შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარტეხილი: II საქმე


24-03-2025, 23:26
ავტორი pinkyt
ნანახია 516

ქალაქში, სადაც ნიკოლოზ წერეთელი ცხოვრობდა, პოლიცია და კრიმინალი ერთ სივრცეში არსებობდნენ. ზოგჯერ კანონი იმარჯვებდა, ზოგჯერ კი ქუჩის წესები.
იმ ხალხს არ მიეკუთვნებოდა, ვინც დამარცხებას იღებდა.
მამამისი, ცნობილი გამომძიებელი, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის დროს გაქრა, წაიყვანეს და უკან აღარ დაბრუნებულა. დედამისი ძლიერი ქალი იყო, რომელმაც შვილი მარტომ გაზარდა.
მისმა ბრძოლამ მხოლოდ ერთი რამ ასწავლა ნიკოლოზს – ამ ქალაქში სამართალი არ არსებობდა, თუ თავად არ მოიპოვებდი.
სულ რაღაც 20 წლის იყო, როცა პოლიციის აკადემიაში მოხვდა. სხვებისგან განსხვავებით, კანონის სწავლა მას წესების შესაცვლელად უნდოდა. ძალიან მალე გაიგო, რომ წიგნებში აღწერილი სამართლიანობა და რეალობა ორი სხვადასხვა სამყარო იყო, რომელთანაც შეგუებას არ აპირებდა.
პირველი დიდი საქმე მოსამართლე დავით გერლიანის მკვლელობა იყო. ამ საქმეზე უმცროსი გამომძიებელი იყო, ყველა აღნიშნავდა, რომ ჩვეულებრივი პოლიციელისგან ძალიან განსხვავდებოდა. მან პირველმა შენიშნა, რომ მკვლელობა არ იყო უბრალო თავდასხმა – ეს იყო გაფრთხილება. დამნაშავე კი, სასამართლში უნდა მოეძებნათ.
განსხვავებული ხედვა იყო მისი მთავარი იარაღი.
წლებმა ბევრი რამ შეცვალა. მიუხედავად ყველაფრისა, ის საუკეთესო გამომძიებელი გახდა.
ამბობდნენ, რომ ნიკოლოზ წერეთელი იმ კანონებს იცავდა, რომელიც თავად შექმნა.
როცა ლისა გეგეჭკორი გამოჩნდა, ნიკოლოზმა იცოდა, რომ ის ისეთი იყო, როგორიც ოდესღაც თვითონ. პატიოსანი, ჭკვიანი, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმუშავებელი. ამიტომაც მიიღო პარტნიორად, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა.
თუმცა, მისი ყველაზე დიდი საიდუმლო არასდროს გაუმხელია.
ყველას ეგონა, რომ ის უბრალოდ კარგი დეტექტივი იყო. მაგრამ სიმართლე უფრო ბნელში იმალებოდა – ნიკოლოზ წერეთელი თავად იმ წარსულის ნაწილი იყო, რომელთანაც იბრძოდა.
და როცა ქალაქის კრიმინალური წრეებიდან უცნობი სახეები იწყებდნენ მის სახელს ჩურჩულით ხსენებას, მან იცოდა, რომ ძველი მტრები ჯერ კიდევ ელოდნენ, როდის დაბრუნდებოდა თამაშში.
წერეთელი თამაშს არასდროს ტოვებდა.

****


ცივი ზამთრის ღამე იდგა. მანქანის ფანჯრებზე წვიმის წვრილი წვეთები სინათლეს ირეკლავდა, თითქოს ქალაქი ჩუმად სუნთქავდა და მათ თვალს არ აშორებდა.
ნიკოლოზ წერეთელი საჭესთან იჯდა, თითები რბილად ეჭირა საჭეზე, მაგრამ დაძაბულობა ვერაფრით მოეშორებინა. ლისა გეგეჭკორი გვერდით, მგზავრის სავარძელზე მოკალათებულიყო და ჩაფიქრებული უცქერდა ჩაბნელებულ ფანჯრებს.
ნიკოლოზის ტელეფონმა შემაწუხებლად დაიწრიპინა. ლისამ წამით გაიხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ნიკოლოზმა ჯიბიდან ამოიღო, ეკრანს დახედა და სახე შეეცვალა.
— ბატონი შოთა. — ჩუმად ჩაილაპარაკა. ლისას თვალებში უცნაური ნაპერწკალი გაკრთა.
— უპასუხე.
ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა და ეკრანს ცერა თითი გაუსვა.
— დიახ, ბატონო შოთა.
— წერეთელო, განყოფილებაში უნდა გამოცხადდე. ახლავე. ყველას გელოდებით. -მეორე მხრიდან მკაცრი, ოდნავ დაღლილი ხმა მოისმა.
— მოხდა რამე? — ნიკოლოზმა წარბები შეკრა.
— მოხდა. - ხმა უფრო დაბალი და მძიმე გაუხდა ბატონ შოთას. - გვამი ვიპოვეთ. იგივე ხელწერაა.
ნიკოლოზმა წამით თვალები დახუჭა, თითქოს ცდილობდა მოსმენილი გადაეხარშა.
— მესმის, ახლავე გამოვალ.
ზარი გაწყდა. მანქანაში ისევ სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ ახლა ეს სიჩუმე უფრო მძიმე გახდა.
— ისევ ის მკვლელი? - ლისამ ნიკოლოზს შეხედა.
— ისევ! — კაცმა თავი დაუქნია და ხელი თმაში შეიცურა.
— მაშინ მივდივართ.
— ლისა, არ გთხოვე, რომ…
— ახლა არა, ნიკა. — კატეგორიული იყო მისი ხმა. — თუ ეს საქმე ისევ გააქტიურდა, მეც იქ უნდა ვიყო.
ნიკოლოზმა წამით შეყოყმანდა, მაგრამ იცოდა, რომ ლისას გადარწმუნებას ვერ შეძლებდა.
მანქანა ადგილიდან დაძრა.
განყოფილებაში მძიმედ მიედინებოდა ღამის საათები. დიდი დარბაზი სავსე იყო გამომძიებლებით. ოთახში, ჰაერიც უკვე გადატვირთული იყო დაღლილობით, კოფეინის სუნითა და გაურკვევლობებით.
შუაგულში, დიდ მაგიდასთან, ბატონი შოთა იდგა. მისი სერიოზული, ოდნავ ჩაცვენილი თვალები იმ წამს შესულ ნიკოლოზსა და ლისას გაუსწორა. მაგიდაზე დანაშაულის ადგილის ფოტოები იყო გაშლილი: სისხლით შეღებილი ასფალტი, მსხვერპლის გაყინული სხეული, ხელისგულზე ამოკვეთილი უცნაური სიმბოლო და გულმკერდის არეში მოხვედრილი ანტიკური დანა.
— მეხუთე მსხვერპლი. — ხმამაღლა თქვა ბატონმა შოთამ.
ოთახში მსუბუქი ჩურჩული გაისმა, მაგრამ ბატონი შოთას მკაცრმა მზერამ ყველა გააჩუმა.
— ყველა მსხვერპლი ქალია, 25-დან 35 წლამდე. მკვლელობებს შორის დროის შუალედი მცირდება. პირველ და მეორეს შორის თითქმის ორი თვე იყო. მეორესა და მესამეს შორის — 5 კვირა. მეოთხე მკვლელობა ორი კვირის წინ მოხდა. ახლა კი, მეხუთე.
ლისამ ფოტოებს დახედა.
— ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფდება. — თქვა ჩაფიქრებულმა.
— ზუსტად! — დაუქნია ბატონმა შოთამ.
— ხელზე ამოკვეთილი სიმბოლო? — ჰკითხა ერთ-ერთმა გამომძიებელმა.
— ისევ იგივე. რკალის ფორმა, რომელიც არც ერთ ცნობილ სიმბოლოს არ ემთხვევა. ჩვენმა ექსპერტებმა და ლინგვისტებმა რამდენიმე ჰიპოთეზა წამოაყენეს, მაგრამ ჯერჯერობით — არაფერი კონკრეტული.
— გვამზე რაიმე სხვა კვალი არის? — ნიკოლოზმა იკითხა.
— საინტერესო დეტალია… — შოთამ სქელი საქაღალდე გადაშალა და ფოტო ამოაძვრინა. — ამჯერად მსხვერპლის მაჯაზე წითელი საღებავით იყო დატანილი რიცხვი „ VI “.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
— რიცხვები? — ამოილაპარაკა ლისამ.
— პირველი ოთხი მსხვერპლის სხეულზე მსგავსი არაფერი ყოფილა, — თქვა შოთამ. — ეს პირველი შემთხვევაა.
— რაც ნიშნავს, რომ… — ნიკოლოზმა ჩაილაპარაკა და თვალები მოჭუტა.
— რაც ნიშნავს, რომ რაღაც შეიცვალა, — შოთამ მაგიდას ხელები ჩამოაყრდნო. — მკვლელი ახალი ფაზაში გადავიდა.
— ან უკვე დაგეგმილი აქვს მომდევნო ნაბიჯი. — დაამატა ლისამ.
ოთახში ყველა დადუმდა. ყველას ესმოდა ერთი რამ — მეხუთე მკვლელობა არ იყო ბოლო.
— ნიკოლოზ, დანაშაულის ადგილზე მიდით, დეტალურად დაათვალიერეთ. - მტკიცე ხმით მიმართა მათ.
წვიმის წვეთები სუსტად ეცემოდა მანქანის ფანჯრებს, თითქოს ბუნებას თავადაც მძიმე ტვირთი აეკიდა.
მათ წინ პოლიციის ყვითელი ლენტი ირხეოდა. რამდენიმე მანქანა უკვე ადგილზე იყო, მაშუქები მონაცვლეობით ანთებდნენ ლურჯ და წითელ სინათლეს. გარემოს
უცნაური სიჩუმე მოეცვა, თითქოს თვითონ ჰაერი იკავებდა სუნთქვას.
გადმოსვლისთანავე მათ პოლიციის თანამშრომელი შეეგებათ, სახეზე დაღლილობა აღბეჭდვოდა.
გაფუჭებული ქუჩის განათების ქვეშ, ხის ძველი საწყობის გვერდით, სისხლის გუბე ბრწყინავდა. გაყინულ მიწაზე, ქალის სხეული იწვა. ტანზე თხელი კაბა ეცვა, რომელიც წვიმას უკვე ბოლომდე დაესველებინა.
— იგივე ხელწერაა… — ამოილაპარაკა ნიკოლოზმა და მუხლებზე დაეყრდნო, რომ გვამს ახლოდან შეეთვალიერებინა.
ლისა ცოტა მოშორებით იდგა, ცხვირზე პალტოს საყელო აეწია, მაგრამ მზერა არ მოუცილებია.
—ზუსტი ჭრილობა გულში, ისევ იგივე დანა და ხელისგულზე ამოჭრილი სიმბოლო. — გვეთამაშება. — ჩაისისინა ნიკოლოზმა.
ღამის ჰაერი კიდევ უფრო ცივი გახდა.
მანქანაში იჯდნენ. ფაილებით სავსე საქაღალდეები ჰქონდათ გაშლილი. პერიოდულად წიგნაკებში ინიშნავდნენ ახალ დეტალებს.
—გვიანია უკვე. სახლში მიგიყვან. —დაღლილი ხმით მიმართა ქალს, რაზეც ლისამ თვალები მოისრისა და შეფხიზლდა.
—რატომ? მარტომ უნდა განაგრძო გამოძიება?
—არა. ნუ ხარ ეჭვებში. უშენოდ არ ვაპირებ გამოძიებას.
—ცოტა დამაჯერებლობა დაგაკლდა. —გაბრაზებული მზერა მიაპყრო კაცს.
—თუ არ გეძინება, შეგიძლია კომპანიონობა გამიწიო. — სწრაფი მანევრით მოაბრუნა მანქანა და საპირისპირო მხარეს წავიდა.
—სად მივდივართ?
—ცოტა დალევა არ გვაწყენდა. —ცერად ჩაეღიმა და ისე გახედა.
—ხომ იცით, რომ არ ვსვამ.
—ლია, ისევ თქვენობით მესაუბრები? —მანქანა გააჩერა და ნახევარი ტანით გადაიწია მისკენ.
—რა ვქნა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე.
—არაოფიციალურად მეოთხე და ოფიციალურად მეორე საქმეზე ვმუშაობთ უკვე ლია. ისე, საინტერესოა.
—რას გულისხმობ?
—როცა გინდა ბრაზიანი გოგო ხარ. —ცალყბად ჩაიღიმა. გაახსენა როგორც გაბრაზდა ლისა, როცა ხუმრობით არასწორ მისამართზე გაუშვა.
—სხვათაშორის, მაგ დღის გაბრაზება ჯერ კიდევ არ გამქრალა. —გაბრაზების ნიშნად, ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან.
—კარგი. კარგი. წავიდეთ, იქნებ ერთმა ჭიქამ გაგამხიარულოს.
სავარძელზე გასწორდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. თავდაპირველად ფიქრობდა რომელიმე ბარისთვის შეეფარებინათ თავი, თუმცა შემდგომ ქალაქგარეთ აგარაკისკენ გაემართა.
—სანამ გაბრაზდები, ალკოჰოლოთან ერთად მუშაობა უფრო კარგია. ნუ ნერვიულობ, არ გიტაცებ.
—არც მიფიქრია, ნიკოლოზ.
მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა.
ხის ბუხარში ალი წყნარად ტკაცუნებდა, ოთახში მყუდრო, თბილი განათება იყო. ფანჯრის მიღმა ტყე მდუმარედ იდგა.
ლისა სავარძელში მოკალათებულიყო, თხელ შავ სვიტერსა და ჯინსში. ხელში ღვინის ჭიქა ეჭირა და ცეცხლის ალს უყურებდა, თითქოს იქ რაღაც პასუხებს ეძებდა. ნიკოლოზი მის მოპირდაპირედ იჯდა, ხელში ვისკის ჭიქას ათამაშებდა, მაგრამ მზერა მთლიანად ლისას ჰქონდა მიპყრობილი.
— რაზე ფიქრობ? — ხმის ტონზე ეტყობოდა, რომ მისი ფიქრების ამოცნობა სურდა.
ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, ოდნავ მოსვა და შემდეგ ნიკოლოზს გახედა.
— იმაზე, რომ არასწორ ადგილას ვეძებთ.
— რას გულისხმობ?
— მკვლელი თამაშს გვეთამაშება. ეს რიცხვები… „VI“ ხელზე… ის რაღაცას გვანიშნებს.
— მაგრამ რას? — ნიკოლოზი წინ გადმოიხარა, იდაყვები მუხლებს ჩამოაყრდნო.
ლისამ ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადგა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
— მკვლელობები სწრაფდება. ეს ნიშნავს, რომ ის ან კონტროლს კარგავს, ან…
— ან ჩვენთვის დრო ითვლის. — დაასრულა ნიკოლოზმა, თან ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
ლისამ თავი დაუქნია და ბუხრის შუქზე მისი სახე კიდევ უფრო სერიოზული გამოჩნდა. ნელა წამოდგა და ტერასაზე გასასვლელ კართან გაჩერდა.
— რაც ნიშნავს, რომ მომდევნო მსხვერპლი უკვე შერჩეული ჰყავს.
ნიკოლოზი წამოდგა, მის გვერდით დადგა. ტყის სიღრმეში წვიმის წვეთები სინათლის შუქზე ბრწყინავდა, მაგრამ მათი გონება ამ სილამაზეს არ იღებდა — მათ მხოლდო მომავალი საფრთხე ესახებოდათ.
— როგორ შეგიძლია ასე იაზროვნო? — ჰკითხა ნიკოლოზმა ჩუმად.
— სხვა გზა არ გვაქვს, — ლისამ შუბლი მინას მიადო.
— მე სხვა რამეს ვგულისხმობ, — ნიკოლოზმა ოდნავ შემოაბრუნა მისკენ და თვალებში ჩახედა. ლისამ წამით გაირინდა.
— ნიკა…
— უკვე რამდენი თვეა ასე ვართ? — მისმა ხმამ თითქოს სითბო შეიძინა.
— ასე როგორ?
— ერთად. მაგრამ არასდროს… საკმარისად ახლოს.
ლისამ მისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა— ეს ალკოჰოლის ბრალი იყო, იმ მომენტში დაგროვილი დაძაბულობის, თუ რაღაც ამოუხსნელის.

— ამ საქმემ შეიძლება სულ სხვა ადგილას წაგვიყვანოს. და… არ მინდა, რომ ერთადერთი რამ, რაც მართლა მნიშვნელოვანია დაიკარგოს.
— არ დაიკარგება. — წამით სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ წვიმა და ბუხრის ტკაცუნი ისმოდა.
და შემდეგ, იმ სიჩუმეში, ლისამ თავი ოდნავ ასწია და მისი ტუჩები ნიკოლოზისას შეახო. ეს არ იყო გიჟური კოცნა, ეს იყო ის, რაც ორივემ დიდი ხნის წინ იცოდა, მაგრამ არასდროს უთქვამთ. ორივემ იცოდა, რომ მომავალი უფრო ბნელი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე წარმოედგინათ.
— უნდა განვაგრძოთ — ლისამ ნიკოლოზის მზერას თვალი გაუსწორა.
— ვიცი
ნიკოლოზმა ფურცლების დასტა აიღო, ყველა მსხვერპლის მონაცემებით.
გვერდები გადაშალა, სანამ მეხუთე მკვლელობის ფოტომდე არ მივიდა გაყინული სხეული, მაჯაზე წითელი „VI“.
— ეს რიცხვი, — ლისამ ფურცელზე ჩამოკრა თითი, — თავიდან ვფიქრობდით, რომ მორიგი სიმბოლო იყო… იქნებ... —სიტყვა გაუწყდა.
—იქნებ რა ლისა? — ქალმა სწრაფად გადაშალა დანარჩენი საქაღალდეები. თვალებგაფართოებული შეჩერდა ერთ კონკრეტულ ფურცელზე.
— ღმერთო… როგორ ვერ შევამჩნიეთ?
გადაიხარა და ფურცელს დახედა. ეს იყო ძველი მოხსენება, წლების წინანდელი საქმე.
— ელენე მახარაძე — ხმამაღლა წაიკითხა.
— 28 წლის ქალი... — განაგრძო ლისამ. — თერთმეტი წლის წინ ღამის ქუჩაში მძიმე გულმკერდის არეში ჭრილობით იპოვეს. გადარჩა… მაგრამ თქვა, რომ არაფერი ახსოვს.
— და ეს ნიშანი? — ნიკოლოზმა მაჯის ფოტოს დააკვირდა, რომელიც სამედიცინო ანგარიშში იყო ჩასმული — ხელზე ამოკვეთილი სიმბოლო, რკალის ფორმის.
— ნიკა, ეს საქმე დღემდე საიდმულოდ რჩება. არავინ იცის ამ ქალის არსებობის შესახებ. რიცხვი მსხვერპლის მორიგეობას კი არ აღნიშნავს… — ლისამ მზერა გაუსწორა, — ის იმაზე მიუთითებს, ვინც გადარჩა.
—იმ ნაბიჭვარმა იცის, რომ ცოცხალია.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
ნიკოლოზმა ფურცელი ხელში აიღო, თითქოს მასზე დაწერილი ისტორია ცოცხალი იყო.
— ანუ, იმ ადამიანზე, ვინც… მკვლელმა ვერ მოკლა.
— შეიძლება სწორედ ეს იყოს მისი დაუმთავრებელი საქმე, — ლისამ მტკიცედ თქვა. — შესაძლოა, მან ეს ქალი მოძებნა და ახლა…
— ახლა აპირებს, რომ დაწყებული დაასრულოს. — ნიკოლოზი მძიმე ნაბიჯით მოშორდა მაგიდას და კედელს მიეყრდნო.
— უნდა ვიპოვოთ. ელენე მახარაძე. ის ერთადერთი კვანძია, რომელიც ამ საქმეებს
აკავშირებს ერთმანეთთან.
— ჩვენ მას დავიცავთ.
— თუ არ დავაგვიანეთ… — ლისამ ჩურჩულით დაამატა.
და ამ სიტყვებში ორივემ იგრძნო, რომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობდა.


***

ოთახში ნახევრად ჩამქრალი ნათურა მკრთალად ციმციმებდა. სქელი ფარდები მიუხედავად, ჩანდა როგორ გადაადგილდებოდა სილუეტი.
ფანქარი ფურცელზე წრიულად მოძრაობდა. რკალის ფორმა. იგივე სიმბოლო. ხელისგულზე ამოტვიფრული ნიშანი, რომელიც ყოველი მსხვერპლის სხეულზე დატოვა. მაგრამ ამჯერად, ამას დაემატა რაღაც ახალი — სახელი.
ელენე.
გონებაში ათასჯერ წარმოიდგინა.
ათი წელი. მთელი ათი წელი ელოდა.
მეხუთე მკვლელობა საჭირო იყო. პოლიციას მიაწვდინა ხმა, რომ დასასრული ახლოს იყო.
მაგიდაზე დაკეცილი გაზეთები ელაგა. მთავარ გვერდზე, მუქი ფონტით დაწერილმა სათაურმა ღიმილი მოჰგვარა.
„ სერიული მკვლელი ისევ ანადგურებს ქალაქს — პოლიცია უძლურია? “
მკვლელმა სითხით სავსე პატარა ბოთლი აიღო, სინათლეზე აამოძრავა. შიგნით გამჭვირვალე, სუსტი, მაგრამ სასიკვდილო შხამი ირხეოდა.
მისი დრო ახლოვდებოდა.
თაროზე დადებულ ძველ, თითქმის გახუნებულ ფოტოს მზერა შეავლო.
ფოტოზე ახალგაზრდა ქალი იცინოდა.
და მის უკან—ჩრდილში მამაკაცი იდგა.

„ელენე, ამჯერად, ვერ დამიძვრები. “

***

ჰაერი სავსე იყო ნესტითა და დაძაბულობით.
ნიკოლოზის მანქანა სწრაფად მიქროდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
— ელენე მახარაძე ამ ქალაქშია. —თქვა ნიკოლოზმა საჭეს ჩაფრენილი ხელებით. — მაგრამ სად?
—მონაცემთა ბაზაში არაფერი იყო, — ჩაილაპარაკა ლისამ, მობილურის ეკრანს დახედა. — თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
— იმ ღამეს გადარჩენის შემდეგ, შესაძლოა, გაიქცა. — ნიკოლოზმა მზერა გზას გაუსწორა. — ან უბრალოდ, შეეცადა, გამქრალიყო.
— იქნებ ვინმე ახლობელი ჰყავს? მეგობრები? ნათესავები? — ლისამ ფურცლები გადაშალა, ძველ საქმის მასალებში ეძებდა რაღაც მინიშნებას.
— ელენეს ოჯახი არ ჰყავდა. არც მეგობრები. 10 წლის წინ თბილისში გადმოვიდა, მაშინ 28 წლის იყო… და მაშინვე თითქმის მოკვდა.
ლისამ ფოტოს დახედა, რომელზეც ახალგაზრდა ქალი იყო აღბეჭდილი. დაბალი, მოკლე თმით, სევდიანი, ოდნავ მორცხვი ღიმილით.
— რაღაც არ ჯდება, ნიკა. რატომ მაინცდამაინც ის? რატომ გადარჩა მაშინ, თუ მკვლელს ყველას მოკვლა სურდა?
— იქნებ, იმიტომ, რომ…— ფიქრი ტელეფონის ზარმა გაუწყვიტა. ორივემ ერთდროულად დახედა ეკრანს. ბატონი შოთა იყო.
— გისმენთ, ბატონო შოთა. —ნიკოლოზმა სასწრაფოდ უპასუხა.
— წერეთელო, მისამართს მოგწერ. ახლავე უნდა მიხვიდეთ!
— რა მოხდა?
— მგონი, ელენე მახარაძის კვალს მივაგენით.
— სად?
— ძველი საავადმყოფოს შენობა. ის, იქ ცხოვრობს.
— რას ნიშნავს, იქ ცხოვრობს? — ლისამ გაოგნებულმა იკითხა.
— როგორც ჩანს, წლებია, ამ მიტოვებულ ადგილას იმალება.
— მივდივართ! — ნიკოლოზმა მობილური გადადო.
მანქანა წვიმით გაჟღენთილ ღამის ქალაქში გაქრა, იქით, სადაც პასუხები ელოდათ.
მაგრამ ვისთვის იქნებოდა ეს პასუხები უფრო საშიში? მათთვის, თუ ელენე მახარაძისთვის?
ძველი შენობის კედლები ობითა და ნესტით იყო დაფარული.
ნიკოლოზმა ლისას სწრაფი მზერა შეავლო და ნელი ნაბიჯებით გააგრძელა გზა.
— აქ არის. — ჩუმად თქვა ლისამ, როცა კუთხეში, ძველი საოპერაციოს კარი შეამჩნია.
ნიკოლოზმა იარაღი ამოიღო და ფრთხილად მიაწვა კარს.
ოთახში, სუსტად განათებულ სივრცეში, ძველ საწოლზე ჩამომჯდარი ქალი გამოჩნდა.
ელენე მახარაძე.
თხელი პლედით შეხვეული, მხრებში ოდნავ მოხრილი იჯდა. თავი ნელა ასწია და მზერა გაუსწორა.
მის თვალებში თითქოს ათი წლის შიში და სიბნელე იყინებოდა.
— თქვენ… თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც მეძებს? — ხმა ნაზი ჰქონდა, მაგრამ ოდნავ კანკალებდა.
— ელენე — ნიკოლოზმა იარაღი შეინახა და ფრთხილად მიუახლოვდა — ჩვენ დაგიცავთ.
ლისას ფრთხილი მზერა ჰქონდა.
— მკვლელი დაბრუნდა. ის გეძებს.
ქალი თითქოს შეკრთა, მაგრამ შემდეგ მკრთალად გაიღიმა.
— ჰო… ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.
ლისამ წარბები შეკრა.
— ელენე, ათი წლის წინ… როგორ გადარჩი?
ქალმა ღრმად ამოისუნთქა, თხელ თითებში პლედი მოიქცია.
— მან დანა გულში დამარტყა… მაგრამ მე… არ მოვმკვდარვარ.
— როგორ? — ნიკოლოზი დაძაბულობდა.
ელენემ ნელა დაიძრო სვიტერი და ლავიწთან ახლოს ძველი, მაგრამ მკაფიო ნაიარევი აჩვენა.
— ექიმებმა მითხრეს, რომ მე სიტუს ვისცერუმ ინვერსუსი მაქვს. —ჩუმად თქვა.
— რა? — ლისას თვალები გაუფართოვდა.
— შინაგანი ორგანოები… სარკისებურად მაქვს განლაგებული. მათ შორის, გული.
— ღმერთო… — ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა.
— ის ფიქრობდა, რომ მომკლა, მაგრამ დანა უბრალოდ არასწორ ადგილას მოხვდა, — ელენემ თავი ჩახარა. — სიკვდილი უნდა მეგრძნო, მაგრამ უბრალოდ… გადავრჩი.
— მკვლელმა ეს არ იცოდა… — ლისამ ხელები მკერდზე დაიკრიფა, თვალებში ნაპერწკალი გაუკრთა.
— და ახლა… დაბრუნდა, რომ დაასრულოს. — ნიკოლოზის ხმა მკაცრი იყო.
შენობის გარეთ სუსტი ნაბიჯების ხმა გაისმა.
ყველა გაჩუმდა.
ისინი მარტო აღარ იყვნენ.
ლისამ და ნიკოლოზმა წამში გაცვალეს მზერა—ორივეს სახეზე დაძაბულობა გამოისახა. ელენე თითქოს მკვდარივით გაირინდა, ხელები პლედში ჩამალა, თვალებში პანიკა გამოესახა.
— აქ არის, არა? — ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.
ნიკოლოზმა ამოიღო იარაღი.
— ჩუმად იყავი.

ლისამ სწრაფად გადახედა ოთახს. ერთადერთი გასასვლელი ის კარი იყო, საიდანაც შემოვიდნენ. ფანჯრები გისოსებით იყო ჩაკეტილი.
გაქცევის შანსი არ ჰქონდათ.
გარედან კარის სახელურზე მსუბუქი დაჭერის ხმა გაისმა.
ლისამ იარაღი ამოიღო.
სიჩუმე თითქოს სამუდამოდ გაიწელა.
მკვლელი უკვე იქ იყო.
კარი გაიღო.
შავ ქურთუკში ჩაფლული სილუეტი კარში გაჩერდა. შემდეგ აუჩქარებელი ნაბიჯებით შემოვიდა.
ნიკოლოზმა იარაღი პირდაპირ მკერდთან დაუმიზნა.
— ადგილზე!
მკვლელი გაჩერდა.
— ელენე. — ღრმა, ბოხი ხმით წარმოთქვა.
— იცოდი, რომ გადარჩა, არა?
კაცი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ ჩაიცინა.
— ახლა კი, მივიღებ, იმას რაც ჩემი უნდა ყოფილიყო. — თქვა თითქმის ჩურჩულით.
ქალისკენ ნელა დაიძრა, მაგრამ ნიკოლოზმა გამაფრთხილებლად გაისროლა.
— არ გაინძრე!
ტყვია კედელს მოხვდა, მაგრამ მკვლელს რეაქცია არ ჰქონია, თითქოს ელოდა.
შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, რაღაც მოხდა.
ოთახში არსებული ერთადერთი სინათლე გაქრა, წყვდიადმა მოიცვა.
ბნელ ოთახში მხოლოდ სწრაფი ნაბიჯების ხმა ისმოდა.
— ნიკა! — ელისას ხმა მკრთალად გაისმა.
— აქ ვარ! ელენე?! —არავითარი პასუხი.
მოულოდნელად, რაღაც იატაკზე დაეცა. მძიმედ, მკვეთრი ხმაურით.
მკვლელი სადღაც ოთახში იყო.
ნიკოლოზი მკვეთრად შეტრიალდა და იქით გაისროლა, სადაც სუსტი ჩრდილი შენიშნა.
ტყვია კედელს მოხვდა.
შემდეგ კივილი.
ლისას ხმა.
ნიკოლოზმა სწრაფად მოაბრუნა იარაღი. სწორედ იმ წამს სინათლე კვლავ აინთო.
ლისა კედელს იყომ იყრდნობილი, ფეხზე ხელი ჰქონდა მიჭერილი.

სველი ასფალტი მქრქალად ირეკლავდა ლამპიონების სინათლეს. ნიკოლოზი სწრაფად გავარდა შენობიდან, იარაღი ხელში ეჭირა, მზერა აქეთ-იქით გაურბოდა.
მკვლელი ელენესთან ერთად გაუჩინარდა.
მთელ სხეულში მრისხანება უგროვდებოდა. მანქანის ძრავის მკვეთრი ხმა გაისმა შორიახლოს, მაგრამ უკვე გვიან იყო.
ნიკოლოზმა ხელი მუშტად შეკრა.
ზურგსუკან ლისას მძიმე სუნთქვა ესმოდა. ქალი კედელს იყო მიყრდნობილი, ბარძაყზე არსებული ჭრილობაზე ხელი ეჭირა, სისხლი თხელ ნაკადად წვეთავდა თითებს შორის.
— კარგად ხარ? — ნიკოლოზი მაშინვე მის გვერდით აღმოჩნდა.
ლისამ ღრმად ამოისუნთქა, მაგრამ თავი დაუქნია.
— ღრმა არ არის. ნუ ნერვიულობ!
— უნდა წაგიყვანო.
— არა, — მტკიცედ თქვა. — ელენე მოძებნე.
— ვერ დაგტოვებ!
— ნიკა, გაიგე… ის მოკვდება, თუ დროზე არ მივაგენით! — ლისას თვალები ცეცხლივით ანთებული ჰქონდა. — ექიმი არ ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სერიოზული არაფერი მჭირს. წადი!
ნიკოლოზი წამით გაჩერდა.
საბოლოოდ კი, ტუჩები უკმაყოფილოდ შეკრა და მობილური ამოიღო.
— შოთა, სასწრაფო გააგზავნე ძველ საავადმყოფოში! — სწრაფად მიაყარა.
— რა მოხდა?!
— მკვლელმა ლისა დაჭრა. ელენე წაიყვანა.
სულ რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ კი შოთას ხმა დამძიმდა.
— ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა.
— ვერა. — ნიკოლოზმა მზერა ზემოთ, ძველი შენობის გატეხილ ფანჯრებს გაუსწორა. — მაგრამ ვიცი, სად უნდა ვეძებოთ.

ნისლი მტკვრის ზედაპირზე მიჩუმებულიყო, სველი ქუჩები მკრთალად ირეკლავდნენ შუქნიშნების სინათლეს. მანქანაში სიჩუმე იდგა.
— ნიკა. — დაიწყო შოთამ, ფურცლებს სწრაფად აყოლებდა თვალს — შენიშვნებს რომ გადავხედოთ…
— მეექვსე მსხვერპლია, რომელიც გადარჩა. ეს ნიშნავს, რომ ხუთი მოკლა.
— და ყველა შემთხვევა ერთ რამეს ჰგავს.
ნიკოლოზმა სუნთქვა დაარეგულირა, ფურცლებზე დატანილი შენიშვნები გადაიკითხა.
— ყველა მათგანი ერთსა და იმავე პერიოდში გაუჩინარდა, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე დღით, ზოგიც — რამდენიმე კვირით, სანამ გვამებს იპოვნიდნენ.
— ანუ მკვლელი მათ აყოვნებდა, აკვირდებოდა…
— და შემდეგ კლავდა. მოწესრიგებულად. თითქოს…
— თითქოს ექსპერიმენტს ატარებდა.
სიჩუმე.
— შოთა… — ნიკამ ფურცლები უკან დააბრუნა. — ეს ადამიანი უნდა იყოს ვინმე, ვისაც სხეულის სტრუქტურა, ქირურგია… ესმის.
— ექიმი?
— ან სამედიცინო უნივერსიტეტთან კავშირში მყოფი.
— ან ყოფილი სტუდენტი, რომელიც… — შოთა გაჩერდა.— გახსოვს ის საქმე, 15 წლის წინ რომ იყო? ექსპერიმენტული წამალი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოიყენეს?
— ვიცი, რომ მამაჩემი იძიებდა მაგ საქმეს. შხამი, რომელიც მოხვდა ერთი სტუდენტის სხეულში…
— მან გადაიტანა, მაგრამ თითქმის მოკვდა.
შოთამ სწრაფად გახსნა მობილური და ძველი მონაცემთა ბაზაში დაიწყო ძიება.
რამდენიმე წამში, ეკრანზე გაჩნდა სახელი:
დავით კერესელიძე.
ნიკოლოზმა მის ფოტოს დახედა.
შავი, ცივი თვალები კამერას შეშლილივით უყურებდა.
— ის არის.


***

სიბნელე.
მძიმე, სველი ჰაერი.
თვალები ძლივს გაახილა.
გარშემო არაფერი ჩანდა, მხოლოდ ნესტიანი კედლები და ძველი ხის იატაკი.
ხელები და ფეხები მაგრად ჰქონდა შეკრული.
მის წინ კი, ის იდგა.
მკვლელი.
— ათი წელი... — ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა.
ელენე წამით შეხტა.
— ათი წელი… ვფიქრობდი იმ ღამეზე.
— ვერ წარმოიდგენ, რა იმედგაცრუებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ გადარჩი. — მკვლელი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. — ეს არ უნდა მომხდარიყო, ელენე. ყველაფერი უნაკლო იყო… გარდა ერთი დეტალისა.
კაცმა ცალი ხელით გოგონას სახე ოდნავ ასწია, მზერით შეისწავლა.
— მარცხენა მხარეს დაგარტყი.
სიბნელიდან პატარა, გამჭვირვალე ბოთლი ამოიღო. სითხე შიგნით ნელა მოძრაობდა.
— და ახლა… უნდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა.
ელენემ ღრმად ჩაისუნთქა.
ის მოკვდება.
ან… არა.
თვალებში რაღაც ნაპერწკალი აუთამაშდა.
ბაგეებთან სუსტმა ღიმილმა გაიელვა.
მკვლელი შეჩერდა.
— შენ… რატომ იცინი? — ხმაში ოდნავ დაბნეულობა შეეპარა.
ელენემ ბაგეები ერთმანეთს დააშორა და ჩურჩულით წარმოთქვა:
— იმიტომ, რომ უკვე მოგაგნეს.
რამდენიმე წამში პოლიციელებით გაივსო ოთახი, რომელთაც წინ ნიკოლზ წერეთელი მიუძღვოდათ.
— შეწყვიტე! ახლავე!

განყოფილებაში დაძაბულობა იგრძნობოდა. ყველა ოფიცერი ფეხზე იდგა. დერეფანში ჩუმად საუბრობდნენ, ზოგიერთი პირდაპირ დაკითხვის ოთახის წინ ჩამწკრივებულიყო.
მათ დავით კერესელიძე ჰყავდათ.
მკრთალ განათებაში მაგიდასთან მშვიდად იჯდა. ხელები ზურგსუკან ჰქონდა შეკრული, მაგრამ როგორც ჩანს, საერთოდ არ აღელვებდა.
ნიკოლოზ წერეთელი და ლისა გეგეჭკორი შევიდნენ.
კარის ხმაზე ნელა ასწია თავი და ოდნავ გაიღიმა.
— როგორც იქნა. — ნისლივით მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
— შენ უკვე იცი, რისთვის ხარ აქ. — ნიკოლოზმა პირდაპირ თქვა და მაგიდასთან დაჯდა.
— რა თქმა უნდა.
— ანუ აღიარებ, რომ შენ ხარ ის, ვინც ხუთი ადამიანი მოკლა. —მკვლელმა ნელი ღიმილით გადაატრიალა თითი მაგიდაზე.
— აღიარება საჭირო არ არის. თქვენ უკვე იცით.
ლისამ ხელში საქაღალდე აიღო და ზემოდან დახედა.
— დავით, თქვენ ათი წლის წინ მონაწილეობდით ექსპერიმენტულ კვლევაში, რომელიც შხამების ეფექტს სწავლობდა ადამიანის ნერვულ სისტემაზე. კინაღამ მოკვდით.
— არ ვმონაწილეობდი. გავიგე.
— რა? — ნიკოლოზმა წარბები შეკრა.
— გავიგე, რას ნიშნავს, როცა ადამიანი სიკვდილს უყურებს თვალებში. — კერესელიძემ ღრმად ამოისუნთქა. — ის წამალი… ის მტკენდა. მაგრამ ასევე მაძლევდა ძალას. ვცდილობდი გამეგო, სად გადის ზღვარი.
ლისამ საქაღალდე მაგიდაზე დადო.
— და ამის გამო ხუთი ადამიანი მოკალი?
— არა. — კერესელიძემ მისკენ გადაიხარა. — მე ისინი გადავარჩინე. ისინი მხოლოდ მაშინ იყვნენ ნამდვილნი, როცა სიკვდილი შეეხოთ. მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, რა იყო ცხოვრება.
— არავინ გადარჩენილა. — ნიკოლოზის ხმა ღრმა, მკაცრი იყო.
— გადარჩა. — მკვლელმა ღიმილით ჩაილაპარაკა.
ლისას სუნთქვა შეუმჩნევლად გაუჩერდა.
— და მე ეს მაშინ არ ვიცოდი, — კერესელიძე ღიმილს არ იშორებდა. — მაგრამ როცა გავიგე, რომ მოხდა შეუძლებელი, ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
ნიკოლოზმა სიბრაზით მუშტი მაგიდას დაარტყა.
— შენ მკვლელი ხარ.
— მკვლელი? — კერესელიძემ თავი ოდნავ გადახარა, თითქოს ეს სიტყვა მისთვის უცხო იყო. — მე უბრალოდ გამოვიკვლიე.
— შენი კვლევა ახლა დასრულდა, — ნიკოლოზმა ცივად ჩაილაპარაკა და წამოდგა. — სამუდამოდ.
დავით კერესელიძეს ღიმილი არ შორდებოდა.
კარი გაიღო და ორი ოფიცერი შიგნით შევიდა. ფეხზე ნელა წამოდგა მაგრამ სანამ კარს გასცდებოდა, ნიკოლოზს თვალებში შეხედა და ჩურჩულით თქვა:
— ეს მხოლოდ დასაწყისია.
დერეფანში ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა მიწყდა.
დაღლილმა ლისამ ღრმად ამოისუნთქა და ნიკოლოზს შეხედა.
— მორჩა?
— არ ვიცი… — ნიკოლოზმა კარებისკენ გახედა. იგრძნო, რომ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
დაკითხვა დასრულდა, მაგრამ არავინ აპირებდა სახლში წასვლას.
საქმეს დასასრული არ უჩანდა.
ლისა ნიკოლოზის კაბინეტში იჯდა, იდაყვებით მაგიდას დაყრდნობილი, გაუნძრევლად უყურებდა კომპიუტერის ეკრანს. საქმის ფაილები წინ დაეწყო.
ნიკოლოზი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ღამის ქალაქს გაჰყურებდა.
სიჩუმე იყო, რომელიც იმაზე მძიმე ჩანდა, ვიდრე რამდენიმე საათის წინ, როცა მკვლელი პირველად დაკითხეს.
კარზე კაკუნი გაისმა.
შოთა იყო.
— რაღაც უნდა ნახოთ. — მხოლოდ ეს თქვა და კაბინეტში შევიდა. ხელში სქელი საქაღალდე ეჭირა.
ნიკოლოზმა წარბები შეკრა.
— ეს რა არის?
შოთამ საქაღალდე მაგიდაზე დადო.
— კერესელიძის სახლში ჩხრეკისას იპოვეს.
ლისამ ქაღალდები გადაშალა და წამში შიშისგან გაშეშდა.
ეს იყო დავით კერესელიძის პირადი დღიური. შიგნით კიდევ ხუთი მკვლელობის დეტალები ეწერა.
თითოეული ისეთივე ზუსტი, როგორც დანარჩენი ხუთი, რომელთა შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა იმაზე ადრე მომხდარი, ვიდრე ეგონათ.
— ღმერთო. —ლისამ ფურცლები გადაფურცლა. — ეს… ეს ნიშნავს, რომ ის უკვე ათ წელზე მეტია კლავს.
ნიკოლოზმა ერთ-ერთი გვერდი აიღო და გადახედა.
— ეს მკვლელობები საერთოდ არსად ფიგურირებს.

— მას არ სურდა, რომ ისინი ეპოვათ. — შოთამ თქვა მძიმე ხმით.
ლისამ ბოლო გვერდს დახედა.
იქ სისხლისფერი კალმით ეწერა:
„VI გადარჩა. მაგრამ მან არაფერი იცის. მე დავბრუნდები. “
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
მკვლელი თავიდანვე არ აპირებდა გაჩერებას.
და ეს ყველაფერი ახლა იწყებოდა.

მაგიდაზე მიმოფანტულ საბუთებს დაჰყურებდნენ. დავით კერესელიძის დღიურის თითოეული ფურცელი მათ წინ იყო გადაშლილი.
ლისა პერიოდულად ფეხზე არსებულ ჭრილობას ამოწმებდა, ახსენებდა უსიამოვნო შეგრძნებებს.
დღიურში აღწერილი ხუთი მკვლელობა არსად ფიგურირებდა. არც ერთი გამოძიების ფაილში.
ეს ნიშნავდა, რომ ისინი ან არასდროს უპოვიათ, ან მკვლელმა კვალი ისე დამალა, რომ ვერ დაუკავშირეს ერთმანეთს.
— ნიკა. — ლისამ წამოიძახა და დღიურში ერთ ფრაზას გაუსწორა მზერა. — „პირველი ჩრდილში დაიკარგა. მე დავინახე მისი შიში და მივხვდი, რომ ის ჯერ არ იყო მზად. “
— რას ნიშნავს?
— „ ჩრდილში დაიკარგა “, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გვამი არ აღმოჩენილა.
ნიკოლოზმა თავი ასწია.
— ანუ პირველი მსხვერპლი ოფიციალურად დაკარგულად ითვლება.
— უნდა გადავხედოთ გაუჩინარებულთა სიას იმ წლებიდან, როცა დღიურის ჩანაწერები იწყება.
ნიკოლოზმა სწრაფად გახსნა კომპიუტერი და მონაცემთა ბაზაში ძიება დაიწყო.
ათი წლის წინ.
ლაშა ბურდული, 23 წლის. ბოლო ლოკაცია — საბურთალოს რაიონი. სხეული არ არის ნაპოვნი.
— უნდა გავარკვიოთ, ჰქონდა თუ არა კავშირი კერესელიძესთან.
შემდეგი მკვლელობა — რვა წლის წინ.
მარიამ ქურიძე, 27 წლის. გაუჩინარდა, ბოლო კვალი ავჭალის მიმდებარედ. სხეული არ არის ნაპოვნი.
მესამე მკვლელობა – ექვსი წლის წინ.
გიორგი სამხარაძე, 30 წლის. ნაპოვნი მიტოვებულ შენობაში, ყელზე წვრილი ჭრილობით, გარდაიცვალა გულის შეტევით.
— აქამდე არავის დაუკავშირებია ეს საქმები — ნიკოლოზმა თქვა.
— მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ კერესელიძე სწორედ ასე კლავდა.
— თუ კერესელიძე მას შხამით კლავდა… — ლისამ ფურცლები გადაფურცლა.
— მაშინ გულის გაჩერება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო.
— უნდა გამოვითხოვოთ სამედიცინო ექსპერტიზის ძველი დასკვნა.
მეოთხე მკვლელობა — ოთხი წლის წინ.
თინათინ ოდიშარია, 25 წლის. საქმის მასალები სრულად დაკარგულია.
— ეს რას ნიშნავს? — ლისამ წარბები შეკრა.
— ან საქმე ოფიციალურად დახურეს, ან… — ნიკოლოზმა სიტყვა არ დაასრულა.
— ან ვინმეს სურდა, რომ ის გამქრალიყო.
მეხუთე მკვლელობა — ორი წლის წინ.
დავით მახარაძე, 32 წლის. სიკვდილის მიზეზი – გაურკვეველია.
— ეს გვარი… — ლისამ სუნთქვა შეიკრა. — მახარაძე?!
— ელენეს ნათესავია?
ლისამ სწრაფად დაიწყო მონაცემთა ბაზაში ძიება.
დავით მახარაძე — ელენე მახარაძის უფროსი ძმა.
— ღმერთო ჩემო… — ლისამ ჩურჩულით თქვა. — ნიკა, კერესელიძეს მასთან კავშირი უნდა ჰქონოდა.
— მაგრამ ელენემ ეს არ იცოდა.
— ან იცოდა, მაგრამ ჩვენთვის არ უთქვამს.
ნიკოლოზმა მაგიდაზე მუშტი დაარტყა.
— კერესელიძე ელენესთან თავიდანვე დაკავშირებული იყო.
— და ეს ყველაფერი უფრო ღრმაა, ვიდრე გვეგონა.


***


ოთახში სითბო იყო, მაგრამ მაინც იგრძნობოდა დაძაბულობის ქარშხალი.
ლისა იატაკზე იჯდა, ხალიჩაზე. მარჯვენა ფეხი გაშლილი ჰქონდა და ცეცხლს უყურებდა.
ნიკოლოზი დივანზე იჯდა, ზურგით საზურგეს მიყრდნობილი. ღვინის ბოთლი მაგიდაზე დაედგა, თითებს ჭიქაზე ათამაშებდა.
დავით კერესელიძე ახლა იზოლატორში იყო, მაგრამ ეს ყველაფერი არ დასრულებულიყო. მათი ხელთ არსებული ფურცლები, ფაქტები და მკვდარი სხეულები მხოლოდ ერთ რამეს ამბობდნენ—მკვლელი გაცილებით დიდ თამაშს თამაშობდა, ვიდრე მათ ეგონათ.
ნიკოლოზისკენ გადაიწია. ხელისგულებით ხალიჩას დაეყრდნო, თითქოს სივრცის გარღვევას ცდილობდა. მისმა თხელმა პერანგმა მხარზე გადაიწია, მაგრამ არ შეუმჩნევია.
ნიკოლოზმა ჭიქა გვერდზე გასწია და თვალები დახუჭა.
ცეცხლის ალი ისევ ცეკვავდა.
ლისამ ფეხზე თავი დაადო.
ორი ადამიანი, რომლებიც საფრთხის პირას იდგნენ და მაინც ერთად იყვნენ.
ოთახის ფანჯარასთან, შორიდან, ტყის ზემოთ, მთვარე იდგა. თითქოს უყურებდა მათ. თითქოს ელოდა, რას მოიმოქმედებდნენ შემდეგ.
ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა. მისმა სხეულმაც იცოდა, რომ დასვენება უნდოდა, მაგრამ გონება არ ჩერდებოდა.
— ჩვენ რაღაც გვაკლია. — ნიკოლოზმა ჩურჩულით თქვა, თითქოს ფიქრი ხმამაღლა გამოაჩინა.
ლისამ თვალები გაახილა, მაგრამ არ განძრეულა.
— ყველაფერი იქ არის, მაგრამ თითქოს მთავარი ნაწილი გამოგვრჩა.
მისი ხმა ისეთი დაღლილი იყო, რომ უფრო საკუთარ თავს ესაუბრებოდა, ვიდრე ლისას. ნიკოლოზის თითებს ნაზად შეხო. მხოლოდ წამით. ეს შეხება იმაზე მეტი იყო, ვიდრე სიტყვები.
დილა ნისლით დაიწყო.
ბუხარში უკვე ჩაფერფლილი იყო შეშა, ოთახში ცივი ჰაერი შემოპარულიყო.
მაგიდაზე გადაშლილი დღიურის გვერდები კვლავინდებურად ეწყო. ლისამ ერთი აიღო და თითებით გადაუსვა ფურცლის კიდეს.
„ მე დავბრუნდები. “
წითელი მელანი უკვე გამშრალიყო, მაგრამ ეს სიტყვები მაინც ისეთივე ცოცხალი ჩანდა, როგორც მაშინ, პირველად რომ აღბეჭდეს.
ნიკოლოზმა თავი წამოწია და მისკენ გაიხედა.
— რა იყო? —ლისამ გვერდი გადაშალა.
— ვფიქრობ… რაღაც გვავიწყდება.
— კონკრეტულად?
ლისამ დღიური ნიკოლოზს გადასცა და ერთი ჩანაწერი თითით მონიშნა.
„პირველი ჩრდილში დაიკარგა. მე დავინახე მისი შიში და მივხვდი, რომ ის ჯერ არ იყო მზად. “
— აქამდე ვფიქრობდით, რომ „ ჩრდილში დაიკარგა “ დაკარგულზე მიუთითებდა, — ლისამ ნელა თქვა. — მაგრამ, ეს შეიძლება სულ სხვა რამეს ნიშნავდეს.
ნიკოლოზი ფეხზე წამოდგა
მაგიდაზე, ძველი ფოტოსურათი იდო. დაძველებულიყო, მუქი, ოდნავ გაყვითლებული კუთხეები ჰქონდა.
თვალები, რომლებიც ფოტოდან უყურებდნენ, სრულად ცოცხალი იყო.
ლისამ თითები გადაატარა სურათის ზედაპირს, თითქოს უფრო მკაფიოდ დანახვა სურდა.
— ვინ არის? — ნიკოლოზმა ხმადაბლა იკითხა.
ლისამ სურათის უკანა მხარე ამოაბრუნა.
„ელენე. 2015.“
ჰაერი ერთ წამს გაჩერდა.
ელენე მახარაძე.
ფოტო იმაზე ძველი ჩანდა, ვიდრე ელენეს გაუჩინარების დრო.
ნიკოლოზმა სურათი ხელში აიღო, მზერა დაძაბა.
აქ რაღაც არ იყო სწორად.
2015 წელი…
დავით კერესელიძის დღიური სწორედ ამ წელს იწყებოდა.
ელენე ამ ფოტოზე გაცილებით ახალგაზრდაა.
მთავარი პრობლემა სხვა იყო.
ფოტოს უკან წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი ფანქრის ხაზები იყო მოხაზული —VI.
— ეს შეუძლებელია… — ლისამ ჩურჩულით თქვა. მისი გონება სწრაფად იწყებდა კავშირების პოვნას.
— თუ ეს ფოტო 2015 წელსაა გადაღებული, ეს იმას ნიშნავს, რომ კერესელიძე უკვე იცნობდა ელენეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი დაიწყო.


***

პირდაპირი ეთერი

ეკრანზე ჩნდება ღამის თბილისი – ციმციმა შუქები, პოლიციის მანქანების კადრები. კამერა უახლოვდება სერიოზული სახის მქონე ჟურნალისტს, რომელიც განყოფილების წინ დგას.
—ჩვენ ვიმყოფებით თბილისის ცენტრალური პოლიციის განყოფილების წინ, სადაც რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელობების საქმეს ახალი დეტალები დაემატა.
— დავით კერესელიძე – ეს სახელი უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის. კაცი, რომელსაც ხუთი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი, ახლა კიდევ უფრო მძიმე ბრალდების წინაშეა. გამოძიებამ მისი პირადი დღიური აღმოაჩინა, სადაც აღწერილია კიდევ ხუთი მკვლელობა, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ყველასათვის.
ჟურნალისტი პაუზას აკეთებს, შემდეგ კამერას პირდაპირ უყურებს.
— ჩნდება კითხვა: დავით კერესელიძე ნამდვილად მარტოს მოქმედებდა, თუ ეს მხოლოდ დიდი და შემზარავი ისტორიის დასაწყისია?




***


აეროპორტის ტერიტორიას ტოვებდნენ, მზე თანდათან უმატებდა ნათებას.
ყველაფერმა ჩაიარა და დარჩა მხოლოდ ბედნიერების გრძნობა. მათ მიერ, გავლილი წელი ახლა თითქოს სხვა ადამიანებად აქცევდა.
ყველა რთული დღე, დილა, ღამე — ყველაფერი უკან დარჩა.
ისინი ახლა ღიმილით და სიჩუმით უყურებდნენ ერთმანეთის.
შორიდან თბილი ჰაერი აწვდიდა სიცოცხლის სურნელს.
ნიკოლოზი მოუსვენრად გადაჰყურებდა ჰავაის სანაპიროს, სადაც უამრავი ტურისტი ირეოდა.
ისინი ერთად იყვნენ, მხოლოდ ერთმანეთისთვის. არაფერი არ იყო იმაზე ძვირფასი, ვიდრე ამ მომენტის შეგრძნება.
დასრულების შემდგომ უფრო მეტად შეიგრძნობდნენ სამყაროს რიტმს. მათ ცხოვრებაში არ იყო ომები, მკვლელობები და უამრავი დანაშაული.
ნიკოლოზი და ლისა.
ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ერთად განვლილი გზა.

ერთი სული - ორ სხეულში.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომწონს თქ ენი ისტორია, გაგრძელებაც არაჩვეულებრივია, მაგრამ თვე ნახევარზე მეტი დაგჭირდათ რომ გაგრძელება დაგეწერათ, ასე მკითხველს დაკარგავთ, უბრალოდ აღარც გვახსოვს რაზეა თქვენი ისტორია,

იმედია გაგრძელებას 2 თვის მერე არ დადებთ

უფრო მეტი რომანტიკა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent