შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გადავარჩენთ ერთმანეთს თავი 8


22-03-2025, 16:34
ავტორი inside my head
ნანახია 510

i'm always too much
or not enough.




თავი 8



როგორც კი ჩაიკეცა შუა გზაზე, სისხლი წასკდა მაშინვე მუხლებიდან. განწირული ყვიროდა, მაგრამ იმდენად არავის აინტერესებდა, ყველა აბსოლიტურად აიგნორებდა. ისტერიკაში იყო, მთელი სხეულით კანკალებდა და გონება მხოლოდ მიას სახელს გაჰკიოდა.
„სად წაიყვანეს? ვინ წაიყვანა?“
სახეს იხოკავდა. ვერაფერს გრძნობდა.

გოგონები რომ ადგილზე აღარ დახვდა, გარშემო მიმოიხედა გაკვირვებულმა და მარტო მათ ჩანთებს რომ წააწყდა, ანერვიულებულმა მიატოვა ნაყინები და გაიქცა. მათ ეძებდა, მაგრამ არსად ჩანდნენ. ყურს გულისწამღები კივილი რომ მისწვდა, მისმა თვალებმაც მაშინ იპოვეს შუა გზაზე ჩაკეცილი ანო. გაგიჟებული მივარდა და ააფრიალა მაშინვე ხელში სუსტი სხეული. აფართხალდა მის მკლავებში მოქცეული და გაუძალიანდა. ვერ იცნო თავიდან და აკანკალებულმა ანერვიულებულმა დაუშინა მძიმე მუშტები მკერდზე.
-მე ვარ! - მოეგო გონს მაშინვე და გაგიჟებული თვალები ლევანს გაუსწორა.
-წაიყვანეს! მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს... - ჩურჩულით, ისე თითქოს მეტი ხმა აღარც ამოსდიოდა, აღმოხდა.
არაფერი უთქვამს გაცოფებულს, ისე მიიყვანა თავის მანქანამდე და ჩასვა გოგო მანქანაში. მიესვენა სავარძელზე დასუსტებული. არავის შეარჩენდა, რაც აკადრეს. თან ანოს დამშვიდებას ცდილობდა და თან ტელეფონზე საუბრობდა გაცხარებით.არ იცოდა რა ექნა, რა ეღონა. ხელებში მოექცია თავი და ტიროდა გოგო. კანკალებდა და ვერ მშვიდდებოდა იმდენად ყავდა ნერვებს აყვანილი. აღარ იყო ისეთი ნათელი და ცხელი ამინდი, როგორც რამდენიმე საათის წინ. თითქოს ცა ისეთ ხასიათზე იყო, რომ ეწვიმა. თითქოს ანოს ხასიათის გამხდარი. ღრმად ამოისუნთქა მისი გადაყვლეფილი მუხლები რომ შენიშნა და მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს.

-ჩემი ბრალია... ჩემი. - ჩურჩულებდა და თითებს აწვალებდა.
-ანო. - მშვიდად დაუძახა მას. არ უპასუხია, პირიქით თავისას გაიძახოდა.
-მია... ჩემი ბრალია.
-ანო! - ხმამაღლა შესძახა და მიიქცია გოგოს ყურადღებაც. შეაჩერა მანქანა. ცივი მზერა მასზე გადაიტანა გოგომ და უაზროდ დააკვირდა. მისი თვალები რომ იპოვა, თითქოს ერთიანად დამშვიდდაო. მისი სახე ხელებში მოიქცა, მშვიდად გაუმეორა.-შენი ბრალი არაფერია, გამოფხიზლდი.
-მე მიკითხეს მე! - ახედა ცრემლიანი თვალებით კაცს. მის ხელებს თავისი შეახო. - მათ ის ეგონათ...
-შენი ბრალი არ არის! - უმეორებდა იგივეს, სანამ საბოლოოდ არ დაუმშვიდდა გული და მკერდზე აიკარა. თმაზე დაუსვა ხელი. - არხარ დამნაშავე... შენ არაფერი იცოდი.
-რას ნიშნავს, მე არაფერი ვიცოდი?! - სლუკუნებდა და თითებს მაგრად ხვევდა კისერზე.
-დამშვიდდი. - მიეფერა სახეზე და შუბლზე აკოცა. - ახლა შენი უსაფრთხოება ყველაზე მეტად მადარდებს.
-მია... ის - ამოისლუკუნა კიდევ ერთხელ.
თვალები დასიებული ჰქონდა ტირილისგან. - მომიყვანე ლევა სახლში ჯამრთელი... გთხოვ.
-გპირდები. - შუბლზე ეალერსა და შეუშვა ხელი. - აქ უსაფრთხოდ იქნები სანამ მე მოვაგვარებ ყველაფერს... ხომ დარჩები? - ყურთან ახლოს ძალიან დაბალ ხმაზე თითქოს თხოვა ანოს. მინიდან ორსართულიანი კერძო სახლზე ანიშნა.
-სად მომიყვანე?
-დედაშენთან. - უთხრა ფრთხილად და კარები გაუღო. - გადადი. - მაშინვე მისკენ მიაბრუნა ანომ თავი. ჩაწითლებული ჰქონდა თვალები.
-შენ რა...
-აგიხსნი. - შეხედა მას. - მოგვიანებით! - კარები გაუღო ხელი მოჰკიდა და აიტაცა ხელში.უკვე გამოსულიყო ქალი ეზოში. ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. არ იყო მათი შეხვედრა ასეთი ადვილი. შეიყვანა სახლში და მიაწვინა დივანზე. იქვე დაკეცილი პლედი აიღო და გადააფარა.
-შენ გაბარებ. - ესღა უთხრა ქალს ლევანმა. დიდიხნის უნახავ ქალიშვილს დახედა ქალმა სევდიანმა და თვალებით მიეფერა. - მიმიხედე. -სახლში რომ დაიგულა ორივე, დაძრა მანქანა და მოსწყდა ადგილს.
ანოს ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება და მიას გატაცება საბოლოო იყო. აქამდე თუ თავს იკავებდა და ცდილობდა სიტუაციის მშვიდად მოგვარებას, ახლა ზუსტად იცოდა კირილენკოსნაირ ხალხს როგორ უნდა მოქცეოდა.
მალანიას დაუკავშირდა მაშინვე.
-უნდა შევხვდეთ! - ჩასძახა დაძაბულმა.
-მია გაიტაცეს. - მიხვდა მაშინვე სერიოზულად იყო საქმე და გაუთიშა. დანიშნულების ადგილზე მივიდა თუ არა, შეამჩნია მალანიას მანქანა გარაჟში.
-შემოდი. - კარები გაუღო და გაუძღვრა მაშინვე მალანია საუკათარი კაბინეტისკენ. უდიდესი ოთახი იყო, უამრავი კომპიუტერით.
-მცირე დრო მჭირდება. - მიმართა ლევანს. - და გავიგებ მის ადგილსამყოფელს. - თქვა საქმიანი ტონით ბიჭმა და გახსნა ლეპტოპი.
-ყელსაბამს ისევ ატარებს? - ჰკითხა ისევ ლევანს.
-გავაფრთხილე, რომ არ მოეხსნა. - უპასუხა ნაკაშიძემ. - ანოსთან ერთად ისიც საფრთხეში იყო. სულ ერთად იყვნენ, საჭირო ჩავთვალე მისთვის ჯიპიესის დამაგრება თავიდანვე.
-კარგი... - ყურადღება არ მიუქცევია საჭირო პასუხი მიიღო თუ არა, თავი დაუქნია. - ეგარის.
-სად არიან?
-აქედან სამი ან ოთხი საათის სავალზე, თუ ვიჩქარებთ, უფრო ნაკლებ დროში მივალთ. იქ ადრე ბავშვთა სახლი იყო. ვეჭვობ, იქ იქნებიან. - უთხრა უცბად.
გასაღებით საშვალო ზომის სეიფი გახსნა და გადახედა მალანიას.
-ეს დაგვჭირდება! - იქიდან იარაღი ამოიღო.
-ყველაფერი ეგეთი ადვილიც არ იქნება.
•••
აქეთ-იქით დაიარებოდნენ შავებში გამოწყობილი მაღალი სხეულები. გოგოს ყარაულობდნენ და უფროსის მისვლას ელოდნენ.
ბნელი შენობის ერთ-ერთ ოთახში პირდაპირ ცენტრში სავარძელზე ესვენა პატარა სხეული. მხოლოდ ერთი ნათურა პარპალებდა და ისიც ვერ ანათებდა მთლიანად იქაურობას.
საშინელი სუნი იდგა და აყროლებდა იქაურობას. იცინოდნენ და ერთმანეთში ჰქონდათ საუბარი რუსულად
გაბმული კარები რომ გაიღო და ოთახში მაღალი სხეული შემოვიდა.
დადუმდნენ. შემოვიდა თუ არა, მკაცრად შეავლო დაცვის ბიჭებს თვალი. მერე გოგოს გახედა, საცოდავად მიგდებულს და გადახედა ისევ მათ.
-ვინ გითხრათ, თავიდანფეხებამდე გაკოჭეთო? - დაუღრინა მათ. - ხელები გაუხსენით. - გამოსცრა კბილებიდან. მაშინვე მივარდნენ და გაუხსნეს გოგოს მჭიდროდ შეკრული თოკები.
თვალს ადევნებდა და ელოდა როდის გამოეცლებოდნენ. მოშორდნენ თუ არა შეამჩნია კაცმა,ზოლებად როგორ დატყობოდა ზედ მკლავებზე კვალი.
-იმბეცილებო! - დაეღრიცა სახე.
-ილოცეთ, გადაურჩეთ უფროსს. - ამრეზით შეხედა ორ ზორბას და მერე გოგოს შეავლო დაკვირვებული თვალი.
მის თვალიერებაში იყო გართული, ტელეფონზე რომ დაურეკეს და შეატყობინეს, მოვიდაო. მაშინვე გადახედა ბიჭებს და გათიშა.
-დროზე კარები გააღეთ! - როგორც კი უღრიალა მათ კაცმა, მაშინვე გაიქცნენ დავალების შესასრულებლად.
მერე მზერა ისევ სტურუაზე გადაიტანა და თავი გააქნია. იქვე ჩამოჯდა ხის სკამზე. მოაშორა გოგოს თვალები, მაშინვე კარები რომ გაიღო და შემოვიდა ოთახში მაღალი სხეული. თავაწეული, უზომოდ დიდი თავდაჯერებით ადგამდა ნაბიჯებს და მიიწევდა ცენტრისკენ. მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისი იყო, რომ მიხვედრილიყავი, რამდენად საშიში და ამავდროულად ძლიერი იყო.
ფეხზე წამოდგა მაშინვე კაცი და გაუსწორა თვალი უფროსს. გოგოს მიუახლოვდა თუ არა, მაშინვე მიურბენინეს სკამი ლაქიებმა. ყველას მას ელოდა. მის ბრძანებას.
-რატომ არის გათიშული ამდენხანს ვალერ? - თავი დახარა კაცმა, მას რომ შეხედა მკაცრი თვალებით უფროსმა. მერე იმ ორს გახედა აწეული წარბით, იქვე რომ იდგნენ. მერე ისევ მიას დახედა, აატარა თვალი მის სხეულს, თმას და განსაკუთრებით ფეხებს. მოეწონა. სახე გვერდზე გასწია, ღმრად ამოისუნთქა და ძლიერად გაარტყა სახეში. საკმარისი იყო ესეც მიას გამოსაფხიზლებად. იგრძნო ტკივილი არა მხოლოდ თავის არეში, არამედ ყველგან. თავი ნაცემი ეგონა. მაშინვე გამოფხიზლდა და აცახცახდა, ამდენი უცხო სხეული რომ დაინახა. ღრმად სუნთქავდა. მკერდი ძლიერად აუდიოდა და შეშინებული უყურებდა მათ.
ოთახს მოავლო სასწრაფოდ თვალი და რომ ვერაფერი ნახა, რაც უშველიდა, შეშინებულმა ახედა მის თავზე წამომდგარ კაცს.
-გამარჯობა. - თქვა მძიმე, ბოხი ხმით კაცმა და კარგად შეათვალიერა კიდევ ერთხელ მია.
შეშინებულმა ხმა ვერ ამოიღო.-თითქმის მომანატრე თავი. -შეშინებული მიჩერებოდა მას.
-რა გინდა? - აღმოხდა საბოლოოდ.-საზიზღარო.-ფეხზე წამოდგომა დააპირა, რომ შეაჩერა და დააგდო უკან კაცმა. მერე დანარჩენებს გადახედა.
-გაეთრიეთ! - გამოსცრა კბილებიდან. მაშინვე შეასრულეს კაცის ბრძანება ლაქიებმა და გავარდნენ გარეთ. დახურეს კარები და დატოვეს უფროსი და ვალერი გოგოსთან. სკამი მასთან მიაჩოჩა და წინ ჩამოუჯდა.
-რა ჯანდაბა გინდა მეთქი! - დაუღრინა მიამ და გაბრაზებული ოდნავ წამოიწია.
-რაც მინდოდა, მივიღე. - გაუცინა და მიეყრდნო საზურგეს. მონუსხულმა აათვალიერა კიდევ ერთხელ გოგოს სხეული. თვალებს ისე დაათამაშებდა მიაზე,რომ თავი საშინლად უხერხულად იგრძნო.
კინაღამ გული აერია მის შემხედვარეს. მათ ადევნებდა თვალს მშვიდად ვალერი.
-. - წამოხტა ფეხზე.
-ნუ მაიძულებ, ცუდად მოგექცე. - გააშეშეს ადგილზე მისმა სიტყვებმა, უფრო სწორად კი ტონმა. საზარელი იყო. - დაჯექი. - უბრძანა და ახედა მის თავზე წამომდგარ გოგოს. უკან გადადგა ნაბიჯი, თუ არა წაუცდა ფეხი და დაეცა სავარძელზე. ახლა კი კიდევ უფრო ძალიან შეეშინდა უცნობის.
-ნამდვილი გიჟი ხარ. - მოიკუნტა ერთ ადგილზე. არ უნდოდა მისი დანახვა. ისევ იმ შავი და საშიში თვალების ხილვა.
გაუცინა ახლა ხალისიანად და წამოწია კაცი წინ. მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და დაკვირვებით შეხედა გოგოს მწვანე თვალებს.
-ვაღიარებ, მართლაც ლამაზი ხარ.
არ მოსწონდა ვალერს სიტუაცია.
-მაგრამ კახას ქალიშვილი. - ჩაეცინა მწარედ. - მიკვირს მისნაირს ასეთი რომ აჩუქა ღმერთმა. - ვნებით ააყოლა თვალი მის ფეხებს.
-არამზადა. - დაილაპარაკა ქართულად. ვერ გაიგო კაცმა და ახედა გოგოს. ვალერზე გადაიტანა გოგომ ყურადღება.
შეამოწმა, მას ესმოდა თუ არა.
-რა თქვი? - ჰკითხა რუსულად კაცმა.
-როგორც ჩანს არ გესმის. - ჩაილაპარაკა ისევ თავის ენაზე.
-რა იყო მეღადევბი? - ავად გაიცინა კაცმა. მისკენ წაიწია კაცი და ფრთხილად შეეხო წვივზე. გაუქვავდა სახე მიას.ააყოლა ხელის ზურგი მოშიშვლებულ ფეხებს. - სახუმაროდ არ გაქვს საქმე, ასე არაა? - გააკანკალა გოგოს. უფრო მეტად მიჩოჩდა უკან მისი შეხებისგან თავი რომ აერიდებინა, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა.
-გაიწიე. მოგატეხავ? - დაუღრინა და გაბრაზებულმა შეხედა კაცის ირონიულ მზერას. ტუჩის კუთხე აეპრიხა და უფრო მეტად ახლოს მიიწია. იცოდა, ამით უფრო მეტად ანერვიულებდა. აშინებდა.
-შენ რა ფიცხი ყოფილხარ, ანო. - გაუცინა ნიკალაიმ. გული კინაღამ აერია მასზე. ნუთუ მას ანო ეგონა? მისი ჭკუით ახლა წინ კახას ქალიშვილი ეჯდა? მწარედ გაჰკრა გულში. ბედნიერი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა მის ადგილზე ანო არ იყო. არ უწევდა ამ ყველაფრის ატანა. მისი ღიმილიანი სახე წარმოუდგა მაშინვე თვალწინ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა და არ გაამხელდა ნამდვილ ვინაობას. ეს იქ გადაწყვიტა. ერჩივნა თავად დატანჯულიყო, ვიდრე მისი მეგობარი. ანო არ იმსახურებდა.
-ამაზრზენო!- დაიყვირა მაშინვე. - მომშორდი!- მხეცს ჰგავდა.
-მამაშენმა რით დაგიმსხვურა?!- ხელი მისი სახისკენ წაიღო. ჯოხზე იყო დაყრდნობილი და მიიწევდა მისკენ.
-გამიშვი!- ფეხი აუქნია და უხეშად მოიშორა კირილენკო. წაბარბაცდა კაცი.
-ნუ ფართხალებ! შენში ფული გადავიხადე.- მაინც ისევ ისე მშვიდი იყო, მაგრამ ხმა ჰქონდა რაღაც არაადამიანური.
-შენ სულ გაგიბერია! - დაქაჩა მაშინვე თვალები მიამ. - მომშორდი. შენ გგონია ყველა შენ დაგემორჩილება? ყველა შენი მონა იქნება და შენს ბრძანებებს დაუყონებლივ შეასრულებენ? ძალიან ცდები.
-არ მგონია. ასეცაა.- ჩაიცინა ავად.
-ოცნებებში. სულ მალე მიპოვიან და მერე ვერავის გადაურჩები. საწყალო!-გამოსცრა გაბრაზებულმა. ისტერიკა ჰქონდა უკვე.
-ვერავინ გიპოვის. შენ ჩემთან ხარ. ჩემი ხარ.- თქვა თავისი სიტყვებში აფსოლიტურად თავდაჯერებულმა და გასწორდა. - თუ გგონია, რომ ჩემგან გაიქცევი ან თავს დაიხსნი, ძალიან ცდები. თანაც ძალიან.
-რა იცი?- ჩაიცინა მიამ ირონიულად.-შენიდან თუ ვერ დავიხსნი თავს, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამეხმარება ვინმე. ვინმე აუცილებლად მომძებნის და თუ ასეც არ იქნება, ბევრი ხერხი არსებობს შენგან თავის დასახსნელად.
-რა? პატარა სულელო გოგო.- გაეცინა მას.
-თავის მოკვლის ბევრი ხერხი არსებობს არა? რომელიმე აუცილებლად გაამართლებს. ამაზე შენ არ ინერვიულო, ისედაც მომბეზრდა ცხოვრება, საკმარისი ვითმინე.- შეხედა კაცს თვალებში.
-ნუ გამომცდი.- დაისისინა ნიკალაიმ. -ახლა საკუთარი თავის თვითმკვლელობით მანიპულირებ ჩემზე?- მკლავში წაავლო ხელი. - მამის სიკვდილი ხომ არ გაწყობს? იჯექი და არ გაინძრე! - ზემოდან უყურებდა თავზე მიას. თვალები არ მოუცილებია მისთვის.
-ახლახან დამემუქრე? შენი არ ვარ და არც ვიქნები. მარტივია.- უყვირა მიამ.
-თავხედი ხარ. - გაიღიზიანა გოგოს ქცევებზე და თავი რომ ვეღა შეიკავა, მისი მძიმე, ბეჭდიანი ხელი მიას სახეზე დაეცა. სისხლი წასკდა ტუჩიდან.
-მომშორდი!- მეტი აღარ შეეძლო უკვე, სული ეხუთებოდა გოგოს. კიდევ ცოტახანიც და ალბათ ეს კაციც გადარევდა. იმდენად აშინებდა, ვერც მალავდა ამას. მონსტრი იყო ნამდვილი.
-რამდენი გადაუხადე კახას? რამდენი? შვილი რომ ასე გაიმეტა. რამდენი დაგიჯდა ?! - უღრიალა. ფეხებს იქნევდა სრულიად უაზროდ ჰაერში და ცდილობდა კაცი მოიშორებინა. ფეხზე წამოდგა ვალერი და მიმართა უფროსს.
-ნიკალაი... სამკარისია. - შეჩერდა კაცი და გამხეცებულმა ამოხედა ვალერს.
-რა თქვი?- მოშორდა გოგოს და ახლა მას დაუდგა წინ. - შენ რა, ახლა რამე მიბრძანე? რა იყო, შენ ხომ არ მოგეწონა შემთხვევით?! - ჩაიცინა ავად. ეშმაკივით უელავდა წითლად თვალები.
-ეს არაფერ შუაშია.- უკან დაიხია კაცმა.
-ხოდა ჩაიგდე ენა!- გამოსცრა კბილებიდან. - შენ კი ქალბატონო, შენი საქმე წასულია.
-არაკაცო.- პირდაპირ სახეში შეაფურთხა მიამ. გაგიჟებული მოუტრიალდა და სწვდა ოქროსფერ თმებში. იმდენად ატკინა ასე, წასკდა ცრემლები მიას.
-როგორ ბედავ?!- წაუჭირა ყელში გოგოს. - შენ რა დღეში ჩაგაგდებ, არ იცი! შემევედრები, მომკალიო.- ახლა მეორედ დაეშვა მისი ხელი სტურუას სახეზე. ამჯერად ცხვირიდან წასკდა სისხლი და ჩაიკეცა. დაეცა და წასძვრა ყელსაბამიც.
-არ აჭამო და არც ასვა.- ახლა ვალერს მიუბრუნდა და გადარეული სახე მას მიანათა. მხეცი იყო. თავი დახარა კაცმა.
-ჯოჯოხეთს მოგიწყობ, ჯოჯოხეთს!- ხმამაღლა წარმოთქვა ისევ კირილენკომ და აშკარა შესამჩნევი კოჭლობით გავიდა ოთხიდან.
დაიხარა კაცი მიასთან და წამოაყენა.
-მოდი... ფრთხილად იყავი.- მიაწვინა სუსტი სხეული სკამზე. მერე დაიხარა და მისი ნივთი აიღო ხელში.
-აი, აიღე.- დაუბრუნა ყელსაბამი და დააკვირდა ერთხანს.
ეცოდებოდა და თანაც ძალიან ეს უდანაშაულო გოგო.
უყურა ცოტახანს, მერე ამოღერღა.
-კახას ვიცნობდი მე.- დაიწყო მან.-შესაბამისად, მის ოჯახსაც.- შეხედა მას მილეული თვალებით მიამ. მიხვდა, გამოიჭირეს.
-შენ არ ხარ ანო.- დაასკვნა კაცმა.
-არ უთხრათ მას...- ესღა ამოთქვა მისუსტებულმა და გაითიშა. ერთხანს უყურა, მერე შემობრუნდა და დაიძრა კარებისკენ.
•••
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გაწვიმდა კიდეც.
-მოვედით.- გზიდან გადაიყავანა მანქანა მალანიამ და გადმოვიდნენ. სიცარიელე იყო გარშემო, სიჩუმე და ნისლი.ისეთი ადგილი იყო, აზრად რომ არ მოუვიდოდა არავის თავში, თუ აქ რამე იარსებებდა. სიტყვის უთქმელად შევიდნენ ტყეში. მალანია წინ მიიწეოდა, ლევანი გვერდით ამოდგომოდა.
სულ ცოტახანს იარეს და შეჩერდნენ ტყეში ჩაფლულ შენობას, რომ წააწყდნენ. გარშემო რამდენიმე მანქანა ეყენა.
- კირილენკო!- გამოსცრა კბილებიდან ლევანმა. - სად ქონია სამალავი.
-რა გინდა ჭკვიანი ყოფილა.- გაეცინა მალანიას და მხარი გაკრა, როგორც კი ერთ-ერთი რუსი შენიშნა შენობის გარშემო. -გამოდი!- მკლავში ჩაავლო ხელი და დიდ ხეს ამოეფარა.
-იქ ხომ ხედავ დაცვას...- ანიშნა იარაღ გადაკიდებულ რუსზე. -ის ღორი კირილენკო ახლა დარწმუნებული ვარ შეშინებული ელოდება როდის მიაკითხავ და დაახლი ტყვიას!- გამოსცრა კბილებიდან. გახედა ლევანს. კაცს დაცვისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უსმენდა მალანიას საუბარს.
-ამათ მე მიხვედავ.- დაიწყო ისევ. - შენ შიგნით შეაღწიე და შენი საქმე გააკეთე! ასწავლე ჭკუა იმ ნაბიჭვარს.- გადადგა მაშინვე ნაბიჯი წინ. მკლავში ჩაავლო ხელი ნაკაშიძემ.
-მია სადღაც შიგნით ეყოლებათ!
-გოგოს მე მივხედავ.- გადახედა კაცს. -წინ წავალ, როგორც კი ამათთან მოვაგვარებ, შენობისკენ დაიძარი. დიდი ალბათობით იქ იქნებიან ეგ და მისი ლაქიები.- თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად ლევამ.
მეტი აღარც ულაპარაკიათ, მალანია შენობისკენ დაიძრა და კედელს ამოეფარა, დაცვამ ცხვირწინ ჩაუარა. იარაღი შარვალში ჩაიტენა და ჩუმად მიეპარა კაცს. ისე, რომ ვერც ვერავინ გაიგო, მისი ხავილი მოგუდა. თვალს ადევნებდა ლევანი შორიდან და ხვდებოდა, რამდენად სხვა იყო. რამდენად გამოცდილი და განსხვავებული იყო მალანია.
წინ წაიწია, როგორც კი მასთან მოაგვარა და გადაძვრა ღობეზე. ჩუმად შეიპარა შიგნით, მაგრამ მაშინვე ადგილზე შედგა კარებთან მძინარე, რომ დაინახა კაცი.თითის წვერებით სრულიად ჩუმად მიეპარა იარაღ გადაკიდებულს და წაავლო კისერში ხელები.
-რას... აკეთებ?-ხროტინებდა რუსულად, სანამ არ გაითიშა.
-ნაგავი.- ამრეზით დახედა და ზედ გადაუარა გონება დაკარგულს. ისიც, რომ მოიტოვა უკან, შენობაში შეაღწია, მოიშორა თავიდან რამდენიმე წინააღმდეგობა, მაგრამ აქ იწყებოდა ყველაზე რთული ნაწილი. ლევანიც დაიძრა.
-საბომჟეთია.- ცხვირზე აიფარა ხელი მყრალი სუნი, რომ ეცა.მისი გამოთვლებით, ტყვე ყველასგან მიუწვდომლად ბოლო სართულზე უნდა ჰყოლოდათ. მიხვდა, გოგონამდე მიღწევა არ იქნებოდა ასეთი ადვილიც. მაშინვე გაეხსნა ბაგეები დაცვის თანამშრომელი, რომ დაინახა იარაღით ხელში, დაბლა მიიწევდა. მას მიჰყვა უკან დანარჩენი ორი.
-სამი არ იქნებით იოლი.- ჩაიდუდუნა და კუდში მიჰყვა მათ. კიბეებზე დაეშვა და ყველაზე დაბლა, ნულ სართულზე ფაქტიურად მიწაში აღმოჩნდა. მიხვდა, გამოიჭირეს. შემობრუნდა თუ არა, თავს დაესხა ერთ-ერთი მათგანი. მოგერიება მაშინვე მოასწრო და ძირს დააგდო საჩხუბრად წამოსული სხეული. ახლა ორი ერთად დაესხა თავს.
-თქვენი დედაც!- იარაღი ამოიღო და ჩაარტყა კეფაში ერთს, მეორეს კი იარაღი მიუშვირა.-შუბლს გაგიხვრეტ.- დაემუქრა თავის ენაზე, უფრო კარგად გასაგები რომ ყოფილიყო მისთვის. ავად გაეღიმა რუსს და ბოხი ხმით დააყოლა.
-სანამ დაგასწრებ...- სანამ ხელს გამოჰკრავდა სასხლეტს, მანამ მოუქნია ფეხი და დააგდებინა იარაღი. შორს გასრიალდა და ისიც მისკენ გაქცეულს მივარდა და ჩააზილა თავში.
-პატარა ჭია!- ჩაისისინა და ხელი უშვა უსულო სხეულს. გაჩხრიკა ისინი,იპოვა თუ არა სასურველი ნივთი, მიაგდო და მიატოვა ერთმანეთზე მიყრილები. გაიქცა შავ ვიწრო კალიდორში, რომელმაც ზუსტად იქამდე მიიყვანა, სადაც გეგმავდა. დარწმუნებული იყო, ლევანი უკვე მიაღწევდა კირილენკოსთან. შავ რკინის კარებს რომ შეეჩეხა, მისთვის ამოცლილი გასაღები მოარგო ზედ და შეაღო.
სიბნელე და სიცივე იყო, ისეთი, აქ დიდხანს ვერცერთი სულიერი რომ ვერ გაჩერდებოდა. ყარდა იქაურობა. ცხვირზე წაივლო ხელი, ისეთი საშინელი სუნი იყო. ტელეფონის ფანარი ჩართო და მოათვალიერა ოთახი, მისგან შორს შუაში სავარძელს რომ მოჰკრა თვალი მიას.მისკენ წავიდა და კმაყოფილს ჩაეღიმა, ქალბატონი რომ იპოვა. გათიშული ეგდო და ოფლში ცურავდა. თმები ოფლიან შუბლზე ჰქონდა მიწეპებული და ვერ ამჩნევდა ბიჭი მის სახეს. მზერა შეავლო ზემოთ წასულ მის ქვედაბოლოს და ხელით გაუსწორა. ძლიერად გაკოჭილი ხელები შეუხსნა და დააკვირდა წითელ ზოლებად როგორ აჩნდა თოკის კვალი. ძლიერად დააჭირა თვალები ერთმანეთს. შემოხვია დიდი მკლავები წელზე,მუხლებს ქვეშ ამოსდო ხელი და ხელში აიტაცა გოგო. იმდენად სუსტი და ციცქნა იყო, დაიმალა მალანიას მკლავებში. ნაბიჯი გადადგა და მოარიდა ადგილს გოგო. უკან გზაზე წინააღმდეგობა მას არ ჰქონია, მაგრამ ხვდებოდა, ახლა ლევანი იყო ცუდ სიტუაციაში. კირილენკოსთან მშვიდი საუბარი არ ჭრიდა. ასე მარტივად თავს არავინ დაანებებდა.
ტყიდან სასწრაფოდ გამოვარდა და მიიყვანა მია მანქანამდე. უკანა სავარძელზე გადააწვინა და დახედა თავზე. არ შეეძლო მისი დატოვება, იცოდა, ლევანი ამაზე უფრო გაგიჟდებოდა, მაგრამ ახლა ნაკაშიძეს სჭირდებოდა. მიას მოშორდა, თუ არა, ყურს მისწვდა მისი სუსტი ხმა.
-არ წახვიდე!- მაისურზე ჩაებღაუჭა და მილეული თვალებით გამოხედა. -გთხოვ... არ წახვიდე.- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში და გადმოსცვივდა ცრემლები.
-ლევანს ვჭირდები.- უთხრა მშვიდად. -გამიშვი.
-შენ ცოცხალი...- გაუწყდა ხმა მიას. ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და მასთან დაიხარა.
-დავბრუნდები.- ყურთან ახლოს უჩურჩულა და გააშვებინა პატარა თითები. კარები მიხურა და ისევ უკან დაბრუნდა.



და როგორ ხართ? ვიცი, ცოტა კი არა, მართლა დიდ ხანს მოვუნდი ამ თავის დაწერას და გალოდინეთ კიდეც, მაგრამ ცოტა რთულია აზრებს თავი მოვუყარო და შემდეგ ეს დავწერო.
მაგრამ სამაგიეროდ შედარებით დიდი თავია, არა? საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ვიღაც დაინტერესებულია და მოსწონს ჩემი ისტორია. უდიდესი მადლობა თქვენ, ვინც კითხულობთ და მიზიარებთ თქვენს აზრს!!! <33

მომდევნო თავი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, გპირდებით...



№1 სტუმარი ეს რა უბედურებაა ეს რა უბედურებაა

ნარმალნაა მომწონს ნ

ეს რა უბედურებაა ეს რა უბედურებაა
ნარმალნაა მომწონს ნ

❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ნესტან

საინტერესოა ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№3  offline წევრი inside my head

ნესტან
საინტერესოა ძალიან მომეწონა კარგი თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

უდიდესი მადლობაა❤️

 


№4 სტუმარი lizie

უიდიალურესი თავი იყო ❤️❤️????უზომოდ კმაყოფილი ვარ ❤️თავიდან რომ დავიწყე არ მოვიტყუები არ მომეწონა მაგრამ შემდეგგ ისე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები გავგიჟდი ძალიან საინტერესოა და მაინტერესებს შემდეგ თავებში რა მოხდება. ძალიან მომწონს ლევანის და ანის წყვილი რაღაცნაირები არიან ჩემთვის კომფორტულები. მალანია და მიას წყვილიც საინტერესოა მომწონს მათი ქიმია. ველი გაგრძელებას უზომოდ და უდიდესი მაფლობა ავტორს ასეთი საინტერესო ისტორიისთვის❤️❤️

Momwons dzalian sainteresoa veli gagrdzelebas madloba avtorss❤️❤️

 


№5  offline წევრი inside my head

lizie
უიდიალურესი თავი იყო ❤️❤️????უზომოდ კმაყოფილი ვარ ❤️თავიდან რომ დავიწყე არ მოვიტყუები არ მომეწონა მაგრამ შემდეგგ ისე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები გავგიჟდი ძალიან საინტერესოა და მაინტერესებს შემდეგ თავებში რა მოხდება. ძალიან მომწონს ლევანის და ანის წყვილი რაღაცნაირები არიან ჩემთვის კომფორტულები. მალანია და მიას წყვილიც საინტერესოა მომწონს მათი ქიმია. ველი გაგრძელებას უზომოდ და უდიდესი მაფლობა ავტორს ასეთი საინტერესო ისტორიისთვის❤️❤️

Momwons dzalian sainteresoa veli gagrdzelebas madloba avtorss❤️❤️

მადლობა დიდი❤️ასეთი კომენტარისთვის!!!
ვაფასებ მართლა.მიხარია რომ მოგეწონა და საინტერესო იყო შენთვის.
ახალი თავი ვეცდები მალე დავდო და არ გალოდინოთ ბევრი<3
მადლობა შენ:)

 


№6 სტუმარი მკითხველი

მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს!!

 


№7  offline წევრი inside my head

მკითხველი
მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს!!

აუცილებლად:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent