შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(12)


7-03-2025, 21:20
ავტორი La dolce vita
ნანახია 817

თორნიკე შორიდან აკვირდებოდა მათ და ბრაზი ერეოდა და სიმწრისგან კბილებს ძლიერ აჭერდა ერთმანეთს, ბოლოს ამის მოსმენამ სულ გადარია ჭკუიდან. როდესაც მართამ თანხმობა უთხრა ირაკლის. გამწარებულმა დატოვა იქაურობა.

– მოდი ამაზე ხვალ ვისაუბროთ კარგი, ახლა არ ხარ საღ აზრზე.- მშიდი ხმით მიუგო და გოგონა ხელში აიყვანა, რადგან ფეხზე ვეღარ იდგა. გასასვლელისკენ დაიძრა, გოგონა მანქანაში მოათავსა და ის იყო ჩაჯდომას აპირებდა, რომ მხარზე მძიმე შეხება იგრძნო ინტერესით შებრუნდა უკან და სახტად დარჩა რადგან მის წინ კვიციანი იდგა, რომელსაც მრისხანებისგან უელავდა თვალები.
– შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?- გაღიზიანებულმა წამოიძახა.
– მგონო დაგავიწყდა რა გითხარი იმ დღეს საკანში.- შეუღრინა.
– უკვე გითხარი, რომ მის დათმობას არ ვაპირებ, ბატონო თორნიკე.-ცინიზმით უთხრა.
– გიკრძალავ მის სიახლოვეს ყოფნას გასაგებია!- დაუყვირა და მანქანის კარები გამოაღო.
– შენ ვინ ხარ, რომ მიკრძალავ მასთან სიახლოვეს.- ირაკლი ნელ-ნელა სიმშვიდეს კარგავდა.
– ის მე მეკუთვნის გასაგებია...!
– მან მე ამირჩია.- ნიშნისმოგებით უთხრა.- კვიციანს კი, გაეცინა.
– შენ აგირჩია, სერიოზულად? მან ეს ჩემს გასაბრაზებლად თქვა.
– მაინც არ ვაპირებ მის ხელიდან გაშვებას რაც არ უნდა დამიჯდეს ჩემი გახდება!- დაუყვირა. ამ მომენტში კვიციანი, გაჩერდა და ბრაზმორეულმა შეხედა.
– რა თქვი?! შენი გახდება?- სიმწრისგან მთელი ძარღვები დაეჭიმა და მუშტი პირდაპირ სახეში უთავაზა.
– მოგკლავ, არ გაცოცხლებ რას ნიშნავს შენი გახდება?- დაუყვირა და კიდევ მისცხო.
– ის ჩემი ქალი იქნება და შენ ვერ შემიშლი ხელს.
– სიცოცხლე მოგბეზრდა ხო.- ჩხუბობობდა კვიციანი, უკვე იმდონემდე იყო მოსული, რომ ირაკლი წაექცია მისზემოდან მოექცეულიყო და გამეტებით ურტყავდა
ამ ალიაქოთზე მართას, გაეღვიძა და მანქანიდან შეშინებული გადმოვიდა.
– რას აკეთებთ ხომ არ გაგიჟდით, ახლავე შეწყვიტეთ ჩხუბო!- დაუყვურა ორივეს, თუმცა არცერთმა უგდო ყური.
– არ გესმით რა გითხარით, იცით რა ჯანდაბამდე გზა გქონიათ ორივეს, მე არცერთი თქვენგანი არ მაინტერესებს და სულ მალე ვეღარც მნახავთ. - დაუყვურა მათ და ისინიც გაჩერდნენ.
– რაა? - წამოიძახა თორნიკემ და მას მიუახლოვდა.
– მე არც წარსულში მინდა დაბრუნება და არც ახალი ურთიერთობების წამოწყება მინდა, ირაკლი შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე არავისთან არ ვაპირებ ურთუერთობის გაბმას.
– აბა, ის რატომ მითხარი?
– მაპატიე, მე უბრალოდ ამის გასაღიზიანებლას ვთქვი ასე, ვიფიქრე ამას, რომ გაიგებდა თავს დამანებებდა, მაგრამ შევცდი.- დაღლილი ხმით წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯებით სიარული.
– მართა მოიცადე!- კვიციანმა დაუძახა.
– თავი დამანებეყ არცერთის დანახვა არ მინდა, ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ. მე ნადავლი არ ვარ, რომელსაც მოინადირებენ მხეცები.- გაბრაზებულმა წამოიძახა, თან სიმწრისგან ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან.
ცენტრალურ ტრასაზე გავიდა, ბუტბუტით მიდიოდა, თუმცა კი არ იცოდა სად მიდიოდა. ამ შუაღამეს სადაც კაცი შვილის ჭაჭანანება არ იყო.
– მართა, ჩაჯექი მანქანაში.- გასძახა ფანჯრიდან კვიციანმა.
– თავი, დამანებე ჩემითაც გავიკვლევ გზას.- ნერვებ მოშლილმა უპასუხა და ჯიუტად განაგრძო სიარული.
ნაპირზე შეჩერდა იმ იმედით, რომ ვიღაც მაინც გამოივლიდა. საწყლად იდგა მობუზული და თან გაყინულ მკლავებს ითბობდა.
მალე მანქნაც გამოჩნდა და გოგონამაც ხელი დაუქნია.
_ გამარჯობა,შეგიძლიათ სადგურამდე მიმიყვანოთ?- კითხა გოგომ.
მანქანის მძღოლმა გოგონა ხარბად აათვალიერ ჩაათვალიერა და უთხრა.
– შენნაირ ლამაზ გოგოს უარს როგორ ვეტყვი.- ამის თქმა იყო და კვიციანიხ ადგილზე გაჩნდა.
– დამეკარგე ახლა აქედან სანამ ძვალ-რბილი არ გაგიერთიანე.- დასჭექა მრისხანედ და ისიც იმ წამსვე წავიდა.
– რა გააკეთე, რატომ გააგდე?!
– მართა, თავს იშტერებ,თუ მე მაშტერებ. ის ტიპი არ იყო სანდო ამიტომაც გავაგდე გასაგებია?
– კაი კაცო რას მელაპარაკები, როგორმ თავს უშენოდაც მივხედავდი. ახლა, რა უნდა ვქნა სახლში როგორ წავიდე?
– სად არის შენი თაყვანისმცემელი, რატომ არ გამოგყვა უკან აა?
– ის ჩემი თაყვანისმცემელი არ არის.
– მაგრამ მან მოგიყვანა და ვალდებული იყო უკან დაებრუნებინე, მაგრამ როგორც კი უარი მიიღო მაშინვე დაგივიწყა.
– ნერვებს მიშლი თორნიკე და თავიდან მომწყდი.
– არსად წასვლას არ ვაპირებ ჩაჯექი მანქანაში სახლამდე მიგაცილებ.
– არ მინდა მადლობა, მირჩევნია ფეხით წავიდე ვიდრე შენ ჩაგიჯდე მანქნაში.
– ასე, არა.- წამოიძახა გოგონას ხელი დაავლო და ძალით ჩატენა მანქანაში.
– რას აკეთებ, სულ გაგიჟდი ხო.
– ხო, გავგიჟდი შენ გამაგიჟე!- დაუყვირა.- მეტი აღარ შემიძლია გესმის ?
ვიცი დავაშავე შენს წინაშე და არ მოველი რომ მაპატიებ,რადგან ჩემს თავს ვერც მე ვპატიობ ამ სისასტიკეს, ხვალ ყველაფერს გაიგებ, თუ რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი და მერე შენ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი.- უთხრა და მანქნა დაძრა
მთელი გზა,არცერთს ხმა აღარ ამოუღიათ, გზაში კი, მართას ჩამოეძინა ამ შანსს კი კვიციანი ხელიდან ვერ გაუავებდა.
თავის ბინაში მიიყვანა და საწოლზე დააწვინა, შემდეგ პლედი გადააფარა მის სახესთან დაიხარა და მისი არომატი შეიგრძნო, ისევ ის იასამნის არომატი ასდიოდა, როგორც უწინ.
– მაპატიე, თუ შეგიძლია მე არ ვარ შენი ღირსი, მაგრამ არც უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, იცი, მოგატყუე, მაშინ რომ გითხარი, არ მიყვარდი თქო მე მაშინაც მიყვარდი, თუმცა შურისძიების წყურვილმა გონება დამიბინდა და რეალობის აღთქმა დავკარგე შენი მანქანა, რომ მეტეხის ხიდიდან გადიდან მტკვარში გადავარდა და ვერ გიპოვეს, ვერც წარმოიდგენ, როგორ განვიცადე მთელი ეს წლები, ვიტანჯებიდი და თავს ვერ ვპატიობდი ამას.- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, მერე ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა,თუმცა მართამ ხელი ჩაავლო და უკან დააბრუნა.
– არ წახვიდე...- წამოიძახა.
– შენ არ გეძინა?-წამოიძახა გაკვირვებულმა.
– მეძინა,მაგრამ შენმა შეხებამ გამაღვიძა, თუმცა არ მინდოდა შენთვის ხელი შემეშალა.- თორნიკე გვერდით მიუჯდა.
– ყველაფერი მოისმინე?
– ყველაფერი.- ნაღვლიანამა უპასუხა.
– მე...- წამოიძახა და შეიშმუშნა.
– თორნიკე, მისმინე, თუ გინდა, რომ ამ ყველაფრისგან განთავისუფლდე შენი წარსული უნდა გაუშვა და არ უნდა ჩაებღაუჭო მას გესმის.. ახლა კი, მიამბე, რაც გაწუხებს მე ვიცი,ნაწილობრივ რაც ჩაიდინა მამაჩემმა, მაგრამ უფლება მაქვს ვიცოდე, ყველაფერი.
– გიამბობ, ოღონდ ხვალ...
– ხვალ არა ახლა და ამ წუთში დაჯდები და მიამბობ ყველაფერს.
– კარგი.- მძიმედ ამოიხრა, თვალები დახუჭა და მოყოლა დაიწყო.
– 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა დამ თავი მოიკლა, მე შემთხვევით შევესწარი, თუ როგორ ჩამოიხრჩო თავი თოკზე, ვერაფრით ვერ ვუშველე, უკვე გვიან იყო ან მე რას გავხდებოდი, პატარა ვიყავი ძალიან განვიცადე ეს ამბავი, მოგვიანებით, ჩემი დის დღიური ვიპოვე სადაც ყველაფერი იყო მის ცხოვრებაზე აღწერილი.
– მამაშენმა, ჩემი და შეაცდინა, მის კომპანიაში მუშაობდა და თუ სწორედ მახსოვს, ასისტენტი იყო, ჩემი დის ამბავი დედამ ვერ გადაიტანა და მის დარდს გადაყვა, დავრჩით მე და ანა მხოლოდ, იმ დღის შემდეგ დავისახე მიზნად,რომ დრო მოვიდოდა და აუცილებლად ვიძიებდი შურს მამაშენზე.
– და გადაწყვიტე მე გამოგეყენებინე არა?- ჩამწყდარი ხმით კითხა.
– ხო, გადავწყვუტე მეც ისევე, მოვქცეულიყავი,როგორც მამაშენი მოიქცა, მეგონა ამით გავანდგურებდი,მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ არც თავის შვილის ბედი არ ანაღვლებდა. ეს მხოლოდ შენს მოწერილ წერილში შევიწყვე.
– მამაჩემი საშინელი ადამიანი იყო, საბრალო დედას საშინელ დღეში აგდებდა, რადგან როგორც კი, შინ ბრუნდებოდა მაშინვე დედას ცემაზე გადადიოდა, არც მე არ მინდობდა ხოლმე დედამ კი, ამდენ ნერვიულობას ვერ გაუძლო და გული გაუსკდა. ერთადერთი ადამიანია მამაჩემი, რომელიც მძულს.- თცალებიდან წამოსული ცრემლი უხეშად მოიწმინდა და კვიციანს გახედა, ცრემლიანი თვალებით. თორნიკემ ხელი მის სახისკენ წაიღო,რომ ცრემლი მოეწმინდა,თუმცა ვერ გაბედა შეხებოდა, მას.
ახლა, სრულიად შეცვლილები და ნამდვილები, ისხდნენ და უყურებდნენ ერთმანეთს, არ საუბრობდნენ უბრალოდ თვალებით ამყარებდნენ კონტაქტს, ვინ იცის რა ცეცხლი გიზგიზებდა მათ გულებში, წლები გავიდა,თუმცა ორივეს გულები ისევ უწინდებურად ძგერდნენ უყვარდათ,თუმცა ვერ შეძლეს ერთად ყოფნა სამყარომ უამრავი განსაცდელი მოუვლინა მათ, რომ დღეს ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს მაგრამ ნეტავ რისთვის? ალბათ იმისთვის, რომ გამოეცადათ თავიანთი გრძნობები.
ეს ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლის ველია,რომელშიც მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს.
– ახლა შენ ყველაფერი იცი,შეძლებ ჩემს პატიებას?- თვალები დახარა და ისე კითხა.
– მე უკვე დიდიხანია გაპატიე..
– რაა?- გაოცდა
– ხო, მართალია დიდი დრო დამჭირდა ამის გადასახარშად,თუმცა მე წარსული დიდიხანია ჩემი ცხოვრებიდან გავუშვი და იცი რატომ?
– რატომ?
– იმიტომ, რომ მივხვდი წარსულზე ფიქრი ისევ მე დამაზარალებდა, ამიტომ თავს შემოვუძახე და ყველაფერი ცუდი გავუშვი ჩემი გულიდან.
– მართა ... მითხარი მაქვს იმის შანსი,რომ...- აქ გაჩერდა, რადგან ძალიან უჭირდა ამის თქმა.
– რისი შანსი, რომ ერთად ვიყოთ?
_ ხო, მითხარი რას გრძნობ ჩემს მიმართ?
– თორნიკე, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე მეტი აღარ მინდა,ურთიერთობები არავისთან.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე.. სიყვარულის აღარ მჯერა, მივხვდი,რომ ეს სისულელა, გესმის, თანაც მე აქ დარჩენას არ ვაპირებ უახლოვეს დღეებში გავემგზავრები რომში.- ნაღვლიანმა მიუგო.
– მიდიხარ?
– ხო, რადგან წლებია იქ ვცხოვრობ და მივეჩვიე უქაურობას,ჩემი საქმე უკვე დავასრულე მეტი აქ აღარაფერი მაკავებს.
– და მე...
– შენ რა?
– მე რომ გთხოვო არ დარჩები.
– რისთვის უნდა დავრჩე, უკვე გითხარი, რომ არაფერი გამოგვივა-თქო.
– კარგი.- უღონოდ ამოთქვა, თითქოს დანებდა კიდეც იმ ფაქტს,რომ ვეღარაფერს შეცვლიდა. რას იზამდა, ხომ არ დააძალებდა მასთან ყოფნას, ამის უფლება არ ჰქონდა.




22 ოქტომბერი 2024 წელი.

მართამ თავის ნივთები მოაგროვა და ბავშვშვთან ერთად გარეთ გავიდა.
– მადლობა, ნელი დეიდა ყველაფრისთვის.- უთხრა გოგონამ და ქალს მოეხვია.
– რისი,მადლობა შვილო იქნებ დარჩენილიყავით..
– არა, არ შემიძლია.- დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.

მთელი გზა, თორნიკესთან გატარებულ დიალოგს იხსენებდა, არ მოელოდა,თუ ასე უცებ დანებდებოდა და დაუშვებდა მის წასვლას, გული დაწყდა,თითქოს მაგრამ თავად არ უთხრა, რომ მასთან დაბრუნებას არ აპირებდა.
აეროპორტის წინ შეაჩერა მანქანა და შიგნით შევიდა, როგორც კი, გამოცხადდა თბილისი-რომის რეისი თვითმფრინავისკენ გაემართა და სალონში ავიდა.

ამავდროულად კვიციანიც მივიდა აეროპორტში და გიჟივით შევარდა,შიგნით.
– უკაცრავად, თბილისი- რომის რეისი, როდის გადის?
– წუთი-წუთზე აფრინდება უკვე.- უთხრა გოგომ.
– რაა? - წამოიძახა და გიჟივით მივარდა შუშაბანდს, მისვლა მისვლა და თვითმფრინავის აფრენა ერთი იყო.



№1  offline წევრი La dolce vita

შეცდომებისთვის, ბოდიშს გიხდით დარედაქტირება ვერ გავუკეთე, რადგან დავასრულე თუ არა იმწამსვე ავტვირთე.

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

რა კარგი თავი იყო, დილით თვალისგახელისთამავე საიტს ვამოწმებ სიახლე ხომ არ არის, გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლოს გული გამიჩერდა, რა დროს დამთა რდა, გთხოვთ არ დაადოროთ ერთმანეთს მართა და თორნიკე, გელით მპუთმენლად.

წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ რვა მარტს

 


№3  offline წევრი La dolce vita

სტუმარი გვანცა
რა კარგი თავი იყო, დილით თვალისგახელისთამავე საიტს ვამოწმებ სიახლე ხომ არ არის, გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე, ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლოს გული გამიჩერდა, რა დროს დამთა რდა, გთხოვთ არ დაადოროთ ერთმანეთს მართა და თორნიკე, გელით მპუთმენლად.

წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ რვა მარტს

ვნახოთ რა იქნება წინ საიტერესო თავები გველის იტალიიდან.
მადლობა თქვენც გილოცავთ.

 


№4 სტუმარი ნია

გილოცავთ მარტს ქალურ სიძლიერეს ბედნიერებას წარმატებებს გისურვებთ ძალიან მომწოს ეს ისტორია ყოჩაღ დღეს ამის დადება მართლაც კარგი საჩუქარი იყო მადლობა

 


№5  offline წევრი La dolce vita

ნია
გილოცავთ მარტს ქალურ სიძლიერეს ბედნიერებას წარმატებებს გისურვებთ ძალიან მომწოს ეს ისტორია ყოჩაღ დღეს ამის დადება მართლაც კარგი საჩუქარი იყო მადლობა

❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

ახლა ისევ ერთი კვირა უნდა ველოდოთ ახალი თავის დადებას?ძალიან გთხოვთ იქნებ ცპტა მალე დადოთ და გვითხრათ რამდენი ხანი უნდა გელოდოთ

 


№7  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
ახლა ისევ ერთი კვირა უნდა ველოდოთ ახალი თავის დადებას?ძალიან გთხოვთ იქნებ ცპტა მალე დადოთ და გვითხრათ რამდენი ხანი უნდა გელოდოთ



იქნებ უბრალოდ დატკბეთ ახალი თავით მეგობრებო და არ განეწყოთ ნეგატიურად იმის ფიქრით, თუ როდის დავდებ ახალ თავს. მესმის გასაგებია, გინდათ იკითხოთ,მაგრამ რაც ამ ისტორიას, ვდებ სულ იმას ვამბობ, რომ დრო სჭირდება ყველაფერს,ხან ვზივარ და საათობით ვფიქრობ რა დავწერო, მაგრამ თავში არაფერი მომდის, უნდა გაიგოთ, რომ ადამიანი კომოპიუტერი არ არის, რომელიც წამებში მოიფიქრებს და დაწერს.
ნუ გგონიათ, რომ ეს მარტივია, რადგან ასე სულაც არ არის. მართლა დავიღალე ამის ახსნით უკვე ამას ბოლოჯერ ვამბობ, რადგან აღარ მინდა მეტი მივუბრუნდე ამ საკითხს ისევ. რადგან ძალიან ვიღლები და ვითრგუნები ეს არც თავის დაფასებაა და არც სხვა რამე უბრალოდ ადამიანური საკითხია ეს და მეტი არაფერი. მე ვწავალობ ენერგიებს ვხარჯავ, რომ რამე დავწერო და ცოტა მალე დავდო ხოლმე.:((

მადლობა მაინც, რომ მომყვებით და გილოცავთ რვა მარტს.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორ გამიხარდა ახალი თავი. გილოცავთ 8 მარტს ❤️❤️ ძალიან გთხოვთ არ გაწიროთ თორნიკე და მართა❤️❤️❤️ გელოდებით❤️❤️

 


№9  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლილე
როგორ გამიხარდა ახალი თავი. გილოცავთ 8 მარტს ❤️❤️ ძალიან გთხოვთ არ გაწიროთ თორნიკე და მართა❤️❤️❤️ გელოდებით❤️❤️


მადლობა, თქვენც ასევე❤️ ყველაფერი ახლა იწყება.❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი მადლობა, მეც გილოცავთ 8 მარტს. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერი გასაგებია, აწი აღარ შეგაწუხებთ, კომენტარსაც კი აღარ დაგიდებთ , თუ გინდათ საერთოდაც ნუღარ გააგრძელებთ, ესეც თქვენი უფლებაა

 


№11  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ნინო
დიდი მადლობა, მეც გილოცავთ 8 მარტს. წარმატებებს გისურვებთ, ყველაფერი გასაგებია, აწი აღარ შეგაწუხებთ, კომენტარსაც კი აღარ დაგიდებთ , თუ გინდათ საერთოდაც ნუღარ გააგრძელებთ, ესეც თქვენი უფლებაა


მე საწყენი არაფერი მითქვამს არაფრის შეწყვატას არ ვაპირებ კომმეტარის წერა კიდევ არავის აუკრძალავს, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ, რომ იყო ავტორი არ არის მარტივი იმედია სწორედ გაიგებთ ჩემს დაწერილს. ჩემთვის ყველა მკითხველი მნიშვნელოვანია და თქვენსავით მეც განვიცდი, რომ ყოველ დღიურად ვერ ვწერ. ნუ იფიქრებთ ცუდზე და ნეგატიურზე წინ ისეთი კარგი თავები გველის, რომელიც რომში განვითარდება. ახალი თავი წერის პროცესშია და როგორც კი სრულყოფულად დავწერ ავტვირთავ.❤️

 


№12 სტუმარი ნესტან

გილოცავთ 8 მარტს სულ ბედნიერი გახარებული წარმატებული ყოფილიყავით... მომეწონა კარგი თავი იყო მადლობა წარმატებული ♥️????????????

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიაკო

სასწაულია თქვენი გამოჩენა თანაც რვა მარტს, კარგი თავი იყო და ნამდვილად კარგი საჩუქარია, მაგრამ დასასრულზე ძალიან ვინერვიულე, ველით გაგრძელებას, ბრავო სასწაული ხართ, წარმსტებები და გილოცავთ დღევანდელ დღეს

 


№14  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლიაკო
სასწაულია თქვენი გამოჩენა თანაც რვა მარტს, კარგი თავი იყო და ნამდვილად კარგი საჩუქარია, მაგრამ დასასრულზე ძალიან ვინერვიულე, ველით გაგრძელებას, ბრავო სასწაული ხართ, წარმსტებები და გილოცავთ დღევანდელ დღეს


მადლობა გაიხარე, თქვენც ასევე.❤️
ვერ ვიტყვი, რომ სასწაული ვარ რადგან თავის მოტყუება გამომივა, თუმცა ვცდილობ ყველანაირად კარგი ისტორია გამოვიდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent