შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა


26-01-2025, 14:53
ავტორი NakoNako
ნანახია 122

თავი პირველი


Დაწოლის წინ ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯარა სქელი ფარდების დახმარებით ჩავაბნელე ,რომ დილითაც კარგად გამომეძინა, თუმცა ვინ გაცდის. ახალ გამოღვიძებულმა თვზე საბანი წავიფარე,
-იმედია უკან გაბრუნდება და არ გააგრძელებს ისევ კარზე კაკუნს. ჩავიბურტყუნე ჩემთვის , თუმცა ჩემი მომაბეზრებელი მამიდაშვილი თავისას თუ არ გაიტანს რა გააჩერებს, საბანი თავიდან გადავიცალე საწოლიდან წამოვიწიე და თინას გავძახე, -იქნებ მიხვდე რომ მძინავს და მოსცილდე ჩემი ოთახის კარს.
-რომ გეძინოს არ დამეპასუხებოდი. Შემომიღო ოთახის კარი და უკითხავად შემოიჭრა ჩემს ოთახში, ფარდები გამიწია და გვიანი გაზაფხულის მზის სხივებს ოთახში შემოხედების ნებაც დართო. ღმერთო ეს გოგო როგორ მიშლის ნერვებს...

_ისეთ ჩაბნელებულ ოთახში წევხარ... ხატი რატომ აკეთებ ისევ ასე? ისევ დეპრესია დაგეწყო? Ოთახს აბნელებ დღის განმავლობაშიც კი, ყურსასმენებს გვერდიდან არ იცილებ, ყელზე ისე გაქვს ჩამოკიდებული როგორც ყელსაბამი, ქუჩაში საერთოდ აღარ გადიხარ, ატყობ შენს თავს? ავარიამდეც არ იყავი სოციალური პიროვნება, ხალხმრავლობის მოყვარული ,მაგრამ ავარიის შემდეგ ოჯახის წევრებთანაც აღარ საუბრობ...
-ისევ ერთიდა იგივე თემა, ისევ მობაბეზრებელი და გამაღზიანებელი საუბარი, ჩემს ყოფიერი ცხოვრების სტილზე. პატარა ბავშვივით უკმაყოფილოდ წავიბურტყუნე და შემდეგ ვითომ ვერც მან და ვერც მე გავიგეთ რაც ვთქვი ისე გავაგრძელე.

-თინა... ამ დილაადრიან რამდენი ილაპარაკე, თუ ხვდები. საწოლიდან წამოვდექი, კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე, ოთახის კარისკენ წავედი, კარი გავიხურე და თინა ოთახში დავტოვე დილაადრიან თავის დასკვნასთან ერთად.

Სააბაზანოდან გამოსვლისას , აბაზანის კართან დედა ღიმილით შემეგება, არ მითქვამს თქვენთვის დედა როგორ მიყვარს ხომ? Იფიქრებთ ალბათ ხატია გიჟიაო, დედა ვის არ უყვარსო, თუმცა თქვენც არ სტყუით დედა ყველაზე ძვირფასი რამაა რაც ადამიანს გააჩნია ცხოვრებაში, ან შვილს რაც გააჩნია , რადგან დედაჩემს რომ ჰკითხოთ ქვეყანაში ყველაზე ძვირფასი ქონება ეს შვილია.

Ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში რამდენიმე სუსტი წერტილი არსებობს, ასეთი სუსტი წერტილი ცხოვრებაში სულ ორი გამაჩნია: ორივეს თავისი ფერები აქვს, ეს ორივე წერტილი ჩემი ცხოვრების ამბავს ჰყვება,ამ ორ წერტილს დავუტოვე ჩემი ცხოვრების მოედანი სათამაშდ ჩემდაუნებურად...

Ერთი რატიანების ოჯახია, შავ-თეთრი წერტილია ჩემთვის. Მათ ყველა თვისებას ჩემზე კარგად არავინ იცნობს!

Მეორე კი ვაჟა ჩოხელი-მწვანე წერტილი! Რომელიც ჯერ არ გამიცვნია, მისთვის ჩემს ცხოვრებას მოედნის კარი ჯერ არ გაუღია ან კიდევ მას არ სურს ჯერ ამ მოედანზე თამაში...

Დედამ თვიდან ბოლომდე შემათვალიერა, როგორც ჩანს ის პატარა იმედი რომ მის შვილს როდისმე მასავით დახვეწილად ჩაცმულს დაინახავდა კიდევ ერთხელ ჩაქრა მასში, ღიმილი სახეზე შეაშრა წამის მეასედში ცხვირი აიბზუა, თუმცა მიმიკები არ შესცვლია დიდად, სახეზე პლასტიკური ოპერაციების და ბოტოქსის დამსახურებით პატარა ნაოჭიც არ გასჩენია, გვერდულად გადმოხედა და გამოხედვას თავისი საფირმო წინადადებაც მოაყოლა.
-ქუჩაში ნაცნობი რომ შეგხვდეს იფიქრებს რომ ჩვენს ერთადერთ შვილს ტანსაცმლის საყიდლად ფულსს არ ვაძლევთ,თუმცა შენ ქუჩაშიც არ გადიხარ ხომ? Ლოყაზე მაკოცა და მისაღებ ოთახში წასასვლელად Შებრუნდა , თუმცა რაღაცის თქმა დაავიწყდა და უკან მოუხედავად კიბიდან ჩსვლისას მომაძახა :
- თმაზე მაგ ფანქრის მაგივრად თმისამაგრი მაინც გაიკეთე და ეგრე ჩამოდი. Მის ნათქვამზე გამეცინა და სიცილით გავყევი დედაჩემს უკან, მანაც იცოდა რომ მის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა თუმცა მაინც ყოველღე ჩემი დანახვისას ტრადიციულად ერთმანეთის მსგავსი წინადადებების წარმოთქმა არ ბეზრდებოდა.

Დედაჩემს თამარს, რომელიც ნამდვილი დედოფალივით ცხოვრობს წლებია და არაფრის დანაკლისიი არ გააჩნია ყველაზე მეტად ჩემი ასეთი ქცევა აკვირვებდა, მატერიალური მდგომარეობა კარგი კი არა ძალიან კარგი გვქონდა, თმცა მდიდარი ოჯახის შვილთა კატეგორიას არ მივეკუთნებოდი, მათ საზოგადოებაში ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი თავს, ამიტომ არ მყავდა მეგობრები მათი წრიდან, (მათ წრეც არაფერ შუაშია რომ დავფიქრდეთ მეგობრები ისედაც არ მყავს. ) უბრალო რიგითი ადამიანივით მსურს ცხოვრება, მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრების და ახლობლების გარდა ნაკლებად მცნობდეს ხალხი, ვიყო ხალხისთვის უბრალო ოჯახის და არა ყოფილი ქირურგის და ახლანდელი ბიზნესმენის დავით რატიანის შვილი. Თუმცა მხოლოდ რატიანების ოჯახში დაბადების ბრალი არაა ჩემი ყოფის აუტანლობა, ბავშვობაში გადატანილმა ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ტრამვებმა რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შემოაბიჯა და შავ წერტილად კი არა შავ ლაქად დარჩა ,გამოიწვია დღეს ჩემი ასეთ ადაამიანად ჩმოყალიბება, თქვენ თუ გინდათ ჩაკეტილი პიროვნება მიწოდეთ ან კიდევ ინტროვერტი, მე გეტყვით რომ მართალი ხართ , უფრო მეტიც, გეტყვით რომ სოციალური შფოთვითი აშლილობა მაქვს,ამის გამო ძილის პრობლემა მაქვს, ხშირად ვერ ვიძინებ. სოციალური ფობია მას შემდეგ აღმოვაჩინე ჩემს შინაგან სამყაროში როდესაც ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე წლების წინ ჩემი ოჯახისგან მალულად. Დღემდე ვაგრძელებ სწავლას , საზღვარ გარეთ, გერმანიის ერთე-ერთ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე . რადგან მამას სიტყვა “ექიმის” გაგონება არ სურს ეს ექიმი ფსიქოლოგიც რომ იყოს. დედა ხშირად ამბობს რომ იგი თვის პროფესიაზე ძალიან იყო შეყვარებული, კარდიო-ქირურგი ყოფილა მისი თქმით, თუმცა რატომ დატოვა თვისი პროფესია ამ კითხვაზე არავინ მპასუხობს ოჯახში. Როდესაც აბიტურიენტები ვიყავით მე და თინა ,მამამ კატეგორიულად აგვიკრძალა და განგვიცხადა რომ სამედიცინოზე არც ერთს ჩაგვებარებინა. Თინას დიდად არც ანაღვლებდა ეს ფაქტი რადგან ბავშვობიდან კომპიუტერიდან თავს არ სწევდა, ყველანაირი მოწყობილობა მოიპოვებოდა ჩვენს სახლში რაც ჰაკერს სჭირდებოდა, მამას მისი ეს არჩევანი ძალიან მოსწონდა და ყველანაირად ხელს უწყობდა ის საყვარელი საქმე ეკეთბინა რაც მისთის ასეთი მნიშვნელოვანი იყო და რაშიც მართლაც რომ ძალიან წარმატებული იყო. Მეკიდევ პირდაპირ გამომიცხადა რომ ისეთი პროფესია ამერჩა რაც მისი ანუ მომავალში ჩემი ბიზნესის სამართავად გამომადგებოდა, ამიტომ მისი თვალის ასახვევად საქართველოშიც ვსწავლობდი უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე პარალელულად კი საზღვარგარეთ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე რომელიც ჩემთვის ერთადერთი გზაა სოციოლოგიური ფობიისგან თავის დასაღწევად, ალბათ იტყვით ფსიქოლოგი ხომ არსებობსო , თუმცა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც ძალიან უჭირს ახლობლების გარდა ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება,სწორედ ისეთმა ადამიანმა ისაუბროს თავის ჩაკეტილ შინაგან სამყაროზე სხვასთნ სრულიად უცხოსთან, ისეთ შინაგან სამყაროზე ვსაუბრობ რომელთანაც თვალის გასწორება მეც მიჭირს, ხანდახან მგონია ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს, ერთი რომელიც ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია ასეთი ყოფით და მეორე რომელიც არის გამბედავი და თავს ისეთ დროს იჩენს ყოფაში როდესაც მის საყვარელ ადამიანს რამე უჭირს, ან უბრალოდ დახმარების ხელს ითხოვენ მისგან...

Მისაღებ ოთახში მამას გვერდით დავიდე ადგილი ლათინური ასობგერის L ფორმის დივანზე, ყველანი დაბლა დამხვდნენ: მშობლები, მამიდა რომელიც წლებია ჩვენს დიდ ვილაში ცხოვრობს ჩვენთნ ერთდ და ჩემი აბეზარი მამიდაშვილი თინა. Თბილისში მცხოვრები რატიანების წარმომამდგენლობა ჩვენი ნათესავებიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავი, დანარჩენი რატიანები სვანეთიდან ვერ წამოვიყვანეთ. Ბეგი ბაბუას “დინასტიის” დარჩენილი წარმომადგენლები მესტიაში ცხოვობენ. მამაჩემის პატარა ძმა, უფროსი მამიდა მათი ოჯახები და რათქმაუნდ ჩემი საყვარელი ბებია ბაბუა.

_რა შეკრება, რახდება? Ვიკითხე “ინტერესით”.

_ დღეს ჩვენი მასშტაბური რეზორტის გახსნის დღეა კახეთში, საღამოს გრანდიოზული წვეულება იქნება მთელი ოჯახი იქ უნდა ვიყვეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს მოწვეული მათ შორის მამაშენის პარტნიორები ძმები ჩოხელები და გოგა ჭინჭარაული რომელთან ერთადაც წამოიწყო ეს დიდი სარეზორტო პროექტი. Ამიტომ გაგაღიძეთ დილა ადრიან რადგან კახეთში უნდა წავიდეთ და პლიუს ამას ქალბატონებს მოსამზადებლად დრო გვჭირდება, ასე რომ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ადრე ჩავიდეთ. დაასრულა ვრცელი წინადადება ერთ ამოსუნთქვაში დედაჩემმა . Ამ გრძელი წინადადების შემდეგ ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი თინა ჩაერთო საუბარში სიცილით,
-ბიძია ჩოხელებებთან და ჭინჭარაულთან ერთად რომ საქმე წამოიწყე იმედია ამის გამო შენს ბიზნესს საფრთხე არ შეექმნება .
- რა გაცინებს თინა საკმაოდ სანერვიულო ფაქტია ჩემი ძმისთის ისედაც. Თვალები დაუბრიალა კატო მამიდამ თავის აბეზარ, ამ დილაადრიან უკვე ზედმეტად გადაპრანჭულ შვილს. Ხანდახან დედაჩემს ისე ვამგვანებ... დილის 8საათზე ორივენი უკვე წვეულების შესაფერისად გაპრანჭულები ისხედან...

-სასაცილოა კატო ნუ უჯავრდები, უცნაური ურთიერთობა აქვთ არა დავით? ვერ გაიგებ მტრები არიან თუ მეგობრები განსაკუთრებით კახა და გოგა.

- რანაირი ურთიერთობა აქვთ მე არ მეხება თამარ, ქალივით არ დავჯდები და თქვენთან ამ თემაზე არ ვიჭორავებ, სამივე თავისი საქმის პროფესიონალია, იმიტომაც აქვთ მთელს ქვეყანაში არსებული ბიზნესები, ყველაზე მეტად რაც შენ მოგწონს აი ის მდიდრული ადგილები მაგალითად სადაც ფეხს დადგავ, სავაჭრო ცენტრია, სასტუმროა, რესტორანი კლუბი თუ ბარი, სილამაზის სალონებიც კი ყველაფერი მათი საკუთრებაა თითქმის.

-კაზინოებიც და ტოტალიზატორებიც ხომ? ასე ამბობენ ვაჟა ამ ყველაფერს უდგია სათავეშიო. Მართალია დათა ძია? Იკითხა თინამ

- ეგ არავინ იცის ზუსტად, თუმცა იმასაც ამბობენ მაგ ბიჭზე ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია და კაზინოებიც თვალის ასახვევად სჭირდებაო. Დაამატა მამიდაჩემმა.

-კიმარა კაზინო რა თვალს აუხვევს ხალხს,? Თუ მართლა მაფიოზობანას თამაშობს?

- თვალს არ უხვევს ,მაგრამ ყველანაირი ადამიანი კაზინოში იყრის თავს მდიდარიც და ღარიბიც. ბინძურ საქმებზე სალაპარაკოდ კარგი ადგილია, ეჭვს ნაკლებად შეიტანს პოლიცია. Საკვირველი ისაა ჩვენც ბევრი ბიზნესი გვაქვს რესტორნები სასტუმროები მაგრამ მათსავით ძლიერები არ ვართ, თითქმის ყველგან მიუწვდებათ ხელი აქ თუ საზღვარგარეთ, უპრობლემოდ ყველა საქმეს აკეთებენ, იმასაც ამბობენ უკანონოდ რუსეთიდან და ევროპიდან ჩენი ქვეყნის საზღვრის და აზერბაიჯანის გავლით იარაღს და კონტრაბანდასაც ატარებენო. Დაასრულა თამარმა.
Მამა ამ ყველაფერს ჩუმად ისმენდა. Მეკიდევ შორიდან ვაჟაც და გოგაც ვიცოდი ვინ იყო, ბევრი კარგიც გამიგია და ბევრი ცუდიც, ზოგი საშიშ ადამიანებად მოიხსენიებდა, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს გეტყოდათ ან უბრალოდ ჭორი იყო რადგან უაზროდ მდიდრები იყვნენ, და ამ ფულს ჩემი აზრით ბევრი სისულელის კეთებაშიც ხარჯავდნენ, კახა და გოგა განსაკუთრებით. კახას პირადად ვცნობდი ჩემს უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე ლექციებს გვიკითხავდა, საკმაოდ ჭკვიანი და პიროვნულათაც გაწონასწორებული ადამიანი ჩანს, ან ზედმეტად გულცივი , თუმცა ერთადერთი ლექტორია რომელის მოსასმენადაც ლექციებზე დავდივარ და მიწევს ხალხმრავლობის ატანა. მისი და მისი ბიძაშვილის ცხოვრების წესზე უნივერსიტეტშიც ბევრი ჭორი დადის, და ჩემი აზრით კი ორივე საშიში ადამიანები არიან საზოგადოებისთვის, უმიზეზოდ ამდენ რამეს არავინ მოიგონებს.
კახა და ვაჟა ბიძაშვილები არიან თუმცა ორივეს ძმებად მოიხსენიებენ, თვითონ ძმებად ეცნობიან საზოგადოებას. ჩემმა ლექტორმა კახამ Იცის თუ არა რომ, მისი ბიზნეს-პარტნიორის დავით რატიანის შვილი ვარ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რამდენიმე წამიან ფიქრებს თვი დავაღწიე ფეხზე წამოვდექი, დედას თინას და კატოს მივუბრუნდი.

- როგორც მამამ თქვა ნუ ჭორაობთ და თუ წასვლას ვაპირებთ წავიდეთ თორემ შენდა თინას გასამზადებელი დრო აღარ დაგრჩებათ საღამოსთვის დედა.

საღამოს უკვე ჩვენს ახალ სასტუმრო კომპლექსში ვიჯექი და ველოდებოდი როდის მოემზადებოდნენ წვეულებისთვის რატიანების ქალბატონები, ვიზაჟისტების და სტილისტების მოსვლით გამოწვეულმა ხმაურმა ძალიან შემაწუხა, ყურსასმენები ასევე ჩემი სათვალე გავიკეთე , სათვალე რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა მხედველოობისთვის თუმცა მისი ტარებით თავს დაცულად ვგრძნობდი, მათ ხომ შუშის მეშვეობით ვუყურებდი ეს სულ ოდნავ ადვილად ასატანს ხდიდა ხალხმრავლობას და უცხო ხალხის გვერდით ყოფნით გამოწვეულ შფოთვას.
ნომრიდან რეზორტის ტერიტორიაზე არსებული ვენახისკენ გადავწყვიტე წასვლა მანამდე კი ფოიეს გავლით პატარა კაფეში გადავწყვიტე გავლა ყავის ასაღებად.
ბართან გავჩერდი სადაც ოფიციანტი ჩემს შეკვეთას აიღებდა მაგრამ ოფიციანტი არსად ჩანდა, დალოდება გადავწყვიტე . ყავა კიდევ ახლა წამალივით მჭირდებოდა, რადგან სულ სამი საათი შევძელი ღამით დამეძინა, დილით ისედაც ადრე გამაღვიძეს პლიუს ამას მგზავრობამაც თავისი კვალი დამამჩნია დაღლილობის. ტელეფონში სიმღერა შევცვალე და ამ დროს მარჯვენა მხარზე უხეში შეხებაც ვიგრძენი, ურსასმენები მოვიხსენი და მარჯვნივ შევბრუნდი, პირველად მწვანე თვალებს დავეჯახე გაკვირვებული.
- ზუსტად ოთხჯერ დაგიძახე, თუ ყურადღებით არ იქნები, მაშინ დატოვე სამსახური, უყურადღებო უპასუხისმგებლო პერსონალი არ მჭირდება, ნამდვილი თუ ყალბი გაბრაზების ნაპერწკალი გაკრთა წამიერად მწვანე თვალების მქონე პატრონში.
მე კი ვიცი ვინაა თუმცა თვითონ არ მცნობს როგორც ჩანს, როგორც კი პირი გავაღე იმის სათქმელად რომ ოფიციანტი ან ამ ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალი არ ვიყავი, "მწვანეების" პატრონს გოგა ჭინჭარაულიც ამოუდგა გვერდით თვალი ჩაუკრა და მე მომიბრუნდა: - გოგონა თითო ბოთლი ცივი ლუდი გაგვიხსენი. ძალიან ცხელა კახეთში ზაფხულში რა იქნება წარმომიდგენია. მიუბრუნდა მის მეწყვილეს.
- რა გაკვირვებული გვიყურებს, ოფიციანტი არ ხარ? სტუმრები ჯერ არ მიგვიღია, პატრონებიც სახეზე ვართ, ჩვენს გარდა სხვა აქ რახანც არავინ არაა, მიდი შეუდექი შენს საქმეს. თვალი ჩამიკრა და გოგა ჭინჭარაულს სიცილით მიუბრუნდა.
პირ დაღებული და გაკვირვებული ვუყურებდი ამ ორ სულელს, სტაფის წევრი რომ ვიყო ფორმა ხომ მაინც უნდა მეცვას?! გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა სულელი მე უფრო ვარ რადგან მათ მოთხოვნას დავემორჩილე, ბარის მეორე მხარეს შევედი და მაცივარს დავუწყე ძებნა, რადგან ცივი სასმელი მეპოვნა, პატარა დაბალი სასმლის მაცივარი ბარის დაბლა იდგა, გამოვაღე მაცივრის კარი და ორი ბოთლი ლუდი გამოვუღე, თავსახურის მოსახსნელად რომ ვერაფერი ვიპოვე ორივე ბარის ზედაპირს ჩამოვკარი და გავხსენი.
ამასობაში ეს ორი სულელი რესტორნის კუთხეში არსებულ რბილ სავარძლებზე მოკალათებულიყვნენ და ერთმანეთში რაღაცას ძალიან სერიოზული სახის გამომეტყველებით განიხილავდნენ, სასმელის წაღება რომ დავაპირე სამზარეულოს მხრიდან ამჯერად ნამდვილი მომუშავე პერსონალი გამოვიდა და მას ვთხოვე მათთვის " შეკვეთის" მიტანა, მე კიდევ ელვის სისწრაფით გასასვლელისკენ გავემართე და რამდენიმე წამში ეს შემაწუხებელი ადგილი და ყავა რომელიც ძალიან მინდოდა უკან მოვიტოვე.
ისევ ნომერში დავბრუნდი და გადავწყვიტე სანამ 9 საათი არ გახდებოდა და წვეულება არ დაიწყებოდა ნომრიდან არ გამოვსულიყავი. დედაჩემის და თინას წყალობით მომზადებული ჩემოდანი გავხსენი და ყოველდღიური ტანსაცმლის ძებნა დავიწყე ნებისმიერი რამის მაისურების დახეული ჯინსების, ყოველდღიური ტილოს შარვლების ან ლეგინსების, თუმცა არც ერთი აქ არ აღმოჩნდა. რას ველოდებოდი კი? თითქოს ეს ორი მოპუწკული ქალბატონი ჩემი ტანსაცმლიდან რამეს ჩამიდებდნენ ჩემოდანში. პირიქით 8 ცალი უაზროდ გადაპრანჭული წვეულების კაბა იყო და მხოლოდ ორიცალი სადა, წვეულების კაბებს ზედაც არ შევხედე და ამ ორს შორის გავაკეთე არჩევანი, ყველაზე გრძელი ყველაზე სადა და ნაკლებად თვალში საცემი ღია კრემისფერი ჩაღილული კაბა ავირჩიე, რომელიც მხრებსაც დამიფარავდა, აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე და ჩაცმას შევუდექი.
უკვე გამზადებული სარკეში კმაყოფილი ღიმილით ვიცქირებოდი, მიუხედავად იმისა რომ კაბები არ მიყვარს, ჩემი ტანი ამ სადა კაბას ნამდვილად კარგად ატარებდა ნათხოვარივით წვეულების ბოლომდე.
კაბა ნამდვილად მიხდებოდა, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს გვერდულად გადავხედე და ისევ ჩემს ქონვერსის კეტებს მივუბრუნდი და ჩავიცვი, თმისამაგრის მაგივრად შავი გრძელი თმა ისევ ფანქრით შევიკარი, სათვალე და ყურსასმენები მოვირგე, ერთხელ კიდევ დავტრიალდი სარკის წინ და ნახევრად კმაყოფილი ოთახის ნომრის კარი გავაღე. დერეფნის ბოლოში მომლოდინე რატიანების ოჯახისკენ გავეშურე.
- კაბა როგორ გიხდება ხატია. მითხრა თვალებ აციმციმებულმა მამამ.
- ნამდვილად ბიძაშვილო, უფრო ხშირად უნდა ჩაიცვა.
- თუნდაც იძულებით ხომ როგორც ახლა?
-იძულებით რატომ, არავინ დაგმუქრებივართ, არც ძალის გამოყენებით ჩაგვიცმევია შენთის. მითხრა ყალბი გაკვირვებით დედაჩემმა.
- კაბების მეტი ჩემოდანში არაფერი იყო? !
- მორჩით ქალბატონეებო კამათს და სასტუმროს უკანა ეზოსკენ წავიდეთ წვეულება იქ ეწყობა. აუზებთან და რესტორანთან ახლოს გადაწყვიტეს ახალგაზრდებმა გამართვა, რადგან ოფიციანტების ნაკლებობა გვაქვს ჯერ-ჯერობით და პერსონალს არ გაუჭირდეს სტუმრების მომსახურება. დავიღალე აქ დგომით, ისედაც მთელი დღეა თქვენ გელოდებით. ძლივს დაამთავრეთ მზადება, ძლივს გადაწყვითეთ რა ჩაგეცვათ, შემაღონეთ, განსაკუთრებით შენ თამარ, ცოტა დაგაკლდა და ალბათ კაბასაც მე შემარჩევინებდი. უთხრა მამამ ეშმაკური ღიმილით, და კარგად იცოდა მის ამ ნატქვამს რაც მოელოდა, ამის გამო პატარა თინეიჯერი ბიჭივით იცინოდა...
- ნუ იტყუები დავით! რაც ჩამოვედით იმის მერე გძინავს, საძინებელი ოთახიდან ნახევარი საათია რაც გამოხვედი, ამდენი ძილისგან სახე ისევ დასიებული გაქვს! ძალიან გაბრაზებულმა დედამ სწრაფად და გაცხარებით მიაყარა მამას, მამას საქმე ცუდათ ჰქონდა, ამჯერად მეც კი შემეშინდა. როცა ბრაზდება მეგრული სისხლი მასში ზუსტად მაშინ იჩენს თავს.
-კარგი თამარ, ჩემო ძვირფასო, არ გაბრაზდე თორემ სახესთან ახალი პატარა ნაოჭები გაგიჩნდება. დედამ მამას გაცეცხლებული თვალებით შეხედა და როგორც კი პირი გააღო და მის კარგად გასალანძღად მოემზადა მამას ტელეფონმა დარეკა და იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. მამამაც ტელეფონის ზარის მეშვეობით გამოწვეულ უცაბედ მშვიდ ატმოსფეროზე გაიღმა , ტელეფონს უპასუხა და გასასვლელისკენ წავიდა. უკან გავყევით ჩვენც.
სასტუმროს უკანა ეზო სავსე იყო სტუმრებით. ძალიან დახვეწილად აქვთ მოწყობილი აუზის მხარე, ალაფუშეტის მხარე და დიჯეისთვის განკუთვნილი პატარა სცენა ერთმანეთის საპირისპიროდაა.
ყველაზე მოშორებულ და ნაკლებად განათებულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავდექი, თინაც თან გამომყვა, რადგან შემატყო როგორ შემეცვალა სახე, თითქოს ხალხმრავლობით გამოწვეული არა კომფორტული შეგრძნება ჩემს თვალებში ამოიკითხა, ვგრძნობ როგორ მისველდება ნელ-ნელა ხელისგულები, ხმაური ხმამაღალი სიმღერა და ხალხის რაოდენობა მაიძულებს შეუმჩნევლად ვეძებო გასაქცევი ადგილი.
თინაც ხვდება რა მჭირს და ცდილობს ყურადღება გადამატანინოს, ჩვენს პირდაპირ მაგრამ საკმაოდ მოშორებით მყოფ გოგაზე და კახაზე მანიშნებს თვალებით.
-მათ შეხედე.
-მართლაც ვერ გაიგებ მეგობრები არიან თუ მტრები.
-რას საუბრობენ ნეტავ? ისე არიან ღრმა საუბარში ჩართულები, ვერ იგებენ როგორ ეპრანჭებიან გარშემო გოგოები და თვალს არ აცილებენ არც ერთს. ნამდვილად სიმპათიური ნაბიჭვრები არიან.
- რაა? გაფართოებული თვალებით შევხედე თინას. მან კი თითქოს შეურაწყოფა არც მიეყენებინოს უმიზეზოდ არავისთვის ისე გააგრძელა ჩემთან საუბარი.
- თითქმის ორივე 30 წლისაა ან მეტიც შეიძლება ძალიან მიკვირს აქამდე რატომ არც ერთი დაქორწინდა, ქორწილს შეეშვი შეყვარებულებიც არ ჰყავთ.
-გოგა რომ მექალთანეა და გრძელვადიან ურთიერთბაში არავისთაანაა იმ ბარებიდან მაინც უნდა იცოდე რომელშიც ყოველ კვირა დადიხარ. კახა კიდევ ყინულივით ცივი პიროვნებაა არამგონია სიყვარული შეეძლოს.
-ვაჟა არ ჩანს?
-ალბათ რომელიმე მიმტანს შენიშვნებს აძლევს..." ეს რა სისულელე წამოროშე" გამომეტყველებით შემომხედა თინამ.
-ვერ მივხვდი რა?
-დაივიწყე. ცოტახანი აქაორობას რომ მოვცილდე ხომ არ გეწყინება? გპირდები დიდი ხნით არ წავალ 15 წუთში თუ არ დავბრუნდი შეგიძლია შენ მოხვიდე ჩემს წამოსაყვანად, აქეთ წამოვლისას საქანელები თუ შეამჩნი კოტეჯებთან? აი იქ ვიქნები მხოლოდ 15 წუთი სიწყნარე მჭირდება. პასუხს არ დაველოდე ისე გავეცალე ჩქარი ნაბიჯებით თინას. რაც ვშორდებოდი წვეულების ადგილს ფსიქოლოგიური სიმშვიდეც თანდათან მიბრუნდებოდა.
ყურსასმენები ტელეფონს დავუკავშირე მოვირგე და ტელეფონში სასურველი სიმღერის ძებნა დავიწყე, თავჩახრილი სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი როდესაც ვიღაცამ მხარი ისე ძლიერად გამკრა მარცხენა მხარზე, ტკივილმა საშინლად დამიარა სხეულის მარცხენა მხარეს, ამ უკანასკნელმა ისე გაიარა მობოდიშებაც არ უცდია, არც მე მიცდია გამეჩერებინა და ბოდიშის მოხდა მეიძულებინა, უკან რომ მივიხედე სმოკინგი მხარზე მოეგდო და ქუჩის ბიჭივით შეაბიჯა წვეულებაზე. გავაგრძელე კოტეჯებისკენ გზა.
საქანელაზე ჩამოვჯექი და ძირს დაგდებულ ნივთს დავაკვირდი, აშკარად ვიღააცამ დაკარგა, წამოვდექი საქანელიდან და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაგდებულ ნივთს მივადექი დავიხარე და ხელში ავიღე. საფულეა, მამაკაცის საფულეს გავს, ვისია ნეტა? გახსნის მერიდება რომ შევამოწმო ვისია, ალბათ რომელიმე სტუმარმა დაკარგა, ნეტა ვისია? ცნობის მოყვარეობამ წამძლია ზურგით შევბრუნდი და საფულე გავხსენი, როგორც კი ხელში დავიჭირე პირადობის დამადასტურებელ მოწმობა ნახვაც ვერ მოვასწარი, ზურგს უკან ხმა მომესმა მამაკაცის.
-აქ რას აკეთებ?
შეცბუნებული შემოვბრუნდი და გაშლილი საფულე, პირადობის მოწმობა ხელის უკან წაღებით დავმალე. ჩემს წინ "მწვანეების" პატრონი და ცოტახნის წინ ჩემი მარცხენა მხრის "გამტანი"იდგა.
-არაფერს, ხალხმრავლობას გამოვერიდე, მოსაბეზრებელი წვეულებაა...
-ბოდიშს მოვიხდი, შემდეგში გასართობი ცენტრიდან პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ დიჯეისაც მოვიწვევ. ცერად გადახედა ჩემს განუყრელ სამეულს ფანქარს რომელითაც თმა მქონდა დამაგრებული, ყურსასმენებს და ჩემს სათვალეს რომელსაც ფერადი მხოლოდ ჩარჩო ჰქონდა.
ბავშვი?!! პატარა ბავშვი! პატარა ბავშვი მიწოდა 22 წლის გოგოს. დამშვიდდი ხატია არ შეიმჩნიო გაღიზიანება სპეციალურად აკეთებს. თანაც როგორ ეშმაკურად შემოგცინის...
-კარგს იზავ. ხატია. უცბათ ვერ მიხვდა რა ვუთხარი და გაურკვევლობაში მყოფმა თვალი თვალში გამიყარა.
-რა?
-ხატია მქვია. ცალხელში დავიჭირე საფულე და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თავისუფალი ხელი გავუწვდინე.
- ვაჟა. საპასუხოდ ჩამომართვა ხელი.
- შენ რას აკეთებ აქ?
- საფულე დავკარგე, სავარაუდოდ წეღან აქ გამოვლისას ამომვარდა ჯიბიდან, ხომ არ გინახავს? ეჭვის თვალით შემათვალიერა. არა ეჭვის თვალით კი არა დარწმუნებულიც კი იყო რომ მე ვიპოვე ისეთი გამომეტყველება ჰქონა.
- მე ვიპოვე, უბრალოდ... არც კი დამაცადა წინადადების დასრულება.
- გახსენი ხომ?
-კი, მხოლოდ იმ მიზნით გამეგო ვინ დაკარგა. საფულის გახსნა აშკარად არ ესიამოვნა, რასაც გამომეტყველებით მივხვდი, თუმცა არაფერი უთქვია.
- კარგი ახლა დამიბრუნე. მითხრა თუ არა ზურგს უკან დამალული მისი ნივთები გავუწოდე.
-წვეულებაზე უნდა დავბრუნდე, შენ? წამოხვალ თუ აქ დარჩენას აპირებ.
-არა. ჩემთვის უკეთესია ნომერში დავბრუნდე, ხმაური ჩემზე ცუდათ მოქმედებს. მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა რაც ალბათ "გასაგებიას" ნიშნავს, თავაზიანად დამემშვიდობა,ნაზად მომაცილა თავისი მწვანე თალები სახიდან და წვეულებაზე გაემართა.
უკვე ნომერში მყოფმა თინას ესემეს შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი რომ ნომერში წავედი დასაძინებლად, თუმცა ბოლო უკანასკნელი ტყუილი იყო რადგან წვეულება 4 საათია რაც დამთავრდა და ყველამ თავიაანთ ნომრებს მიაკითხეს დასასვენებლად, მე კიდევ ჩემი განუყრელი ყურსასმენებით და წიგნით ხელში ნომრის აივანზე ვზივარ და თმიდან მოხსნილი ფანქრით ვინიშნავ, საინტერესო ადგილებს. დღეს ღამე, როგორც წლების განმავლობაში გასულ ყოველ ღამეს ძილი ახლაც ჩემგან შორს იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent