთელს სახეზე ეფერებოდა ანიტა, ახლა როგორც არასდროს ისე გრძნობდა მეგობრის სიახლოვეს

გული რომ იჯერა მოფერებით ბიჭუნა იქვე სმაზე დააჯინა და ლუკას ამოუდგა გვერდით

-ექიმები რას ამბობენ , კი მაგრამ რამე ხომ უნდა ვიცოდეთ

-სისხლი ჭირდება დიდი რაოდენობით, ბავშვის დაკარგვის შემდეგ …

ამჩნევდა ანიტა როგორ უჭირდა საუბარრი ლუკას , გაბედა და ფრთხილად შეახო ხელი ზურგზე

-ამ წამს ლექსო უსხამს თავის სისხლს

ძლივს დაასეულა სათქმელი

ლექსოს სახელის ხსენებამ ანიტას გულის იმ წამსვე აჩქარება გამოიწვია
თითქმის სამი წელი გავიდა
ახლა ლექსო 28 წლის იყო ის კი 22 ის
რამდენჯერ უფიქრია, წარმოუდგენია , მათი განმეორებით შეხვედრა ერთმანეთთან
ახლა ისე სწრაფად ცემდა ანიტას გული, ისეთი გახშირებული ჰქონდა პულსი
როგორ გაქცეულიყო ამ ვითარებაში


-კარგი იქნება თუ ზედმეტს არ იმოძრავებთ

ახალგაზრდა ექთანთან ერთად გამოვიდა ლექსო ერთ ერთი კაბინეტიდან

მარკვენა ხელზე პერანგი ისევ აკეცილი ჰქონდა და ცალი ხელით ნელ ნელა ასწორებდა

-მადლობა

გაიგო ისევ ასე ნაცნობი ბოხი ხრინწიანი ხმა ანიტამ

ლუკას სხეული წინ გადაეფარა ანიტაას, მან პირველმა მიირბინა ლექსომდე

-ხომ არაფერს ამბობენ ხომ არ გაგიგია…

ხმაში ისევ ნერვიულობა დაეტყო

-ლექჩოო

დაინახა ანიტამ როგორ თვალის დახამხამებაში ჩამოხტა პატარა ბიჭი სკამიდან და როგორ გაიქცა ლექსოსაკენ
მამაკაცი დაიხარა და უცებ აიტაცა ხელში პატარა სხეული

-ჩემი დიდი კაცი ვინ არის!

პატარა ბიჭს თავი უკვე ლექსოს კისერში ჰქონდა ჩამამული

კარგად გასწორდა ალექსანდრე დადიანი! ბოლომდე გაიშალა მხრებში და ახლა შენიშნა მის წინ მდგომი სუსტი, კიდევ უფრო გამხდარი სხეული ვიდრე ახსოვდა , შეშინებული და ფერმკრთალი, ალბათ რამდენიმე დღის უჭმელიც

ლექსოს ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერით ხდებოდა, ბედისწერა იყო ის რომ ახლა ისევ მის წინ მდგომს ხედავდა ანიტას

შენიშნა ლექსომ გოგონამ როგორ დამალა მარჯვენა ხელზე პატარა ბეჭდის რგოლი,როგორ მოარიდა მზერა

-გამარჯობა

ძლივს გაბედა ანიტამ მისალმება

-გამარჯობა ანიტა

თავისუფალი ხელი გაუწოდა ლექსომ , დანიელი ისევ ძლიერად ეხუტებოდა

თითქოს აღარც შეუმჩნევია ანიტას არსებობა
ისევ მეგობარს მიუბრუნდა

-საკმარისი რაოდენობით სისხლი გვაქვს , დამშვიდდი ძმაო! უკეთესობა იქნება! დანის გამო აიყვანე თავი ხელში

ძლიერად აჭერდა ხელებს მხრებზე

-რამდენ ხანს შეიძლება იყოს უგონოდ ლექსო

თავი ისევ ჩახრილი ჰქონდა

-მსია

ლექსოს ყურთან ჩურჩულებდა დანიელი

-გინდა მე წაგიყვანო? გარეთ გავიდეთ და გემრიელობები ვჭამოთ

პატარა ბიჭს მიუახლოვდა ანიტა , მაგრამ ის ისევ ძლიერად მიეკრო ლექსოს სხეულს

-ალა

უთხრა ანიტას ლექსოზე გადაფსკვნილმა

-სენ წამიყვან?
ისე ჩურჩულებდა ლექსოს ყურთან თან რომ ანიტას ვერ გაეგო

-ძის კაცო! ხელში უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანა დანი

-შენს პატარა კუჭს შია , ახლა წადი და ანიტასთან ერთად გემრიელობები ჭამე , მე მაღაზიაში გავიქცევი და დიდ მანქანას გიყიდი კარგი?
ცხვირზე წაეთამაშა ბიჭუნას

-წითელს?

-წითელი გინდა ?

თავი სასაცილოდ დაუქნია დანიმ

კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაიკრა გულში მისი პაწაწინა სხეული ლექსომ და შემდეგ ანიტასკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი

წამით ორივეს ხელი ერთმანეთისას შეეხო
სანამ დანიელის სხეულს ხელებში ჩაუწვენდა

ორივემ ერთმანეთს შეხედა თვალებში

-თუ აწუწუნდება ტომი და ჯერი ჩაურთე , გზის მეორე მხარეს არის კვების ობიექტი, ნახევარ საათში ლუკას მშობლები მოვლენ და მეც მოვალ

-გასაგებია

თავი დაუკრა ანიტამ




დანიელი უკვე დანაყრებული იყო ლექსო რომ მათ მაგიდას მოუჯდა

-აბა როგორი ბიჭი იყო?

დანიმ ცქმუტვა დაიწყო რადგან კარგად ამჩნევდა როგორ მალავდა უკან რაღაცას ლექსო

-სულ ვწამე სულ

-მართლა ? ლექსომ ანიტას გახედა

-მართალია , დაიმატა კიდეც

გაეღიმა ანიტას

-მაააშ ! რადგან ასეა
ორივე ხელი წინ გამოსწია ლექსომ და მაგიდაზე წითელი ელექტრო ავტომობილი მოათავსა


სიხარულით გაბრწყინდა პატარა ბიჭის თვალები იმ წამს
ანიტასიც!



საკუთარ მკლავზე გადაწვენილი მძინარე დანიელი გამოიყვანა ლექსომ შენობიდან, ანიტამ ქურთუკუ გაიხადა პატარა ბიჭუნასთვის რომ შემოეხვია ტანზე

-ჩემთან წავიყვან ძილის დრო აქვს
წამით შეჩერდა ლექსო

-მაგრამ ლუკას რომ დავჭირდე …. შეგიძლია მასთან დარჩე?

-მე?

დაბნეული აცეცებდა თვალებს ანიტა

-ჩემთან დაგტოვებთ და უკან დავბრუნდები

ფრთხულად გადააწვინა ბიჭუნას სხეული მანქანის უკანა სავარძელზე ჩადგმულ ქარსითში

-ლუკას მშობლებთან არ დარჩება?

-არავისთან არ ჩერდება ჩემი და ლუკას გარდა , მიკვირს შენ რომ გამოგყვა

მანქანას მეორე მხრიდან მოუარა ლექსომ
-მინდოდა ნენე მენახა
-მასთან არ შეგიშვებენ ანიტა
სანამ საჭეს მოუჯდებოდა ერთხელ კიდევ გამოხედა გოგონას
ანიტამ დანის გვერდით დაიკავა ადგილი.


როგორი ნაცნობი იყო ეს ქუჩა , შენობა ანიტასთვის
ლექსომ ფრთხილად მოარგი საკეტს გასაღები და რამდენჯერმე გადაატრიალა
დანის სხეული გულ მკერდზე ჰყავდა მიკრული, იდაყვით სინათლე აანთო და საძინებლისკენ წავიდა

პატარა ბიჭის ციცქნა სხეული საწოლზე მიაწვინა და პლედი წააფარა

კარის ზღურბლთან ანიტა იდგა
მისთვის ნაცნობი იყო ეს სახლი, საძინებელი,
თითოეული დეტალი, არც არაფერი იყო დიდად შეცვლილი
სამი წლის წინ ერთად გადაწვიტეს სწორედ ამ სახლში თანაცხოვრება.

-წესით კიდევ საათ ნახევარი იძინებს , თმაზე მოფერება უყვარს თუ შეიღვიძებს თმებზე მოეფრე

კარი ფრთხილად მოხურა ლექსომ

-ჩაი ყავა კარადაშია

უცნაური იყო ლექსოსთვის ანიტასთან ახლა შინაარსობრივად ასეთი დიალოგი , მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ ამ წამს მთავარი არც თვითონ იყო არც ანიტა.

-ლუკასთან უნდა წავიდე

მეტი არაფერი უთქვამს , ქურთუკი მხრებზე შემოიგდო და სახლის კარი მოიხურა .

გარეთ თავსხმა წვიმა იყო, კორპუსის მეცხრე სართულიდან ფანჯარასთან მდგარი ანიტა იყურებდა როგორ წამოიწია კაპიუშონი სადარბაზოდან გასულმა მამაკაცმა
კიდევ უფრო მეტად მამაკაცური, მაღალი და მხარბეჭიანი ეჩვენა ლექსო, წვერი ოდნავ გაშხირებული და სახის ნაკვთები მეტად უხეში , თუმცა თითოეული შეცვლილი დეტალი მეტად წარმოსადეგს ხდიდა მის ვიზუალს
გული ჩაუმშვიდდა გოგონას, ლექსო აქ არ იყო , ანუ შეეძლო მშვიდად ესუნთქა !

კარადაში ცხელ შოკოლადს მიაგნო , სულ მალე ცხელ ფინჯანზე თითებშემოხვეული იდგა ფანჯარასთან


….

სახლში დაბრუნებულ ლექსოს ანიტა მის საწოლში მოკალათებული დახვდა , ხელები დანის წელზე ჰქონდა შემოხვეული, ორივეს მშვიდად ეძინა , გოგონას მარჯვენა ხელზე ისევ შენიშნა ბეჭედი ლექსომ

სამზარეულოში გასულმა ყავისთვის წყალი აადუღა
ღამის 10 საათი იყო , ვინ იცის რომელზე მოუწევდა ისევ სახლიდან გასვლა
ერთი ყლუპიც არ გქონდა ფინჯანს მოკლებული ზარის ხმა რომ გაიგო
დანის რომ აე გაღვიძებოდა სირბილით გაიქცა

-აქ რას აკეთებ?

ზღურბლთან სესილი იდგა , მარჯვენა ხელით კედელს მიყრდნობილი

-მომენატრე ! მეტი არ შემეძლო

წამში შეამცირა მანძილი და ლექსოს წინ დადგა
-არ შემომიშვებ?

-არც ისე კარგი დროა მაგრამ შემოდი!
გვერდზე გაიწია ბიჭი

-დანი მყავს ჩემთან

-აქ ?

-ხო ძინავს , სამზარეულოში წამოდი

სანამ სესილი სამზარეულოს მაგიდაზე იყო შემოსკუპული ლექსო მისთვისაც ამზადებდა ყავას

-როგორ არის ნენე?

-ისევ ისე

-საბრალო ბავშვი , რისი გადატანა უწევს

-დანი ვერ იგრძნობს ვერაფერს , სანამ მის გვერდით ვარ

-ეჭვი არ მეპარება ლექსო

შაქრის ქილა რომ გამოეღო ლექსო კარადას მიუახლოვდა

-შაქარი რამდენი?

მკლავი გოგონას სახეს ზემოსან გადაატარა და შუაში სესილის სხეული მოიმწყვდია
უკვე სახეზე გრძნობდა გოგონა მამაკაცის სუნთქვას

-მომენატრე

დაიჩუეჩულა ლექსოს ყურთან და ტუჩებით ფრთხილად მისწვდა ბიჭის ლოყას , რამდენიმე კოცნა ლოყაზე დაუტოვა შემდეგ კი ყელზე

-მაშინ რატომ ვკარგავთ დროს ?

ბიჭმა აქეთ იქეთ გასწია გოგონას მუხლები და თავად შუაში მოექცა

-გამიმართლა დღეს რომ კაბა გაცვია

ჩაიღიმა ეშმაკურად , არაფრის თქმა აღარ დაუცდია გოგონასთვის ისე გადაუწია ყელიდან თმა და ცხელი ტუჩები ხორკლიან კანზე შეახო
ხელის მარტივი მოძრაობით გადააძრო ზედატანი და ამჯერად გოგონას ორივე ტუჩი მოიქცია ტუჩებში
-ეს მჭირდებოდა
ჩურჩულებდა გოგონა
ლექსომ კაბის ქვეშ ხელი შეაცურა და შავი აბრეშუმის საცვალი ქვემოთ დაქაჩა
სესილი ლექსოს ქამარს დაეჯაჯგურა შესახსნელად ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს
სიამოვნების კვნესას აყოლებდა სესილი ლექსოს ვნებიაან კოცნას
-ეცადე არ იხმაურო გვერდით ოთახში ბავშვია
ჩურჩულებდა ლექსო
-როცა ასე მეხები შეუძლებელია ჩუმად ვიყო
როგორც იქნა გახსნა ლექსოს შარვლის ელვა შესაკრავი სესილიმ
ბიჭმა კიდევ უფრო ახლოს მოაჩოჩა სამზარეულოს მაგიდაზე მჯდარი გოგონას სხეული საკუთარი სხეულისკენ

სამზარეულოში სინათლის ანთებამ აიძულა შარვლის შესაკრავი ხელით დაეჭირა , სესილი კი მოულოდნელობისგან შეკრთა

-ბოდიში , წყლისთვის გამოვედი არ ვიცოდი თუ….

კართან ანიტა იდგა

სწრაფად აიწია სესილიც საცვალი და სამზარეულოს მაგიდიდან ჩამოხტა
ლექსოს რეაქციას თვალს არ აშორებდა
მამაკაცმაც შეიკრა გახსნილი ელვა

-ეს ანიტაა ნენეს მეგობარი, დღეს დანისთან ის არის

-აამ სასიამოცნოა

-ჩემთვისაც

ლექსომ კარადიდან ჭიქა გამოიღო და წყლით სავსე ანიტას გაუწოდა

-მადლობა , მე გავალ
არც სესილი დარჩენილა ამის შემდეგ დიდხანს

ლექსო მისაღებ ოთახში დივანზე იწვა როცა ფეხის ხმა გაიგო , შემდეხლგ ჩახველების

არ წამოწეულა ისე დასვა შეკითხვა

-დანიმ ხომ არ გაიღვიძა

-არა , მინდოდა ….. მინდოდა მეკითხა თუ გაქვს რაიმე სანამ დავწვები რომ გამოვიცვალო, ამ ტანსაცმლით ვიფრინე და საშინლად მაწუხებს

-დამელოდე

წამოდგა ლექსო , საძინებელში ჩუმად შეაბიჯა დანის რომ არ გაღვიძებოდა

საკუთარი მოკლემკლავიანი მასიური და შორტი გამოიტანა და ანიტას მკლავზე გადააფინა

-ღამეს გაგათევინებს

-მადლობა

უამრავი კითხვა ჰქონდა ლექსოს , რაც თავში უტრიალებდა

გოგონა უკვე ზურგით იდგა

-კარგი კაცია ?

ლექსოს ხმაზე შემობრუნდა

-ვინ ?

-შენი ქმარი
მზერა ისევ თითისკენ გადაიტანა მამაკაცმა, ანიტამ კი სასწრაფოდ დამალა ხელი



№1 სტუმარი Nein

რა კარგია რომ დაბრუნდიი????????????

 


№2  offline წევრი Xutu

რაღაცნაირად დროის ნახტომი ცუდად არის. ან წასვლის მიზეზი დაგეწერა ან დაშორების ცუდად ჟღერს ესე გაგრძელე

 


№3 სტუმარი სტუმარი Ttt

Xutu
რაღაცნაირად დროის ნახტომი ცუდად არის. ან წასვლის მიზეზი დაგეწერა ან დაშორების ცუდად ჟღერს ესე გაგრძელე

Daacade eg shemdeg tavebshi ikneba

 


№4 სტუმარი სტუმარი გვანცა

გამიხარდა თქვენი დაბრუნება, იმედია დიდხანს აღარ გვალოდინებთ და მალე გააგძელებთ, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ამ საიტზე რომ იწყებენ ისტორიას და აღარ ამთავრებენ. თქვენ წარმატებენს გისურვებთ და ისტორიის საინტერესოდ და ბოლომდე მიყვანას

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

წარმატებები ველი ორივე ისტორიის გაგრძელებას
ლექსო ძალიან კარგი

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

კარგია ,რომ აქ ხარ .და ალბათ ორივე ისტორიას გააგრძელებ.. ძალიან საინტერესოა ორივე..

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

ორივე ისტორიას ველოდებით მეტი აღარ დაიკარგო :)

 


№8  offline წევრი lillianna

Nein
რა კარგია რომ დაბრუნდიი????????????


????????????

სტუმარი გვანცა
გამიხარდა თქვენი დაბრუნება, იმედია დიდხანს აღარ გვალოდინებთ და მალე გააგძელებთ, სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ამ საიტზე რომ იწყებენ ისტორიას და აღარ ამთავრებენ. თქვენ წარმატებენს გისურვებთ და ისტორიის საინტერესოდ და ბოლომდე მიყვანას

მეც გამიხარდა????????
არა დაუმთავრებელი არცერთი დარჩება ❤️ მადლობა

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

მახარებს თქვენი გამოჩენა. სასწაულია. უკვე აღარ მოველოდი ამ ისტორიის გაგრძელებას. ახლა მაინც არ გვალოდინოთ

გაგრძელებას როდის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent