შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა (თავი 9)


2-03-2025, 21:49
ავტორი NakoNako
ნანახია 408

თავი 9

ვაჟა

უკვე შუაღმეა. მე , კახა და გოგა ბათუმში ჩვენს კაზინოში ვართ -1 სართულზე. ჩვენი „საქმიანი პარტნიორებისთვის“ განკუთვნილ შეხვედრების ოთახში, დიდ მრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ და მათ მოსვლას ველოდებით. ზუსტად 15 წუთში გააღებს დაცვა კარებს და შვიდივეს შიგნით შემოუშვებს, მანამდე ჩვენი ბიჭები გაჩხრიკავენ , იარაღს ჩამოართმევენ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.

ახლა აგიხსნით რა არის ეს მრგვალი მაგიდა, ესაა საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენისთანა უკანონო საქმის გამკეთებელი ხალხი ზის, ყველა სხვადასხვა საქმეშია ჩართული, უკანონოდ იარაღით ვაჭრობა, ყალბი ფული, ნარკოტიკი და კიდევ ბევრი რამ. უხეშად რომ ვთქვათ ქვეყანის უმსხვილესი დამნაშავეები ანუ კულტურულად, უბრალო ხალხის თვალის ასახვევად „ ბიზნესმენები“.

ამ მაგიდასთან მსხდომებისათვის მთავარია ფული, ფულის გამო ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ თავიაანთი საქმე კარგად წავიდეს და ადამიანის სიცოცხლეს არაფრად აგდებენ. დამშეული ტურების ჯგუფია, მარტო ეშინიათ თავს დაგესხან, თუმცა ჯგუფურად გამბედაობა ეძლევათ.

მაგიდის წევრები არიან გოგა და კახაც მე კიდევ ამ მაგიდის მმართველი, ჩვენი მშობლებისგან გვერგო მემკვიდრეობით გვერგო ეს საქმე, ეს ბინძური საქმე რომელში გახვევაც არც ერთს არ გვინდოდა. პაპაჩვენისგან და გოგას პაპისგან დაწყებული კაზინოს ბიზნესი დანაშაულის „ მუცლად“ გადაიქცა.
კაზინოს ბიზნესიდან უცხოელი მოკავშირეები შეიძინეს, მათგან ფული დაითრიეს ანუ საქმეში ჩაადებინეს ჩვენმა პაპებმა, დროთა განმავლობაში ისე გაიზარდნენ ბათუმის პორტი ჩაიგდეს ხელში და „შავი გზა“ ანუ საზღვარი გახსნეს, მხოლოდ იარაღს ატარებდნენ თავიდან.
საქმე ისე გაიზარდა საშუალება მიეცათ სხვა სამეებშიც ჩართულიყვნენ და კარგი „ ბიზნესმენების“ იმიჯი შეექმნათ, კაზინოს კიდევ რამდენიმე კაზინო მოყვა, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, საქმე იზრდებოდა და ამასთან ერთად მტრების რაოდენობაც.
სუფთა საქმის დატოვება სურდათ შილებისთის მხოლოდ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ თვის დანებებას, დროთა განმავლობაში იარაღის გარდა, წამლის გატარებაც უწევდათ საზღვარზე, არ გაატარებდნენ და ზეწოლას იღებდნენ უცხოელი პარტნიორებისგან.
ძალიან აწუხებდათ ჩვენს პაპებს, პატარა ქვეყანა გვაქვს და ძალაუნებურად წამალი ქვეყანაში ხვდებოდა, წამლის გავრცელება და ადვილი შოვნა სიკვდილს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო ცდილობდნენ თავი დაეღწიათ და დაეკეტათ საზღვარი საზღვარგარეთიდან მუქარა უფრო და უფრო მეტი მოდიოდა,რამდენჯერმე მუქარის მიზნით თავსაც დაესხნენ ჩვენს ოჯახებს.
ჩვენი მამებიც ჩაბმულები იყვნენ ამ საქმეში, გოგას მამამ, ბიძაჩემმა და მამაჩემა მოახერხეს წამლისთვის დაეკეტათ გზა და აკრძალეს შემოტანა, ყველაფერს ცდილობდნენ და ყველა შავ გზას კეტავდნენ წამალს რომ არ გაევლო ჩვენს ქვეყანაზე. ნელ ნელა ცდილობდნენ ბინძური საქმეებიდან თავი დაეღწიათ, თავიდან გამოსდიოდათ. მაგრამ რახანც მაგიდა მათ ხელში იყო მაგიდის წევრებს არ აწყობდათ, ამიტომ გაერთიანნენ და ერთიანი ძალებით დაიწყეს ჩვენს ოჯახებზე შეტევა.

გერმანიაში ვსწავლობდით, მესამე კურსის სტუდენტები ვიყავით მე, გოგა და კახაც როდესაც გოგას მამის მკვლელობის ამბავი გავიგეთ. საქართველოში ჩამოვედით, ჩამოვედით და ჩვენი სტუდენტობა, საუკეთესო წლები, ბედნიერი ცხოვრება ამ ჩამოსვლით დავასრულეთ. ყველაფერი მიუნხენში დავტოვეთ. გათამამებული ბიჭების ცხოვრების წესი, მეგობრები, და რაც მთავარია ამ ჩამოსვლით განათლება მივატოვეთ. არ გგვინდოდა თუმცა სხვა გზა არ გვქონდა, იძულებულები გავხდით.
გოგას მამის შემდეგ მამაჩემის რიგი დადგა, მამაჩემიც მოკლეს. ბიძაჩემმა ხელში სამივეს იარაღი დაგვაჭერინა და ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდა, ვერც ერთმა ოჯახი ვერ დავიცავით, ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო, უცხო იყო, ჩვენ ამ სამყაროს არ ვეკუთნოდით.
შემდეგ გოგას ოჯახის წევრები დახოცეს, მისი პატარა 13 წლის დაც კი არ დაინდეს, თვითონაც სასიკვდილოდ დაჭრეს, შემდეგ იყო გოგას სამთვიანი კომა.
გოგას მამაჩემის მეგობრის საავადმყოფოში -2 სართულზე სპეციალურად მისთვის მოწყობილ ოთახში ვმალავდით, რომ მისი უმწეო მდგომარეობით არავის ესარგებლა და მოეკლა.
ამ სამითვის მანძილზე ჩვენს ოჯახებზე თავდასხმა არ წყდებოდა კახას დედა, ბიძაჩემი, ბებიაჩვენი და ჩემი პატარა ძმა რომელიც 9 წლის იყო გაისტუმრეს იმ ქვეყნად.
დავრჩით მე, დედა, გოგა, კახა და კახას პატარა და ლიკა. მახსოვს სულიერი ტკივილი იმდენად მძიმე იყო, თავი ვერ დავაღწიე დეპრესია დამეწყო და წამლის გაკეთება დავიწყე.
წამალი დამეხმარა იარაღი ადვილად ამეღო ხელში და ყველაზე შური მეძია, არავინ დაგვინდია ვინც ჩვენი ოჯახების განადგურებაში იყო გარეული, ყველა დავხოცეთ მე და კახამ, ჩვენი დიდი ოჯახიდან დარჩენილი გოგას ლიკას და დედას სიცოცხლეს სასწორზე ვეღარ შემოვდებდით. დავხოცეთ ყველა მაგრამ არ გვევონა ჭაობში თუ ავღმოჩნდებოდით, ყველა ვინც მოვკალით მათი ბინძური საქმეები ჩვენს მხრებზე აღმოჩნდა, მათი მოკავშირეები ჩვენ გვაწვებოდნენ საქმეში ჩასათრევად. წამალი, ტრეფიკინგი, ორგანოებით ვაჭრობაც კი , ყველაფერი ჩვენს მხრებზე ჩამოწვა და უარეს ჭაობში ავღმოჩნდით ვიდრე ჩვენი პაპები და მამები იყვნენ.
ყველაზე მტკივნეული რა იყო იცით, ამ საქმიდან რომ ამოსულიყვნენ თითქმის ყველა დავკარგეთ და ახლა კიდევ ვინც სიკვდილს გადავურჩით რომ გვეცოცხლა ეს ტვირთი უნდა გვეტარებინა. ლიკა იაპონიაში სხვა გვარით გადავმალეთ, აქ ყველამ იცოდა რომ ლიკაც თავდასხმის დროს დაიღუპა, მის სახელზე და გვარზე ცარიელი საფლავიც კი გავაკეთეთ მისი სიკვდილიც რომ დაეჯერებინათ ჩვენს მტრებს.
დედამ წასვლაზე უარი თქვა და ჩვენს გვერდით დარჩა, უფროსწორად გოგას გვერდით, გოგას უვლიდა , გერმანიიდან ექიმები ჩამოიყვანა და მათი დახმარებით სასწაული შეძლო, გოგა ამ ჯოჯოხეთური სამი თვის შემდეგ კომიდან გამოვიდა და თვალები გაახილა, თვალები გაახილა საზარელ რეალობაში, თუმცა რეალობა ადვილად აღიქვა თავისი ტკივილი გულში ჩაიმარხა და ჩვენს გვერდით დადგა, მისი რეაბილიტაცია ორ თვეს გაგრძელდა. ამ ორი თვის განმავლობაში საქმეში და ფულში ისე გავიზარდეთ რომ ქვეყანაში ყველა ნაბიჯზე რაც კი მსხვილი თუ წვრილი ბიზნესი იყო ჩვენ შევიძინეთ. მაგიდის ყველა წევრის ბიზნესი ჩვენზე გახდა დამოკიდებული, ხელოვნური კრიზისების შექმნით მათ მართვას ვახერხებდით ანუ ჩვენი ბრძანების ქვეშ ვამუშავებდით.
თითქმის ერთიწლის მერე საზღვრებსაც გავცდით, მხრებზე ნატვირთი სიბინძურის მეშვეობით შავი ფული შემოგვდიოდა და შემოგვდიოდა. ვაწყობდით გეგმას როგორ გაგვესუფთავებინა ჩვენი საქმეები, გადავწყვიტეთ ისევ შავი ფული გამოგვეყენებინა. ყელამდე ფულში ვისხედით, სხვადასხვა ქვეყნებშიც ხელი წაგვიცდა ბიზნესებზე, გავფართოვდით ფულზე ფული გვემატებოდა და გვემატებოდა, ფულს ძალაუფლებაც მოჰქონდა.
საქმე ისე წაგვივიდა ვინც ბინძური საქმეების კეთებას გვაძალებდა ისინი ჩვენი მოვალეები დახდნენ, ზოგი გავაკოტრეთ ზოგს ყველაზე ცუდი რამე რაც გაგვიკეთებია „ ოჯახის სახით მივეცით გაბრთხილება“ ანუ დავაშანტაჟეთ და ამ ბინძური საქმეებიდან ჩამოვიცილეთ, საზღვრებიც ჩავკეტეთ წამლისთვის, ორგანოებისთვის, ტრეფიკინგისთვის.
ჩვენი ქვეყნის მაგიდას მივუბრუნდით და მის გასუფთვებაზე გადავედით. 25 წევრიდან დან მხოლოდ ცხრანი დარჩნენ და სამნიც ჩვენ ვიყავით, შიშის ზარს ვცემდით ყველას, ვირთხებივით იყვნენ ჩვენს წინაშე.
ძალა საშინელი რამეა, როცა იცი რომ ძალაუფლება გაქვს ხელში, საზარელი ადამიანი ხდები. ხვდები რომ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო და გააკეთებინო ნებისმიერს. ვცდილობდით ძალაუფლებით არ დავბრმავებულიყავით, თუმცა არ გვაცადეს ორმა მაგიდის წევრმა პირი შეკრეს და შურის ძიება გადაწყვიტეს, დედაჩემზე ყველამ იცოდა ცოცხალი რომ იყო და ამიტომ თავდასხმა გადაწყვიტეს, სასიკვდილოდ დაჭრეს და რახანც მიზანს ვერ მიაღწიეს საავადმყოფოში ექიმი დაიქირავეს და დედაჩემი საოპერაციო მაგიდაზე დაატოვებინეს, ეს ექიმი კი რატიანი იყო.
ცხოვრებისგან ერთადერთი იმედის ნაპერწკალი მქონდა დარჩენილი და ისიც ხელიდან გამაცალეს, ჩვენი ოჯახების თავდასხმიდან წლის თავზე დედაც მომიკლეს. დეპრესიამ ისე მომხვია ხელი უკვე ფხიზელი გონებით არსებობა აუტანელი გახადა ჩემთვის, ყოველდღე ვკაიფობდი, ყოველდღე ვსვავდი, გული ისე დამეღალა საბოლოოდ ჭკუიდან შევიშალე, ფსიქოლოგიურ ტრანსში ჩავარდი, რეალური სამყაროს აღქმის უნარი დავკარგე, დამავიწყდა საკუთარი სახელიც კი, დამეწყო ჰალუცინაციები, ხმებს ვერ ვაჩერებდი ჩემს გონებაში, მინდოდა ჩემი სხეულისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ის სულიერი ტკივილი, რამაც გული ასე დამიღალა სხეულზე გადმომქონდა. კახამ და გოგამ შემაშველეს ამ პერიოდში ხელი ნარკოლოგიურმა ცენტრმა არ მიმიღო და ამიტომ მოუწიათ ჩემი ფსიქოლოფიური დახმარების კლინიკაში ანუ საგიჟეთში ჩემი დაწვენა, საქართველოდან გერმანიაში წამიყვანეს ჩვენი ვერტმფრენით, ზუსტად სამი თვე მომიწია იქ წოლამ, შემდეგ ერთი თვე ნარკოლოგიურ ცენტრში, თუმცა წამალი ბოლომდე ვერ გადავაგდე.
ახლა დაბალ დოზას ვიყენებ ისიც ფსიქოლოგიურად რთულ პერიოდში როცა ვარ, ექიმისგან დადებული დოზით ვიკეთებ წლებია უკვე და წლების განმავლობაში ნელნელა ვცდილობთ დოზის დაკლებას.
ეს ბოლოდღეებია ჩემდა საკვირველად წამალი აღარ მინდება, ანუ მინდება მაგრამ იმ დოზით არა სურვილს თავი რომ ვერ დავაღწიო. ხატიაზე ფიქრი სურვილისგან თავის დახწევის ერთ ერთი გზა გახდა ჩემთვის. და ახლა როდესაც ჩემს შავ ცხოვრებაში წლების მერე თეთრი ლაქა გაჩნდა, აზრი და მნიშვნელობა მიეცა ჩემს სიცოცხლეს, ვიღაც ნაბიჭვარს სურვილი გაუჩნდა რომ ეს პატარა სითეთრეც ჩამიშავოს.

ამიტომ ვსხედვართ და ველოდებით, ვცდილობ გადავჭრა ეს პრობლემა ახლა, არა სიბრაზით და არა იარაღით არამედ გონებიით, რადგან მე რომ ახლა რუსლანს მივწვდე მოსკოვში და მოვკლა ამით ხატიას უარეს საბრთხეში ჩავაგდებ, ამიტომ აჯობებს მაგიდაზე ყველა დავარწმუნო რომ ხატია ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
- რა გეგეგმა გაქვს ვაჟა? მეკითხება გოგა.
- დავარწმუნებ რომ ხატია არ მაინტერესებს და ჩაეხსნებიან.
- ჭკვიანურია. დამაჯერებლად ისაუბრე მათ წინაშე, პატარა ხელის ჩასაჭიდი მიზეზი უნდათ ისედაც ჩვენი ჭაობში ხელახლა ჩასათრევად . მითხრა კახამ.
- ისე ისაუბრე როგორც წინა დღეებში გვესაუბრებოდი ჩვენ. რადგან მინდა გითხრა ჩემო ძმაო ძალიან დამაჯერებელი იყავი.
- ხუმრობა გეყოფა ამ თემაზე გოგა, საქმე სერიოზულადაა, ხატია მათი ყურადღების ცენტრს უნდა ჩამოვაცილოთ.
- ჩვენ გაფრთხილებდით ვაჟა.
- ვიცი. ხომ არ ვუვარყოფ, ხმას აღარ ვიღებ ამიტომ ამ თემაზე თქვენს წინაშე, ხატიას შეყვარება გეგმაში არ მქონია.
- იმედია სერიოზულად ფიქრობ?! დაეჭვებით შემეკითხა კახა. პასუხის მაგივრად თავი დავუქნიე, რასაც გოგას სიცილი მოჰყვა.
- შენ ისე სწრაფად მიდიხარ, ერთ წელიწადში ცოლი და შვილიც გეყოლება.
- ცოლი შეიძლება, ხოლო ამ ბინძურ სამყაროში შვილის მოვლენას არ ვაპირებ არასდროს. დავხუროთ ეს თემა. ჯაბამ შეტყობინება გამომიგზავნა ყველა სუფთა და შემოდიანო.
არც ერთს არაფერი აღარ უთქვია ისე დაიკავეს თაავიაანთი კუთვნილი ადგილები ჩემს გვერდით.
„ ვირთხების ხროვა“ ჩვენს გვერდით საკუთარ ადგილებზე გადანაწილდნენ.
ყველანი სუფთა ანუ უიარაღოდ და დაცვის გარეშე ისხდნენ ჩემს წინაშე, შიშით კანკალებდნენ, სიტყვაზე მაგარი „ კაცები“ არიან.
ჩემი იარაღი ამოვიღე გადავტენე და მაგიდაზე დავდე, პირდაპირ რუსლანის ძაღლისშვილს მივუბრუნდი და თვალებში ჩავაცქერდი, წამის მეასედში გუკრთა შიში თვალებში, ხელები აუკანკალდა, ერთმანეთზე გადაჯვარედინებით სცადა კანკალის დაფარვა, სიამოვნების ღიმილი მომგვარმა მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ.
- ალბათ აქ მყოფებმა არ იციან შენი და ძაღლი მამაშენის გამო რომ არიან აქ.
- რუსლანი რა შუაშია აგვიხსენი? დამეპასუხა გია კორძია, ერთ- ერთი ცნობილი და წარმატებული „ ბიზნესმენი“ რომელიც თვალის ასახვევად ქვეყნის ერთ- ერთ ტელევიზიას მართავს და ყველაზე ბინძური ყვითელი პრესის „yellow times” -ის რედაქტორია პარარელურად. არაერთხელ გავმხდარვართ მისი ბინძური ჭორების ობიექტი, ბევრჯერ ისეთი კადრი დაუჭერია და დაუბეჭდია დახურულ წვეულებებზეც კი იქ სადაც ვერც ერთი უბრალო ჟურნალისტი რომ ვერ გადაიღებდა. ახლაც არაა გამორიცხული რუსლანთან შეკრული იყოს, დარწმუნებულიც კი ვარ, რადგან კახეთში რეზორტის გახსნაზე თვითონაც ბრძანდებოდა, ალბათ იქ შეგვამჩნია მე და ხატია ერთად. სიტყვაზე რატიანის მეგობარია, მაგრამ რატიანმა რა იცის რა ნაგავი მეგობარი ყავს.
- აბა შენ ხარ მაშინ შუაში, რაც არუნდა იყოს შენი ბინძური ფოკუსის ობიექტი არაერთხელ ვყოფილვარ.
- რის თქმას ცდილობ ვერ ვხვდები ვაჟა.
- გუშინ წინ საღამოს კაზინოში ვინ ითამაშეთ პოკერი მიპასუხე გია.
- პირდაპირ რახანც მე მკითხე ჩემზე უკვე იცი.
- ვიცი! განაგრძე.
- შენმა ძმამ კახამ, რუსლანის ბიჭმა გიორგიმ და ნუკრიმ.
გიამ მის გვერდით მჯდომ ნუკრის გახედა, ასაკში შესული უკვე გაჭაღარავებული ნუკრი წიკლაური ნათლიაჩემი. შეიძლება ითქვას ამ ჯგუფიდან ერთადერთი ადამიანია ვისაც პატივს ვცემთ, გვიყვარს და ვენდობოდით, მამაჩვენების ბავშვობის მეგობარია, ამ საქმეში როცა ჩავერთეთ ბევრჯერ წაგვახმარა ხელი, ჩვენთან ერთად ძიობდა შურს ჩვენი ოჯახების გამო, თუმცა ისეთი ურთიერთობა გვეჭირა მტრების თვალის ასახვევად რომ მაგიდის დანარჩენი წევრები ვერანაირად მიმხვდარიყვნენ ჩვენი მეგობარი იყო თუ მტერი .
- ფოტოებს რათქმაუნდა შენ გადამიღებდი როგორც ყოველთვის.
ჩემთვის პასუხი რომ გაეცა გიას პირი გააღო, თუმცა არ ვაცადე და გავაგრძელე ისევ მასთან თვალის მოუცილებლად საუბარი.
- ტყუილად უარყოფ გია, მესმის ჩემი დაშანტაჟება გინდათ, თუმცა მინდა გითხრა კარგი საკბილო ვერ ჩაიგდეთ ხელში, რა გგონია ისეთ დებილს ვგევარ რომ საყვარელი ქალი თქვენს წინაშე გამოვაჩინო? ყველამ კარგად იცით რატიანთან ჩემი მტრობის ამბავი.
- ამით რისი თქმა გინდა ვაჟა დაკონკრეტდი.
- ამით იმის თქმა მინდა გია რომ რატიანის ქალიშვილი ჩემი შურისძიების ობიექტია, ამიტომ არც ერთმა გაბედოს ამ საქმეში ცხვირის ჩაყოფა და ჩემი დაწყებული საქმის გაფუჭება. თორემ ამ მაგიდის ნახევარი სადაც გავგზავნეთ წლების წინ, მათთან გავაგზავნი პირდაპირი რეისით.
- შეშინებული რომ კანკალებ ჩემს წინაშე გიორგი მამაშენს გადაეცი, ხელი გრძელი მაქვს სადაც იმალება იქაც მივწვდები.
- შენ კიდევ გია ფრთხილად იყავი, შენმა ერთგულმა მეგობარმა არ გაიგოს მისი შვილით სარგებლობას რომ გეგმავ, ყველამ ვიცით რატიანი როგორი მამაა.
- ყველას გაბრთხილებთ აქ მსხდომებს ჩემს საქმეში ნურავინ ჩაერევით, თუ გაბედეთ და მსგავსი შეცდომა დაუშვით ან თქვენი ბიზნესით აგებთ პასუხს ან თქვენი სიცოცხლით, არჩევანი თქვენზეა, ახლა დაიშალეთ შეხვედრა დასრულებულია!
მაგიდის წევრები ფეხზე წამოდგნენ და გასასვლელისკენ დაიწყეს წასვლა. ნუკრი წიკლაურის გარდა ყველა გავიდა ოთახიდან. ვხვდებოდი რომ რაღაც კითხვები აწუხებდა და მანამ არ დატოვებდა აქაორობას სანამ პასუხებს არ მიიღებდა. ნუკრი სამივემ გადავკოცნეთ და მოვიკითხეთ, ჯაბამ კაზინოს ბარიდან სასმელი ჩამოგვიტანა და ჩვენთან ერთად დარჩა მაგიდაზე.
- რა საქმე გაქვს რატიანის ქალიშვილთან? არაკაცურ საქციელს რომ არ მოგიწონებ და არც ხელს წაგაშველებ იცი ალბათ შვილო. დედაშენი და მამაშენი წინააღმდეგები იქნებოდნენ იცოდე. როდის აქეთაა უდანაშაულო ადამიანებს ვრევთ…
აღარ გავაგრძელებინე ნათლიაჩემს ბრაზის გადმონთხევა საუბარი გავაწყვეტინე და გადავწყვიტე ყველაფერი ამეხსნა მისთვის.
- რახანც შენ დაიჯერე და დარწმუნდი, მაშინ ნაკლებად აიღებენ სხვებიც ეჭვს.
- ამიხსენი ვერ მივხვდი ვერაფერს.
- რას ვერ მიხვდი ბიძაჩემო. ჩაერია ჩვენს საუბარში გოგა სიცილით.
- ჩვენი გიჟი შეყვარებულია, თანაც ყურებამდე.
- რა? ვიზე?
- რატიანის ქალიშილზე. გამოეპასუხა კახა.
- თანაც ისეა შეყვარებული, რომ გაიგო დააშანტაჟებას აპირებდნენ ხატიას გამოყენებით “ ფეხების კანკალით “გამოიქცა ბათუმში და მაგიდა მოიწვია .
- გოგაა. ენას უპატრონე. გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა.
- ტყუილსაც არ ამბობს, გეტყობა რომ კარგად შეგეშინდა. ერთ- ერთი მოწმე მეც ვარ, დიდი ხანია შენ ეგეთი აღელვებული არ მინახიხარ. კახას ნათქვამზე გოგამ სიცილი დაიწყო, ნუკრისაც ეღიმებოდა.
- საქმე სერიოზულად ყოფილა, როგორც ჩანს.
- იმდენად სერიოზულაადაა ნუკრი ძია მომავალი სასიმამროსგან გემრიელად იგემა რამდენიმე სვანური მუშტი.
- მეც არ გამიკვირდა ვინ მოახერხა ამ დათვის ცემა თქო. დაეპასუხა ნუკრი სიცილით.

არ შეწყვიტა ჩემი მასხარად აგდება გოგამ. მეკი ამ დროს ტელეფონს ჩავყურებ და ხატიას შეტყობინებას ვუგზავნი. მართალია დილის 4 საათია თითქმის, მაგრამ ვიცი რომ შეიძლება ეღვიძოს რადგან მისი თქმით ძილის პრობლემა აქვს.
“ გძინავს თუ გღვიძავს?”
“ მღვიძავს, შენ რატომ არ გძინავს ასე გვიან? მშვიდობიანად ხარ?”
“ როგორ და ნერვიულობს შეყვარებულზე”
“ არ ვხუმრობ ვაჟა”
“ კარგად ვარ ნუ ღელავ, კაზინოში ვართ პრობლემას ვაგვარებდით აქამდე.”
“ იმედია რასაც ამბობენ მართალი არაა და “მაფიოზობანას არ თამაშობ”. მის მოწერილზე გამეცინა .
“ სათამაშო აპარატებს ჰქონდა კაზინოში პრობლემა და ის მოვაგვარეთ. და მოიცა შენ რა იცი ჩემზე ვინ რას ამბობს, როგორც ჩანს დღეს გოგოებთან ჩემზე ვიღაცამ იჭორავა“
“ რა შუაშია ჭორაობა, უბრალოდ ყველა შენს გამო გაბრთხილებებს მაძლევს.”
“ რას გეუბნევიან?”
“ რომ დაგშორდე.” მისმა ამ მესიჯმა გულის დასერვა დამიწყო, წასაკითხადაც რთული აღმოჩნდა, ერთმა მოწერილმა წინადადებამ გონებაში ყველანაირი ფიქრი გამიშავა, რამდენიმე წუთის უკან მასთან დაწყებული მიმოწერით მოგვრილი ბედნიერება შიშად შეიცვალა, დაკარგვის შიშად. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშად. სახიდან ღიმილი გამიქრა და სიბრაზემ დაიდო ბინა, კახას და გოგას მახვილ თავს ჩემი გამომეტყველება არ გამოპარვიათ.
- მშვიდობაა ვაჟა? სახე წამიერად შეგეცვალა. იკითხა კახამ
- კი. ვუპასუხე და ვისკით სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით ჩავცალე, ისევ ტელეფონს მივუბრუნდი.
“ შენ რას ფიქრობ?”
“ რაზე?” ღმერთო სულელია ეს გოგო თუ თავს ისულელებს? ბრაზმა უარესად დამიარა თავიდან ფეხებამდე, ვერც ვურეკავ რადგან აქ მყოფების მერიდება, თორე ძაღლივით მენატრება ახლა ისე მინდა მისი ხმის გაგონება და დამშვიდება.
“ ჩემზე შენ რას ფიქრობ? თავი შორს უნდა დაიჭირო?”
“ შენ ჩემი შენ გვერდით ყოფნა აღარ გჭირდება?”
“ მჭირდება!”
“ ხოდა შენს გვერდით ვარ.” მისმა ამ ბოლო შეტყობინებამ თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალეაბა მომცა.
“ ხვალ რა გეგმები გაქვს?”
“ აა, შენთვის დამავიწყდა მეთქვა, ხვალ მე ნინი და თინა კახეთში მივდივართ რეზორტზე. გახსნის მერე აღარ ვყოფილვართ.”
“ რაგინდათ ამ სიცხეში კახეთში? ერთად წავსულიყავით სადმე მე და შენ.”
“ ნუ იტყვი ძალიან ეცხელება ხომ? მეც ეგ ვუთხარი თინას მაგრამ ატყდა , დედაჩემიც მაძალებს წასვლას, თან კონცერტიცაა რაღაც ამისგამო უნდათ საჩქაროდ იქ ჩასვლა. თან შენც რამდენიმე დღე აპირებ მანდ დარჩენას. წავალ მეც დრო მალე გავა”
“ კარგი, რომ ჩახვალ გამაგებინე, ახლა უნდა წავიდე.”
რატიანი გავაბრთხილე არსად გაუშვა მეთქი და ეს კიდევ კახეთში უშვებს, ოთახიდან გავედი და მაშინვე ავკრიფე დავითის ნომერი, დავრეკე, რამდენიმე ზარი გავიდა და შემდეგ მიპასუხა.
- საათი რომელია ინფორმაცია არ გაქვს ალბათ.
- მოეშვი საათს, მე ხომ გითხარი ხატია არსად გავიდეს სანამ მე არ ჩამოვალ თბილისში მეთქი.
- რა მეთქვა, რომ ეკითხა რატომ არ მიშვებო?
- კარგი გათიშე არააქვს აზრი შენთან ლაპარაკს.
ოთხში შევბრუნდი, ნუკრი და ბიჭები საუბარში იყვნენ გართულები.
- გოგა კახეთში ჩვენს რეზორტზე ვისი კონცერტია თუ იცი?
- რაღაც ჯგუფია ზუსტად არ ვიცი, გავარკვევ და რახდება რომანტიკულიც თუ იყავი არ მეგონა.
- ხატია და გოგოები აპირებენ ხვალ წასვლას, დაცვა დააყენონ მათ სიახლოვეს, და ყველა სტუმარის ვინაობა მინდა.
- არის უფროსო კიდევ? დამცინავად მიპასუხა გოგამ.
- სახუმარო რა არის გოგა?
- სახუმარო ისაა რომ შენი ხელქვეითი აქ არავინ არაა, ყოველდღე 1000 სტუმარზე მეტი გვყავს სად ვარკვიო ვინ შედის და ვინ გადის, თუ ეგრე დარდობ გაყევი შენც გოგოებს. მითხრა სიცილით
- რაღაც გაურკვეველი ჯგუფის კონცერტზე ეს ვერ წარმომიდგენია, არ იკადრებს რესტორანში დაჯდეს და “ უგემოვნო” მუსიკას უსმინოს. დამცინავად დაამატა კახამ.
- მე დაგემშვიდობებით ბიჭებო, ახალგაზრდებმა ისაუბრეთ, ვაჟა შვილო, თუ სერიოზულად ფიქრობ გოგოს გული არ ატკინო, ეს დღეები აქეთ ვარ ოჯახით თუ რამეში დაგჭირდათ დახმარება მე თქვენს ვერდით მიგულეთ, ჩემი ქალიშვილი და მეუღლე შოპინგის და სპა ცენტრებში სიარულის მეტს არაფერს აკეთებენ, მომბეზრდა უკვე, უაზროდ სასტუმროში ჯდომა.
- მაშინ საქმე შენს მხრებზე გადმოინაცვლებს ნათლიაჩემო. ვუთხარი ნუკრის და მხარზე ხელი გადავხვიე.
- ბრძანე ვაჟა ბატონო.
- ჩვენ რომ კახეთში გაგვიშვა, და აქ ორი სამი დღის საქმეა დარჩენილი აპარატებია შესაცვლელი, გაგვიკეთებ ამ სიკეთეს? ჯაბაც მოგეხმარება, ეს კვირა ესეც აქაა.
- ჩვენც აქ ვართ ბიძაჩემო ჩვენც მოგეხმარებით . დასძინა კახამ.
- თქვენ კახეთში მოდიხართ. მივუბრუნდი ორივეს.
- რაგვინდა კახეთში იწვის იქაორობა. ჩაიბუზღუნა გოგამ.
- წადით წადით აქ მე მივხედავ ყველაფერს, საქმე მაინც გამომიჩნდება, ერთი თვეა მიუნხენიდან ჩამოვედით აქეთ იქით წანწალის მეტი არაფერი გვიკეთებია, გავერთობი მაინც. აქაორობა ჩემზეა დარდიი არ გქონდეთ. დაგვემშვიდობა ნათლიაჩემი და გსასვლელიდან თვალს მოეფარა.
- ჩაალაგეთ აბა ბარგი თბილისში მივდივართ.
- გუშინ დილით ჩმოვედი თან მანქანით, ამოსუნთქვა მაინც დაგეცდიათ, თქვენ რა გენაღვლებათ დასხდებით და ნახევარ საათში იქ ხართ მე კიდევ 5 საათი მაინც მინდა თბილისამდე ჩამოსასვლელად. საცობებია ხოლმე ამ პერიოდში.
- მანქანა დატოვე აქ. რასამბობ თბილისში სხვა მანქანა არ გიყენია გარაჟში.
- ერთი კვირა არაა რაც ვიყიდე. მანქანით წამოვალ ვერავის ვანდობ. ჯაბა ადგილზე არ დააყენებს ვიცი.
ორივეს გაგვეცინა გოგა ჩვენი ყველას ნერვებზე თამაშობდა მაგრამ ჯაბა გოგას ნერვების ჭია იყო, ერთადერთი ადამიანია ვისაც გოგას წყობილებიდან გამოყვანა შეუძლია.
- აბა მაშინ აქედანვე კეთილი მგზავრობა ყველას დილით კახეთში შევხვდეთ ერთმანეთს.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძაალიან კარგი იყო, სულ უფრო იძაბება.მჯერა რომ ვაჟას ნამდვილად წრფელად შეუყვარდა ხატია და მის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გაკეთებს.ეს ჭორიკანა და არამკითხე ხალხი როგორ არ მიყვარს, ყველა ჭკუის დამრიგებლები და მასწავლებლები ვითომ კარგის მრჩევლები.სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ადვილოა განსჯა როცა იმ ცხოვრებით არ უცხოვრიათ. ვაჟას ადგილას თავად რას იზავდნენ ახლა რომ განიკითხავენ და ცუდი ბიჭის წოდება მიანიჭეს დასხდებოდნენ და ყავას დალევდნეენ. მადლობა თქვენ მგონი ამდენი კომენტარი არსად მიწერია.ძალიან მომეწონა თქვენი ისტორია, რეალობას არაა აცდენილი. ველი გაგრძელებას და მომავალში ახალ ისტორიებს. წარმატებები

 


№2  offline წევრი NakoNako

სტუმარი ანი
ძაალიან კარგი იყო, სულ უფრო იძაბება.მჯერა რომ ვაჟას ნამდვილად წრფელად შეუყვარდა ხატია და მის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გაკეთებს.ეს ჭორიკანა და არამკითხე ხალხი როგორ არ მიყვარს, ყველა ჭკუის დამრიგებლები და მასწავლებლები ვითომ კარგის მრჩევლები.სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ადვილოა განსჯა როცა იმ ცხოვრებით არ უცხოვრიათ. ვაჟას ადგილას თავად რას იზავდნენ ახლა რომ განიკითხავენ და ცუდი ბიჭის წოდება მიანიჭეს დასხდებოდნენ და ყავას დალევდნეენ. მადლობა თქვენ მგონი ამდენი კომენტარი არსად მიწერია.ძალიან მომეწონა თქვენი ისტორია, რეალობას არაა აცდენილი. ველი გაგრძელებას და მომავალში ახალ ისტორიებს. წარმატებები

მიხარია თქვენი გულიანი შეფასების წაკითხვა❤️ უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ტექსტში დაშვებულ წერითი შეცდომების გამო გიხდით ბოდიშს მექანიკურად ვცდილობ ჩასწორებას მაგრამ მაინც მრჩება. დაელოდეთ შემდეგ თავს უახლოესი ორი დღის განმავლობაში დავდებ თუ მოვასწარი შესაძლოა ხვალაც. უფრო მეტად დაგვეძაბება სიტუაცია…

 


№3 სტუმარი kati

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომწონს სიუჟეტი,საინტერესოდ წერთ.ცოტა გრამატიკულ შეცდომებს თუ გაასწორებთ(ბრთხილად,საბრთხე,ვსვავ და მსგავსებს)შესანიშნავი და წიგნად გამოსაცემი რომანი გამოვა.არ მიყვარს დასრულებამდე,თავებად დადებული ისტორიების კითხვა,მაგრამ ვერ მოვითმინე და რა მეშველება ახლა მომდევნო თავის დადებამდე?!წარმატებები და ველოდები ახალს მოუთმენლად.

 


№4  offline წევრი NakoNako

kati
ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომწონს სიუჟეტი,საინტერესოდ წერთ.ცოტა გრამატიკულ შეცდომებს თუ გაასწორებთ(ბრთხილად,საბრთხე,ვსვავ და მსგავსებს)შესანიშნავი და წიგნად გამოსაცემი რომანი გამოვა.არ მიყვარს დასრულებამდე,თავებად დადებული ისტორიების კითხვა,მაგრამ ვერ მოვითმინე და რა მეშველება ახლა მომდევნო თავის დადებამდე?!წარმატებები და ველოდები ახალს მოუთმენლად.
მადლობა გაკეთებული შეფასებისთვის ❤️ რაც შეეხება შეცდომებს თქვენც წაიკითხეთ მექანიკურად წერისას ბევრი შეცდომა მომდის ხანდახან ტექსტს თვითონვე მიცვლის პროგრამა ვცდილობ ყველანაირად თუცა ცოტა მეპარება მაინც შემდეგ თავს ვეცდები უფრო გულდასმით გადავხედო და დავარედაქტირო. ხშირ შემთხვევაში დაწერილ თავს მაშინვე გაწვდით და რედაქტირებისთვის დრო აღარ მრჩება... ასე რომ ვეცდები ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თეა

იყოოს რედაქტირების გარეშეე ოღონდ არგვალოდინოო ❤️❤️ მოუთმენლად ველით ხოლმე ახაალ ისტორიეებს ❤️

 


№6  offline წევრი NakoNako

სტუმარი თეა
იყოოს რედაქტირების გარეშეე ოღონდ არგვალოდინოო ❤️❤️ მოუთმენლად ველით ხოლმე ახაალ ისტორიეებს ❤️

ახლახანს დავამთავრე მეათე თავი, რედაქტირებას ნამდვილად დიდი დრო მიაქვს და ზედაპირულ შეცდომებ გადავხედავ და ავტვირთავ, სრულიად როცა დავდებ ზედმიწევნით დავარედაქტირებ. ახლა ნამდვილად არ მრჩება დრო სამწუხაროდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent