ოცნებებთან ასე ახლოს (გაგრძელება)
მთლიანი სხეულით ცახცახებდა ანიტა, მშვიდი და ამავე დროს აღელვებული იყო მისი მთელი არსება, ლექსოს სუნს ისევ ცხვირის წვერზე გრძნობდა, მამაკაცის სუნამო ანიტას კანს ერეოდა და ამ წამს ყველაფერი ლექსო იყო! ტუჩები რომ ერთმანეთს დასცილდნენ მამაკაცის მარჯვენა ხელს ისევ ანიტას ლოყა ეჭირა , მისი მწვანე თვალები გოგონას თაფლისფერ თვალებში იძირებოდა -ბოდიში მინდოდა … მოკლედ ვცდილობდი დამემშვიდებინე უხერხულად ჩააახველა ლექსომ , ხელი ძირს დაუშვა და ანიტასთვის მზერის არიდება სცადა წამოდგა! გოგონას არაფერი უპასუხია , ჯერ კიდევ გრძნობდა ტუჩებზე კოცნისგან დატოვებულ სისველეს -კარგად ხარ ? არც ამჯერად გაუცია ხმა , მხოლოდ თავი დაუქნია , და სანამ ლექსო ისევ დააპირებდა მასთან საუბარს ანიტამ დაინახა როგორ გაჩერდა საავადმყოფოს ეზოში თეთრი ტაქსი , ავტომობილის კარები სწრაფად გაიღო, რამდენიმე ადამიანი ერთად გადმოცვივდა , ყველა კარგად ნაცნობი იყო ანიტასთვის! -ლექსო ! დათო პირველი გაჩნდა ლექსოსთან -არის რამე სიახლე? საბა და სანდროც უკან მოჰყვნენ -არაფერი ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ლექსომ , როცა მოუკიდა მზერა ანიტასკენ მაინც გაექცა წამით ამ მთელს აურზაურში გვიან იცნეს ბიჭებმა ანიტა , ყველა სიხარულით შეეგება , თითქოს არც წასულიყოს არსად -მიხარია რომ აქ ხარ ! გვერდით ამოუდგა სანდრო -მეც მიხარია ამჯერად ანიტამ შეხედა ლექსოს თვალებში ! -დანის ლილია გამოიყვანს ლექსო არ ინერვიულო , ველაპარაკე და უკვე ბაღთან არის ლილიას სახელის სხენებამ ანიტას გონებაში ისევ კითხვის ნიშნები გააჩინა , თუ ლილია ასე ახლოს იყო ლექსოსთან როცა თავად ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა მაშ ! მაშ სესილი რატომ ნახა იმ ღამით სამზარეულოში? შეიშმუშნა , სიცივისგან გააკანკალა არც ეს გამოჰპარვია ლექსოს -კაფეში შევიდეთ აქ ცივა მიმართა მეგობრებს და სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩააგდო … სანამ მეგობრები ლუკასთან იყვნენ ლექსომ კაფეტერიის თეთრ მრგვალ მაგიდაზე რამდენიმე ჭიქა ცხელი ყავა და კრუასანები დაალაგა -დალევ? ანიტას გადახედა გოგონამ ჭიქა ხელიდან გამოართვა და თავად მოიქცია ხელის გულში მამაკაცი მის პირისპირ იჯდა ჩაფიქრებული , ანიტა კი ჩუმად გაუბედავად აკვირდებოდა -ლილია დაბრუნდა ? მაინც პირველმა დაარღვია სიჩუმე -მგონი არაფერს ეუბნებოდა ლექსოს პასუხი -დიდიხანია ? მამაკაცი ფიქრებიდან გამოერკვა და ანიტას მზერას მზერა გაუსწორა , წინ წამოწეულმა ანიტამ სირცხვილისგან ისევ სკამის საზურგისკენ გადაიწია და ყავა მოსვა -საკმაოდ ! დანიზე ზრუნავდა ჩემთან ერთად იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო ლექსო ბოლო სიტყვებმა თითქოს რაღაც უთხრეს ანიტას მაგრამ მაინც ის აზრი უტრიალდებდა თავში მაშინ ის გოგო ვინ იყო სამზარეულოს მაგიდაზე შემომჯდარი იმ ღამით ! -შენ და ლილია თუ ერთად ხართ მაშინ ის გოგონა ვინ იყო შენს სახლში? ბოლოს და ბოლოს აღარაფერი ჰქონდა ანიტას დასაკარგი , რატომ არ უნდა დაესვა კითხვები -მე და ლილია ერთად არ ვართ -რატომ? წინადადების დასრულება არ დააცადა ანიტამ -ანუ იმას ვგულისხმობ რომ….. ჩემი წასვლის შემდეგ…. ვიფიქრე … საუბარი უჭირდა -არ მაინტერესებს რა იფიქრე -რატომ არ მიეცი შანსი? ხომ შეიძლებოდა… -ანიტა -უყვარხარ .. არ ჩერდებოდა ანიტა -მე შენ მიყვარხარ ! ძალიან გამჭოლი ცივი და ურყევი იყო ლექსოს მზერა ანიტასადმი კარგად რომ არ ჰქონოდა ჭიქაზე ხელები შემოხვეული ანიტაას ალბათ დაუვარდებოდა , ყველაფერს მოელოდა ….. როცა კითხვებს სვამდა .. იქნებ ამ აღიარებასაც , იქნებ გულის სიღრმეში სწორედ ეს სურდა მოესმინა -ერთადერთი ქალი რომლის სიყვარულიც შემიძლია შენ ხარ! ყავას ისე წრუპავდა და ისე უმზერდა გოგონას თითქოს არაფერს ამბობდა უჩვეულოს , ყოველგვარი ემოციის და ანერვიულების გარეშე , ცივი ურყევი მზერით -მიყვარხარ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენი პატიება მინდა ან შემიძლია კიდევ ერთი ყლუპი მოსვა -ლექსო მე… -მოვრჩეთ ჩემზე ! ახლა მე გკითხავ და შენ მიპასუხებ ლექსო წინ გადაიხარა გოგონასკენ -აღარ გიყვარვარ ? -ლექსო -შემომხედე ! ნიკაპი ხელით დაუჭირა ბიჭმა -მე უკვე ავირჩიე ჩემი ცხოვრება … -მკი… შენი არჩევანი ! რაც გკითხე იმაზე ველოდები პასუხს! -გთხოვ ნუ .. -ამის დედაც ანიტა! ერთხელ ერთხელ ნურაფერს მთხოვ ისე მიპასუხე -არავითარი აზრი არ აქვს აღარც კითხვებს და აღარც პასუხებს, ხედავ ამ ბეჭედს? ანიტამ ლექსოსს წინ მარჯვენა ხელის მტევანი ასწია -ამით ყველაფერი ნათქვამია ლექსო ბიჭმა ირონიულად გააქნია თავი , სიმწრით ჩაიცინა -არ ვიცი შენ უფრო უნდა მეცოდებოდე თუ საკუთარი თავი ცარიელი მუყაოს ჭიქა აიღო და ნაგვის ურნაში მოისროლა , მაგიდიდან ისე წამოდგა აღარც შეუხედავს გოგონასთვის …. დანიელისთვის ზღაპრის მოყოლა რომ დაასრულა პატარა ბიჭს უკვე ღრმად ეძინა, თხელი საბანი წელზე შემოაპარა, შუბლიდან ხუჭუჭა თმები გვერდზე გადაუწია და თხელ ფაფუკ კანზე მაგრად აკოცა -ტკბილად იძინე ჩემო ბიჭო! სანამ წამოდგებოდა სუსტი მკლავებიც დაუკოცნა. მისაღებში დაბრუნებულს არ გამოპარვია როგორ უხერხულად იჯდა ანიტა ტელევიზორის წინ -არ ვიცი რატომ არ ვუთხარი უარი დანის .. ჯერ კიდევ ზურგით იჯდა ლექსოსგან, არ შემობრუნებულა მაგრამ იცოდა რომ მამაკაცი მის უკან იდგა -ალბათ აჯობებს თუ წავალ სანამ წამოდგებოდა ლექსო მიუახლოვდა -სინამდვილეში მე მინდოდა მეთხოვა დარჩენა , ცოტა ხნით გასვლაას ვაპირებ და თუ შეგიძლია დანისთან რომ იყო -აამ როგორ არა , წადი სადაც გინდა ისედაც … გჭირდება .. ცოდო ხარ თითქმის არ გძინავს არ ჭამ.. -მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ… ანიტას მუხლს ზემოდან თავისი ხელი დაადო და ირონიულად ჩაიცინა ანიტასთვის საკმარისი იყო ეს მცირე შეხებაც კი , რომ შემკრთალიყო ! ლექსოს მობილურის ანთებული ეკრანი სესილის სახელს წერდა, ახლა გასაგები იყო გოგონასთვის სად ეჩქარებოდა მამაკაცს! უკვე გასასვლელად ემზადებოდა ლექსო კარზე ზარმა რომ დარეკა, სწრაფად გააღო, მის წინ უცნობი ახალგაზრდა შავგრემანი მამაკაცი იდგა -სალამი! მითხრეს რომ ანიტა აქ არის ნაცნობი ხმის გაგონებაზე ანიტას ტანში გასცრა , ხელები გაეყინა, ძლივს მოახერხა წამოდგომა ლექსოს უკან ადგილი რომ დაეკავებინა -თაზო? ხმის კანკალით წარმოსთქვა -როგორ ვინერვიულე რომ ვერ დაგიკავშირდი ! ლექსოს ოდნავ გაჰკრა მხარი და სახლში შევიდა , დრო აე დაუკარგავს ანიტას წელს მაგრად შემოჰხვია ხელები და გულში ჩაიხუტა, გოგონა ერთ ადგილას იდგა ისე რომ განძრევის უფლებაც არ ჰქონდა ! რთული მისახვედრი არ იყო ლექსოსთვის ვინ იყო თაზო, ის ანიტაას ქმარი იყო, მას ჰქონდა უფლება მოჰხვეოდა , მის თვალწინ, გული შეეკუმშა, ცალი ხელით ისევ ღია კარს იჭერდა, ამ საშინელ წამსაც კი გაბედა ანიტასთვის თვალებში ჩაეხედა, იყო რაღაც სევდიანი მის მზერაში . უხერხულად შეიშმუშნა , მთელი ძალით აიძულა თაზოს უკან დაეხია -როდის ჩამოხვედი? -ორი საათის წინ, ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე და როგორ მინდოდა შენთან ! ხელით ისევ ანიტას ხელი ეჭირა , თითებით კი სახეზე ეფერებოდა -როგორ არის ნენე? თაზო ლექსოსკენ შემობრუნდა -თუმცა აჯობებს ამაზე სახლში ვისაუბროთ, ვაწუხებთ ადამიანს ანიტას ხელი ძლიერად ჩასჭიდა და მისკენ მიიიზიდა -ყველაფრისთვის მასლობა ძმაო ! ლექსოს სახესთან მილიმეტრები აშორებდა,თაზოს მიერ გაწვდილ ხელს გვიან ჩამოართვა ხელი ლექსომ -ბოდიში რომ შეგაწუხეთ -არავითარი პრობლემა არ არის ლექსოს მზერის ობიექტი მხოლოდ ანიტა იყო გასვლის წამს… ….. წვრილად ცრიდა , მანქანის დაორთქლილი მინიდან უყურებდა ანიტა ღამის თბილისს, მაღალსართულიანი კორპუსის ბინეში აქა იქ ენთო სინათლე ანიტამ იცოდა რას მოასწავლებდა ეს სიჩუმე, უკვე მზად იყო , აღარც ეშინოდა და აღარც გარბოდა, მიეჩვია … სახლის კარი გასაღებით რამდენჯერმე გადაატრიალა თაზომ და პირველი თვითონ შევიდა ანიტამ შავი ჩანთა იქვე მდგარ სავარძელზე მიაგდო -მასთან რას აკეთებდი? სინათლეები აანთო მამაკაცმა -დანიმ არ დაიძინა უჩემოდ იცოდა ანიტამ არავითარი აზრი რომ არ ჰქონდა ახლა მის ნათქვამს თაზოს ჩაეცინა -და შენც სიამოვნებით დარჩი… ანიტას ხმა არ გაუცია -რომ არ მოვსულიყავი …იქნებ თქვენც არ აპირებდით დაძინებას, თუ უკვე მოასწარით სანამ რამეს იტყოდა გოგონა თაზო უკვე მის წინ იდგა -მე ასეთი არ ვარ , მიუხედავად იმისა თუ რა ხდება ჩვენს შორის ! შენ იცი! წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა პირველი ძლიერი დარტყმა რომ იგრძნო სახეში, წამიერი წვა იგრძნო , ლოყაზე მიწეპებული თმები სახიდან მოიშორა -მის სახლში მისვლა როგორ გაბედე! ერთ დარტყმას მეორე მოჰყვა , მეორეს მესამე, სახეზე ხელების აფარებას ვერ ასწრებდა ანიტა, იატაკზე დაცემულმა მხოლოდ მოკუნტვა შეძლო, იგრძნო მუცელში როგორ ჩაარტყეს წიხლი, ტკივილს შეჩვეული იყო… პირველად არ ხდებოდა ასე, სანამ საკუთარ თავზე გამოცდიდა ვერასდროს იფიქრებდა თუ გაჩუმებას შეძლებდა , თუ შველას არ ითხოვდა , არ შეეწინააღმდეგებოდა , მაგრამ როცა მსხვერპლად იქცა მისმა ფსიქიკამ ყველაფერი ისე აღიქვა თითქოს დაიმსახურა , თითქოს ასე უნდა ეცხოვრა , ეს იყო მოცემულობა! თაზო ანიტას ძმის დათოს ბავშვობის მეგობარი იყო, 9წლიდან უყვარდა ანიტა, როცა დათო წამალზე და თამაშზე დამოკიდებული გახდა სწორედ მაშინ მოევლინა ანიტას ოჯახს მშველელად თაზო…დათო რომ არ მოეკლათ ვალების გამო,მესამე სახლიც რომ არ დაეკარგათ , ანიტას დედას რომ გული არ გასკდომოდა დარდისგან .. თაზომ საზღაურად თავად ანიტა მოითხოვა! -ნუთუ ვერ ხედავ როგორ მიყვარხარ ! ტუჩიდან სისხლი სდიოდა ანიტას -მაიძულებ ასე მოგექცე , შეხედე რა გამაკეთებინე ! აღარც თაზოს შეეძლო ანიტას სცერა ამ მდგომარეობაში, გიჟივით გავარდა ოთახიდან სანამ ანიტას თვალებს ისევ წააწყდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.