ჰორიზონტამდე ( სრულად )
სავარძელში იჯდა ფეხებაკეცილი და მობუზული, გრძელი, კუპრივით შავი, აბურდული თმა უწესრიგოდ ჰქონდა კეფაზე შეკრული, სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, არ ეძინა თუმცა თვალები დახუჭული ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა, გამხდარი იყო, ზედმეტად გამხდარიც კი, უპეები ამოშავებული ჰქონდა, ლოყები ჩაცვენილი, ტუჩები გამომშრალი და გაფერმკრთალებული, თეთრი, ქათქათა კანი ჰქონდა, თხელ, სიფრიფანა მკლავებზე თვალნათლივ ეტყობოდა სისხლძარღვები, მაჯებზე უკვე გაფერმკრთალებული, გავარდისფრებული ნაიარევები უჩანდა, შეკრთა კარის ხმა რომ მოესმა, მოიბუზა, თვალები გაახილა თუმცა ადგილიდან არ განძრეულა, ელოდა როდის მიუახლოვდებოდა... - როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? -სევდიანი ხმა ჰქონდა მამაკაცს, დაღლილი ჩანდა, იქვე მდგარი სკამი აიღო და მის წინ ჩამოჯდა, მაღალი იყო, მხარბეჭიანი, სუფთად გაპარსული სახე ჰქონდა, მუქი ჩალისფერი თმა და ცისფერი თვალები, უყურებდა სავარძელში მჯდარ საცოდავად მობუზულ გოგონას და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად ეუფლებოდა ბრაზი, ისე ბრაზობდა თითქოს მისი ბრალი არ ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში რომ იყო, გაუცნობიერებლად აუწია ხმას, -ნუცა შენ გელაპარაკები არ გესმის? უკვე ყელში ამომივიდა შენი ასეთი საქციელი, მთელი დღეები გაუნძრევლად ზიხარ, ხმას არ მცემ, თითქმის არაფერს ჭამ... - გიკვირს? სასაცილოა, იმის მერე რაც გამიკეთე გიკვირს რომ შენთან საუბრის სურვილი და ჭამის მადა არ მაქვს? რა ადამიანი ხარ ვერ ვხვდები, ან საერთოდ ხარ ადამიანი? -ოთახში ჩამოწოლილ ავბედით სიჩუმეში ძლივსგასაგონად ისმოდა ნუცას მისუსტებული ხმა, ლაპარაკობდა და თან სარკმელს არ აშორებდა მზერას რომელსაც რკინის ბადე ჰქონდა გარედან აკრული. - ჩვენი ყოველი იშვიათი საუბარი ამ სიტყვებით რატომ იწყება და რატომ სრულდება, იქნებ ბოლოს და ბოლოს მიხვდე რომ სხვა გზა არ გაქვს და შეეგუო, -ამჯერად სიმშვიდე არჩია კაცმა იქნებ ტკბილი სიტყვით უფრო ადვილად გასულიყო ფონს. - არასოდეს შევეგუები, მშვენივრად იცი რომ როგორც კი საშუალება მომეცემა გავიქცევი, შენნაირ ავადმყოფთან ერთად ცხოვრებას არ ვაპირებ, -სრულიად მშვიდი იყო ნუცაც, მის ხმაში არც სიბრაზე იგრძნობოდა არც ზიზღი, არც სიძულვილი, უბრალოდ იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა. - ჩემი ცოლი ხარ, შეიგნე რომ ჩემი ცოლი ხარ და ახალ როცა ჩემს შვილს ატარებ მუცლით... - შენი შვილი? ნუ მაცინებ, -ირონიული ღიმილი გადაეკრა ნუცას ტუჩებზე, სავარძელში გასწორდა და თვალებში შეხედა მის წინ მჯდომს, -იმ ბავშვს გულისხმობ ძალადობის შედეგად რომ ჩაისახა? ორი თვეა რაც მომიტაცე და აქ გყავარ გამოკეტილი, არ გიცნობდი, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყავი, გამომიცხადე მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდეო, პირველივე დღეს იძალადე ჩემზე, გამაუპატიურე... ეს მხდის შენს ცოლად? მერე... გახსოვს მერე რა მოხდა? მკლავები წინ გაიშვირა და ხელები ამოატრიალა, მის მაჯებზე გაუშეშდა კაცს მზერა, იმ ვარდისფერ, უსწორმასწორო ნაწიბურებზე. - არ გინდა გთხოვ, თავიდან ნუღარ დავიწყებთ, -ხმა ჩაუწყდა, თითები გამეტებით მოუჭირა სკამის სახელურს. - რა მოხდა, არ გსიამოვნებს გახსენება? მე ყოველღამ ვხედავ სიზმარში, -თვალებზე ცრემლები მოადგა ნუცას, ნიკაპი აუცახცახდა, -მაინც ვერ ვხვდები რატომ გიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, შენ ხომ სინდისი არ გაგაჩნია, არც სინანული შეგიძლია... - ასე ნუ მელაპარაკები გეყოფა. - მას შემდეგ რაც ვცადე და სამწუხაროდ ჩემი გადარჩენა შესძელი სულ რაღაც ოთხი დღე იყო გასული რომ მეორედ იძალადე ჩემზე. - გეყოფა... - გთხოვდი არ შემხებოდი, გეხვეწებოდი რომ თავი დაგენებებინა, ცუდად ვიყავი, ფიზიკურადაც და სულიერადაც, შენ კი... შენ არაფერი გესმოდა, მხოლოდ შენი ცხოველური ვნების დაკმაყოფილებას ცდილობდი, უმოწყალოდ ჯიჯგნიდი ჩემს სხეულს. - გთხოვ ნუცა გაჩუმდი... - გინდა დანარჩენიც გაგახსენო? როცა მოტაცებიდან ორი კვირის შემდეგ გადაწყვიტე რომ შენს ოჯახთან წარგედგინე როგორც რძალი და დედ მამა და ძმა დაპატიჟე თავის ოჯახთან ერთად... - ძალიან გთხოვ შეწყვიტე ბოლოს და ბოლოს... - სიმართლე რომ გითხრა მაშინ ყველაზე მეტად დედაშენის რეაქციამ გამაოგნა და გამანადგურა, გახსოვს რა თქვა როცა მათ წინ იმ საზეიმოდ გაშლილ მაგიდასთან ვიდექი მაჯებშეხვეული, გახეთქილი ტუჩით და დალურჯებული ლოყით? - რა გინდა, ჩემს მოთმინებას ცდი? -უკვე ყჭირდა თავის შეკავება კაცს, მზერა ამღვრეული, ყბებ დაჭიმული უყურებდა და მძიმედ სუნთქავდა, თუმცა მისი ასეთი მდგომარეობა სულ არ ადარდებდა ნუცას. - შენ თუ არ გახსოვს მე გაგახსენებ, ასე თქვა, კიდევ კარგი უცხო არავინ დაპატიჟე თორემ ეს როგორ უნდა გვეჩვენებინაო, იმის მაგივრად რომ ჩემთვის ეთანაგრძნო, იმის მაგივრად რომ შენთვის სულ მცირე, საყვედური მაინც ეთქვა მხოლოდ ის ადარდებდა რას იტყოდნენ სხვები თუ ასეთ მდგომარეობაში დამინახავდნენ, არც დანარჩენებს ჰქონიათ უკეთესი რეაქცია, მამაშენმა ზედაც არ შემომხედა, შენს ძმას და რძალს კი ალბათ ნორმალურად მიაჩნიათ მოტაცება, ძალადობა, მოტაცებული და გაუპატიურებული ქალისთვის ცოლის და დედის დარქმევა და ამ ყველაფრის შემდეგ გგონია რომ ცოლად გამოგყვები და შვილს გაგიჩენ? მოვკვდები და მაინც არ გავხდები შენი ცოლი... - საკმარისია, -იღრიალა კაცმა, ფეხზე წამოდგა, გულისპირში ჩაავლო ხელი და ბუმბულივით მსუბუქად ასწია მაღლა, თვალი არ შეუხრია ნუცას. - გინდა რომ დამარტყა? სერიოზულად? დამარტყი, შენნაირი ცხოველისგან აღარფერი გამიკვირდება, თუმცა არ დაგავიწყდეს რომ ერთ კვირაში დედაშენის დაგეგმილი ქორწილია, დღეს საღამოს კი სულ რაღაც ორ საათში ის სტუმრები მოდიან ასე მოუთმენლად რომ ელოდი, გინდა რომ სტუმრებთან დალურჯებული სახით წარმადგინო? მოსაქნევად მომზადებული ხელი ძირს დაუშვა და ნუცას თავისუფლად დადგომის საშუალება მისცა, ხმაურით ამოისუნთქა და ავად გააღრჭიალა კბილები. - არც კი იფიქრო რამე სისულელის გაკეთება, ბავშვს რომ რამე დაემართოს იცოდე... - ვფიქრობ და ვერ ვხვდები, ვერ ვხვდები თავში რა გიტრიალებს, მეუბნები რომ გიყვარვარ მაგრამ ეს როგორი სიყვარულია, ჩემზე ძალადობ, მაიძულებ არასასურველი ბავშვი გავაჩინო ცხრამეტი წლის ასაკში და იმედი გაქვს რომ შეგიყვარებ, შენ არ ხარ ნორმალური, -ორი ნაბიჯით უკან დაიხია, სავარძელში ჩაეშვა, მუხლებზე დაეყრდნო იდაყვებით და სახე ხელებში ჩარგო, ყველანაირად ეცადა ზიზღისგან მოგვრილი ცახცახი შეეკავებინა როცა მისი შეხება იგრძნო, მის წინ იყო დაჩოქილი... - მიყვარხარ ნუც, ვიცი რომ არ გჯერა მაგრამ მართლა ძალიან მიყვარხარ, ხომ შეგიძლია ეცადო რომ გამიგო, მითუმეტეს ახლა როცა მალე შვილი გვეყოლება, -ფრთხილად შეეხო მუცელზე და ნაზად მოეფერა მეორე ხელი კი თავზე გადაუსვა, თმისსამაგრი მოხსნა და ჩამოშლილ თმაში შეუცურა თითები. - არ გინდა გთხოვ, -მხოლოდ ეს აღმოხდა ნუცას, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ კაცს ცივად დაეხია უკან, ისევ სავარძელზე ჩამოჯდა. - თუ შენ არ გენდომება ზედმეტად არ შეგეხები, -რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ტკივილი და სევდა ჟღერდა მის ხმაში, -ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნო, ოღონდ შენც უნდა შემიწყო ხელი, მხოლოდ ერთი შანსი, ერთადერთი შანსი მომეცი და გაჩვენებ როგორი კარგი ქმარი და მამა შემიძლია ვიყო, მე უბრალოდ... ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა საუბარი, ეკრანს დახედა და გაცოფებულმა ჩაილაპარაკა რაღაც გაურკვევლად, უპასუხა და ორიოდე წამის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან ისე რომ ნუცასთვის აღარაფერი უთქვამს, მზერა გააყოლა ნუცამ, თვალს არ დაუჯერა როცა ღია კარი დაინახა, იმ ორი თვის განმავლობაში რაც ამ სახლში იყო გამოკეტილი ეს კარი ღია არასდროს უნახავს, მხოლოდ ერთხელ, მაშინ როცა მისი მშობლების გასაცნობად ჩაიყვანა ლევანმა პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, ნუთუ ეს მისი შანსი იყო, ასეთი შანსი მეორედ ალბათ აღარ მოეცემოდა, წამოდგა და ფეხაკრეფით მივიდა ფანჯარასთან, დაინახა ლევანი როგორ ჩაჯდა ავტომობილში და როგორ გავიდა ეზოდან, დაცვამ საგულდაგულოდ ჩაკეტა ჭიშკარი, მთავარია სახლიდან გასულიყო და დაცვას როგორმე დაუსხლტებოდა ხელიდან და მერე... მერე სად უნდა წასულიყო? ამ ორი თვის განმავლობაში არავის მოუკითხავს ნუცა, ან ვის უნდა მოეკითხა როცა არავინ ჰყავდა, მშობლების დაღუპვის შემდეგ მამიდამ გაზარდა, ორი ნუცაზე პატარა შვილი ჰყავდა მამიდას და ნარკომანი ქმარი, ძალიან უჭირდათ, ამიტომაც სწავლის პარალელურად მუშაობაც უწევდა ნუცას, ნეტავ რა იფიქრეს როცა სამსახურიდან სახლში არ დაბრუნდა, იქნებ უბრალოდ გაუხარდათ რომ ზედმეტი საზრუნავი მოიცილეს, ისედაც ხომ მუდამ აგრძნობინებდნენ რომ მათ ოჯახში ზედმეტი იყო... - უნდა წავიდე, აქ ყოფნას ყველაფერი მირჩევნია, მთავარია აქედან გავაღწიო, -ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, დერეფანში გასულს გაახსენდა რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდა, ის მაღალქუსლიანი საშინელებები მაინც არაფერში გამოადგებოდა ლევანმა რომ უყიდა იმ შემთხვევებისთვის სტუმრები თუ ეყოლებოდათ, სახლის ჩუსტებით სირბილს კი ისევ ფეხშიშვლად ყოფნა ერჩივნა, ფრთხილად, ფეხაკრეფით ჩავიდა პირველ სართულზე, თუ სწორად ახსოვდა კვირა დღე იყო, კვირაობით კი დამხმარე ქალები არ მოდიოდნენ, ასე რომ სახლში სრულიად მარტო იყო, შემოსასვლელი კარი შეამოწმა, ჩაკეტილი დახვდა თუმცა იქიდან მაინც ვერ გავიდოდა, დაცვა აუცილებლად შეამჩნევდა, რამე სხვა გზა უნდა ეპოვა, როგორც ყველა სახლს ამ სახლსაც აუცილებლად ექნებოდა მეორე კარი ბაღში გასასვლელად, დერეფანს გაუყვა, არ შემცდარა, მალევე მიაგნო, ბაღში, ვერანდაზე გამავალ კარს რომელიც ღია აღმოჩნდა, იმედია ძაღლები აშვებულები არ იქნებოდნენ. ფეხაკრეფით, წელში მოხრილი გავიდა ბაღში, დარწმუნებული იყო იმ ფსიქოპატს ყველგან ექნებოდა დამონტაჟებული კამერები, მანამდე უნდა მოესწრო ღობეზე გადაძვრომა სანამ დაცვა რამეს შეამჩნევდა, სანამ ბაღის ბოლოში კედელთან მდგარ ხესთან მივიდოდა მანამდე რომ ამოუვარდა გული მაშინღა გაიაზრა უჭმელობის და უმოძრაობის გამო რამდენად იყო დასუსტებული, გაჭირვებით აცოცდა ხეზე, ახლა ერთი მოხერხებული ნახტომი იყო საჭირო და კედელზე აღმოჩნდებოდა, კედლიდან კი... უნებურად მოისვა მუცელზე ხელი, რამე რომ მოუვიდესო? გაიფიქრა, მერე კი საკუთარ თავზე გაბრაზდა ამ ფიქრის გამო, აქედან გაღწევის შემდეგ პირველი რასაც გააკეთებდა ამ ბავშვის მოშორება იყო, ეს იყო მისი გეგმა და თუ აქედანვე დაიწყებდა მასზე ფიქრს, აქედანვე შეაწუხებდა ის თუ რა დაემართებოდა მას ალბათ ვეღარ მოახერხებდა... - არ შემიძლია, ახლა ამ ყველაფერზე ვერ ვიფიქრებ, -ჩაილაპარაკა და თვალით გაზომა მანძილი, ძალა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და გადახტა, გაუმართლა, პირველივე ჯერზე, მარტივად მოახერხა კედელზე მოხვედრა, იქიდან კი ადვილად დაეშვა ძირს, მიმოიხედა, გარემო არ ეცნო, ან კი როგორ ეცნობოდა, გარშემო არაფერი იყო, არც შენობები, არც გზები, მხოლოდ მინდვრები და ტყეები, აშკარა იყო რომ ქალაქგარეთ იყვნენ, თან არაფერი ჰქონდა რის მიხედვითაც გზის გაგნებას მოახერხებდა, იქნებ სახლისთვის შემოეარა და მერე გასულიყო გზაზე? იმისთვის რომ დაცვას არ შეემჩნია კარგა შორ მანძილზე მოუწევდა შემოვლა, სხვა რა გზა ჰქონდა, ჩამავალ მზის გამო გავარდისფრებულ ჰორიზონტს გახედა და სირბილით წავიდა ტყისკენ... - - კარგი იქნებოდა რომ წამოსულიყავი, ლევანმა ორივე დაგვპატიჟა, საცოლე უნდა გაგვაცნოს, ერთ კვირაში ქორწილი აქვთ, -მაღალი, ტანადი ახალგაზრდა მამაკაცი სარკესთან იდგა და პერანგის ღილებს იკრავდა, გრძელი, თლილი თითებით გადაივარცხნა დატალღული წაბლისფერი თმა და იდაყვებამდე აიკეცა პერანგის სახელოები, სიმპათიური იყო, მოკლედ შეჭრილი წვერი და დიდი, თაფლისფერი, მეტყველი თვალები ჰქონდა, სარკიდან უმზერდა საწოლზე წამოწოლილ, წითელ პენუარში გამოწყობილ ულამაზეს ქალს. - ანუ მეც დამპატიჟა? -მხიარულად გადაიკისკისა ქალმა თუმცა, მისი მზერა კვლავინდებურად ცივი რჩებოდა, -ჯერ ისევ ვთამაშობთ ბედნიერი წყვილის როლს? - რა გინდა ანა, რატომ ცდილობ განწყობა გამიფუჭო, -კაცი საწოლზე ჩამოჯდა და ზემოდან დახედა ბალიშებზე ნებივრად მისვენებულს, -მშვენივრად იცი ლევანი როგორ მიყვარს, ბავშვობიდან ვმეგობრობთ, საერთო ბიზნესი გვაქვს, ცოლი მოჰყავს, გოგო რომელიც სიგიჟემდე უყვარს, მისი საცოლე ორსულადაა ბავშვზე რომელიც მე უნდა მოვნათლო, ხომ შეგიძლია უბრალოდ ადგე, წამომყვე და ჩემი სიხარული გაიზიარო. - კარგი რა საბა, ამ დილით დაბრუნდი იტალიიდან სადაც სამი თვე იყავი და იმის მაგივრად რომ დრო ჩემთან გაატარო და ჩვენი ურთიერთობის გამოსწორებაზე იფიქრო ლევანთან მიდიხარ, მერე გიკვირს რატომ გვაქვს პრობლემები. - იტალიაში გასართობად არ ვყოფილვარ, რომ არ წავსულიყავი იმ კონტრაქტებს ვერ გავაფორმებდი რომლებიც ძალიან სჭირდებოდა კომპანიას, გთხოვე რომ წამომყოლოდი... - და იქ რა უნდა გამეკეთებინა, ყველა აქ მყავს, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი დაქალები... საბას აღარაფერი უთქვამს, გასაღებს დაავლო ხელი და უხმოდ გაიხურა საძინებლის კარი, დაძაბული, ჩაფიქრებული მართავდა საჭეს, ოცდასამი წლის იყო ანა რომ მოიყვანა ცოლად, უყვარდა, ან უბრალოდ მაშინ ასე ეგონა, ულამაზესი იყო ანა, სრულყოფილი სახე და სხეული ჰქონდა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, საბა თავს იღბლიანად თვლიდა იმის გამო რომ მან მოახერხა ანას გულის მონადირება, იმაზე არც უფიქრია რომ ამ ყველაფერში გარკვეული როლი მისმა სიმდიდრემ და ქონებამ ითამაშა, მას მერე ოთხი წელი გავიდა, ქორწინების პირველივე წელს მიხვდა საბა რომ შეცდომა დაუშვა, ანა არ იყო ცოლობისთვის და დედობისთვის დაბადებული, ან უბრალოდ მისთვის ნაადრევი იყო ოჯახის შექმნა, გართობა უყვარდა, მეგობრებთან ერთად შუაღამემდე ცეკვა და დალევა, საყიდლები, ახალი ტანსაცმელი, სამკაულები, მოგზაურობა, ფულის უაზროდ და უმიზნოდ ხარჯვა... პირველად მაშინ იკამათეს საბამ ბავშვზე რომ ჩამოაგდო სიტყვა, უკვე ორი წელი იყო გასული მათი ქორწინებიდან, ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ, სხეული გამიფუჭდებაო ასეთი პასუხი გასცა... მაინც გაუფუჭდა ხასიათი, თუმცა ახლა ამას ვერაფერს უშველიდა, ერთი პირობა ისიც კი იფიქრა ლევანს დავურეკავ და ვეტყვი რომ მოსვლას ვერ ვახერხებო, თუმცა ისე უნდოდა მისი ნახვა, მასთან ლაპარაკი, ყოველთვის ყველაფერს უყვებოდნენ ერთმანეთს, მათ შორის საიდუმლო არ არსებობდა, ალბათ საბას ძმა რომ ჰყოლოდა ლევანზე ნაკლებად არ ეყვარებოდა, ჩაბნელებულ გზას გახედა, რამდენიმე კილომეტრიღა იყო დარჩენილი, მოსახვევში სვლა შეანელა და მოუხვია თუ არა... - ჯანდაბა, ეს რა იყო, -იმწამსვე დაამუხრუჭა როგორც კი შეამჩნია როგორ გამოვარდა ვიღაც ტყიდან, ავტომობილიდან გადმოვიდა და ასფალტზე უგონოდ მწოლს მიუახლოვდა, ფეხშიშველი, თმაგაწეწილი გოგონა იყო, დასვრილი შარვალი და დახეული მაისური ეცვა, მის გვერდით ჩაიჩოქა, იცოდა რომ არ შეხებია, ალბათ შიშისგან თუ დაკარგა გონი, ფრთხილად ააწევინა თავი, სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია... - მთელი ძალით გარბოდა, ორიოდე წუთში მიაღწია ტყეს, იმედი ჰქონდა რომ ტყე-ტყე ივლიდა და მალევე გასცდებოდა სახლს, ტყე არც ისეთი გაუვალი ჩანდა როგორც შორიდან მოეჩვენა მაგრამ მალევე მიხვდა რომ ზედმეტად შორდებოდა ნაპირს, წამდაუწუმ ამოწმებდა რომ ზედმეტად ღრმად არ შესულიყო და გზა არ აბნეოდა, მალე დაიღალა და სიარულიც გაუჭირდა, კენჭები და ხვმელი ტოტები ერჭობოდა შიშველ ფეხისგულებში და სიარული უძნელდებოდა. - უჰ შენი, -გულიანად შეიკურთხა, როცა რაღაც ზედმეტად მჭრელს და წვეტიანს დაადგა ფეხი, იქვე კუნძზე ჩამოჯდა, მინის უზარმაზარი ნატეხი ჰქონდა ფეხისგულში შერჭობილი, ამოიძრო თუ არა თქრიალით წამოუვიდა სისხლი, სხვა გზა არ ჰქონდა, მაისურს შემოახია ნაჭერი რომ ფეხი შეეხვია და მერე გაჭირვებით გააგრძელა გზა, ძლივს ადგამდა ნაბიჯებს, ვერ მიხვდა ისე დაბნელდა, შემცივნული, შეშინებული მიიწევდა წინ, ავტომობილის ხმა რომ მოესმა და ფარების შუქიც დაინახა რატომღაც იმაზე არ უფიქრია რომ ეს შეიძლებოდა ლევანი ყოფილიყო, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ნაბიჯს აუჩქარა და სირბილით გავიდა გზაზე, მერე მუხრუჭების გამაყრუებელი ღრჭიალი მოესმა, ფარების შუქმა დააბრმავა, დაღლილობამ, სტრესმა და შიშმა თავისი გაიტანა და უღონოდ წაიქცა ასფალტზე, გონება ბოლომდე არ დაუკარგავს, ფეხის ხმა ესმოდა, გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა ვიღაც, მერე შეხება იგრძნო და წამწამები აახამხამა, თვალი გაახილა, დაინახა როგორ დაჰყურებდა ზემოდან უცნობი მამაკაცი რომელსაც ულამაზესი თაფლისფერი თვალები და თბილი გამოხედვა ჰქონდა... - დამეხმარე, -ჩაიჩურჩულა და მერე... მერე სრულ, ყოვლისმომცველ სიბნელეში ჩაიძირა... საავადმყოფოს სახურავზე მდებარე ტერასაზე მოაჯირთან იდგა საბა, ხელში ცხელი ყავით სავსე, ქაღალდის ჭიქა ეკავა და ღამის თბილისს გადაჰყურებდა გარინდული, საათს დახედა, ოთხი ხდებოდა, ერთი გულიანად ამოიოხრა და სურნელოვანი, მაცოცხლებელი სითხე მოსვა, მაჯაზე შემხმარი სისხლი შეამჩნია უნებურად, მერე სისხლით და ჭუჭყით დალაქავებულ პერანგზე დაიხედა და რატომღაც გაეღიმა, გაეღიმა მწარედ, სევდიანად, ისე რომ ღიმილი არ ერქვა იმ ღიმილს მაგრამ მაინც ღიმილი იყო, რა უცნაური რამ იყო ცხოვრება, ვინ იცის ახლა სადღაც რამდენი ადამიანი იტანჯებოდა, აუტანელ ტკივილს განიცდიდა და შველას ელოდა, თუმცა არავის ესმოდა მათი და არასდროს არავინ მივიდოდა მათ საშველად, ალბათ მხოლოდ ერთეულები თუ პოულობდნენ გზას ამ ჯოჯოხეთიდან თავის დასაღწევად, განა თვითონ, სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გულზე ახუტებული არ შემოიყვანა საავადმყოფოში ერთი ასეთი ტანჯული სული? ვინ იცის რა ჰქონდა გადატანილი, ვინ იცის რა ტკივილს და ტანჯვას გამოექცა და რამ აიძულა ღამით იმ უღრან ტყეში ხეტიალი, მაინც რა სასტიკი რამ იყო ეს სამყარო, სადაც ადამიანები მხოლოდ იმიტომ იტანჯებოდნენ რომ სხვა ადამიანებმა საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს რისი უფლებაც ღმერთმაც კი არ უბოძათ. - ალბათ უკვე გაიღვიძებდა, -ჩაილაპარაკა, უმთვარო, ჩაბნელებულ ცას ახედა და საკუთარი ფიქრების სიმძიმით მხრებში მოხრილი გაემართა კიბეებისკენ. - პალატაში გაახილა თვალები, ერთხანს გაუნძრევლად იწვა და მკრთალი, ყვითელი შუქით განათებულ ჭერს უყურებდა, არ უყვარდა საავადმყოფოები, ვერ იტანდა წამლის და სიკვდილის სუნით გაჟღენთილ კედლებს, სულს უხუთავდა აქაურობა, ფრთხილად გაამოძრავა თითები, მერე წამოჯდომა სცადა, ვერ მოახერხა, საშინლად სტკიოდა მთელი სხეული, შეხვეული ფეხები, ზურგი, თავი, ჩალურჯებული ლოყა რომელიც არ ახსოვდა ტყეში სირბილისას დაიზიანა თუ მაშინ როცა გზაზე გამოვიდა და... - უნდა წავიდე, აქედან უნდა წავიდე, -ჩაიბუტბუტა და ამჯერად როგორღაც მოახერხა წამოჯდომა, უნებურად დასცდა კვნესა გამშრალი ბაგეებიდან, ახლა უკვე ნამდვილად იცოდა რომ საავადმყოფოში იყო და ისიც იცოდა ლევანი ყველაფერს გააკეთებდა მის მოსაძებნად და თუ იპოვიდა ალბათ უარეს ჯურღმულში გამოკეტავდა და მისგან თავის დაღწევას ვეღარასდროს მოახერხებდა, ცოტა უფრო მეტად უნდა ეფრთხილა, ტყიდან ასე არ უნდა გამოვარდნილიყო, შეიძლება ლევანი სულაც ის იყო ვინც იმ გზაზე შეეფეთა, შეიძლება უკვე აქ იყო და თუ აქ იყო... მოღუშულმა შეხედა წვეთოვანს, ის იყო ვენისკენ წაიღო ხელი რომ ხმაური მოესმა და მაშინღა მიხვდა რომ პალატაში მარტო არ იყო. - სად აპირებ წასვლას? -მაღალი მამაკაცი იქვე მდგარი დივნიდან წამოდგა და მისკენ წამოვიდა, შეშინებულმა შეჰკივლა ნუცამ, დამფრთხალმა აიკეცა ფეხები საწოლზე და კედელს აეკრო აცახცახებული. - ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან? -თითქმის არ ისმოდა მისი ხმა, თავჩაღუნული იჯდა, მზერას არიდებდა უცნობს. - შენგან რა უნდა მინდოდეს, -გაეცინა მამაკაცს, თბილი ხმა ჰქონდა, სასიამოვნო და ისეთი უნებურად რომ განეწყობოდი ნდობით მის მიმართ, -საბა მქვია, არ ვიცი გახსოვს თუ არა მაგრამ პატარა უსიამოვნება შეგვემთხვა ტყის გზაზე, მეგობართან მივდიოდი და შემთხვევით... - ის თქვენ იყავით? -ახლაღა გაბედა ნუცამ თავის აწევა და მზერა გაუსწორა მომღიმარს, -ღმერთო ჩემო, ლევანი არ ყოფილა, თქვენ იყავით, კიდევ კარგი, -შვებით ამოისუნთქა აღელვებულმა, მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, დაფეთებულმა დაჭყიტა თვალები და მუცელს დააჩერდა, ხელები შემოიჭდო და უხმოდ, კითხვით სავსე მზერით შეხედა საბას, ისიც მაშინვე მიუხვდა. - არ ინერვიულო, ექიმმა თქვა რომ ბავშვი კარგად არის, არაფერი დაშავებია. - კიდევ კარგი, კარგია, უფრო სწორად არ ვიცი, მე... -მთლად დაიბნა ნუცა, ეუცხოებოდა თავისივე ფიქრები და გრძნობები, ეუცხოებოდა ის რომ გაუხარდა ბავშვის კარგად ყოფნა, არადა მის მოშორებას აპირებდა, იმ ციცქნა არსების მოშორებას რომელიც თურმე უკვე უყვარდა და ამის შესახებ აქამდე, ამ კონკრეტულ მომენტამდე წარმოდგენა არ ჰქონდა. ჩაფიქრებული უყურებდა საბა მის წინ მჯდომ გამხდარ, გაწეწილ, სახე დალურჯებულ გოგონას, ცნობისმოლყვარეობა და მეტის გაგების სურვილი კლავდა, ნეტავ რა უნდა შემთხვეოდა რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში იყო, ან იმ ტყეში რას აკეთებდა ფეხშიშველი, ორსული, შემოხეული ტანსაცმლით და დაკაწრული სხეულით, ნეტავ რა ტკივილს უბედურებას გამოექცა, ვის ან რას გაურბოდა ასე თავგანწირვით, ნუთუ მართალი აღმოჩნდებოდა მისი ფიქრები და ვინმეს ჰყავდა გატაცებული, იქნებ... - ლევანი ვინ არის? -ინსტიქტურად დასცდა კითხვა და თვალნათლივ დაინახა მის სახეზე გამოსახული შიში, მისი აცახცახებული სხეული და თითების ნერვიული მოძრაობა. - არავინ, ეს თქვენ არ გეხებათ, მადლობა რომ დამეხმარეთ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. - სად უნდა წახვიდე, ისიც კი არ გიკითხავს სად ხარ, იქნებ გინდა ვინმეს დაურეკო ვინც მოგაკითხავს, ან მითხარი სად მიგიყვანო და მე მიგიყვან. უსმენდა ნუცა და მთელი სიმძაფრით მხოლოდ ახლა იაზრებდა იმას რომ წასასვლელი არ ჰქონდა, არც ვინმე ჰყავდა ისეთი ვისაც დაურეკავდა და სთხოვდა მოეკითხათ, სწავლაზე და მუშაობაზე გადართულს ერთი მეგობარიც კი არ ჰყავდა, მამიდასაც ვერ დაურეკავდა, დარწმუნებული არ იყო რომ მათ ლევანთან არ ჰქონდათ კავშირი, სად უნდა წასულიყო, როგორ უნდა მოეხერხებინა იმ მანიაკისგან თავის დაცვა, სუნთქვა აუჩქარდა, მზერა აემღვრა, ნიკაპი საცოდავად აუცახცახდა... - არ ვიცი სად უნდა წავიდე, არავინ მყავს, საერთოდ არავინ, -სლუკუნი ამოაყოლა სიტყვებს, გული ამოუჯდა, ცრემლებმა დაუსველა სახე, უნდოდა თავი შეეკავებინა, უნდოდა ისევ ის ცივი და უგრძნობი ქალის როლი ეთამაშა რომელსაც ეს ბოლო ორი თვეა თამაშობდა მაგრამ ვერ შეძლო, ხმამაღლა ტიროდა და მთელი სხეული უთრთოდა. დაბნეული, აღელვებული, სულით ხორცამდე შეძრული უყურებდა საბა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა მის დასამშვიდებლად, ბოლოს ვეღარ მოითმინა, თავისკენ მოიზიდა, მთელი ძალით ჩაიკრა გულში და თან ექიმის გამოსაძახებელ ღილაკს დააჭირა თითი. - დამშვიდდი, არ ვიცი რა შეგემთხვა მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ხარ, ჩემს გვერდით არაფერი გემუქრება გესმის? ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, -უმწეოდ აფართხალებულს ჩურჩულებოდა და თან ნაზად ეფერებოდა ზურგზე. - მომაგნებს, აუცილებლად მომაგნებს, ისევ მომიტაცებს, გამომკეტავს და ბავშვს წამართმევს, არ მინდა, მეტის ატანა არ შემიძლია, ვერ გავუძლებ, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გაუგებრად ისროდა სიტყვებს ნუცა და ცდილობდა მკლავებიდან დასხლტომოდა... - - რამდენიმე საათი გაუნძრევლად იძინებს, -თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი, გაფითრებულ გოგონას დაჰყურებდა და თან პულს უმოწმებდა. - დამამშვიდებელი აუცილებელი იყო? -საბა ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში, -შენ თვითონ თქვი რომ ორსულად არის, ბავშვს რომ ავნოს რამე? - კარგი რა, გგონია რამე ისეთს მივცემდი რაც მასზე ცუდად იმოქმედებს? კარგად იქნება, დამამშვიდებელი რომ არ მიმეცა მაშინ უფრო შეექმნებოდა საფრთხე, პანიკაში იყო. - უბრალოდ ვნერვიულობ კაკი, ძალიან ვნერვიულობ, მგონი რაღაც შარშია გახვეული და დახმარება სჭირდება, დაახლოებით ვხვდები რაც შეემთხვა მაგრამ... - არავინ ჰყავს ვინც მოვა და მიხედავს? მთელი ღამე აქ აპირებ ყოფნას? - თვითონ თქვა ცოტა ხნის წინ რომ არავინ ჰყავს, არ ვიცი რა გავაკეთო, ვგრძნობ რომ საფრხთეშია, მარტო ვერ დავტოვებ. - ეგ საიდან მოიტანე? - რაღაც მითხრა, კარგად ვერ გავიგე მაგრამ მგონი ვიღაცას ემალება, აშკარაა რომ სახლიდან არის გამოქცეული, შეშინებულია, ეშინია რომ ის ვიღაც მოაგნებს და რამეს დაუშავებს, დიდი ალბათობით მოიტაცეს და ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ მინდა ეს ყველაფერი მისგან მოვისმინო. - იქნებ პოლიციისთვის მიგვემართა? - არა, ჯერ ჯობს გავიგო რა ხდება, უნდა ველაპარაკო და მერე როგორც თვითონ გადაწყვეტს ისე გავაკეთებ, დავეხმარები და ყველანაირად დავუდგები გვერდით, -საწოლს მიუახლოვდა და მძინარე ნუცას, ფრთხილად, ნაზად გადაუწია თმა სახიდან, ისეთი სუსტი ჩანდა ახლა, ისეთი ნაზი, ისეთი დაუცველი... რა არაადამიანი უნდა ყოფილიყო მისი ასეთ დღეში ჩამგდები არსება. - ტელეფონს უპასუხე, ანა რეკავს, -კაკიმ ტელეფონი მიაჩეჩა ხელში, საბამ ისე გათიშა და ისე ჩაიდო ჯიბეში ეკრანისთვის არც დაუხედავს, -ახლა არ მაქვს მისი ნერვები. - იქნებ რა სჭირდება. - რა უნდა სჭირდებოდეს, ალბათ დაქალებთან ერთად მორიგი უაზრო მოგზაურობის იდეა მოუვიდა და დაფინანსება სჭირდება ან უბრალოდ მოწყენილია, ეგოისტობამ შემოუტია და უნდა ნერვები მომიშალოს, უკვე მართლა ძალიან დამღალა. - ასე ცუდადაა საქმე? -კაკის ეტყობოდა რომ აწუხებდა მათი ასეთი მდგომარეობა. - ალბათ დავშორდებით, ხომ მიცნობ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და იცი ნაჩქარევად და დაუფიქრებლად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ძალიან ვეცადე რომ აქამდე არ მისულიყო საქმე, მაგრამ ანას არაფერი აინტერესებს, მისთვის მთავარი საკუთარი თავია მხოლოდ. - ვწუხვარ, -მხარზე ხელი დაადო კაკიმ და მოუჭირა, მართლა ვწუხვარ. - მე არა, -ისე გულიანად, ისე თავისუფლად გაიღიმა საბამ აშკარა იყო რომ გათავისებული ჰქონდა რაც უნდა მომხდარიყო, ისევ ნუცას დახედა და კაკის მიუბრუნდა. - გაწერე და წავიყვან. - წაიყვან? შენ? სად? - სახლში, ჩემთან, ხომ გითხარი წასასვლელი არ აქვს, თან ორსულად არის, ქუჩაში ბედის ანაბარა ვერ დავტოვებ, დავეხმარები რომ ცოტა მოღონიერდეს, მერე იქნებ ისიც გავიგოთ რა სჭირს და თუ რამე პრობლემა აქვს, ჩემი კომპანიის იურისტებს ვთხოვ დაეხმარონ. - კი მაგრამ, მასზე ასე რატომ ზრუნავ? -კაკიმ გამომცდელად შეხედა თუმცა მის სახეზე და თვალებში ვერაფრის ამოკითხვა ვერ მოახერხა. - რას ნიშნავს რატომ ვზრუნავ, კინაღამ მოვკალი, თანაც შეხედე როგორი სუსტი და უმწეოა, იცი როგორი შეშინებული იყო და თან როგორ ნერვიულობდა ბავშვზე? როგორ შემიძლია მასზე არ ვიზრუნო. - დარწმუნებული ხარ რომ ანას ამ ყველაფერზე ცუდი რეაქცია არ ექნება? - არ მაინტერესებს როგორი რეაქცია ექნება, ისეთს არაფერს ვაკეთებ რის გამოც თავს ცუდად ან შეურაცხყოფილად იგრძნობს, ასე რომ... - კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა, -მხრები აიჩეჩა კაკიმ, -წაიყვანე, მე გეტყვი როგორც უნდა მიხედო, ბევრი არაფერი სჭირდება, მხოლოდ კარგი კვება, სიმშვიდე და დასვენება, მთლად გამოფიტულია მისი ორგანიზმი, არ ვიცი აქამდე სად იყო და რატომ იკლავდა შიმშილისგან თავს მაგრამ თუ ასე გააგრძელებს ნაყოფს ნამდვილად შეექმნება საფრთხე, გინდა ვუთხრა რომ ეტლი მოიტანონ? - საჭირო არ არის, თვითონ ჩავიყვან, -საწოლთან დაიხარა და ფრთხილად შეუცურა ხელი მუხლებქვეშ, მერე ხელით კი ზურგი დაუჭირა და ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ჰაერში, გულზე აიხუტა და გასასვლელისკენ წაიყვანა, კაკიმ ღიმილით გადააქნია თავი. - - გეგონა ჩემგან გაქცევას შეძლებდი? -საწოლზე მაჯებით მიბმულს ლევანი ადგა თავზე და საზარლად იცინოდა, წელს ზემოთ შიშველი იყო, ნელა, აუტანლად ნელა იხსნიდა ქამარს. - ძალიან გთხოვ გამიშვი, ასე ბავშვს დაუშავებ რამეს, -საკუთარ, შესამჩნევად წამოზრდილ მუცელს ხედავდა ნუცა და უფრო და უფრო მეტად იპყრობდა შიში. - ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, ახლა შეცდომის შედეგები უნდა მოიმკო, -ჩაისისინა ლევანმა და ჰაერში გაატკაცუნა ქამარი, მერე დარტყმა იგრძნო შიშველ სხეულზე ნუცამ და მთელი ხმით შეჰკივლა. - არა, გთხოვ არ გინდა, გემუდარები აღარ დამარტყა, გთხოვ, -ემუდარებოდა და თან ცხარე ცრემლით ტიროდა, ლევანი კი არ იღლებოდა, ისევ და ისევ აგრძელებდა... - გაიღვიძე, უბრალოდ სიზმარს ხედავ, თვალი გაახილე, -ჩაესმოდა და ვერაფრით ახერხებდა გამოფხიზლებას, როდის-როდის მოვიდა გონს, მზერა რომ დაეწმინდა, მიხვდა რომ კოშმარი ნახა და ლევანი სინამდვილეში ახლომახლო არ იყო შვებით ამოისუნთქა, თავთან დახრილი მისი გადამრჩენელი რომ დაინახა ინსტიქტურად გაიწვდინა მისკენ ხელები, კისერზე მოეხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა... საწოლში იჯდა უკვე დამშვიდებული და გამოფხიზლებული, იქვე მჯდარ საბას უყურებდა ცრემლიანი, ჩაწითლებული თვალებით, თავს ცუდად გრძნობდა, საშინლად, არავინ და არაფერი გააჩნდა, ამ სამყაროში ერთი ერთი ადგილიც კი არ არსებობდა სადაც წასვლა და მშვიდად ყოფნა შეეძლებოდა, ახლაც ამ უცნობი ადამიანის კეთილგანწყობაზე და მოწყალებაზე იყო დამოკიდებული და სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა რომ ეს მოწყალება მიეღო და ბოღმა და ტკივილი ჩუმად გადაეყლაპა, თავისთვის თუ არა იმ პატარასთვის მაინც უნდა მოქცეულიყო ასე რომელსაც ახლა უკვე მისი შვილი და მისი პასუხისმგებლობა ერქვა, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ვერაფრით იგებდა რა ზრახვები ამოძრავებდა საბას, რა ჰქონდა სინამდვილეში ჩაფიქრებული, ვერაფრით დაიჯერებდა რომ ასე უანგაროდ აპირებდა ამ ყველაფრის მიცემას მისთვის, ყოველგვარი მოლოდინის, ანგარიშის და წინასწარი გათვლების გარეშე... - აბა რას იტყვი, რა გადაწყვიტე? -თბილი, მშვიდი ხმა ჰქონდა საბას და ისეთი გულითადი ღიმილი... - სხვა გზა მაქვს გარდა იმისა რომ თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდე? -გაღიმება სცადა ნუცამ თუმცა ვერ მოახერხა, ტუჩები დაებრიცა და ლოყაზე ჩამოუგორდა ერთადერთი ვერშეკავებული ცრემლი, ინსტიქტურად ასწია ხელი საბამ და ფრთხილად მოსწმინდა ცრემლი, კბილი კბილს დააჭირა ნუცამ და თავს აიძულა რომ როგორმე გაეძლო და მის შეხებაზე არ შემკრთალიყო. - სხვა გზაც გაქვს, თუ აქ დარჩენა არ გინდა შემიძლია ბინა მოგცე სადაც მარტო იცხოვრებ, პატარა, ოროთახიანი ბინა მაქვს ქალაქის გარეუბანში, მშვიდ, წყნარ ადგილზე და შეგიძლია იქ იცხოვრო, თუმცა მე პირადად მირჩევნია თუ აქ დარჩები, ორსულად ხარ, როგორც ექიმმა თქვა შენი ორგანიზმი გამოფიტულია და კარგი კვება და დასვენება გჭირდება, აქ უფრო მოგაქცევთ ყურადღებას. - ამ ყველაფერს რატომ აკეთებთ, -მაინც ვერ მოითმინა ნუცამ რომ არ ეკითხა, გაეღიმა საბას და ისე რომ მისი კითხვისთვის პასუხი არ გაუცია საუბარი განაგრძო. - ნანა დეიდა, ის ქალი წეღან წყალი რომ შემოგიტანა, ჩვენთან მუშაობს, დილიდან საღამომდე აქ არის ხოლმე, ყურადღებას მოგაქცევს, ყველანაირად დაგეხმარება. - არ მინდა ასე ზედმეტად შეგაწუხოთ, მით უმეტეს რომ... - მე კი არ მინდა თქვენობით მელაპარაკებოდე, თავს უხერხულად ვგრძნობ, თუ აქ დარჩები მინდა მეგობრული, თავისუფალი ურთიერთობა გვქონდეს, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე კარგი? არ მინდა იმაზე ფიქრით დაღალო გონება რას და რატომ ვაკეთებ, არ მინდა თავი უცხოდ და უხერხულად იგრძნო, ახლა სიმშვიდე გჭირდებათ შენც და მაგ პატარა არსებასაც, -მისი მუცლისკენ გააპარა მზერა და დაუჯერებლად მოეჩვენა ნუცას მის მის მზერაში იმდენი სითბო და სინაზე დაინახა... - მადლობა, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა, -ჩაილაპარაკა და თავი დახარა სირცხვილისგან აწითლებული ლოყები რომ დაემალა. - ერთი სერიოზული საკითხი დაგვრჩა მოსაგვარებელი, დავფიქრდი და გამახსენდა რომ შენი სახელი არ ვიცი, რა გქვია არ მეტყვი? -საბას ძალიან სიამოვნებდა ასე დაწყნარებულს და დამშვიდებულს რომ ხედავდა, იმედი ჰქონდა რომ რამდენიმე დღეში იმდენად დაუახლოვდებოდა მის ნდობას მოიპოვებდა და გაიგებდა რატომ იყო ასეთ დღეში და რა პრობლემები ჰქონდა, მერე კი ნამდვილად შეძლებდა მის დახმარებას. - ნუცა მქვია, ნუცა ჯანელიძე, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა და ათრთოლებული თითები გაუწოდა, ხელი შეაგება საბამ... - აქ რა ხდება? -მაღალმა, ცივმა ხმამ დაარღვია ოთახში გამეფებული თბილი ატმოსფერო, შეშინებული შეხტა ნუცა, აცახცახებულ მუჭებში მოქცეული საბანი ლამის თვალებამდე აიფარა მობუზულმა, დამფრთხალი უყურებდა ოთახის ღია კარში მდგარ მაღალ, მოკლედ თმაშეჭრილ ულამაზეს ქალს. - მშვიდად, ნუ გეშინია, ახლა გავალ შენ კი ეცადე დაისვენო და არაფერზე იფიქრო, -გამამხნევებლად გაუღიმა ნუცას საბამ და წამოდგა. - არ გესმით რას ვამბობ? საბა, ვინ არის ეს გოგო და აქ რას აკეთებს, -საწოლისკენ რომ გადმოდგა ნაბიჯი ხელის აწევით შეაჩერა საბამ. - ნუ ყვირი ანა, ქვემოდ ჩავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, ყველაფერს აგიხსნი. - ისედაც მშვენივრად ვხედავ რაც ხდება, დავინახე როგორც უყურებდი, ვინ არის? შენი საყ... - შენთვისვე ჯობს თუ არ დაასრულებ, -კბილებში გამოსცრა საბამ, ორი ნაბიჯით გაჩნდა მასთან, მკლავში უხეშად სწვდა, გარეთ გაიყვანა და კარი ხმაურით მიხურა, ასე მკლავში ხელჩავლებული ჩაიყვანა მისაღებში და აიძულა დივანზე დამჯდარიყო, -აბა ახლა დაასრულე რასაც ამბობდი, მიდი, მიდი რას აყოვნებ, ყველაფერი თქვი რაც გულში გაქვს, -ყინულივით ცივი იყო მისი ხმა, უემოციოდ უყურებდა მის წინ მჯდარ ქალს რომელსაც ღამისთევისგან და ჭარბად მიღებული სასმლისგან სახე და თვალის უპეები დასიებული და შეშუპებული ჰქონდა. - გაგიჟდი? რა ჯანდაბა გჭირს, რამ გაგაცოფა, -ანა ნატკენ მკლავს ისრესდა და ეჭვით შეჰყურებდა მეუღლეს, ვერაფრით აეხსნა მისი ასეთი სიცივე და უემოციობა მის მიმართ. - ღამე სახლში რომ გაგეთია და დღეს მაინც თავის დროზე მოსულიყავი ყველაფერი გეცოდინებოდა რაც ხდება და ახლა ასეთ კონცერტს არ მოაწყობდი, დღის ორი საათია ანა, გამაგებინე სად დადიხარ. - კიდევ შენ ხარ დიდგულზე? -გაცოფებულმა ზიზღით მოპრუწა ტუჩები, -გაღმა შედავების პოლიტიკაა თუ რა ხდება? წუხელ სახლში არ მოხვედი, მერე გირეკავდი მაგრამ არ მიპასუხე და მეც გადავწყვიტე გული გადამეყოლებინა მეგობრებთან ერთად, ცოტა ვიცეკვეთ დავლიეთ, მერე ლანასთან დავრჩი და... - ესე იგი ასე არა? -მწარედ გაეცინა საბას, -მას მერე რაც დავქორწინდით, თუ საქმიან მივლინებებს არ ჩავთვლით ერთი ღამეც არ ყოფილა რომ სახლში არ მოვსულიყავი, წუხელ არ დავბრუნებულვარ, არც ლევანისთან მივსულვარ, ტელეფონზეც არ გიპასუხე და შენ იმის მაგივრად რომ დაინტერესებულიყავი სად ვიყავი და რამე ხომ არ მჭირდა კლუბში წახვედი დასალევად და საცეკვაოდ? ვნერვიულობდი, შენზე რომ ვნერვიულობდი ზუსტად იმიტომ წავედი გულის გადასაყოლებლად და საერთოდ რატომ აზვიადებ ყველაფერს, ხომ იცი რომ მიყვარხარ, -თვალებში უყურებდა, უღიმოდა და ისე ურცხვად ატყუებდა თითქოს აქაც არაფერი, უყურებდა საბა და უკვირდა ასე როგორ შეცდა მასში, ანა არ შეცვლილა, ისევ ისეთი იყო როგორიც ადრე, არაფერი არ აინტერესებდა საკუთარი თვის გარდა, არავინ და არაფერი არ ედარდებოდა, ნუთუ ადრე ისე იყო დაბრმავებული მისი სიყვარულით მის ასეთ უკუღმართ თვისებებს ვერ ამჩნევდა. - რამდენიმე საათით გავდივარ, კომპანიაში აუცილებლად მოსაგვარებელი საქმეები მაქვს, ჩვენი სტუმრის შესახებ თუ რამე გაინტერესებს, ნანა დეიდას კითხე და მოგიყვება, ყველაფერი იცის, იცოდე არ გაბედო მისი შეწუხება თორემ ასე მშვიდად აღარ დაგელაპარაკები, -მისი პასუხისთვის ყური აღარ მიუგდია, ზურგი შეაქცია და ოთახიდან გავიდა. - - შენთვის ბოდიში მაქვს ძმაო მოსახდელი, გუშინ საღამოს შენთან რომ მოვდიოდი გზაში რაღაც შემემთხვა და შენამდე ვეღარ მოვაღწიე, -სამუშაო მაგიდასთან მჯდარი საბა მის წინ მჯდომ ლევანს ესაუბრებოდა, რომელიც წამდაუწუმ დაჰყურებდა ტელეფონს და აშკარად ძალიან ნერვიულობდა. - სერიოზულია რამე? -უგულოდ ჰკითხა და ისევ ტელეფონს დახედა. - ისეთი არაფერი, პატარა ავარია მაგრამ უპრობლემოდ მოგვარდა, შენს საცოლეს კი ალბათ უკვე ქორწილში გავიცნობ, რაღა დარჩა სულ რაღაც რამდენიმე დღე. - ჰო ალბათ, -ხელი ჩაიქნია ლევანმა და წამოდგა, -უნდა წავიდე საბა, იმედია დღეს უჩემოდ მოაგვარებ ყველაფერს, აუცილებელი საქმე მაქვს. - რა ხდება, რა პრობლემა გაქვს? დახმარება ხომ არ გჭირდება? - არა ისეთი არაფერია, წუხელ ნუცა ცუდად გახდა, რომც მოსულიყავი ალბათ ვერ ნახავდი, იწვა, ახლაც მასთან მივდივარ, გაციებულია, ცოტა სიცხეც აქვს, ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა, შეიძლება ამის გამო ქორწილის გადადებაც მოგვიწიოს, არ მინდა ბავშვის ჯანმრთელობას რამე საფრთხე შეექმნას. - მიდი ძმაო, არაფერზე ინერვიულო, ყველაფერს მე მივხედავ, საცოლეს მოკითხვა გადაეცი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუ რამეა დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები კარგი? -ნამდვილად, გულწრფელად შეწუხდა საბა, საცოლის მდგომარეობას მიაწერა ლევანის უცნაური საქციელი, დაბნეულობა და ფორიაქი. უკანმოუხედავად გავიდა ლევანი ოთახიდან, საბა წამოდგა, მთლიანად მინისგან შექმნილ კედელთან მივიდა და წვიმის საბურველში გახვეულ ქალაქს გადახედა, რაღაც აწუხებდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა რა, გონებაში ნამდვილი ქაოსი ჰქონდა, უამრავი პატარ-პატარა დეტალი იყო გაფანტული და ვერაფრით ახერხებდა მათ ერთმანეთთან დაკავშირებას. - რაღაც გამომრჩა, რაღაც გამომეპარა, -ჩაილაპარაკა და გაბრაზებულმა მინას დასცხო ხელი, ეზოს გადახედა, დაინახა შენობიდან როგორ გავიდა ლევანი და როგორ ჩაჯდა იქვე მდგარ ავტომობილში, -ლევანი, ლევანი, ლევანი, -რამდენჯერმე გაიმეორა და თითქოს ერთბაშად გაუნათდა გონება... - ლევანი და ნუცა, როგორ შეიძლება ეს დამთხვევა იყოს, თანაც ორივე ნუცა ორსულად არის და ლევანის საცოლე მაშინ ხდება ცუდად როცა მე ნუცას ზუსტად მისი სახლისკენ მიმავალ გზაზე, სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ვპოულობ, ნუთუ ეს ნუცა ის ნუცაა და თუ ასეა რატომ გამოექცა ლევანს, რას ამბობდა საავადმყოფოში? ისევ გამიტაცებს, გამომკეტავს და მერე ბავშვს წამართმევსო, ნუთუ ლევანს გატაცებული ჰყავდა, ეს შეუძლებელია, გაიტაცა და მასზე იძალადა? ლევანი ამას არ გააკეთებდა, ლევანი ასეთი არ არის, რატომ უნდა გაეკეთებინა, არადა როგორ იყო ნუცა შეშინებული, როგორ ეშინოდა მომაგნებსო... ხმამაღლა ელაპარაკებოდა საკუთარ თავს და ბოლთას სცემდა ოთახში, გაახსენდა დაახლოებით ორი თვის წინ როგორ დაურეკა ლევანმა იტალიაში და როგორ ახარა ჩემი ოცნების ქალს შევხვდი და შეყვარებული ვარო, ორიოდე კვირაში კი გამოუცხადა უკვე ერთად ვართო, მერე ცალკე, ლევანის აგარაკზე გადავიდნენ საცხოვრებლად, მერე ნუცა დაორსულდა და ლევანი სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო, მაშინ რატომღაც არ უფიქრია საბას იმაზე რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ სწრაფად ვითარდებოდა, თუმცა ხომ ხდება ხოლმე ცხოვრებაში და ასე სწრაფადაც ვითარდება ურთიერთობები. - რა უნდა გავაკეთო? ყველაფერი ისე რომ აღმოჩნდეს როგორც ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო? -ხმამაღლა ჰკითხა საკუთარ თავს თუმცა რა თქმა უნდა პასუხი ვერ მიიღო... - გვიანობამდე მოუწია სამსახურში დარჩენამ, სახლამდე რომ მიაღწია უკვე ათი ხდებოდა, ერთი სული ჰქონდა ნუცა ენახა, დალაპარაკებოდა და როგორმე გაერკვია რა ხდებოდა სინამდვილეში, პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა და სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებლის კარი შეაღო, გაუკვირდა საწოლში რომ არ დახვდა ნუცა, ოთახი მოათვალიერა, მერე სააბაზანოს კარზე დააკაკუნა, პასუხი რომ ვერ მიიღო გამოაღო და იქაც რომ არ დახვდა ცუდმა წინათგრძნობამ მთელი მისი სხეული მოიცვა, სირბილით ჩავიდა პირველ სართულზე, მისაღებში შესულს, სახეგაბრწყინებული, წითელ მოკლე პენუარში გამოწყობილი ანა რომ დახვდა დივანზე წამოსკუპებული, ცუდად ენიშნა, რატომღაც იფიქრა რომ მისი ხელი ერია ნუცას გაუჩინარებაში. - სად არის? -ჰკითხა და ანაც მაშინვე მიხვდა ვის გულისხმობდა. - იქ არის სადაც მისი ადგილია, ქუჩაში, -ისე უპასუხა ერთი წამითაც არ დაფიქრებულა. - რას ნიშნავს ქუჩაში? -გაშეშდა, გაშრა საბა, ორიოდე წამში უამრავი საშინელება წარმოიდგინა რაც შეიძლებოდა ნუცას დამართნოდა. - იმას ნიშნავს რაც გაიგე, ვუთხარი რომ წასულიყო, მითხრა საბას დაველოდები და მერე წავალო, წარმოგიდგენია? უნდოდა ჩემი ქმრის ორსული საყვარელი ამეტანა სახლში, ამიტომაც ავდექი და პირდაპირ გავუძახე ქუჩაში, გაბედავ და ამის გამო მეჩხუბები? სინდისი გეყოფა? კეფაზე შემოიჭდო თითები საბამ და დაჭრილი ცხოველივით დაიღმუვლა, ელვის სისწრაფით მუშაობდა მისი გონება და გამოსავლის პოვნას ცდილობდა, დაიხარა და ყელზე შემოაჭდო თითები მშვიდად მომღიმარ ანას, შემოაჭდო, მთელი ძალით მოუჭირა და ესიამოვნა როცა დაინახა როგორ ჩაანაცვლა მის თვალებში კმაყოფილება ველურმა შიშმა. - გავდივარ და რომ დავბრუნდები აქ აღარ დამხვდე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე, გშორდები, ეს სახლი მაინც არ მოგწონდა და იმ ბინაში გადახვალ წვეულებებისთვის რომ იყენებ ხოლმე გასაგებია? გასაგებია თუ არა? -მთელი ხმით იღრიალა და ანამაც გასაგებიაო ანიშნა უხმოდ. სახლიდან გავიდა თუ არა საბა ტელეფონზე ბიძაშვილის ნომერი აკრიფა და თან საშინელი სისწრაფით გაიყვანა ავტომობილი ეზოდან. - დათუნა გესმის? ჰო მე ვარ, დახმარება მჭირდება, სასწრაფოდ, ნუცა ჯანელიძე უნდა მომიძებნო... არ ვიცი, დაახლოებით ოცი წლის, საშუალო სიმაღლის, გრძელი შავი თმა აქვს და ლურჯი თვალები... კარგი რა, რატომ აძნელებ, განა რამდენი მაგ ასაკის ნუცა ჯანელიძე იქნება თბილისში... გასაგებია მაგრამ შენც... ჰო, მაინტერესებს სად ცხოვრობს, ვინმე თუ ჰყავს, არ ვიცი, მშობლები, ნათესავები, და ან ძმა, სადმე თუ სწავლობს ან მუშაობს, რაც შეიძლება მალე კარგი? ტელეფონი გათიშა, ავტომობილი გააჩერა და საჭეზე ჩამოდო თავი, -ნეტავ სად უნდა წასულიყო... - დარწმუნებული ხარ? -საბა დათუნას გამოგზავნილ, შეტყობინებას დაჰყურებდა, ნუცას საცხოვრებლის მისამართი სულ რაღაც ორიოდე წუთის სავალზე იყო. - რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, მაგ მისამართზე ცხოვრობს მას შემდეგ რაც მშობლები დაეღუპა. - ობოლია? -გულში რაღაც ჩასწყდა საბას, ახლა უფრო მეტად შეეცოდა ეს პატარა, გამხდარი, სუსტი გოგო, რომელსაც ვინ იცის რამდენი პრობლემა ჰქონდა და რა უჭირდა. - თოთხმეტი წლის ასაკში დაობლდა, მას მერე მამიდა და ბიძა ზრდიან, ისინი იყვნენ მისი მეურვეები სრულწლოვნებამდე, ახლა უკვე ცხრამეტი წლისაა, ისევ მატთან ცხოვრობს, სწავლობს და თან მუშაობს. - კი მაგრამ, ამ ასაკში სწავლის პარალელურად მუშაობასაც როგორ ახერხებს? - ხანდახან მგონია რომ უცხო პლანეტაზე ცხოვრობ, -გაეცინა დათუნას, -ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა სწორედ ასე ცხოვრობს დღესდღეობით, სწავლობენ და თან ღამის ცვლებში მუშაობით იკლავენ თავს, ნუცაც ასეა, ოჯახში უჭირთ, მამიდა როგორც ჩანს არ მუშაობს, ქმარი ნარკომანი ჰყავს, ხომ გესმის... - საკმარისია, მადლობა ძმაო, გადამეხადოს, -ტელეფონი გათიშა და ძრავი ჩართო, გაზსს დააჭირა, ორი წუთიც კი არ იყო გასული რომ იმ უბანში შევიდა სადაც ნუცა ცხოვრობდა, კიდევ ერთი მოსახვევი, კიდევ ერთი და... - აქ რა ჯანდაბა ხდება, -აღმოხდა და მკვეთრად დაამუხრუჭა, ძველისძველი საღებავით კედლებდაფარული, ორსართულიანი პატარა სახლის წინ, რომელსაც გარს რკინის დაჟანგული ღობე ერტყა, ძვირადღირებული, დაბურულმინებიანი ავტომობილი იდგა, ჭიშკარი ღია იყო და ეზოდან სასოწარკვეთილი კივილი და ყვირილი ისმოდა, ნუცას ხმა რომ იცნო, გაგიჟებული გადმოხტა და სირბილით წავიდა სახლისკენ. - გეხვეწები მამიდა, ჩემს თავს ამათ ნუ გაატან გთხოვ, -ტირილით ნათქვამი სიტყვები მოესმა და მერე უკვე დაინახა შუა ეზოში მდგარი შუახნის, წითლად თმაშეღებილი ქალბატონი რომელსაც გულისპირში ჰქონდა ცრემლებით სახედასველებული, გაფითრებული ნუცასთვის ხელი ჩავლებული და ქორივით დაჰყურებდა ზემოდან. - გგონია ასეთ მდგომარეობაში უკან მიგიღებთ, კეთილი ინებე და შენს ქმართან დაბრუნდი, ნუ ხარ ასეთი უმადური, რა გინდა, მშვენიერი ბიჭია, მდიდარია, არაფერს მოგაკლებს. - ყველაფერს ნუ ართულებთ ქალბატონო ნუცა, -იქვე მდგარი ორი ბიჭიდან ერთ-ერთი ნუცას რომ მიუახლოვდა და მკლავში უხეშად რომ ჩაავლო ხელი და მასში ლევანის დაცვის წევრი ზურა რომ ამოიცნო საბამ, საბოლოოდ აევსო მოთმინების ფიალა. - აქ რა ხდება, -ჭიშკარში შეაბიჯა და გაცოფებულმა, მრისხანე მზერა მოავლო იქაურობას... - - ესე იგი საბამ ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი? -დაუკაკუნებლად შეიჭრა საძინებელში ანა და საწოლში საცოდავად მოფუზულ ნუცას დაადგა თავზე, -ხომ ხედავ რა კარგი ქმარი მყავს, როგორი გულჩვილია, ვისაც ქუჩაში წააწყდება ყველა სახლში მოჰყავს, ჯერ ცხოველებით დაიწყო, ის ორი უზარმაზარი ქუჩის ძაღლი და სამი კატა მოათრია სახლში და ახლა შენ, იცი რომ ამ სახლში იმ უდღეური, არაფრისმაქნისი ცხოველების გამო გადმოვედით? არადა როგორ მომწონდა ის ბინა, არანაირი მცენარეები, არანაირი მტვერი, სიბინძურე და ცხოველები... ნუცას შეშინებული სახისთვის და აცახცახებული სხეულისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თვალწინ საბას სახე ედგა, როცა ნუცას ხელი ეჭირა ხელში და ღიმილით შესცქეროდა თვალებში, უჭკუო ქალი არ იყო ანა, უჭკუო კი არა ცბიერიც კი ეთქმოდა, არასდროს დაუნახავს საბას როდესმე ვინმესთვის ასეთი მზერით შეეხედოს, შეიძლებოდა ჯერჯერობით თვითონაც არ ესმოდა რას გრძნობდა ამ გოგოს მიმართ მაგრამ მომავალში... ანამ უკვე იცოდა რომ მომავალში ეს დაუპატიჟებელი სტუმარი მათ ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობას საფრთხეს შეუქმნიდა, არ აპირებდა საათივით აწყობილი ცხოვრების დანგრევის უფლება მიეცა ვინმესთვის, მიუხედავად იმისა რომ ნანამ წასვლამდე ყველაფერი მოუყვა და უთხრა ნუცა ვინც იყო, მაინც ვერ დაუშვებდა რომ ამ სახლში საბასთან ასე ახლოს დარჩენილიყო. - ახლავე ადექი და წადი აქედან, -ცივად გამოსცრა კბილებში, -დაიხარა და ხელის ერთი მოქნევით გადაძრო საბანი, -არ გესმის რას გეუბნები, ახლავე ადექი და წადი აქედან, -დაჰკივლა მთელი ხმით, ერთ ადგილზე შეხტა ნუცა და თვალები ცრემლით აევსო. - სად, სად უნდა წავიდე? -ძლივს ამოთქვა შეშინებულმა. - სადაც გინდა, ეგ მე არ მეხება, მაგ ცრემლებით გულს ვერ ამიჩუყებ, ტყუილად ნუ ცდილობ. - მე... საბას დაველოდები, მოვა და... - მის სახელს ნუ ახსენებ, საბა ჩემი ქმარია და უფლებას არ მოგცემ ურთიერთობა გაგვიფუჭო, ახლავე წადი, გაეთრიე ჩემი სახლიდან, რამდენჯერ უნდა გითხრა. მკლავში ჩაავლო ხელი და ადგომა აიძულა, ასე ხელჩაკიდებული, საღამურების და სახლის ჩუსტებისამარა გაიყვანა ეზოში. - ჭიშკარი გააღეთ, -გაავებულმა დაუყვირა დაცვას. - რას აკეთებთ ქალბატონო ანა, -საფეთქლებთან თმაშეჭაღარავებული, ახალგაზრდა მამაკაცი, გამოვიდა იმ შენობიდან სადაც დაცვა იმყოფებოდა და წინ გადაუდგათ. - ნუ ერევი ავთო, გააღეთ ჭიშკარი და დანარჩენებსაც გადაეცი, ეს მათხოვარი აქ აღარ შემოუშვან. - ბატონმა საბამ იცის? -ავთომ სიბრალულით სავსე მზერით დახედა, საცოდავად მობუზულ ნუცას რომელსაც ხმის ამოღების თავიც კი აღარ ჰქონდა. - შენი აზრით? -ირონიულმა ღიმილმა გადაუარა ანას სახეზე, -შენი აზრით მან რომ არ იცოდეს ასეთ რამეს გავაკეთებდი? არ გაბედო და არ დაურეკო თუ არ გინდა რომ სამსახურის გარეშე დარჩე, გასაგებია? ჭიშკარს გარეთ გაიყვანა ანა, ძალით გაათრია ტროტუარამდე და სიმწრისგან შეკრულ მუშტში ჩაუკუჭა ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა. - ისეთი გულცივი არ ვარ რომ ასეთ მდგომარეობაში, უფულოდ დაგტოვო ქუჩაში, ტაქსი გამოიძახე და იქ დაბრუნდი საიდანაც მოხვედი. დიდხანს იდგა ნუცა ერთ ადგილზე გაშეშებული, იდგა თავჩაღუნული და ცდილობდა ძალა მოეკრიბა რომ ტირილი შეეწყვიტა და როგორმე რამდენიმე ნაბიჯი მაინც გადაედგა, მუცელზე შემოიჭდო გაყინული ხელები და ამოიოხრა, საკუთარი თავისთვის თუ არა მისთვის მაინც უნდა ეცადა რომ ძლიერი ყოფილიყო, როგორც იქნა შეძლო და იქაურობას მოშორდა, პირველივე ტაქსი გააჩერა და მამიდამისის მისამართი უკარნახა, სხვა გზა არ ჰქონდა, ბედი უნდა ეცადა, იქნებ მომხდარიყო სასწაული და გვერდში ამოსდგომოდნენ. - საბა დაინახა თუ არა ზურამ მაშინვე უშვა ხელი ნუცას და გვერდზე გადგა, ეს საქციელი ორი რამით იყო განპირობებული, ერთი იმით რომ დაიბნა, არ ელოდა იქ მის ნახვას და მეორე იმით რომ საბასგან ძალიან იყო დავალებული, როცა ძალიან უჭირდა ერთადერთი მან გაუწოდა დახმარების ხელი, შვილის მკურნალობა დაუფინანსა და მერე ლევანთან უშუამდგომლა სამსახურის თაობაზე. - ბატონო საბა აქ რას აკეთებთ? -უხერხულად მიმოიხედა ირგვლივ და მეწყვილეს ანიშნა გარეთ დამელოდეო. - მეც იგივე უნდა მეკითხა თქვენთვის, აქ რას აკეთებთ და ამ გოგოს რას ემართლებით, სად აპირებთ მის წაყვანას? ნუცა მოდი ჩემთან, -ხელით მოიხმო გოგო და თბილად გაუღიმა, რატომღაც არ გაჰკვირვებია როცა მაშივე დაჰყვა მის ნებას ნუცა, სირბილით გაიქცა მისკენ და მთელი ძალით ჩაეკრა გულში, მისი გათოშილი, აცახცახებული სხეული რომ იგრძნო სხეულზე აკრული, თავიდან შეცბა მერე სულში ჩაღვრილ სითბოს რომ ვეღარაფერი მოუხერხა თვითონაც მოხვია ხელი. - არ მისცე უფლება რომ წამიყვანონ, გთხოვ, ძალიან გთხოვ, არ მისცე მათ ამის უფლება თორემ მოვკვდები, მეტს ვეღარ გავუძლებ, -ჩაიჩურჩულა ნუცამ და იგრძნო საბამ როგორ მოდუნდა და მოიღვენთა მისი სხეული, გონდაკარგული აიტაცა ხელში და ჭიშკრისკენ შებრუნდა. - ვინ ხარ, სად მიგყავს ჩემი გოგო, იცოდეთ მისი ქმარი რომ გაიგებს ამ ყველაფერს ცუდად გექნებათ საქმე, -იკივლა აქამდე ჩუმად მდგარმა ქალმა, მაშინვე მიხვდა საბა ვისი დამსახურებითაც მოაგნეს ნუცას, ალბათ მან შეატყობინა ლევანს რომ აქ იყო, ცივად გაეღიმა, ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ზურას მიუბრუნდა. - ეს ქალბატონი დაამშვიდე, უთხარი რომ მისი საყვარელი ძმისშვილი საიმედო ხელშია, რაც შეეხება ლევანს, გადაეცი რაც მოხდა და მერე თვითონ იცის რასაც გააკეთებს. უხმოდ დაუქნია თავი ზურამ, ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანამდე ნუცა და როგორც კი სავარძელზე მოათავსა და საიმედოდ გადაუჭირა ღვედი მაშინვე თვითონაც გვერდით მიუჯდა, დაძაბული მართავდა ავტომობილს და დრო და დრო, გაფითრებულ, გონდაკარგულ გოგონას უყურებდა, სახლში მივიდნენ თუ არა, სანამ ავტომობილიდან გადმოვიდიოდა მანამდე დაურეკა კაკის და სთხოვა მისულიყო, მერე კი გადავიდა, ნუცას მხარეს გამოაღო კარი, ღვედი შეხსნა და ხელში აყვანილი წაიყვანა სახლისკენ, სახლში შესულს, იქვე მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან მდგომი სახეწაშლილი ანასთვის ყურადღება არ მიუქცევია, კიბეზე მძიმედ ააბიჯა და საძინებელში შეიყვანა ნუცა, რომელსაც ჯერ ისევ ის საღამურები ეცვა რომლების ამარაც ანამ სახლიდან გააგდო. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და თბილი პლედი დააფარა, იქვე ჩამოჯდა და ზემოდან დახედა, დაღლილს და ნამტირალევს, ფრთხილად გადაუწია სახიდან, აბურდული თმა, ლოყაზე მიეფერა, ის იყო წამოდგომა და ოთახიდან გასვლა დააპირა რომ დაინახა როგორ შეირხა ნუცა და როგორ გაახილა თვალები, ოთახი მოათვალიერა და წამოჯდომა სცადა. - დამშვიდდი, ადგომას ნუ ეცდები კარგი? ახლა ჯობს იწვე, მალე ექიმიც მოვა და გაგსინჯავს, არაფერზე არ ინერვიულო კარგი? -ცდილობდა თბილად და მშვიდად ესაუბრა, ცდილობდა არ დაეფრთხო თუმცა მის ჩაწითლებულ თვალებში მაინც ხედავდა შიშს. - არ ვიცი იქ როგორ გაჩნდი მაგრამ მადლობა რომ მოხვედი და დამეხმარე, შენ რომ არა ალბათ ახლა ისევ იმ მოძალადესთან ვიქნებოდი, -ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა ნუცას, ძლივს ახერხებდა საუბარს, ნერვიულად ათამაშებდა თითებს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მიხვდა საბა რისი შიშიც ჰქონდა და რასაც უფრთხოდა. - ანას გამო ბოდიში უნდა მოგიხადო, ამ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და ცოტა არ იყოს უცნაურად იქცევა თუმცა შემიძლია პირობა მოგცე რომ დღეიდან აღარავინ შეგაწუხებს, გპირდები რომ აქ მშვიდად იქნები, თავისუფლად, ისე როგორც შენ გენდომება. - ჩემს გამო დაგეძაბათ ურთიერთობა? -ნუცას ისევ გაევსო თვალები ცრემლებით, საბამ ვერაფრით შეძლო რომ არ გაეღიმა. - ყოველთვის მზად ხარ სატირლად, ნუ ნერვიულობ, ჩვენს ურთიერთობასთან შენ არაფერ შუაში ხარ, შენ მხოლოდ შენს თავზე იფიქრე კარგი? - და ლევანი? - ის რაღა შუაშია? -მისი სახელის გაგონებისას საბას მთელი არსება ბრაზმა მოიცვა, ალბათ ახლა ამწუთას ლევანი აქ რომ ყოფილიყო... - მივხვდი რომ მისი დაცვის წევრებს კარგად იცნობ, ალბათ მასაც, თუ ასეა უკვე ეცოდინება რომ შენთან ვარ, და თუ ეცოდინება რომ აქ ვარ... - არ აქვს მნიშვნელობა რა ეცოდინება და რა არა, ხომ გითხარი რომ შეგიძლია მშვიდად იყო, დღეიდან მუდამ შენს გვერდით ვიქნები, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს. უყურებდა ნუცა მის წინ მჯდარ, თბილად მომღიმარ მამაკაცს და გრძნობდა რომ შეეძლო მისი ნდობა, გრძნობდა რომ შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა, მშობლების დაღუპვის შემდეგ, პირველად იყო რომ მასზე ვიღაც ზრუნავდა, რომ ვიღაცას მისი ბედი ედარდებოდა, რატომღაც ძალიან მოუნდა ჩახუტებოდა, ისე ძალიან მოუნდა რომ სუნთქვა შეეკრა და თვალები ისევ აევსო ცრემლით. - რა ხდება, ცუდად ხარ? ახლა რაღატომ ტირი, -შეშფოთება გამოესახა სახეზე საბას. - შეიძლება ჩაგეხუტო? -სლუკუნი ამოაყოლა სიტყვებს ნუცამ, და შვებით ამოისუნთქა როცა საბამ გაღიმებულმა გაშალა მკლავები. - - კარგად არის, არაფერი საგანგაშო არ სჭირს, თუმცა სჯობს თუ ხვალ გინეკოლოგთან წაიყვან კონსულტაციაზე, კარგი იქნება თუ მასაც გაესინჯება, -ვერანდაზე მჯდარი კაკი სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ნერვიულად დაჰყურებდა ტელეფონს. - ექიმი მაინც არ იყო, არ იცი რომ მოწევა კლავს? -ნახევრად ჩამწვარი ღერი ააცალა საბამ და საფერფლეში ჩაასრისა. - ვნერვიულობ, დღეს მარიამს უნდა შევხვდე, წყნეთში უნად ავიდეთ, თვითონ დამიბარა ვილაპარაკოთ და ყველაფერი საბოლოოდ გავარკვიოთო. - მერე რა განერვიულებს, გეშინია რომ შენზე იძალადებს? კარგი რა, ექვსი წელია ცოლქმარი ხართ, შვილი გყავთ, დიდი დიდი საწოლში შეგიტყუოს, იქნებ გეშველოთ რამე და საბოლოოდ შერიგდეთ, -კაკის დაბღვერილი სახის დანახვისას გულიანად გადაიხარხარა. - იცინე, იცინე, სასაცილოდ გაქვს საქმე? შარში ხარ შე საცოდავო, -დანანებით გადააქნია თავი და მხარზე დაკრა ხელი თანაგრძნობის ნიშნად, -იცვი ალბათ რაც მოხდება ლევანი რომ გაიგებს ნუცა შენთანაა. - რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ რა გავაკეთო, იმის გამო რომ მას არ ვაწყენინო, უფლება მივცე რომ წაიყვანოს, სადღაც გამოკეტოს და მასზე იძალადოს? - არ მჯერა, ეს როგორ გააკეთა, ჩვენი ლევანია ბიჭო, ბავშვობიდან რომ ვიცნობთ ის ლევანი, რა გადაუტრიალდა ტვინში რომ ამის გაკეთება აიძულა. - რა ვიცი, რა გითხრა ძმაო, მეც მიჭირს დაჯერება. - მომწერა, უნდა გავიქცე, -კაკიმ უცბად შეწყვიტა საუბარი და უკანმოუხედავად გაიქცა, ღიმილით გააყოლა თვალი საბამ. მისაღებში იჯდა და ანას გამოგზავნილ შეტყობინებას კითხულობდა, კაკი რომ გააცილა ისევ ნუცასთან ავიდა, როცა როგორც იქნა ნუცამ მშვიდად დაიძინა და მანაც პირველ სართულზე ჩამოსვლა შეძლო ანა სახლში აღარ დახვდა, ახლა კი სწერდა რომ ცოტა ხნით მიდიოდა და დასაფიქრებლად აძლევდა დროს, განქორწინებაზე კი არც იოცნებოო ამატებდა ბოლოში, იცოდა საბამ თუ განქორწინებაზე შეიტანდა განაცხადს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევდა თუმცა უკვე აღარ შეეძლო ისეთი ცხოვრების ატანა როგორიც ჰქონდა, ანა არაფრის შეცვლას არ აპირებდა, მას კი ოჯახი სჭირდებოდა, ნამდვილი ოჯახი, მოსიყვარულე ცოლი, ბავშვები, ხმაურიანი, არეულ-დარეული სახლი... ტელეფონის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, ეკრანს დახედა და მოიღუშა, ლევანი რეკავდა, ღრმად ამოისუნთქა და უპასუხა... ძნელია, ძალიან ძნელია ის ადამიანი გეჯდეს წინ რომელიც ყოველთვის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და რომელსაც გეგონა რომ საკუთარი თავივით კარგად იცნობდი... უყურებდა საბა მის წინ მჯდომ ლევანს და უჭირდა იმ ყველაფრის გააზრება რაც ხდებოდა, გაუკვირდა როცა მან ერთ-ერთ მშვიდ და წყნარ, არცთუ ისე ხალხმრავალ კაფეში დაიბარა სასაუბროდ, ისიც გაუკვირდა ტელეფონზე საუბრისას ერთხელაც რომ არ უხსენებია ნუცა, ეგონა მასთან მისვლისთვის მოიმიზეზებდა რამეს რომ ნუცა ენახა მაგრამ არა, ახლა სრულიად მშვიდად, აუღელვებლად იჯდა მის წინ და თითებს რიტმულად აკაკუნებდა მაგიდაზე, ნეტავ რა უტრიალებს თავში, რა აქვს დაგეგმილიო ფიქრობდა საბა და თავისივე ფიქრები ისე აწუხებდა ლამის იყო საკუთარი ფრჩხილებით გაეძრო საკუთარი კანი თუ ეს უშველიდა რომ ლევანის მიმართ ისეთი ნდობა დაბრუნებოდა როგორიც ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ ჰქონდა, არ არის ლევანი ასეთი, ამას არ გააკეთებდაო, იმეორებდი გულში თუმცა მერე როცა ნუცას შეშინებული მზერა და გამხდარი, გალეული, დალურჯებული სხეული ახსენდებოდა... - მეგონა გენდომებოდა ჩემთან, სახლში მოსულიყავი სასაუბროდ და თან ნუცა გენახა, -ისევ საბამ ითავა საუბრის დაწყება, ცალყბად ჩაეღიმა ლევანს. - არ მინდოდა ზედმეტად ამენერვიულებინა, თანაც სიმართლე მითხარი, რომ მეთქვა შენთან მოვალთქო დამთანხმდებოდი? - ესე იგი არ გინდოდა აგენერვიულებინა, -სიტყვა ბანზე აუგდო, ხელი ნერვიულად დასცხო მაგიდას და მისკენ გადაიხარა, ახლოდან ჩახედა თვალებში ცინიკურად მომღიმარს, -არ გინდოდა მაგრამ დაცვა მამიდამისთან გაგზავნე რომ ძალით წამოეყვანათ შენთან, რა გჭირს გამაგებინე, ასე რატომ იქცევი? - სიმართლე რომ გითხრა ვერ ვხვდები შენ რა შუაში ხარ, ვერც ის გავიგე ნუცა როგორ მოხვდა შენთან მაგრამ ბევრი რამ არ იცი, თუ დამაცდი რომ მოგიყვე, გაიგებ რომ ნუცა არც ისეთი ანგელოზია როგორადაც თავს გაჩვენებს. - რისი თქმა გინდა? -დაეჭვებულმა შეხედა სრულიად მშვიდად მყოფს. - იმის თქმა მინდა რომ ნუცა გატყუებს, თუმცა ეს მთლად მისი ბრალიც არ არის. - ვერ ვხვდები... - ვერ მიხვდები, ხანდახან თვითონაც ვერ ხვდება რას აკეთებს, ყველაფერს რომ მოგიყვები... - გეყოფა, არ ეცადო მომატყუო, წარმოდგენა არ გაქვს რა დღეში იყო რომ ვიპოვე, ორსულად არის, გამხდარი, გამოფიტული, დალურჯებული სხეულით, ამბობს რომ გაიტაცე და გამოკეტილი გყავდა... ჯანდაბა, ამაზე ლაპარაკი მიჭირს, -ხელებში ჩარგო სახე და ამოიოხრა, -მიჭირს მითუმეტეს მაშინ როცა შენ ხარ ჩემს წინ და არა ვიღაც სხვა ვისაც სხვანაირად მოვთხოვდი პასუხს იმის გამო რაც იმ საცოდავ გოგოს გაუკეთა, ენა არ მიბრინდება იმის სათქმელად რომ მასზე ძალადობდი... - საკმარისია, -ხმას აუწია ლევანმა, ისეთ რამეს ნუ იტყვი რასაც შემდეგ ინანებ, არ იცი რა ხდება სინამდვილეში, ნუცა რომ გავიცანი მაშინ არ ვიცოდი რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, დანახვისთანავე მომეწონა, რამდენიმე დღეში დავახლოვდით, თავიდანვე არ უთქვამს ჩემთან ურთიერთობაზე უარი, ის კი არა სამი დღის გაცნობილი მყავდა სახლში რომ დამპატიჟა თავისი ოჯახის გასაცნობად, მეორე დღეს მამიდამისს შევხვდი შემთხვევით, მითხრა მშობლების დაღუპვის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მასთან ურთიერთობაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებო, გამიკვირდა, ვერ მივხვდი ამას რატომ მეუბნებოდა, ვიფიქრე რომ ნუცასთვის შეუფერებლად ჩამთვალა, არ მოვეწონე და ასე ცდილობდა ჩვენს დაშორებას, მერე... მერე ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად და ბანალურად განვითარდა, დაორსულდა ისე რომ ამაზე შეთანხმებულები არ ვყოფილვართ, ვერც მივხვდი ისე დავიწყეთ ერთად ცხოვრება და ორსულობამ ხომ საერთოდ ყველაფერი შეცვალა, ჭირვეული გახდა, ნერვიული, პანიკის შეტევები დაეწყო, უცნაური რაღაცები ეჩვენებოდა, რამდენჯერმე საკუთარი თავის დაზიანებაც სცადა... მერე კი... იმ დღეს არ ვიცი რა მოელანდა და რატომ გადაწყვიტა გაქცევა, იცი როგორ შემეშინდა როცა სახლში ვერ ვიპოვე? გამწარებული ვეძებდი ყველგან და თურმე შენთან ყოფილა, დამთხვევაც ასეთი უნდა, რაღა მაინცდამაინც შენ გადაგეყარა, შენთვის მადლობა მაქვს სათქმელი რომ... - გაგიკვირდება და შენი არ მჯერა, არცერთი სიტყვის არ მჯერა რასაც ამბობ, -უხეშად შეაწყვეტინა სიტყვა სანამ, ის მახინჯი, უსწორმასწორო, ვარდისფერი ნაწიბურები გაახსენდა მაჯებზე რომ ჰქონდა ნუცას, მისი ბოდვა გაახსენდა, გაახსენდა ძილში როგორ ყვიროდა არ დამარტყაო... - მისი გჯერა და ჩემი არა? -არ ნებდებოდა ლევანი, -შენი ბავშვობის მეგობარი რომ ვარ დაგავიწყდა? ერთად გავიზარდეთ, ერთხელ მაინც გინახავს ვინმეს ან რამის მიმართ ჩემი არასწორი საქციელი? ნუცა ჩემი ცოლია, ჩემ შვილს ატარებს მუცლით, იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გააკეთა მაინც სიგიჟემდე მიყვარს, ჩემს გვერდით უნდა იყოს გესმის? ერთადერთი შეცდომა რაც მასთან მიმართებაში დავუშვი ის არის რომ თავის დროზე არ მივმართე სპეციალისტს რომ დახმარებოდა, გთხოვ საბა, უფლება მომეცი წავიყვანო, ახლა მას ჩემს გვერდით ყოფნა სჭირდება, მე კი ის მჭირდება. - ერთადერთი რაც ახლა მას სჭირდება სიმშვიდეა, შენ კი ვეჭვობ მისთვის ამის მიცემა შეგეძლოს, -კბილებში გამოსცრა და დაძაბული მიეყრდნო საზურგეს, -ვერ გცნობ ლევან, ვერ ვხვდები რამ გაიძულა ამის გაკეთება ახლა კი ისე იქცევი თითქოს შენს წინ პატარა ბავშვი იჯდეს, გგონია ჩემს მოტყუებას შეძლებ და იმ საბრალო გოგოს ხელში ჩაგიგდებ? - ჩემი ცოლია, ჩემი ცოლი და ჩემი შვილის დედა, -ხმას აუწია ლევანმა, მზერა აემღვრა და ხელები მთელი ძალით მოუჭირა მაგიდის კიდეებს რომ როგორმე ბრაზი შეეკავებინა და არ აფეთქებულიყო, -ვერ დამიშლი მასთან ურთიერთობას, შენ მისი არავინ არ ხარ, მე კი... მე... - და შენ ვინ ხარ მისთვის? მოძალადე? კაცი რომელმაც მოიტაცა, გამოკეტა და ახლა ასეთ ზღაპრებს მიყვება? სულელი გგონივარ? ასე მიცნობ? იცოდი რომ არავინ ჰყავდა ვინც გვერდში დაუდგებოდა და მიტომ მოექეცი ასე, იცოდი არავინ დაიცავდა მის ინტერესებს, იცოდი და ამიტომ იქცეოდი ასე თავისუფლად და უდარდელად, კი მაგრამ შენებმა მაინც როგორ არ ამოიღეს ხმა, მამიდამისთან როგორ მოაგვარე საქმე, ფული გადაუხადე? მისმინე ლევან, შეიძლება ნუცას აქამდე არავინ ჰყავდა მაგრამ ახლა მე ვყავარ და არავის მივცემ უფლებას აწყენინოს, ტყუილად შეიწუხე თავი ამ უაზრო ლეგენდების მოგონებით, იცოდე თუ გაბედავ და სათოფეზე მაინც მიაუახლოვდები, თუ გაბედავ და მისი სურვილის წინააღმდეგ შეეხები ჩემთან გექნება საქმე. ასეთი მკაცრი და სერიოზული არასდროს ყოფილა საბა, მშვენივრად იცოდა ლევანმა რომ ტყუილად ლაპარაკი არ უყვარდა, თუკი რამეს იტყოდა ასრულებდა კიდეც, ხვდებოდა რომ ახლა მასთან უთანხმოება არაფერში სჭირდებოდა, სიგიჟემდე იყო მისული ისე უნდოდა ნუცას ნახვა მაგრამ ისიც იცოდა რომ ჩხუბით და ყვირილით ვერაფერს გახდებოდა, მანიაკალურად იყო შეპყრობილი მისით მითუმეტეს მას შემდეგ რაც მის შვილს ატარებდა მუცლით, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა, ნორმალურად ვეღარ აზროვნებდა, არაფერი არ აინტერესებდა, მათ შორის არც თავისი ამდენწლიანი მეგობრობა საბასთან, გაჭირვებით ალაგებდა გონებაში ახალ გეგმას. - მისმინე, კარგად მისმინე, ღმერთია მოწმე რომ ის ყველაფერი რაც მოგიყევი მართალია, დრო მოვა და დაიჯერებ ყველაფერს, ისედაც უნდა იცოდე რომ ჩვენს მეგობრობას არავის და არაფრის გამო არ ვუღალატებ და არ მოგატყუებ, ახლა წავალ, ოღონდ შენთან ერთი თხოვნა მაქვს, ნუცას გაუფრთხილდი, მინდა კარგად იყოს, მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს, მინდა რომ ფსიქოლოგი დაიქირავო მისთვის, დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში თვითონ გთხოვს რომ ჩემთან მოიყვანო, დარჩეს შენთან, დარჩეს მანამ სანამ თავს ისევ კარგად იგრძნობს, მერე კი ისევ ჩემთან დაბრუნდება. მეტი აღარაფერი უთქვამს, წამოდგა და უკანმოუხედავად გავიდა გარეთ, დიდხანს იჯდა საბა მარტო და ფანჯრიდან გაჰყურებდა ღამის მკრთალი განათებების ჩრდილებით მორთულ ვიწრო ქუჩას, უამრავი სხვადასხვანაირი გრძნობა ბობოქრობდა მის შიგნით, საკუთარ თავს ებრძოდა, ცდილობდა სწორი გადაწყვეტილება მიეღო, ისეთი რომელიც არავის დააზარალებდა, გაოგნებული იყო ლევანის საქციელის გამო, გაოგნებული იმიტომ რომ მისი ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა ხოლო ნუცა კი... - შარში ვარ, ცუდად არის ჩემი საქმე, -ჩაილაპარაკა და წამოდგა, ქაღალდის კუპიურა დატოვა მაგიდაზე და მხრებში მოხრილი წავიდა გასასვლელისკენ. - იმ ღამით მშვიდად ეძინა ნუცას, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ერთხელაც არ გაღვიძებია, დილით საოცრად დასვენებულმა და კარგად გამოძინებულმა გაახილა თვალი და შვებით ამოისუნთქა როცა მიხვდა რომ ლევანისგან შორს იყო და მამიდამისის სახლში, მის გადასარჩენად მოსული საბა არ დასიზმრებია, წამოჯდა, მუცელზე ხელები შემოიჭდო და მაღლა თვალებაპყრობილმა ღმერთს მადლობა შესწირა რომ საბასნაირი ადამიანი გამოუგზავნა დამცველად, ახლა უკვე შეეძლო მშვიდად ყოფილიყო და არაფრის შეშინებოდა. - ძალიან მშია, -უნებურად ხმამაღლა წამოსცდა და მერე რატომღაც გაეღიმა, ამ ორი თვის განმავლობაში პირველად იყო რომ ასე მძაფრად გრძნობდა შიმშილს, დიდი სიამოვნებით შეჭამდა ახლა რამე ტკბილს, კრემიანს, თუ მჟავეს, მაგალითად კომბოსტოს მწნილს, ტუჩები მოილოკა და ნერწყვი გადაყლაპა, წითელი, ხრაშუნა კომბოსტო რომ წარმოიდგინა. - დილა მშვიდობის, -ზედმეტად ახლოდან მოესმა ხმა და შეშინებული შეხტა, გულზე მიიჭირა ხელი, დამფრთხალმა ახედა თავზე წამომდგარ, თბილად მომღიმარ ქალს. - ბოდიში შვილო თუ შეგაშინე, დავაკაკუნე მაგრამ ვერ გაიგე, რაკი გღვიძავს ადექი, მოწესრიგდი და ჩამოდი ქვემოთ, ვისაუზმოთ. - დილა მშვიდობის, -დაიჩურჩულა და საპასუხო ღიმილი შეაგება ქალს, მერე კი საღამურებზე დაიხედა, არაფერი ჰქონდა რომ გამოეცვალა. - საბამ ტანსაცმელი დაგიტოვა შვილო, ა აგერ დევს პაკეტები, დილით ადრე იყო გასული და რამდენიმე რაღაც გიყიდა სანამ სამსახურში წავიდოდა, იმედია ყველაფერი მოგერგება, მიდი დიდხანს არ მალოდინო, სახლში მხოლოდ მე და შენ ვართ და მე მარტო საუზმობა არ მიყვარს. დაიხარა და თავზე ისე გადაუსვა ხელი პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან ხოლმე, მერე კი შებრუნდა და ოთახიდან გავიდა, ასეთმა უჩვეულო სითბომ და სიკეთემ გული გაუთბო ნუცას და წამით საკუთარი მდგომარეობა დაავიწყა, გახარებული წამოხტა ფეხზე და სავარძელთან მივიდა რომელზეც უამრავი სხვადასხვა პაკეტი ეწყო, სპორტული ტანსაცმელი, სარაფნები, ფეხსაცმელები, საცვლებიც კი არ დავიწყნოდა, სახეაწითლებული ატრიალებდა ხელში ნუცა მაქმანებიან საცვლებს, ასეთი ძვირადღირებული ტანსაცმელი არასდროს ჰქონია, ხელფასიდან არასდროს რჩებოდა იმდენი რომ ის ეყიდა რაც უნდოდა, მთელ სეზონს ორიოდე მაისურით და ფეხსაცმლით ატარებდა ხოლმე. გულდახურული ჭრელი სარაფანი ჩაიცვა რომელიც მუხლამდე სწვდებოდა, ზუსტად მოერგო, თმა ჩამოივარცხნა და ფეხშიშველი გავიდა გარეთ, ესიამოვნა ფეხისგულებზე ცივი იატაკის შეხება, პირველ სართულზე ჩვიდა და მისაღებში შეაბიჯა საიდანაც სამზარეულოში გადიოდა კარი, ღია კარიდან მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა, ვანილის, დარიჩინის, ახლადგამომცხვარი ფუნთუშების... - სად ხარ აქამდე, გაცივდა ფუნთუშები, -გზაში შეეგება ნანა, სასაცილო ჭრელი წინსაფარი ეკეთა, მაღალი იყო, სრული ფორმებით და ვარდისფერი, ფუმფულა ლოყებით, წითლად შეღებილი თმა კეფაზე ერთ მთლიან გორგლად ჰქონდა დახვეული, საყვარელი ზღაპრის პერსონაჟი, ფრეკენ ბოკი გაახსენდა ნუცას, ვერაფრით შეიკავა თავი და გულიანად გადაიკისკისა, ჩაეღიმა ქალს. - ახლა არ მითხრა რომ შენც ფრეკენ ბოკს მიმასგავსე. - როგორ მიხვდით? -გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ნუცას. - საბა მეუბნება ხოლმე ამ წინსაფრით და ასე შეკრული თმით ზედგამოჭრილი შინამტანჯველი ხარო, თუმცა აზვიადებს, ბუზღუნა და წუწუნა არ ვარ, არც გუფთებს ვითვლი, გიყვარს შემწვარი გუფთა? - ვგიჟდები შემწვარ გუფთებზე, -ნუცას პირზე ნერწყვი მოადგა კარგად დაბრაწული გუფთები რომ წარმოიდგინა, ასე ლაპარაკ-ლაპარაკით შეიყვანა ნანამ სამზარეულოში, წინ ფუნთუშებიანი თეფში და ცხელი შოკოლადით სავსე, უზარმაზარი ჭიქა დაუდო. - ჯერ ეს ჭამე და მერე თუ გინდა გუფთასაც გაგიკეთებ. - მადლობა, გუფთა კარგი იქნებოდა თუ არ შეგაწუხებთ, -ლოყები აუწითლდა და მორცხვად დახარა თავი. - რა შეწუხებაა, შენ ოღონდ მითხარი, -ნანამ თავზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა, თითქმის მისი ასაკის შვილიშვილი ჰყავდა, ვერ წარმოედგინა რა დაემართებოდა მას რომ ასე მოქცეოდა ვინმე. - წითელი კომბოსტოს მწნილიც გაქვთ? -ნუცამ მადიანად ჩაკბიჩა ფუნთუშა და შოკოლადი მიაყოლა. - გვაქვს და თან ძალიან გემრიელი, ბებია უგზავნის ხოლმე საბას სოფლიდან, იცის რომ უყვარს და ამარაგებს. გემრიელად ილუკმებოდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს რამდენიმე წლის ნაშიმშილარი იყო, თავს მშვიდად გრძნობდა, დაცულად, რატომღაც არ უნდოდა იმაზე ფიქრი რა იქნებოდა ხვალ, არც ლევანზე ფიქრი უნდოდა, არც იმაზე საბას რომ უცბად მის დახმარებაზე უარი ეთქვა რა უნდა გაეკეთბინა და სად უნდა წასულიყო, ან რომც ეფიქრა რა შეიცვლებოდა, არაფერი... დილიდან კომპანიაში იყო საბა, უამრავი საქმე ჰქონდა, მოლაპარაკებები, შესასრულებელი პროექტები, რამდენიმე პრობლემაც რომლებიც აუცილებლად უნდა მოეგვარებინა, შუადღისას მოიცალა რომ რამდენიმე წუთით შეესვენა ად ყავა დაელია, საკონფერენციო დარბაზიდან გამოსულმა სამუშაო ოთახში შეაკითხა ასისტენტს, თავზე დაადგა მუშაობაში გართულს და რომ მიხვდა მისი შესვლა ვერ შეამჩნია, მაგიდაზე დაუკაკუნა თითებით. - ბატონო საბა, ბოდიში ვერ შეგამჩნიეთ, -დაფეთებული წამოხტა გოგო და აწითლებულ ლოყებზე ჩამოისვა ხელები, -გამყრელიძის პროექტს ვამუშავებდი, ცვლილებების შეტანა უნდა, მერე კი ჩინეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის უნდა დავგეგმოთ შეხვედრა. უსმენდა საბა და დაღლილობის მიუხედავად ღიმილი არ შორდებოდა სახეზე, მოსწონდა ეს გოგო, აფასებდა მისი შრომისმოყვარეობის, სწავლის და განვითარების სურვილის გამო, ორი წლის წინ აიყვანა სამსახურში, მაშინ ოცდაორი წლის იყო ლილი და ახალი აღებული დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი, საბას თანაშემწე ნანიკო რომელიც ჯერ მამამისთან მუშაობდა და მერე თითქმის ხუთი წელი მასთან ერთად, მოულოდნელად იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო, კომპანია იძულებული გახდა ვაკანსია გამოეცხადებინა თანაშემწის პოზიციაზე, გასაუბრებებს საბაც ესწრებოდა, როცა გადაწყვიტა ლილისთვის მიეცა შანსი ყველა ეუბნებოდა რომ დიდი შეცდომა დაუსვა, რომ ახლად უნივერსიტეტდამთავრებული გამოუცდელი თანამშრომელი ზედმეტი თავისტკივილი იყო და არაფერში გამოადგებოდა, თუმცა საბამ მასში პოტენციალი დაინახა, უკვე ორი წელი იყო ერთად მუშაობდნენ და ერთი წამითაც არ უნანია საკუთარი გადაწყვეტილება. - შეგიძლია ყავა მომიტანო, თავი მისკდება, ნახევარ საათში კი პროექტს გადავხედოთ ერთად, -უთხრა და ლილი მაშინვე რომ წამოხტა ფეხზე გაეღიმა. - ახლავე ბატონო საბა, ორ წუთში შემოგიტანთ ოთახში. - ერთი წუთით მოიცადე, შემდეგ კვირას ჩემი მეგობრის კაკის დაბადების დღეა... - ვიცი, -შეაწყვეტინა ლილიმ, მერე დარცხვენილმა აიფარა ტუჩებზე ხელი და თავი დახარა. - ძალიან კარგი თუ იცი, არც მიფიქრია რომ მისი დაბადების დღე გამოგეპარებოდა, -ეშმაკურად ჩაიღიმა საკუთარ განზრახვაში ახლა უფრო მეტად დარწმუნებულმა, -მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე რესტორანში. - მეე? კი მაგრამ რატომ? -თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან და საყვარლად აახმხამა წამწამები, ერთი წუთით დაჯექიო, ანიშნა საბამ და თვითონაც დაჯდა, დიდი ხანია ამჩნევდა როგორ მოსწონდა კაკის ლილი, პირველად ექვსი თვის წინ ნახა როცა მასთან მოვიდა ოფისში და მას მერე კვირა არ გავიდოდა ორჯერ რომ მაინც არ სტუმრებოდა რამე უაზრო მიზეზით, იმასაც ამჩნევდა საბა რომ ლილიც არ იყო კაკის მიმართ გულგრილი მაგრამ რატომღაც ვერ აეწყო მათი ურთიერთობა, ცნობილი მექალთანე, ყოველთვის ენაწყლიანი და ქარიზმატული კაკი მაინცდამაინც ლილის დანახვისას მუნჯდებოდა და ემართებოდა ელეთმელეთი, ორ სიტყვას ძლივს ეუბნებოდა გადაბმულად, ზუსტად რამდენიმე დღის წინ იწუწუნა, ნორმალურად ვეღარ მძინავს, საჭმელსაც კი ვერ ვჭამ, ყველგან ლილი მელანდება, დამეხმარეო და საბამაც უარი ვერ უთხრა. - იმიტომ რომ კაკის ძალიან გაუხარდება თუ წამოხვალ. - ამას თვითონ ვერ მეტყოდა? -საყვარლად გაბუსხა ტუჩები. - მგონი ცოტათი ეშინია შენი, -ვა ბანკზე წასვლა გადაწყვიტა საბამ. - ჩემი ეშინია? კაკის, ბოდიში, ბატონ კაკის ეშინია ჩემი? კი მაგრამ რატომ? -თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან, გაღიმა საბა მისმა მიამიტობამ და მიუხვედრელობამ. - მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა მე წავალ და თვითონ ავიღებ საკუთარ ყავას, შენ დაჯდები და იფიქრებ იმაზე რაც გითხარი, ხვალ დილით კი მეტყვი რა გირჩევნია, დაბადების დღეზე წასაყვანად ვინ მოგაკითხოს მე თუ კაკიმ. ოთახიდან ისე გამოვიდა მის პასუხს არ დალოდებია, დარწმუნებული იყო ლილი ეტყოდა კაკიმ მომაკითხოსო, გახალისდა კაკის სახე რომ წარმოიდგინა როცა ეტყოდა ლილიმ გადმოგცა გამომიაროსო, ასე გახალისებულმა ჩამოასხა აპარატიდან ყავა და გაღიმებულმა შეაღო სამუშაო ოთახის კარი, ორი წუთი არ იყო გასული რომ ოთახში დაუკაკუნებლად შემოიჭრა ვიღაც, საბამ თავი ასწია და მაღალი, ქერათმიანი ქალბატონი იცნო თუ არა ნაძალადევად გაიღიმა. - ქალბატონო ალა? -ფეხზე წამოდგა და თავი დაუკრა მისალმების ნიშნად, თუმცა ქალს თითქოს არც შეუმჩნევია მისი მისალმება, მიუახლოვდა, მოეხვია და ორივე ლოყა დაუკოცნა. - საბა შვილო, როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, ჩვენთან აღარ მოდიხარ ხოლმე, არადა ხომ იცი მე და ნუგოს საკუთარი შვილივით რომ გვიყვარხარ, -მაგიდასთან ჩამოჯდა და თავისი ძირადღირებული ჩანთაც ცხვირწინ დაუდო. - რა თქმა უნდა ვიცი როგორც გიყვარვართ, -საბა ვერაფრით მალავდა ირონიას, -რამ გაგახსენათ ჩემი თავი საინტერესოა. - აბა ეს რა ლაპარაკია შვილო, საყვარელი სიძე რომ მოვინახულო ამისთვის რამე საბაბი მჭიდება? თანაც ახლა როცა შენ და ანას ასეთი დაძაბული ურთიერთობა გაქვთ. - გასაგებია, ანუ ანამ ყველაფერი გითხრათ და ჩემთან გამოგგზავნათ რომ განქორწინება გადამაფიქრებინოთ? - რაა? განქორწინებას აპირებთ? -ქალმა ისე შეიცხადა საბას კარგად რომ არ სცნობოდა მართლა დაიჯერებდა რომ მან არაფერი იცოდა ამის შესახებ, უცნაური ქალი იყო ალა, ცივი, ანგარიშიანი, ყველაფრის, თითოეული დეტალის ძირისძირობამდე გამოთვლა და გაანგარიშება უყვარდა, არაფერს აკეთებდა წინასწარი გათვლების გარეშე, მაშინ როცა საბამ ანას ცოლობა სთხოვა, ალაც და მისი მეორე მეუღლეც ანას მამინაცვალი ნუგზარიც წინააღმდეგები იყვნენ, როცა ანამ მათ წინააღმდეგობა გაუწია ალამ სახლში დაიბარა და პირდაპირ უთხრა რომ ანასთვის შესაფერისი არ იყო, რომ უზრუნველ, სტაბილურ მომავალს ვერ შეუქმნიდა, იმ დროს საბას მამის კომპანიას რომელსაც ახლა საბა მართავდა ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ისეთი პრობლემები, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა რომ მის გადარჩენას მოახერხებდნენ, საბოლოოდ საბასა და ანას მშობლებს შორის შეთანხმება შედგა რის შესახებაც ანამ არაფერი იცოდა, საბას საქორწინო ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი რომ თუ დაშორდებოდნენ, საბა ანას ქონებიდან ვერაფერს მიიღებდა და პირიქით, საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა ანას, ნუგზარი ავტომობილების ბიზნესით იყო დაკავებული და შემოსავალს არ უჩიოდა, რამდენიმე უძრავი ქონება და ერთი პატარა კომპანია ანას სახელზეც ჰქონდათ გაფორმებული, ანუ უბრალოდ თავს იზღვევდნენ, თუ საბას საქმე ცუდად წავიდოდა, ანას ქონების გამოყენებას ვერ შეძლებდა. მაშინ საბა უყოყმანოდ დასთანხმდა ამ პირობას და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მისთვის არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა გარდა იმისა რომ ანა მის გვერდით ყოფილიყო, და ქორწინების შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ კომპანია გადაერჩინა და ფეხზე დაეყენებინა, ახლა ერთ-ერთი უმდიდრესი და საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო, ნუგზარის ბიზნესი კი ნელ-ნელა უკან-უკან მიდიოდა, ჯერ კიდევ წინა წელს გაყიდეს ანას სახელზე გაფორმებული ქონება, რამდენჯერმე საბაც დაეხმარათ თუმცა... - განქორწინებას ვაპირებთ ქალბატონო ალა, -საბამ ოქროთი მოვარაყებული კალამი აათამაშა ხელში, სწორედ ის კალამი გასულ წელს რომ აჩუქა დაბადების დღეზე ანამ, -მიზეზებზე შეგიძლიათ თქვენს ქალიშვილს დაელაპარაკოთ, ყველაფერს აგიხსნით. - ასე მარტივად როგორ შეგიძლიათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მესმის, იქნებ ეცადოთ და შერიგდეთ, ოჯახის დანგრევა ასე ადვილი არ არის. - მე ბევრი ვეცადე მაგრამ არ გამომივიდა ურთიერთობის შენარჩუნება, არ გამოვიდა იმიტომ რომ მხოლოდ ერთი მხარის მცდელობა არ არის საკმარისი, ასე რომ ჩემი გადაწყვეტილება მყარია და ურყევი, გთხოოვთ ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. - მისმინე შვილო, -ალა რაღაც სასწაულის წყალობით ახერხებდა კეთილგანწყობის შენარჩუნებას და თავის ისე მოჩვენებას ვითომ საბაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, არად მშვენივრად იცოდა საბამ მისი დამოკიდებულების შესახებ, თვითონაც არ ამოსდიოდა მასზე მზე და მთვარე, -ანამ ყველაფერი მომიყვა, ჩვენთან იყო გუშინ მოსული, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ტიროდა, რა თქმა უნდა ვკითხე რა ხდებოდა, მითხრა რომ მგონი მასთან დაშორებას აპირებ, საბაბს ეძებ რომ გაეყარო, ბოლო დროს ურთიერთობა გაგიფუჭდათ, ყურადღებას აღარ აქცევ, მასთან ნაკლებ დროს ატარებ, ის კი არადა სახლში ვიღაც ორსული გოგო მიგიყვანია და... - საკმარისია ქალბატონო ალა, -წელში გასწორდა საბა და ხმას აუწია, -არ ვაპირებ თქვენთან ამ საკითხის შესახებ ვიჭორავო, მითუმეტეს რომ ვიცი რატომაც მოხვედით, აღიარეთ რომ იცოდით განქორწინების შესახებ, ალბათ ახლა თავბედს იწყევლით იმ ხელშეკრულები გამო, ასე არ არის? მაგრამ ნუ გეშინიათ, არ ვაპირებ ანა განქორწინების შემდეგ უფულოდ დავტოვო, ის ბინა ასე ძალიან რომ მოსწონდა და სადაც იმ კერძო სახლში გადასვლამდე ვცხოვრობდით მას დარჩება, გარკვეული თანხაც ანგარიშზე, ავტომობილიც და... - და კომპანია? წილი კომპანიაში არ ეკუთვნის? -როგორც იქნა ინება ბრჭყალების გამოჩენა, ხმამაღლა გაეცინა საბას, ცოტა არ იყოს გაამხიარულა მისმა ასეთმა აბსურდულმა მოთხოვნებმა. - წილი ჩემს კომპანიაში? სერიოზულად? ხომ ვერ მეტყვით რატომ. - იმიტომ რომ ამდენი წელია შენი ცოლია და ეკუთვნის, თუ გგონია რომ მას ასე ცარიელ-ტარიელს დატოვებ და გგონია ერთი ბინით და მანქანით იოლად გახვალ ფონს ძალიან ცდები, საუკეთესო იურისტებს დავიქირავებთ რომ მისი უფლებები დავიცვათ, არ შეგრჩება ვიღაც კახპის გამო რომ გამოაგდე სახლიდან. გამწარებული წამოხტა, ჩანთას ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, ერთხანს უხმოდ, მოღუშული უყურებდა საბა დახურულ კარს და მერე ისევ საქმეს მიუბრუნდა. - - ვერაფერს ვიტყვი, შთამბეჭდავი დახვედრაა, -ღია კარში მდგომ, თხელ, შავ, თითქმის გამჭვირვალე, მაქმანებიან ხალათში გამოწყობილ ანას ალმაცერი მზერით უყურებდა ლევანი. - გეყოფა მასხრობა და შემოდი, -ზურგი შეაქცია ანამ და ოთახში შევიდა, მისაღებში შესული დივანზე დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ლევანი უკან მიყვა და მის მოპირდაპირედ მოკალათდა. - რა ხდება, რატომ დამიბარე? - ადრე ამ კითხვას არ მისვამდი ხოლმე, დაგირეკავდი თუ არა მაშინვე გამორბოდი ჩემთან ან შენ მეხვეწებოდი შეხვედრას. - რა გინდა ანა მითხარი, ბევრი დრო არ მაქვს, -ლევანმა მის მოშიშვლებულ ფეხებს თვალი აარიდა, ჩაეცინა ანას. - მგონი იმ შენს გოგოს მართლა მაგრად ჰყავხარ გამოჭერილი, რა ქვია? ნუცა ხომ? ახლაც მასთან მიგეჩქარება? რა მოხდა მოარჯულე ბოლოს და ბოლოს? - საბას შენთვის არაფერი უთქვამს? -ლევანს გაკვირვების ტალღამ გადაუარა სახეზე. - რა უნდა ეთქვა? - რა და ის რომ ჩემი ორსული ცოლი ახლა თქვენს სახლში ცხოვრობს, გაქცევა მოახერხა და რაღაც ბედად მაინცდამაინც საბამ იპოვა, ყველაფერი იცის, მისი უფრო სჯერა ვიდრე ჩემი. - არ მჯერა, ის გოგო შენი ნუცაა, -ანა გაოგნებული შეჰყურებდა მოღუშულ ლევანს, -მე კი რა აღარ ვიფიქრე, მეგონა საბამ სახლში საყვარელი მომიყვანა, კი მითხრა უბრალოდ ვეხმარებიო მაგრამ... ანუ მაინც გაგექცა? აბა რა გეგონა რომ მოიტაცე და გამოკეტე. - ეგ შენ არ გეხება, -ავად ჩაიღრინა ლევანმა, გაჩუმდი და მომისმინე, ბარემ რაკი დამირეკე და აქ ვარ ერთი საკითხი განვიხილოთ, უნდა დამეხმარო რომ ნუცა როგორმე გამოვიყვანო იმ სახლიდან. - მგონი შენც გამოგეპარა რაღაც, აშკარად არ იცი რომ იქ აღარ ვცხოვრობ, მე და საბას უსიამოვნება მოგვივიდა სწორედ შენი ნუცას გამო, ჩემთან განქორწინება უნდა, ამ საკითხზე მინდოდა შენთან საუბარი, იქნებ დალაპარაკებოდი და გადაგერწმუნებინა თუმცა ახლა ალბათ... - ახლა ჩემი თვალით დანახვაც არ უნდა, გაცოფებულია, -ცალყბად ჩაეცინა ლევანს, წამოდგა, გვერდით მიუჯდა ანას და შიშველ ფეხზე აუსრიალა თითები, -მოკლედ რომ ვთქვათ მე და შენ დიდი პრობლემები გვაქვს და განტვირთვა გვჭირდება რომ უკეთ ვიაზროვნოთ. - შეგიძლია მოდუნდე, შენს განტვირთვაზე მე ვიზრუნებ, -მაცდურად გაუღიმა ანამ, დივნიდან ჩაცურდა და ლევანის გაშლილ ფეხებს შორის დაიჩოქა... გვიანობამდე შემორჩა საბა კომპანიაში, მუშაობდა და თან უამრავ რამეზე ფიქრობდა ერთბაშად, ანას ოჯახს კარგად იცნობდა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც წყინდა დედამისისგან ამგვარი საქციელი, თუმცა იმაში დარწმუნებული იყო რომ ანამ კონტრაქტის შესახებ არაფერი იცოდა, რომ ცოდნოდა ასე მარტივად არ დათანხმდებოდა გაყრაზე, დედამისი კი მის უჩუმრად ცდილობდა საბასთან ყველაფრის მოგვარებას. - ასეთი ბრმა როგორ ვიყავი, -გამეტებით დასცხო ხელი მაგიდას და თვალდახუჭული გადაწვა საზურგეზე, ტკიოდა ანას ასეთი საქციელი, ტკიოდა რომ ანა საერთოდ არ ფიქრობდა ოჯახის შენარჩუნებაზე, ახლა უკვე იმაშიც ეპარებოდა ეჭვი რომ როდისმე მას მართლა უყვარდა რა აზრი ჰქონდა ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას, არანაირი... - გისმენ, -აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა და გაეღიმა კაკის აღელვებული ხმა რომ გაიგო. - რატომ არ დამირეკე? - არ მეცალა, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. - ჩინელებთან. - ლილისთან და სხვათაშორის რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდეც მივედით. - ანუ დაგთანხმდნენ? გილოცავ, ესე იგი კომპანიის... -საუბარი შეწყვიტა და გაყუჩდა, აშკარად ძალიან გვიან გაიაზრა საბას ნათქვამი. - ენა ჩაგივარდა? -გულიანად გადაიხარხარა საბამ. - მითხარი თუ ძმა ხარ ნუ მტანჯავ, რა გითხრა? - უნდა რომ საღამოს გაუარო და დაბადების დღეზე წაიყვანო. - მართლა? ძმა ხარ, მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე, -კაკის გულწრფელი სიხარული ძალიან ესიამოვნა საბას. - იცოდე არ მანანებინო რომ შენს შესახებ ველაპარაკე, -სიმკაცრე გაურია ხმაში. - კარგი რა, ასე მიცნობ? -კაკის აშკარად ეწყინა საბას მკაცრი ტონი და გაფრთხილება. - საკუთარი თავივით რომ გიცნობ სწორედ მაგიტომ გაფრთხილებ, ლილი იმ გოგონებს არ ჰგავს რომლებთანაც მოკლეხნიანი ურთიერთობა გაქვს ხოლმე და მერე მათ სახესაც ვეღარ იხსენებ, იცოდე რომ აწყენინო დავივიწყებ რომ ჩემი მეგობარი ხარ და მეც გაწყენინებ. - არასდროს ვაწყენინებ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია, -იმდენი სითბო იყო და სინაზე გარეული მის ხმაში საბას აღარაფერი უთქვამს. სახლში რომ დაბრუნდა უკვე კარგად იყო დაბინდებული, იცოდა რომ ნანა აღარ დახვდებოდა, წასვლამდე დაურეკა და ანგარიში ჩააბარა, ნუცა მთელი დღე არ გამოსულა საძინებლიდან და თითქმის ძალით ვაჭამე ორი ლუკმა საჭმელიო, სხვა ყველაფერთან ერთად ახლა მასზეც ღელავდა საბა, უკვე მისი პასუხისმგებლობა იყო რომელიც საკუთარი ნებით იტვირთა და ჯერ კარგად ვერ იაზრებდა იმას თუ რამდენად სიამოვნებდა მასზე ზრუნვა. ჩაბნელებულ ფანჯრებს შეხედა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი, ალბათ სჯობდა მასთან მეტი დრო გაეტარებინა და ეგრძნობინებინა რომ მარტო არ იყო, იცოდა ახლა გვერდით დრომა და მხარდაჭერა სჭირდებოდა ნუცას, უნდა სცოდნოდა რომ შეეძლო მას დაყრდნობოდა, დაყრდნობოდა შიშის, ყოყმანის და ზედმეტი ფიქრის გარეშე, არ უნდა ეფიქრა რომ აქ ზედმეტი და არასასურველი იყო. კარი შეაღო, დერეფანი გაიარა, მისაღებში შევიდა და სამზარეულოსკენ იმ გადაწყვეტილებით წავიდა რომ მისთვის სენდვიჩი გაეკეთებინა და საძინებელში აეტანა, გაუკვირდა როცა მუსიკის ხმა მოესმა, ნახევრად შეღებულ კართან მივიდა სამზარეულო მოათვალიერა, მაგიდასთან იჯდა ნუცა, წინ ნანას გამომცხვარი ხაჭაპური და კიტრი ედო და ისე გემრიელად ილუკმებოდა ძნელი იყო უემოციოდ მოგეშორებინა თვალი, გაწეწილი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული უსწორმასწორო გორგლად, საბას მაისური და შორტი ეცვა მიუხედავად იმისა რომ უკვე საკუთარი ტანსაცმელიც ჰქონდა და საღამურებიც, ჭამდა, დროდადრო იღიმოდა და მუსიკას აყოლებდა სხეულს, მის თხელ მკლავებს დააკვირდა საბა, თეთრ, ქათქათა კანს და ვარდისფერ ნაწიბურებს მაჯაზე, ნეტავ რა მოხდებოდა გამოქცევა რომ ვერ მოეხერხებინაო იფიქრა, ან გამოქცეულიყო და მე არ შემხვედროდაო, ალბათ ახლაც ლევანის ტყვე იქნებოდა, იმ ლევანის რომელიც ყველა მის ნაცნობს უყვარდა მისი თბილი და ჰუმანური ხასიათის გამო, ალბათ იძულებული იქნებოდა ცემა და ძალადობა აეტანა, როდისმე გატყდებოდა და წინააღმდეგობის სურვილსაც დაკარგავდა, ლევანის ოფიციალური ცოლი გახდებოდა, ბავშვს გაუჩენდა და ვეღარასდროს დააღწევდა თავს ბორკილებს, ალბათ ჩვენთან ბედნიერი, ყველაფრით კმაყოფილი ქალის როლს ითამაშებდა და ჩვენ... ჩვენ თუ შევამჩნევდით მის ცუდად ყოფნას და თუ შევამჩნევდით რას გავაკეთებდით. ჰმ, რას შეამჩნევდიო გულში გაუწყრა საკუთარ თავს, ისიც კი ვერ შეამჩნიე ლევანი როგორი ადამიანი ყოფილა სინამდვილეშიო... - გამარჯობა, -როგორც იქნა გადაწყვიტა უჩუმრად უკან გაბრუნების ნაცვლად მისალმებოდა და როცა დაინახა როგორ დაფრთხა ნუცა მაშინვე ინანა ეს უწყინარი მისალმება. - მე... მე უბრალოდ მომშივდა და... -ხაჭაპური ნაჭერი მაგიდაზე დადო ათრთოლებული თითებით და ამღვრეული თვალებით შეხედა, წამის წინ მომღიმარი გოგონასგან აღარაფერი იყო დარჩენილი, საბა ისე მოიქცა თოთქოს მისი ასეთი მდგომარეობა არ შეუმჩნევია, მაგიდას მიუჯდა და გაუღიმა. - ძალიან დაღლილი ვარ ახლახანს მოვედი სამსახურიდან და საშინლად მშია, შეგიძლია ჩაი მომიმზადო? - მე მეუბნები? -გულზე მიიდო საჩვენებელი თითი ნუცამ და გაკვირვებულმა შეხედა. - მგონი შენ გეუბნები, იმიტომ რომ აქ შენს გარდა არავინ არის, ჩაის რომ გაამზადებ მერე ხაჭაპურიც გამიცხელე თუ არ დაგეზარება და სხვათაშორის მაცივარში ძალიან გემრიელი ნამცხვარია, ისიც შეგიძლია გამოიღო, მე თვითონ გავაკეთებდი ყველაფერს მაგრამ ხომ გითხარი ძალიან დაღლილი ვარ და თუ შენ არ გეზარება... - კი რა თქმა უნდა ახლავე, -სიტყვა შეაწყვეტინა და ფეხზე წამოხტა, უყურებდა საბა საყვარლად მოფუსფუსეს და ღიმილს ძლივს იკავებდა, რამდენიმე წუთში ორივეს ცხელი, სურნელოვანი სითხით სავსე ფინჯანი ედგა წინ. - მადლობა, შენ რომ არა მომიწევდა მშიერს დამეძინა, -ჩაი მოსვა საბამ და მორცხვად მომღიმარ, მხერებაწურულ გოგოს გაუსწორა მზერა. - მადლობას რისთვის მიხდი, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რასაც ჩემთვის აკეთებ. - თავს როგორ გრძნობ? - ვცდილობ ჩემს მდგომარეობას შევეგუო, თუმცა... არ ვიცი... არ ვიცი როგორ გითხრა, -ენა დაება და ხმა აუცახცახდა, მზერაა აარიდა. - ვერ გეტყვი რომ შენი მესმის და ბოლომდე შემიძლია გავიგო რას გრძნობ ახლა მაგრამ მაგრამ თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, თუ რამის გაკეთება შემიძლია იმისთვის რომ თავი მშვიდად იგრძნო შეგიძლია მითხრა, შეგიძლია მომიყვე რა გაწუხებს, მოგისმენ, -გულწრფელი იყო საბა, თბილი ხმით, ღიმილით ესაუბრებოდა და ყველანაირად ცდილობდა არ დაეფრთხო და შეეშინებინა. - მადლობა, -ამოიოხრა ნუცამ და თავი გადააქნია, -ისედაც ბევრს აკეთებ ჩემთვის, ისედაც ძალიან გაწუხებ ად იმას ვეღარ მოგთხოვ რომ ჩემი ფსიქოლოგის როლი შეითავსო. - არ მაწუხებ. - არ ვიცი, შეიძლება, უბრალოდ ასე ვგრძნობ და... თანაც იმასაც ვერ ვხვდები როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, სამუდამოდ აქ ხომ ვერ დავრჩები. - შეგიძლია სამუდამოდ დარჩე, -უდარდელად გაუღიმა საბამ, -ასე ნუ მიყურებ, რამდენიც საჭირო იქნება იმდენხანს დარჩები, გარდა ამისა, შენი სწავლის საქმეც უნდა მოვაგვაროთ, ჯერ არ ვაპირებდი ამაზე ლაპარაკს მაგრამ რაკი უკვე უკეთ გრძნობ თავს... - სწავლას ვერ გავაგრძელებ, -მწარე ღიმილმა გაუპო ნუცას ტუჩები, თავად ვიხდიდი საკუთარი სწავლის საფასურს, ცოტა ხანში მუშაობასაც ვეღარ შევძლებ და საშუალება აღარ მექნება გადასახადი რომ დავფარო. - ამას მე მოვაგვარებ. - არა, არ არის საჭირო, მითუმეტეს რომ ვერ ვხვდები რატომ აკეთებ ამ ყველაფერს, სასოწარკვეთილება შეეპარა ნუცას ხმაში, -შენს სახლში ვცხოვრობ, მეუბნები რომ სწავლას დამიფინანსებ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვ, სრულიად არაფერს, კითხვებსაც კი არ მისვამ ლევანის შესახებ, არაფერს მეკითხები, ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასე უპირობოდ მენდო. - გინდა ფილმს ვუყუროთ? -სიტყვა ბანზე აუგდო საბამ, -თუ გინდა რამე ანიმაცია ჩავრთოთ, მაგალითად ტენტენის თავგადასავალი. - ვგიჟდები ტენტენზე, -მკრთალმა ღიმილმა გაუპო ბაგე ნუცას, აღარაფერი უთქვამს, ხვდებოდა რომ თუ საბას არ უნდოდა საუბრის გაგრძელება არაფერს ეტყოდა. - ბატიბუტი გვაქვს? -მორცხვად შეხედა და საბას უცნაურად აუძგერდა გული როცა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვა ‘’გვაქვს’’ მოისმინა, რა უცნაური, როგორი თბილი და მრავლისმთქმელი იყო ეს სიტყვა ზუსტად იქ და იმწამს. - რა თქმა უნდა გვაქვს, შენ მისაღებში ტელევიზორი ჩართე და ახლავე მოვალ. პოპკორნს მიირთმევდნენ და უყურებდნენ, ნუცა ფილმს, ხოლო საბა ნუცას, ახალისებდა მისი რეაქციები, სიცილი და სასაცილო კომენტარები, თითქოს ახლა საერთოდ სხვა იყო ნუცა, თითქოს არ ახსოვდა თავისი მდგომარეობა, ალბათ ასეთი იყო მანამ სანამ ლევანი მოიტაცებდა და მასში სინათლეს და სიხალისეს ჩააქრობდაო გაიფიქრა საბამ, ფილმი დასრულებული არ იყო ნუცას რომ ჩაეძინა, დივნის საზურგეზე ჩამოდო თავი, თვალები დახუჭა და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა, ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში საბამ, დააწვინა, საგულდაგულოდ ამოუკეცა პლედი და მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს დაჰყურებდა ღრმად მძინარს და ბაგეებზე ღიმილშერჩენილს... - - აქ რას აკეთებ, არ შეგცივდეს, -აივანზე მჯდარს დაადგა საბა თავზე, ნუცა გაუნძრევლად იჯდა და უყურებად შორს, მახინჯი, უსახური შენობების მიღმა როგორ ამოდიოდა მზე. - წუხელ შენ ამომიყვანე საძინებელში? -მისალმების მაგივრად კითხვა დაახვედრა ნუცამ. - მე ამოგიყვანე და ძალიან გთხოვ არ დაიწყო ახლა იმაზე საუბარი რომ მაწუხებ, დღეს ადრე მივდივარ სამსახურში, წასვლამდე საუზმეს მოგიმზადებ და იცოდე აუცილებლად უნად ჭამო. - ადრე სოფელში ძალიან ლამაზი სახლი გვქონდა, მაშინ როცა ჩემი მშობლები ცოცხლები იყვნენ, -ისე დაიწყო ნუცამ თხრობა თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებაო, იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა საბა. - ახლა აღარ გაქვს? - მამიდამ გაყიდა, არადა იცი რა ლამაზი იყო იქაურობა? ჩვენი სახლის წინ უზარმაზარი მწვანე მინდვრები იყო, ისეთი ვრცელი გეგონებოდა მთელი ცხოვრება დაგჭირდებოდა ჰორიზონტამდე მისაღწევად, მამას და დედას უყვარდათ მზის ამოსვლის ყურება, როცა სოფელში ვიყავით დილით ადრე ვდგებოდით ხოლმე, ჩამიყენებდნენ შუაში, ჩამკიდებდნენ ხელს და მივდიოდით მზის შესახვედრად, მივდიოდით და მივდიოდით. - სადამდე? -პატარა ბავშვივით მოუთმენლად იკითხა საბამ, გაეღიმა ნუცას. - ჰორიზონტამდე, თუმცა სანამ იქამდე მივაღწევდით მანამდე ვიღლებოდი და მზეც გვასწრებდა ამოსვლას, შემისვამდა ხოლმე მხრებზე მამა და სამივე ერთად ვბრუნდებოდით სახლში. გაჩუმებულ ნუცას შეხედა საბამ, დაინახა მის ღაწვზე ჩამოკიდებული კრისტალივით მბრწყინავი ცრემლი და საშინლად მოუნდა იმის უფლება ჰქონოდა ეს ცრემლი კოცნით გაექრო მისი სახიდან და მერე მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეკრა გულში... - საბამ მითხრა რომ კომპანიაში აღარ მიდიხარ, რა ხდება, გადაწყვიტე შვებულება მოიწყო? -კაკი გამომცდელად უყურებდა მის წინ მჯდარ, თვალებამოღამებულ ლევანს, რომელიც უაზროდ ჩასცქეროდა სასმლით სავსე ჭიქას. - ახლა არ მითხრა რომ საბა ჩემზე ღელავს, -გაეცინა და ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე, -თუ უჩემოდ ვერ უძღვება საქმეებს, მაგას არ დავიჯერებ იმიტომ რომ ისედაც ყოველთვის სამი კაცის საქმეს აკეთებდა ერთად, ჩემს მაგივრადაც გააკეთებს თუ საჭირო იქნება. - ჰო მაგრამ შენ რას აპირებ? - შენი აზრით? -ხელები ფართოდ გაშალა და ხმამაღლა გაიცინა, -რას ფიქრობ, რას უნდა ვაპირებდე, ვზივარ და ვუცდი საბა მოწყალებას როდის მოიღებს და უფლებას მომცემს ნუცა ვნახო. უყურებდა კაკი და ვერ ხვდებოდა, ვერაფრით ხვდებოდა რა შეიცვალა იმ კაცში ბავშვობიდან რომ იცნობდა და თურმე სინამდვილეში რომ საერთოდ არ სცნობია, ერთი შეხედვით ისევ ის ლევანი იყო, ისევ ისე საუბრობდა როგორც ადრე, ისევ ისე იღიმოდა როგორც ყოველთვის, მარჯვენა ხელის შუა თითზე წამოცმულ ვერცხლის ბეჭედსაც ისევ ისე ატრიალებდა როგორც ყოველთვის აკეთებდა როცა ნერვიულობდა ხოლმე, და მაინც... მაინც იყო მასში რაღაც უცხო, ახალი და ისეთი ცივი და უსიამოვნო ძლივს იკავებდა თავს რომ არ წამომდგარიყო და არ გაცლოდა, რა იყო ეს, რა იწვევდა ყველაფერ ამას, წლების განმავლობაში ნაშენები ნდობის კედლების ჩამოშლა თუ ამ კედლებზე პირდაღებული ნაპრალებიდან გადმოღვრილი ეჭვი და ვარაუდები, უამრავი ვარაუდი, იმდენად ბევრი რომ უკვე უჭირდა მათგან რამდენიმე ნაკლებად არარეალური აღმოეჩინა. - ალბათ იცი რომ ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება, -უნებურად ისე რომ თვითონაც არ უნდოდა სევდა გაერია ხმაში. - ვიცი და მაინტერესებს როდემდე, როდემდე უნდა ვიჯდე და ველოდო როდის მოულბება ქალბატონს გული და როდის გადაწყვეტს ჩემთან დაბრუნებას, -გაცოფებულმა ლევანმა სასმელი მოსვა და მერე ჭიქა ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე. - ცდილობ რომ თავი მოიტყუო? მშვენივრად იცი რომ შენთან არ დაბრუნდება, -გარეგნულად ზედმეტად მშვიდი იყო კაკი, მიუხედავად იმისა რომ ლევანთან საუბრის დროს თვალწინ სახეგაფითრებული და სხეულდალურჯებული ნუცა ედგა, ორსული ნუცა მაჯებზე იმ საშინელი მახინჯი ზოლებით. - რას ნიშნავს არ დაბრუნდება? ჩემი ცოლია გესმის? ჩემი ცოლი რომელიც ჩემს ბავშვს ატარებს მუცლით, უნდა თუ არა მოუწევს ჩემთან დაბრუნება. - შენი ცოლი არ არის ლევან და არც შენგან ბავშვის გაჩენა ყოფილა მისი არჩევანი, ვერ აიძულებ შენთან ერთდ იცხოვროს, იმაზეც მადლობა თქვი რომ არ გიჩივლა. - მიჩივლებდა და ამით რას მოიგებდა, არავინ ჰყავს, არაფერი გააჩნია, ჩემთან ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებოდა და... - ასე იმიტომ მოექეცი რომ იცოდი არავინ ჰყავდა? -სიმწრისგან ტუჩზე იკბინა კაკიმ, -იცოდი რომ პასუხს არავინ მოგთხოვდა და დაიბრიყვე? შენ... შენ... - შეც იმათ მხარეზე ხარ? მოგწონს საბასთან ერთად რომ ცხოვრობს? ვინ იცის იქნებ მის საწოლშიც გორაობს, -სიტყვა შეაწყვეტინა, ხმას აუწია ლევანმა და ფეხზე წამოხტა გაავებული, ირგვლივ მიმოიხედა საბამ, არავინ იმჩნევდა რომ ყურებდაცქვეტილები უსმენდნენ მათ საუბარს, წამოდგა, გულისპირში ჩაავლო ხელი და სკამზე დაჯდომა აიძულა. - დაჯექი და ენა ჩაიგდე, ზედმეტი მოგდის, მგონი არ გახსოვს ვის ელაპარაკები, საბამ როცა იმ უღრან ტყეში იპოვა ნუცა გაწამებული და ცოცხლამკვდარი, ჩემთან მოიყვანა, მე მივიღე, მე გავსინჯე, მე ვნახე რა დღეშიც იყო, გამხდარი გაფითრებული, შეშინებული, სათითაოდ შემიძლია ჩამოგითვალო სად რომელი და როგორი დალურჯება ჰქონდა, მისი მაჯები... - მე არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა, -ამოიხრიალა ლევანმა და მზერა აარიდა კაკის, -ყველაფერს ისე ნუ ხატავთ თითქოს სადისტი და მანიაკი ვიყო, მთვრალი ვიყავი, იმ დღეს როცა მოვიტაცე ზედმეტი მქონდა დალეული და ვერ ვაზროვნებდი... თანაც ისეთი არაფერი არ მომხდარა რაც ზოგადად ცოლქმარს შორის არ ხდება ხოლმე, ის კი ადგა და... - ცოლს ნუ ეძახი, -მთელი ხმით იღრიალა კაკიმ, -ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის რომ ბარში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ მათ მოაპყრო მზერა, -ცოლს ნუ ეძახი გესმის? ვენები გადაიჭრა იმის გამო რომ მასზე იძალადე, შენ რა კაცი ხარ, შენ რა ადამიანი ხარ ამის მერე, შენებმა იცოდნენ? მითხარი შენებმა იცოდნენ რაც ხდებოდა? ჰმ, იცოდნენ არა? იცოდნენ და არაფერი გააკეთეს? - რა უნდა გაეკეთებინათ, ჩემები იმას მიიღებენ ვინც მე მენდომება და მათი გასარჩევი არ არის როგორ მოვექცევი, ნუცა ჩემია, მე მეკუთვნის და თუ საბა დროზე არ დამიბრუნებს... - და საინტერესოა რას იზამ, -ირონიულმა ღიმილმა დაუმანჭა ტუჩები კაკის, -იცოდე თუ გაბედავ და ოდნავ მაინც მიუახლოვდები დაივიწყე რომ ჩემი სახით მეგობარი გყავს, შენი პირველი მტერი გავხდები იმ გოგოს თუ კიდევ დაუშავებ რამეს, გონს მოდი თუ არადა თვალით აღარ დამენახო. წამოდგა და ისე რომ თავჩაღუნული ლევანისთვის აღარ შეუხედავს ბარიდან გავიდა, ტელეფონი ამოიღო ლევანმა და ნომერი აკრიფა. - მგონი მართალი იყავი, შენი დახმარება მჭირდება. - ვერ მიხვდა ისე აღმოჩნდა იმ უბანში, იმ შენობასთან სადაც ლილი ცხოვრობდა ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და განათებულ ფანჯრებს ახედა, უკვე დაზეპირებული ნომერი აკრიფა, არ უფიქრია თუ უპასუხებდა, ის იყო უნდა გაეთიშა რომ მისი ხმა გაიგო. - მოხდა რამე? ასე გვიან რატომ მირეკავთ? - შეგიძლია ჩამოხვიდე? -თრთოლვა შეეპარა ხმაში და ეს იგრძნო ლილიმ. - კარგად ხართ? - მხოლოდ ორი წუთით გთხოვ, აქ ვარ, შენს სახლთან. - უკვე გვიანია და... - მჭირდები, უბრალოდ მინდა ჩაგეხუტო, ძალიან მინდა... კავშირი რომ გაწყდა ერთხანს გამშრალი დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს, მერე გაეღიმა, ნეტავ რას ელოდიო გაიფიქრა და იმედგაცრუებულმა უნებურად სხეულში ისეთი სისუსტე იგრძნო ავტომობილს მიეყრდნო რომ თავი შეემაგრებინა, ის იყო შებრუნებას და წასვლას აპირებდა რომ სადარბაზოდან გამომავალი ლილი დაინახა, ეტყობოდა რომ სირბილით ჩამოეარა კიბეები, ლოყები აწითლებული ჰქონდა და მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა, თმა გაშლილი ჰქონდა და აბურდული, სასაცილო ვარდისფერი მაისური და შორტი ეცვა, იდგა და ისე საყვარლად, ისე გულწრფელად უღიმოდა... ნეტავ ვინ ან როდის მოიგონა ის რომ კაცები არ ტირიან, ნეტავ პირველად ვინ და როდის ჩათვალა სისუსტედ მათი ცრემლებით დასველებული სახეები, იგრძნო კაკიმ როგორ მოაწვა ყელში რაღაც უფორმო და უსწორმასწორი გორგალი და სუნთქვა შეუკრა, მთელი დღის დაღლილობა, ლევანის საქციელი და ნუცას მდგომარეობა თითქოს ერთბაშად დააწვა მხრებზე და წელში მოხარა, აი ამ გოგოს, ამ პატარა სასწაულს ახლა მის წინ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით რომ იდგა, მისი სახით მისთვის სიცოცხლესაც რომ არ დაიშურებდა ისეთი ადამიანი ჰყავდა, ნუცა კი სრულიად მარტო იყო მთელი სამყაროს წინაშე და ვინ იცის კიდევ რამდენი ნუცასნაირი, მხოლოდ ღმერთის და სასწაულის იმედად მყოფი ქალი დააბიჯებდა ამ ქალაქში, ამ ქუჩაზე, ან თუნდაც ამ შენობაში, ვინ იცის ამ გაჩახჩახებული ფანჯრების მიღმა, რამდენი ჩაბნელებული და გაცრეცილი ოცნება და იმედი ღაფავდა სულს... - მოდი ჩემთან, -ჩაიჩურჩულა და ფართოდ გაშალა მკლავები, ლილის არაფერი უთქვამს ისე გაჩნდა მასთან, ისე შემოხვია მკლავები წელზე და ისე ჩაეკრა გულში, მის მკერდში ჩარგო სახე, მთელი სხეულით აეკრა სხეულზე, საკუთარი სითბო და სიმშვიდე გაუნაწილა თითქოს ნაწილებად დაშლილს და არეულს, იდგა კაი, მის სითბოს ისრუტავდა და ნელ-ნელა დუნდებოდა. - კარგად ხარ? -ლილის ხმა მოესმა და გაეღიმა, ღრმად ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი. - ახლა უკვე კარგად ვარ, ძალიან კარგად, ოღონდ ცოტა ხნით კიდევ დარჩი, -უფრო მაგრად მოხვია მკლავები. მის მკერდზე ედო თავი ლილის, მის უკვე დაწყნარებულ გულისცემას უსმენდა და რატომღაც საერთოდ არ გაკვირვებია როცა საბას ცრემლი დაეცა ღაწვზე და ლოყის გავლით ტუჩის კუთხისკენ გაიკვლია გზა... - - ორი კვირით ვიყავით წასული და თურმე რამდენი რამ მომხდარა, ჩვენთვის როდის აპირებდი ამ ყველაფრის თქმას? წუხელ ჩამოვედით და დილითვე ასეთი ამბები დაგვხვდა, -ლამაზი შავთმიანი ქალი ბოლთას სცემდა მისაღებში და თან გაუჩერებლად ქაქანებდა. - დაჯექი თუ ღმერთი გწამს, თავბრუ დამეხვა, -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი საბამ და კეფაზე შემოიჭდო თითები, -ისედაც თავი მტკივა დილიდან და ძალიან გთხოვ შენ მაინც ნუ მომიშლი ნერვებს, დაჯექი და ისე ვისაუბროთ. - არ მიკვირს თავი რომ გტკივა, საერთოდ როგორ გაქვს ადგილზე იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე. - ასეთი რა გავაკეთე გამაგებინე, -ხმას აუწია საბამ და ქალმაც როგორც იქნა ინება დაჯდომა. - ანას მართლა შორდები? - აჰ, ესე იგი უკვე მოგახსენა? - ესეც და კიდევ ბევრი სხვა რამეც, შვილო ხომ იცი თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი თქვენი ქორწინების მაგრამ, რაკი ჩემი რჩევები არად ჩააგდე და მაინც მოიყვანე ცოლად სხვა რა გზა მქონდა გავჩუმდი, თუმცა ახლა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად იმ მიზეზით განქორწინება რაც... - რა გითხრა ანამ? - მაცადე. - დედა რა გითხრა ანამ? - რა მითხრა და ის რომ სახლში ლევანის ორსული ცოლი გყავს, მითხრა მგონი მათ შორის რაღაც ხდება და ამის გამო უნდა ჩემთან დაშორებაო. - და შენც დაუჯერე? - რა თქმა უნდა არა, ჩემზე უკეთ არავინ იცის ანა როგორი მანიპულატორია და როგორ უყვარს საკუთარი გამორჩენის გამო სხვებს ზედ გადაუაროს, მე უბრალოდ ის არ მომწონს ყოველთვის სხისგან რომ ვიგებ ხოლმე შენს ცხოვრებაში თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება. - მამა და ნიტა სად არიან? რატომ არ მოვიდნენ, ნიტა მომენატრა. - სიტყვას ბანზე მიგდებ? -გაეცინა ქალს. - არა, უბრალოდ ახლა არ მაქვს შენთან კამათის თავი, საღამოს მოვალ თქვენთან და ყველაფერს მოგიყვებით ზუსტად ისე როგორც იყო. - ჰო ასე სჯობს, საღამომდე ალბათ ნიტა და მამაშენიც გაიღვიძებენ, ხომ იცი როგორ ვერ იტანენ მგზავრობას და ძალიან დაიღალნენ. - მოეწონა ნიტას საფრანგეთი? - ძალიან, ნეტავ შენც მოგეხერხებინა წამოსვლა, სულ შენ გნატრობდა. - მართლა? -სახე გაუნათდა საბას და ღიმილმა გაუპო ბაგეები, ნიტა მისი თოთხმეტი წლის და იყო, გიჟდებოდა საბა მასზე ისე უყვარდა, საკუთარ თავსაც კი ერჩივნა. - ჰო მართლა, უამრავი საჩუქარი ჩამოგიტანა, შემდეგში კი ერთად წავიდეთ სამოგზაუროდ. - შემდეგში მხოლოდ მე და ნიტა წავალთ ჰავაიზე, სერფინგი უნდა ვასწავლო. - ოჰ მომინდომეს ჰავაი. - წელსაც ჰავაიზე უნდოდა წასვლა, მაგრამ შენ პარიზი აიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ საყიდლებზე სიარულზე გიჟდები. - უნდა გენახა მამაშენს როგორი ნატანჯი სახე ჰქონდა მაღაზიებში სიარულს რომ ვაიძულებდი, -მხიარულად გადაიკისკისა და წამოდგა, -ახლა წავალ და საღამოს ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ალბათ იცი რომ ასე უბრალოდ არ ჩაივლის ეს განქორწინება. - ვიცი მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. - ძალიან კარგი თუ ასეა. - ცოტათი მაინც შეიკავე თავი, ასე პირდაპირ ნუ გამოხატავ რომ ვერ იტან, -გაეცინა საბას. - კარგი რა, არასდროს დამიმალავს რომ არ მომწონდა, მოიცა, ეს... ეს არის ნუცა? -ფანჯარასთან მივიდა და იქვე, უზარმაზარ ძაღლთან მოთამაშე, თეთრ სარაფანში გამოწყობილ ნუცას გადახედა. - კი ეს არის. - ძალიან ლამაზა, რამდენი წლის არის? - ცხრამეტის. - და ამ ასაკში ორსულად არის იმ კაცისგან რომელიც არ უყვარს, რომელმაც მოიტაცა და... - ეს საიდან იცი, ვინ გითხრა? -ხმა შეეცვალა საბას, მოიღუშა და მთელი ძალით შეკრა მუშტები. - არ მჯერა რომ ლომას ეთამაშება, როდის მოასწრო მასთან დამეგობრება? - ახლა შენ მიგდებ სიტყვას ბანზე, -ნაძალადევად გაეღიმა საბას, -ლომას გუშინ დაუმეგობრდა, გავაფრთხილე რომ ბაღში არ გასულიყო რადგან აშვებული გვყავდა, ცოტახანში გავდივარ და რას ვხედავ, ზიან გვერდიგვერდ ერთმანეთზე თავმიდებულები, რომ იცოდე რა საოცარი ვინმეა... - დარწმუნებული ვარ რომ ასეა, -ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და კარისკენ წავიდა, -საღამოს გელოდებით, მიაძახა საბას და კარი გაიხურა. ბაღში იდგა საბა, ტოტებგაბარჯღულ უცნაური ფორმის მქონე ხეს ეყრდნობოდა ზურგით და აივანს აჰყურებდა, ნუცა იჯდა აივანზე, ისევ საბას მაისური ეცვა, საცოდავად იყო მობუზული და ერთ წერტილზე ჰქონდა გაშეშებული მზერა, ჰორიზონტს შესცქეროდა, ალბათ ახლა მზის ჩასვლას თუ ელოდა. - როგორ არის? -კაკი ამოუდგა გვერდით, შეკრთა საბა, არ ელოდა მის მოსვლას. - როდის მოხვედი? - ახლახანს, დღეს დედაშენს ველაპარაკე, ჩამოვედით და პატარა საოჯახო შეხვედრას ვაწყობ, შენც მოდიო მითხრა, ლილის წამოვიყვან და წამოვალ, თან დღეს და ხვალ არ ვმუშაობ და გვიანობამდე მოვახერხებ დარჩენას, ცოტას გავერთობით, ნიტაც ძალიან მომენატრა. - შენ და ლილი მოგვარდით ბოლოს და ბოლოს? კარგია, -სევდიანად ჩაეღიმა საბას, აივანს თვალი მოაშორა და კაკის გაუსწორა მზერა. - ჩვენ კი მოვგვარდით ფაქტობრივად შენი დამსახურებით მაგრამ, ჩემთვის არ გიპასუხია, ნუცა როგორ არის? - ცუდად, მიუხედავად იმისა რომ ცდილობს თავი ისე მომაჩვენოს თითქოს სიტუაციას შეეგუა, ცდილობს მესაუბროს, იღიმის, ერთი ორჯერ დავინახე რომ წიგნს კითხულობდა, ბაღშიც გამოდის და ძაღლს ეთამაშება მაგრამ როცა გონია რომ არავინ უყურებს... გაშტერებული ზის ხოლმე, თავისთვის, უხმოდ, ჩუმად ტირის, ღამით კოშმარები აღვიძებს, მისი ყვირილი მესმის ხოლმე, ყვირის არ შემეხოო, არ დამარტყაო, ახლა უკვე ბავშვზეც სწუხს და ნერვიულობს, გონია რომ ლევანი მის წაყვანას შეძლებს და... - იქნებ სჯობს პროფესიონალის დახმარება მიიღოს, ასე ადვილი არ არის იმ ყველაფრის გადატანა რაც შეემთხვა, თუ გინდა ნელიკოს დავურეკავ და ვთხოვ მოვიდეს ხოლმე, უარს არ გვეტყვის. - დღეს ველაპარაკე ნუცას, ვუთხარი ამის შესახებ, უარზეა, გაგონებაც არ უნდა, კარგად ვარ ყველაფერს გავუმკლავდებიო ამბობს, იცოდე ამაზე სიტყვაც აღარ დაძრა თორემ წავალო. - წავა? სად უნდა წავიდეს? -აივნისკენ გააპარა კაკიმ მზერა, ისევ ისე იჯდა, სივრცეს გაჰყურებდა უაზროდ, სველი ლოყები უბზინავდა ჩამავალ მზეზე. - არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს სად აპირებს წასვლას მაგრამ რომ წავიდეს? -ცხადად იგრძნო მისი შიში კაკიმ, მისი სასოწარკვეთილება, მიხვდა ძნელ გზას ადგა საბა, გაუვალს, დაბრკოლებებით სავსეს და ისეთს უკან დაბრუნება უკვე გამორიცხული რომ იყო, შეძლებდა კი ამ გზის ბოლომდე გავლას? თუ შეძლებდა ბოლოში რა დახვდებოდა. - ნუცაც რომ წამოიყვანო შენებთან? მგონი კარგი იქნება მისთვის სახლიდან გასვლა, ცოტას გაერთობა, ნიტას დაელაპარაკება, ჰა რას იტყვი? -კაკი აღფრთოვანებული ჩანდა თავისი იდეით. - შენი აზრით სწორი იქნება ახლა მისი სახლიდან გასვლა? აქ უსაფრთხოდ არის, -საბა აშკარად არ იზიარებდა მის აზრს. - ჩვენს გვერდითაც უსაფრთხოდ იქნება, ბოლოს და ბოლოს სამუდამოდ ხომ ვერ გამოკეტავ იმ მიზეზით რომ შეიძლება რაღაც შეემთხვეს, იქნებ ხალხთან ურთიერთობამ ცოტა გამოიყვანოს მდგომარეობიდან. - კარგი ვცდი, ვეტყვი და თუ სურვილი ექნება წამოვიდეს, ავალ დაველაპარაკები. - მეც წავალ, ლილის უნდა გავუარო და შენებთან შევხვდებით, -კაკი დაემშვიდობა და ჭიშკრისკენ წავიდა, აივანს შეხედა საბამ და ამოიოხრა. - ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა მობუზული და დაბურული მინიდან უყურებდა ღამის განათებებით გაჩახჩახებულ თბილისს, საჭეს მძღოლი მართავდა, საბაც მის გვერდით იჯდა უკანა სავარძელზე, მისგან მოშორებით, არ ეხებოდა თუმცა ნუცა მაინც გრძნობდა მის სიახლოვეს და უხერხულად ისრესდა კალთაში ჩაწყობილ თითებს, ჭრელი სარაფანი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა, ახლა შედარებით უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე მაშინ როცა საბამ პირველად მიიყვანა სახლში, თვითონაც არ იცოდა რატომ დასთანხმდა როცა საბამ სთხოვა ჩემებთან წამომყევიო, რატომღაც უარი ვერ უთხრა, არად სიკვდილივით ეშინოდა იმ სახლიდან გასვლის რომელიც მისთვის უკვე რამდენიმე დღეა ციხესიმაგრედ იყო ქცეული, ახლა მიუხედავად იმისა რომ საბა მის გვერდით იყო მაინც დაუცველად გრძნობდა თავს, რამე რომ მომხდარიყო, ლევანი რომ გამოჩენილიყო და მისთვის რამის დაშავება ეცადა... - კარგად ხარ? -საბას ხმა რომ მოესმა თავი მიაბრუნა მისკენ და მკრთალად გაუღიმა. - კარგად ვარ. - მგონი ზედმეტად ნერვიულობ, თუ გინდა შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ. - მირჩევნია წამოვიდე, არ მინდა სახლში მარტო ყოფნა, -მორცხვად ჩახარა თავი ლოყებაწითლებულმა, არასდროს უყვარდა მარტო ყოფნა და ახლა მითუმეტეს ეშინოდა მარტოობის, თუმცა საბას ამას ვერ უმხელდა, ისედაც უხერხულად გრძნობდა თავს, იმ ყველაფრის გამო რასაც მისთვის აკეთებდა და ახლა ძიძის როლის შეთავსებასაც ვერ მოითხოვდა მისგან. - შენ მაგაზე არ იფიქრო, მარტო არ დარჩები, თუ უკან მივბრუნდებით მეც აღარ წავალ, -თბილად გაუღიმა საბამ, თვალები აუწყლიანდა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გაცოცა თითები მისი ხელისკენ, მიუხვდა საბა, ხელი შეაგება... - შეიძლება? შეიძლება რომ?... თუ შეიძლება... -ენა დაება ნუცას, საკუთარმა უმწეობამ გული აუჩუყა და ცრემლებმაც როგორც იქნა იპოვეს გზა მის ლოყებზე, მხრები აუცახცახდა, ისევ მიუხვდა საბა, არაფერი უთქვამს ისე მიიწია მისკენ, ფრთხილად შეუცურა წელზე ხელი, მიიზიდა და გულზე მიიკრა, თავის შეკავება ვეღარ შეძლო ნუცამ, მის მკერდში ჩარგო სახე და ატირდა, მუსიკას აუწია მძღოლმა... - იტირე პატარავ, რამდენიც გინდა იმდენი იტირე, იტირე თუ ეს დაგამშვიდებს, -თმაზე ეფერებოდა საბა და თბილი, მშვიდი ხმით ჩასჩურჩულებდა დამამშვიდებელ სიტყვებს, დანიშნულების ადგილზე რომ მივიდნენ ნუცა უკვე აღარ ტიროდა, უბრალოდ იჯდა საბას მკერდს მიყრდნობილი და არაფრით ეთმობოდა ასე ნანატრი სითბო და სიმშვიდის შეგრძნება. - მოვედით, მზად ხარ იმისთვის რომ ჩემი გადარეული ოჯახის წევრები გაიცნო? -ორსართულიანი სახლისკენ ანიშნა საბამ რომელიც მაღალი გალავნით იყო შემოსაზღვრული. - იმედია არ გისაყვედურებენ, -ნუცა საბას მოშორდა და აცახცახებული თითებით შეისწორა თმები, მის თითებს გააყოლა საბამ მზერა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი. - რატომ უნდა მისაყვედურონ? - მე რომ წამომიყვანე. რატომღაც ორაზროვნად მოეჩვენა საბას ნუცას სიტყვები, ნეტავ რას გულისხმობდა, იმას რომ სახლში ჰყავდა თუ უბრალოდ ამ საღამოს, გამომცდელად შეხედა თვალებში მზერაამღვრეულს. - შეგიძლია მშვიდად იყო, დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოეწონები, ნიტას განსაკუთრებით, შეიძლება დამეგობრდეთ კიდეც. - ასე ფიქრობ? - წამოდი და შენ თვითონ ნახავ, -ავტომობილიდან გადავიდა, გვერდიდან მოუარა, კარი გააღო და ხელი გაუწოდა, ნუცამ უყოყმანოდ შეაგება თითები. - - მიხარია შენი ნახვა ნუცა, -კაკიმ ხელი ჩამოართვა უხერხულად მხრებაწურულ გოგონას და მერე იქვე მდგარ ლილის დაუძახა, -გაიცანი ეს ლილია ჩემი საცოლე. - საცოლე? ამ საკითხზე ვისაუბრეთ და არ მახსოვს? -წარბი მაღლა ასწია ლილიმ, -იქნებ ხელი მთხოვე და დამავიწყდა? - რომ მეთხოვა რა იქნებოდა შენი პასუხი? -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა კაკის. - ამას ვერასდროს გაიგებ რადგან არ გიკითხავს, -ნიშნისმოგებით გაუღიმა ლილიმ. ისეთი საყვარლები იყვნენ თავი ვერ შეიკავა ნუცამ რომ არ გაეცინა, იქვე ახლოს მგომი საბა თვალს არ აშორებდა ნუცას. - ძალიან ლამაზია, -გამხდარი, წაბლისფერთმიანი გოგონა ამოუდგა გვერდით, მხარზე ხელი მოხვია საბამ, დაიხარა და შუბლზე აკოცა. - ძალიან მომენატრე პატარა მოღალატევ, უჩემოდ როგორი როგორი იყო პარიზში? კარგად გაერთე? - წამოსულიყავი მერე, ვინ დაგიშალა, -ტუჩები უკმაყოფილოდ გაბუსხა ნიტამ, -მეც ძალიან მომენატრე, ერთად უფრო კარგ დროს გავატარებდით, დედა მთელი დღე საყიდლებზე დაგვატარებდა, მეტს არაფერს ვაკეთებდით, მამა კინაღამ გაგიჟდა, რატომ არ წამოხვედი? - დაგავიწყდა რომ საქართველოში არ ვიყავი? - დედამ ხომ გითხრა თუ გინდა რომ ჩამოხვალ მერე ყველა ერთად წავიდეთო მაგრამ ანას არ უნდოდა ალბათ, მის გამო არ წამოხვედი? - ყველაფერს მას ნუ აბრალებ. - არ მიყვარს, იმიტომ რომ მასაც არ ვუყვარვარ, მართლა შორდებით? - ასეთ საკითხებს რომ შენთან არ განვიხილავ ხომ იცი. - რატომ? ახლა არ მითხრა პატარა ხარ და იმიტომო. - პატარა ხარ ნიტა და დიდიც რომ იყო მაინც არ გექნებოდა უფლება ჩემი და ანას საქმეში ჩარევის, ის რაც ჩვენს შორის ხდება მხოლოდ ჩვენ გვეხება, გესმის რას გეუბნები? - ოფ, ნამდვილი უჟმური ხარ, -უკმაყოფილოდ დაიწუწუნა და მერე ისევ ნუცასკენ გააპარა მზერა, -ის მაინც მითხარი ნუცა ვინ არის, მართლა შენთან ერთად ცხოვრობს? - ნუცა ჩემი სტუმარია რომელსაც ახლა დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება, მიდი დაელაპარაკე, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს კარგად გაუგებთ. - შენთან რამდენ ხანს დარჩება? - იმდენ ხანს რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს, ახლა კი მიდი მასთან... - ამდენი ხნის მერე პირველად იყო რომ ნუცა თავს ასე კარგად გრძნობდა, საბას მშობლებმა ნატალიამ და დავითმა ძალიან თბილად მიიღეს, კაკი და ლილიც ძალიან საყვარლები იყვნენ, ერთი წამითაც არ სტოვებდნენ მარტო და ყველანაირად ცდილობდნენ გაეხალისებინათ, ნიტა კი თვალებში შესციცინებდა და მზად იყო მისი ყოველი სურვილი შეესრულებინა. - არა მგონია ერთმა ყლუპმა სასმელმა გავნოს, -შეკრთა ხმა რომ მოესმა ზურგს უკნიდან, შებრუნდა, საბას დედა ედგა წინ და თბილად უღიმოდა. - მე... მე უბრალოდ... - დავინახე როგორ უყურებდი ღვინოს, შეგიძლია დალიო, ოღონდ ცოტა, არ გავნებს, -წითელი ღვინით სავსე ჭიქა აიღო და მიაწოდა, -საბაზე რომ ვიყავი ორსულად ძალიან მინდებოდა ხოლმე ლუდი, ჩემი ცხონებული დედამთილი ცოტა უცნაური და თან ძალიან მკაცრი ქალი იყო, რომ დაენახა ვსვამდი გაგიჟდებოდა და გადაირეოდა, ჰოდა მეც იცი რას ვაკეთებდი? მაშინ ჩვენს გვერდით მეზობლად, ძალიან საყვარელი რუსი ქალი ტანია ცხოვრობდა, მოხუცი იყო და ხშირად აწუხებდა წნევა, დამიძახებდა ხოლმე გადმოდი წნევა გამიზომეო, ავიღებდი აპარატს, დედამთილს ანგარიშს ჩავაბარებდი ტანია ცუდად არის და უნდა მივხედოთქო, დაგავდიოდი მასთან, დამახვედრებდა ხოლმე უკანა ეზოში გაშლილ სუფრას, კომბოსტოს მწნილს, ხაჭაპურს, ახალ გამოცხვარ პურს, ჩაციებულ ლუდს, ვისხედით მე და ტანია, ვსვამდით ლუდს და ვსაუბრობდით ათას რამეზე, თავისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა ხოლმე, ციმბირიდან იყო, მის ქმარს იმ მხარეში უმსახურია ჯარში, ერთმანეთი შეყვარებიათ და ერთად წამოსულან საქართველოში, თვითონაც უყვარდა ლუდი, ორსულობისას ვსვამდი ხოლმეო მეუბნებოდა, თურმე ვიღაცას უსწავლებია თუ ლუდს დალევ ხოლმე ბავშვები თეთრები გამოვლენო. ინსტიქტურად შეხედა იქვე მდგარ საბას ნუცამ, მუქი ხორბლისფერი კანი ჰქონდა, მუქი წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები. - ჰოო, აშკარად მოატყუა იმ ვიღაცამ ტანია, ან უბრალოდ საბაზე არ იმოქმედა ჩემმა დალეულმა ლუდმა, დაბადებიდანვე მუქი კანი ჰქონდა, მერე და მერე უფრო გაუმუქდა, მგონი ბაბუაჩემს ჰგავს, ისიც ასეთი მაღალი, ტანადი და ხორბლისფერი იყო, შენ ვის გავხარ ასეთი ლამაზი? - მამას, მასაც ისეთი შავი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა როგორიც მე მაქვს, კანის ფერი დედას მიგავს, ისეთი თეთრი იყო, ისეთი ნაზი... მაპატიეთ მე... მე უბრალოდ... -თვალები ცრემლებით აევსო და სიტყვა ყელში გაეჩხირა, თავს ვერაფრით აიძულა საუბრის გაგრძელება. - ბოდიში, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, -სინანული გაკრთა ქალის ხმაში. - რა ხდება? ნუცა კარგად ხარ? რა გჭირს? -საბა მიუახლოვდათ, ნიკაპზე ფრთხილად, ნაზად მოკიდა თითები ნუცას და თავი ააწევინა, ნაძალადევად გაუღიმა ნუცამ. - კარგად ვარ, ძალიან კარგად, უბრალოდ დედა და მამა გამახსენდა, ცოტა ხნით გარეთ გასვლა მინდა კარგი? აქ ცოტა ცხელა და... - წამოდი უკანა ბაღში გაგიყვან ვერანდაზე, -მსუბუქად შეეხო წელზე საბა, გასასვლელისკენ წაიყვანა, ის იყო უნდა გასულიყვნენ რომ კარი გაიღო და ლევანის დედა ლია შემოვიდა ოთახში, დედას შეხედა საბამ, მხრები აიჩეჩა ქალმა იმის ნიშნად მე არ დამიპატიჟებია და არაფერ შუაში ვარო. - გამარჯობა ლია, -მიეგება სტუმარს, რამ გაგახსენა ჩვენი თავი? - რამ არა ვინ, -საცოდავად მობუზულ ნუცას შეავლო მტაცებლის მზერა, -კარგ დროს მოვსულვარ, ეს ქალბატონიც აქ ბრძანდება და ბარემ გავარკვიოთ ყველაფერი... მკლავზე მთელი ძალით რომ ჩაეჭიდა ნუცა და პატარა, დმფრთხალი ბავშვივით რომ ამოეფარა ზურგსუკან, საბამ ერთი სიცოცხლე მაშინ დაამთავრა თითქოს, მის აცახცახებულ სხეულს რომ გრძობდა სხეულზე აკრულს და მისი ჩურჩული რომ ესმოდა გეხვეწები, გემუდარები ამათ ჩემი თავი არ გაატანო თორემ მოვკვდებიო... - დამშვიდდი, მე შენს გვერდით ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს გესმის? - მისკენ შებრუნდა და გულში ჩაიკრა მთლად გაფითრებული, იგრძნო როგორ მოუდუნდა სხეული, წელზე მოხვია ხელი რომ შეემაგრებინა, რომ საყრდენი გამხდარიყო მისთვის. - ის არ გეყო ჩემი შვილი რომ გაუბედურე და შენს გამო ადამიანს აღარ ჰგავს და ახლა მის მეგობარზე გადახვედი? ნეტავ რა ნახა ლევანმა შენში რომ ასე გადაირია, -მთელი ხმით იკივლა ქალმა და ნუცასკენ გაიწია, ნატალია გადაუდგა წინ. - ნიტა გაიყვანეთ და ცოტახნით დაგვტოვეთ, -კაკის და გაოგნებულ ლილის ანიშნა, კაკიმ ხელი ჩაჭიდა ნიტას და მისი პროტესტის მიუხედავად მან ად ლილიმ ოთახიდან გაიყვანეს, დავითს ხმა არ ამოუღია, მშვიდად იჯდა სავარძელში ხელში გადაშლილი წიგნით და თითქოს საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა, არადა სინამდვილეში ერთი წამითაც არ აშორებდა თვალს საბას და მასზე სუროსავით შემოხვეულ ნუცას. - რა ხდება ლია, რას მივაწეროთ შენი საქციელი, -შესაშურად მშვიდი იყო ნატალია, -ისე მოხვედი არ გაგიფრთხილებივართ და ახლა ჩემს სტუმარს შეურაცხყოფას აყენებ, გამაგებინე რას ნიშნავს ეს ყველაფერი. - ამდენი წლის მეგობრობა გვაკავშირებს და უფლება არ მაქვს რომ გაუფრთხილებლად მოვიდე? რა მოხდა ამ პარაზიტმა თქვენც გადაგიტრიალათ ტვინი? -ირონიით და ზიზღით იყო ლიას ხმა სავსე, ალბათ ნატალიას უფლება რომ მიეცა მივარდებოდა და შუაზე გაგლეჯდა ნუცას შიშველი ხელებით. - ჩვენ გავალთ დედა, ნუცა ვერ არის კარგად, -ნატალიას გადაულაპარაკა საბამ. - სად მიდიხართ, სად მიგყავს, ვერსადაც ვერ წაიყვან, -ახლა საბას მიუბრუნდა ლია, -რა გჭირს შვილო, ლევანის მეგობარი მაინც არ იყო, შენგან ამას არ ველოდი, ხომ იცი რომ ნუცა მისი ცოლია და... - გინდათ ახლა და აქ გავარჩიოთ ყველაფერი რაც თქვენმა შვილმა ჩაიდინა და თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ? -ცივად გამოსცრა საბამ კბილებში და ისეთი თვალებით შეხედა ქალს ლილიმ შემკრთალმა დაიხია უკან ორი ნაბიჯით. - ჩემ შვილს მისთვის არაფერი დაუშავებია, შენ არ იცი მაგრამ ნუცამ აურია თავგზა და აიძულა რომ ცოლად მოეყვანა, ალბათ მისმა ფინანსურმა შესაძლებლობებმა მიიზიდა, ახლა კი მისი გრძნობებით მანიპულირებს. - თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, -თავი სინანულით გადააქნია საბამ, -გამეცალეთ, ახლა მე და ნუცა წავალთ, თქვენ და თქვენი შვილი კი სამუდამოდ დაივიწყებთ მის არსებობას. - შენ რაც გინდა ის ჰქენი, ეს ქალბატონი კი კეთილს ინებებს და ჩემთან ერთად წამოვა, მისი ადგილი მისი ქმრის გვერდით არის, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ ბავშვს გააჩენს და მერე ჯანდაბაშიც წასულა, ლევანის შვილი ჩვენთან გაიზრდება და თვითონ სადაც უნდა იქ წავიდეს. - გინდათ რომ შვილი წამართვათ? -საცოდავად ამოიხავლა საბას მკლავებში მოქცეულმა ნუცამ, -ის არ გეყოთ რაც წამართვით? ის არ გეყოთ რაც დამიშავეთ და ახლა მისი წაყვანაც გინდათ? ის ჩემია, მხოლოდ ჩემი, ვერ წამართმევთ... ცახცახებდა, ტიროდა, ძლივს იმაგრებდა სხეულს და საბას მკლავები რომ არა ალბათ იქვე ჩაიკეცებოდა, წამით შეხვდა ნატალიას და დავითის მზერა ერთმანეთს, თავი გვერდზე შეაბრუნა კაცმა რომ ცოლს მის თვალებში ჩაგუბებული ცრემლები არ დაენახა. - წადით შვილო, წაიყვანე ნუცა და იზრუნე იმაზე რომ არავინ არაფერი დაუშაოს, -მხარზე დაადო ხელი ნატალიამ საბას და გამამხნევებლად გაუღიმა. - მე რა ვთქვი ვერ გაიგეთ? არსადაც არ წავა, -იკივლა ლიამ და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, -ახლავე დავურეკავ ლევანს და... მისი ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია საბას, ნუცა ხელში აიტაცა და წაიყვანა, მკლავში ხელი ჩაავლო ქალს ნატალიამ რომელიც მათ უკან გადევნებას აპირებდა. - შენ დარჩი სალაპარაკო გვაქვს. - ჯერ ლევანს დავურეკავ რომ მოვიდეს. - საკმარისია, უკვე ყელში ამომივიდა, -ხმას აუწია ნატალიამ, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და კედელს შეახეთქა, -ვერავის ვერ დაურეკავ, ახლა დაჯდები და დამელაპარაკები იმაზე თუ როგორ დაეცით მთელი ოჯახი იმ დონემდე რომ ეს საწყალი უმწეო გოგო ამ დღეში ჩააგდეთ, ქალი ხარ, დედა ხარ, როგორ შეგეძლო ასე მოქცევა, შენს რომ ასე მოგქცეოდა ვინმე... - ჯონიმ თუ მომიტაცა რა დამიშავდა მაგით, ვერ გვაქვს მშვენიერი ოჯახი თუ რა, ჩვიდმეტი წლის ვიყავი ლევანი რომ გავაჩინე, ჯონის ყოველ ხმამაღალ სიტყვაზე და დედამთილის ყოველ უკმაყოფილებაზე ასე რომ დამეწყო წიკვინი და სახლიდან გაქცევა როგორც ის ქალბატონი იქცევა, ახლა ვინ იცის სად და როგორ ვიქნებოდი, კეთილი ინებოს და მოითმინოს ცოტა, უყვარს ლევანს, ერთი თუ შეცდა ეგ არაფერია, დალაგდება სიტუაცია და... უყურებდა ნატალია და უკვირდა, ძალიან დიდი ხანია იცნობდა ლიას, ყოველთვის ეგონა რომ სამაგალითო ოჯახი ჰქონდათ მას და ჯონის, ეგონა რომ სიყვარულით დაქორწინდნენ, არადა თურმე რამხელა ტკივილს ატარებდა გულით, რამხელა დარდს, რამხელა ბრაზს, აქამდე არასდროს უთქვამს მისთვის რომ ჯონიმ მოიტაცა, თანაც თექვსმეტი წლის, ჯერ კიდევ ბავშვი, ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე გახდა დედა, იქნებ მისი ასეთი საქციელი სწორედ იმ წარსულის დამსახურება იყო, ალბათ მასზეც იძალადეს და თუ ასე მოხდა როგორ მოახერხა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება და ამდენ ხანს მოსიყვარულე ცოლის როლის თამაში, მაგრამ შვილები? ლევანი და მისი ძმა, ნეტავ როგორ ზრდიდა, რაზე ესაუბრებოდა, რას ასწავლიდა როცა პატარები იყვნენ, ან იყო კი მისი ბრალი ლევანის ასეთი არაკაცობა და არაადამიანობა? - არ ვიცი შენ როგორი ცხოვრება გამოიარე და როგორ დაიტანჯე, მაგრამ ნუცა ვალდებული არ არის იგივე გამოიაროს, უფლება არ გაქვს რომ მასზე მოიოხო გული, შეიძლება შენ არ გყავდა ვინმე ვინც მაშინ გვერდში დაგიდგებოდა და ჯერ კიდევ ბავშვს მოძალადის გვერდით არ დაგტოვებდა ცოლის სტატუსით, მაგრამ ნუცა მარტო არ არის, მას ჩვენ ვყავართ და ბოლომდე დავიცავთ, ხმა აღარ ამოიღო თორემ გეფიცები უკვე ისეთ დღეში ვარ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ, თოთხმეტი წლის გოგო მყავს, ნიტას რომ ასე მოექცეს ვინმე... ღმერთო, ამის წარმოდგენაც კი მზარავს, წადი ლია, წადი ღმერთს მადლობ შესწირე რომ შენი შვილი ახლა ციხეში არ ზის და ნუცას თავი დაანებეთ, ეყოფა იმ გოგოს რაც თქვენს გამო გადაიტანა. მისდა გასაკვირად ლია არ შეპასუხებია, ისიც კი ვერ გაიგო როგორ გავიდა გარეთ, თავჩაღუნული, მოღუშული იდგა და საკუთარ ფეხსაცმელებს დასცქეროდა რომლებიც პარიზში იყიდა რომელიღაც ცნობილი დიზაინერის მაღაზიაში, რა უმნიშვნელო იყო ახლა ეს ყველაფერი, როგორი იაფი და გულისამრევი... - იღბლიანი კაცი ვარ, როგორ მიხარია რომ შენ შეგხვდი ჩემი ცხოვრების გზაზე, -საყვარელი ხმა მოესმა და მერე ძლიერი მკლავები მოეხვია წელზე, თვალები დახუჭა, მკერდზე მიეყრდნო ზურგით და ამოიოხრა. - - მაპატიე, არ ვიცოდი რომ უნდა მოსულიყო, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, -საწოლზე მჯდარი საბა სევდიანი სახით დაჰყურებდა ბალიშებზე უღონოდ მისვენებულ ნუცას. - მადლობა რომ დამიცავით, მაგრამ მთელი საღამო ჩაგშხამდათ ჩემს გამო, ყველაფერი ჩემს გამო ჩაიშალა, მხოლოდ პრობლემებს გიქმნით, -ძლივს ისმოდა მისი მისუსტებული ხმა. - ისეთი არაფერი მომხდარა რომ შენს ნერვიულობად ღირდეს, დამშვიდდი კარგი? ახლა მე ავდგები და... - არ წახვიდე გთხოვ, მარტო დარჩენა არ მინდა, -მაჯაზე მოეჭიდა სუსტი, გამხდარი თითებით და ცრემლიანი თვალებით ახედა ქვემოდან. - არ მივდივარ, აქ დავრჩები სანამ არ დაიძინებ, აი იმ სავარძელს მოვწევ საწოლთან. - ჩემთან ერთად დაიძინე, აქ დაწექი, საწოლი დიდია და ორივეს გვეყოფა, არ შეგაწუხებ, გთხოვ, მარტო ნუ დამტოვებ, მეშინია, -სახე აწითლებული ჰქონდა, არეულად საუბრობდა, შუბლზე დაადო საბამ ხელი, ცხელი იყო, მაღალი სიცხე ჰქონდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, არ იცოდა სიცხის დამწევი საშუალებები მისთვის საზიანო იქნებოდა თუ არა, ტელეფონი ამოიღო და კაკის ნომერი აკრიფა. მშვიდად ეძინა ნუცას, მის მკლავზე ედო თავი, სიცხე აღარ ჰქონდა, ძილში იღიმოდა, აშკარა იყო რომ რაღაც სასიამოვნო სიზმარს ხედავდა, ფანჯარას შეხედა საბამ, ღამე იცრიცებოდა და მზე იწყებდა ამოსვლას, რა დრო გასულაო გაიფიქრა და თვალები დახუჭა. თორმეტი ხდებოდა თვალი რომ გაახილა, საწოლში ნუცა რომ არ დახვდა არ გაკვირვებია, ალბათ სამზარეულოში თუ ჩავიდაო გაიფიქრა მაგრამ მერე როცა წამოჯდა და იქვე კომოდზე ფურცელს და კალამს მოჰკრა თვალი... - როგორ მოახერხა და ისე გავიდა რომ ვერ შეამჩნიეთ? -მთელი ხმით ღრიალებდა, ავთო უხერხულად მხრებაწურული იდგა. - რა თქმა უნდა შევამჩნიეთ, დილით ათზე ჩამოვიდა ეზოში, გასვლისას მოგვესალმა, გაგვიღიმა და დაგვემშვიდობა. - და არ შეაჩერეთ? -გამწარებულმა მთელი ძალით დასცხო შეკრული მუშტი რკინით შეჭედილ ჭიშკარს. - თქვენ არ გითქვამთ რომ მისთვის გასვლის უფლება არ უნდა მიგვეცა. საბას აღარაფერი უთქვამს, შემობრუნდა და სახლისკენ წავიდა, გამწარებული ჭმუჭნიდა მუჭში მოქცეულ წერილს, მივდივარო წერდა ნუცა, არ მომძებნო ამად არ ვღირვარ და არც არის საჭიროო, არ ვაპირებ ასე ეგოისტივით მოქცევას და შენი ცხოვრების გართულებასო. - რა გააკეთე ნუცა, რა ჯანდაბა გააკეთე, რაზე ფიქრობდი, -დაიგმინა, კიბეზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო, დათუნასგან ელოდა ზარს, იცოდა ნუცა მამიდამისთან არ წავიდოდა მაგრამ მაინც უნდა გადაემოწმებინა. მამიდასთან არ მისულა, ახლა შენი სახლის მიმდებარედ კამერის ჩანაწერებს ვამოწმებო შეტყობინება რომ მიიღო კიდევ უფრო აღელდა და აფორიაქდა, ნუცას თან არაფერი ჰქონდა, არც ფული, არც ტელეფონი, არავინ ჰყავდა ამ ქალაქში ვინც თავშესაფარს მისცემდა, სად უნდა წასულიყო. - დარწმუნებული ხარ? -დათუნას გვერდით მის ოფისში იჯდა და ჩანაწერებს უყურებდა რომელიც სახლის ახლოს მდებარე მაღაზიის კამერებს ჰქონდა დაფიქსირებული. - დარწმუნებული ვარ, ლევანის მანქანაა, ძალით მიჰყავთ, ეტყობა ელოდნენ როდის გამოვიდოდა სახლიდან მარტო, გაუმართლათ. - მოვკლავ, ცოცხალი ვერ გადამირჩება, -შეშლილი სახით უყურებდა საბა გამოსახულებას. - კიდევ რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი, თუმცა ეს არც ისე მარტივია, სჯობს შენ თვითონ ნახო როცა ამ საქმეს მოაგვარებ მერე, -ჯიბეში ჩაუტენა მეხსიერების ბარათი დათუნამ და უხერხულად გაუღიმა, თუმცა საბას ახლა მხოლოდ ერთი რამ აღელვებდა. - სად უნდა წაეყვანა, იქ არ წაიყვანდა სადაც პირველად ჰყავდა, იცის რომ პირველ რიგში იქ მოვძებნი. - რაღაცები მოვიძიე, მისი გადარიცხვებიც შევამოწმე, ერთი კვირის წინ მცხეთაში პატარა კოტეჯი იქირავა, დიდი ალბათობით იქ ეყოლება. - მისამართი მომწერე, -საბა წამოხტა და სირბილით გავიდა ოთახიდან - ოთახის კუთხეში იატაკზე იჯდა, მოკეცილ მუხლებზე ედო თავი, მთელი სხეული უთრთოდა, ტუჩი გახეთქილი ჰქონდა მკლავი დალურჯებული, არანაირი რეაქცია არ ჰქონია როცა კარი გაიღო და ოთახში ლევანი შევიდა, მთვრალი იყო, ისეთი მთვრალი რომ ფეხზე დგომა უჭირდა, ნუცას მიუახლოვდა, თმაში დასწვდა და წამოაყენა, მისი ხმამაღალი კვნესა რომ მოესმა საზარლად გადაიხარხარა. - ასე კვნესოდი საბასთან რომ გორაობდი? ჩემგან იმიტომ გაიქეცი რომ გეღალატა? გეგონა რომ მთელი ცხოვრება შეძლებდი ჩემგან დამალვას? ფიქრობდი რომ დავუშვებდი სხვასთან ერთად გეცხოვრა? - გამიშვი გთხოვ, ჩემსა და საბას შორის არაფერი მოხდარა, უბრალოდ ჩემი დახმარება უნდოდა, -იცოდა ნუცამ რომ ტყუილად ცდილობდა მისთვის რამე აეხსნა მაგრამ მაინც უნდა ეცადა, თავისი თავისთვის თუ არა იმ სიცოცხლისთვის მაინც რომელიც მის სხეულში იზრდებოდა და ვითარდებოდა. - ტყუილად ცდილობ, ვერ მომატყუებ, -მთელი ძალით მოიქნია ლევანმა სუსტი, უღონო სხეული და კედელს შეახეთქა, იატაკზე დავარდა ნუცა, მოიკუნტა და მუცელზე შემოიჭდო ხელები. - გთხოვ, ბავშვს რამე დაუშავდება, გეხვეწევი მუცელში არ დამარტყა, -საცოდავად ამოიტირა თუმცა გავეშებულ, ბრაზისგან და სასმლისგან თავგზაარეულ კაცს არაფერი ესმოდა. - იმას მიიღებ რასაც იმსახურებ, საკადრისად დაგსჯი რომ შემდეგში ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედო, -იღრიალა და მთელი ძალით ჩასცხო წიხლი, ნუცას ყვირილს ად მუდარას მასზე არ უმოქმედია, კიდევ ერთხელ მოიქნია ფეხი, მერე კიდევ ერთხელ... საბამ გულამოვარდნილმა რომ შეანგრია საძინებლის კარი უკვე გვიან იყო, ლევანს გათიშულს ეძინა საწოლზე, იატაკზე უგონოდ მწოლი ნუცა კი სისხლში ცურავდა... საავადმყოფოს პალატაში იყო, გულაღმა იწვა და თეთრად შეღებილ ჭერს შეჰყურებდა ფართოდ გახელილი თვალებით, მესამე დღე ხდებოდა რაც აქ იყო, არ იყო კარგად, მთელი სხეული სტკიოდა, დაჟეჟილობები ჰქონდა, ნაკაწრები და საკმაოდ დიდი ჭრილობა მხარზე, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმ სიცარიელესთან შედარებით სულში რომ გრძნობდა, გამოფხიზლდა თუ არა მანამდე მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს სანამ ექიმის სიტყვებს გაიგებდა, ხმა არ ამოუღია, გარეგნულად არანაირი რეაქცია არ ჰქონია როცა უთხრეს რომ ის მიზეზი რის გამოც სიცოცხლის გაგრძელებას აპირებდა აღარ არსებობდა. უკვე მესამე დღე იყო რაც ასე გაუნძრევლად და უსიტყვოდ იწვა და ფიქრობდა, ფიქრობდა იმ ყველაფერზე რაც გადახდა და იმაზეც რაც იქნებოდა შემდეგ, საბა ერთი წამითაც არ მოშორებია გვერდიდან, კაკი და ლილიც გარეთ პალატასთან ელოდნენ, ქალბატონი ნატალიაც, თუმცა ნუცასთვის ეს ყველაფერი სულ ერთი იყო, რა მნიშვნელობა ჰქონდა რა მოხდებოდა, ვინ მოვიდოდა ან ვინ წავიდოდა, იცოდა რომ ლევანი დაიჭირეს, გამოფხიზლდა თუ არა მაშინვე სცადა პოლიციამ მისი დაკითხვა თუმცა საბამ ამის უფლება არ მისცა, ჯერ გამოკეთდეს და ცოტა მოძლიერდესო, რა მნშვნელობა ჰქონდა, ახლა საერთოდ არ აინტერესებდა სად და როგორ იქნებოდა ლევანი, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ... მუცელზე შემოიჭდო თითები, იგრძნო როგორ ჩამოეღვარა ლოყებზე ცხელი სითხე, გამწარებულმა დაიგმინა, ახლა ერთი გულიანი ტირილი ყველაფერს ერჩივნა თუმცა ამასაც რომ ვერ ახერხებდა? - კარგად ხარ? რამე ხომ არ გინდა? -მისი ხმა გაიგო თუ არა საბა წამსვე გაჩნდა საწოლთან, ზემოდან დახედა ამღვრეული მზერით, ტკივილისგან სახედამანჭულს და თვალცრემლიანს, -თუ გინდა ექიმს დავუძახებ რომ გამაყუჩებელი გაგიკეთოს. - მწყურია, -დაიჩურჩულა და საბამაც მასივე მოუტანა წყლით სავსე ჭიქა და თავი წამოაწევინა რომ დახმარებოდა. - კიდევ ხომ არ გინდა რამე? - სიკვდილი, -უნებურად დასცდა და მერე გაეღიმა როცა საბას გამომეტყველება დაინახა, -გიკვირს? იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა მაინც გიკვირს? - ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება და... - გთხოვ არ გინდა ამ შაბლონური ფრაზებით საუბარი, ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი არსებობს ისეთი რის გამოც ღირს ვიცოცხლო, არადა ერთ დროს იმედი მქონდა, მიზანი მქონდა და მერე უკვე მიზეზიც, თუმცა ახლა ისიც აღარ გამაჩნია, გათხოვებაზე და შვილზე არასდროს მიფიქრია, მითუმეტეს იმაზე რაც თავს გადამხდა, როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი თავზარი დამეცა, შემეშინდა, გულში ოდნავ მბჟუტავი იმედი რომ როდისმე ლევანს თავს დავაღწევდი სამუდამოდ დასამარდა, მაშინ, იმწუთას მეგონა რომ მძულდა, რომ მეზიზღებოდა, ის კიდევ ერთი პრობლემა იყო ჩემთვის და მეტი არაფერი, მაგრამ მერე... მერე როცა გავიაზრე რომ მე ვჭირდებოდი არსებობისთვის და ჩემს გარდა არავინ ჰყავდა გადავწყვიტე მისი საყრდენი გავმხდარიყავი, ის კი ჩემი გახდა, თუმცა ვერ შევძელი დამეცვა, ვერ შევძელი მისთვის მომეარა, აღარ მყავს, ვფიქრობ, ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეკითხები და ვერ გამიგია, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, ნუთუ ასეთი ადვილი და მარტივია რომ აღარ არის, ასე უბრალოდ, იყო და აღარ არის? ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ჩემს სხეულში ცხოვრობდა, სუნთქავდა, მოძრაობდა, ახლა კი... ახლა უბრალოდ აღარ არის, მორჩა, დამთავრდა, რა უცნაურია არა? ეს არის ღმერთო შენი სამართალი? -მაღლა აღაპყრო თვალები და მერე... ხმამაღალი პანიკური სიცილი აუტყდა, იცინოდა მთელი ხმით, გაუჩერებლად მანამ სანამ ექთანმა დამამშვიდებელი არ გაუკეთა, მთელი დღე და ღამე ეძინა გადაბმულად და როცა მეორე დილით თვალი გაახილა... - გამშრალი, გაფითრებული იჯდა საბა საწოლის კიდეზე და მძინარ ნუცას დაჰყურებდა, საკუთარ თავს იდანაშაულებდა იმაში რაც მოხდა, უფრო მეტი ყურადღება რომ აღმოეჩინა, უფრო მეტი დრო რომ დაეთმო მისთვის იქნებ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, ახლა კი... - გავგიჟდები, -კეფაზე შემოიჭდო გადაყვლეფილი თითები და თვალები მაგრად დახუჭა, -ლევანი გაახსენდა, გაახსენდა როგორ ჩააბარა დასისხლიანებული და თითქმის უგონოდ მყოფი პოლიციას, გულზე აკრული შეიყვანა ნუცა საავადმყოფოში, კინაღამ გაგიჟდა როცა საოპერაციოს წინ ელოდა ექიმს, კარგად ახსოვს რა გრძნობა ჰქონდა როცა უთხრეს რომ ნუცამ ბავშვი დაკარგა, ერთიანად მოიცელა, კაკი რომ არა ალბათ ფეხზე დგომასაც ვერ შეძლებდა, ახლა კი არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა საიმისოდ რომ ნუცას ეს ყველაფერი გადაეტანა და სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნებოდა. - საბა შეგიძლია გამოხვიდე? -კაკიმ შეაღო პალატის კარი, ლილის ხმა მოესმა საბას, ვერ შეხვალო ვიღაცას ეუბნებოდა, მერე ქალის ყვირილიც რომ მოესმა წამოხტა და კარისკენ წავიდა, დერეფანში გასულს არ გაკვირვებია ნუცას მამიდის დანახვა, მისი ძალად აცრემლებული თვალები რომ დაინახა ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგე, სიბრაზისგან აუცახცახდა ნიკაპი. - აქ რას აკეთებთ? -უხეშად მიმართა ქალს, რომელიც ურცხვად, უტეხად შეჰყურებდა თვალებში. - რას ჰქვია რას ვაკეთებ? ეს კითხვაა? -ისე შეიცხადა თითქოს მისთვის რამე მნიშვნელობა ჰქონოდა სად ან როგორ იქნებოდა ნუცა. - გასაგებად გკითხეთ და მიპასუხეთ, აქ რამ მოგიყვანათ? - როგორ თუ რამ მომიყვანა, ნუცა ჩემი ძმისშვილია, ფაქტობრივად ჩემი გაზრდილია, მაინტერესებს როგორ არის, უნდა ვნახო. - რა ხდება ლევანი აღარ გაფინანსებთ? - ეს რა შუაშია, -გაწიწმატებულმა ქალმა პალატის კარისკენ გაიწია თუმცა კაკი გადაუდგა წინ და ისე აუწია წარბი წამსვე უკან დაახევინა. - შუაში კი არა თავშია, -საბა რაღაც სასწაულით ინარჩუნებდა სიმშვიდეს, -ნუცა ნაცემია, ბავშვი დაკარგა და ეს ყველაფერი იცით რატომ და ვის გამო მოხდა? იმიტომ რომ თქვენ არ დაიცავით, დაცვა კი არა პირიქით, ფულის სანაცვლოდ მიყიდეთ ლევანს, ახლა რატომ მოხვედით, რის გამო? - მე უნდა დამაბრალოთ ბავშვი რომ დაკარგა? -ხმამაღლა იყვირა ქალმა, მუცლის მოშლა არ სჯობდა უმამოდ გაჩენას და ხალხის ალაპარაკებას? - ამას როგორ ამბობთ ქალბატონო? -ლილი გაოგნებული უყურებდა გაწიწმატებულ ქალს. - ნუცა ჩემთან წამოვა გესმით? სავადმყოფოდან ჩემთან წავიყვან, იქ იცხოვრებს, ჩემი ქმარი საწოლში ჩავარდა, ცუდადაა, ბავშვებსაც მიხედვა სჭირდებათ, სახლსაც და... - ანუ მოსამსახურე გჭირდებათ? -ნატალიას ხმა მოესმათ და ერთდროულად შეტრიალდნენ მისკენ, სიბრაზისგან უელავდა თვალები, მკლავში ჩაავლო ხელი ნუცას მამიდას და ლიფტისკენ წაიყვანა. - რას აკეთებ, გამიშვი, -ქალმა სცადა ხელიდან დასხლტომოდა თუმცა არაფერი გამოუვიდა. - იძულებულს ნუ გამხდი დაცვა გამოვიძახო და ძალით გავაყვანინო შენი თავი აქედან, -ღია კარში ხელის კვრით შეაგდო და ღილაკს დააჭირა. - საოცარი ქალია ნატალია, -ლილი აღფრთოვანებული უყურებდა მათკენ მომავალს. - ნუცა აქედან უნდა წავიყვანოთ, წეღან ლია იყო მოსული, კიდევ კარგი ქვემოთ შემოსასვლელში შევხვდი და აქამდე არ ამოვუშვი, გაცოფებულია შვილს მიღუპავთო, ნუცას უნდა დაველაპარაკო რომ არ უჩივლოსო, -ნატალია საშინლად იყო გაბრაზებული. - მართალი ხარ, წავალ ექიმს ვეტყვი რომ გაწერონ, სახლში წავიყვან, სჯობს იქ გააგრძელოს მკურნალობა, უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იქნება, -საბა შებრუნდა და ექიმის კაბინეტისკენ წავიდა. - თვალი როგორც კი გაახილა ნუცამ მაშინვე იცნო ნაცნობი ოთახი, თავს შედარებით კარგად გრძნობდა, არ გაჭირვებია საწოლიდან წამოდგომა, აივნისკენ წავიდა და ფარდა გადასწია, თენდებოდა, მზე იწყებდა ამოსვლას მახინჯი, უსახური შენობების მიღმა, აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო და გავარდისფრებულ ზეცას ჰკიდა მზერა, თვალები დახუჭა, ის დრო გაახსენდა როცა დედა და მამა ცოცხლები ჰყავდა და სოფელშიც ჯერ კიდევ ჰქონდათ ის საოცარი სახლი, ჰორიზონტამდე გადაჭიმული მწვანე მინდვრებით, გაეღიმა, იქაურობის გახსენებისას თავისუფლად დაიწყო სუნთქვა, ხელები გაიწვდინა წინ, თითქოს ცხადად იგრძნო შეხება თითებზე, წინ გადაიხარა და ყურადღებით შეთვალიერა გარემო, ისევ ცას ახედა, არაფერი სჩანდა, იქნებ ცოტა უკეთ რომ ეცადა, იქნებ აივანზე რომ შემდგარიყო უკეთ დაენახა... მარტივად ავიდა მოაჯირზე, ფეხშიშველი, თეთრ, თხელ, მუხლამდე პერანგში გამოწყობილი, ხელებგაშლილი იდგა, აბურდული თმით და უცნაური ღიმილით გაცრეცილ ტუჩებზე, ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა, ისეთ სიმსუბუქეს, კარგა ხანია რომ არ უგრძვნია, ერთი ნაბიჯი და საბოლოოდ გათავისუფლდებოდა იმ მარწუხებისგან დედამიწაზე რომ აყოვნებდა, იმ მარწუხებისგან თავისუფლად სვლას რომ უშლიდა სანატრელი მიზნისკენ, იქნებ იქ, ქვეყნის დასალიერში, სადაც ცა და დედამიწა ერთმანეთს უერთდება ეპოვა ის რაც ასე აკლდა, იქნებ სწორედ იქ ელოდნენ დედა და მამა, სიამოვნებისგან გააჟრჟოლა მათი სითბო რომ გაახსენდა, მათი ხმა, მათი ღიმილი... - მოვდივარ, მალე თქვენთან ვიქნები, -ჩაიჩურჩულა და სიცარიელეში გადადგა ნაბიჯი. - რომ ვერ მომესწრო? სულ ერთი წამით რომ დამეგვიანა მერე რა უნდა მექნა? -აივანზე იჯდა სახეშეშლილი საბა, კალთაში ნუცა ეჯდა, მთელი ძალით ხვევდა მკლავებს და გულში იკრავდა, მის დასახედად შევიდა საძინებელში, საწოლში რომ არ დახვდა აივანზე გავიდა და რომ დაინახა მოაჯირზე მდგარს ხელებგაშლილს როგორ უფრიალებდა ქარი პერანგს, ისე შეშინდა ეგონა ვეღარასდროს შეძლებდა სუნთქვას. - შეგეშინდა? -მხიარული ხმა ჰქონდა ნუცას, იღიმოდა, აშკარად არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა ის რომ საბას კალთაში იჯდა, მასთან ასე ახლოს. - რა თქმა უნდა შემეშინდა, შენ რომ რამე მოგსვლოდა... - არაფერი მომივიდოდა, -შეაწყვეტინა ნუცამ, მისი მუხლებიდან გადაცოცდა და იქვე, კედელს მიეყრდნო ზურგით, -უბრალოდ მინდოდა მზის შესახვედრად წავსულიყავი. - მზის შესახვედრად? -სიმწრის სიცილი წასკდა საბას, ყურადღებით შეხედა მომღიმარ ნუცას რომელსაც უცნაურად უელავდა თვალები, -ესე იგი მზის შესახვედრად. - ჰო, ხვალ დილით შენც წამოდი, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიაროთ ჰორიზონტამდე, მითხარი ხომ წამოხვალ? - წამოვალ, რა თქმა უნდა წამოვალ, -თავი დაუქნია და ნაძალადევად გაუღიმა, მერე კი წამოდგა და ხელი გაუწოდა რომ წამოეყენებინა, ნუცამ მაშინვე გაუწოდა თითები. - ძალიან მშია, საუზმეზე რა გვაქვს? - ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლევანი დაპატიმრეს და ნუცა საავადმყოფოდან სახლში მოიყვანა საბამ, ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა თუ არ ჩავთვლით იმას რომ ნუცას გონება გადატანილმა სტრესმა მთლიანად არია და დაანაწევრა, ყველა ცუდი რამ დაივიწყა რაც გადაიტანა, ყველა ცუდი მომენტი, მაგრამ საბა ახსოვდა, ხანდახან სწუხდა იმის გამო რომ ვერ იხსენებდა საიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ან რამდენი ხანი იყო რაც მეგობრობდნენ, მაგრამ მერე მალევე გადაჰქონდა ყურადღება სხვა რამეებზე, კაკი და ლილი სტუმრობდნენ ხშირად, ლილის მიეჩვია, დაუმეგობრდა, შეეძლო მასთან საათობით ესაუბრა სხვადასხვა თემაზე, დროის უმეტეს ნაწილს ბაღში ატარებდა, ძაღლს ეთამაშებოდა ან ჩრდილში ჩამომჯდარი წიგნს კითხულობდა, საღამოობით ფილმს უყურებდნენ ერთად, მერე კი საბას მხარზე თავჩამოდებულს ეძინებოდა და საბას ხელში აყვანილი აჰყავდა საძინებელში, ღამით იქვე, მის საწოლთან მდგარ დივანზე ეძინა და დილით მას ასწრებდა აივანზე გასვლას, საბაზე დამოკიდებული გახდა ნუცა, ერთი წამითაც ვერ ძლებდა მის გარეშე, პანიკური შეტევა ეწყებოდა როცა საბა თუნდაც რამდენიმე საათით გადიოდა სახლიდან. ეს ყველაფერი დროებითია, აუცილებლად გამოჯანმრთელდებაო აიმედებდათ ექიმი, წამლები გამოუწერა რომლებსაც ნუცა ისე სვამდა არც კითხულობდა რისთვის იყო საჭირო. - დარწმუნებული ხარ რომ სწორი გადაწყვეტილებაა? შენ და ის სადღაც გადაკარგული მიუვალი სოფელი? -კაკიმ უზარმაზარ ქოფაკთან მოთამაშე ლილის და ნუცას გახედა ღიმილით. - რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, მისთვის ახლა ასე უმჯობესია, არ მინდა ყოველ დილით სევდას ვხედავდე მის თვალებში იმის გამო რომ ის მახინჯი კორპუსები ხელს უშლის მზის ამოსვლა დაინახოს. - და შენთვის რა არის უკეთესი? - ის თუ ცუდად იქნება მე კარგად ვერ ვიქნები, ასე რომ... - გიყვარს? -კაკიმ გამომცდელი მზერა მიაპყრო მეგობარს. - სიცოცხლეზე მეტად, -ისე უბრალოდ, მშვიდად და მტკიცედ თქვა, ამ თემაზე მეტი აღარაფერი უკითხავს კაკის. - ნატალია რას ამბობს? - რა უნდა თქვას? ხომ იცი ნუცა როგორ უყვარს, ოღონდ ის იყოს კარგად და რაც გინდა ის გააკეთეო ამასწინათ მითხრა, მამაჩემიც თანახმაა რომ ცოტახნით კომპანიას თვითონ მიხედოს, მეც რა ა თქმა უნდა დავეხმარები როგორც შევძლებ. - ანას შესახებ გაიგე? - ის რომ საზღვარგარეთ წავიდა? - ჰო, შენი ნაჩუქარი ბინა გაყიდა და ახლა თურმე მისმა მშობლებმაც არ იციან სად არის, იცი რას ვერ ვხვდები? ის ბინა და მანქანა რატომ დაუტოვე მითუმეტეს მას შემდეგ რაც მისი და ლევანის ურთიერთობის შესახებ გაიგე. - საერთოდ არ მადარდებს ის ბინა, მაინც არ მიყვარდა, ანა კი... ანა და ლევანი ნამდვილად იმსახურებდნენ ერთმანეთს, სიმართლე რომ გითხრა ბრაზსაც კი არ ვგრძნობ მათ მიმართ, ანა ჩემთვის ცარიელი ადგილია, ახლა სხვა უფრო დიდი და მნიშვნელოვანი სადარდებელი მაქვს. - უცნაური ვინმე ხარ, -მხრები აიჩეჩა კაკიმ, -ხანდახან ძალიან მაკვირვებ. - მეც მაკვირვებს ხოლმე ჩემი თავი, -გაეცინა და მერე ნუცას გასძახა, -ნუცა მოდი, ხუთ წუთში გავდივართ. - მალე მივალთ? -ნუცა უკვე ვეღარ ისვენებდა, სავარძელზე წრიალებდა და ცდილობდა უკუნეთ სიბნელეში გაერჩია რა ხდებოდა ირგვლივ. - დამშვიდდი, ნუ ხარ მოუსვენარი, ათ წუთში იქ ვიქნებით. - აწი სულ იქ უნდა ვიცხოვროთ? - თუ შენ მოგეწონება იქაურობა, რამდენ ხანსაც მოისურვებ იმდენ ხანს დავრჩებით. - ჰოო, ძალიან კარგი, -დაამთქნარა და უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელში, ეზოში რომ შეიყვანა საბამ ავტომობილი, ნუცას უკვე ღრმად ეძინა, ხელში აყვანილი გადმოიყვანა, სახლში შეიყვანა და მისთვის განკუთვნილ საძინებელში მდგარ, უზარმაზარ, ფუმფულა საწოლში ჩააწვინა. დილით ჩვეულებისამებრ ადრე გაეღვიძა ნუცას, წამოჯდა და ოთახი მოათვალიერა, თავიდან შეეშინდა იქაურობა რომ ვერ იცნო, მერე გაახსენდა ყველაფერი, ალბათ ეს ის სახლი იყო რომლის შესახებაც საბა უყვებოდა, საბა რომელიც... წამოდგა და ბარბაცით მივიდა იქვე კუთხეში მდგარ უზარმაზარ სარკესთან, საკუთარ გამოსახულებას უყურებდა, შევსებულ ფორმებს, დასვენებულ სახეს, მერე საკუთარი მაჯები მოხვდა თვალში, მაჯები ჯერ კიდევ მკაფიოდ შესამჩნევი მახინჯი იარებით, მუცელზე შემოიჭდო ხელები და ჩაიკეცა, ცრემლებმა დაუბინდა თვალები, გაახსენდა, ყველაფერი გაახსენდა, თუმცა იმ საშინელ მოგონებებთან ერთად ახლა უკვე ახლებიც ჰქონდა, რომლებზე ჩაჭიდებაც შეეძლო თუკი ისევ დააპირებდა სიბნელე მის ჩათრევას და ჩაყლაპვას, გაახსენდა როგორ იკრავდა გულში ნატალია და როგორ ეფერებოდა თმაზე, გაახსენდა კაკის სულელური ხუმრობები, გაახსენდა საათობით საუბარი ლილისთან, საბას სხეულის სითბო გაახსენდა, მისი აჩქარებული გულისცემა და სიყვარულით სავსე თვალები რომლებსაც ამდენი ხანია ჯიუტად არ იმჩნევდა... - ძილისგუდავ ადექი, სადაცაა მზე ამოვა, -კარზე კაკუნი და ნაცნობი, უკვე შეჩვეული და საყვარელი ხმა რომ მოესმა შეკრთა, მოვდივარო გასძახა, იქვე ლამაზად მიწყობილი სპორტული შარვალი და ზედა ჩაიცვა, თმა ჩამოივარცხნა და საძინებლიდან გავიდა, პატარა დაერეფანი გაიარა და გასასვლელ კარსაც მიადგა, მაგრად ჩასჭიდა ხელი სახელურს და ღრმად ჩაისუნთქა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ამ კარს მიღმა სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დახვედროდა, ფრთხილად გამოაღო და ორიოდე ნაბიჯი გადადგა თუ არა გაოგნებული შედგა ერთ ადგილზე, სახლის წინ თვალუწვდენელი, მწვანე მინდვრები იყო გადაჭიმული, შორს ჰორიზონტზე მზე იწყებდა ამოსვლას, იქვე მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა საბა და ჩვეული, თბილი და გულწრფელი ღიმილით უღიმოდა. - რა სილამაზეა, -აღმოხდა აღელვებულს და ხმა ათრთოლებულს, კიბე ჩაიარა და იქვე შედგა, გული ისე სწრაფად უფეთქავდა ეგონა ცოტაც და საგულედან ამომიხტებაო, უნდოდა რამე ეთქვა, რამე ისეთი რითიც მის შიგნით დაგროვებულ უთქმელ გრძნობებს გამოხატავდა მაგრამ ვერ ახერხებდა, საბა უხმოდ შესცქეროდა მის სახეზე აღბეჭდილ გრძნობათა ჭიდილს და გრძნობდა რომ მასში რაღაც იცვლებოდა. - წამოხვალ ჩემთან ერთად ჰორიზონტამდე? ჩამჭიდებ ხელს? -ხელი გაუწოდა დაბნეულს და აღელვებულს. - წამოვალ, ოღონდ უკან დაბრუნებისას ჩემი ხელში აყვანა მოგიწევს, -როგორც იქნა შეძლო საუბრის დაწყება და თავისუფლად ამოისუნთქა, გაღიმებულმა შეაგება თითები და იმედით გახედა უკვე მკვეთრად შევარდისფრებულ ცისკიდურს. - დ ას ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.