შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შანსი მომეცი თავი 2


17-03-2025, 16:16
ავტორი inside my head
ნანახია 606

-დავუძახო ვინმეს? - მკითხა შიშით და აკანკალებული ხელები თეთრ, ლამაზ კაბაში ჩამალა. კანკალებდა სრულიად. თავი გავაქნიე.
-ამოიღე ხმა, გთხოვ, ნაია... ძალიან მაშინებ! - მუხლები ავიკეცე და თავი შიგ ჩავმალე.ჩემი ხმა რომ ვეღარ გაიგო ფეხზე წამოდგა, კარები გააღო და გაიქცა.
რა ჯანდაბა ხდება?

7
7
7




თავი 2



თავი ავწიე და გარშემო მიმოვიხედე, საერთოდ სად ვარ? საწოლიდან წამოვიწიე და ფრთხილად ჩამოვღოღდი.
ჯერ კიდევ მეჩვენებოდა, რომ ერთიანად ვიშლებოდი. მუცელზე ხელი მქონდა მიჭერილი, მეგონა, რომ სისხლისგან ვიცლებოდი.
ფეხზე წამოვდექი და იქვე, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში გამოსახულ ჩრდილს მოვკარი თვალი. ოდნავ მივიწიე და ჩავიხედე თუ არა, ვიკივლე. იქვე მომეკვეთა ფეხები და დავეცი. სარკეში ვიყურებოდი და ვუყურებდი სრულიად სხვა ადამიანს, სრულიად განსხვავებულ პატარა გოგონას სახე.
-ეს მე ვარ? - ისე ვუსმევ, გამოსახულებას კითხვას, თითქოს იქიდან ვინმე პასუხს გამცემს.
სახეზე დავისვი ხელი.ძალიან რბილი იყო,არ იყო გაუხეშებული,როგორც ადრე.ულამაზესი იყო ეს გოგო,მაგრამ ის ხომ მე ვიყავი?ის გოგო ახლა სრულიდ უცხო რომ არის ჩემს წინ,მე ვარ.ხმა მესმის, ვიღაც ჩქარი ნაბიჯებით მოდის. არა, მორბის. ხმა გაიზარდა და ვიგრძენი, ახლოს იყო.
-ნაია! - რასაც ქვია, კარები შემოგლიჯა უცნობმა მამაკაცმა და ოთახს თვალი მოავლო.
ძირს რომ დამინახა, ორ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა და დიდი მკლავები მომხვია. გაოცებული ვიყავი, შიშისგან გაშეშებული ვერ ვინძრეოდი. მთელი ეს დრო გაკვირვებული ვუყურებდი კარებში მდგარ მომტირალ ქალს და მასზე უფრო მეტად აღელვებულ ბიჭს, მის უკან რომ იდგა და მომჩერებოდა. თითქოს შემოსვლა უნდოდა და ვერ იძვროდა ადგილიდან.
რა ჯანდაბა ხდება, ამიხსნის ვინმე? გახსენება ვცადე, მაგრამ ავარიის გარდა არაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი. ახლა რა გავაკეთო?
ვგრძნობ, რომ სრულიად სხვაგან ვარ, დაკარგული, ვერაფერს ვიხსენებ და წარმოდგენა არ მაქვს, ამ ყველაფერის ახსნას, როგორ შევძლებ.
-ყველაფერი კარგადაა, ახლა უსაფრთხოდ ხარ, ნაია. - იმეორებს ნაზი ხმით უცნობი და ნაზად მისმევს ზურგზე თითებს. მამაჩემს გავს, ისიც ასეთი თბილი იყო, სანამ დამტოვებდა. ნელა მომშორდა და სახეზე დამაკვირდა, თითქოს რამეს ეძებს იქ.
-ესეიგი ტვინის შერყევა აქვს, არა? - ჰკითხა ქალს და კიდევ უფრო მეტი ინტერესით დამაჩერდა.
-ექიმმა ასე თქვა, არ ვიცი, დავუძახებ, მოვიდეს შეამოწმოს. - ანერვიულებული გავიდა ქალი და გაიხურა კარები. ტვინის შერყევა? ტვინის შერყევა კი არა, საერთოდ რომ გადავრჩი, ის მიკვირს.
-არაფერი გახსოვს? - დამაკვირდა და მერე ჩემს შეხვეულ თავს დაუწყო შემოწმება. თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
-საერთოდ არაფერი? - ისევ იგივე პასუხი. გაჩუმდა, მერე ამოიოხრა, წამოდგა, წამომაყენა და საწოლზე დამსვა. არ ვიცნობდი მას, მისი სახელიც არ ვიცოდი, საერთოდ ცხოვრებაში არ მყავდა ის ნანახი. კითხვა მინდოდა და ვფიქრობ, კრინტი არ უნდა დამეძრა.
-ვინ ბრძანდებით? - ინტერესით ავხედე მას. - ან საერთოდ აქ რა მინდა? - სახე წაშლილმა გამომხედა, ხელი ჰაერში გაუშეშდა და ორ წუთს ხმა არც გაუღია.
-ხუმრობ?
-არა. - თავი გავაქნიე, რატომ უნდა მეხუმრა?
-ნაია, მე ვერ მცნობ? - დაიხარა და მხრებზე დამადო ხელები. თითქოს რამეს ეძებდა ისევ იქ, ისე მიყურებდა თვალებში. ხმა არ ამომიღია, მივხვდი, ამას კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა მოყვებოდა, უბრალოდ თავი გავაქნიე.
-ნაია მეხსიერება დაკარგე, მაგრამ მთლიანად?
-არ მახსოვს არაფერი და მაგ უცნაურ სახელს რატომ მეძახით? - თავი დახარა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ხელი ნელა გამიშვა და კარგა ხანს დამაკვირდა, მერე, უბრალოდ ღრმად ამოისუნთქა და დამაწვინა.
-დამელოდე, ექიმს მოვიყვან.

•••
-თავის ტვინის შერყევა, ძლიერი დარტყმის შედეგად მეხსიერება დაკარგა, ასეთი შემთხვევების დროს, ზოგჯერ მეხსიერება შეიძლება აღდგეს გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ზოგჯერ ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. - გამოაქვს დასკვნა ექიმს და მრავალ მნიშვნელოვნად უყურებს მათ, მერე მე დამყურებს ზემოდან.
-მისმინეთ ქალბატონო, თავი შეიკავეთ დატვირთვისგან და მკვეთრი მოძრაობებისგან, გასაგებია? - თავი დავუქნიე და გამიღიმა.
-კარგი, მშვენიერი, რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? - შეამოწმა ისევ, ნამდვილად აღარ ვიცი რა ვთქვა მათ, ვუყურებ და ვხდები, რომ ვუთხრა, რაც ხდება ჩემს თავს, ტვინის შერყევას აღარ დასჯერდებიან.
-ნაია საყვარელო, რაიმე კითხვა გაქვს? - მკითხა ჩემს თავთან მდგარმა ქალმა და შუბლზე მომეფერა. თავი გავაქნიე.
-კარგი, თუ არა დაგტოვებთ, დაისვენე კარგი?
-მე დავრჩები. - წარმოთქვა ჩემთვის უცნობმა ბიჭმა და დამხედა ზემოდან. გამიკვირდა, ოდან შემეშინდა კიდეც.
-კარგი, ცოტახნით შეგიძლიათ, მაგრამ ძალიან არ უნდა გადაიღალოს. - დაუდასტურა ექიმმა და კარები გაიხურეს. დამტოვეს მასთან მარტო. ესეიგი კიტა. სკამი მოაჩოჩა ბიჭმა საწოლთან ახლოს და ჩამოჯდა. იჯდა და ხმას არ იღებდა. ვერ ვხდებოდი, რა უნდოდა. მერე ღრმად ამოისუნთქა.
-ვხვდები, არ გემახსოვრები. - დაიწყო დაბალი, მშვიდი ხმით და გამისწორა თავისი შავი თვალები. დავდუმდი, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა მისთვის. მე რეალურად კი არ მახსოვდა, არც ვიცნობდი მას და შემიძლია დარწმუნებით ისიც ვთქვა, რომ საერთოდ არ მყავდა ის ცხოვრებაში ნანახი. უბრალოდ ამის თქმის ისე მეშინია, როგორც საკუთარი ანარეკლის სარკეში.
-ამიტომ თავიდან დავიწყოთ, კარგი ნაია? - მომმართა ისევ საოცრად მშვიდი ხმით და ეს სახელიც ისე ნაზად და სიყვარულით წარმოთქვა. ისევ დავდუმდი. თავი დავუქნიე.
-მე კიტა ვარ. - ხელი გამომიწოდა, რასაც ავტომატურად ჩემი შევაგებე.
-მე... - და უცბად გავჩერდი. ახლა რა უნდა მეთქვა? ის რომ რეალურად მარიამი მქვია თუ რა?
-არც შენი სახელი გახსოვს? - მკითხა ნაწყენმა.
-არა.
-არაუშავს... - თავი გააქნია უაზროდ, თითქოს ფიქრები მოიშორაო. - შენი სახელი ნაიაა, ნაია ამირბარი. - წარმოთქვა ისევ მშვიდი, დინჯი ტონით ეს სახელი და გვარი. ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა და ყოველ წამს ახალი და ახალი ემატებოდა მათ უზარმაზარ სიას. მერე დავფიქრდი, შემეძლო მისთვის მეკითხა? არ ვიცი, უბრალოდ მგონია, რომ სანდოა და შეიძლება ვენდო.
-მე შენი ძმა ვარ. - თითქოს გაიგო ჩემი ფიქრები და მკერდზე ხელი მიიდო. - ის ლამაზი ქალი დედაჩვენია. მესიამოვნა მის მიერ სიფრთხილით წარმოთქმული სიტყვები და უნებურად გამეღიმა. - ის კაცი კი, ვინც ზედგევლებოდა, არჩილ ამირბარია, ანუ მამაჩვენი. - დავუქნიე თავი მას გაგების ნიშნად.
-ეს? ეს რატომ დამემართა იცი ამაზე შენ? - ვკითხე და თავზე ვანიშნე საჩვენებელი თითით. იქნებ რამე გამეგო.
-არა. - თავი გააქნია კიტამ. - მაგრამ ძალიან მალე გავიგებ და მაგის ჩამდენს თავად მოვუვლი. - ოდნავ დაეძაბა ხმა და აშკარად სხეულიც.
-ვის? - ჩავეძიე.
-მე უკვე ვეძებ მას ვინც ეს ჩაიდინა. - ხელით ნაზად შემეხო თავზე. - არავის ვაპატიებ. გპირდები. იმ თითებს დავაჭრი და ვაჭმევ შენი არასწორად შეხებისთვის.
-რა მოხდა? - გავოცდი მის ნათქვამზე.
-თავს დაგესხნენ. - ვიგრძენი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.
-ვინ. - გავოცდი. - მე რა მტრები მყავს? - ნუთუ ასეთები კიდევ ხდება.
-გვყავს. - შემისწორა და უკან გადაიწია. მიეყუდა სავრძლის ზურგზე და გამომხედა. მშვიდი ქონდა მზერა.
-ნუთუ?
-ამირბარი ხარ, რა თქმა უნდა, ასეც იქნება. - გაეცინა ირონიულად, თითქოს სულ არ უხაროდა ეს ფაქტი.
-რას ნიშნავს? რადგანაც ამირბარი ხარ, მტრები უნდა გყავდეს? - ჯერ კიდევ ვერ ვხდებოდი რაზე მესაუბრებოდა.
-ამირბარების ხელშია აქ ყველაფერი, ამიტომაცაა, რომ ბევრი მტერი გვყავს. - თითქმის გასაგებად ახსნა კიტამ.
-მე რატომ დამესხნენ თავს? - პირი ღია დამრჩა.
-არც ეგ გემახსოვრება. - თავი გვერდზე გადახარა და გამომხედა.
-ხოდა მითხარი. - ამეშალა ნერვები. უკვე ამდენი ინფორმაციისგან მტკიოდა თავი.
-იმ დღეს სახლიდან გაიქეცი, ზუსტად არ ვიცი, ვინ გაბედა შენთან მოახლოვება, მაგრამ არ ინერვიულო. - შეამჩნია ჩემი აღელვება და ახლოს მოიწია. - მე მივხედავ.-დღეისთვის ზედმეტი იყო ამდენი ინფორმაცია. ტვინი სადაცაა გადამეწვებოდა.
უამრავი კითხვა მქონდა. ახლა სადღაც უცხო ადგილზე ვარ, რომელიც სრულიად მამაჩემის განკარგულებაშია.
ყველაფერი იმდენად აირია ერთმანეთში, რომ დაწყობა გამიჭირდა.
ხელები თავისკენ წავიღე, გაუსაძლისი ტკივილი რომ ვიგრძენი.
-კარგად ხარ? – წამში დაფარა მანძილი კიტამ. მომიახლოვდა, თუ არა, ვიგრძენი მისი ხელები მხრებზე.
-გადი. გაიწიე, გთხოვ. – ხელი ვკარი უხეშად და მოვიშორე. ვერ ვიტანდი, როცა ვინმე მეხებოდა.
-ბოდიში. ზედმეტი ვილაპარაკე. – დამაჩერდა ზემოდან. – გამაყუჩებელი გინდა? – მაშინვე საწოლის გვერდზე პატარა კარადაზე დადებულ წამალს დასწვდა და მომაწოდა. ცალკე წყლით სავსე ჭიქა მომაჩეჩა ხელში.
-მე...
-პირი გააღე. – გაიმკაცრა ხმა. მაშინვე ენაზე დამიდო წამალი და წყალი დამალევინა. – დალიე.
•••
უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც სახლში ვარ და გარეთ არ გავსულვარ. როზალინა ისე მიფრთხილდება, არსად არ მიშვებს, ეშინია, სადმე ცუდად არ გავხდე. ან ისევ უბედურებას არ გადავეყარო. არჩილმა გამაფრთხილა, კიტას გარეშე გარეთ არ გავსულიყავი და ყურადღებით ვყოფილიყავი. ახლა სრულიად მაკონტროლებდნენ და არსად მიშვებდნენ. არჩილი გუშინდელი ვახშმის მერე არ მინახავს, ვგონებ, ძალიან დაკავებულია. როზამ თქვა, რომ მალე დაბრუნდებოდნენ ის და კიტა.
ეს რომ გავიგე, ცოტახნით პაუზა მქონდა, მე ძმაც მყავდა. ჩემი სიზმრები ახლა რეალობად მექცა. ადრე ყოველთვის ვნატრობდი დედის ერთა მე. ამიტომ ველოდები მათ. ფანჯრის რაფაზე მჯდარი გავყურებ ეზოს და ვიაზრებ, რამდენად უკან, რამდენად შორს ვარ ჩარჩენილი. ახლა იმდენად ვიყავი ამ გოგონას ცხოვრებით შეპყრობილი, სხვა გზაც არ მქონდა, მინდოდა გამეგო ბოლოს მას რა დაემართა. ამიტომ მიწევდა სიმშვიდე შემენარჩუნებინა და შანსი გამომეყენებინა ახალი და უკეთესი ცხოვრებისთვის. ეს ჩემი შანსი იყო.
-როზა, მომიყევი კიდევ რამე. – გავხედე როზას, ღუმელთან იჯდა და ქსოვდა.
-ახლა შედარებით ენერგიული ხარ. – გამიღიმა მან.
-რას გულისხმობ?
-აქამდე სულ ჩუმად იყავი და ძალიან თუ არ იქნებოდა საჭირო ხმას არ იღებდი. სიმართლე გითხრა, მე და მამაშენი ცოტას ვნერვიულობდით კიდეც. – ამოიოხრა და განაგრძო. – ჩუმი ბავშვი იყავი, მხოლოდ კიტასთან გქონდა ახლო ურთიერთობა, სულ მასთან გინდოდა და მის გვერდით. ახლა კი ცოტა მიკვირს, რომ ვერ იხსენებ.
-მგონი ცოტა წყინს კიდეც. – თავი დავხარე. საკუთარ ხელებს დავაკვირდი. – თუ მართლა ასე ახლოს ვიყავი, ეს მისთვისაც ძნელია.
-მართალია. – დამიქნია თავი. – მაგრამ ახლა აღარაფერს ეშველება, მთავარია კარგად ხარ და დანარჩენს რამენაირად გადავლახავთ ერთად, ჩემო საყვარელო. – გამიღიმა თბილად. ისეთი მშვიდი და მზურნველი ხმა ჰქონდა, გამითბა გული.
-ბოლო პერიოდში ძალიან არეული
იყავი. –გააგრძელა.ხმა გაუტყდა, ქსოვა შეწყვიტა და ამომხედა, თვალები წყლიანი ჰქონდა. მე ვნერვიულობ.
-რას გულისხმობ? – წამოვიწიე ოდნავ.
-რამდენიმე თვით ადრე სახლიდან გაიქეცი, – ცრემლებმა გაიკვლიეს გზა სახეზე, – ძალიან არეული იყავი და მაშინ... იმ საღამოს ყველანი ვვახშმობდით, ვერ მოვითმინე და გკითხე, რა გემართებოდა... ყველაფერი ჩემი ბრალია, მე რომ ენას კბილი დამეჭირა.
-ეს რა შუაშია? შენ თავს რატომ ადანაშაულებ?
-კონტროლიდან გამოხვედი, არჩილს ეჩხუბე, კიტა გაკავებდა, მაგრამ მასაც ხელიდან დაუსხლტი და გაიქეცი, აქამდე ასე არასდროს მოქცეულხარ.
-რატომ? ეს რატომ მოხდა? – მიჭირდა აზრების ერთმანეთში დალგება, თავს ძალას ვატანდი, ოღონდ გამეხსენებინა მასზე რაიმე, თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, საფეთქელზე წავიჭირე ხელი და დავიზილე.
-კარგად ხარ, ნაია?! – ამომხედა, ხელი უშვა ნივთებს და ორ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა, გულში ისე ჩამიხუტა, როგორც არასდროს. ასეთი სითბო აქამდე არავისგან მიგრძნია.
-მიზეზი? ეს რატომ მოხდა?! – ამოვილაპარაკე დასუსტებულმა და თვალი გავუსწორე. – გთხოვ, მითხარი როზა, – ამოვიდიდუნე და თავი ჩავრგე მის თმებში, ატმის სუნი ჰქონდა.
-თუღუშების ბიჭი მოგწონდა ლუკა თუღუში, მამაშენი კი ამის წინააღმდეგი იყო. ძალიან გაჯიუტდი და მასთან ურთიერთობას მისი თხოვნის მიუხედავად მაინც აგრძელებდი.
-ანუ... ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ერთი ბიჭის გამო მოხდა, ვინც თურმე მომწონდა? – ვკითხე გაკვირვებულმა და ნაწილობრივ გაბრაზებულმა საკუთარ თავზე. უფრო სწორად, ნაიაზე. პატარა ბიჭმა ასე როგორ გადარია? თუ ეს იყო რეალურად მიზეზი.
-შენ ლუკაც არ გახსოვს, არა? – ამომხედა სევდიანი თვალებით. თავი გავაქნიე და ბაღში გადავიხედე.
-იმ საღამოს... რომ გავიქეცი, რა მოხდა?
-კიტა და არჩილი მთელი ღამე გეძებდნენ, მეზობლებიც ეხმარებოდნენ.ლუკასთან წასულხარ და ამ დროს დაგესხნენ თავს.შენი ცხენი მკვდარი იპოვეს ტყეში, ძალიან შეგვეშინდა, რაიმე უბედურება არ მოგსვლოდა, ბოლოს დავითმა გიპოვა ტბის პირას, უგონოდ.
-ვინ მიპოვა? – შევხედე მას უცნობის სახელის ხსენებაზე.
-დავით თუღუში, ლუკა თუღუშის ბიძამ.ახლა ყველა მის პოვნას ცდილობს ვინც ეს ჩაიდინა. ორივე ოჯახი. – ამიხსნა მან.-არჩილს და კიტას ვერ გადაურჩებათ ვინც ეს ჩაიდინა.
-ის დღე რომ არა...
-ბოდიში ჩემო ლამაზო.ყველაფერი ჩემი ბრალია.
-დამშვიდდი, როზა, კარგად ვარ ახლა. – მივეხუტე ქალს და ლოყები დავუკოცნე.
-როზას რატომ მეძახი? – მითხრა ცოტა ნაწყენმა.
-ბოდიში არ მახსნდება ხოლმე.-გავუცინე. – დედა







როგორ ხართთ???
ვეცდები, არ დავაგვიანო და მალევე განვაახლო.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.
მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა ხდება და რაზეა საუბარი, უბრალოდ დაკვირვებაა საჭირო და მერე ყველაფერი მარტივია..
გაკოცეთ, ჩემო ლამაზებო!!!



№1  offline წევრი nikiiii

ძალიან კარგად გადმოსცემთ მისტიკურ ატმოსფეროს. სიუჟეტი საინტერესოა, ყოველ წინადადებაში იგრძნობა დაძაბულობა და რაღაცნაირად გითრევს შიგნით.ეს მისტიკური ელემენტები კი უფრო დაძაბულს ხდის. ძალიან კარგი ისტორიაა აუცილებლად გააგრძელეთ. თქვენს სხვა ისტორიასაც ვკითხულობ და კარგად გამოგდით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა

 


№2  offline წევრი inside my head

nikiiii
ძალიან კარგად გადმოსცემთ მისტიკურ ატმოსფეროს. სიუჟეტი საინტერესოა, ყოველ წინადადებაში იგრძნობა დაძაბულობა და რაღაცნაირად გითრევს შიგნით.ეს მისტიკური ელემენტები კი უფრო დაძაბულს ხდის. ძალიან კარგი ისტორიაა აუცილებლად გააგრძელეთ. თქვენს სხვა ისტორიასაც ვკითხულობ და კარგად გამოგდით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა

უდიდესი მადლობა გამოხმაურებისთვისს<3
ძალიან მიხარია ყველაფერი მართლა ძალიან კარგად რომ გესმის.მოტივაციას მაძლევთ შენ და კიდევ ყველა დანარჩენი მკითხველი რომ წერა გავაგრძელო.აუცილებლად გავაგრძელებ და გავადიდებ თავებს.
მადლობა შენ!❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მირანდა

კარგი რომანია საინტერესო და დააფიქრა ორი გოგოა ასე რო გავს ერთმანეთს

 


№4  offline წევრი inside my head

სტუმარი მირანდა
კარგი რომანია საინტერესო და დააფიქრა ორი გოგოა ასე რო გავს ერთმანეთს

ჯერ კიდევ ვფიქრობ რომ მკითხველისთვის რთულია ისტორიის რეალური შინაარსის გაგება.
მინდა აგიხსნათ და თან საინტერესოდ დავტოვო.
ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებებს შანსი ეცემათ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ.
ლოგიკურია სათაურიც ასეთი აქვს.
უდიდესი სურვილი მაქვს თქვენი აზრის მოსმენის.
მხოლოდ ასე ვხვდები ღირს გავაგრძელო წერა თუ არა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent