მარტო' სული 15 თავი
ანდრიას ბინაში თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა ნიცა, იმის მიუხედავად რომ ამ სახლში ყველაფერ ძველი იყო რაღაცანირად იზიდავადა ეს ბნელი, ცივი, ჩუმი და ცარიელი კედლები, აჭრიალებული იატაკი, გახუნებული ფარდები, გამჭვარტლული ბუხარი, უღიმღამო ძველი ავეჯი, მორყეული ხის კარებები და საღებავაყრილი ძველი ფანჯრები. ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს იქაურობის ნაწილი იყო, ამიტომ თავს ძალიან მშვიდად უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობდა. -აქ იშვიათად მოვდიავარ-ხოლმე- ანდრიას ხმამ ნიცა გონს მოიყვანა რომელიც კედელზე ჩამოკიდული ნახატების თვალიერებით იყო გართული-ეს დედაჩემის მშობლების სახლია -ძალიან ლამაზი და მისტიურია აქ ყველაფერი- გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ და წამიერად მისკენ მიიხედა -მისტიური?-გაუკვირდა ანდრიას და აქეთ-იქით მიმოიხედა- რავი მგონი ჩვეულებრივი სახლია-გაეღიმა და ბუხართან მივიდა ცეცხლის ასანთებად -ვგიჟდები ასეთ ძველ ნივთებზე, ავეჯზე, ნახატებზე... -ვიცი და სწორედ მაგიტომ მოგიყვანე აქ -შენ და თორნიკემ ჩემზე ყველაფერი იცით მე კი არაფერი ვიცი თქვენზე -რა გაინტერესებს მითხარი და მოგიყვები- მოულოდნელად ფეხზე წამოდგა ანდრია თავზე წამოადგა აღელვებულ გოგონას -მაგალითად სად და როდის გაიცანით ერთმანეთი -გრძელი ისტორიააა, თან ძალიან მოსაწყენი და დამღლელი -არსად მეჩქარება- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და ამღვრეული მზერით სახეში მიაჩერდა -მაშინ მოგიყვები- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა ანდრიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა- რამეს დალევ? ყავას? ჩაის? -რაიმე ალკოჰოლურს-სწრაფად უთხრა ნიცამ და დივანზე მოღუშულუ სახით დაჯდა -კარგი როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა ანდრიამ და კარადიდან გაუხსნელი ღვინის ბოთლი გამოიღო ჭიქებთან ერთად. -8 წლის იყო თორნიკე რომ გავიცანი-რამდენიმე ჭიქა ღვინის შემდეგ მძიმედ დაიწყო თორნიკეზე საუბარი ანდრიამ- მამა და ბებია ზრდიდნენ. დედაზე არასდროს საუბრობდა, ამიტომ მეგონა რომ სძულდა ის, სწორედ ისე როგორც მე მემაჩემი. სამწუხაროდ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვცხოვრობდით, ამიტომ ერთმანეთის ოჯახებს არ ვიცნობდით. იმის მიუხედავად რომ გაცნობიდან ძალიან მალევე დავმეგობრდით თავის ოჯახის წევრებზე არაფერს მიყვებოდა, ამიტომ როცა სალაპარაკო თემა ამოგვეწუხებოდა ხოლმე დედაჩემზე და ხატიაზე ვუწყებდი ლაპარაკს, ათას სისულელეს ვუყებოდი და ვაცინებდი ხოლმე- ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა ანდრიას-ვერც კი ვხვდებოდი რომ ამით განუზომელ ტკივილს ვაყენებდი- უფრო თავისთვის ვიდრე ნიცას გასაგონად თქვა და ღვინით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა- ყოველთვის მოთმინებით და ყურადღებით მისმენდა, არასდროს მაწყვეტინებდა ლაპარაკს, იმის მიუხედავად რომ გული თურმე ძალიან სტკიოდა-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა და დაცლილი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო- მერე სრულად შემთხვევით გავიგე სხვა ბავშვებისგან რომ დედა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყოლია-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა ანდრიას და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა შავი ღვინით- როცა ვკითხე ასე რატომ მოიქეცი, სიმართლე რატომ დამიმალე-მეთქი... -რა გიპასუხა?- სიტყვა გააწყვეტინა აღელვებულმა გოგონამ -მითხრა რომ არ უნდოდა ჩემს თვალებშიც დაენახა ის რაც ყველაზე მეტად სძულდა ადამიანებში... სიბრალური- ჩამწყდარი ხმით თქვა ანდრიამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა აღელვებულ გოგონას და აკანკალებული თითები ინსტიქტურად ყელზე მიიბჯინა ,,ახლა ყვალფერი გასაგებია" გაიფიქრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე უმისამართოდ თქვა -დამიტოვე -რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა სათქმელს ანდრია და როცა სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი სიტყვის უთქმელად ააცალა ნიცამ თითებიდან, გაოგნებულმა ჰკითხა- ეწევი? -არა -თუ გინდა -არა ეს საკმარისია -ღელავ? -არა საიდან მოიტანე -მაშინ რატომ ეწევი? -ისე უბრალოდ?!- მხრები აიჩეჩა ნიცამ და და კარგა ხნის სიჩუმის მერე სიჩუმის მერე მისკენ მიიხედა მომღიმარი სახით და გამომწვევი ტონით უთხრა- კიდევ მომიყევი რამე შენზე და თორნიკეზე -კიდევ რა გაინტერესებს მითხარი და მოგიყვები -ყველაფერი, რისი თქმაც შეგიძლია ჩემთვის -ჩვენი 2 წლიანი მეგობრობა, მისი უთბილესი და უტკბილესი ბებოს გარდაცვალების შემდეგ 4 წლით დასრულდა... იმ ღამეს უკანასკნელად იტირა თორნიკემ... -რა მოხდა? -ისეთი არაფერი... უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ერთმანეთისგან შორს ყოფნა მოგვიწია 4 წლის განმავლობაში... -თავშესაფარში წაიყვანეს? -ნიცა მოდი ეს თემა დავხუროთ კარგი?-მოიღუშა ანდრია. ნიცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კარგა ხნის სიჩუმის მერე ფრთხილად ჰკითხა -ესე იგი 14 წლისები იყავით როცა ისევ შეხვდით ერთმანეთს? -კი... -მარტივად აღადგინეთ ურთიერთობა? -არც ისე -მთელი ამ წლების განმავლობაში სად იყო მამამისი? -არსად... სამწუხაროდ მისი ყოფნა და არ ყოფნა სულ ერთი იყო ამ სამყაროში -სვამდა? -ნიცა... -კარგი, აღარაფერს გკითხავ- გაიბუტა ნიცა -სამწუხაროდ 2 წლის მერე მამამისიც გარდაიცვალა და სულ მარტო დარჩა თორნიკე. იმის მიუხედავად რომ მამასთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაინც ძალიან განიცადა მომხდარმა. ამ ამბავვმა ისევ დაგვაახლოვა, ამიტომ მარტივად აღვადგინეთ ძველი ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მეგობრობა საბედისწერო აღმოჩნდა თორნიკესთვის და ჩემი დიდი წინააღმდეგობის მოუხედავად მისი და მამაჩემის გზები გადაიკვეთა...სულ ესაა რისი თქმაც ახლა შემიძლია შენთვის -გასაგებია-დანანებით უთხრა ნიცამ და ღვინით სავასე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. ამ დროს ანდრიამ კედლის საათს გახედა და უკმაყოფილო მზერით ტელეფონს დააცქერდა რომელის ჩამქრალ ეკრანზეც, ზუსტად 00:00 წუთზე თორნიკეს ნომერი გამოისახა. -რა ხდება?-დაინტერესდა ნიცა, როცა თორნიკესთან საუბრის შემდეგ ზედიზედ კიდევ რამდენიმე ზარს უპასუხა ანდრიამ უკმაყოფილო სახით. -ისეთი არაფერი და*კიდე -დაბადების დღე გაქვს? -ნიცა -მითხარი! -ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს-მოიღუშა ანდრია და ფეხზე წამოდგა აღელვებული- იციან! მაგრამ მაინც მილოცავენ-უმისამართოდ თქვა და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა შავი ღვინით -შენი მესმის! მეც ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს მაგრამ მაინც გილოცავ- გაეღიმა ნიცას და ლოყაზე ხმაურით აკოცა ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს. ანდრიას მის ქცევაზე გაეღიმა და ჭიქაზე ჭიქა მიუჭახუნა -გაგვიმარჯოს!-გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა აღელვებულ გოგონას და ანთებული თვალები სახეში მიანათა. ანდრიას ზედმეტმა სიახლოვემ ნიცა დააბნია, ამიტომ ხელში შერჩენილი ჭიქა ტუჩებთან სწრაფად მიიტანა და ცოტაოდენი ღვინო კიდევ მოსვა -რამდენი წლის გახდი? -26 -მე... -შენ 22 წლის ხარ -ხო რა თქმა უნდა- გაბრაზდა უეცრად ნიცა- კინაღამ დამავიწყდა! შენ და თორნიკემ ხომ ყველაფერი იცით ჩემზე და ჩემს...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა განრისხებული გოგონა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ანდრიამ ხმა, კოცნით დაუხშო. თავიდან შეეწინააღმდეგა ნიცა, მაგრამ მისმა თავხედურმა ქცევამ იმდენად ააღელვა, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მაშინვე დაკარგა. იმის მიუხედავად რომ ანდრიას აგიჟებდა ნიცას შეხების სურვილი როგორღაც თავი შეიკავა და მკერდისკენ ჩაცურებული ტუჩები ისევ ზევით ააცურა. არ უნდა რომ ეჩქარა და ერთი სულელური შეცდომის გამო ნიცა სამუდამოდ დაეკარგა. უეცრად ოთხში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ხმამ გაკვეთა. ინსტიქტურად ორივემ მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს გახედა რომლის კერანზეც მომღიმარი ქერთმიანი გოგონას ფოტო გამოისახა. ნიცამ უკმაყოფილო მზერით ახედა ანდრის და ბრაზნარევი ტონით ჰკითხა -არ უპასუხებ? -ხო რა თქმა უნდა-მოიღუშა ანდრია და მაშინვე უპასუხა. კარგა ხნის საუბრის შემდეგ კი უკმაყოფილო სახით მოისროლა დივანზე- ჯანდაბა -რა ხდება?-აღელდა ნიცა და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა -სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ჩემი მეგობრები... -აქ მოდიან? -მგონი კი -ის გოგო ვინ იყო? ვინც დაგირეკა?-ვერ მოითმინა ნიცამ და მაინც ჰკითხა ეჭვიანი შეყვარებულივით -თათია-გაეღიმა ანდრიას და ღვინით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა- ჩემი ბავშვობის მეგობარი -ესე იგი თორნიკეს მეგობარიც-თვალები აატრიალა ნიცამ -არა! იმის მიუხედავად რომ თათია და თორნიკე ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ მეგობრები არასდროს ყოფილან... არც შეყვარებულები... რაღაც უცნაური ურთიერთობა აქვთ... ისეთი მარტო თვითონ იციან... -რა საინტერესოა- ცინიკურად გაეღიმა ნიცას და ქურთუკი შემოიცვა -მიდიხარ?- უკმაყოფილო ტონით ჰკითხა ანდრიამ მაშინვე წინ ესვეტა მომღიმარი სახით -ახლა შენი მეგობრების გაცნობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს მითუმეტეს თათიასი -თორნიკეს, ბექას და ლუკას ხომ იცნობ? -სამწუხაროდ -დარჩი რა... ცოტა ხნით მაინც... მერე მე გაგიყვან მანქანით -ნასვამი ხარ -აღარ დავლევ -დარჩენას ნუ მთხოვ, არ შემიძლია- შეეხვეწა ნიცა და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა -გაგიყვან -საჭირო არაა -ნიცა!!! -ანდრია გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ -ამ შუაღამისას მარტოს ვერ გაგიშვებ -ნუ ბავშვობ-გაუღიმა ნიცამ და სახლიდან გასვლამდე ტუჩებში აკოცა -მოგვიანებით დაგირეკავ- ნაჩქარევად უთხრა და სანამ გაოგნებული ბიჭი რამეს ეტყოდა კიბეზე დაეშვა. თვალს მიეფარა თუ არა ანიცა ანდრიამ მაშინვე მანქანის გასაღებს და ქურთუკს წამოავლო ხელი მაგრამ სადარბაზოდან გასული არ იყო რომ თათიას შეეჩეხა კიბეებზე რომელსაც ხელში სანთლებანთებული ტორტი ეკავა. სურვილის ჩაფიქრების და სანთელბის ჩაქრობის შემდეგ ანდრია, უხალისოდ შეუძვა სახლში დაუპატიჟებელ სტუმრებს -თორნიკე სად არის?-ინტერესით ჰკითხა მეგობრებს როცა მაგიდის გაშლა დაიწყეს -თქვა რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო და წავიდა-მხრევი აიჩეჩა თათიამ -მართლა? რა უცნაურია აქ იყო მოსული და ისე წავიდა რომ არ მნახა? -ეტყობა ამრთლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა თორემ ხომ იცი შენს უნახავად არ წავიდოდა -ვიცი-მოიღუშა ანდრია და მაშინვე დაურეკა, მაგრმა თორნიკემ არ უპასუხა. ცოტა ხანში ნიცასაც დაურეკა და მოკითხა -კარგად ვარ არ ინერვიულო გამოვიძახე თუ არ ატაქსი მაშინვე მოვიდა... უკვე თითქმის სახლთან ვარ კარგად გაერთე -მომენატრე -ასე მალე? -შენ არა? -ცოტათი კი -ეს დღეები აქ აპირებ დარჩენას და... შეძლებ რომ მოხვიდე? -მგონი კი -ნიცა! -ზუსტად არ ვიცი -გთხოვ ხვალ მოდი -ანდრია! -იცოდე დაგელოდები -კარგი მიდი სახლში რომ მივალ მოგწერ -ძილინებისა -ძილინებისა-გაეღიმა ნიცას და ტელეფონი ჩანთაში შეინახა. შეკრთა როცა ტაქსის მძღოლმა მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -რა მოხდა?- უმისამართოდ იკითხა დაბნეულმა გოგონამ და როცა წინ გაჩერებული მანქანა დაინახა გული მტკივნეულად შეეკუმშა. უარესი დაემართა როცა მანქანიდან გადმოსული თორნიკე დაინახა რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა -რა ჯანდაბა ხდება-აღმოხდა ხმა აკანკალებულ მძღოლს და ხელები ასწია -ღმერთო -თვალები ცრემლებით აევსო ნიცას და მანქანიდან სწრაფად გადავიდა- შენ რა გაგიჟდი? შეიშალე?-გიჟივით ეცა თორნიკეს და მკერდზე ხელები მიაბჯინა -რა ხდება შვილო ვინაა ეს გადარეული იცნობ?- გათამამდა ტაქსის მძღოლი და ჩაწეული ფანჯრიდან თავი გამოყო. თორნიკეს მის ქცევაზე ცინიკურად გაეღიმა და გაგიჟებული გოგონა მანქანისაკენ ძალის გამოყენებით წაოყვანა -რას აკეთებ ხელი გამიშვი ახლავე-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო თორნიკეს მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან თავის დახსნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.