შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (გაგრძელება)


29-12-2024, 21:34
ავტორი lillianna
ნანახია 1 264

საშინლად დარცხვენილი იდგა ანიტა წარსულის პირისპირ , ერჩივნა მიწა გასკდომოდა ვიდრე იმ კითხვებზე ეპასუხა თავადაც რომ არ იცოდა პასუხი სად და რა იყო

-კარგი ნუ მიპასუხებ, ბოლოს და ბოლოს რა მნიშვნელობა აქვს

ისევ წამოწვა დივანზე ლექსო

ანიტა კი გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას ,
იცოდა რომ მარტივი არ იყო ლექსოსთვის ამ ყველაფრის გახსენება , რას წარმოიდგენდა მაშინ როდესაც ლილიას განიკითხავდა მასაც თუ იგივეს გაკეთება მოუწევდა თუ უარესის არ!

-ბოდიში

ჩურჩულით წარმოსთქვა

-გეტყოდი სად უნდა გაიკეთო შენი ბოდიში მაგრამ ვითვალისწინებ იმ ფაქტს რომ მეგობარზე ნერვიულობ

-ბოლოს და ბოლოს არც შენ მომკვდარხარ დარდისგან , ამას დღევანდელი სცენაც მოწმობს

ხელში ისევ ლექსოს ტანსაცმელი ეჭირა

ბიჭმა ჩაიცინა, დივანზე წამოჯდა

-მეღავადები ?

-წავედი მეძინება

ნახევარი წამიც არ დასჭირდა ლექსოს რომ წამომდგარიყო და ანიტას სხეული მაჯით დაეჭირა , გოგონას სახე მისკენ შემოაბრუნა და ისევ თავიდან ჩაიძირა მუქ თაფლისფერ თვალებში

-შენი აზრით შენთან რაიმეს ახსნის ვალდებულება მაქვს ?

გოგონამ თავი გააქნია , არ შეეძლო რამე ეთქვა როცა ლექსოს სუნთქვას ასე ახლოს გრძნობდა

-შენ კი გაქვს ჩემთან ასახსნელი ბევრი რამ! რომ არა ნენე

-ლექსო….

-თავს ძლივს ვიკავებ…..
დაჟინებულ მზერას არ აშორებდა გოგონას , ხელი ისევ ანიტას მაჯაზე ჰქონდა ჩაჭიდებული

-მაშინ მითხარი რასაც ფიქრობ და დაასრულე !

ანიტას ერჩივნა ერთხელ მოესმინა ყველაფერი , პირისპირ შეჩეხებოდა ამ სიბრაზეს

ლექსომ ირონიულად გააქნია თავი

-ჩემი ცხოვრების დ…ს შ… ცი !

ანიტამ ძირს დახარა თავი

-იმ საწოლში ახლა შეიძლებოდა ჩვენი შვილი ყოფილიყო

ისე ძლიერად აღარ უჭერდა მამაკაცი მაჯას

-სხვანაირად არ შემეძლო

თვალზე ცრემლ მომდგარი ჩურჩულებდა ანიტა

ლექსომ გოგონას მარჯვენა ხელი ხელში დაიჭირა , ბეჭდიან თითზე გადაიტანა მზერა

-ეს ხომ შეძელი?

-შენც ხომ იცი…

-გაჩუმდი! არ გაბედო და არ თქვა რომ სხვა გზა არ იყო არ თქვა

-გეზიზღები?

თვალებიდან ცრემლები თავისით გადმოცვივდა

უფრო დაჟინებით ჩახედა თვალებში ბიჭმა

-მთელი გულით!
მაჯას ხელი გაუშვა და ანიტას სხეულს უკან უბიძგა

ყურადღება აღარ მიუქცევია გოგონას ცრემლებისთვის , ისე გავიდა ოთახიდან.


სააბაზანოში შესულმა შეკრული მუშტი მაგრად დაარტყა კედელს

-ღმერთო ანიტა რატომ არ შემიძლია მძულდე , რატომ !
ონკანზე იდაყვებით დაყრდნობილი სარკეში საკუთარ გამოსახულებას უყურებდა ლექსო

…..

დილით დანის ტირილზე შეიშმუშნა ლექსო , ბარბაცით წამოდგა დივნიდან და საძინებლის კარი შეაღო, ანიტას გულში ჰყავდა ჩახუტებული პატარა ბიჭის სხეული, ის კი ჩუმად სლუკუნებდა
-ძის კაცო გაიღვიძე ?
ლექსოს დანახვაზე ანიტას მოშორდა და საწოლი სირბილით გაიარა
-ჩად იკავი?

ახლა უკვე ლექსოზე ჩახუტებული სვამდა შეკითხვებს

-მოდი ყურში გითხრა
კულულები ხელით გადაუწია და ჩუმად ჩასჩურჩულა

-საპირფარეშოში

-ფიჩი ქენი?

ლექსომ და ანიტამ ერთდროულად გაიცინეს

-ხო ძის ჭკვიანო კაცო

გულ მკერდი ღუტუნით დაუკოცნა ლექსომ პატარა ბიჭს , დიდხანს ეფერებოდა საწოლზე მკლავებში მოქცეულს

საკუთარი ხელით მოუმზადა ფაფა და შემდეგ აჭამა კიდეც

ხედავდა ანიტა , როგორ უყვარდა დანიელს ლექსო, შეუძლებელი იყო არ გეგრძნო ამ პატარა ბიჭის ნდობა მისადმი

ხელ პირი რომ დაბანა ახალ სუფთა ტანსაცმელში გამოწყობილ დანიელს ზურგზე პატარა ჩანთა მოჰკიდა

-ალ მინდა ბაღში

სახე მოპრუწა ბიჭმა

ლექსო დაიჩოქა

-დღეს იცი ვინ მოდის ბაღში?

-ვინ?
შეჰყურებდა ბავშვი

-თოვლის ბაბუა

-საცუქლებს მომიტანს ?

-კარგად იქცეოდი?

ცხვირზე წაეთამაშა

დანიელმა თავი დაუქნია

-თუ ბაღში კარგად მოიქცევი და საჭმელსაც შეჭამ მოგიტანს !


სახლისან ბაღამდე მცდელობა არ დაუკლია ლექსოს პატარა ბიჭის გამხიარულებისთვის , ანიტაც ეხმარებოდად შეძლებისდაგვარად , საკმაოდრ კარგ ხასიათზე იყო დანიელი ბაღის შენობაში შესვლის წინ
დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ ჩაიკრა მამაკაცმა გულში

უკან რომ შემობრუნდა ანიტას მთლიან სახეს ცრემლები უფარავდა

-ღმერთო, ხანდახან ვერ ვიჯერებ… ვერ ვიჯერებ რომ ნენე … ნენე…

უცებ საერთოდ აღარ ეყო ჰაერი, პირი გააღო რომ ჩაესუნთქა , სულ ცოტა საკმარისი იყო, რომ ამოესუნთქა
ლექსომ შამჩნია, როგორ უკანკალებდა ხელები , მიუახლოვდა

-ანიტა!

გოგონა სულ ცახცახებდა , ფრთხილად დაადო ხელზე ხელი ზემოდან

-მშვიდად, ყველაფერი კარგად იქნება

ანიტამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავი ვეღარ მოთოკა რომ არ შემოჰხვეოდა,
ხელები აქეთ იქეთ ლექსოს წელს შემოატარა, თავი გულ მკერდზე მიადო, უკვე ლექსოს გულის ცემის ხმასაც გრძნობდა, ბიჭი დაიბნა ხელები ჯერ კიდევ ჰაერში ჰქონდა , ანიტა კი მთელი ძალით ეკვროდა , ეკვროდა და თან ცახცახებდა , როგორ სჭირდებოდა ამ წამს გოგონას ლექსოს ჩახუტება

-ანიტა

გოგონა არაფერს ამბობდა

ფრთხილად ძალიან ფრთხილად დაადო ლექსომ ხელი ზურგზე და თავს ერთხელაც მისცა უფლება ანიტას სურნელი თავიდან ეგრძნო.
ვერ დატოვებდა ასე, ვერ დატოვებდა ასეთს! დამფრთხალს , დაუცველს , დარდიანს

არაგრის თქმა არ იყო საჭირო ამ წამს, ყველა სიტყვა ნათქვამი იყო მათ შორის , ყველაფერი ცხადზე ცხადი!

-კარგად იქნება ?
თავი არ აუწევია ანიტას

-კარგად იქნება !

რადგან ლექსო ამბობდა ესეეგი ასეც იქნებოდა ! ლექსო თუ ამბობდა! ლექსო რომ ამბობდა! იჯერებდა !

…..

კლინიკაში მისული ანიტა ვერავინ გადაარწმუნა , მზად იყო დაეჩოქა ყველას წინაშე ოღონდ სულ ორი წუთი ნენესთან შესვლის უფლება მიეცათ
ლექსომ ჩუმად მოაგვარა ყველაფერი, შეუძლებელი გააკეთა რეანიმაციაში ანიტას შესვლის უფლებისთვის!

ვერასდროს იფიქრებდა ანიტა ამ მდგომარეობაში თუ ოდესმე ნახავდა მეგობარს!
ფერმკრთალს , თვალებჩალურჯებულს, უსიცოცხლოს, თავზე ადგა ნენეს და ნელ ნელა იფიტებოდა , სუნთქვა უჭირდა, ყოველთვის ნენე ეუბნებოდა ესუნთქა, ესუნთქა როცა სპაზმური შეტევა ჰქონდა მაგრამ ახლა ჩუმად იყო!
სახეზე ეფერებოდა კოცნიდა და ყველა წამისთვის ბოდიშს უხდიდა რაც მის გვერდით არ გაატარა!

კარიდან გამოსულმა პირბადე ძლივს მოიხსნა , რომ არა ლუკას იმედიანი თვალები აქვე ჩაიკეცებოდა

-როგორ არის ? როგორი მოგეჩვენა

-ისევ ისეთი ლამაზია

ძლივს მოახერხა თქმა , ხელით კედელზე მიყრდმობილმა

მხოლოდ ლექსო ხვდებოდა ახლა ანიტას ფიქრებს

-წამოდი საქმე მაქვს
უთხრა ანიტას და თვალით გასასვლელისკენ ანიშნა

სენსორზე კარი გაიღო თუ არა გარეთ გავარდა , გულზე მაგრად მიიჭირა ხელები

-ღმერთო

წელზე ლექსოს ხელებს გრძნობდა

-ანიტა

თმები სახიდან გადაუწია კარგად რომ დაენახა

-გონს მოდი ასე არ შეიძლება

რომ არა ლექსოს ხელები წონასწორებასაც ვერ დაიცავდა

-მე რომ ვყოლიყავი იქმებ… ლექსო…. მისი სახე სულ სულ სხვანაირიაა

პანიკაში ვარდებოდა ანიტა

-რვა თვის ნაყოფი მკვდარი გააჩინა ანიტა! აბა როგორ იქნება, მთავარია თვალი გაახილო გთხოვ, ლუკას ვჭირდებით, დანის ხათრით

-ვერ ვსუნთქავ

სახე მამაკაცის სახეს გაუსწორა, რომელიც ჯერ კიდევ ანთავისუფლებდა ლოყაზე მიწეპებული თმებისგან

-ანიტაგბვ.

თვალებს ლულავდა გოგონა

ისე ახლოს იყო…

ლექსო ხვდებოდა რომ უნდა გადაერჩინა კიდევ ერთხელ

მის მკლავებში მომწყვდეულს

შემოხედვის თანავე

აკოცა

ტუჩებში

ნაზად

რბილად

აუჩქარებლად

ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა სხეულში გოგონას

ლექსოს მარჯვენა ხელი ანიტას ლოყას ეფერებოდა

ახლა გრძნობდა რომ ისევ სუნთქავდა

სუნთავდა

ისე ღრმად რომ თან ლექსოს სუნთქვასაც გრძნობდა მის პირში

მამაკაცი როგრიგობით სველ კოცნებს ტოვებდა ანიტას ორივე ბაგეზე



№1 სტუმარი tika

გილოცავთ ახალ წელს, ახალი მალე დაიდება? <33

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

გილოცავთ ახალ წელს "ჩემი ბრალი" ახალი თავი დაიდება გააგრძელებთ?

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

ჩემი ბრალია აღარ გაგრძელდებაა?

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

სამწუხაროა ხშირად რომ არ ტვირთავთ ორივე შუა გზაშია დატოვებული. მართლა ძააან გელოდებით. ლექსოს და ანიტას ისტორია დავიწყებული მქონდა უკვე მერე გააგრძელეთ ეხლა ანას ამბავი დაგვრჩა გაუგებარი. გთხოვ ცოტ ცოტა მაინც აგვიტვირთე. მესმის ისეთი დღეებია მაგრამ ძააან ვეგოისტობ თქვენს ისტორიებზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent