ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო ( სრულად )
- დღეს რუსთავში მივდივარ აკოს დაბადების დღეზე წამოდი რა შენც, -ჩალისფერთმიანმა პუტკუნა ბიჭმა დივანზე გაწოლილ შავ ტანსაცმელში გამოწყობილ, თვალდახუჭულ ახალგაზრდა მამაკაცს შეავლო მზერა და მის მოპირდაპირედ ჩაეშვა სავარძელში, -ეი, შენ გელაპარაკები ანტონიო არ გესმის? - დილიდანვე განწყობას მიფუჭებ, ძილს არ მაცლი, -გრძელი ფეხები გადმოალაგა დივნიდან ანტონიომ, წამოჯდა და თვალებმოჭუტულმა შეხედა მის წინ მჯდარ ბიჭს, -დათუნა სხვა საქმე არაფერი გაქვს გარდა იმისა რომ დილაუთენია გამაღვიძო? ხომ იცი ჩემი სამსახურის გადამკიდე ისედაც მთელი ღამეები არ მძინავს. - რაღა დროს დილაა, უკვე სამი საათია. - მართლა? -საათს დახედა ანტონიომ და წარბები შეკრა, -მართლა დიდხანს მძინებია, ხომ გითხარი, სამსახურის გამო ძალიან ვიღლები. - იმ სამსახურის გამო რომელიც დღემდე არავინ არ ვიცით რა არის, -რაღაცნაირად ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა, უნებურად გაეღიმა ანტონიოს, უკვე სამი წელი იყო რაც ამ უბანში ცხოვრობდა, პირველად მოხდა რომ ასე ხანგრძლივად დარჩა ერთ ადგილზე, იმდენად ხანგრძლივად რომ მეგობრებიც კი გაიჩინა, მართალია ეს სახიფათო იყო მაგრამ ამ ერთხელ, მხოლოდ ამ ერთხელ ვერ უთხრა საკუთარ თავს უარი იმ სიამოვნებაზე ამ ხალხთან ახლოს ყოფნა რომ ანიჭებდა, დათუნა მის ზემოთ ცხოვრობდა, ორ ოთახიან ბინაში დედასთან და პატარა დაიკოსთან მარისთან ერთად, აკოც მათი მეგობარი იყო, ანტონიო რომ ამ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად მაშინ სულ რაღაც თვრამეტი წლის იყო მარი, პირველად ლიფტში შეხვდნენ ერთმანეთს, გულზე წიგნები ჰქონდა ახუტებული და საყვარლად აცეცებდა დიდ თაფლისფერ თვალებს, მეორედ იქვე სახლთან ახლოს პარკში მისივე ასაკის ბიჭთან ჩახუტებულს გადააწყდა, უკან სირბილით გაყვა შეშინებული გოგონა, სადარბაზოსთან დაეწია, გააჩერა, დარცხვენილი უყურებდა და ერთ ადგილს ტკეპნიდა, -არავის უთხრა ბექასთან ერთად რომ დამინახეო, -ძლივს ამოღერღა ბოლოს, სიცილი წასკდა ანტონიოს, ვისთვის უნდა ეთქვა რამე, რამდენჯერმე დათუნასთან მოლაპარაკეს შეესწრო მარი და ალბათ მას გულისხმობდა, არავის ვეტყვიო დაპირდა, ჩვენი საიდუმლო იყოსო, მას მერე დამეგობრდნენ, დღე არ გავიდოდა რომ ხუთი წუთით მაინც არ შეეარა მასთან და თავისი ხელით გამომცხვარი ბლინები ნამცხვარი ან ღვეზლები არ მიეტანა, ჩამოუჯდებოდა ხოლმე და ეტიტინებოდა ათას სხვადასხვა რამეზე, ანტონიოც იჯდა გაუნძრევლად და პირზე ღიმილმორეული უსმენდა, შეყვარებული იყო მარი, თუმცა არავის უმხელდა საყვარელ ძმასაც კი, მხოლოდ ანტონიოს ანდობდა თავის საიდუმლოებებს, შენც ბევრი საიდუმლო გაქვს და ალბათ ამიტომ ვუგებთ ასე კარგად ერთმანეთსო უთხრა ერთხელ, ახალისებდა მარის ასეთი ბავშვურობა, გულუბრყვილობა და ის რომ მასში სიეშმაკის და სიყალბის ნატამალიც არ იყო, დიდი ხანია რაც მონატრებული იყო ასეთ ურთიერთობებს, დათუნა მარი და აკო ის ოჯახი გახდნენ მისთვის რომელიც არასდროს ჰყოლია, როგორც იქნა ვიღაცას მაინც უყვარდა უანგაროდ და უანგარიშოდ, როგორც იქნა ნამდვილად ედარდებოდათ მისი ბედი... მისი ამ უბანში გადმოსვლიდან შვიდი თვის თავზე დაიკარგა მარი, ზამთარი იყო, თოვდა და საშინლად ციოდა, მორიგ დავალებაზე წასული სამი დღის შემდეგ ზუსტად ოცდათერთმეტ დეკემბერს დაბრუნდა სახლში, ეზოში შესვლისთანავე იგრძნო რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი ხდებოდა, ავბედითი სიჩუმე და დაძაბულობა ,გაუვალი ჯავშანივით ჰქონდა შემოხვეული იქაურობას, სადარბაზოსთან შეხვდა დათუნა, მოცოციკლეტი გააჩერა და გადმოვიდა თუ არა შორიდანვე შეამჩნია როგორი გაფითრებული იყო და როგორ ჰქონდა თვალები ჩაცვენილი, მიუახლოვდა, მხარზე მოხვია ხელი, -მარი დაიკარგა უკვე სამი დღეა ვერ ვპოულობთო ჩამწყდარი ხმით რომ უთხრა დათუნამ, უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რაღაც აემღვრა შიგნით, სიბრაზე და შიში იმის გამო რომ შეიძლებოდა იმ პატარა საყვარელ გოგოს რამე დამართნოდა მთელი ძალით მოაწვა სისხლძარღვებს, ყელში ეკლიან ბურთად დაგროვდა და სუნთქვა შეუკრა... ორი დღის შემდეგ ქალაქის განაპირას მდებარე მიტოვებულ ფარდულში იპოვა ანტონიომ საწყალი გოგო, ცხოველივით იყო დაბმული, სულ მთლად შიშველი, სხეულ დალურჯებული, გასისხლიანებული, უგონო მდგომარეობაში, ცხოვრებაში პირველად აუკანკალდა ხელები როცა იმ თოკებს ხსნიდა გამხდარი მაჯებიდან, პირველად მოადგა ცრემლი თვალზე როცა მისი დალურჯებული და ალაგ-ალაგ დანით დასერილი სხეული დაინახა, თვალები რომ გაახილა მარიმ, მისი დანახვისას იმედით რომ აევსო მზერა და ხმამაღლა რომ დაიწყო ტირილი, არ დამტოვო მეშინიაო რომ გაიგო გალურჯებული დამსკდარი ტუჩებიდან, პირველად იფიქრა რომ მისი გული ვერ გაუძლებდა ამდენს და სამუდამოს შეწყვეტდა ფეთქვას, ძლივს მოერია თავს, თავისი მაისური და ქურთუკი ჩააცვა და ხელში აყვანილი მიიყვანა საავადმყოფოში. კიდევ ორი დღის შემდეგ ვიღაცამ ვისი ვინაობაც დღემდე ვერ გაარკვია პოლიციამ, ერთ-ერთი განყოფილების წინ საშინლად ნაწამები ცოცხალმკვდარი სხეული დააგდო, შუახნის მამაკაცს სასქესო ორგანო და ხელის ათივე თითი მოჭრილი ჰქონდა, ყველა ძვალი კი დამტვრეული, კისერზე მეხსიერების ბარათი ჰქონდა ჩამოკიდებული, საკუთარ დანაშაულს აღიარებდა, აღიარებდა რომ გოგონა გაიტაცა, მასზე ორი დღის განმავლობაში ძალადობდა და მერე დაბმული სასიკვდილოდ მიატოვა ფარდულში, გამტაცებელი მსხვერპლის კარის მეზობელი აღმოჩნდა, დაქორწინებული, ორი შვილის მამა და სამაგალითო მოქალაქე... - რაზე ფიქრობ, ისევ შენს შავბნელ საქმეებზე? -დათუნას ხმამ გამოაფხიზლა არც თუ ისე სასიამოვნო ფიქრებიდან თვალები დახუჭა და თავი მაგრად გააქნია რომ როგორმე გონებიდან თუნდაც ცოტა ხნით მარი ამოეგდო და სხვა რამეზე ეფიქრა. - თქვენ ყველა აზვიადებთ, იცით რომ კერძო დეტექტივი ვარ, სხვა დეტალების ცოდნა არაფერში გჭირდებათ არც შენ არც აკოს და არც მარის, -ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებდა, წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, მაცივრიდან ცივი წყლით სავსე სურა გამოიღო, მოიყუდა და ნახევრამდე ჩაცალა, დათუნაც უკან მიყვა და იქვე ჩამოჯდა. - რას იზამ, წამოხვალ თუ არა. - რუსთავში რატომ იხდის დაბადების დღეს? - ბიძაშვილმა თავისი სახლი დაუთმო, რესტორანში წასვლა არ უნდოდა, ბინაში კი ვერ დავეტეოდით ყველა, ჩვენს გარდა სხვა სტუმრებიც ეყოლება. - მარიც მოდის? - არა მგონია, -უარის ნიშნად თავი გააქნია და სახე დაუსევდიანდა, ნაძალადევად გაუღიმა ანტონიოს, -ჩვენ წავიდეთ, მარის თუ უნდა დარჩეს სახლში. - შენები სახლში არიან? - დედა ბებიას უვლის და ლბათ ერთი კვირა არ ჩამოვა, მამა მივლინებაშია წასული ორი დღით. - და გინდა რომ მარი სახლში მარტო დატოვო? - კარგი რა ანტონიო, დავიღალე, რამდენი დრო გავიდა მაგრამ ისიც კი ვერ ვაიძულეთ დროდადრო მაინც გავიდეს სახლიდან გარეთ, მეგობრებს ჩამოშორდა, ერთადერთი შენთან აქვს ურთიერთობა, მხოლოდ შენ გენდობა, შენ გელაპარაკება, მე ხმას არ მცემს... უსმენდა ანტონიო და გული სწყდებოდა რომ დათუნას საერთოდ არ ესმოდა საკუთარი დის ტკივილი, ვერავინ უგებდა მარის, არავის უნდოდა მისი მოსმენა, მისი გრძნობების და განცდების გათავისება, ფიქრობდნენ რომ ძვირადღირებული მკურნალობით და ცნობილ ფსიქოლოგებთან ვიზიტებით მოგვარდებოდა ყველაფერი. - აქ დამელოდე ავალ და ჩამოვიყვან, ერთად წავიდეთ, -დერეფანში გავიდა, თხელი ტყავის ქურთუკი მოიცვა, სარკეში თვალი შეავლო საკუთარ გამოსახულებას, თვალებზე ჩამოყრილი შავი თმა შუბლზე თითებით გადაივარცხნა და კარი გამოაღო. - ტყუილად მიდიხარ, არ წამოგყვება, -დათუნა ჩარჩოს მიეყრდნო და ცალყბა ღიმილით შეხედა უკვე კიბესთან მდგარ ანტონიოს რომელმაც წარბი მაღლა ასწია და ეშმაკურად ჩაიცინა. სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ სამივე ავტომობილში ისხდნენ და რუსთავისკენ მიდიოდნენ საჭეს დათუნა მართავდა, ანტონიო უკანა სავარძელზე იჯდა მარის გვერდით და ხელში მისი ხელი ეჭირა, ღია სალათისფერი კაბა ეცვა მარის, გრძელი თმა ერთ ნაწნავად ჰქონდა დაწნული და მხარზე გადმოგდებული, ჩვეულებისამებრ უმაკიაჟოდ იყო, გაცრეცილი უფერული ტუჩები და ჩაშავებული უპეები ჰქონდა და ასეთიც კი ელამაზებოდა ანტონიოს, ახსენდებოდა მაშინ როცა საავადმყოფოდან სახლში მოიყვანეს რა ცუდად იყო, არ ჭამდა, არ ეძინა, არავის იკარებდა მის გარდა, ბოლოს დათუნას და მარის მშობლები იძულებულები გახდნენ ანტონიოსთვის ეთხოვათ რამდენიმე ღამე მარის საძინებელში დარჩენილიყო, მის გვერდით იწვა, მის ძილს დარაჯობდა, ღამით კოშმარებისგან გამოღვიძებულს და მტირალს გულში იხუტებდა, კალთაში ჩასმულს პატარა ბავშვივით არწევდა და ისე აძინებდა... - არ მიყვარს რუსთავი, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა მარიმ და ამოიოხრა, -რაღაცნაირი ქალაქია, უსიცოცხლო, მაშინებს და მზაფრავს. - არც მე არ მიყვარს, მთლად კარგი მოგონებები არ მაკავშირებს ამ ქალაქთან, -მხრები აიჩეჩა ანტონიომ და მერე ოდნავ დაქაჩა ხელზე, -რამდენი ხანია ასე გაშეშებული ზიხარ, მოიწიე ცოტა და მომეყრდენი, თავისუფლად დაჯექი. არ გაძალიანებია, მისკენ მიჩოჩდა, მხარქვეშ შეუძვრა და მკერდზე მიეხუტა, წელზე შემოხვია გამხდარი ხელები. - იქ მარტო ხომ არ დამტოვებ, ხომ ჩემს გვერდით იქნები, -ათრთოლებული ხმით კითხა და როცა სასურველი პასუხი მოისმინა მაშინვე მოდუნდა და მოეშვა. საზურგეს უფრო მოხერხებულად მიეყრდნო ანტონიო და თვალები დახუჭა, იცოდა შეცდომას უშვებდა მათი საკუთარ ცხოვრებაში და გულში შემოშვებით, როცა დრო მოვიდოდა, წასვლა და მათი სამუდამოდ დატოვება მოუწევდა ძალიან გაუჭირდებოდა მაგრამ ახლა სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. - - მოვედით, გადმოდით, -აკომ მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ კერძო სახლთან გააჩერა ავტომობილი, გადმოვიდა და უკანა კარი გააღო, ფრთხილად გადმოიყვანა ანტონიომ მძინარე გოგონა, სახლში მარტო აკო დახვდათ სტუმრები ჯერ არ იყვნენ მოსულნი, მარი მეორე სართულზე აიყვანა და ერთ-ერთ საძინებელში დააწვინა, თხელი პლედი გადააფარა, ერთხანს ღიმილით დაჰყურებდა მშვიდად მძინარს, მერე ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან და კარი გამოიხურა, მისაღებში ჩასულს ოთახი სტუმრებით დახვდა სავსე, აკო სათითაოდ აცნობდა მეგობრებს, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი ახალგაზრდები, მხიარულები, თავისუფლები, გართობას მოწყურებულები... - ის ვინ არის, -ფანჯარასთან ზურგით მდგარ ახალგაზრდა ქალზე მიუთითა რომელსაც ულამაზესი ჰაეროვანი ყვითელი სარაფანი ეცვა და გაშლილი თმა ტალღებად სცემდა ზურგზე, იდგა და გამოღებული ფანჯრიდან ინტერესით სავსე მზერით ათვალიერებდა ეზოს. - დავიჯერო გამომრჩა და ჩემი წვეულების საპატიო სტუმარი არ გაგაცანი? წამოდი, -აკომ ზურგში უბიძგა და ლამის ძალით წაიყვანა მისკენ... - ანტონიო გაიცანი ეს ვერაა ჩემი ნაზი ფერია, დიდი ხანია ვმეგობრობთ, უბრალოდ რაც გათხოვდა მას მერე დაგვივიწყა თორემ ყოველთვის სამეგობროს სული და გული იყო, იცი რა საყვარელი ბავშვები ყავს? ამ ბოლო დროს ისეთი მოუცლელია გამიკვირდა წამოვალო რომ მითხრა, თანაც ღამითაც რჩება, -უსმენდა ანტონიო აკოს და თან ვერას არ აშორებდა თვალს, ყოველთვის უყვარდა ადამიანებზე დაკვირვება, მათი ძირისძირობამდე შესწავლა, მათ სულში ჩახედვა, ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა, თუ ადამიანი დააინტერესებდა ყველაფერს აკეთებდა მის ბოლომდე გასაშიფრად თუმცა გრძნობდა რომ ამჯერად ეს ნამდვილად არ იქნებოდა მარტივი, მის წინ სრულიად ჩვეულებრივი ლამაზი ახალგაზრდა ქალი იდგა ნაზი ღიმილით და ღიმილისგან საყვარლად მოჭუტული თვალებით, თუმცა ვერ ხსნიდა რატომ ჰქონდა ისეთი გრძნობა თითქოს ამ ღიმილის უკან სხვა რამ იმალებოდა, ინტუიცია ეუბნებოდა რომ ვერა სულაც არ იყო სინამდვილეში ისეთი მარტივი და ადვილად ამოსაცნობი როგორიც ჩანდა, ან უბრალოდ როგორადაც თავს აჩვენებდა ყველას... - სასიამოვნოა შენი გაცნობა ვერა, -მის თითებს თავისი შეაგება და გაუღიმა, რამდენიმე წამით გადაეჯაჭვა მათი მზერა ერთმანეთს და ანტონიო დარწმუნებული იყო არ მოჩვენებია როცა მის თვალებში გამკრთალი ბრაზი და უკმაყოფილება დაინახა. - ვერა სახიდან ღიმილს არ იშორებდა და ცდილობდა არ შემჩნეოდა რომ ანტონიომ ზომაზე მეტად დააინტერესა ან რა იყო ზომა ვინ იცის, ვინ რატომ ან როგორ აწესებდა საზღვრებს, ვის შეიძლებოდა არასწორად მოჩვენებოდა მისი დაჟინებული მზერა და გადამეტებული ყურადღება ახლად გაცნობილი მამაკაცის მიმართ მხოლოდ იმიტომ რომ თითზე ყვითლად მოელვარე რგოლი ეკეთა და სახლში ორი პატარა ელოდა რომლებიც ალბათ უკვე ყირაზე იდგნენ და მისი მეუღლის მოთმინებას სცდიდნენ, გაეღიმა როცა წარმოიდგინა ახლა რა დღეში იქნებოდნენ, მერე ისევ ანტონიოსკენ გააპარა მზერა, მიუხედავად იმისა რომ ისე არ აინტერესებდა როგორც მამაკაცი და სულ სხვა ინტერესი ჰქონდა მის მიმართ ამას სხვას ნამდვილად ვერ აუხსნიდა, ვინმეს შეიძლებოდა რაღაც ეფიქრა ზედმეტად და არასწორად, მერე კი ამ ფიქრებს დამატებული გრძელი ენა და... უნებურად სიმწრის ღიმილმა გაუპო ტუჩები, ძნელია იყო ქალი თანაც საქართველოში, რამდენი რამის მოთმენა, რამდენი რამის დამალვა, რამდენ რამეზე თვალის დახუჭვა, რამდენ რამეზე დაფიქრება სჭირდებოდათ რომ ამ ძირგამომპალი საზოგადოების ‘’სრულფასოვანი’’ და ‘’სრულუფლებიანი’’ წევრები ყოფილიყვნენ მაშინ როცა მამაკაცებისთვის დაბადებიდანვე იყო დასაშვები ყველაფერი, ყველაფერი ის რაც ქალებს სასტიკად ეკრძალებოდათ და სულ ოდნავი გადახვევაც კი საზოგადოების მიერ დაწესებული წესებიდან და გაკვალული ბილიკებიდან ამორალურებად და არასწორებად აქცევდათ... თუმცა ეს ყველაფერი ვერას ნაკლებად ადარდებდა, ის არასდროს მიეკუთვნებოდა ჩვეულებრივ, საცოდავ, დაჩაგრულ, არარეალიზებულ ქალთა კასტას, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსხვავებული აზროვნებით, სხვებზე დაკვირვება, დასკვნების გამოტანა და თავისსა და სხვის შეცდომებზე სწავლა უყვარდა, ძალიან ადრე მიხვდა იმას რომ თუ გინდა გააკეთო ის რაც გინდა და რაც სწორად მიგაჩნია და ამის გამო საზოგადოების რისხვა არ გამოიწვიო მაშინ მათ უნდა დაემსგავსო, მათში უნდა გაითქვიფო, შეუმჩნეველი გახდე, სუსტი დაუცველი ქალის ნიღაბი მოირგო და მერე... მერე შეგიძლია ისე გამოამზეურო შენს ბნელ წიაღში საიმედოდ მიმალული სურვილები ვერავინ ვერასდროს ვერაფერს მიხვდეს... - რა გჭირს რატომ ხარ ასე უხასიათოდ? -დათუნა ამოუდგა გვერდით და მსუბუქად დაეყრდნო მხარზე -ბავშვებზე ფიქრობ? ნუ ნერვიულობ მიხედავს შენი ქმარი ბავშვებს. - ბავშვებზე არ ვნერვიულობ, ქმარზე მეფიქრება, -გულიანად გადაიკისკისა და შორიახლოს მდგარ, სტუმრებთან საუბარში გართულ ანტონიოს რომელმაც მის სიცილს გაკვირვებული მზერა შეაგება თვალი აარიდა, -შეშლიან და გააგიჟებენ, საწყალი ზის ალბათ ახლა ფერადი მაკიაჟით, თმაზე კიკინებით და პლასტმასის ჭიქიდან სვამს წარმოსახვით ჩაის. - მაგარი ქმარი გყავს, მე ბავშვებისთვის ნერვები არ მეყოფოდა, მიტომ ვარ დღემდე უცოლო, -დათუნამ დაეჭვებულმა გადააქნია თავი. - კარგი მამაა, -გაიღიმა ვერამ და ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა, ეზოს მოავლო მზერა. - ვინმეს ელოდები? - ნათიას აგვიანდება, დავურეკე წამოსვლამდე და ვიცი რომ ისიც უნდა მოვიდეს. - კოკასთან ერთად უნდა მოვიდეს, ალბათ შეაგვიანდა ვაჟბატონს და იმას ელოდება, -უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩი დათუნამ, ტუჩის კუთხეში ალმაცერი ღიმილი შეეპარა ვერას. - რას ერჩი კოკას ვერ გამიგია. - შენ ვერ მიხვდები რას ვერჩი, ისეთი გულუბრყვილო ხარ ყველა კარგი და კეთილი გგონია, მე კი მშვენივრად ვამჩნევ რა ადამიანიც არის, არ მეშლება მისნაირების ნამდვილი სახის დანახვა, ხომ იცი რა დაკვირვებული ვარ. - ჰოო? -თვალები საყვარლად მოჭუტა ვერამ, -მოდი კოკაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შენ ის მითხარი მარი როგორ არის. - ბევრად უკეთ, ანტონიო კარგად მოქმედებს მასზე. - როგორც ვხედავ შენ და აკოს ძალიან გიყვართ და ენდობით. - კარგი ბიჭია... - სხვა რა იცით მასზე გარდა იმისა რომ კარგი ბიჭია. - ბევრი არაფერი, კერძო დეტექტივად მუშაობს, თავისუფალ დროს სახლში ან ჩვენთან ერთად ატარებს, ბევრი საუბარი არ უყვარს და უცნაური იუმორი აქვს მაგრამ მთავარი ისაა რომ მარი ენდობა, ხომ იცი რაც მოხდა და როგორც დაახლოვდნენ. - რათქმაუნდა ვიცი, მაგას რა დამავიწყებს, -ვერამ ამოიოხრა და დასევდიანებულმა მხრებაწურულმა მოუჭირა მკლავზე ხელი, -ვიცი რომ მან იპოვნა მარი, მაპატიე რომ მაშინ თქვენს გვერდით არ ვიყავი, ხომ იცი ჩემი მდგომარეობა... - ვიცი, ვიცი, შენ მაგაზე არ იფიქრო. - ახლა როგორ არის? სად არის? - აქ არის, მეორე სართულზე ძინავს, გზაში ძალიან დაიღალა. - სერიოზულად? მართლა აქ არის? -გაკვირვებით ეცადა შეენიღბა უკმაყოფილება რომელიც დათუნას პასუხმა აგრძნობინა, ახლა ორმაგი ყურადღება და გარჯა დასჭირდებოდა... - გიკვირს არა? მეც მიკვირს, იმედია მალე გაიღვიძებს და შემოგვიერთდება. - როგორ მოხდა რომ სახლიდან გამოსვლაზე დაითანხმეთ? - ანტონიომ დაითანხმა, მეგონა ვერ მოახერხებდა მაგრამ ათ წუთში მოაგვარა, იცი ხანდახან გული მწყდება ხოლმე რომ მე მასავით არ მენდობა. - ეჭვიანობ? -გაეცინა ვერას დათუნას მოღუშულ სახეს რომ შეხედა, -შენს ადგილზე მეც ვიეჭვიანებდი, ცოტა არ იყოს უცნაური ვინმეა ეგ თქვენი ანტონიო. - უცნაური? რა აქვს უცნაური ნუ აზვიადებ, ნახე მგონი ნათია და კოკა მოვიდნენ, -ჭიშკარში შემომავალი წყვილისკენ მიუთითა და კარისკენ წავიდა მათ დასახვედრად, თავი გვერდზე გადახარა ვერამ და წარბაწეულმა მზერა გააყოლა. - ჰმ, ესე იგი არაფერი აქვს უცნაური? ამის მერე დათუნა კიდევ იტყვის რომ ადამიანების ცნობა შეუძლია... - ბაღს ლამაზი ფერადი ღამის ნათურები ანათებდა, ხმამაღალი მუსიკა ისმოდა ირგვლივ, სუფრა ბაღში გამავალ ვერანდაზე იყო გაშლილი, სვამდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, მხოლოდ ანტონიო იჯდა ჩუმად, მშვიდად ადევნებდა თვალს უკვე გვარიანად შემთვრალ მეგობრებს და დროდადრო ინტერესით, წარბშეჭმუხნული დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს, მის მოპირდაპირედ იჯდა ვერა, სახიდან ღიმილს არ იშორებდა და გვერდით მჯდარ ნათიას ესაუბრებოდა რაღაც აშკარად ძალიან სასაცილო ამბავზე. - ცოტა ხნით გავალ, -ნათიას გვერდით მჯდარი კოკა წამოდგა, დაიხარა თავზე აკოცა და მერე ბარბაცით შევიდა სახლში, ვერამ მზერა გააყოლა მამაკაცს, მოიღუშა და გამეტებით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი, მისი არცერთი მიმიკა, არცერთი მოქმედება, თითების მოუსვენარი მოძრაობა მაგიდაზე, აჩქარებული სუნთქვისგან სწრაფად მოძრავი მკერდი არ გამოპარვია ანტონიოს... - ხელი მთხოვა, -გადაუჩურჩულა ნათიამ ვერას. - ვინ? -ისე უპასუხა ვერამ ვერ გაიაზრა რას ეუბნებოდა ნათია. - ვინ და შენმა კარის მეზობელმა მურადიმ, კოკამ მთხოვა ვის უნდა ეთხოვა, -ცოტა არ იყოს გააბრაზა ნათია ვერას უყურადღებობამ. - მერე? - რაღა მერე, დავთანხმდი, ხომ იცი მიყვარს, მასაც ვუყვარვარ, ხვალ ჩემებთან მოვა და ოფიციალურად ითხოვს ჩემს ხელს, მინდა რომ შენც იქ იყო. - არა მგონია მოსვლა მოახერხოს, -მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა ვერამ და მერე ხმამაღლა და გარკვევით დაამატა, -რათქმაუნდა მოვალ, ასეთ მნიშვნელოვან დღეს მარტო არ დაგტოვებ. გახარებული წამოხტა ნათია ფეხზე, მუსიკას აუწია, აკოს ხელი ჩაავლო ააყენა და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა, სხვებიც შეუერთდნენ, მხოლოდ ვერა და ანტონიო არ ცეკვავდნენ, ჩაფიქრებულები გაჰყურებდნენ სახლში შესასვლელ კარს, უკვე მესამედ რომ შეიცვალა მუსიკა და კოკა ისევ რომ არ გამოჩნდა, ერთდროულად დახედეს საათს, ერთდროულად წამოდგნენ ფეხზე და ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს, მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაცვალეს და კარისკენ დაიძრნენ, ის იყო სახლში შეაბიჯეს რომ განწირული ყვირილის ხმა მოესმათ მეორე სართულიდან, ანტონიოს არაფერი უთქვამს გამწარებული გაიქცა კიბეებისკენ, ვერაც უკან მიყვა, იმ საძინებელთან მიიყვანათ ხმამ სადაც მარის ეძინა, გაცოფებულმა შეგლიჯა კარი ანტონიომ და იქვე შედგა გულამოვარდნილი, ღამის განათებებით მსუბუქად განათებულ ოთახშიც კი ჩანდა მარის გაფითრებული სახე, საწოლზე იჯდა შეშინებული, მაგრად ჩაბღუჯულ პლედს იფარებდა სხეულზე და ორივე ლოყა ცრემლებით ჰქონდა სველი, იქვე იდგა კოკა, პერანგი და ქამარი შეხსნილი ჰქონდა, ერთ ადგილზე ირწეოდა და საზიზღრად იკრიჭებოდა. - ანტონიო, -საცოდავად ამოიტირა მარიმ, -გეხვეწები უთხარი აქედან გავიდეს, მისი მეშინია, მეძინა, ვიგრძენი როგორ მეხებოდა, თვალი როგორც კი გავახილე პირზე ამაფარა ხელი, შემეშინდა, ძლივს მოვახერხე მისი მოშორება, ვყვიროდი რომ გაგეგოთ, ცდილობდა... უნდოდა... უნდოდა რომ... -ტირილი აუტყდა აცახცახებულს. - რა მინდოდა, რა, უბრალოდ საპირფარეშოს ვეძებდი, ამ სულელ გოგოს კი შეეშინდა, იტყუება, არ შევხებივარ, -იცინოდა კოკა და ამაოდ ცდილობდა ღილების შეკვრას, ისეთი მთვრალი იყო თითებიც კი არ ემორჩილებოდა. სუნთქვაშეკრული უყურებდა ვერა გაცოფებულ ანტონიოს, უყურებდა როგორ მიუახლოვდა კოკას როგორ ჩაავლო ხელი კისერში და ისეთი ძალით მოიქნია და შეანარცხა იქვე მგდარ კომოდს გონდაკარგული დაეცა იატაკზე, არც კი უფიქრია მისთვის ხელი შეეშალა, საწოლთან მივიდა, მარის გვერდით ჩამოჯდა, ახლოს მიიზიდა შეშინებული, ფოთოლივით აცახცახებული გოგო და მთელი ძალით ჩაეხუტა. - დამშვიდდი, ნუ გეშინია, აქ ვართ, შენს გვერდით, -თბილი ხმით ჩასჩურჩულებდა და თმაზე ნაზად ეფერებოდა, მარი უკვე დამშვიდებული იყო და კოკა ისევ გონდაკარგული ეგდო იატაკზე კარი ნათიამ რომ შემოაღო. - აქ რა ჯანდაბა ხდება? -შეჰკივლა და უგონო სხეულის გვერდით ჩაიმუხლა, -რა გაუკეთეთ, ასეთ დღეში როგორ, რატომ ჩააგდეთ. ანტონიოს ხმა არ გაუღია, ყურადღებაც კი არ მიუქცევია ნათიას ტირილისა და ბრალდებებისთვის, მის კალთაში მობუზულ გოგონას არ აშორებდა მკლავებს და პატარა ბავშვივით არწევდა, მშვიდად წამოდგა ვერა, ნათიას მიუახლოვდა და მის გვერდით ჩაიმუხლა. - როდემდე აპირებ თავის დაბრმავებას? მართლა ვერ ხვდები რა ხდება? - რისი თქმა გინდა? -ცრემლიანი თვალები მიაპყრო ნათიამ. - იმის თქმა მინდა რომ შენი შეყვარებული პედოფილია, შენ კი არაფრის დაჯერება არ გინდა, გახსოვს ის ამბავი, მაშინაც გითხარი რომ... - ისევ იგივეს ამბობ? გინდა რომ სამუდამოდ დამკარგო? ასეთ რამეს რატომ აბრალებ? ყველამ ვიცით რომ მაგ გოგოს თავში ყველაფერი ვერ აქვს რიგზე, უფლებას არ მოგცემთ რომ ისე გამოიყვანოთ თითქოს კოკამ მასზე ძალადობა სცადა, ამაღამ აქ ვრჩებით, არ მინდა ვინმემ გაიგოს რაც მოხდა, არავის არაფერი უთხრათ, დილით წავალთ და იცოდეთ თქვენი დანახვაც კი აღარ მინდა ამის შემდეგ, -ნათიამ მთელი ძალღონე მოიკრიბა რომ უკვე თითქმის გამოფხიზლებული მამაკაცი ფეხზე აეყენებინა და ძლივსძლივობით გაიყვანა ოთახიდან. - ჩემი ხომ გჯერა ანტონიო, -ოდნავგასაგონი ჩურჩული მოესმა ვერას და გაეღიმა როცა პასუხიც მისწვდა მის ყურთასმენას. - რათქმაუნდა მჯერა პატარავ. - სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული სახლში და მის ირგვლივ, ყველაფერი ჩაბნელებულიყო, მხოლოდ მთვარე ანათებდა ეზოს და მისტიკურ ელფერს სძენდა იქაურობას, შუაღამე ხდებოდა სახლის კარი რომ შეაღო ანტონიომ, ქურთუკი შეიხსნა, ფეხზე გაიხადა და ფრთხილად წავიდა კიბეებისკენ, დერეფანში გავიდა თუ არა ვერას შეეჩეხა, პირზე ხელი აიფარა ვერამ და უკან დაიხია, ამაოდ ეცადა მისი დანახვით გამოწვეული გაკვირვება დაემალა. - ამ შუაღამისას სად იყავი ასე გამოწყობილი, -წარბაწეული შეათვალიერა ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ანტონიო. - მეც იგივე შემიძლია გკითხო, -გაეღიმა ანტონიოს, როგორც მახსოვს დღეს ეს შავი მაისური და ელასტიკი ნამდვილად არ გცმია, ულამაზეს სარაფანში იყავი გამოწყობილი და ნაზ ფერიას ჰგავდი, ახლა კი იცი ვის გავხარ? - ვის? - შურისმაძიებელ ნინძას, ვინ ვინ და ფერია რომ არ ხარ ეს აშკარაა, ან იქნებ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობ, დღისით ფერია და ღამით ცივსისხლიანი... - მკვლელი, -სერიოზული ხმით დააბოლოვა ვერამ. - სხვა რამის თქმას ვაპირებდი. - ჰოო? -ღიმილი ძლივს შეიკავა და ზურგსუკან დამალა ხელი თუმცა ანტონიოს არ გაჭირვებია მისი დასვრილი თითები დაენახა. - არ მეტყვი საიდან მოდიხარ? - სასეირნოდ ვიყავი, ღამე ვერ ვიძინებ ხოლმე და რომ ვიცი ასე მოხდება თუ სადმე ვრჩები ხოლმე გამოსაცვლელიც მიმაქვს ყოველთვის, -თავის მართლებასავით გამოუვიდა ვერას. - ჰოო, მეც უძილობა მაწუხებს, ამიტომ გავისეირნე, -ჩაეღიმა ანტონიოს, -გვირილის ჩაის დალევ? - დავლევ, ოღონდ უკანა ეზოში გავიდეთ, არ მინდა ვინმემ დაგვინახოს, ახლა ზედმეტი კითხვები ნამდვილად არ მჭირდება. უკანა ეზოში, კიბეებზე ჩამომჯდარნი მიირთმევდნენ ჩაის და მთვარის შუქით განათებულ ბაღს გაჰყურებდნენ, ორივე ფიქრებში იყო ჩაძირული, ერთმანეთს არ უყურებდნენ, ღამის სიჩუმეს უსმენდნენ გაფაციცებით. - მეჩვენება თუ აუზში რაღაც ტივტივებს, -ანტონიო წამოდგა და თვალებმოჭუტულმა გადახედა უზარმაზარ აუზს. - მგონი არ გეჩვენება, -წამსვე გვერდით ამოუდგა ვერა. ერთად მივიდნენ აუზთან... გაოგნებულები დასცქეროდნენ აუზში მოტივტივე კოკას ცხედარს რომელსაც გულში სამზარეულოს ორი უზარმაზარი დანა ჰქონდა ჩასობილი, ცხედრის გარშემო სისხლისგან წითლად იყო შეღებილი წყალი. - დამპალი როგორც იქნა მიიღო რასაც იმსახურებდა, -ჩაილაპარაკა ვერამ და მერეღა გაახსენდა რომ მარტო არ იყო, უხერხულად შეიშმუშნა. - არადა წესით ახლა უნდა კიოდე, წიოდე, ასთორმეტზე რეკავდე, გული უნდა მიგდიოდეს ან შეშინებული გარბოდე სადღაც, -ღიმილს ვერ იკავებდა ანტონიო. - ღმერთო ჩემო რა საშინელებაა, -გულზე ხელი მიიდო ვერამ, თეატრალურად გადაატრიალა თვალები და ეცადა აცახცახებული ხმით ეთქვა, -სისხლის და ცხედრების ძალიან მეშინია, ახლა შეიძლება გული წამივიდეს. - არც თუ ისე კარგი მსახიობი ხარ, -თავი გადააქნია ანტონიომ. - შენს გვერდით არ გამომდის რატომღაც, -ამოიოხრა ვერამ, -ვერ ვახერხებ მწუხარების გამოხატვას როცა ვიცი ვინც იყო, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ნათიას არასრულწლოვან ბიძაშვილზე სცადა ძალადობა, ნათიამ ბიძაშვილს არ დაუჯერა. - ვიცი. - საიდან იცი? - არა მარტო ძალადობის მცდელობა, გაუპატიურებაზეა ნასამართლევი რამდენიმე წლის წინ, სკოლიდან მომავალი თხუთმეტი წლის ბავშვი ჩაისვა მანქანაში, თბილისის ზღვაზე აიყვანა, მასზე იძალადა და იქვე დატოვა ცოცხალ მკვდარი, თვითმხილველის ჩვენებიდან გავიდა კვალზე პოლიცია, მშობლებმა უამრავი ფული ჩაყარეს და ეს საქმე მიჩქმალეს. - თუ ასე კარგად მიჩქმალეს რომ არავის გაუგია შენ როგორ გაიგე. - საკუთარი წყაროები მაქვს. - გასაგებია, -უცნაურად მშვიდად შეხვდა ვერა ახალ ინფორმაციას, -ახლა რას ვაკეთებთ? - მე ვიძინებ, რამდენიმე საათი მაინც რომ არ დავიძინო შეიძლება გავგიჟდე, შენც გირჩევ რომ დაიძინო, ამას ხვალ დილით მივხედოთ, დილით დავრეკოთ პოლიციაში, არა მგონია ამაღამ სადმე გაიქცეს, -შებრუნდა და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, სანამ შევიდოდა მოტრიალდა და გამომცდელი მზერა მიაპყრო ვერას. - ზოგადად ღრმა ძილით მძინავს ხოლმე. - მეც, ღამით არასდროს ვდგები და მითუმეტეს ბაღში აუზის პირას გვირილის ჩაის არ ვსვამ. - ღამე მშვიდობის. - მშვიდობიანი ღამე, -ღიმილით დაემშვიდობა, კიდევ ერთხელ გადახედა აუზს, სახლში შევიდა და კარი დახურა. - მზიანი დღე გათენდა, დილიდანვე თბილოდა, ტუმცა ჰაერში უკვე იგრძნობოდა დაძაბულობა, ვერა და ანტონიო გვერდიგვერდ იდგნენ და ჩაფიქრებულები დაჰყურებდნენ კამკამა წყლით სავსე აუზს, ცხედარი არსად ჩანდა, უგზო უკვლოდ გამქრალიყო... - შეხედე, -ვერამ აუზის გარშემო დაგებულ კრემისფერ ფილებზე მიუთითა რომლებზეც წითელი მკვეთრი ასოებით ეწერა. ‘’ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო’’ მშვენივრად ერთობოდნენ აკოს სტუმრები, ზოგი ვერანდაზე საუზმობდა, ზოგი იმ აუზში ნებივრობდა რომელშიც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ცხედარი ტივტივებდა, ვერანდიდან ბაღში ჩამავალ კიბეზე გვერდიგვერდ ისხდნენ ვერა და ანტონიო, ხმას არ იღებდნენ და ჩაფიქრებულები უყურებდნენ აუზში მოცურავე მეგობრებს. - რაღაცას ვერ ვხვდები -ისევ ვერამ დაარღვია მათ შორის ჩამოწოლილი მდუმარება, -წუხელ ისე მშვიდად წახვედი დასაძინებლად... არ გიფიქრია რომ შეიძლება სახლში ჩვენს გვერდით იმყოფებოდა მკვლელი? - რა თქმა უნდა ვიფიქრე, -ჩაეღიმა ანტონიოს და მისკენ მობრუნებულ ვერას გაუსწორა მზერა, -წუხელ არც შენ გეტყობოდა მღელვარება იმის გამო რომ სახლში შეიძლებოდა მკვლელი ყოფილიყო. - არ ვღელავდი იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი შენ მოკალი კოკა, -ვერა ერთი წამითაც კი არ შეყოყმანებულა ისე უთხრა ეს სიტყვები და არ გაკვირვებია როცა ანტონიოს სახეზე გაოცებისმაგვარი ვერაფერი შენიშნა. - ანუ იფიქრე რომ მკვლელი მე ვიყავი მაგრამ არ შეგშინებია, გასაგებია, ვაფასებ შენს გულწრფელობას, ამიტომაც სიმართლეს მიიღებ სიმართლის წილ, მეც ზუსტად იგივე ვიფიქრე შენზე, მეგონა შენ მოიშორე თუმცა არც მე შემშინებია იმის რომ შეძლებოდა მეც ზედ მიგეყოლებინე. - ჰმ, კარგი ერთი, რომ არ შეგშინებოდა ახლა თვალები ასე ჩაშავებული არ გექნებოდა, შენ რა წუხელ საერთოდ არ გძინებია? - შიში არაფერ შუაშია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, -მხრები აიჩეჩა ანტონიომ, -დარწმუნებული ვარ არც შენ გიძინია მშვიდად. - რა დამაძინებდა, მთელი ღამე ვფხიზლობდი და მაინც, ატყობ რომ რაღაც გამოგვრჩა? - შეცდომა დავუშვით, ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით ვერა. - საინტერესოა როდის გავხდით ‘’ჩვენ’’ - მას შემდეგ ხომ არა რაც საერთო საიდუმლო გაგვიჩნდა? - და ამ საერთო საიდუმლოსა და ერთმანეთის დანაშაულზე ფიქრში გართულს ყველაზე მთავარი, ნამდვილი დამნაშავე გამოგვრჩა, რომელიც დიდი ალბათობით ახლა ჩვენს შორის არის. - არა მგონია, ის კი არადა შემიძლია ასი პროცენტით გითხრა რომ აქ არ არის, -ანტონიომ ყურადღებიანი მზერა მოავლო იქაურობას და მერე უცნაურად გაიღიმა. - ნათია წავიდა? - დილით ადრევე წავიდა, როცა გაიღვიძა და ნახა რომ კოკას მის გვერდით არ ეძინა გაცოფდა დიდი ალბათობით იფიქრა მიმატოვა და გაიპარაო, ისე გაიქცა არავის დამშვიდობებია, მოიცა, რატომ მკითხე, შენ რა ნათია გგონია მკვლელი? -ვერამ შესამჩნევად აუწია ხმას, წამწამები ააფახულა და გულუბრყვილო მზერა მიაპყრო მომღიმარ ანტონიოს. - კარგი რა ვერა, გეყოფა თამაში, მშვენივრად ხვდები რომ ნათია არაფერ შუაშია და არ გინდა, ნუ თამაშობ სულელი გულუბრყვილო გოგოს როლს, ჩემთან ეს არ გჭირდება, ჩვენ ხომ დანახვის წამიდან ვიცანით ერთმანეთი. - ამაზე უნდა ვისაუბროთ, -ვერამ წამში მოსხიპა ღიმილი და ანტონიომ როგორც იქნა მის თვალებში ის სიცივე დაინახა რომლის დამალვასაც ვერა აქამდე ასე საგულდაგულოდ ცდილობდა, ალბათ როგორი საინტერესო იქნებოდა მისი გონების სიღრმეებში მოგზაურობა, საქმე ისაა უღირდა კი? იქნებ ჯობდა ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო, მაგრამ... - აუცილებლად ვისაუბრებთ ოღონდ ახლა არა, -წამოდგა და მეორე სართულის საძინებლის ფანჯრებს შეავლო მზერა, -ახლა უნდა წავიდე და მარი წავიყვანო, არ მინდა აქ დიდხანს დარჩეს. - მაგრამ ის... -აუზისკენ ანიშნა თავით ვერამ და მერე თითებს დახედა რომლებითაც დილით საგულდაგულოდ წაშალა მკვლელის დატოვებული წარწერა, -მას რა უნდა ვუყოთ? - ჩვენთვის რამის დაშავება რომ სდომებოდა აქამდე მოახერხებდა ამას მითუმეტეს რომ ორივემ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვით, ერთმანეთის თვალთვალში გართულებს მთავარი რამ გამოგვრჩა, ჯანდაბა, ასე სულელურად არასდროს მოვქცეულვარ. - მჯერა რასაც ამბობ, აქამდე აშკარად ძალიან ფრთხილობდი, ასე რომ არ ყოფილიყო ჩემს მეგობრებს რომლებიც ახლა შენს მეგობრობასაც იჩემებენ ანგელოზი არ ეგონებოდი. - შენ ვისზე რას ამბობ, პატარა, სუსტი, დაუცველი გოგო, იდეალური ცოლი, დედა და მეგობარი, ვინმემ იცის სინამდვილეში... - როგორ ტკბილად ჭუკჭუკებთ, როდის მოასწარით დამეგობრება, -დათუნა ამოუდგა ანტონიოს გვერდით და მხარზე ხელი გადახვია. - კარგად გავუგეთ ერთმანეთს, -ნაძალადევად გაიცინა ვერამ და წამოდგა, -ჩემი წასვლის დროა, ჩემი ქმარი ალბათ უკვე გაგიჟებული ყავთ ბავშვებს, იქნებ როგორმე მანამდე მივუსწრო სანამ მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ. ღიმილით და დაჟინებული მზერით გააცილა ვერა ანტონიომ, ვერა ეზოდან გავიდა თუ არა შებრუნდა, სახლში შევიდა და უხმაუროდ აუყვა მეორე სართულზე ამავალ კიბეებს, საძინებლის კართან შედგა ერთხანს და მერე ფრთხილად დააკაკუნა. - ერთი თვის შემდეგ - ნახე რა მოგიტანე, -ჩვეულებისამებრ დივანზე მიწოლილს და ნახევრად მძინარეს დაადგა ანტონიოს თავზე მარი, ხელში ფერადი ორცხობილებით სავსე თეფში ეჭირა, გაეღიმა ანტონიოს მისი დასვენებული სახე, ავარდისფრებული ლოყები და ბედნიერი ღიმილი რომ დაინახა. - შენ გამოაცხვე? -წამოჯდა, ერთი ცალი აიღო და მადიანად ჩაკბიჩა, -ძალიან გემრიელია. - რაღაც უნდა გითხრა? -თეფში გვერდზე გადადო მარიმ, ჩამოჯდა და დარცხვენილმა დაიკრიბა ხელები კალთაში, -ბექა ჩამოვიდა. - მერე? -ანტონიო ძლივს იკავებდა ღიმილს, ალბათ მარი ვერასდროს გაიგებდა რომ ბექა რამდენიმე დღის წინ ნახა და ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი ჰქონდათ. - შეხვედრას მთხოვს, დამირეკა, ვესაუბრე, ძალიან მიყვარხარო... - შენ? შენ რას გრძნობ? - მიყვარს, -ამ ერთადერთ სიტყვას გული ამოაყოლა მარიმ და ანტონიოს გაშლილი ხელები და თბილი ღიმილი რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა, გვერდით მიუჯდა და მთელი ძალით ჩაეხუტა, -ხომ იცი ბექას არასდროს სდომებია ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტა უბრალოდ იმ დროს ძალიან ცუდად ვიყავი და თვითონ ვიშორებდი, მერე იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო მამამისთან... - ვიცი, ყველაფერი ვიცი, -თბილი ხმით შეაწყვეტინა ანტონიომ, -მთავარი ის არის რომ გიყვარს და მასთან ყოფნა გინდა, დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან უყვარხარ, არ არის ცუდი ბიჭი ბექა, ვფიქრობ რომ უნდა სცადოთ. თმაზე ეფერებოდა მის მკლავებში კნუტივით განაბულ გოგოს, ტკბებოდა მისი კარგად ყოფნით და თან ტელევიზორის ეკრანს არ აშორებდა თვალს, ერთ-ერთი არხი სპეციალურ გამოშვებას უძღვნიდა ამ ბოლო ხანებში რუსთავში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებს, თუმცა გასაკვირი იყო ის რომ ვიღაც მხოლოდ პედოფილებს და მოძალადეებს ხოცავდა, მერე კი ისე აკეთებდა რომ პოლიციას რაც შეიძლება ადვილად და მარტივად ეპოვა ცხედარი, ცხედართან ერთად კი ყოველთვის პოულობდნენ მსხვერპლის დამნაშავეობის დამამტკიცებელ მასალას, ხშირად ვიდეო მტკიცებულებების სახით. - ისევ იმ მკვლელზეა გადაცემა? -მარი უფრო მოხერხებულად მოეწყო ანტონიოს მკლავებში და თვალები მილულა, გაეღიმა ანტონიოს, ერთი თვის წინანდელი ამბავი გაახსენდა, აკოს დაბადების დღიდან დაბრუნებულებმა მეორე დილას საინფორმაციოში ნახეს თუ როგორ იპოვეს კოკას ცხედარი რუსთავის ტბაში, მკვლელს არც მაშინ დავიწყებია ვიდეო მტკიცებულებები. - - მიხარია რომ შეხვედრაზე დამთანხმდი, -ვერამ სურნელოვანი ყავით სავსე ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე და ანტონიოს მოპირდაპირედ მოკალათდა. - დრო იყო გველაპარაკა, -ანტონიომ საკმაოდ სქელი საქაღალდე დადო მაგიდაზე და ეშმაკური ღიმილით შეხედა ვერას. - ამაშიც კი ერთმანეთს ვგავართ, გვიყვარს ქაღალდებში ქექვა, არადა ეს ყველაფერი ერთ პაწაწუნა მეხსიერების ბარათზე დაეტეოდა, -ვერამ სიცილით მიუდო გვერდზე ანტონიოს საქაღალდეს იგივენაირი ან ცოტა უფრო მეტად სქელი საქაღალდე. - ჰმ, დრო ტყუილად არც შენ დაგიკარგავს. - რა თქმა უნდა, შენზე ყველაფერი გავარკვიე. - გასაგებია, შენთან ერთადერთი კითხვა მაქვს, რატომ? - იმიტომ რომ ჩემი შვილები უსაფრთხო გარემოში გაიზარდონ, სხვა არაფერი მაინტერესებს, დიდი ხანია რაც ჩემს ფიქრებს და მოთხოვნილებებს სწორი მიმართულება მივეცი და ამით ბევრ ადამიანს, ბევრ ქალს და ბავშვს ავარიდე ხიფათი, შენ ჯერ კიდევ არ იცი ჩემი ბნელი ღამეები რამდენ გაუთქმელ საიდუმლოს მალავს, ჩაძიებას არ გირჩევ, ისედაც საკმარისზე ბევრი იცი, შენ კი იგივე კითხვას არ დაგისვამ, მარის რომ ვუყურებ ისედაც ნათელია ყველაფერი. - ახლა? - ახლა ჩვენს ახალ, თამაშის მოყვარულ მეგობარს დაველოდოთ. - დარწმუნებული ხარ რომ მოვა? - რა თქმა უნდა მოვა, თანაც ხომ იცი როგორ უყვარს როცა ხალხს აოცებს, წარმოდგენა რომ ჰქონდეს ვიცით ვინც არის ახლოსაც არ გაგვეკარებოდა. მიუხედავად იმისა რომ ელოდნენ მაინც უცნაურად დაიძაბნენ როცა კაფეში შემოსასვლელმა კარმა გაიწკრიალა და კარის თავზე დამაგრებული პატარა ზარი აწკარუნდა, ორივემ ერთდროულად ახედეს მაგიდასთან მდგარს და ირონიულად მომღიმარს, დასცქეროდათ თავზე სიკვდილის ღმერთივით დიდებული და ამაოდ ეძებდა მათ სახეზე რამე შიშის ან გაოცების მაგვარს. - გამარჯობა მეგობარო, -ერთ ხმაში მიესალმნენ და მისი უკმაყოფილო და იმედგაცრუებული გამომეტყველება რომ დაინახეს თავშეუკავებელი სიცილი აუტყდათ... - დ ა ს ა ს რ უ ლ ი - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.