შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული 18 თავი


26-01-2025, 06:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 865

ადვიკატთან საუბრის შემდეგ ათასჯერ მაინც დაურეკა ანდრიამ თორნიკეს მაგრამ ვერ დაუკავშირდა, ამიტომ მისი მოძებნა გადაწყვიტა.
-მე ხელვაჩაურში წავალ- ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ როცა თორნიკეს გაუჩინარების ამბავი გაუმხილა ანდრიამ
-შანსი არაა იქ არ იქნება... ხომ იცი ბავშვობიდან სძულს იქაურობა
-ვიცი მაგრამ...
-წასვლა მაინც გინდა?!
-რატომღაც მგონია რომ იქ იქნება
-კარგი მაშინ გამოგივლი და...
-საჭირო არა!
-თათია!
-რაა?!
-უკვე გვიანია!
-მერე რააა?!
-მერე ის რომ არ მინდა ამ შუაღამისას მარტომ იბოდიალო მანქანით, მითუმეტეს ასეთ ამინდში
-იცი? ახლა ზუსტად თორნიკესავით ლაპარაკობ!-წამოენთო თათია
-ხოოო?-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ანდრიას და ძლივს შეიკავა თავი რომ არ გასცინებოდა, მაგრამ მაშინვე ცივად მიეყინა სახეზე ღიმილი როგორც კი თათიამ უთხრა
-ხელვაჩაურში რომ ჩავალ დაგირეკავ-და გაუთიშა. ,,ჯანდაბა რა ჯიუტია" მოიღუშა ანდრია და გონიოსკენ მიმავალ გზაზე მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. მობრუნებას და ხელვაჩაურში წასვლას აპირებდა მაგრამ როგორც კი თათიას შეტობინებები მიიღო ,,გთხოვ ჩემზე არ ინერვიულო, როგორც კი ჩავალ მაშინვე დაგირეკავ" ,,შენ გონიოში წადი და იქ მოძებნე" ,,ტყულად დრო არ დაკარგო" მაშინვე გადაიფიქრა და გზა გააგრძელა.
თვალები ცრემლებით აევსო თათიას როცა თორნიკეს დამტვრეული მანქანა დაინახა, რომლითაც ძველი რკინის კარი ჰქონდა შენგრეული. მაშინვე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ანდრიას მისწერა ,,აქაა" და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. როგორც ყოველთვის ახლაც სეზონის შეუსაბამოდ ეცვა, მაგრამ იმის მიუხედავად რომ გარეთ მინუს 5 გრადუსი იყო, სიცივეს მაინც ვერ გრძნობდა. სახლის კარი გააღო თუ არა გულგრილად მოავლო თვალი არეულ ოთახს და დალეწილ ნივთებს ქუსლიანი ფეხსაცმელით ფრთხილად გადააბიჯა.
-რატო მოხვედი?- თორნიკეს ხმამ შეაკრთო, რომელიც დივანზე მისგან ზურგშექცევით იჯდა
-შენი აზრით?-მკაცრი ტონით ჰკითხა თათიამ და სწრაფად მიუახლოვდა
-მარტო ყოფნა მინდა
-ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებ!
-კარგად ვარ!
-არ ხარ
-თათია
-თორნიკე გთხოვ უფლება მომეცი რომ დაგეხმარო-შეეხვეწა თათია და აკანკალებული თითები დასისხლიანებულ ხელზე ნაზად შეახო. თორნიკეს მის ქცევაზე ბოროტულად გაეღიმა და მაჯახე უხეშად წაავლო ხელი მის ფეხებშორის მოქცეულ გოგონას, თავისკენ უხეშად მიიზიდა და გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-წადი!
-არ შემიძლია-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა.
-წადი თორემ აღარ გაგიშვებ- ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ და ხელი უხეშად გაუშვა.
-ასე რატომ იქცევი?- სლუკუნით ჰკითხა თათიამ და ტუჩებთან მიტანილი ბოთლი თითებიდან ააცალა. თორნიკე მისმა ქცევამ გააღიზიანა მაგრამ როგორღაც თავი შეიკავა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-დამიბრუნე!
-ასე აპირებ პრობლემების მოგვარებას?
-ამის დედაც-უმისამართო გინება დაიწყო თორნიკემ და გაგიჟებული ფეხზე წამოვარდა და გაუხსნელი ვისკის ბოთლი გამოიღო კარადიდან
-ისევ უნდა დალიო?- სლუკუნით ჰკითხა თათიამ და თითქმის ბოლომდე დაცლილი ბოთლი იატაკზე მოისროლა
-რამე არ მოგწონს?!-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თორნიკემ და მაშინვე წინ აესვეტა გაღიზიანებულ გოგონას. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თათიამ და მაშინვე შეტრიალდა, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო, რადგან თორნიკეს ცივი თითები მარწუხივით შემოეჭდო მაჯაზე.
-გამიშვი!- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისთვის ხმა აკანკალებულმა გოგონამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-არ მინდა რომ წახვიდე- მოიღუშა თორნიკე და თავისკენ უხეშად შეატრიალა
-დარწმუნებული ხარ?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თათიამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა
-არა-გულწრფელი ემოციით უთხრა თორნიკემ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები ხელის ზურგით სწრაფად მოაშორა სახიდან
-მაშინ ჯობია რომ წავიდე- ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა გოგონამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მაჯის დახსნა სცადა.
-თათია...!
-გამიშვი
-მომისმინე
-მტკივა
-ვიცი რომ გტკივა- უინტერესოდ უთხრა თორნიკემ და დასისხლიებული ხელი წელზე ნაზად შეუცურა
-რას აკეთებ?!-დაიბნა თათია როცა მისი სოფრიფანა სხეული ტანზე მჭიდროდ მიიკრო გონება ამღვრეულმა ბიჭმა და სახე მის ოქროსფერ თმაში ჩამალა
-იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თორნიკემ და ყურს დაბლა ნაზად აკოცა
-გთხოვ-შეეხვეწა თათია და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა მაგრამ მაშინვე მკლავებშორის მოიმწყვდია ვნება მორეულმა ბიჭმა და გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-ვიცი როგორც უნდა დაგაშოშმინო-და სანამ გაგიჟებული გოგონა რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა. ჰკოცნიდა მთელი გრძნობით, ვნებით, ემოციით მაგრამ არა სიყვარულით.
-მეზიზღები!-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ როცა როგორც იქნა ერთმანეთის ტუჩებს მოწყდნენ და აჩქარებული გულისცემა დაისტაბილურეს. თორნიკეს მის მათქვამზე ბოროტულად გაეღიმა და საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა
-ნელნელა ჩვენი ურთიერთობა სახიფათო ხდება- და ისევ ტუჩებზე დააცხრა.
-თორნიკე გთხოვ-შეეხვეწა თათია როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მისცა ვნება მორეულმა ბიჭმა
-რას მთხოვ?!
-რომ გამიშვა-სლუკუნით უთხრა თათიამ და როგორც კი ხელი გაუთავისუფლა თორნიკემ, მაშინვე ქუჩაში გავარდა ატირებული. ოდნავ რომ დამშვიდდა პირველადი დახმარებია ყუთი ამოიღო მანქანიდან და სახლში დაბრუნდა.
-მეგონა წახვედი!-ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა თორნიკემ როცა დაინახა
-ვერ შევძელი
-შეცდომა დაუშვი!
-ვიცი!-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და მის ფეხებშოროსმოქცეულმა ჭრილობოს დამუშაბევა დაუწყო
-რატომ დაბრუნდი?
-არ მინდოდა რომ სისხლისგან დაცლილიყავი
-მხოლოდ ამიტომ?-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა თორნიკეს
-შენი აზრით ეს საკმარისი მიზეზი არაა ჩემს უკან დასაბრუნებლად?
-არა!-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და მოულოდნელად ხელი დაუჭირა- მითხარი რატომ დაბრუნდი?!-არეული ხმით ჰკითხა და თავისკენ უხეშად მიიზიდა
-შენი აზრით?-ინტერესით ჰკითხა თათიამ და ანთებული თვალები სახეში მიანათა. თორნიკეს მის ქცევაზე ბოროტულად გაეღიმა და მაშინვე დივანზე გადააწვინა ვნება მორეული გოგონა
-არ უნდა დაბრუნებულიყავი!-მკაცრი ტონით უთხრა და ზემოდან სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა, მაგრამ როგორც კი ყელიდან მკერდოსკენ გააცურა მთრთოლარე ტუჩები მაშინვე გაჩერდა
-თორნიკე?!-კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახეში თათია
-არ მინდა რომ გული გატკინო!-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა ვნება მორეულმა ბიჭმა და ხელები თავს ზემოთ გაუკავა უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას
-არ მატკენ!
-თათია!
-შენთან ყოფნა მინდა!- გამომწვევი ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონამ და მის ტუჩებს მიწვდა. იცოდა რომ არასწორად იქცეოდა, იცოდა რომ შეცდომას უშვებდა, იცოდა რომ ეს მათი პირველი და უკანასკნელი ღამე იყო, იცოდა რომ ხვალ მომხდარს ორივე ინანებდნენ, იცოდა რომ მათი მეგობრობა აქ ამ სახლში სამუდამოდ დასრულდებოდა, იცოდა რომ თორნიკეს დაკარგავდა და მასთან ერთად ანდრიასაც, მაგრამ ამ ყველაფეროს მიუხედავად მაინც უნდოდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განეცადა ის გიჟური ბედნიერება რასაც საყვარელი მამაკაცის შეხება გამოიწვევდა.
-შენი დაკარგვა არ მინდა- სადღაც შორიდან ჩაესმა თორნიკეს არეული ხმა როცა მთრთოლარე თითებით მისი თეთრი პერენგის ღილების გახსნა დაიწყო
-არ დამკარგავ!- დაუფიქრებლად უთხრა და გაუბედავად მიწვდა მისი შარვლის ქამარს.

იმ ღამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა თორნიკეს ცხოვრებაში რადგან ანდრიასთან და ნიცასთან ერათად, თათიაც დაკარგა და ისვე მარტო დარჩა ამ უკიდეგანო სამყაროში. იმ ღამის შემდეგ თორნიკე აღარ გამოფხიზლებულა. ყოველდღე სვამდა და პრობლემების საძებნელად ქუჩაში დახეტიალობდა. დღე არ გავიდოდა ვინმესთან რომ არ ეჩხუბა. რამდენჯერმე წინასწარი დაკავების იზოლატორშიც კი აღმოჩნდა. ყველანაირად ცდილობდა ანდრია გვერდში დასდგომოდა მაგრამ რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა, მით მეტად ღრმავდებოდა მათ შორის უფსკრული.
.....
მოულოდნელად ნიცა დაკითხვაზე დაიბარეს და რის გამოც იძულებული გახდა რომ ჩვენების მისაცემად განყოფილებაში მისულიყო. როგორც კი ეს ამბავი ანდრიას მამამ გაიგო მაშინვე ააყვანინა ნიცა თავის ბიჭებს და მოკვლით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ კი ვახოს მკვლელობის საქმესთან რამე აკავშორებდა.
სახლში დაბრუნების შემდეგ ნიცამ, ანდრიასთან დაშორება გადაწყვიტა, რადგან მათი ურთიერთობა ნელ-ნელა სახიფათო ხდებოდა. კარგა ხნის ფიქრობდა დაშორების მიზეზებზე მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ბოლოს გადაწყვიტა რომ ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე დაშორებოდა და თუ რამე პრეტენზია ექნებოდა ანდრიას უბრალოდ ეთქვა რომ მასთან ყოფნა აღარ უნდოდა.
სანაპიროზე შეხვედრამ ძალიან ცუდად იმოქმედა ნიცაზე რადგან ძველმა მოგონებებმა სასიამოვნო ემოციები გააღვიძეს მასში, თუმცა როგორღაც მოახერხა შინაგანი მღელვარების დაძლევა და სწორედ მაშინ როცა დაშორებაზე საუბრის წამოწყების დაწყება სცადა მოულოდნელად ცალ მუხლზე დადგა ანდრია და გახსნილი წითელი კოლოფი გაუწოდა კითხვით
-ცოლად გამომყვები?

........
იმ ღამეს ისე დათვრა ანდრიამ ტაქსის მძღოლს საკუთარი სახლის მისამართის ნაცვლად თორნიკეს ბინის მისამართი უკარნახა.
-რომელი საათია?-დაღლილი ხმით იკითხა ანდრიამ როცა თვალები სუსტად გაახილა და თვალო მოავლო არეულ ოთახს
-11-ცივად უთხრა თორნიკემ და ნახევარლიტრიანი შუშის ბორჯომი გაუწოდა
-მადლობა-გაუღიმა ანდრიამ და საწოლზე უკმაყოფილო სახით წამოჯდა- იმედია ერთად არ...
-არა მე დივანზე მეძინა-სერიოზულად უპასუხა თორნიკემ და რომ გააცნობიერა რა სულელური პასუხი გასცა მის ირონიულ კითხვას გიჟივით გაეცინა
-როდის მოვედი?
-გამთენიისას
-მარტო?
-არ გახსოვს?
-....
-ტაქსის მძღოლმა მოგიყვანა
-ხოო?
-რა მოხდა? ვინ მიგიყვანა ამ დგომარეობამდე ნიცამ?!
-გუშინ ცოლობა ვთხოვე
-დაგთანხმდა?- ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და აკანკალებული ხელებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-უარი მითხრა
-რატო?-ხმას ძლივს იმორჩილებდა თორნიკე
-აზრზე არ ვარ... მგონი დაკითხვაზე რაღაც მოხდა
-დაკითხვა?!-ვერ მიუხვდა სათქმელს თორნიკე
-რამდენიმე დღისწინ ნიცა დაკითხეს
-მე რატომ არაფერი ვიცი?!-წამოენთო თორნიკე და ლუდის ბოთლი ტუმბოზე ხმაურით დადო
-შენი აზრით?-თვალები დაუბრიალა ანდრიამ და აღელვებული ფეხზე წამოდგა- იცი რამდენჯერ დაგირეკეთ იმ ღამეს? გვინდოდა მოსულიყავი და ოთხივეს ერთად გაგვევლო ნიცას დაკითხვის საკითხები... მაგრამ შენ....როგორც ყოველთვის გათიშული გქონდა ტელეფონი!
-ჩვენ ოთხს? მეოთხე ვინაა?
-თათია!
-თათია?!- მოიღუშა თორნიკე- თათია რატომ გარიეთ ამ საქმეში?!
-არ ვიცი როგორ მაგრამ ნიცას დარწმუნება შეძლო და მისი ადვოკატი გახდა
-ამის დედაც ამის დედასაც შევ*ცი-უმისამართო გინება დაიწყო თორნიკემ და ოდნავ რომ დამშვიდდა აგრესიული ტონით უთხრა ანდრიას- თათიას დაურეკე და შეხვედრაზე შეუთანხმდი! უნდა დაველაპარაკო...
-შენთვითონ რატომ არ ურეკავ?
-რაღაც მოხდა
-ვიცოდი რომ ასე იქნებოდა-მოიღუშა ანდრია-რამდენად ღრმად შეტოპე?
-ძალიან ღრმად
-ჯანდაბა! ეს რატომ გააკეთე? ხომ იცოდი რომ ეს თქვენს ურთიერთობას სამუდამოდ დაანგრევდა?
-ვიცოდი! ორივემ ვიცოდით! მაგრამ იმ ღამეს თავი ვერ მოვთოკე
-და ახლა რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე?-დაიბნა თორნიკე
-მომხდარის შემდეგ არ გილაპარაკიათ?
-არა
-თვითონ აგიკრძალა ამ საკითხზე ლაპარაკი?
-შენ როგორ ფიქრობ?!
-გასაგებია-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ანდრიას და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა- მაგარ შარში ხარ ძმაო- დანანებით უთხრა და როცა მის წაშლილ სახეს ჰკიდა თვალი შეწუხებული ხმით უთხრა- ბორჯომი აღარ გაქვს? თავი ძაან მტკივა
-ჩავალ მაღაზიაში ამოგიტან-ბრაზნარევი ტონით უთხრა თორნიკემ და რამდენი წუთში სახლში 5 ბოთლი მინერალური წყლით დაბრუნდა-იმედია გეყოფა!
-მადლობა-გულგრილად უთხრა ანდრიამ და 1 ბოთლი გამოართვა- სიგარეტი გააქვს? მომაწევინე რაა
-მააქვს-ცივად უთხრა თორნიკემ და სანთებელასთან ერთად ესროლა
-აუ სახლში წასვლა მაგრად მეზარება და შეიძლება რომ ამაღამ აქ დავრჩე?
-რა უაზრო კითხვებს სვამ?-გაბრაზდა თორნიკე- იმ დენხანს შეგიძლია დარჩე რამდენი ხანიც მოგინდება! რა? არიცი?!ეს შენი სახლიცაა! -და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა
-აუ იცი რა გამახსენდა? მამაშენის წლისთავზე ჩემი კულაბა რომ მოგიტანე.
ერთად რომ დავამტვრიეთ და მთელი ფული შენ რომ მოგეცი... სუფრისთვის ფული თუ მიგაკლდა გამოიყენე მეთქი და შენ რო თავი გამიტეხე და სახლიდან გამომაგდე
-ნაიარევი ისევ გეტყობა ხო?
-კიიი
-მერე ბამბით და იოდით რომ გამოგეკიდე
-რომ დამეწიე და კიდევ რომ დამიმატე...
-ღირსი იყავი
-კაი რააა, მე უბრალოდ შენი დახმარება მინდოდა...
-ჩემი დახმარება კი არა თავის გამოდება გინდოდა! იმიტომაც მოგხვდა-თორნიკეს ამ სიტყვებზე ორივეს გიჟივით გაეცინა
-იმ დღის მერე არასოდროს გვიჩხუბია
-ხოოოო-უცბათ შეეცვალა ხასიათი თორნიკეს და კარადიდან გაუხსნელი ვისკის ბოთლი გამოიღო, მაშინვე გახსნა და მოიყუდა
-რამე უფრო ძლიერი არ გაქვს?
-მაინც?
-ხომ ხვდები რაზეც მიგანიშნებ-მოიღუშა ანდრია
-ასე აპირებ საცოლესთან ურთიერთობის დალაგებას?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და ჯიბიდან პატარა გამჭვირვალე პაკეტი ამოიღო რომელშიც ცოტაოდენი თეთრი ფხვნ*** ეყარა.
-ერთმანეთს დავშორდით
-ხოოო?!- შინაგანმა მღევარებამ მოიცვა თორნიკე- რატო?
-მითხრა რომ ჩემთან ყოფნა აღარ უნდა-მოღუშა ნადრია და პაკეტი გამოართვა
-მიზეზი?
-არ მიკითხავს
-რატო ეე?
-მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს?- ურეაქციოდ აიჩეჩა მხრები ანდრიამ და ვისკის ბოთლი უკითხავად ააცალა თითებიდან და მოიყუდა
-ააქვს თან ძალიან დიდი- კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და პასუხის მოლოდინში ადგილზე გაიყინა
-ძალდატანებულ ურთიერთობას რა აზრი აქვს? ადამიანს შენთან ყოფნა თუ არუნდა ადრე თუ გვიან მაინც წავა შენი ცხოვრებიდან!
-ასე მოულოდნელად?!- უფრო თავისთვის ვიდრე ანდრიას გასაგონად იკითხა თორნიკემ და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა
-დაკითხვის შემდეგ რაღაც მოხდა... რაღაც ისეთი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო
-დარწმუნებული ხარ? იქნებ მიზეზი სხვა რამეა
-არა! ზუსტად ვიცი რომ ეს გადაწყვეტილება რაღაც კინკრეტული მიზეზით მიიღო
-იქნებ უბრალოდ მოულოდნელმა ხელის თხოვნამ შეაშინა?
-არ ვიცი შეიძლება-მოიღუშა ანდრია და სიგარეტის მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა
-დაელაპარაკე
-აზრი არ აქვს
-ახლა რას აპირებ?
-არაფერს!
-საერთოდ?
-საერთოდ!-დაეთანხმა ანდრია და გახსნილი პერანგის ღილები აკანკალებული თითებით შეიკრა
-არ მეგონა ასეთი სერიოზული ურთიერთობა თუ გქონდათ
-არ გვქონდა, უბრალოდ იყო რაღაც პაწაწინა მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე
-ესე იგი ყველაფერი დამთავრდა?-მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია თორნიკემ
-დამთავრდა-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ანდრიამ და სევდიანად გაუღიმა. ამ დროს თავი ყველაზე საშინელ ადამიანად იგრძნო თორნიკემ ამიტომ შინაგანი მღელვარების გადასაფარად მეორე ფხვნ*** პაკეტი ამოიღო ჯიბიდან. იმის მიუხედავად რომ იმ დღეს ორივე ნარკ**** გაბრუვდა მაინც ძალიან ბევრი ილაპარაკეს თავიიანთი ცხოვრების 3 მთავარ ქალზე თათიაზე, ნიცაზე და ხატიაზე.
-რაღაც უნდა გითხრა
-ვიცი რაც უნდა მითხრა
-ანდრია
-არაფრის ახსნა საჭირო არააა...
-მე-ხმა გაებზარა თორნიკეს-თავს ამ ქვეყნად ყველაზე საშინელ ადამიანად ვგრძნობ იმის გამო
-თორნიკე!- სიტყვა გააწყვეტინა ანდრიამ- ვიცი რომ ნიცას მიმართ გულგრილი არ ხარ და ისიც კარგად ვიცი რომ მის გამო გაწყვიტე ჩემთან ურთიერთობა მაგრამ
-ანდრია
-თავს ნუ იდანაშაულებ !
-ამ სიყვარულის გამო ლამის ჩვენი 21 წლიანი მეგობრობა დავანგრიე
-თორნიკე!-სიტყვა გააწყვეტინა ანდრიამ- დავლიოთ!- მბრძანებლური ტონით უთხრა და ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა.
იმ ღამეს ძალიან ბევრი ისაუბრეს წარსულზე აწმყოზე და მომავალზე. განიხილეს ყველა თემა და გაიხსენეს ყველა ტრამვა რომელიც ერთად გადაიტანეს.

ისეთი განცდა ჰქონდა ორივეს თიითქოს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდნენ. თითქოს ეს იყო მათი უკანასკნელი ღამე იდუმალ სამყაროში და სიცოცხლის ბოლო გაელვება მარადიულ სიბნელეში. როცა ანდრიას ჩაეძინა რაღაცნაირად გული დაუმძიმდა თორნიკეს რადგან გამბედაობა არ ეყო ნიცას შესახებ სიმართლე მოეყოლა მისთვის.

მეორე დღეს, დილით, ბუბას კლუბში მისვლისთანავე ანდრიას და თორნიკეს გამვლელმა მანქანებმა ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის დროს ანდრია მძიმედ დაიჭრა ხოლო თავდამსხმელები მიიმალნენ.
-არააა!- ბოლო ხმაზე იღრიალა თორნიკემ როცა თვალები მილულა ანდრიამ და მისი დასისხლიანებული სხეული გულში ჩაიკრა
-თორ... ნი...კე-ბოლო ამოსუნთქვას რამდენიმე სიტყვა ამოაყოლა ანდრიამ და თვალები მილულა
-ანდრია!- დაუყვირა თორნიკემ და მისი გაფითრებლი სახე ხელებშორის მოიქცია-თვალები გაახილე! გთხოვ- შეეხვეწა და როცა სუსტად გაახილა თვალები ანდრიამ ხელხე ზელი ძლიერად მოიჭირა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ანდრიას მაგრამ ძალა აღარ ეყო და თვალები ისევ დახუჭა- არა! არა! არა! არა!- გიჟივით იმეორებდა თორნიკე და ცრემლიანი თვალებით მეგობრის გაფითრებულ სახეს დასცქეროდა- შენ არ მოკვდები ვერ მოკვდები უფლებას არ მოგცემ- გონს მხოლოდ ბუბას ხმამ მოიყვანა რომელმაც მისი წაშლილი სახე ხელებშორის მოიქცია და მკაცრი ტონით უთხრა
-თორნიკე ანდრია აღააარაა! გთხოვ პოლიციას უფლება მიეცი საკუთარი საქმე გააკეთოს.
ისე დაუნდობლად გამოგლიჯეს ბავშვობის მეგობარი ხელიდან და ისე გადააფარეს სახეზე თეთრი ზეწარი თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა. ყველა პოლიციელი და ექიმი გულგრილად ასრულებდა თავის სამუშაოს. მათთვის ეს რიგითი მკვლელობის საქმე იყო, რომელიც დიდი ალბათობით რამდენიმე საათში გაიხსნებოდა, რადგან ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო, რომელიც შუა ქალაქში, დღისით და უამრავი მოწმის თანდასწერბით ჩაიდინეს.
სასწრაფოს მანქანის წასვლის შემდეგ თორნიკე დიდხანს ,ძალიან დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანდრიას დაღვრილ სისხლს, რომელიც სწრაფად ირეცხებოდა ასფალტიდან თავსხმა წვიმის გამო.
-თორნიკე გთხოვ აზრზე მოდი- შეეხვეწა ირაკლი როცა უკვე მთელი სხეული აუკანკალდა სიცივისგან გაყინულ ბიჭს და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან- ვიცი ახლა რასაც გრძნობ! მაგრამ გონს უნდა მოხვიდე რომ ჩვენი ხელით დავსაჯოთ ის ნაბიჭვრები! გესმის რა სგეუბნები?- ინტერესით ჰკითხა დ ამისი წაშლილი სახე ხელებშორის მოქცია. თორნიკემ მისი სითხვა უპასუხოდ დატოვა და მოულოდნელად მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან-საით?- ინტერესით ჰკითხა ანდრიამ და უკან გაყოლა სცადა მაგრამ ბუბამ უფლება არ მისცა
-თავი დაანებე! ჯობია ცოტა ხნით მარტო იყოს
-რამე რომ დაუშაონ იმ ნაბ*ჭვრებმა?!
-მათი მიზანი თორნიკე არ ყოფილა თორემ ახლა ცოცხლი არ იქნებოდა
-ფიქრობ რომ...-ხმასთან ერთად მთელი სხეული დაეძაბა ირაკლის
-დამშვიდდი-მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა ბუბამ და მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა- ჩვენი ბიჭები უკვე გავაფრთხილე სადაც არუნდა წავიდეს უკან გაყვებიან, ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო.
-ჯანდაბა მარტო არუნდა გამეშვა-ვერ მშვიდდებოდა ირაკლი
-დამშვიდდება და გონს მოვა
-შეიძლება რამე სისულელე გააკეთოს
-რას გულისხმობ-ვერ მიუხვდა სათქმელს ბუბა?
-დარწმუნებული ვარ მომხდარში თავს დაიდანაშაულებს
-ჯანდაბა მარტო არ უნდა გაგვეშვა-საუბარში ჩაერია ბექა- შეიძლება თავს რამე აუტეხოს! -უკან უნდა გავყვეთ-აღელვებით თქვა ირაკლიმ და შარვლის ჯიბიდან მანქანის გასაღები ნაჩქარევად ამოიღო.

ტელევიზორში მოსმენილმა ამბავმა ნიცას თავზარი დასცა. ვერაფერით იჯერებდა რომ ანდრია, ბედისწერამ ასეთი შემზარავი სიკვდილისთვისთვის გაიმეტა.
-რამე მოხდა?-ინტერესით ჰკითხა ლილემ როცა მისაღებ ოთახში შევიდა სერიალის საყურებლად
-ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს, ვერ ხედავ?!- ბრაზნარევი ტონით უპასუხა ნიცამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-ასეთი რამეები თითქმის ყოველდღე ხდება- გულგრილად თქვა ლილემ და ტელევიზორს ზიზღით გახედა- უკვე მეშინია ქუჩაში გასვლის... წარმოიდგინე, შეიძლება ვიღაცამ მხოლოდ გამო მოგკლას რომ შენი გამოხედვა არ მოეწონ...
-უნდა წავიდე-სიტყვა გააწყვეტი ნიცამ და აღელვებული ფეხზე წამოდგა
-რა ხდება სად მიდიხარ? დღეს ხომ დასვენების დღე გაქვს?!
-აუცილებლად უნდა წავიდე... გთხოვ მამა ან ბებო თუ მიკითხავენ რამე ისეთი უთხარი რომ არ დამირეკონ- სლუკუნით უთხრა ნიცამ და ქუჩაში ნაჩქარევად გავიდა. დიდხანს იკავებდა თავს ნაცნობი სახეების ყურადღება რომ არ მოექცია მაგრამ როგორც კი თვალს მოეფარა მაშინვე მოთქმით ატირდა. ვერაფრით იჯერებდა რომ ანდრია მოკლეს. ადამიანი რომელმაც ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და საშინელი წუთები აჩუქა. როცა ოდნავ დამშვიიდდა მაშინვე თათიას დაურეკა და მისამართი ჰკითხა
-შენს აქ მოსვლას აზრი არ აქვს, ტყუილად ზურას ყურადღებას მიიქცევ-სლუკუნით უთხრა თათიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ჯობია ცენტრალურში წახვიდე...თორნიკესთან... ახლა ყველაზე მეტად მას სჭირდები
-თორნიკესთან?-ხმასთან ერთად მთელი სხეული დაეძაბა ნიცას- რატომ? რა დაემართა? დაჭრილია?!
- არა თავის მოკვ** სცადა
-ახლა როგორააა?- ადგილზე ჩაიკეცა ნიცა
-ცუდად...
-შენ? შენ ხარ?
-მე... არ ვიცი... ჩემთვის ეს კითხვა აქამდე არავის დაუსვამს...
-თათია
-ნიცა მისმინე, ახლა ზურა გაცოფებულია, ამიტომ ფრთხილად იყავი კარგი?!
-კარგი
-ახლა უნდა წავიდე...
-კარგი-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და გაუთიშა.



№1 სტუმარი სტუმარი Nikea

ეს,ეს რაიყო.ასეთ სიკვდილს არიმსახურებდა,ნამდვილად მსურდა რომ ნიცა და თორნიკეე დაახლოვებულიყვნენ,მაგრამ არა ასეთი გზით.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ანდრია არ უნდა მომკვდარიყო ეს საშინელებააა მისი და ნიცას წყვილი მე ძალიან მომწონდა

 


№3 სტუმარი სტუმარი სალომე

Au rogor davigruze :((((((

 


№4 სტუმარი ბეატრის

ახალი თავი როდის იქნება?♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent