შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა თივის წესებით (თავი მეორე)


20-02-2025, 06:36
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 119

მანამ სანამ გარედ გამოვიდოდი, კვლავ შემოვიდნენ, გასახდელ ოთახში ნაბრძოლი ბიჭები რომლებსაც სახე და ხელები სისხლში ჰქონდათ.
უკვე გასასვლელთან ვიყავი, როდესაც კოტემ შემაჩერა და კუთვნილი 100დოლარი გადამიხადა.... კარიდან გამოსულს, მიტოვებული ქარხნის ეზოში, ჩემი თანაკლასელი მათე დამხვდა.

მათე: როგორ ხარ ვატო?, ვუყურე შენს ბტძოლას, გილოცავ.

:გმადლობ.... არ ვიცოდი აქ თუ იქნებოდი.

მათე: კი, სულ მინდოდა შენს შეხვედრას დავსწრებოდი და მოვახერხე როგორც იქნა.

:ძალიან კარგი, მიხარია თუ მოგეწონა.

მათე: წამოდი სადმე ავღნიშნოთ შენი გამარჯვება.

:გმადლობ მათე მაგრამ დაღლილი ვარ, მირჩევნია სახლში წავიდე.

მათე: ვატო ძალიან გთხოვ, სულ ცოტახნით.... თითო ბოთლი ლუდი დავლიოთ, თან საქმე მაქვს შენთან.

: კარგი წავიდეთ ცოტახნით.

მე და მათე ერთ ერთ ბარს ვეწვიეთ და თითო ბოთლი ლუდი შევსვით.. ბევრი ვიბაასეთ მაგრამ მათემ თემა საქმით ჩაანაცვლა.

მათე: ვატო ეს ბრძოლა და ფორმაში ყოფნა კარგია მაგრამ როდემდე აპირებ ასე?, არც ცოლი არც შემოსავალი სტაბილური...

:რა იყო?!, ცოლს ხომ არ მირიგებ?.

მათე: კარგი თუ კაცი ხარ!, სერიოზულად ვილაპარაკოთ.... უკვე 35წლის ხარ, განა როდემდე შეძლებ ბრძოლას?...

:რა შორიდან მივლი?!, თქვი თუკი რაიმე გაქვს სათქმელი.

მათე: კარგი, მოკლედ მე ამჟამად დამაწინაურეს, ერთ ერთ პრესტიჟულ გრანდიოზულ დაწესებულებაში, სადაც სასტუმრო, რესტორანი, და სხვა კიდევ ბევრი ღონისძიება იმართება.

:ოჰო?!.. გილოცავ

მათე: გმადლობ... სწორედ ამიტომ მჭირდება გვერდით სანდო ადამიანები, რომლებსაც ვენდობი... თან შენგან ბევრი სიკეთე მახსოვს, და მინდა მეგობრულად გვერდში ამოგიდგე.

:საინტერესო შემოთავაზებაა მაგრამ ეჭვი მეპარება დრო გამოვძებნო, რადგან ვარჯიშს ვერ შევუთავსებ...

მათე: ვატო, მე ყველანაირად ხელს შეგიწყობ, თან ფაქტიურად არაფრის კეთება მოგიწევს, უბრალოდ შემოსასვლელში, ლაღად და მომღიმარი, უნდა შეხვდე სტუმრებს და მიუთითო სწორიიმართულება.

:ანუ როგორც მივხვდი, კარის კაცად მნიშნავ?!.

მათე: არა!.. უბრალოდ სასურველია შენისთანა ათლეტური, კარგი შესახედაობის მამაკაცი.. ისიც გაითვალისწინე რომ ანაზღაურება საკმაოდ კარგია.. რადგან ამ დაწესებულებაში, მხოლოდ გავლენიანი და მდიდარი ადამიანები სტუმრობენ, სხვა და სხვა ქვეყნიდან... კარგი რა!, ნუ იპრანჭები ამდენს.

დიდხანს ცდილობდა მათე ჩემს დარწმუნებას, საბოლოოდ დამითანხმა და მითხრა რომ რამოდენიმე დღეში შემეხმიანებოდა.. იქამდე კი მირჩია რომ სახეზე დაზიანებები მალე მომეშუშებინა.


შინ გვიან მივედი, კარში დენის ქვითარი დამხვდა... რომ შევედი ზურგ ჩანთა სკამზე მოვათავსე და ქურთუკი გავიხადე... ხელ-პირის დაბანის შემდეგ, ჰონორარით ნაყიდი პროდუქტის ნაწილი მაცივარში მოვათავსე, დანარჩენი კი ვახშმად მოვიმზადე.... დაწოლამდე შრამებს ვიმუშავებ სახეზე, მინდა გითხრათ არც ისე უმტკივნეულოა ეს პროცესი....

დრო და დრო ტკივილს ვგრძნობ, ნეკნებსა და თავის არეში, ხელებიც ისე მტკივა რომ თითქოს სატვირთომ გადამიარა.

დილით კარზე კაკუნის ხმა მაღვიძებს.. დიდი დრო მჭირდება რომ საწოლიდან წამოვდე, რადგან ყველაფერი მტკივა... კარზე კაკუნი არ ჩერდება, მე კი სანამ კარს მივუახლოვდები, გზად საყინულედან ყინულით სავსე პარკი გამოვიღე, თავზე დასადებად და კარიც გავაღე ისე რომ არც მიკითხავს ვინ მესტუმრა, რადგან ვიცოდი რომ ეს ოთახის მეპატრონე ლალი იქნებოდა.

ლალი: რას გავხარ ბიჭო?!.

:კარგით რა ლალი დეიდა, ერთხელ მაინც შემაქეთ.

ლალი: ოჰ... მოინდომა ვაჟბატონმა ქება... შენ ის მითხარი რა დღეა დღეს?.

:თუ არ ვცდები სამშაბათი.

ლალი: რა რიცხვია დღეს?...

:მე მგონი 28 უნდა იყოს...

ლალი: მერე?....

:მერე?!, 29.

ლალი: გეყოფა ვატო!, როდის უნდა გადაიხადო ქირა?..

:მაოატიეთ ლალი დეიდა, გპირდებით ძალიან მალე გადაგიცდით ორი თვისას, მალე მუშაობას ვიწყებ და გაგისტუმრებთ ორი თვის ვალს.

ლალიმ ალმაცერად შემომხედა და საყვედურით ამავსო, ოჰ ნეტავ იცოდეთ რამდენჯერ მაქვს ეს ფრაზები მოსმენილი...
ორმოც წუთიანი ნოტაციის შემდგომ კვლავ დავითანხმე ლალი რომ კიდევ ერთი თვე დაეცდია ჩემთვის და სამი თვის ქირას ერთად გადავუხდიდი... მანაც ჩემი მშობლებთან კარგი ნაცნობობის ხათრით, კვლავ ერთი თვით გადამიწია დრო მაგრამ კატეგორიულად მაფრთხილებს რომ თუ კი იგივე განმეორდება შემდეგ თვეში, იძულებული გახდება რომ სახლიდან გამიშვას.

ლალის წასვლის შემდეგ, ვისაუზმეთ და კრივის სავარჯიშო დარბაზის ალენ გავეშურე, ზურგ ჩანთით მოკიდებული.
გზად ახლობლები მიესალმებიან...

დარბაზის კარი რომ შევაღე ბიჭები მონდომებით ვარჯიშობდნენ,ვმე კი ცოტათი შევაგვიანე რაზეც ჩემმა 71წლის მწვრთვნელმა თომამ, საყვედურით აღსავსე თვალებით გამომხედა, შემდეგ კი კვლავ განაგრძო რინგისაკენ ცქერა, სადაც ახალგაზრდა მოსწავლეს, ამზადებდა ტურნირისთვის.

გამოცვლის შემდეგ, ხელთათმანები სკამზე მოვათავსე და რინგისაკენ გავემართე, სადაც თომა ბიჭებს ასოარინგებდა.

:რატომ არ მოხვედი გუშინ?.. კარგი ბრძოლა ჩავატარე.

თომა: ალბათ ვინმე ინდაური შეგხვდა.

:რატომ ინდაური?!, ძალზედ კარგი მებრძოლი იყო.

თომა: არ ვიცი, რაღაც მეეჭვება.

განრისხებულმა მივუთითე თომას რომ დაენებებინა ცოტახნით თავი ბიჭებისთვის და ჩემსკენ მოემართა მზერა, რაზეც თავადაც გაბრაზდა.

:ამიხსენი რას მერჩი?... რა დაგიშავე ასეთი რომ ასე მელაპარაკები.

თომა: ის დააშავე რომ მე მოკრივეების ვზრდი და არა თივაში მოხტუნავე ვირთხებს, რომლებიც ფულის გულისთვის ადარებენ მაყურებელს.

ძალიან გავბრაზდი ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს თომას და ბიჭების თანდასწრებით ასე რომ მომართავს, სწორედ ამიტომ კამათის დროს ხმას ავუწიე რის გამოც მანაც იგივე გაიმეორა და ბიჭები ცდილობენ ჩვენს გაჩერებას.

:მაშინ ადექი და შენ გადამიხადე ხელფასი!.. ან შენმა ფედერაციამ, მარტივია არა?. შორიდან საუბარი.

თომა: როგორ ბედავ?!... შე ლაწირაკო, რა მაგალითს აძლევ ახალგაზრდა ბიჭებს? რომ სპორტი სანახაობადი გაცვალონ?, რადგან კარგ შემოსავალს ვერ ვთავაზობ?, სამაგიეროდ შენგან განსხვავებით ამ ბიჭებს ნებისყოფა გააჩნიათ და ძალიან ბევრს მიაღწევენ, და არა შენსავით იცირკონ თივის ზვინში.

:და რას მივაღწიე შენთან?... 20 წელია მხოლოდ დაპირება მესმის, აღარ ვარ იმ ასაკში რომ შენი ზღაპრები მოვისმინო, არც მოკრივედ ვარგისი და ტრენერობაც არ არის შენი საქმე.

თომა: როგორ მიბედავ შე. .

უეცრად დაძაბული კამათის დროს თომამ გულზე მოიკიდა ხელი და ნელ ნელა მოიკეცა, მა სმა დამხმარე ბათომ ბიჭებთან ერთად შეაშველეს ხელი და ბათომ მისაყვედურა რომ მოხუცი ვანერვიულე, ბოდიში მოვიხადე მაგრამ თომამ დარბაზიდან მაინც გამომაგდო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent