გრძნობების მორევში (ნაწილი 7)
დილის მზის სხივებმა თვალი მოსჭრა მძინარე ნიცას… ესიამოვნა სახეზე სასიამოვნო სითბო იგრძნო… სიზმარში ანდრეს ხედავდა… ის შორს იყო ნიცა მისკენ მიდიდოდა თუმცა რამდენადაც უახლოვდებოდა იმდენად იმატებდა მისკენ სავალი მანძილი -ნიც გაიღვიძე ჩაესმა მამაკაცის ხმა და იგრძნო როგორ აკოცა შუბლზე. თვალები გაახილა.. ძილბურანში იყო თუმცა იმწამსვე გაიაზრა რომ გვერდით მყოფი მამაკაცი ანდრე არ იყო. გეგი მიხვდა მის ფიქრებს ღრმად ჩაისუნთქა და წამოჯდა -ნიცა მაინც რას ფიქრობ ? რახდება შენს თავს იაზრებ რამეს ? დაკვირვებით შეხედა გეგიმ -არვიცი გავითიშე .. გულწრფელად მიუგო და ხელები სახეზე აიფარა. -ავარია რომ არა ეხლა ჩემი ცოლი იქნებოდი… იმდღეს შენთვიხ ხელის სათხოვნელად მოვდიოდი,გვერდით გაიხედა ტუმბო გააღო და პატარა ლამაზი ყუთი გამოიღო სადაც ულამაზესი ბეჭედი იყო მოთავსებული ნიცამ დახედა ხმის ამოღება ვერ შეძლო. სახე უცნაურად ეცვალა ცდილობდა არ ეტირა… ეცოდებოდა გეგი,ბევრი კარგი მოგონება ჰქქონდა ამ ადამიანთან, მის მიმართ ეხლაც ჰქონდა რაღაც ამოუხსნელი ნოსტალგიური გრძნობა რაღაც ძალიან ახლობელს გრძნობდა გვერდით მისი სახით. ვინ იცის რომ არა ის დღე რა ბედნიერი იქნებოდა გეგისთან ერთად. დანანებით დახედა ბეჭედს და გვერდით გაიხედა -ნიც… იცი რამდენი ვიბრძოლე იმ ავარიის შემდეგ შენამდე რომ მოვსულიყავი… როგორ ვნანობ რომ მინდოდა ჩემი ცოლის მოყვანა სიურპრიზი ყოფილიყო ყველასთვის ,სხვა შემთხვევაში ხომ მთელი ის 2 წელი შენც ჩემთან ერთად იქნებოდი.მაშინ ხომ ის ვერ შეძლებდა შენთვის თავის შეყვარებას ,ტკივილისგან ანდრეს სახელის წარმოთქმაც კი უჭირდა . რადგან ისიც უყვარდა და მასზეც ნერვიულობდა. -ნიც რომ დაგინახე ანდრესთან ერთად იმ დღეს გავგიჟდი მაშინ ჩამომენგრა თავზე ყველაფერი, სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო ხომ მიცნობ შენთვის ყველაფერს გავაკეთებდი ,მაგრამ არ მოგცემდი არჩევანის საშუალებას მოგიტაცებდი კიდეც გაიცინა დანანებით. იმდღეს ანდრესთან რომ მივედი ისიც მელოდა , მე რომ არ ვყოფილიყავი ზუსტად ვუცი არც ის მომცემდა შენთან დალაპარაკების საშუალებას.. ჩვენ ორივე ერთნაირები ვართ რომ არა ის დიდი სიყვარული და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ არვერთი არც მე და არც ანდრე არ მივცემდით ერთმანეთს იმის საშუალებას რომ შენ არჩევანი გაგეკეთებინა… სწორად გამიგე მე მიყვარს ანდრე … ეხლაც მიყვარს ბევრი კარგი მოგონება გვაქვს ერთად … უბრალოდ დიდი პროსტესტი მაქვს ,რატომ მაინცდამაინც შენ და რატომ მაინცდამაინც ის… გეგიმ თავზე ხელები მოიჭირა და ფანჯარასთან დადგა და განაგრძო -შენ რომ გადაწყვიტე მასთან დარჩენა,უკვე ვიცოდი რომ ჩემთვის არაფერს აზრი აღარ ჰქონდა ,იმ მომენტიდან ვეღარ ვგრძნობდი უკვე ნორმალურად ვერც ფეხს და ვერც ხელს… თითქოს იმ ძალის გარეშე დავრჩი რომელიც გადაადგილებაში მეხმარებოდა… წამლის მიღებაც იმიტომ შევწყვიტე ,რომ აზრი არ ჰქონდა არ შემეძლო არაფრის გაკეთება ვიწექი და ვხედავდი როგორ მივდიოდი უკან და სიმართლე გითხრა სულერთი იყო რა მელოდა . არვიცი მერე რა მოხდა ან ანდრემ როგორ გამოგიშვა ჩემთან მაგრამ ფაქტია შენ დაბრუნდი… შენი დაბრუნების წუთიდან მე ისევ ენერგია ვიგრძენი და შევძელი იმდღეს საწოლიდან წამოდგომა და კარებამდე მოსვლა,რომ შენთვის გამეღო.. ნიცა … ჯანდაბა მეც არ მინდა …. ხომ გიყურებ იტანჯები… გაგიშვებდი მაგრამ არვიცი.. -მზად ხარ რომ წახვიდე და ჩემზე არ ინერვიულო? პასუხის მოლოდინში გეგის ფეხი ჩაეკეცა და ხელმა უცნაურად დაიწყო ცახცახი -ჯანდაბა მეორე ხელი რაფას დაადო და გაჭირვებით წამოდგა -გეგი დამშვიდდი სწრაფად წამოხტა ნანახით შეშფოთებული ნიცა და ეცადა დახმარებოდა -ჯანდაბა…. რაღა ეხლა ჩაილაპარაკა ბიჭმა და ეცადა როგორმე შეენარჩუნებინა წონასწორობა. ნიცა მხარქვეშ დაუდგა და საწოლზე წამოაწვინა .. -გეგი… აღელვებული ნიცა სიტყვებს ვერ პოულობდა -ნიც.. არ მინდოდა ეს გენახა… უბრალოდ მინდა გამიგო… არ შემიძლია შენი გაშვება ,ამაზე ფიქრსაც კი როცა ვიწყებ თავს ვეღარ ვაკონტროლებ… ჩაილაპარაკა დაღლილმა და მიეძინა ნიცა გეგის ოთახში ბოლთას სცემდა… ელოდა ექიმი როდის დაასრულებდა მის გასინჯვას და რას იტყოდა მის ესეთ უეცარ დასუსტებაზე . თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა… -ქალბატონო ნიცა.. გესმით ჩემი? -დიახ ..დიახ ექიმო.. უკაცრავაფ ვნერვიულობ და ვერ გავიგე -მისი მდგომარეობა ავარიის შემდეგ უიმედო იყო.. დიდიხანი იბრძოლა საოცრება იყო რომ გადარჩა არათუ ფეხზე როცა დადგა… კარგად გამიგეთ … მისი მდგიმარეობის გამოსწორება არაა მედიკამენტზებზე დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა არის თქვენზე დამოკიდებული… არვიცი რა ფენომენია მაგრამ ის იმ ემოციით ახერხებს ფეხზე დგომას რასაც თქვენს მიმართ განიცდის., საკმარისია თქვენი დაკარგვის რისკების წინაშე დადგეს რომ მის ტვინში გადაადგილების სიგნალი წყდება და იწყებს გაუარესებას… არვიცი ვერ გიხსნით ჩაილაპარაკა ექიმმა და ნიცას თანაგრძნობით შეხედა. -თუ გინდა იცოცხლოს მაშინ მის გვერდით უნდა იყოთ… სსვა შემთხვევაში ის ვერ შეძლებს ვეღარც გადაადგილებას და ვეღარც…. -ექიმო რატომ აშინებთ ნიცას.. არაა საჭირო მისი შეშინება ხომ გთხოვეთ… საუბარი განერვიულებული ხმით შეაწყვეტინა გეგიმ -მე ვალდებული ვარ გეგი… ჩაილაპარაკა ექიმმა ბოდიში მოიხადა და ოთახი სწრაფად დატოვა შოკირებული ნიცა ჯერ კიდევ ცდილობდა ექიმის სიტყვების გააზრებას … თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა… -ნიც ეგრე არაა,როგორც ექიმმა გითხრა სცადა სზვა რეალობის დახატვა გეგიმ -გეგი რატომ არ მითხარი… ჩაილაპარალა გამშრალი ხმით და კედელს მიეყრდნო -მარტივი სათქმელია როგორ გაიძულო ჩემთან ყოფნა? გაიღიმა დანანებით. გაგიშვებდი ეხლაც გაგიშვებ მაგრამ ვიცი რომ არ წახვალ , ისიც ვიცი აქ ჩამოსული უკან რომ გამეშვი შენს თავს არაადროს აპატიებდი თუ მე რამე მომივიდოდა,ამიტომ მინდოდა გამეხსენებინა შენთვის ჩემი სიყვარული…. -მე არვიცოდი თუ ეს .. ეს… დაბნრულად ლაპარაკობდა ნიცა ცრემლიანი თვალებით გადახედა ბიჭს,მზერა უცნაურად შეეცვალა სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და ჩაეხუტა -გეგი რატომ გიყვარვარ ესე -მე ყოველთვიე ესე მიყვარდი ჩაილაპარაკა სითბოთი გაჟღენთილი ხმით და მისი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა. ***** დრო გადიოდა… ნიცა გეგის გვერდით იყო .ასრულებდა ექიმის ყველა რეკომედაციას და ცდილობდა სულ დაკავებული ყოფილიყო გეგისთვისაც და ასევე საკუთარი თავისთვისაც,რომ აღარ გაჰქცეოდა ფიქრები ანდრესკენ. თითქოს ისე ხშირადაც აღარ ფიქრობდა წარსულზე , ისედაც საკმარისი იყო რაც იხილა ტელევიზიით თუ ინტერნეტით და ალბათ ანდრე საქორწილო მზადებაში…. თავი ნერვიულად გააქნია და ფიქრი შეწყვიტა საკუთარ თავს აუკრძალა ანდრეზე ფიქრი და ნერვიულობა გამოსდიოდა კიდეც. იშვიათი შემთხვევების გარდა გეგი არ აძლევდა ნიცას მარტო ყოფნის შესაძლებლობას არც დღე და არც ღამე… ღამე მიეჩვია კიდეც გეგის გვერდით ყოფნას თითქოს ვეღარც იძინებდა მის გარეშე .სხვა არაფერი ხდებოდა მხოლოდ თმებზე ეფერებოდა და არ აძლევდა საშუაოებას ფიქრები სხვა მიმართულებით წაეყვანა. -ნიც აღარ მაპროტესტებ ყოველ ღამე გვერდით რომ გყავარ? ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა ნიცას ხმა არ ამოუღია… თავადაც ვერ არკვევდა რატომ ,,აღარ აპროტესტებდა” რის ფონზე ხდებოდა სრული ,,მორჩილება “ ფიქრი გეგის სიტყვებმა შეაწყვეტინა -შენ მე მაძლიერებ… გაუშვი სხვა ფიქრები თავიდან … ნაზად აკოცა და ძლიერად მიიხუტა.. *** -ნიც… წამო გარეთ ვჭამოთ გაუღიმა გეგიმ დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა რომელიღაც კორპუსთან გაჩერდა. უცებ იგრძნო ნიცამ როგორ იწევა ავტომობილი ჰააერში .. გაოცებულმა გეგის გადახედა .. ის იღიმოდა და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა -ნუ გეშინია .. -გეგი აქ რა ხდება აკისკისდა ნიცა .. მეგონა უცებ ფრთები გამოესხა მაქნანას .. არ უნდა გამაფრთხილო ? სულ ესე აკეთებ გაიცინა ნიცამ და ვერც გაიაზრა ამ წარსულის ნოსტალგიური ემოციით როგორ გაახარა გიგი -რა სილამაზეაა სულ როგორ არჩევ მსგავს ადგილებს თბილად გაიღიმა და ულამაზეს გარემოს შეხდდა მანქანამ ,,ფრენა “ შეწყვიტა ,მინის კარები გაიღო და პირდაპირ ღია რესტორანში აღმოჩნდა მაღალსართულიანი შენობის 50 ე სართულზე..ნიცა გაოცებული უყურებდა ულამაზეს ხედს … მანქანიდან გადმოვიდა -ნიც დატრიალდი რა გაიცინა გეგიმ . ისიც იცინოდა და ტრიალებდა … ბიჭი მანქანას მიეყრდნო და ისევ ნოსტალგიურად უყურებდა .. რა ლამაზია შენი ყურება ჩაილაპარაკა თვალმოუშორებლად -გეგი… გეგიი პატარა ბავშვივით ექაჩებოდა ნიცა მკლავზე -წამოდი რა სილამაზეა გადახედე ,თანაც ძალიან მშია .მიუხედავად იმისა რომ გეგის უკვე უამრავჯერ ჰქონდა ქალაქის საოცარი ხედი ნანახი მაინც ღიმილით გაყვა და დიდი ინტერესით უსმენდა ნიცას აღფრთოვანებას ,უყურებდა საყვარელ სახეს და ვერ ხვდებოდა როგორ იყო ამ გოგოს დათმობაზე თანახმა . რესტორნის დასახლისი მიუახლოვდათ და ანიშნა მათთვის განკუთვნილი მაგიდა მზად იყო… ხმის ამოუღებლად უსმენდა გეგი ნიცას… უბრალოდ უყურებდა და არ უნდოდა არაფერზე საუბარი… -გეგი რა გჭირს ? ხომ კარგად ხარ შეშინებული სწრაფად მიუახლოვდა უცნაურად გაჩუმებულ კაცს და ხელი ჩაკიდა,ორივემ იგრძნო ,,დენის დარტყმა” რომელიც მათ ხელებში გავიდა,ნიცამ ხელს ემოციურად დახედა -კარგად ვარ უბრალოდ გისმენ და თან ვფიქრობ .გეგიმ ხელზე ნაზად აკოცა ნიცას თავისკენ უბიძგა და კალთაში ჩაისვა -რატომ გაწითლდი ? დააკვირდა სახეზე და ლოყაზე აკოცა ნიცამაც იგრძნო როგორ შეეფაკლა ლოყები.. -ნიც გრცხვენია ჩემი ? -არვიცი -მაშინ რა გჭირს? სახეზე ყურადღებით შეხედა და თვალებზე აკოცა.იგრძნო ნიცას აჩქარებული ძალიან ნაცნობი გულისცემა… გეგიმ აღელვებულმა დაიჭირა გოგოს სახე და მთელი ემოციით აკოცა ნიცას თვალები დაეხუჭა და უცნაური ტალღა უვლიდა… სიმხურვალე რომელიც იპყრობდა ამ წუთისთვის ეს რაღაც უცნაური იყო თუმცა ნაცნობი… ძალიან ნაცნობი ისეთი როგორიც ყველა გეგის შეხება ოღონდ წარსულში გამოწვეული. ბიჭმაც იგრძნო… ნიც რამეს გრძნობ? ყურადღებით დაეკითხა ბიჭი და ხელი გულზე დაადო -არვიცი .. თავი გვერდზე გასწია აწითლებულმა ნიცამ თავადაც ვერ მიხვდა რა იყო ეს და რა სიმხურვალეს გრძნობდა სახეზე -მომხედე… უნდა მითხრა რას გრძნობ,ხელი ტუჩებზე დაადო მეორე ხელი ზურგის ხაზს ნაზად ჩააყოლა , არ წყვეტდა ნიცას მზერის ყურებას.. ამ დროის მანძილზე პირვალად ხედავდა მსგას ემოციას .. გოგო ღელავდა და სხეული უთრთოდა. ნიცამ თვალწბი დახუჭა… უცნაურად სასიამოვნო იყო გეგის თითების მოძრაობა,იგრძნო როგორ აკოცა მამაკაცმა წინააღმდეგობა არ გაუწევია, მოულოდნელი სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა სხეულში ისე როგორც ადრე გეგის ყველა შეხებისას ხდებოდა.. ის კოცნიდა და გეგი ყველა ტუჩის მოძრაობაზე გრძნობდა მასზე მოპოვებულ გამარჯვებას … თითოეული კოცნა უფრო მომთხოვნი და ძლიერი ხდებოდა ,გაოცებული ნიცა წინაადეგიბის გაწევას ვერახერხებდა. -მიყვარხარ და ვიცი რომ შენც სადღაც გიყვარვარ .. შენი სხეულის უკუკავშირით ვგრძნობ როგორ მიბრუნდები და გააგრძელე არ შეწყვიტო გესმის? ჩასჩურჩულა გააშეშებულ ნიცას და ათრთოლებული ხელიღ გულში ძლიერად ჩაიკრა ***** ფანჯარასთან მდგომი,სიგარეტის კვამლში გახვეული მამაკაცი შეუჩერებლად ეწეოდა უკვე მერამდენე ღერს და ჩაფიქრებული ადევნებდა თვალს ეზოში მოსიარულე წყვილებს. უნდოდა საკუთარი თვალით ენახა ის რაც ყურმა გაიგო... არ ახსოვს როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავში, ეხლა კი გონარეული იდგა სასტუმროს ნომერში და თავს იჭერდა რომ ნიცასთვის არაფერი დაეშავებინა. არადა ეს ხომ მოსალოდნელიც იყო დანანებით ჩაიცინა საკუთარ ფიქრებზე . -ანდრე გამოფხიზლდი ? ფრთხილად იკითხა იქვე დივანზე მჯდარმა თემომ,რომელიც მთელი ეს დრო მეგიბრის გვერდით იყო ხმისამოუღებლად -ანდრე გესმის? -მესმის თემო... ყველაფერი გასაგებია ჩაილაპარაკა არეულად -რა ვქნათ ეხლა მე და შენ. ესე ვუფრინოთ წინ და უკან ყველა შენს ნერვიულ შეტევაზე? ხომ იცოდი რომ მოსალოდნელი იყო საბოლოოდ მიეღო შენი მიტოვების გადაწყვეტილება თავად გაუშვი ამ გზისკენ და განსაკუთრებით იმ ,,სენსაციის" შემდეგ ისედაც დაკარგული ნიცა საბოლოოდ დაკარგე -ვიცი მაგრალ ეს ჩემი ნებით არ გამიშვია და მომიწყვეს ის ქალი -ხო ვიცი ,,ჩაგიდეს" ისეთი სასაცილო ხმით წარმოსთქვა თემომ ანდრემ სიცილი ვეღარ შეიკავა -ძმა ხარ რა .. დაცვაც შენნაირი უნდა .. წარმოვიდგინე ეხლა ნიცას როგორ უხსნი,რომ ეს ქალი,ჩამიდეს " ნერვიულ სიცილს ვეღარ აჩერებდა ანდრე ........ -წავიდეთ ანდრე ნუ აიძულებ თავს ნახო ის რისი ნახვაც გაგანადგურებს იმედით დაეკითხა თემო -არა უნდა ვნახო, თუ ნამდვილად გადამიყვარა არც კი მივუახლოვდები უბრალოდ შორიდან ვნახავ მის მზერაში მის ,,ბედნიერებას",თუ ის უბრალოდ გაბრაზებულია და ცდილობს სამაგიერო გადამიხადოს … მოხდეს რაც მოსახდენია ხელში ავიყვან და წამოვიყვან ჯანდაბა…რა გავაკეთე თავად ვაიძულე ყველაფერი ისე რომ არც ამიხსნია წესიერად რას რატომ ვაკეთებდი… იქნებ მას სხვანაირი გადაწყვეტულების მიღებ სურდა… თემოს შემოესმა მინის მტვრევის ნაცნობი ხმა … დანანებით ახედა არაადამიანურ მდგომარეიბაში მყოფ, უძილობისგან თვალებჩაწითლებულ, პრაწტიკულად განადგურებულ მეგობარს იცოდა თემომ აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს ,გაჩუმდა და თავადაც სიგარეტის ღერს მიეძალა . *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.