შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(6)


22-01-2025, 12:26
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 682

თავი6


ზემოდან გადმოხედა და შემდეგ მოულოდნელად დააცხრა მის ტუჩებს და თავის მხურვალე ტუჩები შეართა მისას თითქოს გაუბუჟდა კიდეც მის შეხებისას ბაგეები, ცოტახანი გაბრუებული იდგა მერე კი, მთელი ძალით ჰკრა ხელი და საახეში მტკივნეულად გაარტყა.
– ვერ გიტაან!- თვალცრემლიანმა მიახალა, შემდეგ კი გაიქცა.

გულ ამოვარდნილი და აფორიაქებული გაემართა თავისი მანქანისკენ, ეს რა იყო ახლა ვერ გაეგო, ინსტიქტურად ბაგეებზე მოისვა ხელი რომლებიც ჯერაც უხურდა კვიციანის კოცნის შემდეგ.
ოხ, როგორ ვერ იტანდა და სძულდა კვიციანი,თუმცა მემგონი საპირისპიროდ უფრო იყო ვიდრე პირიქით ეს ის მომენტია ერთდროულად, რომ გძულს და თან გიყვარს კიდეც, უყვარდა კიდეც მაგრამ გულის ღრმა კუნჭულში ჰყავდა დამალული გრძნობები.


მანქანას მართავდა, მაგრამ გონზე ჯერაც ვერ მოსულიყო.
– მართა, რა დროს ამ სისულელებზე ფიქრია, გონს მოეგე მან შენ ცხოვრება დაგინგრია, გახსოვდეს ეს თანაც სასამართლო პროცესი აუცილებლად უნდა მოვიგო და სახიდან ჩამოვახიო, უნდა ის თვითკმაყოფილი ღიმილი.- გაიფიქრა.
არეული მივიდა სახლში,ამ ერთ კვირაში მან სახლი იქირავა, რომ ენის კარგად ეგრძნო თავი. სახლში მისულს ეზოში გოგონა შეეგება.

– დედა, მოხვედი?- გახარებული გაიქცა და დედამისს მოეხვია.
– ჰო, ჩემო პატარავ. მიდი მოემზდე სასეირნოდ მივდივართ.- უთხრა გოგონას.
– მართლა?- წამოიძახა.
– ჰო...- უთხრა და შინ შევიდა..

შემდეგ შვილთან ერთად მთაწმინდის პარკში წავიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მისთვის მარტივი, იყო ამ ადგილას ამოსვლა, რადგან მასთან ერთად გატარებულ დღეებს ახსენდა.
როგორც კი, პარკში შევიდა სევდა მოაწვა და მაშინვე ამოუტიბვტივდა ის დღეები.

,,მოგონებები,,

პარკში ხელიხელ ჩაკიდებულები მხიარულად მისეირნობდნენ გოგონა, იმ პერიოდში ყურებამდე იყო შეყვარებული და აღფრთოვანებული იყო, კვიციანით.
– ნახე ბამბის ნაყინი!- წამოიძახა გახარებულმა სანაყინესთან მიირბინა, ბიჭიც უკან აედევნა.
– გამარჯობა, ბაბუ აბა, გისმენ?- მოხუცმა კაცმა თბილი ღიმილი მიაგება, ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ისეთი თბილი გამოხედვა, ჰქონდა და თან სევდიანიც.
– ბაბუ, ორი ბამბის ნაყინი, თუ შეიძლება მე მარწყვის არომატით გამიკეთეთ.- მხიარულად უთხრა გოგონამ.
მოხუცმა მალევე მიაწოდა ორივეს ნაყინი, მხიარულად წამოვიდნენ და იქვე ხის ძელზე ჩამოჯდნენ. კვიციანმა მას ხელი გადახვია და თავისკენ მიიზიდა.
– ნახე ეშმაკის ბორბალია იქ წამო დავჯდეთ.- წამოიძახა ბიჭმა.
– რაა? არა, შანსი არ არის მე მანდ არ ავალ.- შეიცახადა გოგომ.
– კარგი, რა არ მითხრა რომ გეშინია?- გაეცინა.
– სიმაღლის შიში მაქვს.
– რისი გეშინია, მე აქ არ ვარ.- უთხრა ხელი ჩაავლო და ეშმაკის ბორბალთან მივიდნენ.
ბილეთები იყიდეს და ყარაულმა კარები გაუღო.
– წამოდი.- უთხრა, მაგრამ გოგონა ადგილიდან არ იძვროდა.
– კარგი, ახლა ნუ გადამრიე რა გჭირს.
– მეშინია..
– არაფერია საშიში.- უთხრა და ვაგონში აიყვანა.
ნელ-ნელა ბორბალი დაიძრა და ზემოთ დაიწყო სვლა, გოგონას კი ყოველ მოძრაობაზე სული ეკვრებოდა შიშისგან და გახევებული იჯდა.
– ახლა, რომ დენი ჩაქვრეს რას იზამ?
– რაა? კარგი რა ნუ მაშინებ, რატომ ამომიყვანე, აქ ცუდად ვარ.- აკანკალებული ხმით წამოიძახა ბიჭი კი მისკენ მიიწია და გულში ჩაიკრა, მალე დამშვიდდა და შიშიც გაუქრა, მის მკლავებში თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა.
მთელი ეს პერიოდი ჩახუტებული ჰყავდა და არ უშვებდა, უცნაურად აბრუებდა მისი სურნელი და გულის ცემა მელოდიასავით ჩაესმოდა.
– ნახე რა ლამაზი ხედია.- უთხრა ბიჭმა.
– არ მინდა აქაც მშვენივრად ვარ.- უთხრა და უფრო მიეკრო ბიჭის სხეულს მასაც მეტი რა უნდოდა, კმაყოფილს ჩაეცინა და მჭიდროდ შემოხვია თავის გრძელი განიერი მკლავები და არ უშვებდა,
რა არის სიყვარული არა, თითქოს დრო ჩერდება და ირგვლივ ყველაფერი ქრება მითუმეტეს, როდესაც ბრმად ენდობი იმ ერთადერთს. გოგონამ ბიჭს ახედა თვალებ ანთებულმა კვიციანი დაიხარა და მის ბაგეებს ნაზად შეეხო და აკოცა.
...

ბავშვის ხმამ გამოაფხიზლა და დააბრუნა რეალობაში, რაღაცნაირად გულში რაღაც ჩაწყდა, სულ უსმევდა ხოლმე თავის თავს ამ კითხვას რა იქნებოდა, რომ ყველაფერი სხვა გვარად ყოფილიყო? და ახლა მარტო კი არ იქნებოდნენ არამედ სამივე ერთად მივიდოდნენ პარკში განა ბევრს ითხოვდა უბრალოდ საყვარელ ადამიანთან ერთად უნდოდა ბედნიერად ეცხოვრა, თუმცა ალბათ ესეც ზედმეტი იყო მისთვის და არ იმსახურებდა გაუვლიდა აზრად ხოლმე. ცუდი აზრი იყო, მთაწმინდაზე ამოსვლა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა.
ყველაფერი მოგონებებს უცოცხლებდა.
_ დედა, ნახე ბამბის ნაყინს ყიდიან იქ.- გახარებულმა წამოიძახა და დედას სთხოვა ეყიდა მისთვის.
გოგონა გამყიდველს მიუახლოვდა და ერთი ბამბის ნაყინი შეუკვეთა.
– რომელი გინდა?- კითხა.
– ყვითელი..- მხიარულად წამოიძახა, ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს მართა, რომ ბავშვი არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავდა მამამისს არამედ გემოვნებაც კი, ერთნაირი ჰქონდათ.
– დედა, შენ არ გინდა?
– არა, მე არ მიყვარს.
– ვერ მიცანი, გაუღიმა თბილად კაცმა.- გოგონამ კი დაბნეული სახით გახედა.
– ვერ, მიცნობთ?
– რა დამავიწყებს მახსოვს წლების წინ აქ შეყვარებულთან იყავი ისეთი გამორჩეული წყვილი იყავით.
– ღმერთო, ახლა გამახსენდა თქვენ ისევ აქ მუშაობთ?- გახარებულმა და სევდა ნარევი ხმით კითხა.
– კი, მე სულ აქ ვარ, ბაბუ. ეს შენი შვილია?-იკითხა.
– დიახ.- გაუღიმა გოგონამ.- გამეხარდა თქვენი ნახვა ბაბუ.- გაუღიმა და შემდეგ გზა განაგრძნო, ბავშვს პარკი დაათვალიერებინა და შემდეგ ატრაქციონემბზე დასვა თავად კი იქვე ჩამოჯდა. ფიქრებში იყო გართული, როდესაც ბოშა ქალი მიუახლოვდა.
– გამარჯობა,ლამაზო არ გინდა ხელის გულებზე გიმკითხავებ?
– არა,მადლობა არ მჯერა ასეთი რაღაცეების.- უპასუხა.
– იქნებ გეცადა.- არ მოეშვა ქალი და მასაც სხვა გზა, აღარ დარჩა,გაუწოდა ხელი.
ქალმა ხელის გულები გაუხსნა და ინტერესით დაუწყო ყურება, შიგა და შიგ მზერა ეცვლებოდა.
– რა ხდება აბა?.
– ვხედავ შენ ძალიან რთული გზის გავლა მოგიწევს, რადგან შენს ცხოვრებაში, ჩანს ორი მამაკაცი ერთი წარსულიდან მეორე კი აწმყოდან შენ კი არჩევანის გაკეთება მოგიწევს.
– რას ამბობთ ქალბატონო რისი არჩევანი უნდა გავაკეთო? - ანერვიულდა გოგონა.
– ან წარსულს აირჩევ იმ პირველ სიყვარულს რომელიც წლებისწინ დაკარგე და ახლა გამოჩნდა ისევ შენ ცხოვრებაში და ისევ შეეცდება შენს უკან დაბრუნებას ან კი ახალ ცხოვრებას დაიწყებ ახალ ადამიანთან ერთად.
– რა სისულელეა, მე არც წარსულის დაბრუნება მინდა და მითუმეტეს არც ახალი ურთიერთობის დაწყება.- ნერვიულად წამოიძახა.
– დამიჯერე ეს მალე მოხდება ასევე ვხედავ, რომ რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, მაგრამ ამას არ გეტყვი ყველაფერს თავის დროზე გაიგებ.
– მაპატიეთ, მაგრამ მე ამის არ მჯერა.- წამოიძახა და ენის დაუძახა.
– ახლა, არა მაგრამ დრო მოვა და გაიხსენებ ჩემს სიტყვებს.- გააფრთხილა და წავიდა.

ნერვებ მოშლილი წავიდა სახლში რა არჩევანი რის არჩევანი, წარსულის დაბრუნება ნამდვილად არ სურდა, მას და მითუმეტეს არც ახალი ურთიერთობები, მაშ რას ნიშნავდა ეს ან ვინ იყო ის მეორე მამაკაცი, მის ცხოვრებაში, ვერ ხვდებოდა. მოულოდნელად ირაკლი ამოუტიბტივდა გონებაში, მაგრამ ის მხოლოდ მისი კლიენტი იყო და მეტი არაფერი, თუმცა თავად ირაკლი რას ფიქრობს ამაზე არავინ იცის.

**

სავარჯიშო ოთახში იყო და მთელი ძალით ურტყავდა კრივის ტომარას მუშტებს, ასე ცდილობდა იმ ბრაზისგან და ემოციებისგან დაცლას, შეიძლება ითქვას, მთელს ბრაზს ტომარაზე ამთხვევდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მოიგო პროცესი მაინც ფსიხდებოდა, რადგან არავინ იცოდა მეორე სხდომაზე რა მოხდებოდა, ამიტომ ეშინოდა დამარცხებულიყო, მართას წინ.
და კიდევ ის აგიჟებდა, ეს ორი რომ ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ვერ არქმევდა ამას სახელს წესით სულ ერთი უნდა ყოფილიყო ის ხომ მისთვის აღარავინ იყო და მხოლოდ წარსული აკავშირებდათ ერთმანეთთან, თუმცა ბრაზი ახრჩობდა.
მთელი სხეული ოფლისგან სველი ჰქონდა და სახე კი წითელი გადავარცხნილი თმები დაუსველდა და ჩამოეყარა სახეზე. თუმცა ის მაინც აგრძელებდა ტომარაზე მუშტების დარტყმას. მოულოდნელად ტელეფონზე დაურეკეს და ისიც შეჩერდა სავარძლიდან პირსახოცი აიღო სახე გაიმშრალა და უპასუხა.
– გისმენ.
– ბატონო,თქვენი დავალებით იმ გოგოს ვუთვალთვალებდი..
– მერე რა გაიგე მასზე?- ჩახლეჩილი ხმით იკითხა .
– მთელი დღე პატარა გოგონასთან ერთად მთაწმინდაზე იყო.
– რა თქვი პატარა გოგონასთან ერთად?- წამოიძახა.
– დიახ, ფოტოები გამოგიგზავნეთ და შეგიძლიათ ნახოთ ასევე მისამართიც.
_ კარგი.- მოკლედ უპასუხა და გაუთიშა.მალე შეტყობინებაც მიუვიდა, იმწამსვე გახსნა და ფოტოებს დააკვირდა, მართლაც ბავშვთან ერთად იყო, შორდან იყო გადაღებული ამიტომ კარგად არ ჩანდა ბავშვის სახე. აი ახლა კი საგონებელში ჩავარდა კვიციანი, ვინ იყო ის პატარა, გოგონა და რა უნდოდა მართას გვერდით.



29 სექტემბერი 2024 წელი

სარკესთან იდგა და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, შარვალ-კოსტიმს იშვითად თუ იცმევდა ხოლმე, რადგან თავისუფალი სტილი უყვარდა. ახლაც თეთრი პერანგი ჩაიცვა და მუქი ლურჯი ჯინსი პერანგის ღილები, როგორც ყოველთვის ახლაც ნახევრად შეხსნილი ჰქონდა და შიგნიდან გრძელი სქელი ძეცკვი და ვერცხლისცერი ჯვარი მოუჩანდა. სარკეში თავის გამოსახულებას აკვირდებოდა, რომელიც უემოციო და გაყინული სახით იყურებოდა, თუმცა ამ ცივი მზერის მიღმა სევდა და ნაღველი იმალებოდა. სუნამო შეისხა ხელის საათი გაიკეთა და სამზარეულოში გავიდა სასაუზმოდ.
– შვილო, შენი საუზმე უკვე მზად არის.- მიუგო დამხმარე ქალმა.კვიციანი მაგიდას მიუჯდა, რომელიც ცარიელი იდგა და მხოლოდ თვითონ იჯდა დიდ მაგიდასთან. ვერაფრით ეგუებოდა, ამ სიმარტოვეს, იგრვლივ ყველა შემოეცალა, ვინც კი, გააჩნდა ახლა კი, თვეებია სრულიად მარტო უწევს ცხოვრება. არ უყვარდა სახლში საუზმობა ამიტომ სახლში არ ჩერდებოდა. ახლა კი რატომღაც მოუნდა ისევ ესაუზმა სახლში.
მაგიდას გადახედა, რომელზეც ადრე ყველა ერთად სხდებიდნენ და საუზმობდნენ. როგორც წესი თავში დედა იჯდა ხოლმე ხოლო დანარჩენები, გვერდით ისხდნენ მამა არასდროს უნახავს, რადგან პატარა ასაკში დაკარგა.
– კარგად ხარ..- მას დამმხმარე მიუახლოვდა.
_ კარგად, როგორ უნდა ვიყო ლამარა დეიდა. ამ სახლში სული მეჰუთება, ისიც კი არ შემიძლია ვისაუზმო ამ მდგომარეობას ვერ ვეგუები.- ჩაწითლებული თვალებით უთხრა.
– ჩემო ბიჭო, არ ვიცი რით განუგეშო. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ამ სიცარიელეს, მხოლოდ შენი ადამიანის პოვნა, თუ შეგივსებს.- თავზე ხელი გადაუსვა.- და კიდევ უნდა შეიცვალო და შეცვალო შენი დამოკიდებულება ამ სამყაროს მიმართ.
ლამარა, ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც არ სჭირდებოდა შენიღბვა, დედასავით უყვარდა. ჩუმად მოიწმინდა წამოსული ცრემლები და ფეხზე წამოდგა.
– კარგი, ჩემი წასვლის დროა.- წამოიძახა.
– და საუზმე?
– გარეთ შევჭამ რამეს.- უთხრა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან. სახეზე შავი სათვალეები მოირგო და გარეთ გავიდა.
გარაჟიდან მანქანა გამოიყვანა შემდეგ კი, წავიდა.
ამინდიც ისეთი მოქუფრული იყო, როგორც კვიციანი. ქარი უბერავდა და ეტყობოდა, რომ წვიმას აპირებდა.
სამსახურში მისვლა გადაიფიქრა გადაწყვიტა, იმ მისმართზე მისულიყო, რომელიც გაუგზავნეს, აინტერესებდა სად ცხოვრობდა მართა. გონება გაფანტული მართავდა მანქანას, როდესაც კინაღამ პატარა გოგონას დაეჯახა გზა ტკეცილზე. ძლივს შეძლო დამუხრუჭება. იმ წამსვე მანქანიდან გადავიდა და ბავშვთან მივიდა გოგონა მუხლებზე დაცემულიყო და ტიროდა.
– შვილო, კარგად ხარ?- აღელვებულმა კითხა. მან კი საპასუხოდ თავი დაუქნია და თავისი პატარა ხელებით ცრემლები მოიწმინდა.
– აქ მარტო, რას აკეთებ სად არის დედაშენი?
– დედა სამსახურშია...- სლუკუნებდა.
– კარგი, მაგრამ გზა ტკეცილზე რა გინდოდა, მარტოს კინაღამ დაგეჯახე.
– ვთამაშობდი და ბურთი გარეთ გადამივარდა ამიტომ გამოვედი ასაღებად.
– გასაგებია, წამოდი სახლში მიგიყვან.
– არა.
– რატომ?
– დედამ მითხრა, რომ უცხოებს არ დაველაპარაკო და არ გავყვე არსად.- ტიტინით უთხრა.
– აბა ახლა რას აკეთებ მაშინ?- გაეცინა.- ნუ გეშინია მე კარგი, ბიძია ვარ არაფერს დაგიშავებ. სახლში მიგიყვან მანქანით, რადგან სიარული არ შეგიძლია.
– კარგი..- რატომღაც ენდო მისთვის უცხო ადამიანს ენი, რადგან რაღაც უხილავი ძალა აკავშირებდა მასთან.
სახლი არც თუ ისე შორს იყო, ამიტომ სულ რაღაც ათ წუთში უკვე ადგილზე იყვნენ ბავშვი მანქანიდან გადმოიყვანა და ეზოში შევიდნენ.
თავად კვიციანი აზრადაც კი არ გაივლებდა იმას, რომ ეს პატარა გოგონა მისი ქალიშვილი იყო.
– ღმერთო, ჩემო ენი მე შენ სახლში მეგონე და გარეთ როდის გაიპარე.- ნელიმ შეშინებული მიირბინა.
– არ გაუბრაზდეთ ქალბატონო,როგორც მითხრა ბურთი გზაზე გადაუვარდა და ასაღებად გასულა.- აუხსნა ბიჭმა.
– მართლა?
– კი.
– თქვენ ვინ ხართ? - გაკვირვებულმა კითხა
– ნელი დეიდა, ეს ჩემი მეგობარია.- მხიარულად წამოიძახა.
– შვილო, დედაშენმა, რომ გაიგოს ეს ყველაფერი ხომ იცი გაგიჟდება.
– ნელი დეიდა, ეს ბიძია კარგი ადამიანია არაფერი დამიშავა.- ბავშური მეამიტობით წამოიძახა.
– მუხლებიც დაიზიანე.- უთხრა ქალმა- კარგი, წამოდი დაგიმუშავებ.- ხელში აიყვანა.- დიდი მადლობა, დახმარებისთვის.
– მადლობის გადახდა არ არის საჭირო.- მიუგო და წამოვიდა, მხოლოდ გზაშიღა გაიაზრა, რომ ეს ის მისამართი იყო სადაც მართა ცხოვრობდა და ეს ბავშვი, ძალიან ჰგავდა კვიციანს.


სამსახურის შენობასთან გააჩერა მანქანა შემდეგ კი ჩვეული სიარულის მანერით გაემართა. შიგნით შესვლისას, თავის თანამშრომლებს გადახედა და თავის კაბინეტში ავიდა შიგნით კი ნაცნობი სხეული, რომ დაინახა სულ გადაირია.

– შენ აქ რას აკეთებ?- მოქუფრული სახით კითხა.
– გეგონა, გუშინდელის გამო, პასუხს არ მოგთხოვდი.- გაისმა გოგონას მკაცრი ხმა.
– რაიყო ისევ ხომ არ გინდა გავიმეოროთ?- ცალყბათ ჩაიცინა.
_ ასეთი ამაზრზენი, როგორ ხარ, ან როგორ შეგიძლია ასეთი ცივ სისხლიანი იყო?
– რა ვიცი, ადრე ასე არ ფიქრობდი ჩემზე ჭკუა გეკეტებოდა.
– ხო მართალია, სამწუხაროდ ადრე არ ვიცოდი რა არაკაციც იყავი, მაგრამ ახლა უკვე ვიცი ვინც ხარ. იცოდე მეორედ არ გაბედო და აღარ შემეხო, თორემ ამას ასე არ დავტოვებ.- შეუღრინა.
– მართლა? მაინც რას იზავ, მიჩივლებ?
– რა დედამ გშობა ასეთი..- აქ სიტყვა აღარ დაამთავრებინა დედის ხსენებაზე გადაეკეტა და გოგონა კედელთან მიიმწყვიდია.
– რა თქვი??!- უთხრა და მრისხანებისგან თვალები აენთო.
– ის ვთქვი, რომ რა დედამ გშობა ასეთი...
– იცოდე დედაჩემს არ შეეხო, გასაგებია გიკრძავალ მისი სახელის ხსენებას, გასაგებია.- დაიღრიალა და მუშტი კედელს დაარტყა და გამწარებულმა დახედა გოგონას, პორველად შეეშინდა მისი, რადგან ასეთი გამწარებული არასდროს უნახავს.
– თორნიკე მე...- შეშინებულმა ამოთქვა და ბიჭს შეხედა.
– იცოდე გაფრთხილებ დედაჩემის სახელი აღარასოდეს ახსენო, შენ არ იცი, ის როგორი დედა იყო გასაგებია...?- გოგონამ თავი დაუქნია და ბიჭიც გაეცალა.- ახლა კი წადი აქედან სანამ ჯერ კიდევ მშვიდად გელაპარაკები.


...
ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ გელით კომენტარებში.



№1 სტუმარი Nino

Au ar meyo da ra vqna dzalian patara tavi iyo adani lodinis shemdeg gaadid❤❤❤❤ warmatebebi

 


№2  offline წევრი La dolce vita

უნლაიქებს ვინც მიწერთ ერთი რა არ მოგწონთ, მითხარით რა თუ არ მოგწონთ რატომ მომყვებით და კითხულობთ, შეგიძლიათ უბრალოდ გაატაროთ და არ წაიკითხოთ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ძაან კარგი იყო❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ამდენ ემოციებს რა ვუყო, ისეთი თბილები და ტკბილები არიან. თქვენი გამოჩენა დღესასწაულია. ვგიჟდები ამ ისტორიაზე. გთხობთ მალე დადეთ გაგრძელება. ვეღარ ვითმენ

 


№5  offline წევრი La dolce vita

სტუმარი მარი
ამდენ ემოციებს რა ვუყო, ისეთი თბილები და ტკბილები არიან. თქვენი გამოჩენა დღესასწაულია. ვგიჟდები ამ ისტორიაზე. გთხობთ მალე დადეთ გაგრძელება. ვეღარ ვითმენ


დიდი მადლობა.❤️ ვეცდები მალე დავდო.

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვთ თორნიკე და მართა დატოვეთ ერთად

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მაგრამ მალე დაიძაბება საინტერესო მართა ვის აირჩევს მადლობა წარმატებები ????

 


№8 სტუმარი ეკა

ნ საინტერესო და კარგია წარმატებები ♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორც ყველა თავი ესეც ძალიან საინტეტესო იყო. გთხოვთ თავების მოცულობა გაზარდეთ. ძალიან ჭკვიანი ხართ. მომწონს თქვენი შემოქმედება, ძალიან კარგად წერთ და ავითარებთ მოვლენებს. წარმატებებს გისურვებთ

 


№10 სტუმარი ნია

არაჩვეულებრივია საოცრად საინტერესო ვისაც არ მოწონოს რატომ კითხულობს ვერ გავიგე ან ამდენს შრომობᲗ და გულს რატომ გტკენენ ამ საიტზე უამრავი ისტორიაა და რაც არ მომწონს არ ვკითხულობ ძალიან კარგად წერთ ვისაც მოგვწონს მათთვის წერეთ მოუთმენლად გელოდებით მადლობა

 


№11 სტუმარი ნი-კე

შინაარსობრივად კარგია,მაგრამ გრამატიკულად არის ძალიან გაუმართავი..ამას თუ გამოასწორებთ,მეტად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი გახდება..წარმატებები და იმედია არ მიწყენთ შენიშვნაზე

 


№12 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ გააგრძელეთ . სხვებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. საკმაო მკითხველთა წრე გყავთ .გთხოვთ გული არ დაგვწყვიტოთ და ცუდად არ დსამთავროთ.

 


№13  offline წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
გთხოვთ გააგრძელეთ . სხვებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. საკმაო მკითხველთა წრე გყავთ .გთხოვთ გული არ დაგვწყვიტოთ და ცუდად არ დსამთავროთ.


ვაიმე, რას ამბობთ საკმარისად ვისწავლე ჭკუა,რადგან ადრე მკითხველის გავლენის ქვეშ ვექცეოდი და ისე მტკენია, გული რომ აღარ გამიგრძელებია წერა, მაგრამ ახლა არანაირად აღარ მოქმედებს ამ წურბელების ნეგატივი. არ შევწყვეტ არაფრითარ დიდებით პირიქით უფრო უკეთეს თავებს დავდებ ხოლმე. ვიცი რომ გრამატიკა აკლია ცოტა მხატვრულობა, მაგრამ ვეცდები გამოვასწორო. მადლობა ვინც ერთგულად მომყვებით.❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

თვითონ დაწერონ იმ უნიჭოებმა უკეთესი. თქვენ ნელნელა დსიხვეწებით და უკეთესი გამოგივათ. წარმატებები

 


№15  offline წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
თვითონ დაწერონ იმ უნიჭოებმა უკეთესი. თქვენ ნელნელა დსიხვეწებით და უკეთესი გამოგივათ. წარმატებები

რომ ვერ წერენ ამდენსაც მაგიტომ იბოღმებიან. :))) რა თქმა უნდა ყველაფერი განოსწორებადია და ნელ-ნელა, გავაუმჯობესებ.
აბა თქვენც გკითხავთ რას იტყვით ეს ისტორია წიგნად, რომ გამოიცეს დააინტერესებს ჟიურს კონკურსზე?

 


№16 სტუმარი სტუმარი გვანცა

თუ დახვეწავთ , გაასწორებთ გრამატიკულად და სიუჟეტსაც გაშლით, მაშინ კიი აუცილებლად დააინტერესებთ

 


№17  offline წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
თუ დახვეწავთ , გაასწორებთ გრამატიკულად და სიუჟეტსაც გაშლით, მაშინ კიი აუცილებლად დააინტერესებთ

ეგ რა თქმა უნდა, შინარსობრივად მაინტერესებდა მადლობა.❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ლიაკო

როდის დადებთ გაგრძელებას?

 


№19  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლიაკო
როდის დადებთ გაგრძელებას?


არ ვიცი, როდის მოვახერხებ.

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინო

ყოველდღე ველოდები თქვენ გამოჩენას,ძალიან დიდხანს არ გვალოდინოთ. წარმსტებები

 


№21  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
ყოველდღე ველოდები თქვენ გამოჩენას,ძალიან დიდხანს არ გვალოდინოთ. წარმსტებები


მადლობა, არ ვიხი.ჯგიფში ხართ თუ არა დამატებული იქ დავწერე,რომ ამ ეტაპზე წერას ვერ შევძლებ პირადი პრობლემების გამო, ამიტომ ცოტა უნდა დამელოდოთ, რომ თავი აღვიდგინო.

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ ეს ისტორია მიიყვანეთ ბოლომდე და ისე ჩამოყალიბდით, ლოდინი ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება, თან ამ საიტზე ასეთი შემთხვევები ხშირია და არ მინდა ყქვენც დაიკარგოთ როცა აღმოგაჩინეთ. გთხოვთ გვეცით პატივი და დაამთავრეთ. პატივისცემით

 


№23  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
გთხოვთ ეს ისტორია მიიყვანეთ ბოლომდე და ისე ჩამოყალიბდით, ლოდინი ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება, თან ამ საიტზე ასეთი შემთხვევები ხშირია და არ მინდა ყქვენც დაიკარგოთ როცა აღმოგაჩინეთ. გთხოვთ გვეცით პატივი და დაამთავრეთ. პატივისცემით

არ ვაპირებ მიტოვებას უბრალოდ ამ ეტაპზე რთული პერიოდი მაქვს სტრესი და დაძაბულობა, პირად ცხოვრებაში ზუსტ დროს ვერ გეტყვით,მაგრამ აუცილებლად განვაახლებ ისტირიას, ახლა რომც მინდოდეს სიტყვებსაც კი, ვერ მოვუყრი თავს, ბოლო ორი კვირა მაინც. მესმის თქვენი გასაგებია გინდათ იკითხოთ, მაგრამ უნდა ჩემიც გაიგოთ, წერას სჭირდება გარკვეული დრო და ენერგიები რაც ამ ეტაპზე მე საერთოდ არ მაქვს, ასევე ამ პლატფორმის მიღმა ყველას აქვს პირადი ცხოვრება,მათ შორის მეც.
არ ვამბობ რომ ვწყვეტ უბრალოდ პაუზას ვიღებ და როდესაც ძალებს მოვიკრებ და წწრის მიზაც დამიბრუნდდვა გავაგრძელებ.
სხვები შეილზება აღარ აგრძელებენ მაგრამ მე ბოლომდე მივიყვან ამ ისტირიას არ იდარდოთ ამაზე.

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინო

ეგ თქვენი საქმეა გააგრძელებთ თუ არა, ტრაგედია არ იქნება თუ არ გააგრძელებთ, გადავიტანთ ამასაც

არივედერჩი

 


№25  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
ეგ თქვენი საქმეა გააგრძელებთ თუ არა, ტრაგედია არ იქნება თუ არ გააგრძელებთ, გადავიტანთ ამასაც

არივედერჩი


მართალია ჩემი გადასაწყვეტია, მაგრამ მე უბრალოდ აგიხსენით ჩემი სიტუაცია,რომ გცოდნოდათ და ტყუილად არ დამლოდებოდით და საწყენი არაფერი მითქვამს, თქვენ თუ არასწორად გამიგეთ არ ვიცი. დღემდე არცეეთი ისტორია მიმიტოვებია და არც ამის მიტოვებას ვაპირებ ავტვირთავ უახლოეს მომავალში და შედარებით დიდ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent