მწვანე ლაქა ( თავი 13 )
13 ხატია საშინელი თავის ტკივილით გამოვიღვიძე. გონების მოკრეფას და იმის გააზრებას ვცდილობ თუ რა დამემართა, ბოლოს რაც მახსოვს ვაჟასკენ ნასროლი შუშის საყვავილე იყო. მესმის ხმადაბალი საუბრის ხმა ნელ- ნელა ვცდილობ გავერკვიო რას საუბრობენ, ჩემი მშობლების და ვაჟას ხმის ამოცნობა შევძელი მგონი მათ მეტი არც არავინ იყო ახლა ჩემს გვერდით , ჩემს ოთახში. რამდენი ხანი ვიყავი გათიშული არ ვიცი, თუმცა შეგრძნება მაქვს რომ რამდენიმე დღე მეძინა. - მხოლოდ ხატიას გამო ვამბობ თანხმობას იცოდე. დედაა წყრომით ესაუბრება სავარაუდოდ ვაჟას, ცოტახანი ძლიერ თავის ტკივილს გავუძლებ და ყურს დავუგდებ მათ , არ ვაგრძნობინებ რომ გონს მოვედი. მაინტერესებს საშინლად რა მოხდა. - ქალბატონო თამარ გესაუბრეთ ორივეს, ყველაფერი მოგიყევით ჩემს შესახებ რაც დაგაინტერესდათ, ნუთუ ჯერ კიდევ ვერ დაიმშვიდეთ გული? - როგორ გენდოთ ყველაფრის შემდეგ და როგორ განდოთ შვილი? - მესმის თქვენი. თავიდან არც თუ კარგად დავიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ ხატიას გამო ახალი ფურცლიდან გადავწყვიტე ყველაფრის დაწყება. - მარტო ჩემი ქალიშვილი არ იქნება მიზეზი, სიმართლე თქვი ჩოხელო. გაისმა მამაჩემის მშვიდი ხმა. - მართალი ხარ დავით, რამდენიმე საეჭვო ფაქტსაც წავაწყდი. - სიმართლესაც იმედია მალე გაარკვევ. - გამოძიების პროცესშია ისევ ასე ადრე ნუ გაგიხარდება. - აჰა, შვილო მენდეთო არ მეუბნევი? თან გვემუქრები ისევ? დედა ხმის ტონს ნელ ნელა უმატებდა. - უკვე წინსვლაა, შვილოც გავხდი შაქარ დედიკო? საერთოდ არ იღებს სერიოზულად, დედაჩემის არც ნათქვამს და არც ქცევას, პირიქით ერთობა. - უყურე დავით, უყურე, ჯამბაზი! ვაჟას მხიარული სიცილი მთელს ოთხას მოედო. - იცინე, იცინე. იმედია გასაცინებელი დღეები ბევრი გექნება მომავალშიც. - იმედია! თუმცა თქვენთან ერთად არ მგონია მოვიწყინო. განსაკუთრებით წინა საქორწილო სამზადისის დროს. შარვალ კოსტუმს შენ გაყიდინებ თამარ გეკუთვნის. რომ იცოდეს დედა როგორი გაბრაზებულია ახლა, ალბათ აღარ გაეხუმრებოდა ხომ? - ქორწილზე მხოლოდ ხატიას ბედნიერების გამო დაგთანხმდით. გაისმა მამას ხმა ისევ. - იცოდე ვაჟა, ხატიას ერთ ცრემლსაც კი არ გაპატიებ. ახლა ნებას გრთავთ მაგრამ. შენი მიზეზით ხატიას რამე რომ დაუშავდეს სამუდამოდ დაივიწყებ მის არსებობას. პირადად ვიზრუნებ. - დილიდანვე მუქარებს ვიღებ ჩემი ძმისგან თუ თქვენგან. გასაგებია ყველაფერი! არ ვარ წინააღმდეგი. - რატომ არ მოვიდა გონს ამდენი ხანი? იკითხა ისევ ვაჟამ. - გონებაზეა და ყურს გვიგდებს. გაახილე ხატია თვალები. თქვა მამამ. - ხატი როგორ ხარ? მაშინვე ვიგრძენი ვაჟას ტუჩების შეხება შუბლზე. მამას ტყუილი ხველის ხმამაც რომელიც სინამდვილეში გაბრთხილება იყო არ დააყოვნა. ვაჟამ მისკენ წამიერად გაიხედა და გაბრთხილებაც დამსახურებულად მიიღო, თავის ქნევით მიახვედრა მამა რომ გასაგები იყო. მის ამ ქცევაზე გამეცინა, მიუხედავად იმისა რომ თავი საშინლად მტკიოდა და საშინელი ნერვიულობაც გამმოვიარე ცოტახნის წინ. - თავი მტკივა. - ბუნებრივია, ჟურნალების მაგიდას ჩამოარტყი დაცემისაა, მაპატიე დედა, ნერვებს ისე ავყევი შენი მდგომარეობა გადამავიწყდა. - არაუშავს დე, სიმართლე თუ გაინტერესებს, მგონი ღირდა კიდევაც ამად. - სისულელეებს ნუ ამბობ. - როგორც ჩანს ისაუბრეთ სანამ მე გონს მოვედი... - კი საკმაოდ დიდ ხანს. - დიდ ხანს? რამდენი ხანი ვიყავი გათიშული? - 6 საათი. სადაცაა გათენდება. თავს როგორ გრძნობ ? - თავს კარგად ვიგრძნობ დედა თუ მეტყვით რომ ჩვენი წინააღმდეგები არ ხართ? ვაჟას გაეღიმა, საკოცნელად წამოიწია თუმცა მამაჩემი შევიდა მისი თვალთა ხედვის არეალში და კოცნა გადაიფიქრა. - შენ თუ ბედნიერი იქნები მამი, ხელს არ შეგიშლით. ოღონდ ერთი პირობით. - რა პირობით მამა? - ჩვენთან ერთად იცხოვრებთ. - რაა? აღმოხდა ვაჟას. - რაც გაიგე ვაჟა. ქართულად ვსაუბრობ მგონი. - მამა! ჩვენ გადავწყვითავთ. გთხოვ. - მოვიფიქრებთ ყველა ერთად შვილო, ჯერ ჯერობით ხმას არ ვიღებ. - რა ხმა უნდა ამოიღო. როგორც წესია ისე იქნება ყველაფერი. კბილებში გამოსცრა ვაჟამ. - არ ვაპირებ ცოლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას. ძალიან თუ მოგენატრებათ ქალიშვილი შეგიძლიათ ესტუმროთ ან თვითონ გეწვიოთ. - დავით ნუღარ შეეწინააღმდეგები. დედამ თვალებით ჩემზე ანიშნა მამას. - ჩვენ დაგტოვებთ დედა, დაისვენე შენ. თუ რამე დაგჭირდება დამიძახე მაშინვე აქ გავჩნდები. - მე მივაქცევ ყურადღებას თქვენ დაისვენეთ თამარ. - შენ იმედია აქ არ ფიქრობ დარჩენას. გაბრაზებით უთხრა მამა. - დავით წამოდი! ქორწინდებიან სულ რაღაც ერთ კვირაში. ოთახში დარჩენა გახდა პრობლემაა? ხატიას რამე რომ დასჭირდეს ჩვენც გაგვაგებინე. - მშვიდობიანი ღამე თამარ. დედამ მამა ბუზღუნით გაიყვანა ჩემი ოთახიდან. გაოცებული ვარ დედაჩემის და ვაჟას დამოკიებულებით ერთმანეთის მიმართ. რა უცნაური ურთიერთობა ჩამოიყალიბეს. - ერთ კვირაში? ვკითხე ვაჟას. - რა ერთ კვირაში ? კითხვაზე კითხვით მიპასუხა, ფეხსაცმელები გაიძრო და გვერდით მომიწვა. - ერთ კვირაში ვქორწინდებით? - კი. რაც მალე უკეთესი. გინდა რაღაც გითხრა? - რა ? - ორკვირიანი საგზური, თინას დაბადების დღეზე რომ მოიპოვე, საქორწილო მოგზაურობისთვის მშვენიერია. მითხრა სიცილით. - თინა გაგიჟდება. გამეცინა მეც. - დიდი ქორწილი არ მინდა ვაჟა. ოჯახურ წრეში. - შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე გავაკეთეოთ. ახლა კი დაიძინე. ტუჩებზე თბილი ტუჩები ნაზად შემახო, წელზე მომხვია ხელები და მისკენ მიმწია, თავი ჩემს თმებში ჩარგო და დასაძინებლად მოემზადა. უცნაურია მის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი და მის გვერდით ყოველთვის მშვიდად ვიძინებდი. მშობლებთან საუბრის შემდეგ ზუსტად 4 დღე გავიდა, ჩვენს სახლში სრული აურზაური იყო. გაგიკვირდებათ და დედაჩემი რომელიც ჩვენი წინააღმდეგი იყო, სრული სერიოზულობით და მონდომებით ჩაერთო ჩვენს საქორწილო საქმეში, ყველაფრის დაგეგმვა და გეგმების ზედმიწევნით შესრულება დაიწყო, უფრო მეტსაც გეტყვით შარვალ კოსტუმიც კი დედამ შეურჩია ვაჟას, ზუსტად 4 საათი არჩენდნენ, იმდენად პრეტენზიული აღმოჩნდა ვაჟა თამარი თითქმის ჭკუიდან გადაიყვანა, საბოლოოდ დედამ რომელსაც ვაჟას პრეტენზიები ყელში ჰქონდა ამოსული არმანის მუქი ნაცრისფერი კოსტუმის ნაკრები შეურჩია, მიაჩეჩა ხელში და გასახდელში მოსასინჯად, ძალის დატანებით, პირდაპირი მნიშვნელობით შეაგდო. ძალიან უხდებოდა. საბოლოოდ ორივე კმაყოფილი დარჩა შენაძენით. ჯვარს მცხეთაში დავიწერდით, ვაჟას მეჯვარე გოგა იქნება ჩემი კი ნინი. საქორწილო წვეულება საგურამოში დავგეგმეთ, ვაჟას ვილაში. საკმაოდ დიდი უკანა ეზო აქვს და რადგან აგვისტოა ღია ცის ქვეშ გადავწყვიტეთ აღნიშვნა. ვიწრო წრეში კი გვინდოდა მაგრამ, აქაც დედამ აიღო თავის თავზე სტუმრების სია და 130 სტუმარზე მეტი მოგვიგროვდა. ვაჟას მხრიდან მხოლოდ გოგა, კახა, ჯაბა და მისი ნათლიის ოჯახი იყო, ხოლო ჩვენი მხრიდან კი მშობლების ახლობლები მათ შორის მამას რამდენიმე მეგობარი, ერთ ერთ გია კორძია, რომელიც დედამ ოჯახით დაპატიჟა, მის ქალიშვილს ვერ ვიტან და ჩემს ქორწილში ყველაზე ნაკლებად მინდა მისი დანახვა. ვაჟა თავიდან გაუბრაზდა დედას ,რადგან მის უკითხავად მოიწვია ხალხი თუმცა აზრი აღარ ჰქონდა მოსაწვევები დაეგზავნა უკვე ყველასთვის. საქორწილო კაბა გოგოების ნინის და თინას დახმარებით შევარჩიე, დედას ძალიან უნდოდა მისი გემოვნებით შერჩეული კაბა მეყიდა თუმცა საშინლად არ მომწონს პომპეზური და მძიმე კაბები, ამიტომ გოგოებთან ერთად ჩუმად გავიპარე სახლიდან და უნაზესი, უმშვენიერესი ძალიან სადა კაბა შევარჩიეთ. ფატაც შესაფერისად ნაზი და სადა. სვანეთიდან სტუმრები გვყავდნენ, კატო მამიდამ გააგებინა მთელს სანათესაოს მამას მხრიდან და მეორე დღეს ყველამ ჩვენთან მოიყარა თავი ვაჟას გასაცნობად, ვაჟას მხრიდან მხოლოდ გოგა და კახა იყვნენ კიდევ მისი ნათლია, რომელიც დედაჩემის კურსელი აღმოჩნდა და ჩვენდა გასაკვირად საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ბებოს და ბაბუს ძალიან მოეწონათ ვაჟა. ბაბუმ გვერდიდან არ მოიცილა ვაჟა, და როგორც ქართველებს ტრადიციულად გვჩვევია ყველა ჭიქას ბოლომდე ასმევდა. თინა სურათებს და ვიდეოებს უღებდა და ორივეს დასცნოდა. საბოლოოდ ისე დაათვრეს ბიჭები სამივე ნუკრის მისახედი გახდა. სახლში თუ არ ვცდები ერთ ერთის მძღოლის ჯაბას დახმარებით წაიყვანა. ვაჟას მეორე დღეს ბოლო მომენტები აღარც ახსოვდა. ვაჟას ახლობლებმაც რომლებიც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად ყავდნენ და ჩემმა ნათესავებმაც ერთმანეთს კარგი შეხედულება დაუტოვეს. თაფლობის თვის გატარება შვეიცარიაში გადავწყვიტეთ, ქორწილის შემდეგ გვიან ღამით დავგეგმეთ ფრენა. უფროსწორად ყველაფერი დედამ დაგეგმა. ერთის მხრივ კარგიცაა ჩემთვის, არაფერზე მიწევდა არც სირბილი, არც უცხო ხალხთან მიწევდა კომუნიკაცია, დიზაინერი იყო ეს, ორგანიზატორი თუ ა.შ. ამ ყველაფერს დედა აკეთებდა, ვაჟაც დიდად არ ერეოდა, დედას თავისი ულიმიტო ბარათი მისცა და ყველანაირ ხარჯს დედაც ვაჟას ფულით ისტუმრებდა. რამდენიმე დღის შემდეგ... როგორც იქნა ქორწილის დღეც დადგა, ნახევარი საათის წინ გავუშვით სტილისტები და ვიზაჟისტები სახლიდან, სარკეში ვიყურები, საბოლოო ნამუშევარი მომწონს, თმები მსუბუქად დავიხვიე და გავიშალე, მცირე დიადემა უფრო კარგად იმაგრებდა ფატას ვიდრე სამაგრები. მსუბუქმა მაკიაჟმა თითქოს უფრო გამომიკვეთა შავი თვალები, ან მე მგონია ასე და ეს ყოველივე მხოლოდ ბედნიერების ბრალია, არ მჯერავს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ვაჟას გაცნობიდან თითქმის სამი თვე გავიდა თუმცა ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. - ხატი ძალიან ლამაზი ხარ. კაბა თითქოს შენთვისაა შექმნილი, შენი ხასიათის შესაფერისია, თითქოს ცდილობს თვალში არ გეცეს თუმცა შენსავით თვალის მომჭრელია ყველასთის. - კაბა მეორეც უნდა გქონოდა უფრო პომპეზური, ეხლა მაინც გამოგეჩინა შენი თავი, ზუსტად ახლა მოინდომე სისადავე. თან გია კორძიას გოგოც იქნება თვალები რომ უფრო დაბრმავებოდა კარგი იქნებოდა. - დედა მე ისედაც სისადავის მომხრე ვარ, თათა კორძია კიდევ საერთოდ არ მაინტერესებს. ან საერთოდ რატო დაპატიჟე. - რა შენ არ იცი? - რა არ ვიცი დედა? - შენი საქმროს ყოფილი შეყვარებული იყო. სპეციალურად დავპატიჟე. მამამისთან მამაშენის მეგობრობით ვისარგებლე, სინამდვილეში მინდა ენახა ვინაა საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის რჩეული. ბავშვობიდან შენ გეჯიბრებოდა. ვერ ვიტან ვერც მაგას ვერც დაბოტოქსებულ დედამისს. ხომ მართლა რამდენიმე ჟურნალისტიც მოვიწვიე, ვაჟას შენ ეტყვი. წინდაწინ არ ვუთხარი სტუმრებზეც გაბრაზდა და ჟურნალისტებზე უარეს დღეში ჩავარდებოდა რომ გაეგო. - დედა! რომელ შენს ქმედებაზე გეკამათო მითხარი? ჯურნალისტებზე ვეტყვი რომ არ შემოუშვას. - უკვე იქ არიან ხატია და გელოდებინ, ორი მცხეთაში სვეტიცხოველის ტაძართან დაგხვდებათ ორიც ვილასთან, მხოლოდ ფოტოებს გადაგიღებენ, თქვენ ვერც შეამჩნევთ. - არ მინდა რომ ამ დღეს ვაჟა გავაღიზიანო, თორემ მე გავხდებოდი მიზეზი შენთვის მოეთხოვა ამ საქციელებზე პასუხი დედა. გაბრაზებული გავედი ჩემი ოთახიდან და გავიჯახუნე კარები, კაბის შლეიფი ხელში ავიღე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ყოველი შემთხვევისთვის ქუსლიანმა ფეხსაცმელმა საშუალება როგორც მომცა. მისაღებ ოთახში მამა მობილურზე საუბრობდა, იქ მისვლისთანავე ყურმილი დაკიდა. თვალ ცრემლიანი მომაჩერდა. - როდის მოასწარი ესე გაზრდა. - მამა. გთხოვ არ მინდა რომ ვიტირო. ხელები გავშალე და მამას ჩავეხუტე. - ბუდიდან უნდა გამიფრინდე უკვე... რაქნას მამამ. ცარიელ ბუდეს უტოვებ. ცრემლების დამალვა სცადა თავი გვერძე შეაბრუნა, ჩუმად იწმენდდა ცრემლებს. - რატომ ცარიელი, თინა, დედა მამიდა ისევ შენთან რჩებიან. - არც ერთი შენ არ ხარ. ხელზე ხელი მომკიდა და რამდენჯერმე წრეზე დამატრიალა. - ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ! - მადლობა მამიკო. ვუთხარი და ფუმფულა ლოყაზე ვაკოცე. - მამიკო ყოველთვის პატარა გოგოს გვერდითაა, არ დაგავიწყდეს. - ვიცი. - ხატი... სახლში ხშირად მოდი ხოლმე. უშენობა არ გვაგრძნობინო მამი. ვაჟა რამდენი წელია შარვალ კოსტუმის ჩაცმა მიწევს, თუმცა ჰალსტუხის გაკეთება ვერ ვისწავლე, მერამდენედ მოვიბი და მოვიხსენი აღარ ვითვლი. ჯერ ისედაც დაძაბული ვარ. თამარმა საკმაოდ დიდი პრობლემა გამიჩინა ამდენი ხალხის მოწვევით. ჩემი მთავარი დაძაბულობის მიზეზი გია კორძიაა რომელიც რუსლანთანაა შეკრული. უკვე ნაკლებად სავარაუდოა მაგიდის წვრებმა ჩემი ტყუილი დაიჯერონ, მითუმეტეს რუსლანმა. ამიტომ რამდენიმე დღეა ვცდილობ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, დაცვა დავაყენე ტაძართან და პლიუს ამას ვილაშიც, ყოველ ნაბიჟზე დაცვის ბიჭები იქნებიან, უფრო მეტიც ოფიციანტებიც კი დაცვის ბიჭები არიან . ეხლა მთავარი საზრუნავი რაც მაქვს რუსლანს სანამ ვიპოვი მანამდე არ გადმოვიდეს შეტევაზე და ხატიას გამოყენებით არ მომაყენოს დარტყმა, ამიტომ აუცილებელია ჩვენი ქორწილის ფოტოები რომ არ გავრცელდეს. კორძიას სიტყვაზე არ ენდობა რადგან ჟურნალისტია. წვეულებაზე მობილურს და ნებისმიერ გადასაღებ მოწყობილობას ვერავინ ვერ შემოიტანს. კორძია თავის ძაღლ ჟრნალისტებს ვერ მომიქსევს, სხვა ყვითელი პრესას ჩემი ქორწილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. უსაფრთხოების გამო ცოტახნის წინ დავითსაც ვესაუბრე, მათთანაც გავაგზავნე დაცვა რაზეც უპრობლემოდ დამთანხმდა და პლიუს ამას თავისი ხალხიც დაამატა. ყველაფრის საქმის კურსშია, კორძიას ამბავიც იცის ჩემს მტერთან რომაა შეკრული. - იმდენს ეწვალები მაგ რაღაცის გაკეთებაზე ჯობია არ გაიკეთო. - რა გენაღვლება. შენ კი არ ქორწილდები, ხატიამ მთხოვა რომ გამეკეთებინა ამიტომ ვეწვალები. - შენ ეგრევე გაგვიფრინდი ხელებიდან. არა კახა? - ეგრეა ეგრე გოგა, ნახე ცხოვრებაში ერთხელაც არ ჰკეთებია ჰალსტუხი და არ მახსოვს როდესმე როგორც ამის შეკვრაზე წვალობს და დროს ხარჯავს რამეზე ეწვალოს. - ძაან მალე დავკარგეთ, ჯერ დაქორწინებული არაა და რომ დაქორწინდება მერე უფრო ცოლის დამჯერი ბიჭი გახდება. ყურადღება არ მივაქციე ამ ორ სულელს, ჩემი ოთახის ფანჯარა გამოვაღე და ჯაბას გავძახე, რომელიც ეძოში დაბოდიალობდა. - ჯაბა!!! - რახდება?!!! - ჰალსტუხის გაკეთება იცი? - არა ძმაო. გინება მინდება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან იშვიათად ვხმარობ ცუდ სიტყვებს. - რატიანს ეცოდინება ან მის ცოლს სულ ჰალსტუხით მოძრაობს. მითხრა გოგამ. - მართალი ხარ მისვლისას დავურეკავ და ეზოს კარებთან შევაკვრევინებ. წავედით ეხლა დავიძარით. ეზოში გარაჟიდან გამოყვანილ, და საგანგებოდ მორთულ ჩემს ლამბორჯინში ჩავჯექი. ჩემს უკან ბიჭები ჩასხდნენ თავიაანთ სპორტულ მანქანებში. ჩემს წინ ჯაბა ჩადგა თავისი ბოლო მოდელის მერსედესით და ჩვენს უკან დაცვის ორი მანქანა გამოგვყვა. ნახევარ საათში ჭიშკართან ვიდექით და რატიანი ჩემი ჰალსტუხის შეკვრას ცდილობდა. - სულ გიკეთია და შეკვრა როგორ არ იცი? - თამარი მაბავს. - გაბავს რა თოკია? ვუთხარი სიცილით. თვითონაც გაეცინა. - გინდა საიდუმლო გაგიმხილო ვერ ვიტან ამ რაღაცას, მარა ყოველ ჯერზე იძულებელს მხდის გავიკეთო. - კიდევ კარგი ხატია დედამისს არ გავს. ჰალსტუხი ცხვირწინ ამიფრიალა და მითხრა. - აბა კარგად დაფიქრდი.... ნუ გაიკეთებ მოეშვი. ესეც კარგია. - არა. ხატიამ გაიკეთე აუცილებლადო. - ჩემთვისაც ქორწინების შემდეგ გახდა აუცილებლობა. თამარს დავუძახებ. ზუსტად სამ წუთში ჩემს წინ იდგა თამარი და ჰალსტუხი დამიმაგრა. - კაცები რა მოუხერხებლები ხართ რა უნდა ამის გაკეთებას. - საერთოდ რატო უნდა გავიკეთოთ. - ნუ წუწუნენ. საშინლად მიჭერდა, პირდაპირი მნიშვნელობით თავი ყულფში მქონდა გაყოფილი. როგორც ყულფი იკვრება ისე ჰალსტუხი, ყულფის შეკვრას რა უნდაა, დაზეპირებული მაქვს. ხელი წავიღე მოსაშვებად, თუმცა ხელზე ჩარტყმა ვიგრძენი. ამ ჩარტყმას ბიჭების სიცილი მოყვაა. - ხელი გაუშვი, მოგეღრიცება. სახლში გიწვალია როგორც ჩანს. - საიდან მიხვდი? - თმები გაქვს აჩეჩილი. ხელით გადამისწორა თმები, ისე გამისწორა როგორც ბავშვობაში დედამ იცოდა ხოლმე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა, სახტად დავრჩი, ეს ქალი მატრიუშკასავითაა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა პიროვნებას ვეჩეხები ასე მგონია. - კიდევ კარგი ეს მოდელი ავარჩიეთ. სიმპატიური სიძე გვყავს არა დავით. მიუბრუნდა თავის ქმარს. - არაუშავს რა. - შევიდეთ შიგნით ხატია გელოდება. ჩემს წინ ულამაზესი პატარძალი დგას. ისეთი ლამაზია, მისი დანახვისას ენა დაგებმევა კაცს. ლერწამივითაა, პაპა ბებოს ხშირად ეტყოდა ხოლმე ლერწამივით ხარ ლამაზიო. თეთრი კაბა თითქოს მხოლოდ მისთვის შეუქმნიათ, სრულყოფილია. შავი თვალ წარბი და შავი, ღამესავით შავი თმა თავბრუს მახვევს. იმდენად სრულყოფილია რომ ყველაზე ვეჭვიანობ ვისაც მისი დანახვა შეუძლია. - პირი დახურე პირი. გავიგე კახას ხმა რომელიც ცხოვრებაში პირველად ყველა კბილის გამოჩენით იცინოდა. პირი მართლაც დავხურე. თაიგული ხატიას გავუწოდე. - ულამაზესი ხარ. შუბლზე ვაკოცე. - შენც კარგად გამოიყურეი. ზუსტად ნახევარი საათი გავჩერდით ხატიასთან და ტაძრის გზას დავადექიით. ნათლიაჩემი თავისი ოჯახით ტაძართან გველოდებოდა. ჯვრის წერა დაიწყო, ვცდილობ მამაოს ლოცვას ვუსმინო, თუმცა ხატიას თვალს ვერ ვწყვეტ, მხოლოდ იმას ვფიქრობ რომ რამდენიმე წუთში ეს გოგო ჩემი მეუღლე გახდება. აი ზუსტად მაშინ მამაო ლოცვას რომ დაასრულებს... ჯვრის წერის ცერემონიალი რომ დაასრულა მამაომ, საკურთხეველზე ასვლის კურთხევა მოგვცა, ღმერთია მოწმე როგორი ცოდვილი ადამიანი ვარ და როგორ მიჭირს ახლა საკურთხეველზე ფეხის დადგმა, ფეხები უკან მრჩება. ავალ საკურთხეველზე უფლის ხატთან ხატიას კეთილდღეობის და კარგად ყოფნის სათხოვნელად. ღმერთო შენ იცი ჩემი ცხოვრება, მომეცი ძალა ყოველთვის დავიცვა. ჟვრის წერა დასრულდა ჩვენმა მაყრიონმა დაქორწინება მოგვილოცა გვერდით ახლა უკვე ჩემი მეუღლე მიდგას, ჩემი ლამაზი მეუღლე, ჩემი ოჯახი. მგონი წლების მერე პირველად ვარ ბედნიერი , დღეიდან დასრულდა შენი მარტოობა ვაჟა ვეუბნევი ჩემს თავს. დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯე ბედნიერებით დატკბი და მომავლის რწმენით იცხოვრე. ახლა არაფერი აღარ იქნება ისე როგორც იყო. უბედნიერესი კაცი ვარ ამ წუთებით რომ მიწევს ტკბობა, გაგიკვირდებათ მაგრამ მგონია რომ ხატას ოჯახით მეც ოჯახი შევიძინე. ოჯახი რომელიც მოკლე ხანში ჩემი მკვლელი გახდებოდა, ჩემი დაჭრილი სულის მკვლელი და მათლაც აღარაფერი იქნება ძველებურად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.