გპირდები ....
გპირდები... საკონფერენციო დარბაზში ადამიანებს მოეყარათ თავი და ყველანი გამალებით კამათობდნენ უკვე წარდგენილ და ჯერ კიდევ წარსადგენ თემებზე. ნირწამხდარი იჯდა ნინია კუთვნილ ადგილას და გამალებით წინ და უკან მოსიარულე უფროსს თვალს ვერ აშორებდა. - ხომ არ დამეღალე? - ღიმილით ჰკითხა ახალგაზრდა მამაკაცმა და მისი აჭრილი მზერის დანახვისას კიდევ უფრო მეტად გაეცინა. - გსიამოვნებს რომ ცუდად ვარ არა?!- - კითხვაზე კითხვით ნუ მიპასუხებ. იმიტომ რომ მე მორიგი კითხვებიც და პასუხებიც მზად მაქვს- ღიმილით უთხრა მამაკაცმა რომ ქალის წვრილმა ხელმა დააკავა. - გთხოვ დღეს შენი ნერვები არ მაქვს მართლა. ხომ , ხედავ რა დღეში ვარ, მგონი ყველას ნაცვლად მე ვლაპარაკობ - გსიამოვნებს ჩემთვის ტკივილის მოყენება?! - რა თქმა უნდა !- მსიამოვნებს და თანაც როგორ. - საშინლად აუტანელი ხარ . - ვიცი !- ღიმილით უთხრა და ხელი გააცალა მასზე ბევრად დაბალ მანდილოსანს - მაგრამ იცი რა მომწონს ყველაზე მეტად?!- ის რომ იტანჯები ამით . - გეფიცები ნამდვილი სატანა ხარ ! - ყურთან უჩურჩულა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა კაცს. მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჯერზე მისი დანახვა სულს ნაფლეთებად უქცევდა მაინც უნდოდა ოდნავ მაინც შეხებოდა მის დაბერილ ტუჩებს . წელში გასწორდა. ტანზე მომდგარი კაბა შეისწორა და ნელი ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან. ერთ ხანს გაოცებული იჯდა ნინია და საკუთარი ფიქრებისათვის თავის მოყრა უჭირდა. იჯდა და არც კი ირხეოდა. ერთ ადგილს მიშტერებოდა და ბოლომდე ვერ იაზრებდა რა დანაშაული მიუძღოდა ამ კაცის წინაშე. რატომ იყო რომ მისი ეს ქცევაც კი სიამოვნებას ანიჭებდა? უყვარდა ეს კაცი! უყვარდა თავისი შავი იუმორით და ცინიზმით. უყვარდა მისი ხმა და მისი შეხება . როგორც ნარკომანი ისე იყო დამოკიდებული ამ ადამიანზე. მის გარეშე უჭირდა სუნთქვა . კარზე კაკუნმა შეაკრთო და ერთიანად გამოაფხიზლა . - უკვე ვიწყებთ , ბატონი ლევანი გეძახით . - მოვდივარ - მშვიდად გაეპასუხა და ფეხზე ზანტად წამოდგა.. იცოდა რომ ახლა ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყებოდა. ისევ დაიწყებდა უფროსი მის დაცინვას, ისევ ალმაცერად ახედავდა. ისევ ატკენდა გულს. მაგრამ უკვე სულ ერთი იყო. იმ დღის მერე, იმ წყეული დღის მერე აღარაფერი უკვირდა. პირიქით გაუკვირდებოდა კიდევაც ალბათ, კარგად რომ მოქცეოდა. - და რა თქმა უნდა, საუკეთესო პროექტის ავტორი გახდა ნატა...- მეტი არაფერი გაუგია. არ უნდოდა რომ გაეცნო. იცოდა ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა. მაგრამ ახლა არ იტირებდა. ახლა არ მისცემდა თავს უფლებას რომ ცხარე ცრემლები დაენახვებინა სხვებისთვის. ასე არ გაახარებდა უფროსს. - რაო, ჩემო პატარავ. ისევ წააგე? ისევ არ აგირჩიეს? ნელა დაუსვა ხელი სახეზე და ცერა და საჩვენებელი თითებით დაუჭირა ნიკაპი. - არ შემეხო !- გადაჭრით უთხრა და ფეხზე წამოდგა. - კაი რაზე ბრაზობ? ხომ იცი რომ ასე სიყვარულით ვიქცევი. - ხომ იცი რომ მიყვარხარ , ოღონდ ჩემებურად. - იტყუები ! - ყოველთვის იტყუები . აცრემლებულმა უთხრა და მზერა აარიდა. - შეიძლება კი და შეიძლება არა !თავად გადაწყვიტე - ირონიით სავსემ უთხრა და თვალი ჩაუკრა. - მეზიზღები !- გადაჭრით უთხრა და კარებში სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ** შეხვედრის ადგილი უცვლელია.... როგორც ყოველთვის, ყოველი გამარჯვების მერე საყვარელ ბარში იყრიდნენ თავს და გათენებამდე ირთობდნენ თავს სასმლის და ცეკვის ფონზე. მიუხედავად იმისა რომ ნინიას წასვლა არც ამ ჯერზე უნოდა, თავი არ დაანებეს, და ხმაურიან ბარში კუთხეში მდგარ მაგიდასთან იჯდა.. დალევა არასოდეს ყვარებია. არც ახლა იყო გამონაკლისი. უბრალოდ თავს უფლება მისცა თანამშრომლებისაგან განსხვავებით, მსუბუქი კოქტეილი დაელია. ოდნავ მეტი სითამამისთვის, ან მეტი დარდისთვის. როგორც ყოველთვის არც ახლა იყო გამონაკლისი საყვარელი უფროსის ქცევა. ყურადღების ეპიცენტრში მოქცეული ლევანი არავის ტოვებდა ისე. ყველას ესაუბრებოდა, ყველა ლამაზ მიმტანს ქათინაურებით ავსებდა. მისთვის კი სიტყვაც არ ემეტებოდა. სადღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა ქალს რომ მასაც ამოძრავებდა მის მიმართ რაღაც, თუნდაც მცირედი. თუნდაც უბრალო .. მაგრამ გრძნობა რომელიც ასე ძალიან უნდოდა რომ დაენახა მის თვალებში. საათი უკვე ღამის ორს უჩვენებდა. ტკივილისა და დარდისაგან ძალაგამოცლილმა შეავლო თვალი დარბაზს. ხალხი ერთობოდა. ის კი უბრალოდ იჯდა. იჯდა და თვალს ვერ აშორებდა კაცს რომელიც არც კი იმჩნევდა მის იქ ყოფნას. რომელსაც არც კი ახსენდებოდა რომ სადღაც ბარის კუთხეში მდგარ მაგიდასთან მასზე უზომოდ შეყვარებული გოგო იჯდა აცრემლებული თვალებით. მოულოდნელად წამოდგა. ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ... საკუთარი გრძნობა შესძულდა. მყარი ნაბიჯით წავიდა ბარის გრძელი მაგიდისკენ და სრულიად გასაკვირად შეუკვეთა ვისკი.. დიახ, უბრალო , მწარე და საშინელი გემოს სასმელი , რომელიც აქამდე არასოდეს დაელია. ბარმენის და ლევანის მზერა ერთიანად მაშინ გადაიკვეთა როცა ქალმა მეოთხე ჭიქა შეავსებინა, და ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა. „ ვნახოთ რამდენს დალევ“ - ეშმაკურად გაიფიქრა ლევანმა ისე რომ მზერა არ მოუშორებია და მისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. - გადაწყვიტე რომ დათვრე?- ჩუმად უჩურჩულა და მხარზე შეახო ხელი. - შენი რა საქმეა - მხარი აუკრა და სასმლიანი ჭიქა ისევ ტუჩებისკენ წაიღო. - უბრალოდ გკითხე. სულ არ მაინტერესებს- სიცილით უთხრა და ნელა დაადო ხელზე ხელი. - მომშორდი - ზიზღით აიმრიზა ტუჩები ქალმა და გვერდზე გაიხედა. - და რომ არ მოგშორდე? რას იზავ? ერთიანად აერია ნინიას ყველაფერი თავში და სხეულში: ალკოჰოლი, წყენა, ტკივილი სადღაც არსებული იმედი და რაც მთავარია სიყვარული... პერანგის საყელოში სტაცა მამაკაცს ხელი , მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ და სიგარეტის და ალკოჰოლის სუნის გაჟღენთილ ტუჩებზე შეეხო. ინსტიქტურად დახუჭა თვალი ლევანმა.. ყველაფერს ელოდა და ამას არა ! მისი რბილი ტუჩების შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ცხელმა ტალღამ მოიცვა და რაღაც იგრძნო. რაღაც უცნაური... იდგა და ქალს უფლებას აძლევდა მისთვის ეკოცნა... იქნებ მისთვის არაფერი არ იყო. მაგრამ ნინიასთვის მთელი სამყარო ჩამოიქცა იმ წამს. ერთიანად ატანდა კოცნას ტკივილს და წყენას, სიყვარულს და ბედნიერებას. ვნებით სავსე უკოცნიდა საკუთარ უფროს მონაცვლეობით ტუჩებს და სულაც არ უნდოდა თვალების გახელა. რამდენიმე წამს აცალა , სანამ თავად მოვიდოდა გონს. - ეს რა იყო ახლა?- გაბრაზებულმა ჰკითხა და წარბი ასწია ლევანმა. - შენ ხომ გეზიზღები, გძულვარ- რატომ არ გამაჩერე? - ცრემლები გადმოსცვივდა და მხრებზე ძლიერად დაჰკრა ხელი მამაკაცს. - გაჩუმდი და წამოდი - მაჯაში სტაცა ხელი და კარებისკენ წაათრია. - რას აკეთებ ლევან, მეტკინა, ასე ნუ მიმათრევ - ძლივს გასაგონად ლაპარაკობდა და სირბილით მიყვებოდა კაცს. სუფთა ჰაერმა უფრო მეტად დარია ხელი ნინიას სხეულში არსებულ ალკოჰოლს და შეეცადა მყარად დამდგარიყო ერთ ადგილას კედელს მიყრდნობილი. - ეს რატომ გააკეთე? - რატომ მაკოცე? - მიდი მიპასუხე.. - იმიტომ რომ მიყვარხარ !- ავადმყოფო !- ყველაზე მეტად მიყვარხარ - გამწარებულმა უყვირა და ხელი გააცალა- რომელიც აქამდე მყარად ეჭირა ლევანს. მიხვდა რომ ფეხქვეშ გამოეცალა მიწა.. მიხვდა რომ ყველაფერს ელოდა და ასეთ აღიარებას არა.. ეს რაღაც სხვა იყო.. არა ამქვეყნიური... სიტყვებს და ფიქრებს თავს ვერ უყრიდა.. - შეუძლებელია !- ეს შეუძლებელია, შენ მე არ გიყვარვარ - დაეჭვებულმა უთხრა და განზე გაიწია. - რატომ? გგონია რომ სიყვარული მხოლოდ შენნაირმა ნაგავმა ადამიანებმა იციან?! თუ გგონია რომ სიყვარული აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს?! - გაჩუმდი გესმის? - მეტი აღარაფერი თქვა , და ასე ნუ მელაპარაკები- კბილებში გამოსცრა და ზურგი აქცია ქალს. - აბა, როგორ უნდა გელაპარაკო? - მეტს არ იმსახურებ. უკანასკნელი ნაძირალა ხარ !- მიპასუხე როგორ უნდა ველაპარაკო შენნაირ კაცს? - არ ვიცი, გესმის? - არ ვი-ცი. - დამარცვლით უთხრა და ამღვრეული მზერა შეანათა. - რა არ გესმის? ან რა გიკვირს? ის რომ ადამიანი ვარ და გრძნობები გამაჩნია? თუ ის რომ შეიძლება შენნაირი ნაგავი მიყვარდეს? რომელი უფრო გაგიკვირდა მითხარი - ისტერიულად უღრიალა და ცრემლებს გასაქანი მისცა.. - მე შენი ღირსი არ ვარ, მე შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ დამიჯერე... - და ვინაა ღირსი? ის შენი ქალები რომლებიც შენთან დაწოლის გამო ყველაფერზე მიდიან? თუ ისინი ვისაც ხელი დაქნევა არ სჭირდებათ ის გიხტებიან მანანაში და ლოგინში ! - იმ ქალებს შეეშვი !ის ქალები არ ახსენო !- გამწარებულმა უყვირა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი კედელს, რომელზეც აქამდე მიყუდებული ქალი თავს იკავებდა. - მოულოდნელობისა და შიშისაგან ერთიანად შეკრთა და ორიოდე ნაბიჯით გადაიწია განზე. - ხედავ?! აი ამიტომ არ ხარ ღირსი სიყვარულის, ამიტომ არ იცი რა არის სიყვარული?! - ავადმყოფი ხარ, სულიერად შეშლილი უბედური კაცი - გაუაზრებლად უთხრა კაცს და აცახცახებული ხელები ერთმანეთში გადახლართა. ერთხელ დაინახა ეს სიგიჟე მამაკაცის თვალებში მთელი ორი წლის განმავლობაში ნინიამ და მაშინ ძლივს გააცალეს ხელიდან მოწინააღმდეგე, ერთხელ დაინახა და საკმარისი აღმოჩნდა რომ ახლაც ისევე აეტანა სიცივეს და შიშს როგორც მაშინ. მხოლოდ ერთხელ დაინახა ეს მოთამაშე ეშმაკები და სამუდამოდ დაიმახსოვრა... სწრაფი ნაბიჯით გაეცალა გახევებულ კაცს, ორიოდე წამში კი სიარული სირბილში გადაიზარდა.. სულ ერთი იყო სად მირბოდა, რატომ მირბოდა და ვისგან. ახლა ყველაზე მეტად მისგან შორს ყოფნა, მისგან გაცლა უნდოდა. რომ არ ეგრძნო მისი სხეულიდან წამოსული სიგიჟე, რომ არ დაენახა მისი თვალები და უნებლიედ არ შეხებოდა კიდევ მის ტუჩებს. - მოიცადე, ნინია მისმინე არ მინდოდა ასე - ძლივს დაწეულ ქალს წაატანა ხელი და საკუთარ და მის სხეულს უფლება მისცა სული მოეთქვა და დამშვიდებულიყო. - გთხოვ არ გინდა. უბრალოდ წადი. გეხვეწები - სლუკუნით უთხრა და გაცლა დააპირა რომ მთელი ძალით მიიკრა მამაკაცმა გულზე და ფრთხილად შეახო ტუჩები თმაზე. - მე არ ვიცი.. გესმის.. არ ვიცი როგორ უნდა მიყვარდეს.. არასოდეს არავის ვყვარებივარ, საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი. უბრალოდ არ ვიცი ეს რა გრძნობაა. - ეს ყველას შეუძლია. თუ მოინდომებ და მიხვდები რა არის სიყვარული ლევან ეს შენც გამოგივა. უბრალოდ ნუ გეშინია.. - მაშინ მასწავლე. მასწავლე როგორ უნდა მიყვარდეს და გეფიცები შენს გამო შევძლებ, შენს გამო ყველაფერს შევძლებ, უბრალოდ დამეხმარე და არ მიმატოვო. დამპირდი რომ მუდამ ჩემს გვერდით იქნები - მუდარით ჩახედა თვალებში და ცხელი ტუჩები შეახო მლაშე სითხით დასველებულ ტუჩებს. - გპირდები ..- ჩუმად ძლივს გასაგონად გაისვა ქალის ხმა და როგორც მტვერი ისე გაიფანტა ჰაერში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.