მარტო' სული 16 თავი
-დამშვიდდი-დაუღრინა თორნიკემ და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. კარი დაუბლოკა და ტაქსის მძღოლს მიუბრუნდა რომელმაც გაუბედავად უთხრა -ძმაო გთხოვ დამშვიდდი, არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ სახლში მიმყავდა- რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა თორნიკე და ფანჯრიდან საყელოში ჩააფრინდა- ჯანდაბა- აღმოხდა სასოწარკვეთილ მძღოლს დანებების ნიშნად ხელები ასწია- მშვიდად- თორნიკეს მის ქცევაზე გაეცინა და ხელი უხეშად გაუშვა, შემდეგ რამდენიმე ას დოლარიანი შეაყარა სახეში და აგრესიული ტონით უთხრა -დაიკარგე! ტაქსის მძღოლმა მაშინვე ასწია ფანჯარა და საბურაბევის ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. -თავი ვინ გგონია ასე რომ იქცევი?-ბრაზნარევი ტონით უთხრა ნიცამ როცა მანქანაში ჩაჯდა თორნიკე -იმ გამო*ლევებულს მანქანაში რატომ ჩაუჯექი-მოიღიშა თორნიკე და წამიერად მისკენ მიიხედა -მგონი მართლა გაგიგჟდი-ცინიკური ტონით უთხრა ნიცამ და ფანჯრის მინა ბოლომდე ჩასწია, მაგრამ ჰაერი მაინც არ ეყო, ამიტომ მძიმედ დაიწყო სუნთქვა. -თავს ცუდად გრძნობ?-მოიღუშა თორნიკე და დაქოქოლი მანქანა ჩააქრო -კარი გამიღე-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა ნიცამ და როგორც კი კარი განბლოკა თორნიკემ მანქანიდან სწრაფად გადავიდა. -წყალი გინდა? მგონი ტკივილ გამაყუჩებელიც მაქვს აქ სადღაც მანქანაში-უფრო თავისთვის ვიდრე ნიცას გასაგონად თქვა თორნიკემ და პირველადი დახმარების ყუთის ძებნა დაიწყო მანქანაში -შენგან არაფერი მჭირდება მხოლოდ ის მინდა რომ თავი დამანებო-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და კარი გამეტებით მიუჯახუნა -მეგონა თავს მართლა ცუდად გრძნობდი- მოიღუშა თორნიკე როცა წინ მიმავალი გოგონა დაინახა. -შენს გვერდით სული მეხუთება-უემოციო ტონით უთხრა ნიცამ როცა მანქანით გაუსწორდა თორნიკე და წამიერად მისკენ მიიხედა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა. -ფეხით აპირებ სახლამდე მისვლას?-გაბრაზდა თორნიკე როცა წვიმა წამოვიდა -ვაპირებ! მერე შენ რა? -ჯანდაბა...ჩემს მოთმინებას ცდი? -უკაცრავად?! -ჩაჯექი რა მანქანაში... -თავი დამანებე! -ჩაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი -თავხედი ხარ!-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და ფეხს კიდევ უფრო აუჩქარა -კარგი როგორც გინდა-მოიღიშა თორნიკე და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. სწრაფად გადავიდა და მაჯაზე უხეშად წაავლო ხელი გაღიზიანებულ გოგონას -რას აკეთებ- დაიბნა ნიცა როცა მანქანისაკენ ძალის გამოყენებით წაიყვანა -ისეთს არაფერს რაც აქამდე არ გამეკეთებია- გულგრილად უთხრა თორნიკემ და მანქანის წინა კარი გაუღო. ნიცამ ზიზღით სავსე მზერით შეხედა სახეში და უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი, თორნიკეს მის ქცევაზე გაეცინა და საჭეს კმაყოფილი სახით მიუჯდა. საშინლად გაბრაზდა ნიცა როცა ადგილზე მოატრიალა მანქანა თორნიკემ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა, მაგრამ ხმის ამოღება მაინც ვერ გაბედა, რადგან ამ მომენტში ძალიან შეეშინდა თორნიკესი. კარგა ხნის სიარულის მერე ჩანთიდან ჩუმად ამოიღო ტელეფონი და აკანკალებული თითებით კახას ნომერი კარიფა მაგრამ ზარი როგორც კი გაუშვა ტელეფონი დაჯდა და გაითიშა. ამ დროს სარკიდან გახედა თორნიკემ და აგრესიული ტონით უთხრა -ტელეფონი!- ნიცამ სიტყვის უთქმელად გაუწოდა და კარგა ხნის სიჩუმის მერე უინტერესოდ ჰკითხა -სად მივდივართ? -იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო! -ჩემს მოკვლას აპირებ?! -არა-ისე უპასუხა თორნიკემ რომ მისთვის არ შეუხედია და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა -მანქანა გააჩერე -ნიცა! -გთხოვ -არაფერს დაგიშავებ...უბრალოდ შენთან ერთად ყოფნა მინდა -მე არ მინდა! -გაჩუმდი! -თორნიკე გთხოვ სახლში წამიყვანე -არ შემიძლია -ასე რატომ იქცევი? რის მიღწევას ცდილობ?- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა -შეგიძლია რომ დამშვიდდე? არ მინდა რამე სისულელე გავაკეთო -მემუქრები?-სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა დამფრთხალ გოგონას და ფანჯრის მინა ბოლომდე ჩამოსწია, რადგან ჰაერი აღარ ჰყოფნიდა- რაც გინდა ის გააკეთე ჩემთვის სულ ერთია, შენთან ერთად ყოფნას მაინც სიკვდილი მირჩევნია. -რატომ? ასე რატომ გძულვარ?- ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა- რატომ მე და არა ის?- უმისამართოდ იკითხა და მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა ატირებული გოგონა რომელიც მთელი ძალით ცდილობდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. -თორნიკე, გთხოვ გამიშვი- ეხვეწებოდა ნიცა მაგრამ არაფერი არ ესმოდა, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან გონება ამღვრეულ ბიჭს, სართოდ არაფერი- რატომ არ გესმის რომ შენთან ერთად ყოფნა არ მინდა-სლუკუნებდა ნიცა და უკანაკნელი ძალებით ცდილობდა მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მაჯების დახსნას, მაგრამ ამაოდ. სახლის კარი გააღო თუ არა თორნიკემ საბოლოოდ გაგიჟდა ნიცა და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი-გთხოვ ეს არ გააკეთო, გამიშვი- მაგრამ თორნიკეს ისევ არაფერი ესმოდა. საერთოდ არაფერი-მომკალი-ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა ნიცამ როცა კიბეებთან მიათრია თორნიკემ და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა -შენს თავს სიკვდილსაც არ დავანებ- ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა თორნიკეს და უეცრად მხარზე გადაიკიდა ატირებული გოგონა, კიბეები სწრაფად აირა და საძინებელში შეიყვანა. -მეზიზღები-გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ როცა საწოლზე გადააწვინა თორნიკემ და ზემოდან მოექცეულმა ნაიარევზე ნაზად აკოცა -რატომ? იმიტომ რომ მკვლელი ვარ?- ხმა ჩაეხლიჩა ვნება მორეულ ბიჭს -არა! იმიტომ რომ საშინელი ადმაიანი ხარ- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ნიცამ და ინსიქტურად მკერდზე ხელები მიაბჯინა -რატომ აირჩიე ის და არა მე? რატომ ის და არა მე?-ბოლო ხმაზე უღიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და ხელები თავს ზემოთ გაუკავა- გგონია იმ ყველაფერის მერე რაც ჩვენს შორის მოხდა ერთად ყოფნის უფლებას მოგცემთ? -ანდრია ძმას გეძახის-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა ნიცას- იმიტომ რომ ამ ქვეყნად შენს მეტი არავი ჰყავს -გაჩუმდი -საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ -გაჩუმდი -რომ იცოდე რა საშინელი ადამიანი ხარ... -გაჩუმდი ამის დედაც-ბოლო ხმაზე იღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. ნიცაც მაშინვე წამოვარდა ფეხზე და საწოლისგან მაქსიმალურად შორს დადგა. თორნიკეს მის ქცევაზე გაეღიმა და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ წადგა -არ გაბედო და არ შემეხო!- ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და კიდევ უფრო უკან დაიხია -თუ შეგეხები რა მოხდება?-გამომწვევი ტონით ჰკითხა თორნიკემ და მათ შორის არსებული მანძილი წამებშორის დაფარა -მოგკლავ!- დაუფიქრებლად უთხრა ნიცამ და გაბედული მზერით სახეში მიაჩერდა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. -და რატომ გგონია რომ შენი შეხების სურვილი მაქვს?-აგდებული ტონით ჰკითხა თორნიკემ და ცინიკურად გაუღიმა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა- მე... არასდროს ვეხები მას ვისაც ჩემთან ყოფნის სურვილი არ აქვს, მითუმეტეს ძალის გამოყენებით... არც შენ ხარ გამონაკლისი ასე რომ... -გაეთრიე- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ მაშინვე კედელს მიაბჯინა ხელები თორნიკემ და შუაში მოიმწყვდია -საით?- ცინიკური ტონით ჰკითხა გამომწვევი მზერით თვალებში ჩააცქერდა -მომშორდი- ძლივს გასაგონად, უმისამართოდ დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ როცა მისი ცხელი ვნებიანი ტუჩების შეხება იგრძნო ნაიარევზე და მომანტალურად თვალები დახუჭა რადგან ძალა გამოელია თორნიკესთან საბრძოლველად და ამ ყველაფერის ატანა აღარ შეეძლო. -ამის დედაც-უმისამართო გინებით კედელს ხელი გამეტებით დაარტყა თორნიკემ და ოთახიდან წსრაფად გავიდა. მაშინვე კარს ეცა ნიცა და სახელური დაქაჩა -ჯანდაბა! გააღე ეს წყეული კარი- ბოლო ხმაზე იყვირა როცა დარწმუნდა რომ გარედან ჩაუკეტა თორნიკემ. ნიცამ, მთელი ღამე ტირილში გაათენა ჩაკეტილ ოთახში. პატარა ხმაურზეც კი კრთებოდა და შეშინებული კარისკენ იწყებდა ყურებას. სულ ჰქონდა მოლოდინი რომ თორნიკე შევიდოდა და რაღაც საშინელებას დამართებდა. გამთენიისას იატაკზე მჯდომს ცოტა ხნით ჩაეძინა. მაშინვე გამოფხიზლდა როგორც კი კარის საკეტის ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას. ,, ღმერთო" უმისამართოდ დაიჩურჩულა როცა ფართოდ გაღებულ კარებში შემოსვლის ნაცვლად უკან დაიხია თორნიკემ. თავიდან დაიბნა ნიცა, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა რომ ოთახში შესვლას არ აპირებდა თორნიკე, გაბედულად გავიდა ჰოლში თან ისე რომ წამოთ თვალი არ მოუშორებია თავდახრილი ბიჭისთვის და კიბეები კისრისტეხვით ჩაირბინა, სახლის კარი გააღო თუ არა თათიას შეეჩეხა რომელიც ზუსტად იმ წამს არგებდა საკეტს გასაღებს. დაბნეული გოგონები ერთმანეთს მკვლელი მზერით მიაჩერდნენ სახეში და რამდენიმე წამიანი უსიტყვო გაცნობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. -მთელი ღამე ამ გოგოსთან ერთად...- რაღაცის თქმა აპირებდა თათია მაგრამ სანამ წინადადებას დაასრულებდა თორნიკე მიუახლოვდა და ტუჩებზე დააცხრა- რას აკეთებ?!-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ათათიამ და ისევ გააზრებულად რომ აკოცა თორნიკემ სახეში მთელი ძალით გაარტყა- ამის გაკეთება აღარ გაბედო!- მკაცრი ტონით უთხრა და სანამ დაბნეული ბიჭი რამეს ეტყოდა ქუჩაში გავიდა. საშინლად დაიძაბა ნიცა როცა მანქანა გაუჩერა თათიამ და წაყვანა შესთავაზა. -მადლობა, მაგრამ თქვენი დახმარება არ მჭირდება -დარწმუნებული ხარ? -დროს კარგავთ -ფული არ გაქვს არც ტელეფონი -მადლობა ზრუნვისთვის მაგრამ როგორმე თვითონ მივხდდავ საკუთარ თავს -ჩაჯექი-მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა თათიამ და კარი გაუღო -მე... -ჩაჯექი სანამ გადავიფიქრე -ხო მაგრამ -ნიცა, უბრალოდ ჩაჯექი კარგი? იქ მიგიყვან სადაც მეტყვი -არ მინდა შეგაწუხოთ -არ შევწუხდები -კარგი მადლობა-ცივად გაუღიმა ნიცამ და მანქანაში უკმაყოფილო სახით ჩაჯდა. -გუშინ ანდრია მთელი ღამე შენზე ლაპარაკობდა... -მასთან ვიყავი სანამ თქვენ მოხვიდოდით -მართლა?-ბოროტულად გაეღიმა თათიას- და მერე სასწაულებრივი ძალით თორნიკეს საწოლ... -არ გაბედო! ჩემსა და თორნიკეს შორის არაფერი ხდება და არც მოხდება იმიტომ რომ მოს მიმართ არაფეს ვგრძნობ... ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო -საერთოდ არ იცნობ თორნიკეს და მასზე ასე გულგრილად იმიტომ ლაპარაკობ -თუ შენი ინტერესი დავაკმაყოფილე შეგიძლია მანქანა გამიჩერო -ნიცა, მე, ანდრია და თორნიკს ბავშვობიდან ვიცნობთ ერთანეთს... ჩვენ ადამიანების და საქმის შუაგზაზე მიტოვება არ გვჩვევია ასე რომ... დამშვიდდი -გასაგებია-მოიღუშა ნიცა და ცრემლიანი თვალებით გზას გახედა. სამსახურში მისვლისთანავე უფროსის კაბინეტში გადაამისამართეს ნიცა რის გამოც თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. სამწუხაროდ მისი დამშვიდება არავის უცდია, ამიტომ საპირფარეშოში შეიკეტა და როცა ოდნავ დამშვიდდა უფროსის კაბინეტში შევიდა -ალბათ ხვდები აქ რატომ ხარ?- მკაცრი ტონით ჰკითხა ჭაღარა შეპარულმა მამაკცმა და ცარიელ მაგიდაზე ერთი პატარა ფარატინა ფურცელი, საწერ კალამი და თხელი კონვერტი დაუდო- გაცხადებას ხელი მოაწერე, შენი კუთვნილი კომპენსაციის თანხა აიღე და წადი აქედან -თქვენი ფული არ მჭირდება-ზიზღით უთხრა ნიცამ და განცხადებას ხელი მოაწერა თუ არა კაბინეტიდან ატირებული გამოვიდა -შენი ნივთები- კართან შეეფეთა ირონიულად მომღიმარი კონკურენტი და ხელში პატარა ყუთი შეაჩეჩა რომელშიც მისი პირადი ნივთები იდო. ,,აბა რა ეგონა?!რადგან ეს კერძო სარეკლამო კომპანიააა, გაცდენებს და დაგვიანებეს დაუსრულებლად ვაპატიებდოთ ?" სადღაც შორიდან ჩაესმა საყვარელი მენეჯერის ხმა. ისე გამოვიდა ოფისიდან რომ არავის დამშვიდობებია. კარგა ხნის სიარულის შემდეგ ზღვის სანაპიროზე გავიდა და იქამდე დარჩა სანამ წვიმა არ წამოვიდა. იმის გამო რომ ტელეფონი არ ჰქონდა თან გამვლელი ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უკარნახა , მაგრამ მალევე გადაიფიქრა და ანდრიას ბინის მისამართი უკარნახა. კარის გაააღო თუ არა ანდრიამ მისი სახე მაშინვე ხელებშორის მოიქცია ნიცამ და თითისწვერებზე აწეულმა ტუჩებში აკოცა -ნიცა-ანდრიას მის ქცევაზე გაეღიმა და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა. -ჩშშ!-აკანკალებული თითები ტუჩებზე მიადო გაღიზიანებულმა გოგონამ და ისევ მის ტუჩებს მიწვდა. ანდრიამ არ დააყოვნა და მაშინვე ხელში აიყვანა უკვე მთელი სხეულით აკანკალებული გოგონა და საძინებელში შეიყვანა, საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და ზემოდან მოექცა. იმის მიუხედავად რომ სიტუაცია უცხო იყო ნიცასთვის და რაღაც მხრივ მიუღებელიც, მაინც უნდოდა რომ მომხდარიყო ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. თითქოს ამ საქციელით საკუთარი თავის და თორნიკეს დასჯას ცდილობდა. ანდრია ხვდებოდა რომ ნიცას თავს რაღაც უცნაური ხდებოდა, ამიტომ რამდენჯერმე უბრალოდ შეჩერდა და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეზე დააცქერდა. პასუხებს ეძებდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე მაგრამ ვერ პეულობდა რადგან ნიცას სახეზე არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა. ბოლოს უკვე რომ ვეღარ მოერია შინაგან ეჭვებს მკაცრი ტონით ჰკითხა -დარწმუნებული ხარ?-და როცა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ნიცამ და ცრემლიანი თვალებით ტუჩებში აკოცა, საბოლოოდ დაკარგა თავზე კონტროლი ანდრიამ და მის სხეულს დაეუფლა. შუადღისით გაეღვიძა ნიცას და მაშინვე ფეხზე წამოდგა აღელვებული. სააბაზანოში შევიდა და თავი მოიწესრიგა. -მიდიხარ?-მოიღუშა ანადრია როცა თვალები სუსტად გაახილა და ჩაცმული დაინახა. ნიცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია-ცოტა ხანს კიდევ დარჩი-შეეხვეწა ანდრია და საწოლზე წამოჯდა აღელვებული -არ შემიძლია-სევდიანად გაუღიმა ნიცამ და მაშინვე ზურგი აქცია -რატომ?-მკაცრი ტონით ჰკითხა ანდრიამ და იატაკზე მიგდებული შარვალი სწრაფად ამოიცვა. თეთრი პერანგი დაუდევრად მოიცვა და ფეხშიშველი მიუახლოვდა თვალებაწყლიანებულ გოგონას -ძალიან დავიღალე...უბრალოდ სახლში წასვლა და დასვენება მინდა -რამე არასწორად გავაკეთე? გული გატკინე?-დაიძაბა ანდრია როცა ნიცას თვალებზე ცრემლები შეამჩნია -მე... უბრალოდ... -ნანობ -არა-დაუფიქრებლად უთხრა ნიცამ და სევდიანად გაუღიმა. -კარგი-მოიღუშა ანდრიას და მაშინვე გულში ჩაიკრა ანერვიულებული გოგონა. სახლში მისვლისთანავე რეზიმ სახეში ხელი გაარტყა და ოთახიდან გამოსვლა აუკრძალა იმის გამო რომ ღამე სახლში არ იყო. განმარტოვდა თუ არა ოთახში მაშინვე ატირდა მაგრამ საკუთარი თავის გლოვა ვერ მოასწრო რადგან ლილე შეუვარდა ოთახში და უთხრა რომ კახა ავარიაში მოყვა. იმის გამო რომ უმძიმესი დაზიანებები მიიღო კახამ თავის არეში და კომაში ჩავარდა სასწრაფაოდ ჩამოფრინდა დედამისი იტალიიდან. ზუსტად 1 კვირა იყო კომაში კახა და მთელი ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოდან ფეხი არ გაუდგავს არცერთს. მხოლოდ წყლის გადასავლებად და ტანსაცმლის გამოსაცვლელად მიდიოდნენ მონაცვლეობით სახლში და მაშინვე საავადმყოფოში ბრუნდებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვგერდიდან არ მოშორებია ანდრია ნიცას. სწორედ იმ დღეს როცა კახა კომიდან გამოვიდა, იმ საავადმყოფოში სრულიად შემთხვევით მოხვდნენ თორნიკე და ბექა რომლებმაც საავადმყოფოს ეზოში მდგომი ანდრია და ნიცა დაინახეს -ამ ორს შორის რამე ხდება?-უფრო თავისთვის ვიდრე თორნიკეს გასაგონად თქვა ბექამ და ანალიზის პასუხები დაუდევრად გადაკეცა -ამის დედაც-უმისამართოდ შეიგინა თორნიკემ როცა დაინახა როგორ მოიქცია ნიცას გაფითრებული სახე ხელებშორის ანდრიამ, როგორ გაუღიმა, როგორ აკოცა და გულში ჩაიკრა. -ვა ვა... მგონი საქმე სარიოზულადაა-გაეღიმა ბექას და როცა თორნიკეს წაშლილი სახე დაინახა მაშინვე გაჩუმდა. გვიან ღამით უკმაყოფილო სახით გაუღო სახლის კარი თორნიკეს თათიამ და აგრესიული ტონით ჰკითხა -რატომ მოხვედი?-თორნიკემ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და მაშინვე ტუჩებში აკოცა -ისევ დალიე- თათიას ალკოჰოლის სუნამოს და სიგარეტის მძაფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა -არ უნდა მოვსულიყავი-უმისამართოდ თქვა თორნიკემ და დასისხლიანებული ხელი კარის სახელურს წაატანა -ისევ იჩხუბე? -დაღლილი ხმით ჰკითხა თათიამ და სევდით სავსე მზერით სახეში მიაჩერდა -უნდა წავიდე-მოიღიშა თორნიკე და კარი გააღო -ნუ სულელობ-გაბრაზდა თათია და კარი მიკეტა -თათია -შემოდი სანამ გადავიფიქრე-ხმა გაიმკაცრა გაღიზიანებულმა გოგონამ და საძინებელში ფეხშიშველი წავიდა პირველადი დახმარების ყუთის მოსატანად. -აუ მეტკინა-აწუწუნდა თორნიკე როცა გახეთქილი წარბის დამუშავება დაუწყო თათიამ -მოითმინე! -შურისძიებას ცდილობ? -შეიძლება ასეც ითქვას-გაეღიმა თათიას და აკანკალებული თითები ინტიქტურად ნატკენ ტუჩზე მიანბჯინა. ამ დროს თორნიკემ ხელი დაუჭირა მის ფეხებშორის მოქცეულ გოგონას და მკაცრი ტონით უთხრა -არ მტკივა - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.