ბრძოლა თივის წესებით (დასასრული)
მოგესალმებით, თქვენს წინაშეა, ბრძოლა თივის წესებით, სადაც უკვე 10წუთია რაც ერთმანეთს ერკინებიან, ვატო ათანელი და ალექსანდრე ფანგანი, ძალზედ დაძაბულად დაიწყო შეხვედრა, საკმაოდ ძლიერ დარტყმას აყენებს ალექსანდრე მაგრამ ვატო მოკლე ნაბიჯებით და მოგერიებით, არც თუ ისე ცუდად უმკლავდება მეტოქეს, აი ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ მიუთითებს ვატოს მისი კუთხე რომ მან რაც შეიძლება ახლომმანძილიდან იმუშაოს, რადგან ალექსანდრე მასზე ბევრად მაღალია. ბათო: ვატო დარტყმა მაჯებში მიიღე!.. არ აჰყვე ტემპში!... სიმშვიდე შეინარჩუნე. ვცდილობ მშვიდად ციასპარეზო, რადგან ჯერ პირველი რაუნდია და ენერგია უნდა დავზოგო, მეტოქეს ჩემზე ბევრად გრძელი ხელები აქვს და ცდილობს შორი მანძილიდან რამჯაბნოს მაგრამ მე ხელებ აფარებული ნელი ნაბიჯით არ ვაძლევ საშუალებას რომ გამეცალოს, ვიგერიებ მის მოქნეული მარცხენა ჰუკი და საპასუხოდ, დარტყმას მარჯვენა მოკლე ჰუკით ვაყენებ მას, ამავდროულად მარცხენა აპერკოტსაც ვახვედრებ ყბაში, ნაბიჯი მარცხნივ და ახლა სერიას ვანხორციელებ მუცელსა და ნეკნებში.... ალექსიმ მოახერხა და ორივე ხელი კისერში ჩამავლო, პოზიცია სევიცვალეთ, ახლა ის ცდილობს დარტყმა მომაყენოს მაგრამ თავს კარგად ვიცავ, მირტყამდა ღვიძლის მიმართულებით, მე კი ვბლოკავ მის დარტყმას იდაყვით, ახლა ცდილობს სახის არსეში მომაყენოს დარტყმა და მე მას მოქნეული ხელი დავუჭირე და ერთმანეთს ვეჭიდებით... ზარის ხმა გაისმა ლ, პირველი რაუნდი დასრულდა და ორივენი საკუთარ კუთხეს დავუბრუნდით. ბათო: მშვიდად, სუნთქავ.... ასე ფანაგრძე, ეცადე რომ მანძილი მაქსიმალურად შეუზღუდო, ყოველი ნაბიჯით გზა მოუჭრრი, გაიხსნება თუარა, ზუსტი დარტყმა, გასაგებია?!, ზუსტი დარტყმა!.... კვლავ გაისმა ზარის ხმა და მეორე რაუნდიც დაიწყო, მე ისევ ხელებ აფარებული ვცდილობ მივუახლოვდე მას, ის კი მარცხენა ხელს, მაბჯენს შუბლზე რომ დისტანცია დაიცვას, მარჯვნივ ვიხრები და მარცხენა პირდაპირ დარტყმას ვაყენებ მსუბუქად, შემდეგ მარჯვენა აპერკოტი ყბის არეში, ალექსი კი ამ დარტყმის შედეგად დაბარბაცდა და მაყურებლის ოვაციაც მოჰყვა, ბათო და თომა ხმა მაღალი ხმით მიმითითებენ რომ ახლა არ უნდა შევაჩერო სერია და დარტყმები მივაყენო, ასეც ვიქცევი, ვდგევარ მასთან ახლო დისტანციაზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევ, ხან ქვემოდან ხანაც გვერდიდან ვაყენებ მოკლე და ძლიერ დარტყმებს, მან კი ამ დროს ხელები აიფარა სახეზე, მე კვლავ მე კვლავ სწორად გათვლილ დარტყმებს ვაყენებ, ტანისა და სახის არეში... უცბად მოსტაცა ხელები კისერში და თივაზე გადავწექით, ჭიდილით ცდილობს გამაშლევინოს ხელები და გამოსდის კიდეც, როგორცკი გამიხსნა სახე, იმ წამსვე ძლიერი დარტყმა მომაყენა მარჯვენა მუშტით, რამოდენიმეჯერ სახის არეში.... ასე აგრძელებს მანამ სანამ მსაჯმა არ შეგვაჩერა... შეჩერების შემდეგ კვლავ გვანიშნებს რეფერი რომ ბრძოლა განვაგრძოთ, ალექსი კი სწრაფად მიიწევს ჩემსკენ რომ ძლიერი დარტყმა მომაყენოს, მე კი ვცდილობ მივიგერიო და მისი მოქნეული ხელი კვლავ მოვიგერიე მაგრამ დარტყმა ვერ მოვახერხე რადგან ის განზე გაიწია და მარჯვენა- მარცხენა ჰუკი სწრაფად მითავაზა, ისევ მიმიზნ ბს მარცხენა ხელს და მარჯვენა პირდაპირი დარტყმით ძლიერად მაგდებს თივაზე... ამ დროს მიყვირის ბათო რომ ხელები არ ჩამოვუშვა მაგრამ ალექსი ისევ და ისევ ძლიერი დარტყმებით შემოიფარგლება. ვცდილობ მოვიქნიო ხელი მაგრამ ვერ ვახერხებ საკმაოდ ძლიერად მირტყამს, უცბად უკან დაიხია, მე ვცდილობ დრო ვიხელთი და გავემართი მისკენ მაგრამ ეს იმდენად სწრაფი ნაბიჯებით მომივიდა რომ ფეხები ამებნა და მანაც ძლიერი დარტყმა მომაყენა თავის არეში, რის შედეგადაც ძირს დავეცი. რეფერი თვლას იწყებს, ბათო კი მიყვირის რომ ჯერ არ წამოვდექი ფეხზე....,5,6,7,8.... ახლა, ადექი!... მიყვირის ბათო და მეც ვუჯერებ მას. ვაგრძელებთ ბრძოლას და ალექსი ისევ მძიმე დარტყმებს მაყენებს, ვცდილობ მივიგერიო მაგრამ არ გამომდის, ძირითადად სახეში მხვდება მისი დარტყმა.... ისევ ვახერხებ მოგერიების და ახლა მარცხ ნა ხელით ფერდში ვაყენებ დარტყმებს, ამდროს ის კვლავ მეჭიდება და მარცხენა მხრიდან მაყენებს დარტყმას თავში. მეორე რაუნდი დასრულდა და ისევ დავუბრუნდი ჩემს კუთხეს, სახიდან სისხლი წურწურით მზდის და ბათო ყინულით მიზელს.ზურგს... შორი ახლოდან თომა გამოჩნდა ხალხის ნაკადი დან და მიმითითებს რომ მეტი გონიერებით ვიმოქმედოთ და არა მხოლოდ ძალის იმედზე. დაიწყო მესამე რაუნდი, ისევ იგივე პიზიცით მივიწევ მეტოქისკენ... ის კი ისევ მიზნებს მარცხენა ხელს... ბათო: ვატო გაიხსენე რას ვაკეთებდით, მეტოქე იმ დროს გვხედავს, როდესაც ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას. მივიღე მისი რჩევა, მივიწევ წინ ოდნავი გადახრებით და უცბად ჩავყვინთე, ანუ მუხლით მოვიკეცე და ალექსის წინ აღარ ვდგევარ, ის ვერ მამჩნევს, სწრაფად გადავადგილდევი მის სიახლოვეს მოხრილი მუხლებით და ძლიერ დარტყმას ვაყენებ მარცხენა აპერკოტით, ეს ისეთი ძლიერი დარტყმაა რომ მას კბილის დამცავი გადმოუვარდა პირიდან და თივას მიაბჯინა, მსაჯმა შეგვაჩერა და ათვლა დაიწყო ალექსის მიმართულებით, ინ ბოკდაუნშია მაგრამ მან მიანიშნა ტეფერს რომ ბრძოლას აგრძელებს. კვლავ ერთმანეთს ვუპირისპირდებით, ისევ შევდივარ წელში და დარტყმების სერიას ვუხსნი ნეკნებსა და მუცლის არეში, უწყვეტლივ დარტმყით ავუყოლე და მარცხ ნა ძლიერი დარტყმა მივაყენე სახეში, მან კი ხელები შემომხვია და ცდილობს თივაზე გადამაწვინოს მაგრამ სწრაფი ფეხების მოძრაობით შევუცვალე პოზიცია და ის ჩაეფლო თივაში, რამაც ძალზედ განარისხა და აგრესიულად გამოემართა ჩემსკენ.... ვაკვირდები მის სახეს, ვხედავ როგორ მოემართება რომ ტკივილი მომაყენოს, შევნიშნე როგორ იქნევს მძიმედ მარჯვენა ჰუკს, მე დავიხარე და მოგერიებით სწრაფად და ძლიერად ვუთავაზე მარცხენა-მარჯვენანჰუკი, მთელი სიზუსტით, ალექსი კი ზურგით დაეცა და ოდნავ გასრიალდი კიდეც... მაყურებლის ხმამ დაანგრია შებობა, ისეთი ხმაური გამოიწვია ამ კომბინაციაა რომ ვხედავ და მესმის როგორ იმეორებენ ჩემს სახელს, მსაჯი თვლას იწყებს, ალექსი კი ფრთხილად ცდილობს წამოდგომას და ამავდროულად თვალს არ მაშორებს. მან ისევ განუცხადა ტეფერს რომ აგრძელებს ბრძოლას და შეხვედრაც განახლდა. ახლა ის მეტად ფრთხილიბს ჩემთან მოახლოებას, მე კი ისევ მივიწევ ხელებ აფარებული წინ, ალექსი თითქოს გამეხსნა, დრო ვიხელთე და დარტყმა გავუშვი მის მიმართულებით მაგრამ მან მოიგერია და დამიჭირა, ახლა კლინჩში გვიწევს ბრძოლა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვდგევართ და ვცდილობთ დავჯაბნოთ ერთმანეთი, ამ დროს კი ალექსი ჩუმად მელაპარაკება რომ მსაჯმა ვერაფერი შეიტყოს. ალექსანდრე: ვხედავ შენი კნუტი მოგიყვანა ბრძოლაზე, არ გეშინია მის თვალწინ რომ ჩაფლავდები?... ცდილობს წყობიდან გამოიყვანოს და ამას ახერხებს კიდეც, განრისხებულმა.მინდა ძლიერი დარტყმა მივაყენო მაგრამ გაუაზრებელი ხელების ქნევით წონასწორობას ვერ ვიჭერ და ის ამით სარგებლობს. ალექსანდრე: რა მოხდა რა გაბრაზება?!, ნუ ღელავ, ის თავად გადაწყვეტს ჩვენს შორის არჩევანს. ისევ ვაწვები გაავებული და ის სუფთა და სწორი დარტყმებით მეთამაშება, ამ დროს ბათო მიყვირის... ბათო: რა ჯანდაბას აკეთებ?.... სიმშვიდე შეინარჩუნე!, ნუ მისცემ იმის საშუალებას რომ ჭკუა დაგაკარგინოს. ალექსი მარცხენა ჯეფით მაყენებს დარტყმას და თან ამაზრზენად იღიმის.... უკვე წყობიდან გამოვდივარ და უაზროდ ვუქნევ ხელს, ის იგერიებს და საპასუხოდ მირტყამს სახის არეში.... ასე გრძელდება, იმ დრომდე სანამ ძირს არ აღვმოვჩნდი მისი დარტყმის შედეგად... ბათო გაბრაზებული მიყვირის, თომა კი ძალიან ღელავს და თავ ჩაქინდრული დგას.... ვუმზერ სოფის რომელიც სახეზე ხელს იფარებს და თვალზე ცრემლი სდის.... ნიკა და სალომე სხვა გულშემატკივრებთან ერთად მიმითითებენ რომ სწრაფად ავდგე ფეხზე... მსაჯი მითვილს, ყველას იმედი გადაეწურა, ალექსი ხელს მაღლა წევს და სიხარულს ვერ მალავს... უცბად წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ხალხის ოვაციები მოჰყვა ჩემს ფეხზე წამოდგომას, ალექსის კი გამომეტყველება შეეცვალა. ბრძოლას შევუდექით მაგრამ სწრაფადვე გაისმა ზარის ხმა და 3რაუნდიც დასრულდა. თომა თივას მიუახლოვდა, მას დაცვა აკავებს რომ არ გადმოკვეთოს ხაზი მაგრამ ის მაინც ახერხებს ჩემთან საუბარს. თომა: ახლა კარგად მომისმინე!.... თუ თავის კონტროლს ვერ შეძლებ, სწრაფად დამარცხების, ნუ მისცემ იმის საშუალებას რომ მარტივი ხერხებით დაგჯაბნოს, მან უკვე შეგისწავლა, და იცის შენი სისუსტე, ნუ მისცემ იმის უფლებას რომ იმოქმედოს შენზე, მიდი შვილო შენ ეს შეგიძლია!... ისევ გრძელდება შეხვედრა, არცერთი არ ვიშურებთ დარტყმების სერიას.. ენერგია დრო და დრო გვრჩება და ისეთი ტემპით ვეღარ ვუტევთ ერთმანეთს, ამიტომ რიგ რიგობით ვაყენებთ ერთმანეთს დარტყმებს.... ვურტყამ მე, მირტყამს ის და ჩემს მიერ მოქნეული მარჯვენა პირდაპირ დარტყმას, დაახვედრა შუბლი რის შედეგადაც მოტეხილი მაჯა კვლავ მომემტვრა, ვიკიდებ ხელს მოტეხილ მაჯაზე და ვყვირი, ბრძოლა დროებით შეაჩერა მსაჯმა, ჩემს კუთხესთან ექიმი იმოწმებს მოტეხილობას და მიმითითებს რომ ბრძოლა შევაჩერო, მას ბათოც ეთანხმება, მე კი კატეგორიულ უარზე ვარ, ამ დროს რეფერი მიახლოვდება და მეკითხება ვაგრძელებ თუ არა?!, მე კი მას თანხმობას ვუცხადებ, ამ ფაქტს მაყურებლის ხმაური მოჰყვა, ბათომ შემაჩერა და მირჩევს რომ რაკი ჩემსას არ ვიშლი და ვაგრძელებ ბრძოლას, მაშინ ბოლო ხრიკის ჯერი რჩება რომ მას ჩემი სისუსტე უნდა განვაცდებინო, უნდა გამოვიყვანო წყობილებიდან... მე მას ვეთანხმები და მეტოქისკენ მივიწევ. ალექსი ისეთივე დაღლილია როგორიც მე, ამიტომ მძიმედ ცდილობს მომიქნიოს ხელი და დარტყმა მომაყენოს მაგრამ მე ვიგერიებ და საპასუხო დარტყმას არ ვანხორციელებ, უბრალოდ ვუღიმი მას და ვაგრძელებ მოძრაობას, ის კვლავ მიქნევს ხელს, მე ისევ ვიგერიებ და ირონიულად ვუმზერ მას... ალექსი ბრაზდება და ცდილობს გამეტებით მომაყენოს დარტყმა მაგრამ ამის შნო აღარ აქვს, რადგან ძალიან დაღლილია, მე დრო ვიხელთე და სწორ დარტყმებს ვაყენებ, ენერგია მეც გამომეცალა ამიტომ ჩემს დარტყმას ძალა აღარ შესწევს, მითუმეტეს რომ მაჯა მოტეხილი მაქვს... ვურტყამ და არანორმალურ ტკივილს განვიცდი, ბათო ამხნევებს და მანიშნებს რომ ცოტაც უნდა გავუძლო რადგან ბრძოლა მალე დასრულდება... უკვე ორივენი ძალიან დაღლილები ვართ, ისიც ვეღარ მირტყამს, და მეც ვეღარ ვპასუხობ, ამიტომ ერთმანეთს ვეჭიდებით და მსუბუქი დარტყმებს ვაყენებთ... ბათო კვლავ მაფრთხილებს რომ 10 წამი დარჩა ბრძოლის დასრულებამდე... ვცდილობ ძალ ღონე მოვიკრიბე, ისიც ცდილობს ასევე მაგრამ კვლავ მსუბუქი დარტყმებს ვაყენებთ ერთმანეთს, ამ დროს კი ზარის ხმა გაისმა და ბრძოლაც დასრულდა. ბათოს ვებჯინები და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო, ის კი მახსენებს რომ ყველაფერი დასრულდა და შემიძლია დავმშვიდდე... რეფერი გვიხმობს მე და ჩემს მეტოქეს, წამყვანმა თივას გადმოაბიჯა და ჩვენს წინ დადგა. :ქალბატონებო და ბატონებო, ეს იყო საოცარინბრძოლა!... მას ჰყვება მაყურებელთა მთელი არმია. :ახლა კი დროა გამარჯვებული გამოვავლინოთ. ვდგევარ თავ ჩაქინდრული და ვხედავ როგორ წვეთავს ჩემი სახიდან სისხლი, მოუთმენლად ველი ვის გამოავლენენ გამარჯვებულს.... ძალზედ დაიძაბა სიტუაცია, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, წამყვანი კი კვლავ ცდილობს მაქსიმალურად გაიწელოს პროცესი. :ამ ბრძოლაში, მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულია?!...... წამყვანის წამოძახილს თან დაერთო ჩემი ამოხედვა, რადგან მან მე დაასახელა გამარჯვებულად, იმ წამსვე მომეხვია ბათო და გამარჯვებას მიულოცავს, ასევე თომაც მომიახლოვდა და აცრემლებული მეხვევა..... დიდი ჟრიამულია თივაში, ასევე მეტოქე მომეხვია და მითხრა რომ ძალიან ნასიამოვნები ანამ ბრძოლით.... უცბად შევნიშნე როგორ ცდილობს სოფი ხალხის ნაკადს დააღწიოს თავი და მომიახლოვდეს და ეს მოახერხა კიდეც, თივაზე გადმოვიდა და სწრაფად ჩამეკრო, მე კი ხელში ავიტაცე და ძლიერად მოვეხვიე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.