შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების მორევში (ნაწილი 6)

28-01-2025, 15:36
ავტორი Adelaida
ნანახია 784

დრო გადიოდა ნიცას წასვლასთან ერთად შეწყდა მუქარის სმსები და ფოტოები.. ყველგან ეძებდა ანდრე შესაძლო დამშანტაჟებელს ფაქტი იყო ის ნაცნობი უნდა ყოფილიყო თუმცაღა უშედეგოდ .. აღარც ნიცა ჩანდა იმ დღის შემდეგ აღარ დაურეკავს ,ანდრე გონზე მოსვლას ვერ ახერხებდა,მთელ დღეებს ბარში ვისკის ჭიქასთან ერთად ატარებდა...
-კიდევ რამდენი უნდა დალიო?
-სანამ გონება არ შეწყვეტს იმაზე ფიქრს რას აკეთებს ნიცა მასთან ერთად…
-ანდრე ,გეყოფა თავი გაბრაზებით გადააქნია თემომ.. -აპატიე უკვე შენს თავს მისი დაკარგვა და ნუღარ ინადგურებ თავს იმისთვის რასაც დიდი ალბათობით ვერ შეცვლი .
-ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა,უაზროა ცხოვრება,ერთი უსუსური ადამიანი ვყოფილვარ და არაფერი შემძლებია ,არადა მეგონა ყველაფერი შემეძლო!
-არ ხარ უსუსური. უბრალოდ სხვა გზა არ გქონდა. ცხოვრება არცისე უაზროა ანდრე.. ცხოვრება ერთი გოგოს გარშემო არ ბრუნავს გაიხედე რამდენი მშვენიერი ქალია . ხელით ანიშნა გოგონებისკენ და ერთ-ერთ ნაცნობს გაუღიმა
-ჰო ,მაგრამ ნიცა არცერთია.. ჩემი თვალები ყველგან მას ეძებს,გული კი მხოლოდ მისია მტკივნეულად ჩაილაპარაკა ანდრემ ,როცა შეგიყვარდება მიხვდები
-უი.. მოაშორე სიყვარული სცადა ხუმრობა თემომ. შენს შემხედვარეს ეგ სურვილი ნამდვილად არ მაქვს
-თუ მასაც ეყვარები და შენთან იქნება საუკეთესო გრძნობაა,მე წესიერად ვერც მოვასწარი მეგრძნო ,ძლივს შემიყვარა და მერე რა მოხდა, საკუთარი ხელით გამაშვებინეს სხვასთან ჩაილაპარაკა გაბრაზებით და ვისკის მომდევნო ჭიქა გადაკრა,ვერაფერს ვაკეთებ შებოჭილი ვარ... გავინძრევი და მკვდარია როგორც იმ სმსსში წერია.. მობილური ამოიღო და კვლავ დახედა უცნობი ნიმრიდან გადმოგზავნილ ფოტოებს სადაც ჩანდა როგორ ჰყავდა იარაღს სამიზნეში ამოღებული ნიცა. -არადა ხანდახან თავს ძლივს ვიკავებ პირველივე რეისით არ წავიდე და წამოვიყვანო .
-იქნებ გეცადა,დავიჯერო მართლა გააკეთებენ ? ჩაილაპარაკა დაფიქრებით თემომ
-რა ვქნა რადგანაც თავს ვერ ვერევი და ეგოისტურად ვეჭვიანობ წავიდე წამოვიყვანო და მოვაკვლევინო? მართლა რომ ესროლონ ? სასოწარკვეთილმა ვისკის ჭიქა ძირს დაანარცხა,რომელოც ზუსტად ისე დაიმსხვრა როგორც ანდრეს გული
თემო ხმის ამოღებას ვერ ბედავდა,არ იცოდა რა ერჩია თავადაც ბევრჯერ ეცადა ამ ხალხის პოვნას მაგრამ არაფერი გამოვიდა. ხმაურზე დაცვა სწრაფად წამოვიდა მათი მისამართით მაგრამ თემომ ხელით ანიშნა და წამსვე გაუჩინარდნენ..
-იქნებ გეგიმ მოახერხა მისთვის თავის შეხსენება? გაუბედავი ხმით ჩაილაპარაკა ანდრემ
-შესაძლებელია ესე იყოს?
-არვიცი, ამაზე ფიქრი მაგიჟებს და თან ვერაფერს ვაკეთებ რომ ესე არ იყოს
-მე გამოუცდელი კადრი ვარ მეგობარო და მაგაზე წესიერ კონსულტაციას ვერ გაგიწევ სცადა ანდრეს გამხიარულება თემომ. -აი მაგალითად იმ ქალთან გიწევ კონსულტაციას გაიღიმა და ხელით ინსტიქტურად ბარისკენ ანიშნა ..
ანდრესაც გაეცინა და თვალი მხიარულად გააყოლა მეგობრის მინიშნებას.. ზუსტად იმ მომენტში ინსტიქტურად გამოიხედა მინიშნების ობიექტმა.. ანდრე წამით გაშეშდა… როგორ ჰგავს აღმოხდა გაოცებულს
-რა..ა? გაიხედა თემომაც და იმწამსვე სახე ეცვალა.. -ანდრე მაპატიე არც შემიხედავს სახეზე ,ნერვიულად ჩაილაპარაკა და შეიგინა.
ანდრე ნოსტალგიით გაბრუებული მიუახლოვდა ,,ნიცას” და შიშველ ზურგზე მიეხუტა
ქალმა გაოცებით შეხედა და გასაკვირად წინააღმდეგიბა არ გაუწევია, პირიქით ისიც მიეხუტა და თავი მხარზე დაადო
ანდრემ თმები თითებით გადაუწია და კისერზე მხურვალედ აკოცა
-ნიც მომენატრე ჩაიჩურჩულა და ყურთან ეამბორა
ქალი მოტრიალდა და ნაზად აკოცა … სახეზე მიეფერა -ვიცეკვოთ ჩასჩურჩულა და სავალსო მუსიკის ფონზე ჩახუტებულები შეუერთდნენ იქვე მოცეკვავე წყვილებს…

****

ნიცა პალატაში ბოლთას სცემდა, მას შემდეგ რაც გაიგო,რომ გეგის სახლში წერდნენ მღელვარების ,,ჭია" შეუჩნდა... აქამდე თითქოს თავს რაღაცას აჯერებდა და ეხლა ? რა იქნებოდა ? ფიქრებში გართულს არ შეუმჩნევია გეგის შემოსვლა ..
-დღეს სახლში ვბრუნდებით... გამომცდელად შეხედა გეგიმ
- ვბრუნდებით.. უპასუხა დაბნეულმა ნიცამ
-ჩვენს სახლში ვბრუნდებით ჩაასწორა გამომცდელად კაცმა
ნიცას სახეზე არაფერი იკითხებოდა,არც ხო არც არა,პროტესტიც კი ...

მანქანა საკამოდ გემოვნებით ნაშენებ სახლის კართან გაჩერდა... არემარეს ეტყობოდა გემოვნებიანი და მზრუნველი ხელი... ყველაფერი სადად მაგრამ მდიდრულად იყო მოწყობილი
-ვააა.. მოხვედი შვილო მზრუნველად გამოეგება მებაღე დუდუ პაპა გეგის
-მოვედი ჩემო მოხუცო,სიყვარულით გულში ჩაიკრა მებაღე გეგიმ
-როგორ მოგვანატრე თავი.. მომილოცავს სახლში დაბრუნება,სიყვარულით გადახედა ნიცასაც ეს ისაა? ეშმაკურად იკითხა
-ეს ისაა .. ღიმილოთ უპასუხა გეგიმ
-შვილო.. ამ ბიჭს მეტად არ აწყენინო,ის საუკეთესო ადამიანია ვისაც კი შეიძლება ცხოვრება დაუკავშირო. ენდე მოხუცის სიტყვას ალალი თვალებით ჩაილაპარაკა პაპამ
ნიცამ ხმის ამოღება ვერ გაბედა ნერვიულად გაუღიმა დუდუ პაპას და იგრძნო გეგის ხელმა როგორ მოიმწყვდია მისი ხელი თავისაში
მამაკაცს არ გამოჰპარვია ნიცას მღელვარება ... თავადაც ღელავდა ვერ ხვდებოდა როგორი ცხივრება უნდა ჰქონოდა საყვარელ გაუცხოებულ ქალთან ერთად, რომელსაც მართალია რაღაც აკავებდა გეგისთან მაგრამ ეს რაღაც სიყვარული ნამდვილად არ იყო..

-ნიცა არ მინდა სახლში შევიდეთ და იქ სხვა ვიღაცის მოლოდინში იყო... გესმის ?
-მესმის ..
-მომეცი... ხელით მობილურისკენ ანიშნა და ყურადღებით დააკვირდა

ნიცას მოულოდნელობისგან ხველება აუტყდა,არ ელოდა მსგავს მოთხოვნას .
გეგიმ სწრფად მიაწოდა წყალი...
-მოდი ჩამოჯექი აქ ,ანიშნა ეზოში მდებარე სკამზე.. ხომ გესმის ჩემი რატომაც ვითხოვ... ვფიქრობ აღარ უნდა გჭირდებოდეს იმ დღოდან,როცა გადაწყვეტილება მიიღე...
-ანდრე მე... წამოსცდა ნიცას
-გეგი ნიცა.. გეგი... მშვიდად შეუსწორა გეგიმ და ეცადა განრისხება დაემალა
-ნიცამ მობილური გაუწოდა და სახე ნერვიულად აუკანკალდა
-ნიც ხომ გჯერა ჩემი?
-კი
-ხომ იცი რომ შემეძლოს გაგიშვებდი,მაგრამ მეტად ვეღარ გაგიშვებ .. შენ სიცოცხლისკენ მომაბრუნე და ძალიან
მინდა ამ
სახლში შესვლის შემდეგ მომცე იმის საშუალება,რომ შენი გული ისევ გავაღვიძო…. კარგი?გეგიმ მზრუნველად შეხედა საყვარელ ქალს,რომელმაც მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,თუმცაღა სახეზე ყველაფერი ეწერა დადებითი პასუხის გარდა
გეგი მზრუნველად ჩაეხუტა… წამოდგა სახლში შეიყვანა და ოთახისკენ ანიშნა..
-აქ შეგიძლია დაისვენო ნიცი,მე გვერდით ვიქნები
ნიცამ მადლიერი თვალებით გადახედა ადამიანს ,რომელსაც მართლა ესმოდა მისი
-ნუ ნერვიულობ,ხომ იცი არ ვარ მოძალადე ,არ მინდა ძალით იმის მიღება რისი მიღებაც ნებითაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ შენი ნებით უთხრა ღიმილით და გაფითრებული გოგოს დანახვაზე წამსვე მოიქუფრა
-რა იყო ნიცა ? ესეთი საშინელება… ნიცამ სიტყვის დასრულება არ აცადა ფეხარევით მიუახლოვდა პულტს ,ხმას აუწია… თითქოს ისევ იგივე მეორდებოდა.. გაახსენდა ანდრეს ორგიების ამბავს რა გახარებული აცხადებდა ყვითელი არხის წამყვანი.. ეხლა რაღაც სხვა ხდებოდა…
-ჯანდაბა ვინ ჩართო ტელევიზორი
დაიღრიალა გაბრაზებულმა გეგიმ -ხომ
ვთქვი არ გაბედოთ რამის თქმა ან ჩართ…
-მე ჩავრთე გაისმა ბოხი აგრესიული ბარიტონის ხმა და სიტყვის დასრულება არ აცადა
-მამა?
-არვიცოდი თუ არ უნდა ჩამერთო.. სცადა გეგის დაწყნარება კაცმა. ისეკი რატომაც არა ,ნახოს ვისზე ნერვიულობს და ვის გამო ტანჯავს ჩემს შვილს ჩაილაპარაკა აგრესიით მამაკაცმა
-მას ისედაც უჭირს მამა. ესე მარტივია ადგე შეიყვარო.. გადაიყვარო.. ?
გეგის ხმა არ ამოუღია ნიცას გადახედა რომელიც უცნაური სახით უსმენდა გეგის…
-თუ შენი გადაყვარება მარტივი იყო იმის გადაყვარებაც არ გაუჭირდება,ჩემი შვილის ტანჯვას ვეღარ ვუყურებ გესმის,რომ ამ გოგოს გამო თავს იკლავდი… სიცოცხლეზე უარს ამბობდი ვინმე ღირს ამად შვილო? ზიზღით გადახედა ნიცას
-ღირს მამა…
-ხოდა აქაა ეს შენი ღირებული და მიხედე .. ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და კარებისკენ დაიძრა

-ნიცა მაპატიე .. ჯანდაბა არ ვიცოდი თუ აქ იყო.
-მართალია მამაშენი
-მე არ მინდოდა ეს გენახა.. არ მინდოდა კიდევ უარესად გტკენოდა გული ხომ გჯერა ჩემი?
ნიცამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ამდენიხნის მანძილზე პირველად შეეცოდა ბიჭი ,რომელიც მიუხედავად ყველაფრისა არ ცდილობდა ნიცას გული ნიშნის მოგებით და მეტად გულის გატეხვით დაებრუნებინა.. თავადაც განადგურებული გვერდით მიუჯდა საყვარელ ქალს,მკლავი აწია და გვერდით გაიხედა
იგრძნო ნიცა,როგორ მიეხუტა,ზუსტად იაე როგორც ადრე და თავი გულზე დაადო .. შვებით ამოისუნთქა
*****
ძილი მობილურის გაბმულმა ზარმა
შეაწყვეტინა… ანდრემ უინტერესოდ დახედა ეკრანს
-ანდრე როგორ ხარ? გაისმა მოკისკისრ ლანას ხმა
-ლანა რა ხდება ამ დილაადრიან რამ შეგაწუხა … ვერ დაფარა აგრესიული ტონი
-ლანა კიარა დედა რით ვერ დაიმახსოვრე ან ლანა დედა ან დედა გაიცინა მხიარულად
-ჰო დედა მერე ? გაეცინა ანდრესაც
-ლანა ხომ ვარ.. დედაც ხომ ვარ და ეხლა სადედამთილოც ვყოფილვარ თან როგორ ვიგებ ამ ამბავს …
-აუუ.. ლანა გეყოფა ამ
დილაადრიან შვილის ნერვებზე თამაში,ვიცი რომ უნდა მოვიდე…
-ესე უნდა ვიგებდე ტელევიზიით რომ
დედამთილი ვხდები? გაიცინა ქალმა
ანდრე სწრაფად წამოდგა და პულტის ძებნა დაიწყო
-ვერ გავიგე ლანა გამიმეორე ? გაისმა დაფიქრებული ანდრეს ხმა
-ხო აი ინტერნეტი მოიცვა შენი გულისსწორის ამბებმა შედი და
ნახავ ყველგან მაგ ვიდეოს აზიარებენ,არა მეკი მომწონს კარგი გოგოა მაგრამ მთვარია ვინმე ორგიის გოგო ხომ არაა ჰა ? ეცადა მხიარული ტონით ეკითხა იცოდა ანდრეს არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი და არნუნდოდა გაეღიზიანებინა .
ჯანდაბა... არ მახოვს ლანა. მადროვე . დედას მობილური გაუთიშა გაოცებულმა დახედა სმარტფონის ეკრანს და ელდა ეცა... რას ვაკეთებ ? ანდრე რას აკეთებ საკუთარ თავს ეჩხუბებოდა და ცდილობდა აღედგინა კადრები რატომ ცეკვავდა ამ უცნობ ქალთან ერთად და რატომ ეხუტებოდა ესე ,,სიყვარულით" ამ ფიქრში ჩართულს ეკრანზე ქალის სახის დანახვამ ყველაფერი გაახსენა... ყურში ჩაესმა ,,მკივანა წამყვანის” ხმა
სკანდალური ორგიების მოყვარული ბიზნესმენი ანდრე გიგანი შეყვარებულია ,რომლის სიტყვებსაც ,,ამყარებდა” ვიდეო სადაც ქალთან მივიდა.. ეამბორა .. ჩაეხუტა.. აკოცა… რომატიკულად იცეკვა.. თანაც ამის სრული ვიდეო იდო რასაც აგვირგვინებდა წამყვანის მხიარულ სიტყვები თითქოს დიდიხანია ამ
ქალს ხვდება.. ანდრემ ხმას აუწია და განერვიულებული ცდილობდა ყურადღებით მოესმინა გამაღიზიანებელი წამყვანისთვის ,რომელმაც მისი სახით ,სენსაცია “ მოიპოვა
-ბიზნესმენი ანდრე გიგანი ,შეყვარებულია .. როგორც კულუარებიდან გვაწვდიან ინფორმაციას ის ამ მშვენიერ გოგინას თვეებია ხვდება.აქამდე არცერზტ სხვა ,,მშვენიერ” გოგოსთან 2 დღეზე მეტი არ გაუტარებია . როგორც ამბობენ ხელიც კი სთხოვა საყვარელ ქალს … ანდრემ ვეღარ გაუძლო ამდენი სისულელის ერთად მოსმენას და სნარტფონი კედელს მიანარცხა..
-ეგ როგორ გააკეთე... როგორ დაუშვი დაიყვირა გამწარებულმა და წარმოიდგინა რა მდგიმარეიბაში ჩავარდებოდა ნიცა ამას რომ ნახავდა. ზუსტად იცოდა რომ თუ არ ნახავდა ანახებდნენ...
-ხო ანახებდნენ.. გაჰყვა ფიქრებს ანდრე და უეცრად შეჩერდა.... -ანდრე მაგრად გაები ….მოგიწყვეს აღმოხდა სასოწარკვეთილს და ამჟერად მინის მსხვრევის ხმა გაისმა.

****
4 წლის წინ

-მიდი რა შემირიგდი.. არ აცდიდა გაბრაზებას ვითომ გაბუსხულ გოგოს
-არა მაცადე წესიერად გაბრაზება,სუო ეგრე იციხოლმე 2 წუთში მანეიტრალებ .. მეც მაინტერესებს დიდი ჩხუბის შემდეგ როგორია შენი ჩახუტება ჩაილაპარაკა წვრილი სასაცილო ხმით ნიცამ და აკისკისდა
-ნიცა იცი რაღაც უნდა გითხრა და არც ვიცი როგორ აგიხსნა ვიცი არ მოგეწინება ..ჩაილაპარაკა სერიოზული ხმით გეგიმ
-რა? სახე ეცვალა ნიცას
-რაღაც პერიოდი აქ არ ვიქნები რამოდენიმე თვე ,კონტაქტზეც ვერ გამოვალ ,სასწრაფო საქმე გამომიჩნდა -რა? სიტყვუს თქმა ვერ შეძლო,ატირდა.
-გოგო რა გატირებს..ნიცაა სიცილი დაიწყო გეგიმ…
-შემეშვი .. ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა
-გოგო შენ არ მითხარი როგორია ჩახუტება გაბრასების მერეო? ხოდა აი ექსპრომტად გაგაბრაზე თბილად გაუცინა გეგიმ და ნიცას თვალებზე აკოცა
ნიცა უფრი მეტად ატირდა და გულზე მუშტები დაარტყა..
-კარგი ნიც.. აწყნარებდა ბიჭი და ვულში იხუტებდა ,იგრძნო როგორ უცემდა ნიცას გული -სულელო ხომ გინდოდა გაგეგო თავად ითხოვე და მიიღე.. აჰა დატკბი როგორია?ჩაილაპარაკა სასაცულოდ და ნიცასაც გაეცინა…
-მოდი შერიგების იყოს ეხლა.. გეგიმ შერიგების მათი ტრადიციული მეთოდი მოსინჯა ,მკლავი ასწია და დაელოდა… ნიცაც მაშინვე შეძვრა გეგის მკლავქვეშ და გულზე თავი დაადო…

ახლანდელი დრო

გეგიმ ისევ მის მკლავქვეშ მყოფ ნიცას შეხედა.
-როგორც ადრე გეგი … ნიცამ ახედა და ეცადა გაეღიმა თუმცა არ გამოუვიდა
-როგორც ადრე ჩემო ნიცა… დაიხარა და ლოყაზე აკოცა -არ მინდა იმაზე მეტად გეტკინოს გული ვიდრე ეხლა გტკივა… გულს ამოვიღებ და მოგცემ გესმის? ჩასჩურჩულა უცნაური ხმით
-დავიღალე გეგი… ჩაიჩურჩულა ბავშვურად და ვერც მიხვდა როგპრ მიეძინა
ნიცას საწოლზე გაეღვიძა… იგრძნო ზურგსუკან მიხუტებული მამაკაცი… შეშინდა და გადატრიალება სცადა
-ნუ გეშინია მე ვარ თბილად აკოცა გეგიმ
-გეგი მე.. არ მინდა
-ნუ გეშინია,მხოლოდ ჩახუტებაა მეტი არაფერი მხარზე აკოცა და ანიშნა გადაბრუნებულიყო…
ნიცა დამშვიდდა ,თვალები დახუჭა ის ენდობოდა ბიჭს.. გეგი ყოველთვის ასრულებდა პირობას და არ ახსოვდა შემთხვევა გადასულიყო მას
-დაიძინე ნიც.. უბრალოდ გვერდით ვარ,შენთან ვარ სხვა არაფერია,კვლავ აკოცა და მკლავებში მოიმწყვდია … ნუ გეშინია არაფერი მოხდება
ნიცა გრძნობდა ბიჭის გულწრფელ მხარდაჭერას და მადლობელიც კი იყო მისი… გონებით სხვაგან იყო,ნუთუ ესე მალე შეძლო ანდრემ მისი გადაყვარება,ნუთუ ესე მალე დაივწყა… ნერვიულად ჩაისუნთქა ჰაერი და ტირილი ვერ შეიკავა..
-კარგი დამშვიდდი ნიც.. ყველაფერი კარგად იქნება თმებზე სახით მიეფერა გეგი და იქამდე ეფერებოდა სანამ არ ჩაეძინა…
მძინარე გოგოს დახედა … გეგის გული მტკივნეულად ცემდა…
-გთხოვ დამიბრუნე ჩემი ნიცა… ყურში ჩასჩურჩულა მძინარე ნიცას და თავადაც მიეძინა

*****
ჩემო მეგობრებო რამოდენიმე დღე ვერ დავდე ისტორია ცოტა მიჭირს დასრულება ამიტომ
რაც დაწერილია იმას ვდებ მადლობა რომ მომყვებით .

№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომწონს კარგი ისტორიაა, ემოციური და საინტეტესო. საკმაოდ დინამიურად ვითარდება მოვლენები. ანდრე და ნიცა მინდა რომ ერთად დარჩნენ, გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

№2  offline წევრი Xutu

აუ ასეთი ეგოისტი რატომ არის გეგა გაუშვას გოგო. ეგ ყველაფერი გეგის მამის მოწყობილი იქნება მუქარა

№3 სტუმარი სტუმარი ტატა

ძალიან მომწონს მალე დადეთ

№4 სტუმარი სტუმარი ელო

მგონია,რომ ბოლოს გეგისთან დატოვებ :) ჯერ ვერ გადავწყვიტე ვისთან ჯობია ორივე მომწონს მაგრამ ანდრე მეცოდება და იმედია მასთანაა :)))

№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

სულმოუთმენლად ველი გაგრძელებას. გთხოვთ ანდრესთან დატოვეთ ნიცა

№6 სტუმარი სტუმარი Lile

Gtxovt male dadet gagrzeleba Tu gaqvt dacerili nacili manic atvirtet gtxovt

№7 სტუმარი სტუმარი ლეა

გამარჯობა,როდის დადებთ შემდეგ თავს?

№8  offline წევრი Adelaida

გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. მახარებთ ძალიან და დიდი მადლობა რომ მომყვებით ❤️ მინდოდა ისტორია დამესრულებინა ამ თავით მაგრამ არვიცი როგორ აგიხსნათ… განვითარება მოდის თავად და წერის შემდეგ როცა მიწევს გადახედვა რას ვდებ ხანდახან მეც ნიკვირს ესე რატომ დავწერე .. პირველად ვწერ ისტორის და ცოტა უჩვეულოა ჩემთვისაც როცა ისტორიას თავად მიჰყავხარ ისეთი თხრობისკენ რომელიც გეგმაში არ ყოფილა ❤️ რაც შეეხება ნიცას წინასწარ ვერ დავწერ… რომც დავწერო და გითხრათ შესაძლოა
წერის პროცესში ისევ იგივე მოხდეს როცა უბრალოდ ვწერ და ისტორია არ მეკითხება თავისით იწერება ????????❤️ ერთი კი ზუსტად ვიცი… ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში ვისთან დარჩება ნიცა ვფიქრობ ძალიან რთული იქნება პერსონაჟებისთვისაც და ჩვენთვისაც❤️ ბევრი რომ არ გალოდინოთ მაშინ რაც დაწერილი მაქვს იმას დავდებ ❤️ მადლობა ყველა თქვენი ემოცია და უკუკავშირი ძვირფასია ჩემთვის ❤️❤️❤️ გიტოვებთ კითხვას რატომ კითხულობთ ამ ისტორიას და რა მოგწონთ ამ ისტორიაში?❤️❤️

№9 წევრი La dolce vita

Adelaida

ზოგს არ ესმის ეს და ჯიუტად ითხოვენ გმირების ერთად დატოვებას, მაგრამ ისტორია და თავად პერსონაჟები არის ცოცხალი ორგანოზმი, ბევრს დაგაგლეჯენ ნერვებს და დაგაწერინებენ ისეთ რამეს რაც გეგმაში არ აქვს ავტოტს. თუმცა ამას ბევრი ვერ გაიგებს, თუ არ გამოსცადეს ეს პროცესი ამიტომ ჩვენ შეიძლება მისი შემქმნელები ვართ,თუმცა თავიანთ ბედს ათავად წყვეტენ დამოუკიდებლად. ამიტომ არის რთული ერთ დღეში სიუჟეტი ააწყო, რადგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და დაკვირვებას. ჩათვალე ექიმი ხარვდა შენ მას ან გადაარჩენ ან მოკლავ ოპერაციის დროს.
ყოველშემთხვევაში ვისთანაც არ უნდა დარჩეს და როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს მკითხველმა.ეს .უნდა მიიღოს.
როდესაც წიგნს ვკითხულობთ მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია უკანა გვერდიდან გავიგოთ როგორ სრულდება არ ვამოწმებთ რადგან მივყვეყ დინებას და დრო.და დრო გავიგოთ ყველაფერი.

№10  offline წევრი Adelaida

La dolce vita

შენ ზუსტად გესმის რაც დავწერე❤️თუ თაბად არ წერ ისტორიას ამას ვერასდროს გაიგებ თურმე… მე მეგონა ყველა ავტორი ისტორიას გაწერილი გეგმით მიყვებოდა.. ხან ეგრეც ნიყვებუ მაგრამ ძირითადად ვერ მიყვები.. თავად მოდის წერის პროცესში სხვა წყობა და ისტორიაც სხვანაირად ეწყობა… ძალიანნმოულოდნელი და სასიამოვნო იყო როცა ისტორიამთავად წამიყვანა სადღაც… ყოველთვის ესე არ მივყავარ რათქმაუნდა… ყოველი წერის გაგრძელების წინ მჭირდება თავიდან გადავიკითხო ისტორია რომ ესე ვთქვათ ,,როლში “ შევიდე )) ამას წინათ ვუყურე კადრს მიღმა როგორ შედიოდა როლში მსახიობი და მივხვდი რომ წერის დროსაც ეგრეა შედიხარ და გამოდიხარ როლიდან… ხანდახან როცა ვგრძნობ რომ საუკეთესო დროა წერისთვუს იმ
დროს არ მცალიაცოლმე წერა გავაგრძელო არადა მაწუხებს თავში… ხანდახან როცა მეტუ თავისუფალი დრო მაქვს და ვიტყვი ეხლა დავწერო აი ზისტად მაშინ 1 აბზაცზე ვბუქსაობ. საინტერესო ყოფილა ძალიან წერა ,სხვა ცზოვრებაა ❤️ რასაც გინდა დაწერ… ესეც არ ყოფილა .. თავად წერს თავს ❤️შენ კი დიდიხანია უკვე მიყვები ამ
ცხოვრებას და ჩემი აღმოჩენები უკვე ძველი იქნება შენთვუს❤️

სტუმარი ლეა
გამარჯობა,როდის დადებთ შემდეგ თავს?

გამარჯობათ ცოტახანშუ გავაგზავნი იმას რაც დაწერილია და რომ დაადასტურებენ სიახლეს დაიდება ❤️

№11 წევრი La dolce vita

Adelaida
გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. მახარებთ ძალიან და დიდი მადლობა რომ მომყვებით ❤️ მინდოდა ისტორია დამესრულებინა ამ თავით მაგრამ არვიცი როგორ აგიხსნათ… განვითარება მოდის თავად და წერის შემდეგ როცა მიწევს გადახედვა რას ვდებ ხანდახან მეც ნიკვირს ესე რატომ დავწერე .. პირველად ვწერ ისტორის და ცოტა უჩვეულოა ჩემთვისაც როცა ისტორიას თავად მიჰყავხარ ისეთი თხრობისკენ რომელიც გეგმაში არ ყოფილა ❤️ რაც შეეხება ნიცას წინასწარ ვერ დავწერ… რომც დავწერო და გითხრათ შესაძლოა
წერის პროცესში ისევ იგივე მოხდეს როცა უბრალოდ ვწერ და ისტორია არ მეკითხება თავისით იწერება ????????❤️ ერთი კი ზუსტად ვიცი… ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში ვისთან დარჩება ნიცა ვფიქრობ ძალიან რთული იქნება პერსონაჟებისთვისაც და ჩვენთვისაც❤️ ბევრი რომ არ გალოდინოთ მაშინ რაც დაწერილი მაქვს იმას დავდებ ❤️ მადლობა ყველა თქვენი ემოცია და უკუკავშირი ძვირფასია ჩემთვის ❤️❤️❤️ გიტოვებთ კითხვას რატომ კითხულობთ ამ ისტორიას და რა მოგწონთ ამ ისტორიაში?❤️❤️

უმეტესი გეგმას წერს რა იქნება მომდევნო, თავში, ასე აკეთებენ ცნობილი მწერლები,მაგრამ მე არ ვიყენებ ამ მეთოდს მაგალითად როდესაც ვჯდები დასაწერად, მაშინ ვიწყებ ფიქრს და ყველაფერს სპონტანურად ვწერ, რაც მომივა თავში, თუ ეს იდეა ჯდება მაშინ ვწერ და ასე მივყვები სიუჟეტის განვითარებას, რადგან მაინც არ მიდის გეგმის მიხედვით შეიძლება ასიდან ათი პროცენტი იყოს გეგმის მიხედვით დანარჩენი თავისით მოდის წეროს პროცესში.
მართალია ეს სულ სხვა განზომილებაა და სამყაროა სადაც შენს პერსონაჟებთან ერთად შენც მოგზაურობ და მათთან ერთად განიცდი ყველაფერს.
მე უკვე დიდიხანია რაც ვწერ და შეიძლება ითქვას ჩემი საყვარელი ჰობია, ვერ დავიკვეხნი რომ იდეალურად ვწერ და ბევრს შეიძლება არ მსოწონს რადგან ჯერ კიდევ დასახვეწი მაქვს ბევრი რამ თუმცა რასაც ვწერ
ყველაფერს მთელი გულით ვწერ.
წერის დროს აუცილებელია იყო გულწრფელი და ღიად გადმოსცემსე ემლცოებს ანუ ჯერ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო ყველა ემოცოა და შემდეგ გადმოიტანო ფურცელზე.
ამას ასევე უხდება მუსიკის მოსმენა შთაგონებისთვის.❤️

№12  offline წევრი Anres12

გამარჯობა, მე ვთავაზობ სესხებს ფიზიკურ პირებს, რომლებიც
მჭირდება პირადი ინვესტიცია 2% განაკვეთით.
თანხა მერყეობს 2000 ევროდან 800000 ევრომდე. სწრაფი ვარ და
სამართლიანი. ამიტომ მეც მინდა პატიოსანი და სანდო ადამიანები.
გთხოვთ მითხრათ თქვენს სესხის მოთხოვნაში ზუსტი თანხა თქვენ
გსურთ და თქვენი არჩევანის დაფარვის ვადა.
გთხოვთ მომწერეთ თქვენი პირადი სესხებისთვის
ჩემი ელფოსტის მისამართი:[email protected]
გამოგვიგზავნეთ თქვენი Whatsapp ნომერი სწრაფად

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent