არჩევანი (11)
– არ ვაპირებ მის დათმობას! - წარმოთქვა ეს სიტყვები და წავიდა. მთელი გზა ჩაფიქრებული და დაძაბული მართავდა მანქნას ძალიან აფიქრებდა, მართას მღელვარება და არც მისი არეული მზერა არ გამოპარვია, რამდენიც არ უნდა ემალა, მისი დაბნეული და შეშინებული თვალები ყიდდნენ მას. ამის გარდა ეს ბავშვი, მის პატარაობას აგონებდა. გონებაში მართას და ირაკლის სცენა ამოუტივტივდა სადაც მის მანქნაში ჩაჯდა გოგონა და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, შემდეგ თვალები დახუჭა გონების მოსაკრებად. – ეშმაკმა დასწყევლოს! - სიმწრისგან საჭეს ძლიერ შემოსცხო ხელის მტევანი.- არაფერი გამოვიდა, ის კრეტინი უდანაშაულოდ სცნეს და მათ გაიმარჯვეს ახლა ის თავისუფალია და დარწმუნებული ვარ, არ მოისვენებს სანამ მიზანს არ მიაღწევს. - ტელეფონი მოიმარჯვა და გადარეკა. – გისმენთ ბატონო?- გაისმა კაცის ხმა. – ახლა კარგად მომისმინე, დაივიწყე ყველაფერი და რასაც გეტყვი ის გააკეთე, დღეიდან შენ გევალება, უთვალთვალო ირაკლი ხუციშვილს და მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ვიცოდე სად არის ვისთან არის. გასაგებია?! – დიახ, ბატონო. – მაშინ საქმეს შეუდექი, იცოდე ერთი დეტალიც,რომ გამოგრჩეს გაგანადგურებ.- ჩასძახა ყურმილში და სარაძელზე მიაგდო ტელეფონი მას შემდეგ რაც საუბარს მორჩა. მანქანას მართავდა არეული გონებით მასში ახლა ყველა ემოცია ერთად იყო თავმოყრილი შინაგანად ბრძოლას გადიოდა საკუთარ თავთან. მისი ხისტი და პირქუში იერსახის მიღმა, სულ სხვა ადამიანი იმალებოდა, ის ადამიანი რომლის გამოჩენაც არ სურდა არ ამჟღავნებდა და არც ემოცოებს აძლევდა უფლებას გარეთ გამოეტანა ბავშვობიდან თავისებური იყო, თუმცა მძიმე ცხოვრების ტვირთმა გამოკეტა თავის ნაჭუჭში. გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა და სამი თაიგული იყიდა. ისევ იმ ადგილს მივიდა,სადაც თავისი საყვარელი ადამინები მუდამ ელოდნენ, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა მისი თვალები ტკივილით აივსო და ისე მიუახლოვდა საფლავს თავი ზევით არც კი, აუწევია. ის თავ აწეული და ამაყი პიროვნება სადღაც გამქრალიყო მის ნაცვალდ ახლა ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იდგა, სწორედ მათ გვერდით იხსნიდა ნიღაბს. – დღეს მინდა პირველი ანას დაველაპარაკო, იმედია არ მიწყენთ.- ნაღვლიანი თვალებით მიმართა ქვაზე გამოსახულ ქალის გამოსახულებას ისე თითქოს, იქ ცარიელი საფლავის ქვა კი არა, ცოცხლად იყვნენ.- უმცროსი დის ქვასთან ჩამოჯდა და დიდი ვარდების წითელი თაიგული დაუდო წინ. – ნახე ჩემო პატარავ, შენი საყვარელი თაიგული მოგიტანე.- მტკივნეულად წარმოთქვა, ეს სიტყვები. ძალიან უჭირდა, რაიმეს თქმა. – იცი დღეს შენი ნამდვილი მკვლელი დააკავეს, თურმე ის ირაკლი არ ყოფილა, თუმცა მაინც არ მომწონს ეგ ადამიანი. - დღეს მინდა პატიება,გთხოვო ალბათ გაგიკვირდება,თუ რისთვის გთხოვ, მაგრამ ჩემი ბრალია, ნაწილობრივ ის,რომ ახლა ჩემს გვერდით აღარ ხარ,მარტო არ უნდა დამეტოვებინე და არ უნდა წავსულიყავი მივლინებით. მაპატიე,გთხოვ მე ვერ შევძელი შენთვის სათანადო ძმობა გამეწია. პირობას გაძლევ იმ მანიაკს ციხეში ამოვალპობ შენი მკვლელობისთვის. მასთან რომ დაასრულა, მონოლოგი, დედის საფლავთან გადაინაცვლა. _ დედა, ვიცი ძალიან მიბრაზდები ჩემი საქციელების გამო, გთხოვ აპატიე შენს გზა,აბნეულ შვილს. ძალიან დავიღალე და ავირიე ვეღარ ვხვდები, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო. გახსოვს წინაზე გითხარი, რომ ის ადამიანი შემიყვარდა ვისაც გული ვატკინე, ძალიან გვიან მივხვდი ამას და ჩემს ჩადენილსაც ძალიან ვნანობ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერზლხებ, როგორ მოვიპოვო მისი ნდობა ისევ, ის ძალიან შეცვლილია და ალბათ არც არასდროს მაპატიებს, როგორც მოვექეცი. ახლა ის კრეტინიც არ მოეშვება. ფიქრებში იყო, გართული როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. _ გისმენთ? _ ბატონო იმის სათქმელად გირეკავთ, რომ გითხრათ. თქვენი დის მკვლელი უკვე დააკავეს და ციხეში გადაჰყავთ.– მიუგო ადვოკატმა. – ძალიან კარგი, ყველაფერი მოაგვარე გურამ, მე ის მანიაკი უნდა ვნახო პირისპირ.- ავად გამოსცრა კბილებში. – როგორც მიბრძანებთ ბატონო.- ესღა უთხრა და გათიშა ტელეფონი. ... ამბობენ ჯოჯოხეთს სიკვდილის, შემდეგ გადის ადამიანიო, თუმცა ამ წუთისოფელშიც გავდივართ ჯოჯოხეთურ ცხოვრებას, ისევე როგორც კვიციანის, შემთხვევაში და არავინ იცის რა ნაღველს და დარდს ატარებდა, არ ყოფილა მისთვის, იოლი და არც არავისთვის იქნებოდა ადვილი გადასატანი საყვარელი ადამიანებისგან გამოწვეული ტკივილი, არც ის ვიცით სხვა, როგორ გაუმკვლავდებოდა ამ ტრაგედიას. ღმერთზე იყო განაწყენებული და გული ჰქონდა აცრუებული, აღარ სჯეროდა არაფრის არადა ერთ დროს ძალიან სწამდა უფლის და ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ესწრებოდა,თუმცა იმ ყველაფრის, შემდეგ აღარც სალოცავთან მისულა და აღარც ტაძარში შესულა. თითქოს უფლის წინაშე გაიფიცა,რომ მასთან აღარასდროს მივიდიდა და აღარ სთხოვდა არაფერს, რადგან მან საყვარელი ადამიანები წაართვა. ათეისტი არ იყო,თუმცა განაწყენდა მასზე და დღემდე არ მიუწევდა გული, თითქოს ფეხები უკან რჩებოდა და ვერ ბედავდა მისვლას. ახლა, რატომღაც მოუნდა მისულიყო,ისევ ტაძარში. შესასვლელთან დაამუხრუჭა, შემდეგ კი გადმოვიდა. მის წინ უზარმაზარი სამების ტაძარი მედიდურად დაჰყურებდა არემარეს და ზარების ხმა ისმოდა. თვალები დახუჭა ღრნად ამოისუნთქა მერე კი, ტაძრისკენ დაიწყო სვლა, თუმცა როგორც კი, კარებს მიუახლოვდა ფეხები უკან შემორჩა და ნაბიჯიც ვერ გადადგა. – არა, არ შემიძლია ჯერ არ ვარ მზად შენთან შესახვედრად.- ამოიგმინდა და ის იყო, წამოსვლას აპირებდა, რომ ხის ბოძზე პატარა გოგონა დაინახა, რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა.მას მიუახლოვდა სათვალეები მოიხსნა და ნაღვლიანი სახით გახედა. – პატარავ, რატომ ტირი?- მშვიდი და თბილი ხმით კითხა.- აქ რატომ ხარ მარტო, სად არის დედა? – ბიძია, დე..და... საავადმყოფოშია და ავად არის, ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თუ უფალს ვთხოვდი დედას კარგად ყოფნას და შემდეგ მტრედებს გავუშვებდი მტრედები ჩემს თხოვნას მალე გადასცემდა უფალს და გადაარჩენდა.- ტიროდა გოგონა და თან მუჭებით ცრემლებს იწმენდდა. კვიციანს გული ეკუმშებოდა მის შემყურე. – მერე რა გიშლის ხელს?- უთხრა და თავზე მოეფერა. – ფული არ მყოფნის,რომ ასი ცალი მტრედი გავუშვა.- ამოიტირა. – გასაგებია,სად არის ის მტრედების გამყიდველი?- იკითხა და არემარეს მოავლო თვალი. - უკაცრავად შეგიძლიათ ერთი წუთით,მოხვიდეთ!- დაუძახა გამვლელს. – დიახ, გისმენთ? – ხომ არ იცით სად უშვებენ აქ მტრედებს სურვილების ასასრულებლად? – აა, ეგ ადგილი ქვემოთ არის.- აუხსნა ქალმა. – გასაგებია.- უთხრა და გოგონას მიუბრუნდა. – წამოდი!- დაუძახა, ბავშვს და ქვემოთ ჩავიდნენ. იქვე კაცი იდგა. – გამარჯობა, ამ პატარა გოგონას უნდა, რომ მტრედები გაუშვას რათა სურვილი აუსრულდეს და დედა მალე გამოკეთდეს და რა ღირს ერთი გალია? – როგორც წესი 200 ლარი, მაგრამ ამ პატარა გოგონასთვის, უფასოდ გავუშვებ.- გაუღიმა კაცმა. – მე გადავიხტი. – არ რას ბრძანებთ, ბავშვს ისე სჯერა, რომ მათი გაშვებით დედა გამოჯანმრთელდება, ამიტომ მისთვის უფასოდ გავუშვებ. აბა,მიდი მოემზადე ბაბუ და სურვილი ჩაიფიქრე.- უთხრა კაცმა. გოგონამაც სიხარულით დახუჭა თვალები და სურვილი ჩაიფიქრა, ბავშვთან ერთად კვიციანსაც დაეხუჭა თვალები რაღაცის იმედად. სულ მალე გალიიდან ათობით თეთრი მტრედი ამოფრინდა და ცაში აფრინდა. – ახლა, ბედნიერი ხარ?- მისწინ ჩაიმუხლა კვიციანი და კითხა. – კი, ახლა დედიკო, მალე გამოჯანმრთელდება.. მადლობა ბიძია.- უთხრა და ლოყაზე აკოცა. – არაფრის,ახლა კი სახლში გაიქეცი უკვე ბნელდება.- მკრთლად გაუღიმა და ფეცხზე წამოდგა. – კარგი, ადამიანი ხართ ბატონო.- უთხრა კაცმა. – არ ვარ კარგი ადამიანი, თუმცა გულგრილად ვერ ჩავუვლიდი მას. – ცდები, შვილო შენ ძალიან კეთილი გული გაქვს.- გაისმა მამაკაცის ხმა მის ზურგს უკან. ბიჭმა უკან მიიხედა და მამაო დაინახა, რომელიც ღიმილით უყურებდა. – მამაო, თქვენ ხართ? - უხერხულად შეიამუშნა. _ დიდიხანია, უკვე რაც თვალს გადევნებ. დავინახე, როგორ მიხვედი ტაძრის კარებთან, მაგრამ არ ან ვერ შეხვედი, შემდეგ როგორ მიხვედი პატარა გოგონასთან და როგორ ამშვიდებდი მერე როგორ გაუშვით მტრედები. ამ ყველაფრის, შემდეგ რაც გააკეთე, რატომ ფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი ხარ?- გულწრფელად კითხა,მამაომ. – იმიტომ რომ ასეა, მამაო ,მე არ ვარ კარგი ადამიანი... – მე ასე არ ვფიქრობ, რადგან შენი თვალები სულ სხვა რამეს მოწმობენ. არ შემოხვალ ტაძარში? – არა, არ შემიძლია... – რატომ? – მაქვს ამისთვის მიზეზი. ახლა თქვენისნებართვით წავალ. – კარგი, შვილო მე არ ვიცი რატომ არ ან ვერ შედიხარ ტაძარში, უფალი არავის არ აძალებს მასთან მისვლას, მაგრამ დღეს შენ აქ ხარ და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მოვა დრო და შენი სურვილით შეხვალ. უფალმა დაგლოცოს.- მამაომ დალოცა და წავიდა. საკამოდ გვიანი იყო, სახლში, რომ დაბრუნდა, იმწამსვე თავის ოთახს მიაშურა, კარადიდან პირსახოცი აიღო და აბაზანაში შევიდა. საკმაოდ დაძაბული და ემოციური დღე გამოუვიდა, დუშის ქვეშ იდგა და ჩაფიქრებული იღებდა შხაპს. ყველაფერს, რომ მორჩა პირსახოც შემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან შემდეგ კი, დასაძინელად გაემზადა. საწოლში იწვა, თუმცა ვერ ისვენებდა, ადამიანები გავდივართ, მძიმე ფსიქოლოგიურ თუ სულიერ წნეხს და ყველა სხვა და სხვა გვარად ვუმკლავდებით ამას, ზოგს ადვილად გადააქვს ზოგს რთულად, თორნიკე ის ადამიანი გახლდათ, რომელმაც დღემდე ვერ გადახარშა, მომხდარი ტრაგედიები საკუთარ თავში ჩაიკეტა და წარსულში ჩარჩა და წარსულით ცხოვრობდა. წარსულს კი, ვერ გაექცევი ის ადამიანის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ეს უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ნაწილი და გავაგრძელოთ ცხოვრება. ვერ ისვენებდა და აფორიაქებული იყო, შინაგანი ხმაური მოსვენებას უკარგავდა და ვერაფრით იშორებდა, აკვიატებულ ფიქრებს. ხან აქეთ გადაბრუნდა ხან იქით, თუმცა ძილი არ ეკარებოდა ბოლოს მობეზრდა საწოლში უაზროდ წრიალი და ფეხზე წამოდგა სავარძლიდნ სპორტული შარვალი აიღო ამოიცვა და აივანზე გავიდა. შუაღამე იყო ამიტომ ქუჩებში უკვე სიჩუმე გამეფებულიყო. იდაყვებით დაეყრდნო აივნის მუაჯირს ცას ახედა, სადაც რატომღაც ერთი ვარსკვლავიც კი არ მოჩანდა და მთვარეც ჯიუტად ამოფარებულიყო შავ ღრუბლებს. სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა, შემდეგ ერთი ნაპასი ჩაურტყა. – რა იქნებოდა, ნორმალური ცხოვრებით მეცხოვრა და დღეს ყველა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ღმერთო, რატომ დაუშვი ეს და რატომ გამატარე ეს ჯოჯოხეთი. რა დაგიშავე?!- საყვედურით მიმართა უფალს და ცას არ აშორებდა თვალს. - განა ეს დავიმსახურე, მე ხომ შენი მჯეროდა და სულ მოვდიოდი შენთან შენ კი, ასე სასტიკად მომექეცი და ყველა ვინც იყო ჩემს გვერდით წამართვი, ის პატარა გოგო, როგორ სჯეროდა, რომ თუ გთხოვდა დედის დახმარებას და მტრედებს გაუშვებდა დედა კარგად გახდებოდა. როდესღაც მეც მის მსგავსად მჯეროდა ამის,მაგრამ ახლა აღარ მჯერა. - მძიმედ ამოთქვა და ოთახში შევიდა. *** 13 ოქტომბერი 2024 წელი მართამ მთელი დღე შვილთან ერთად გაატარა, უკვე თავისუფალი იყო ყველაფრისგან ამიტომ აღარსად ეჩქარებოდა, ყველაფერს მორჩა და აღარც არაფერი აკავებდა თბილისში. ტელეფონი მოიმარჯვა და თავის უფროს დაურეკა. – გისმენთ?- გაისმა კაცის ხმა. – გამარჯობა, ასერრ, მართა ვარ. – მართა, როგორ გამახარე,რომ დამირეკე, როგორ მიდის საქმეები?- კითხა კაცმა. – წუხელ დასრულდა სასამართლო პროცესი… – მერე, რა ქენი? – მოვიგეთ, - გახარებულმა უპასუხა. – მართლა? ძალიან კარგი ეჭვიც არ შემპარვია, ამაში. – მადლობა, სერრ, რადგან ყველაფერს მოვრჩი, მეტი აღარაფერი მაკავებს აქ და შეიძლება უკან დავბრუნდე? – ეგ შენი გადასაწყვეტია, მართა თავს თუ ცუდათ გრძნობ მანდ წამოდი.- მშვიდი ხმით უთხრა. – მადლობა, სერრ მაშინ წამოვალ.- უთხრა გოგონამ. – კარგი, მაშინ შეხვედრამდე. გახარებულმა გათიშა ტელეფონი და მაგიდაზე დადო. მოსაღოვმდა და შეხვედრის დღეც ახლოვდებოდა, არ უნდოდა ეს ვახშმობა, მაგრამ უარი ვერ უთხრა. ზუსტად შვიდზე ირაკლიმ მოაკითხა გარეთ გავიდა და ირაკლის მიესალმა. – გამარჯობა.- მიესალმა და მკვრთლად გაუღიმა. – სალამი, მინდა გითხრა, რომ ულამაზესი ხარ. – მადლობა.- ირაკლიმ მანქანის კარები გაუღო და მართაც ჩაჯდა. ამ ყველაფერს შორიდან კვიციანი ადევნებდა თვალს და ბრაზისგან ივსებოდა, შემდეგ უკან გაჰყვა მათ მანქანას რომელიც ბარის წინ გაჩერდა. დაინახა, როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან და შევიდნენ შიგნით. ცოტახანში, თვითონაც შევიდა და მოშორებით მაგიდასთან ჩამოჯდა. – მართა, მინდა გითხრათ, რომ მართლაც შეუდარებელი იურისტი ხართ, მინდოდა რაღაც ფორმით გადამეხადა, მადლობა თქვენთვის, ამიტომ გადავწყვიტე სავახშმოდ დამეპატიჟეთ. – არ იყო საჭირო ეს ყველაფერი, ეს ჩემი სამუშაო და მეტი არაფერი, ჩემი კლიენტები სავახშმოდ კი არ მეპატიჟებიან.- გაეცინა. – შეიძლება, მაგრამ მე როგორც კლიენტმა ისე არ დაგპატიჟეთ. – აბა..? – იცი, ამ მოკლე დროში შეძელით და ჩემი გული მოიგეთ. – რაა?- შეიცახადა. – მე თქვენ მომწონხართ და მინდა უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.- ამის გაგებისას გოგოს ელდა ეცა. – ხვდები რას მეუბნები?!- წამოიძახა. – კი, აქაც სწორედ მაგიტომ დაგპატიჟე,რომ ეს მეთქვა.- მშვიდად მიუგო. შოკირებული იჯდა და უყურებდა მის წინ მჯდომ ბიჭს, გონებაში ამოუტივტივდა მკითხავის სიტყვები რომლემაც უთხრა, რომ მის ცხოვრებაში ორი მამაკაცი გამოჩნდებოდა და აი აუსრულდა კიდეც ერთი თავისთავად თორნიკე იყო მეორე კი ირაკლი. თორნიკემ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოისმინა, რადგან მოშორებით იჯდა. მართამ გვერდით გაიხედა და მოშორებით მჯდარი კვიციანი, რომ დაინახა სულ აირია. – ესღა მაკლდა. - ჩაილაპარაკა.- კვიციანი მას თვალს არ აშორებდა. – მე ცოტახნით გავალ.- უთხრა და სწრაფად დატოვა იქაურობა საპირფარეშოში შევიდა და მძიმედ დაიწყო სუნთქვა სული ეჰუთებოდა ონკანი მოუშვა და სახეზე ცივი წყალი შეისხა გონზე მოსასვლელად, შემდეგ სარკეში ჩაიხედა. – არ მომწონს ეს ყველაფერი ახლა თორნიკეც აქ არის, ღმერთო დამეხმარე.– წამოიძახა და გარეთ გავიდა. თუმცა მოულოდნელად ვიღაცამ ჩაავლო ხელი და მოშორებით გაიყვანა. – ვონ ხარ...- წამოიკივლა,თუმცა კვიციანის სახეს, რომ გადააწყდა ხმა ვეღარ ამოიღო. – მე ვარ..- წამოიძახა და ირონიული თვალებით დახედა გოგოს. – აქ რას აკეთებ?!- გაღიზიანებულმა კითხა. – თავად რას აკეთებ აქ იმ კრეტინთან ერთად. – რა შენი საქმეა, გამატარე!- შეუღრინა. – რა საინტერესო ადამიანი ხარ, შენს კლიენტთან გაამბი რომანი უკვე არა?- ცალყბად ჩაეცინა. - დროს არ კარგავთ. – გინდაც რომ ასე იყოს რა შენი საქმეა,მე ვისთან გავამბავ, რომანს. - გაბრაზებულმა დაუყვირა. – არის და ამას მალე დაგიმტკიცებ. – იცი, რა უკვე ყელშია ამოსული შენი საქციელები, ის პატარა გოგო აღარ ვარ ასე რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირე.- კვიციანმა ერთხანს უყურა და შემდეგ მის ტუჩებს დააცხრა, ძლიერ კოცნიდა. – შენ ჩემს გარდა ვერავინ ვერ შეგეხება და არავის მივცემ უფლებას ვინმე დაგიახლოვდეს.- კბილებს შორის ამოილაპარაკა, გამწარებულმა, მართამ თავიდან მოიცილა კვიციანი, შემდეგ კი სახეში ძლიერ გაარტყა. – შენ ვინ ხარ, რომ ამიკრძალო, მე ვისთან ვიქნები და ვისთან არა, შენ არავინ ხარ, ჩემთვის იყო დრო, როდესაც იყავი ერთად ვიყავით, თუმცა შენი ხელით გაანადგურე ყველაფერი და ახლა რა უფლებით ერევი იქ სადაც არ გეკითხება. უკანსაკვნელად გაფრთხილებ ჩემგან თავი შორს დაიჭირე.- დაუყვურა და დარბაზში გავიდა კვიციანიც უკან აედევნა და იქვე მოშორებით დადგა. – მართა, უკვე მოძებნას ვაპირებდი ხომ კარგად ხარ?- აღელვებით უთხრა ირაკლიმ. – კარგად ვარ.- წამოიძახა და ერთი ბაკალი ღვინო გადაკრა. საკმაოდ არეული იყო და ეს სიტუაცია საშინლად აღიზიანებდა ეს ორი მამაკაცი აფთრებივით შემოეხვივნენ და გასაქანს არ აძლევდნენ მას. კვიციანი მას თვალს არ აშორებდა, უკვე მერამდენე ჭიქას სვამდა. – მართა, გთხოვ მეტი აღარ დალიო. - უთხრა ბიჭმა, კიდევ ერთი ბაკალი დაცალა და ფეხზე წამოდგა. – უნდა წავიდე..- ამღვრეული ხმით უთხრა და ბარბაცით დაიწყო სვლა, თუმცა მოულოდნელად წაბარბაცდა და ირაკლიმ დაიჭირა უკნიდან კვიციანის მზერა დაიჭირა და მის დასანახად მოეხვია ბიჭს. – იცი, თანახმა ვარ შენს შემოთავაზებაზე..- წამოიძახა მოულოდნელად. – რას გულისხმობ? – ვცადოთ. ამის გაგებისას კვიციანი გამწარებული გაეცალა იქაურობას. .... ესეც ახალი თავი, ვიცი დავაგვიანე დადება, მაგრამ როგორც იცით დრო არ მაქვს ცალკე ეს ქორწილის ამბები ძლივს ჩამთავრდა და მხოლოდ გუშინ მოვახერხე ამ თავის დასრულება, იმედია გაგებით მოეკიდებით ცვლილებებს, რადგან ასეთი შინარსის არის ეს იატორია, დასასრულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამიტომ ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი ვის აირჩევს მართა, მივყვეთ სიუჟეტს ნელ-ნელა და ეტაპიბრივად გავიგებთ ყველაფერს. ახლა კი გელით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.