ბრძოლა თივის წესებით (თავი მერვე)
ერთ კვირაში ბრძოლა მაქვს, სწორედ ამიტომ განუწყვეტლივ ვარჯიშობ, ახლა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ გარდა მოახლოვებული ბრძოლის.. განცდა გამარჯვევის მოლოდინის, დამარცხების შიში, ღელვა... ეს ყველაფერი ჩემს თავში ტრიალებს. დაუღალავად ვემუშავებით ერთმანეთს, მე და ანდრო რინგზე, თომა კი ბაგირებს ქვემოდან მაძლევს მითითებებს. თომა: აი ასე, გაუძვერი!... კარგია, უნდა დაანგრიო, დაანაწევრო..... მორჩა შეჩერდით... მე და ანდრო შეგვაჩერა თომამ და მომმართა რომ მას მივახლოვებოდი. თომა: ახლა კარგად მოძრაობ, თითქმის მოძებნე შენი სტილი მაგრამ ერთი რამ არ მომწონს, შეტევის დროს ძალზედ ვარდები წინ, ფეხებს ვერ იმორჩილებ, ეს აუცილებლად უნდა გამოასწორო. :გასაგებია თომა, ახლა ცოტახნით ტომარასთან ვიმუშავებ. თომა: კარგი, შემდეგ ცივი წყალი გადაივლე და შინ ისე წადი. მივუახლოვდი ტომარას და დარტყმებს ვანხორციელებ, უცბად დარბაზში ნიკა შემოვიდა და ტომარა დამიჭირა რომ უკეთ მემუშავა, ამავდროულად მესაუბრება. ნიკა: რას შვრები? ნადირი ხომ ხარ ფორმაში?... :ვცდილობ, შენ რამ მოგიყვანა აქ?. ნიკა: მე.... სალომე და სოფია გველოდებიან, სადმე დავსხდეთ. საუბრისას შევწყვიტე ტომარასთან მუშაობა და პირსახოცით სახე შევიმშრალე, ნელ ნელა მივუახლოვდი გასახდელს, შხაპის მისაღებად შევედი და ნიკა კართან მესაუბრება. : მე ვერ წამოვალ ნიკა, მაპატიე ერთ კვირაში ვრძოლამმაქვს ნიკა: კარგი რაა... ცოტახნით, რა დაგემართა?!, : არანაირი სურვილი არ მაქვს რომ სხვის გოგონასთან ერთად სადმე ვიარო. ნიკა: ვის გოგონასთან?!, სოფიას არავინ ჰყავს, ეგ დანამდვილებით ვიცი. ბანაობა შევწყვიტე, ჩაცმა დავიწყე და ნიკა კვლავ ცდილობს რომ დამითანხმოს. ნიკა: რომც იყოს რა!?, კონკურენტმა შეგაშინა ამხელა მებრძოლი კაცი?... : გეყოფა!... მე სხვისი არაფერი მინდა. ნიკა: კარგი ძმაო, როგორც იტყვი მაგრამ მეგობრულად მაინც წამოდი, უხერხულად ნუ მაგრძნობინებ თავს მარტოდ. : კარგი, ოღონდ იცოდე, რევუსების გარეშე!... არის სერ... ვიცოდი რომ წამოხვიდოდი, ძმა ხარ. მე და ნიკა გოგინებთან ერთად კაფეში ვსხედვართ, სალომე და ნიკა კვლავ ერთმანეთში საუბრით არიან გართულნი, მე კი ვზივარ გაშეშებული და რძით სავსე ჭიქას ვატრიალებ, წინ და უკან.... ჩვენს შორის დუმილი კვლავ სოფიამ დაარღვია. სოფია: დღეს რაღაც დაღლილი სადმე გაქვს, ხომ ისვენებდა?.. : კი მაგრამ ვარჯიში ცოტათი მეტი მომივიდა და ალბათ ამიტომ გამოვიყურები ასე. სოფია: ცუდია, თავს უნდა გაუფრთხილდე, გადაღლა არ არის კარგი. :გეთანხმები მაგრამ ერთ კვირაში ბრძოლა მაქვს, სხვათა შორის ყველას გპატიჟებთ. სოფია: არა რას ამბობ, არ შემიძლია ამ სისასტიკეს ვუყურო. : ახლა ფიქრობ ასე, რეალურად შეგეცვლება წარმოდგენა. სოფია: რაღაც არ მგონია.... საუბრისას, ნიკამ და სალომემ ჩვენთვისაც მოიცალეს. სალომე: სოფო წამოდი რა შენც, ძალიან მაგარია, რეალურად ბრძოლის ხილვა. სოფია: არანაირი სურვილი არ მაქვს. : კარფით ნუ დავაძალებთ, თუ არ სიამოვნებს ადამიანს. სოფია: ღმერთო ჩემო, როგორ უნდა მსიამოვნებდეს ცემა ტყეპა!?... სიტყვა ვერ დავუბრუნე მას, ჩვენს წინ კი სალომემ ჩუმად ჩასჩურჩულა ნიკას ისე რომ თან მზერა ჩვენსკენ აქვთ მომართული, სოფია ჩაეძია მათ მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ ორთავემ გვიცხადებს რომ ცოტახნით მარტოდ გაისეირნებენ, მე და სოფია კი ერთმანეთის პირისპირ მარტოდ ვრჩებით. ცოტახანში შევთავაზე მასაც რომ ჩვენც გავისეირნოთ, რადგან აქ ჯდომით ვერცერთი სარგებელს ვერ ვხედავთ. მივსეირნობთ ნელი ნაბიჯებით და თან ვსაუბრობთ, ამა თუ იმ თემაზე, მაგრამ მაინც სოფიას მეგობრებზე შევაჩერეთ სასაუბრო თემა. სოფია: რამოდენიმე დღის უკან, მეგობრებთან ვიყავი და შენ გიკითხეს, კიდევ უნდათ იგივე გავიმეოროთ. : სიამოვნებით, მეც მომეწონა მათთან. სოფია: ჰმ ვითომ?, რაღაც არ გეტყობა. : რატომ!?... მშვენიერ დროს ვატარებდით. სოფია: რა ვიცი, ისე უცბად გაიქეცი რომ. :არა, უბრალოდ დიდ ხანს ვერსად ვჩერდები. სოფია: ცუდია, იმათაც იფიქრეს რომ რამე გეწყინა. : არა ეს ასე არ არის, აუცილებლად ავუხსნი. მინდა შევეკითხო რამე რენეს შესახებ მაგრამ ისე მერიდება რომ სიტყვებს ვერ წარმოვთქვამ, ვცდილობ რაც შეიძლება შორიდან მოვუარო. : შემდეგ რა გააკეთეთ?. სოფია: არაფერი, დესერტი მივირთვით, ცორახნით ვიჭორავეთ და შემდეგ დავისალეთ. : ერთად წახვედით?... სოფია: არა!?.... ბიჭებმა გოგონები მიაცილეს და ასე დავიშალეთ. : და შენ?!... სოფია: რა მე?... : შენ ვინ მიგაცილა?!. სოფია: მე რა მიცილება მინდა?!, პატარა გოგო ხომ არ ვარ 29წლის ვარ, როგორმე ჩემით მივალ სახლში. საუბრისას უცბად შევჩერდი და სოფიას მხრებზე ჩავავლე ხელი. : მე მაგას არ გეკითხები. სოფია: აბა რას მეკითხები?... :რენემ მიგაცილა?.... სოფია: არა, მეც და ბავშვებიც ერთ უბანში ვცხოვრობთ. ერთმანეთს თვალს თვალში ვუსწორებთ, გული ისე მიცემდა რომ ორთავეს წმინდად ჩაგვესმის. :- სოფია..... სოფია: რა?!... :შენ გიყვარს რენე?!... სოფია: არა, უბრალოდ მას მოვწონვარ და ჩემს მშობლებს მოსწონთ. : და შენ ვინ მოგწონს?... კვლავ ვუმზერთ ერთმანეთს და დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის, დრო და დრო ახლოს ვიწევით და ერთმანეთის ცხელ სუნთქვას ვგრძნობთ. სოფია: ახლა იცი რას ვგრძნობ?... : რას?!... სოფია: იმას რომ შეთანხმებას დაარღვევ მაგრამ იმასაც ვგრძნობ რომ ამას პირველი მე გავაკეთებ. უცბად შემახო ბაგე და მეც რაღა თქმა უნდა, ავყევი ვნებიანად... ცოტახანში სევწყვიტეთ კოცნა და ერთმანეთს შევხედეთ, შემდეგ კვლავ განვარგძეთ. ამ დღიდან შეყვარებულის სტატუსით ვურთიერტობთ მე და სოფია, ახლა უკვე არავის არაფერს ვუმალავთ, გარდა მისი მშობლებისა მაგრამ რაღაცასაინც ეჭვობენ, ამავდროულად ბრძოლის დღეც მოახლოვდა და ახლა რამოდენიმე წუთი მაშორებს თივამდე ასასვლელად, ნიკა და სალომე ესწრებიან, სოფიამ კი უარი განგვიცხადა დასწრებაზე... გასახდელში თომა ამხნევებს და მიმითითებს როგორ უნდა მოვიქცე ბრძოლის დროს. გასახდელში კვლავ კოტემ შემოსწია თავი გარსიდან და გამაფრთხილა რომ მზადყოფნაში ვიყო.... ახლა თივაში ვდგევართ მე და ჩემინმეტოქე და მსაჯის თანხმობას ველით..... ვუწქერ მას და ვცდილობ თავიდან ბოლომდე შევისწავლო.... მსაჯი ხელით გვანიშნებს რომ ბრძოლა დავიწყოთ, ოდნავ მუხლებში მოვიხარე, ხელები ყბასთან მიჭირავს და მოკლე ნახტომით გავემართე მეტოქისკენ, მარცხენა- მარჯვენა ჰუკით ვაყენებ ძლიერ და მოკლე ორ დარტყმას რის შედეგადაც მეტოქემოწყვეტიტ ეცემა ძირს..... მოკლე სრული სიჩუმის შემდეგ, წამყვანი გამარჯვებულად მაცხადებს, რასაც ოვაციები და ჟრიამული ჰყვება თან. ორი თვის შემდეგ, კვლავ თივაში ვხვდები მეტოქეს, ძალზედ ძლიერ და სწორ დარტყმებს ვაყენებ სახისა და წელის არეში... მისი კეფის მოგერიება, ნაბიჯი მარცხნი. და ჰუკი მარჯვნიდან, გადავაბი მარცხენა აპერკოტი, მოკლე ნაბიჯი მარჯვნივ და ძლიერი დარტყმა მარჯვენა მუშტით, კვლავ ნოკაუტით ვიმარჯვებ.... გასახდელამდე მისვლას ვერ ვახერხებ ისე ცდილობს მაყურებლის დიდი არმია, გამარჯვება მომილოცონ, თომას და ბიჭების დახმარებით შევაღწიე. გასახდელში ბიჭები მიულოცავენ.... გამოსვლისას მე და თემო, შემთხვევით ალექსის და მის მწვრთნელს შევეჩეხეთ. ალექსი: გილოცავ, ვხედავ გაგიმართლა ორჯერ. :კი ნამდვილად... შენთან რევანშიც გამიმართლებს. ალექსი: ჩემთან რევანში?!... არ გამაცინო ვატო, ჯერ ჩემამდე ბევრი გაკლია. ალექსიმ მხარზე ხელი მოარტყა და მის მწვრნელთან ერთად გვერდი ამარა, მე და თომა კი შევსცქერიდით ცოტახნით გაბრაზებული და შემდეგ თომამ მიმითითა რომ წასვლის დროა. სოფიასთან ღრმა ურთიერღობაში ვარ, ერთმანეთი ძლიერად შეგვიყვარდა და სულ ერთად გვსურს რომ ვიყოთ... ვსეირნობთ, ვსტუმრობთ არა ერთ კაფეს და რესტორანს... სამსახურშიც ვეღარ ვაკონტროლებთ თავს და უკვე მისმა მჺობლებმაც შენიშნეს, ჩვენი ერთად ყოფნა.... ჩვენს საყვარელ პარკში ვსხედვართ და ერთამეთის ტკბობაში ვართ გართული, სოფიამ თავი მხარზე დამადო და მეც მოვხვიე მას ხელი. სოფია: დღეს რა გავაკეთოთ?... : ერთ ადგილას მინდა წამომყევი, თუ სურვილი გაქვს. სოფია ინტერესდება, თუ სად მსურს მისი წაყვანა, მე კი არ ვეუბნები, ის არ მეშვე ა მაგრამ მაინც ისე მიმყავს, ჩემს ნაქირავებ სახლში რომ ეს მისთვის მოულოდნელია. : აი სოფი, ეს არის ამჟამად ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მართალია ჩემი არ არის მაგრამ მალე გავიმართები და საკუთარ სახლსაც შევიძენ.... რას ფიქრობ?!, სასახლე არ არის ხომ?!... რას ვიზამ?!, რაც არის დროებით ეს გამაჩნია. სოფია ნელი ნაბიჯებით გადაადგილდება სახლში და ჩუმად ავლებს თვალს, შემდეგ შემომხედა და კვლავ ნელა მომიახლოვდა. სოფია: ვატო, რატომ ღელავ?!... რა მნიშუვნელობა აქვს სად ცხოვრობ და როგორ?!, ღმერთო ჩემო განა რა ჩავიდინე ასეთი შენთან რომ ავი და გატუტუცებული გგონივარ?!.. :არა სოფი, მე ეს არ მიფიქრია. სოფია: როგორ არა.... რადგან ნიკას და სალომეს ურთიერთობის წონააღმდეგი ვიყავი... რა სულელი ხარ ვატო, მე შენ მიყვარხარ და არ აქვს მნიშუვნელობა სად ცხოვრობ და როგორ. მე და სოფია ერთმანეთს ვეხვევით და ვეალერსებით, ისე დაგვათენდა, რომ არა მაღვიძარა, სამსახურში დავაგვიანებდით და მისი მშობლებიც რამეს იეჭვებდნენ. დიდხანს ვეცადეთ რომ მის მშობლებს არაფერი გაეგოთ ჩვენს ურთიერღობაზე მაგრამ დიდხანს მაინც ვერ დავმალეთ.... სოფიას მამამ ვალერიმ, ჩემთან შეხვედრა მოითხოვა და სოფიას დახმარებით შევიტყვე ეს ამბავი... მან მის კაბინეტში მიმიწვია მეც მორიდებულად და ზრდილობიანად შევაბიჯე. :შეიძლება?!... ვალერი: შემოდი.... მე ყველაფერი ვიცი, დამალვას აზრი არ აქვს, ერთი რამ მაინტერესებს... რას აპირებ?.. ვცდილობ გამართულად ვესაუბრო და მღელვარება არ შევიტყო. : ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს... ვალერი: გიყვართ!?... გიყვართ ესეიგი!? და სად უნდა იცხოვროთ?... :ბატონო ვალერი, ჯერ თანა ცხოვრებაზე ვფიქრობ ადრეა საუბარი, შემდეგ რაღა თქმა უნდა ასეც იქნება მაგრამ ჯერ ცოტათი ფეხზე მინდა დავდგე. ვალერი: მოკლედ გეტყვი, შენ აღარ იმუშავებ ჩვენთან კარის კაცად, რაღა თქმა უნდა მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავ და უფრო მეტიც, სამომავლოდ გვერდზეც დაგიყენებ და გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდით.... მომწონხარ კარგი ბიჭი ხარ, რო.გაკვირსები. გული სიხარულით მევსება, ვცდილობ გაოცება არ შემეტყის, მე ველოდი ლანძღვას და მუქარას, ამ დროს კი ოირიქით მიმიღო თავისად მაგრამ მთავარი წინადადება არ დაუსრულებია. ვალერი: ამ ყველაფერს და კიდევ ბევრს მიიღებ შენ ჩემი ოჯახიდან მაგრამ ერთი პირობით. :გისმენთ ყურადღებით, რა პირობაზეა საუბარი?!... ვალერი: ამ თივაში თუ ბალახში ბრძოლას უნდა დაანებო თავი, მე ვერ დავუშვებ რომ ჩემი სოფიას მომავალმა მეუღლემ, ვიგინდარასავით იქნიოს ხელები და ამაში ვინმემ, ძვალი გადაუგდოს. ავფორიაქდი, საუბრისას მინდა დავმშვიდდე მაგრამ ერთიანად ვცახცახებ. : ბოდიში, ბატონო ვალერი მაგრამ არ მესმის ასე რატომ ფიქრობთ?!... ეს ჩემი საქმეა და რაც მომწონს იმას ვაკეთებ, ეს თქბენ ხელს რაში გიშლით?... ვალერი: მე ბევრ ახსნას განმარტების არც მოსმენას ვაპირებ, მე მოვდივარ პირდაპირ წინადადებით, დაანებე ამ სისულელეს თავი და გეყოლება გვერდით სოფია და ამავდროულად ფული და თანამდებობა, თუ არა და ჩემს შვილს ახლოსაც არ გაეკარები. ცოტახნით ხმა არ გამიცია ვალერისთვის მაგრამ უცბად დავიძარი გასასვლელისკენ და კართან შეჩერდი, მოვუტრიალდი მას და განვუცხადე რომ არც ბრძოლას დავანებებ თავს და სოფიასაც ცოლად შევირთავ, ამის გაგონებაზე ცინიკური ღიმილით მომაძახა რომ ვერ ვეღირსებოდი ამას, მე კი გაცხარებული გამოვედი მისი კაბინეტიდან და ამ დროს მობილურ ტელეფონზე კოტე დამიკავშირდა, სადაც მაცნობა რომ ერთ თვეში გრანდიოზული რევანში მელოდა ალექსისთან, გამარჯვებულს გადაეცემა ავტომობილი და 5000დოლარი.... რაზეც დაუფიქრებლად განვუცხადე თანხმობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.