შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ჩემი იქნები (თავი მეცხრე)


10-02-2025, 06:28
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 334

თვალი გავახილე და საძინებელში მარტო ვიწექი, შარვალი ამოვიცვი და სწრაფად წამოვდექი... სევის ხმა მაღალი ხმით მივმართავ რათა გავიგო სად არის, უეცრად სააბაზანოდან ქვითინის ხმა შემომესმა და კარი შევაღე.... ის კი ონკანთან ჩაცუცქულა და თავ ჩაქინდრული ტირის... სწრაფად მიყვარდი და ვცდილობ დავამშვიდიო.

: რა მოგივიდა საყვარელო?!...

სევი: საშინელი ადამიანი ვარ, ეს როგორ ჩავიდინე?!... მე ხომ ქმარს ვუღალატე, შვილებს.. როგორ ვიცხოვრო ახლა?!.

:მომისმინე... შენ არავისთვის არ გიღალატია, ჯერ მე ვიყავი და შემდეგ ის.

ჩემმა საუბარმა სევი ძალზედ გააღიზიანა, სწრაფად წამოდგა ფეხზე, სახეზე ცრემლი შეიმშრალა და უხეშად გამომხედა.

სევი: თავსაც იტყუება და მეც სულელურად მამშვიდებ.... შენ არ იცი ის რა კარგი ადამიანია, მან როდესაც გაიგო რომ ქალწული არ ვიყავი, მაპატია და ამით გადამარჩინა, რომ არ მოვკალი ვინმეს... მე კი რას ვაკეთებ?!.. ავდექი და ვუღალატე... რატომ გამოჩნდი?.. ხომ ვცხოვრობდი მშვიდად, რატომ ამირიძე გონება თავიდან?!.

: კარგად მისმინე!... შეიძლება კარგი ადამიანია მაგრამ ის ჩემს შემდეგ გამოჩნდა .
მე შემიყვარდი და მე შეგნიშნე, მას კი ნანახიც კი არ ჰყავდი, ისე დაგნიშნეს... და ის რომ მაპატია და მიგიღო, ეს კარგ ადამიანობაზე მეტყველებს და არა სიყვარულზე.

სევი: და შენ?..... შენ რა გააკეთე?, ადექი და გაიქეცი... არც დავინტერესებულვარ ციცხალი ვიყავი თუ რა ვედში ჩავარდი საერთოდ.. არც კი მოგიკითხივარ.

:მაგით რის თქმა გინდა?!.... რომ ლაჩარი ვარ?.

სევი: ნუ მიყვირი!.... ისედაც ცუდად ვგრძნობ თავს, შეცდომა დავუშვი რომ მოვედი... მაპატიე უნდა წავიდე.

სევი თვალცრემლიანი ჩარბის კიბეზე, მე კი სწრაფად ვცდილობ დავეწიო... გარედ ისე გამოვარდი რომ შარვლის მეტი არაფერი მაცვია მაგრამ მე მას მივსდევ და არ მადარდებს სხვა არაფერი.


როგორც იქნა დავეწიე და მოვეხვიე ძლიერად, თავადაც მომხვია ხელები და ჩემს მკერდში აქვითინდა... მე კი ვეფერები და ამავდროულად ვცდილობ დაღლილობისგან ღრმად ვისუნთქო.


მეორე დილით.. ოფისს მივადექი, ავტომობილი დავაპარკინგე და კაბინეტისკენ ასასვლელი კიბე ავირბინე...

კარი დაკეტილი დამხვდა, ვიფიქრე ჩემები არ მოსულან და ჩემი გასაღებით გავაღე და უცბად სავარძლიდან აფორიაქებული გელა წამოხტა და ჩემი ყოფილი ნინიც შეკრთა...

გელა პერანგის ღილებს იკრავს და უკან-უკან იხევს, თან მევედრება რომ ვაპატიო... ნინი კი მშვიდად მიყურებს თვალებში და მოკლე კაბას ისწორებს.

მე განვაგრძე გზა, საწერ მაგიდისკენ ისე რომ თითქოს არც არაფერი შემინიშნავს, სავარძელზე მოვკალათდი... გელა კი ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და ცდილობს გამესაუბროს, მე კი საქაღალდეს ვასწორებ და მისკენ მზერას არ ვიჭერ.

გელა: ნიკო გთხოვ მომისმინო... ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.

: ბიჭები სად არიან?...

გელა: მირზას უნდა შეხვედროდნენ... ნიკა მომისმინე ძალიან გთხოვ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!, მე შენთან არ შემეშლება არაფერი... უბრალოდ....

: როდის ვხვდებით პარტნიორებს?...

გელა: არ ვიცი, ბიჭები რომ მოვლენ ერთად გადავწყვიტოთ... ნიკა გთხოვ მისმინე, რა დროს საქმეზე საუბარია?!... უბრალოდ ცუდად ვგრძნობ თავსო დამირეკა და მე დამშვიდება შევთავაზე, მეტი სხვა არაფერი.

ნინი წამოდგა სავარძლიდან გაცხარებული და კარი სწრაფად გაიხურა... გელა კი კვლავ ფრთხილად მომიცუცქდა, მე კი ისევ საქმით ვარ გართული.


გელა: ნიკა სათხოვარი მაქვს შენთან.... ძმურად გთხოვ, ნათიასთან არ წამოგცდეს რაც დაინახე, როცა მიხვდები ჩემს ოჯახში.


უცბად მივანებე საქმეს თავი და ცივი თვალებით შევხედე გელას....

:მაგას შენ მე როგორ მეუბნები?!, ქალებთან ჭორაობა შენ გვჩვევია და არა მე.


კვლავ დავუბრუნდი საქმეს... გელამ კი მხარზე ხელი დამადო და უსიტყვოდ გავიდა კაბინეტიდან.


ამასობაში მე და სევიო ისევ ვხვდებით ერთმანეთს, პერიოდულად სინდისი გვქენჯნის მაგრამ იმდენად ძლიერად გვიყვარს ერთმანეთი რომ გონება გვებინდება როდესაც ერთად ვართ, თითქოს ჩვენს მეტი არავინ არსებობს... ვსეირნობთ ჩუმად ისე თითქოს კვლავ ბავშვები ვიყოთ ახლად გაცნობილი შეყვარებულები... დრო და დრო ფიქრი მებადება თუ რას ეუბნება ქმარს?!... როგორ ახერხებს ჩემთან დიდი დროის გატარებას?!.. ამავდროულად იმაზეც ვფიქრობ თუ როგორ ეფერება და ეალერსება, როგორ სძინავთ ერთად და ცხოვრობს მასთან... ეჭვები მღრნის და სევი ხშირად ინტერესდება, თუ რატომ მეცვლება წამში გამომეტყველება, როდესაც ერთად ვართ მაგრამ ვერ ვესაუბრები ამაზე რადგან უბრალოდ მრცხვენია.


ლამაზი საღამოა, მე და სევიო ტბის პირას ვზივართ და მკერდზე ზურგით მეყრდნობა.


სევი: რა ლამაზად ჩადის მზე, ხედავ?..

:კი ძალიან ლამაზია...

სევი: ჩვენი მდინარე გახსოვს?, ნეტავ ახლაც მანდ ვიყოთ, ესე ერთად მხოლოდ მე და შენ.

: ყოველ ღამით მესიზმრება... როგორ კარგად ვარ შენთან მაგრამ ხან უეცრად ქრები და ხან სწრაფად მირბიხარ ჩემგან.

სევიმ მომღიმარმა ამომხედა, სახეზე ხელით მომეფერა და მითხრა რომ ცხადში ასე არ მოხდებოდა. მე კი სერიოზულად შევხედე და ვუთხარი რომ ასე დიდ ხანს ვერ განვაგრძობდით რომ რაიმეს მოვიფიქრებდი, რაზეც დევის გამომეტყველება შეეცვალა და ჩაფიქრებულმა თავი მხარზე დამადო.


ორ დღეში მირზამ რესტორანში მიგვიწვია მისი პარტნიორები, მე ჩემი ბიჭები და ხარნასის თავის ნათესავებით....

ხარნასი თვალს არ მაშორებს, მე კი არ მინდა აგრესია გამოვიწვიოთ და თვალს ვარიდებ...

დიდხანს დავყავით იქაურობა და მე წასვლა გადავწყვიტე რაზეც დამწუხრებულმა მირზამ მთხოვა ცოტახნით კიდევ დავრჩენილიყავი მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიყავი...
უცბად წამოდგა ფეხზე ხარნასი და აგრესიულად მიმითითებს რომ ჯერ წასვლა ძალიან ადრეა... ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო ეს ჩეენთვის და ცოტათი ავღელდი და მივუთითე რომ მისი მომართვა არ მომეწონა, რაზეც სიტყვიერი შეურაწყოფა მომაყენა, ბოთლს ხელი სტაცა და ჩემს მიმართულებით ისროლა... ხელში მომხვდა მის მიერ ნასროლი ბოთლი, ჩემს მიმართულებით და გაცხარებულმა წავიწიე მისკენ მაგრამ ბიჭები მაკაცებენ... ისიც იწევს ჩემსკენ და თან სიტყვიერად შეურაწყოფთ ერთმანეთს... უცბად მისმა ნათესავებმა გადაწყვიტეს ჩვენზე თავ დასხმა და დაიძრნენ.. მაგრამ გიგომ სწრაფად ამოიღო პისტოლეტი და მათ დაუმიზნა, ასე დავაღწიეთ იმ ადგილს თავი.

ძალიან უხერხულად ვგრძნობდით მირზასთან თავს და სწორედ ამიტომ იძულებული გავხდი ყველაფერი გვეამბო მოსთვის თუ რატომ ვმტრობდით ერთმანეთს მე და ხარნასი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent