შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებებთან ასე ახლოს (დასასრული)


გუშინ, 03:11
ავტორი lillianna
ნანახია 650

ორი დღე არ გამოჩენილა ანიტა საავადმყოფოში, არც დანისთან, ყველაფრის დაჯერება შეეძლო ლექსოს იმის გარდა , რომ მის საყვარელ ადამიანს შეეძლო ასეთი გულგრილი ყოფილიყო პატარა ბიჭის მიმართ რომელიც მომდევნო ორი ღამე მხოლოდ ანიტას არ მოსვლის მიზეზით ინტერესდებოდა, ხან რა ტყულს იგონებდა ლექსო და ხანაც რას დანისთვის რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ აეხსნა!

დილის 5 საათზე დარეკა ლექსოს მობილურმა , განადგურებული ხმით აუწყა ლუკამ ნენეს მდგომარეობა დამძიმდა და თურქეთში არის გადასაყვანიო, წამით გადახედა მის საწოლში ტკბილად უშფოთველად მძინარე დანის და შიშმა შეიპყრო.
სანამ ლუკასთან გაიქცეოდა ლილიას სთხოვა დანიელთან მოსულიყო!
ავტომობილის საჭესთან მჯდარი ბუღალტერს ურეკავდა მთელი თანხა რაც კომპანიის მოგებას ამ თვეში ასახავდა მის პირად ანგარიშზე დაესვათ, ამ წამს მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ნენე კარგად ყოფილიყო, ლუკა და დანი დაეხსნა!

საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში ასულს ლუკას პირდაპირ მდგარი ანიტა შორიდან შენიშნა , მიუახლოვდა თუ არა მათ გოგონამ მზერა ააარიდა , ეს ყველაფერი სირცხვილის გრძნობას მიაწერა მამაკაცმა , თუმცა ახლა არ იყო დრო ანიტას ქცევაში პასუხების ძიების! მეგობარს გადაეხვია და ტრანსპორტირების და სხვა დამატებითი ხარჯების შესახებ მოკლედ აუწყა არაფერზე ინერვიულოო!

ცხოვრება რომ ისეთი დინებით არ მიდის როგორი მოლოდინებიც ადამიანებს აქვთ ამას ამ წამს სამივე იმაზე ცხადად გრძნობდა ვიდრე ოდესმე , მაგრამ მაინც ებღაუჭრბოდნენ იმ პატარა იმედს , რომელსაც დანის და ლუკას გადარჩენა შეეძლო, ნენეს გადარჩენით!

ტრანსპორტირებისთვის ყველაფერი მზად იყო როცა ნენეს გული პალატიდან გამოყვანამდე გაჩერდა …..

არაფერი ყოფილა იმაზე მძიმე , როცა ქირურგმა და ნენეს პირადმა გინეკოლოგმა ერთად აუწყა ლუკას ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ

არაფერი ყოფილა აქამდე ამაზე მძიმე ლუკასთვის, ანიტასთვის , ლექსოსთვის რომელიც ძლივს ახერხებდა წონასწორობა დაეცვა , ხელებში ანიტას უსიცოცხლო სხეული ეჭირა და ისე ეშინოდა ისიც არ დაეკარგა

-ანიტა გთხოვ გთხოვ გამაგრდი , ვწუხვარ ძალიან ვწუხვარ ! ყველაფერს გავაკეთებდი ასე რომ არ….

გრძნობდა როგორ აღარ ჰყოფნიდა ჰაერი ! ანიტას სხეული სკამზე ჩამოაჯინა და იატაკზე ჩაკეცილი მეგობრისკენ წავიდა

-ძმაო
მაგრად მიიხუტა მისი სხეული გულთან , ყველა სიტყვა ზედმეტად ეჩვენებოდა რასაც ახლა ამბობდა , სინამდვილეში იცოდა რომ არაფერი იქნებოდა კარგად , რომ ვერავინ შეუცვლიდა დანიელს დედას, რომ სამუდამო დარდი დარჩებოდა მისი მეგობრის გულში, ანიტას გულში და თავად ვერაფრის ვაკეთებას ვერ შეძლებდა

ახლა ისე სძულდა სამყარო, ისეთი შერყეული ჰქონდა რწმენა , უსამართლობის განცდა ყელში ეჩხირებოდა და ეგონა ახრჩობდა !


წამში ჩამოიშალა ანიტას ბავშვობა , ყველაზე ტკბილი მოგონებები მწარე სინანულმა ჩაანაც ვლა , ის რომ აქ ყოფილიყო , ის რომ ნენეს გვერდით ყოფილიყო იქნებ… იქნებ დღეს არ დაეტირებინა მეგობრის ჩამქრალი უსიცოცხლო სხეული

-ანიტა !

იგრძნო როგორ მიიხუტა გულთან ლექსომ , უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში , ანიტას ეჩვენებოდა რომ ვეღარ სუნთქავდა , ცრემლები თავისით მოედინებოდა სახეზე და საგულდაგულოდ გაკეთებულ მაკიაჟს რომლითაც მის სხეულზე ძალადობის კვალს მალავდა ნელ ნელა აქრობდა , ახლა სულ არ ახსოვდა ანიტას დარტყმისგან მიღებული ჭრილობები, ამ წამს სულ სხვა იარა ეწვოდა, იარა რომელიც ასე ადვილად არც შეხორცდებოდა და არც დაიფარებოდა!

ფრთხილად ააწევინა თავი ლექსომ წყალი რომ მიეწოდებინა

-ნუ ტირი გთხოვ!

სახეზე ცრემლებისგან მიწეპებულ თმებს ხელით აცლიდა

ანიტას ჩალურჯებული თვალების დანახვამ აიძულა უფრო მეტად გაეხილა თვალი, მზერა სახიდან თითებზე და თითებიდან მკლავებზე გადაიტანა

-ღმერთო

ხელით მოსაცმელი მხრებიდან გადაუგდო გოგონას და ამჯერად სილურჯეებს მთელს ტანზე მოჰკრა თვალი

-რა ჯანდაბაა

ნუთუ არ იყო საკმარისი დღევანდელი დღისთვის
ანიტამ ტყავის კურტკა მაგრად შემოიკრა და მუცელთან ქამრით რამდენჯერმე გაფსკვნა

-არაფერი მითხრა თორემ ვეღარ გავუძლებ

ცრემლიანი თვალები ლექსოს თვალებს გაუსწორა

რის ფასად დაუჯდა მამაკაცს ამ წამს რომ მოეთმინა მარტო თავად ესმოდა
თავდახრილი უსიტყვოდ იჯდა ანიტას გვერდით !


…..
ნენეს დასაფლავებიდან ერთ კვირაში წავიდა ლუკა ქვეყნიდან, წასვლამდე მხოლოდ ის უთხრა ლექსოს იქნებ ოდესმე შევძლო და დავბრუნდეო..
სინამდვილეში იცოდა რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა , ლექსოსთან ტოვებდა ყველაზე ძვირფას საკუთარ შვილს , ამით იცოდა რომ დანიელს აძლევდა მთავარს, სიყვარულს და ძლიერ საყრდენს ცხოვრებაში, თავად არ შეეძლო შვილის სიყვარული ნენეს არსებობის გარეშე , არ შეეძლო მისი აღზრდა მარტოს, მაგრამ იცოდა რომ ლექსო შეძლებდა , სინამდვილეში ხომ ის იყო ისეთი მამა როგორიც თავად არასოდეს ყოფილა , სისხლს რა მნიშვნელობა ჰქონდა როცა დაცემის შემდეგ პირველი ლექსოსთან გარბოდა დანიელი, ახლაც სწამდა რომ ლექსო წამოაყენებდა ფეხზე მის პატარა დაუცველ შვილს !


….

ლუკას წასვლიდან ერთი კვირის თავზე მოვიდა გონს ლექსო, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული რა ხდებოდა მის თავს , როგორღაც პოულობდა ძალას დედასთან ერთად დანიელისთვის მიეხედა!
ერთ დილას როდესაც ლექსოს დედამ დანიელი ბაღში წაიყვანა მამაკაცმა დრო იხელთა და სამსახურში წასულმა
სულ სხვა მხარეს გადაუხვია

კარზე ზარის ხმამ დივანზე წამოწოლილ თაზოს აიძულა სხეული თრევით მიეტანა კარებამდე , ცალი ხელით თვალს ისრესდა ამიტომ არ შეუხედავს ვინ იდგა ზღურბლთან

-სალამი

როგორც იქნა თავი ასწია

-შენ აქ რა გინდა?

-მოვედი რომ ყავაზე დაგეწვიოთ!

უხეშად გაჰკრა მხარი ლექსომ და
არც უკითხავს შეიძლებოდა თუ არა შესვლა ისე შეაბიჯა მისაღებში , თვალებით ანიტას ეძებდა

-მემგონი არც ისე კარგი დრო შეარჩიე სტუმრობისთვის იც…

ბოლი სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ლექსო რომ მოულოდნელად მისკენ შეტრიალდა , მარჯვენა მტევნის გაწევით დაითრია თაზოს მაისურის საყელო და მისკენ მოქაჩა

-რა ჯანდაბაა!

ლექსოს ხელს დაეჯაჯგურა გასაშვებად

-როგორ გაბედე მასზე ხელის აწევა !

-რა ? რას ბოდავ ახლავე წადი აქედან თორემ!

ხმამაღალ საუბარზე ანიტა გამოვიდა მისაღებ ოთახში, ხან ლექსოს უყურებდა დაბნეული თვალებით ხანაც თაზოს

-ლექსო თუ ღმერთი გწამს გაუშვი

ძალა აღარ ჰქონდა, მათკენ ნაბიჯი რომ გადაედგა ,
ერთი კვირა ცრემლი არ შეშრობოდა გოგონას თვალებს, გამოფიტული და უსიცოცხლო იყო მისი მზერა

-გგონია უფლებას მოგცემ კიდევ შეეხო?

ძლიერად შეკრული მუშტი მოხვდა თაზოს
სახეში, წაბარბაცდა თუმცა არ დაცემულა

-მოდი შე არა.აცო ! მხოლოდ ქალებთან გაქვს დიდი გული? მოდი და თავი დაიცავი აქვე რომ არ მოგკლა ღორივით

თაზოს საპასუხოდ მოქნეული ხელი ჰაერში დაიჭირა , წამი არ დასჭირვებია მტევნის გადასაგრეხად , ძვლების ტკაცუნის ხმა მთელს ოთახში გაისმა

-რომელი ხელით ურტყამდი შე ნაბო.. არო!

პარალელურად ახსენდებოდა ლექსოს ანიტას ჩალურჯებული სახე, ბრაზს ვერ ერეოდა ,
მზად იყო დაუფიქრებლად გასწორებოდა , ყველა ტკივილს უძლებდა გარდა ერთის , წარმოდგენა იმის რომ
ვინ იცის რამდენჯერ ასწიეს ხელი საყვარელ ქალზე ჭკუიდან შლიდა

როგორღაც მოახერხა ანიტამ მასთან მისულიყო

-შეეშვი გთხოვ გაუშვი

-ერთი მიზეზი მითხარი რატომ არ უნდა მოვკლა ანიტა! როგორ დავინდო!


მაგიდის ზედაპირზე გადაწვენილს კიდევ ერთხელ მოუქნია მუშტი სახეში

თაზოს სახეს თითქმის ფარავდა სისხლი , არ აპირებდა ლექსო გაჩერებას , იქამდე ურტამდა სანამ ხელი არ დაეღალა , სანამ ანიტამ არ დაუყვირა შენ არ ხარ ასეთიო

ღრმად ამოისუნთქა , თაზოს სხეული ძირს იატაკზე მოიქნია და სანამ დაეხსნებოდა ძლიერად ჩაარტყა რამდენჯერმე წიხლი მუცელში!

-მხოლოდ იმიტომ არ გკლავ რომ დანის თვალებში ვეღარ შევხედავ მაგრამ არ გეგონოს ამით მორჩა !

კიდევ ერთხელ ჩაარტყა ფეხი მუცელში

-შე ბო…ის გა..ბულო !

-ლექსო საკმარისია! წადი გთხოვ!
მაჯაში ხელი ჩაავლო გოგონამ

-წავიდე ? შენ აქ აპირებ დარჩენას ?

ანიტას არაფერი უთქვამს

-აქ არ დაგტოვებ!

-ლექსო წადი, მე კარგად ვიქნები

-ანიტა! აქ არ დაგტოვებთქო! საკმარისია იმის გაფიქრება რომ ასე გეხებოდა !

იატაკზე დაგდებული თაზოსკენ გაიხედა

-ჭკუდან მშლის ! არ მაინტერესებს რა
რატომ მოხდა, არ მაინტერესებს რატომ მოვედით აქამდე , შეხედე ნენეს ! ღმერთო არავინ ვიცით ხვალ რა იქნება ანიტა!
ერთი ცხოვრება გაქვს და გინდა ამ არაკაცთან გაატარო? არ მითხრა რომ გიყვარს ! ასეც რომ იყოს აქ არ დაგტოვებ!

-ლექსო…

-ჩემთან წამოდი

ხელი გაუწოდა გოგონას

-ისე მეყვარები როგორც არავის არავინ არ ჰყვარებია! ახლაც ასე მიყვარხარ! ასე მიყვარდი გუშინ !გუშინწინ! ყველა დღე მას შემდეგ რაც წახვედი! არ
მაინტერესებს რა იყო, არაფერს გკითხავ, არაფერს გაგახსენებ

ანიტას თვალზე ცრემლი ჩამოგორდა

-არავის მივცემ უფლებას შეგეხოს , რამე დაგიშავოს! არასდროს ! საკუთარ თავსაც არ
მივცემ ამის უფლებას, ღმერთო რომ იცოდე
როგორ მიყვარხარ ანიტა… რომ იცოდე…

ბიჭის გაწვდილ ხელს ჯერ კიდევ არ
ეხებოდა საპასუხოდ გოგონას
ხელი

-წამომყევი ამ მოგზაურობაში! მარტო არ დამტოვო ! ჩემთან და დანისთან დარჩი! დარჩი გთხოვ…



დასასრული!



მადლობა ყველას



№1 სტუმარი სტუმარი ანი

მადლობა თქვენ ემოციური იყო ძალიან. წარმატებები თქვენ, ჩემი ბრალია გააგრძელეთ გთხოვთ.

 


№2 სტუმარი Nana

ვფიქრობ კარგი დასასრული იყო, მკითხველსაც დაუტოვეთ საფიქრალი , ყველა ისე ააღიქვამს როგორც სურს , ცხოვრებაც ხომ არ არის მუდმივად ია ვარდით დაფენილი…
დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უამრავი წინააღობა შეხვდათ ანიტაას და ლექსოს
ლექსო ჩემო დავორიტი იყო❤️
წარმატებები თქვენ და ველოდები “ჩემი ბრალიას”

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიაკო

კარგია რომ დამთავრდა. ძალიან იყო გაჭიმული

 


№4 სტუმარი Ana

კარგი იყო სიამოვმებით ვკითხულობდი❤️
წარმატებები თქვენ❤️გელოდებით ისევ

ლამის ვიტირე
ისე შემიყვარდა ლექსო❤️
და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად

 


№5 სტუმარი ეთული

ძალიან მოკლედ ფამთავრდა ეს ისტორია იმსახურებდა ცოდა დიდ და ბედნიერ დასასრულს.

 


№6  offline წევრი lillianna

სტუმარი ანი
მადლობა თქვენ ემოციური იყო ძალიან. წარმატებები თქვენ, ჩემი ბრალია გააგრძელეთ გთხოვთ.


თქვენ მადლობა ❤️
გავაგრძელე

Nana
ვფიქრობ კარგი დასასრული იყო, მკითხველსაც დაუტოვეთ საფიქრალი , ყველა ისე ააღიქვამს როგორც სურს , ცხოვრებაც ხომ არ არის მუდმივად ია ვარდით დაფენილი…
დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უამრავი წინააღობა შეხვდათ ანიტაას და ლექსოს
ლექსო ჩემო დავორიტი იყო❤️
წარმატებები თქვენ და ველოდები “ჩემი ბრალიას”


გეთანხმებით❤️❤️❤️მადლობა

ეთული
ძალიან მოკლედ ფამთავრდა ეს ისტორია იმსახურებდა ცოდა დიდ და ბედნიერ დასასრულს.


ცოტა დიდი და ბედნიერი დასასრული როდის აქვს ყველას ????❤️ ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა ხოდა თავად გადაწყვიტოს მკიათხველმა როგორ გაართმევდმენ ლექსო და ანიტა თავს ❤️❤️
მადლობა თქვენ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent