შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი (XVII)


6-02-2025, 23:33
ავტორი ნაამა
ნანახია 225

8 თვის წინ

-მოიცა და შენ საიდან იცი რამხელა აქ?
ბესო გაოცებული ეკითხება გოგოს. ის პარკის სკამზე მარცხენა მხარეს გვერდულად ზის, მის გვერდით ქეთია რომელიც სწორად ზის, მარიტა კი თითქმის ნახევარ სკამს იკავებს ლოტოსის პოზაში მათკენ მთელი სხეულით მიტრიალებული.
-ნუ ახლა...
-ფოტოები გამოგიგზავნა?
-არა
ქეთი იცხადებს და კაშნის ბოლოს აწვალებს. მარიტა დაეჭვებული უყურებს.
-იდეა მაქვს და არ ვიცი სწორად წავედი თუ არა.
-რა იდეა?
- რამდენიმე კვირის წინ ძალიან საეჭვოდ მეკითხებოდა ქალიშვილობის დაკარგვად ორალური სექსი ითვლებოდა თუ არა.
-ჰააა?
ბესო იჭყანება იმის გამო რომ ყვეალფერს მიხვდა, ქეთა კი იბუზება რითიც ყველაფერი ცხადი ხდება.
-რატო? ახლა გაიცანი ანუ შეყვარებული კია მაგრამ ძალიან ადრე არაა?
-ოოოო რა გინდა შემეშვი,ახლა მთლად სექსიც არ მქონია ხო?
-იმეიდ მაქ მხოლოდ ის არ დარჩა ბედნიერი.
-რა თქმა უნდა არა. საერთოდაც ჯერ მე დავრჩი და მერე ის.
-ვსო კარგი აღარ მინდა ამის მოსმენა.
მარიტა ყურებზე ხელებს იფარებს. კიდევ დიდხანს ისხდენ იმ პარკში მაგრამ მარიტა გონებით სულ იმ სცენისკენ მიდიოდა რომელცი თავს ძალით გაუჩალიჩა, თუმცა დამნაშავე ქეთიც იყო, ეს თემა მისი ხუმრობიდან წამოვიდა და ინტერესს თავი ვეღარცერთმა მეგობარმა ვერ დააღწია. ახლა კი ცალი ყურით მათ უსმენდა, უკვე სხვა თემაზე საუბრობდნენ და იცინოდნენ, მაგრამ თან ფიქრებს თავს ვერ აღწევდა და თითქოს ამ უსასრულო მორევში იძირებოდა.
დღევანდელი დღე.
მარიტამ არ იცის ახლა ეს მოგონება რატომ ამოუტივტივდა, შეიძლება იმიტომ რომ ქეთი და სანდროს ლაპრაკს უკვე ერთი საათია უსმენს. ის დღე ერთ-ერთი პირველი დღე იყო როცა გული ეშანთებოდა და თავს ვერაფრით შველიდა. ის ერთ-ერთი იმ დღეთაგანი იყო, როცა არავინ ჰყავდა გვერდით საკუთარ გრძნობებზე რომ ესაუბრა. მარიტა დგება და ოთახიდან გადის. ირაკლი ბიჭებთან ერთად მდინარეზეა, შორენა კი უკვე თბილისში დაბრუნდა. ფიქრებს თავს ვერ უყრიდა, იცოდა რომ ახლა ყველა გრძნობა მხოლოდ ირაკლის მიამრთ ჰქონდა, მაგრამ თან გულის სიღრმიდან რაღაც გაურკვეველი ხმა ესმოდა და ვერ იგებდა რა ხდებოდა მის თავს.

თითქმის 1 წლით ადრე
იმ დღეს როცა ქეთი და მარიტა ჩეხეთის შემდეგ პირველად შეხვდნენ სანდროს და როცა მარიტამ გოგო თავის ხელითა და სიტყვით გადაულოცა ბიჭს მარიტამ იცოდა რომ დრო იყო, რომ ისედაც დიდხანს იცადა და ყველაფერი სითბოთი და ტკივილით ყელში უჭერდა. ახალ უნდა ერთქვა, სწორი დრო იყო, სწორი ადგილიც არჩეული ჰქონდა და ყველაფერის იდეალურად წასვლას ელოდებოდა. ჯანდაბა მარიტა იმ კვირის ბოლოს ქეთისთან ერთად ქალაქგარეთ ტყეში აპირებდა გასვლას, სწორედ იქ უნდაოდა ყველაფრის ახსნა. ყვეალფრის მოყოლა და მისი თავის სრული გამოაშკარავება. ისეთი ბედნიერი იყო სიარულის ნაცვლად ჰაერში დალივლივებდა, მათე დასცილოდა კიდეც შეყვარებული ხომ არ ხარო. ის წყეული დღე რომ მოვიდა და გოგონები ქალაქიდან წავიდნენ, ბესოსა და ნიკუშასთან ერთად, როცა კარვები გაშალეს, გული იჯერეს კოცონთან მსხდომებმა ერთმანეთის გაცვეთილი საშიში ისტორიებით დაფრთხობა და გოგოები კარავში შეძვრნენ მარიტამ სანათი არ ჩააქრო. ქეთის წინ ფეხმორთხმით იჯდა და თვალებში იყურებდა, ცოტაც და ამ ცის ნატეხებში სამუდამოდ ჩაიძირებოდა. ქეთის მტევნები თავისაში ჰქონდა მოქცეული და ემოციებმოჭარბებულს წინასწარ ათრთოლებდა იმ სიტყვების გამო რაც უნდა ეთქვა.
-რაღაც უნდა გითხრა.
-მეც.
მარიტას გაეღიმა, ისე ფართოთ და ისე ლამაზად მანამდე რომ არასდროს გაუღიმია, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ირაკლის ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვები რომ გააღიმებდნენ. თვალებში ცეცხლი ენთო, ჩაუქრობელი, სულიდან მომავალი ცეცხლი რომელიც ყველაფერს ანათებდა. თითქოს ქალი კი არა ვარსკვლავი ყოფილიყო, რომელიც სხვებისთვის იწვოდა.
-ჯერ შენ თქვი თუ გინდა.
მარიტა რიგს უთმობს რადგან მთელი მისი არსებით სჯერა ისიც იგივე რამის თქმას აპირებს, ისიც მასსავით ამ სამყაროს მოწყვეტილია. ქეთის სახეზე ლამპაში მოთამაშე ცეცხლის ათინათები თამაშობენ, მარიტას სახეზე კი ისინი ისე სჩანან თითქოს გოგო თავად იყოს ცეცხლი, მისი ალი სახეზე, თმა და ცეცხლი მის თვალებში... მისი თბილი ხელები რომლებიც ქეთის გაყინულ ხელებს ეხება. მარიტა თავს სამოთხეში გრძნობს, იმ ბაღში რომლიდანაც თუ ბიბლიას დავუერებთ ოდესღაც გამოგვყარეს.
-უბრალოდ ვიცი რომ ეს უცნაურია. ყვეალფერი ძალაინ სწრაფად მოხდა, არც კი ვიცი თავიდანვე გამიჩნდა გრძნობები თუ მერე- მარიტა იმაზე მეტად ვეღარ გაიცინებს ვიდრე აქამდე, სხეული ემუხტება , უთბება და ახალ დაეფიცება რომ გული ცოტაც და ამოუვარდება ისე ძლიერად უცემს. ამ მომენტს იმდენხანს ელოდა, იმდენი ხანი დასჭირდა ყველაფრის გადასახარშად და ახლა ქეთი ასეთ სიტყვებს ეუბნება. იმ პატარა სივრცეში ყველაფერი ისეთი მარტივია, ისეთი რომანტიული და მერე ქეთი აგრძელებს.- მოკლედ არ ვიცი უბრალოდ სანდრო ძალიან ძალიან მომწონს.
მარიტას რამდენიმე წამი სჭირდება მოსმენილის გასააზრებლად, გონებაში წამის მეასედში ისმის ეს ხმა ისევ და ისევ და გოგოს ხელებზე ჩაკდიებული თავისი ეშვება, უღონოდ უცვივა საკუთარ კალთაში. ღიმილს წყვეტს და გრძნობს რომ ცოტაც და თვალები ცრემლებით აევსება. მერე თავს აიძულებს რომ გაიღიმოს და გოგოს მოეხვიოს.
-ძალიან ძალიან მაგარია.
-შენ რის თქმას აპირებდი?
რომ შორდება მერეღა ეკითხება ქეთი. გოგო მხრებს იჩეჩავს და გონებაში ჩიჩქვნას იწყებს ტყუილების საპოვნელად.
- არაფერი ეგეთი სერიოზული ახალი ნახატის დაწყებას ვაპირებ.
-cool.
-არც ისე როგორც ის რომ სანდრო მოგწოსნ. იმას?
-მგონი იმასაც.
-ძან ხომ არ ჩქარობთ?
-კარგი რაღაცეები ყოველთვის მოულოდნელად ხდება.
-ეგეცაა. - მარიტა მხრებს იჩეჩავს და ნაძალადევად უღიმის.-აუ გარეთ გავალ მოვწევ და შემოვალ მერე, დაწექი შენ.
-კარგი მიდი საყვარელო.
მარიტა მოსაცმელს იღებს,მაგრამ ყურადღებას საერთოდ არ აქცევს იმას რომ სიგარეტი არ დევს, ეს არც აინტერესებს. ფარანი ჯიბეში უდევს და კარვიდან გადის. თავს უმეორებს “ცოტაც, ცოტა უფრო შორს და მერე შეგიძლია თავს ყველაფრის უფლება მისცე. სულ ცოტა გაუძელი გევედრები”.
სწრაფი სიარულიდან სირბილზე გადადის, მერე როცა სუნთქვა ერევა და ტირილის გამო ცხვირში იჭედება ხეს ეყრდნობა და წინ იხრება, როგორმე გულისცემა რომ დაიმშვიდოს. უკვე აღარ იცის ეს რის გამოა, იმის რომ ირბინა თუ ქეთის. მუხლებზე ეცემა და ტირილს იწყენბს. მის ირგვლივ ტყე ხმებს გამოსცემს. სადღაც ბუ ყვირის, მთვარის თეთრი სხივები კი ხეებსშორის აღწევენ, მარიტა იმ ღამეს იმსხვრევა. როგორი იმედი ჰქონდა ქეთი იგივეთი უპასუხებდა, როგორ ეგონა რომ ამ გრძნობებში მარტო არ იყო და უცბად არსაიდან სანდრო გამოჩნდა. გამოჩნდა და ამდენი ხნის ნაკოწიწები გამებდაობა გოგოს გრძნობებში გამოტყდომოდა იმის დააგვირგვინა რომ ქეთი დაკარგა.
-თ! რატომ მე არა? რატომ? რატომ? მე ხომ ყველაფრის მიცემა შემიძლია რაც ენდომება. შემიძლაი ის ვიყო ვინც უდნა, ის გავაკეთო რაც უნდა. ყოველთვის ასე იყო. რატომ მე არა? რატომ არ ნიშნავს არაფერს მისთვის ჩემი მზერა, შეხება, რატომ არ შეუძლია რომ ჩემთან იყოს, რომ მე ვუყვარდე.
მარიტა თითქმის ნახევარი საათი ჩერდება იმ ხესთან, მერე უკან გაჭირვებით ბრუნდება და გოგოს გვერდით წვება ,იმ ცოდნით რომ მას სხვა უყვარს. რომ იმ ერთი შემთხვევის გარდა ერთმანეთს არასოდეს აკოცებენ, რომ ყოველჯერზე როცა შეეხება ეს უბრალო მეგობრული ჟესტი იქნება. რომ ამ ქალის სხეულს მისაზე ისე ვერ იგრძნობს როგორც ეს უნდა. მას ზურგს აქცევს და მუცელზე ცალ ხელს ძლეირად ხვევს საკუთარ თავს. როგორც შეუძლია ისე იცავს დისტანცაის. ისე უნდა რომ გაქრეს, რომ იმ მიწაში ღრმად ჩაეშვას რომელზეც ახლა წევს. გრძნობს როგორ აცოცდება ტკივილი ფეხზე და გულისკე უფრო და უფრო სწრაფად მიიწევს. ის არასოდეს იქნება პირველი, არასოდეს იქნება სწორი და საკმარისი არჩევანი გოგოსთვის. მისთვის ყოველთვის ქეთი იყო ვის გამოც ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა. თუ ირაკლისთან ურთიერთობას არ ჩავთვლით, რომელიც უცნაური იყო და შეიძლება ითქვას კიდეც რომ არც იყო ურთიერთობა, მხოლოდ ქეთი უყვარდა. მაგრამ თან ირაკლისთანაც იყო დარჩენილი რაღაც დაუსრულებელი რომელზეც არასოდეს ფიქრობდა, იმ ზამთრამდე.
დღევანდელი დღე.

-კარგად ხარ?
მარიტა მის თავზე წამომდგარ მათეს უყურებს.
-კარგად ვარ.
-არ ხარ.
-ვარ.
-რა მოხდა?
-არაფერი, მოვიწყინე უბრალოდ.
-კარგი.
-ირაკლი სადაა?
-თავის ოთახში.
-მარტოა?
-კი იცვლის წესით, თან ნიკუშა და ბესო მდინარეზე დარჩნენ.
-ოქეი. წავედი მე.
ფეხზე დგება და ირაკლის ოთახისკენ მიდის, კარს დაუკაკუნებლად აღებს. ბიჭი რომელსაც ზუსტად იმ წამის ამოცმული აქვს ჯინსის შორტი მისკენ ტრიალდება და სახეზე გაოცება ახატია. მარიტა კარს ორივე ხელით ზურგსუკან იხრუავს და რამდენიმე წამს ასე კარს მიყრდნობილი დგას. მერე კარის საკეტს ატრიალებს, ირაკლის ხმაზე ეღიმება, იმაზეც როგორ მიდის მისკენ გოგო.
-როგორც იქნა 5 წუთი მაინც გვაქვს მარტო.
მარიტა ხელს ოდნავ კრავს, ისიც საწოლზე ჯდება და გოგოც კალთაში უჯდება. ირაკლი ცალ ხელს მისი თეძოდან მუცელზე, მერე მკერდისკენ და ყელისკენ ასრიალებს, თან დაჟინებულ მზერას არ აშორებს.
-სიგიჟემდე მომენატრე.
-არც კი ახსენო, შემიძლია ამაღამ შენთან დავიძინო.
-მშვენი აზრია
სიტყვას დამთავრებასაც კი არ აცდის ისე კოცნის ქალს ტუჩებში და ცალი ხელით შორტის ღილს უხსნის.
-როგორ გგონია ნიკუშა მალე მოვა?
-არ ვიცი, მაგრამ ალბათ მათე გააჩერებს, იცის რომ აქ ვარ.
გოგო უღიმის და მისი კალთიდან დგება ტანსაცმლის გასახდელად, ირაკლი კი ისე იხდის შორტს და საცვალს ფეხზე არც კი დგება. მარიტა ისევ მის მუხლებზე ჯდება და ორივე ხელს კისერზე ხვევს. რამდენიმე ხანს ერთმანეთს თვალებში უყურებენ, ირაკლის ხელები გოგოს შიშველ წელზეა და ისეთი გრძნობა ეუფლებათ თითქოს ამას პირველად აკეთებდნენ. ირაკლი ტუჩებში კოცნის და ზედ მის ბაგეებზევე ბურტყუნებს.
-არასოდეს, გეფიცები არასოდეს მომბეზრდება შენთან ყოფნა.
გალდავას გული გამალებით უცემს და მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის. ტუჩის კუთხეები მაღლა ეპრიხება , ხელებს ირაკლის თმაში აცურებს და ძლიერად ქაჩავს, ბიჭიც უნებლიედ თავს უკან სწევს, მარიტა ზემოდან დაჰყურებს მის სიმპათიურ ნაკვთებს და თბილს ყავისფერ თვალებს.
- რომც მოგბეზრდეს არასად ვაპირებ შენს გაშვებას.
გალდავა კოცნის და ოთახი მთლიანად მათით ივსება.
...
-არ ახვიდე.
მათე მისაღებში დივანზეა გაწოლილი და ტელეფონში ინსტაგრამ სქროლავს. კიბისკენ მიმავალ ნიკუშას პერიფერიული მხედველობით ამჩნევს და მისკენ არც იყურება ისე ეუბნება. ნიკუშა მოაჯირს ხელით ეყრდნობა და მისკენ ნახევარი ტანით ტრიალდება.
-რატო?
-ჩემი დაა.
ნიკუშა ჯერ იჭყანება, მერე იცინის და მათესსკენ მიდის რომ ისიც ჩამოჯდეს. სახლში ბესოც შემოდის, ჯერ ისევ სველი თმა აქვს და წვეთები სხეულზე უსრიალებს. ტანს ზევით შიშველია , ცალ მხარზე კი პირსახოცი აქვს გადაკიდებული. მათეს თავი ჩახრილი აქვს და თმა თვალებზე ჩამოფარებული, მაგრამ მაინც თმებს შორის სივრციდნა შეყვარებულს შეუმჩნევლად უყურებს და თავს აჩვენებს თითქოს ისევ ინსტაგრამს სქროლავდეს, მერე ვეღარ ითმენს და ქვედა ტუჩს კბენს. ბესოს ტუჩის კუთხე უტყდება და იქვე სავარძელში გამხიარულებული ჯდება.
-ღმერთო აქ დასვენება მიყვარს.
- შემდეგ წელსაც წამოგიყვან, თუ მუშაობა არ დავიწყე.
-გინდა სოსოს ვეტყვი და სექტემბრიდან მაგასთან რომ დავწიყებ მუშოაბას შენც დაგაწყებინებს.
ხელებს სავარძლის სახელურიდან იატაკისკენ ყრის და ნიკაპით სახელურს ეყრდნობა. მისი თვალები წამით კატისას ემსგავსება. მათე თავს მისკენ ატრიალებს , ღიმილს ვერ იკავებს ცისფერთვალება ხუჭუჭა ბიჭის მსგავს პოზიციაში დანახვისას , სწრაფად ისევა სავარძლიდან და შუბლზე კოცნის, მერე კი უკან ბრუნდება. ნიკუშა რომელსაც სხვებისგან განსხვავებით ეს ყველაფერი დიდად არ აღიზიანებს , ბესოს გასაბრაზებლად მათეს ზემოდან აწვება და თავს მუცელზე ადებს. მათე გაოცებული უყურებს ბიჭს.
-რატო მომეწებე?
-მეც მინდა ეგეთი კოცნა.
-ა ახლა არ გადამრიო, მოშორდი მათეს.
ბესო სავარძელზე სწორდება, ხელებს სახელურებზე ადებს და მარცხენა ხელის თითებს ნერვიულად ათამაშებს, თან ნიკუშას მზერით ბურღავს. ბიჭს ეცინება და ხელებაწეული შორდება მათეს. გალდავა კი თმას ხელის ერთი მოსმით უკან იყრის და ძალიან მშვიდი ხმით ამბობს.
-ხომ ხვდები რომ შენს გასაბრაზებლად ქნა.
-არ მაინტერესებს.
- ღმერთო გადმომხედე, ნიკუშა რამდენი წელია ჩვენი მეგობარია, სხვა ვინმეზე მაინც აიჭერი.
ბესო ტუჩებს ბუსხავს და სხვა მხარეს იყურება. მათე და ნიკუშა ხელს იქნევენ და მაგიდაზე დადებულ კარტს სათამაშოდ იღებენ. ამასობაში ქეთიც ჩამოდის და მალევე მარიტა და ირაკლიც მოყვებიან.
-რა ვაკეთოთ?
წითური კითხულობს და ბესოს სავარძლის სახელურზე ცალი ფეხით ჯდება.
-არ ვიცი. აუ მარო ყავას გააკეთებ?
ბესო საწყლად უყურებს, წელზე ხელებს ხვევს და ლოყით მკლავზე ეკვრის. მარიტა ცალი ხელით თმებს უჩეჩავს, მერე თავზე კოცნის და უღიმის.
-ორ წუთში კარგი.
-დაგეხმარები გინდა?
მარიტა ქეთის უყურებს და თანხმობის ნიშნად უღიმის. ყველანი იქ არიან ცოტნეს გარდა და ამას ირაკლი აღნიშნავს.
-შენი ძმაკაცი სად არის?
-რაღაცეების მოსატანად გავიდა და წესით მალე უნდა დაბრუნდეს სადმე გზა თუ არ აერია.
მარიტა მის მაგივრად პასუხობს, მერე ტყუპისცალს მხარზე ბრწკენს და მის ტელეფონს უყურებ და მათეც ისე რომ გოგოსგან სიტყვას არ ისმენს ხვდება რომ ჯობს ცოტნეს დაურეკოს. რამდენიმე ზარის შემდეგ ბიჭი პასუხობს.
-ხო ?
-სად ხარ?
-მოვედი თითქმის. სოფელში ვარ უკვე.
-კარგი გელით. სასმელი ხომ არ გიყიდია?
-რა თქმა უნდა. ისე ვიფიქრე რომ მოვალ მე არასდროს ხომ არ ვითამაშოთ ამ სასმლით.
-ვნახოთ ჯერ მოაწიე.
ტელეფონს უთიშავს და ბავშვებს გაგონილ ინფორმაციას უზიარებს. მერე მარიტა და ქეთი სამზარეულოში გადიან ყველასთვის ცივი ყავის გასაკეთებლად. ისინი დახლის ერთ მხარეს დგანან და საუბრობენ, იამზე თუ რა საგნების არჩევა უნდათ შემოდგომის სემესტრში,თანაც ეს მათთვის ბოლო კურსია. მარიტას ლამის სია აქვს გამზადებული და უკვე მზად არის საგნებისთვის საბრძოლველად. მერე სანამ მარიტა ხელის ბლენდერით ყავას წყალსა და შაქარს ერთმანეთში თქვეფს სასხვათაშორისოდე უბენბა ქეთის.
-ოთახს ვარემონტებ რომ ჩავალ.
-მართლა?
გოგო თავს ღიმილით უქნევს.
-დიახ, თან თაროები უნდა დავამატო თორემ წიგნები აღარ ეტევა.
-ნეტავ გამაგებინა ამდენი საიდან გაქვს , ნახევარი ჩემი ბიბლიოთეკა გაზიდე და დააბრუნე კიდეც და მაინც იმდენი თარო შეავსე?
-დიახაც.
სიამაყით აცხადებს და ქეთის უყურებს, წამით ეჩვენება რომ ამილახვარის მზერა თავის ტუჩებისკენ მირბის, მაგრამ მერე თავს აქნევს, ვითომ უაზროდ ,მაგრამ თან საკუტარი აზრების მოსაშორებლად და ქეთიც ვერაფერ უცნაურს ვერ ამჩნევს მის ამ ქცევაში.
ამილახვარი თავის წილი საქმის კეთებას რომ რჩება დახლისკენ ზურგით ტრიალდება, ხელებით ეყრდნობა, ტანს მაღლა იზიდავს და მასზე ჯდება. მოკლე იასამნისფერი კაბა აცვია , რომელიც დაუდევრად დაჯდომისას საკმაოდ მაღლა ასდის და მარიტა თავს ძლისვ იკავებს მისკენ არ გაიხედოს. სწორედ ამიტომ სრულიად თავის საქმეზე კონცენტრირებას ცდილობს.
-შენი ნახატები სად უნდა წაიღო?
- ნიკოს საწყობი აქვს და ავეჯსაც და ნახატებსაც იქ შევინახავთ ცოტახანს.
ქეთის თვალებში რაღაც ეშმაკური სხივები კრთება , რომელსაც მარიტა ჩახრილი თავის გამო ვერ ხედავს. გოგოს მშვენიერი, გენიალური იდეა აქვს და ამ აზრის გამო თავს ისე კმაყოფილად გრძნობს ცხოვრებაში მისი არცერთი სხვა გადაწყვეტილების გამო რომ არ უგრძვნია. ჯამიდან ატამს იღებს და კბეჩს. მარიტა მაინც და მაინც იმ მომენტში იხედება მისკენ, ატმის წვენი თითებშორის მიუსრიალებს, ზოგიც ნიკაპსა და ყელზე და მისი შეხსნილი დეკოლტისკენ მიილტვიან. გოგო ნერწყვს ყლაპავს და მექანიკურად ეუბნება ქეთის.
-მაკბეჩინე .
ქეთი ატამს მისკენ იწვდის და თითქოს ჯინაზე იმ მხრით რომლითაც თავად ჩაკბიჩა. მარიტა თვალს მის თვალებს არ აშორებს და ამილახვარს პულსი ისე უჩქარდება ყურებში წუილის ხმა ჩაესმის, წამით მარიტა უორდება და მერე ისევე რთიანდება. ყველაფერი ისეთი უცნაურია. მარიტა პირს ხელის ზურგით იმშრალებს და საქმეს უბრუნდება. ამასობაში ცოტნეც მოდის და გოგოებსაც ცივი ყავები მისის ჩათვლით ეზოში გააქვთ.
უკვე დაბნელებას იწყებს მარიტა და ბესო სალიდან სასმელს და სასუსნავებს რომ ეზიდებიან.მაგიდას რომ ყველაფერი სასურველით ავსენებ წითური შეზლონგ-სკამზე მჯდომ შეყვარებულს კალთაში გვერდულად უჯდება და ფეხებს მისსავე კალთაში გვერდულადვე იკეცავს. მათე ჰამაკში, ბესოს მკერდზეა გაწოლილი. ნიკუშა ზურგიან და სამკლაურებიან სკამზე ზის ცოტნეც ანალოგიურად, ქეთა კი მის საყავრელო მეორე შეზლონგზე.
- დავიწყოთ ბოლოს და ბოლოს?
- მიდი ცოტნე, შენი იდეაა და შენ დაიწყე.
ცოტენ ეშმაკურად იყურება და პირველივეზე თითქმის ყველას ასმევს.
-არასოდეს მიკოცნია ბიჭისთვის.
მარიტა თვალებს ატრიალებს და მაგიდაზე დადებულ ბოთლს იღებს, სვავს შემდეგ კი ქეთის აწვდის, რომელიც მასსავით მობეზრებული სვავს და ბესოსა და მათეს აწვდის.
-ბიჭმა ყველას დაალევინა ლამის.
ირაკლი ქირქილებს და ნიკუშას უყურებს, რომელიც ცოტნეს მარჯვნივ ზის.
-მე არასდროს მომწონებია მეგობრის მეგობარი.
მარიტა და ირაკლი ერთმანეთს ღიმილით უყურებენ, ბიჭი ლოყაზე ჰკოცნის და ქეთის რომელიც სასმელს აწვდის მას ართმევს. ირაკლი ბოთლს იყუდებს და ერთ ყლუპს სვავს , მერე მარიტასაც თავისივე ხელიდან ასმევს.
-თქვენ?
-მარიტა ჩემი დაა ასე რომ არ ითვლება.
ნიკუშა თვალებს ატრიალებს.
-მე არასდროს წამითრევია პირველივე შემხვედრები ახალ წვეულებაზე სადაც უკეთესი სიტუაცია უნდა ყოფილიყო.
ნიკუშა იცინის და სვავს, ირაკლი და ცოტნე გაკვირვებულები იყურებიან. ბესო კი ხელს დრამატულად იქნევს ჰაერში.
-აი ეგრე გავიცანით ნიკუშა.
-ჩემი ჯერია, მე არასდროს მიცემია ვინმე.
-ღმერთო ეს ცოტნეზე უარესია, ახლა მართლა ყველა ვსვავთ.
ქეთი კისკისებს და სასმელს რომელიც ჯერ ისევ მას უკავია იყუდებს. ყველანი სვავენ, ირაკლი გოგოებს გაკვირვებული უყურებს. მარიტა კი მხრებს იჩეჩავს მას შემდეგ რაც თავადაც სვავს.
-რა? იმსახურებდნენ. თან გაიხსენე რომ ძმა მყავ.
-არაფერი მითქვამს.
-მაგრამ შენმა სახემ თქვა.
-კარგი მე არასდროს მომწონებაი შეყვარებულიანი ადამიანი.
ახლა კი მხოლოდ მარიტა სვავს.
-ნიკუშა?
-რა არ ყავდა, უბრალოდ ერთმანეთი მოსწონდათ ეგ სხვა რამეა.
-კაი და შენ როდის მოგწონდა შეყვარებულიანი ვინმე?
-იყო ერთი ეგეთიც. არ მიხსენებია შენთან
-ჰეი რა ნამუსია ეგ. მოყევი.
-რა მოვყვე, შეყვარებული ყავდა და არაფერი ყოფილა. თქმას ვაპირებდი და ზუსტად იმ დღეს გავიგე რომ შეყვარებული ყავდა.
სევდიანად თქვა მარიტამ, თან ქეთის მზერას არ აშორებდა. უცნაური არავის არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ ბესო და მათეს თვალები გაუფართოვდათ. კარგად იცოდნენ ვიზეც იყო საუაბრი, თანაც ბესომ ეს ამბავი მეტ-ნაკლებად იცოდა. ისე ამოეშანთა უფროს ტყუპისცალს გული რომ ალბათ იტყდოა მარიტას ტკივილი ახლა ჩემშიაო.
-მე არასდროს მქონია სექსი ქალთან.
-ამაზეც რომ დალიო გეფიცები გავგიჟდები.
ირაკლი მარიტას ყურში ეჩურჩულება და გოგოც სიცილს იწყებს. უფრო მეტად ეკრომა სხეულით სხეულზე ხელებს კისრის გარშემო ძლიერად ხვევს და თავს მის მხარზე დებს.ირაკლი კი ცალ ხელს ,რომელიც მის წელზე აქვს შემოხვეული, უფრო ემტად ხვევს, მეორე თავისუფალი ხელი კი მის მოხრილ ფეხებზე უდევს და ბავშვებისგან შეუმჩნევლად ეფერება.
-იდიოტი ხარ.
-ვიცი საყვარელო.
-ეი მოგვაქციეთ ჩვენც ყურადღება, და აი ეს დალიე შენ ვაჟბატონო.
-კი ბატონო. მომეცი.
შემდეგი ბესოა რომელიც მარიტას მოჭუტული თვალებით უყურებს და გოგომ უკვე იცის რომ რამდე ისეთს იტყვის რაც მას დაალევინებს. იმედი აქვს მის საიდუმლებს არ გათქვამს, მაგრამ გული მაინც უჩქარდება მოლოდინისას.
-მე არასდროს მიჭამია გველის ხორცი.
-ვინ ჭამს მაგას რო?
ცოტნე და ნიკუშა ზუსტად ერთდროულად ამბობენ და ამაზე სიცილი უტყდებათ.
-მეზიზღები ავალიანო.
მარიტა სისინებს და ბოთლიდან სასმელს სვავს.
-რა? მეგის ქმარმა მოიტანა რამდნეიმე წლის წინ.
-კანიბალი ხარ მარუს?
ნიკუშა ღიმილით ეკითხება და კულულებზე ეთამაშება.
-რატო?
-რავი გველი ჭამე თვითონ გველმა.
-გაეთრიე რა.
-მაგ პირით ირაკლის კოცნი?
ნიკუშა მაინც არ ეშვებოდა.
-ნუკშა სანამ რამე ჩამირტყავს შენთვის თავში , გამითიშიხარ და ტყეში დაბმმული დამიტოვებიხარ გირჩევნია ენა მიიგდო.
ღიმილით ეუბნება გოგო. ნიკუშა რაღაცის თქმას აპირებს , მაგრამ მათე აჩერევს.
-შენ თუ გგონია არ იზავს შემცდარხარ. ბავშვობაში რაღაცაზე მაგრად გავაბრაზე და უკან რომ ნალია დგას იქ ჩამკეტა, დღემდე ვერ ვიგებ რანაირად ქნა ძლივს ამომიყვანეს.
-ეს ვინ არის ღმერთო. ირაკლი ძმაო გაიქეცი.
-არა იყოს უარესს დამმართებს.
-აჰა იცის ხედავ?!
-გაგრწვთნა უკვე ძაღლივით?
-ახლა უკვე მეც შემოგცხებ იცოდე.
-მოკელდ მე არასდროს მყოლია ბიჭი შეყვარებული
-ეს იმენა ბესოს და მათეს უმიზნებს
ქეთის სიტყვებზე ყველა ხარხარებს.
-კარგი ჩემო დროა . მე არასდროს მომწონებია ვინმე სამეგობროდან.
მარიტა დალევას აპირებდა მაგრამ ქეთიმ კითხვა დასვა სანამ ხელს სასმლისკენ წაიღებდა.
-რა გულისხმობ, ჩვენიდან ახლა ვინც ვზივართ თუ ნებისმიერი სამეგობროდან?
-თუმდაც შენი შეყვარებულის სამეგობრო, ან ჩემი სხვა მეგობრების ჯგუფი. მოკლედ ნებისმიერიდან.
-ისევ ყველა ვსვავთ მგონი ხო? მე მარიტასთან ვარ, ქეთიც თავის შეყვარებულს მიათვლის, ბესო და მათე, ცოტნე არ ვიცი. მარიტაც დალევს სავარაუდიდ.
-ხო მაგრამ რომ დაფიქრდე მხოლოდ მეგოაბრი ითვლება, შენ და ეს კიდე პირდაპირ რომანტიულზე შეჯექით გაცნობსი წამიდანვე.
-ანუ მე არ ვსვავ?
-ნწ.
ქეთი სვავს, მზერა მარიტასკენ მიურბის და გოგოც იმ წამშივე ართმევს. ირაკლის გამო არა მაგრამ ქეთის გამო ნამდვილად სვავს. ბიჭებიც და მერე ცოტნე ართმვეს.
-რა მე ქეთი მომწონდა პატარები რომ ვიყავით.
მხრებს იჩეჩს და მაგიდაზე სიცილით დებს ბოთლს.
-კარგი ყველა გასაგებია, მაგრამ შენ რატომ დალიე ჩემო ლამაზო, მე ხომ არ მოგწონდი.
-იოცნებე ნიკუშა. არა სხვა იყო.
ირაკლის გოგოს უცნაურად უყურებს. თითქოს იცის რაც ხდება, იცის მაგრამ ამავე დროს არც იცის. დიდიხანია ეჭვებშია, იმ დღიდან მოყოლებული მარიტამ რომ უთხრა სხვაც არისო და ეს ანგრევს, ნაწილებად შლის მის მთელ სხეუსლა და გრძნობებს. იდე აქვს ვის გულისხმობს მარიტა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ ის მცდარია. ძალიან მცდარი და ერთ დღესაც როცა ყველაფერს შეიტყობს მიხვდება როგორი ბრაც იყო მთელი ამ დროის მანძილზე. მარიტას არაფერს ეკითხება, არც იმ წამს და არც მერე დიდი ხნის განმავლობაში. იმ საღამოს გვიანობამდე სვამენ, თამაშობენ, მერე ძველ სასაცილო ამბებს ყვებიანდ დასაძინებლად მიდიან. მარიტა ირაკლის გვერდზე წვება, ნიკუშა დასცინით თუმცა მერე მეორე მხარეს ტრიალდება და იძინებს.
- გაგიჟება შეიძლება შენი გაკეთებულების გახსენებისას.
-კიდევ ბევრია.
-მაგალითად?
-მაგალითად ის რაც ჩვენ ვიცით მაგრამ არა ჩვენმა მეგობრებმა.
ეშმაკურად უღიმის და სახეზე ხელს ხვევს. ცერით ლოყაზე ეთამაშება ბიჭს, ფეხები კი მის ფეხებში აქვს გადახლართული.
-ნამდვილად.
ირაკლის შუბლზე კოცნის და ძლიერად ეხვევა.
-კვირის ბოლოს ვბრუნდებით ხო?
-დიახ. მერე უნის დაიწყება ნელ -ნელა.
-და ვეღარ მნახავ იმიტომ რომ ბოლო დატვირთული წელი იქნება.
-ნუ არცისე ბოლო, მაგისტრატურაზეც ვაბარებ.
-მშვენიერია.
-იცი ვიფიქრე, შემდეგ ზაფხულს სადმე საზღვარგარეთ ერთად წვაიდეთ, მაგლითად ეგვიპტეში ან სადმე, სადმე სადაც მარტო მე და შენ ვიქნებით. სადმე სადაც ვსარკსვლავების ქვეშ მიწაზე დავწვევბით და დილამდე ვისაუბრებთ ისე როგორც ამას შენს დივანზე ვაკეთებთ ხოლმე. ფილოსოფიაზე ხელოვენბაზე ყვეალფერეზე. იმაზე როგორი გვინდა ჩვენი თავები რომ ვნახოთ.
-იმაზეც როგორ მომავლი გვინდა ერთად.
-თუმდაც.
-მშვენიერია.
-ოღონდ გაფრთხილებ შვილები არ მინდა.
-სერიოზულად?
-სერიოზულად. მე საშინელი დედა ვიქნები ასე რომ ჯობია სულ არ მყავდეს.
სიცილით ამბობს და ირაკლის მკლავებში უკვე თითქმის ძილში მყოფს ესმის როგორ ეუბნება ბიჭი რომ ყველაზე მეტად უყვარს ამ სამყაროში.

.............
ირაკლის წარმოდგენაც არ აქვს რომ დაბადებისდღეზე ბავშვები რამეს გეგმავენ. არცერთი ულოცავს, შუადღისას კაშკაშა მზის გულზე მათეს მდინარეზე მიჰყავს, სანამ დანარჩენები სახლს და ეზოს აწყობენ საღამოსთვის. მარიტა სკამზე დგას რომ ხეზე განათება ჩამოკიდოს, სკამი ძველი და მორყეულია, ამიტომ ყანყალებს. ქეთი სახლიდნა რომ გამოდის ამას ამჩნევს, მაგიდაზე სახლიდან გამოატნილ ნივთებს აწყობს, ფეხით სკამს აჩერებს და ხელებს მარიტას თეძოებზე ძლიერად ხვევს რომ არ ჩამოვარდეს. გოგო ზემოდან ღიმილით უყურებს.
-რას აკეთებ?
-გიჭერ რომ არ გადმოვარდე და დაბადებისდღის მაგივრად შენი საავადმყოფოში წაყვანა არ მოგვიწიოს.
-შეშლილო. კარგი ვსო მოვრჩი უკვე.
-დაგეხმარო ჩამოსვლაში?
-და რას აპირებ ხელში უნდა ამიტაცო?
-why not?
-მიდი შენი ვარ.
სიცილით ეუბნება წითური. ქეთი მართლა აფრიალებს გოგოს ჰაერში და ძირს სვავს. ერთმანეთს რამდენიმე წამს თვაებში უყურებენ, მარიტა ჯერ ისევ მის მხრებს ეყრდნობა, ქეთის კი კვლავ მის თეძოებზე უდევს ხელი. მერე შორდებიან და თავ თავიანთ საქმეებს აგრძელებენ. საღამოს ირაკლი რომ ბრუნდება ყველაფერი მზად აქვთ , ერთხმად იძახიან გილოცავთო და სათითაოდ ეხვევიან. საჩუქარი მხოლოდ მარიტას არ აქვს ნიკუშამ და ქეთიმაც უყიდეს რაღაცეები. ის საღამო ყველაზე თბილი და ლამაზია. ეზოში მუსიკები აქვთ ჩართული ცეკვავენ, იცინიან ირაკლიზე სათითაოდ თავიანთ საყვარელ მოგონებებს ამბობენ, ცოტა დასცინიან და გამთენიისას ყველანი ერთმანეთის მიყოლებით ითიშებიან ირაკლის და მარიტას გარდა. ქეთის შეზლონგზე სძინავს. მათეს და ბესოს ბალახზე ხის ძირში, ნიკუშა სკამზე ზის და მაგიდაზეა გადაწოლილი, ცოტნე კი ჰამაკში სანახევროდ წევს. მარიტას ბიჭი სასეირნოდ მდელოზე გაჰყავს, იმ მდელოს ბოლოს ბროწეულის პატარა ხე დგას, ჯერ ისევ რამდენიმე წლის წინ დარგული. ის აქ დაახლოებით 4 ან 5 წლის წინ დარგეს სოფლის მაცხოვრებლებმა იმ გოგონას გარდაცვალების ადგილას რომელიც ასთმის შეტევის გამო გარდაიცვალა, სამწუხაროდ წამალი არ ჰქონდა და მეგობარმაც ვერ მიუსწრო. მარიტას ეს ადგილი თავის ტრაგიკულობის მიუხედავად სიგიჟემდე უყვარს, ბრწოეულის ლამაზი ყვავილები თავს ედემის ბაღში აგრძნობინებენ. მზის ამოსვლას იმ ხის ძირში ხვდებიან. მარიტა ირაკლის ფეხებშორის ზის და მის შემოხვეულ ხელებზე თავისი უწყვაი, ზურგით კი მის მკერდს ეყრდნობა.
-იცი მართლა ვიფიქრე რომ დაგავიწყდათ.
-არასოდეს.
- აქ ისეთი სიმშვიდეა.
-ამიტომაც მოგიყვანე, ვიცი როგორ გიყვარს ასეთი ადგილები. მშვიდი და თან ლამაზი. გოგოებზე მაგას ვერ ვიტყვი არც მშვიდი ვარ და...
-ლამაზზე ბევრად მეტი ხარ.
-მოკეტე რა.
-არც იოცნებო.
-მზე ამოდის.
მარიტა ამბობს და უფრო მეტად ეკვრის ბიჭს. ყველაფერი ისეთი მშვენიერია, ისეთი მშვიდი , როგორც ამინდი ქარიშხლის წინ. ეს არც დასაწყისია და არც დასასრული, უბრალო ლამაზი დღეა რომელიც თან კიდევ ბევრ ზაფხულის ტკბილ მოგონებას მოიტანს, ისეთს თავბრუს რომ გახვევს და გაიძულებს მისით დატკბე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent