შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (13)


10-03-2025, 17:55
ავტორი La dolce vita
ნანახია 889

_ თბილისი- რომის რეისი, როდის გადის?- აქოშინებულმა კითხა რეგისტრატორს.
– წუთიწუთზე აფრინდება.- უპასუხა გოგომ, კვიციანი გიჟივით გაიქცა დიდ შუშბაბადთან საიდანაც თვითმფრინავი აფრინდებოდა. მისი მისვლა და თვითმფრინავის აფრენა ერთი იყო.
– არა, მართააა! მართააა!- ყვიროდა და შუშას ხელებს ურტყავდა, გამწარებული. პირველად ცხოვრებაში პირველად ატირდა, მართამ შეძლო და მისი გაყინული გული გაალღვო და აუძგერა გულის ცემა ისევ. უყურებდა ,თუ როგორ აფრინდა თვითმფრინავი ჰაერში და ღრუბლებს შეერია, შემდეგ კი გაქრა.
– ვერ მივსუწარი ვერ მე ისევ დავკარგე ის, მას ჩემთან ყოფნა არ უნდოდა, მე კი მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ.- წამოიძახა სასოწარკვეთილმა და იქვე ჩაიკეცა.
ცოტახანს ასე უმოძრაოდ იჯდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.
ახლა მართლა, ეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, ის წავიდა და არ მისცა შანსი, ყველაფერი თავიდან დაეწყო,
თუმცა ყოველთვის შეიძლება გამოსავალის მოძებნა.


მანქნანას გამწარებული მართავდა და თვალები ცრემლებისგან დაბინდული ქონდა, არ აქცევდა არაფერს ყურადღებას, გიჟივით მართავდა საჭეს. ყურადღების გადასატანად მანქნაში რადიო, ჩართო.

,, საღამომშვიდობისა, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, სამწუხაროდ ცუდი ამბით გიერთდებით, ცოტახნისწინ თვითმფრინავი, ჩამოვარდა, რომელიც თბილისიდან რომში მიემართებოდა, მგზავრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია...,,
ამის გაგებისას კვიციანს თავზარი დაეცა, რადგან მაგ თვითფრინავში იჯდა სწორედ მართა.
– არაა, არაააა, ოღონდ ეს არა. მართა ეს შეუძლებელია, ჩემი მართა ახლა ის...ის სამუდამოდ დავკარგე. - გიჟივით ყვირიდა მანქნაში და მუშტებს უშენდა საჭეს.
საშინელ მდგომარეობაში იყო.
– ღმერთო, რატომ რატომ წამართვი ყველაფერი რა დაგიშავე, რააა? რატომ მსჯი ასე, ნუთუ რაც შეიწირე არ გეყო.- გულმოსული ყვიროდა და ღმერთს საყვედურობდა.
– უკან მიბრუნდა რათა გაერკვია, ყველაფერი.
– უკაცრავად, გთხოვთ მითხარით რომის რეისით თუ იყო, მართა ნინიძე?
– და თქვენ ქალბატინის ვინ ხართ?
– შეყვარებული ვარ, გთხოვთ მითხარით იმ თვითმფრინავში იყო, თუ არა მართა?
– კარგით, ახლავე გადავამოწმებ.- უთხრა და კომპიუტერში გადაამოწმა.- დიახ, ასეთი სახელით და გვარით იყო ქალბატონი ბავშვთან ერთად რომის რეისით.
– ესეიგი, მისი თვითფრინავი ჩამოვარდა...- უცნაური ხმით წარმოთქვა სიტყვები და მუხლები მოეკვეთა.
– ბატონო, კარგად ხართ?- მივარდა გოგონა.
– კარგად, როგორ ვიქნები იმ წყეულ თვითმფრინავში, იჯდა მართა, რომელიც ჩამოვარდა. - წამოიძახა და გულზე მიიდო ხელი, რომელიც მტკივნეულად უჭერდა. ცოტახანში ფეხზე წამოდგა და ცოცხალ- მკვდარი გაუყვა გზას.





ზოგჯერ სამყარო, ბოროტად გვეთამაშება და მრავალ განსაცდელს გვიგზავნის, რომლის გადალახვაც გვიწევს, რითაც ვიცდებით, ეს კიდევ იმისთვის ხდება, რომ განსაცდელების ჟამს ვლინდება, თუ რამდენად გვწამს უფლის. თუმცა კვიციანის შემთხვევაში, ეს რთული საკითხავი იყო, მან ხომ დიდიხანია მისდამი რწმენა დაკარგა, ახლა კი ფაქტის წინაშე იდგა, იქნებ ეს იმისთვის მოხდა, რომ საბოლოოდ ჩამონგრეულიყო, მასში წყენა და ბრაზი იქნებ უკვე დრო იყო, ამის და სწორედ ამიტომ ხდებოდა ეს მის თავს, რომ მისულიყო, უფალთან და ყველა წყენა და გულის ტკივილი ეთქვა, მისთვის.
მანქანა, ტაძრის შესასვლელთან შეაჩერა მანქნანიდან გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით, შევიდა ტაძარში. შემდეგ კი, მის წინ მდგარ დიდ მაცხოვრის ხატთან მივიდა და მდუმარედ გაჰყურებდა, მომზირალ ხატს.
_ ხედავ, ამდენი ხნის, შემდეგ ისევ შენთან მოვედი და მეც არ ვიცი რისთვის, ვიცი მაინც არაფერი შეიცვლება, რატომ რატომ დაუშვი ეს შენ ის უკანასკვნელი ადამიანიც წამართვი, ნუთუ არ გეყო, როდის უნდა დასრულდეს ეს ტანჯვა, როდის!! მითხარი?- წამოიძახა და მუხლებზე დაემხო და ატირდა. - რატომ წამართვი, რატომ მე ხომ მინდოდა, ყველაფრის გამოსწორება და ყველაფრის ახლიდან დაწყება. ფეხზე წამოდგა იქვე ხის ბოძზე ჩამოჯდა კვლავ ხატს დაჟინებით დაუწყო ყურება, თითქოს ცდილობდა კითხვებზე პასუხი მოეძებნა.
_ შვილო, კარგად ხარ?- მასთან მამაო, მივიდა,მაგრამ ხმა არ გასცა. - ვხედავ დახმარება გჭირდება, თუ რამე გაწუხებს მიამბე, იქნებ შევძლო შენი დახმარება.
_ მე უკვე ვერავინ დამეხმარება.- ამოიხრიალა ჩამწყდარი ხმით და მის მჯდომ მამაოს გახედა.
_ შენ ხომ იმ დღეს იყავი აქ მოსული?
_ დიახ. - მოკლედ უპასუხა.
– გახსოვს, რა გითხარი,შენ აქ აუცილებლად მოხვალ- თქო და ეს დღეც დადგა.
– აქ მოვედი, რომ კითხვებზე პასუხი ვიპოვო, მაგრამ არაფერი გამომდის.
– იქნებ გული გადამიშალო დამიჯერე შენი აქ მოსვლა შემთხვევითი არ არის ასე მოისურვა უზენაისმა.- თბილად გაუღიმა მამაომ.
– მე... მან ყველა საყვარელი ადამიანი წამართვა, მამაო, რა დავაშავე მითხარით, რატომ მსჯის ასე.- გულდაწყვეტილმა უთხრა.- აღარავინ შემომრჩა საერთოდ არავინ, დედა და ორი და დავკარგე ახლა კი საყვარელი ადამიანიც წამართვა..
– ვხედავ ძალიან დამძიმებული გაქვს სული შვილო, რაც არ გასვენებს ამიტომ რაც გაწუხებს ყველაფერი მიამბე და ნახავ, როგორ შეიცვლება ყველაფერი.
– რა შეიცვლება, მამაო გარდაცვლილს ვეღარ მოვაბრუნებთ უკან.
– შენ სცადე მაინც..
– კარგი,- მძიმედ ამოიხრა და მოყოლა დაიწყო. ყველაფერი უამბო, რა როგორ იყო, მამაო განცვიფრებული უყურებდა, კვიციანს
– აი ასე იყო, მამაო, ყველაფერი.
– შვილო, ძალიან ვწუხვარ რაც გამოიარე ნამდვილად არ იყო, იოლი ამის გადატანა და არავინ იცის სხვა, როგორ გადაიტანდა, ეს ყველაფერი წარსულის ტრავმებია, რამაც ფსიქილოგიური ზეწოლა მოახდინა შენზე. მაგრამ დამიჯერე ეს ყველაფერი შენ უნდა გაგევლო, რომ აქამდე მოსულიყავი.
– რისთვის მამაო, ნუთუ არ შეიძლებოდა ნორმალურად მეცხოვრა..?
– ყოველ ადამიანს თავის გზა აქვს გასავლელი, ის რაც შენ ჩაიდინე მოსაწონი ნამდვილად არ არის, შურისძება არ არის სწორი, რადგან როგორც ნახე,ამით ისევ შენი თავი დააზარალე, მაგრამ რაც მთავარია, შენ გულწრფელად ნანობ ჩადენილს.
– ამას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ..
– არა, ასე ნუ განეწყობი, ნახე იუდამ რატომ ჩამოიხრჩო თავი შენი აზრით?
– არ ვიცი..
– აგიხსნი, მან უფალს უღალატა, მაგრამ როდესაც ეს გაიაზრა და მიხვდა, რაც ჩაიდინა ეს ვერ აიტანა ,,ეს მე როგორ ჩავიდინეო,, საკუთარ თავს ვერ აპატია ეს უგნურება რისგამოც ჭკუიდან გადავიდა და თავი მოიკლა.ამიტომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს უნდა შეძლო, წარსულს ნუღარ გამოეკიდები გაუშვი შენი გონებიდან და ნუ ჩარჩები.
წარსული ჩვენი განუყოფელი ნაწილია და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, თუმცა ნუ იფიქრებ გამუდმებით ამაზე,ნურც მომავალზე იფიქრებ ბევრს იცხოვრე დღევანდელი დღით ვინაიდან ხვალინდელი დღე ღვთისაა. ახლა მარტოს დაგტოვებ დარჩი აქ რამდენხანსაც გინდა იფიქრე და სთხოვე უფალს შეგეწიოს.
– კი, მაგრამ მას ვეღარ დავაბრუნებ უკან..
– ყველაფერი უფლის ხელშია დამიჯერე, შენ ამბობ, რომ გოგო იმ თვითმფრინავით მიფრინავდა, მაგრამ იქნებ არ წასულა.- უცნაურად გაუღიმა და წავიდა.
ერთ ხანს მდუმარედ იჯდა, შემდეგ კი, მუხლი მოიდრიკა და გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა.
_ გთხოვ, გადამირჩინე უფალო, გთხოვ ნუ დაუშვებ, რომ მას რამე დაემართოს, მე უიმოსოდ ერთ წამსაც კი, ვერ ვიცოცხლებ.. მომეცი საშვალება, რომ ჩემი ყველა დანაშაული გამოვისყიდო, გთხოვ. - ევედრებოდა ღმერთს მოულოდნელად კი, მხარზე შეხება იგრძნო, უკან მიიხედა და თვალებს ვერ უჯერებდა, მის წინ ტკივილამდე ნაცნობი სახე დაინახა, რომელიც მომღიმარი სახით უყურებდა მას.
_ უფალმა, შეისმინა შენი ვედრება,თორნიკე..- ცრემლიანი თვალებით უთხრა, კვიციანი ფეხზე წამოვარდა და ძლიერ ჩაიკრა გულში გოგოს სუსტი სხეული.
- შენ... შენ ეს როგორ შენ ხომ დღეს მიფრინავდი?- კითხა.
- ხო, მაგრამ ვერ წავედი, ვერ შევძელი შენი დატოვება.- ამოიტირა მის გულმკერდზე.
- მეტი აღარსად აღარ გაგიშვებ, მორჩა მე უშენოდ ერთი წამის გატარებაც კი, აღარ მინდა.- უთხრა და თავზე აკოცა.
- არც მე..
- კი, მაგრამ აქ საიდან მოხვდი..- იკითხა გაოცებულმა.
- აბა, გვრიტებო როგორ ხართ?- ღიმილით მიუახლოვდა მათ მამაო.
- ცოტა დაბნეული ვარ.
- სანამ შენ მოხვიდოდი აქ მანამდე, მართა მოვიდა, ისიც არანაკლებ არეული იყო, შემდეგ შენ მოხვედი და შენი ხმა რომ გაიგო დაიმალა აინტერესებდა რას იზამდი. თქვენ ორივე ერთმანეთისთვის ხართ, შექმნილები, ამიტომ გაუფრთხილდით ერთმანეთს.
- თორნიკე ეს ადრეც გითხარი, შენ კარგი ადამიანი ხარ და იყავი ის რაც ხარ, ნუღარ შეინიღბები.
- დიახ.
- ახლა კი, მიდით და უფალს მადლობა გადაუხადეთ.- უთხრა მამაომ.
იქვე კუთხეში ქალი საეკლესიო ნივთებს ყიდდა მასთან მივიდნენნ და სანთლები იყიდეს.
მაცხოვრის ხატთან მივიდნენ უამრავი სანთელი დაანთეს. თვალცრემლიანმა ხელები შეაერთა და უფალს მადლობა გადაუხადეს.
– მადლობა, უფალო, რომ დამიბრუნე ჩემი ცხოვრების აზრი, მე პირობას ვდებ,შენს წინაშე, რომ მას მეტი გულს აღარ ვატკენ, ჭკუა ვისწავლე უკვე..
პირველად ამდენი ხნის შემდეგ პირველად მის სახეზე მადლიერების ღიმილი გამოესახა სახეზე, თვალები სიყვარულით უელავდა და სულიერი სიმშვიდეს გრძნობდა ბავშვივით ლაღი გამხდარიყო.
_ აბა, როგორ ხართ?- ისევ ისევ, მივიდა მათთან მამაო.
– ძალიან კარგად მამაო, თქვენი დამსახურებით, მე შევძელი სულიერი სიმშვიდის მოპოვება.
– მიხარია, ძალიან მე თავიდანვე ვიცოდი, რომ შენ კარგი ადამიანი იყავი, უბრალოდ საკუთარი გრძნობები ჩაკეტე და არ უშვებდი და მაინც უფლის ნებაა ყველაფერი, დღეს აქ რომ ერთად დგახართ.
– მამაო,შეგიძლია ჯვარი დაგვწეროთ?- მოულოდნელად კვიციანმა წამოიძახა.
– დიდი სიამოვნებით, მაგრამ დღეს უკვე გვიანია, ხვალ მოდით ჩემთან და სუხარულით დაგწერთ ჯვარს.- გაუღიმა მამაომ.
– მაშინ ხვალ დილით თქვენთან მოვალთ.
– დაგელოდებით.
– მადლობა.
– უფალმა დაგლოცოთ შვილო.- დალოცა მამაომ.





.....


დასასრულს ვუახლოვდებით ნელ-ნელა, აბა თქვენ იცით გელით.



№1 სტუმარი სტუმარი მირანდა

ვაიმე ეს რა იყო ჩემო თორნიკე როგორ დამისაჯე მაგრამ აზრზე მისასვლელად ღირდა წარმატება თქვენ

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

ვაიმეე ამომივარდა გული???????????? თორნიკე ????????როგორ გამიხარდა რომ ერთად არიან ბედნიერად❤️❤️❤️ მადლობა თქვენ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

რა კარგად წერთ. გული გამითბა. მადლობა ამ გრხნობებისთბის და მკითხველის სიამოვნებისთვის

 


№4  offline წევრი La dolce vita

სტუმარი ლილე
ვაიმეე ამომივარდა გული???????????? თორნიკე ????????როგორ გამიხარდა რომ ერთად არიან ბედნიერად❤️❤️❤️ მადლობა თქვენ❤️❤️

მიხარია, თუ გული გაგითბოთ ❤️❤️ მეც თქვენს მსგავსად ისეთი ემოციებით დამმუხტა წერის პროცესში.

სტუმარი მარი
რა კარგად წერთ. გული გამითბა. მადლობა ამ გრხნობებისთბის და მკითხველის სიამოვნებისთვის

მადლობა.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent