ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (მეათე თავი)
ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, რომლებიც ერთი შეხედვით პაწაწინა წვრილმანებია, მაგრამ რეალურად დიდი ცვლილებების დასაწყისი. ერთი მზერა, უცნაური დუმილი ან წამით გაჩენილი ფიქრი - ხშირად სწორედ ეს არის დამაკავშირებელი ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. მართალია შიო დადეშქელიანის ცხორებაში ჯერ არ დამდგარა ეს მომენტი, მაგრამ მისი ქარიშხლიანი ცხოვრება ნელ-ნელ დამშვიდებას იწყებდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შიომ ჯერ არ იცოდა, რომ ეს სიმშვიდე ერთ კონკრეტულ ადამიანს უკავშირდებოდა, ადამიანს რომელსაც ჯერ ბოლომდე ვერ უგებდა ყველაფერში. ევას, რომელიც თითქოს მის სამყაროში შემთხვევით აღმოჩნდა, უკვე ისეთი გავლენა ჰქონდა, როგორსაც შიო ვერც ხვდებოდა და ვერც აღიარებდა. იწვა საწოლზე და ოთახის ჭერს დაჟინებულ მზერას არ აშორებდა. ნელ-ნელა გაჩნდა შავი წერტილები, ბოლოს კი ევას სახე წარმოუდგა და ის სიმშვიდისფერი, შემოდგომასავით სევდიანი თვალები. გაახსენდა ის მომენტი, როცა სტადიონზე ბავშვი უწოდა და მისი ტონი, ერთდროულად თან რომ დასცინოდა და თან რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა. „ნუთუ მართლა ბავშვი ვგონივარ?!“ თავისივე ფიქრებზე ჩაეცინა და თითქოს ახლა გაიაზრა, როგორ შემოეჩვია ბერიძეზე ფიქრები, ღიმილი სახეზე შეახმა. საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რატომ ვფიქრობ მასზე?“ „მხოლოდ იმიტომ, რომ განსახვავებულია?“ იცოდა დადეშქელიანმა, რომ პასუხი მარტივი იყო, მაგრამ პაუხის სისწორეში დარწმუნება რთული, რაც არ უნდა იყოს ერთი რამ ცხადი გახდა - ევა მის სამყაროში უფრო მეტად შემოჭრილიყო, ვიდრე წარმოედგინა, ვიდრე ეგონა რომ შეეძლო. ვიდრე შიო გულში დასკვნებს აკეთებდა და გადაწყვეტილების სისწორეში რწმუნდებოდა, ევა თავის ჩვეულ რუტინას მიყვებოდა და უკვე სამინისტროში, თავის კაბინტში იჯდა და ათას საბუთზე ხელს აწერდა. - ქალბატონ ეკატერინეს ვახლავარ - მიესალმა დედას ღიმილით და საბუთები გვერდით გადადო. - როგორ ხართ? - შენ როგორ ხარ შვილო? - ჰკითხა ქალმაც ღიმილით და ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა. - როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ. - ერთ კვირიანი შვებულება მეწყება ხვალიდან და მიხარია - გაეცინა. თავადაც უკვირდა შვებულებები არასოდეს მოსწონდა და ახლა ერთი სული ჰქონდა დღევანდელი დღე დამთავრებულიყო. - მამა როგორ არის? - კარგად არის, სამსახურშია. შვებულება თუ გაქვს დედი ჩამოდი რა ჩვენთან, მოგვენატრე ხომ იცი ორივეს. - სთხოვა ქალმა. - არა არა არ მცალია მანდ ჩამოსასვლელად. თათა ჩამოდის ხვალ საღამოს, ხომ იცი დიდი ხანია არ მინახავს და რომ არ დავხვდე გაგიჟდება. - გაეცინა თათას გაბრაზებული სახის წარმოდგენისას. - კარგი, კარგი - დანებდა ეკატერინე, იცოდა ვერაფრით გადაიბირებდა შვილს - წავედი, მერე დაგირეკავ. გკოცნი. *** აეროპორტში წავიდა თათას დასახვედრად, მიუხედავად იმისა ლამის ყოველ დღე საუბრობდნენ ტელეფონით მაინც ისე მონატრებოდა ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა, თავისი სულის ნაწილს. ნამდვილი მეგობარი ხომ ის არის ვისაც უსიტყვოდ ესმის ჩვენი და ერთ მზერაში ხვდება ყველაფერს, თვალებში კითხულოს სიხარულსაც და ტკივილსაც. ასეთი მეგობარი იყო თათა დევდარიანი ევასთვის და თუმცა იშვიათად ეუბნებოდა ქალმა მაინც, ყოველთვის იცოდა ბერიძის დამოკიდებულება. - ევ, როგორ მომენატრე - შემოხვია ხელები და მის ხელებსაც წაეპოტინა ჩამეხუტეო. - მეც მომენატრე თათა - ცალი ხელი შემოხვია და მალევე მოშორდა. ზურგჩანთა გამოართვა და წინ წავიდა. - როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურები, ვგიჟდები შენს სტილზე - თეთრი საროჩკა, კლასიკური შარვალი, ქუსლიანი ფეხსაცმელი და ტყავის გრძელი ქურთუკი ნამდვილად კარგი გემოვნება ჰქონდა. - ერთი წუთით - აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. - გისმენ - როგორ ხარ? მე ვარ ევ - შიოს ხმა გაიგონა თუ არა, ტანში ჟრუანტელებმა დაუარეს და თითქოს ფილტვებზე მოუჭირეს სუნთქვა შეწყვიტა. - გიცანი შიო, კარგად ვარ, მადლობა. თავად? - თავაზიანი იყო ძალიან, თუმცა როცა მის ტელეფონზე უკნიდა აკრული თათა რომ დაინახა სიცილის შეკავება გაუჭირდა. - არამიშავს. - რამდენიმე წამით მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა ბერიძეს და მიხვდა ფიქრობდა, ეთქვა თუ არა რისთვისაც დაურეკა. - შენი ნახვა მინდოდა, ვიდრე ინგლისში დავბრუნდები. - როდის ბრუნდები? - ფორიაქმა მოიცვა და ლამის მოთმინება დაკარგა ვიდრე პასუხს გაიგებდა. - სამი დღე მაქვს წასვლამდე მინდა დღეს გნახო თუ შეძლებ - უარის თქმას აპირებდა, რომ დაინახა როგორ აქნევდა თავს თანხმობის ნიშნად თათა და თან ყურებამდე გაკრეჭილი თვალებიდან სიხარულს ასხივებდა. თვალები დაუქაჩა თათას და უარყოფის ნიშნად გააქნია თავი. - დღეს უნდა მნახო მაინცდამაინც - ტუჩი მოიკვნიტა - ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ახლახანს და... - თათამ აღარ აცადა უცერემონიოდ აართვა ტელეფონი და თავად გააგრძლა შიოსთან საუბარი. - წამოვა, რომელზე მოაკითხავ? - ჰკითხა ზედმეტად მშვიდად და ევას გაბრაზებულ თვალებს მზერა აარიდა და გზა გააგრძელა. - შვიდზე მოვალ, მადლობა თათა - გაეცინა ბიჭს და გათიშა. - თათა რამდენი წლის ხარ?! იქნებ არ მინდოდა შეხვერდა - უსიამოვნო სახით შეხედა და აღარც დალოდებია მის პასუხს. გული დაწყდა მისგან დამოუკიდებლად, რომ გადაწყვეტილება, იცოდა თათამ ამას ყველაზე მეტად ვერ იტანდა ევა და მაინც არ გაჩერდა, არ აცადა თვითონ მიეღო გადაწყვეტილება და პასუხი გაეცა. მერე რა თუ დღესვე არ ნახავდა შიოს, არაფერი დაშავდებოდა ამით, მაგრამ ახლა ვეღარ ეტყოდა არ გნახავო. თავისუფლად ჩაიცვა, ფართე ჯინსი, ნაქსოვი მოკლე ფუფეიკა და საყვარელი ადიდასები. მოკლე კულულებზე ხელი გადაისვა და ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებას უპასუხა. „გელოდები“ უცებ ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები და მანქანაზე მიყუდებული ბიჭის წინ გაჩერდა. - გამარჯობა - უთხრა მშვიდად და გაიღიმა. - გამარჯობა - გაუღიმა დადეშქელიანმაც - ბოდიში, გეგმები აგირიე, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა მენახე. - თავის მართლებასავით გამოუვიდა. - არაუშავს, თათა მაინც სახლში წავიდა - მანქანაში ჩასხდნენ და მიხვდა ამდენ ხანს სუნთქვა შეკავებული ჰქონია და ისე გაგიჟებით ძგერდა გული უკვე ეშინოდა. რამდენიმე წუთში მანქანა ქალაქ გარეთ გაჩერდა, მანამდე იქ არ ყოფილა, მაგრამ დაიფიცებს ამ ადგილიდან თბილისი ხელის გულივით ჩანს და ულამაზესია. - რა ლამაზია - მანქანიდან გადმოსვლისთანავე თქვა ბერიძემ. - როგორ იპოვე ეს ადგილი? - დინამოში, როცა დავიწყე თამაში ბაკური ძალიან მეჩხუბა, თბილისში ჩამომაკითხა და ჩემი წაყვანა უნდოდა, არ გავყევი და გაბრაზებული მანქანაში ჩავჯექი და უმისამართოდ დავიწყე სიარული და აქ აღმოვჩნდი - მზერა გაუსწორა და გაიღიმა - მერე როცა რამე მაწუხებდა, მოწყენილი ვიყავი ან უბრალოდ როცა დრო მქონდა აქ მოვდიოდი და თითქოს... - შენი სიმშვიდის, სულის ნავსაყუდელი იპოვე - დაამთავრა ბიჭის სიტყვები და გაიღიმა როცა მან თავი დააქნია. - კი ასეა, მაგრამ ახლა სიმშვიდე სხვაგან ვიპოვე - ძელსკამს ეყრნობოდა მკლევებით, წელში მოხრილი. დაისს უყურებდა ევა, შიო კი - ევას. - მართლა? სად? - თავადაც შეხედა და გაიღიმა. მაინც როგორი სიმშვიდე იწვა ამ ქალის თვალებში. ვერაფრით ხსნიდა შიო. - აქ, შენს თვალებში - უთხრა მშვიდად - როცა შენს თვალებს ვუყურებ, ამ შემოდგომისფერი, სევდიან თვალებს სიმშვიდე მეუფლება და აქაც ევ, სიმშვიდის გარდა არაფერი ჩანს - მხრებში გასწორდა და ქალის დაბნეული მზერა და ოდნავ შეცვლილი, გახშირებული სუნთქვა არ შეიმჩნია. რამდენიმე წამით უყურა თვალებში, მერე ისევ ჰორიზონტს გახედა და საუბარი დაიწყო. - ევა - მშვიდი იყო, თავი დახარა ღიმილი გაეპარა და მოკლედ შეკრეჭილ წვერზე ჩამოისვა ხელი. - ბევრ ლაპარაკი რომ არ მიყვარს იცი, ასე რომ პირდაპირ გეტყვი. მომწონხარ ევ, ძალიან. - შიო - თითქოს ელოდა ამ სცენის განვითარებასო, მშვიდად გაიღიმა. - ვიცი, შიო. დიდი ხანია. - იცი? - გაუკვირდა დადეშქელიანს, წარბები შეკრა სვანმა და კიდევ ერთხელ ჩამოისვა ხელი მოკლედ შეკრეჭილ წვერზე. - კი შიო, ვიცი. იცი როდის მივხვდი? - წამით გაჩერდა, ფიქრობდა რა მომენტით შეეძლო გაეხსენებინა - გახსოვს გოლი, რომ გაიტანე და ჩემი სახის ძებნა დაიწყე, რათა ჩემთვის გაგეზიარებინა შენი უსაზღვრო სიხარული. მაშინ მივხვდი ყველაფერს და იმ წამიდან დამიჯერე შენი ყველა გამარჯვება საკუთარივით მიხარია და როცა მატჩის დღე დგება შენსავით ვფორიაქობ და მილიონჯერ მაინც ვლოცულობ კარგი მატჩი ჩაატარო. - გულწრფელი იყო ევას სიტყვები, ზოგჯერ ისე ნერვიულობდა საჭმელსაც ვეღარ ჭამდა ხოლმე და როცა მატჩი წარმატებით დამთავრდებოდა ღრმად ამოიოხრებდა და თითქოს მსოფლიოს ტვირთი მოიშორაო ისე მშვიდდებოდა. - ეგ თამაში დაახლოებით ექვსი თვის წინ იყო, ამდენი ხანია იცი ჩემი გრძნობები? მაშინ მეც კი არ ვიცოდი... - კიდევ უფრო შეკრა წარბები და თვალებში ჩახედა. - გელოდებოდი. ვიცოდი ერთ დღესაც მოხვიდოდი ჩემთან. მაგრამ მე რომ შენზე ბევრად უფროსი ვარ შიო... - თავი გვერდზე გადახარა და სევდა ჩაუდგა ქარვისფერ თვალებში. - არ მაინტერესებს, თუ გინდა ასი წლით უფროსი იყავი ეგ არაფერს ნიშნავს ჩემთვის, მთავარია მე მინდა შენთან ერთად გავიზიარო ყველა სიხარული და ტკივილი, მინდა ყველა გატანილი გოლის შემდეგ შენს სახეს ვეძებდე და ყველა წაგებული მატჩის შემდეგ ამ თვალებს ვუყურებდე რომ გავმხნევდე, ნუგეში ვიპოვო. მინდა ერთ სახლში მივდიოდეთ დამღლელი დღის შემდეგ სადაც სიმშვიდე და სიყვარული იქნება მუდამ. ეს ხელები მჭირდება და ეს თვალები მჭირდება რომ მივხვდე ადამიანი ვარ, ცოცხალი არსება, სიყვარულის უნარით. ევა, ბედნიერებისთვის არაფერი მჭირდება, მხოლოდ შენ. ასე ვიქნები მხოლოდ ნამდვილად ბედნიერი. - ისეთი სიყვარულით ელაპარაკებოდა, ისეთი სითბოთი, გული აუჩუყდა ქალს. - ბედნიერებისთვის ჩემ გარდა არაფერი გჭირდება? - გამომცდელად შეხედა - ბურთის გარეშე ბედნიერი იქნები ვითომ? - თავი გვერდზე გადახარა და ეშმაკურად ჩაიღიმა. - უი ეგ როგორ დამავიწყდა - გაეცინა და წვერზე ჩამოისვა ისევ ხელი. - ბურთი არის მთელი ჩემი ცხოვრება და შენ ხარ ჩემი სიყვარული, სამუდამოდ. - ნუ ლაპარაკობ ეგრე თორემ ვეღარ ვფიქრობ, როგორ წავიდე. - სევდა გამოსჭვიოდა მისი ხმიდან. არ იყო ადვილი ევასთვის თავისზე ხუთი წლით უმცროს ბიჭს შეხვედროდა. რას იტყოდა ხალხი, როგორი რეაქცია ექნებოდა მის ოჯახს, შიოს ოჯახი რას იტყოდა. ყველაფერზე ფიქრობდა და ანერვიულებდა ის მომავალი, რაც ვერასოდეს იქნებოდა რეალური. - ვინ გითხრა, რომ უნდა წახვიდე? მე არსად არ გიშვებ - ბერიძის ხელს წაეპოტინა და თავის ხელში მოათავსა. თვალებში შეხედა. - არავის აზრი არ მაინტერესებს, არც ჩემი მშობლების და მით უმეტეს არც სხვების. სულ ფეხებზე ბაკური რას იტყვის და გაგიჟდება თუ არა დედაჩემი. მთავარი ის არის რომ მე მჭირდები და მინდა ჩემთან მყავდე. - შიო - გაჩერდა, თვალებში შეხედა. - არ მინდა პრობლემები შეგექმნას ჩემ გამო. - სახეზე ჩამოუსვა ხელი და თავი გააქნია - არ შემიძლია. - ევა შენ თუ შენ თავში არ ხარ დარწმუნებული დაგელოდები, ვიდრე ბოლომდე არ გაერკვევი შენს გრძნობებში, მაგრამ კვირის ბოლოს, სამ დღეში კლუბში ვბრუნდები და ალბათ ორი თვე ვეღარ ჩამოვალ. მინდა მანამდე ვიცოდე პასუხი. - ფეხი კენჭს წაკრა. - მაგრამ არ მითხრა არასოდეს რომ ხალხის აზრის გამო ამბობ უარს. - მთელი მსოფლიო გიცნობს, გამორჩეულ კლუბში თამაშობ, ერთ-ერთ საუკეთესოში. არ გვინდა გთხოვ. ხალხისგან ზეწოლას ვერ გავუძლებ თან შენი ოჯახი... არ მიმიღებენ - ტუჩებს იკვნეტდა მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად. - ქალმა რომელმაც კომპიუტერული მეცნიერება შეისწავლა, ახლა ლექტორია და თანაც სამინისტროში მუშაობს ვერ დამარწმუნებს რომ ხალხის აზრი ადარდებს და ვერ გაუძლებს მათ უაზრო რეპლიკებს, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, არ იქნება. მაგრამ ვერაფერს დაგაძალებ. თუკი მამაჩემის აზრი ჩემზე მნივნელოვანია - მხრები აიჩეჩა - ნება შენია. - შებრუნდა და დაუმშვიდობებლად წავიდა. ევა კი დატოვა შოკირებული, დაბნეული, ვერ გაიგო რატომ დანებდა ასე მარტივად დადეშქელიანი, განა ორი წუთის უკან არ ეუბნებოდა ფეხზე მკიდა სხვების აზრიო. ახლა რა შეიცვალა. - შიო - იმდენად ჩუმად ჩაილაპარაკა თვითონაც ძლივს გაიგო. - სახლში წაგიყვან - მანქანასთან მისულმა ზურგს უკან დაუძახა და ძრავი ჩართო. უხმოდ დაჰყვა მის ნათქვამს. ისე მივიდნენ ბერიძის კორპუსთან ხმა არცერთს ამოუღია. - მადლობა რომ მომიყვანე. - ძლივს ამოთქვა და მანქანიდან გადავიდა. *** შიოს წასვლიდან თვეზე მეტი გავიდა, დღეს ბოლო მატჩი ჰქონდა ნიუკასლის წინააღმდეგ ნაკრების თამაშამდე, სასტარტო შემადგენლობიდან იწყებდა თამაშს, როგორც ეს უცხოურმა გამოცემებმა დაწერეს, მასზე ახლაც დიდ იმედებს ამყარებდნენ როგორც ყოველთვის და დარწმუნებული იყო თავადაც უნდა გაემარჯვნა, ახლა ყველაზე დიდი დრო ფეხბურთისთვის უნდა მიეძღვნა. ლამის თვე ნახევარია თამაშის მეტს არაფერს აკეთებს და არ უნდა ეს შრომა უკვალოდ გაქრეს. ფიქრის დრო არ უნდოდა რომ ჰქონოდა, ევაზე არ უნდა ეფიქრა თორემ შეიძლებოდა ყველაფერი წყალში ჩაეყარა, უარი ეთქვა იმაზე რაც ასე ძვირფასი იყო, რაზეც ამდენი წელი ოცნებობდა და რისთვისაც შრომობდა. თამაში თბილისის დროით ოცდასამ საათზე იყო და ევაც ტელევიზორის წინ დივანზე იჯდა. - ოღონდ კარგად ითამაშოს - თქვა თავისთვის და მთელი ინტერესით დაიწყო თამაშის ყურება. - შიო დადეშქელიანი ფორმაში არ არის ეს აშკარაა, - თქვა პირველი ტაიმის მიწურულს კომენტატორმა. - ნაკრებშიც და კლუბშიც ამ ბოლო დროს ძალიან უჭირს თამაში, თითქოს თავის თავს არ ჰგავს. კონცენტრირება უჭირს და ბურთი რამდენჯერაც მიიღო ლამის იმდენჯერვე მოახერხეს ართმევა. - იმედი ვიქონიოთ, მეორე ტაიმში გამოასწორებს, თუკი მწვრეთნელი სათამაშო დროს კიდევ მისცემს - დანანებით თქვა და ევას კომენტარმაც არ დააყოვნა. - რას ჰქვია სათამაშო დრო თუ კიდევ მისცეს, იმსახურებს - ლაპარაკობდა განერვიულებული. - ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა მოედანზე და ბოდიში, თუ ახლა სხვა რამეზე ფიქრობს და ცუდად არის. აშკარა იყო შიოს ფიქრები ევას დატრიალებდა საქართველოში, ნეტავ ახლა თუ უყურებდა? ან რას ფიქრობდა? აზრი შეიცვალა ნეტავ? ორ თვეში რა იქნბოდა, როცა თამაშზე ჩავიდოდა? ფიქრობდა და მატჩის ნახევრი ისე გავიდა აზრზე ვერ მოდიოდა. - რას ჰგავს შიო შენი თამაში? კონცენტრირდი... ასეთი არ იყავი და რა გჭირს ახლა - ეუბნბოდა მწვრთნელი და ფიქრბობდა ვინ შეიძლებოდა შესულიყო მის ნაცვლად მოედანზე? - მეორე ტაიმში აღარ შეხვალ, დაისვენე ჯობია. - არა, არ მინდა დასვენება, თავს კარგად ვგრძნობ, თამაში შემიძლია. - უთხრა წარბშეკრულმა. დაიჟინა და მაინც თავისი გაიტანა, შანსი მისცა მწვრთნელმა. - ვხედავთ შიო ისევ მოედანზე, აბა შიო მიდი შენი იმედი გვაქვს ერთი გოლი უნდა გაიტანო - გაისმა კომენტატორის იმედიანი ხმა და ევასაც იმედი ჩაესახა. რამდენიმე წუთის წინ მიწერა „დადეშქელიანო კონცენტრირდი და თავ აწეული გადი მოედანზე, მერე კი მოდი და სიმშვიდე დამიბრუნე“ მონატრება – ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძლიერი გრძნობაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება განიცადოს. როცა შეყვარებული ხარ და გიჭირს საყვარელი ადამიანისუ გარეშე ცხოვრება, თითქოს დრო იწელება, ყველა წამი უკიდურესად მძიმეა. მონატრება სიზმრის, სურვილისა და რეალობის ერთგვარი გიჟური გაერთიანებაა. შენ უბრალოდ ვერ ივიწყებ ადამიანს, რომელიც შენი გულის ნაწილია. ორი თვის დაშორება, თითქოს საუკუნედ გაიწელა და მისის სიყვარული ევასადმი თითქოს იქცა მოლოდინად, რომელიც უბრალოდ არ წყდებოდა. მაგრამ ევასთვისაც არანაკლებ რთული იყო. მისი გულში და თვალებში გაქრა ის სიმშვიდე რაც სულ მუდამ თან სდევდა, მის შემოდგომისფერ თვალებს. იქ ახლა, მხოლოდ სევდა იკითხებოდა. მონატრება არ არის მხოლოდ გრძნობა; ეს არის წარსულისა და მომავლის გაერთიანება, აწმყოს გარდატეხა. და როცა ის ჭარბობს, ყველაფერი ისეთი მძიმე და უცნაურია, რომ თავს ხშირად წვიმაში ან ქარიშხალში დარჩენილად გრძნობ, რომელიც ერთბაშად განგრევს. მატჩი დასრულდა, შიოს ასისტით გოლი გავიდა და თამაში ფრედ დამთავრდა. თითქოს იგრძნო მეორე ტაიმის დაწყებისას ევასთან შანსი ჰქონდა, თუკი რამ შეეძლო ყველაფერი ჩადო ამ თამაშში და შედეგიც დადო. სახლში წავიდა, ახლა მხოლოდ ძილი უნდოდა, არც აპირებდა ტელეფონის ანთებას და ვინმესთან საუბარს, მაგრამ ტიტეს ზარი შემოვიდა და მასთან გააბა ლაპარაკი. - პირველ ტაიმში მეგონა ცუდად იყავი, მაგრამ მეორე ნახევარში ისე გაიბრწყინე არავინ რომ არ ელოდა - ემოციებში იყო ბიჭი. - მეორე ტაიმში მეტი შესაძლებლობა მქონდა ეგ იყო ეგ... - უპასუხა მშვიდად და რამდენიმე წუთში დაემშვიდობა. „დადეშქელიანო კონცენტრირდი და თავ აწეული გადი მოედანზე, მერე კი მოდი და სიმშვიდე დამიბრუნე“ - წაიკითხა ევას მონაწერი და იმდენად დაუჯერებელი ეჩვენა ბერიძის მონაწერი იფიქრა მომეჩვენაო და რამდენჯერმე დახუჭა თვალები. მანქანა გადააყენა და კიდევ ერთხელ წაიკითხა. - რა გინდა ბერიძის ქალო? გინდა ჭკუიდან გადავიდე? - ჩაილაპარაკა თავისთვის და მუჭი აიფარა ტუჩებზე. - ახლა რომ შენი ხმა არ გავიგო გავგიჟდები. - გისმენ? - ორი ზარის შემდეგ უპასუხა. - ევ - სიჩუმე იყო, არ იცოდა რა ეთქვა. ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ და ისე დაეხუჭა თვალები, ევას სახე და ის სიმშვიდისფერი თვალები გაჩნდნენ წამში. - მომენატრე - მალე ჩამოდი რა. - იყო პასუხი და მერე ზარი დასრულდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.