შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები გეტყვის ( IV თავი)


გუშინ, 12:58
ავტორი tasusuna
ნანახია 783

ღვთისმშობლის ხატთან,მავედრებლად დაჩოქილი ნანი,თითქოს სასწაულის მოლოდინში,მთელი სხეულით და დამძიმებული სულით ხელაბყრობილი აჰყურებდა გუმბათს.
მთელი სამყაროს წონა ჯავრით სავსე გული მასთან ერთად გამეხლიჩა მეც ორ ნაწილად და ჩემი სათხოვრები სულ უკუვაგდე..
კარებთან გახიდული,
იქვე დაჩოქილი,
მის ტკივილს შევეზარდე და რაც კი რწმენა ტრიალებდა სულში,
იმ პატარა სასწაულისთვის დავიწყე ლოცვა,
წინ რომ იყო,
ჩემგან ოთხამდე ნაბიჯში და არ შეეძლო უფლისთვის შენდობა ან,პასუხი მოეთხოვა ..
გული ისე მომეწურა,სუნთქვა შემეკრა..
ნანის ჩუმი ტირილი რომ მომესმა,
მუჭად შეკრულ ხელზე სიმწრით ვიკბინე,მაგრამ,მაინც ვერ მივედი ახლოს..
ლამაზ,თხელ,ფაიფურისფერ ღაწვებზე ცხელი ცრემლი ისე იკვალავდა გზას,
თითქოს კარგად ჰქონოდა შესწავლილი სავალი გზები..
ხელები ამაოდ აღემართა ჯებირებივით,
იმ თითებში ჩარგული თავი მაინც განაგრძნობდა ცრმლების წვიმას და ცლიდა დაგროვილ ჯავრებს თვალებიდან..
-ნან.-კი გავიბრძოლე,ნაბიჯიც გადავდგი,
მაგრამ,
რომ ვერ დავუმატე ერთს მეორე,
მივხვდი,
უფალთან,ამწამს მარტო რომ იყო.
იქ მისთვის შეიძლება ძალაც ვიყავი და საყრდენი კედელიც,მაგრამ,
მლოცველთან,
აღარაფერი.
საათი ვუყურებდი ალბათ როგორ ცდილობდა რამე ეთქვა..
კიარ წარმოეთქვა,
ხმით კიარ გაერღვია ცის კამარა,
სულიდან წამოსული ვედრება იყო ყვირილზე მეტი ხელშესახები..
რომ მოიხედა და გამიღიმა,
მე მხოლოდ მერე ამოვისუნთქე.
მთელი ეს დრო სუნთქვაშეკრული ვმდგარვარ და,
მერე განმიახლდა თითქოს არსებობა,
რომ შემომხედა და ის სევდით სავსე თვალები გაუბრწყინდა..
წამოდგა მშვიდი,თითქოს ომი არ გაევლო წუთებით წინ.
უფორიაქო და უღელვო,თითქოს მის ტირილს არ დავეშალე მე ნაწილებად..
მომიახლოვდა და უფრო ფართედ გამიცინა,თითქოს ხელები არ დამეჭამა საათის წინ სიმწრისგან,რომ ვერ ვხვდებოდი,როგოე მივშველებოდი.
ხელი რომ ჩამჭიდა და,
საყდრიდან გამოვედით,
მერე მუვხვდი თითქოს და იმ უწონო რწმენის შემშურდა ,რასაც მისი გული უანგაროდ დაატარებდა და ცვლიდა ხატებს შორის..
ნანის სასაყვედურო გამოლეოდა შემოქმედთან.
მე თუ ვფიქრობდი,
უსუსურობა ატირებსთქო და გული მეყინებოდა,
ნანი ალბათ იმ მცირედისთვის სწირავდა მადლობას ,რაც გააჩნდა და ამიტომ ჰქონდა სახე იმაზე მეტად სუფთა და წმინდა,
ვიდრე აქამდე..
გამარჯვებულის ნაბიჯებით გამიკვლია გზა ეზოდან და ის მძიმე ფიქრები დამიტოვა გულში,
რომ მე ალბათ,
მის ადგილას,
დაბოროტებული და გაძაღლებული გულზე მჯიღის ცემით შევაჩვენებდი კედლებსაც კი,
ის კი,
ჰაერზე მეტი სუფთა იყო.
თუ აქამდე მე მოვიყვანე,
უკუგზიდან,
ქალის შუქმა გამინათა სახლამდე გზა.
ანათებდა ნანი და აბრწყინებდა ჩამოღამებულ შუკას ისე,
გულშიც აღწევდა და სიცოცხლეს ისე მანდომებდა, მაკანკალებდა ..
სიცივისგან კიარა რბილში რომ ატანდა,
ეს განცდა იმდენად დიდი იყო და ჭარბი,
აღარ მეტეოდა კანში..
მდუმარე პირი და ხმაურიანი ნაბიჯები სოფლის შარას უფრო აგრძელებდა თითქოს და იმ სიამოვნებასაც მიორკეცებდა,
მისი ხელისგულიდან რომ მოძვრებოდა კანში და გულთან იბუდებდა..
მხოლოდ ერთხელ რომ შევჩერდით და უკან მოვიხედე,
ეკლესია ჩანდა მხოლოდ
მოქუფრულ ცაზე და იქ დანთებული თაფლის სანთელი..
გულში გავიფიქრე იმწამს და სიცოცხლესავით მინდოდა გამემხილა ნანისთვის,
მაგრამ,თან მეუხერხულა და თან მეადროვა..
შემოქმედს და,
ეკლესიის ოთხ ურყევ კედელს მტკიცედ დავუდე ფიცი,რომ მეორედ მოსულს
იქ ნანის მხოლოდ თეთრი კაბით მივუყვანდი წმიდა კავშირის განსამტკიცებლად..
გამეღიმა..
ეს განცდა და ამ გრძნობას მოყოლილი უცაბედი აღფრთოვანება იმდენად ვერ დავმალე,რომ მასზეც კი გადავიდა და კითხვით სავსე თვალებით რომ გამომხედა,აღარ ვიცოდი რაღა მომეგონა თავი რომ დამეძვრინა..
მაგრამ,
აღარც ეს იყო საჭირო.
ისე ჩავედით სოფლამდე,
ისე გავივაკეთ და გადავჭერით ინას ეზო,
მე აღარც მისი ხელისთვის გამიშვია და აღარც ის მომცილდა ბეჭიდან..
-მოხვედით ნენა?-გამომეგება ჩემი მოხუცი..
მკლავები გადაეკაპიწებინა და სველ ხელებს წინსაფარზე იმშრალებდა.
კი გადმომიბრიალა თვალები და მანიშნა ფეჩთან მიფიცხებულ ნუნუკაზე,
მაგრამ,
მე ისეთი ძალა მქონდა ამწამს ჩასხმული ძარღვებში,აღარაფერი დამაშორებდა ნანის,ასე მეგონა.
-დაგასიკვდილებს ამ შობა ღამეს ბებია ნუნუ!-მიჩურჩულა ისე,ვითომ უსმენდა სხვა ვინმე.
არ ვემეტებოდი გამზრდელს.
გავუცინე და მოვხვიე მასაც ხელი.
ერთად მივედით სითბოსთან.
ნანი ისევ გვერდით მყავდა და ისევ თვალებიდან შლიდა მთელ სამყაროს.
თითები,
სუსტი და მკრთალი,
მჭიდროდ შემოეჭდო და ასე ვყავდი უკვე მისი აღმზრდელის წინ.
არუთქვამს არაფერი ნუნუს.
რომ მეგონა იმ მდინარეს გამატანდა, კარის ყურის ქვეშ რომ მოედინებოდა,
შევცდი და დავაბრალე ეს სიკეთეც შობის სასწაულს..
თუ ორჯერ აღვნიშნავდით ამ სასწაულს,
მეორედაც მინდოდა ზუსტად ისეთი სიმშვიდე მოეტანა,როგორც დღეს,
ილარიონის და
გრეგორიანული კალენდრით შემოქმედის დაბადებისას.
-მიდი ინა,მოადუღე ის ყავა.-ალმაცერად რომ გახედა ნუნუკამ სამზარეულოში დაუსრულებლად მოფუსფუსე ბებიას,
იმ წამს ერთი გადახარხარება ყ ელაფერს მერჩივნა,
მავრამ,
ამ გადაჭდობილი. ელებისთვის ისედაც რომ ბეწვის ხიდზე გავდიოდი,
მეტი აღარ გავრისკე.
ღამე კი იყო და თან ისეთი ყინვიანი,
მესიამოვნა დალოცვილი სითხე,
ძილი ისედაც აღარ მომეკარებოდა დიდად.
-კაი ხანია არ დამილევია.-ნანატრი სითხე ნეტარად მოსვა ინამ.
-გოგიას გაუხმეს თავი, ამ ჩემს გამომშრალ სახსრებს მეტი რაღა გამოაშრობს რო აგვიკრძალა ცოცხალი თავით?!-კვერი დაუკრა ნუნუკამაც და მალულად მაინც აგვათვალიერა გვერდით ჩამომსხდრები.
ნანი არ სვამდა.
დაბალ სკამზე მშვიდად ჩამომჯდარიყო და არ გვაცილებდა თვალს..
დროდადრო ჩაიღიმებდა ხოლმე მხოლოდ და იმედის სხივივით მალამოდ მომედებოდა გულზე.
-გოგიას რავა უჯერებთ ნუნუკა?-მეწყინა მე.
-მეტი ჭკუის მოსაკითხი ჩვენ არ გვყავს ბებია და რასაც მეისმენს და წეიკითხავს,კი გვიყვება და გვაჯერებს აგერ-გაასავსავა ხელები გაგულისებულმა მოხუცმა და მაინც დაგვასო ცხელი მზერა.
მოვიგერიე პირველი შეტევა.
არ ელოდა ამდენხანს თუ გასტანდა ალბათ,
თორემ,მართლა დამახლიდა ცხელ ტყვიას.
არ თქვა ჯერ რამე.
მხოლოდ თვალებიდან მესროლა.
ჩამითრია უტყვ პაექრობაში.
თან ვერ მკლავს იქვე და თან არც ნანის ღიმილი ეთმობა,ჩემსავით.
ღიმილი წამოზრდილ წვერში ჩავმალე,განაჩენისთვის რომარ მომეწერა ხელი.
-მაგაზე მეტი ბებია დიპლომი მაქ და სწავლა-განათლება,არაფერს არ შვება ეგ ყავა,არავის დაუმტკიცებია.-გამოვიჯგიმე პიონერი ბავშვივით.
ჰალსტუხი მაკლდა მარტო ან ბაფთა კისერზე.
კი დამიბრიალა ამდროს ინამ თვალები შორიდან,მაგრამ,რაღა აზრი ჰქონდა,
ნუნუს დაცქვეტილ ყურებს უკვე დაეჭირა ყველაფერი.
-რა დაამთავრე ონო შენ?-მომიჭუთა ცალი თვალი და იქცა სმენად.
დავიძაბე.
გავხედე საშველად ინას,
მაგრამ,
ხელი რომ ჩაიქნია და გადაუვიდა სახეზე ყველა ფერი,
მივხვდი,
რომ დავიღუპე და
ჩათრევას ჩაყოლა ვარჩიე.
მაგრამ,მანამდე,ჩავახველე ათჯერ მაინც,
ყელში გაჩხერილი დიდი ნერწყვი რომ გადამეტანა რამენაირად.
-აიტი ინჟინერია ,ნუნუკა.-გავისროლე საბედისწერო ტყვია.
დადუმდა ოთახი.
ინა ჩაესვენა სკამზე.
ნუნუკა დამუნჯდა.
ნანის ხელი გაუქვავდა ,მაგრამ,სიცილს ძლივს რომ იკავებდა,ეს მგვრიდა მარტო შვებას.
მოვიწმინდე სიმწრის ოფლი შუბლიდან.
ერთი მოსმით დავცალე დარჩენილი ყავა და გავუცინე ყველა კბილით ნუნუს.
შავი,ნალექიანი კბილებით.
-ვაი,რა პასუხი გავცე ჩემს დას?-შემოირტყა დაწითლებულ ლოყებზე ხელი და წამოხტა ფეხზე მოულოდნელად.
არაფრის არ მეშინოდა ამქვეყნად,
მთებსაც გადავდგამდი,
მაგრამ,
გაბრაზებული ბებია და ბებიას მეზობელი ადამიანურ სქზღვრებს სცდებოდა.
დაავლო ამ ჩემს გოგოს ნუნუკამ ხელი და წამოაყენა.
გავიბრძოლე ვაჟკაცურად.
არ დავთმე.
გავიყინე მთააავით კაცი და შევარცხვინე ლამის ბაბუაჩემი.
მაგრამ,მაინც ისე მეცინებოდა,
ვეღარ გავჩერდი და გავხდი მაინც ინას გასაკავებელი.
სასპექტაკლო სცენა იდგა ციცქნა ოთახში.
ნუნუ გაწეულიყო კარებისკენ და მიჰყავდა ნანი.
ნანის მე ვეჭიდებოდი და ვხარხარებდი ბოლო ხმაზე.
ჩემი ნენა ისევ სკამზე იყო ჩაცურებული და შოკისგან ვერ დგებოდა ფეხზე.
ძალა ჰქონდა წართმეული.
-რა ვისწავლო ნუნუკა მითხარი რო მომათხოვო შენი გოგო?
-ფიზიკა!-ჩემი კოშმარული სიზმრები გამიცოცხლა უცებ თვალწინ.
დავკარგე საბოლოოდ იმედი და ვუშვი ნანის ხელი.
დავამთავრეთ სცენა.
კი ეგონა დანებდაო ნუნუს,კი გაეღიმა ამ დადფმული სარკაზმისგანაც,
მაგრამ,
მხოლოდ ენერგიები მოვიზიდე.
-გამორიცხულია! სხვა?-იქნებ და დავიყოლიო რანე მარტივზეთქო, ვიფიქრე,მქგრამ,
არ მოიცვალა ფეხი.
-ან ფიზიკა,ან არაფერი.-დამასო გულზე დიდი დამღა.
-შევთანხმდეთ ნოუტონის ერთ კანონზე დღეს და დავამთავროთ დუელი,თორემ ნანი გამიბრაზდება ამასობაში და მერე აღარც ფიზიკა აღარ გვიშველის და აღარც ჩემი სიგრძის სანთლის დანთება ეკლესიის კარზე,ბებია-მოვისაწ.... თავი.
ნანი იქვე გამდგარიყო და უყურებდა სეირს.
მე ხომ ვიცოდი,
სულ რომ არიყო ეს ყველაფერი სიმართლე და ჩემი ფიზიკოსობა სულ არ ადარდება ნუნუს
მაგრამ,
გარემო რომ შეიქმნა სრულად სათამაშო,
თავად რომ დაიწყო და ინა გაგვიგიჟდა პროცესში,
ამან ჩაგვითრია უფრო,
ან,
ეს მეგონა მე და ნუნუკა მართლა ფიზიკოსობას ელოდებოდა ჩემგან.
გამიღიმა ბოლოს მაინვ.
გატყდა.
ან შევეცოდე ვედრებად გადაქცეული.
-ერთი კანონი უდრის ერთ პაემანს იცოდე..-შემოირტყა დოინჯი და დამელოდა.
მე ყველა ის გაკვეთილი დავწყევლე,რომელიც გავაცდინე და ლამის სანანებელი გამიხდა მიღწეული კომპრომისები.
-როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით.
-დავაწიე გაჭირვებით უკვე კარებში გასულებს როგორღაც და გავიჯგიმე ისევ თავმომწონედ.
ნანის ისე გაეღიმა , მე მთლიანად გაფამავიწყდა ეს სცენარები.
მხოლოდ ის მიღირდა და მისი ცისკრის ღიმილი.
-ანუ?!-მაინც გამომცადა ბოლომდე ნუნუკამ.
ცალი წარბი ამიწია და გამიცინა როგორც იქნა.
ინაც მობრუნდა სააქაოს.
წამოდგა გაჭირვებით ფეხზე და ამომიდგა გვერდით.
მომეცა ძალა.
-ანუ შენი გოგონა ჩემზე ზემოქმედებს და ეს ორმხრივია ნუნუკა,თორემ,ხომ
იცი,სიტყვასაც არ ვეტყოდი ზედმეტად!
-აღარ მეცინებოდა უკვე.
აღარც მახსოვს ბოლოს ამდენი სერიოზულობით რაღა ვთქვი.
ეს იგრძნო სამივე იქ მყოფმაც და ამიტომ შეგვეცვალა ყველას მზერა..
თავი ჩახარა ნანიმ..
-ფიზიკას ვისწავლი,
ეგ კიარა, ცხრა მთის ნაჟური წყალი რომ დამაბარო ნუნუ,იმასაც მოგიტან,
მოვაგროვებ,
პეშვით ჩამოგიტან და ისევ საძებნელად წავალ,
მაგრამ,
მე თუ არ მეცოდინა,
მე თუ გვერდით ვერ დავიგულებ მას,აღარც ამ ძებნას აღარ ექნება რაიმე აზრი და აღარც შენს ურჩობას,რომ ვერ გემეტება ჩემთვის..
მთავარია აქ მყავდეს ბებია..-ხელი გულთან მივიტანე და დავასრულე მცირე მონოლოგი.
ვიცი,გამიგო ნუნუმაც და ნანიმაც..
სხვაგვარად არ ექნებოდა ამდენად ნასიამოვნები სახე მოხუცს..
რომ წავიდნენ და დავჯექი
მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მთელი დღის მწველი დაღლა..
ინა ფეჩს უკეთებდა შეშას და გამოვარდნილ კვამლს იგერიებდა მომჭკნარი ხელით.
ჩამოვართვი ნაპობი.
შევდე და ჩამოვჯექი მის გვერდით.
სხეულმა გადამძლია თითქოს,
წინ დავიხარე და კალთაში ჩავუდე თავი..
ქაოსი დალაგდა და ქარიშხალიც ჩადგა.
გულმა საგულე იპოვა და მეც ღრმად,თავისუფლად და მშვიდად ამოვისუნთქე..
-ნენა.-ამოვძახე ცოტა ხნის შემდეგ.
ინას თბილი ხელები არ ეშვებოდა ჩემს თმებს,
ბავშვობაში,სიცხიანს რომ მეფერებოდა ხოლმე,ისე ვყავდი ახლაც..
არ გამომეპასუხა,მაგრამ,მისმენდა..
-ხომ იცი მე დედა რომ არ მყავს და არც მამა დამიტოვა სანუგეშოდ განგებამ..-გული კი ჩამწყდა,მაგრამ..-ილარიონიც რომ წავიდა და ორივე დაგვტოვა მარტოები,
ესეც ხომ იცი?
-ვიცი ბებია..რა დამავიწყებს მაგას..-გატყდა ჩემი ბებია.
იმ ცალი ხელით,მე რომ მომაცილა,ცრემლი მოიწმინდა,ვიცი..
-მე ქუდზე კაცი არ მყავს ნენა მეტი საკითხარი შენს გარდა..-წამოვწიე თავი და ჩავხედე იმ ლამაზ თვალებში,სულ რომ ზრუნავდა ჩემზე..
თან
უკვირდა და თან ვერ იცნობდა რა მალაპარაკებდა ახლა.
თან იმ მოხუც ტუჩებს თავს ვერ უყრიდა ღიმილნარევი სევდით.
-ამოთქვი ნენა,დავბერდი ქალი.-უმტყუნა მაინც ნერვებმა ბოლოს და აფეთქდა მისებურად.
გავერიდე და დავწექი სანამ დაუკრეფავში გადავიდოდა.
ჩემ თბილ,ფეჩიან ოთახის პრუჟუნებიაბ ლოგინში ისე ჩავეხეთქე,
მეორე საძინებელში გასული ინა გაგიჟდა და იქედან მესროლა პატარა მუთაქა.
ამცდა და გვერდით დადებული თეფში გადმოადგო სამაგიეროდ მაგიდიდან და გატეხა.
-ბედნიერების ნიშანია ინაა!-მე ავალაგე სანამ თვითონ გამოვიდოდა,აღარ ავაყენე..
იმ ძველი თუ ახალი შობის თოვლიანი,ყინვიანი შუა ღამე იყო და მე მაინც გულში იმდენი სიხარული მქონდა,
არ მადარდებდა არც უდენობა და არც მიტოვებული საქმე ქალაქში.
მივეტუზე ზუსტად ამ განწყობით ბებიას კარს..
იწვა გახვეულ საბანში და პეპელას გავდა..
თავზე ილარიონის ქუდი ეხურა და დაეხუჭა თვალები.
პირს მაინც არ აჩერებდა.
ბუტბუტებდა და ულოცავდა ისევ ვიღაცას ან რაღაცას.
-ნენა!-დავუძახე და ჩამოვუჯექი ერთსაწოლიან ლოგინზე.
არ გამიხილა თვალი.
ლოცვას არ მოწყდა..
-ხომ მოგწონს შენ ნანი,ბებია?-ხომ ვიცოდი,მაგრამ,გულის კუნჭულს გაგონება უნდოდა..
მე ხო მართლა არავინ მყავდა სხვა საკითხავი..
-მე რომ არ მომწონდეს ონისე ნანი,
ახლა მე და შენ ქალაქში ვიქნებოდით!-გადმობრუნდა ჩემკენ და შემომხედა ალმაცერად.
გამეცინა.
-შენ ჩვენ ხომ არ გვაკუდიანებ მანდ ჩუმჩუმად რომ პუტუნობ ხოლმე ინა?!-გული მოზარდივით ამიმჩატდა და ამომიხტა ლამის საგულიდან.
-რად გინდა შწნ მოკუდიანება და გამოლაყება,
ისედაც გრამი ტვინი დაგიტოვა ნანიმ ამ ინჟინერ კაცს.-გამცინა და წამკბინა ბებიამ მაინც.
მაგრამ,არც მე დავურჩი ვალში.
რომ დავუბრუნდი ჩემს ლოგინს და გამითბა გვერდები,ის წეღანდელი გამახსენდა,
ქალაქში წასვლაზე.
-ეგრეც ვიცოფი ინა ივანოვნა,ბაბუაჩემი და მისი საფლავი სულ ცალ ფეხზე რომ გე*იდა ამხელა ქალს.-ის პირვანდელი “ვერ წამოვალ” გავახსენე და გამეცინა თან,რამხელა გეგმები ჰქონდა დასახული და რა ქსელებში გაგვაბა ყველა,ვინც კიღა დავრჩით სოფლად.
რომ მეგონა,
დავამთავრეთ პაექროვათქო,
ინამ ისევ გამოისროლა მუთაქა ოთახიდან და ამჯერად მეორე თეფში მილეწა სამზარეულოში.
-ბიჭია,ბიჭიი!-წამოვხტი ისევ ლოგინიდან.
მივალაგე სასწრაფოდ.
-მაგას მაინც ასწავლე ფიზიკა!-არ დაყარა ბოლომდე ფარხმალი.
-რათუნდა ფიზიკა,შეგალოციებ და მზეთუნახავი გამოყვება ერთ თქმაზე.
-დამაძინე,თორემ მართლა შეგილოცავ ონისე.
-ონისეს რომ მეძახი ნენა ასე მგონია წკნელით უნდა გამომეკიდო და მსდიო შუკის ბოლომდე,სანამ იმ სუპს არ გავათავებ ბოლომდე.-გადავეშვი ყველაზე თბილ მოგონებებში და გავთბი უფრო..
სულ ტყუილად დავიჩემე არ დაძინება,
დაღლილს ისე მერეოდა ძილი,
ძლივსღა ვახელდი თვალს.
-დაიძინე ნენა და დამაძინე მეც!
ჩამყვა ბოლოს მაინც მისი ტკბილი ხმა..
სიზმრებში ისევ ნანი მოვიდა.
თეთრი,
თხელი,აბრეშუმის ლამაზი კაბით და ხელში პატარა თაგულით.
ეკლესიასთან ველოდი და თოვლში ჩემკენ გზას ისე მოიკვლევდა,
თითქოს არც ციოდა და არც უჭირდა სვლა..
ალღობდა და ათბობდა გარშემო ყველაფერს და ალამაზებდა ადგილს,საიდანაც ორამდე საათის წინ ჩამოვედით,
გადაჭდობილი ხელებით..
-ონო,ბაბუა..-შორიდან მომესმა უცებ ილარიონის ხმა და რომ მივიხედე,
სამრეკლოსთან ჩამომდგარიყო აწყლიანებული თვალებით და სახე ბედნიერებისგან უცინოდა..
სიზმარშიც ვიგრძენი,
ცხადში როგორ გამომეპარა თვალიდან ერთი პატარა, ობოლი ბიჭის ცრემლი და თან წაიღო ყველა უთქმელობის ჯავრი..
ბაბუს ისევ ყალიონი ეჭირა ხელში და ამაყი მზერით გვადევნებდა თვალს..
მეტი სასწაული რაღა უნდა მოეტანა შობას..
ამდენი წლის შემდეგ,პირველად მოვიდა ბაბუა სიზმრად..
___
ახალი წლის ამ დატვირთულმა დღეებმა საბოლოოდ გამომაცალა ყველანაირი ძლაა.
აღარც არავინ მინდოდა გუშინდელამდე წერის გარდა და,
ჩვენც მოვედით,როვორც იქნა..
უნდა მაპატიოთ დაგვიანება,
ეს ასე გამოვიდა..
თქვენ კი,ყველაზე თბილ წელს გიაუევებთ,
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი One

Tasiiii❤️
Ranairi xar da es ra bichi mogviyvane saertod))
Ar mindoda dasruleba))
Rogor miyvars eseni))
Saocrad sighunghuleea da es iumori saertod madnobs))
Gpatiobt dagvianebas.
Shen khar mzegogona❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Wero

ოხ როგორ მაფორიაქებ. საცარი
გოგო ხარრ ტასენ.მადლობაა.გთხოვ თავები გაზარდო. არმყოფნისს

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Tasiiii❤️
Ranairi xar da es ra bichi mogviyvane saertod))
Ar mindoda dasruleba))
Rogor miyvars eseni))
Saocrad sighunghuleea da es iumori saertod madnobs))
Gpatiobt dagvianebas.
Shen khar mzegogona❤️

ქეთუუ ♥️♥️ მართლა რანაირი ბიჭიაა, მეც გადამრიაა ♥️♥️♥️ მიყვარს იაიც და რო ვერ ამბობს ის ნანიც ♥️♥️
მიყვარხარ შენც ♥️♥️♥️♥️
სტუმარი Wero
ოხ როგორ მაფორიაქებ. საცარი
გოგო ხარრ ტასენ.მადლობაა.გთხოვ თავები გაზარდო. არმყოფნისს

დიდი მადლობა ♥️♥️♥️ შევეცდები მაქსიმალურად რომ იფრო დიდი იყოს, მეც მინდა ხოლმე მეტი წერა ♥️♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი ნი-კე

თბილი და ტკბილი თავია❤️❤️

 


№5 სტუმარი Елка

Шобас гилоцавт .гавтби да давткби мадлоба гмертма сикете ар могаклот.

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
თბილი და ტკბილი თავია❤️❤️

♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️
Елка
Шобас гилоцавт .гавтби да давткби мадлоба гмертма сикете ар могаклот.

მადლობა თქვწნნ ♥️♥️♥️♥️♥️ მიხარიხართ ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი ფარვანა

შობას გილოცავ ტასუ, და ბედნიერ წელს გისურვებ!!
ღირდა ეს უთბესი თავი ლოდინად… ვგიჟდები მე ამათ სიღუნღულეზე, რა.
უყურე შენ ინაკოს გეგმებს?! ვაფ-რენ!!! ეგ ქალი არი სიყვარული! ნუნუკაც რა თქმა უნდა, სჭირდებოდა საქმეს და ვერ დაივიწყეს სახსრების გამოშრობის საშიშროება თუ რა?! :დდდ
უსაყვარლესები არიან ონო და ნანიკო. მიყვარს როგორ ატევს თავის უთქმელობაში ყველა სათქმელს, და როგორ კითხულობს მთელ სამყაროს მის თვალებსა და ღიმილებში ჩვენი ონო.
ობოლი ბიჭის ძილში დაღვრილმა ცრემლმა და ბედნიერი, ამაყი ბაბუის სახებამ კი დამასევდიანა ოდნავ, მაგრამ სადღაც სითბოდ შემომრჩა გულში მაინც.

მადლობა შენ ტასუ და შემდეგამდე!!! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ფარვანა
შობას გილოცავ ტასუ, და ბედნიერ წელს გისურვებ!!
ღირდა ეს უთბესი თავი ლოდინად… ვგიჟდები მე ამათ სიღუნღულეზე, რა.
უყურე შენ ინაკოს გეგმებს?! ვაფ-რენ!!! ეგ ქალი არი სიყვარული! ნუნუკაც რა თქმა უნდა, სჭირდებოდა საქმეს და ვერ დაივიწყეს სახსრების გამოშრობის საშიშროება თუ რა?! :დდდ
უსაყვარლესები არიან ონო და ნანიკო. მიყვარს როგორ ატევს თავის უთქმელობაში ყველა სათქმელს, და როგორ კითხულობს მთელ სამყაროს მის თვალებსა და ღიმილებში ჩვენი ონო.
ობოლი ბიჭის ძილში დაღვრილმა ცრემლმა და ბედნიერი, ამაყი ბაბუის სახებამ კი დამასევდიანა ოდნავ, მაგრამ სადღაც სითბოდ შემომრჩა გულში მაინც.

მადლობა შენ ტასუ და შემდეგამდე!!! <3

მადლობა შენ ფარვანა ♥️♥️♥️
ისე მახარეებ ვერ გიღწერ ♥️♥️♥️
ინას ჩამალული გეგმები არ შემიძლია :დდდ
მათზე კი მეც უზომოდ ვგიჟდები ♥️♥️♥️ სამყაროები არიან ♥️♥️♥️ თბილები და ძალიან სუფთები

 


№9 სტუმარი Ana-maria

შობა-ახალ წელს გილოცავთ ♥️♥️♥️♥️♥️
ეს ისტორია კი ძალიან მეტკბილება ♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent