არჩევანი (7)
– რა თქვი??!- უთხრა და მრისხანებისგან თვალები აენთო. – ის ვთქვი, რომ რა დედამ გშობა ასეთი... – იცოდე დედაჩემს არ შეეხო, გასაგებია გიკრძავალ მისი სახელის ხსენებას, გასაგებია.- დაიღრიალა და მუშტი კედელს დაარტყა და გამწარებულმა დახედა გოგონას, პორველად შეეშინდა მისი, რადგან ასეთი გამწარებული არასდროს უნახავს. – თორნიკე მე...- შეშინებულმა ამოთქვა და ბიჭს შეხედა. – იცოდე გაფრთხილებ დედაჩემის სახელი აღარასოდეს ახსენო, შენ არ იცი, ის როგორი დედა იყო გასაგებია...?- გოგონამ თავი დაუქნია და ბიჭიც გაეცალა.- ახლა კი წადი აქედან სანამ ჯერ კიდევ მშვიდად გელაპარაკები.- ჩასისხლიანებული თვალებით დაუყვირა და გოგონაც მაშინვე გაეცალა იქაურობას, გამწარებულმა კვიციანმა კიდევ ერთხელ დასცხო მუშტი კედელს და ოთახში ნერვიულად დაიწყო სიარული, შეუძლია, ყველაფერზე თვალი დახუჭოს, მაგრამ არავის მისცემს უფლებას მის ოჯახს შეეხნონ, მითუმეტეს დედამ, რომელმაც წვალებით გაზარდა თავის სამი შვილი და ბოლოს შვილის სიკვდილს გადაჰყვა. მაგიდასთან ჩამოჯდა და გაფსიხებულმა მოისროლა, ყველა ნივთი, რაც კი, სამუშაო მაგიდაზე ეწყო ცოტახანში იატაკზე იყო მიმოფანტული. ფეხზე წამოიჭრა და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა მანქანაში ჩაჯდა შემდეგ კი მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ვერ აგიღწერთ, როგორ მდგომარეობაში იყო კვიციანი, თვალები ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული ჰქონდა ტუჩები კი სიმწრისგან უცახცახებდა, რამდენადაც უგულო არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს მხოლოდ მისი ნიღაბია, რადგან გულის სიღრმეში ის ისეთივე კეთილშობილი ახალგაზრდაა, როგორიც წლების წინ იყო, უბრალოდ ცხოვრებამ აქცია ასეთად თუმცა ამის გამომჟღავნება არ უნდა და არ ცდილობს რაიმეს შეცვლას მის ცხოვრებაში, წარსულში ჩარჩა. საშინელი სისწრაფით მართავდა მანქანას და გონება გათიშული ჰქონდა. გონს მაშინ მოეგო, როდესაც წინ მიმავალმა მანქანამ მძლავრად დაუსიგნალა მხოლოდ მაშინ გამოერკვა და როგორღაც შეძლო თავის არიდება, გზიდან გადავიდა, მაგრამ მთელი ძალით ხის ბოძს შეასკდა, წინა მხრიდან მანქანას ბოლი აუვიდა და სიგნალიზაცია ჩაირთო მალე პატრული მივიდა იმ ადგილზე და კვიციანი მანქანიდან გადმოიყვანეს. – ბატონო, კარგად ხართ?- იკითხა ერთერთმა. – დიახ.- მოკლედ უპასუხა. – დახმარება, ხომ არ გჭირდებათ? – არა, გმადლობ ჩემითაც გავართმევ თავს. – კარგი, როგორც გინდათ, როგორ მოგივიდათ ავარია? – გზაზე მოულოდნელად მანქანამ გადამიჭრა გზა, თავის არიდება ვცადე, თუმცა ხის ბოძს შევასკდი.- ამოიხრა და სისხლიან შუბლი მოისრისა. – კარგი, ამ მანქანას ევაკუატორი წაიყვანს, თქვენ კი, გამომყევით.- აღარაფერი უთქვამს უხმოდ გაჰყვა, არაფრის თავი ჰქონდა იმდენად ცუდად გრძნობდა თავს. გზაში ათას რამეზე ფიქრობდა ცოტახნისწინ ლამის სიკვდილს ჩახედა თვალებში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, პოლიციას მართას, სამუშაოს მისმართი უკარნახა. თავადაც არ იცის რისთვის მივიდა მასთან რაოდესაც დილით გოგონას ეჩხუბა ახლა კი მის სამსახურთან მივიდა. _ მოვედით, დარწმუნებული ხართ, რომ დახმარება არ გჭირდებათ?-ჰკითხა კაცმა. – არა, კარგად ვარ.- უთხრა და გადავიდა.- მადლობა მოყვანისთვის.- უთხრა და წავიდა. ბარბაცით მივიდა, შენობისწინ ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან და დაურეკა. – გისმენთ?- გაისმა გოგონას ნაზი და ჰავერდოვანი ხმა. – შენი ნახვა მინდა.- გოგონამ როგორც კი, ბიჭის ხმა იცნო, მაშინვე დაიძაბა. – რა გინდა, ისევ უნდა მეჩხუბო?? – უბრალოდ გამოდი.... გარეთ ვარ გელოდები.- ესღა უთხრა და გაუთიშა. კედელზე იყო მიყრდნობილი და მის გამოსვლას ელოდა. დიდხანს ორჭოფობდა მართა გასულიყო თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც გავიდა გარეთ გასულს იქვე კედელთან მიპყრობილი კვიციანი, რომ დაინახა ამ მდგომარეობაში ელდა ეცა. შეშინებულმა ისე მიირბინა მასთან და გაუცნობერებლად შეეხო. – რა მოგივიდა?!- შეშინებულმა შეხედა ბიჭს რომელსაც მთელი სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი. – შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს მე ხომ შენთვის არავინ ვარ.. – სისულელეებს ნუ ამბობ, ამ დღეში როგორ ჩაიგდე თავი? – ავარიაში მოვყევი.- უპასუხა ურეაქციოთ. – ოხ და ჩემთან რისთვის მოხვედი?- დაეჭვებით გახედა. – არ ვიცი, პოლოციას შენი მისმართი გაუცნობიერებლად მივეცი. – კი, როგორ არა მჯერა და ისე გაუცნობერებლად დამირეკე არა? კარგი, კარგი. წამოდი მანქანაში პირველადი დახმარების ყუთი მაქვს და დაგიმუშავებ. მანქანაში ჩასხდნენ და გოგომ უჯრიდან ყუთი ამოიღო იქიდან კი ბამბა და სპირტი შემდეგ კი, მის დამუშავებას შეუდგა. მთელი ეს პერიოდი თვალს არ აშორებდა მას, უყურებდა, გოგონას და სინდისი აწუხებდა დიახ, არ მოგესმათ დღეს როდესაც ავარიაში მოჰყვა, მთელმა ცხოვრებამ კადრებივით ჩაურბინა თვალწინ და ერთ რაღაცასაც მიხვდა. – რატომ მეხმარები?- დახშული ხმით ამოთქვა. – რაა? – რატომ მეხმარბი, მე ხომ ამდენი ტკივილი მოგაყენე?- უთხრა ჩახლეჩილი ხმით. – მე შენსავით უგულო არ ვარ და ადამიანს გასაჭირში არ მივატოვებ, თუმდაც ის ჩემი მტერი იყოს.- მიუგო გოგომ და კვლავ განაგრძო იარის დამუშავება. არავინ იცოდა რა ცეცხლი ტრიალებდა მათ გულებში, რამდენიც არ უნდა უარყონ, რომ აღარ უყვარდათ მაინც იზიდავდათ ერთმანეთი, თვალს არ აშორებდა გოგონას და ხვდებოდა, რომ მისი გული ნელ-ნელა ლღვობას იწყებდა და იღვიძებდა, მივიწყებული გრძნობები, ეს ავარია,რომ არა ალბათ ვერც გამოიღვიძებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ მის წინაშე ძალიან დააშავა გოგონას გრძნობები ფეხ ქვეშ გათელა და ნდობა დააკარგვინა. ახლა კი ამის გამოსწორება ძალიან რთული იქნებოდა. მანქანაში, სრული სიჩუმე სუფევდა და ხმას არავინ იღებდა ან რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის, უხმოდ ისხდნენ და თვალებით საუბრობდნენ თითქოს. თვალები ხომ სულის სარკეა.არცერთი არ აშორებდა ერთმანეთს თვალს, თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდოდათ ერთმანეთისგან. შუბლი დაუმუშავა და შემდეგ სანტავიკი დააკრა. – მორჩა..- ამოთქვა გოგონამ და ხელი უკან წაიღო. – ჰო...- დაბნეულმა მოისრისა კეფა და გვერდზე გაიხედა. – მაინც არ გითქვია, ჩემთან რისთვის მოხვედი?- არ ეშვებოდა გოგონა. – არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო..- ამოიხრა.- იცი მე...- წამოიძახა და გაჩერდა. – ხო, შენ რა?- კითხა და წარბები ზევით აზიდა. – კარგი, არაფერი დაივიწყე.- სწრაფად უპასუხა და წავიდა. – უცნაურია რა დაემართა დღეს დილით ურჩხულივით ღრიალებდა ახლა კი... ოხ, ღმერთო არ ვიცი, როგორ გავუმკლავდები ამას.- წამოიძახა და ოფისში დაბრუნდა. მთელი დღე მომხდარზე ფიქრობდა და მოსვენებდა ჰქონდა დაკარგული ვერ გაეგო, რა ხდებოდა უეცრად მკითხავის სიტყვები გაახსენდა.,, წარსულის სიყვარული შეეცდება შენს დაბრუნებასო,, – არა, ეს გამორიცხულია მე მას არასდროს არ ვუყვარდი.- ოფისში ვეღარ მოისვენა და შინ დაბრუნდა. სახლში შესულს ენი, არ შეეგება და ძალიან გაუკვირდა. მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. – მოვედიი!- წამოიძახა და მისაღებ ოთახში შევიდა. ბავშვს მუხლები, დაბინტული ჰქონდა. – რა დაგემართა?- აღელვებულმა იკითხა. – არაფერია დედა, კარგად ვარ დღეს ბურთს ვთამაშობდი და შემთხვევით დავეცი. – ხო, მაგრამ აქ ხომ სულ ბალახია ასე როგორ დაშავდი?- კითხა შვილს და ბავშვმა თავი ჩახარა.- რას მიმალავ? – გეტყვი, მაგრამ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები? – კარგი. – ეზოში ვთავამაშობდი, ბურთით, მაგრამ გარეთ გადამივარდა და მის ასაღებად გარეთ გავედი შემდეგ კი... – შემდეგ რა კიდევ რამეა?. – კინაღამ მანქანა დამეჯახა.- თავ ჩაქინდრულმა მიუგო. – რაა? ენი, ხომ გაგაფრთხილე გარეთ მარტო არ გახვიდე- თქო.- წამოიძახა გაბრაზებულმა. – ხო, მაგრამ ხომ არ დამჯახებია დედა. ის კაი ბიძია სახლამდე მომაცილა. – ღმერთო, ჩემო, მე შენ რა გითხარი? – ვიცი, მაგრამ ის ცუდი არ იყო, თავის მანქანით მომიყვანა სახლამდე. – მართალს ამბობს ნელი დეიდა?- ჰკითხა ქალს. – დიახ,ის ბატონი კარგი ადამიანი ჩანდა სახლამდე მოიყვანა და თან მთხოვა არ მეჩხუბა მისთვის. – კარგი, დღეისთვის კმარა თავგადასავლები... - უთხრა და გულში ჩაიკრა.- ახლა არ გეჩხუბები, მაგრამ ასე მეტი აღარ მოიქცე კარგი, ეს ერთადერთი ჰყავხარ დედას და არ მინდა რამე დაგემართოს. – კარგი. – მითხარი, ვინ იყო ის ბიძია ვინც დაგეხმარა რა ქვია არ გითხრა? – სახელი არ უთქვამს, მაგრამ ძალიან კარგი ბიძია იყო დედა. – კარგი, მაგრამ მაინც არ ენდო უცნობებს.. ... სახლში მისულს მთელი გონება არეული ჰქონდა, შეიძლება ითქვას ეს ავარია, მისთვის ჭკუის სასწავლებელიც კი, აღმოჩნდა, რადგან სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ უყვარდა, გოგონა ასევე თვალწინ დაუდგა ის კადრებიც,თუ როგორ სასტიკად მოექცა მას. შურისძიება, ადამიანს გონებას უბნელებს და სისულელებს აკეთებინებს, ცხელ გულზე არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება მერე მთელი ცხოვრება სინანულმა დაგტანჯოს. ფინჯნით ხელში იდგა და ფანჯრიდან უსასრულოდ გაჰყურებდა ქუჩებს. – რა გავაკეთე, როგორ არაკაცულად ვიქცეოდი... - ამღვრეული თვალებით წამოიძახა.- და ეს ავარია, რომ არა ალბათ ვერც ვერასდროს ამეხილებოდა თვალები. ვერ ისვენებდა, სინდისის ქენჯნა უფრო გაუმძაფრდა და ეს უარესად სტანჯავდა, ახლა ღა გააცნობიერა, თუ როგორი ძვირფასი ადამიანი გაუშვა ხელიდან ახლა კი უკვე გვიანი იყო, რადგან გოგოს იმდენად ატკინა გული, რომ პატიების ღირსიც კი არ იყო, ასე ფიქრობდა, თანაც იქნებ გათხოვდა კიდეც, მაგრამ მას თითზე ნიშნობის ბეჭედი არ ეკეთა. მიმოდიოდა ნერვიულად ოთახიდან ოთახში და ვერაფრით წყნარდებოდა, თანაც ეს ბავშვი ვისი იყო, ცალკე ეს არ ასვენებდა. ტანის სამოსი გამოიცვალა და ისევ სავაჯიშო ოთახს მიაშურა. მთელი ძალით ურტყავდა კრივის ტომარას მუშტებს და ემოციებისგან იცლებოდა. – არა, მე აუცილებლად დავიბრუნებ მას.- გაიფიქრა თავისთვის და ვარჯიში განაგრძო. გული რომ იჯერა, ვარჯიშით აბაზანაში შევიდა და თავი მოიწესრიგა შემდეგ კი, ოთახში გავიდა საწოლზე ზურგით დაემხო და მოგონებებს მიეცა. 2014 წლის 10 სექტემბერი მოტოზე იყო მიყრდნობილი და გოგონას ელოდა, უნივერსიტეტის შესასვლელთან გოგონას გამოცდები ჰქონდა და გასამხნევებლად ბიჭიც გაჰყვა.ხელებ გადაჯვარუდინებული იდგა და გოგონას ელოდა. სულ მალე თვალცრემლიანი მართაც გამოჩნდა, რომელიც ბიჭისკენ გაექანა და მოეხვია. – რა მოხდა? შენ რა იტირე?- გაოცებულმა უთხრა. – ცუდად არის ჩემი საქმე..- მის გულმკერდზე ამოიტირა. – რატომ?- უთხრა და თავზე გადაუსვა ხელი. – ჩავიჭერი...- სლუკუნებდა.- მამაჩემი კი, მომკლავს ეს რომ გაიგოს... – მაგაზე ტირიხარ? არაუშავს ვის არ მოსვლია ეგ გადააბარებ, შემდეგ კვირას.- გაეცინა ბიჭს. – შენ არ გესმის ისედაც ბოლო პერიოდში თავს არ მანებებს და სულ იმას მიმეორებს, რომ რაც შენ გაგიცანი, სწავლას მოვუკელი.- ამოთქვა. – მერე შენც ნუ ეტყვი, რომ ჩაიჭერი ვუთხრათ, რომ მომდევნო კვირას გადაიდო, მანამდე კი, კარგად მოემზადები მითხარი რაში დაგაკლდა ქულები?-გაუღიმა ბიჭმა. – მათემატიკაში... – ხოდა ძალიან კარგი, მათემატიკა კარგად ვიცი, მე მოგამზადებ კარგად არ იდარდო კარგი. – უჰუმ..- უთხრა უფრო მიეკრო ბიჭს. – ახლა კი, წამოდი მინდა ერთ ადგილას მიგიყვანო.- უთხრა და შლემი გაუწოდა. მოტოზე შემოჯდა შემდეგ კი, ბიჭს მჭიდროდ მოხვია ხელები. – შლემი რატომ არ გაიკეთე? – იმიტომ, რომ ასე სიამოვნებას ვერ მივიღებ.- გაეცინა გოგონას ბიჭმა მოტო დაქოქა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. ჰაერის დიდი ნაკადი, მთელს სხეულზე ხვდებოდა გოგონას და თმებს უწეწავდა ბიჭს ტყავის ქურთუკზე მჭიდროდ ეხვეოდა. ისეთი ბედნიერი იყო იმ წუთწბში, რომ სულ გადაავიწყდა პრობლემები, მთლიანად ტკბებოდა ამ წამებით. მოტო შეაჩერა და გადმოვიდნენ. – სად მომიყვანე?- გაოცებულმა იკითხა, რადგან ირგვლივ სულ ბუნება იყო და ფერმები. – ეს ჩემი ფერმაა. – მართლა? – ხო და შენ პირველი ხარ ვინც აქ ამოვიყვანე. მინდა ერთი ვიღაც გაგაცნო.- გაუღუმა და შიგნით შევიდნენ. ფერმა ძალიან დიდი იყო და ირგვლივ სხვა და სხვა ცხოველები იყვენენ ასევე ცხენებიც. – გამარჯობა, გურამი ბიძია...- მიესალმა ფერმერს. – ვაა, ეს ვინ გვესტუმრა დიდი ხანია აქეთ აღარ გამოგივლია. – ხო, არ მეცალა დღეს შევძელი ამოსვლა. მარგალიტა, სად არის? – მინდორშია.- გაუღიმა კაცმა. – კარგი.- უთხრა და გოგოს ხელი მოხვია. – მარგალიტა, ვინ არის?- გაოცებულმა იკითხა. – ჩემი გოგოა და იმედია შემზე არ იეჭვიანებს, ჩემთან ერთად რომ გნახავს. – რაა? შენი გოგოა? დამცინი?- გაოცებულმა გახედა. – არა, რატომ მარგალიტა, ჩემი პირველი სიყვარულია.- სერიოზული სახით უთხრა. – თორნიკე, რას მიმალავ ვიმ არის მარგალიტა? – მალე გაიგებ ვინც არის.- გაეცინა და ღობიდან მინდორში გადავიდა. ირგვლივ სულ სიმწვანე იყო და ლამაზი პეიზაჟი იშლეოდა. ბიჭმა, ერთი დაუშტვინა და ცხენმაც ჭიხვინით მიირბინა მასთან. ლამაზი თეთრი ცხენი პირდაპირ მათ წინ შეჩერდა, თოვლივით თეთრი იყო და ბეწვი მარგალიტივით უბზინავდა ლამაზი გრძელი ფაფარი ჰქონდა მოფენილი კისერზე. – გაიცანი, ეს არის ჩემი მარგალიტა.-უთხრა ბიჭმა, გოგონამ ერთხანს უყურა და შემდეგ ისტერიკული სიცილი აუტყდა. – მოიცა ამაზე მეუბნეოდი ჩემი პორველი სიყვარულიაო?- სიცილით უთხრა. – ხო, რა იყო? მოიცა არ მითხრა რომ ცხენზე იეჭვიანე?- ახლა ბიჭს აუტყდა სიცილი. – აბა, მე საიდან უნდა მცოდნოდა ვინ იყო მარგალიტა. – რა შტერი ხარ როგორ იფიქრე, რომ ჩემი პირველი სიყვარული ვინმე სხვა გოგო იქნებოდა, შენ ხარ ჩემი პირველი სიყვარული.- უთხრა და აკოცა, ცხენმა ჭიხვინი დაიწყო და ცხვირი გაჰკრა ბიჭს. – ხედავ, როგორ ეჭვიანობს...- უთხრა და ცხვირზე მოეფერა. – ხო, ძალიან ლამაზია.- უთხრა და ფრთხილად მოეფერა ცხვირზე. – ნუ დაიძაბები, ის გრძნობს ამას და არ მოსწონს ამიტომ თავისუფლად იყავი მასთან.- გააფრთხილა ბიჭმა. - ცხენით ჯირითი იცი? – არა.. – კარგი, მოდი შემოგსვავ და გავისეირნოთ.- უთხრა, შემდეგ გოგონა ცხენზე შემოსვა და უთხრა კარგად მოკალათებულიყო. კვიციანმა ცხენის აღვირი დაიჭირა და გაასეირნა. მარგალიტა, ძალიან ნელა ჯირითობდა და თავკს პატრონს უჯერებდა. ბუნებაში სეირნობდნენ სადაც მთები მოჩანდა და სრული სიმწვანე იყო მიუხედვად იმისა, რომ უკვე შემოდგომა დგებოდა მაინც იყო სიმწვანე ირგვლივ ჩიტების ჟღურტული ისმოდა აქა იქ, რაც ძალიან ჰარმონიული იყო. – აბა, თავს როგორ გრძნობ?- კითხა ბიჭმა. – ძალიან მომწონს.- წამოიძახა მხიარულად. ბიჭმა ვეღარ მოითმინა და თავადაც შემოაჯდა ცხენს გოგონამ ხელები შემოხვია მერე კი, კვიციანმა ცხენს მოუთათუნა და სწრაფად გააჭენა ცხენი. შემოიარეს მინდვრები და ძალიან კარგი დრო გაატარეს ისეთი, მხიარულები იყვნენ. 29 სექტემბერი 2024 წელი. მტკივნეულად გაახილა თვალები, ახლა ბევრ რამეს აცნობიერებდა, თურმე მას ყოველთვის ყვარებია,მართა მაგრამ შურისძიების სურვილმა გონება დაუბინდა და რეალობას ვეღარ აღიქვავდა. ... – გამარჯობა, მე ირაკლი ხუციშვილის ადვოკატი ვარ და კომისართან მაქვს საქმე, თუ შეიძლება უთხარით, რომ ველოდები.- დასძინა გოგონამ. – აქ მოიცადეთ ახლავე დავუძახებ.- დაუბარა გოგონას თავად კი, კომისართან წავიდა. ნერვიულად მიმოდიოდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა თავის კლიენტს. ცოტახანში დაცვის ბიჭი გამოვიდა და მიაცილა ოთახამდე. არასასიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდა გოგონას განყოფილებაში სიარული ბნელი კედლები. _ გამარჯობა,მითხრეს რომ ჩემი,ნახვა გინდოდათ?- უთხრა ფორმიანმა. – დიახ, მე ირაკლი ხუციშვილის ადვოკატი ვარ და მინდა მისი ნახვის უფლება მომცეთ.- საქმიანი გამომეტყველებით უთხრა. – აჰ, გასაგებია წამობრძანდით დაცვის ბიჭს ვეტყვი მის საკანამდე მოგაცილოთ.- კარებში გასულმა თანამშრომელს დაუძახა და უთხრა ხუციშვილის საკანამდე მიეცილებინა. ირაკლი იქვე კუთხეში ჩაფიქრებული იჯდა. – ხუციშვილი, შენთან არიან!- დაუძახა და ბიჭიც გამოერკვია. – რაა? – შენთან მნახველია წამოდი!!- უთხრა ბიჭს ისიც მის ნებას დაჰყვა. ხელ ბორკილები დაადეს და შეხვედრის ოთახში გაიყვანეს. – შენმა ადვოკატმა ცალკე ისურვა შენი ნახვა.- უთხრა დაცვის ბიჭმა. _ ჩემმა ადვოკატმა, მართაა აქ?- ამის გაგებისას თვალები სიხარულით გაუნათდა. თვითონაც არ იცოდა, როდის გახდა ეს გოგო მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. – ხუთი წუთი გაქვთ დრო, შემდეგ მოვალ და წაგიყავან.- დაუბარა და გავიდა. – აბა, როგორ ხარ?- ჰკითხა გოგომ. – კარგადო ვერ ვიტყვი.. – მესმის, გიჭირს აქ ყოფნა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. თანაც მინდა გითხრა, რომ ჩვენმა გეგმამ გაამართლა. – მაინც ვერ ვხვდები რაში დაგჭირდა ამის გაკეთება? – ბევრ რამეში დაგვეხმარა. გახსოვს რა გითხარი, გითხარი რომ დიდი ალბათობით შენს მეგობარს ან გადიბირებენ- თქო ან თვითონ წავა შენს წინაღმდეგ- მეთქი და რა მოხდა? შენი თავალით ნახე და გაიგონე რაც სასამართლოზე გააკეთა. – საიდან მიხვდი, რომ ასე მოხდებოდა?- გაოცებულმა კითხა. – უბრალოდ მივხვდი, ამის გარდა ჩვენ დრო მოვიგეთ და ძალიან მალე გავიგებთ რას მალავს ის ადამიანი. კამერები სად დააყენე? – ერთი სახლში მეორე მანქანაში. – ძალიან კარგი. სად შევძლებთ ვიდეო მასალის აღებას. – ჩემს კომპიუტერში იწერება. ჩემი სახლის მისამართს გეტყვი მიხვალ და ეტყვი, რომ მე გამოგგზავნე.- აუხსნა ბიჭმა. – კარგი. ახლა უნდა წავიდე მალე ისევ შევხვდებით.- დაუბარა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა, წასვლის დროს გოგონას, ყელზე მორგებული შარფი ჩამოუვარდა და ირაკლიმ აიღო და შეინახა. გრძელი ნაქსოვი კაბა ეცვა ტანზე მომჯდარი ამავე კაბის პიჯაკის სტილის მოსაცმელი, გრძელი ყავისფერი თამა დაეხვია და გაეშალა თავზე ბერეტი მოერგო და დიდი შავი სათვალეები, ხელში პატარა ხელჩანთა ეკავა და მისთვის დამახასიათებელ სიარილის მანერებით თავ აწეული გავიდა გარეთ, გადაწყვიტა ფეხით გაევლო ქუჩებში. და ამ გასეირნებით ყველას ყურადღება მიიპყრო, ყველას უკვირდა, თუ ვინ იყო ეს გოგონა, რადგან მათაგან განსხვავებული სტილი ჰქონდა ასე უფრო იტალიაში იცმევდნენ და ყველას აინტერესებდა ვინ იყო ეს ლამაზმანი. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ყველა ასაკის გამვლელი მას აკვირდებოდა. გოგონა კი ამაყი და თავდაჯერებული ნაბიჯებით მისეირნობდა თბილისის ქუჩებში. იქვე კაფეში შევიდა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა, მასთან მიმტანი მივიდა და მისგან გასაოცრად ინგლისურად, რომ დაუწყო საუბარი, გოგონას გაეცინა. – ნუთუ საერთოდ არ ვგავარ აქაურს?- გაოცებით იკითხა. _ უკაცრავად ქართველი ბრძანდებით?- უხერხულად შეიშმუშნა გოგონა. _ დიახ.- გაეცინა.- მაგრამ ნუთუ აქაურს არ ვგავარ საერთოდ? – იცით უფრო იტალიელს გავხართ იერით თან ეს.. ჩაცმულობა.. – ხო, ალბათ იმიტომ დამეტყო, რომ უკვე წლებია იქ ვცხოვრობ. – გასაგებია, რას მიირთმევთ? – კაპუჩინოს.- უპასუხა გოგონამ და მიმტანიც ყავის მოსამზადებლად წავიდა. ეს წიგნების კაფე იყო ყოველთვის ასეთ წყნარ ადგილებს სტუმრობდა ხოლმე იქ სადაც შეეძლო, მშვიდად ეფიქრა ან თუმდაც წიგნი წაეკითხა. დარბაზში მშვიდი მუსიკა ჰქონდათ ჩართული და კაფის ინტერიერიც საკამოდ მყუდრო იყო. მართამ თვალი მოავლო წიგნებს და ერთ- ერთმა ძალიან დააინტერესა, ყოველთვის ასეთი ჩვევა ჰქონდა, რომ წიგნის კითხვას სანამ დაიწყებდა, ყოველთვის ბოლო გვერდით იწყებდა,ხოლმე რადგან აინტერესებდა რით სრულდებოდა ამბავი. ადრე ძალიან სწამდა სიყვარულის და კეთილი დასასრულის, მაგრამ ახლა უკვე აღარ სჯეროდა ამიტომ ყოველთვის ისეთ წიგნს ეძებდა წასაკითხათ, რომელიც რეალისტურად მთავრდებოდა და არა როგორც ზღაპრებში არის ხოლმე სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს და ბოროტება მარცხდებოდა. ამ ზღაპრების დიდი ხანია აღარ სჯეროდა და ყოველთვის მძიმედ წასაკითხ წიგნებს ირჩევდა. ინტერესით გადაფურცლა და კითხვას შეუდგა. კითხვის პერიოდში პერიოდულად ყავას მიირთმევდა. ..... ესეც ახალი თავი, მეგობრებო იმაზე ადრე დავდევი ვიდრე ვაპირებდი. ახლა, რაც შეეხება თავების მოცულობას,მესმის გასაგებია მეც ძალიან მინდა შედარებით დიდი თავები დავდო, მაგრამ ისე როგორც თქვენ გინდათ ასე არ ხდება, უნდა შევთანხმდეთ მაშინ, რომ დამაცდით რათა დიდი თავედი გამოვიდეს არ არის მარტივი იყო ავტორი და არც ამხელა ტექსტი იწერება ერთ დღეში ამას გარკვეული დრო სჭირდება. უნდა ისწავლოთ მოცდა და მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან გითხარით, რომ ცოტახნით ვერ დავწერდი ეს იმას არ ნიშნავს რომ წერას თავს ვანებებ, პრობლემები მაქვს სერიოზული მეგობრებო და თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილას მშვიდად დაჯდებოდით და დაწერდით? რა თქმა უნდა,არა. ყველაფრის მიუხედავად გული მაინც არ დაგწყვიტეთ და გიტოვებთ ახალ თავს. შეიძლება პატარაა, მაგრამ სულ არაფერს ესეც საქმეა. არ ვიცი, მე სხვა ავტორებმა რატომ აღარ გააგრძელეს შესაძლოა ჰქონდათ ამის მიზეზი, მაგრამ მე არსად წასვლას არ ვაპირებ და არ არის საჭირო, ამის თქმა, უბრალოდ ერთს გთხოვთ და აი დიდი იმედი მაქვს სწორედ გამიგებთ, ვერ დაგპირდებით ნამდვილად რომ ყოველ დღე შევძლებ სიახლეების დამატებას, რადგან დრო არ მაქვს და თანაც ამ ეტაპზე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე მეეჭვება ეს შევძლო, ამიტომ როდესაც თავს უკეთ ვიგრძნობ და ჩემი მდგომარეობა გამოსწორდება აუცილებლად განვაახლებ ისტორიას. ვინც მართლა ჩემი ერთგული მკითხველია ვიცი ის დამიცდის სადამდეც საჭირო იქნება. იმედია არ მიწყენთ ამის გამო. სიყვარულით თქვენი დოლჩე ვიტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.