ცის’ფერი თავი 1
კლასის კარები შემოგლიჯა და ჩემსკენ დაიძრა. ო,არა. არ გაჭირვებია დაეიგნორებია ყველას კითხვის ნიშნით აღსავსე თვალები. ჩემთან მოვიდა,მერხის წინ დამიდგა და ხელის გულებით დაეყრდნო.ზემოდან ისე მაკვირდებოდა,როგორც მელა ჩიტს გალიაში.არ მინდოდა მისი გამოჩენით გამოწვეული საგულედან ამოვარდნილ,გადავრდნილი ეს ჩემი აფრიალებული გული შემემჩნია და არც შევიმჩნიე.ისე ოსტატურად დავმალე სადღაც კუნჭულში მეც კი გაოცებული დავრჩი.თავი ნელა ავწიე და მხეცს შევხედე.მიყურებდა და ვუყურებდი. ის მე,მე მას. ამის მერე იყო მისი უცნაურად აპრეხილი ტუჩის კუთხე.უცბად შევცბი. ეს ვერ იყო კარგად?ორი წამის წინ, დამშეული მგელივით მიყურებდა და ახლა მიცინოდა?ვერ იყო მთალდ კარგად ეს ადამიანი. -გამომყევი-გეგონება ბრძანება გასცა და არიქა,აფუსფუსდით დროზე!ბატონი ლუკას სურვილი,სანამ ცხელია,მანამ აასრულეთ,თორემ,რომ გაცივდება და გაუცივდება,ის ლურჯი კამ-კამა ზღვისფერი თვალებიც,გაუცივდება გულიც და ესღა აკლია,თითქოს ახლა მის ისედაც მოღუშულ სახეს. უცბად გავიწიე უკან,იმდენად ახლოს ვიგრძენი მისი გრილი სურნელი. -რა სუნამოს ხმარობ?-რომ იფიქროთ ეს ვერ არისო,რა დროს ეს არის საერთოდო,მართალი იქნებით,მეც ასე ვფიქრობ ხანდახან ვერ ვარ.ხდება ხოლმე. -გამოდი!-ხელზე მომიჭირა და წამომაყენა,მეც ისე ავფრიალდი ჰაერში თითქოს მე სათამაშო თოჯინა ვიყო,ის კი ჩემი მეპატრონე. -გვიყურებს ხალხი,ლუკა,ზრდილობა-თვალები დავუქაჩე იმ წამსვე,როგორც კი ხელი წელზე შემომხვია და მიმიზიდა. ბანალურია,ნუუ. არ შემიძლია ეს ყოველივე.აქეთ მოვხვიე მის დიდ ტორებს ხელი,ნუ, უზარმაზარიც არ იყო,ყოველ შემთხვევაში,მისი ჩემზე დიდი მაინც იყო,გარეთ გავიყვანე. -რამ გადაგრია შენ,ჰა?!-ვუსაყვედურე ჩადენილისთვის და დისტანცია დავიჭირე,ასე უფრო შემეძლო კონტროლი ემოციების.ყოველთვის ასე იყო,ამ ბიჭს ჭკუიდან გადავყავდი. -ნიაკო -ჰმ,გისმენ აბა.. -ნიაკო,შენ! -რა მე,ლუკა? -შენ გადამრიე სულ..!! -სულ გაგიჟებულხარ?-კითხვის ნიშნები მეწერა შუბლზე.რამ გადარია 17 წლის მოზარდი? -ჰო,შენ გამო!-თავისი ღრმა ლურჯი თვალები მომაპყრო.ასე რატომ შვება?მაბნევს... -მე ნურაფერს მაბრალებ,შენი ბრალია, როგორც ხარ!-ვუარყავი მისი სიტყვები და განზე გავიწიე.მასთან სიახლოვე მაშინებდა.მეგონა,ყველა წამს მეცემოდა და გამგლეჯდა. -ჰო?არადა მიზეზი სულ შენ რომ ხარ?-ნელ-ნელა მიახლოვდება და მის ლურჯ თვალებს ისე დააცეცებს ჩემზე,სადაცაა ვიკივლო.ჩემ სხეული უკვე კივის. -ლუკა...ნერწყვს მძიმედ ვაგორებ ყელში.-კარგი ძმაო,ამის დროა ახლა?-მერე მხარზე ძმაკაცივით დავკარი ხელი და გაღიმება ვცადე.ისეთი თვალებით დახედა ჯერ ჩემს ხელს,მერე მე, გეგონება სადაცაა ამკუწავს ეს უბედურიო. -მეორედ ასე აღარ დამიძახო!-გამოსცრა კბილებში და ხელზე ხელი მომიჭირა. -რა... -გასაგები იყოს შენთვის! -ტონს ნუ უწევ!-ვუყვირე გამწარებულმა. -რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?-ისევ ყვირილი და მისი ხშირი, ანერვიულებული სუნთქვა. -რამდენსაც ქმარი ცოლს-გამიღიმა, თითქოს მოიგო მორიგ ჩხუბში.არა. -მე არ ვარ შენი ცოლი-დავუწიე ხმას, ამის გაგონება სხვისთვის სულაც არ მინდოდა. -საცოლე!-დამიმარცვლა სიტყვა.ტუჩის კუთხე აეპრიხა.ეს მაღიზიანებდა უკვე. -არა!-დავუმარცვლე მეც და უკან დავბრუნდი,კლასში.ჩემთვის მშვიდად დავუბრუნდი ჩემს მერხს და დავაიგნორე ყველას კითხვის ნიშნით აღსავსე სახე.ვიცოდი,როგორი ჭორიკნები იყვნენ.ზედმეტად ხმას ამოიღებდი და უკვე გჭორავდნენ,ანუ ამათთან კრინტი არ უნდა დაგეძრა, თორემ მერე მიდიოდა შენი გარჩევა, განხილვა.ამიტომ ვიჭერდი მათთან მსუბუქ და ნორმალურ ურთიერთობას. ახლა კი ვხვდები,რომ მათი მორიგი საჭორაო თემაც სწორედ ლუკა მაჭავარიანი იქნება.პრინციპში, სულ ის არ იყო ისედაც?სახლში,ჩემს ოთახში,ლოგინში ისე მინდა,როგორც არასდროს. -რას შვება ჩემი ქალბატონი?-სკოლის წინ ვდგავარ და მძღოლს ველოდებოდი ხმა,რომ მესმის.ტელეფონიდან თავი ამოვწიე და ვის ვხედავ?გუგა? შავ მერსედეზე მიყრდნობილი,ხელებ გადაჯვარედინებული,მიღიმოდა. გავშეშდი,როგორ მომენატრა. სიხარულისგან ბზრიალი უცბად დავიწყე,გავიქეცი და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები. -გუგიტო...-ამოვიჩურჩულე მისი ძველებური სურნელით განაბულმა,ისევ იგივე სუნამოს ხმარობდა. -როგორ მომენატრე,შენ არ იცი.-ხელი მომხვია და ჰაერში ამწია.ხმა არ გამიცია, ისე ვიყავი გატრუნული. -გოგო,შენ არ მოგენატრა შენი ძმა?-სიცილით მითხრა და გამომაფხიზლა, ჩაძირული ვიყავი მასში. -ყველაზე მეტად,გუგიტო-ამოვიჩურჩულე მის კისერში.მისით რომ ავივსე,ხელები გავუშვი და გავუღიმე. -ჩაჯექი,სახლში წავიდეთ. -იყავი უკვე?-დავჯექი მის გვერდით და გავხედე. -არა, ჯერ არა.-გამიღიმა ეშმაკური ღიმილით და უკანა სავარძელში საჩუქრებზე მანიშნა. -საუკეთესო რომ ხარ,არა?-ავხარხარდით ორივე. -აბა.-ამოისუნთქა და დაიწყო,ძმის მოდის გააქტიურება.-რახდება შენსკენ?სკოლაში? -რავიცი,ყველაფერი ძველებურად, ნორმალურად.-გავუღიმე და გზას გავხედე. -ის? -ვინ? -ლუკა,გაწუხებს?-გამომხედა დაინტერესებულმა. -თავისი გაჭირვებია,მაგ უბედურს მე რაზე უნდა შემაწუხოს?-გაღიმება ვცადე და დავაიგნორე დღევანდელი მისი მორიგი სცენაც. -სერიოზულად გეკითხები. -ოო..ხანდახან მშვიდია,უმეტეს შემთხვევაში დასტოინი,მაგრამ მომენტები აქვს,როცა გაგიჟებები ეწყება ხოლმე. -რას გულისხმობ? -ერთხელაც გავიქცევი და თავს დავაღწევ ამ იდიოტურ სიტუაციას.-ამოვთქვი და ამოვაყოლე სულიც. იმდენად ვყავდი ამ ფაქტს შებოჭილი, ვერაფერზე ფიქრს ვერ ვახერხებდი, მითუმეტეს მომავალზე.ვგიჟდებოდი და ჯერ ლუკას გამოფატვრა,შემდეგ აქედან გაგცევა მინდებოდა.არ მსურდა მათი მდიდრული ნივთები,არც ჩემი ოჯახის წყლიანი თვალები,როცა მათ წინ წავუვიდოდი,მაგრამ მე ადამიანი ვარ და არა ძვირად ღირებული საქონელი,რომელსაც კარგ ფასში ყიდიან. -ნიაკო. -გუგა,არ მინდა კაი?არ მინდა ამაზე საუბარი,უკვე ბევრი მაქვს მეც ნაფიქრი.-თავი გადავატრიალე.მინიდან ისე ლამაზად მოჩანდა უკან ჩამოტოვებული,ჩამწკრივებული ხეები,მესაყვარლა და ტელეფონით დავაფიქსრე.მიყვარს და ვოცნევობ ფოტოგრაფიაზე. ამაზეც,ლუკას გარდა,არავინ იციოდა. ერთ დროს კარგი მეგობარი იყო,მესაიდუმლე და ერთადერთი ჩემი მსმენელი.მანამდე სანამ ოჯახის ამ საიდიმლოს გავიგებდით,კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ვმეგობრობდით და დროს ერთად ვატარებდით.ახლა კი საქმრო?არა,ამას მე არ შევეგუები. სახლში მისვლა და ოჯახის წევრების გაგიჟებული კივილი ერთი იყო.დედას ისე გაუხარდა გუგას დაბრუნება, სულ არ გახსენებია მისი ფეხებში აბლანდული ცუგა,ისე გადაეხვია გუგას.მამა სახლში არ იყო,როგორც ყოველთვის და ჩემი მეორე უფროსი ძმაც ალბათ თავის ოთახში იმყოფებოდა,მაგრამ ხმაურით შეწუხებულმა პირველ სართულზე ჩამოსვლა რომ ინება მოქუფრული სახე, სულ ღიმილმა მოიცვა. -ჩემი ბიჭი მოსულაო.უი,მოდი დემნა, დედიკო.-შეეგება დემნას მისი ნახვით გახარებული დედა და ხელით მოუხმო. გახარებული წავიდა გუგიტოსკენ დემნა და გადაეხვია.მათი ნახვით ბედნიერმა ავირბინე ჩემს ოთახში და ნატალის მივწერე,საღამოისკენ ჩემთან ამოსულიყო.დღეს სკოლაში არ იყო და მის გარეშე სულ გავგიჟდი.გუგას ჩამოსვლა დავუმალე,მინდოდა სურპრიზი ყოფილიყო. ლოგინზე ვიწექი ყურსასმენებით ნატალი,რომ შემოვარდა ჩემ ოთახში. -მგონი გავგიჟდი.-თქვა გულამოვარდნილმა და საწოლზე დაემხო. -რა მოხდა?-ვკითხე სიცილით, ვიცოდი, რომ ნახა. -ნიაკო,მგონი მოლანდებები დამეწყო.-ახურებულ სახეზე აიფარა ხელები. ფეხზე წამოხტა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. -რა მოხდა,ამოღერღე გოგო?-სიცილით ვკვდებოდი.ეს რა მდგომარეობაში იყო ახლა და მის ღიმილზე უნდა გენახათ თქვენ,როგორ იბნეოდა ეს გიჟი სრულიად. -გუგა,მომეჩვენა, რომ მანქანაში იჯდა.-ხელებს უაზროდ იქნევდა,თმებს იწიწკნიდა ეს სულელი. -წავიდა უკვე?ნეტა რა საქმე გამოუჩნდა აასე მალე-ხელი მოვისვი ნიკაპზე.ამაზე უფრო გაგიჟდა,მე იმაზე გავგიჟდი ტირილი რომ ატეხა.საწოლთან ჩასრიალდა და სახეზე ხელები აიფარა.სიცილით ჩამოვხტი და ჩავეხუტე.თმები სულ აეშალა, დასმშვიდებელი გამიხდა ეს გიჟი გოგო. -არა,არა რა,გუგა უნდა მოვკლა,როგორ ვერხვდება ამხელა გოგოს,რომ სრულიად თავგზას გიბნევს? -რა უნდა უთხრა?შენ ვერ ხარ?-ტირილით ამოისლუკუნა,ძლივს მოითქვა სული. -კარგი,კარგი,არ ვიზამ არაფერს,შენ დამშვიდდი ოღონდ და ჩემზე იყოს რომანტიული ვახშამი.-სიცილით ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე. -ნუ მკოცნი,გადი,რატომ დამცინი?ლუკას სიყვარულით რომ იწვი და მერე ახურებული ჩემთან მორბიხარ დასამშვიდებლად,დაგავიწყდა?გუგას არაფერი უთხრა იცოდე,თორემ მოგკლავ.-ხელი დამიქნია ავად. სიცილით მოვკვდი მის სიტყვებზე, იატაკზე გავწექი,მუცელი ისე მტკიოდა, ვერ ვრჩერდებოდი. -მე?ლუკას სიყვარულით ვიწვი?ნატკა,არ მოვკვდე!-სიცილი ისტერიკულ ტირილში გადამივიდა,აქეთ გავხდი ამ ფსიქოპატის დასამშვიდებელი. ხელები მომხვია და ჩამეხუტა,არ მინდოდა რა.რატომ არსებობდა ის საერთოდ ჩემს ცხოვრებაში?რატომ უნდა დავხარო თავი?რატომ უნდა გავყვე იმ ადამიანს ცოლად,ვინც საერთოდ არ მიყვარს?მე ჩემი მომავალი მინდა, რომელიც წამართვეს. მასთან ეს შეუძლებელია.ოჯახი და მისი მოვალეობები-ფუ,საზიზღრობაა,მე ხომ ეს საერთოდ არ მსურს. სკოლაში რომ მივედი,ჭორიკანების ბიურომ ახალი ამბავი შემატყობინა-გუშინ მომხდარა უბანში ჩხუბიო. ჩანთა დავდევი და ნატას კლასისკენ ავიღე გეზი.ბედმა მე (ა)და ის (ბე) კლასში მოგვახვედრა,მაგრამ ეს არ წარმოადგენდა რაიმე სირთულეს, ოღონდ მისი ნახვა მდომნოდა და ქვეყნის იქით მოვძებნიდი. კარებში რომ შევიჭყიტე,იქ იჯდა,თავის მერხზე და მათემატიკას წერდა. როგორც ყოველთვის,სახლში ეზარება ყველაფრის კეთება. -სიზარმაცის დედოფალო, განსახიერებავ,როგორ გიკითხო?-მის გვერდით მდგარ მერხის ზედაპირზე შემოვჯექი და გავეკრიჭე. -მათემატიკას ვასხავ ტვინს.-ამოიწუწუნა და დახურა წიგნი,თავი ჩამოდო მერხზე. -კარგი,პატარავ,არ ინერვიულო.-გავუღიმე და თავზე გადავუსვი ხელი. ზარია. -კაი რაა.-ახლა მე დავიწყე წუწუნი, ყველა კლასში შემობარგდა. დოლიძეც მომადგა. -ადექი.-მითხრა მკაცრად, მბრძანებლური ტონით.რა უფლებით მეუხეშება?დავუშავე რამე?ჯიუტად არ ავდექი. -ჩადუნელი გეუბნბი,ადექი.-მომიახლოვდა უფრო მეტად.ამას ჩხუბის მიზეზი უნდა,თუ რატომ არის ასეთი გაღიზიანებული? -ტატო,რატომ ყეფ ამ დილა უთენია?შეხედე რა მშვენიერი დილაა.უი,შეხედე აღარ,რატომ?იმიტომ,რომ შენ გამოჩნდი მოქუფრული სახით და აწკეპილი წარბებით,თითქოს ვინმე მოგიკალი.რა იყო ბიჭო,ღადავი რა ხილია,არ იცი?მომშახამე რაა. -დოლიძე.-კლასში შემოდის ლუკა, ღმერთო,ყველგან ეს. -რამე პრობლემა გაქ?-ტატომ მაჭავარიანს აუყრუა და ისევ ჩემზე გადმოიტანა მზერა.მათი ურთიერთობა ცნობილია,ყველამ იცის,როგორ სძულთ ერთმანეთი.მათი გადაკიდება კი არავის აწყობს. -ადექი-მეთქი.-დამიღრინა ისევ.ეს მართლა ვერარის,არის მინდოდა დაძაბულობის შექმნა.ჩამოვხტი მერხიდან და დოლიძეს წინ დავუდექი. -დოლიძე გამობრძანდი!-დაიჭექა ლუკამ.ღმერთო ეს მართლა ბომბივითაა.ვერ ვიტანდი ტატოს და ვერ ის მიტანდა,დღემდე ასეა.გავუღიმე და გულზე დავკარი ხელი. -არც ის მეხატება დიდად გულზე,მაგრამ მასთან ფრთხილად,უბრალობ გაფრთხილებ.-ვუთხარი თვალი ჩავუკარი,სიცილით კვდებოდა ნატალი. -დაასრულე?-ხელზე მომიჭირა და ხელი გამაშვებინა.მეტკინა, შტერო. -ჰო.-გავუღიმე ძალით და ნატის ვაკოცე ცალ ლოყაზე. -შემოგივლი ლამაზო.-ვუჩურჩულე გამიღიმა,თავი დამიქნია.ლუკას გვერდი ავუარე და კლასიდან გავედი. მეზიზღება გამოშტერებული დოლიძე. არც თვითონ ვეხატები გულზე, რაც ლუკამ ჩემი მიზეზით ცემა.არ ვამართლებ არცეთი სახის ძალადობას ადამიანზე,მაგრამ ნამდვილად იმსახურებდა. კლასში რომ შევედი,მერხზე კონვერტი დავლანდე.ხელში ავიღე და მოუთმენლად გავხსენი წითელი ბარათი.კითხვის დროს უბრალოდ სიცილს და ზიზღს ვერ ვიკავებდი. ოჰ,ლუკა.როგორი რომანტიკულია. დავხიე და ურნაში ჩავყარე. ზედმეტად მოსაწყენი იყო პირველი ორი გაკვეთილი.შესვენებაზე მე და ნატა კაფეტერიაში ჩავედით და ღმერთო,როგორ მიყვარს ტკბილეული. მინი კექსი ავიღე და ადგილი დავიკავეთ. -ისე უაზროდ იწელება გაკვეთილები, სადაცაა მერხზე ჩამომეძინოს.-დუდღუნებდა ნატა და უგემურად ჭამდა ცივ პიცას. -მინდა დავახრჩო მოდებაძე, ნეტა თავად თუ ხვდება მაგის საგანი არაფერში,რომ არ გამოადგება არავის ცხოვრებაში და ტყუილად იწელება ამდენს.-თათხავდა ნატა მოდებაძეს და მის მართლაც უაზრო გაკვეთილებს. -რატო აქვს მაგ ქალს ამხელა წარმოდგენა თავის თავზე?გუშინ ისე დაგესლა საწყალი თოიძე,რატომ დაბრძანდები დღე გამოშვებითო. ანუ,გოგო აბიტურიენტია რას მოითხოვს. თავი შევიკავე,რომ არ წამოვჭრილიყავი,შენ უნდა გენახა, დაჩიმ რა დღეში ჩააგდო.ბოლოს მიაძახა ფულს ტყუილად არ გიხდით თამრიკო,შენი საქმე გააკეთე ყეფის გარეშეო.-სიცილით ვიხრჩობოდით მე და ნატა,მართლა ძალიან სასაცილო სანახავი იყო თამარის სიფათი.უნდა გენახათ,როგორი აჭარხლებული იყო ქალბატონი,ალბათ გონებაში სახავდა, იმ გოგოს მეთორმეტე კლასში ჩატოვების გზებს. -ოო,აღარ მინდა მაგ საცოდავზე საუბარი,უბრალოდ ერთხელ გადამეკეტება და ვითრევ ადგილზევე.-ხელები ისე აღმართა,თვალებ დახუჭულმა,ასი პროცენტით ვიცოდი, წარმოიდგენდა მოდებაძე,როგორ წმინდავდა სახით სკოლის დერეფანს. გამეცინა და ყავა მოვსვი,ფიქრებში გადავეშვი.ახლა ვხუმრობ და ორ თვეში რომ სკოლას დავამთავრებ,მერე რა იქნება?აქამდე ვსახავდი გეგმებს, ვიცოდი,რა მინდოდა ცხოვრებაში, მაგრამ მას მერე,რაც ვიღაც-ვიღაც უცხოები ერევიან ჩემს პირადში,თავს ხელ-ფეხ შეკრულად ვგრძონბ.ვეღარ ვფიქრობ.მგონია,რომ მოხრაობა შეზღუდული მაქვს და ყოველ ნაბიჯში რაღაცას შემისწორებენ. საშინელებაა და არავის ესმის. მათ გავხედე,ისხდნენ და საუბრობდნენ. ლუკა,როგორც ყოველთვის დაძაბული იყო,სახეზე გაღიზიანება ეწერა და შემეძლო მეთქვა,რომ სადაცაა იფეთქებდა.დოლიძეს კი სახეზე ირონია ეწერა,როგორც ჩანს რაღაც სახალისო დაიჭირა და ერთობა. -ჩხუბი იყო,გუშინ.-ვთქვი უაზროდ. -შენ საიდან გაიგე? -ჩიტმა მომიტანა ამბავი.-გამეცინა და მოპირდაპირედ მაგიდაზე ვანიშნე. სრული შემდაგენლობით ჭორიკანების ელიტას იქ მოეყარა თავი.სადღაც ლუკაც დავლანდე.იკითხავთ,ეს ორი იქ რატომ არ ზისო,მაგრამ ჩვენ იქ რა გვესაქმება.მინდა მოგახსენოთ,ისინი გიჟების მეტი არაფერი იყვნენ.. ძვირადღირებულ ნივთებზე დახამებული,ახალ-ახალი კაბით და მანქანით განებივრებული ბრბო. -ერთი უყურე,დოლიძეს,როგორ აქვს შემოხვეული ხელები ლიზასთვის.- სახე დამემანჭა.უგემურად გადავყლაპე ლუკმა. -კაი რა,შენ ამათი ბინძური რომანტიკა უნდა განახა დერეფანში,რომ კავდებიან.ისე აკვდებიან ერთმანეთს ვერ დააშორებ,რომ გინდოდეს. უბრლაოდ ვერ გამოაწებებ. ისე საზიზღრულად კოცნიდა ლიზა, ტატოს გული ამერია,თვალები ავარიდე და თავი უკან გადავაგდე. -სულელი გოგო,ლუკას გამო აკეთებს, უნდა დაანახოს,რა დაკარგა.-ამოვილაპარაკე და ნატის გავხედე, მეცინებოდა. -კარგი რა,მგონი ეგ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო,რაც ლუკას ოდესმე მიუღია თავის ცხოვრებაში.არ გსიამოვნებს შენ ამის შეხსენება,მაგრამ ის შენი საქმროა და ამის გაგონება შენზე მეტად არ სიამოვნებს ლიზას. გიჟდება ლუკას გვერდით რომ გხედავს, ან თუნდაც,როცა წარმოგიდგენს. -სახლში მინდა,ანდაც ყველასგან მოშორებით სადმე შორს.-ამოვიოხრე. -მეც,ნიაკოო.-დამეთანხმა ჩემი გოგო. ვერ გავიზრე, რა მოხდა,მაგრამ წამში რომ გავიგე ლიზას ყვრილი და მერე დავარდნილ დოლიძეს მოვკარი თვალი, თვალები მობეზრებულმა ავატრიალე. ისევ ჩხუბი,არ მოგბეზრდათ ხალხო? თავი წამოვწიე და ლუკას გავუსწორე თვალი,ჩვეულებრივი ცირკი.ტატოს ზემოდან მოქცეოდა და გამეტებით ურტყამდა. ხო,მიდი,გაულამაზე სახე. გავიფიქრე,მაგრამ მაშინვე ვინანე.ლიზა გაკიოდა,ლუკას მკლავზე შემოეხვია და უკიოდა„ლუკა გთხოვ გაუშვი ხელიო" ღმერთო,ეს პანიკიორშა.თვალები თავისით ატრიალდა.არ მინდოდა მართლა.რა მოხდება,დოლიძემ რომ ერთი ორი მუშტი მიიღოს?პირიქით,სამოთხეში ქულებს მიანც დაიწერს ეს მადლიანი.დამსახურებული მაინც იქნებოდა. წამოიშალა ყველა.ბიჭებმა ჯერ დასისხლიანებული ტატო აწიწკნეს ლუკას ხელებიდან. ის კი არ მიყვებოდა მათ,პირიქით აქეთ ღრიალებდა.რა მაინც და მაინც ორი გაკვეთილის შემდეგ მოუნდა ლუკას დოლიძეს შელამაზება?კიდევ რამე მოხდა დილის შემდეგ?არ ვიცი. -მეორედ აღარ გაბედო და მიეკარო,სირო !-უღრიალა დასისხლიანებულ გაბრუებულ დოლიძეს და თავი დაიხსნა ბიჭებისგან.ისე გავარდა კაფეტერიიდან,რომ მისთვის აღარ მომიკრავს თვალი. აი,დოლიძემ კი ტუჩ და წარბ გატეხილმა,ამავდროულად თვალ დასიებულმა დატოვა სკოლა. კარმა,საყვარელო. დამატებით გაკვეთილებზე დავრჩი კლასში. -კარგი,შემდეგი გაკვეთილისთვის მზად გქონდეს იცოდე,შენი იმედი მაქვს!-გამიღიმა ჩემმა საყვარელმა მათემატიკის მასწავლებელმა და დატოვა კლასი.სრულიად მარტო დავრჩი.კლასიდან გავედი,ჩვარი გავრეცხე და უკან დავბრუნდი.ვიფიქრე, დაფაზე დაწერილ მაგალითებს წავშლიდი,მერხზე მჯდარი ლუკა რომ დავინახე.არ შემიმჩნევია ჩემი საქმე გავაგრძელე. -როგორ ხარ,ნიაკო?-დაიწყო მან. ავუყრუე,მეტი საქმე არ მქონდა მისთვის მეპასუხა. -გავიგე,გუგა ჩამოსულა.-გააგრძელა ისევ. -მისმინე,დღეს... -შემეშვი, რა. -საღამოს ვახშამია,ჩვენთან მოდიხარ და ნორმალურად მოიქეცი.-გამეცინა მის სიტყვებზე,წმენდას თავი ვანებე და ჩვარი იქვე მივაგდე. -მე არსად მოვდივარ,ამიტომ ნუ ნერვიულობ,ლუკა. სპეციალურად ირონიით გაჟღენთილი ტონით ვუთხარი. -კარგადაც მობრძანდები,თან ისე ლამაზად გამოიპრანჭები.-გაეცინა და ახლა თვითონ მომიგო ირონიით. -ოცნებას კაცი არ მოუკლავს. -ეს ბოლო ვახშამია.-დაიწყო ისევ. -ერთ კვირაში ჩვენი დაბადების დღეა.-ჩვენ ერთ დღეს გვაქ დაბადების დღე.სწორედ ამიტომ არ მიყვარს ეს დღე,ყოველთვის მაშხამებდა ეს ბავშვი და ახლა ხომ საერთოდ,ხელის თხოვნა და ათასი უბედურება. -ბაბუამ გადაწყვიტა ამ დღეს ხელის სათხოვნელად მოსვლა.-დამაკვირდა, თითქოს ცდილობდა ჩემს სახეზე ემოციების დანახვას. -მშვეიერია,შენი არსებობით ხომ ყოველ დღე მაშხამებ სიცოცხლეს,ამ დღეს ხომ საერთოდ უნდა შემაძულო შენი თავი.-მერხს მივუახლოვდი. ის მე. ხელი მომკიდა და შემომატრიალა. ტირილი მინდოდა სასწაულად,მაგრამ არა მისი თანდასწრებით.თავი გავწიე და ვეცადე მოვშორებოდი,მაგრამ არ მაცადა,უფრო ახლოს მიმწია. -ჯერ კიდევ ვერ შეეგუე ნია,ეს...შენ რა ტირი?-ოხ,ეს ოხერი ცრემლები,მაინც რომ ვერ ვიკავებ ამ საზიზღარს. -შემომხედე.-ნიკაპზე მომკიდა ხელი და სახე გამისწორა. -შემეშვი რა!-თავი გავწიე.ვცადე მოვშორებოდი,რატომ მოქმედებს ის ჩემზე?შემეშვას რა. -არ მინდა შენთან არანაირი სახის ურთიერთობა,გაიგე და შეიგნეთ ეს ყველამ!არ მაინტერესებს მე თქვენი არც წესები და არც კანონები!მე თავისუფალი ადამიანი ვარ და არა თქვენი სათამაშო!-გამოვცერი გაგიჟებულმა. -შენ არ იყავი ჩემი სიყვარულით რომ კვდებოდა?-ამ კითხვამ ხომ გამაოგნა და შემდეგ მისიდან წარმოთქმულმა ხომ საერთოდ.ტირილი ამიტყდა თუ სიცილი ვერ მივხვდი,უბრალოდ ისტერიკულად ვკანკალებდი.უკვე პანიკა მიპყრობდა. -რა სიყვარული ლუკა?რომელ სიყვარულზეა საუბარი?მეზიზღები!ცხობრებისეულად შემაძულე შენი თავი და ახლა მეკითხები,მიყვარხარ თუ არა?მძულხარ და მძაგხარ მეტს შენს მიმართ არაფერს განვიცდი.ცხოვრებას მინგრევ და რასელი ჩემგან?რას ელით ჩემგან საერთოდ ყველანი.იმას,რომ დავქორწინდებით და აღსრულდება ვითომ ეს თქვენი,რაღაც იდიოტური წესი.-ვუყვირე და მოვშორდი გაგიჟებულმა.მართლა პანიკაში ვარ.სუნთქვა მიჭირს და გული მწიწკნის.ისე ვარ ახლა,სადაცაა აქვე გავითიშო. -დამშვიდდი,მოდი ჩემთან.-ძირს ჩავჯექი.მის მკლავებში მომიქცია და თავზე გადამისვა ხელი. -ნუ,მეხები,ნუ.-მკლავებიდან დახსნა ვცადე.მიპყრობდა პანიკა,უფრო ამიკრა და ჩამეხუტა. -მეზიზღები.. -მშვიდად,ყველაფერი კარგადაა ნია.-არ მისმენდა არა,გამიშვი ხელები ადამიანო. -უზომოდ მეზიზღები.-ნელ-ნელა ვწყნარდებოდი სუნთქვა მირეგულირდებოდა,მაგრამ გულის ცემა არა,დაფრინავდა და სადაც იყო ამოვარდნილიყო. -დამშვიდდი?-მითხრა ჩუმად. -დამშვიდებული ვარ! -რაღაც არ გეტყობა.-გამიღიმა და თავზე გადამისვა ხელი.ღმერთო ჩემო, გაიწიე.უცბად მოვშორდი და მე თვითონ გავიწიე,ფეხზე წამოვდექი და ჩანთას ხელი ვტაცე.უკან არ მომიხედია ისე გავიქეცი. 444 სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! Lili:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.