ნეიტრალიზატორები(თავი მესამე)
თავი საშინლად ტკიოდა ლილას და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ცხელი შხაპი და დაძინება იყო...ყველა ზედაპირი ორჯერ გადაწმინდა თუმცა მაინც მოუსვენრად იყო და ფიქრობდა რომ საკმარისად კარგად არ დაუსუფთავებია....კიდევ ერთხელ დაუარა პალატას და როცა ყველაფერმა ბზინვა დაიწყო მხოლოდ მაშინ დამშვიდდა...ყველანაირად ცდილობდა პალატაში სრული სისუფთავე დაეცვა,ვირუსის გავრცელება რომ თავიდან აერიდებინა...თმაში ხელი შეიცურა და თვალები წამით დახუჭა,თითქოს ამით ეცადა დაღლილობის მოხსნას,რომელსაც თითოეული ნერვით გრძნობდა...კიდევ ერთი დღე,დაჭრილების მორიგი ნაკადი და მამამისის კიდევ ერთი მცდელობა ლილას დასაბრუნებლად...ტუჩზე ოდნავ იკბინა და შეწუხებულმა გაიფიქრა რა მოხდებოდა თუ ლეიტენანტს ყველაფერს მოუყვებოდა? ნუთუ მამამისთან დააბრუნებდა? მასთან დაბრუნების ყველაზე მეტად ეშინოდა და სწორედ ამიტომ იყო ჩუმად,თუმცა არც ის მოსწონდა ამდენ დაჭრილს რომ ხედავდა,ფიქრობდა რომ ეს ყველაფერი მის გამო ხდებოდა...თავი გაიქნია და ოდნავ გაიზმორა,ყავა უნდოდა,იცოდა ძილი არ გაეკარებოდა რადგან ათასი რამ უტრიალებდა თავში,მაგალითად ნოლანის კომენტარი... "ეჭვი მაქვს ხშირად შეგხვდები,",რა იგულისხმა ნოლანმა? თანაც ეს რომ თქვა დანტეს გახედა,წარბები შეკრა ლილამ და ახლა მეორე კომენტარი ამოუტივტივდა გონებაში, "მგონი ძალით მოგიწევს ჩვენი აქედან გაგდება...",რის თქმას ცდილობდა ნოლანი? ლილა სულელი არ იყო,ხვდებოდა რომ დანტეს მის მიმართ რაღაც ინტერესი გაუჩნდა,პალატაში ყოფნის დროს თვალი არ მოუშორებია მისთვის და მისი თვალები? როგორი ჩამძირავი თვალები ჰქონდა....გონებიდან ვეღარ შლიდა...თავი გაიქნია და თავს შემოუძახა რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა ვიდრე ვიღაცის თვალებზე ფიქრი. როდესაც დარწმუნდა,რომ ყველაფერი სუფთა იყო კარი ფრთხილად გააღო და დერეფანში გააბიჯა თუ არა კანკალმა აიტანა. იმის მიუხედავად რომ გრძელმკლავიანი მაისური ეცვა ღამის სიცივეს აშკარად ვერ შველოდა და ინატრა დილით ქურთუკი წამოეღო,რაღას იზამდა ამოიოხრა და ხელები მჭიდროდ შემოიხვია. -ლილა?-ღრმა,თუმცა ნაცნობი ხმის გაგონებისას ლილა შეხტა და ხმის მიმართულებით რომ გაიხედა,კედელს მიყრდნობილი დანტე დაინახა,ბუნდოვან შუქზე მისი გამომეტყველება არ იკითხებოდა,თანაც ისევ მასკა ეკეთა რომელიც მთელ სახეს უფარავდა თვალების გარდა. -დანტე? აქ რას აკეთებ? ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა ლილამ,ბიჭის აქ დანახვა მისთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო -ვიფიქრე მუშაობას ამ დროს დაამთავრებდი და მინდოდა ოთახამდე მიმეცილებინე,-თქვა მან და კედელს მოშორდა. გოგონას მისი შემოთავაზება გაუკვირდა,თუმცა რატომღაც დათანხმდა -კარგი...გმადლობ.-დერეფანს ერთად გაუყვნენ,დანტემ ქურთუკი მაშინვე გაიხადა და ლილას გაუწოდა,ლილამ ჯერ ქურთუკს დახედა,მერე კი დანტეს შეხედა -ვიცი რომ გცივა,მიდი ჩაიცვი ცოტას გაგათბობს.-მშვიდი ტონით უთხრა ბიჭმა და ლილამაც მაშინვე გამოართვა,რომ ჩაიცვა ქურთუკის სურნელმა ერთიანად დაამშვიდა და თითქოს გაათბო კიდეც,ციტრუსის მსგავსი სურნელი ასდიოდა რაც ლილას საოცრად მოეწონა. -გმადლობ.-ბიჭს მადლობა მოუხადა და ჩუმად გაუყვნენ დერეფანს. ლილამ შენიშნა რომ გამვლელები ისე უყურებდნენ,თითქოს ისეთი რამის მომსწრენი გახდნენ,რაც არ უნდა ენახათ,ვერ მოითმინა და დანტეს ჰკითხა -ყოველთვის ასე გიყურებენ?-ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ისე უპასუხა -სავარაუდოდ შოკში არიან,გოგოსთან ერთად პირველად დამინახეს,ზოგადად პირველად დაინახეს რომ ვიღაცასთან ერთად ვსეირნობ-ლილას დახედა,გოგონამ კი მხოლოდ ამის თქმა შეძლო -ოჰ...-ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. ცნობისმოყვარეობითა და კოფეინის სურვილით აღძრულმა ლილამ ჩაილაპარაკა -რამდენი ხანია აქ ხარ?-საუბრის სხვა მიმართულებით წარმართვა გადაწყვიტა -მთელი ჩემი ცხოვრებაა,მე ნოლანი და კიდევ რამოდენიმე ბიჭი ერთად გავიზარდეთ- უპასუხა დანტემ და ახლა ლილას მიუბრუნდა-და შენ? -თქვენმა გუნდმა ტყეში მიპოვა,ზუსტად იმ დღეს როცა სახლიდან გამოვიქეცი,ორი თვეა რაც აქ ვარ და ექიმად ვმუშაობ,-ბიჭმა სახეზე თვალი მოავლო ლილას და ისე იკითხა -მაშ გაიქეცი? რატომ?-ლილამ მხოლოდ პირველ კითხვაზე დაუქნია თავი და თემა შეცვალა როცა მიხვდა რომ მის ოთახს მიუახლოვდნენ -იცი ჯერ არ მეძინება,ყავა უნდა დავლიო...-სანამ კიდევ რამეს დაამატებდა დანტემ გააწყვეტინა -ყავა კარგად ჟღერს უარს არც მე არ ვიტყოდი. მეც შენთან ერთად წამოვალ.-ლილამ წამიერად ახედა დანტეს და სულ დაავიწყდა რომ მარტო უნდოდა საერთო სამზარეულოში წასვლა და ყავის დალევა,ბიჭს თავი დაუქნია და ერთად წავიდნენ სამზარეულოსკენ... ******* მიუხედავად დაღლილობისა,ჯარისკაცების ნაწილი აქა-იქ იყო მიმოფანტული,ზოგი ჭამდა,ზოგი საუბრობდა,ზოგი კი უბრალოდ ისვენებდა. სამზარეულოში შესვლისთანავე ლილა ყავის გაკეთებას შეუდგა,დანტე დახლს მიეყრდნო,მკლავები წინ გადაიჯვარედინა,ნავარჯიშები სხეული დაეჭიმა,ლილას თვალს არ აშორებდა,მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა... -ჩემს შეკითხვას არ უპასუხე,-დაჟინებით მიაჩერდა დანტე,ლილამ წამიერად ახედა და ისე კითხა -რომელ კითხვას გულისხმობ?-ისევ ყავის კეთებას მიუბრუნდა -სახლიდან რატომ გაიქეცი?-ლილას ხელი წამიერად გაუშეშდა,თუმცა მალევე მოეგო გონს და ცივად უპასუხა -ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს.-შავი სითხე კერამიკის ჭიქაში ჩაასხა,შემდეგ კი დანტეს ფრთხილად დაუდო წინ,ჭიქამ სასიამოვნოდ დაიწკარუნა და მთელი სამზარეულო ყავის სურნელმა მოიცვა.. -გმადლობ.-დანტეს მზერა ურყევი დარჩა,ჭიქა ხელში აიღო და ყავა ფრთხილად მოსვა. ლილამ მის ყავაში ცოტა რძე ჩაამატა,შემდეგ კი ცარიელი მაგიდისკენ წავიდა,ისე რომ დანტეს არც დალოდებია და როგორც კი ჩამოჯდა მაშინვე იგრძნო დაღლილობა,დანტე მის წინ დაჯდა,ცხელი ყავა ისევ მოსვა და სანამ რამეს იტყოდა ლილამ დაიწყო -უბრალოდ გრძელი ისტორიაა....დიდად არ მსიამოვნებს იმ დროის გახსენება....-დანტეს ახედა,ბიჭმა თავი დაუქნია,მისთვის სირთულეები უცხო არ იყო,საკმარისი რამ გამოიარა ცხოვრებაში... -გასაგებია,-მოკლედ უპასუხა,ყავა მოსვა და ისევ კითხა -მხოლოდ ოცი წლის ხარ არა? რამდენი ხანია რაც ექიმი ხარ? -კი ოცის ვარ,შარშან დავამთავრე სწავლა,ასე რომ წელიწადნახევარია რაც ექიმი ვარ.-დანტემ ცალი წარბი აწკიპა და აშკარად გარკვირვებულმა ჰკითხა -როგორ მოახერხე?-ლილამ მხრები აიჩეჩა,ყავა მოსვა და დაიწყო -უბრალოდ ძალიან მოვინდომე,თანაც რატომ უნდა გააჭიანურო როცა მასალას იცნობ,მამაჩემის საქმიანობიდან გამომდინარე პატარაობიდანვე ბევრი რამ ვისწავლე...ასე რომ სანახევროდ ამის დამსახურებაცაა...-თვალები დახარა და ჭიქას ორივე ხელი შემოხვია. დანტე თვალს არ აცილებდა ისე უპასუხა -ანუ გამოდის,რომ მხოლოდ ჭკვიანი კი არა მშრომელიც და მოხერხებულიც ყოფილხარ.-პატარა,თითქმის შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინა ლილას ტუჩებზე -ჰო,მგონი მასეა..-დაეთანხმა. დანტე ოდნავ წინ გადაიხარა,მაგიდა მისთვის ბარიერს წარმოადგენდა და ეს თითქოს აღიზიანებდა კიდეც. -მაშ აქ სრულიად მარტო ხარ? -მასე გამოდის.-მოკლედ უპასუხა ლილამ. დანტემ თავი დაუქნია და ლილას სახეს თვალი შეავლო...ლაპარაკი დიდხანს გააგრძელეს,დანტე ჩუმად სვამდა კითხვებს და ცდილობდა ის თავსატეხი ამოეხსნა,რომელიც ლილა იყო,მათი საუბარი მარტივად წარიმართა,ჭიქების წკარუნით და აქა-იქ მჯდარი ხალხის ლაპარაკის ფონზე,თუმცა ლილას მალე სახეზე დაღლილობა შეეტყო,დაამთქნარა და მისი და დანტეს ჭიქები რომ გარეცხა გამოაცხადა -უნდა წავიდე,-დაღლილობისგან ხმა მისუსტებული ჰქონდა-ცოტა უნდა დავიძინო,ხვალ ბევრი საქმე მაქვს.-დანტე წამოდგა და რბილად უთხრა -გინდა ოთახამდე მიგაცილებ?-თითქოს შეკითხვა დასვა მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ გაახმოვანა რის გაკეთებასაც აპირებდა. ლილა შეყოყმანდა,ძალიან დაღლილი იყო და მარტო ყოფნა უნდოდა,მაგრამ ჩათვალა რომ უარის თქმა უხეშობა იქნებოდა,თანაც დანტეს თვალებზე შეატყო რომ მისი გაცილება უნდოდა. -თუ გინდა...-ჩუმად უპასუხა -მინდა.-მოკლედ უპასუხა და გოგონას გვერდში ამოუდგა. ერთად გაუყვნენ ლილას ოთახამდე გზას,არცერთი არ იღებდა ხმას და ლილა ამით კმაყოფილი იყო,იმდენად იყო დაღლილი ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა,დაღლილობასთან ერთად კი რაღაც უცნაურსაც გრძნობდა,თითქოს გული უფრიალებდა,მაგრამ ვერ გაერკვია ეს რის გამო იყო...მის ოთახს რომ მიუახლოვდნენ ლილამ დანტეს სუსტად გაუღიმა -გმადლობ დანტე,-მისი სახელის გაგონებისას ბიჭს თვალები წამოენთო,თუმცა მხოლოდ ესღა უთხრა -ძილინებისა ლილა.-ეს იყო და სიბნელეში გაუჩინარდა,მხოლოდ მაშინ გაახსენდა ლილას რომ ჯერ კიდევ დანტეს ქურთუკი ეცვა,იფიქრა დადევნებოდა და დაებრუნებინა,მაგრამ ფეხებმა ავტომატურად წაიყვანეს საწოლისკენ და როგორც კი ბალიშზე თავი დადო მაშინვე გაითიშა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.