შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 7


16-03-2025, 16:00
ავტორი inside my head
ნანახია 584

Tired,but alive.




თავი 7




თორმეტი საათი იქნებოდა, ჩაბნელებულ ოთახში სრულიად მარტო რომ იჯდა და ტელევიზორის სინათლე ეცემოდა სახეზე. სავარძელში იჯდა, ფეხები აეკეცა კომფორტულად და სულ არ აქცევდა ყურადღებას, ტელევიზორში რა გადიოდა, ისე იყო ფიქრებში გართული.
უკვე თვლა ერეოდა, იმდენ რამეს
მიედ-მოედო და ალბათ გონებაც აუფეთქდებოდა, რომ არა კარზე უეცარი ზარი. თავი გვერდით გადახარა და შორს, სავარაუდოდ საიდანაც ხმა მოდიოდა, იქითქკენ გაიხედა, მაგრამ სიბნელის გამო უჭირდა გარჩევა. ფეხზე წამოდგა, შუქი აანთო და გაანათა მთელი ოთახი. ზლაზვნით კარებისკენ დაიძრა და არც მოუკითხავს, ვინ იყო, ისე გააღო ფრთხილად კარები. გაკვირვებული დარჩა, იქ რომ არავინ დახვდა და თავი უაზროდ გააქნია. გაეცინა, ბავშვები იქნებოდნენო, გაიფიქრა. გარშემო მიმოიხედა, შიგნით შევიდა და კარების დაკეტვას აპირებდა, როცა ძირს დაგდებული კონვერტს რომ მოკრა თვალი. წარბები მაღლა აყარა და გაკვირვებული დაიხარა მისკენ. ხელში აიღო უცნაური, თეთრი, უბრალო კონვერტი და ისევ მოავლო იქაურობას თვალი, რომ ვერავინ შეამჩნია. უკან შევიდა და კარები კარგად გადაკეტა. მისაღებისკენ დაიძრა, სავარძელში ჩაჯდა ისევ, მუხლები აიკეცა და ახმაურებული ტელევიზორი გამორთო.
-ამტკივდა თავი. - ამოილაპარაკა და ეკრანიდან მზერა საშუალო კონვერტზე გადაიტანა. უყურა, უყურა, მაგრამ რომ ვერ მოითმინა, ფრთხილად გახსნა და ცარიელი რომ დახვდა, წარბები ზემოთ აქაჩა.
-ვინ მეღადავება? - ამოთქვა მკაცრი ხმით და უაზროთ აათამაშა ხელში კონვერტი, იქიდან რომ პატარა ოთკუთხედი ზომის ფურცელი გადმოვარდა. პირი ღია დარჩა, იატაკზე დავარდნილ ფურცელს გააყოლა თვალი ვერ ხვდებოდა რა იყო.
დაიხარა და აიღო. უყურა დიდხანს, შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ არაფრის აზრზე არ იყო.
ხელში აათამაშა და გადაატრიალა ფურცელი, თუ არა, დაინახა ზედ ეწერა ციფრები.
დააკვირდა ძალიან დიდხანს, მაგრამ აზრი ვერ გამოიტანა საბოლოოდ. ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. სურათი იქვე ჟურნალის მაგიდაზე დააგდო და მისაღებში ჩუქი ჩააქრო. ოთახში გავიდა და დაეცა დაღლილი საწოლზე.
იმდენად უცნაური სიზმრები ესიზმრებოდა ამ ბოლო დროს, რომ მთელ ღამეს თეთრად ათენებდა. ეშინოდა პატარა ბავშვივით, მაგრამ მაინც, არ იყო მიჩვეული.

დილასაც ასე წამოდგა ფეხზე, სრულიად გამოუძინებელი, ჩაშავებული თვალებით. თავი მოიწესრიგა, ყავა დალია და ტაქსი გამოიძახა. ჩანთაში სანისთვის პატარა საწერი დღიური და კალამი ჩადო.იქ თავის ემოციებს აღბეჭდავდა,როცა მია მის გარშემო არ იქნებოდა.ასე თავს მარტო არ იგრძნობსო გაიფიქრა მიამ.ახლა ასე დაღლილს და გამოუძინებელს ისე ესაჭიროებოდა ენერგია, როგორც არასდროს. ენერგიას სანი აძლევდა, მისი ღიმილი და ჩახუტება ის იყო, მისი ბედნიერების მიზეზი.
ბავშვთა სახლის წინ რომ გააჩერა მძღოლმა მანაქანა, გადაუხადა თუ არა თანხა, უცბად გადმოვიდა და შეაღო ცისფერი კარები.
ბავშვები ბედნიერები ყვავილებს რგავდნენ,მიას დანახვამ ხომ საერთოდ გადაირა ისინი. მიცვივდნენ ტალახიანი ხელებით გოგოს და სულ მოთხვარეს მისი თეთრ კაბა.
-ბავშვებო, ასე როგორ შეიძლება?! - დატუქსა მათმა მასწავლებელმა და სულ სიცილით მოსწყვიტა ბავშვები გოგოს.
-მადლობა, ხატია. - სიცილით მიმართა ქალს და კაბაზე დაიხედა.
თავი ღიმილით გააქნია და თვალი ჩაუკრა ბავშვებს.-რომელ თქვენგანს აქვს ყველაზე ლამაზი კაბა აბა? - დაიყვირეს უმრავლესობა გოგონებმა და სულ სიცილ-კისკისით შეაცილეს მია სახლში.
კიბეებზე აირბინა პირდაპირ მაკას კაბინეტისკენ დაიძრა და დააკაკუნა. პასუხი რომ მიიღო, შეაღო კარები.
-მოდი საყვარელო. - ისევ ისე თბილად მიიღო ქალმა მია.
-მოდი დამიჯექი, ყავა ხომ არ გინდა? - ანიშნა მის წინ სავარძელზე.
-არა, არა, არ შეწუხდე, სანის ნახვა მინდოდა, სად არის? მისთვის საჩუქარი მაქვს. - გაუღიმა ქალს.
-სანის მნახველი ყავს, ახლა თავის ოთახში არიან.
-მნახველი? - გაუკვირდა ძალიან. - ნუთუ?
-დიახ.
-კარგი, მაშინ. - თავი დაუქნია და გამობრუნდა კაბინეტიდან. გაკვირვებული და ანერვიულებული დაიძრა სანის ოთახისკენ.

„ვინ არის? ვინმე მისი ახლობელი? ნუთუ მისი წაყვანა სურთ? "- გონებაში გაუელვა და სწრაფად შეაღო ბავშვის ოთახის კარები.
-სანი. - აღმოხდა მაშინვე და გაოცებული მიაჩერდა მათ. სანის წინ დაჩოქილიყო ცალ მუხლზე და მიასთვის ზურგი შეექცია უცნობ სხეულს.
-მია. - წამოვიდა ბიჭი მისკენ და ჩაეხუტა გოგოს. მასთან დაიხარა და მთელი ძალით ჩაეხუტა პატარა სხეულს. - მომენატრე, ფერია. - ყურში უჩურჩულა მიას და იქვე აკოცა.
გულში ჩხვლეტა იგრძნო და მოშორდა ბავშვს. თვალებში შეჩერებოდა და მის ცისფერებში მაშინ იქ ტკივილის მაგვარს რომ ვერაფერს ხედავდა, გაუხარდა მიას.
-მეც მომენატრე, ჩემო პატარა. - თბილად ამოიჩურჩულა და ცხვირზე დაჰკრა თითი.
ჩახველების ხმა რომ მოესმა, მაშინვე გამოერკვა საბოლოოდ და შემოტრიალდნენ მისკენ სანი და მია.
-ვწუხვარ თუ შეგაწუხეთ. - მიმართა მიამ და გასწორდა. მიაჩერდა უცნობ მამაკაცს.ის კი მას.მერე მზერა მის დასვრილ კაბაზე გადაიტანა.
-არაუშავს. - თქვა აქცენტით და თავი დაუკრა მშვიდად მიას. გაუკვრიდა მიას თან ძალიან. შემდეგ ისევ ბავშვზე გადაიტანა მზერა და გაუღიმა. - ჩემი წასვლის დროა, პატარა ბიჭო. - მისკენ დაიხარა კაცი.
მათ მიჩერებოდა მია და სულ ერთ რამეს ფიქრობდა. ნეტავ ის ვინ იყო სანისთვის.

„ასე რატომ ეწყობიან?" - გაიელვა გონებაში ეგოისტურად, მაგრამ მაინც.
სანი ასეთი სხვებთან არასდროს უნახავს. მერე ისევ კაცზე გაუშტერდა თვალი, მაღალი იყო, უცხო გარეგნობის, სერიოზულიც ეჩვენა.
შუბლზე აკოცა პატარა ბიჭს და თმებზე მიეფერა. ბავშვს დაემშვიდობა და მიას გვერდი ისე აურა, თითქოს არც შეუმჩნევია. ზედმეტად ახლოს ჩაუარა, მისი მძაფრი სუნამოს სუნი იგრძნო და კისერზე უცნაურ ტატუს მოკრა თვალი.
გაბრუებული შემობრუნდა და დააკვირდა სანის. ჯერ კიდევ დერეფანში მიმავალი კაცისთვის ქონდა თვალი გაშტერებული და ხელში მოქცეულ სათამაშო მანქანას აწვალებდა.
•••
-აუუ, როგორ ცხელაა! – წამოიყვირა ანომ და ცივი ყავა მოწრუპა. მარაოთი გრილდებოდა მია და თან ნაყინს მიირთმევდა.
– მომკლავს ეს სიცხე! – ამოიხვნეშა ისევ დივანზე ამოტრიალებულ პოზაში მყოფმა ანომ. ყავისფერი კულულები იატაკზე ეყარა და აქეთ-იქით აქიცინებდა საყვარლად. – მოდი, მია, იცი, ასე უფრო სახალისოა, – დაუძახა მიას და გაიცინა.
– გაასწორდი თუ ღმერთი გწამს, რა, ჩაგექცა ტვინში სისხლი? – დაიჯაჯღანა და ოდნავ გადაიწია მისკენ, ამოყირავებულს ფეხის გულებზე წაეთამაშა.
– გამიშვი, მიაა! – წამოიყვირა ისევ ანომ, წონასწორობა რომ ვეღარ შეინარჩუნა და ამოყირავდა. წამში სიცილი წასკდათ მათ სულელურ ქცევებზე. – გოგო, გინდა, კისერი მოვიტეხო? – იწივლა და ამჯერად გასწორდა და სწორად ჩამოჯდა. ყავა მოწრუპა და მიას შეხედა. გაღიმებული უყურებდა და თავისთვის მიირთმევდა ნაყინს.
– გამასინჯე აბა, – პირი გააღო და მისკენ მიიწია. გაეცინა გოგოს და სავსე კოვზი პირში გაუქანა. – რატომ გიყვარს ასე ძალიან ვანილის ნაყინი? – დააგემოვნა ანომ და თავი გააქნია. დეჭყანა სახე.
– იმიტომ, რომ გემრიელია.
– არა, ვანილი ჩემი არაა, რა. მე უფრო შოკოლადის მირჩევნია, ან მარწყვი, ან ლევან?კიდევ რისი გემოებია? – დაავიწყდა სხვა დანარჩენი და გახედა მის პირდაპირ სავარძელში გაშხლართულ ბიჭს. თვალები დააწვრილა. ტელეფონში ჩაერგო თავი ლევანს და სულ არ აქცევდა ყურადღებას მათ.
– ლევა, აქ ვართ, – ფეხზე წამოხტა და თითის წვერებზე გაიარა. – იატაკიც რა ცხელია, თუ მე მეჩვენება? – ლევანის წინ ჩამოდგა და ხელები აუფრიალა.
– გეჩვენება, ანო, – თქვა ლევანმა და ახედა გოგოს. სასაცილოდ ჰქონდა აპუწული თმები და ტუჩი გადმოგდებული. ბავშვური იყო ამ დროს და ისე მოეწონა, რომ არ ეკოცნა, არ შეეძლო. ხელი დაავლო და კალთაში ჩაისვა.კივილი წასკდა მოულოდნელობისგან ანოს.უკვე გასულიყო მია მისაღებიდან.სამზარეულოდან გამოდიოდა მისი ღიღინი..
დატოვა წყვილი ერთად.
– ჭკვიანია შენი დაქალი.-ეშმაკურად გაუღიმა ლევანმა.
– რა გემოები არსებობს კიდევ? – გაუმეორა კითხვა ანომ და დაბალზე შეჭრილ თმებს წაეთამაშა.
– ბევრი, – უაზროდ თქვა ბიჭმა და დააკვირდა გოგოს.
– მაგალითად? შენ რომელი გემოსი გიყვარს? – ისე ბავშვურად ესაუბრებოდა, ჩაეცინა. მის კალთაში იჯდა და მის მკერდზე ფიგურებს ხაზავდა. მზე არტყავდა სახეზე და ისეთი ლამაზი იყო ამ დროს, დაუკითხავად მისწვდა ლევანი გოგოს და აკოცა.
– შენი, – უპასუხა ბიჭმა და თმებზე მიეფერა.
– ეგ პასუხი არაა, – თავი გააქნია ანომ.
– არის.
– აუ, წავიდეთ, რა სადმე, – დაიწყო ისევ წუწუნი და თვალებში ჩახედა თხოვნით.
– სად გინდა რომ წავიდეთ. – წელზე ჩაუსრიალა ხელი და უფრო ახლოს მისწია მასთან. უყურებდა და ტკბებოდა მისი ბავშვურობით.
– სადმე, გავისეირნოთ, თორემ ვიხუთები უკვე, – ხელები ააფრიალა ჰაერში.
– თუ ასეა, – თქვა ბიჭმა, – წავიდეთ.
– მართლა? – წამოიყვირა ანომ და უცბად გაექცა ხელებიდან. ფეხზე წამოხტა და დაბზრიალდა.
– წადი ჩაიცვი, მიაც გააფრთხილე, – წამოწია ლევანი და სიგარეტს წაავლო ხელი.
– ახლავე, ახლავე! – ჰაერში ახტა და მიასთან გაიქცა.
– კაბას ჩავიცმევ, კაბებს ჩავიცმევ, – ესმოდა ანოს ღიღინი და ართობდა თან ძალიან.
მიას შეატყობინა, გავდივართო და უკან მოუხედავად გაიქცა თავის ოთახში.
რომ მოემზადა და ოთახიდან გამოვიდა, ორი წყვილი თვალი მას მიჩერებოდა.
– მელოდებოდით? – გაეცინა და ჩანთა გადაიკიდა.
– აბა ჰე, წავედით! – ხელი დაუქნია მათ. თეთრი გრძელი კაბა ჩაეცვა, რომელიც ისე კვეთდა მის ფორმებს, თვალს ვერ აშორებდა ლევანი. მადისაღმძვრელი ტანი ჰქონდა მესხს. ჩანთა გადაიკიდა, ხელი ჩავლო ანომ ორივეს და ფეხზე წამოაგდო. მიას მოკლე ჯინსის ქვედაბოლო ეცვა, რომელიც საოცრად მიმზიდველს აჩენდა მის სწორ და გრძელ ფეხებს.
– ჩემი ტანწერწეტა, – სიამაყით უთხრა ანომ მიას და წელზე მოხვია ხელი. – რას ფიქრობ? არ არის უკვე დრო?
– რისი? – ჰკითხა მიამ.
– გათხოვების, – ჰაერში აღმართა ხელი, ისე წარმოთქვა ეს სიტყვა, სიცილი წასკდა მიას.
– შენი კი და თან სასწრაფოდ, – თავი დაუქნია და მანქანას მიუახლოვდა.
– ჩაჯექი, ჩაჯექი, არაფერი გეშველება შენ და მერე
მე, – ამოთქვა ოხვრით ანომ და თავი გააქნია. კარები გამოაღო და ლევანის გვერდით დაიკავა ადგილი.
– აბა ჩემო პრინცო, – წარმოთქვა ისევ ხმამაღლა, სასაცილოდ. გაეცინათ ლევანს და მიას, ანოზე. – საით გაგვიწევია დღეს?
– გავისეირნოთ და ნაყინები მივირთვათ, შენ შოკოლადის, მიამ ვანილის და მე...
– შენ რისი გინდოდა? – ჰკითხა ანომ.
– ჩემი პასუხი ხომ უკვე იცი? – დაძრა მანქანა და ანოს გახედა.
– არა, – თავი გააქნია სიცილით ანომ და ეშმაკურად აათამაშა წარბები.
– შენი.
– რა?
– მეც შოკოლადის, – მთელი გზა ენა არ გაუჩუმებია ანოს. იჯდა მია და იცინოდა მათზე. მანქანა პარკის წინ მიაჩერა და გადმოვიდნენ.
– თქვენ სკვერში დაჯექით, მე ნაყინებს გიყიდით, – უთხრა და პატარა ბავშვებივით მიანიშნა ცოტა ჩრდილისკენ.თვითონ გარშემო მიმოიხედა.
– წადი, წადი, მივხედავთ ჩვენ თავს ჩვენ, – ხელით ანიშნა ანომ ლევანს და მიას ხელი ჩაავლო
მკლავში. – წამო ჩემო სიცოცხლე, დაველოდოთ იქ.
სულ ძალით მიიყვანა ხის სკამამდე და გვერდით დაისვა.
– ვაიმე, რა კაია სიგრილეე, – ამოიდუდუნა მაშინვე ქარმა, რომ დაუბერა.
– ხო, – სახე მიუშვირა სიგრილეს მიამ და თვალები დახუჭა.უფრიალებდა ანოს ლამაზი კაბა. ტიტინებდა პატარა გოგო და არ ჩუმდებოდა.თითქმის არ ესმოდა მიას ანოს ხმა.
– რა გჭირს შენ? – შეხედა ცოტახნის მერე მიას, მისი ხმა რომ ვეღარ გაიგო ამდენ ლაქლაქში. – რაღაცა ძაან ჩუმად ხარ მთელი დღეა. რამე ხდება? – ცოტა ხანს ხმა არ გაუცია. უფრო სწორად ვერ გაიგო. მერე თვალები ნელა გაახილა და მზერა ანოზე გადაიტანა.
– არაფერი, – მხერი აიჩეჩა და მიეყუდა სკამის ზურგს. თავი უკან გადახარა. ქერა თმა ისე უბზინავდა, შეგშურდებოდა კაცს. ლამაზი იყო, საშუალო სიმაღლის და ძალიან გამხდარი, თან ისეთი, რომ შეგეშინდებოდა კიდეც. ქარი უფრიალებდა თმებს.
– ნუ მატყუებ, – თვალები დაჭყიტა ანომ და მოუტრიალდა. – არ მიყვარს, ხომ იცი.
– მართლა არაფერი ხდება, – თავი გააქნია სტურუამ უარყოფის ნიშნად.
– მაკა რაშვება? – შეაპარა ანომ. ხვდებოდა, მია საითკენაც მიყავდა თემა. – ბავშვთა სახლშია ჯერ კიდევ, ჰო?
– ჰო, – თავი დაუქნია. – ჯერ კიდევ იქ არის.
– არც წამოვა ეგ მაქედან, – შორს გაიხედა ანომ. – თავისი საქმე და ჯერ ბავშვები ისე უყვარს, მეეჭვება, სხვა რამე აირჩიოს.
– მართალია, – ამოვარდა ქარი. კულულები უკან გადაიყარა ანომ და სიფრიფანა კაბა ხელით დაიჭირა.
– სანი? – დაარღვია დიდ ხნიანი დუმილი მესხმა. გაიყინა ერთ ადგილზე მია. სანი გაახსენდა. – როგორ არის?
– არ ვიცი,დღეს ვნახე.ვიღაცამ მოინახულა, – თავი გვერდზე გადახარა. არ უყურებდა ანოს. – მეშინია, რომ ჩემამდე მას ვინმე გამოუჩნდება...
– და წაიყვანენ... – დაასრულა ანომ. უჭირდა მასაც მეგობრის ასე ხილვა.
– ჩემი სუნთქვაა, – ამოიხრიალა მიამ. – შენც ხომ იცი, ის ერთადერთია, მიზეზია ჩემი აქ ყოფნის. –ცრემლიანი თვალები შეანთა.
– ასე ნუ იძახი, – გაუწყრა ანო.
– მან გადამარჩინა. სანი იყო მიზეზი, რის გამოც იმ დღესვე არ დავასრულე დამპალი სიცოცხლე, – გამოსცრა კბილებში. – მეშინია, ანო. – დუმდა მესხი, აღარ იცოდა როგორ ენუგეშებინა გოგო.მისკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა.
ლევანმა ყველას ნაყინები იყიდა თუ არა, სკვერისკენ დაიძრა. ხელში ეჭირა სულ ექვსი ნაყინი.
ყველა გემოსი.
გაღიმებული მიდიოდა და უკვე წარმოიდგენდა ანოს გახარებულ სახეს. ძალიან უყვარს ნაყინი. გიჟდება.
ისევ ამოვარდა ქარი. ესიამოვნათ გოგოებს მხურვალე დღეს.მოულოდნელად ამოუდგნენ მათ წინ ოთხი დიდი სხეული. შავებში იყვნენ გამოწყობილები და სათვალეები მოერგოთ სახეზე. ვერ გაარჩევდი მათ სახეს.
– რომელი თქვენგანია ანო მესხი? – მათგან
ერთ-ერთმა, ალბათ მათმა უფროსმა, ჰკითხა რუსულად. გააკანკალა ანოს. მიხვდა მაშინვე მია, რაც ხდებოდა. ისინი ის უცნაური ხალხი იქნებოდნენ,კახა რომ გაიტაცეს. მიას ჩაეჭიდა მკლავზე ანო.
– რა გნებავთ?! – ფეხზე წამოიჭრა მია და წინ დაუდგა მათ. ამოეფარა გაუაზრებლად ანოს.წარბები აეყარა ზემოთ, ისე მკაცრად მისჩერებოდად მათ გაეცინა
ერთ-ერთს. სათვალე მოიხსნა და ბაგეები გაუფართოვდა.
– შენ ხარ ანო? – თვალი აატარა მიას და მისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი. – მშვიდად წამოგვყევი, არაა საჭირო გაგვიძალიანდე. – გამოიცნო მისი ჭკუით ვინაობა ანოსი და მაშინვე ხელი ჩაავლო მაჯაში.
-რას აკეთებ? ხელი გაწიე! – მისი ხელის მოცილებას ეცადა მია.
-რა ხდება? – ამოიტირა ანომ. ვერ გაიგეს მისი ნათქვამი. ეტყობა, ქართული არ ესმოდათ. – სად მიგყავთ?! – გაეკიდა მათ უკან ანო. მანქანისკენ მიათრევდნენ მიას, ფეხებს იქნევდა ჰაერში, მაგრამ არავის აინტერესებდა.
-გაიქეცი! – დაუყვირა მიამ. ახლა, ანო რომ წაეყვანათ, დარწმუნებული იყო, მია იმას მიუყვანდნენ, ვინც მას ითხოვდა ამდენი ხანია. მერე უკან აღარც გამოუშვებდა. გაგიჟდებოდა ლევანი, ამას რომ გაიგებდა. სად ხარ, ლევან? – გაკრა გულში და მათი ხელების სხეულიდან მოცილებას ეცადა მია.
– ლევანს უთხარი... – სიტყვის თქმა არ დაამთავრებინეს ისე ააფარეს ცხვირზე ნაჭრის ნაგლეჯი, აიტაცა ერთმა ხელში და ძალით ჩატენა მანქანაში.
-რას აკეთებთ?! გაუშვით, ნაბიჭვრებო! – გაეკიდა უკან ანო, მაგრამ ვერ დაეწია უკვე გზაზე, გიჟივით გავარდნილ მანქანას.






გმადლობთ, რომ კითხულობთ.
მიყვარხართ და მიხარია, რომ კომენტარებსაც არ იშურებთ ზოგი-ზოგიერთები. მართლა ძალიან მიხარია და მაბედნიერებს ეს ფაქტი.
ბედნიერი ვარ ჩემი ისტორიით,თუ რაიმე ემოციას ვიწვევ.
გმადლობთ კიდევ ერთხელ.სულ მალე მომდევნო თავი...
მეც ვერ ვითმენ უკვე <3



№1  offline წევრი სალო13

ძანნნ პატარა თავი იყო???????? უცებ ერთი ამოსუნთქვით დასრულდა..მადლობაა რომ დადე ყველა დღე ვამოწმებდი

 


№2  offline წევრი inside my head

სალო13
ძანნნ პატარა თავი იყო???????? უცებ ერთი ამოსუნთქვით დასრულდა..მადლობაა რომ დადე ყველა დღე ვამოწმებდი

მადლობა შენ რომ დამიტოვე კომენტარი.
ყველას აზრს ვაფასებ და ძალიან მიხარია რომ მოგწონს.აუცილებლად გავზრდი და მალე დავდებ ახალ თავს;)❤️❤️

 


№3 სტუმარი ნესტან

როგორც მე მივხვდი მია გაყვა ამ ხალხს ანოს მაგივრად და გადარჩინა მაგრამ როდემდი ხომ არ ჯობდა ეთქვათ ანოსთვის სიმართლე..მიას ლევანის იმედი აქვს მაგრამ ლევანი რად განაწყობს ასეთ ხალხთან...ძალიან მაინტერესებს სანი ვინ არის და ის უცნობიც რატომ არ აძლევს უფლებას მაკს რომ იშვილოს ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები საინტერესოა ცოტა სევდიანი ჩემს სულს აფორიაქებს ჩემი დღევანდელ განწყობას უხდება მაგრამ მოუთმენლად გელოდებით შესანიშნავი ნაწარმოების საოცარი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️❤️

 


№4  offline წევრი inside my head

ნესტან
როგორც მე მივხვდი მია გაყვა ამ ხალხს ანოს მაგივრად და გადარჩინა მაგრამ როდემდი ხომ არ ჯობდა ეთქვათ ანოსთვის სიმართლე..მიას ლევანის იმედი აქვს მაგრამ ლევანი რად განაწყობს ასეთ ხალხთან...ძალიან მაინტერესებს სანი ვინ არის და ის უცნობიც რატომ არ აძლევს უფლებას მაკს რომ იშვილოს ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები საინტერესოა ცოტა სევდიანი ჩემს სულს აფორიაქებს ჩემი დღევანდელ განწყობას უხდება მაგრამ მოუთმენლად გელოდებით შესანიშნავი ნაწარმოების საოცარი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️❤️

უდიდესი მადლობა!❤️
მომწონს რამდენად დაკვირვებულიც ხარ.
დიდი სურვილი მაქვს ყველაფერი კარგად გადმოვცე როგორც ეს დაგეგმილია და გაგარკვიოთ ისტორიაში.სანი არ ვიცი ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ისტორიაში..მიას ცხოვრებაში.
რაც შეგეხებათ მკითხველებს ყველას მადლობა რომ კითხულობთ და შემდეგ მიზიარებთ აზრს.❤️❤️
ვმუშაობ ისტორიაზე და წერის პროცესში ვარ.
სულ მალე ახალ თავი!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent