ქიმია ორისთვის ( თავი 4)
„ადამაინები ფერს იცვლიან... არ მჯეროდა და ნამდვილად იცვლიან ფერს. რა ფერი ვიყავი შენამდე? ალბათ უფერო. არაა, ნამდვილად ვიცი რომ ფერი არ მქონდა, გამჭვირვალე ვიყავი და მხოლოდ ტანსაცმელი მაძლევდა ფერს.. იმ დღეს ფერი მომეცა როდესაც შენ გნახე.იცი რა ფერი? სიწითლის ფერი, მუქი წითელი გავხდი და შენით ავივსე.. მერე ,მერე ნელა- ნელა გადავსხვაფერდი. შენი ყოველი ნახვა და შეხება მიცვლიდა ფერს. შენი სიახლოვე ხან მამუქებდა ხან მაღიავებდა... ჩემი ფერები ჩემი ბედნიერებით განისაზღვრებოდა.. ახლა დავფიქრდი და იცი რა ფერი ვარ? თეთრი.. ნამდვილად თეთრი ფერის ვარ. შენი წმინდა და სპეტაკი სიყვარულით გადავიფერე.. ჩემი სიმუქე სადღაც გაქრა. თითქოს ფრთებიც კი გამოვისხი და ხელების გაშლისას შემიძლია გავფრინდე.. ბედნიერი ვარ. შენმა სიყვარულმა ის სიცარიელე შემივსო რაც მთელი წლები მაკლდა.. შენმა გვერდით დგომამ უფრო ძლიერი გამხადა და იმედი ჩამისახა რომ მე, ყველაფერს შევძლებ. შენმა თვალებმა ჩემს თვალებში იმხელა სითბო ჩაღვარა რომ ამ სითბოს მთელი დარჩენილი ცხოვრება ვერ დავაღწევ თავს.. „ - გულში დაგუბებული სიტყვები დღიურში გადავიტანე და ყავის დასასხმელად ავდექი რომ კარზე კაკუნმა ოდმავ შემაკრთო.. ჯერ მხოლოდ დილის რვა საათი იყო. ასე ადრიანად არავის ველოდი. ფეხაკრეფით გავიარე დერეფანი და გაოცებულმა გამოვხსენი მძიმე რკინის კარი . - მამა? მშვიდობააა? ძლივს გადავაბი სიტყვები და მამაჩემის გვერდით მდგარ ბებიაჩემს გავხედე.. - მშვიდობაა ბებიკო, აბა რა არის. აქეთ ვიყავით მე და მამაშენი , და შემოვედით.. - ამ დროს? აქეთ იყავით ამ დროს? რა მოხდა სახლიდან გამოგყარეს ? რვა საათია ჯერ ხალხო.. - მართა იქნებ შემომატარო, და მერე მომიწყო დაკითხვა შვილო - ცოტა გაღიზიანებულმა მითხრა მამაჩემმა და გვერდზე გავიწიე.. - რა გჭირს შენ ბატონო ალექსანდრე? მშვიდობა გაქვს ნამდვილად? - მშვიდობაა, მშვიდობა ჩემო გოგო- თავზე ხელი გადამისვა და სამზარეულოში შევიდა.. - მეც დამისხი ჩაი და დაჯექი აქ ვილაპარაკოთ .. - კარგი - მშვიდად ვუთხარი, და ზუსტად ვიცოდი თემა ვინ და რა იქნებოდა.. - მართა, შენ ხომ დიდი გოგო ხარ, შემდგარი, ჩამოყალიბებული. ცხოვრებას რეალურად უყურებ შვილო. ამიხსენი ეს ჯიბრზე მოქცევა რა წესებს ექვემდებარება? - გისმენ და ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობ მამა. მოდი პირდაპირ საქმეზე გადადი. მე დიდი ეჭვი მაქვს, შენს იმ ადამიანს უნდა შეეხო, ვისაც შენი ცოლი შეეხეო რამოდენიმე დღის წინათ, თუმცა მინდა ვიცოდე შენ რა პრობლემა გაქვს. - ახლა ირონიის დროა? გაბრაზებ შეეპარა ხმაში და ფინჯანი განზე გასწია. დანიელზე უნდა ვილაპარაკოთ, მის ძმაზე, მის ოჯახზე და შენზე.. - გისმენ, დაიწყე. მიდი შენც შეურაწყოფა მომაყენე. შენც მიწოდე ბ*ოზი როგორც დედამ მიწოდა, შენც მოღალატე მიწოდე და მე მოგისმენ გპირდები.. - მართა, მართააა. რატომ აზვიადებ შვილო. ამ ბიჭს რომ შეეშვა ხომ შეგიძლია, მე ხომ არასოდეს არაფერი მითხოვია შენთვის. მარტო ამას გთხოვ.. - ეს ბიჭი მიყვარს- რატომ არ გესმით ხალხო? გინდათ რომ საბოლოოდ შემარყიოთ? როგორ შევეშვა ადამიანს რომელიც მიყავარს.. მე და დანიელს ერთმანეთი გვიყვარს. მამა გაიგე.. მართალია, შენ არაფერი გითხოვია ჩემთვის, მაგრამ ახლა იმხელა რამეს მთხოვ წარმოუდგენელია.. - წარმოუდგენელია ესეიგი? შენი დის ბედნიერება და ოჯახი სულ არ გადარდებს.. - სხვა რამეს არც ველოდი. მოხვედი აქ და მეუბნები , თავი გაწირე შენი დის ბედნიერების გამოო, ჩემმა დამ რა გააკეთა? ჩემი ბედნიერების გამო, რამე გააკეთა? მივიდა და როგორც ყურმოჭრილმა მონამ ყველაფერი დედას ჩაუკაკლაა.მე რატომ უნდა დავთმო ჩემი სიყვარული, როცა შენ საკუთარი სისხლი და ხორცი მიაგდე და სიყვარული არ დათმე... ამიხსენი.. - მართა ცდები.. - ხოდა დამაჯერე რომ ვცდები, მამა. დამაჯერეე და მილიონ ბოდიშს მოგიხდი. დანიელსაც არ ვნახავ მეტად, ოღონდ დამაჯერე რომ სიყვარულის გამო არ გაყევი შენს ცოლს სასწავლად და სამოგზაუროდ და მე ობოლივით ამის გამო არ დამაგდე ბებოსთან.. შენ თუ არ დათმე სიყვარული, მე რატომ უნდა დავთმო? - იმიტომ რომ შენს დას ოჯახი დაენგრევა შვილო... - მე რომ ცხოვრება დამენგრევა ეს ყველას ფეხებზე გკიდიათ არა? მთავარია ნიტას ოჯახი არ დაენგრეს ხო? თორემ მართა მოკვდება თუ დარჩება ვის რაში ადარდებს. აქ ამხელა კაცი, რომელსაც მამას ვეძახი, მოხვედი და საქმეს მირჩევ, რომ ჩემს ბედნიერებაზე ვთქვა უარი. ესაა შენთის მამობა? ამას ქვია მამად ყოფნა? იმის ნაცვლად გეთქვა, მოდი რაიმე გამოსავალი მოვნახოთ რომ არც ნიტას შეექმნას პრობლემაო, ორივენი მოხვედით და გადაჭრით მოითხოვთ დანიელს დავშორდე.. არა გესმის? მოვკვდები და დანიელს არ დავშორდები. მიყვარს - ცხოვრებაში არასოდეს არავინ მყვარებია. ამ კაცს ვუყვარვარ ასეთი. იმ სიყვარულს და სითბოს მაძლევს სულ რომ მაკლდა. გაიგე.. - მესმის. მაგრამ რა გავაკეთო... - ერთი შვილი უნდა გაწირო მეორეს გამო? ეს გამოსავალია? ამიხსენი რა დააშავა ანდრიამ ასეთი, რატომ მიმალავთ სიმართლეს.. - შენი და გააუპატიურა - გადაჭრით მითხრა ბებიაჩემმა და ხელიდან გავარდნილი ჭიქა იატაკზე ნამსხვრევებად იქცა.. - ახლა მშვიდად ხარ? - თითქოს ჯიბრზე მკითხა და თვალებში ჩამხედა. - ამას შენ მე მეკიტხები, მშვიდად ვარ თ არა?!!- მშვიდად როგორ შემიძლია ვიყო, როდესაც ჩემს დას ამხელა პრობლემა ჰქონდა და არ მითხარით.წარმოუდგენელია, შეუძლებელიაა. რას ქვია მშვიდიად ვარ ბაბე? შენც ამას მეუბნები ხო? შენც ამათ მხარეს ხარ. - არა , ბებია გენაცვალოს, მე არავის მხარეს არ ვარ. მე სიმართლის მეშინია. მხოლოდ ის მინდა რომ მშვიდად ვიყოთ - და მხოლოდ მაშინ დამშვიდდებით , მე თუ დანიელთან არ ვიქნები, ნიტა ბედნიერი იქნება და მე ვიქნები უბედური არა?! - მასე იყოს. დანიელს დავშორდები მაგრამ არც ერთი თქვენთაგანის დანახვა არ მინდა, არც ერთმა არ გაბედოთ და არ დამირეკოთ. მე თქვენთვის აღარ ვრსებობ ! - ახლა როგორც მოხვედით ისე წადით აქედან. უნდა მოვწესრიგდე და სამსახურში წავიდე, ბევრი საქმე მაქვს - განადგურებულმა ძლივს ვუთხარი და კარისკენ მივანიშნე.. - მართა ბებო მისმინე.. - არავითარი მისმინე არ იქნება ამის მერე. მე შენ ბოლოს როდესაც გნახე, მხოლოდ ერთი გთხოვე ბაბე, მხოლოდ ის რომ ბედნიერებას ნუ დამინგრევდი თუ გვერდით არ დამიდგებოდი, მაგრამ ისევ მარტო ვარ, ცხოვრების ამ გამოწვევაში მარტო დამტოვე, შენი მართა დატოვე მარტო, და მიაგდე. იცოდე არასოდეს გაპატიებ ამ ტკივილის მოყენებას. შენ მთელი ამაგის საფასურად მომიკალი გული და საკუთარი ხელით დამინიგრიე სიყვარული. ახლა წადი და შენს შვილიშვილს უთხარი რომ ბედნიერი იყოს. - მაპატიე ბებიკო- დაბალ ხმაზე ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და სახლში გამეფებულ სიჩუმეს ჩემი ხმამაღალი ქვითინი არღვევდა.. მოწყვეტით დავეცი მუხლებზე და ფინჯნის ნამსხვრევები ხელებში მოვიქციე. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს ხელისგულებში მოთავსებულ ნატეხს და ვცდილობდი სულის დაფლეთვა ამ ტკივილით შემემსუბუქებინა.. ცხელი სისხლი ნაკადულად მდიოდა ხელებიდან მაგრამ სულ ერთი იყო..ამხელა ტკივილს ვერაფერი შემიმსუბუქებდა.. ტირილმა შვებმა მომცა, ფეხზე წამოვდექი და სისხლიანი ხელები ონკანს შევუშვრე.. იატაკზე წვეთებად მიმოფანტული საკუთარი ნაწილი გულდასმით მოვამშრალე ანაზდად გავუღიმე ცხოვრებას და წელში გასწორებული არეული ნაბიჯით წავედი საძინებლისკენ.. სარკიდან გამოფიტული, ძალაგამოცლილი და უსიცოცხლო ქალი მიყურებდა . იცით რისგან იყო ასეთ მდგომარეობაში? იმისგან რომ ცხოვრებაში არსებულმა ყველაზე დიდმა იმედმა ერთიანად იხუვლა და როგორც მთიდან მოწყვეტილი ზვავი ისე წამოვიდა და ჩამოიშალა..არავისგან , არაფერი მტკიოდა და მწყინდა, მხოლოდ მისგან, მხოლოდ ბაბესგან, რომელმაც ცხოვრება მომიძღვნა, რომელიც ჩემთვის ოჯახი იყო. მხოლოდ ეს მტკიოდა. ჯერ ფეხზე დამაყენა და მერე ისევ დამაგდო... მტკიოდა ტყუილი, რომელსაც მეუბნებოდა, სიმართლის დასამალად. მტკიოდა ყველაფერი, სხეულის სათითაო ნაწილი და ნაკვთი მტკიოდა. ფილტვებიც კი მტკიოდა იმდენად დამძიმებული იყო სუნთქვა და ჰაერი ჩემთვის.. ** ზარის ღილკს ხელი მანამდე არ ავუშვი სანამ კარები არ გამიღო. სახეზე არც შემიხედავს ისე შევაბიჯე დერეფანში და პირდაპირ სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი. სასაუზმოდ გაშლილ მაგიდას თვალი მოვავლე და გამეღიმა. უწესრიგოდ მივადე ჩანთა დივანზე და ცხელი სითზე ჭიქაში ჩამოვისხი. - მართა კარგად ხარ? - ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა მითხრა ნიტამ და წინ დამიდგა. - ძალიან კარგად ვარ. გადასარევად. ალბათ, მეტი კარგად ვერც ვიქნები იცი? - რაღაცა მოხდა. - რაღაცა? ჰმ, რა სასაცილო ხარ, გულიანად გადავიხარხარე და ფინჯანი მაგიდაზე დავაბრუნე. - მისმინე. მოდი სხვა დროს ვილაპარაკოთ. - რატომ? დასამალია რაიმე ?შენ ხომ ასეთი მძიმე ცხოვრება გქონდა, ასე გატკინეს. დაგამცირეს. - მართა არ გინდა... - ათასჯერ, მილიონჯერ გთხოვე, ნიტა არ გინდა. ასე ნუ მოიქცევი. ასე ნუ გამიმეტებ, და რა ქენი? გავარდი და დედას მოუყევი ყველაფერი, მერე დედამ მამას უთხრა და დღეს სახლში მომადგა, რეზოლუციაა გამოუტანია თავისივე დწერილი კანონებისათვის და განმიცხადა „ მაგ ბიჭს დაშორდები“. - მე არ მინდოდა , მართლა . ასე არ მინდოდა რომ ყოფილიყო - აცრემლებულმა მომკიდა ხელები და მაშინვე გავაშვებინე.. - იცი რა მაინტერესებს, შენმა ქმარმა იცის რომ შენზე იძალადეს? ძალიან მაინტერესებს. იცის რომ ანდრიას გაუპატიურება დააბრალე.. - მორჩი გესმის? - გამწარებულმა მიყვირა და სავარძელში ჩაჯდა.ამას ვერ ვეტყოდი. ვერ ვეტყოდი რატომ არ გესმის? - მოვრჩები.. ამ ამბავს ბოლომდე გავარკვევ და თქვენთან ყველასთან მოვრჩები ყველაფერს.. პირველ რიგში შენთან მოვრჩები ყველაფერს. მეგონა შენ იმ ქალს არ ჰგავდი, მასსავით გულცივი და ბოღმიანი არ იყავი. მაგრამ იცი რა? შენ მასზე უარესი ხარ. ის პირდაპირ მაინც ამბობს სათქმელს და შენ? გველივით დასრიალებ ჩემს და დედას შორის. ფარად იყენებ, დამფრთხალი შველივით ეფარები იმ ქალს და მზად ხარ საკუთარი და,რომელსაც სულის ნაწილად მიაჩნდი გადაათელინო. - ვიცი რომ დავაშავე. მართა ვიცი. მაგრამ ახლა რა გავაკეთო? - შენ დააშავე და პასუხი მე უნდა ვაგო შენი შეცდომების გამო?!- ერთიანად დამიარა სხეულში ცხელმა ტალღამ და გაცოფებულმა ვუღრიალე. მხოლოდ იმიტომ რომ ეს თქვენ გინდათ დანიელს არ დავშორდები !. ხომ ამტკიცებ კახი მიყვარსო, ხოდა მეც მიყვარს დანიელი და არ დავშორდები. არც შენი და არც არავის გამო, გასაგებია? - მეორეჯერ ამ საკითხით არავინ მოხვიდეთ ჩემთან, თორემ საკუთარ თავზე პაუხს არ ვაგებ - უკანასკნელი სიტყვები თითის ქნევით ჩავუმარცვლე ნიტას, ჩანთას ხელი დავავლე და დერეფანში სწრაფად გავედი. ** აივანზე იჯდა ბაბე და გაშტერებული სახით გადაყურებდა ქუჩას. გული ტკივილისაგან შუაზე ჰქონდა გაყოფილი.. საკუთარ თავს ვერ პატიობდა , რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი ამხელა ტკივილისათვის გაიმეტა.. ცრემლებს მალულად იწმენდდა და თავს იდანაშაულებდა... იცოდა ზუსტად იცოდა მართას ხასიათი. სიტყვას თუ იტყოდა აღარ გადავიდოდა. მოკვდებოდა და საკუთარ ნათქვამს და პირობას არ დაარღვევდა.. - ძლიერი ხელი იგრძნო მხარზე და სევდიანი მზერა მიაპყრო შვილს.. - არასოდეს მაპატიებს მართა.. - კარგი რა დედა, გაპატიებს , ხო იცი როგორ უყვარხარ.. - მაშინვე სცადა ყველაფრის გამოსწორება ლექსომ , მაგრამ უარის ნიშნად გაიქნია თავი ბაბემ. - თქვენ მას ოდნავადაც არ იცნობთ .. - აზვიადებთ ახლა უკვე - საუბარში აქამდე კედელთან ჩუმად მდგარი სალომე ჩაერია.. მართლა აზვიადებთ.. რა ვქნათ აბა, ნიტას ცხოვრებას ხომ ვერ დავუნგრევთ? - და მართას რომ დავუნგრიეთ ? - ალმაცერად გახედა ლექსომ ცოლს და მისკენ დატრიალდა. სულ ოდნავ მაინც არ გიყვრს ეს ბავშვი? შენ არ ატარე მუცლით ცხრა თვე? ხანდახან შენი საუბარი მაგიჟებს, ჭკუიდან მწევს. იცი მაინც დღეს როგორ იყო საწყალი გოგო? იცი მაინც? - მესმის, - ჩუმად ჩაილუღლუღა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.. - რომ გესმოდეს ახლა აქ არ იქნებოდი, ახლა შვილთან გავარდებოდი გულზე მიიკრავდი და ეტყოდი რომ ორივეს საქმეს მოაგვარებდი..- მაგრამ, ამას არავინ გთხოვს, უარესი ისაა რომ მეც ჩამითრიეთ ამ საქმეში. - დედა საკმარისია !- შენ მაინც ნუ ამატებ, ისედაც ლამისაა გული გამისკდეს. ჯერ კიდევ ვერ ამოვშალე გონებიდან მართას სახე და თვალები. - დაგვივიწყებს, გადაგვხაზავს, ნიტასაც მიატოვებს. თავშესაფარს დანიელში იპოვის ჩემი გოგო ძლიერია. ყველაფერს აიტანს საყვარელი ადამიანის გამო. ზუსტად ვიცი რომ დანიელს არ დაშორდება. მაგრამ იცის ვიცი რომ თქვენ ორი მონსტრი არ გაახარებთ ამ ბავშვს. ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევთ, მაგრამ თუნდაც არ მაპატიოს, თუნდაც თავისი საყვარელი ბებო აღარ მიიღოს , მარტო ის მახარებს გულში რომ ის ბიჭი მარტოს არ დატოვებს.. - მორჩი დემაგოგიას დედა?- გაბრაზებულმა დაუტია ბაბეს და სამზარეულოში შევიდა.. ხანდახან ადამიანები შეცდომას ვუშვებთ. გვგონია რომ ყველა შეცდომა გამოსწორებადია, მაგრამ სწორედ რომ აქ ვცდებით. არც ერთი შეცდომის გამოსწორება არ შეიძლება. გვპატიობენ, ცდილობენ დაივიწყონ, მაგრამ არ ავიწყდებათ- პირველივე დაშვებულ შცდომაზე ყველაზე მძიმე ტკივილი გვახსენებს თავს. ადამიანები ხანდახან ვივიწყებთ რომ სხვებსაც აქვთ გრძნობები, და როგორც მესაკუთრეები ისე ვიწყებთ ჩვენი სურვილების გამო სხვების გადათელვას.. სულ ოდნავადაც არ გვადარდებს სხვისი ტკივილი და განცდა. მთავარია მიზანს მივაღწოთ. საწადელი ავისრულოთ. ჩვენი სურვილების მწვერვალს მივაღწიოთ და ტრიუმფით აღვნიშნოთ გამარჯვება რომ, ვხვდებით ეს გამარჯვება არ გვინდოდა. არც არასოდეს გვდომებია, ეს უბრალოდ ჩვენი ახირებული სურვილების გამო მოვიქეცით ასე. გვინდოდა სხვებისთვის დაგვემტკიცებინა რომ შეგვიძლია.. და მეორე შეცდომას სწორედ აქ ვუშვებთ... როდესაც ვამბობთ რომ ყველაფრი გამოსწორდება... არაფერი არ გამოსწორდება მას მერე რაც ადამიანს გულს ვატკენთ და ცხოვრებას დავუნგრევთ... ისე როგორც გატეხილი პური არ მრთელდება და გატეხილი ლარნაკი არ შეწებდება, ისეა ადამიანის გულიც... ყველა მოკვდარი მხოლოდ იმ იმედით უშვებს შეცდომას, იმ იმედით სწირავს სხვას და სტკენს გულს, რომ გამოსწორდება- რომ ჯერ ყველაფერი წინაა. თავს ვინუგეშებთ, თავს ვიმხნევებთ, რომ ასეა და ასე იქნება, არა უფრო სწორად ასეც უნდა იყოს.. მაგრამ ასეა არააა. ასე არ ხდება.. ესეც ჩვენი ფიქრების შეცდომაა. ჩვენი ყველაზე დიდი და გაოუსწორებელი შეცდომაა. რომელსაც ვითომ ვასწორებთ. მაგრამ მხოლოდ ვითომ... ** - მიდი გისმენ - გამწარებულმა უყვირა ცოლს კახიმ და აქამდე ხელებში მაგრამ მოქცეული ჭიქა კედელს მიანარცხა.- მიდი , გისმენ-თქო, ესეიგი ანდრიამ იძალადა შენზე არა?? - არა მისმინე კახი, აგიხსნი.. - ამიხსნი, რა თქმა უნდა ამიხსნი. ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერს თავიდან ბოლომე მომიყვები, არც ერთ დეტალს არ გამოტოვებ იცოდე . არც ერთს გასაგებია? - მაგრამ მანამდე მითხარი, როგორ შეგიძლია ასე გაიმეტო შენი და? - ასე არააა. მართლა არაა ასე.. - აბა როგორაა ამის დედა მოვტ**ან? გოგო განადგურებული მოვარდა. ყველანაირად ცდილობთ დანიელთან მისი ურთიერთობა არ შედგეს და ისიც კი მოატყუე რომ შენზე ძალა იხმარა?- მე დებილი ვარ? ამას უსვამთ ხაზს დედა და შვილი? ჩემს ცოლზე ვიღაცამ იძალა და მე ამას ვე მივხვდი? მე ვიყავი პირველი შენთვის, მეეე, თუ რამე არ ვიცი? რაამე არის და არ ვიცი? - არა, ანდრიას არ უძალადია, არც კი მომკარებია კახი.. - აბა ეს დედა მოტყ**ული ტყუილი რატომ მოიგონე? გამაგებინე, რატომ მოიგონე, ხვდები მაინც რა გააკეთე? ცხოვრება დამინგრიე , გამანადგურე. ჩვენი სიყვარული მოკალი ნიტა. გიყურებ და არ ვიცი ვინ ხარ, რა გინდა. რატო მიყვარდი ისიც არ ვიცი.. ჩემი ცოლი, რომელიც ასე მიყვარდა, საკუთარ დას ასე ვერ გაიმეტებდა.. ამას არ გააკეთებდა.. დედაშენმა მოიფიქრა ეს არა? - საუბარი დაასრულა თუ არა ნიტამ, მაშინვე ჰკითხა კახიმ და ცოლს მიაშტერდა. - ჩემს გადასარჩენად, მოიფიქრა, კახი, სხვანაირად ვერ გამოვძვრებოდი, სხვანაირად არ შეიძლებოდა, ანდრიამ ბევრი იცოდე ჩემზე. იმ დროს მართაც პატარა იყო, ვერაფრით დამეხმარებოდა.. ვერ გამიგებდა რატომ არ გესმის? - მაგრამ შენ არც გიცდია მისთვის რაიმეს მოყოლა გოგო? როდის არ გაუგია შენს დას? როდის არ ყოფილა შენს გვერდით? ასეთი როდის გახდი? - როგორი ასეთი? - დამფრთხალმა ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს და ქმარს გვერდით მიუჯდა.. - ასეთი ცივი და დაუნდობელი როდის გახდი? თუ სულ ასეთი ასეთი? სულ ასეთი იყავი არა?!- ახლა შესაძლებლობა მოგეცა თუ არა , მაშინვე იჩინა თავი შენმა ეგოისტობამ. მე კიდევ, მიყვარდი გესმის? შენს იქით არავინ და არაფერი მახსოვდა ნიტა. გაოცებისგან არც კი ვიცი რა ვთქვა და რა გიწოდო. რა სახელი დავაქვა შენს ქცევას. საკუთარ დას ასეთი ტკივილისათის როგორ იმეტებ? - მე მას მოვუყევი კახი გეფიცები... - რა მოუყევი რაა? ეს მოუყევი რაც მე? ასე მოუყევი როგორც ახლა ყვებოდი აქ ჩემთან და მართამ არ გაგიგო? ადექი წამოდი, ადექიიი, წამოდი და ერთად მოვუყვეთ რა გააკეთე, როგორ გააკეთე. აქამდე როგო მიხვედი და ის ბიჭი როგორ აქციე ავადმყოფად, წამოდი მოვუყვეთ.. - მკლავში მაგრად ჩაკიდა ცოლს ხელი და კარისკენ ძალით წაათრია.. - არ გინდა გთხოვ, მართას ვერ ვეტყვი. შემიძულებს. - სამკურნალო ხარ . შენც და დედაშენიც სამკურნალოები ხართ გოგო. კიდევ შენს თავზე ფიქრობ? ჰააა? - მეე? მეც გამომიყენე? ანდრიას დასავიწყებლად გამომიყენე? თუ მასავით არ გყვარებივარ და უბრალოდ კარგი შანსი ვიყავი? - ასე არააა, გეფიცები, ასე არაა. მართლა მიყვარხარ. გეფიცები. კახი ყველაფერს წმინდას გეფიცები. მიყვარხარ.. - და რა გაგაჩნია წმინდა? შენ ჩვენი სიყვარულიც კი არ გაგაჩნია უკვე ნიტა, ამასაც კი ზედ დააფურთხე, რა არის შენთვის წმინდა? რას მეფიცები - თქო ? გამწრებულმა დაარტყა გაშლილი ხელი კედელს და შემკრთალ ცოლს თვალებში ჩააშტერდა.. - ჩაალაგებ და წახვალ ! დღესვე გადახვალ აქედან !- გასაგებია? - გასაგებია - ცრემლები ლოყებზე ნაკადულად დაედინა და მისკენ ზურგშექცევით მდგარ კახის ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა.. - გადავალ, წავალ და გპირდები რომ არასოდეს შეგაწუხებ, მხოლოდ იმ დღეს დაველოდები როცა შენ შეძლებ რომ მაპატიო, როცა გექნება ძალა მოხვიდე და მითხრა რომ ისევ გიყვარვარ, ისევ ისეთი სითბოთი ჩამხედო თვალებში და მითხრა რომ ისევ გჭირდები.. მე შენ ყოველთის მიყვარდი კახი, ყოველთვის, და ახლაც სიგიჟემდე მიყვარხარ.. ვიცოდი რომ ერთ დღეს ამას გაიგებდი, ძალიან მეშინოდა ამ რეაქციის მეშინოდა. რომ ვერ გაიგებდი. ვიცი რომ ეს არაა გასაგები, ვიცი მაგრამ დავაშავე, ბევრი შეცდომა დავუშვი. ბევრი ტყუილი ვთქვი. ჩემს გამო ადამიანი საგიჟეთში გამოკეტეს, ვიცი , მაგრამ შენი გამოჩენის მერე შევიცვალე, გეფიცები შენ სხვანაირი გამხადე, შენმა სიყვარულმა შემცვალა კახი... - საკმარისია ნიტა, შენი არც მოსმენა მინდა და არც დანახვა.. გოგო რომელიც მე გავიცანი, გოგო რომელიც დიდი ლამაზი თვალებით მიყურებდა ყალბი ყოფილა, მატყუარა .. მე კიდევ უგონოდ შემიყვარდა. შემიყვარდა და მზად ვიყავი მის გამო მისი გულისთვის ყველაფერი გამეკეთებინაა. გოგო რომელიც მე მიყვარდა... საკმარისია წადი. მეტს ნუ ვიტყვით, უარესად ნუ ვატკენთ გულს ერთმანეთს..საკმარისი ნიტა - გაბზარული ხმით , ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და დერეფანში გახევებული დატოვა ტირილისაგან სახეაწითლებული გოგო.. ** თავი მის მხარზე მედო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავყურებდი. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, ეს ღამე და ეს წუთები არასოდეს დასრულებულიყო. არასოდეს ვყოფილიყავი მისგან შორს. ამ წუთების მარადისობას ვნტრობდი გულში.. ფრთხილად ავწიე თავი და სახეში დავაშტერდი. თვალები ეხუჭა, მაგრამ მიღიმოდა, გრძნობდა ჩემს მზერას. მოულოდნელად მაგრად მიმიკრა გულზე და მხურვალეს მაკოცა თავზე.. - რომ დაგინახე, იმ წამიდან ვიფიქრე რომ შენს თვალებს ვერ გადავურჩებოდი იცი? - მოულოდნელად წარმოთქმულმა ფრაზამ გამაოცა და თვალები გამიფართოვდა.. - რაო? - ხო, პირველად რომ დაგინახე, მაშინვე მოვიხიბლე შენით. - მაგრამ მეუხეშე დანიელ. - იმიტომ რომ მომეწონე მართა ! მაშინვე გამომაჯავრა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია.. - მომეწონე ? არა არ ვიცი. სულმა დაგიმახოვრა. ჩემმა სულმა არსად გაგიშვა. შენ მარტო ჩემი ხარ გესმის? მარტო ჩემი .. - ანუ? გამოდის რომ .. - რა ანუ? - დანიელ! - მართა ! - მითხარი რააა. - რა გინდა რომ გითხრა? ხანდახან ისეთი პატარა ხარ, ისეთი სასაცილო და სათუთი.. არც კი მეჯერება რომ ამხელა გოგო ხარ. - მიუხედავად იმისა რომ ნერვები ამიშალე, დამამცირე და ცუდად მელაპარაკე. მაინც მოვიხიბლე შენით. მაგრამ არაფრის დიდებით თავს არ ვუტყდებოდი.. მაგრამ რაღაცა მიზიდულობა არა? ჩვენს შორის რაღაცა კანონივითაა.. - კი , ამას ქიმია ჰქვია. ჩვენი ქიმია. ჩვენი სიყვარულის ქიმია . როგორც ცდის დროს იქმნება ჯაჭვი, ასე შეიქმნა ჩვენთანაც. დაგინახე და საკმარისი აღმოჩნდა. - სიყვარულის ფილოსოფოსი ხარ რაა , სიცილით ვუთხარი და გაუაზრებლად ვაკოცე ტუჩებზე. - ეს რა იყო? - გაოგნებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა.. - რა უნდა ყოფილიყო, გაკოცე.. - ეს კოცნა იყო გოგო? ამას კოცნას ეძახი? ეს რა კოცნა იყო მართა .. მეხუმრები? თუ შენ კოცნას ამას ეძახი, გინდა გაჩვენო როგორია კოცნა? - დანიელ არაა - არ მინდა- სიცილი ვერ შევიკავე და ხელები მაგრად შემოვხვიე წელზე. - ეს ისე კულტურული კოცნა იყო. - არ მინდა მე კულტურული კოცნა. - კარგი , კარგი. დამშვიდდი და ნუ მებუტები . საკითხვია, ვინაა ახლა ჩვენს შორის პატარა ბავშვი? - რა თქმა უნდა შენ - გადაჭრით მითხრა და საჩვენებელი თითი დამისვა ყურიდან ყელის მიმართულებით. - უნდა წავიდე - გონებადაბინდულმა ვუთხარი და გაცლა დავაპირე რომ ვერ მოვახერხე. - არ წახვიდე რა. ამაღამ დარჩი.. სახლში მაინც არავინ გელოდება. გთხოვ. მარტო არ მინდა ყოფნა. - დანიელ , არ მინდა შეცდომა დავუშათ.. - შენ თუ ჩემს სიახლოვეს შეცდომას ეძახი, არ მოგეკარები, არც შეგეხები. უბრალოდ დარჩი , და თუ გინდა გვერდით ოთახში დაიძინე. - და შენ ამას აიტან? - ასატანი რა არის? შენ იქ დაიძინე და მე თავად მოგიწვები შტერო. - დანიელ ! - მართა. ოხ მართაა... - ნერვიულად მოისრისა შუბლი და დერეფანში ბურტყუნით გამომყვა. საწოლის შუაში ვიწექი, დანილს თავი ჩემს კალთაში ედო და ფიქრებში გართული მის თმებში ლაბირინთებს ვხაზავდი. გონებით სხვაგან ვიყავი. გასაკვირია და მაინც ვნერვიულობდი ნიტაზე. რაც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის მაინც ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადმიანი იყო.. - დღეს სხვანაირი ხარ - მოულოდნელად მითხრა და წამოჯდა.. - როგორ სხვანაირი? - სევდიანი, ფიქრებში ხარ გართული. პატარა ყვავილივით ხარ, საღამოს რომ იძინებს, თავის ფოთლებს კრავს და დილით მზის ამოსვლისთავანავე იშლება. რა ქვია მაგას? - პეტუნია. მაგრამ რა ყვავილი დანიელ. ღმერთო ასეთი რომანტიკოსი იყავი სულ? - სულ? ახლა ვარ. რომელ სულ-ზე მელაპარაკები მართა. ცხოვრებაში პირველად მიყვარს ასე , და იმის ნაცვლად საპასუხო გრძნობა მივიღო, დამცინი. - არ დაგცინი გეფიცები. მართლა. უბრალოდ ცოტა ხასიათზე არ ვარ და სულ ესააა. - მოხდა რამე მეც ამას გეუბნები რა მოხდა? - ვიჩხუბე, ჯერ დედასთან, მერე მამასთან და ბაბესთან და ახლა საბოლოოდ ნიტასთან, საკმარისია? - არა, საკმარისი როგორ უნდა იყოს, მიზეზი? რის გამო იჩხუბე ასე ყველასთან.. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი რა - მართლა, არ მსიამოვნებს ისევ გახსენება.. - საწოლიდან წამოვდექი და აივნის გაღებულ კარებში გავჩერდი.. - რატომ არ მაძლევ უფლებას, შენს გვერდით ვიყო მართა? რატომ იკეტები პირველივე პრობლემისას გამაგებინე რა. რატომ გამირბიხარ ყოველ ჯერზე? მითხარი მიზეზი რა არის, იქნებ დაგეხმარო.. - შენ ხარ . - მე ვარ? მიზეზი მე ვარ? - ხო, შენ ხარ . თვალები დავხუჭე და ნერვიულად დავაჭირე კბილები ერთმანეთს. - შენთან დაშორება მომთხოვეს. - გასაგებია - ხმამაღა გადაიხარხარა და ხელები წელზე შემომხვია.. სულაც არ გამკვირვებია რატომღაც.. - დანიელ სასაცილო რა ნახე? გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები გავაშვებინე.. - ის რომ მეც იგივე მომთხოვეს. მაგრამ ხომ ხედავ ახლაც კი ერთად ვართ, მიუხედავად ამ პრობლემებისა მართა. სულაც არ ვაპირებ შენთან დაშორებას. არავის აზრი და სურვილი არ მაინტერესებს .. - მართლა? მამაშენმა არა? მაშინ როცა ჩემთან მოხვედი ასეა? - ასეა. მაგრამ არ მაინტერესებს ვის რა უნდა ხო ხედავ. სულაც არ მაინტერესებს . მთავარია ჩემი გოგო იყოს ჩემთან, მე ეს სრულიად მყოფნის. - მიყვარხარ იცი? - ძალიან მიყვარხარ დანიელ. რაც არ უნდა მოხდეს არ მიმატოვო რაა.. - მთავარია შენ არ მიმატოვო . თორემ მე არასოდეს მიგატოვებ ... საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა მითხრა და ცხელი ტუჩებით მაკოცა ლოყაზე.. ** საავადმყოფოს პალატის კარზე ზურგმიყრდნობილი იდგა კახი და გაშტერებული დაჰყურებდა საკუთარ ფეხსაცმელს.. ფიქრს თავს და ბოლოს ვერ უყრიდა. არ იცოდა საიდან დაეწყო და სად დაემთავრებინა მთელი ეს ემოცია და განცდა.. სირბილით ავიარე ოთხი სართული და ფერწასულ ბიჭს მაგრად შემოვხვიე ხელები.. - სხვას ვერავის დავურეკავდი - ძლივს გასაგონად მითხრა და მზერა ამარიდა.. - რა მოხდება კახი? ხდება რამე? როგორაა, მისი ნახვა მინდა.. - ვიჩხუბეთ. სახლიდან ვაგდებდი- სახეში შემომხედა და ნერვიულად მოისრისა შუბლი. ჩემს ზურგს უკან მდგარ დანიელს გახედა და ცალყბად გაუღიმა. - შენ საუკეთესო ქალი გყავს გვერდით დანიელ, დაიმახსოვრე - გამიზნულად უთხრა და ხელი შემომხვია მხარზე.. - შენი და ორსულადაა, ახლა გვითხრა ექიმმა. მართა მე, მართლა არ ვიცი , ბოდიში როგორ უნდა მოგიხადო მისი საქციელის გამო. დილით თქვენი კამათი გავიგონე.. - სახლში იყავი? მე .. - გეგონა სამსახურში ვიყავი. სახლში ვიყავი. და ყველაფერი მოვისმინე.ამის მერე , არ ვიცი, რა როგორ და რანაირად იქნება. მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება არ შემიძლია.სახეში ვერც შენ გიყურებ და ვერც მას.. - ბავშვის გამო.. კახი. თქვენ ხო გიყვართ ერთმანეთი. - მაგრამ თქვენც გიყვართ ერთმანეთი ეს დედა აფეთქებული.. - ხოდა ნახე, შემოგვხედე. მე და დანიელი ერთად ვართ . არავინ და არაფერი გვაშინებს, და ვერც ვერავინ დაგვაშორებს კახი. - მართა, ნეტა ისიც შენნაირი ძლიერი იყოს.. შენნაირი გამბედავი. - მე არ ვარ ძლიერი, სულაც არ ვარ. მე ძლიერი კაცი მიდგას გვერდით კახი. სულ ესააა. - ვიცი რასაც აკეთებ. გინდა რომ შეგვარიგო. მაგრამ ორი წელიწადია გიცნობ და ჯერ მე შენზე ძლიერი ქალი არ შემხვედრია. ნუ იტყვი ძლიერი არ ვარო..ძლიერი ხარ, ზუსტად ძლიერი რომ ხარ ამიტომ დაუდექი ყველას წინ და ახლა დანიელთან ერთად ხარ.. - ყველაფერს მოვაგვარებთ კარგი? ყველაფერი იქება ძალიან კარგად. წამოდი შევიდეთ .. - მანქანაში დაგიცდი კარგი? - მხარზე ფრთხილად შემახო დანიელმა ხელი და კახის გავხედე. - მანქანაში რატომ უნდა დაელოდო დანიელ..შენ ხომ - წინადადების დაბოლოვება ვერ მოასწრო რომ მისკენ წაციდა და და გაუღიმა.. - მიზეზი მე ვარ ნაწილობრივ, არ მინდა ნიტამ ჩემი დანახვით კიდევ უფრო უარესად ინერვიულოს. მაშინ აქ ვიქნები კარგი? - მშვიდად გვითხრა და ცარიელ სკამზე ჩამოჯდა..რამდენი ხანიც გინდა იყავი, დაგიცდი - რაც შეეძლო მშვიდად მითხრა და გამიღიმა.. ოდნავ განათებულ პალატაში ფრთხილად შევედი და მის დანახვაზე გული ტკივილით გამეწურა, ვიცოდი ახლა რომ ყველაფერზე ერთად ნერვიულობდა. მინდოდა მეთქვა რომ მის გვერდით ვიყავი მაგრამ რაღაც ძალა მაფერხებდა, ვიცოდი მისი ხასიათი როგორც კი თავს შემაცოდებდა მაშინვე წამოვიდოდა ჩემკენ ამალით. ნელა წავედი მისკენ და თავზე ხელი გადავუსვი, ცრემლებისაგან დასვენელბულ ლოყაზე ვაკოცე და მაშნვე გადმოტრიადა ჩემკენ. - როგორ ხარ? - ჩუმად ვკითხე და მის მზერას თვალი გავაყოლე. კახის სევდიანი თვალებით უმზერდა.. - კარგად. არამიშავს მართა - მანაც ჩურჩულით დამიბრუნა პასუხი და წამოჯდომას შეეცადა.. - მითხრეს რომ მალე დეიდა გავხდები. გილოცავ ნიტ - ღიმილი არ დავიშურე და მისი ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე. - ხო, ალბათ გავხდები. - რას ქვია ალბათ? - აქამდე ზურგით მდგარი კახი მისკენ დატრიალდა საწოლის ბოლოს დააყრდნო ხელები. -რას ქვია ალბათ -თქო? შენ გეკითხები გოგო. ჩემი შვილი გაჩნდება ეს ზუსტად ვიცი. და არ უნდა ამას ალბათ .. - კი გაჩნდება, თუ ასე ვინერვიულებ როგორ გაჩნდება? - აქამდე არ იცოდი რომ ორსულად იყავი მაგრამ ერთი საათის წინ შეშლილივით ყვიროდი , მაშინ ხომ არ დავკარგეთ შვილი, ხოდა არც ახლა დავკარგავ. - კარგით რა, ახლა კამათის დროა? -მაშინვე ჩავერიე მათ საუბარში კახის ვედრებით გავხედე.. - ჩემი პატარა გოგო, როგორ ხარ დედას პატარა - ტირილით შემოვარდა დედაჩემი პალატაში , უკან კი დაცვის სახით მოჰყვებოდა მამაჩემი და ბაბე.. - ქალბატონო სალომე, კარგადაა, ნუ ყვირიხართ სირცხვილია - აგრესია ვერ დამალა კახიმ და ფეხზე წამოდგა.. - შენ რა უფლებით მელაპარაკები ასე? ვინ ხარ შენ, უყურე ერთი როგორ წუგდია ენა. - მე ვინ ვარ? მე თქვენი ყველაზე მატყუარა და აფერისტი შვილის ქმარი ვარ, ნუ ჯერ-ჯერობით ქმარი ვარ. და ხვალ რა იქნება ვნახოთ. - რამე ხდება და არ ვიცი? - ნიტას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა. - უთხარი დედას რა მოხდა . - არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვიკამათეთ. - ხო, უბრალოდ ვიკამათეთ , სულ უბრალოდ არა საყვარელო? - გულიანად გადაიხარხარა და გამომხედა. - კახი ,გთხოვ, ახლა არა, გავიდეს აქედან და მერე... - თქვენ ორნი, ჩემს გოგოს რას უპირებთ? მიპასუხე მართა - გაავებული მეტაკა და მაგრად მომიჭირა მკლავში ხელი..- ამიხსენი რა დაგიშავა ნიტავ ასე რომ ექცევი, შენი და არააა? როგორ შეგიძლია ასე გადათქელო, გითხარი ოჯახს ნუ დაუნგრევ -თქო, გაგაფრთხილე თუ არა? - მომეშვი რა , შენთან ჭიდილის ხასიათზე დღეს არა ვარ. ხვალ როცა უფრო ენერგიაზე ვიქნები , მოდი და მერე ვიკამათოთ.. - შეხედე, რა შეხედე, როგორ მელაპარაკება, დედაშენი ვარ მე დედაშენი .. - შენ დედაჩემი არ ხარ !- შენ აი იმ გოგოს დედა ხარ, იქ რომ წევს, შენ დედაჩემი არ ხარ - დაიმახსოვრე ეს ქალბატონო სალომე - გასაგებია, ის იქ რატომ გიზის გარეთ მალავ? - ჯიბრზე მკითხა და ნიტას გახედა. შენ გგონია შენი და შენთან მოვიდა, და გული შენზე შესტკივდა? ასე გგონია არა ჩემო სულელო გოგო.- იქ გარეთ ის კაცი უცდის, რომლის გამოც ასეთ დღეში ჩავარდი. ხო ხედავ შენ ბედნიერება დგინგრია თავად აიწყო.. - საკმარიაია ეს სპექტაკლი რა - თქვენ რა მართლა ფიქრობთ რომ დანიელმა დაანგრია ჩვენი ბედნიერება? ჩვენი ოჯახი თქვენ დაანრიეთ, მხოლოდ თქვენ ქალბატონო სალომე. ამდენი ტყუილით, სიყალბით. ამდენი სიცრუით, ხო ხედავთ სადამდე მოვედით. მართას თავი დაანებეთ. - შენც მას იცავ არა? - სლუკუნით იკითხა ნიტამ და ქმარს შეხედა. - შენ კარგად იცი , რომ ყოველთვის და ყველგან შენ გიცავდი ნიტა, ძალიან კარგად იცი ეს. მაგრამ საკმარისია, იმის მიზეზიც კარგად იცი რატომ არ გიცავ ახლა შენ.. - ვიცი, მიზეზიც ვიცი. - მაგრამ არ მეგონა ასეთ მდგომარეობაში ჩემი და თუ დანიელთან ერთად მოვიდოდა აქ. - ოდესმე გაიზრდები, თვალს კარგად გაახელ და დაინახავ სიმართლეს. და იცოდე მერე ისე ძალიან გვიან იქნება, სულ მარტო დარჩენილს ზედ არ შემოგხედავ. - რატომღაც არ მტკივა თქვენი სიტყვები, მე ყოველთვის მარტო ვიყავი, მარტო გავიზარდე, არავინ მყავდა იმედად. ერთადერთი ბებიის გარდა, და ის ბებიაც არ დამიდგა გვერდით. მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე მტკივა გული რომ , - და რომელიც ყველაფრად მიმაჩნდა, ჩემი ყველა საიდუმლოს მეპტრონე იყო, მანაც რომ ვერ გამიგო ვერაფერი. ისიც რომ ჩემს წინააღმდეგ წავიდა.. მხოლოდ ეს მტკივა ახლა. მაგრამ იცოდე შენც მოგინელებ, შენს დაკარგვასაც გადავხარშავ, ისე როგორც შენ მექცეოდი ბავშობაში, მეც ზუსტად ისე მოგექცევი დაიკო - ღიმილით ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და დერეფანში ძლივს გავიტანე ნერვიულობისაგან აცახცახებული ფეხები.. ** ბავშვთა სახლის ეზოში ვიჯექი და ამწვანებულ ხეებს გავყურებდი, აქა-იქა რომ სიყვითლე შერეოდა უკვე. მიყვარდა ეს პერიოდი და ეს სურნელი ჰაერში რომ იგრძნობოდა ხოლმე.. თბილი სიო უბერავდა და მიწაზე მიმოფანტულ ფოთლებს აწვალებდა. სკოლის პერიოდიდან დღემდე მუდამ მარტო ვიყავი. მარტო ვიყავი ჩემს ტკივილთან და სიხარულთან. ხშირად შუაღამით ვიღვიძებდი რომ ჩემი პატარა საიდუმლოებები მთვარისთის მომეყოლა, ხშირად ადიელაში გახვეულს ჩამძინებია აივანზე მასთან საუბარში.. მერე სოფიო და ნუცა გავიცანი. თითქოს შევიცვალე, მეტად ხალისიანი და გახსნილი გავხდი. ნელა-ნელა დავიწყე მათთვის ჩემი ამბების გაზიარება. მათი გვერდში დგომით უამრავი მძიმე დღე გადავიტანე. რომ არა ისინი ალბათ არ ვიცი რა იქნებოდა მაშინ. ჩემი ნოსტალგიური ფიქრები ტელეფონის ზარმა დაარღვია, - ქალბატონო სად დადიხარ? - დაეჭვებულმა მკითხა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. - ბავშვებთან ვარ სოფი, რაო , ხდება რამე? - ხდება, მინდა რომ ჩემთან ამოხვიდე დღეს, თუ რა თქმა უნდა სხვა გეგმები არ გაქვს, ნუცაც მოვა. - მოვალ. ერთ საათში ვიქნები შენთან . რა მოგიტანო? - ფორთოხალი მინდა - გადაჭრით მითხრა და. დაეჭვებულმა ავხედე ცას. - სოფიო, შემოდგომაა დგება ჯერ, ფორთოხალი საიდან მოგიტანო.. - მინდა და. - ფორთოხლის წვენი არ წავა? სად გიშოვო ფორთოხალი ლამაზო, სადმე თუ ვნახე წამოგიღებ.. - კარგი , მაშინ ბანანი მიყიდე.. - ვაიმე, გადამრევ შენ მე. კარგი გიყიდი და მოვალ.. - მომენატრე რააა , რომ იცოდე ისე - მართლა- ჩვეული წუწუნი გაურია და მაინც გამაცინა. - მალე მოვალ და მაგ მონატრებას ამოგივსებ ჩემო ნიბლია - მონატრებულ დაქალს სიცილით ვუთხარი და ტელეფონი ჯიბეში ჩავედი.. ფეხზე ზანტად წამოვდექი და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ეზოს, არ მინდოდა წასვლა, აქ გამეფებული სიმშვიდე ყველაფერს მერჩია მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი, ალბათ ჩემთვისაც კარგი იქნებოდა ცოტა განტვირთვა და გულის გადაყოლება.. შენობის კარები სწრაფად შევაღე და დერეფნის ბოლოში კიბისაკენ ავიღე გეზი რომ საკუთარი სახელის დაძახებაზე ადგილზე გავშეშდი.. - ტატა? - გაოცება ვერ დავლამე და მისკენ წავედი შესახვედრად.. - როგორ ხარ ლამაზო გოგო? - იმდენად თბილი და მეგობრული იყო მისი ტონი გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რეალობა იყო თუ მეთამაშებოდა. - კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? - მგონი არ გაგიხარდა ჩემი დანახვა..- მაშინვე მიმიხვდა და თეთრი პერანგი შეისწორა ტანზე. - არა, ძალიან გამიკვირდა უბრალოდ, რომ მოხვედი. - ვიცი. მას მერე რაც იქ გნახე, აღარ მინახავხარ და მინდოდა მეკითხარა როგორ იყავი. მგონი მიდიოდი.. - დაქალთან ავდივარ, მაგრამ ცოტა დრო მაქვს, მოდი, მოდი, ყავა დავლიოთ და მერე გავალ - სიმშვიდე შევინარჩუნე და ცალყბად გავუღიმე. დივანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით. ნახევრად შემოკეცილ საკუთარ ფეხზე ვიჯექი და ისეთი ძალით ვეყრდნობოდი დივლის სახელურს რომ ტკივილს ვგრძნობდი. მთელი ტანი დაჭიმული მქონდა და მეგონა მალე სადღაც რომელიღაც ძარღვი ვერ გაუძლებდა და გაწყდებოდა. – დაძაბული ხარ, სულაც არ მიკვირს, ოდნავადაც კი – ღიმილით მითხრა და ლამაზი თვალები შემომანათა.. – არა, რა ვიცი, – უარყოფას აზრი არ ჰქონდა, – არ გელოდი და სულ ესაა. – ვიცი რომ არ მელოდი, გაგიკვირდება და უბრალოდ მინდოდა მენახა როგორ იყავი. შენი ამბავი მაინტერესებდა.. – რომელი ამბავი ? – წამიერად დავიბენი და თავში უეცრად გამიელვა აზრმა დანიელზე. – რომელი და კარგად იცი რომელიც. მართა. მე და შენ ორი ზრდასრული ადამიანი ვართ. არა მგონია ასე თამაში კარგი აზრი იყოს. შენი და დანიელის ამბავი მაინტერესებს. ვიცი რომ ამ კაცზე ჭკუას კარგად.. – თუნცად ასე იყოს, იმას ვერ ვხვდები შენ რატომ ხარ ასე დაინტერესებული ტატა. თუმცა პირველივე დანახვისთანავე მივხვდი რომ დანიელზე შენც ჭკუას კარგავდი .. – სწორია, მე დანიელზე დიდი ხანია ჭუას ვკარგავ, ამის უარყოფას არ ვაპირებ, მაგრამ, ხომ ხედავ მოვედი რომ შენი სიყვარულის ამბავი ვიკითხო და არა ჩემი.. – თუკი დანიელი ასე ძლაიან გიყვარს და თანაც დიდი ხანია, მაშინ მე რატომ დამეხმარე იმ ღამით? – იმიტომ რომ ვიცი დანიელს ვინ უყვარს, როგორ გგონია დანიელს სხვა ქალი რომ ყვარებოდა და არა შენ დავურეკავდი? რა თქმა უნდა არა!– ვიცოდი რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო და ამიტომ დავურეკე. – კი მაგრამ... – აქ მეტი სალაპარაკო არაფერია. მინდა რომ ბედნიერი იყო, ის წილი ბედნიერებაც შენ გერგოს რაც მე ყოველთის მინდოდა. ვიცი ახლა ფიქრობ, ჩემს წინ ზის და უტიფრად მელაპარაკება ჩემს საყვარელ კაცზეო, მაგრამ ამის შესახებ დანიელმაც კარგად იცის და შენც,, ჩემი გრძნობისდა მიუხედავად ჩემთვის მთავარი მისი ბედნიერებააა. – მართლა გაოცებული ვარ. ბევრი შენს ადგილას ყველაფერს გააკეთებდა რომ ხელში საყვარელი კაცი ჩაეგდო, შენ კიდევ მოხვედი და ჩემს სიყვარულზე გინდა რომ ვილაპარაკოთ. – იმიტომ რომ, დანიელის ხელში ჩაგდებას აქამდე მოვახერხებდი ნაძალადევად გვერდით მყოფი კაცი რომ მდომოდა, სულ ესააა. – სიმართლ გითხრა ახლა ვიეჭვიანე რომ , შენნაირი ლამაზი გოგო მეცილება სიყვარულში. – ცუდად გაიგე, სულაც არ გეცილები, პირიქით როცა დაგჭირდება მაშინ დაგეხმარებით .. – მადლობა ტატა – შეშფოთებულმა დავიხედე საათზე და ლამაზ თვალებში დავაშტერდი. – მაპატიე მართლა მეჩქარება. თორემ ჩემი დაქალი მომკლავს. – არანაირი პრობლემა არააა. სხვა დროს სხვა ადგილას შევხვდეთ და ბევრ საინტერესო რამეს გაგანდობ შენს საყვარელ კაცზე – ფეხზე წამოდგა, ნაზად გადამკოცნა და კაბინეტიდან გავიდა. გახევებული ვიდექი და ვფიქრობდი, მისი ბოლო სიტყვები რას ნიშნავდა. თითქოს ცუდი არაფერი უთქვამს და მაინც ცუდად მომხვდა მისი სიტყვები.. გაბრუებული ვიჯექი და საკუთარ ფეხებს დავყურებდი. გული გიჟივით მიკრთოდა. მინდოდა ადგომა და ყველასა და ყველაფრისაგან გაქცევა, მაგრამ ძალა არ მქონდა. ერთი შეხედვით ასეთ მშვიდი და უწყინარი გოგო რომელმაც თითქმის ხელი შემიწყო დანიელთან დასაახლოვებლად, ახლა ცდილობდა ჩემს წინააღმდეგ წასვლას? თითქოს უნდოდა ჯერ ერთად ვყოფილიყავით და მერე ყველაფერი დაენგრია. მაგრამ არ ვიცოდი რას გულისხმობდა. გული ცუდს მიგრძნოდა. ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი ამოვაძვრინე და დანიელის ნომერი ავკრიფე რომ მაშინვე წავშალე და ფეხზე წამოვხტი. ჯერ ადრე იყო, აშკარად ადრე იყო რომ მასთან რაიმე გამერჩია, თანაც ისეთი წარსული , ისეთი შორის როგორიც ტატა იყო. ** გულზე გადაჯვარედინებული ხელებით იჯდა ნიკოლოზი და ჩართულ ტელევიზორს შეყურებდა. აშკარა იყო, მისი ფიქრები სხვა განზომილებაში გადადიოდა. საინფორმაციო გამოშვება და თავისთვის აცხადებდა ახალ ამბებს. სახეზე ნერვიულობა ესახებოდა. წარბები ეჭმუხნებოდა, ხან ბაგეებს ხსნიდა და ტუჩების ნერვიულად ჭამას იწყებდა.. – ეს ტელევიზორი რომ გაყვრის არ გესმის მამაჩემო? – ანდრიამ მაგრად დაჰკრა ხელი ბეჭებზე და , ოდნავ შეკრთა მამაკაცი. – შემაშინე შვილო, რა მითხარი? – აშკარაა არ გესმის ეს ხმა , ტელევიზორი ყვირის, მგონი დიქტორს ყელი ასტკივდა. დაუწიე .. – აიღე ეს გადასართველი და დაუწიე მერე – ისე უთხრა არც შეუხედავს. მაშინვე იყნოსა ანდრიამ მამის მდგომარეობა და გვერდით მიუჯდა.. – რა გჭირს ? რაზე ფიქრობ ასე? მოიცაააა, არ მითხრა , იასნად ვიცი ტო. დანიელზე და მის სიმამაცეზე არა? – სიმამაცეს ეძახი შენ ამას? – გაბრაზება ვერ დამალა და მისკენ დატრიალდა. – უნამუსო ბიჭია, და მეტი არაფერი. თავისი ამ ვითომ სიყვარულის გამო მთელი ოჯახი გაწირა ხომ ხედავ.. – ვინ გაწირა მაინც? შენ რა პრობლემა შეგექმნა ? პრობლემა მაგას და იმ გოგოს ექნებათ და აქვთ უკვე თქვენი საშუალებით. რა შუაშია ოჯახი აქ. – ამაზე ადრე უნდა გეფიქრა. სანამ ადგებოდი და მის დას სიცოცხლეს გაუმწარებდი მანამდე უნდა გეფიქრა, და ტვინისთვის ძალა დაგეტანებინა. მაგრამ სად გაქვს შენ ტვინი... – მე სიცოცხლე არავისთვის არ გამიმწარებია, შემიყვარდა, რატომ არ გესმის?! ეს გოგო სიგიჟემდე მიყვარდა. ჭკუიდან გადავყავი ამ სიყვარულს და შენ ამას ეძახი სიცოცხლის გამწარებას ?? – ფეხზე წამოხტა და მამამისს წინ აესვეტა.. – ვეძახი, იმიტომ რომ შენ მასზე იძალადე , არაკაცი ხარ – კბილებში გამოსცრა სახეზე ალმური მოედო. – მე მისთვის თითიც არ დამიკარებია!– გასაგებია ?– ნერვებდაგლეჯიმა იღრიალა ადნრიამ და მამისკენ გაიწია რომ ძმის ძლიერმა ხელმა მაშინვე შეაკავა. არც კი შევხებივარ, ამას როგორ ამბობ? შენ არასოდეს გჯეროდა ჩემი, შენ რა მშობელი ხარ, არასოდეს გაიგე? ამიტომ მომიძულე და გამაგდე, ამიტომ დაანახე ჩემს და– ძმას რომ შერყეული ვიყავი არა? – დამშვდდი ანდრია, მოიცაა , წამოდი, წამოდი მოდი – მშვიდად ესაუბრებოდა დანიელი და ეზოსკენ გაყავდა ძმა, რომელიც გამწარებული ღრიალებდა მამის მისამართით.. – არაკაცია, სულ არაკაცი იყო და ასეთად დარჩება, ასი წლისაც რომ გახდეს მაგას არაფერი შეცვლის. შემაძულა სიცოცხლე და ამ სახლში ცხოვრება შემაძულა – სახლში შესასვლელად იწევდა ანდრია და მაქსიმალურად აკავებდა დანიელი ძმას. – დამშვიდდი მოიცა ეეეეე – მოთმინების ფიალა აევსო დანიელს და ძმა მაგრად შეანჯღრია. – რა გჭირს, ტვინი მეტკინა უკვე. ახლა დაჯექი და მითხარი რაზე გადაირიე ასე. – საკმარისი ვთქვი უკვე. – მაშინვე თავის დაძვრენას შეეცადა და გასასვლელისაკენ გაიწია რომ ძლიერი ხელი შემოხვია ძას და უკან დააბრუნა.. – მე იქ ვიდექი, და მესმოდა. ახლა კი დაჯდები და ყველაფრს მომიყვები გასაგებია ? – დანიელ ნუ ახურებ რააა. – ჯერ არც დამიწყია გახურება, კარგად გავიგონე რასაც ამბობდი. ვისზე საუბრობდი, ვინ იყო ის გოგო ვის გამოც აქედან გაგიშვა მამამ და ვის გამოც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი? სანამ პასუხს არ გავიგებ აქედან ვერ წახვალ ანდრია, თუ გინდა სხვაგან წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, მარამ მაინც მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი. – არ მომეშვები არა? ვიცი რომ არ მომეშვები. – სწორია, რაღაცა მაინც რომ იცი შენს ძმაზე – ღიმილით უთხრა და კარისკენ უბიძგა.. ** თბილისიდან მცხეთისკენ მიმავალ გზას გასცდა მანქანა და სვლას უკლო, გვერდითა ციმციმამ უკან მომავალ მანქანებს ანიშნა რომ ჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია. ოდნავ იარა მიუვალ გზებზე და მანქანა ეზოში ხეების ქვეშ გააჩერა.. ჯიქურ იყურებოდა წინ და ცდილობდა ძმისკენ მზერა არ გაქცეოდა. საოცარი იყო რომ თავადაც კი უჭირდა სუნთქვა რატომღაც, გულზე მძიმედ ეწვა ძმის სიტყვები, იმ ძმის რომელიც არასოდეს უწევდა ძმობას დანილს და მარტო იმაზე ფიქრობდა როგორ ეტკინა გული მისთვის. რამდენი დამცირება და ტკივილი ჰქონდა გადატანალი უმცროსი ძმისგან, მაგრამ მაინც უყვარდა, მთელი გულით უყვარდა თავისი სისხლი და ხორცი დანიელს.. – კარგად ვიცი რაც გინდა – ღიმილით უთხრა და ძმას გახედა.. – ანდრია მე.. – ვიცი, ვიცი, შენ არაფერ შუაში ხარ. არც არავინაა შუაშია, დამნაშავე მარტო მე ვარ, მაგრამ ხო ხედავ, ჩემი შეცდომების გამო მამა რა დღეშია.. ისე ეშინია მართასი გეგონება მიქელა იყოს ცელით მის წასაყვანად. – რა სისულელეებს როშავ , გაბრაზება მოეძალა და მანქანიდან გადავიდა.. – ძალიან გიყვარს არა? - გეტყობა რომ ძალიან გიყვარს, მართალია ბევრი არაფერი ვიცი შენს ცხოვრებაზე მაგრამ, მგონი რომ შეყვარებული პირველად უნდა იყო. მაგარი გრძნობაა, ქვეყანა რომ შენი გგონია, და გინდა სულ მასზე ილაპარაკო, ყველას მასზე მოუყვე .. – შენ რაღაცა საეჭვოდ ლაპარაკობ , ალმაცერად გახედა ანდრიას და მანქანის საბარგულს მიეყრდნო.. – შენ სად იყავი მე რომ სიყვარულისგან ვკვდებოდი ძმაო, მხარზე მაგრად დაკრა ხელი და გულიანად გადაიხარხარა.. – შემთხვევით დავინახე. ახლაც მახსოვს მისი ლამაზი თვალები. პატარა ბავშვივით გაცისკროვნებული შეყურებდა აყვავებულ ხეებს და კისკისებდა. ვიდექი და მზერას ვერ ვაშორებდი. გაოცებული ხარ არა? – მეც ასე გაოცებული ვიყავი მაშინ, მაგრამ უფრო უარესს გეტყვი. იმ წამს იქვე შემიყვარდა, ვიგრძენი რომ გული სავსე მქონდა მისით. ყოველ დღე ლექციებზე მხოლოდ იმიტომ მივდიოდი რომ მენახა. მეგობრების საერთო წრე გვყავდა, ამიტომ დღის უმეტესს ნაწილს ერთად ვატარებდით. ბედნიერი ვიყავი, მისგან არაფერი მინდოდა, საერთოდ არაფერი, ეს სიყვარული იმდენად მახალისებდა რომ სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. ვატყობდი რომ არც ის იყო გულგრილი, ჩემთან განმარტოვებას ისიც ცდილობდა. ერთ საღამოს სეირნობისას გრძნობებში გამოვუტყდი, სახეზე ღიმილი მოეფინა, მზერა ამარიდა და გაჩუმდა. ხელი ჩავკიდე და მისი თითების სიმხურვალე მაშინვე ვიგრძენი. – აი მანდ შევცდი ძმაო, არაოდეს შეიყვარო ისეთი ქალი რომელიც შენი გრძნობის გამხელისას გაჩუმდება და არაფერს გეტყვის. – მე კიდევ იმ წამიდან მისით დავიწყე ცხოვრება, მისი ამოსუნთქული ჰაერიც კი მენანებოდა რომ იფანტებოდა. – მოიცა, ეხლა ამას იგონებ თუ, გინდა რომ მეც გამაგიჟო. – რომ ვიგონებდე და ახლა ასე ძნელი არ იქნებოდა ჩემთვის ამ ტვირთის ტარება დანიელ. გახსოვს ბოლო პერიოდში მამას ვეუბნებოდი ჩემი სახლი მინდა და დაცალე–თქო, მაშინ ვიღაცეები ცხოვრობდნენ იქ, გახსოვს? ამიტომ მინდოდა, მისთვის მინდოდა. – მახსოვს, აი ეგ მახსოვს , მამა სასტიკ უარზე იყო როგორც ყოველთვის, იმ სახლში შენს გადასვლაზე.. – მამა არასოდეს ყოფილა „მამა“ არც ერთი ჩვენთაგანისათვის. მარტო შენ არ ხარ გამონაკლისი . ახლა ვუფიქრდები და ვნატრობ, ნეტა არც არაფერი ყოფილიყო, ნეტა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. ამ სიყვარულმა იმხელა ზიანა მომაყენა დანო , სულიერადაც კი შემარყია. მთელი შვიდი თვე მეგონა კი არ დავდიოდი დავფრინავდი, მთელი შვიდი თვე მეგონა რომ ხვალინდელი დღე უფრო კარგი იქნებოდა. ვუყურებდი და ხანდახან ვერ ვიჯერებდი რომ ასეთ გოგოს ვუყვარდი და მე ამირჩია.. იმდენად ნაზი და სათუთი იყო, ხანდახან ხელის შეხებისაც კი მეშინოდა. ბოლო პერიოდში შეიცვალა, ვგრძნობდი რომ გამირბოდა, გადასხვაფერდა. ისე აღარ მიყურებდა როგორც ადრე. მერე მიზეზების ლაპარაკი დაიწყო, ხან გამოცდებს, ხან დედამისს იმიზეზებდა. მის დაქალს ვთხოვე დახმარება და მითხრა შეეშვი, არაფრად ღირსო. მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. როგორც კი გავიფიქრე რომ შეიძლებოდა დამეკარგა, სუნთქვა შემეკრა ძმაო.. – წარმოუდგენელია, ვერც კი ვიჯერებ ისეთ რამეს მიყვები ანდრია – გაოცებას ვერ მალავდა დანიელი და ამღვრეული თვალებით უყურებდა მიწაზე მჯდარ ძმას. – შეხვედრას ვთხოვდი, ვწერდი, ვურეკავდი. თავს მარიდებდა.იცი როგორ ვიყავი იმ დღეებში, ადგილს ვერ ვპოულობდი, მიზეზს ჩემში ვეძებდი, მეგონა რამე დავაშავე, ვაწყენინე, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ასე გამიზნულად მექცეოდა. – იქნებ არ გინდოდა ამის დაჯერება – შეპარვით უთხრა ძმას და გვერდით მიუჯდა.. – მართალი ხარ , არ მინდოდა ამის დაჯერება. საშინლად მტკიოდა გული. ბოლოს წყობიდან გამოვედი, მანიაკივით დავდიოდი და უამრავ რამეს ვფიქრობდი, მის დაქალს დავაბარე თუ არ შემხვდება სახლში მივადგები –თქო , ჟინმორეული ვიყავი, ყველაფერზე წავიდოდი დანიელ, ყველაფერზე, ისე მქონდა გული ბრაზით და ბოღმით სავსე.. იმ საღამოს შემხვდა, თავად დამირეკა და მოვიდა.. სადმე მშვიდ ადგილას მინდოდა ლაპარაკი, მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე მანქანა გადავაყენე და ახსნა ვთხოვე.. – მესმოდა მისი ლაპარაკი და მინდოდა იქვე მიმეხრჩო. ისე თამამად მეუბნებოდა არასოდეს მითქვას რომ მიყვარდიო, ახლა რას მოითხოვ ჩემგან რატომ შემაწუხეო.. – მისთვის დროებითი გასართობი ვიყავი დანიელ. გაბრაზებული ყვიროდა შეყვარებული ვარ, ახლა ჩემი სიყვარული უნდა დაანგრიოო. მანქანიდან გადავიდა და ისტერიკა მოაწყო, ფეხებს ურტყავდა მანქანას. – რატომ მაძალებ შენთან ყოფნას, მინდა ჩემი სიყვარულით ვიბედნიეროო. ჭკუიდან გადამიყვანა. ვიგინებოდი, მასაც ვაგინებდი, მთელი გეგმები ,მთელი ოცნებები დამინგრია ამ პატარა გოგომ, იმ გოგომ ისეთი ნაზი რომ მეგონა. მიყვიროდა თავი შემაძულე, გამიშვიო, არ ვუშვებდი, ვერც კი ვფიქრობდი მის გარეშე სიცოცხლეს. თავი ვერ შევიკავე და დავარტყი. იმდენად ძლიერად დავარტყი რომ მიწაზე დაეცა.. მანქანისკენ წავედი და ვუყვიროდი რომ ყოველ დღეს ვანანებდი და გავამწარებდი... იცი სად დავუშვი შეცდომა? არ უნდა შევხებოდი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. იქ დავტოვე და წამოვედი.. – მოიცადე, იქ დატოვე იმ გზაზე დატოვე მას მერე რაც დაარტყი და წამოხვედი? – შეშფოთებული თვალებით შეანათა ანდრიას და ნახევარი ტანით დატრიალდა მისკენ. – არ მითხრა რომ დამნაშავე ვარ. არ გამამტყუნო. აზროვნება დამეკარგა იმ წამს. – არ გამტყუნებ, მართლა. ვერ გეტყვი ვიცი რასაც გრძნობდი –თქო, მაგრამ წარმომიდგენია ეს რაც იქნებოდა ძმაო. – მაგრამ უარესი იცი რა არის? მეორე დღეს მამამ და დედამ იძულებით გაგიშვეს ბათუმში, როგორც ჩანს უკვე იცოდა მომხდარის შესახებ. შუადღე იქნებოდა რომ მოვიდნენ და პილიციაში წამიყვანეს. ხელს მადებდა, გაუპატიურებას მაბრალებდა. – თავი გამისკდება მალე – თითები თავზე მიიჭირა დანიელმა და ანთებული ტელეფონის ეკრანს დახედა.. – არც კი იცი როგორ ვიყავი. სიმართლეს არ მიჯერებდნენ. გიჟად შემრაცხეს, დასკვნა გამომიტანეს და მხოლოდ იმის საფუძველზე გამომიშვეს რომ სამკურნალოდ წავიდოდი.. უარზე ვიყავი, ვამტკიცებდი გიჟი არა ვარ–თქო, მაგრამ მამაჩვენმა თავისი გაიტანა. სასწრაფო წესით გამიშვა და ყველაზე ძვირადღირებულ კლინიკაში მომათავსა. მთელი წელიწადი ვუყურებდი იმ ხალხს დანიელ, მეგონა მეც გავგიჟდებოდი, მეც შევირყეოდი. ბოლოს საკუთარი სურვილით ვითხოვდი დამამშვიდებელს. ვერ ვუძლებდი იმათ ცხოვრებას. – აი აქ , შენს გვერდით ვზივარ და არც კი ვიცი რა უნდა გითხრა. რატომ არ დამირეკე, ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკე ანდრია. იქნებ რაიმე შემეცვალა, იქნებ იქიდან გამომეყვანე..იმ პერიოდში არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მიზეზი არ ვიცოდი, ახლა ვხვდები შენი უხასიათობის ამბავს. ბათუმიდან რომ დავბრუნდით მე და ნია, დედამ გვითხრა ანდრია წავიდა ისე რომ არაფერი ვიცით, მხოლოდ ის რომ კარგადაა და თავად შეგვეხმიანებაო. მაშინვე დავეჭვდი, გარკვევაც ვეცადე მაგრამ კარგად იცი მამა როგორ ახერხებს შენიღბვას ვერაფერს მივაგენი. – ამის გამო არ უნდოდა ჩემი ჩამოსვლა ზუსტად, იცოდა რომ ერთხელ გაიგებდი, ყველა გაიგებდა , და გაურბოდა. ამას გაურბოდა, თავს მარიდებდა.. – მაინც ვერ გავიგე ჩემი და მართას ურთიერთობა რა შუაშია ძმაო, შენ რას გაბრალებს? – ეტყობა მე და შენ ცუდ ვარსკვლავზე დავიბადეთ – ხმამაღლა გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა. ძლიერი ხელი გაუწოდა ძმას და წამოაყენა.. – ის გოგო, მართას და არის დანიელ.ნიტაა ის გოგო, რომელმაც აქამდე მიმიყვანა. – ვერ გავიგე, ყურებში ერთიანად მოაწვა წნევა დანიელს , შენც მამასავით მაგიჟებ ახლაა?– ძლიერად წაარტყა ძმას ხელი და მანქანისკენ დაიძრა. – არ გატყუებ, სამწუხაროდ ასეა – გაბზარებული ხმით უთხრა ძმას და მანქანის კარები გამოხსნა.. ერთხანს გახევებული იდგა დანიელი და გრძნობდა რომ ტვინი ეთიშებოდა.. თავს და ბოლოს ვერ უყრიდა საკუთარ აზრებს და ფიქრებს.. დაცარიელებულ სხეულში ემოცია ეცოტავებოდა და საკუთარ ფეხსაცმელს ისე დაშტერებოდა გეგონებოდათ პირველად დაინახაო... სწრაფად დატრიალდა ძმისკენ და მისკენ წავიდაა. – ეს აქამდე რატომ არ მითხარი? იმ დღეს მართა რომ წაიყვანე და ავარიაში მოხვდით, მაშინ რატომ არ გამანდე ანდრია? ახლა რატომ მეუბნები ამას? – ვერ გეტყოდი. არ შემეძლო რატო არ გესმის? ახლაც არ ვიცი როგორ მოვყევი. იმ დღის მერე ამ გოგოს მონატრებით ვკვდებოდი დანიელ. – ახლა როგორ უნდა მოვიქცე? არ ვიცი ძმაო. რატომ ამკიდე ეს ტვირთი, ვერ ვიაზრებ რა გავაკეთო, მივიდე და მართას ვუთხრა შენი დაა დამნაშავე –თქო?! თუ მივიდე და ვუთხრა ჩემს ძმას მანიაკურად უყვარდა შენი და , და ახლა ამიტომაა ყველა ჩვენს წინააღმდეგ–თქო? – არაფერი არ უთხრა. დაიკიდე . მისი ძვირფასი და, ჩემთან მოვიდა და სიტუაცია გავარკვიეთ , ასე რომ შენ არაფერი გეხება დანიელ. – რა არ მეხება. ამას როგორ მოვინელებ არ ვიცი. ყელაფერს მოველოდი და ამას არა. ახლა ვხვდები რატომაა ყველა ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი, უბრალოდ სიმართლის ეშინიათ. ეშინიათ რომ ადგები და სიმართლეს იტყვი.. მაგრამ გისმენდი და მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებდა. ეს დედამ როგორ დაუშვა? რატომ არ დაგიჯერა. – რატომ არ დამიჯერა? მე ხომ ბავშობიდან ნერვიული ბავშვის სტატუსი ამაკრეს. წამლებზე შემსვევს. ცხოვრება გამირთულეს. ხოდა მარტივია ასეთ ადამიანს არაფერი დაუჯერო და იმას ვინ უფრო საღად აზროვნებს იმას ენდო.თანაც ხო იცი ჩვენი „ფაქიზი“ დედა ვერასოდეს წავიდოდა ქმრის წინააღმდეგ. – შანსი არაა – რაღაცა ზღაპარს ჰგავს ყველაფერი. ასე მგონია სახლში როგორც კი მივალთ ყველაფერი თავის ადგილას დადგება... – თავის ადგილას დადგება დანო, ამაზე არც იდარდო.. კარგა ხანია გონს მოვეგე.. ყველაზე ძალიან ახლა იმას ვდარდობ მართას რომ დავუშავე. მაგრამ მინდა ერთი იცოდე, მიუხედავად იმისა რომ შენს და ნიაკოსაც სულ გტკენდით ახლა ასე აღარ იქნება. ძალიან ბავშური ქცევა იყო ჩემგან, და ამით ვახერხებდი ყურადღების მიქცევას. მაგრამ სიმშვიდე მინდა , დავიღალე. – იქნებ გაიზარდე? - დაბნეულმა აარიდა მზერა ძმას დანიელმა და ეცადა შავი ფიქრები გონებიდან გადაეყარა. – გავიზარდე. ტკივილმა გამზარდა და უფრო ნათლად დამანახვა ვინ ვინაა მეგობარო. წამო წავიდეთ - სადმე დავსხდეთ, დავლიოთ .. – კარგი აზრია, მაგრამ მანამდე მართას ვნახავ . შენ ჩემთან ადი. ნიაკოსაც დაურკე და ამაღამ და-ძმური საღამო გვქონდეს- ჯერ კიდე გონს ვერ მოსულმა უთხრა ძმას და მანქანაში ჩაჯდა.. – ამას იმიტომ აკეთებ რომ გეცოდები? – ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ჩემს ძმას ამდენი უჩვენოდ გადაუტანია და ახლა მინდა იცოდე რომ არასოდეს არავის მივცემ უფლებას გატკინოს.. ძალა გამოცლილი და გახევებული მართავდა მანქანას დანიელი. ატყობდა ანდრიაც რომ რიგზე არ იყო მის შიგნით მაგრამ არაფერს ამბობდა. უბრალოდ ვერ ხვდებოდა ამ დროს რა უნდა ეთქვა. როცა თავს დამნაშავედ გრძნობდა. როცა ლომის წვლილი თავად მიუძღვოდა ძმის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის... მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და გასაღები გაუწოდა.. უხმოდ გადავიდია ანდრია და გიჟივით მიმავალ მანქანას მხოლოდ მზერა გააყოლა.. ცა ისევ შავად შეემოსა ღრუბლებს, სევდას მატებდა უარესად ანდრიას ხასიათს ... ამბობდა რომ არ უყვარდა, რომ სძულდა, მთელი გულით ეჯავრებოდა. მაგრამ ატყუებდა თავის თავს და ყველას... მიუხედავად იმისა რომ ნიტამ საკუთარი ხელით გაუთხარა საფლავი, ეს მატყუარა ქალი სიგიჟემდე უყვარდა... უყვარდა და იცოდა რომ ეს ის სიყვარული იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვებოდა. რომელსაც გულიდან ვერ ამოიგლეჯდა, რომ ამ გრძნობით უნდა ეცხოვრა, მაგრამ მზად იყო.. ეს ტკივილი აეტანა.. გადაელახა მისი თუნდაც ხშირი ნახვა , მისი ხმის გაგონება.. იცოდა რომ ასმაგად გაანადგურებოდა, მაგრამ იმედს იტოვებდა, ჯერ კიდე სადღაც გულის სიღრმეში მწარედ სჯეროდა რომ ვიღაც მისთვის იყო შექმნილი და ეს ვიღაცა მას ისეთს შეიყვარებდა როგორიც იყო.. ** ბედნიერი სახით ტრიალებდა სოფიო სამზარეულოში და გაშტერებული ვადევნებდი თვალყურს.ხილით და ტკბილეულით სავსე თეფშები მაგიდაზე დაალაგა და ნუცას ანიშნა რაღაც.. – მალე დედა გავხდები – ისევ თავად სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბედნიერმა წამოვიყვირე.. – რა მაგარიაა, ვიცოდი, ხომ ვამბობდი რომ ნამდვიად ორსულად იქნებოდი სოფიო. ყველაზე მაგარიაა, ძალიან მიხარიაააა. ლოყები დავუკოცნე და მისი ბედნიერება მაშინვე გავინაწილეე.. – ეს კი გიხარია მაგრამ, სახე მაინც მჟავე კიტრს მიგიგავს მართა. ვინ დაგამჟავა ასე სასტიკად, დანიელს ეკამათე? – არა, დანიელი რა შუაშია. უბრალოდ წეღან ტატა მოვიდა, ვერ გავიგე ეს გოგო ჩემი მტერია თუ მოყვარე. აშკარაა დანიელს ძალიან კარგად იცნობს, რაღაც იყო მათ შორის. მაგრამ ვერ ვიგებ რას აკეთებს. – დანიელი რას ამბობ? – არაფერს, მეგობარიაო, მხოლოდ ეს მითხრა. როგორც ჩანს არ თვლის საჭიროდ ამეებზე რომ ილაპარაკოს ჩემთან - გულდაწყვეტილმა ვთქვი და გოგოებს ავხედე – არ გგონია რომ აზვიადებ? - ნუცას პირდაპირობამ კიდევ ერთხელ დამაბრუნა რეალობაში. კაცია შენამდე რომ ვინმე ჰყოლოდა სულაც არაა გასაკვირი. სამჯერ და ოთხჯერ დაქორწინებულებს მიყვებიან, შენ კიდევ ზიხარ და იმაზე ჩამოგტირის ცხვირ-პირი რომ დანიელს ქალი ჰყავდა. ჩამოყალიბებული, სრულფასოვანი კაცია, თან ასეთი ვიზუალის პატრონია, რატომ იტყოდა უარს ქალების ხმარებაზე როცა თავიაანთი სურვილით აძლევდნენ ალბათ - რომ არ ყოლოდა მაშინ უნდა გენერვიულა რაა. – მე არ ვამბობ რატომ ჰყავდა- თქო, გაბრაზება ვერ დავმალე და ნუცასკენ დავტრიალდი. მე ამ გოგოზე ვარ გაბრაზებული. ვერ ვხვდები რა უნდა და რას აკეთებს. თორემ დანიელზე არაფერს ვამბობ საერთოდ. - ნუცა, მისმინე არაა საჭირო შენი ნერვიულობის ფონის ჩემზე დაცლა.. – შენზე არ ვცლი მართა. მოვედით რომ სოფის სიხარული ვიზეიმოთ და სადღაც დაფრინავ გალაქტიკაში . ამ კაცს უყვარხარ, შენთანაა შენია. რაში გაინტერესებს რას იტყვის ტატა და რას გააკეთებს?!- მხრები აიჩეჩა და შეეცადა უხმაუროდ მოესვა ცხელი ყავა.. – კარგით ახლა რააა. ტატაზე სალაპარაკოდ ხართ აქ? - მე მალე დედა გავხდები, იმის ნაცვლად რომ ჩემზე ვილაპარაკოთ ამას ვარჩევთ. - გაბუტული მზერა გვესროლა სოფიომ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.. – ვაიმეე, ახლა ცხრა თვე უნდა გადაგვაყოლო რომ დედა ხდები? - ერთიანად დავიძახეთ მე და ნუცამ და სიცილი წაგვსკდა. - მზად ვარ ავიტანო ეს გოგო ცხრა თვე და მერე კიდეც ცხრა თვე და კიდევ ასე , - იმიტომ რომ ყველაზე ტკბილი და რბილია - ძლიერად შემოხვია ხელები და მკერდზე მიიკრა ნუცამ. – აფერისტი ხარ ნუციკორე რააა, ნამდვილი აფერისტი - ჯინაზე ვუთხარი და განათებულ ტელეფონის ეკრანს დავხედე.. აივანზე გავედი და ვადროვე ტელეფონი თავად გათიშულიყო რეკვით. რამოდენიმე წამს დავყავი რომ გული დამემშვიდებინა და დავრეკე.. ყველაზე მეტად მტკიოდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ეს ერთადერთი გზა იყო რომ ჩემი სიყვარული და გრძნობბი დამეცვა.. - ბებო როგორ ხარ? - თბილმა ხმამ ტანში დამიარა . თვალზე მომდგარი ცრემლი და ყელში გაჩხერილი სევდა მაქსიმალურად შევაკავე და ღრმად ჩაისუნთე ჰაერი. - კარგად ვარ, შენ როგორ ხარ ? – ძლივს დავუბრუნე პასუხი და გავიტრუნე. - როგორ უნდა ვიყო, როცა არ გახსენდები, არ მკითხულობ, ასე მელაპარაკები ბებასაც კი არ მეძახი მართა.. - უბრალოდ, ძალიან ვარ ნაწყენი. უფრო სწორად გული მატკინა შენმა ქცევამ, არ ვიცი რას ელოდი ჩემგან.. შენ გამზარდე, შენ მივლიდი, და შენ მაქციე ზურგი, სულ მეგონა ქვეყანამ რომ ზურგი მაქციოს და არარაობად ჩამთვალოს ბება მაინც გვერდით მყავს -თქო, მაგრამ იცი რა მოხდა? შენ პირველმა მომატყუე, გაიხსენე, მე პირველად შენთან მოვედი და მერე სხვებთან მივედი... თვალებში მიყურებდი და მატყუებდი.. - მართა ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ მე არ ვიცოდი.. - მოდი არ გვინდა, უბრალოდ დრო მინდა, როგორმე დავივიწყებ , ოღონდ არ მაიძულო რააა - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და მაგრად მივაჭირე კედელს თავი. - ახალა არც ლაპარაკის და არც ნახვის სურვილი არ გამაჩნია, არც შენი და არც არავისი, ახლა მხოლოდ იმ რეალობის წინაშე ვარ სადაც მე დაცემული ვარ და ჩემი ეგრედ წოდებული ოჯახი ზედ მყავს ფეხით შემდგარი. არავინ მინდა დამიჯერე.. მაგრამ არ ველოდი, ყველასგან ველოდი და შენგან ამას როგორ წარმოვიდგენი რომ ასე გამწირავდი ბება. ასე რომ გადამაგდებდი ამას ვერასოდეს დავიჯერებდი თორემ იმ ქალისგან რომელსაც დედაჩემი ჰქვია, არაფერი მიკვირს. - წამოდი , ჩემთან. ისე როგორც ადრე ბებიკო.. - არ მინდა - ახლა რომ მანდ მოვიდე სიტყვას ვერ ვიტყვი, ბრაზი და ბოღმა დამახრჩობს, ახლა რისთვის მოვიდე მანდ. გუშინ ბედნიერებას მინგრევდი და დღეს გინდა რომ ისევ ძველებურად იყოს? არ მინდა გესმის? მართლა არ მინდა. პირიქით მინდა რომ შენგან შორს ვიყო.. იმათგან შორს სულ ვიყავი, ახლა შენგანაც შორს ყოფნა მინდა ! - ხმაში გაბრაზება შემერია და ტელეფონი გავთიშე. გაბრუებული შევედი ოთახში და სავარძლის სახელურზე ნელა ჩამოვჯექი. თვალებიდან უწყვეტად მდიოდა ცრემლი. მთელი წლების ტკივილს ერთიანად ვტიროდი... გული მეფლითებოდა, უკვე ვერ ვუძლებდი... მეტის ძალა და მოთმენა არ შემეძლო.. ბოლომდე ვიყავი სავსე, ბოლომდე გადათელილი . მეგონა მთელი სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებდა და მხოლოდ მე ვიდექი ერთ ადგილას გათანგული. ვუყურედი ბედნიერ დაქალებს და არც ერთის სიტყვა არ მესმოდა. - მართა, დანიელი გირეკავს - ფრთხილად შემახო ხელი სოფიომ და ტელეფონზე მანიშნა.. - მაპატიე ვერ გავიგე დანიელ - თავის მართლება დავიწყე მაშინვე და თვალები ცრემლით ამევსო. - მართა, შენი ნახვა მინდა, სასწრაფოდ . სად ხარ მითხარი და მოვალ. - სოფიოსთან ვარ. მისამართს მოგწერ და ჩამოვალ, მოხდა რამე? -ისედაც დაძაბული უარესად დავიძაბე და გოგოებს შევხედე.. - მოხდა - გადაჭრით მითხრა და ტელეფონი გათიშა.. უხმოდ გამოვედი სახლიდან და სადარბაზოს კედელს მივეყუდე. ჯერ კიდევ საშინლად ცხელოდა. ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი და ვცდილობდი ყელში მობჯენილი ცრემლები როგორმე გადამეყარა..ერთიანად გამექრო ჩემიდან და დანიელის ნახვით მაინც შემევსო ის ტკივილი და განცდა რაც სულში მქონდა.. ათ წუთიანი ლოდინის მერე ეზოში დანიელის მანქანის ფარებმა მომჭრა თვალი. ზანტად დამიქნია ხელი მანქანიდან და მისკენ სწრაფად წავედიი. - დანიელ რა ხდება? - ფერი არ გადევს , ერთიანად თრთი, მოხდა რამე? - ნელა შევახე ხელზე ხელი და ამღვრეული ვალებით გამომხედა.. - მართა გეუბნები რომ მოხდა, და კიდევ იგივეს მეკითხები. - უნდა ვილაპარაოთ. არ ვიცი ამას როგორ გეტყვი, არც ის ვიცი ამის მერე რა იქნება, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ . - მაშინებ , გეფიცები. ძალიან მაშინებ დანიელ. სად მივდივართ? - იქ სადაც მშვიდად შევძლებთ ლაპარაკს, იქ მივდივართ - ისე გამეპასუხა ზედ არ შემოუხედავს. მთელი გზა გული ცუდს მიგრძნობდა, ასეთი დაძაბული არასოდეს ვმჯდარვარ დანიელის გვერდით. მალულად ვაპარებდი თვალს მისკენ და ტანში მცრიდა მისი გახევებული სახის დანახვაზე.. - არ გადმოდიხარ? - მისმა კითხვამ დამაფრთხო და მთელი ტანით დავტრიალდი მისკენ ..- წამოდი ავიდეთ . - ააქ?- გაოცებულმა ავაყოლე თვალი სასტუმროს და დაეჭვებულმა გავხედე.. - რამეს მიპირებ? - ხუმრობა ამაოდ ვცადე და მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები. - მართა , სასტუმროში შენი მოყვანა მჭირდება იმის გამო, რომ რამე დაგიპირო? როგორ გგონია? - ვიხუმრე - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე. - მე კიდევ არა !- მაშინვე ზედ შემაყინა სიტვები და წინ გამიძღვა.. გული ცოტათი მაშინ დამიმშვიდდა, „ოცდამეხუთე სართულის“ უზარმაზარ ვერანდაზე რომ გავედი და ხელის გულზე გადაშლილ თბილისს გადავხედე... სიო ნაზად უბერავდა , თვალები დავხუჭე და მთელს სხეულს მოდუნება ვუბრძანე ლამის.. ძლიერი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და სახეზე ღიმილი მომეფინაა. მისკენ შევტრიალდი, ისე რომ თვალები არ გამიხელია და თავი მხარზე დავადე.. ვგრძნობდი მის გაასმაგებულ გულიცემას და ჩემიც გულის მაქსიმალრ რეჟიმზე გადადიოდა... სახეზე ჩამოყრილი თმა გადავიწიე და ფრთხილად შევეხე ტუჩებზე.. ვგრძნობდი რომ ერთი ოდნავ თამამი მოქმედება დანიელს ერთიანად დასცემდა.. მაშინვე გაიღვიძებდა მასში არსებული ყველა ვნება და ემოცია... - მისმინე, მოდი ვილაპარაკოთ ჯერ - მხრებში მომკიდა ხელები და განზე გამწია . - მართა არ ვიცი როგორ რა უნდა გითხრა, მაგრამ მოვდიოდი და ვფქირობდი რომ ყველაფერს გეტყოდი, არ ვაპირებ სიმართლე დაგიმალო. უბრალოდ არ მინდა ჩვენს შორის რაიმე გაურკვეველი იყოს. თამაში და ტყუილები ჩემი სტილი არააა. - დანიელ უკვე მართლა მაშინებ. რის თქმას აპირებ? თუ დაშორება გინდა, შეგიძლია თამამად მითხრა, ახსნასაც არ მოგთხოვ. - როგორც ყოველთვს არც ახლა მაცდი.. - დაშორება არ მინდა გოგო. მიყვარხარ რა დაშორებაზე მელაპარაკები.. მაგრამ პრობლემა სხვაა. ჩემს ძმას ველაპარაკე, სიმართლე მითხრა, რატომ წაგიყვანა მაშინ, რატომ ვერ იტანს ასე შენს დას, ყველაფერი მომიყვა რაც მათ შორის იყო მართლა.. გაოცებული ვარ, თუ გაგიჟებული ვარ უფრო არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ასეთი რამე მოხდა ჩემს ოჯახში .. - დანიელ მისმინე.. - არა, შენ მისმინე.. ჩემს ძმას გაუპატიურება დააბრალეს, ტყუილად და ამას ვერ შევეგუები . რადაც არ უნდა დამიჯდეს ყოველთვის ანდრიას გვერდით ვიდგები. მაგრამ არც შენს დაკარგვას არ ვაპირებ. ვიცი რომ ახლა რასაც გეტყვი არ დაიჯერებ , მაგრამ არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ტყუილით დაიწყოს. ჩვენი ერთად ყოფნის მთავარი მიზეზი ჩვენივე და- ძმაა. მათ შორის არსებული პრობლემააა. ნიტამ დანიელს გაუპატიურება დააბრალა მართა, გესმის? - - დანიელ მე .. - შენ ეს იცოდი?- დაეჭვებულმა მკითხა და უხეშად მომკიდა ლოყებზე ხელი .. შენ ეს იცოდი ხო ასეა? მართა მიპასუხე. შენ ეს მართლა იცოდი? - დანიელ მეეე. მისმინე. - წარმოუდგენელიაააა. შენ ამას მიმალავდი?!- რატომ დამიმალე ?? - გამწარებულმა მიღრიალა და გაშლილი ხელი დაარტყა კედელს - რატომ დამიმალე, მე შენთან წამოვედი , რომ სიმართლე მეთქვა, და შენ თურმე იცოდი ეს სირობაა.. - იმ დღეს გავიგე როცა მე და შენ საავამყოფოში წავედით დანიელ. დილით ნიტას ვეჩხუბე ამის გამო. მერე კახისაც გაუგიაა, და სახლიდან გაგდო, მაგრამ ხო ნახე ჩემი და ორსულადააა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი... - შენი და ორსულადააა, და ამის გამო მე არაფერი მითხარი? ჩემი ძმა წელიწადი იწვა გიჟებთან ერთად, და ამაზე არავის უფიქრია შენიანს. და რა გეგონა, რა იფიქრე რომ ნიტასთან მივიდოდი და რამეს დავუშავებდი სიმართლეს თუ მეტყოდი? - შენ მე გიჟი გგონივარ??? თუ ვინ გგონივარ. - ასე არააა - მომისმინე - ძლივს ამოვღერღე და ცრემლები ურცხვად ჩამომიგორდა ლოყებზე.. - შენი ცრემლები ახლა ვერ დამამშვიდებს მართა. ჩემზე არაფერი არ იმოქმედებს ამ წამს. შენ მე ვინ გეგონე, არ ვიცი, ყველასგან რომ მსგავსი რამე მომესმინა, მეგონა მე და შენ ერთი გასაჭირი გვქონდა. მაგრამ შენ მე ყველაზე დიდი ყ*ე გგონივარ მგონი. - არ მგონიხარ - გულმოკლულმა ვუთხარი და იატაკზე დავჯექი. - გმადლობ რომ არ გგონივარ . ძალიან გამიხარდა. რაღა მიჭირს. - კბილებში გამოსცრა და კუთხეში მდგარ მინის პატარა მაგიდას მთელი ძალით დაარტყა წიხლი. - მომისმენ? - თუ ასე უნდა ამტვრიო ყველაფერი? - გაბრაზება ვერ დავმალე და დამტვრეულ მაგიდაზე ვანიშნე. - არ მოგისმენ, შენი მოსმენა კი არა დანახვაც არ მინდა ახლა.. ჯობია წავიდეთ, თორემ ზუსტად ვიცი ძალიან გატკენ გულს. ისე ძალიან რომ უკან დასახევი გზა არც ერთს არ გვექნება. - კარგი წავიდეთ , როცა დამშვიდდები მერე ვილპარაკოთ ჯობია ნამდვილად. თორემ ახლა აშკარად შენს გაბრაზებას საზღვარი არ აქვს დანიელ - მისკენ გავიწიე და თვალებში ჩავხედე. - სწორია, არ გეკამათები, ჩემს გაბრაზებას საზღვარი არ აქვს ზოგადად და ახლა მითუმეტეს. მეგონა მე და შენ ერთი პრობლებით ვიყავით. და თურმე მაგრად შევცდი მე ისევ მარტო ვარ და შენც ისევ შენთვის , ასე რომ არამგონია სალაპარაკო იყოს რამე , უფრო მეტიც, მინდა რომ რაღაცა პერიოდი მარტო ვიყო. შენგან შორს , მკაცრად გადაწყვეტილი და კარგად გააზრებული სიტყვები სახეში მომახალა - კარი გააღო და ხელით მანიშნა რომ გავსულიყავი.. ** სახეწაშლილი იჯდა სავარძელში დანიელი და ხმას არ იღებდა. გული საშინლად სტკიოდა მომხდარის გამო. ვერაფრით იაზრებდა რომ მართა სიმართლეს ასე დაუმალავდა.. ხმის ამოუღებლად უქნევდა თავს და-ძმას და ცდილობდა ნაკლებად შეემჩნია უხასიათობა. თუმცა უხასიათობის მიზეზი რომ მართასთან ასებული გარემოებები იყო ამას ანდრია ძალიან კარგად ხვდებოდა. მოჭარბებულ ხმაურს და სიცილს ვერ გაუძლო და თავი სააბაზანოში გამეფებულ სიჩუმეს შეაფარა.. თავის ანარეკლს გაუსწორა თვალი და დაგუბებული ჰაერი ამოუშვა ფილტვებიდან. ვერაფრით იჯერებდა რომ ვისიც ასე სწამდა, ვინც ასე სხვანაირად მიაჩნდა ისიც ჩვუელებრივი აღმოჩნდა დანიელისათვის. ვერ ეგუებოდა აზრს რომ მართაც ისეთივე მატყუარა იყო ამ სიტუაციაში როგორც ყველა სხვა დანარჩენი.. ერთ მხარეს გული მეორე მხარეს კი გონება ედგა. მძაფრად და ხაზგასმით უკრძალავდა გონება მასთან მიახლოვებას, მაშინვე ერთვებოდა წითელი ღილაკი რომ როგორც ამჯერზე სხვა დროსაც მოატყუებდა მართა, სხვა დროსაც შეეცდებოდა მისთვის ნაცარი შეეყარა თვალებში. ახლაც ისეთივე მარტო იყო, როგორც მართამდე. ახლაც ისევე მარტოსულად გრძნობდა თავს როგორც მთელი განვლილი ცხოვრება. ჯერ კიდევ უთრთოდა ხელები.. პირველად მთელი სიცოცხლის მანძილზე პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში.. გული გიჟივით უფრიალებდა. მაგრად იჭერდი ხელებს და სარკეში საკუთარ გაცრეცილ ანარეკლს უფრო მკვეთრად აკვირდებოდა.. უყვარდა.. მთელი სულით და გონებით უყვარდა ქალი, რომლის შეყვარებაც არ შეეძლო. ამის უფლება არ ჰქონდა. უბრალოდ არ ქონდა უფლება და მორჩა. ყველანაირ მორალს და ზღვარს სცდებოდა მისი გრძნობების სითავხედე. მაგრამ ამ წამს არ ადარდება არაფერი. ამ წამს მხოლოდ იმას აცნობიერებდა რომ ეს სიყვარული ბოლომდე გადათელავდა. მიწასთაან გაასწორებდა. მისგან აღარაფერს დატოვებდა, მხოლოდ ფერფლი დარჩებოდა, მოსიარულე გვამი. სიყვარულისგან დალელული და არაფრად ვარგისი ადამიანი.. ეს სიყვარული ბოლოს მოუღებდა. წირვას გამოუტანდა, ცდილობდა მისგან გაქცევას მაგრამ უკან მოტრიალებული ისევ იგივე ადგილას იდგა, ისევ იქ იყო და ნაბიჯის წინ გადადგმაც არ შეეძლო.. საკუთარ თავს ეუბნებოდა რომ მისგან შორს უნდა ყოფილიყო მაგრამ სათითაო ქმედებას მასთან ახლოს მიჰყავდა და ვერ აკონტროლებდა ემოციას.. იცოდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა მისგან შორს ყოფნას, უბრალოდ ვერ გაუძლებდა ამხელა სიშორეს, ერთ დღეს თვალები გაყიდიდა, მზერა და მისი შეხების სურვილი გაყიდიდა. ამიტომ თამაში გაასმაგებულად მოუწევდა.. თვალები დახუჭა და რეალობა მძაფრად გაიაზრა. ასეთ დიდი სიყვარული და უეცრად მოვარდნილი გრძნობა მუდამ სასაცილო იყო დანიელისათვის. დასცინოდა ყველას ვინც ამბობდა რომ სიყვარული აღმაფრენა იყო. მისთის კი აღმაფრენასთან ერთად დაცემაც აღმოჩნდა. ახლა მკაფიოდ ახსენდებოდა სანდროს სიტყვები რომ ვენებში სისხლად დაუწყებდა დინებას სიყვარული. ახლა ზუსტად ამ ეტაპზე იყო , მაგრამ ისიც იცოდა რომ თავს უნდა მორეოდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა, სხვანაირად ბოლომდე დაეცემოდა. ვერ გაუძლებდა ამხელა დარდს. იმ იმედით მიდიოდა საყვარელ ქალთან შესახვედრად, რომ მის სითბოსა და ალერში ეპოვნა თავშესაფარი, ვერ იჯერებდა რომ ასეთი მწარე რეალობის წინაშე დააყენა განგებამ, რომ ისევ გაწირა და ისევ გაიმეტა ტკივილისათვის. ის რაც ყველაზე მეტად წარმოუდგენლად მიაჩნდა, ეს ყოფილა წარმოსადგენი. უბრალოდ იმაზე მეტი დრო დასჭირდა ამ ყველაფრის დასანახად და გასააზრებლად ვიდრე სხვა შემთქვევაში მოუწევდა.. არ ნანობდა იმას რომ საკუთარმა გულმა უღალატა, ახლა უბრალოდ ყველაზე კარგად იაზრებდა რომ, ყველაზე წარმოუდგენელად რა გრძნობაც მიაჩნდა ის გრძნობა ყოფილა ყველაზე წარმოსადგენი. - დანიელ კარგად ხარ? - ნიას ხმა მძაფრად გაისმა და დანიელი მაშინვე მოიყვანა გონს. - კი ნია, კარგად ვარ, რამე გინდა? - დაეჭვებული და შეცბულებული გაეპასუხა დას და სარკეში თავის ანარეკლს მზერა აარიდა. - არაფერი, მთელი საათია მანდ ხარ, ვიფიქრეთ ცუდად ხომ არ გახდა-ო. ბიჭებიც მოვიდნენ. - მოვალ ახლავე, უბრალოდ შხაპი მივიღე - უაზროდ თქვა და ზედ დაიხედა.. - შხაპი?- კარგი. გელოდებით - დაეჭვებული გაეპასუხა ძმას და ოთახში შეტრიალდა. ვისკის ჭიქა თითებს შორის მოექცია და ნერვიულად ატრიალებდა. არც დალევის ხასიათი ჰქონდა და არც საუბრის. ახლა მხოლოდ გაქცევა და შორს გადაკარგვა უნდოდა ყველაზე ძალიან. ის წასვლა სადაც მუდამ აფარებდა ხოლმე თავს, მაგრამ მის სახლში მისულ სტუმრებს ასე ვერ დატოვებდა.. - მართასთან იჩხუბე?- ძმაკაცის შეითხვაზე კოპები შეყარა დანიელმა და მისკენ გაიხედა.. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი ლევან. არ ღირს და სურვილიც არ გამაჩნია.. - ესეიგი ასეაა.. - როგორც გინდა ისე იფიქრე, მაგრამ მისი სახელის ხსენებაც არ გამიბედოს არავინ -თავდახრილმა წარმოთქვა უკანასკნელი სიტყვები და ვისკის მოზრდილი ყლუპი გადაუშვა ყელში.. - ეეეე. რა ამბავია, ასე ვინ სვამს ?- ხელში წაეტანა ძმას ანდრია და ჭიქა ძალით გააგლიჯა. შენ სულ ხომ არ გადაირიე??? გასაგებია შენი პრობლემების თავი რომ მართაა, მაგრამ მოდი ჯანმრთელობას ნუ ავნებ რა. დღეს არ გინდა, ხვალ გათენდება ახალი დღე და მოგინდება. - ანდრია მორჩი !- გამწარებულმა უღრიალა ძმას და ვისკის ბოთლი კედელს შეანარცხა.. - არც დღეს მინდა , არც ხვალ მომინდება და არც ზეგ, გასაგებია? - ჩემს ცხოვრებაში მატყუარა ადამიანების ადგილი არასოდეს ყოფილა და არც ახლა იქნება. - ასე გადაჭრით რატომ ლაპარაკობ? -შეშფოთებული მიუჯდა ძმას გვერდზე ნია და მხარზე ნაზად შეახო ტუჩები. კარგად იცი რომ ამ გოგოს უყვარხარ. - სულ ერთია.. - რა მოხდა არ იტყვი? - ლევანის მიერ დასმულ კითხვაზე წარბი ასწია და სახეზე ირონიული ღიმილი მოედო. - სათქმელი არაფერია. ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.. - როგორც გინდა - წყენა ვერ დამალამა ლევანმა , სავარძელზე მიგდებულ გასაღებს ხელი დაავლო და კარები მთელი ძალით გაიჯახუნა.. - რა გჭირს ასეთი ტო? სულ დასირდი?? ლევანს ასე როგორ ექცევი, ეგ არაა ის ბიჭი სულ გვერდით რომ გიდგას? დანიელ მისმინე, მე და შენ დღეს გავარკვიეთ ურთიერთობა, ეგ კიდევ სულ შენს გვერდით იყო, ტეხავს მაგრად - თავზე მდგომმა მიაყარა სიტყვები და კარისკენ წასულ ძმას მიაძახა- სახლში წავალთ და ეცადე მოხვიდეო.. მანქანის კარი სწრაფად გამოუხსნა ძმაკაცს, ერთი ხელი მხარზე დაადო მეორე კი საჭეზე. ღრმად ამოისუნთქა ჰაერი და ნერვიუად გააქნია თავი.. სხეულში ტკივილი ქარბორბალასავით დაჰქროდა.. იცოდა რომ ლევანის გარდა სხვა ვერ მოუსმენდა და ვერ გაუგებდა. მაგრამ ამ ტკივილზე ლაპარაკი კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა... ნერვიულად მოისრისა სახე, უკანასკნელი ყლუპი მოსვა და ვერანდაზე გავიდა. - აქ, როდესაც სანდრომ მითხრა რომ ერთხელ ვიღაცა შემიყვარდებოდა და სისხლად დამიწყებდა ძარღვებში დენას, არ უთქვამს რომ ამ ვიღაცას ჩემი დაცემაც შეეძლო ლევან.. - ოხვრას ტკივილი ამოაყოლა და მობილური ტელეფონის ანთებულ ეკრანს დახედა. - არ უპასუხებ? შეხედე უკვე მერამდენედ რეკავს, ცოდოა - ლმობიერების გამოხატვას შეეცადა ლევანი და დანიელს ტელეფონი მიაწოდა.. - არ ვუპასუხებ - თითის ერთი გასმით გათიშა ტელეფონი და ქსელიდან გამორთო.. - დანიელ, არ შეგშვენის, ეს შენ არა ხარ .. - მე არა ვარ? ზუსტად მე ვარ ლევან, ეს ვარ ზუსტად მე. აი, ეს იყო მიზეზი , ამიტომ არ მინდოდა არავის ნდობა ზედმეტად, არავის გულში შემოშვება , არავის შეყვარება ასე ძალიან... - როგორ ძალიან? - ღიმილით ჩახედა ძმაკაცს თვალებში ლევანმა და ხელები ჯიბეეში ჩამალა.. - როგორ ძალიან და სუნთქვა მიჭირს მის გარეშე, ახლა ვიცი რომ ცუდადაა, მის ტკივილს ვგრძნობ. არ ვიცი ეს რა სიგიჟეა. მაგრამ ვერ ვაპატიებ. ასე მალე მაინც ყოველ შემთხვევაში. არ შემიძლია.. ახლა რომ დავინახო ძალიან ვატკენ გულს. ყველანაირი ტკივილისთვის გავიმეტებ ისე მატკინა გული ძმაო. სისხლად კი არ დამიდის ძარღვებში, მისით ვარ სავსე, ყელში მებჯინება მისი მონატრება. ახლა ისე მინდა მაგრად ჩავიკრაა გულში, მაშინ როგორც პირველად თმებიდან მოვპარო საოცარი სურნელი იასამნების და სამუდამოდ ჩავიტოვო ჩემში, მაგრამ ეს სიამაყე ამის უფლებას არ მაძლევს ლევან... მისკენ მივდიოდი და მინდოდა ათასი ბოდიში მომეხადა იმისათვის რაც ჩემს ძმას არ გაუკეთებიაა.. მიუხედავად მისი დის დანაშაულისა ყველაფრისთის მზად ვიყავი... მარტო ის მინდოდა ხელი ჩამეკიდა და მეთქვა რომ მიყვარდა.. რომ ყოველთვის გვერდში ვეყოლებოდი და რა შემრჩა? - იცი რა შემრჩა? აცრემლებული და ამღვრეული მზერა შეავლო ძმაკაცს და მოაჯირს მიეყრდნო - ტყუილი, სცოდინია ჩემამდე კარგა ხნით ადრე სცოდნა სიმართლე, და არ გამიმხილა.. - დანიელ, იქნებ შენი დაკარგვის შეეშინდა ... - ისევ მას ამართლებ? მე არ შემეშინდა მისი დაკარგვის?? ათასი აზრით მივდიოდი ლევან. ათასი ფიქრი და გეგმა მქონდაა... მინდოდა ხელი მომეკიდა, ჩემთან წამომეყვანა ჩემი ცოლი დამერქვია და ფეხებზე დამეკიდებინა ყველას აზრი.. მაგრამ არ მაცადა...- იმის ნაცვლად მოსულიყო და ეთქვა რაც გაიგო, დამიმალა. ამაზე მარტივი გზა არსებობს რამე? არ მიყვარს ბზარშერეული ურთიერთობები ძმაო, შენ ეს კარგად იცი. არ მიყვარს ასეთი ურთიერთობები სადაც ტყუილი და უნდობლობააა. არ მჯერა მისი. - ეხლა მაგრად აჭარბებ შენ ტო. შენი ძმა რომ გიმალავდა იმაზე არაფერს ამბობ და ამ გოგოს ეტაკე? სუსტია და თავი ვერ დაიცვა? თუ რა პრინციპით ხარ.. აქამდე მოეყოლა ანდრიას. ბაზარი არააა, ძალიან კარგი გააკეთა რომ გული გადაგიშალა - ხელები ჰაერში ასწია ლევანმა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ისიც გიმალავდაა. მერე რა რომ გაუშვეს, ხო დაბრუნდა?! - რატომ არ გაგანდო მაშინვე იქიდან ჩამოსულმა.. იმის ნაცვლად რომ თავის ტკივილზე ელაპარაკა გაბოროტებული იყო და შენ გაყენებდა ტკივილს დანიელ.. - სწორი ხარ, ზუსტად რომ სწორი ხარ - გაბოროტებული იყო, საყვარელმა ქალმა წიხლი გადაუსვა, სხვაზე გაცვალა. არც მყვარებიხარო უთხრა, მარტივი გგონია ? ძალიან ძნელია ამისი ატანა და მერე გადატანა ძმაო- ასე მარტივი მხოლოდ სალაპარაკოდააა ეგ, თორემ ძალიან რთულია ლევან. მიწაზე ისე ძალიან განარცხებს, შენში აშენებულ ყველას კედელს ანგრევს, რომელზეც კოშკის დაშენება გინდოდა... - მესმის, მაგრამ არ მგონია რომ მართა ასე ძალიან უნდა გაიმეტო.. მიუხედავად იმისა რომ იცოდა რაც მოხდა, შენს გვერდით იყო.. - მიუხედავად იმისა რომ იცოდა? აზრზე ხარ რას ამბობ? მისმა დამ, ჩემს ძმას დასწამაა ცილი, და არა პირიქით ლევან - ამის დედა მოვ**ან, ჭკუიდან ნუ მწევ შენ მაინც რა. მაგ გოგოს დამცველი არ სჭირდება, ძალიან კარგად იცავს თავს თითონაც. - კარგი, აზრი არ აქვს, ახლა შენთან ლაპარაკს. კარგად ვიცი რა ხისტიც ხარ, მაინც ვერავინ და ვერაფერი შეგაცვლევინებს აზრს, სანამ თავად არ დახვალ აქამდე.. - წამო დავლიოთ . დავლიოთ და ჩვენ ჩვენი დარდი ჩავიკლათ ძმაო, ჩვენ-ჩვენ წილი ტკივილი ჩავიტოვოთ გულში . - შენ რა გაწუხებს?- ოთახისკენ წასული ძმაკაცი შეაყოვნა და მკლავში მაგრად მოუჭირა ხელი . - რამე ხდება და მე არ ვიცი? - ლევან შემოტრიალდი, ჯაჯგურის თავი არ მაქვს. რა ხდება მითხარი.. - შენი პრობლემაც გეყოფა ძმაო. ჩემი რომ არ დაგიმატო. - ნუ გაახურე, შენი ჩემი არ ვიცი მე. მითხარი რა გჭირს, თორემ როგორც ბავშობაში გცემ და ძალით გათქმევინებ იცოდე.. - ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო და არ გამომდის დანო, ისე მინდა გულიდან გავიგლიჯო მისი სიყვარული და ვერ ვერევი.. რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ დავივიწყო.. - მოიცადე, აქამდე რატომ არასოდეს გითქვამს ამის შესახებ.. - მაგრად მაწყენინე ლევან, არ მენდობი? თუ რა პრობლემააა. - არ გენდობი კი არაა, რომ გენდობი ამიტომ ძმაო.. არ მინდა ეს სიყვარული დანიელ. ცხოვრებას მიმწარებს , ვერ ხვდები? - თავს მაძულებს ისეთი ძლიერია ეს გრძნობა ჩემში.. - ვინაა? - დაეჭვებულმა შეხედა ძმაკაცს და გაშლილი ხელი მინის პატარა მაგიდას დაჰკრა.. თქვი ახლა ნერვები დამეგლიჯა... - ლელა !- გადაჭრით თქვა და დანიელს ზურგი აქცია.. - ვინ ლელა? ეგ ვინღაა? - ძმაკაცს გვერდით მიუდგა და მხარი გაკრა. ლელა ვინაა ლევან? ისე ამბობ , გეგონება მე და ლელა ერთად გავიზარდეთ .. - მოიცადეეე, ჩემს მდივანზე ამბობ? ვერ ვხვდები რატომ მიმალავდი რომ ლელა გიყვარს, შენს ძმობას გეფიცები თუ ვხვდებოდე.. - დანიელ მორჩი !- არ გახსოვს შენი შარშანდელი დაბადების დღე? იმ დღის მერე ლელაზე ხმას როგორ ამოვიღებდი? - და რა მოხდა ჩემს დაბადების დღეზე? ლევან ხო იცი ეს გარშემო სიარული მაგრად მაღიზიანებს ხოლმე, პირდაპირ თქვი რა მოხდა.. - მოიცადე, შენ გგონია რომ მასთან ვიწექი? ბიჭოოო - ხმამაღლა დაუღრიალა ლევანს ,პერანგის საყელოში სწვდა და კედელს მიახეთქა.. როგორ იფიქრე რომ მისი სიმთვრალით ვისარგებლე და მასთან დავწექი, შენ მე ავადმყოფი გგონივარ? ჩემს ლოგინში ეძინა, უბრალოდ ეძინა. მისთვის თითიც არ დამიკარებია ლევან.. მთელი ღამე ვერანდაზე ვიჯექი. - მეღადავები? გინდა რომ დამამშვიდო ხო ასეა? – - ეხლა იმ ხასიათზე არა ვარ, დავჯდე და შენ რა გესიამოვნება ის ვილაპარაკო. ლელა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. კარგად იცი, რომ ჩემი საქმის ნახევარზე მეტი ლელაზე გადადის, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა და არც იქნება. - შენ მე მანიაკი გგონივარ მგონი. ყველა კაბიანს უკან არ დავსდევ! - ეგ რა შუაშია დანო, უბრალოდ მაშინ ასე ჩავთვალე- ამაოდ ცდილობდა თავს მართლებას ლევანი. - შუაში კი არა თავშია ძმაო, ვერ ხედავ იმდენად თავშია რომ, ერთი წელიაა ასე იტანჯები და მანამდე რამდენი ხანი იყავი ამ დღეში? - მაგრად მაწყენინე, დღეს ყველამ არარაობად მაგრძნობინეთ თავი , არც იქამდე გიჟდებოდნენ ჩემზე მაგრამ შენ და მართამ ყველას გადაუჯოკრეთ. მადლობა ძმაო, მაგარია. ცერა თითი ჰაერში აუწია ძმაკაცს და თვალი ჩაუკრა.. - ცუდად იქცევი დანიელ, არ შეგშვენის ძმაო... - ხოო აბა რა, დანიელს არ შეშვენის, დანიელი ხო წარმატებულია იცი რა არის? ყველა ადამიანში ცხოვრობს დემონიც და ანგელოზიც, ყველას გვაქვს შავბნელი მხარე, არც მე ვარ გამონაკლისი ძმაო. მეც ასეთი ვარ, ერთი რიგითი და ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი ვარ, რომელიც ასეთია ხო ხედავ, ხანდახან ბრაზება, უბრალოდ ხანდახან ვერ უძლებს ამდენს ტკივილს და დამცირებას. ამდენი რამის ზედ ჩამოწმენდას, მაგრამ ყველაზე მეტად რას ვერ უძლებს ხო იცი? ტყუილს ლევან, ტყუილს ვერ იტანს. - თუ გიყვარს აიტან და გადაიტან. ნეტა ამაზე მეტი არავინ არაფერი მოგატყუოს დანიელ და ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი რა ძმურად. წარმოიდგინე ახლა ის გოგო რა დღეშია, არც შენ ხარ კარგდ მდგომარეობაში.. მიდი დაურეკე , მასთან წადი . ჩაიხუტე და უთხარი რომ მიუხედავად ყველაფრისა გიყვარს და შენთვის ყველაზე ძვირფასია.. - არა !- მკვეთრი და მოკლე პასუხი გასცა და ზურგი აქცია. ახლა იმდენად მაქვს გამჯდარი ტკივილი და წყენა უარესად ვაწყენინებ, გულს ვატკენ. - საშინლად ჯიუტი და შეუპოვარი კაცი ხარ !-გაბრაზებულმა აიქნია ხელი ჰაერში და ოთახის შუაში მდგარ საწოლზე გადაწვა.. ** ხანდახან ადამიანები ისე ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში არ გვეკითხებიან.. მოდიან და მყარად იდგამენ ფესვებს. სულაც არ გვეკითხებიან გვინდა თუ არა მათთან ყოფნა.. შედეგად კი რაც უფრო შორს მივდივართ მათგან, უფრო გვიახლოვდებიან.. მათში არსებული მთელი ძალით მოიწევენ ჩვენკენ და როგორც ობობა თავის მსხვერპლს ისე გვაბავენ ბადეში... მერე იმდენად ვიხლართებით თავს და ბოლოს ვერ ვპოულობთ. გამოსავალი არ ჩანს მაშინაც კი როცა ყველა გზა გახსნილია. იმიტომ რომ ეს გამოსავალი, გამოსავალი არაა ჩვენთვის.. იმიტომ რომ ამ დროს უკვე ძალიან არის სხვისდამი სიყვარული ჩვენში გამჯდარი , იმიტომ რომ ამ დროს ძალიან სუსტად და ძალიან ძლიერად ვგრძნობთ თავს.. იმიტომ რომ მისგან გასაცლელი ყველა გზიდან უკან ბრუნდები და მხოლოდ ერთი სიტყვით იმართლებ თავს „მიყვარს“ ეზოში ისხდნენ ნია და ანდრია.. აცრემლებული თვალებით უყურებდა ძმას და ხელზე ხელს მაგრად უჭერდა.. ხვდებოდა რომ მთელი ეს დრო როცა ანდრიას ასე ძალიან კრავდა ხელს, საშინლად სტკიოდა ბიჭს დისგან ეს საქციელი, მაგრამ თავის ქმედებებს სიგიჟით ფარავდა... ახლა ძალიან ნანობდა. ნანობდა რომ ვერ დაინახა მის თვალებში ტკივილი და განცდა.. ვერ დაინახა როგორ ცუდად იყო მისი სისხლი და ხორცი. ვერ დაინახა როგორ დაატყვევეს და გამოკეტეს მათგან შორს, ვერ იგრძნო მისი განცდა და მისი ტკივილი.. - როგორ ვნანობ, ყველა იმ დღეს როცა ვკამათობდით ანდრია. როგორ მტკივა ახლა გული.. და ყველაზე მეტად მრცხვენია - ცრემლები ლოყაზე ჩამოუგორდა და ძმას მხარზე მიეხუტა... - შენი ბრალი არააა, დანაშაული ჩემიაა. ხო იცი მე და შენ ისედაც დიდად ვერ ვუგებდით ერთმანეთს და ამის მერე სულ აგვერიაა. რას იზამ ნია, ასე ყოფილა ჩვენი ბედი... ახლა არ ვიცი რა იქნება. დანიელს სიმართლე მოვუყევი. ჭკუიდან შეიშალა, გიჟივით იქცეოდა. ვერ ვხვდებოდი მე ვიყავი გიჟი თუ ის - სიცილით უთხრა დას და გულიანად გადაიხარხარა. - ანდრია !- მაინც რომ გეცინება ძალიან მიხარიააა. ნეტა დანოც აქ იყოს. სამივე ერთად გავიხსენებდით ბავშობას.. - დავურეკოთ და ვაიძულოთ მოვიდეს - გადაჭრით თქვა და ტელეფონი ძლივს ამოაძრო ჯიბიდან... - მინატრეთ თუ არა მოვედი- მჭახედ გაისმა დანიელის ხმა ეზოში და ღიმილით წავიდა მათკენ. - მოდი დავლიოთ, ჩვენ ხომ არასოდეს დაგვილევია ერთად, მოდით მაგრად დავლიოთ, მერე შევუვარდეთ, ჩვენს დიდებულ მამას და შტურმით ავიღოთ , ჰააა? როგორი აზრია? - სრული სერიოზულობით თქვა და და-ძას შუაში ჩაჯდა.. - გადაირიე? იცი რომელი საათია? შუაღამეაა. - მერე ამიტომ ვამბობ შტურმით ავიღოთ თქო.. - თანახა ვარ ძმაო - მხარზე ხელი დაკრა ძმას ანდრიამ და შეშფოთებულ დას შეანათა თვალები.. - მგონი ვერა ხართ, რა შტურმი, და დალევა. გინდათ რომ ბატონმა ნიკოლოზმა სამივე გაგვყაროს სახლიდან?? - შეშფოთებას ვერ მალავდა ნია და ვერ იაზრებდა მართლა აპირებდა რამეს დანიელი თუ ხუმრობდა.. - როგორ? მე მამაშენმა დიდი ხნის გამკრა ამ სახლიდან, რაც შეეხენა ანდრიას ისიც ასევე მოიშორა, აი შენ ჩემო ლამაზო დაიკო, შენ ჯერ გიმართლეს, მაგრამ იცოდე მალე შენი დროც დადგება როგორც კი ბატონი ნიკოლოზი იგრძნობს რომ ჩვენ სამივე ერთად ვართ.. - ამას მართლა ამბობ? დანიელ მაშინებ. - რა არის საშიში, გეუბნები რომ უახლოეს მომავალში გარეთ მოგიწევს დგომა შენი ლამაზი წითელი ჩემოდნით ახალგაზრდავ.. - არ მეხუმრება უკვე და არც მეცინება, რა დალიე ასეთი? - გულზე ხელები გადაიჯვარედინა და ძმას შეხედა. - ვისკი - დაკმაყოფილდი? ბევრი ვისკი, ძალიან ბევრი ვისკი - ახლა კი იცით რა მინდა? საწოლი და ბალიში, სადმე დამაწვინეთ , ვინმემ შემიკედლეთ ეს ერთი ღამე, დილით ადრე არ გამაღვიძოთ ... - ყავა ლოგინში ხომ არ მოგართვათ? - სიცილით გახედა ძმას ანდრიამ და ხელი მოხვია.. - წამო ძმაო ერთხელ მაინც დავიძინოთ ერთად. ამდენი წელიწადი ისე გავიდა ერთხელ არ გვძინებია მე და შენ ერთ საწოლში... - ეგრე გგონია? აბა ბათუმში სად გეძინა? სანამ ის ამბავი მოხდებოდა კარგად იცი რომ სულ სხვანაირად ვიყავით ანდრია.. - წყენა ვერ დამალა დანიელმა და მზერა აარიდა.. - უკეთესი აზრი მაქვს. ჩემს საწოლში დავიძინოთ სამივემ, ოღონდ მე შუაში ვწვები - ხმამაღლა დაიყვირა ნიამ და სახლისკენ სირბილით წავიდა... ** კედლისკენ იყო გადატრიალებული და კედელზე არსებულ პატარა შავ წერტილს თვალს არ აშორებდა. ხელები მუცელზე ედო და სუსტად სუნთქავდა. თავი სიზმარში ეგონა, ჯერ კიდევ სჯეროდა რომ, ეს სიზმარი დასრულდებოდა, მალე გაიღვიძებდა დილით კი ისევ გულში ჩაიკრავდა ქმარი, ისევ ეტყოდა რომ ყველაზე ძალიან უყვარდა. ერთი თვე ხდებოდა რაც დამ და ქმარმა ზურგი აქცია. მიუხედავად იმისა რომ ისევ სახლში იყო, გრძნობდა რომ შვილის გაჩენის მერე ყველაფერი შეიცვლებოდა. დღეები კი ისე გადიოდა მის ხმას ვერ იგებდა, დეპრესიაში ვარდებოდა, არ იცოდა ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოსულიყო , ლაბირინთში დადიოდა წრეზე და ფიქრის ბოლოს ისევ იგივე ადგილას ბრუნდებოდა. ფეხის ხმამ შეაკრთო, მაგრამ გადმოტრიალება არ უცდია. თვალებზე ამდენ ხანს მომდგარი ცრემლები ერთიანად წასკდა და გულამოსკვნილმა დაიწყო ქვითნი.. - გადმოტრიალდი -თითქოს ერთიანად მოულბა ხმა კახის და ფრთხილად შეახო ხელი მხარზე. - არ იტირო, , ამით მაინც არაფერი იცვლება, ხო იცი საზიანოა ბავშვისთვის ნიტა. - ძალიან დავიღალე გესმის? - გიჟივით წამოჯდა საწოლზე და თხელი ხელები სახეზე აიფარა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ეს სასჯელი მტკივა კახი,მალე შევიშლები ალბათ, საღად აზროვნებას შევწყვეტ. - მე მგონია შენ საღად ისედაც დიდი ხანია ვერ აზროვნებ .. - დამცინი?- დამცინი კიდევაც? - ისტერიულად იკივლა და საწოლიდან სწრაფად გადმოწია ფეხები იატაკზე.. - საით ქალბატონო? - ირონიულად გახედა ცოლს და კარადის კარს მხრით მიეყუდა - დედიკოსთან თუ ყოფილ ბიჭთან? - ვერ გავიგე, ახლა კიდე დამცივი? - გინდა რომ მართლა ჭკუიდან გადავიდე? - სუკუნით ამოღერღა და ჩანთა საწოლზე დააგდო.. - რას ამბობ, მაგას როგორ გაკადრებ დედაშენის შვილს, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? - ასეთი რამე რომ დააბრალე იმ ბიჭს არ იფიქრე რომ ისიც ჭკუიდან შეიშლებოდა? წამით თუ დაფიქრდი ამაზე? იქნებ ეგ იყო თქვენი მთავარი მიზანიც რომ ცრუ ბრალდებებით ბიჭი გაგენადგურებინათ. ვგიჟდები ისეთ მყარი კოალიცია გაქვთ შენს და ჩემს სიდედრს. - დედაჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ გასაგებიაა? ის დედაჩემია და რაც არ უნდა იყოს ასე ასეა. - წამით არ მეპარება ეჭვი რომ დედაშენია. ერთ თარგზე ხართ აჭრილები ზუსტად - ზიზღით გამოსცრა კბილებში და სახეზე აგრესია გამოესახა.. - კახი საკმარისია რა, ისედაც სუსტად ვარ, დედასთან წავალ შენთვის ასე აჯობებს - თავდახრილმა უთხრა ქმარს და გაიტრუნა.. - ვერსად ვერ წახვალ, აქ იქნები იმიტომ რომ ჩემს შვილს ატარებ მუცლით და ჩემი შვილი იმ გულქვა ქალის გვერდით არც დაბადებამდე იქნება და არც მერე. - აბა რა გინდა? აქ გაჩერება აღარ შემიძლია.. - რა მინდა? ახლა გამოხვალ ამ ოთახიდან და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები შენზე და იმ ბიჭზე, ყველაფერში იცის რას ვგულისხმობ? -აღელვებულმა შეხედა სახეგაცრეცილ ცოლს და კარადას ოდნავ მოშორდა - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს !- დამარცვლით უთხრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. სავარძელში იჯდა და ცდილობდა აზრებისათვის თავი მოეყარა. უჭირდა საუბრის დაწყება და გასაკვირი სულაც არ იყო. ახლა იმ ყველაფრის გახსენება მისთვის უფრო მეტად რთული იყო. ვერასოდეს წარმოიდგენა რომ ეს „პატარა“ ტყუილი აქამდე მიიყვანდა. მის ცხოვრებაში არსებულ ორ ძვირფას ადამიანს გვერდიდან გააცლიდა და მარტოს დატოვებდა.. გამომშრალი ტუჩები ოდნავ დაისველა და ქმარს ახედა. - ანდრიასთან ერთად შვიდი თვე ვიყავი.. ვერ გეტყვი რომ მიყვარდა მაგრამ , მსიამოვნებდა მასთან ურთიერთბა. ჩემზე ზრუნავდა. თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა. ყურადღებით მანებივრებდა.. არასოდეს ავიწყდებოდა არც ერთი დღესასწაული... - ესაა მიზეზები რის გამოც მასთან იყავი? შენ ამ ბიჭს იყენებდი! - არ ვიყენებდი კახი. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი. მომწონდა, და მეგონა რომ ის განსაკუთრებული იყო.. - შენ მოგწონდა თუ დედაშენს? - დაეჭვებულმა გახედა ცოლს და სკამის საზურგეს მთელი ძალით მიაწვა , ნერვიულობის დასაფარავად.. - დედას უფრო მეტად, ვიდრე მე. ანდრიაზე რომ მოვუყევი გადაირია ისე მოეწონა. მისი ოჯახის შესახებ ყველაფრის გამოძიება დაიწყო.. ნახა რომ საკმაოდ შეძლებულები იყვნენ. უბრალოდ უნდოდა რომ გვერდით ისეთი კაცი მყოლოდა რომელსაც ძალიან ვეყვარებოდი.. მეც დედასავით ვფიქრობდი სანამ შენ არ გაგიცანი ,შენ რომ გაგიცანი მერე მივხვდი რომ სიყვარული ორმხრივი გრძნობააა, რომ ორივეს ერთი განცდა და ემოცია უნდა გვქონოდა... - იცი რა მითხარი, ანდრიას მერე მე კარგი კანდიდატი ვიყავი დედაშენისათვის, თუ სულ ერთი იყო, ვის გაყვებოდი, ოღონდ გათხოვილი ქალის სტატუსი გქონოდა? - ასე უდარდელად ზიხარ და მეუბნები რომ მისი ქონების და ოჯახის გამო მზად იყავი მასთან ყოფილიყავი ნიტა. ჭკუიდან ვიწევი. ვერ ვიჯერებ რომ ამას ის ქალი ამბობს რომელიც ასე შემიყვარდა.. რომელიც ... - ანგელოზი გეგონა არა? - ანგელოზი არ ვარ და არც შენ ხარ.. ადამიანები ვართ კახი. რიგითი მოკვდავები. რომლებიც შეცდომას ვუშვებთ , ვაშავებთ.. სხვებსაც ვტკენთ.. შენ რა შეცდომა არ დაგიშვია? არაფერი არავისთის გიწყენინებია? - შენ ეხლა მეხუმრები? - ადამიანი გაუპატიურებაში დაადანაშაულე, იმიტომ რომ ციხეში არ ჩაესვათ საგიჟეთში გამოკეტეს მთელი წლით და ასე ურხვად ამას შეცდომას ეძახი? იცი რა არის შეცდომა? ამ სიტყვის არსი გესმის? ეს დანაშაულია გოგო, რაც შენ გააკეთე ჩვეულებრივი დანაშაულია და ჩემი შვილის დედა რომ არ იყო, სიამოვნებით ავხდიდი ფარდას შენს ცრუ ჩვენებებს და საკადრისს მიიღებდი... - ესეიგი გამიმართლა რომ შენი შვილის დედა ვარ - თითქოს ენერგია მოემატა და ამაყად გახედა ცოლს.. - მრცხვენია რომ ჩემი ცოლი გქვია !- გამწარებულმა მიახალა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.. ** დილით ადრიანად გააღვიძა ტელეფონის ზარმა. არადა მკვდარივით ეძინა.. მისი ნება რომ ყოფილიყო სულაც არ უპასუხებდა ტელეფონს, მაგრამ სამსახურიდან რეკავდნენ, თავი უნდა აეწია... „ მერამდენე ზარია ჯანდაბა“ - გულში გავიფიქრე და მაშინვე ვუპასუხე. ვუსმენდი და თვალები თანდათან მიფართოვდებოდა გაგონილი ამბით , ვერაფრით ვიჯერებდი რომ ასე მარტივად შეეძლო ქალს შვილის დატოვება... მისვლას დავპირდი, მერე შიშველი ფეხებით რამოდენიმე წამივიდექი ოთახში გახევებულიდა ვერაფრით ვიაზრებდი ეს გოგო მეხუმრებოდა თუ მართლა სჭირდებოდა ჩემი დახმარება. - კი მაგრამ ეს ხომ თქვენი შვილია, ასე როგორ უნდა დატოვოთ? - თავი ვერ შევიკავე და ახალგაზრდა გოგონას მაინც ჩავეძიე.. - ვერ წავიყვან, ვერ გავზრდი.. ჩემებმა რომ გაიგონ არ მაცოცხლებენ, არც მე და არც ბავშვს . - რას ამბობთ, რომელი საუკუნეა, თქვენ რა მშობლების გეშინიათ? - წამიერად გამახახსენდა რამდენი რამე გადავიტანე დანიელის გამო და ცრემლი მაშნვე მომადგა თვალებზე. - ჩვენ სხვა რელიგია და მენტალიტეტი გვაქვს, გაიგეთ. ეს ბავშვი მამამისას რომ სდომოდა მაშინაც კი პრობლემები მექნებოდა. ჩვენთან ასე არ ხდება.შეიძლება ჩვენშიც არიან გამოსული ოჯახები, მაგრამ მე სოფლიდან ვარ, ჩემი ოჯახი კი ტრადიციებს მიყვება.. მამაჩემს უნდა რომ გამათხოვოს, უნდა რომ ოჯახი მქონდეს ისეთივე როგორიც მან შექმნა, მის წინააღმდეგ ვერ წავალ. - უნდა რომ გაგათხოვოს? და როგორ აპირებ გათხოვებას ასეთ მკაცრი წესები თუ გაქვთ.. - გამოსავალი არსებობს და ეს ყველამ ვიცით.. - არაა , არ ვიცი, ეს გამოსავალი არაა ჩემთის, უბრალოდ ბავშვი ძალიან პატარააა, ამიტომ ხელი უნდა მომიწეროთ რომ მისი გაშვილება შევძლო, რომ სრულად ამბობთ თქვენი ნებითუარს.. როგორც კი საშუალება მომეცემა შევეცდები ჯერ გოგონა გავაშვილო... - ძალიან გთხოვთ, სანამ ვინმე წაიყვანს, იქნებ თქვენ ნახოთ ხოლმე, ჩემი გოგონა. ვიცი რომ ეს პროცესი ასეთი მარტივი არაა, ვიცი რომ თვეები სჭირდება, დრო სჭირდება.. იქნებ მიმიხედოთ .. - დამშვიდდით, აქ ყველა ბავშვი კარგადაა. ყველას ერთიანად უვლიან, არც თქვენი პატარა იქნება გამონაკლისი... - მაგრამ ერთ დღეს, რომ მოგინდეთ მისი წაყვანა, ერთ დღეს რომ ინანოთ, იქნებ დაელაპარაკოთ იმ ბიჭს ვისაც უნდა გაყვეთ, გულახდილად მოუყვეთ, ცხოვრებას ტყუილით ნუ დაიწყებთ. ეს ხომ ისეთიმარტივი ტყუილი არაა, რომ ხვალ დაგავიწყდეთ, მთელი ცხოვრება დაგრებად იარად, ამ ჭრილობას ვერავინ მოგიშუშებთ, გავა დრო სხვა შვილები გეყოლებათ და ამ პატარას ხმა და სურნელი არასოდეს დაგავიწყდებათ , დამიჯერეთ ძალიან ინანებთ .. - თქვენ გყავთ შვილები - ღიმილით შემომანათა შავი თვალები და გამიღიმა. - არა, მე შვილები არ მყავს , მაგრამ ვიცი რომ ტყუილს ტკივილი მოაქვს, ამიტომ გირჩევთ რომ გულახდილი იყოთ, შეეცადეთ მაინც. - შევეცდები - უკვე დამშვიდებულმა დამიბრუნა პასუხი და გოგონა ხელებზე დამიწვინა, თვითონ კი სწრაფი ნაბიჯით გაეცალა კაბინეტს.. ეძინა, ტკბილად და უდარდელად ეძინა პატარას... პირს აცმაცუნებდა, გეგონებოდათ რაიმეს ჭამდა, ჯერ მხოლოდ ერთი თვის იყო, და უკვე მასზე უარი თქვეს, ჩემსავით , ისევე როგორც ჩემზე. მეც ასე უსარგებლო , გამოუსადეგარი ნივთივით მომისროლეს . რა მუხთალია ეს ცხოვრება, როგორც ჩანს მე მარტო არა ვარ. დღეს ეს ბავშვია, ვინ იცის ხვალ სხვა იყოს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ამ პატარას უფრო გაუმართლა. გაუმართლა რომ არ დაამახსოვრდება დედა, დედა რომელმაც შიშის გამო, სხვა შვილების ყოლის გამო მიატოვა. მას ის დედა დაამახსოვრდება ვინც მას გაზრდის და მტირალს გულზე დაიწვენს... ფეხზე წამოვდექი და მძინარე პატარას ფრთხილად შევახე ლოყაზე ტუჩები.. „ნეტავ მეც მყავდეს შენნაირი და უფრო მეტი ძალა მექნებოდა, შვილის გამო ყველაფერს შევძლებდი, ნეტავ მისგან შვილი მაინც დამრჩენოდა „- მოულოდნელად გაელვებულმა აზრმა ერთიანად დამაფრთხო და საკუთარ სისუსტეზე გამეცინა.. – „კარგი იქნებოდა მაგრამ არაა“ - საკუთარ ფიქრებს დავცინე და ბავშვით ხელში ოთახიდან გავედი.. ყოველთის მიჭირდა ერთი რელობიდან მეორე რეალობაში გადასვლა. ადაპტირებას ვერასოდეს ვახდენდი ისე მალე როგორც ამას ჩემი მეგობრები ახერხებდნენ.. კვირები და თვეები მჭირდებოდა მისაჩვევად... გასააზრებლად რომ ყველაფერი რაც იყო ისე არ იქნებოდა, ყველაფერი რაც იყო დამთავრდა და ახალი უნდა დაწყებულიყო... ახლაც მკაფიოდ მახსოვს როგორ გამიჭირდა დედაჩემის შეგუება, მიუხედავად იმისა რომ მთელი ბავშობა ველოდებოდი, სულ მინდოდა გვერდით მყოლოდა, მისი სითბო და სიყვარული მეგრძნო, არ გამომივიდა, არსებულ სიტუაციაში გახევებული ვიდექი და ვერ ვაანალიზებდი რა უნდა გამეკეთებინა... კომპლექსები კომპლექსებად მრჩებოდაა, რაც არ უნდა დამემალა, მის დამალვას ვერ ვახერხებდი, რადგან თავადვე გავურბოდი ამ ყველა ჩემში არსებულ კომპლექსს. „მიტოვებული გოგონას“ სინდრომი ჯერ კიდევ ცოცხლობდა ჩემში.. მიუხედავად დაპირებებისა მტოვებდა ყველა. დედა, ბებია და საყვარელი მამაკაციც კი. მტოვებდა ყველა და არავინ ცდილობდა ჩემკენ დატრიალებას.. მთელი დროის განმავლობაში ვფიქრობდი იქნებ პრობლემა ჩემში იყო, ახლა კი ეს მყარად ვიცოდი, ჩემგან გარბოდნენ. რაოდენ სასაცილოც არ უნდა ყოფილიყო, ჩემგან გარბოდა ყველა. ბედნიერებას დიდი ხნით ვერ ვინარჩუნებდი.. იქნებ ამისი უნარი არ გამაჩნდა? იქნებ ჩემი წილი ბედნიერება სადღაც ჰაერში დაბორიალობდა ? იქნებ არ ვიყავი ამ ბედნიერების ღირსი? იქნებ...? ოდნავ შევკრთი ხელის შეხებაზე და საწინააღმდეგო მხარეს დავტრიალდი . ღიმილი და სევდა ერთანად მომედო სახეზე და ინსტიქტურად შემოვხვიე ხელები ჩემს წინ მდგარ გოგოს. - კარგად ხარ მართა? - შეშინებულმა გამწია განზე და ჩემი აცახცახეული ხელები, თავის ხელებში მოიქცია.. - კარგად ვარ, ჯიუტად გავეპასუხე და გავუღიმე. გამიხარდა შენი დანახვა და სულ ესაა. ერთი თვე გავიდა არ მინახავხარ, განა ბევრი არაა? - რა თქმა უნდა, მაგრამ არ მეგონა ჩემი დანახვა ასე თუ გაგიხარდებოდა - გაოცება ვერ დამალა ტატამ და მაგრამ მომიჭირა ხელებზე ხელები. - ხო რავიცი ასე გამოვიდა - მისმა პასუხმა რეალობაში დამაბრუნა და გულიანად გამეცინა.. - არადა მართლა მომენატრე , თავის მართლებასავით კი ჟღერს მაგრამ ასეა.. - ხოდა, ვიგრძენი რომ მოგენატრე და ამიტომ მოვედი. საღამოსკენ იქნებ სადმე დავსხდეთ , სალაპარაკო მაქვს საქმესთან დაკავშირებით . - იცი რა, არ გეწყინოს მაგრამ სადმე დაჯდომის სურვილი ამ ბოლო დროს არ მაქვს, ხმაური, ხალხი არ მსიამოვნებს. - ძალიან კარგი, მაშინ 7-ზე ჩემთან მოდი, ვივახშოთ, ვიჭორაოთ და საქმესაც მივხედოთ.. - რა საქმეს? - ინტერესით ჩავეძიე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.. - საქმე ამ შენობას ეხება. მოკლედ დიდი ამბავია. საღამოს გელოდები, არ მალოდინო თორემ როგორც წესი 7-ზე მგელივით მშია ხოლმე, კარისკენ წასულმა მომაძახა და ხელი ჰაერში დამიქნია.. ** - რუსუდან არ მისმენ? - ხმამაღლა დაუძახა ცოლს ნიკომ და მისი მიმართულებით გაიხედა.. - გისმენ , რა თქმა უნდა გისმენ, აბა რას ვაკეთებ ნიკო - უბრალოდ ბავშვებზე ვფიქრობდი.. - მაინც? - არასოდეს სიამოვნებდა ნიკოლოზს ეს თემა. „ბავშვები“ მისთვის ძალიან შორეული იყო, მიუხედავად იმისა რომ სამი შვილის მამა იყო. ამ ასაკშიც კი არ ჰქონდა გააზრებული რას ნიშნავდა ყოფილიყო მამა.. მიუხედავად იმისა რომ სამივე შვილი სხვადასხვანაირად უყვარდა , მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით დანიელი იყო მისი ცხოვრების ღერძი, ამ მამაკაცის განცობის მერე თქვენ წინ ტიპიური ნარცისი იდგა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ეგო უყვარდა... საკუთარი მე იყო მისთვის ყოველთის წინა პლანზე წამოწეული.. - როგორ მალე გაიზარდნენ არა? გახსოვს დანიელმა პირველი ნაბიჯი რომ გადადგა, პირველად რომ დამიძახა დე-და. ახლა კი, ამხელა კაცია, გაიზარდნენ და დაივიწყეს დედა.. - როცა იზრდებიან ასე ხდება, ზერელად გაეპასუხა ცოლს და ტელევიზორს მიაშტერდა მაშინვე. - ხანდახან მგონია რომ შვილები სულ არ გიყვარს. ხანდახან ისეთი ცივი და უგრძნობი ხარ ნიკოლოზ, მიჭირს იმის გააზრება რომ სამი შვილი გვყავს მე და შენ.. - სამი არა ! - ირონიულად გახედა ცოლს და მაშინვე ინანა საკუთარი სიტყვები. - რას ნიშნავს სამი არა? აბა რამდენი გვყავს, სავარძლიდან წამოდგა და გვერდით მიუჯდა ქმარს. - რას ნიშნავს შენი სიტყვები- თქო, ამიხსენი. - ვიხუმრე რუსა, რას უნდა ნიშნავდეს, სამია სამი, სამიც საკმარისიაა, ხო ხედავ სამი გყავს და არც ერთს უნდიხარ ... - ასე არაა, კარგად იცი რატომ არ უნდათ ბავშვებს აქ ყოფნა... რატომ გვერიდებიან კარგად ვიცით ორივემ ნიკო , თავდახრილმა უთხრა ქმარს და კიბეებისკენ წავიდა... - დილა მშვიდობისა - შვილის ხმამ შეაკრთო და გაოცებული მზერა ააყოლა ქვემოდან ზემოთ . - დანიელ, როდის მოხვედი დედა? - სწრაფად წავიდა შვილისკენ და ძლიერად შემოხვია ხელები. - დილით ადრე, საქმე მქონდა ანდრიასთან - თავზე მაგრად აკოცა დედას და მამისკენ ნელა გააპარა მზერა. - ამ ბოლო დროს მოუხშირე მშობლებთან მოსვლას, რაო რა ხდებაო ?- თავს მარტოდ გრძნობ და ამიტომ მოდიხარ, თუ რამე საიდუმლოებები გაგიჩნდა ძმასთან?! - რა შუაშია ეგ, ეს რა ჩემი სახლი არაა? თუ ამხელა სახლში ერთი ოთახი არ მოიძებნება ჩემთვის პირდაპირ მითხარი და არ მოვალ - წყენა ვერ დამალა დანიელმა და დედას ხელი შემოხვია.. - ყავას დამალევინებ ?- რაც შეეძლო მშვიდად ჰკითხა დედას და სამზარეულოსკენ წავიდა.. თავდახრილი იჯდა დანიელი და ცხელი სითხიდან ამომავალ ორთქლს ხარბად სუნთქავდა. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ამ რეალობიდან მოწყვეტა უნდოდა. ერთი თვე ხდებოდა, მთელი სრული ოცდაათი დღე რაც მისი ხმა არ გაეგონა. გრძნობდა რომ იფიტებოდა, როგორც უდაბნოში მყოფი ადამიანი უწყლობისაგან. - დანო რა ხდება? თვალის უპეები ამოშავებული გაქვს, აშკარაა გახდი. მოწყენილიც მეჩვენები შვილო - ხელზე ხელი ნელა დაადო რუსომ და შვილს გაუღიმა..- ხო კარგად ხარ დედა? - არა ვარ კარგად დედა, პირიქით, ძალიან ცუდად ვარ - პირველად მოახერხა დანიელმა დედისთვის თავისი დარდის გამხელა, თითქოს გულზეც კი მოეშვა, სევდაც კი გაუქრა რაღაცნაირად. - მაშინებ დანიელ. რამე პრობლემაა? რა ხდება ? - მართას გამო ხარ ასე? - მაშინვე მიხვდა და თავი ზემოთ ააწევინა.. - ერთად აღარ ვართ დედა. ხანდახან მგონია რომ ვერ ვუძლებ. - გგონია? ნეტა შენი თავი ჩემი თვალით დაგანახა შვილო, და მიხვდებოდი რა მდგომარეობაში ხარ. სადააა ჩემი ქარიზმატული ბიჭი, სად გაქრა ის ძლიერი დანიელი ზურგი რომ გვაქცია და წავიდა სახლიდან. რამ გაგტეხა ასე, დანიელ. - ტყუილმა !- გადაჭრით უთხრა ქალს და გაუღიმა. ტანში ერთიანად გააცხელა რუსოს, ტყუილი, აი რა იყო რასაც დანიელი ვერასოდეს აპატიებდა მას, სიმართლის გაგების შემთხვევაში, ახლა ასჯერ და ათასჯერ მეტად ეშინოდა.. - ვერ ვაპატიე, განა იმიტომ რომ არ მინდა, პირიქით იმიტომ რომ ძალიან მინდა. - არა ხარ სწორი !- დატევით უთხრა შვილს და ცხელ ფინჯანს ხელები მაგრად მოუჭირა. არა ხარ სწორი დანიელ, როცა გიყვარს , როცა ძალიან გიყვარს, გიწევს რომ მოატყუო, ხანდახან ასე ხდება შვილო.. როგორც არ უნდა ვეცადოთ რომ რეალობას გავექცეთ, როგორც არ უნდა ავარიდოთ თავი ტკივილს ეს ცხოვრებაა, ცხოვრება კი მარტო ბედნიერება არაა, ბუნებაში რაც კი არსებობს ყველაფერს აქვს საპირისპირო, ბედნიერებაც ასეა. უნდა გაუგო, უნდა შეეცადო.. ახლა მასაც სტკივა, ისიც განიცდის, ისიც ცუდადა, შენ შენი ცხოვრების ერთი თვე დაკარგე მის გარეშე, საკუთარ თავს არ უყურებ? მიუხდავად იმისა რომ ძალიან ძლიერი ხარ შვილო, არის რაღაცეები რაც ყველაზე ძლიერ ადამიანს კი ანადგურებს და ამას სიყვარული ჰქვია. ეს გრძნობა თავადაა ყველაზე ძლიერი, ჩვნნაირ მოკვდავებს მარტივად აჩოქებს.. - არ გინდა დედა, მაინც ვერაფერს შევცლი, ჯერ მაინც. - არა, უნდა გითხრა, ბევრჯერ უნდა გითხრა რომ არასწორად იქცევი !- დანიელ , ამ გოგოს გამო ვიკამათეთ, ამ გოგოს გამო პრობლემები გქონდა მამაშენთან, და ახლა ასე მარტივად ერთი შეცდომის გამო , როგორ შეგიძლია ხაზი გადაუსვა.. - ხაზს არ ვუსვამ, მიყვარს და ამას არ ვუარყობ, არც ვმალავ. უბრალოდ არ შემიძლია მივიდე და ვუთხრა რომ ყველაფერი დავივიწყე, ასე მარტივად არ ხდება. გთხოვ დილიდან არ დაიწყო რა გთხოვ , ყავა დამალევინე მშვიდად - ვედრებით ახედა დედას და ოდნავ გაუღიმა.. - კარგი, ასე იყოს. დალიე შენი ყავა და იფიქრე რომ შეცდომებს შენც უშვებ - თავზე თბილი ტუჩები შეახო რუსომ შვილს და ცხელი სითხე თავადაც ხარბად მოსვა. იცოდა რომ დედა მართალი იყო. როგორც არ უნდა ეკამათა, გრძნობდა რომ მონატრება შიგნდან სჭამდა.საკუთარ თავთან ბრძოლა იმაზე მეტად რთული იყო ვიდრე წარმოედგინა... სიყვარული ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მისი ცხოვრების და ახლა ამის გარეშე უწევდა ყოფნა.. ისევ სადრაც იკარგებოდა, ისევ მარტოობა მიიკვლევდა გზას მის ცხოვრებაში. ისევ გზის გასაყარზე მოუწევდა დგომა. ისევ ძველ ნაჭუჭში ბრუნდებოდა, ისევ ის ხისტი და შომისმოყვარე დანიელი ხდებოდა.. საკუთარი ფიქრების ხმამაღლა თქმა არასოდეს უყვარდა. ახლა მხოლოდ საკუთარ აზრებს უხმოდ ესაუბრებოდა. ზოგი აბრაზებდა, ზოგიც სინანულის ღიმილს ჰგვრიდა სახეზე, მაგრამ უყვარდა და აფასებდა ყველა აზრს რომელიც მხოლოდ მისი იყო.. - ბატონო დანიელ მოვედი - სანდროს ხმამ ოდნავ შეაკრთო და მისკენ გაიხედა. - ოოოოო, ალექსანდრე, რა იყო, მოფრინავდი? ყავის დალევაც ვერ მოვასწარი, დარწმუნებული ვარ გიჟივით გამოვარდი როგორც გჩვევია, წამო მშვიდად დავლიოთ ყავა, მერე სახლში გამიყვანე გამოვიცვლი და ოფისში წავალთ. უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი... უამრავი !- გადაჭრით უთხრა სანდროს და ხელი შემოხვია... - რაღაცა არ მომწონხარ, იქნებ დაგესვენა - რაც შეეძლო ფრთხილად შეაპარა და ყავა მოსვა.. - მე არ მოგწონვარ? როდის აქეთაა არ მოგწონვარ? მეგონა შენ ერთადერთ ადამიანი იყავი ვისაც სულ მოვწონდი - გულიანად გადაიხარხარა დანიელმა და სანდროს თვალი ჩაუკრა.. - არ ვხუმრობ, მართლა გადაღლილი ხარ, ცოტა დაგესვენაა. - ახლა ამისი დრო არაა. დღეს ახალ პროექტს ვიწყებ, ტატას უნდა დავურეკო, პატარა ცვლილებები მაქვს შესატანი. ახლა დასვენების დროა სანდრო? - როცა ცუდად ხარ უნდა დაისვენო, ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა ძმაო ხო იცი.. თანაც ცოტა ხნით თუ გაეცლები აქაურობას იქნებ დამშვიდდე.. - არ დაიწყო რა !- ვერ ვმშვიდდები ხო ხედავ, აქამდე დავმშვიდებოდი . ცუდად ვარ , შიგნიდან გაფიტული ვარ სანდრო, დასვენება მიშველის? ხანდახან აზროვნება მიჭირს, ისე მენატრება ის საზიზღარი გოგო.- ნერვიულად მოისრისა შუბლი და სანდროს გახედა.. - არ ვიცი როდის მოხდა, როგორ, მაგრამ შემიყვარდა . მე ის შემიყვარდა, გაუზრებლად მოვიდა ეს გრძნობა ჩემთან. ამ გრძნობამ ყველა და ყველაფერი დამავიწყა. არ გამხსენებია ვინ ვიყავი მე და ვინ იყო ის. წამითაც არ დამიშვია რომ ეს სიყვარული აკრძალული იქნებოდა და ჩემებს ამხელა პრობლემას შეუქმნიდა. მაგრამ არ ვიცი სანდრო, წამითაც არ მომსვლია აზრად მასზე უარის თქმა, არ ვიცი , იქნებ მინდოდა კიდევაც სადღაც გულის სიღრმეში, იქნებ მინდოდა მისი თავიდან ამოგდება ამიტომ არ ვუტყდებოდი საკუთარ თავსაც კი , მისგან გაქცევას რამდენი ხანი ვცდილობდი. მალე გავგიჟდები, რასაც არ უნდა ვაკეთებზე, სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ისაა, მისი ხმა მესმის, მის სურნელს ვგრძნობ. გულში და გონებაში მხოლოდ მართააა. იცი რა მაგიჟებს ყველაზე მეტად? - ის რომ ამ გრძნობის წინაშე სრულიად შიშველი ხელებით ვდგავარ , ისეთი სუსტი ვარ, პატარა ბავშვივით უიარაღო სანდრო. ვერ ვერევი, რაც უფრო წინააღმდეგობას ვუწევ , მით უფრო მოიწევს ჩემკენ. რაც უფრო მეტად ვცდილობ გაქცევას მით უფრო მეტად მტკივა მისგან სიშორე. არასოდეს ასე ცუდად არ ვყოფილვარ. ასე არასოდეს მტკიებია. უბრალოდ დავიღალე, ყველასგან და ყველაფრისაგან დავიღალე. მთელი ცხოვრებააა რაღაცისგან გაქცევას ვცდილობ. მთელი ცხოვრებაა ვიღაცისაგან დამცირებას და ხელისკვრას ვიტან - ამღვრეული თალებით შეხედა სანდროს და სკამის საზურგეს მთელი ძალით მიეყრდნო. თვალები დახუჭა და გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. - გეუბნებოდი და არ მიჯერებდი. ამ გრძნობისგან გაქცევა არ გამოგივა დანიელ. საკუთარ თავს მაინც ნუ სჯი ასე. შენ გგონია შენი შინაგანი ცუდად ყოფნა არ ჩანს? სხვები ამას ვერ ხედავენ? მე არასოდეს მახსოვხარ ასეთი, ეს ის დანიელი არაა მე რომ ვიცნობდი. ვიცოდი რომ ეს სიყვარული მარტივი არ იქნებოდა შენთვის, გახსოვს ჩვენი საუბარი? შენ სიყვარულს უარყოფდი მე კიდევ სულ ვიცოდი რომ ასეთ კაცებს როგორიც შენ ხარ მთელი გრძნობით შეუძლიათ შეყვარება, მერე მთელი გრძნობით განიცდიან და სტკივათ. პატარა ბავშვივით ხარ, შენ იმდენად.. - დააბოლოვე , მიდი ბარემ ბოლომდე გამთელე შენც - განადგურებულმა უთხრა და თვალებში ჩააშტერდა.. - მისმინე, არ მინდა გაწყენინო. მაგრამ შენ იმდენად მარტოსული იყავი ამდენი წელიწადი, იმდენად განზე იდექი ყველასგან, არ მიკვირს ძმაო რომ ასეთი ხისტი ხარ აქამდე. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო, შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია... - მაგრად ახურებ, ზედმეტად მაქებ, არაფერი ეგეთი არ ვარ - ტკივილნარევი ღიმილით გახედა მძღოლს და ფეხზე წამოდგა ..- ესეც გაივლის - აუცილებად გაივლის როგორც სხვა ყველაფერმა ჩაიარა ჩემს ცხოვრებაში . ** მოთმინება დაკარგული ვუსმენდი ტატას დაქალების სასყვარულო ისტორიებს და ვხვდებოდი სათითაო მათგანის ბედნიერება როგორ მირტყავდა ნერვებზე.. მათი ბედნიერი სახეების დანახვა დარდად მედებოდა გულზე და ყელში ბურთივით მეჩხირებოდა ცრემლები.არასოდეს ვყოფილვარ ბოღმიანი მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა ტვინში მხოლოდ ერთი კითხვა მოდიოდა „ რატომ მე“. აი ამ კითხვას კი პასუხი არ გააჩნდა. ეს ყველაზე რთული კითხვა რაც კი გამაჩნდა ამ ეტაპზე... არყით სავსე ჭიქა ერთ ყლუპად გადავუშვი ხახაში და ყელის საშინელმა წვავ სახეზე მთელი ემოცია გამოიწვია.. - კარგად ხარ?- ფრთხილად შემახო ხელი ტატამ მუხლზე და გამიღიმა.. გინდა წამოწექი, დაისვენე , ამათ გავაცილებ და მერე რამე გემრიელი მოვამზადოთ . - არა კარგად ვარ, მოგეხმარები . წოლა და მარტო ყოფნა არც სახლში მაკლია- ღიმილით ვუპასუხე და რამოდენიმე წამში სამზარეულოსაკენ წასულს უკან დავედევნე.. ნახევარი საათის მერე მაგიდის გარშემო ორნი ვისხედით და აქამდე შიმშილისაგან აწკმუტუნებულ მუცელს ვიმშვიდებდი.. ნერვიულობისაგან ერთიანად მიშრებოდა პირი და მალიმალ ვსვამდი წითელ ღვინოს. - მოდი თან საქმეზე ვილაპარაოთ , ეხლა რა ხდება. გახსოვს შენობაში გადასვლისას ფასადი და სათამაშო მოედანი დასასრულებელი დაგვრჩა. ამდენი ხანი ვერაფრით მოვახერხე ამის დასრულება, მაპატიე. ყველაფერი მზადაა სულ ერთი კვირაა საჭირო და ბავშვებს ექნებათ ულამაზესი გასართობი ადგილი. ცოტა არეული პერიოდი მქონდა, საქართველოში არ ვიყავი, მამასთან ვიყავი ამიტომ გადაიწია ამ ყველაფერმა. დილით დანიელმა დამირეკა და გამახსენა თორემ სიმართლე გითხრა არც მახსოვდა.. ისეთი დაღლილი ვარ ერთი სული მაქვს სადმე გამოქვაბულს შევაფარო თავი , ოღონდ დავისვენო - სიცილით მითხრა უკანასკნელი სიტყვები და მიხვდა სულ არ მეცინებოდა.. - დანიელმა დაგირეკა? - არ მეგონა თუ ადარდებდა, ჩუმად ჩავიჩურჩულე და მხრები ავიწურე. - თქვენ რა იჩხუბეთ? - ხელზე ნელა დამადო ხელი და ინტერესით შემომხედა. - ჩვენ ერთი თვეა დავშორდით ტატა. ის დამშორდა უფრო სწორად. ოღონდ მიზეზი არ მკითხო, ახლა ამისი ლაპარაკის სურვილი არ გამაჩნია.. - არა, დამშვიდდი არ გკითხავ, ეგ ჩემი საქმე არაა, მაგრამ მაპატიე დანიელს დიდი ხანია ვიცნობ, სწორად გამიგე, ზუსტად ვიცი როდის უყვარს ადამიანი და ვიცი რომ შენ უყვარხარ მართა. გაოცებას ვერ ვმალავ რომ თავად დაგშორდა. - ჩემი ბრალია, ტყუილი ვერ მაპატია, ტყუილიც არ იყო. დროულად ვერ ვუთხარი ის სიმართლე რომელიც ორივესათვის მნიშვნელოვანი იყო. მან კი.. - კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი რომ დაგირეკავს და შერიგდებით , უბრალოდ დრო მიეცი, ცოტა ხისტია უჭირს რაღაცეების შეგუება და მერე ამ რაღაცეების გააანალიზება. - აღარ ველოდები ! - ძლივს ამოვიკნავლე და ერთიანად მივეცი გასაქანი ცრემლებს, რომელსაც ამდენი ხანი ვიკავებდი. - მოსასვლელი მოვიდოდა ტატა, შენ რომ იცნობ დანიელს, მისთვის წინაღობა არ არსებობს, მისთვის სულ ერთია ხალხი რას ამბობს, მაგრამ ის წავიდა, უბრალოდ დამტოვა , არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა ეს ყველაფერი, ვერ წარმოიდგენ როგორ ცუდად ვარ, შიგნიდან ყველაფერი მეწვის, იცი რა არის სასაცილო? იმდენად შორსაა ჩემგან რომ ყველგანაა ჩემში. მისი მზერა, თვალები, ღიმილი, მისი სურნელი დამყვება თან. ხანდახან მგონია შევირყევი, ვერ გავუძლებ, ამას ფიზიკურად ვერ გავუძლებ ტატა. დაბადების წუთიდან მიტოვებისთვის ვიყავი განწირული ეტყობა ესაა ჩემი ბედი , რომ ყველა გაიქცეს ჩემგან, უბრალოდ ჯერ გამაბედნიერებენ და მერე ისე ძალიან მთქელავენ მიწაზე დაცემულს წამოდგომის ძალა არ მრჩება, სურვილი არ მრჩება წამოდგომისას საკუთარი ძვლები წამოვკრიფო.. - ამდენს ნუ სვამ !- ხვეწნით შემომხედა და ბოთლს გადასადგმელად წაატანა ხელი რომ დავიჭირე.. - დღეს დავლევ, იქნებ დავიცალო ამ აუტანელი ტკივილისაგან,ხვალ უფრო ძლიერი ვიქნები, უფრო მყარი. იცი რა ძნელია იყო ძლიერი? მუდამ ყველაფრის რქებით გატანა გიწევდეს. ცხოვრებაში ისე არაფერი გამიკეთებია რომ წინაღობა არ მქონოდა.. გვერდში კი არასოდეს მდგომია ოჯახი, პირიქით ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს წინააღმდეგი იყო და ახლაც ასეა.. აი შენ გაგიმართლა , მამა გვერდში გიდგას, რაც არ უნდა იყო, ძლერი ზურგი გაქვს ტატა . მე კიდევ ამ სიყვარულმა დამასუსტა, ბავშვად მაგრძნობინა თავი, ცოტა ხნის წინ ისეთი ლაღი ვიყავი, პირველად ცხოვრებაში არ ვფიქრობდი არაფერზე, პირველად ვიღაცა ჩემს სანაცვლოდ ფიქრობდა. ახლა კი არც ძლიერი ქალი ვარ და არც საყვარელი, ახლა უბრალოდ ქალი ვარ.. - საკმარისია, მესმის რომ გტკივა მართა, მაგრამ ჯერ არაყი ახლა ეს ღვინო, ცუდად გახდები, გახსოვს ბოლოს რაც მოხდა? - მახსოვს, მაშინ ვეჭვიანობდი, ეჭვიანობა მკლავდა, ახლა მარტოობა. - ჯანდაბა ორივე ერთი ნაგავია - ხმამაღლა გადავიხარხარე და ღვინის ბოთლი ჩემკენ მივიწიე. - ორივე სულს გგლეჯს, ავადმყოფად გაგრძნობინებს თავს. იცი რა არის სასაცილო ?- მაშინ მეგონა რომ დანიელს მართმევდნენ ახლა კი ისედაც აღარაა ჩემი. - დამშვიდდი გთხოვ, აქ ხომ იმიტომ არ მოგიყვანე , რომ გეტირა. მარტო არა ხარ, მეც მტკიოდა და ახლაც მტკივა, მეც ეს გზა გავიარე მართა,მეც ვკვდებოდი , უფრო სწორად დიდი ხანია შინაგანად მოვკვდი , მაგრამ ეს ცხოვრებაა, და ამ ცხოვრებაში ჩვენ განგებამ ძლიერი ქალის იარლიყი მოგვაკრა. - ძალიან გიყვარდა? - ჩემს მოულოდნელ კითხვას არ ელოდა, მივხვდი არ უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ კითხვა კიდევ გავუმეორე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე.. - მიყვარდა. და მისი შეყვარება არასოდეს მინანია. მიყვარდა და ამითაც კი ბედნიერი ვიყავი, ის ჩემთვის ყველაფერი იყო, მისი ერთი შემოხედვა, გაღიმება აი ეს იყო ჩემთვის ბედნიერება, მასთან ერთად გატარებული არც ერთი წუთი არ წარუშლია ჩემს გონებას მართა. და იცი რატომ? - მე ამ მოგონებებით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში იყო - აცრემლებული თვალებით შემომხედა და სასმლით ჭიქებში ამჯერად თავად შეავსო.. - რატომ მიგატოვა? - ვგრძნობდი რომ ჩემს კითხვებს საზღვარი არ ექნებოდა ამის კი ტატას უხერხულობას ვუქმნიდი. მიუხედავად იმისა რომ სახელს არც ის ამბობდა არც მე ვიცოდით რომ ორივე ერთიდაიგივე კაცზე ვსაუბრობდით. - მას არასოდეს ვუყვარდი და მე ეს ვიცოდი, მასთან მანამდე ვიყავი სანამ არ მივხვდი რომ გიჟურად მიყვარდებოდა, უფროდაუფრო ვეჩვეოდი, ამიტომ ერთ დღეს უბრალოდ წავედი მისგან, იცი რეალობაში დაბრუნებულს რა მეტკინა? - ის იყო ჩემს ცხოვრებაში და მე მის ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ. მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი გესმის? - და ახლაც ასეა, ის ჩემში საყვარელ ქალს ვერ ხედავდა- დანანებით მითხრა და ყველის მოზრდილი ნაჭერი მოჭრა ჩანგლით. - შენ ასეთი ლამაზი ქალი ხარ, ჭკვიანი, დახვეწილი სამწუხაროა რომ ასე გამოვიდა.. არ გკითხავ ვინ იყო ის კაცი. ისედაც ორივემ ვიცით და ისიც ვიცით რომ შეუძლებელია ის არ შეგიყვარდეს. - სწორია, ჯობია არ მკითხო იმიტომ რომ ამას მაინც ვერ გაიგებ, შენ გაგიმართლა რომ დანიელს უყვარხარ. ის საუკეთესო კაცია, მას შეუძლია ქალს თავი ბედნიერეად აგრძნობინოს. - მის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლო - მოდი დავლიოთ ჭიქა ხელში ავიღე და ტატას შევხედე - „ცხოვრება ორ ნაწილად გავყოთ - მათთან ერთად და მათ გარეშე „ - ნერვიულობა სიცილში გადამივიდა როგორც მჩვევია ზომად მეტად შეზარხოშებულს და ანთებულ ტელეფონის ეკრანს გავხედე, უკვე მერამდეედ რეკავდა მამაჩემი , მე კი პასუხის გაცემის სურვილი არ გამაჩნდა .. - ძალიან მენატრება, საშინლად, ასე ძალიან არავინ მომნატრებია, გიჟივით დავიწყე ტირილი და სახე ხელებში ჩავმალე, ვიცოდი ახლა ვერავინ გამაჩერებდა თავად დანიელიც კი, ბოლომდე უნდა დავცლილიყავი, ბოლომდე უნდა მეტირა ჩემი ტკივილი რომელიც ასე მასუსტებდა. ეს ჩემი ისტერიკის მეორე გამოვლინება იყო, პირველი მაშინ დამეწყო როცა დაბრუნებულმა დედამ ზედ არ შემომხედა, გულში არ ჩამიკრა, ახლა ეს მეორე და უფრო მძიმე შეტევა იყო, მონატრების და მიტოვების ერთად. უფრო მძაფრი და უფრო ტკივილიანი ვიდრე ის ბავშური ცრემლები. - წავალ პირს დავიბან - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.. - მისმინე, ბევრი დალიე, გინდა წამოგყვე .. - არა დედიკო, მარტოც მოვახერხებ, გულიანად გავიცინე და სააბაზანოსაკენ ფრთხილად წავედი. ხელსაბანს დავეყრდენი და ცივი წყალი სახეზე ხარბად შევისხი.. სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვამ შემაშინა. ნუთუ ეს მე ვიყავი. ტირილისაგან დაწითლებული თვალები და ამოშავებული თვალებით. ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ აშკარა იყო ზომაზე მეტი მქონდა დალეული. - ბოლო სამი არ უნდა დამელია - ჩემს თავს თითო დავუქნიე და გამეღიმა.. - საღამო მშვიდობის - ტატას ხმა მჭახედ გაისმა და გაიტრუნა.. - მშვიდობა გაქვს? - ნერვიულად წამოდგა ფეხზე დანიელი და ღამის თბილისს მოავლო მზერა.შეგიძლია რომ მოხვიდე? - ტატა რა ხდება? არ მიყვარს ხო იცი ეს თამაში. - ეს თამაში არაა. გთხოვ მოდი. და ყველაფერს გეტყვი. ძალიან გთხოვ - მუდარით უთხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.. ნერვიულად ისრესდა სახეს დანიელი და საკუთარი თავი სძულდა ამის გამო. საწოლის კიდეზე იჯდა და ფრთხილად ეფერებოდა თმაზე.. იცოდა რომ დამნაშავე მხოლოდ ის იყო. მხოლოდ ის და სხვა არავინ. ისიც იცოდა რომ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ მას შეეძლო. მხარზე ხელის შეხება იგრძნო და თვალებით ანიშნა ტატამ გამოდიო.. - ასეთ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანე ეს გოგო? - გაბრაზებული ჩაეკითხა ტატა და ყავით სავსე ფინჯანი გაუწოდა.. - დანიელ იცი მაინც რა მდგომარეობაშია? სიტყვები არ მეყოფა რომ გადმოგცე. ამიხსენი ესაა შენ სიყვარული? რაში სჭირდება ეგ შენი გრძნობა თუკი ასე უნდა მოკლა... ძალიან ცუდადაა. არა ეს სიტყვები კიდევ არაფერიაა. მისი ტკივილი მეტკინა, მიუხედავად იმისა რომ მისი ტკივილი შენ ხარ. გოგო რომელიც ასე ძალიან გიყვარს, ასეთ მდგომარეობაში როგორ დატოვე, ასე ნუ გაიმეტებ, ცხოვრებას ვერ აგრძელებს, უშენოდა სტკივა. რამე გააკეთე ადამიანო, ასე ნუ მიყურებ. - მისმინე რა გინდა რომ გავაკეთო... - რა მინდა? არ ვიცი რა ტყუილზე და რა სიმართლეზე ლაპარაკობდა მაგრამ, სიყვარული ამასაც უძლებს და იტანს, შენ ხო ეს კარგად იცი. შემომხედე, ჩემზე კარგი და რეალური მაგალითი გჭირდება? - ტატა არ დაიწყო !- მაშინვე დაუტია და ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.. - მაშინ ისე გააკეთე რომ ამისი გახსენება არ მომიწიოს დანო. შენ ხომ ასეთი არ ხარ. რომ გენახა როგორ ცუდადაა, ვერ გაუძლებდი. ცდილობს ძლიერი იყოს, მაგრამ სუსტია. დაღლილია მიტოვებით დანიელ. შენი დაცვა და გვერდში დგომა სჭირდება - ცრემლები გადმოსცვივდა და ბიჭს ახედა. - შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია - დანანებით უთხრა და ძლიერი ხელები შემოხვია გოგოს.. ** ხელში აყვანილი მიყავდა დანიელს მართა და გრძონდა რომ მხოლოდ მისი სიახლოვეც კი საკმარისი იყო ბედნიერებისათვის. პატარა გაწუწულ კნუტს აგონებდა, თავსხმა წვიმაში გარეთ მოყოლილს , თავშესაფარის ძებნაში დაღლილს და მარტოობისაგან დალეულს. მკერდზე ჰყავდა მიკრული და უნდოდა არასოდეს გაეშვა ხელი. ტატა მართალი იყო, ამ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანა ეს ერთი ციდა გოგო, ჯერ ბედნიერება აჩვენა , დააჯერა რომ არასოდეს მიატოვებდა და მერე მაინც მიატოვა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა რომ არ უსმენდა არავის, არ ეჯერებოდა რომ შეიძლებოდა ასე ყვარებოდა ვინმეს დანიელი.. ფრთხილად დააწვინა საწოლზე და გვერდით მიუწვა. ყველაზე მადისამღძვრელი სურნელი ჰქონდა მის ქალს, ყველაზე საოცარი და ვნებიანი.. სახიდან თმა გადაუწია და შუბლზე ნელა შეახო ტუჩებო.. თითქოს მისი სითბო იგრძნო მართამ, ხელი მაშინვე შემოხვია დანიელს წელზე და პატარა ბავშვივით სასურველი ადგილის ძებნა დაიწყო ძილის გასაგრძელებლად. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა. ფრთხილად გავახილე თვალები და სრულიად უცხო ოთახს მოვავლე თვალი.. გააზრებაც კი მიჭირდა სად შეიძლება ვყოფილიყავი. სადღაც შორიდან წყლის და მუსიკის ხმა ყრუდ მესმოდა.. მაგრად მოვიჭირე საფეთქლებზე ხელები და საწოლზე წამოვჯექი.. სად ვიყავი ან ვინ მომიყვანა აქ როგორ აღმოვჩნდი არაფერი მახსოვდა. რას ვაკეთებდი ამ სამეფო სტილის ოთახში ვერც ამას ვხვდებოდი... საძინებლის კარი ფრთხილად გამოვაღე და ფეხშიშველი მივუყვებოდი ხმას საიდანაც მუსიკა მესმოდა.. ჩემკენ ზურგით იდგა, ერთიანად გავშრი.. მაგრად მივაჭირე ერთი ხელი კედელს მეორე კი გულის დასამშვიდებლად მივიჭირე და თვალები დავხუჭე. - ცუდად ხარ მართა? რატომ ადექი? - დამინახა თუ არა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ძლიერი ხელი შემომხვია წელზე.. - დანიელ? - ძლივს მოვახერხე მისი სახელის წარმოთქმა . შენ? აქ შენ მომიყვანე? მე ხომ ტატასთან.. - იყავი, მაგრამ ცუდად გახდი, შეეშინდა და დამირეკა. - მე შენთვის დახმარება არ მითხოვია და არც მისთვის, ქვეყანაზე ვერავის ენდობი რა - გაღიზიანება ვერ დავმალე და წამოდგომას შევეცადე რომ მოულოდნელად დამიბნელდა თვალებში და უეცრად აღმოვჩნდი დანიელის კალთაში... - რატომ ბრაზობ? ამდენი რომ დალიე რას ელოდი? სასწრაფოს გამოძახება უნდოდა, კიდევ კარგი იმდენი მოიფიქრა და მე დამირეკა.. - გამიშვი - კიდევ ერთხელ ამაოდ ვცადე გაძალიანება და გავფართხალდი.. - არსად გაგიშვებ, დღეის მერე არსად არ გაგიშვებ, იცი რატომ? - ყურთან მიჩურჩულა და მივხვდი რომ ტანში ერთიანად დამიარა ცხელმა ტალღამ. - იმიტომ რომ საშინლად მომენატრე, იმიტომ რომ როგორც არასოდეს ისე მინდიხარ და იმიტომ რომ როგორც არასოდეს არავინ ისე მიყვარხარ. მინდა ეს დღე და ეს ღამეც ჩვენი იყოს, მარტო ჩვენი. დღევანდელი 24 საათი მარტო შენით დავტკბე, შენი კანის და თმის სურნელი შევიგრძნო, შენ შეგიგრძნო მართა. ეს ერთი თვე მარტო შენთვის არ იყო ჯოჯოხეთი, მეც ცუდად ვიყავი.. ახლა მივხვდი რომ ეს მაკლდა. შენი სუნთქვა ჩემს გულთან და შენი პატარა ხელები ჩემს სახეზე... - მიყვარხარ - ზლუქუნით ამოვთქვი და ხელები კისერზე შემოვხვიე.. - მეტი არსად გამიშვა გესმის? მეტჯერ არ მიმატოვო დანიელ.. - გპირდები , რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთო არ მიგატოვებ , მიყვარხარ და ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ.. მხოლოდ მე და შენ - ფრთხილად შემახო ტუჩები შუბლზე და მთელი ძალით მიმიკრა მკერდზე.. ** ღუმელიდან ნამცხვარი ბედნიერი სახით გამოიღო და მაგიდაზე ფრთხილად დადო... სახლში ფუსფუსი ახლა ყველაზე დიდი ბედნირება იყო სოფისთვის. ზრუნავდა ქმარზე და მომლოდინე რეჟიმში მყოფ შვილზე.. სიამოვნებდა ყველაფერი რასაც სიყვარულით აკეთება. მიუხედავად იმისა რომ ხშირად წუწუნებდა და მერე ძილის წინ ტიროდა, დილით მაინც ბედნიერი სახით აცილებდა ქმარს და საღამოს გამოხსნილ კართან ელოდებოდა სანამ კიბეებზე გაოგონებდა მის ხმას.. - მართას ველაპარაკე დღეს მოვა,ისეთი ბედნერი იყო არ ვიცი - ქმარს გახედა და ნამცხვარი თეფშზე გადაალაგა.. - იქნებ დანილს შეურიგდა - ორაზროვნად გაეპასუხა თორნიკე და ტელევიზორის ყურება განაგრძო. - არ გითხარი წეღან? - რომ საღამოს მოვლენ , თორნიკეეე - გაბრაზებულმა დაუტია ქმარს და ტელევიზორს წინ აეფარა.. - არა, შენ მითხარი საღამოს მართა მოვაო გაბერილო. გაიწიე საინფორმაციოს ვუყურებ. - არ გავიწევი იმიტომ რომ ჩემი მოსმენა არ იცი - განაწყენებულმა გახედა და ცრემლები გადმოსცვივდა.. - ერთხელაც იქნება ეს ცრემლები დაგიშრება ამდენი ტირილით სოფი.- სიცილით გაეპასუხა და მისკენ წავიდა.. - მოდი აქ, ნეტა მალე გავიდეს ეს დრო და გააჩინო ეს ბავშვი, თორემ ამდენი ცრემლის წმენდა არ შემიძლია.. მე იურისტი ვარ და არა ფსიქოლოგი - გულიანად გაიცინა და ცოლს თავზე აკოცა.. - სამაგიეროდ ქმარი ხარ და მალე მამა იქნები - ხელები წელზე შემოხვია და გაიტრუნა.. - ესეიგი , მართა მოვა დანიელთან ერთად საღამოს, არ უნდოდა მაგრამ ძლივს დავითანხმე, ბოლოსდაბოლოს ხო უნდა გავიცნოთ სიძე.. - სასიძო , ასე ჯობია - რანაირი სიძეა ჯერ .. მისმინე შენ რომ იცი, საღამოს ახლა ისე არ დაუწყო ამ ბიჭს ჩაძიება .. - არც ვაპირებ, თავად მოყვება ყველაფერს.. - სოფიო, რა გთხოვე ამ წამს, დანიელი სხვანაირია ხო იცი. ახლა შენი ცნობისმოყვარეობის გამო ნუ აჩხუბებ რა. - არაფერს არ ვიკითხავ გპირდები, ხელი ჰაერში ასწია და თითები გადაჯვარედინა. უბრალოდ საქმეს ისე წავიყვან ყველაფერს მოყვება .. - ღმერთო რა დავაშავე. მე ვარ ადვოკატი თუ შენ არ ვიცი - ხელები ჰაერში აატრიალა და გულიანად გაიცინა.. - ბევრს ნუ ლაპარაკობ შენ ახალგაზრდავ. მიირთვი შენი წილი ნამცხვარი და მერე მაღაზიაში წადი, ხო წახვალ? - მალულად გააპარა მზერა ქმრისკენ და გაუღიმა, იცოდა როგორ სძულდა თორნიკეს მაღაზიაშ სიარული, მაგრამ ორსული ცოლის გამო უწევდა. - წავალ ხო აბა რას ვიზამ წავალ - ორაზროვანი პასუხი დაუბრუნა ცოლს და ნამცხვარი თავისკენ მისწია.. აფორიაქებული შეყურებდა საათს სოფიო და ნერვიულად იჭამდა ტუჩებს მთელი საღამო... ისე ნერვიულობდა თითქოს საკუთარი საქმროს გასაცნობად ამზადებდა მაგიდას. მოფუსფუსე ცოლის დანახვაზე სიცილს ძლივს იკავებდა თორნიკე და ცდილობდა მისთის გული არ ეტკინა.. - მოვიდნენ - ნერვიულად იყვირა და ადგილზე შეხტა.. - გოგო შენ დალაგებული არ ხარ? - გაბრაზება ვერ დამალა და კარისკენ სირბილით წასულ ცოლს უკან გაყვა... - ხო გახსოვს ზედმეტი კითხვების გარეშე - ნაზად მოხვია ბედნიერებისაგან აჟიტირებულ ცოლს ხელი და თავზე აკოცა.. ბედნიერი თვალებით შევყურებდი დანიელს.. მთელი გულით ვგრძნობდი როგორი ბედნიერი ვიყავი ამ კაცის გვერდით .. დანიელის ტელეფონი კი ჯიბრზე არ წყვეტდა რეკვას. ახალი მშენებლობის დასაწყებად ყველაფერს ეკითხებოდნენ, ოთახიდან აივნისაკენ მიმავალ დანიელს მშიერი მზერა გავაყოლე და ნერვიულად გადავიმტვრიე ხელები მაგიდის ქვეშ ,ჩემი აუტანელი ფიქრების დასამალავად... ეს სულ სხვა პერიოდი იყო. რაღაც აუხსნელი და ქიმიური.. მისი ახლო ყოფნით თთქოს ახალი ენერგიით ვიტვირთებოდი, სულში გაზაფხულის ყვავილები ყვავილობდა, მუცელში ფრთა ფარფატა პეპლები ფრენას იწყებდა და მაშინვე გამალებით და რითმულად უყოლებდა გული ძგერას... შემთხვევით შემეხო დანიელის ხელი ხელზე და სხეულში საშინელმა ტალღამ დამიარა. ამ ტალღას სახელად სურვილი ერქვა. რომელსაც დიდი ხანი ვებრძოდი და ახლა ვხვდებოდი რომ ეს სურვილი ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. რეალურად ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანი ვიყავით . მაგრამ მისი ხმის ტემბრი, სათუთი კანი, თლილი თითები, სიცილის მანერა და გამოხედვა, საშინელ ალიაქოთს მიქმნიდა სულში და მაქსიმალურად ვცდილობდი თვალის არიდებას.. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ..გვერდით მომიჯდა თუ არა ხელი ნაზად შემომხვია წელზე და თავზე მაკოცა.. - რომ წავიდე გეწყინება? - იმდენად მოულოდნელად გაისმა მისი კითხვა წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. - წასვლა არ მინდა, ვიცი ახლახანს მოვედი , მაგრამ კარგად იცი დილით სამსახურში ვერ წავედი, სასწრაფოდ ხელი უნდა მოვაწერო საბუთებს. - ახლა? ცხრა საათია დანიელ, ხვალ რომ იყოს - წუწუნა ბავშვივით გავეპასუხე და მზად ვიყავი ცრემლებისთის გზა მომენახა რომ შევძელი მწარე ღიმილის აფარება სახეზე.. - ხვალამდე უნდა გაიგზავნოს პასუხი მართა. რა ვქნა, ლევანი და ლელა ოფისში არიან. - ლევანმა რომ მოაწეროს? - ჩემს კითხვაზე გულიანად გაიცინა და თორნიკეს გახედა. - ხო ხედავ რეებისკენ მიბიძგებს.. არა, ვერ მოაწერს, თანაც შინაარს უნდა გავეცნო, არავის ვენდობი მასე რომ საბუთებზე ხელი მოვაწერინო.. - ოოოო, მაშინ აქ მოვიდნენ , შეიძლება? - სოფის გაბუსხულმა გავხედე და ტუჩი გადმოვატრიელე. - მართლა დანიელ, დაურეკე რა პრობლემაა მოვიდნენ აქ, გავიცნობთ, ვიხალისებთ , შენც არსად წახვალ , არც ჩემი გაბერილი ცოლი იტირებს რომ მისი მომზადებული სადილი ვერ გასინჯე და არც მისი წუწუნა დაქალი , ძმურად ეგრე ნუ გამიმეტებ რა - მხარზე ხელი დაკრა და თვალი ჩაუკრა.. ინტერესით დაყურებდა საბუთებს დანიელი და სიცილს ძლივს იკავებდა.. ახლა უკვე იცოდა ვინ იყო მისი ძმაკაცის ტანჯვის მიზეზი.. ორვე თავზე ედგა და ასახულ ციფრებში გარკვევას ცდილობდნენ. არასოდეს უყვარდა დანიელს სხვისი ჩარევა იმ გეგმებში რომელსაც თავად სახავდა და თავად აშენებდა... - შეგიძლიათ დასხდეთ და თავზე არ მედგეთ? - ჩვეული უხეში ტონით გახედა ლევანს და თვალი თვალში გაუყარა.- ძმურად დაჯექი მანდ, ეს გოგოც მიისვი და მაცადე წავიკითხო ბოლომდე რა წერია. თავზე რომ მადგახართ და ლაპარაკობთ როგორ გგონია რამეს ვიგებ? - შენ დღეს რა უხეში ხარ ძმაო , აჰა დავსხდებით - მაჯაში ჩაკიდა ხელი ფერწასულ გოგოს და გვერდით მოისვა. - ლევან შენ კარგად იცი რომ... - ვიცი, ვიცი - დამნაშავე ვარ მომიტევე . უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ და სულ ესაა- თვალებით ანიშნა ლელაზე და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დანიელს. - ორი წუთით , შეიძლება სხვა ოთხში გავიდე? მორიდებით იკითხა და ფეხზე წამოდგა. - რა პრობლემაა, პირდაპირ მიდი ჩემი კაბინეტია - ზურგისკენ დაატრიალა თორნიკემ ბიჭი და დერეფანში მიმავალს მანამდე უყურა სანამ კაბინეტის კარი არ მიიკეტა. - სად იპოვე ეს ანგელოზივით ბიჭი გოგო? - ვერ გავიგე- სახეზე გამოსახული ემოცია სადღაც ჰაერში გამექცა და თორნიკეს ავხედე. - სად ვიპოვე რა არის, ხო იცი სადაც ვიპოვე.. - სად იპოვეზე მეტად ის მიკვირს ამ კაცს შენნაირ მჟავე გოგოში რა მოეწონა.. - თორნიკეე ! მოგხვდება - ხო იცი რომ მწარე ხელი მაქვს - თვალი ჩავუკარი და ლევანს გადავხედე.. - ოოოო, საოცრად მწარე, ნეტა დანიელმა თუ იცი როგორი მწარე ხელი აქვს მის გოგოს. ეს გოგო კი არა აფთარია, ნამდვილი აფთარი. როცა საქმე მისი საყვარელი ადამიანების დაცვაზე დგება, ამ პატარა წრუწუნასავით გოგოში იმხელა აფთარი იღვიძებს მერწმუნეთ არ ღირს გააღვიძოთ..- გულიანად ხარხარებდა თორნიკე და გვერდით მსხდომებსაც იყოლიებდა. - ჩემი გოგო ანგელოზია, აფთარი კი არა. პატარა და სუსტია, თქვენ არ იცით ამ ძლიერი ქალის მიღმა როგორი სათუთი ბავშვი დგას, რომელსაც დაცვა, ზრუნდა და მუდმივი ალერსი უნდა - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა კარში მდგარმა დანიელმა და ვნებას ატანილი მზერით გამომხედა... - ეგ შენთანაა, ესეთი ნაზი და სათუთი. თორემ მე ამისი სისათუთე არსად მინახავს - ვერაფრით ცხრებოდა თორნიკე და სასმელს ჭიქებში ასხავდა. - მე ვიცი, ესენი წავლენ და მერე ვიღაცას მწარედ მოხვდება - კბილებში გამოსცრა სოფომ და ქმარს თვალი ჩაუკრა... - სხვათაშორის ამაოდ მაბულინგებ ცოლო, ნუ გავიწყდება რომ ადვოკატი ვარ, თავის დაცვა ძალიან კარგად შემიძლია, ჩემთან ეგენი არ გაგივა.. - კარგი თორნიკე გეყოფა ბავშვს თავი ასტკივდა - სრული სერიოზულობით განაცხადა სოფიმ და ერთიანად ატყდა ხარხარი ბედნიერებით განათებულ ოთახში... - სხვათაშორის ეს შენი მდივანი ძალიან ლამაზი, სექსუალური და მიმზედველი გოგოა , ხოდააა კარგი ბიჭი უნდა გავაცნო - გულზე ხელები გადაიჯვარედინა სოფომ და ლელას გახედა.. - ვერ გამოგივა ეგ საქმე - უმალ დაასწრო პასუხის გაცემა დანიელმა ლელას და გაუღიმა. - რატომ ვითომ? ვინ დამიშლის, მაშინვე შეტევაზე გადავიდა სოფო, შენ ამას მე ვერ ამიკრძალავ სიძევ. - აგიკრძალავ და მერედა როგორ - წარბი ზემოთ აზიდა და თვალებში ჩააშტერდა ფეხზე მდგარ გოგონას. - ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს, არ გინდა რომ შენი მდივანი ბედნიერი იყოს? თუ ეჭვიანობ ?- უადგილოდ დასმულმა კითხვამ ერთიანად ამჭრა და სოფოს მკვლელი მზერა ვესროლე. - რას ამბობ, საეჭვიანო რა არის, ლელა ჩემთვის დასავითაა. უბრალოდ მეც მანდ ვარ, მინდა რომ ჩემი იდეალური დამხმარე ბედნიერი იყოს, ამიტომ ლელას მე თავად უკვე ვუპოვე იდალური მეორე ნახევარი.. - ბატონო დანიელ, რას ამბობთ. უკვე სირცხვილისაგან ცეცხლი მიკიდია - თვალები აარიდა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა. - დავიჯერო ახლა შენი კანდიდატურა ჩემსას ჯობია? - ამაოდ არ ცხრებოდა სოფიო და ქმრის ჯაჯგურს ყურადღებას არ აქცევდა. - დარწმუნებული ვარ - არც დანიელი რჩებოდა ვალში და ვიცოდი მალე მძიმე არტილერია დამჭირდებოდა მათ გასაშველებლად. - მოდით ასე ვიტყვი - ბოლოს ისევ დანიელმა აიღო სადავეები ხელში, ცალი ხელი მხარზე შემომხვია , მეორე ლევანს მოსდო და გაიღიმა.. ჩემი კანდიდატურა ეს ბიჭია, ყველანაირად იდეალური, ჩემი ძმა, ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი სული და გული. - დანიელ ვსიო, გეყოფა, რა დალიე ასეთი - მუჯლუგუნი გაჰკრა ძმაკაცს და დარცხვენილმა გახედა ლელას.- არაა საჭირო ყველაფერი გადმოალაგო.. - არაფერი დამილევია, წვეთიც კი არ დამილევია ლევან. იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო უნდა დავლიო?უბრალოდ კარგად ვარ და სულ ესააა. - მიხარია ხო იცი, შენი ბედნიერება ძმაო, მაგრამ ჩემს ჯერ არ შემდგარ ურთიერთობას ძირშივე ნუ დაანგრევ რა - ჩუმად გადაულაპარაკა ძმაკაცს და ფეხზე ხელი მაგრად დაჰკრა.. ყოფილხართ ბედნიერებისაგან გაბრუებული? გიგრძვიათ რა არის როდესაც კი არ დადიხარ დაფრინავ. როცა არც შიმშილს განიცდი და არც წყურვილს.. როცა მხოლოდ მისი შეხებით ხარ ბედნიერი. გყვარებიათ ისე რომ მისი სიახლოვის გარდა არაფერი გდომებიათ? მხოლოდ მის გვერდით ყოფნა და მისი თვალების სიღრმეში ჩაძირვა. ეს ყველაზე ლამაზი და ნამდვილი სიყვარულია, როდესაც მცირედიც კი გყოფნის. აქამდე უფერო ცხოვრება ერთიანად იცვლის ფერს, სიყვარულის ფრინველები იწყებენ შენს გარშემო ჭიკჭიკს და სულში ფორიაქს დაუსაბამო ფიქრამდე მიყავხარ. ასეთ ბედნიერება და სიყვარული ღვთის საჩუქარია, ასეთი მოულოდნელი და თავს დატეხილი ემოციები ხშირად არ ათამამებს ადამიანებს.. ასეთი სიყვარულიც მხოლოდ ზღაპრებშია.. სასმლისგან გაბრუებული მივყვებოდი დანიელს გვერდით. ძლიერად მქონდა ხელი შემოხვეული წელზე, მისი დაკარგვის შეგრძნება ჯერ კიდევ არ მქონდა გასული. - გინდა მაგარი ყავა? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.. - არა, არ მინდა, გგონია რომ ასეთი ნასვამი ვარ? - ნასვამი კი არა მთვრალი ხარ მართა, გაბრაზება შეეპარა ხმაში მაგრამ ეცადა არ შემჩნეოდა. ვერ ვიტან როცა ასე სვამ, არაფრის გამო ამდენს სვამ და მერე ამ მდგომარეობაში ზიხარ. - რა მდგომარეობაში მაინც? - გამოშტერებული და კონტროლდაკარგული - საკმარისია თუ დავამატო? - რა უხეში ხარ ღმერთო ჩემო, ალმაცერად გავხედე და ფეხზე წამოვდექი, - წავალ დავწვები - წონასწორობის შენარჩუნებას შევეცადე და კედელს მაგრად მივაჭირე ხელი.. - ასჯერ გითხარი, ამდენს ნუ სვამ- თქო, მოგწონს ასე ეს საქციელი? - პატარა ბავშვივით დამტუქსა დანიელმა, და წელზე მაგრად შემომხვია ხელი. - რა საჭიროა ეს ძალადობა, მე ამისი წინააღმდეგი ვარ - გაუაზრებლად ვბუტბუტებდი და სახეზე მოფენილ ღიმილს ძლივს ვიკავებდი.. - არ მეცინება სხვათაშორის, წამოდი ცივი წლით დავიბანოთ სახე, მერე წამოწექი და გადაგივლის. - არაფერი მჭირს გადასავლები ვაიმე დანიელ - დავლიე ხო არ ვკვდები.- ბედნიერი ვარ და დავლიე, ასე გამოვხატე რატომ შემაწუხე.. არც ისეთი მთვრალი ვარ რომ ვერ ვხვდებოდე რას ვაკეთებ და რა მინდა - ხელი გავაშვებინე და სააბაზანოში შევედი. იქიდან გამოსულს დანიელი საძინებელში დამხვდა ცივი წყლის მოზრდილი ჭიქით ხელში. - უკეთ ხარ? - გადასარევად, ამაზე კარგად არ ვყოფილვარ - მისკენ წავედი და მკერდზე დავადე თავი - რა ლამაზია ცხოვრება როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს და გიყვარს. ძალიან მიყვარხარ მართლა . - მეც ძალიან მიყვარხარ, მინდა ეს ღამე დაუვიწყარი იყოს - ხავერდოვანი ხმით მიჩურჩულა ყურთან და გამიღიმა. ერთიანად დამიარა ტანში სურვილის ტალღამ, ხელები კისერზე შემოვხვიე და ფეხის წვერებზე ავიწიე. ნელა შევეხე მის ტუჩებს და მისი ბაგეებიდან წამოსული ცხელი ჰაერი უხვად მომეფინა სახეზე... ძლიერი ხელი ნელა დამისვა ზურგზე და მეორე თმაში შემიცურა, ოდნავ მომქაჩა და განზე გამწია. რამოდენიმე წამს გაშტერებული დამყურებდა და ვხვდებოდი ახლა მასში ერთიანად იფეთქებდა ვნება. ცერა თითი ტუჩებიდან მკერდის მიმართულებით დამისვა და ჩემი გაასმაგებული სუნთქვის დანახვაზე მოწყურებულმა დამიწყო კოცნა.. მაქსიმალური სიმყარის საძებნელად, ნელა დავიხიე უკან და კედელს ზურგით მივეჯახე. ტკივილისა და სიამოვნებისაგან ერთიანად აღმომხდა აქამდე მთელს სხეულში დაგუბებული კვნესა და თვალები დავხუჭე.. ვგრძნობდი მისი თბილი ხელები ჩემი მაისურის ქვეშ, როგორ ცდილობდნენ გზის გაკვალვას. სასმლის და სურვილისაგან გაბრუებულმა ერთი გავიბრძოლე რომ კონტროლი მთლიანად არ დამეკარგა და ბოლომდე არ ჩავძირულიყავი მის სიყვარულში. გონების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ახერხებდა საღად აზროვნებას და ჩემს გამოფხიზლებას ლამობდა, მაგრამ არც სხეულს და არც ტვინის მეორე ნაწილს ამისი სურვილი არ გააჩნდა.. ფრთხილად მომაშორა ზედმეტი ტანსაცმელი სხეულიდან და საწოლზე გადამაწვინა, ჟინმორეული დამყურებდა და ცდილობდა სხეულის სათითაო ნაკვთი დაეკოცა.. წინააღმდეგობის გაწევას არც ვლამობდი, ამ წამს ყველაზე სუსტი ვიყავი. თითქოს მთელი ის ძალა და ენერგია რომელიც აქამდე მქონდა დანიელის ხელებში იღვრებოდა და ვრჩებოდი მხოლოდ ქალი სიტყვა „ძლიერის“ გარეშე. ქალი რომელსაც უბრალოდ სიყვარული და ზრუნვა უნდოდა, მოფერება და ალერსი სურდა საყვარელი მამაკაცისაგან. ქალი რომელიც მზად იყო ყველაფერი მიეცა და სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვა.. პირველად მიყვარდა ასე ძალიან. მიყვარდა მისი სხეულის სათითაო ნაკვთი, მისი ცხელი, გახშირებული სუნთქვა და გაასმაგებული გულისძგერა.. სიამოვნებისაგან და ღელვისაგან გაბრუებულმა დავუსვი ხელები ზურგზე და ვიგრძენი როგორ ესიამოვნება ჩემი ეს ოდნავ გათამამებული საქციელი, სახეზე ერთიანად მოეფინა ღიმილი და დარცხვენილმა ჩავმალე სახე მის კისერში... - დილა მშვიდობისა მძინარა - ხავერდოვანი ხმით მითხრა და შიშველ სხეულზე საბანი გადამაფარა. - უკვე გათენდა? - გაოცებულმა ვკითხე და ხელები საწოლზე დავურტყი , იმის ნიშნად რომ დაწოლილიყო... - გათენდა კი არა შეუადღეა უვე, თორმეტი საათია - სიცილით მითხრა და მკერდზე მიმიკრა.. - ვაიმე ამდენი არასოდეს მძინებია... - ნუ ახლა რა გასაკვირია, ემოციებმა თავისი გააკეთა - ყურთან მიჩურჩულა და თბილი ხელის შეხება ვიგრძენი მუცელზე.. - ახლა არა რა - შეშინებული შევკრთი და ფეხები საწოლიდან გადავწიე.. - დამშვიდდი. არც არაფერს ვაპირებდი , არაა საჭირო ასე გაქცევა მართა. ჩვენ ხო უცხოები არ ვართ . - მაპატიე - დანაშაულის გრძნობამ მძლია და მალულად გავხედე.. - საპატიებელი არაფერია, მიდი, ვანაში ყველაფერია შენთვის. უცებ მოემზადე და ყავა დავლიოთ.. - ოცი წუთი მომეცი და მზად ვიქნები - ღიმილით ვუთხარი, საწოლის ბოლოში დადებული მისი პერანგი შემოვიცვი შიშველ სხეულზე და სააბაზანოს კარი აფორიაქებულმა მივიხურე ზურგს უკან.. ** თოთხმეტი წლის იყო პირველად რომ მოისმინა მამის სიტყვები... ახლაც ისე მჭახედ ესმოდა როგორც მაშინ.. გონებას ისევე ღრმად ჰქონდა ჩამახსოვრებული.. მას მერე ცდილობდა ამ ყველაფრის დავიწყებას მაგრამ ვერ შეძლო. არა იმიტომ რომ ბოღმას ატარებდა უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ეტკინა... ერთი შეხედვით დანიელი ნიკოლოზისთვის სამაგალითო და ყველაზე გამორჩეული შვილი იყო. ყველა ასე საუბრობდა, ყველამ ასე იცოდა.. მაგრამ არავინ იცოდა სიმართლე, რომელიც ამდენი წელიწადი სტანჯავდა დანიელს და დედამისს. არავინ იცოდა იმ კავშირის შესახებ რომელიც მათ შორის თან არსებობდა და თან არ არსებობდა.. კედელს მიყუდებული უსმენდა მამის სიტყვებს, და მაშინ ასე კარგად ვერ იაზრებდა ამ ყველაფერს. ვერ იაზრებდა რას ნიშნავდა, რომ მისგან არასოდეს დადგებოდა ნამდვილი კაცი, რომ მამას საერთოდ არ ჰგავდა, რომ ის ყველაზე სუსტი და უსუსური იყო და ასეთივე დარჩებოდა.. ვერ ხვდებოდა რატომ ამბობდა საკუთარი მამა ამას, ვერ იაზრებდა რომ მაშინაც კი მას მოწილედ თვლიდა.. თავიდანვე არ მოსწონდა ნიკოლოზს შვილის წინ დგომა.. პირველობის დაკარგვას მიჩვეული არ იყო.. მაგრამ ცხოვრების მწარე კიბეებმა არ დაინდო არც ის. ბოლო საფეხურიდან პირველზე დაეცა, დასახმარებლად გაწვდილი ხელი კი სიმამრის აღმოჩნდა, მხოლოდ მას შეეძლო მისი ფეხზე წამოდგომა, მის გვერდში დგომა. მასზე ზრუნვა და წინ წაწევა. დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია ბატონ გიორგის ისე მარტივად წამოაყენა სიძე ფეხზე, თუმცა მთავარი ის იყო რომ , ყველაფერი რასაც ნიკო აკეთებდა სიმამრის დახმარებით ყველაფერი მხოლოდ დანიელის უნდა ყოფილიყო... ეს კი მთავარი მიზეზი იყო იმისათვის რომ ნიკოლოზს შვილის მიმართ შური და ბოღმა ჩაედო გულში... არ უნდოდა ცხოვრებაში მოწილე ჰყოლოდა, არც ცოლში და არც ბიზნესში.. იცოდა რომ ეს ყველაზე მძიმე გადასატანი იქნებოდა მისთვის. ჯერ კიდევ ოცდაერთი წლის ასაკში როდესაც მამა გახდა, როდესაც პირველად შეიგრძნო შვილის სითბო, მაინც ჩაიდო გულში მიზნად რომ აუცილებლად დაეპატრონებოდა სიმამრის მთელ ქონებას. მიუხედავად იმისა რომ ქართველ კაცს ვაჟის დაბადება მუდამ ეზეიმება, მისთვის არ ყოფილა საზეიმო მიზეზი, მასში შვილს კი არა მოწილეს ხედავდა.. იზრდებოდა დანიელი და მიუხედავად იმისა რომ ოჯახს სხვა შვილებიც ემატებოდნენ , თითქოს ის ყველაზე გამორჩეულ ბავშვად რჩებოდა მაინც.. საოცრად თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი დანიელი თვალსა და ხელს შუა შეცვალა მამის სიტყვებმა.. მთელი ბავშობა ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, გული არ გაებოროტებინა, მარამ ტკივილს ვერ შველოდა. გამოსავალი მარტივად იპოვა, შეწყვიტა სითბოს გამომჟღავნება, ჩამოშორდა და-ძმას. გაქცევა დაიწყო საკუთარი მშობლებისაგან, განსაკუთრებით მამისგან. მხოლოდ დედას გაანდო ისიც ბავშურად რომ ყველაფერი მოისმა. მაშინ ყველაფერი მძაფრად არ ეჩვენებოდა რუსუდანს, თუმცა წლები გადიოდა და დანიელი უარესად იკეტებოდა.. მერე გაიზარდა, მერე ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, მამის ავად გახდომის მერე, როცა ნიკოლოზი იძულებული გახდა ყველა სადავე შვილისთვის ჩაედო ხელში , მისთვის გადაელოცა ის ყველაფერი რაც ისედაც მისი იყო... რაც ისედაც მას დაუტოვა პაპამ და მისი ფლობელი მხოლოდ დანიელი იყო.. მიუხედავად ამისა არასოდეს გაუსვამს ხაზი თავისი ცხოვრების ამ წარმატებული ნაბიჯისათვის. იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თავისი მოპოვებული არ იყო. წვლილი მამას და პაპასაც დიდი ჰქონდა... მერე ყველაფერი სხვანაირად გადააკეთა, კომპანიას პატარა კომპანია მიუმატა, ახალი იდეებით შეავსო და სხვა ფერი მისცა... ყველას და ყველაფერს აძლევდა ფერს დანიელი გარდა საკუთარი გულისა.. ქალების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა, წარმატებული, ჭკვიანი და ამავდროულად საოცრად ქარიზმატული ლიქოკელი. მაგრამ მისი გულის გაღებას და მის გულში ფეხის მოკიდებას ვერავინ ახერხებდა... იცოდა რომ ოდესმე თუ ვინმე შეუყვარდებოდა ის აუცილებლად ნათელი და წმინდა ქალი იქნებოდა. ადამიანი რომელიც არ ითამაშებდა. ადამიანი რომელიც მის ფულს და ქონებას, მის სახელს არ დახარბდებოდა.. იცოდა მაგრამ ასეთი ქალი არსად არ ჩანდა.. მერე ერთ დღეს ერთიანად იფეთქა მის გულში საოცრამა გრძნობამ. მსოფლიოს კატაკლიზმების ერთიანად თავს დატყდომას ჰგავდა დანიელის ემოციები.. უყურებდა ამ პატარა გოგოს და არ იცოდა ეს რა გრძნობა იყო, უყვარდა თუ სძულდა. უყვარდა საოცრად უყვარდა და სძულდა იმიტომ რომ ასე ძალიან უყვარდა. ეშინოდა რომ ისევ ატკენდნენ, ეშინოდა რომ ეს სიყვარული ბედნიერებას ვერ მოუტანდა.. ეშინოდა რომ ისევ ბავშობაში დააბრუნებდა ეს განცდა და მიწაზე ისე ძალიან დასცემდა რომ ამჯერად ფეხზე წამოდგომას ვერ შეძლებდა.. ეშინოდა რომ ეს ის სიყვარული იყო რომელიც თავს დააკარგვინებდა ასეც გამოვიდა.. მართალი აღმოჩნდა.. ჯერ ცაში იფრინა, მერე მიწაზე დაეცა, ოღონდ ბედნიერებისაგან. სიყვარულისაგან... იმ ქალის სიყვარულისაგან რომელიც მისთვის საოცრად სათუთი და ნაზი იყო.. ასეთები იშვიათად იბადებოდნენ, ასეთები უფლის საჩუქრები იყვნენ. არც კი ახსოვდა ბოლოს როდის იტირა, როდის დაუსველა მლაშე სითხემ თვალები. როდის იგრძნო ბოლოს თავი პატარა ბავშვად. იმდენად ჩაიკლა სხეულში საკუთარი ემოციები და განცდები , იმდენად გადასხვაფერდა.. იმდენად მიეჩვია ყველა ტკივილის და დარდის მარტო გადატანას რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ მის ცხოვრებაში იყო სხვა ადამიანი, რომელსაც უყვარდა ისეთი როგორიც იყო.. სწამდა და სჯეროდა მისი. მისგან ძლიერ მხარს და დაცვას ელოდა.. ** - შენთან ვიღაცა გოგონააა - გაოცებულმა შემომიხსნა კარები ნუცამ და ზურგს უკან მდგარი გოგონა და მასზე თავით მაღალი ბიჭი შემოუშვა.. - თქვენ? გაოცებულმა შევხედე და დაბნეულობისაგან ხელები გულზე გადავიჯვარედინე... - მე მოვედი, თქვენ მართალი იყავით. ტყუილით ცხოვრების დაწყება არაა სწორი საქციელი.. იცით მე ყველაფერი ვუამბე, მამაკაცისკენ გააპარა მზერა და გაიღიმა.. - ანუ? ვერ მივხვდი, ბავშვის უკან წაყვანა გინდათ? - ცნობისმოყვარეობით სავსემ ვკითხე და სკამზე მივუთითე. - დიახ - დაჯდა თუ არა მაშინვე მითხრა, მე ყველაფერი გავანდე. მან კი იცით გამიგო, მითხრა რომ მზადაა ჩემი შვილი მისიც გახდეს, ოჯახის წინააღმდეგ წავიდა, გვინდა რომ ჩვენი ბავშვი უკან წავიყვანოთ. - სიმართლე გითხრათ, გელოდებოდით. თქვენ ისეთი თვალებით მიყურებდით როდესაც თქვენს შვილს ტოვებდით, მჯეროდა რომ მოხვიდოდით და ბავშვს უკან წაიყვანდით. ძალიან მინდოდა რომ ასე მომხდარიყო და ასეც მოხდა. - მე ვერ შევძელი, აქედან რომ ავედი ძალიან ვინერვიულე, ჩემი პატარა ერთი თვე ხელიდან არ დამისვია, გულზე მყავდა მიკრული და აქედან გასულს ისე მომენატრა, მივხვდი რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი. - მჯერა. ვერ გეტყვით რომ ზუსტად ვიცი რასაც გრძნობთ ან გრძნობიდთ მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეს პატარა დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად გაიზრდება. რომ სითბო და სიყვარული ექნება . მჯერა რომ ძალიან გეყვარებათ ... - დღეს ხომ წავიყვანთ? - აფორიაქებულმა მკითხა და ცრემლიანი მზერით შემომხედა.. - წაიყვანთ, უბრალოდ ცოტა ხანს დამელოდეთ საბუთებს მოვაგვარებთ და გაგატანთ თქვენს პატარას - აცახცახებულ ხელზე ნელა დავადე ხელი და გავუღიმე.. - ნუცა, მოდი დამეხმარე - კარში მდგარ დაქალს გავხედე და საბუთები გავუწოდე.. საათი უკვე ხუთს აჩვენებდა... ცხელი ყავა ფინჯნებში ჩამოვასხი , ერთი ნუცას გავუწოდე მეორე ხელებში მოვიქციე დინავზე ფეხები ავიკეცე... ხარბად მოვსვი ცხელი სითხე და ტუჩები გავილოკე... ვგრძნობდი რომ ოცნებებში წასულს ნუცას მზერა არ მშორდებოდა , მაგრამ მასთან საუბარს ახლა ოცნება მერჩივნა, რომელიც მინდოდა სისრულეში მალე მომეყვანა.. - ყელზე რა გჭირს? - ნუცას მოულოდნელმა კითხვამ ერთიანად დამაბნია და შოკში ჩამაგდო.. - აი ნახე აი აქ, ნელა ამიყოლა თითი ცენტრალურ ძარღვზე და ინტერესით გამომხედა.. - არაფერი არ მჭირს, რა უნდა მჭირდეს- მარტივი თავის მართლება დავიწყე და თმები გვერდზე გადმოვიწიე.. - მართა მორჩი! - ხმა გაიმკაცრა და თმა მაშინვე უკან გადამიწია- ყელზე რა გჭირს-თქო, ისეთ განცდა მაქვს რომ ვიღაცამ დაგკბინა, ან უბრალოდ შენი დახრჩობა უნდოდა.. - არ მომეშვები ხო? - არა !- რა კარგია როცა დაქალს ასე კარგად იცნობ - თმაზე მომქაჩა და გვერდით მომიხოხდა... - ჩემი დახრჩობა უნდოდათ ოღონდ კოცნით , როგორც დრაკულას - წარბები ნიშნიმოგებით ავწიე და გავიცინე.. - მართლა გეკითხები . - მეც მართლა გეუბნები. დანიელის ნამოქმედარია , წუხანდელი ღამის შედეგია. მისი ანაბეჭდებია არა მარტო ყელზე.. - როგორ? - გაოცებულმა მკითხა და სახე თავისკენ შემატრიალებინა. - მოიცადე, წუხელ თქვენ, ანუ შენ და დანიელი, მასთან იწექი? - ისე მკითხა როგორც დედამ და თვალები გაუფართოვდა.. - რამე დავაშავე? - აღრენილი გავეპასუხე და გავხედე.. - საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ ვინმესთან დავწვე, და მითუმეტეს თუ ეს კაცი მიყვარს.. - გაოცებული ვარ - შოკური მდგომარეობიდან გამოსვლას არ ცდილობდა და კვალდამჩნეული ყელიდან თვალს არ მაშორებდა.. - ვერ გავიგე მაგას შენი შეჭმა უნდოდა მართლა? - ეს რა არის რა. - ნუცა მორჩი!- ეს თემა არ განიხილება, განა იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. უბრალოდ დღეს არა, ეს სინიაკები არ მაწუხებს , პირიქით , მსიამოვნებს, იმ ღამეს მახსენებს, იმ ვნებას და სიყვარულს.. - მანიაკი ხარ , კაცმა დაგალურჯა და გსიამოვნებს. მანიაკი ხარ ნამდვილი - მტკიცედ მითხრა და დივნიდან წამოდგა.. - ყველაფერს ვიფიქრებდი და შენ თუ ასეთი ვნებიანი იქნებოდი ამას ვერ წარმოვიდგენდი - ღიმილით გამეპასუხა და მალული მზერა გამოაპარააა. მჯერა სიყვარულის, ვნების მაგრამ... - იცი რა არის როდესაც გიყვარს? განა უბრალოდ გიყვარს, მთელი მისი სხეული გინდა რომ შეიგრძნო, მარტო მისი ხავერდოვანი კანის შეხება არ გკმარა , უფრო და უფრო მეტი გინდა. მთელი ძალით ეკრობი ზედ, მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე ერთიანად გიკიდებს ცეცხლს და გრძნობ რომ ამ სიმხურვალესთან ერთად იწყებ დაწვას. მის სხეულზე განლაგებული სათითაო უჯრედის შეყვარება გინდა, გინდა რომ მისი ყველა მოძრაობა მარტო შენზე იყოს მომართული.. გინდა რომ სისხლში გაუჯდე და ვეღარასოდეს შეძლოს შენგან წასვლა... ეს რაღაცა სხვა განცდაა, ნუცა, სხვანაირი განცდაა, მასთან ყოფნა არ მკმარა, ყოველთვის ცოტაა როგორი ბევრიც არ უნდა იყოს. - ამღვრეული თვალბით გავხედე და გამომშრალ ტუჩებზე ენა გადავისვი. - ხომ ვამბობ რომ მანიაკი ხარ - დაეჭვებულმა მითხრა და ფანჯრის რაფაზე შემოჯდა.. ჩემთვის კი სულ ერთი იყო, რას ფიქრობდა ახლა ნუცა და რას იფიქრება მერეც. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, ეს კაცი მიყვარდა და მინდოდა , რაღაცა საოცარი ძალა მქაჩავდა მისკენ, მისგან თავის დაღწევის საშუალებას არ მაძლევდა.. ** მთვარის შუქით განათებულ ოთახში მკვეთრად მოჩანდა ორი სილუეტი. ერთმანეთს ისე ერწყმოდნენ, როგორც მიწის ქვეშ გადახლართული ხის ფესვები. ოთახში მკვეთრად ისმოდა სხეულიდან სიამოვნებისაგან წამოსული ხმები და გახშირებული სუნთქვა. ქალის ნაზ კვნესას მკვეთრად ცვლიდა მამაკაცის ყრუ ჩურული. ფარდებს ნაზად აფრიალებდა შუაღამის სიო. მთელი ძალით იკრავდა ფაიფურივით გოგოს მკერდზე და ეშინოდა რომ ხელებში ჩაეფშვნებოდა. შიშობდა რაიმე არ ეტკინა მისთვის.. მთვარის მკვეთრი შუქი შიშვეულ სხეულზე ეცემოდა და მათ სიყვარულს კიდევ უფრო ლამაზს და მიუწვდომელს ხდიდა. სხეულის სათითაო ნაკვთის შეგრძნება უნდოდა დანიელს, ნაზად უსვამდა თლილ თითებს მკლავებზე და მოურიდებლად აპარებდა თეძოებისკენ. ცხელი ხელის გულების შეხებაზე დამფრთხალი კრთებოდა მართა და გული გამალებით უწყებდა ძგერას. ოფლით დანამულ ზურგზე ნელა დაუსვა თითები და აუხსნელმა სიამოვნებამ დაუარა სხეულში. ეს დაცვარული სხეული მათი სიამოვნებისაგან იყო ასეთი, მათი სიახლოვით და სიყვარულით იწვოდა. მთელი ძალით აეკრო მამაკაცს მკერდზე და ვნებიანი მზერით ჩახედა თვალებში. ხანდახან აშინებდა დანიელის მზერა. ხანდახან კრთება მისი თვალების უკიდეგანო სიღრმით. ვერ ხვდებოდა ბოლომდე რას გრძნობდა, რა უნდოდა მისგან.. ეშინოდა რომ ეს ცეცხლი რომელიც ჰქონდა გაუკრთებოდა, რომ ბოლომდე ვერ მოახერხებდა ამის შენარჩუნებას. წამიერად მოშორდა და საწოლზე წამოჯდა. პატარა ბავშვივით მოკეცა ფეხები და ხელები შემოხვია. - მოხდა რამე?- გაოცება ვერ დამალა დანიელმა და ვნებიანი კოცნა ვიგრძენი მხარზე. - არაფერი, უბრალოდ ჰაერზე გავალ - თავის დაძვრენა ამაოდ ვცადე.. - გგონია ასე ცუდად გიცნობ, რომ ასე მომატყუო? რა გაწუხებს - მეშინია - რომ რაღაცა ისევ მოხდება და ისევ მოგვიწევს დაშორება - ლამის ჩურჩულით ვუთხარი და მის ხარხარზე წამიერად შევკრთი - რამე რომ არ მოხდეს ძალიან გამიკვირდება გეფიცები. უკვე მივეჩვიე რომ ყველა წინააღმდეგაა . პირიქით ყოველ დილით როცა თვალს ვახელ და სიმშვიდეა , გაოცებული ვრჩები რომ არაფერი ხდება - სიცილით მითხრა და საწოლზე გადამაწვინა .- მაგრამ იცი რა? - არ ვიცი ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რაც ახლა მოხდება - ხავერდოვანი ხმით მითხრა და ცხვირზე მაკოცა.. - დანიელ კარგი რაა. მე მართლა ვამბობ - მეც მართლა ვამბობ გეფიცები - სრული სერიოზულიბით მითხრა და მისი ხელები წამიერად ვიგრძენი ფეხზე.. გულაღმა ვიწექი და წვიმისაგან დაბურულ ცას შევყურებდი, საათი ჯერ მხოლოდ რვას აჩვენებდა, წესით ამ დროს უკვე გათენებული უნდა ყოფლიყო , მაგრამ საშინელი ამინდის გამო ცას ნისლისფერი ქუდი ეხურა და სულაც არ ლამობდა გამოდარებას. ბავშობაში, ძალიან მიყვარდა ღრუბლების ყურებდა. ხშირად როცა ბებოს ქალაქიდან გავყავდი, მდელოზე ვწვებოდი ხელებს და ფეხებს განზე ვშლიდი , ვარსკვლავის ფორმას ვირებდი და ვცდილობდი ღრუბლები რაიმე ცხოველისთვის მიმემსგავსებინა.. ღრუბლების ყურებისას ოცნება ყველაზე სუფთა და ნაზი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.. იმდენად მიყვარდა მათთან საუბარი, ერთი პერიოდი ბებიაჩემი დამემუქრა ფსიქიატრთან წაგიყვანო.. მერე გადავეჩვიე, მაიძლეს რომ გადავჩვეოდი ღრუბლებს, მათ სინაზეს, მათ სისადავეს.. ახლა კი ისევ შევყურებდი ცაზე ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმულ ღრუბლებს და ისინი აღარ იყვნენ ისეთი ლამაზები როგორც ჩემს ბავშობაში . ვერ ვხვდებოდი მე გავიზარდე თუ ღრუბლებმა იცვალა ფერი... მე შევცვალე ჩემი ცხოვრება თუ ესეც მაიძულეს. გვერდით მწოლიარე დანიელს გადავხედე და სახეზე ღიმილი მომედო. პატარა ბავშვივით უშფოთველად ეძინა. ერთი ხელი ჩემზე ჰქონდა გადმოდებული მეორეთი კი ბალიშს ეხუტებოდა... წამიერად შემშურდა იმ ბალიშის, რომ ის უფრო მეტ სითბოს იღებდა ახლა მისგან ვიდრე მე... ფრთხილად გამოვძვერი საბნიდან. ხალათის ქამარი მაგრად გავიკვანძე და უზარმაზარი ფანჯრების წინ დავდექი.. არასოდეს მომწონდა ეს დიდი და ცივი მინები. რაღაცნაირად დაუცველად ვგრძნობდი თავს მათ უკან. ყველას თვალი, ყველას მზერა სწვდებოდა იმას, რაც გინდოდა რომ ყველასაგან დამალული ყოფილიყო.... ხელები გულზე გადავიჯვარედინე და გულიანად დავიფრუტუნე. გაშტერებული მზერით ვუყურებდი ცას, რომ მოუოდნელად ცაზე გველივით დაიკლაკნა ელვა და მჭახედ გაისმა ქუხილის ხმა. შეშინებულმა შევკივლე და ხელები პირზე ავიფარე. - მაპატიეე , უბრალოდ შემეშინდა - აცრემლებული თვალელბით შევხედე დანიელს, რომელიც ჩემმა კივილმა გააღვიძა და მისკენ წავედი.. - რატომ ადექი ასე ადრე, მოდი - საბნის გვერდი ამიწია და მასთან შევწექი.. - ვეღარ დავიძინე.. - რატომ ბაჭია? - სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა. - ბაჭიაა?? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და გულიანად გადავიკისკისე.- ასე არასოდეს არავის დაუძახია ჩემთვის. ბაჭია, რაღაცა ახალიაა . - ხოდა შენ იქნები დღეიდან, ჩემი პატარა, საყვარელი და ფუმფულა ბაჭია - თავზე მაკოცა და ხელები მაგრად შემომხვია... მის სითბოში ერთიანად მოვდუნდი.. საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი რას მიკეთებდა ამ კაცის გვერდით ყოფნა , უბრალოდ ვერ ვხსნიდი, ამისი სურვილიც არ მქონდა. მინდოდა ბოლომდე ვყოფილიყავი მასთან შერწყმული. მხოლოდ ის მინდოდა რომ ყველანაირად შემეგრძნო ეს ადამიანი ... „რვა წლის იყო პირველად რომ ნახა. ახლაც ისევე მკაფიოდ ახსოვდა მაშინ ნანახი სიზმარი.. ზღვის სანაპირო ზოლზე სწრაფად მირბოდა დანიელი. მზის მწვავე სხივები მოლიცლიცე ტალღებზე ირეკლებოდა და მხედველობას უჭირდა... მაგრამ რაღაცა საოცარ სიამოვნებას გრძნობდა წყალში ჭყაპუნით.. წინ ის მირბოდა, მირბოდა ისე ძალიან და ისეთი ძალით რომ ვერაფრით ახერხებდა დაწეოდა.. ქარი ურცხვად უწეწავდა მხრებზე დაყრილ შავ ნაწნავებს და ყვავილებიან კაბას უფრიალებდა.. ხელებს უწვდიდა მაგრამ ვერ სწვდდებოდა.. „დამეწიე, მიდი დამეწიე“ ნოზის ხმა მკვეთრად ჩაესმოდა დანიელს, მაგრამ გოგონა მასზე ბევრად სწრაფი იყო... „ - რომელი საათია? - მოულოდნელად შეკრთა, ჩურჩულით მკითხა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. - ცხრა დაიწყო - ჩუმად დავუბრუნე პასუხი და ხელები მაგრად შემოვხვიე.. - შანსი არაა, ცხრაზე თათბირი მაქვს, დამაგვიანდა - საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მითხრა და სააბაზანოსკენ სირბილით წავიდა. ჩაიდანი დენში შევაერთე და ყავისფერი მარცვლები ჭიქაში ჩავყარე.. ნახევარ საათში ჩემს წინ სულ სხვანაირი დანიელი იჯდა. იმ დანიელისაგან რომელიც ლოგინში იწვა და უშფოთველად ეძინა, აღარაფერი იყო დარჩენილი. ახლა ისევ , ბრგე და შეუვალი ლიქოკელი იყო, ისეთი, ზუსტად ისეთი პირველად რომ ვნახე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.