შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი უღელი (პირველი ნაწილი )


8-03-2025, 22:02
ავტორი Firefly
ნანახია 867

იტორია ასე დაიწყო: სამ მეგობარს პატარა ბიზნესი არც ისე დიდი ხნის წამოწყებული ჰქონდა, შეკვეთებს და კარგ გამოხმაურებას არ უჩიოდნენ. ნელ-ნელა შეძლეს და ბაზარზე თავიც დაიმკვიდრეს. კერძოდ,  ისინი გეგმავდნენ წვეულებებს , კორპორატიულ საღამოებს,  დაბადების დღეებს და ა.შ
   მათ ეს იდეა დაებადათ პანდემიის პერიოდში, როცა ყველა შინ ჩაიკეტა და უამრავი დრო დაუგროვდათ საფიქრალად.
თინათე პასუხსიმგებელი იყო ღონისძიების გასამრავალფეროვნებელ საკითხებზე, აქტივობებზე და გასართობ შტრიხებზე. დადუნა უზრუნველყოფდა დეკორაციასა და  ესთეთიკურ საკითხებს , ასევე უძღვებოდა კვების და მენიუს შესახებ ყველა დეტალს. ბოლოს კი საბუღალტრო მხარე და ფინანსები ანანოს ეხებოდა. გოგონები დიდ შრომას დებდნენ საქმეში რაც, რა თქმა უნდა უფასდებოდათ და ბაზარზეც ეტაპობრივად მკვიდრდებოდნენ.

    მათ საკმაოდ დიდი ტერიტორია ეჭირათ ქალაქგარეთ, სადაც გაშენებული იყო მათი  რეზიდენცია. მას ერქვა "ლილატ", რაც სიყვარულს,სიხარულს ნიშნავდა.(სვანურად)
მათი მისიაც ხომ სწორედ ეს იყო. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი თარიღები გაელამაზებინათ და მეტი დატვირთვა მიეცათ.
"ლილატ" თბილისიდან მოშორებით მდებარეობდა, ეს ლოკაცია სპეციალურად შეარჩიეს, დამღლელი და ხმაურიანი ქალაქისგან შორს. მათთან მოსული სტუმრები  გაოცებას ვერ მალავდნენ, ულამაზესი ბაღებისა და მცენარეების დანახვისას. დარბაზთან მისვლამდე გოგონებს ულამაზესი ყვავილების ხეივანი საკუთარი ხელებით ჰქონდათ გაშენებული,  ეზოს შუაგულში ლამაზი შადრევანი ხმაურობდა. გოგონებს მთელი სული და გული ეტყობოდა ყველა კუთხე კუნჭულს. ალბათ ეს იყო მიზეზი რომ ხალხს უყვარდა აქ ყოფნა.


    ***
    ანანო დილიდან ელოდებოდა დადუნას და თინათეს გამოჩენას, ისინი კი როგორც ყოველთვის აგვიანებდნენ.  მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს კლავიატურაზე და მეასედ კითხულობდა ელ. ფოსტაზე მოსულ   შეტყობინებას. კიდევ ერთი მსხვილი დამკვეთი ემატებოდა მათ განრიგს , ვერ ხვდებოდა ეს სასიხარულო იყო თუ არა. ფიქრებში გართულმა გვიან გაანალიზა რომ გარედან გოგოების ხმა ნელ ნელა უახლოვდებოდა.
-ანანო სასწრაფოდ გვჭირდება ახალი მებაღე, ზურა ბიძია დროებით საქმეს გამოეთიშა-ლაპარაკით შემოიჭრა თინათე. გოგონას ლამაზი  შავი თმა კარედ შეეჭრა და წამდაუწუმ ყურზე იწევდა. ლამაზი, დიდი ღია ფერის თვალები ჰქონდა და  ბლოკნოტში ყურადღებით იცქირებოდა.
-მაგაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი გამოგვიჩნდა, დემურ გვასალიას ქალიშვილი ქორწინდება ორ კვირაში და გადაწყვიტეს ქორწილის წვეულება ჩვენ შეგვკვეთონ, "ლილატ"-ში.
-დემური? დარწმუნებული ხარ?ჩვენ მაქსიმუმ 70 ადამიანის დატევა შეგვიძლია, მეეჭვება მაგათთან თანამშრომლობა შევძლოთ.-ჩაფიქრებული იყო დადუნა.
-დარწმუნებული ვარ დად, დღეს მივიღე შეტყობინება და შუა დღეს მოვლენ მოსალაპარეკბლად. ამ თვეში უკვე გვაქვს სამი ჯავშანი, არ ვიცი რა როგორ უნდა მოვასწროთ...
-ნუ გეშინიათ გოგოებო ,ყველაფერი გამოვა.მართალია არ ვიცი ვინაა ეს კაცი მაგრამ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ეს ჩვენი საქმეა უბრალოდ შეუძლებელია არ გამოვიდეს.-როგორც ყოველთვის ფორმაში იყო თინათე.
   -მართალი ხარ თინ, უბრალოდ მოგვიწევს ხარჯებს გადავხედოთ, რადგან პერსონალის დამატება მოგვიწევს.
-შეხვრდრის შემდეგ ვისაუბროთ მაგაზე, არამგონია ხარჯებს შეუშინდნენ გვასალიები-თმა თითზე დაიხვია თინომ.
გოგონებმა შუადღემდე წვრილმანებზე დალაპარაკებაც და ყავის დალევაც მოასწრეს , შემდეგ კი სამივე გაემზადა საქმიანი მოლაპარაკებისთვის. თინათე როგორც ყოველთვის აბსოლუტური მზადყოფნით იყო, ყველა საჭირო დეტალი ჩანიშნული ჰქონდა და ყურადღებით ელოდა მათ მოსვლას. ქალბატონი ფანჯარასთან იდგა , წესით წუთი წუთზე უნდა მოსულიყვნენ. გოგონა უცნაურ შეგრძნებას აეტანა ,თითქოს ცქმუტავდა.ეს უჩვეულო მდგომარეობა საიდან მოდიოდა გოგონამ არ იცოდა ,საქმიანი ბევრი შეხვედრა ბევრი ჰქონია თუმცა ღელვა არ სჩვეოდა.
   ლილატის შესასვლელთან შავი ბზინვარე  ასტონ მარტინი
გაჩერდა. თინათემ წარბი ასწია, ეს მანქანა ნამეტანი დიდი ფუფუნების საგანი იყო, რომელსაც მხოლოდ ფოტოდან იცნობდა აქამდე. მანქანიდან  ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდნენ. ქალი  ქერა და გამხდარი იყო, საკმაოდ ლამაზი როგორც ატყობდა შორიდან თინათე, ალბათ პატარძალი ესაა გაიფიქრა მან და ავტომატურად დაიძრა გასასვლელისკენ შესაგებებლად .
კარებში ანანო და დადუნა უკვე ესალმებოდნენ ახლად მოსულებს , კეთილგანწყობილები ჩანდნენ ყველა მამაკაცის გარდა. მზის სავათლე არც მოეხსნა, თუმცა მომაბეზრებელი გამომეტყველება ძნელი შესამჩნევი არ იყო.
-აქაურობა იმაზე ლამაზი ყოფილა ვიდრე ველოდი, საოცრებაა!- თვალებს აცეცებდა პატარძალი.
-ძალიან გვიხარია ამის მოსმენა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-ზრდილობად დაიღვარა დადუნა და კაბინეტისენ შეუძღვა მათ.
თინათემ  ღრმად ამოისუნთქა და მათ მიყვა.
შემდეგ კი დაიწყო:
  პატარძლის დაუმთავრებელი მოთხოვნები რომელსაც თინათე  შეუჩერებლად ინიშნავდა , ანანო და დადუნა კი ყველაფერს დეტალურად უხსნიდნენ დამკვეთებს, უფრო სწორად დამკვეთს რადგან მამაკაცი არაფერს აქცევდა ყურადღებას,არც ერეოდა რამეში პირიქით ურეაქციოდ იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა.
-ქორწილი სამ კვირაშია  , ვიცი მცირე დროა მანამდე მაგრამ დარწმუნებული ვარ გაართმევთ თავს თანაც ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა! დარწმუნებული ვარ ჩემს მეუღლესაც ძალიან მოეწონება არა დავით?
-შენს ქმარს ყველაფერი მოეწონება რაც შენ ჩათვლი საჭიროდ, თუნდაც ეს-ხელი უცნაურად აღმართა როგორც წოდებულმა "დავითმა". თინათემ ცალი წარბი ასწია, რაღაც არ მოეწონა ამ კაცის ეს გაზოგადებული დამოკიდებულება. მაგარი უჟმური და უტაქტო ვინმეა გაიფიქრა მან და დახურა ბლოკნოტი.
-სალომე ყველა დეტალი ჩავინიშნეთ, ყველაფერს დეტალურად გავივლით და უახლოეს დღებში შევხვდეთ მონახაზის გასაზიარებლად, მანამდე კი შეგვიძლია ტერიტორია დაგათვალიერებინოთ-ფეხზე წამოდგა თინათე. დავითმა დაკვირვებული მზერა მიმართა მისკენ და ისიც წამოდგა, ალბათ მისთვის მომაბეზრებელი დიალოგის შემდეგ გარეთ გასვლა შვება იყო.
  
***

    გარეთ გასვლა ნამდვილად კარგი იდეა იყო, დადუნამ სალომეს ყველა ლამაზი ადგილი აჩვენა სადაც ფოტოს გადაღება შეიძლებოდა.საბოლოოდ ვერ შეჯერდნენ , შიდა სივრცეში გადაეხადათ წვეულება თუ გარე სივრცეში რადგან ორივე შთამბეჭდავი იყო.
   -შეგვიძლია გარე სივრცე მეტად დავტვირთოთ , მომავალ შეხვედრაზე ესკიზებს მოვიტან შედარებისთვის- საქმიანი იყო დადუნა, ბოლოსდაბოლოს დეკორაცია დიზაინი მისი საქმე იყო.
თინათე შადრევანთან იჯდა და მოლიცლიცე წყალში თითებს ათამაშებდა, უკვე მოგვარებული თემა იყო და არ ღელავდა დეტალებზე. უბრალოდ უცნაურ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა, ცოტა აფორიაქებული გახლდათ და ვერ იგებდა ეს ახალი საქმის დაწყების გამო იყო თუ იმის რომ ნახევარი საათი ისეთ სიმპატიურ მამაკაცთან გაატარა რომელზეც ალბათ ოდესღაც ოცნებობდა.
მამაკაცი მანქანზე იყო მიყუდებული, ცოტა მობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა და საათს ამოწმებდა ხშირად.
   ჰო, ალბათ ცოტა წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ თინათემ წარმოდგენაში უკვე შეაბა ...
უღელში რა თქმა უნდა.


გოგონებმა სამ დღეში ყველაფერს მოაბეს თავი, პარალელურად სატელეფონო ზარით პატარძალთან ყველაფერს ათანხმებდნენ რომ რამე არ გამოპარვოდათ თვალთახედვიდან.
სამივე ძალიან ღელავდა, პატარა საქმე ნამდვილად არ იყო მინისტრის ქალიშვილისთვის ბრწყინვალე ქორწილის გადახდა. თავიანთ სტანდარტებზე ოცჯერ მაღალი დონის ნამუშევარი უნდა დაედოთ, თან შეზღუდულ დროში.



***
თინათე დილიდან მუშაობის პროცესში იყო. ხან სად დარეკა ხან სად პარალელურად მის ბლოკნოტში ინიშნავდა პატარა დეტალებს.  ცოტა გონება გაფანტული იყო შემდეგი დღეები, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ღრუბლის ქულებზე დადიოდა. გონებაში არ აღიარებდა რომ მოხიბლული იყო  მამაკაცით რომელიც მის თვალში მიუწვდომელი ყვავილი იყო. ფიქრებში მის სიახლოვეს ყოფნას ვერ უშვებდა თუმცა გამორკვეული ჰქონდა დაბადების დღიდან დაწყებული ამჟამინდელი ყოფით დასრულებული ყველაფერი.
   დავითი 30 წლის შემდგარი მამაკაცი იყო, რომელსაც მშვენიერი  ცხოვრება და მშვენიერი ქალები ერტყა გარს.
ბავშვობიდან დაობლებულს შრომის ფასი ადრეულ ასაკში გაეგო.  თინათემ მთელი მისი ინსტაგრამ პოსტები ერთ დღეში შეისწავლა . პატარა გოგო აღარ იყო მისი ასეთი საქციელი აცუნდრუკებად რომ ჩაეთვალა , ალბათ არსებობდა ერთი ნახვით სიმპატია, ან ერთი ნახვით აკვიატება სხვა გამართლებას უბრალოდ ვერ პოულობდა საკუთარ თავში.
   სპეცილაურად მისთვის გამოეწყო დილას საგულდაგულოდ  რომ ამ შეხვედრაზე განსაკუთრებულად ლამაზი გამოჩენილიყო.
  დილას შეიარა  ფლორისტებთან რათა ყვავილებზე გადაეღო ფოტოები რომ პატარძალს შეერჩია რომელი ყვავილი სურდა მაგიდებზე .
შუქნიშანზე იდგა როცა ნაცნობი მანქანა ამოუდგა გვერდით, ჯერ ცოტა გაოცდა შემთხვევითობების არასოდეს არ სჯეროდა.   ვერ მიხვდა უნდა მისალმებოდა თუ არა , თუმცა  ბევრი არ უფიქრია ნაზად მიატრიალა თავი მამაკაცისკენ ,თვალისმომჭრელად გაუღიმა თუმცა დავითს მისი მზერისთვის ნამდვილად არ  ეცალა, ხმამაღალი ბღუილით გაიჭრა გზადკეცილზე.  თინათეს მდგომარეობა, ხელიდან გავარდნილ ლარნაკს ჰგავდა-დაფშვნილი, ამას სირცხვილის გრძნობაც ემატებოდა.კაცი იმდენად არ თვლიდა არაფრად რომ მისალმების ღირსადაც კი არ ჩათვალა. სასწრაფოდ შეცვალა მისი სიმპათია ანტიპათიამ, გოგონა ძალიან გულჩვილი იყო და შეზარა მამაკაცის გულგრილობამ ალბათ ასე სჯობს გაიფიქრა და ლილატის გზას დაადგა. როცა ეზოში შევიდა  ავად გასახსენებელი მანქანა შადრევანთან იდგა როგორც ადრე. თინათე შეეცადა არანაირად არ შემჩნეოდა განცდილი იმედგაცრუება და მოხდენილი ნაბიჯებით შეუერთდა მეგობრებს.
დადუნა სალომეს აჩვენებდა მაგიდების განლაგებებს ეზოში, დავითი ჩრდილში იჯდა , როგორც ყოველთვის სათვალით  და  ჩვეული უდარდელი გამომეტყველებით.
-გამარჯობა , სწორედ ახლა მოვიტანე ყვავილების ესკიზები. მგონი დროულია-გაიღიმა თინათემ
-ვაიმე როგორ გამახარეთ! -სალომემ ვერ დამალა სიხარული. -რაც უფრო ცოტა დრო რჩება მით უფრო ვნერვიულობ თან ბექა აქ არაა, ერთი სული მაქვს ჩამოვიდეს .
-იმედია ქორწილის წინა დღეს არ ჩამოვა -ამოიბუზღუნა შორიდან დავითმა.- მომბეზრდა აქეთ იქეთ სირბილი .
-მგონი არც ისე ცუდი მასპინძლები ვართ პატრძალს რომ უთქვენოდ ვერ გავუმკლავდეთ-ნაზად გაიღიმა თინათემ და  ოსტატურად ჩამოასხა ჭიქებში შამპანიური. ერთი ჭირა სალომეს გაუწოდა ერთიდან კი თვითონ მოსვა. დადუნა და ანანო ცოტა გაოცებული სახით მიშტერებოდნენ , ეს რაღაც ახალი იყო და აუცილებლად მოუწევდა თინათეს დაკითხვის გადატანა.     დავითს  გულწრფელად გაეღიმა გოგონას წინადადებაზე და საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ყურს უგდებდა მათ დიალოგებს.
მოლაპარაკებამ  იდეალურად ჩაიარა ,სალომემ და ბექამ რომელიც საფრანგეთიდან ონლაინ ადევნებდა თვალყურს ყველაფერს  ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხეს გოგონებს. დამშვიდობების დროს თინათემ ფეხს შეუნელა არ აპირებდა კარამდე გაკიდებოდა ხეპრე კაცს ამიტომ შეუმჩნევლად ჩამოშორდა მათ და აივნისკენ აიღო გეზი.
    -მგონი დილიდან შამპანიურის წრუპვა ბევრ რამეზე მეტყველებს-ზურგს უკან მოესმა თინათეს დავითის ხმა.
-მაგალითად რაზე?-მამაკაცისკენ შებრუნდა ოდნავი ინტერესით.
-იმაზე რომ ნაწყწნი ხარ ვინმზე.
-არასერიოზული არგუმენტია და სასაცილო დაინტერესება ამ საკითხის მიმართ!-ფართოდ გაეღიმა თინათეს, დანებებას არ აპირებდა.
-ზოგჯერ სიცილის უკან სხვა რამ იმალება-არ ეშვებოდა მამაკაციც.
-სიცილის უკან ლამაზი კბილები იმალება მხოლოდ-მიუახლოვდა გოგონა -ხოლო ეს შუშხუნა სითხე , არც ისე ძლიერია ჩემი წყენა გაანეიტრალოს, რომელიც შენ მოგეჩვენა.
-შემიძლია ბოდიში მოგიხადო და  დანაშაულიც გამოვისყიდო.
-რამე დააშავეთ და ვერ შევამჩნიე?-გაინაზა თინათე
-ბევრი რამის ნიჭი გქონია თინათე, თუმცა მსახიობობის-არა.
წასასვლელად გაემზადა მამაკაცი.არც დავითის სტილი იყო ორი დღის გაცნობილ გოგოსთან გამოხატული უხეშობა და კუკუ-დამალობანას თამაში. და ეს იყო ალბათ მიზეზი რატომაც ჩამორჩა სალომეს და დანარჩენებს იმისთვის რომ თინათეს გამოლაპარაკებოდა მისი საქციელის შესამსუბუქებლად.
-სამაგიეროდ თქვენ გამოგდით არაჩვეულებრივად !-გაღიზიანდა თინათე. მამაკაცმა სწრაფად დაითრია მისი მარცხენა ხელი, ნელა გადმოატრიალა და აკოცა : -მაპატიე დაგვიანებული მისალმება, მგონი ამად არც ღირდა.-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა კაცმა და გამჭოლი მზერით შეათვალიერა შეცბუნებული გოგონა. თინათეს მოულოგნელობისგან გულისცემა ყურში ჩაესმოდა, ვერ ხვდებოდა რა სიტუაციაში ჩავარდა .რაციონალური აზროვნების უნარი სადღაც გაფრენილიყო და მხოლოდ მამაკაცის ირგვლივ ტრიალებდა მისი აზრები. თინათემ გაორებული თვალებით შეხედა კაცს, ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და უკანმოუხედავად გავარდა გარეთ. სახეზე ცეცხლი ეკიდა, როგორ უბედავდა ეს თავხედი კაცი ასეთ საქციელს.ყველაზე მეტად მისთავზე ბრაზობდა, როგორ შეეძლო უცხო ადამიანზე გაბრაზებულიყო მხოლოდ იმის გამო რომ არ მიესალმა შუქნიშანზე. ან როგორ გაბედა მისმა გონებამ იმის დაშვება რომ შეეძლო ამ კაცზე მთელი ისტორია გაეგო და შეესწავლა .
-თინათე გამოდიი!_მოსესმა ანანოს ხმა გარედან. ჰო , ალბათ მეგობრებთან მოუწევდა ყველაფრის დაფქვა.
-რა სახე გაქ გოგო!-იცინოდა დადუნა , როცა კარი გააღო.
-მგონი ვიღაცას გულისფანცქვალი  მომესმა-კვლავ იცინოდა დადუნა და ხალისობა მეგობრის აწითლებულ სახეზე.
-ისტორიული დღეა, თინათეს ვიღაც ევასა- ხმა ამოიღო ანანომაც.
-მოკეტეთ რა, მაგ ხეპრის რა უნდა მომწონებოდა .ერთი თავხედი ტიპია-ხელი აიქნია თინათემ.
-ყველა სიყვარულის ისტორია ჩხუბით იწყება.
-სიყვარულის ისტორია არა კვატი-უარესად გაწითლდა თინათე. -არ მიხსენოთ.
-არ ხსენების რა გითხრა-მხრები აიჩეჩა ანანომ.-რამდენიმე დღეში ვახშამზე დაგვპატიჟა სალომემ ,სიძე ჩამოდის და უნდა გაგვაცნოს.ცოტას საქმეზეც ვისაუბრებთ ალბათ.

თინათე საღამომდე თავაუღებლად მუშაობდა, ჯერ აუცილებელი გეგმები შეასრულა საღამოსკენ კი ბაღში ყვავილების მოვლა დაიწყო. ეს საქმე ბავშვობიდან უყვარდა, გიჟდებოდა მცენარეებზე და მათ მოვლაზე. ლილატის ბაღის მოწყობაც მისი იდეა იყო, რომელსაც  ზრუნვას არ აკლებდა , ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა რადგან ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა.
ფიქრებით შორს დაფრინავდა, საღამოს აპირებდა მეგობრებთან  ერთად გასართობად წასვლას, იქნებ დაევიწყებინა ბოლო დროს აკვიატებული აზრები.
-თინათე სულაც არ არის კატასტროფა თუ ვინმე მოგეწონა-გაოცებული იყო დადუნა მისი უეცარი მოწყენით.
-არ მომწონებია  ერთი პროცენტითაც კი-გაიბუტა თინათე. -უბრალოდ სიმპატიურია და მაღალი. მასეთი ხეც კია-ბაღში გაიხედა გოგონამ.
-საერთოდ არ იცნობ ჯერ ჯაცს და   ნუ იმსჯელებ ორი სიტყვით.-ხმა ამოიღო ანანომაც.რომელიც ყველაზე გამოცდილი იყო ამ ორში. მას ორი წლის წინ შეექმნა ოჯახი და ბედნიერად ცხოვრობდა თავის მეუღლესთან ერთად.  დადუნა კი გაურკვეველ ურთიერთობაში იყო. წლებია შეყვარებული ყავდა   რომელზეც გიჟდებოდა ისე უყვარდა თუმცა მისი ცივგულა შეყვარებული დიდი სითბოთი ვერ გამოირჩეოდა რის გამოც ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. დადუნას გულისწყვეტა ამით არ მთავრდებოდა, მათი ურთიერთობა ერთ ფაზაში იყო გაყინული  .არც წინ მიდიოდა და არც უკან, მას ძალიან უნდოდა ოჯახის შექმნა საყვარელ მამაკაცთან თუმცა ის თავს იკავებდა. ახლაც ნაჩხუბრები იყვნენ და დადუნა მის ზარებს წარბაწეული აიგნორებდა.
-საღამოს სადმე გავიდეთ და ძველებურად გავერთოთ-მეგობრების გამხნევება სცადა ანანომ.-ჩემი დედამთილი ისვენებს დღეს  და მითხრა ბავშვს დავიტოვებ სადმე  გავიყვანო , ასე რომ მოვიფიქროთ სად წავიდეთ.
-დედამთილი შენ გყოლია-აიმრიზა დადუნა, ბექას დედა სულ ორჯერ ყავდა ნანახი და ვერ გამოიდებდა თავს მისი სიკარგით.
-გოგონებო, ყველა კარგი ურთიერთობა გაცნობის წამიდანვე არ იწყება ბრწყინვალედ. დრო აყალიბებს ურთიერთობებს ადამიანებში. მე და მაიკომაც ასე დავიწყეთ, ის ახლა ჩემთვის მეორე დედაა, სულ მხარში მიდგას და არ მიყურებს ისე როგორც რძალს რაც მე მახარებს, მისთვის მეორე შვილი ვარ.-გაინაზა ანანო.
-ეს გათხოვილი ქალის საუბრები-ხელი აიქნია თინათემ.-სადმე გემრიელობების ჩასასუსნად წავიდეთ, მოვძებნი რამეს. ცოტას კი დალევდა კაცი...
  საღამოს გოგოებს თინათემ გაუარა მანქანით სახლებთან და მცხეთისკენ გაუყვნენ გზას. სამივე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. რატომღაც სამივეს შავი სამოსი ჩაეცვა რაც ჯამში უელეგანტურეს შთაბეჭდილებას დაუტოვებდა ნებისმიერს. დადუნას მთელი მონდომება ჩაედო სამზადისში  და ნამდვილად ულამაზესი იყო, ბექასთვის უნდა ეჩვენებინა ვის კარგავდა. თინათეს შავ მინი ქვედაბოლოსთან თეთრი კლასიკური პერანგი ჩაეცვა, მოკლე თმაზე კი თავისი საყვარელი აქსესუარი, ლამაზი ბაფთა დაემაგრებინა. გოგონამ იცოდა როგორ უხდებოდა მის ლამაზ სახეს, წითელი ტუჩსაცხი სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ დღეებში ისვამდა.
-დღეს შესანიშნავი დღეა, ნამდვილად აღსანიშნი-სიმწრით იცინიოდა დადუნა
-მგონი ბექას ცოტა დაუმსახურებლად მოექეცი, ასე არ უნდა დაგესრულებინა.-გამოეპასუხა ანანო.
-კიდევ კარგად დავასრულე. ყველანაირი კომფორტი შევუქმენი ირგვლივ, რა მაგარიაა არა? შენზე უგონოდ შეყვარებული ქალი , არანაირი წუწუნი ,არანაირი ჩხუბი და უაზრო გამოხტომები ,თავისუფალი ურთიერთობა, სექსი და მორჩა. იდეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა .წინ არ წავიდა ურთიერთობა უკვე რამდენი ხანია ერთ ადგილს ვტკეპნით. მე მინდა ოჯახი, შვილები მას ამის გაგონება არ სურს ხოდა მორჩეს რა... ეს სიყვარული არ არის.
-შენი კარგად ყოფნისთვის ეს  თუ არის საჭირო, მაშინ ბედნიერი იყავი დად-სარკიდან გადმოხედა თინათემ.
- დავივიწყებ მაგ თავ გასიებულს და მერე ვინმეზე რომ დავქორწინდები,ქორწილში მოვიწვევ-  სასაცილოდ იმუქრებოდა გოგონა. კარგად ნიღბავდა თორემ გულში ცეცხლი ეკიდა , ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს იხრჩობოდა. პატარა ამბავი ხომ არ იყო 5 წლის ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა, იქნებ ბევრად ადრე გაწყდა?  იფრებში გადართულმა გვიან შეამჩბია რომ თინათე უკვე რესტორანთან აპარკინგებდა მანქანას .
  თინათეს ძალიან უყვარდა ლამაზ ადგილებში დროს გატარება და გოგონებს ხშირად თუ არა იშვიათად მაინც იყოლიებდა და ერთად დადიოდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე. ახლა არჩევანი რესტორან წისქვილზე შეეჩერებინა, მცხეთაში , სადაც გემრიელ საჭმელებთან ერთად არაჩვეულებრივი ღვინო და ხედები დახვდებოდათ.
რესტორანი სავსე იყო და რომ არა გოგონას წინასწარი ჯავშანი ადგილი ალბათ არც შეხვდებოდათ. ქალბატონებმა ტერასაზე დასხდომა გადაწყვიტეს საიდანაც შთამბეჭდავი სანახაობა იშლებოდა .
-ძალიან მშია და პირის გასველებაზეც არ ვიტყოდი უარს.-მენიუს ყურადღებით ჩახედა დადუნამ.
-კაი ღვინოს კი მოვწრუპავდი -ტუჩები გაისველა თინათემ.- რატომღაც გოგონა გიჟდებოდა ტკბილ წითელ ღვინოსა და შუშხუნა შამპანიურებზე ამიტომაც როცა შესაძლებლობა ჰქონდა ცოტ-ცოტას გადაკრავდა ხოლმე.

***
მეგობრები გულიანად საუბრობდნენ და მიირთმევდნენ წითელ ღვინოს. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ თინათემ მას არ მოჰკრა თვალი.დამთხვევების არც ახლა სჯეროდა მაგრამ თვალი ნამდვილად არ ატყუებდა .დავითი ნამდვილად იჯდა მათგან სამი მაგიდით დაშორებით, რამდენიმე მამაკაცთან ერთად. თინათემ გულზე ხელი მიიჭირა  , გული საგრძნობლად აჩქარებოდა და სახეზეც ეტყობოდა წამოწითლება.დავითს თეთრი პერანგი ეცვა, შავი კლასიკური შარვალი და საათი ხელზე. არხეინად იჯდა და კონიაკს მიირთმევდა. " ვერც შემამჩნია" გაიფიქრა თინათემ და ნაწყენმა მოაცილა თვალი . არ აპირებდა მის გამო ხასიათი გაეფუჭებინა. არცერთი წამით მისკენ არ გაუხედავს მას შემდეგ, საუბრობდა ანანოსა და დადუნასთან მიირთმევდა ღვინოს და  ყველაფერს ათვალიერებდა აკრძალული ადამიანის გარდა სანამ მიმტანი არ გამოჩნდა მათ მაგიდასთან.
-უკაცრავად ქალბატონებო, თქვენი მანქანა ცოტა უხერხულად არის გაჩერებული-მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ რასაც ანანოსა და დადუნას ჩუმი კისკისი მოყვა  ხოლო თინათემ წარბი მაღლა ასწია ვინ კადრებდა ამას? -ჩვენი სტუმარი გასვლას აპირებს და თქვენი მანქანა აფერხებს, იქნებ გასაღები გვათხოვოთ და ორიოდე წუთში უკან მოგიტანთ.
-ახლავე ჩამოვალ და თავად მივხედავ- ამაყად წამოდგა თინათე. იდეალურად ჰქონდა მანქანა დაყენებული ვიღაც იდიოტი კი ვერ ახერხებდა გავლას. გოგონა მოხდელინად ჩავიდა კიბეზე და ქუსლების კაკუნით გავიდა პარკინგზე. საღამო იყო და გარე განათება ლამაზად ლიცლიცებდა მანქანების სახურავებზე. გოგონამ თავის შავ ფისუნიას გახედა და ადგილზე შედგა გაოცებული . ფეხს ძვრა ვერ უყო, დავითი მის, საკუთარ მანქანას მიყრდნობოდა ფეხებ გადაჯვარედინებული და ტელეფონს ჩაჰყურებდა ინტერესით.
-დიდი დრო დაგჭირდა აქამდე ჩამოსასვლელად-უკმაყოფილო ჩანდა კაცი. თინათე ჯერ კიდევ გაოცებული იდგა ერთ ადგილას სანამ მამაკაცმა ხელი არ დაავლო და მასთან ახლოს არ მისწია.
-რაღაც არ ჰგვხართ პაკრინგზე გაჭედილს!-ხმა ამოიღო გოგონამ და დისტანცია დაიცვა კაცთან . გოგონა ვერ ხვდებოდა რატომ ეხვეოდა თავბრუ, ეს ღვინის ბრალი იყო თუ დავითთან ახლოს ყოფნის გამო.
-მაინტერესებდა რატომ ერთხელაც ვერ დავიმსახურე შენი ყურადღება?-ინტერესით უყურებდა კაცი თვალებში.
-რატომ უნდა მომექცია ყურადღება თქვენთვის? არ გიცნობთ ფაქტიურად!- გაკაპასდა თინათე, განა თავად არ ცდილობდა მთელი მონდომებით მისკენ არ გაქცეოდა თვალები.
-მე კი მგონია რომ დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო  იმისვის რომ შემომხედო ხოლმე, თუნდაც ისე როგორც დანახვის დღიდან მიყურებ ხოლმე-ცალყბად გაუცინა დავითმა.
-როგორ მიბედავ?
-დამშვიდდი პატარავ-ხელი  მხარზე ჩამოუსვა მამაკაცმა-ვხუმრობ.
-მგონი ძალიან შემაჩვიეთ ხელი და ენა- გაბრაზდა თინათე ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს.
-ხელი შეიძლება, თუმცა ენა ჯერ არ შემიჩვევია-ხმადაბლა უპასუხა. თინათეს თვალები ლამის ბუდიდან გამოსცვივდა და გაგიჟებული მიეჭრა მანქანის კარებს სწრაფად გამოაღო და ჩაჯდებოდა რომ არა მუცელზე მოხვეული ხელი .
-შენი ნახვა მინდოდა მხოლოდ,ახლოდან -თითქმის ყურთან უჩურჩულა დავითმა. თინათეს თითქოს დენმა დაარტყაო ისე გაუარა მისმა შეხებამ მთელ სხეულში. და სიტყვებმა ტვინამდე რომ მიაღწიეს მანამდე მამაკაცს მისი სახე ხელებში მოექცია -იმედია წინააღმდეგი არ იქნები რომ ერთმანეთს შევხვდეთ უახლოს დღეებში.
გოგონას თვალებში ყოყმანი როცა შეამჩნია ხელები უშვა -ნუ მახვეწნიებ, ვიცი შენც მოგწონვარ .
-მგონი ცოტა ვერ ხარ საღ ჭკუაზე- გაიცინა თინათემ.
-შესაძლოა-გაიცინა თავითონაც
-არ ვარ თანახმა!-მოჩვენებითი სიმკაცრე  გამოიჩინა თინათემ ,საპასუხოდ კი ხანგრძლივი კოცნა მიიღო ლოყაზე.
-დაგირეკავ პატარავ...სხვათაშორის არაჩვეულებრივად გამოიყურები.-ამ სიტყვებით მოშორდა მამაკაცი და საკუთარ მანქანაში ჩაჯდა.
თინათეს არ შეუმჩნევია როდის წავიდა ის, ან როგორ აბრუნდა თვითონ  მეგობრებთან ერთად. ვერც ის გაიგო როგორ მოახერხა დავითმა  მათი ანგარიშის გადახდა.  ვერც ანანოსა და დადუნას შეკითხვებს ვერ უპასუხა. სადღაც შორს დაფრინავდა და აზრებს ვერ უყრიდა თავს.
  
  საბამ როცა ნახა თავისი შეყვარებულის სთორები და ლოკაცია სადაც ბრძანდებოდა ქალბატონი გადაწყვიტა მისულიყო. ძალიან კარგად იცოდა სამივეს ხასიათი და ისიც ახლა რომ ცოტა ნასვამები იქნებოდნენ. თან გაერთობოდა დადუნას სახზეზე როცა მის ყოფილს დაინახავდა.სინამდვლეში საბა სულაც არ აპირებდა დადუნას ყოფილი გამხდარიყო ოდესმე, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ყველაფერი პირიქით გამოსდიოდა.
-შენ აქ რას აკეთებ-ფეხზე წამოვარდნას აპირებდა დადუნა  თუმცა წონასწორობის დაცვა გაუჭირდა.
-მოგაკითხე-გაუცინა საბამ.
-რა უფლებით?
-ყოფილი შეყვარებულის უფლებით-გაიცინა საბამ და მის გვერდით ჩამომჯდარმა შუბლზე აკოცა.


***
  თინათე დილას თავის ტკივილმა და ზარის ხმამ ერთად გააღვიძა. დილის 10 ხდებოდა და ამ დროს არავის ელოდა, თუმცა ზარის ღილაკს თითს არ უშვებდა ბიღაც. ბუზღუნით წამოდგა და ხალათი მჭიდროდ შემოიჭრა ტანზე. კარი გააღო თუ არა ჯერ უზარმაზარი წითელი ვარდების გროვა დაინახა.
-ამანათია ქალბატონი თინათეს სახელზე,სწორად მოვედი?
-მე ვარ-გაბრუებულმა უპასუხა და ძლივს გამოართვა მართლაც უზარმაზარი თაიგული.
ალბათ ასე იწყება ყველა გოგოს საოცნებო სიყვარულის ისტორია ფიქრობდა გოგონა და ყვავილებს ლარნაკში ალაგებდა.თავში ჯერ კიდევ ის სიტყვები უტრიალებდა რაც ვარდებთან,ჩადებულ ბარათზე წაიკითხა.
"ზოგჯერ ისეთი რაღაცები რაც ბანალური გეჩვენება შეიძლება სულ არ იყოს ასე. სხვა დროს გავიგებ რომელი ყვავილი გიყვარს თავად ყვავილს...
საღამოს 7 ზე მოგაკითხავ"


თინათე დილიდან კარგ ხასიათზე იყო და საქმესაც ხალისიანად მიუდგა. მართალია მისმა ძმამ მოშხამა ალბათ კარგად არ გიცნობს ის ვინც ეს ყვავილები გამოგიგზავნა, თორემ აუცილებლად კაქტუსს გამოგიგზავნიდაო. 
ქორწილამდე ერთი კვირა რჩებოდა და გოგონები მაქსიმალურად ცდილობდნენ არაფერი გამორჩენოდათ. ლილატში მისვლამდე, თინათემ თავიანთ პარტნიორ ყვავილების მაღაზიაში შეიარა რათა შეკვეთა მიეცა რომ  ერთ კვირაში ადრიანად მოეტანათ , რომ დადუნას მოესწრო დიზაინის გაკეთება.
თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა, წასულიყო საღამოს თუ არა? საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო. დიახ, ნამდვილად უნდოდა დავითის ახლოდან გაცნობა მაგრამ უხილავი ძალა და სიამაყე არ აძლევდა უფლებას რომ გულს დაჰყოლოდა. გონება ამბობდა არა, როგორ უნდა გაყოლოდა კაცს რომელზეც თითქმის არაფერი იცოდა გარდა სახელისა. იქნებ სერიული მკვლელი იყო, ან მოძალადე ან ვინმე საძაგელი. როგორ უნდა გამოეცხადებინა არსაიდან დამსახურებული ნდობა და მიჰყოლოდა ურთიერთობის განვითარებას.
ალბათ საკმარისი იყო ის ფაქტი რომ ცხოვრებაში პირველად მოეწონა იმდენად რომ ყველა აზრმა რაც გონება კარნახობდა  დატოვა და ფიქრი იმაზე დაიწყო რა ჩაეცვა...


***
   საღამომდე თინათემ რასაც შეიძლებოდა ყველაფერს მოედო. გავიდა ბაღში უამრავ ყვავილს მოეფერა და წყალი დაალევინა.მერე სალომეს დაურეკა და დეტალები შეუთანხმა, ქორწილი კარს იყო მომდგარი და გოგონებიც შესაბამისად ღელავდნენ. დემურ გვასალია ცნობილი პერსონა იყო და მათ კარგად იცოდნენ რამდენად ცნობილი სტუმრები ეყოლებოდათ 29 აპრილს.
-ასეთი სისწრაფით იმიტომ აკეთებ ყველაფერს რომ რომეოსთან მიგეჩქარება?-იკრიჭებოდა ანუკი.
-არ ვიცი ჯერ წავალ თუ არა-მოწყენილი იყო თინათე.
-რატომ? რამე სხვა გეგმა გაქვს?
-არა, უბრალოდ არ ვიცი სწორია თუ არა რომ უცნობ ადამიანს გავყვე პაემანზე.
-გოგო მაინც და მაინც მთელი შთამომავლობა და ოჯახის ხე უნდა იცოდე რომ უბრალოდ ივახშმოთ ერთად?-გაოცებული იყო დადუნა.
-არა არ გესმის. აზრზე არ ვარ რა ვილაპარაკო როგორ მოვიქცე არ ვიცნობ ვახ!
-რავიცი რომ უყურებ ნაყინივით კი დნები და იშაქრები.
-აუუუ გაჩუმდით რაა-სულ აილეწა გოგონა.
-მოკლედ ასე ვქნათ, შენ გამოეწყვე კოხტად, გაყევი ჩვენს დავითას-ხელები გაატკაცუნა ანუკიმ-არამგონია ქალებთან საერთოს გამონახვა გაუჭირდეს, ისაუბრეთ  , მიირთვით . შემდეგ, შენს სიმპათიას თუ კიდევ დაამატა ამ საღამომ სიმპათია მაშინ ბედი გაგეხსნა და ეგაა!
-ანუ წავიდე?-მაინც ორჭოფობდა თინათე. სწორად იმ წამს აზუზუნდა მისი ტელეფონი .
უცხო ნომერი იყო.
-დიახ?
-როგორ ხარ პატარა?-თინათე ყურებს ვერ უჯერებდა, სახეზე წამოახურა და გამწარებული მიეჭრა ფანჯარას.
-რომელი ხარ?-ეცადა ხმაზე აღელვება არ დატყობოდა.
-ისევ მსახიობობას ცდილობ თინათე?-გაეცინა დავითს.
-არაფერსაც არ ვცდილობ -ხელით დაინიავა გოგონამ, გვერდზე ანანო და დადუნა სიცილით იგუდებოდნენ მის გაწითლებულ სახეზე.
-იმისთვის გირეკავ რომ გამოგივლი საღამოს და არ დაიწყო პრანჭვები, დაგვიანებაც მეზიზღება.
-ჯერ გეკითხა მოვდივარ თუ არა!
-ვიცი რომ მოდიხარ-თავდაჯერებული ხმა ჰქონდა კაცს.-შეხვედრამდე.
საუბარი შეწყდა და თინათე მოწყვეტით დაეცა დივანზე. ვერ ხვდებოდა ეს მართლა მის თავს ხდებოდა თუ არა. სულ წარმოედგინა რომ როცა ვინმე შეუყვარდებოდა ან მოეწონებოდა როგორც სმენოდა ხოლმე ისე, დრამებში და ცალმხრივი გულისტკენებით იქნეობოდა  დაკავებული. ახლა კი რაღაც უცხო შეგრძნებას ჰყავდა ატანილი, ცახცახებდა და უაზროდ ნერვიულობდა რასაც მისი მეგობრები თვალებგაფართოვრბული უყურებდნენ.
-ცოცხალი ხარ გოგო? ა კაცი ლაპარაკით ამას უშვება და ცოტა იქეთ რომ წავა საქმე მაშინ არ ვიცი რა ეშველება.
-სად უნდა წავიდეს საქმეე რეებს ბოდიალოობ-უარესად გაწითლდა თინათე.
-ვაიმე ცუდად ვარ -სიცილით იგუდებოდა დადუნა.
-რატომ მექცევით დაუნდობლად ? პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში და არ ვიცი როგორ მოვიქცე.-ამოიწუწუნა საცოდავად.
-კარგი პატარა-ხმა დაიბოხა ანუკიმ რასაც თინათეს გაბრაზებული სახე მოყვა.-ახლა წადი სახლში მოემზადე და დამშვიდდი, პამანს კაცი არ მოუკლავს, ნუ თუ მანიაკთან არ გვაქვს საქმე.
-ანუკი საკმარისია, ისედაც ღელავს. თინ , ჩემო ლამაზო არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება ასე თუ უნდა ინერვიულო სულ არ წახვიდე!
-არაა-წამოიყვირა გოგონამ-რაზეც სამივეს გაეცინა.
მართლა სასაცილო იყო შეყვარებული თინათე.

***
გოგონა ძალიან ეცადა გრანდიოზულად არ მოსვლოდა გაპრანჭვა. მერე თავს უხერხულად იგრძნობდა და ამიტომ არჩია უბრალოდ ჩაეცვა როგორც ყოველთვის. დათქმულად, შვიდს ათი აკლდა როცა სახლიდან გავიდა, არ უნდოდა მთელ ოჯახს  დაენახა როგორ მოაკითხავდა ვიღაც მამაკაცი ძვირადღირებული მანქანით.
  გოგონამ შორიდანვე დაინახა მამაკაცის შავი ავტომობილი და სვლას შეუნელა. კი აინტერესებდა საიდან იცოდა მისი ნომერი და სახლის მისამართი მაგრამ კითხვას ვერ გაუბედავდა. ალბათ არ იყო მისთვის ამ ინფორმაციის გაგება რთული დავალება.
დავითმა მანქანა გააჩერა და მოხდენილი  მოძრაობით გამოვიდა, ნელა მიუახლოვდა შუაგზაში გაყინულ თინათეს ნაზად მიიზიდა მისკენ და საფეთქელზე აკოცა.
-ტუჩები მგონი ნამეტანი გაგირბის-გაუბრაზდა გოგონა.
-ცოტა ფრთხილად პატარა, ესენი რომ გარბოდნენ მერე შენი დაჭერა დამჭირდებოდა-გაუცინა კაცმა და მანქანისკენ წაიყვანა.
-ვაუ, რა თამამი ხართ.
-რა არის ამაში ცუდი?-კარი გამოუღო და ჩაჯდომისკენ უბიძგა.
-უხერხულია ცოტა.
-საერთოდ არა, აქ იმიტომ ვართ რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ -გვერდით მოუჯდა დავითი და მანქანა დაძრა.
-აქ იმიტომ ვარ რომ ჩემი კლიენტის ნათესავი ხარ და არ მინდა ურთიერთობა გავაფუჭო.-სისულელე მოჩმახა გოგონამ. დავითმა ხმამამღლა გადაიხარხრა და თბილი მზერა შეავლო ლოყებ შეფერადებულ გოგონას.
-ეჭვი არ მეპარება, აქ ჩემი შარმი და სიმპატიურობა არაფერ შუაშია.
-დიახ, რა შუაში უნდა იყოს აქ შენი სიმპატიურობა და ლამაზი თვალები.
-არ მეგონა თვალებიც თუ მოგეწონდა.- ვითომ გაიოცა  კაცმა.
-ნამდვილი ნარცისი ხარ!
-შენ კი ულამაზესი, მართლა და ნუ გაბრაზდები თუ ჩემი სიმპათია შენდამი,  ზედმეტად გამოვხატე.
-კარგი-სითბო ჩაეღვარა გულში თინათეს, დავითს ის მოსწონდა.


***
საღამო იმაზე კარგად მიდიოდა ვიდერე თინათე ფიქრობდა. დავითი ძალიან მზრუნველი და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. თითქმის ყველაფერი გამოკითხა გოგონას თავის შესახებ, პრალელურად ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე.
-მე დაკითხვა მომიწყვე , შენ კი არაფერს მიყვები შენზე-გაიბუტა თინათე.
-რა მკითხე და არ გითხარი?-გაეღიმა დავითს, გოგონა ძალიან მორცხვი იყო და ცდილობდა მისთვის კომფორტი შეექმნა.
-მაგალითად რა გიყვარს რა არა?
-სეირნობა მიყვარს და თუ გინდა ერთად გავისეირნოთ.
-ოოო ნუ ცდილობ ყველა სიტყვაში გამეპრანჭო-გაეკეკლუცა გოგონა თუმცა ფეხზე წამოდგა რესტორანში ყოფნას ნამდვილად ერჩივნა სადმე გაესეირნათ.
გარეთ სითბო იყო და სასიამოვნო იყო ფეხით სიარული, დავითი თავის ბავშვობაზე უყვებოდა და გოგონა გაოცდა როცა უთხრა რომ სალომე მისი ბიძაშვილი იყო ,ანუ დემური მისი ბიძა გამოდიოდა.
-თინათე იმედია მიხვდი რომ ერთჯერადი არ არის ჩვენი შეხვედრა და მე მინდა კიდევ გნახო ხოლმე.
-ვიცი ხო, ისეთი ლამაზი ვარ პირველსავე შეხვედრაზე სათვალე იმიტომ გაიკეთე რომ ჩემმა სილამაზემ მოგჭრა თვალი და მერე ჩუმ-ჩუმად მითვალთვალებდი ხოლმე-გაეპრანჭა გოგონა, ორ ჭიქა თეთრ ღვინოს სითამამე მოემატებინა და აღარ მორცხვობდა.
-პატარა მსახიობი ხარ, მოგვიანებით ოსკარს გადმოგცემ-გაუცინა კაცმა და ხელი ჩაჰკიდა.
-არ მინდა ოსკარი ბანალურიაა უკეთეს დაჯილდოვებას ვიმსახურებ!
-ნამდვილად უკეთესს იმსახურებ-თბილად გაუღიმა კაცმა და ნაზად მოეფერა სახეზე. თინათეს ჟრუანტელმა დაუარა მის შეზხებაზე , ძალიან უნდოდა თვითონაც თუნდაც ხელი ჩაეკიდა ან მოხვეოდა მაგრამ ვერ ბედავდა. მოულოდნელად დავითმა ლოყზე მიაწება ტუჩები, შემდეგ შუბლზე, ტუჩის კუთხეში და ისე თითქოს არაფერიაო ჰაეროვანი და მსუბუქი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე.
თინათეს უნდოდა ეთქვა გაჩერდი რას აკეთებო მაგრამ ხმა არ გაუღია მორცხვად მიატრიალა თავი მის მხარს იქეთ და ოდნავ მიეხუტა.


***
მეორე დღეს დადუნა ცოტა უცნაურ სტატიას წააწყდა ფეისბუქზე ,ბმულზე გადასვლის შემდეგ კი წამოიყვირა.
"დემურ გვასალიას ძმისშვილი  კვალვ არ კარგავს აქტუალობას .ბოლო დროს აგორებული სკანდალის შემდეგ ის მეგობარ გოგონასთან ერთად რესტორნიდან გამომავალი დააფიქსირეს" წერდა ერთერთი ყვითელი ჟურნალი და თან თინათესა და დავითის ფოტოს აზიარებდა.  გოგონამ ეგრევე გაუგზავნა სტატიის ლინკი მეგობარს და ტელეფონზე გადაურეკა.
-თინათე შენ და რომეო პატარა გაუგებრობაში გახვეულხართ და წინასწარ გაფრთხილებ ცივი გონება მოიკრიბე.

***
(5)
დავითი მთელი დღე  უცნაურ ხასიათზე იყო. მას დიდი ხანია არ აოცებდა არაფერი და ჭორებზეც რეაქცია არ ჰქონდა.მაგრამ არ იცოდა მზად იყო თუ არა თინათე , ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებული ხალხი დაეიგნორებინა.
არადა დავითი არ იყო დიდად ცნობადი პირი, ბიძამისის დამსახურება გახლდათ რომ ჟურნალისტები ზოგჯერ ნერვებს უშლიდნენ.
   ახლა კი როცა მოუნდა რომ დაუგეგმავად, უბრალოდ ლამაზი ქალი დაეპატიჟებინა პაემანზე მთელმა თბილისმა შეიტყო.
გოგონა მთელი დღე არ პასუხობდა ტელეფონზე, არც შეტყობინებზე.  კაცი სულაც არ იყო მიჩვეული ქალებს კუდში ადევნებოდა მაგრამ ამ პატარა გოგოს მიმართ სპორტული ინტერესი გაუჩნდა, თან არ უნდოდა ამ უაზრო სტატიის გამო გაბრაზებული ყოფილიყო მასზე.
სალომეს დაურეკა და ჰკითხა რამეში დახმარება ხომ არ სჭირდებოდა , იქნებ ასე მაინც ენახა თინათე. საკმაოდ ამაყი იყო იმისთვის რომ მარტო დასდგომოდა თავზე მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცნაირად დამნაშავედ გრძნობდა თავს.
სალომემ საღამოს დაპატიჟა ახალ სახლში ბიძაშვილი და დაპირდა საქმეს მოიმიზეზებდა და თინათესაც მოიყვანდა როგორმე.


***
დადუნას გამოგზავნილი ბმული თინათემ ასჯერ მაინც ნახა. ჩვეულებრივი ფოტო იყო, გვერდიგვერდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არ იყო არაფერი. მაგრამ სტატიამეტისმეტად ორაზროვანი იყო, თან თინათეს პრობლემები შეექმნებოდა ეს ამბავი მამამისის ყურამდე თუ მივიდოდა. გოგონამ ყველა ინფორმაცია წაიკითხა რაც იყო მამაკაცზე ცნობილი, ბოლოს გამოქვეყნებული ვრცელი სტატია რაც თინათემ გახსნა იყო ყველაზე დიდი შოკი რაც მან მიიღო.
დავითის ყოფილ ცოლს ექვსი თვის წინ სასამართლოში შეეტანა სარჩელი მის მიმართ, ძალადობის ბრალდებით.  თინათეს გულმა ისეთი სიჩქარით დაიწყო ფეთქვა რომ  შეგრძნება გაუჩნდა თითქოს სადაც იყო გაუსკდებოდა. საცოდავმა მოისროლა ტელეფონი და ისტერიკული ტირილი აუვარდა. ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია, ის დავითის დიდი ხნის ნაცნობი არ ყოფილა ასე რომ განეცადა ეს ამბავი.  თავს  ვერაფერს უხერხებდა , ვერანაირად ვერ წყნარდებოდა , შეუძლებელი იყო ასე მალე შეყვარებოდა, თან კაცი რომელიც  მოძალადე იყო.  მაგრამ დავითი არ ჰგავდა იმ კაცს რომელსაც შეძლებოდა ქალზე ეძალადა. "შენ რა იცი საცოდავო?" გონების ერთი ნაწილი კარნახობდა გოგონას. მარგრამ დაჯერება მაინც უჭირდა.
   გოგონა მთელი დილა გათიშული იჯდა სავარძელში, არ პასუხობდა არავის ზარს და გამუდმებით ფიქრობდა. იქნებ მიეცა საშუალება ესაუბრათ და შემდეგ გამოეტანა დასკვნა? მაგრამ რომ მოეტყუებინა?  თინათეს სადაცაა თავი გაუსკდებოდა ამდენი ფიქრით, ახლა არც მუშაობა უნდოდა მაგრამ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდათ და სჯობდა წასულიყო , იქნებ გულიც გადაეყოლებინა.  ნამდვილად არ აპირებდა ვინმეს ქმარზე ყოფილიყო შეყვარებული, მთელ ძალებს მოიკრებდა და ყველა გრძნობას დაუფიქრებლად გააქრობდა  მამაკაცისადმი თუ ამის საჭიროების წინაშე დადგებოდა.  
თინათემ ძალები მოიკრიბა და  სახლიდან გავიდა. ჯერ სათბურში ყვავილების სანახავად შეიარა, შემდეგ ქართული ცეკვის სტუდიაში წავიდა. წყვილს ძალიან უნდოდა  რამდენიმე ქართული ცეკვა შესრულებულიყო წვეულების მანძილზე, რადგან ბევრი სტუმარი იქნებოდა მოწვეული საზღვარგარეთიდან.
გოგონა იმდენად ჩაეფლო საქმეში რომ გადაავიწყდა თავისი დარდი და ნელ-ნელა ხასიათზეც მოვიდა. დალაგებულ გონებაზე ისიც გადაწყვიტა რომ დიდი მნიშვნელობა არ მიენიჭებინა იმ პერიოდზე როცა დავითი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, უბრალოდ დაეიგნორებინა და მორჩა.
საღამომდე თინათემ ყველაფერი მოაგვარა და  გოგონებს გაუარა სახლებში, სალომეს უნდოდა სახლში სწვეოდნენ და იქ განეხილათ პატარა დეტალები, თან მეუღლესაც გაიცნობდნენ.
-თინათე ადამიანს უნდა აახსნევინო რომ გაერკვე სიტუაციაში.
-ანანო არაფრის გაგონება  არ მინდა ცოლიანია და მორჩა  ,თან საქმეა აღძრული მასზე.
-რა იცი? სანდო წყარომ გითხრა?-არ ნებდებოდა ანანო
-ასეთ რამეს ვინ მოიგონებდა?-გაღიზიანდა თინათე -ეთქვა თავიდანვე თუ ასე იყო საქმე. რაც არ უნდა იყოს აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.


***
საღამოს გოგონები მივიდნენ სალომეს და ბექას სახლში. კართან გაღიმებული სალომე დახვდათ.
-მობრძანდით გოგოებო, ძალიან გამიხარდა რომ დამთანხმდით აქ მოსვლაზე!
-რას ამბობ სალო, სიამოვნებით მოვედით.-გაუცინა ანანომ.-ძალიან ლამაზი სახლია, ბედნიერებაში მოგეხმაროთ.
ქალბატონები ნელ-ნელა დაიძრნენ ეზოს შუაგულისკენ სადაც მაგიდა იყო გაშლილი და ორი მამაკაცი ცივ სასმელს მიირთმევდა. თინათეს არ გასჭირვებია ერთერთ მამაკაცში დავითის ამოცნობა. სინამდვილეში ეჭვი ჰქონდა რომ შეიძლებოდა აქ დახვედროდა მაგრამ რატომღაც უკან არ დაუხევია და თამამად გამოყვა გოგონებს, როცა შეეძლო რამე მეომიზეზებინა და შინ წასულიყო.
თინათე ელოდებოდა როდის მიესალმებოდა დავითი მას მაგრამ ის ზედაც არ უყურებდა. ყველას მიესალმა მის გარდა.დადუნას ეღიმებოდა მეგობრის აპლილპილებულ სახეზე.
-ჩვენ გადავწყვიტეთ გარე სივრცე ფოტოებისთვის გამოვიყენოთ ხოლო შიდა სივრცეში იყოს წვეულება.-საუბარი წამოიწყო სალომემ.
- ჩვენც მასე ვიფიქრეთ-უპასუხა დადუნამ. -მაქსიმალურად გამოვიყენებთ ფართს და მაქსიმუმ შევძლებთ 80 ადამიანის მასპინძლობას.
-მეტი ადამიანი მაინც არ გვინდა -გამოეხმაურა ბექა-ესეც ბევრია თუმცა ვიწრო წრე მეტად ვერ შევავიწროვეთ.
-ჩემი მხრიდან რაც მე მეხება, ტექნიკური საკითხები ყველაფერი მოგვარებული მაქვს-სიჩუმე დაარღვია თინათემ. -მოცეკვავეები , ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფი ყველას შევუთანხმდი. ერთი სიტყვით მზად არის ყველაფერი.
-ნამდვილი პროფესიონალები ხართ -გაიცინა სალომემ.-სწორედ ეს მინდოდა!
გოგოებმა ბევრი პატარ-პატარა დეტალები განიხილეს და დროც ცოტა გაეპარათ. მამაკაცები სადღაც გამქრალიყვნენ და გოგოებიც უფრო თამამად ჭორაობდნენ. თინათე ცდილობდა გულისწყვეტა არ შემჩნეოდა , რადგან დავითისგან ერთი სიტყვაც არ გაუგია.
-ხვალ სასმელის ასარჩევად მივდივართ, მამაჩემის მეგობრის მარანში, ხომ არ წამოხვიდოდით ?-სალომე ძალიან მეგობრული იყო მათ მიმართ.
-სიმართლე გითხრა ხვალ ბევრი სარბენი გვაქვს, თინათე წამოგყვებათ ალბათ-წარბები აათამაშა ანანომ.
-გპირდები კარგად გავერთობით-გაუღიმა სალომემ. თინათეს გამზადებული სიტყვები პირზე შეაშრა როცა მისი ტელეფონის ხმა მოესმა.ეკრანს დახედა, მისი ძმა იყო გიო. ბოდიშის მოხდით მოშორდა გოგოებს და ბაღისკენ წავიდა.
-ხო გიო.-უპასუხა ტელეფონს.
-ქალბატონო რაღაც ფოტოები ვნახე.
-აუუ, გიო არც ღირს დარეკვად სახლში მოგიყვები.არაფერია ისეთი.-თინათეს გაეცინა ძმის ხმაზე. მასზე 4 წლით იყო უმცროსი და ყოველთვის ცდილობდა უფროსის როლი მოერგო.
-მალე მოხვალ?
-ერთ საათში.
თინათემ ტელეფონი გათიშა და ის იყო გადაწყვიტა გოგოებთან დაბრუნებულიყო რომ თვალი მოკრა,მისგან ორ ნაბიჯში დავითი იყო კედელს მიყრდნობილი და შუბლშეკრული მისჩერებოდა.
-გამარჯობა-ჩაახველა გოგონამ. არ ელოდებოდა მის აქ ყოფნას ამ წუთას და ნამდვილად არ იყო მზად მასთან სალაპარაკოდ.
-გირეკავდი და გწერდი-სახიფათოდ მიუახლოვდა კაცი.
-ააამ-ირგვლივ მიმოიხედა გოგონამ გასაქცევს ეძებდა უკვე.თუმცა სანამ რამეს მოიფიქრებდა დავითმა ორივე ხელი დაუჭირა.
-პატარა გოგო ხარ!- ცივად გაუღიმა კაცმა.
-სულაც არ ვარ პატარა-გაიბრძოლა თინათემ.
-მაშ რატომ იქცევი ბავშვივით ? ერთი უაზრო სტატიაწაიკითხე და ეგრევე თავის შორს დაჭერა გადაწყვიტე, არა?
-არა!-ხმა მერყევი გაუხდა გოგოს.
-კი ,კი ... გეკითხა იქნებ რას გეუბნებოდი?
-რატომ გახდა საჭირო მეკითხა? ხომ შეგეძლო თავიდანვე გეთქვა ცოლი მყავსო?-გაიჭიმა თინათე.
-ჯერ ერთი ცოლი არ მყოლია არასოდეს და ჟურნალისტებზე უარესს დასკვნებს ნუ აკეთებ-გაეღიმა კაცს.
-მე ასე გავიგე.
-ხოდა ჩემგან უნდა გაგეგო და სოციალურ ქსელში არ გექექა.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის?-ხელი გამოგლიჯა თინათემ. -დიახაც უნდა გეთქვა რომ მერე ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილიყავი!
-რა საჭირო იყო განცობისდღეს მომეყოლა ჩემი პირადი ცხოვრება?გეტყოდი მოგივიამებით.
-სწორედაც საჭირო იყო-არ ნებდებოდა გოგონა.
- თინათე ეს არ არის მარტივი მოსაყოლი, მე დრო მჭირდებოდა რომ ეს ისტორია ისე მომეყოლა რომ შენ არ დაგჭირვებოდა დიდი ფიქრი იმაში დასაწმუნებლად რომ მართალი ვარ.
-ეს რას ნიშნავს?ანუ ელოდებოდი როდის გამიჩნდებოდა შენს მიმართ ნდობა?-წარბი ასწია თინათემ , მზად იყო თმებში ჩაჰფრენოდა კაცს იმდენად გაბრაზებული იყპ მასზე.
-გოგო მართლა ბავშვივით ნუ აზროვნებ-გაგიჟდა დავითი. -ველდოებოდი რომ ცოტათი მაინც გაგეცანი და ოდნავ მნიშვნელოვანი გავმხდარიყავი შენთვის რომ ადვილად მიგეღო ეს ამბავი, შედარებით.
-მაგას ვერ ეღირსები-გაიპრანჭა თინათე, არ აღიარებდა თუმცა ცოტა გული მოულბო კაცის ნათქვამმა.
-მოდი აქ -მისკენ მიიზიდა დავითმა და გააზრების საშუალებაც არ მისცა ისე აკოცა.თინათემ მაგრად მოხვია კისერზე ხელი და დიდი ბრძლის შემდეგ კოცნაში აყვა.
-ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დღეს არა- უთხრა კაცმა და კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე.

ისტორია
-დღეს რატომ არა ?- მოცილდა თინათე, თუმცა მამაკაცმა ისევ მიიზიდა მისკენ
-ალბათ იმიტომ რომ დღეს სხვა გეგმები გვაქვს.
-ჩემი გეგმები რატომღაც შენ არ მოგიაზრებს.
-ნუ მეუხეშები პატარა, შენთვისვე აჯობებს.
-უხეშობა და სიმართლე ერთმენეთს წააგავს, ორივე მწარეა.
-მეგობარი მყავს ლექტორი , შემიძლია ფილოსოფიის კურსებზე ჩაგწერო.
-მასეთ კურსებს მე ჩაგიტარებ როცა მოიცლი.
-მგონი როცა ჩუმად ხარ მაშინ უფრო მომწონხარ.-გაუცინა კაცმა.
-წინადადებები მგონის გარეშე უფრო ჭეშმარიტად ჟღერს.-ხელები გაუშვა თინათემ.-გოგოებთან უნდა გავიდე.
-ცოტახანში თქვი რომ საქმე გაქვს , დატოვე შენი მეგობრები სადაც უნდა დატოვო და დაგირეკავ ამასობაში.
-რამხელა თავდაჯრება გაქვს დავით?-გაოცდა თინათე.
-რამხელაც საჭიროა ლამაზი ქალის დასაბყრობად.
-ანუ ჩემს დაბყრობას აპირებ-გაეცინა თინათეს.
-ალბათ უფრო შტურმით აგიღებ-სიცილში აყვა დავითი.


გოგოებს თინათე მალევე დაუბრუნდა , თავი ისე ეჭირა თითქოს არაფერი მომხდარიყოს და დავითთან 15 წუთიანი ფლირტი მას არ ჰქონოდა.
მშვიდად დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. ჯერ ანანოს დატოვებდა სახლში, შემდეგ დადუნას .
-მგონი მხოლოდ მე არ შევნიშნე რომ დავითთან განმარტოვდი და უკან სახე აჭრილი დაბრუნდი-სასხვათაშორისოდ დაიწყო დადუნამ.
-და ისიც არ დაგავიწყდეს რომ უკან  შავი ასტონ მარტინი მოგვყვება, კარგად ვიცით ვისი მანქანაცაა-წარბები აათამაშა ანანომ. თინათემ დაძაბული ღიმილი აიკრა სახეზე და სარკე გაისწორა, მართლაც დავითის მანქანა იყო.
-ნუ ამძაფრებთ რა, ცენტრალურ გზას ვადგავართ. გასაკვირი არც არის რომ მოგვყვება.-თავის დაძვრენა სცადა თინათემ.
-გაჩუმდი რა, ჯობია ამოშაქრო რას ჭუკჭუკებდით ბაღში-გაიკრიჭა დადუნა.
-თქვენ ხო თვალების ნაცვლად პროჟექტორები გისვიათ ბუდეში რა-ამოიბუზღუნა გოგონამ. -ვისაუბრეთ და ეგ იყო მეტი არაფერი.
-არ მეგონა საუბრის დროს ტუჩსაცხი თუ ავტომატურად ორთქლდებოდა ტუჩიდან-ანუკი არ ნებდებოდა.
-ანუკი ნუ ხარ გველაძუა, არ ხდება არაფერი ჯერ რომ მოხდება გეტყვიით-ამოიბუზღუნა თინათემ და მანქანა გოგონების კორპუსთან გააჩერა.
-ჭკვიანად იყავი თინათე არ იმაიმუნოთ-გაეკრიჭა დადუნა და ანანოსთან ერთად დატოვა ავტომობილი.


დავითი ნამდვილად მოყვებოდა უკან თავისი ასტონ მარტინით, თინათეს მინი კუპერს.არ იცოდა რატომ მოუნდა ამ გაწრეპილ გოგოს ადევნებოდა უკან,  ბოლო დღეებში  არც აკლდა მასზე აკვიატებული ფიქრები. მის ცხოვრებაში ახლა ნამდვილად არ იყო ახალი თავგადასავლების დაწყების ეტაპი, ისედაც საკმაოდ იყო ახლართული მისი ცხოვრება. თინათე კი ჩვეულებრივი გოგო იყო, სრულიად განსხავებული იმ ქალებისგან ვინც მას ჰყოლია აქამდე. ნაზი იყო უზომოდ, ზედმეტად ბუნებრივი და ულამაზესი . მას არ ჰქონია იდეალურად ჩამოქნილი სხეული რომელზეც ნებისმიერი კაცი დაკარგავდა თავს მაგრამ ჰქონდა პატარა ლამაზი ფორმები, დახვეწილი მიხრა-მოხვრა და საოცრად დამამშვიდებელი ხმის ტემბრი.
ერთი სიტყვით დავითი სერიოზულად იყო გაბრუებული გოგონას გამოჩენით მის ცხოვრებაში  , თუმცაღა არ იცოდა   აპირებდა თუ არა მომავალს მასთან.

***
-შვილო ჩემს ყურს მოსწვდა რაღაც ამბები შენთან მიმართებაში და სულ არ მეპიტნავა მაგ კაცის გვერდით შენი გამოჩენა.
-მამა მაგ ოჯახმა ქორწილი ჩვენს დარბაზში შეგვიკვეთა და რამდენჯერმე მოგვიწია შეხვედრა, არაფერი არ ხდება.-თავის გამართლება სადა თინათემ .
-და სახლამდე ყველა ნაცნობს აცილებს ბატონი დავითი?-წარბი ასწია ერეკლემ. -ხომ იცი ყველგან თვალები მაქვს!
-კარგი რა მა...-გაეცინა გოგოს -25 წლის ვარ მაცადე რა გავინავარდო. არ ხდება არაფერი საერთოდ და ტყუილად რატომ მაწვალებ?
-ერე შეეშვი ბავშვს ნუ გიყვარს ჩაკირკიტება- გამოექომაგა დედა თინათეს. -აცადე ახალგაზრდობა, ოდესმე ხომ უნდა გაიცნოს ამანაც ვინმე.
-კარგი რა დედააა-ამოიგმინა თინათემ -წავედი მე , დავისვებებ არ მაქვს ნერვები.
-წადი ,წადი მერე  გნახავ-თვალი ჩაუკრა მადომ ქალიშვილს.

***
დილას თინათემ ადრიანად გაიღვიძა, ისაუზმა,ლამაზად გამოეწყო და  ადრიანადვე გავიდა სახლიდან. ქორწილი ახლოვდებოდა და გოგოებს უფრო მეტი საქმე ჰქონდათ მოსაგვარებელი. თან სალომეს დაპირდა ღვინის დეგუსტაციაზე გაყვებოდა ახლობლის მამულში. ეს იდეა დიდად არ ხიბლავდა გოგოს მაგრამ რადგანაც დაპირდა ვერაფერს იზამდა.
ლილატში შეიარა , დადუნა და ანანოც ნახა და დაელოდა როდის გამოუვლიდა სალომე.
თორმეტი ხდებოდა როცა დაადგნენ კახეთის გზას,  სალომე და ბექა მთელი გზა ლაპარაკობდნენ მომავალ ქორწილზე.
-8 წელი ვიყავით შეყვარებულები, უკვე აღარც მეგონა ოდესმე თუ მთხოვდა ცოლობას.
-რას ამბობ-თვალები გაუფართოვდა თინათეს
-კი ასე იყო , უკვე მამაჩემიც გიჟს გავდა -იღიმოდა სალომე.
-ყველაფერს თავისი დრო აქვს-გამოხედა ბექამ. -არ ვიყავი მზად ოჯახისთვის, ჩემი სიმამრი კი იცი რა კაცია და რა სიტყვა ეთქმის-გამოხედა თინათეს.
-მართალი ხარ, მესმის ნამდვილად.
-ბევრი რამ გავაკეთე რომ დღეს ამ ეტაპამდე მოვსულიყავით-ხელზე აკოცა ბექამ საცოლეს. -მაგრამ ამად ღირდა.


თინათე მონუსხული უყურებდა პატარა და კოხტა მამულს. ულამაზესი მოვლილი სახლი იდგა უზარმაზარ ეზოში, სახლის მარცხენა მხარეს უზარმაზარი ვაზის ტალავერი იყო გაშენებული, მომხიბვლელ ზოლებად ხოლო, მარჯვნივ მარანი იდგა. ირგვლივ გასაოცარი ატმოსფერო სუფევდა და გოგონა ძალიან კმაყოფილი იყო რომ აზრი არ შეიცვალა და წამოვიდა აქ.
-ეს სახლი ჩვენი დეიდაშვილის ბაბუისაა, იშვიათად მოვდივართ მაგრამ ძალიან გვიყვარს, ოთარი პაპა თავისი ხელით უვლის ყველაფერს და ამასთან, გასაოცარ ღვინოს აყენებს.-სახლისკენ გაუძღვა სალომე თინათეს.
-ულამაზესია ყველაფერი, თითქოს ზღაპარიაო!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა გოგონა.
-სანამ ღვინოზე გადავალთ წამოდი გავისეირნოთ, ნახე ვინ გაგაცნო...



დავითი გვიან გამოვიდა შეხვედრიდან, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გაეშურა სიღნაღისკენ. შანს ხომ არ გაუშვებდა თინათე ენახა. შუადღე იდგა როცა ბაბუამისის მამულს მიადგა, ეზოში უკვე იდგა ბექას ავტომობილი.
ყურადღებით მოათვალიერა არამარე და შორიდანაც კარგად დაინახა როგორ სეირნობდნენ სალომე და თინათე ცხენით. კრგად გაარჩია რომ მის საყვარელ ბუცეფალზე თინათე არხეინად მოკალათებულიყო და თამამ ნაბიჯებს არ უშინდებოდა. გაუკვირდა რადგან ბუცეფალი ნამდვილად არ იყო ის ცხენი რომ მის გარდა სხვა ვინმეზე მიეცა ნება მიახლოვებოდა.
თინათე კი ბერძნული ღვთაებასავით იჯდა მის საამაყო ულაყზე და პროფესიონალი მხედარივით მისეირნობდა ვაზის ტალავერებს შორის. დავითმა მონუსხულივით შეხედა მის გაშლილ , თაფლისფერ თმებს რიმლებიც ისე ბზინავდა გეგონება თაფლის შადრევანი მოედინებაო. უალამაზესი სანახავი იყო და მამაკაცმა დაუფიქრებლად გადადგა ნაბიჯები რომ უფრო ახლოს ენახა იგი.
ამასობაში გოგონა უდიდესი სიამოვნებით ეგებობოდა ნაზ ნიავს, ნელ-ნელა ბუცეფალი გადაეშვა თავისუფლების უდიდეს ნავარდში, თინათემ აღვირს მაგრად მოუჭირა ხელები და უდიდესი ადრენალინით სავსემ კისკისი ამოუშვა. ასეთი ბედნიერება დიდი ხანი იყო არ განეცადა. მორჩილად მიენდო ცხენის ნებას და ბედნიერი არღვევდა მასთან ერთად საზღვრებს, გაიარეს ულამაზესი ვენახები , პატარა რაკ-რაკა რუები და დაღლილები დაბრუნდნენ უკან.
თავლასთან უკვე კარგა ხანი იყო დავითი ელოდებოდა, რომელიც შორიდან მთელი პერიოდი ადევნებდა თვალ ყურს.
-ჩემს ცხენს აქამდე არცერთი ქალისთვის მიუცია ნება მიახლოვებოდა-თავზე ხელი გადაუსვა დავითმა ბუცეფალს.
-მე ის მომეწონა, მას კი-მე-გაეცინა გოგონას.
-ვხედავ რომ კარგად გაუგეთ-ჩამოქვეითებაში დაეხმარა მამაკაცი
-დიახაც-გაეკეკლუცა გოგონა და მოულოდნელად კისერზე მოხვია ხელი ცუდად დადგმული ფეხის გამო.დავითმა სწრაფად მოიქცია მისი გამხდარი სხსული ხელებში და ახლოს მიიკრა.
-მთელი დღე ველოდი ამ დროს-ცხვირის წვერით ცხვირზე მოეფერა კაცი.
-საღამოს დადგომას-უხუმრა გოგომ.
-არა შენს ნახვას ბავშვო-მობეზრებით აატრიალა თვალები დავითმა.
-რამდენჯერ გითხრა რომ ბავშვი არა ვარ?!
-რამდენჯერაც სისულელეს მეტყვი იმდენჯერ.-მოულოდნელად კოცნიით გააჩუმა გოგონა და ხელჩაკიდებულმა წაიყვანა მარნისკენ.
-ტუჩებს მოუფრთხილდი დავით ნამდვილად არ მინდა მოგაჭრა-გაკაპასდა გოგო
-შემიძლია კბენით ჩანაცვლება მოვითხოვო?
-გცემ!-აღშფოთებული სახე მიიღო თინათემ, რაზეც დავითს ხმამაღლა გაეცინა.
-ბავშვო!
მასპინძელს ვერანდაზე ულამაზესი მაგიდა გაეშალა . საღამოს ნიავი ნაზად არხევდა ფოთლებს და ირგვლივ საოცარი გარემო სუფევდა. მაგიდა 6 კაცზე იყო გაშლილი და ისეთი დახვეწილი იყო თინათეს თვალები გაუფართოვდა სიამოვნებისგან.
სალომე და ბექა იქვე იდგნენ და ფოტოებს იღებდნენ როცა დავითი და თინათე მიუახლოვდათ.
-მგონი ძალიან მოგეწონა ცხენით გასეირნება .
-ნამდვილად, ბავშვობის მერე ეს სიამოვნება არ გამომიცდია.
-ოთარი და ნანა სად არიან?-იკითხა დავითმა და გრაფინიდან ლიმონათი დაუსხა გოგონებს.
-ოთო მარანშია და ნანა ვახშამს ასრულებს.-უპასუხა სალომემ.
-მგელივით მშია-არ მორიდებია დავითს.
-ოთომ საუკეთესო ღვინო უნდა გაგასინჯოთო-სკამზე გაიჯგიმა ბექა.
-გატყუებს ბექუ-გაუცინა სალომემ ქმარს.-საუკეთესოს უკვე 30 წელია მის შვილიშვილს უნახავს.
-რაც მართალია მართალია-გაუღიმა დავითმაც და თინათეს ჩაუკრა თვალი.
-იმედია მომასწრებ ვაჟბატონო, მაგ ღვინოთი უნდა დავლოცოთ შენი ოჯახის შექმნა.-გამოჩნდა დავითის ბაბუა, ოთარიც.
-ჯერ მაგ ამბებზე არ მცალია ოთო, თუმცა ვმუშაობ პერიოდულად.
-ჯერ ის ამბავი მოაგვარე-უცნაური მზერით შეხედა  შვილიშვილს ბაბუამ. თინათეს ენიშნა ეს წინადადება და თავი გააქნია აზრების გასაფანტად.

***
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, მიუხრდავად იმისა რომ თინათე არც ოჯახის ახლობელი ყოფილა და არც დიდი ხნის ნაცნობი მათი თავი უცხოდ მაინც არ უგვრძნია.
საღამოს სალომემ და ბექამ მამულში დარჩენა არჩიეს თბილისში წამოსვლას, დიდი ბოდიშებით და უხერხულობით ჩასვეს თინათე დავითის ასტონ მარტინში და გაუშვეს მამაკაცთან ერთად.
დავითს კმაყოფილი სახე ვერაფრით ფარავდა იმ სიამოვნებას რაც ქალბატონის სიახლოვე ჰგვიდა მას. მაქსიმალური სიჩქარით გაიჭრა გზადკეცილზე და იდეალური მანევრებით მართავდა ავტომობილს.
თინათეს სახე მონაბერ ქარზე მიეშვირა და მისი პატარა ლამაზი კულულები,  ჰაერში შემოდგომის ფოთლებივით დაფრინავდნენ. დავითის სისუსტე ნამდვილად იყო ლამაზი ქალები და ბევრიც ყოლია ირგვლივ. თინათე კი სხვანაირად  ურევდა გრძნობებს.
არადა არ იყო ისეთი ქალი როგორიც ჰყოლია ადრე. ნაზი და ჩვეულებრივი გოგონა იყო, ბუნებრივად ლამაზი და საინტერესო. კაცი ვერ ხვდებოდა ეს მისი მორიგი ახირება იყო თუ  ერთჯერადი ვნება რომელც ჩაცხრებოდა მალევე.
გოგონა კი აშკარად იკავებდა თავს მასთან, არ ეპრანჭებოდა არ ეკეკლუცებოდა, არ ცდილობდა მის მონადირებას ეს დავითს უკვირდა და ამის ამოხსნას ცდილობდა.
-ლილატში მიმიყვანე თუ არ შეწუხდები-დუმილი თინათემ დაარღვია.
-მანდ ამ დროს რა გინდა?-წარბი ასწია დავითმა.
-მანქანა დავტოვე და დილას დამჭირდება.
-კარგი როგორც ინებებ, მანდამდე არ გინდა სადმე გავიაროთ?
-გავიაროთ?-დაეჭვებით შეხედა გოგონამ და მალულად გააცოცა მზერა საათთან.
-მგონი არც ისე გვიანაა და არც შენ ხარ პატარა-გაუცინა კაცმა.
-რავიცი კი ამაკარი პატარა ბავშვის იარლიყი.
-მომენტებში იცი ხოლმე წაბავშვება.
-სად წამიყვან?-წეღანდელი დაპირება შეეახსენა .
-სადაც ინებებ.
-სიღნაში გავისერნოთ-მაცდურად გაუღიმა თინათემ.
-რა პრობლემაა-გაუღიმა მამაკაცმა.
  საუბარში და მუსიკის მოსმენაში მალევე მიადგნენ სიღნაღს.
ცოტახანი ფეხით გაისერნეს თინათეს თხოვნით შემდეგ კი პატარა ღია კაფეში ჩამოსხდნენ გასაგრილებლად.
თინათემ ცივი ყავა შეუკვეთა და შოკოლადის ნაყინი. ფეხით ბოდიალის შემდეგ დაღლილებს ლაპარაკის თავიც არ ჰქონდათ.მამაკაცი უხმოდ სვამდა მის ყავას და ყურადღებით აკვირდებოდა გოგონას.
-შენ ადრე შემპირდი რომ მეტყოდი შენი ცხოვრების იმ ნაწილზე რაც მგონი უკვე უნდა ვიცოდე.-ნაყინის ჭამა არ შეუწყვეტია ისე დაიწყო საუბარი თინათემ იმ თემაზე რაც უკვე დღეებია არ ასვენებდა.
დავითმა ღრმად ამოისუნთქა , ეს ამბავი არ იყო მარტივი მოსაყოლი მისთვის. თავის დროზეც სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა მისი როგორც მენტალური ჯანმრთელობა ასევე მისი რეპუტაციის საკითხი.
-მგონი ამ ამბის მოსაყოლად არ ვიქნები მზად მანამ სანამ არ დასრულდება საბოლოოდ...  რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ქალი რომელთანაც მქონდა ურთიერთობა, დაახლოვებით ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ეს ურთიერთობა არ იყო ოფიციალური სახის მაგრამ რომ გითხრა როგორც არასერიოზულს ისე ვუდგებოდითქო მოგატყუებ, უბრალოდ თავს ვიკავებდი სტატუსებისგან. ვიცხოვრეთ ორი წელი, თავიდან ნორმალურად იყო ყველაფერი ნელ-ნელა როგორც ხდება დაიძაბა ურთიერთობა. ვიკამათეთ , მას ქორწილი სურდა და ვალდებულებები უნდოდა ამეღო რომლისგანაც ვიკავებდი თავს. ვიჩხუბეთ ერთი სიტყვით ბარგი ჩააალაგა და წავიდა. -დაბალ ხმაზე საუბრობდა დავითი თან თინათეს გამომეტყველებას აკვირდებოდა.
-ერთ კვირაში უწყება მომივიდა სასამართლოდან, ძალადობის ბრალდებით მიჩივის როცა თითიც არ დამიკარებია . ერთი სიტყვით საქმე შემიკერა სულელურად, პროცესი მალე მორჩება მაგრამ რეპუტაცია შემილახა და უამრავი პრობლემა გამიჩინა.-დაასრულა დავითმა.
-ხომ ხედავ როგორი შურისძიება ვიცით ქალებმა-გაუღიმა გოგონამ.
-და მაინც, რაღაც ძალა შენსკენ მიბიძგებს-აღიარა კაცმა. -არ ვითხოვ რომ ამ ეტაპზე ჩემი გჯეროდეს და უპირობო ნდობა გამომიცხადო. ჭკვიანი გოგო ხარ და შენც მიხვდები რომ უბრალოდ მინდა ვცადოთ, ახლა არ ვიცი ეს ცდა რას მოგვიტანს მაგრამ მინდა ჩემს ირგვლივ იყო.-ხელზე მოეფერა კაცი.
-ვერაფერს ვიტყვი-დაბნეული იყო გოგონა, ამ წამს არ ჰქონდა ძალა ყველაფერზე ეფიქრა ერთად, გაბრუებული იყო და სახლში გაქცევის გარდა არაფერი უნდოდა.
-თქმა არცაა საჭირო-გაუღიმა დავითმა და ნაზად აკოცა ტუჩებზე. თინათე იმდენად მოწყვეტილი იყო რეალობის შეფრძნება ვერაფერი იგრძნო ცივი შების გარდა და სწრაფად მოშორდა მამაკაცს.
-მე ვერაფერს დაგპირდები , არ შემიძლია გითხრა რომ ამ ეტაპზე რაც ახლა ცხოვრებაში გაქვს გვერდით დაგიდგები. ეს არც მისაღებია ჩემთვის, ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას და ჩემი გვარი. მე არ შემიძლია დავით.
დავითი გააოცა გოგონას ხისტმა მიდგომამ, ზოგადად ქალები უარს არასოდეს არაფერზე ეუბნებოდნენ ამ ლაწირაკს კი მისი სიტყვები არაფრად მიაჩნდა. მითუმეტეს რომ კაცს მართლა მოსწონდა ეს მეტიჩარა პატარა ბავშვი.
-მოდი წავიდეთ , სახლში დაფიქრდები და შემდეგში დალაგრბულად ვისაუბროთ.-მანქანისკენ წავიდა მამაკაცი, თინათეც უკან მიყვა მხრებჩამოყრილი.
ლილატის ნაცვლად კაცმა გოგონა პირდაპირ სახლთან ჩამოსვა და დაელოდა სახლში შევლას.
ცოტა გაბრაზებული იყო მასზე მაგრამ თან არც იყო.
ბოლოსდაბოლოს თინათეს რა ბრალი იყო მისი არეული ცხოვრება.
ბრაზის ჩასაცხრობათ თინათეს სახლში შესვლისთანავე დაურეკა ადვოკატს და მასზე იყარა ჯავრი.


***
თინათე ოთახში იყო ჩაკეტილი მთელი საღამო. ღამის თორმეტი ისე მოვიდა მოსვენება ვერ შეძლო.გამუდმებით იმეორებდა დავითის დიალოგს გონებაში.
იქნებ ვაზვიადებო? ფიქრობდა მაგრამ იცოდა ახლა ამ ურთიერთობას თუ აუწყობდა ფეხს მთელ ოჯახს იმედს გაუცრუებდა. ისედაც ერეკლესთვის პიკი იყო რომ რამდენჯერმე მოაცილა კაცმა.
რომ გაიგებდა ძალადობის იარლიყს ატარებდა დავითი სულ გააფრენდა.
გვიანი იყო როცა ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო. თინათეს არ ახსოვს რა გაიგონა , არც ის ახსოვს კაცი იყო თუ ქალი მხოლოდ ის გაიგო რომ დაცვის პოლიცია ლალიტში ელოდებოდა.
სასწრაფოდ გაიპარა სახლიდან ,მამამისის მანქანით 20 წუთში ადგილზე იყო და გულგახეთქილმა შეხედა სანახაობას.
დაცვის ბიჭები ეზოში იდგნენ, დარბაზის დიდი ვიტრინა რომელიც მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული სრულიად დამსხვრეულიყო.
ლამაზი ქანდაკებები სულ დაეზიანებინათ, ყვავილების ნაწილი მოეჭეათ.
თინათემ გულზე მიიჭირა ხელი ტკვილის შესამსუბუქებლად, ცრემლები ვერაფრით შეიკავა და ხმით ატირდა.
მთელი მისი ნაშრომი, უძილო ღამეები, ნაწვალები ვიღაცას ერთი ხელის მოსმით მოესპო.
-სიგნალი შემოვიდა რომ უცხო პირი იყო შემოჭრილი, დაცვაზე იყო აყვანილი .სიგნალის გათიშვა ვერ შეძლეს, შუშები ქვებითაა ჩამსხვრეული. ერთი შეხედვით ქურდობას არა, ვანდალიზმს გავს.-შორიდან ჩესმოდა გოგონას , თვალები სივრცეში გაეშეშებინა და აზრზე ვერ მოდიოდა, ეს მართლა მის თავს ხდებოდა?
ლასლასით ავიდა გოგოების კაბინეტისკენ, სეიფის სანახავად რომ დარწმუნებულიყვნენ ქურდობის გამოსარიცხად.
ყველაფერი ხელუხლებელი იყო მხლოდ თეთრი კონვერტი იდო თონათეს მაგიდაზე.
სრულიად თეთრ კონვერტს წითელი პომადის კვალი ეტყობოდა.მოუთმენლად გახსნა გოგონამ და საკამზე გულნატკენი ჩამოჯდა.
"მგონი იცი რაც უნდა გააკეთო" ეწერა ფოტოს უკან მხოლოდ ,ფოტოზე კი ის და დავითი იყვნენ კოცნის მომენტში.

თინათეს გონება დიდ არეულობას მოეცვა, გოგონას აზრად არ მოსდიოდა რა გაეკეთებინა ყველაფრის აღსადგენად, მითუმეტეს არ ჰქონდა შესაბამისი ბიუჯეტი ყველაფრის მოსაგვარებლად. თინათემ არც ის იცოდა რა ეთქვა გოგონებზე, ან ოჯახზე. ტყუილებს ვერ იტანდა მაგრამ ალბათ მოუწევდა. მოწყენილმა მოკუჭა ხელში წერილი და თვალებში ჩამდგარი ცრემლი , უნებართვოდ ჩამოუგორდა ლოყებზე. ერთი ხელის მოსმით დაენგრა ნაწვალები , დაენგრა ჯერ კიდევ განუვითარებელი ურთიერთობაც.ყველაფერი რაც მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს დიდი სირთულეების მიუხედავად ვიღაც გადარეულმა ნაცარტუტად აქცია.თუმცა დანებებას არ აპირებდა, თუნდაც იმიტომ რომ ეს ყველაფერი მარტო მას არ ეკუთვნოდა. გოგონამ იმ საღამოსვე დასახა გეგმა და შინ გამოძახებულ ტაქსს გაყვა.
- [ ] დილაადრიან ადგა მოწესრიგდა და გეგმის განხორციელებას შეუდგა. ჯერ ლილატში შეიარა, აინტერესებდა ადრე ვინ ჩაუსვა შუშები დარბაზში, რომ ხარჯები დაეთვალა. არ აპირებდა ვინმესთვის გაემხილა რაც დამართეს , არც დავითთან აპირებდა ამის მოყოლას, პირიქით ჩაფიქრებული ჰქონდა მასთან გაეწყვიტა ურთიერთობა. დილას ადრიანად გავიდა სახლიდან, მთელი გზა ლალიტამდა წამდაუწუმ იმაზე ფიქრობდა მოასწრებდა თუ არა რესტავრაციას, ყვავილების დარგვას კი მოასწრებდა თუმცა ის ძველი ნეგები სპეციალურად ჩამოუტანა მეგობაარმა ჰოლანდიიდან და ისე უფრთხილდებოდა სულ თვითონ უვლიდა, გული წყდებოდა ვიღაც უტვინო ქალის ეჭვიანობას შეწირულ მისი და მისი მეგობრების შრომაზე. უკვე ლილატში იყო როცა დავითმა დაურეკა და ისეთი ცივი სახით გაუთიშა რომ ოდნავი წუხილიც კი არ უგძვნია მის მიმართ. კაბინეტამდე სირბილით ავიდა და ძველ ჩანაწერებში მოძებნა იმ კომპანიის ნომერი ადრე რომ შუშები ჩაუსვევს, მოძებნა მოქანდაკე თეიმურაზის ნომერი, მოთმინებით ჩამორეკა და დაიბარა ისინი. შემდეგ მიახლოვებული ხარჯები ჩამოწერა ყველაფრის დაათვლის შემდეგ კი მის საკრედიტო ოფიცერს შეუთანხმდა შეხვედრეზე.
თინათემ მალევე, მისი მეგობრების მოსვლამდე დატოვა დარბაზი და ბანკისკენ გაეშურა, გზაში კიდევ ერთხელ დააიგნორა დავითის ზარი .ღრმად ჩაისუნთქა სანამ ბანკში შევიდოდა, მას აქამდე არ ჰქონია სასესხო ვალდებულება და თანხა რომლის მოთხოვნას აპირებდა არ იყო პატარა ოდენობის, გოგონა ღელავდა და ცდილობდა ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო რადგან ხელისშემშლელი ფაქტორები ნამდვილად არ სჭირდებოდა მოცემულ მომენტში…


***
-პირადობა მომაწოდეთ, რა თანხაზე შევავსოთ?
-13 000 ლარი.-იყო პასუხი
-დანიშნულება?
-ჩემს მცირე ბიზნესში მჭირდება ინვესტიციაში ჩასადებად, ახალი ინვენტარის შესაძენად.
-შევავსებ და გადავაგზავნი, პასუხი დღის ბოლომდე მოვა, ქალბატონო თინათე.
-მადლობა სალომე- აღელვებას მალავდა თინათე. ზრდილობიანად დაემშვიდობა თავის მრჩეველს და მშვიდად დატოვა ბანკი. სულ არ შეუმჩნევია დავითის მანქანა ბანკის წინ რომ იდგა რაღაც
დამთხვევით. არც ის შეუმჩნევია როგორ გადმოყურებდა სათათბირო ოთახიდან მამაკაცი მიმავალს.

გოგონას არაფრის თავი არ ჰქონდა , როგორც კი ლილატის გზას დაადგა დაუკითხავად ჩამოუგორდა თვალებიდან ცრემლები , განადგურებული იყო. ცხოვრება ერთი შეხედვით აწყობილი ჰქონდა, მუშაობა, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ოჯახი … და უცებ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი წინადადება, ერთი მამაკაცი და ყველაფერი თავდაყირა დადგა.
დავითი, ის ხომ ასეთი მშვენიერი იყო!
სიმპატიური, კარგი აღზრდილი და უზომოდ მიმზიდველი.
თინათე ზედმეტად იყო მასზე შეფიქრიანებული, მოსწონდა, მასთან უნდოდა.


***
დავითი დილიდანვე ურეკავდა ურჩ გოგონას, ის არ პასუხობდა და მოთმინებაც ნელ-ნელა იწურებოდა. შემდეგ კი ერთერთ შეხვრდრაზე დაინახა, გოგონა აჩქარებული გამოვიდა შუშებიანი ოთახიდან სადაც ალბათ საკრედიტო ოფიცერი იჯდა. თინათე შორიდანაც თვალის მომჭრელი იყო, მაგრამ მამაკაცის მცოდნე მზერა ამჩნევდა რომ გოგონა ანერვიულებული იყო.
მამაკაცისთვის არ იყო დიდი გამოწვევა თინათეს ბანკში ვიზიტის გაგება, თუმცა გოგონას გონებაში რა ტრიალებდა ეს თავად უნდა გაეგო.


თინათე მთელი დღე მარტო იყო ლილატში, შეიძლება ცუდად იქცეოდა მაგრამ არ უნდოდა ანუკის და დადუნაას ჯერ მომხდარი გაეგოთ
ამიტომ მათ ატყუებდა რომ საქმე არ
იყო ორი დღე და ჯობდა არ
მოსულიყვნენ აქ. საღამომდე გოგონა კომპიუტერთან იჯდა და ზარს ელოდა ბანკიდან და როცა ნანატრმა ნომერმა
გაანათა ტელეფონი გოგონამ გულაჩქარებუმა უპასუხა.
-ქალბატონო თინათე შეთანხმება შედგა, ხვალ მობრძანდით
და ხელშეკრულება დავდოთ!
თინათე უბედნიერესი იყო , დილას ბანკში გავარდებოდა, შუადღეს მუშებს
დაიბარებდა და მალე მორჩებოდა ყველაფერი.

-აქ შემოსვლა ძალიან მარტივია-მოესმა სანატრელი ხმა .
-აქ შენ რას ასაკეთებ?-ხმა გაეპარა თინათეს დავითის უეცარ გამოჩენაზე.
-არ მელოდი რა თქმა უნდა, არც ზარებზე მპასუხობდი… შენ ალბათ სულელი გგონივარ ?!-ბრაზიანი იყო მამაკაცის ხმა და მზერა ბასრი. გოგონა შეშინდა და პასუხზე დიდ ხანს დაფიქრდა.
-არც მიფიქრია და ტელეფონისთვის არ მეცალა უამრავი საქმე მაქვს!- სკამიდან წამოხტა თინათე.
-შენი საქმე ჩამსხვრეულ შუშებს და განადგურებულ ეზოს ეხება, ალბათ თავის დროზე დარაჯის აყვანაზე არც კი გიფიქრია-დაუნდობელი იყო მისი სიტყვები.
-აქ თუ ჩემს გასაკიცხად მობრძანდი შენს ძვირფასს დროს ტყუილად კარგავ!
-არა აქ სულ სხვა საქმეზე მოვედი-მკლავში ჩაავლო ხელი მამაკააცმა და ორივე ხელი საიმედოდ შემოხვია წელზე. -რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის მოსაყოლი თინათე?-პატარა ბავშვივით მიუდგა დავითი.
გოგონას თვალები აემღვრა და თავი გასწია თუმცა მამაკაცმა ნიკაპში ჩაავლო ხელი და მოუთმენლი მზერა გაუყაარა თვალებში.
-დავით, მე ახლა ძალიან ცუდ ხასიათზე და სიტუაციაში ერთად აღმოვჩნდი… და იმის მიუხედავად რომ შენი კომპანია მსიამოვნებს მირჩევნია მარტო ვიყო.
-დაბალ ხმაზე ამოთქვა თინათემ. დავითმა კი დაუფიქრებლად, კომენტარის გარეშე უბრალოდ მიიზიდა და აკოცა.
ისე აკოცა თითქოს სულელი იყო და მისი ამბორი თვალის ასახელი საშუალება.

ისე აკოცა თითქოს ეს მახე იყო და მისი ტუჩები სიყვარულის მახეში უკვე გაბმული იყო დავითთან ერთად ,დანარჩენი კი სავსებით სულერთი იყო .



ძალიან დავაგვიანე დაწერა მაგრამ იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი ასახსნელადაც ძნელია. ვინც დამელოდა მადლობა და ვინც კომენტარებში ჩემს გალანძღვას არ წყვეტდა ვურჩევ არ წაიკითხოს საერთოდ ) შემდეგ ნაწილში დასრულდება და დარედაქტირების მერე ავტვირთავ .



№1 სტუმარი სტუმარი ლიაკო

არ მჯერა, გადავირიე რომ წავიკითხე. მოუთმენლად ველი მეორე ნაწილსაც. წსრმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი ანნა

ძალიან მომწონს, ველოდები გაგრძელებას.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიაკო

მეორე ნაწილს მალე ატვირთავთ?ვეღარ ვითმენ

დავითი მომწონს ძალიან რაღაცნაირად იდუმალი, შარმიანი და ქარიზმატული ტიპია

 


№4  offline წევრი Firefly

კარგი დადასრულის დაწერა მინდა და ყოველ გადაკითხვაზე ვარედაქტირებ. მიხარია რომ მოგწონთ????????????
--------------------
M.T

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

გთხოვთ მეორე ნაწილი დადეთ, გვეყო ამდენი ლოდინი

თან წერთ რომ დასარედაქტირებელიღააო და ბარემ ატვირთეთ, გელოდებით

რაკი დაიწყეთ დაამთავრეთ გთხოვთ

 


№6  offline წევრი Firefly

კვირის ბოლოს ავტვირთავ❤️
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი მადლობა. დაგელოდებით

კარგი იქნება თუ კიდევ ერთი კარგი ისტორია დასრულდება და შემდეგ ისევ შემოგვთავაზებთ რაიმე საინტერესოს. მე ვიცნობ თქვენ ისტორიებს და მომწომს ძალიან,

 


№8 სტუმარი Ml

საინტერესო ისტორიააა.მოუთმენლად ველიიი

 


№9  offline წევრი Firefly

სტუმარი ნინო
დიდი მადლობა. დაგელოდებით

კარგი იქნება თუ კიდევ ერთი კარგი ისტორია დასრულდება და შემდეგ ისევ შემოგვთავაზებთ რაიმე საინტერესოს. მე ვიცნობ თქვენ ისტორიებს და მომწომს ძალიან,

მადლობა❤️❤️
--------------------
M.T

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიაკო

მოუთმენლად ველით დასასრულს, როდის ატვირთავთ?

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

მეორე ნაწილს აღარ ამატებთ? კარგი იქნება თუ ისტორიას ბოლომდე მიიყვანთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent