მარტო' სული 19 თავი
საავადმყოფოში მისვლა ვერ გაბედა ნიცამ, ამიტომ ცოტა ხნით სანაპიროზე გავლა გადაწყვიტა. უნდოდა დამშვიდებულიყო, მაგრამ რაც მეტს ფიქრობდა მომხდარზე მით მეტად ერეოდა თავგზა. მომხდარის გააზრება კი არა დაჯერებაც უჭირდა. თვალწინ სულ ანდრიას მომღიმარი სახე ეგდა. დრო გადიოდა და ტკივილი კიდევ უმძაფრდებოდა. ყოველი ამოსუნთქვა ენით აღუწერელ ტკივილს აყენებდა რადგან იცოდა, რომ მას ვეღარასოდეს ნახავდა, ვეღარ ჩაეხუტებოდა, ვეღარ შეეხებოდა, ვეღარ ეჩხუბებოდა და ვეღარ გაებუტებოდა. ,,რატომ ღმერთო?" ,,რატომ დაუშვი ეს საშინელება?! უმისამართოდ იკითხა და ცრემლიანი თვალებით ღრუბლიან ცას ახედა. ოდნავ რომ დამშვიდდა ზიზღით გახედა შავ ზღვას, ერთადერთ მოწმეს რომელიც მათი პირველი კოცნის, ჩახუტების, ცრემლების და დაშორების მომსწრე გახდა. ,,ღმერთო ახლა რა უნდა გავაკეთო? როგორ უნდა მოვიქცე?" უმისამართოდ იკითხა სასოწარკვეთილმა გოგონამ და სანაპიროს ცივ ქვებზე მუხლებით დაემხო. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა თავსხმა წვიმა წამოვიდა. მძიმედ აზიდა დამძიმებული სხეული და ნელი ნებიჯებით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას, მაგრამ გულმა არ მოუთმინა და თორნიკეს ამბის გასაგებად საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა. -ჯანდაბა ნიცა ახლა შენს მოსაძებნად მოვდიოდი- ნაჩქარევად უთხრა ირაკლიმ როცა ერთმანეთს ჰოლში შეეჩეხნენ -რა ხდება? სახეზე რა დაგემართა?-აღელდა ნიცა როცა მისი გადახეთქილ წარბზე ნაკერები შენიშნა -ისეთი არაფერი და*კიდე მერე მოგიყვები ახლა შენ ის მითხარი შემთხვევით თორნიკე ხომ არ დაგკავშირებია? -არა საიდან მოიტანე?!-გაუკვირდა ნიცას და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა-ასეთი აღელვებული რატომ ხარ? მოხდა რამე? -ნიცა... -მითხარი! -თორნიკეს ვერასად ვპოულობ, მგონი საავადმყოფოდან წავიდა -რას ნიშნავს წავიდა?!-აღელდა ნიცა -ზუსტად მეც არაფერი ვიცი -ახლა წესით პალატაში უნდა იწვეს... -ჰო მაგრამ...-რა მოხდა მომიყევი... თათიამ მითხრა რომ თვითმკვ****ბა სცადა...ეს მართალია?- ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა სიცივისგან გაყინულ გოგონას- ირაკლი გთხოვ მომიყევი-შეეხვეწა და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა- უფლება მაქვს ვიცოდე!- მკაცრი ტონით უთხრა და აკანკალებული თითები დაჭმუჭნულ პერანგზე ძლიერად მოუჭირა. ირაკლის მის ქცევაზე გული აუჩუყდა და მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა. -ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავიდეთ- კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა და ჩახუტებულმა ეზოში გაიყვანა. -რატომ არაფერს მიყვები?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ნიცამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან -რა გაინტერესებს, მითხარი და მოგიყვები -ყველაფერი -მაინც? -კარგი თუ ლაპარაკი არ გინდა მაშინ მე წავალ- გაბრაზდა ნიცა და მაშინვე მიტრიალდა -თორნიკე ფიქრობს რომ ანდრია მის გამო მოკვდა... -ასე რატომ ფიქრობს?!-აღელდა ნიცა და მაშინვე მისკენ მიტრიალდა წაშლილი სახით -შენს გამო! -რას გულისხმობ? -იცი რასაც ვგულისხმობ! -ჩვენ სამის ურთოერთობაზე შენ...არაფერი იცი! -რატომ მოხვედი?!- უეცრად სხვა თემაზე გადავიდა ირაკლი -არ ვიცი-გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა -ასეც ვიცოდი-სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაგიჟებულ ბიჭს და მაშინვე ზურგი აქცია ტირილისგან თვალებ დასიებულ გოგონას -ირაკლი გთხოვ არ წახვიდე! დამელაპარაკე-შეეხვეწა ნიცა და როცა გაბრაზებული ბიჭი დაღლილი სახით მისკენ შეტრიალადა სლუკუნით ჰკითხა- თორნიკესავით შენც ფიქრობ რომ რაც მოხდა ყველაფერში მე ვარ დამნაშავე? -არა საიდან მოიტანე -მაშინ ასე უხეშად რატომ მელაპარაკები? -მისმინე ზუსტად არ ვიცი რა ხდებოდა თქვენს სამს შორის, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ შენს მიმართ გულგრილი არცერთი არ იყო... -მეე... -და ამ გრძნობამ კინაღამ მათი 21 წლიანი მეგობრობა დაანგრია -ესე იგი შენც მე მადანაშაულებ მომხდარში- ასლუკუნდა ნიცა -არ გადანაშაულებ!- მოიღუშა ირაკლი და კარგა ხნის სიჩუმის მერე უემოციო ტონით უთხრა- არ ვიცი აქ რატომ მოხვედი ... მაგრამ... თუ თორნიკეს დახმარება მართლა თუ გინდა მაშინ მისგან თავი შორს დაიჭირე!- და სანამ რამეს ეტყოდა ტირილისგან დასიებული გოგონა ქუჩაში გავიდა. საავადმყოფოდან პირდაპი ექსპერტიზის ბიუროში მივიდა თორნიკე -შენ აქ რას აკეთებ?- მკაცრო ტონით ჰკითხა თათიამ როცა დაინახა და სწრაფად მიუახლოვდა- ახლა პალატაში უნდა იწვე!- მაგრამ თორნიკემ მის სიტყვებს ყურადღება არ მოაქცია და მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა -ბიჭები აქ არიან? -კი მაღლა არიან -ზურა? -ისიც აქააა -ექსპერტიზა როდის დასრულდება? -მალე -პოლიციამ რამე გაარკვია? -ჯერ არა -სახლში როდის გადაასვენებენ? -ზუსტად არ ვიცი -ის ნაბ*ჭვარი ავალიანიც აქააა? -კი -გასაგებია!-ზიზღით თქვა თორნიკემ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა -თორნიკე ვიცი ახლა რასაც გრძნობ...მეც იგივეს ვგრძნობ-აღელდა თათია-მაგრამ ახლა უფლება არ გვაქვს რომ სისუსტე გამოვიჩინოთ... დამკვეთი უნდა ვიპოვოთ და... -და რა? ციხეში ჩავსვათ?!-სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაღაზიანებულ ბიჭს -თორნიკე გთხოვ ამ საქმეში არ ჩაერიო-შეეხვეწა თათია და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა -არ შემიძლია -თუ არ გაჩერდები!... -მეც მომკლავენ?- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაღიზიანებულ ბიჭს -ასე ნუ ლაპარაკობ-ასლუკუნდა თათია -ნუ გეშინია-ცივად გაუღიმა თორნიკემ და მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა-არ მოვკვდები! იქამდე მაინც სანამ დამკვეთს და შემსრულებლებს არ ვიპოვი -არ გაჩერდები არა?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თათიამ და მაშინვე უკან დაიხია -არ გავჩერდები -ხვდები მაინც რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს? -ვხვდები! -თორნიკე! გთხოვ ეს არ გააკეთო -მაპატიე!- ჩამწყდარი ხმით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაძაბულ გოგონას გადმოდენილი სიმწრის ცრელმები ხელის ზურგით სწრაფად მოაშორა გაფითრებული სახიდან. -არასდროს დასრულდება არა?!-სლუკუნით ჰკითხა თათიამ და მისი ხელი უხეშად მოიშირა სახიდან. -დასრულდება!- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა -როდის?-ინტერესით ჰკითხა შიშისგან თუ სიცივისგან მთელი სხეულით აკანკლაბეულმა გოგონამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა -მაშინ...როცა... ჩემი ძმის მკვლელებს ვიპოვი და...ჩემი ხელით მოვკლავ! -გასაგებია- უემოციო ტონით უთხრა თათიამ ოდნავ უკან დაიხია -კარგი, ახლა უნდა წავიდე მაგრამ თუ რამე ახალს გაიგებ მაშინვე შამატყობინე!- კარგა ხნის სიჩუმის მერე, გამაფრთხილებელი ტონით უთხრა თორნიკემ და შენობაში წაშლილი სახით შევიდა. საშინლად გაბრაზდა ზურა როცა თორნიკე დაინახა მაგრამ როგორღაც თავი შეიკავა და მასთან ანგარიშის გასწორება დაკრძალვის შემდეგ გადაწყვიტა. -მამა თუ გინდა ბიჭებს ვეტყვი და მაგ ნაბ*ჭვარს... -არა!- წინადადების დასრულება არ აცადა ზურამ -თავი დაანებე -ხო მაგრამ... -აქ ყოფნის უფლება აქვს... -მე ასე არ ვფიქრობ! -ზაზა!- თვალები დაუბრიალა ზურამ შვილს -მაგ ნაბ*ჭვრის გამო მოკვდა ჩემი ძმა -ახლა ამის დრო არაა -ჰო მაგრამ -ნუ ღელავ! დაკარძალვის მერე ორივე სიცოცხლით აგებს პასუხს იმ ყველაფერისთვის რაც ჩემს შვილს დამართეს, მაგრამ ახლა არა! -მეორე?-დაიბნა ზაზა- ვის გულისხმობ? ნიცას -რა თქმა უნდა იმ კახპას ვგულისხმობ!- წამოენთო ზურა -გგონია თორნიკე უფლებას მოგცემს რომ რამე დაუშაო-ცეცხლზე ნავთი დაასხა ზაზამ -გგონია მართლა მისი საცოლეა?-ირონია გაერია ხმაში ზურას- ანდრიასთან ერთად ვნახე რამდენჯერმე -სერიოზულად?!-გაოცება ვერ დამალა ზაზამ -ვფიქრობ მათ შორის რაღაც ხდებოდა -შენი აზრით იმ გოგოს...ანდრიას მკვლელობის საქმესთან რამე აკავშირებს? -არა მგონია... -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? -კერძო დეტექტივი დავიქირავე და მასზე ყველაფერი გავარკვიე -მე რატომ არაფერი ვიცი? -საეჭვო არაფერია-მის სიტყვებს ზურამ ყურადღება არ მიაქცია- გარდა ვახოს გაუჩინარების ღამეს, მისი პირადი ტელეფონიდან 112-ში განხორციელებული ზარისა -თუ ასეა მაშინ თავი დაანებე...მოსახდენი უკვე მოხდა... ანდრია მკვდარია! იმ გოგოს დასჯას რაღა აზრი აქვს?! -ის გოგო რომ არა ანდრიას კვალზე ვერ გამოვიდოდნენ ის ნაბ*ჭვრები! -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? -ალბათ, საამისო მიზეზი მაქვს-მოღუშა ზურა -ესე იგი დარწმუნებით იცი რომ... -ვიცი-დანანებით უთხრა უთხრა ზურამ შვილს და ცრემლიანი თვალებით ექსპერტიზის ოთახოს დალუქულ კარს გახედა. -საიდან გაიგე? -რა მნიშვნელობა აქვს? -თორნიკეც გარეულია ამ საქმეში? -რა თქმა უნდა! -რანაირად? -ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს დანაშაული ერთად ჩაიდინეს -ხო მაგრამ... ჩვენ ხომ კამერის ჩანაწერები ვნახეთ?! ვახოს გაუჩინარების ღამეს ორივე გონიოში იყო! თორნიკეს აგარაკზე... -კამერის ჩანაწერები-ზიზღით თქვა ზურამ- დარწმუნებული ვარ ეგ ყველაფერი მათი გეგმის ნაწილი იყო... ტელეფონებიც განზრახ დატოვეს აგარაკზე რომ პოლიციას მათზე ეჭვი არ აეღო -ფიქრობ რომ...-ხმა დაეძაბა ზაზას -ვფიქრობ რომ ვახო ანდრიამ მოკლა, თორნიკე კი სამხილების განადგურებაში დაეხმარა -და ნიცა? ის რა კავშირშია ამ ყველაფერთან?! -ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ -როგორ?-ინტერესით ჰკითხა ზაზამ და ამღვრეული თვალები სახეში მიანათა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ზურამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მკაცრი ტონით უთხრა -იცოდე ამ საქმეში ჩარევა არ გაბედო! -ხო მაგრამ -ორი შვილი უკვე დავკარგე... შენც რომ რამე დაგემართოს... -ნუ გეშინია არაფერი მოხდება -ზაზა იცოდე ჩემთან შეთანხმების გარეშე არაფერი გააკეთო!- ხმა გაიმკაცრა ზურამ-გესმის რას გეუბნები?- ინტერესით ჰკითხა და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო აგრესიული ტონით უთხრა-იცოდე რამე სისულელე არ გააკეთო თორემ არასოდეს გაპატიებ! -დამშვიდდი! -ზაზა -თუ ვახო მართლა ანდრიამ მოკლა და ამ საქმეში თორნიკეც გარეულია თავის საცოლესთან ერთად მაშინ... -მაშინ იმ ორს პირად გავუსწორდები! -მამა -მაგრამ მანამდე ანდრიას მკვლელები უნდა ვიპოვო! ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ვახოს ოჯახის წევრებმა ჩაიდინეს -ხო მაგრამ... -შეცდომა არუნდა დავუშვათ! -წეღან ხომ თქვი რომ... -ხო ვთქვი... მაგრამ ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცი -ეს იგი შეიძლება ნიცას 112-ში განხორციელებული ზარი არაფერ შუაში იყოს ანდრიას შეკვეთილ მკვლელობასთან? -შეიძლება! -ესე იგი ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით -არა მაგრამ გავარკვევ -თუ აღმოჩნდება რომ ნიცას მიერ 112-ში განხორციელებული ზარით გამოვიდნენ ვახოს ოჯახის წევრები ანდრიას კვალზე მაშინ რა მოხდება? მოკლავ იმ გოგოს? - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.