შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასი მსხვერპლი ( სრულად)


გუშინ, 21:12
ავტორი ვე რა
ნანახია 1 519

ძვირფასი მსხვერპლი
1

_ ნიკოლა იცი ახალი ამბავი?_ ლამაზი გრძელთმიანი გოგო ლამის კალთაში ჩაუჯდა წითურ თმაგაჩეჩილ ბიჭს. და საკოცნელად დაიხარა. ბიჭმა სახე მოხერხებულად აარიდა.
_ რაო? ნინი რა ხდება?_ გაუღიმა, წელზე ხელები მოხვია ასწია და თავისი მუხლებიდან ისევ სკამზე გადასვა. სკოლის კიბეებზე ჩამომჯდარ გამხდარ ბიჭური გარეგნობის პატარა გოგონას არ გამოპარვია ნინის უკმაყოფილო სახე და ნასიამოვნებმა გაიღიმა. ინტერესით აკვირდებოდა განვითარებულ სცენას, მაგრამ მას ნინი სულ არ ადარდებდა. აი უკვე მესამე წელი იყო ის წითური ნიკოლა ჰყავდა აკვიატებული. თავიდან ვერ იგდებდა. ფიქრებიდან ვერ იშორებდა. და აჰა, ბოლო რამდენიმე თქვე იყო, რაც მისი ჯერაც ბავშვური სიზმრების დაუპატიჟებელი სტუმარი გახდა. პატარა გოგო იყო, გამოუცდელი და როგორც სხვები ამბობდნენ სრულებით შეუხედავიც. სარკის წინ მდგარი ამას თავადაც იჯერებდა. „არია სტარკი“ აი ასე ეძახდა მას ჯერ საკუთარი კლასი და ახლა უკვე მთელი სკოლაც.
სინამდვილეში ნატა ერქვა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელი იყო მასწავლებლებიც კი არიას ეძახდნენ. ხელი ჩაიქნია. რა იცოდა საწყალმა არიამ, რომ უარესი წინ ელოდა.
_ რა და ჩვენს მახინჯ იხვის ჭუკს ყვარებიხარ თურმე!_ წყენა არ შეიმჩნია ნინიმ და ფეხი ფეხზე გადაიდო, რათა უამისოდაც მოკლე იაპონური ანიმეს სტილის კაბა კიდევ უფრო დამოკლებოდა. გაგონილმა გამოაფხიზლა არია. „ ვისო?“ გაიფიქრა გაკვირვებულმა.
_ ვის გულისხმობ?_ ხმამაღლა გაეცინა ნიკოლასს და უზურგო სკამზე უკან გადაიწია საკუთარ გრძელ მკლავებს დაყრდნობილი.
_ მას!_ მზერა შეეცვალა ნინის. თვალებში ზიზღი და გაუგებარი სიძულვილი ერთად ჩაუდგა. ავი მზრა კიბეზე თავისთვის მჯდარ არიას გაუსწორა._ აი ნახე მტკიცებულება!
უთხრა ჯერ ისევ გაღიმებულ ბიჭს და მწვანე მომცრო ზომის წიგნაკი გაუწოდა, რომელსაც პაწაწინა ჩამკეტი ბოქლომი უკვე მოტეხილი ჰქონდა. შეცბა არია. ფეხზე წამოხტა. ჩანთას ხელი დაავლო და სწრაფად გახსნა. ამაოდ აფათურა შიგნით ხელი და სანამ ის საკუთარ ჩანთაში საკუთარსავე საიდუმლოებების საცავს ეძებდა, რომელიც სავსე იყო მის მიერვე დახატული წითური ბიჭის სურათებით, ამასობაში ნიკოლა სულ ფურცელ_ ფურცელ ათვალიერებდა საკუთარ, ფერადი მანგას სტილში, დახატულ სურათებს და უცნაური ემოციები ერთი მეორეს მიყოლებით ეცვლებოდა სახეზე.
ჰაერი ჩაისუნთქა არიამ. სიმამაცე მოიკრიბა, ჩანთა მხარზე მოიკიდა და მათკენ გაემართა.
_ დამიბრუნე ჩემი ნივთი!_ ისე ახლოს დაადგა თავზე თვალიერებაში გართულ ნიკოლასს, რომ მზეც კი მოუჩრდილა მისმა მოკლე ჩრდილმა. ნელა ამოხედა ბიჭმა გაოცებული სახით. თუმცა დამცინავმა ღიმილმა სწრაფადვე აუპრიხა ტუჩის კუთხე. ინტერესით აათვალიერა გოგონა და ნელა წამოდგა ფეხზე.
_ რაო რა თქვი?_ კიდევ ერთხელ მოუწია არიას სიმამაცის მოხმობა. ახლა თავად ახედა ლამის ორი თავით მაღალ საკუთარ გატაცებას და სანამ რამეს ეტყოდა გაიფიქრა, რომ საოცრად ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა მას და რომ ასე ახლიდან არც არასდროს ენახა ნიკოლასი.
_ რას ამბობ, გაიმეორე!_ გამოაფხიზლა მისმა დამცინავმა ხმამ.
_ დამიბრუნე ჩემი ნივთი!_ თხოვნა მეტი იყო არიას ხმაში.
_ შენი?_ ხმამაღლა გაეცინა ნიკოლასს. _ თუ შენია სულ მე რატომ ვარ შიგნით?
მის სიცილს აჰყვა ათობით მოსწავლეც, რომლებსაც უკვე წრე შემოერტყათ მათთვის და სანახაობის მოლოდინში იკრიჭებოდნენ.
_ მახინჯ იხვის ჭუკს სკოლის პრინცი შეუყვარდა!_ ჩაიკისკისა ნინიმ და მოგროვილ ბავშვებს თვალი მოავლო._ რას იტყვით, იქნება ერთი ოცნება ავუსრულოთ ამ საწყალს?
ჰკითხა თვალებანთებულ ბავშვებს.
_ დამიბრუნე, გთხოვ!_ ხმადაბლა სთხოვა არიამ ნიკოს და თვალები ცრემლებით აევსო. არ იყო სასაცილო მისი გრძნობები. განა მისი ბრალი იყო, რომ ნიკოლასი მოსწონდა? ვის არ მოსწონდა რო? მაგრამ მხოლოდ მისი გრძნობა გახდა დასაცინი._ გთხოვ! გაიმეორა და წიგნაკს წაატანა ხელი. ნიკოლასმა კი მის თავსზემოთ გააჩერა ხელი. ფეხის წვერებზეც რომ დამდგარიყო, მაღლაც რომ ამხტარიყო, ვერ მისწვდებოდა. თითქოს ბლოკნოტი კი არა თითონ ნიკოლასი გამხდარიყო ასე მიუწვდომელი. არც კი უცდია არიას. უკვე დანებებული თვალებში უყურებდა მას, ვინც უიმედოდ უყვარდა. ვერც კი აცნობიერებდა, როგორც იცვლებოდა მისი მზერა წამისწინადელი აღფრთოვანებიდან იმედგაცრუებით. სამაგიეროდ მის თავს წამომდგარი ნიკოლასი გადაშლილი წიგნივით კითხულობდა მის გულწრფელ ემოციას და როცა ასეთი ცვლილება დაინახა, რატომღაც საერთოდ არ ესიამოვნა.
_ რას იტყვი ნიკოლას? არ აუსრულებ პატარა საბრალო იხვის ჭუკს აუხდენელ ოცნებას?_ მკლავზე ჩამოეკიდა ნინი არიაზე ჯიუტად თვალგაშტერებულ ბიჭს.
_ რას გულისხმობ?_ გაუღიმა აჟიტირებულ გოგონას ეშმაკურად.
_ აკოცე!_ უცნაური ჟინით უთხრა ნინიმ და მერე გარს მოჯარულ ბავშვებს მიუბრუნდა._ რას იტყვით? ხომ საოცარი გულმოწყალებაა?
წამის შემდეგ ლამის ასამდე ბავშვი ერთ ხმაში ითხოვდა კოცნას. უკან დაიხია არიამ. თვალები თანატოლებზე მოატარა. ერთიც კი არ იყო მისი დამცველი. ერთსაც კი არ ადარდებდა მისი გრძნობები, სირცხვილის განცდა და სულაც პირქით, სწორედ აწითლებული ლოყების და აცრემლებული თვალების გამო ითხოვდნენ ასე გამეტებით მისი დამცირების ნახვას.
_ აჰა, გამომართვი!_ მოესმა ნიკოლასის ხმა და მისკენ შებრუნდა ისევ. მის სიმაღლეზე დაეწია ბიჭს მისი მწვანე საიდუმლოებების საცავი. მის სიტყვებს ენდო.
ფეხის წვერებზე დამდგარმა ასწია ხელი და წიგნაკს წაეტანა, რომ მოულოდნელად იგრძნო, როგორ მოხვია ნიკოლასმა თავისუფალი მკლავი წელზე სხეულზე აიკრა და ტუჩებზე დაეწაფა. ალბათ ყველას გახსოვთ თქვენი პირველი კოცნა? გახსოვთ განცდილი შეგრძნება, რომელსაც ფაორიაქი და უხერხულობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე სიამოვნება, მაგრამ მაინც თვალები რომ დახუჭოთ, ახლაც კი ცხადად შეიგრძნობთ წლების წინ განცდილ საოცარ ეიფორიას. თვალები დახუჭა არიამ და სულ წამით მოსწყდა პლანეტის მიზიდულობას. სანამ წამის მეასედში ხმამაღალმა ხარხარმა არ მოიყვანა გონს. იცინოდა ნინი, იცინოდა მთელი სკოლა, სადღაც ფანჯარაში მასწავლებლების მომღიმარ სახესაც კი მოკრა თვალი. და ბოლოს უცნაურად იღიმებოდა ნიკოლასიც ერთდროულად დამცინავად და თან ... არა! არაფერი იყო ამ აბუჩად აგდებაში რომანტიული. ხელი დაუშვა ბიჭმა და რვეული გაუწოდა გამწყდარი მძივივით დაბნეულ გოგონას. აღუწერელი წყენი ცრემლები თვალებს მოსწყდნენ და ლოყების გავლით დაგორდნენ გახურებულ ტუჩებამდე. სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან რვეული არიამ ნიკოლასს და სირბილით დატოვა სკოლის ეზო. თან მიჰყვა ბავშვების სიცილი, როგორც ასობით ლოყაში გარტყმული სილა.
ერთი კვირა არ უვლია არიას სკოლაში. მერე ხმა გავრცელდა სხვაგან გადავიდაო.
_ გაგექცა შეყვარებული ნიკო?_ ისევ კალთაში ჩაუჯდა ნინი ბიჭს და ურჩი მოზრდილი წითური თმა აუჩეჩა.
_ ხოო!_ ჩაილაპარაკა ნიკოლასმა უცნაურად. ვერ გაიგებდა კაცი სწყინდა ეს ამბავი, უხაროდა, თუ სულაც ფეხებზე ეკიდა.....

ამ ამბის შემდეგ 13 წელი გავიდა და ეს პატარა არაფრად ღირებული ინციდენტი ისე გაფრინდა ნიკოლასის მეხსიერებიდან, თითქოს არც არასდროს მომხდარიყო.

_ შენს დაბადების დღეს სახლში არ აღვნიშნავთ! ყოველ დღე ხომ არ ხდები 30 წლის?_ ბრაზობდა დათა და სამუშაო ოთახში მიმოდიოდა._ უთხარი საბა შენს ძმაკაცს, დღეს კლუბში მივდივართ!
_ხო, რა ვიცი! ისე სულ იქ ხარ და რაღა დღეს არ გინდა?_ მხრები აიჩეჩა საბამ და თვალი არ მოუცილებია რაღაც კომპიუტერული თამაშისთვის.
_ ცუდი წინათგრძნობა მაქვს ბიჭებო! გინდ დაიჯერეთ, გინდა არა!_ ხელები გაშალა ნიკოლასმა და მერე მხრებზე ჩამოშლილი გრძელი სპილენძისფერი თმა კვლავ იდეალურად აიკრა._ ასე მგონია, რომ დღეს სახლიდან არ უნდა გავადგა ფეხი. თანაც კატმა ასე...
_ ტარო არ ახსენო, ახლა არ გადამრიო!_ აყვირდა დათა. ოდნავ ღიპიანი და ოდნავ მელოტი, მაგრამ ცოლის საღალატოდ მუდამ მომართული 31 წლის კაცი. გულში გაიფიქრა: „ ბედი არ უნდა აბა? ეს უჟმური ასეთი იდეალური იყოს და მე კიდე თმა აღარ მქონდეს არც თავზე და ...“ არა ჯობია თუ მეტად აღარ შეგაწუხებთ დათას იდუმალი ფიქრებით და ისევ არსებითს დავუბრუნდები.
_ კარგი ხოო!_ ხელი ჩაიქნია ნიკოლასმა._ იყოს როგორც თქვენ იტყვით, მაგრამ იცოდეთ თვალი არ მომაშოროთ და ნება არ მომცეთ მთვრალმა ჩემებურად გავუბერო! კარგი?
_ პირობას გაძლევთ! _ გაიჭიმა მის წინ დათა და საბას გადახედა_ დადე ბიჭო საქვეყნოდ ერთგულების ფიცი!
_ ვფიცავ! _ ისე შეჰყვირა საბამ აშკარად აზრზე არ იყო, რას იფიცებდა.
იმ საღამოს ადრე გავიდნენ სამსახურიდან და შეხვედრა საყვარელი კლუბის წინ დათქვეს.
ჯერ ისევ საბას ელოდნენ კლუბის კიბეებთან, მათ წინ წითელი პატარა მანქანა რომ გაჩერდა და პირველი, რაც მათმა მზერამ დააფიქსირა, ქალის საოცრად ლამაზი ჩამოქნილი ფეხები იყო. საოცრად ლამაზი ქუსლიანი ფეხსაცმელებით და გვერდზე ჩაჭრილი ისეთი შავი კაბით, ყველაფერს რომ მალავდა ნამდვილად დასამალის გარდა. თვალი მაღლა ააყოლეს კაცებმა და იმედი არცერთს გაცრუებია. ერთდროულად ისეთი ნაზი და გამომწვევი იყო ეს ქალი. ვერ გაიგებდი, უბრალოდ მისი უცოდველი შეხება გსურდა, თუ საკუთარ ძვლებზე მისი ძვლების დამტვრევა. ხოო, ასეთი უცნაური ურთიერთსაპირისპირო სურვილებიც ებადებათ ხოლმე კაცებს, როცა არ იციან, ვის მისცენ საკუთარი თავის მართვის სადავეები. აფეთქებულ გულს, თუ ბევრად უფრო ქვემოთ უჩინარი მინებით დანაღმულ ველს.
ნელა მიუახლოვდა ქალი მის თვალიერებაში გართულ მეგობრებს და ისე გაუღიმა მათ, თითქოს ორივეს კარგად იცნობდა. კიბესთან მისულმა მოულოდნელად ნიკოლასს გაუწოდა მარჯვენა, და ღიმილით სთხოვა.
_ ოღონდ ახლა უფლება არ მომცეთ, ამ კიბეზე თავი შევირცხვინო! დამიჯერეთ, არც თუ მოხერხებული ვარ, როცა ქუსლიანი მაცვია!_ და ოდნავ წინ გამოსწია ის ფეხი, საითაც კაბას ლამის თეძოს ბოლომდე ჰქონდა ჭრილი. თეძოზე დაცურდა თხელი მატერია და მთელი თავდაჭერილობის მოხმობა დასჭირდა ნიკოს, რომ მისი თეთრი წვრილი ფეხისგან მზერა მის მონაცრისფერო იდუმალ თვალებზე გადაეტანა. პატარა ბიჭივით დაბნეულმა გაუწოდა მკლავი. ქალი ისე დანდობილად დაეყრდნო, ისე ჰაეროვნად.... და კიბეზე ასვლისას ისეთი სურნელი დატოვა, რომ დათა და იმ წამს მოსული საბა არა კიბეს, არამედ სწორედ ამ სურნელს აჰყვნენ კლუბის კარამდე.
_ მადლობა!_ გაუღიმა ქალმა ნიკოლასს. მაღლა აწეულ თმაზე ხელი ოდნავ გადაისვა, ჩამოშლილი კულული ყურს უკან გამოამწყვდია, ბიჭებს ზურგი აქცია და ტანის გამომწვევი რხევით შეაბიჯა დარბაზში.
_ ეს რა იყო ჰა?_ ამოიოხრა დათამ.
_ ეს ვინ იყო?_ იკითხა საბამ და ორივე ისე შეაჩერდა ნიკოლასს, თითქოს მას ჰქონდა მათ კითხვებზე პასუხი. თავად ნიკოლასი კი თვალს ვერ აცილებდა ღიად დატოვებულ კარს.
_ საოცრებაა!_ ჩაილაპარაკა ბოლოს და მტკიცედ შეაბიჯა კლუბში.



2
შესვლისთანავე სივრცე მოათვალიერა. თვალებით ეძებდა იმ საოცარ ქალს, მაგრამ ვერ იპოვნა.
_ასე უცებ სად გაქრა?_ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ.
_ წამოდი დავსხდეთ!_ გვერდით ჩაურა დათამ და სასურველი მაგიდა დაიკავა. სვამდა ნიკოლასი და გრძნობდა, რომ არ ეკიდებოდა ალკოჰოლი. განწყობაც გაუფუჭდა თითქოს. ბიჭები ყურადღებას არ აქცევდნენ მის უხასიათობას. იცინოდნენ, რაღაცას ყვებოდნენ და მაშინ, როცა ლამის ხელი ჩაიქნია ზუსტად ბართან მოკრა თვალი. გაეღიმა და თითქოს შვებითაც ამოისუნთქა. ფეხზე წამოდგა. ახლა უკვე ვერაფერი შეაჩერებდა. საკუთარ თავში სრულებით დარწმუნებული იყო. გრძელი, ლამაზი თმა კეფაზე აიკრა და სახეზე თავდაჯერებული გამომეტყველება აიფარა.
_ სად მიდიხარ?_ ჰკითხა საკმარისზე მეტად შეზარხოშებულმა დათამ.
_ გაანებე თავი!_ ხელი მოკიდა საბამ დათას მკლავში._ ძლივს ვიღაც ამის მოსაწონი გამოჩნდა! მისი უდიდებულესობა დაინტერესებულია!
_ დღეს რა დროს ეგაა!_ ჩაილაპარაკა დათამ, მაგრამ საბას მიუჯდა კვლავ.
ცერად გახედა დათას ნიკოლასმა. მთვრალ მეგობარს ხმაში უჩვეულო შურის, ირონიის, თუ რაღაც ამგვარი ნოტები რომ შეამჩნია, არ ესიამოვნა. არაფერი უთქვამს საპასუხოდ. თავი გადააქნია და ბარისკენ გაემართა.
უყურებდა უცნობ ქალს და ფიქრობდა, რომ მას საოცრად ლამაზი მხრები ჰქონდა, თხელი, ნატიფი, ოდნავ დაბლა დაშვებული კუთხეებით, და მაღალი ყელი, გრძელი საყურეები მაცდუნებლად ქანაობდნენ მხრების სიმაღლეზე, და ნიკოლასს სურვილს უჩენდნენ თითები ყელზე შემოეხვია მათი პატრონისათვის და ტუჩებით შეხებოდა მის გამჭვირვალე, ნაზ კანს.
_ საღამო მშვიდობისა!_ მიესალმა მშვიდად და უკითხავად გამოსწია სკამი.
ჯერ უკმაყოფილო მზერით ამოხედა ქალმა. შემდეგ ინტერესი გაუკრთა ცივ ნაცრისფერ თვალებში. არც ის გამოპარვია ნიკოს, როგორ გადაურა უცნობს ტუჩებზე ირონიანარევმა ქედმაღალმა ღიმილმა. გულში მტკიცედ გაიფიქრა, რომ ამ ტუჩებს სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდიდა ამ ფარული დაცინვისთვის. სხეულში სიამოვნებად დაურა წარმოსახვამ, როგორ გამეტებით და მტკივნეულად კოცნიდა და როგორ ისმენდა ხმადაბალ, თავშეკავებულ ოხვრას. გააოცა საკუთარმა ფანტაზიამ. არასდროს ასე არ აღელვებულა სხვა ქალთან, თუმცა მასზე ბევრად ლამაზებიც ჰყოლია და ბევრად გამომწვევებიც.
_ საღამო მშვიდობის!_ მიესალმა უცნობიც და თვალი აარიდა. საკუთარ ჭიქას გაუშტერა მზერა.
_ ნიკოლასი!_ ხელი გაუწოდა ნიკომ. იცოდა, ასე პირდაპირ უარს არ ეტყოდა და სულ ცოტა საკუთარ სახელს მაინც დაუბრუნებდა. უცნაურად გამოხედა ქალმა. დაუფარავი ინტერესით დააკვირდა. თითქოს რაღაცას ეძებდა მის თვალებში და ბოლოს შედეგით აშკარად კმაყოფილმა შეაგება საკუთარი თითები.
_ ნატა!_ გაუღიმა კვლავ უცნაური დამცინავი ღიმილით.
_ თუ ნებას მომცემთ, ამ საღამოს სასმელზე დაგპატიჟებთ! _ სიმშვიდეს ეფარებოდა ნიკოლასი. თუმცა ორივე კარგად ხვდებოდა, რომ ამ საღამოს მთელი ისტორია, სწორედ ამ ერთ ჭიქა სასმელზე ეკიდა ამ წამს. გაწელილმა დუმილმა შეაშფოთა ნიკო.
_ დღეს დაბადების დღე მაქვს, იუბილარს უარს ნუ მეტყვით!
_ კარგი! _ ისე მოულოდნელად დათანხმდა ნატა ნიკომ იფიქრა, რომ მოეჩვენა._ მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ ძველი ნაცნობები ვართ და ამ თქვენობითს თავი დავანებოთ ამ საღამოს! თორემ მიჭირს ასე საუბარი და თან თქვენი მოპატიჟების მიღება. რას იტყვი?_ თამამი და პირდაპირი ქალიაო გაიფიქრა ნიკოლასმა და ეს ფაქტიც ესიამოვნა. არ უყვარდა ქალების ის კატეგორია, თავის დაფასობანას რომ თამაშობენ და თავიდანვე კარგად იციან რომ, მათი ამბავი ერთ სასიამოვნო ღამეს არ გასცდება. „რა საჭიროა ეს უაზრო ომობანა?“ ფიქრობდა ნიკოლასი. „ თუ ორივე სიამოვნებას ვეძებთ, რატომ არ შეიძლება ეს რამდენიმე საათი გულახდილები რომ ვიყოთო?!“ თუმცა ამდენად არასდროს უმართლებდა. მუდმივად უწევდა თავად კატა ყოფილიყო და პარტნიორი ქალებისთვის თაგვობანას როლის თამაში ეცდია. ჯერ მათი ეგო დაეკმაყოფილებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადასულიყო საკუთარ სიამოვნებაზე. ვინ იცის? იქნებ ამის ბრალიც იყო, რომ განთიადამდე არასდროს რჩებოდნენ მასთან მშვენიერი სტუმრები და მეხსიარებას არა მათი სახელი, არამედ მათი სხეულის ფრაგმენტები რჩებოდა მაგალთად თმა, მკერდი, მის წელზე მოხვეული ფეხი, ანდაც კბილებს შორის მოქცეული ტუჩი, მაგრამ არა თავად პიროვნება, იდენტობა ან სული.
ხოდა სწორედ ამიტომ ახლა ინტუიციით გრძნობდა ნიკოლასი, სულ სხვა თავგადასავალი ელოდა და ეს სასიამოვნო იმპულსები უკვე ფეთქავდნენ მის სხეულში დამალულ დანაღმულ ველზე.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ იცეკვეს. ისე მოირგო ნატას რბილი სხეული, თითქოს უკვე იცნობდა მას და თითქოს ეს ქალი სწორედ მისთვის იყო შექმნილი. ცეკვის დროს კიდევ უფრო თამამი და ურცხვი იყო ნატა, ზუსტად იცოდა, რომ შეხებაზე მეტად არ შეხებით აღაგზნებდა კაცს, კოცნაზე მეტად კოცნის აშკარა სურვილით და პირდაპირ მზერაზე მეტად დაბინდული, ოდნავ დაღლილი გამოხედვით. და მისი ეს ირონია გამკრთალი ღიმილი ხომ საერთოდ ჭკუას აკარგვინებდა უკვე საკმაოდ არეულ კაცს.
_ წამოხვალ ჩემთან?_ ჰკითხა ჩურჩულით და სულ ოდნავ შეახო ყელზე ტუჩები. იაზრებდა, რომ ნებისმიერი უხეში, ანდაც ოდნავ მბრძანებლური მოქმედება დააფრთხობდა მის მახეში გახვეულ ქალს. ამიტომ იკავებდა თავს და მოთმინებით უცდიდა სასურველ მომენტამდე.
_ არა._ გაუღიმა ნატამ და კიდევ ერთხელ აუჩქარა გული ნიკოლსს._ მოდი ჩემთან წავიდეთ! საკუთარ სახლში თავს ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნობ, აი შენ კი უცხო კაცი ხარ მაინც, არ ვიცი, იქნებ არც უნდა გენდო? იქნებ სულაც მანიაკი ხარ ვინმე? ამიტომ ჩემთან მირჩევნია!
ღიმილით დაუქნია ნიკოლასმა თავი. იმ წამს მისთვის სულ ერთი იყო სად გააშიშვლებდა ამ საოცარ სხეულს. გულში ზეიმობდა კიდეც არც თუ რთულ გამარჯვებას.
_ წასვლამდე კიდევ დავლიოთ!_ შესთავაზა გულში ჩაკრულ ქალს.
_ არა, ჩათვალე, რომ ჭიქა წითელ ღვინოზე გეპატიჟები! ასე უფრო ლამაზია ეს ამბავი!_ იარაღად ღიმილს და საკუთარ თვალებს იყენებდა ნატა და სწორედ მაშინ, როცა ნიკო საკუთარი ნანადირევით კმაყოფილი ყურადღებას ადუნებდა, ამ ქალში ჩაბუდებული ავაზა ბრჭყალებს შლიდა და ნახტომისთვის ემზადებოდა.
შორიდან ანიშნა მეგობრებს მივდივარო და ისევ თვალში მოხვდა დათას უსიამო გამომეტყველება. უკვე თავადაც უკმაყოფილოდ აარიდა მზერა და გადაწყვიტა მასთან სასწრაფოდ გაერკვია რაში იყო საქმე.
კლუბიდან ისე გამოვიდა სასურველი ქალისთვის ხელი არ გაუშვია. როცა ნატამ საკუთარი მანქანისკენ გაიწია გაოცებულმა გააჩერა.
_ შენ ხომ ნასვამი ხარ, არა?
_ შენ მეტად!_ გამოხედა ქალმა ღიმილით._ არ მენდობი, თუ გეშინია?!
ამ კითხვამ იმ საღამოს მისი ბედიც გადაწყვიტა. ფეხარეულმა მოუარა მანქანას და ჩაჯდა. ნატამ კარი გააღო. მხიარული ღიმილით მიუჯდა გვერდით და მანქანა დაძრა.

_ მყუდრო სახლი გქონია. _ მთლად ზრდილობის გულისთვისაც არ უთქვამს ნიკოსლასს. მართლა ესიამოვნა სახლის მყუდრო გარემო. არც ფეხებში ახლართული წითური კატა გამორჩენია. დაიხარა და ხელში აიყვანა ფუმფულა ცხოველი. მოეფერა. ყოველთვის მოსწონდა წითური კატები. ანდაც უფრო საკუთარი თმის ფერით იყო ასე აღფრთოვანებული.
_ მადლობა! ჩემი სახლი ჩემი სურვილების ნავთსაყუდელია!_ ორაზროვნად გაისმა ნატას ხმა. ისევ გაეღიმა ნიკოლასს. გაიფიქრა, ნამდვილად სწორ ადგილას მოვხვდიო.
_ ჰოდა კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სახლში!_ ღიმილით შებრუნდა მისაღების კარში მდგარი ქალისკენ.
_ ფეხიც და მთელი სხეულიც._ გამომწვევად გაუღიმა ქალმა. ღვინით სავსე გრძელფეხა ორი ჭიქა იქვე მაგიდაზე დადგა და საკუთარი ხელით გადაიცურა კაბის ჯერ ერთი და შემდეგ მეორე წკვერტი მხრიდან. საყვარელი შავი მაქმანის ქსოვილის დანახვამ სიფხიზლის ბოლო წვეთიც განდევნა ნიკოლასის გონებიდან და სხეული ვნების და წყურვილის გონისამრევმა ბინდმა ამოუვსო. ნატასკენ გადადგა ნაბიჯი და ხელი მოხვია ესიამოვნა კანის სიგლუვე და სხეულის სირბილე. ისიც უცბად შეიგრძნო მისმა გამოცდილმა თითებმა, რომ სასმელის მიუხედავად, უცნაურად გაყინული იყო ნატას სხეული. იფიქრა ნერვიულობდა ფარულად.
_ ჯერ ერთიც დავლიოთ!_ თვალით ღვინისკენ მიანიშნა ქალმა. სულ ცოტაც უნდა მოეთმინა ნიკოლასს, სულ რამდენიმე წუთიც და....

.... როცა გაიღვიძა უცნაურმა დაბუჟებამ გააოცა. ხელების გამოძრავება სცადა, მაგრამ მიხვდა, რაღაც უცნაური ხდებოდა მის თავს. ზურგს უკან ახედა საწოლის თავს და გაოცებულმა დაუსტვინა. ორივე ხელი გრძლად ჩამოკიდული ჯაჭვით ჰქონდა დაბმული, რომელიც ვარდისფერი ბეწვით გაფორმებული ბორკილით სრულდებოდა. თავიდან ბუტაფორია ეგონა, უბრალო სექსუალური სათამაშო. გაეცინა. მოქაჩა, მაგრამ ძვრა ვერ უყო. ის კი არა და შემდეგ აღმოაჩინა, გრძელი ფეხებიც ამგვარი წვრილი, მაგრამ მყარი ჯაჭვებით დაებათ.
_ რა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა უკვე გაღიზიანებულმა, ფეხი გაიქნია და ჯაჭვი ააჩხრიალა.
მაისური არ ეცვა, ქამარი და შარვლის ღილიც შეხსნილი მიეტოვებინა შემხსნელს.
მოულოდნელად ოთახში წითელმა კატამ შემოირბინა. ახტა და მის ფეხებთან დასკუპტა უდარდელად. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა მისი პატრონის საწოლში. თითქოს ეს სცენარი ამ სახლის ყოველდღიურობა იყო.
_ ფისო სადაა შენი პატრონი?_ ჰკითხა ჯერ ისევ ხუმრობანარევი ღიმილით მწვანეთვალება ცხოველს და შემდეგ მასპინძელს დაუძახა, რათა მისთვის ეს მოუხერხებელი ჯაჭვები შეეხსნა, მაგრამ მალევე მიხვდა, ნატას უბრალოდ მარტო მიეტოვებინა, თან ასე დაბმული.
_ დავიჯერო დავავიწყდი?_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა და სიამაყეშელახულმა. ამოიოხრა გაბრაზებულმა და საწოლზე მჯდარ კატას ფეხი აუქნია....


ძვირფასი მსხვერპლი
3

იწვა ნიკოლასი და თანდათან ბრაზი ეპარებოდა. სურდა დაეჯერებინა, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ წინა საღამოს რომ იხსენებდა, უფრო სწორედ იმას, რაც იმ საღამოდან ახსოვდა, ერთი რაღაც გაიაზრა, ეს თავად იყო მსხვერპლი და ნატა მონადირე და არა პირიქით, მაგრამ რატომ? აი ამას კი ვეღარ იგებდა. რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? საკუთარ თავზე გაეცინა. საკუთარ დაბმულ მკლავებს ახედა და თავი გადააქნია უკმაყოფილოდ. კაცმა არ იცის ამ არანორმალურ ქალს რა ფეტიში ჰქონდა. ნუთუ ახლა უნდა ენერვიულა? არ ჯობდა, ჯერ რომ ეკითხა, იქნება თავადაც მზად იყო მისი წესებით ეთამაშა? საერთოდ ნიკო ცხოვრებაში მუდამ დომინანტი იყო. მოსწონდა, როცა თამაში მისი წესებით მიდიოდა. ურთიერთობაშიც და საწოლშიც თავად იყო ალფა. სიამოვნებდა, როცა ქალი მის სურვილს ემორჩილებოდა, თუმცა იმდენად არასდროს შეუტოპავს ამგვარ თამაშებში, რომ ტკივილის მიყენებით ეცადა სიამოვნების მიღება , არც პარტნიორისთვის და მით უფრო არც საკუთარი თავისთვის. და თუ დაბმა იყო, ერჩივნა ქალის წვრილ მაჯებზე ეხილა ამგვარი სათამაშო და ამით სიამოვნება თავად მეტად განეცადა. თუმცა ნიკოლასი ბჭობდა და ბედი იცინოდა, აი ასე იყო ახლა მისი ამბავი.
კარის ხმა რომ გაიგონა, საწოლზე შესწორდა, ინსტიქტურად მაინც იმაზე ფიქრობდა, საკუთარი თავი უფრო დადებითად როგორ წარმოეჩინა. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი იყო მისი გაოცება, როცა ნატამ პირდაპირ საძინებელს არ მოაშურა. ესმოდა როგორ მიმოდიოდა ოთახიდან ოთახში და გაოცება ჯერ გაოგნებით, შემდეგ კი გაუსაძლისი სიბრაზით ეცვლებოდა.
_ ნატააა!_ იყვირა ბოლოს მოთმინებადაკარგულმა._ ნატაა! ოთახში ხმაური შეწყდა.
_ ვიცი, რომ გესმის! მოდი აქ!_ ისე იძლეოდა ბრძანებებს, თითქოს ახლა ისეთ პოზიციაში იყო, რომ მისი უკმაყოფილება ვინმეს ადარდებდა. კარი გაიღო და ნატამ შემოაბიჯა. თანაც ისეთი სახით, რომ ნიკოლასმა იფიქრა , ხომ არ ჯობდა უფრო თბილი ხმით დამეძახაო.
_ დილა მშვიდობისა ძვირფასო!_ მიესალმა ქალი ცივი ღიმილით._ აბა როგორ გეძინა?
ჰკითხა და გვერდით ჩამოუჯდა. ხელი ნაზად ჩამოუსვა მკლავზე.
_ხელები გამიხსენი!_ რაც შეეძლო მშვიდად სთხოვა ნიკოლასმა.
_ რატომ? მე მომწონს ასე რომ გხედავ! შენ არა?_ აშკარად დასცინოდა. სიბრაზე დააიგნორა ნიკომ. „ეს ქალი გიჟია!“ გაიფიქრა დარწმუნებით. არა, არ ღირდა მისი გაბრაზება.
_ რა საჭიროა ეს? _ ჰკითხა ღიმილით._ ვფიქრობ ამის აუცილებლობა არ არსებობს !
_ არა?_ ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ნატას.
_ არც ამის?_ ჰკითხა და პატარა ტყავის მათრახი აიღო სავარძლიდან._ როგორ ფიქრობ, არ მოგეწონება?
მისკენ დაიხარა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. _ჯანდაბა, რა სასიამოვნოა!
ჩაილაპარაკა თავისთვის.
„რაო?“ გაიფიქრა ნიკომ. „სასიამოვნოაო?“ არა, აშკარად სულიერად ავადმყოფთან ჰქონდა საქმე. მერე რა რომ ამ წამსაც კი არ იტყოდა უარს მასთან სექსზე, მერე რა თუ ისევ აღაგზნებდა? კარგად ხვდებოდა, ყველაზე სწორი ახლა აქიდან თავის დაღწევა იყო.
_ მოდი გამიხსენი ხელები, და განახებ რა არის მართლა სასიამოვნო!_ უთხრა ღიმილით. თვალები აენთო ქალს. წელში გაიმართა და გადაკეცილი მათრახი ნელა დაუსვა სხეულზე. ზუსტად შეხსნილ ქამართან დააჭირა ოდნავ.
_ რას იტყვი გავერთოთ?_ ჰკითხა დამცინავი ღიმილით. დაიხარა და ნელა შეიხსნა ფეხსაცმლის წვრილი ბალთები. ფეხშველი მივიდა კედელთან მდგარ მაგიდასთან და ცოტა ხანში ოთახში წყნარი, სასიამოვნო მუსიკა გაისმა. მათრახი მაგიდაზე რომ დატოვა, ნიკოლასმა შვებით ამოისუნთქა.
უცებ ცეკვა დაიწყო ნატამ. თვალგაშტერებით უყურებდა ნიკოლასი. ნელა იხდიდა ქალი ჰაეროვან კაბას, ისედაც რომ არაფერს მალავდა თხელი მატერია, მაგრამ ის რასაც ნიკო უყურებდა სულ სხვა სილამაზე იყო. მკლავები შეარხია, მისკენ გაიწია და გადავიწყებულმა ჯაჭვმა თავი შეახსენა. წარმოიდგინა, ახლა რომ თავისუფალი ყოფილიყო რას უზამდა ამ არანორმალურ ქალს. სიბრაზე უარესად ველურ ფანტაზიებს უღვიძებდა და ვეღარ იგებდა, მართლა რომ გაეშვა ქალს, წავიდოდა თუ არა ამ უცნაური სახლიდან. ალბათ არსად წამსვლელი არ იყო, შავი გამჭვირვალე მაქმანის, სულ ერთი ციდა ნაგლეჯი ფარავდა ქალის მკერდს, მას კი სურდა უფრო მეტი ენახა. სურვილმა აიტანა.
_ მოდი ჩემთან!_ სთხოვა ცეკვით გართულს. საკუთარ თავს თავად რომ ეალერსებოდა, და მისი არსებობა სულ რომ აღარ ახსოვდა. _ მოდი აქ!
ნიკო ჩვეულად მბრძანებლობდა, ვერ იაზრებდა, რომ ახლა ის არ იყო დომინანტი. მოჭუტული თვალებით გახედა ნატამ. სასურველი სხეული ინტერესით მოათვალიერა, წლები ოცნებობდა მასზე, როგორ აღარ ჰყავდა წარმოდგენილი, რას აღარ აკეთებდა მასთან თავის არაამქვეყნიურ ფანტაზიებში. მაშინაც კი როცა სხვასთან იწვა, მასზე ოცნებობდა. გამუდმებულ დაუოკებელ შიმშილს ჰგავდა მისი სურვილი და ახლა თითქოს სიამოვნებას იხანგრძლივებდა. ეს კაცი ახლა მას ეკუთვნოდა. ახლა შეეძლო ყველა ფანტაზია რეალობად ექცია. ტუჩი მოილოკა. ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. ნელა მიუახლოვდა. საწოლზე ავიდა და ხელი ნაზად აუსვა შიშველ სხეულზე.
_ მომეფერე!_ უთხრა ჩახლეჩილი ხმით ნიკომ. მაგრამ ისეთი ხმით სულ რომ არ ჰგავდა თხოვნას. ცეცხლი ელავდა ნატას თვალებში. ისე რომ საცვალი არც გაუხდია ზემოდან მოექცა. ხელებით მკერდზე დაეყრდნო და ნელა დაიწყო მოძრაობა. მის სახეს ვერ ხედავდა ნიკო. არადა მოსწონდა, როცა ქალის თვალებს უყურებდა. უნებურად ისევ გამოიწია და ჯაჭვმა არ გაუშვა.
_ ამხსენი შენი...!_ უბრძანა ისევ. თავი ასწია ქალმა.
_ კარგი ბიჭი იყავი დღეს?_ ჰკითხა დამცინავი ღიმილით.
_ რააა?_ ვერ მიუხვდა კითხვას ნიკოლასი და მოულოდნელად სახეში გაარტყა ქალმა._ რა ჯანდაბაა!_ იყვირა ნიკომ.

_ დამჯერი ბიჭი იყავი?_ კვლავ ჰკითხა ნატამ და როცა პასუხი ვერ მიიღო ისევ გაარტყა.
სიბრაზისგან გამოფხიზლდა წამში. ისევ გაიბრძოლა. ახლა რომ თავისუფალი ყოფილიყო, სამაგიეროს გადაუხდიდა, ზემოდან მოექცეოდა, ხელებს გაუკავებდა და აიძულებდა დანდობა ტირილით ეთხოვა. ახლა კი ვერც ეხებოდა, მას კი ამ თავნებობით ჭკუიდან გადაყავდა.
_ გამიხსენი ხელები! მომაშორე ეს, მოგეფერო მინდა! _ არაფერი არ ჭრიდა ჭკუიდან გადასულ ქალზე, სულ ფეხებზე ეკიდა მისი სურვილი. დაიხარა, თმაში ხელი ჩაავლო და სწორედ ისე აიძულა თავის უკან გადაწევა, როგორც ამას თავად აკეთებდა სხვა ქალებთან. ჯერ ყელში აკოცა , შემდეგ ენა აუსვა და კბილები ჩაასო.
_ ოხ შენი!_ დაიკვვნესა ნიკომ.
ნელა დაუყვა შიშველ მკერდზე ნატა. არ ჩქარობდა, წვრილი თითებით სწავლობდა მის სხეულს. და კიდევ უფრო ნელა აგემოვნებდა. იმ წამს მისთვის სამყარო აღარ არსებობდა. იყო მხოლოდ სასურველი კაცი და თავად. ნელა ჩასრიალდა მის ფეხებს შორის და შეხსნილი შარვლის სათავესთან დააკრო ცხელი ტუჩები. ისევ დაიკვნესა ნიკომ. ნუთუ მართლა ამის გაკეთებას აპირებდა ახლა? ირონიული ღიმილით ოდნავ წამოიწია და ახლა უკვე თავად გადაიხვია ის წვრილი ჯაჭვი დაძარღვულ მკლავებზე. მისი ყურება სურდა, უნდოდა დაენახა, რომ ეს მასაც ისევე სიამოვნებდა, როგორც თავად.
_ არაა ეს ქალი ნორმალური!_ ჩაილაპარაკა წამის შემდეგ და მისი ტუჩების მოძრაობას უნებურად ააყოლა სხეულის რიტმული ბიძგები.
იმ უცნაურ და წარმოუდგენელ დილით ნიკოლასი დარწმუნდა, იმისთვის რომ სიამოვნება მიიღო, სულ არ ყოფილა საჭირო თავად მართავდე სიტუაციას, ზოგჯერ ბევრად სასიამოვნოა, როცა სხვის ფანტაზიას, სხვის სურვილს და სხვის სითამამეს მიენდობი. ამაში მით უფრო მაშინ დარწმუნდა, როცა ნატა კვლავ ზემოდან მოექცა და კატასავით ჩამოუსვა მკერდზე სისხლისფერი ლაქით დაფარული კლანჭები. რაც უფრო აღწევდა ნატა სიამოვნების ექსტაზს მით უფრო უმატებდა ტემპს, უკან გადახრილი ნიკოლასის ძლიერ ბარძაყებს ჩაფრენილი თავაწყვეტილი მოძრაობდა, მისი რბილი ლამაზი ოდნავ ოვალის ფორმის მკერდი მისი სხეულის მოძრაობას წამის დაგვიანებით იმეორებდა და სიამოვნების იმ ბოლო წამს ნიკოს სურვილი კლავდა კბილებში მოექცია მუქი კერტები. მუჭებში მოექცია და მათი სირბილე უკეთ შეეგრძნო. გაგიჟებით სურდა ბოლო აკორდი თავად ყოფილიყო ამ სიგიჟეში.
ქალის ხმამაღალ კვნესას უსმენდა და როცა მიხვდა ნატა საკუთარ სიგიჟეს ასრულებდა, თავადაც......

მის ფართო მკერდზე იწვა ქალი და მისი აჩქარებული სუნთქვა თანდათან მშვიდ რიტმს უბრუნდებოდა. გრძნობდა, როგორ უკრთოდა შიგადაშიგ სიამოვნებისგან დაღლილი სხეული. ისეთი პატარა და ნაზი ჩანდა იმ წამს ქალი, რომ ნიკოს მხოლოდ მისი გულში ჩაკვრა სურდა. სურდა უბრალოდ ნაზად მოფერებოდა, დაემშვიდებინა და ეგრძნო, რომ უპირობოდ ენდობოდა, პირველად გაუჩნდა სურვილი, რომ ვიღაცას მის მკლავზე მშვიდად დასძინებოდა.
_ ნატა, გამიხსენი ხელები!_ უთხრა სრულიად მშვიდად. გვერდზე გადაძვრა ნატა. პატარა კარადის უჯრიდან ამოიღო გასაღები და ხელები უსიტყვოდ შეუხსნა. შემდეგ მის გვერდით მოიკუნტა საწოლზე და თვალები დახუჭა. ხელები გაამოძრავა ნიკოლასმა. მაჯაზე დამჩნეულ სიწითლეს ღიმილით დახედა. ფეხები თავისით შეიხსნა. ფეხზე ადგა და სხეული გაავარჯიშა. „არც თუ ისე ადვილი ყოფილა ასეთი თამაშებიო!“ გაიფიქრა. შარვალი შეიწორა და ქამარი შეიკრა. საწოლზე მოკუნტულ შიშველ ქალს დახედა. მშვიდად სუნთქავდა ნატა. ადამიანი იფიქრებდა, რომ ეძინა. არეული პლედი აიღო და მზრუნველად დააფარა. ბავშვური ლოყიდან აწეწილი თმა გადაუწია და ლოყაზე აკოცა. ოდნავ შეკრთა ქალი.
მიმოიხედა ნიკოლასმა და თავისი მაისური ვერ დაინახა. იფიქრა რომ მისაღებში იპოვნიდა და კარისკენ წავიდა.
_ რომ გახვალ კარი დაკეტე!_ მოესმა ზურგს უკან. მიხვდა, ქალი წასვლას სთხოვდა, მაგრამ თავად არსად სურდა წასვლა. რაც მოხდა არ იყო მისთვის საკმარისი. კიდევ უნდოდა. ოღონდ ახლა სურდა თავად მიენიჭებინა სიამოვნება, ისე მოფერებოდა, როგორც არავის მანამდე. ნელა და დეტალურად ესწავლა მისი სხეული. ახლა არსად აღარ ეჩქარებოდა, რადგან იცოდა იმ დღესაც, ხვალაც, ზეგაც და ძალიან დიდხანს ვერ დაიცხრობდა იმ უცნაურ ჟინს, რაც ნატამ გააღვიძა მასში. არაფერი უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან. მისაღებში დივანზე მიაგნო რასაც ეძებდა. მაისური გადაიცვა და ოთახი ახლაღა მოათვალიერა ყურადღებით. უცებ რაღაც ნაცნობი მოხვდა თვალში. პატარა კუთხის თაროზე პატარა ჩარჩო იდო. მივიდა და ხელში აიღო. თანდათან აესახა გაოცება თვალებში. და ბოლოს გაოცება ღიმილად გადაიქცა. თითი გადაუსვა ჩარჩოში ჩადებულ ნახატს. ნახატიდან პატარა წითური ბიჭის მანგა უყურებდა. რომელსაც ირონიული ღიმილით აეწია ხელი მაღლა და ხელში მომწვანო რვეული ეჭირა. მეორე ხელი პატარა გამხდარი მოკლეთმიანი მრგვალთვალება გოგონასთვის მოეხვია და გამარჯვებულის მზერით დასცქეროდა ზედ.
_ არა! _ ღიმილმა გაუპო ტუჩები_ არა! შეუძლებელია! არია სტარკ? შანსი არაა!
ახლაღა ახსენდებოდა იმ პატარა ბიჭური გარეგნობის გოგოს ცრემლიანი მომწვანო ნაცრისფერი თვალები და საოცრად ბავშვური გაბუტული ტუჩები. ტუჩები, რომლებიც წინა ღამეს ერთხელაც არ შეეხნენ მის ტუჩებს.
_ ეს შენი შურისძიება იყო არა?_ ჩაილაპარაკა კმაყოფილი ღიმილით._ კარგი და ახლა ჩემს პასუხსაც ნახავ!
ღიღინით დადო სურათი ადგილზე. იქვე დაყუნცულ კატას თავზე მოეფერა.
_ აწი მეგობრები ვართ!_ უთხრა მხიარულად და სააბაზანო მონახა. რადგან არსად წასვლას არ აპირებდა, დრო იყო თავი მოეწესრიგებინა და ომის ახალი სტრატეგია დაესახა.
როდისღაც გაიღვიძა ნატამ. გულაღმა გადაბრუნდა და ლამის შებინდებულ ცას გახედა სევდიანმა.
_ მგონი არ უნდა გამეშვა!_ ჩაილაპარაკა ხმაგაბზარულმა.
წამოდგა და სავარძელზე მიგდებული შავი აბრეშუმის ხალათი მოიცვა შიშველ სხეულზე. მისაღებში გასულს კატა რომ არ შეეგება, გაუკვირდა. მაგრამ სამზარეულოდან რომ ონკანის ხმა გაიგონა, აი მაშინ კი მართლა შეცნბა. კატასავით ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა ტიხარს და გაოგნებულმა შეხედა ქურასთან მდგარ მაღალ, წითურთმიან მამაკაცს.
_ ისევ მესიზმრება?_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა. მისი ხმის გაგონებისას ნიკომ ეშმაკური ღიმილით გამოხედა.
_ როგორც ჩანს მთელი ენერგია დამახარჯე, რადგან აქამდე გეძინა!_ ჩაუკრა თვალი._ მოდი დაჯექი!
რომ არ გაინძრა, თავად მივიდა ხელი მოხვია და გამოწეულ სკამზე დასვა.
_ მგონი შენ ტკბილეული დაიმსახურე პატარა არია!_ უჩურჩულა ღიმილით და შემცბარ ქალს ადგომის უფლება არ მისცა. ისე მოუწია პატარა მაფინებით სავსე თეფში._ ჭამე და მანახე რას ვაკეთებდი ხოლმე შენს სიზმრებში ამ სამზარეულოში!
მხარს უკან ამოხედა ქალმა. ინტერესით აკვირდებოდა თვალებში. ისევ რაღაცას ეძებდა. რაღაცას რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა.
უცებ თითები მოხვია ნიკომ კისერზე და მისკენ დაიხარა. ისე აკოცა, როგორც მაშინ, წლების წინ, პირველად და როცა როგორც იქნა მოსწყდა მის ტუჩებს, დაინახა რომ ისევ ცრემლებით ჰქონდა არიას თვალები სავსე. მიხვდა ისევ გაქცევა სურდა და ამ სურვილს ებრძოდა.
_ არა, ესენი მოიცდიან!_ ხელი ჰკრა ნამცხვრით სავსე თეფშს და მაგიდაზე გააბნია მრგვალი მაფინები. ხელები მოხვია ნატას,სკამიდან აიტაცა და მაგიდაზე შემოსვა. მკერდზე გადაუცურდა ქალს სრიალა აბრეშუმის მატერია.
ხარბად დახედა ნიკოლასმა მოშიშვლებულ მკერდს. და გაახსენდა, თუ რა ძალიან სურდა ცოტა ხნის უკან ეს ყველაფერი.
_ არ ვიცი, როდის მომიკლავ სურვილს პატარა არია!_ უთხრა გამომწვევი ღიმილით, მისი ფეხები წელზე შემოხვია და მისკენ დაიხარა....

(ამბავი ვის ეძღვნება მიხვდით თავად:))))

დასასრული....

ვე რა



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ♥️

 


№2  offline წევრი Lucien Vanserra

საოცრება იყო, განსაკუთრებით მთავარი გმირი მომეწონა laughing

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Lucien Vanserra
საოცრება იყო, განსაკუთრებით მთავარი გმირი მომეწონა laughing

დაბლოკეთ ეს კაცი ვიღაცამ )))))

 


№4 სტუმარი ქეთინო ჭ.

რა იყო ეს??!! გამაშტერა...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ქეთინო ჭ.
რა იყო ეს??!! გამაშტერა...

რატომ გაგაშტერათ?

 


არ მეყო დაუსრულებლად მინდოდა გაგრძელებულიყო,ვისურვებდი გაგრძელებას,ძაან მაგარი იყო..

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ოქტომბრის`ეული
არ მეყო დაუსრულებლად მინდოდა გაგრძელებულიყო,ვისურვებდი გაგრძელებას,ძაან მაგარი იყო..

სავარაუდოდ მთავარი გმირიც მაგ აზრზეა))))

 


№8  offline წევრი Lucien Vanserra

ვე რა
ოქტომბრის`ეული
არ მეყო დაუსრულებლად მინდოდა გაგრძელებულიყო,ვისურვებდი გაგრძელებას,ძაან მაგარი იყო..

სავარაუდოდ მთავარი გმირიც მაგ აზრზეა))))



კი შემიძლია დაზუსტებით გითხრა რომ მაგ აზრზეა laughing

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Lucien Vanserra
ვე რა
ოქტომბრის`ეული
არ მეყო დაუსრულებლად მინდოდა გაგრძელებულიყო,ვისურვებდი გაგრძელებას,ძაან მაგარი იყო..

სავარაუდოდ მთავარი გმირიც მაგ აზრზეა))))



კი შემიძლია დაზუსტებით გითხრა რომ მაგ აზრზეა laughing

შე დეპრესიონერა შენა)))

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფი

კარგი იყო❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent