შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბავი 3


გუშინ, 01:25
ავტორი ვედა
ნანახია 4 409

“სცადე აღიქვა სამყარო, როგორც ვრცელი ანარეკლი შენი სულისა.
თითოეული ფოთოლი, თითოეული წამოქროლვა ქარისა ინახავს საიდუმლოს,
რომელიც უკვე იცის შენმა გონმა.
მე ვარჩევ გეტრფოდე შორიდან,
რადგან მანძილი ამარიდებს ტკივილებს.
ვარჩევ დაგმალო სიზმრებში,
რადგან სიზმრებში არ გაქვს სასრული.
აჩრდილებში ვარჩევ მიყვარდე,
რადგან აჩრდილებში ვერ მომძებნის ვერავის მზერა.
ვარჩევ ჩურჩულით საუბარს შენთან,
რადგან ჩურჩულს ვერ წვდება სამყაროს ხმაური.”

/ჯალალ ედ-დინ რუმი/


********


დილები უყვარს ლილის… დასიებული, ახალგამოღვიძებული თვალებით მზესთან შეხვედრა… დილის სურნელიც უყვარს… სხვანაირი ენერგეტიკა აქვს დილას. ჯერ კიდევ პატარაობაში აღვიძებდა პაპა დილაუთენია, გარეთ გაყავდა და აყურებინებდა მზის ამოსვლას. დიდობაში დრო აღარ გექნებაო და ამაზე ჯადოსნურს ვერაფერს ნახავო, ეუბნებოდა. ვერ ნახავ უფრო გასაოცარს ვერაფერს, ვიდრე იმის ნახვაა, თუ როგორ ბადებს ღამე ახალ დღესო. “ღრმად ისუნთქე და თვალს ნუ მოაცილებ მზეს, რომელიც ჰორიზონტზე ამოგორდება, რომ გამცნოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.
ლილის პაპა ბრძენი იყო… ჰო, აი ზღაპრებში, რომ ბრძენია ნახსენები, რომელმაც თითქოს ამოხსნა სამყაროს ყველა საიდუმლო, აი სწორედ ეგეთი ბრძენი იყო.

სტამბოლში წელიწადი ყველა დრო საოცარია, მაგრამ მაინც… რაღაცნაირი არამიწიერია სექტემბერი, უფრო სწორად სექტემბრის ბოლო კვირა. თან ისევ თბილა, თან ფოთლები უკვე ფერს იცვლიან და ზღვიდან მონაბერ ბრიზსაც სხვანაირი სუნი აქვს. ერთი თვეზე ცოტა მეტი იყო უკვე, რაც ჩასული ვიყავი, ნაცნობები ბევრი არ მყავდა… თანამშრომლების გაცნობა მოვასწარი მხოლოდ და ნუ, ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობრები. მეზობლები… მეზობლებიც გავიცანი… დემირთან უკვე ვმეგობრობდი, მაგრამ სხვებიც აქტიურად კითხულობდნენ ჩემს ამბავს. საოცრად ცნობისმოყვარე ხალხია თურქები, გიჟდებიან ჭორაობაზე და სანამ ახალი ხარ და არ იციან შენი ამბები, ცხოველ ინტერესს გამოხატავენ.

დილის 8 საათი იქნებოდა, სანაპიროზე რომ ჩავედი, ხარბად ვისუნთქავდი ჰაერს… არ მყოფნიდა არც ცა, არც მიწა და არც წყალი. გადავწყვიტე ჩვენი უბნის კაფეში შემევლო, ცხელი სიმითები მეყიდა და ისე მესაუზმა… თურქულად… მერე ორშაბათის ლექცია დამემუშავებინა და მერე, რამე კარგი ფილმისთვის მეყურებინა. კაფისკენ რომ შევუხვიე, დავინახე დემირი გამოდიოდა.

—დილა მშვიდობის, როგორ ხარ? — მომაგება ფართო ღიმილი და დილანდელი ზღვასავით ლურჯი თვალები.
—დილა მშვიდობის, კარგად, თავად?
—მშვენივრად… ისაუზმე უკვე? კრუასანები ვიყიდე შოკოლადიანი, გიყვარს?
— კი, ძალიან… მე სიმითის ყიდვას ვაპირებდი— დამთავრებული არ მქონდა, რომ უკან შეტრიალდა კაფეში და სანამ მეც შევყევი, სიმითები უკვე შეკვეთილი ქონდა.
— დიდი მადლობა, არ იყო საჭირო… ზედმეტად წუხდები.
—არ ვწუხდები ლილი ჰოჯამ (მასწავლებელო), ერთი სიამოვნებაა თქვენთან საუბარი— გაიცინა…
— რა მასხარა დემირ—მეც ხმამაღლა გამეცინა ქათინაურზე.
—საუზმეზე დამეწვევი ლილი?
—შენ დამეწვიე, თითქმის მზად მაქვს ყველაფერი
— დამკერე
—მასხარა!

სახლში ავედით ჩემთან. სალათი დავჭერი და სულგუნის შეწვა დავიწყე. დემირი თავის ახალ პროექტზე მიყვებოდა
კარებზე ზარი რომ გაისმა.
—ვინმეს ელოდები?
—ჩემთან არავინ მოდის დემირჯიმ, და მით უფრო დაუპატიჟებლად… შენს გარად რა თქმა უნდა—დავცინე და დავეჯღანე, წავედი კარის გასაღებად.
კარი გავაღე და სახტად დავრჩი ჩემი ექსი იდგა ზღურბლს მიღმა… გაოცებისგან თვალები გამიდიდდა,
—ყველფერს ველოდი და შენს აქ გამოჩენას არანაირად...
—საქმეზე ჩამოვედი ილკერ ბეისთან და შემოგიარე, მაინტერესებდა როგორ მოეწყე—შემოვიდა
ქართულ საუბარზე დემირი გამოვიდა სამზარეულოდან. ეხლა ჩემს ყოფილს გაუფარფოვდა თვალები გაოცებისგან. ჯერ დილა იყო და ერთი შეხედვით შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ დემირმა ღამეც აქ გაატარა (ცოტა დრო რომ გაჩერებულიყო, იმასაც მიხვდებოდა, რომ ცდებოდა… ორივეს სპორტული ფეხსაცმელი გვეცვა). ჩემს ექსს სიმწრისგან შუბლზე ოფლის წვეთები გამოუვიდა. ის არასოდეს გამოხატავდა ემოციებს ყვირილით და ლეწვა-მტვრევით, არასოდეს უწევდა ხმის ტონს და ეს დიდაქტიკური, მონოტონური “ლექცია” უფრო მეტად აუტანელს ხდიდა მის მუდმივ უკმაყოფილობას.
—ჯერ ხომ ერთი თვეა, რაც ჩამოხვედი! —მოჩვენებითი სიმშვიდით, მაგრამ მკაცრი ტონით გამოსცრა კბილებიდან.
—და…? ერთი თვეა და რა?—თავი ვერ შევიკავე ხმამაღალი ტონისგან.
— ტონი აკონტროლე! ენა არ ესმის შენს ახალ კავალერს, მაგარმ ალბათ იმდენი გონება ყოფნის, რომ გაარჩიოს ინტონაცია— ირიბად შეურაცყოფა მიაყენა დემირს. რა იცოდა, რომ სამ ენაზე საუბრობდა დემირი და ახალი დაბრუნებული იყო გერმანიიდან, სადაც ელექტრო-ინჟინერიაში ხარისხი ქონდა გაკეთებული გერმანულ ენაზე. და ამას გარდა თავის ქვეყანაში უკვე ცნობადი სახე იყო. ვერ იცნო ჩემმა ექსმა დემირი (კიდევ კარგი)…
—სრულებით არ გკითხავ არც ჩემს ტონს, არც ჩემს სახლში ვის მოვიპატიჟებ და არც იმას, კავალერი მეყოლება თუ არა! შეგახსენებ, რომ საცოლე გყავს უკვე და ჯობია შენს პირად ცხოვრებას მიხედო! შენ ორი წლის წინ უკვე მიიღე გადაწყვეტილება, რომ მე აღარ ვყოფილიყავი შენს ცხოვრებაში.
—ჩემი ცხოვრება შენი სადარდებელი არაა.
—არც ჩემია შენი სადარდებელი! არ მინდა შენი ზრუნვა! მახრჩობ ასე! ვერ ხვდები?
დემირი ხვდებოდა რომ საშინლად გავნერვიულდი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სიტყვა არ გაუგია, ბოდიში მოიხადა საუბარში ჩაჭრისთვის და ჩემს ექსს მიმართა (იმ მომენტში ვერ გავიაზრე, რა ტაქტიანად მიმართა, რაც მერე გავაცნობიერე, რომ მის ძალიან კარგ აღზრდაზე მიუთითებდა):
—იმედია ინგლისური გესმით.
—თურქულიც… გისმენთ?—სიტყვა პასუხი ჩემს ექსსაც არასოდეს ეშლებოდა და არც ის ტიპი იყო სპექტაკლი დაედგა.
—არ ვიცი ვინ ხართ! ან აქ რატომ ხართ, მაგრამ ვხედავ, რომ ლილი განერვიულებულია და არ სიამოვნებს ეს სიტუაცია. არც თქვენ გსიამოვნებთ და მით უფრო არც მე. იქნებ წახვიდეთ?
—tabi (რა თქმა უნდა) — უპასუხა ჩემმა ექსმა— მე წავალ, მაგრამ თქვენ ვერც ხვდებით რა ცუდ დღეში აღმოჩნდებით… არც კი იცით ვის ხართ გადაყრილი… მას თავის ქალაქში, სადაც დაიბადა და გაიზარდა გრძნეულს ეძახიან… მეცოდებით— მიაძახა და მე მომიბრუნდა:
—უკაცრავად, რომ დავინტერესდი იმით, როგორ მოეწყე… რა გიჟიც ვიყავი, ისევ იმად დავრჩი! —გაიხურა კარები და წავიდა.

ერთიანად მიკანკალებდა ყველა კუნთი ნერვიულობისგან.
—ლილი, მოდი დაჯექი, წყალს მოგიტან ეხლავე—დამსვა დივანზე და წყლის მოსატანად გავიდა სამზარეულოში.
—მადლობა
—ლილი, ვინ იყო ეს კაცი?
—ჩემი ყოფილი ქმარი იყო, რომელმაც აქ გამომიშვა— დემირმა რაც ჭიქაში წყალი დამრჩა თავად დალია ბოლომდე და გვერდით მომიჯდა. რაღაც ხანს ასე ვისხედით…
—ლილი, მგონი ეხლა მარტო ყოფნა გირჩევნია ჯანიმ… სხვა დროს ვისაუზმოთ ერთად—მარა, თუ მეტყვი დავრჩები
—არა, მარტო მირჩევნია ყოფნა — დემირი გავაცილე და უღონოდ ჩავეშვი სავარძელში. ნეტა რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ტელესერიალი მეთქი ვფიქრობდი.

ის კვირა დღე ჩამეშალა, ვერც გემრიელად ვისაუზმე, ვერც ხეირიანად მოვამზადე ლექცია და ვერც ფილმს დავუდე გული.

********

არასოდეს მითქვამს დემირისთვის რაიმე რომანტიული! არასოდეს მიმიცია უფლება თავად ეთქვა რამე! არ დამიშვია, რომ რაიმეს იმედის უფლებ მიმეცა ან საკუთარი თავისთვის, ან მისთვის! ზუსტად ვიცოდი ამ ამბის უიმედობა, ასე მგონია, მანაც იცოდა და ამიტომ მეგონა, რომ თუ არასოდეს, არაფრის უფლებას არ მივცემდი არც ჩემს თავს და არც მას, უფრო მარტივი იქნებიდა ყველაფრის გონების სკივრში ჩაყრა, როცა დრო მოვიდოდა. რამდენჯერ ვმჯდარვართ სრულიად უსიტყვოდ და გვისმენია სიწყნარისთვის, სრულიად უსიტყვოდ… სულელია ადამიანი ახალგაზრდობაში… რა ვიცოდი, რომ ეს წინააღმდეგობა აასმაგდება იმას, რის მკვლელობასაც რეალურად ვცდილობდი ასე დაბეჯითებით. უკვე აქ, სამშობლოში დაბრუნებულს, როცა ასობით ქალაქი იყო ჩვენს შორის გამოკიდებული, ათასგზის მომდომნია დარეკვა და კითხვა: — შენც ასე ხარ დემირ? შენც ფიქრობ, რომ სიჩუმემ უფრო მეტი ილაპარაკა და გონებამ უფრო მეტი აღიქვა?


**********

იმ საღამოს, ასე 9 საათი იქნებოდა დემირი, რომ შემოვიდა ჩემს მისაღებში აივნიდან და მთხოვა ჩაიცვი და გამომყევი, ისე, რომ არაფერი მკითხოვო. ისეთი მზერა ქონდა, არაფერი მიკითხავს, არც ის მითქვამს არავინ გიცნოს გარეთთქო. ფეხსაცმელი ჩავიცვი, თხელი კარდიგანი მოვიხურე და გავყევი…



“გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდია,
რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან!”
/შოთა/ - ყველა დროის გენიოსი….




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent