მარტო'სული 17 თავი
-სისხლი გდის- მკაცრი ტონიათ უთხრა თათიამ და თავისუფალი ხელით, გახეთქილ ტუჩზე, ბამბა ძლიერად მიაჭირა -მეტკინა-თვალების ბრიალით უთხრა თორნიკემ და თავისკენ უხეშად მიიზიდა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც თორნიკეს ტელეფონის ხმამ გაკვეთა -რატომ არ პასუხობ?-დაინტერესდა თათია როცა ხმა გამოურთო თორნიკემ და მაგიდაზე ეკრანით დადო-იჩხუბეთ შენ და ანდრიამ? -არა საიდან მოიტანე- მოიღუშა თორნიკე და ხელი გაუთავისუფლა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ინტერესით ჰკითხა რამე დასალევი არ გაქვს?- და აღელვებული ფეხზე წამოდგა. თათიამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა, ამიტომ კარადასთან თვითონ მივიდა და გაუხსნელი ღვინის ბოთლი გამოიღი ჭიქებთან ერთად-დალევ?- უინტერესოდ ჰკითხა დაძაბულ გოგონას და ჭიქა ბოლომდე შეუვსო შავი ღვინით. -არ მინდა! -მაშინ მე დავლევ-უდარდელად აიჩეჩა მხრები თორნიკემ და გაწვდილი ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -ასე ნიცა გამო ხარ?-ვერ მოითმინა თათიამ და მაინც ჰკითხა -ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა -თორნიკე! -თათია -იმ გოგოს გამო დაგეძაბთ ურთიერთობა შენ და ანდრიას? -არა-უტიფრად იცრუა თორნიკემ და ხელში შერჩენილი ცარიელი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო. -დარწმუნებული ხარ? -ჯანდაბა თათია!-წამოენთო თორნიკე- მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან? -სიმართლის -რომელი სიმართლის?!-თავი გამოიშტერა თორნიკემ რის გამოც კიდევ უფრო გაბრაზდა თათია და აგრესიული ტონით უთხრა -მეცოდები-და მაშინვე ზურგი აქცია. -ასე ნუ მელაპარაკები-დაუღრინა თორნიკემ და თავისკენ უხეშად შეატრიალა გაღიზიანებული გოგონა. -მტკივა!- მკაცრი ტონით უთხრა თათიამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მაჯის დახსნა სცადა. -გინდა რომ გაგიშვა?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ორაზროვნად ჰკითხა თორნიკემ და გამომწვევი მზერით თვალებში ჩააცქერდა -იცი? ზოგჯერ შენი მოკვლის სურვილი მიჩნდება-გულწრფელი ემოციით უთხრა თათიამ და ცინიკურად გაიღიმა -პირველი არ ხარ ვისაც ჩემი მოკვლა უნდა...არც უკანასკნელი- აგდებული ტონით უთხრა თორნიკემ და ცინიკურად გაუღიმა-მაგრამ როგორც ხედავ დღემდე ცოცხალი ვარ -რა იდიოტი ხარ ღმერთო -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა თათიას და ძლივს შეიკავა თავი რომ არ გასცინებოდა. -მაგრამ თუ სიკვდილი მიწერია, მინდა რომ შემი ხელით მოვკვდე- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და მოულოდნელად ტუჩებზე დააცხრა. თავიდან ეწინააღმდეგებოდა თათია, მაგრამ ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და მის ვნებიან გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით უპასუხა. თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და მაშინვე უკან დაიხია -თორნიკე გთხოვ ასე აღარასდროს მოიქცე-შეეხვეწა და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა -გინდა რომ წავიდე?- ორაზროვნად ჰკითხა თორნიკემ და მათ შორის არსებული წამებში დაფარა -მე...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თვალებაწყლიანებულმა გოგონამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა -გასაგებია-უფრო თავისთვის ვიდრე მის გასაგონად თქვა თორნიკემ და გასასვლელი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა -დარჩი!-გაუბედავად დაუყვირა თათიამ და სწრაფად მიუახლოვდა -დარწმუნებული ხარ?-ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის ცრემლიან სახეს -ნუ სულელობ!- გაუბრაზდა თათია და მისი ხელი უხეშად მოიშორა სახიდან. რაღაცის თქმას აპირებდა თორნიკე მაგრამ ყურადღება არ მიაქცია გაღიზიანებულმა გოგონამ და მაშინვე საძინებელში შევიდა. ცოტა ხნით სარკის წინ დადგა და თავი მოიწესრიგა, შემდეგ კი ბალიში და პლედი გამოიღო კარადიდან, მაგრამ ოთახიდან გასვლამდე ისევ სარკეს მიუბრუნდა. ზედმეტად მოკლე პენუარზე დაუდევრად მოცმული ხალათი ტანზე მჭიდროდ შემოიხვია და ქამრით შეიკრა. ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა თორნიკეს, როცა ბალიში და პლედი უხეშად შეაჩეჩა ხელებში გაღიზიანებულმა გოგონამ და აგრესიული ტონით უთხრა -იმედია ხვდები რომ ამაღამ მისაღებ ოთახში იძინებ დივანზე?! -მე უფრო სხვა მოლოდინები მქონდა, მაგრამ არაუშავს ესეც კარგია-აგდებული ტონით უთხრა თორნიკემ და ცინიკურად გაუღიმა-სულელო- გულწრფელი ემოციით უთხრა და მისაღებში მომღიმარი სახით შევიდა -საზიზღარო-მიაყვირა გაგიჟებულმა გოგონამ რის გამოც კკარი ცხვირწინ მიუჯახუნა გაბრაზებულმა ბიჭმა. დილით თვალები სუსტად გაახილა თორნიკემ და უკმაყოფილო მზერით გახედა ანდრიას რომელიც მის მოპირდაპირედ, სავარძელში იჯდა და სიგარეტს მშვიდად ეწეოდა -დიდხანია აქ ხარ?-უინტერესოდ ჰკითხა და დივანზე არეული სახით წამოჯდა -არცისე -როდის მოხვედი? -ახლახანს -საიდან იცოდი რომ აქ ვიქნებოდი? თათიამ გითხრა?! -რა მნიშვნელობა აქვს?!- მოიღუშა ანდრია და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიყა -ააქვს! -მაინც? -ანდრია მომისმინე -არა შენ მომისმინე!- ხმა გაიმკაცრა ანდრიამ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა-აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ პასუხი მოგთხოვო იმის გამო რასაც აკეთებ -აბა რატომ მოხვედი?- ირონია გაერია ხმაში თორნიკეს -შენი აზრით? -აზრზე არ ვარ -ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი... -მართლა?! არ შემიმჩნევია-უდარდელად აიჩეჩა მხრები თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა-სუ სიგარეტი არ გაქვს?- ანდრიამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და თითქმის ბოლომდე დაცლილი კოლოფი მაგიდაზე დადო და მისკენ გააცურა-მადლობა- უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და ცივად გაუღიმა -რადგან ლაპარაკი არ გინდა ჩემს საათმეელს გეტყვი და წავალ-მოიღუშა ანდრია და ფეხზე წამოდგა აღელვებული-მოკლეთ....მე და ნიცა ერთად ვართ -დიდი ხანია?-უცნაური ტონით ჰკითხა თორნიკემ და სიგარეტის ლურჯი მწვეკი კვამლი სიამოვნებით ჩაისუნთქა -არცისე -მაინც? -ჩემი დაბადების დღის შემდეგ დავახლოვდით -მართლა?-ირონია გაერია ხმაში თორნიკეს და ბოროტულად გაეღიმა-რადგან ასეა ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ, რას დალევ? ღვინოს თუ კონიაკს? -ვერ დავლევ საჭესთან ვარ -მაშინ მე დავლევ-მხრები აიჩეჩა თორნიკემ და კარადიდან გაუხსნელი ღვინის ბოთლი გამოიღო -თათია მოგკლავს -მაშინ შენც დალიე -არ შემიძლია, ცოტა ხანში უნდა წავიდე -ნიცას უნნდა შეხვდე?-ხმა გაებზარა თორნიკეს და ახლად გახსნილი ღვინის ბოთლი მოიყუდა -არა სხვა საქმე მაქვს -რა საქმე? -ჩვენს ადვოკატს უნდა შევხვდე -რასთან დაკავშირებით? -ნიცას მიერ 112-ში განხორციელებულ ზართან დაკავშირებით -საიდან გაიგე? ნიცამ გითხრა?- წამოენთო თორნიკე -რატომ არ მითხარი?!-კითხვაზე კითხვით უპასუხა ანდრიამ -საჭიროდ არ ჩავთვალე -რას გულისხმობ? -მინდოდა მეთვითონ მომეგვარებინა ეგ საქმე -რატომ? -ზედმეტად ბევრი ადამიანია გარეული ამ საქმეში და არ მინდოდა რომ ნიცას გამო ზედმეტად გენერვიულა -მხოლოდ ამიტომ?- ეწვნწულად ჰკითხა ანდრიამ -მხოლოდ ამიტომ-გულწრფელი ემოციით უთხრა თორნიკემ და სევდიანად გაუღიმა -მისმინე, არ ვიცი რა ხდება შენს თავს მაგრამ თუ ასე თუ იმის გამო იქცევი რომ მომხდარს ნანობ... ან უბრალოდ ღელავ იმის გამო რომ გამომძიებელი ჩვენს კვალზე გამოვიდა...- ცოტა ხნით გაჩუმდა ანდრია, რადგან სწორად სათქმელ სიტყვებს ეძებდა- მისმინე...რაც მოხდა... ყველაფერი ჩემს გამო მოხდა... ასე რომ... თუ გამოძიება ჩვენამდე მოვა... ამ დანაშაულს მთლიანად საკუთარ თავზე ავიღებ... ამას იმიტომ არ გეუბნები რომ შენს წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ...არა! უბრალოდ...ხომ იცი შენ ჩემთვის ძმაზე მეტი ხარ... ხოდა არ მინდა რომ ჩემი შეცდომების გამო ჩემი ძმაც დაისაჯოს -ხვდები ახლა რა სისულელეს მეუბნები?- თვალები აემღვრა თორნიკეს -მომისმინე -ეს დანაშაული ერთად ჩავიდინეთ და თუ საჭირო გახდება პასუხსაც ერთად ვაგებთ კანონის წინაშე -არა -ანდრია! -ვერ დავუშვებ რომ შენ და ნიცა იმ დანაშაულისთვის დაისაჯოთ რაც... -ნუ ღელავ! არ დავუშვებ რომ ნიცა ამ საქმეში გაერიოს! -ხო მაგრამ... -ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად -ხომ ხვდები რა შეიძლება მოხდეს მამაჩემი თუ მის შესახებ სიმართლეს გაიგებს? -ვხვდები და სწორედ ამიტომ არ მინდოდა სიმართლე გცოდნოდა ნიცას საქმესთან დაკავშირებით -გასაგებია- დანანებით თქვა ანდრიამ მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო- მისმინე...ახლა უნდა წავიდე... მაგრამ საღამოს შევხმიანდეთ კარგი? -საღამოს რაღაც პატარა საქმე მაქვს და დილით შემოგეხმიანები -რატომღაც შენი არ მჯერა-გაეღიმა ანდრიას და გასასველი კარისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. -დამირეკე, მაინტერესებს რას გეტყვის ის გამოს*რებული ადვიკატი -კარგი... მოგვიანებით დაგირეკავ-გამოსძახა ანდრიამ და გასვლისას კარი გაიჯახუნა. გვიან ღამით, სამსახურიდან გამოსული ნიცა შეკრთა როცა მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი თორნიკე დაინახა რომელიც სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. -აქ რას აკეთებ?- მიახლოებისთანავე ჰკითხა და ცივი მზერა სახეზე მიაყინა -ტალეფონის დასაბრუნებლად მოვედი -ამ შუაღამისას? -გამომართვი-მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თორნიკემ და ტელეფონი გაუწოდა. ნიცამ უნდობლად შეხედა სახეში და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი მისკენ. თორნიკეს მის ქცევაზე ბოროტულად გაეღიმა და სანამ დაბნეული გოგონა აზრზე მოვიდოდა მაჯაში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა -რას აკეთებ ხელი გამიშვი- ხმა დაბალი ტონით უთხრა ნიცამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან თავის დახსნა სცადა. -ესე იგი შენ და ანდრია ერთად ხართ?!- აგდებული ტონით ჰკითხა თორნიკემ და სიგარეტიანი ხელი წელზე ნაზად შემოხვია -გამიშვი-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა ნიცამ და წყლიანებული თვალებით ცარიელი ქუჩა მოათვალიერა -ასე ჩემს გასაღიზიანებლად იქცევი არა?! გინდა რომ გამაგიჟო?! -თორნიკე გთხოვ ხელი გამიშვი -არ გაგიშვებ... არასდროს გაგიშვებ -იცოდე ვიყვირებ! -სცადე! -გთხოვ თავი დამანებე წადი ჩემი ცხოვრებიდან -ნეტავ შემეძლოს- დანანებით უთხრა თორნიკემ და სევდიანად გაუღიმა -რატომ არ გესმის?- თვალები უეცრად ცრემლებით აევსო ნიცას-შენთან ერთად ყოფნა არ მინდა... -გაჩუმდი! -რადგან შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ გარდა სიბრალურისა -ჩემს მოთმინებას ნუ ცდი- აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ კიდევ უფრო მჭიდროდ მიიწება მისი სიფრიფანა სხეული ტანზე -გამიშვი -თუ არ გაგუშვებ რა მოხდება?-ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ და გამომწვევი მზერით ვნებიან ტუჩებზე დააკვირდა-იყვირებ? -მორჩი სისულელეების ლაპარაკს და ხელი გამიშვი -არ გაგიშვებ!-დაუღრინა თორნიკემ და კიდევ უფრო მტკივნეულად მოუჭირა ცივი თითები სუსტ მაჯაზე -მტკივა!- უემოციო ტონით უთხრა ტკივილისგან გაწამებულმა გოგონამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა -ძალიან გტკივა?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და ანთებული თვალები სახეში მიანათა-კიდევ უფრო გეტკინება თუ ჩემს გამოწვევას არ შეწყვეტ და ანდრიას ცხოვრებიდან არ წახვ... -მე და ანდრია ერთად იმიტომ ვართ რომ ერთად ყოფნა მოგვწონს -გაჩუმდი! -მის გვერდით ბედნიერი ვარ -გაყოფა -მის გვერდით გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ -მოკეტე! -მასთან ვიწექი -მატყუებ -ახლა რას იზამ რას გააკეთებ? მომკლავ?! -მოგკლავ!-ბოლო ხმაზე უღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და ყელში ხელი წაუჭირა -მომკალი!- ურეაქციოდ უთხრა ნიცამ და გაბედული მზერით სახეში მიაჩერდა. -ამის დედაც... ამის დედასაც შევ*ცი-უმისმართო გინება დაიწყო გაგიჟებულმა ბიჭმა და ხელი უხეშად გაუშვა თვალებაწყლიანებულ გოგონას -მეზიზღები-საპასუხოდ მხოლოდ ესუთხრა ნიცამ და მძიმედ დაიწყო უნთქვა. -@#*-გაურკვეველი ბგერები დაიღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა და მაშინვე საჭეს მიუჯდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.