შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების მორევში


19-01-2025, 00:16
ავტორი Adelaida
ნანახია 680

უყურებდა გოგოს და ხვდებოდა რომ
ეს ,,პატარა” გოგო მისი ცხოვრებას თავიდან ბოლომდე შეცვლიდა. მის პიროვნებასაც ,,საფრთხე” ემუქრებოდა. ღირდა კი ყველაფრის სასწორზე დადება ერთი უბრალო გოგოს გამო რომელიც არც არაფერს ჰპირდებოდა.

უყურებდა და არაფერი არ ესმოდა საკუთარი ღრმა სუნთქვის გარდა.
გულზე რაღაც უცნაური უჭერდა .
-არ გამოგვივა.. ჩაესმა სადღაც შორიდან გოგონას ხმა რომელმაც რეალობაში დააბრუნა .
-რა არ გამოგვივა? იკითხა გამტყდარი ხმით
-არ შემიძლია შენთან ურთიერთობა
-შეუძლებელი რა არის ?
-ვერ შევეწყობით.
-რატომ?
-არვიცი არ მინდა შენთან.
-არ იცი გინდა თუ არა
ჩემთან . რატომ არ იცი? შეკითხვა დაუბრუნა კაცმა.
-შენც დაიღალე ,მეც დავიღალე უკვე. არ გამოგვდის როგორ აგიხსნა .
-არ გამოგდის.. ანდრემ ლოყაზე აკოცა .
თვალებში შემომხედე და მითხარი რატომ არ გამოგდის შენ და არ გამოგვივა არა!! არ გინდა რომ გამოგვივიდეს .. მშვიდად შეუსწორა მამაკაცმა და ნაზად ყელში აკოცა ,
ისე იქცეოდა თითქოს არც ესმოდა ნიცას სიტყვები .
-არ მინდა გაწყენინო ვერ გიღებ ანდრე
-სისულელეა . შენ უკვე მიმიღე ! თუ ვერ მიღებ მაშინ რატომ არ მიწევ წინააღმდეგობას როცა გეხები,
რატომ ხარ ჩუმად ? მიპასუხე ყურადღებით შეხედა ანდრემ
-ეს ჩემზე არაა დამოკიდებული ამას ჰქვია მინდა მიგიღო ანდრე .. ყველაფერს რომ შევეშვათ ! არ მომწონს შენი თავგადამეტებული დამოკიდებულება სხვების მიმართ. ჩემთან სხვა ხარ ,მაგრამ ირგვლივ მყოფთათვის საშინელება ხარ. მიუღებელი ხარ ჩემთვის.. თქვა მტკიცე ხმით და მამაკაცს ხელით უბიძგა უკან.

-მინდა მიგიღო ჰქვია ამას .. ჩაილაპარაკა მტკივნეულად ანდრემ და ფანჯარას მიეყრდნო … ცოლად გამომყევი.. თავადაც შეცბა ვერც მიხვდა როგორ დასცდა ერთ დროს მისთვის ესოდენ წარმოუდგენელი ფრაზა.
ახლა მისთვის ყველაფერი წარმოსადგენი იყო ოღონდ მის გულთან როგორმე მისულიყო.
კაცმა თვალები დახუჭა და პასუხის
მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა..

-რისთვის გამოგყვე იმისთვის რომ ჩემთან დაწვე და შემდეგ განქორწინდე არა?

პასუხი იმაზე რთული მოსასმენი აღმოჩნდა ვიდრე მოელოდა. ამდენი მცდელობის მიუხედავად სულ მცირე ნდობაც კი არ ჰქონდა მისთვის საყვარელ ადამიანს მის მიმართ .
იცოდა ეს ერთგვარად მისი რეპუტაციის დამსახუება გახლდათ რომელიც ცხოვრებაში პირველად მთელი სიმწვავით დააწვა მხრებზე და რომელიც ალბათ არ მისცემდა გოგონასთან ყოფნის საშუალებას ..
-ნიცა გთხოვ დაფიქრდი ნუ მეტყვი მკაცრ პასუხს!!
არ მინდა მსგავსი პასუხის მოსმენა მომეცი უფლება გული მოგცე და შენიც მივიღო . ცივი აკანკალებული ხელი დაადო გოგონას ნატიფ თითებს ,ნაზად აკოცა ,მისი ხელი გულთან დაიდო თვალებში ყურადღებით ჩახედა და განაგრძო
-გრძნობ ჩემი გულის ცემას? გრძნობაც არ უნდა დახედე უბრალოდ შენი აზრით ამ გულს შეუძლია შენთან რამე შეეშალოს ? მენდე და მაცადე შემიყვარო.
-ანდრე .. მე .. სცადა რაღაცის თქმა ნიცამ
ჩჩჩშშ.. ტუჩებზე თითი დაადო ანდრემ
-ხომ მითხარი რომ გინდა მიმიღო.. ხოდა მადროვე


ხვალ მითხარი პასუხი.. დაფიქრდი .
ხვალ კარგი? ხვალ მოგაკითხავ.
*********
რა გჭირს ბიჭო.. საერთოდ აღარ გახსოვს ამ გოგოს გარდა არაფერი .. გაბრაზებული თემო თვალებიდან ცეცხლს ყრიდა. რა გაგიხდა როგორც გჩვევია დაიპყარი ერთხელ და მორჩა ფილმი. დაუბრუნდი რეალობას შენი გონებაარეულობის გამო საქმეს გულს ვეღარ უდებ..
-ის სხვა შემთხვევაა თემო. მე არ მინდა მხოლოდ მისი ერთხელ დაპყრობა .. მე ის სულ მინდა ჩემს გვერდით ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ამღვრეული თვალებით გახედა სადღაც შორს სივრცეს…
ნიცას პასუხის მოლოდინში დაძაბული ელოდებიდა დღის გასვლას .. სთხოვა დაფიქრებულიყო და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება . ეს გოგო მისი უნდა ყოფილიყო, ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერი სურდა
-რა იქნება თუ უარს გეტყვის ? ჩაესმა თემოს ხმა.
-არვიცი რა იქნება
-მე ვიცი და შენ არ იცი? გაგაგიჟებს
ეგ გოგო, ისედაც ყველაფრის ხალისი დაკარგული გაქვს ამ უაზრო ვითომ გრძნობით რომელსაც სიყვარულს ეძახი და შენს მერე ყველაზე კარგად მე ვიცი რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია.
-გაჩერდი თემო ჩაილაპარაკა გაბრაზებით ანდრემ.
-შენ უბრალოდ გინდა ეს გოგო. თუ მიიღებ მერე მიაგდებ!! თუ ის ჯერ მხოლოდ გოგოა და არა ქალი . ცოდოა გაიგე ? შენთვის ცოდოა დაანებე თავი ნუ დაუნგრევ ცხოვრებას ,მითუმეტეს თუ არ ჰგავს შენს სხვა ქალებს და ტყუილად ნუ შეაყვარებ მასაც თავს იქნებ შეეშვა. დაუბრუნდი საქმეს მეგობარო. თქვა თემომ და ოთახიდან გავიდა
-არა თემო მე ის ნამდვიალად მიყვარს და არ ვაპირებ ქალად ვაქციო იმისთვუს რომ შემდეგ ცხოვრება დავუნგრიო.. ნუთუ ესე ძნელია ჩემი სიყვარულის მიღება და გაგება თავისთვის ლაპარაკობდა მამაკაცი და გონებით ნიცას გარშემო ტრიალებდა. თავადაც უჭირდა იმის დაჯერება რომ მას მექალთანეობით განთქმულ ანდრო გიგაურს მის გარდა სხვა არავინ უნდოდა
******

უკვე საღამოც დამდგარიყო .. ნიცა სარკესთან იდგა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა.. ფიქრობდა მამაკაცზე რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და ამავდროულად მეორე მამაკაცზე რომელიც სინამდვილეში უყვარდა .. ვისთან ერთადაც გეგმავდა ცხოვრების დაწყებას,მაგრამ ერთ დღესაც მოულოდნელად გაქრა..
გაქრა ისე რომ ვერც გაიგო რა მოხდა მობილური გამორთული.. სოციალური ქსელები წაშლილი. არსად არ იძებნებოდა .. დიდიხანი დასჭირდა ამ ფაქტთან შესაგუებლად ხმამაღლა არ აღიარებდა თუმცა ის ისევ უყვარდა სადღაც გულის სიღრმეში .
არ ასვენებდა კითხვები და მასზე მოგონებები ის რომ დაბრუნებულიყო ზუსტად იცოდა ისევ მოტყუვდებოდა.. მიიღებდა ისევ გაუღებდა გულის კარს აპატიებდა . თავადაც იცოდა რა სულელურად ჯღერდა მსგავსი საქციელის პატიება მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.
ფიქრებში გართულს მობილურის ხმა შემოესმა დახედა ,ქურთუკი შემოიცვა და ეზოში ჩავიდა მანქანას მიუახლოვდა ღრმად ჩაისუნთქა დაძაბული ჰაერი,კარი გააღო და ჩაჯდა
მამაკაცმა გაუღიმა ნიცას სახიდან აბურდული თმა გადაუწია და ყურადღებით დააკვირდა..
-ნიცა შენ ყველაფერი გიხდება ისიც კი თუ როგორ არ მეპრანჭები . ჩაილაპარაკა ანდრემ თბილად და თავზე აკოცა.
ნიცა არც განძრეულა. თვალები დახუჭა და ცდილობდა ხელი არ
შეეშალა აცდიდა მასზე ეზრუნა . რომ არა ამ კაცის ასეთი მონდომება ნიცა არასდროს შეხვდებოდა არც მას და არც სხვას ვერც მიხვდა როდის დასცდა სიტყვები რომელიც ალბათ თავიდანვე უნდა ეთქვა ანდრესთვის..
-მე სხვა მიყვარს .. სხვა ადამიანი მიყვარს უთხრა მამაკაცს აკანკალებული ხმით
მეხის დარტმასავით იყო ანდრესთვის ეს სიტყვები.. თითქოს გულზე ხანჯალი დაარტყეს..

გონებაშიც არ დაუშვია ის ფაქტი რომ ნიცას ვინმე სხვა უყვარდა . ნიცას გული და გონება რომელზეც ჭკუას კარგავდა სხვას ეკუთვნოდა და არა მას.
სუნთქვაც კი გაუჭირდა მანქანის კარები გააღო გარეთ გადავიდა და სიგარეტს მოუკიდა ისედაც ცივი ხელებით რომელიც კიდევ უფრო მეტად გაციებულიყო და ვეღარ იმორჩილებდა .
მამაკაცის გონება გიჟივით ატრიალებდა ორ სიტყვას რომელსაც სხვისი სიყვარული ერქვა.

ნიცას გახედა რომელიც დაძაბული უყურებდა და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა ჩაჯდა გოგონას ხელები დაიჭირა და მთელი ძალით ჩაიხუტა .
-გთხოვ ნიცა არ გამაშვებინო ხელები სხვანაირად ვერ მოგისმენ. მითხარი გააგრძელე . ეხუტებოდა მთელი ძალით ნიცას და გრძნობდა როგორ ღელავდა გოგონა .
-მან მე მიმატოვა არვიცი რატომ .
-დიდიხანი ხვდებოდი?
-1 წელი
-რამდენიხანია წავიდა და ვერ ივიწყებ?
-უკვე 2 წელზე მეტია ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ცრემლი წამოუვიდა ,

მთელი ძალით ცდილობდა ანდრე ემოციის შეკავებას და ვერც მიხვდა საჭეს ხელი როდის დაარტყა
-მეუბნები რომ ორი წელზე მეტია ვიღაც ს..ი გიყვარს მის გამო ტირი მიუხედავად იმისა ,რომ მიგატოვა და მის გამო უარს მეუბნები მე ადამიანს რომელიც ყბელფერს აკეთებს შენი გულის თუნდაც სულ მცირე ნაწილის მოსაგებად!

მართალი იყო ანდრე. ის ყბელაფერს აკეთებდა მისთვის იმ ფარგლებში რის შედაძლებლობასაც თავად ნიცა აძლევდა. რადგანაც გოგონა ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთების ნებას არ აძლევდა ყოველ დილით საკუთარი ხელით მიჰქონდა ნიცას საყვარელი შოკოლადები და სათუთად უკიდებდა კარზე ნიცას საყვარელ თაიგულთან ერთად.
თუ რამე სჭირდებოდა გოგონას ის ყოველ წამს მზად იყო ეს საჭიროება მოეგვარებინა. არავის აძლევდა მასთან მიახლოების საშუალებას,ყველას ვინც ნიცასთან ურთიერთობას თუნდაც გაიფიქრებდა ანდრე იმწამსვე აცვლევინებდა გადაწყვეტილებას. ანდრესთვის ნიცა მხოლოდ მისი იყო და სხვას არ ჰქონდა მასთან მიახლიების საშუალება.
ესეთი უცნაური ,,მესაკუ
თრეობის შეგრძნებით” პირველად იტანჯებოდა. იმის გაფიქრებაზეც კი სუნთქვა ეკვროდა ,რომ ნიცას შეიძლებოდა ვინმე სხვა შეყვარებოდა არათუ ის რომ მას უკვე ვიღაც უყვარდა.

ანდრეს გონებაში ათასი ფიქრი უტრიალებდა ყველაზე მეტად ეშინოდა იმ კითხვის დასმა რომელიც ტვინს ურევდა და მასში მხეცს აღვიძებდა..
იმის წარმოდგენა რომ შესაძლოა მას სხვა კაცი ეხებოდა თუნდაც წარსულში უმართავს ხდიდა.
ეგოისტი იყო ანდრე ძალიან მესაკუთრე და ბედის ირონიით მაინცდამაინც შეუყვარდა ქალი რომელსაც ის არ უყვარდა , მეტიც სხვაზე იყო შეყვარებული .
გონარეულმა გააჟღერა კითხვა რომელიც შესაძლო ინფარქტს უქადდა
-ნიცა მასთან რამე გქონდა ? გამჭოლი მზერა მიაპყრო თვალებზე და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა.
ნიცამ თვალები დახარა .
-ნიცა მე უბრალოდ უნდა ვიცოდე მჭირდება ვიცოდე
-რისთვის გჭირდება იმისთვის რომ თუ ესეა მაშინ უფრო მარტივი იქნება შენთვის ჩემთან დაწოლა და შემდე ჩემგან წასვლა? თავადაც არ იცოდა ნიცამ რისთვის დასვა ეს შეკითხვა.
-არა .უნდა ვიცოდე
მხოლოდ ვიცოდე იმისთვის რომ გადავახტე ჩემს თავს ჩემს ეგოიზმს , მესაკუთრეობას … იცი კარგად რომ მე ვერ შევძლებ შენს მიტოვებას, ვერ გავძლებ შენს გარეშე ,
რომ შემეძლოს როგორ ფიქრობ ამდენიხანი არ წავიდოდი?
როგორ გგონია რადგანაც შენთან სიყვარულოს მათხოვრად ვიქეცი ირგვლივ არავინ ცდილობს ჩემს თავისკენ შებრუნებას? თბილად ყოველგვარი ნიშნის მოგების და აგრესიის გარეშე ესაუბრებდა გოგონას თმაზე მიეფერა და ფრთხილად აკოცა.

უნდა ვიცოდე. იცოდე მაინც მოვა დრო შეგიყვარდები !ჩემი გახდები და იმ დროს რომ გავიგო მოგ..ლავ იცოდე.
-არ გვქონია ურთიერთობა ანდრე .
არ ვწოლილვარ მასთან მაგრამ ის მე ბევრს მეფერებოდა მკოცნიდა მეც ვკოცნიდი არ გვქონია სე..ი მაგრამ რომ შეიძლებოდეს მექნებოდა გაიგე ? მე ის მიყვარს ვერ ვივიწყებ არ მინდა
სხვა კაცთან ნიცა ნერვებისგან კანკალებდა და გიჟივით ყვიროდა .ორი წლის ყველასთან დამალულ ემოციას და ბრაზს ეხლა გადმოსცემდა., გადმოსცემდა არასწორ ადამაინთან. ვეღარ ჩერდებოდა . არ ინდობდა ანდრეს გულს ვეღარც მამაკაცის გაფითრებულ სახეს ამჩნევდა .
-არ გვქონია ურთიერთობა არა მაგრამ მის ხელებს ვერ ვივიწყებ რომლის შეხებაც მენატრება შენ ის არხარ დაიკივლა ნიცამ და ლოყაზე სილის ხმამ გამოაფხიზლა
მაშინღა შეხედა ანდრეს გაგიჟებულ არაადამიანურ ტკივილისგან მომზირალ სახეს და იმწამსვე გაიაზრა რა გაუკეთა მის გულს.
-გაჩერდი… მოგკლავ ნიცა დაიღრიალა კაცმა. გამოფხიზლდი .ნუ მაგიჟებ და ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო რამდენიხანია გიყურებ გელოდები და ამ პასუხს უნდა ვისმენდე ? -არა !!
მაინც არ გაგიშვებ არ მინდა შენი პასუხი!! შენ დღეიდან ჩემთან ხარ !! ჩემი ხარ და მე შემიყვარებ . შენს ცხოვრებაში არ არსებობდა არანაირი სხვა სიყვარული სხვისი კოცნა და მოფერება . არსებობს მხოლოდ ჩემი
იცოდე და მოგ..ლავ ამ ყველაფერს თუ კიდევ როდესმე გაიმეორებ . ხელი მოკიდა და ძლიერად ჩაიკრა საყვარელი არსება გულში
-ანდრე. ჩაილაპარაკა ნიცამ
-ჰო..
-არვიცი. მართლა არვიცი არ მინდოდა მასზე ლაპარაკი . მაპატიე უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა არ მინდა მოგატყუო მე ის ისევ მიყვარს, ვერ დავივიწყე მის გამო არ შემიძლია სხვასთან ურთიერთიბა. არ იმსახურებს გონებით მესმის და ვიაზრებ როგორც ჟღერს ჩემი ნათქვამი ,მაგრამ არ ვენდობი ჩემს თავს რომ დაბრუნდეს ვიცი მივიღებ ვაპატიებ. მე მას ველოდები .ცუდად ვარ ხომ უნდა იცოდე არვარ საკუთარ თავში დარწმუნებული რომ შენთან რომც ვიყო მასთან არ გავიქცევი.
მეშინია გესმის? . გრძნობდა როგორ სტკენდა უკვე მერამდენედ გულს კაცს რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა გრძნობდა მის შემოხვეულ ხელებს რომელიც ყოველ სიტყვაზე უფრო მტკივნეულად ეხვეოდა და სუნთქვის საშუაოებას არ აძლევდა გრძნიბდა მის გაგიჟებულ გულისცემას ,მძიმე სუნთქვას , ეცოდებოდა იმისთვის რის მოსმენასაც აიძულებდა მაგრამ ეს მას უნდა სცოდნოდა.
-ნიცა გთხოვ ნუ მაგიჟებ გავიგე უკვე მაგრამ მე მზად ვარ რომ შეგიჩვიო , მოვერიო ჩემს თავს და დაგელოდო შემიყვარო . ხომ გინდა შემეჩვიო?
-მინდა შეგეჩვიო ანდრე. ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა გოგონამ
-ის არ გამოჩნდება და რომც გამოჩნდეს არაფერს იგრძნობ შენ მხოლოდ მე გეყვარები ! მე გენდომები .. ამღვრეული თვალებით თვალებში ჩახედა კაცმა. თითებით მისი ტუჩები მოძებნა ნაზად მიეფერა ტუჩი ტუჩთან მიადო და ამდენიხნის ნანატრი კოცნა მოჰპარა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent