Error 404 [ნაწილი 2]
*DING* თანხის გადმოტანა დასრულებულია. სუნთქვა შემეკრა და ერთ ადგილს მივეყინე. $5 მილიონი გადმოირიცხა ჩემს ანგარიშზე. მილიონობით დოლარი.. აკანკალებული ხელებით ლეპტოპი ავიღე და სიეტლამდე ბილეთი ვიყიდე. ეს იქნება პირველი წელი, როდესაც მადლიერების დღისთვის ინდაურს შევჭამ. ჩემი ნივთები ჩავალაგე. თითქმის ისედაც არაფერი მქონდა..ჩემი ტანსაცმელი და სხვა ნივთები, ლეპტოპთან და სხვა მოწყობილობებთან ერთად, რომელიც უნივერსიტეტიდან მოვიპარე, ჩემს პატარა შავ ჩანთაშიც მშვენივრად მოთავსდა. კომპიუტერი ჩავრთე და უბერის თანხა გადავიხადე აეროპორტში წასაყვანად. ოთახს გასვლის წინ კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და გამეცინა. ღმერთს მადლობა ამ ოთახში ფეხს აღარასდროს დავდგამ. ძლივს შეკავებული სიხარულით გავიარე კამპუსი. იდიოტური ღიმილი სახიდან ვერ მოვიშორე. ჩემი უბერი ვიპოვე და ჩავჯექი. ამოვისუნთქე და ფანჯრიდან გავიხედე.. თვალი გავაყოლე სტენფორდის შენობას, რომელიც მალე ხეებში და სხვა შენობებში ჩაიკარგა. ამ წლების მანძილზე კამპუსს ძალიან იშვიათად ვტოვებდი.. მაქსიმუმ მნიშვნელოვანი საყიდლებისთვის, ამიტომ დიდად არასდროს მქონია შესაძლებლობა, რომ გარშემო ყველაფერი დამეთვალიერებინა. გული აღტაცებით ამევსო რომ მივხვდი, რომ შემიძლია ვიმოგზაურო კიდეც..ყველანაირი ფინანსური სადარდებლის გარეშე.. აეროპორტში როგორც კი მივედით ტაქსის მძღოლს თიფსი დავუტოვე და ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. პასპორტ კონტროლი უცებ გავიარე, რადგან მხოლოდ ერთი ჩანთა მქონდა და გადავწყვიტე, რომ სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა მაღაზიები დამეთვალიერებინა. ზედმეტი 2 საათი მქონდა. ტანსაცმლის მაღაზიებში მაქამდეც ვყოფილვარ, თუმცა სულ სხვანაირი გამოცდილებაა როდესაც თავისუფლად შეგიძლია შეიძნო ის რაც მოგესურვება. ჩემს დახეულ შავ ზედას დავხედე, რომელიც ბოლო 7 წლის მანძილზე ყოველდღე მაცვია და ჩემს შარვალს, რომელიც სიძველისგან გაცრეცილიყო. საბედნიეროდ ჩემმა კონვერსებმა საკმაოდ კარგად გაძლო 7 წლიანი გამოყენების კვალობაზე. გარშემო მიმოვიხედე და 5 ახალი ზედა, 3 ზამთრის ქურთუკი, 2 ტყავის ქურთუკი, 6 წყვილი ჯინსი, 3 ახალი შარვალი, ვანსები, ნაიკის ფეხსაცმელები და რამდენიმე ჩექმა ვიყიდე. მიჩვეული ვარ, რომ მხოლოდ 1 ფერი მეცვა ყოველთვის, ამიტომ ახლაც მხოლოდ შავი ფერზე შევაჩერე ყველა ჩემი არჩევანი. გული კინაღამ გამიჩერდა როდესაც $1289.47 დავინახე. ბარათი მივაწოდე და შვებამ ერთიანად დამიარა ტანში, როდესაც ტრანზაქცია უპრობლემოდ გატარდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ახალი, გრძელმკლავიანი ზედა, დახეული შავი შარვალი, ნაიკის ფეხსაცმელი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. ჩემი ძველი ტანსაცმელი ავიღე და ჩანთაში ჩავდე. სარკეში ჩავიხედე და გამეღიმა. შეუდარებლად გამოვიყურებოდი. კიდევ 1 საათი მქონდა ფრენამდე დარჩენილი, ამიტომ ისევ მაღაზიებში დავდიოდი. ძალიან დიდი კოსმეტიკის მაღაზიასთან გავჩერდი და ინტერესმა ერთიანად მძლია - გამარჯობა მემ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მკითხა ასისტენტმა - ჯანდაბა, არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებ - ვთქვი როცა გარშემო მიმოვიხედე. ფუნჯი ავიღე და რამდენიმე წამით დავაკვირდი - როგორი უცხო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი - რა თქმა უნდა არიცით, ძალიან ლამაზი ხართ! თქვენ მაკიაჟი არ გჭირდებათ, მაგრამ თუ გსურთ თქვენი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება, თავის მოვლის კარგი პროდუქტებიც გვაქვს - გამიღიმა გოგონამ - კიდევ ერთხელ..არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებ - გავუმეორე გოგონას იმ იმედით რომ მიხვდებოდა რომ მაკიაჟი არასდროს მკეთებია ჩემს ცხოვრებაში და არც ის ვიცოდი საერთოდ რა მესაქმებოდა ესეთ მაღაზიაში - აჰჰ, გასაგებია. მაკიაჟს გულისხმობთ? - მკითხა თბილად. თავი დავუქნიე. სკამისკენ მიმითითა და ჩუმად გავყევი. ასე მეგონა კანს მაძრობდა, როდესაც ჩემს სქელ და აბურდულ წარბებს აწესრიგებდა. ჩემს წითელ და დასიებულ შუბლს შევხედე და გაოცებამ ერთიანად დამიარა. პატარა ცვლილებამ როგორ შემცვალა, გამალამაზა კიდეც.. შემდეგ წამწამები ამიპრიხა და ტუში წამისვა. ტუჩსაცხიც გადამისვა და მაკიაჟიც დაასრულა. რამდენიმე წუთი დამჭირდა სანამ ჩემს ტუჩებზე მძიმე, მატ ტექსტურას მივეჩვეოდი. მოთმინებით მიხსნიდა როგორ წამესვა ტუში და საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ყველა პროდუქტი ვიყიდე, კანის დამატენიანებელთან და მაკიაჟის მოსაშორებელთან ერთად. ჩასხდომის შემდეგ ჩემი ადგილი დავიკავე. საზურგეს მივეყრდენი და მივხვდი, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ახლა ყველაზე ბედნიერი ვიყავი. პირველად ხდება, რომ ჩემი ტანსაცმელი დახეული არ არის და ზამთრის სიცივეებისთვის სრულიად მზად ვარ. პირველად მოხდა ისე, რომ ძვირფასი კოსმეტიკის შესაძლებლობა მომეცა. პირველად მოხდა, რომ ჩემს ანგარიშზე $100 მეტია. პირველად სწორედ დღეს მივხვდი, რომ რაღაცად ვღირვარ. პირველად ვიგრძენი თავი ცოცხლად. თვალები დავხუჭე და ჩამეძინა. **** მოგონებები: - ძალიან ვამაყობ შენით რებელ! - მითხრა მისის ჯოუნსმა და ჩამეხუტა. - თქვენი დამსახურებაა მისის ჯოუნს. რომ არა თქვენ და ის დამატებითი სესიები ამას ვერასდროს შევძლებდი - ვუთხარი. სიმართლე იყო. მთელი წელი უფასოდ მიტარებდა დამატებით გაკვეთილებს. ჩემი დღეები კოლეჯში მხოლოდ მისის ჯოუნსის გამო იყო კარგი. ის მენტორობას არა მხოლოდ კოლეჯში, ზოგადად ცხოვრებაშიც იდეალურად მიწევდა. ხშირად მივდიოდი მასთან ოფისში და ხანდახან ლანჩსაც კი მახვედრებდა. - ოჰ, კარგი რა! და გთხოვ ძვირფასო, ჯიანა დამიძახე. ეს ესაა დაასრულებ სწავლას, ამიტომ კმარა ფორმალობები. როგორ მიდის შენი სტენფორდის აპლიკაციის პროცესი? - მკითხა და ცისფერი თვალები იმედით აევსო - კარგად მიდის. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ამ პროგრამებზე განაცხადის გაგზავნა ასეთი ძვირი იქნებოდა..აღარაფერს ვამბობ სწავლის საფასურზე - კონვერსებს დავხედე - ოჰ ძვრიფასო, არ მისცე ამას უფლება რომ იმედი გადაგიწუროს. ძალიან ბევრი კარგი ნაცნობი მყავს სტენფორდში. შემიძლია პირველადი შენატანისგან განგათავისუფლო და ასევე რეკომენდაციის წერილიც კი დაგიწერო - მითხრა ღიმილით - არა..მისის ჯიანა. ასე ვერ შეგაწუხებთ. უკვე ისედაც ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემთვის - ვაღიარე მე. არ ვთვლი თავს ღირსეულად საიმისოდ რომ მისი სახელი და რეპუტაცია ჩემი სახელის გვერდით დავაყენო. - მე კი არ მინდა რომ შენი მომავალი გაფლანგო. რებელ შენ დასაჩუქრებული ხარ, წინ შესანიშნავი ცხოვრება გელოდება - მითხრა და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა. - ა და სანამ დამავიწყდა - ლეპტოპი, რომელიც 4 წლის წინ პირველ დღეს ვითხოვე, ჩანთიდან ამოვიღე. ჯიანამ ლეპტოპს დახედა და თავი გააქნია - დაიტოვე. ჩათვალე რომ გამოსაშვების საჩუქარია - გამიღიმა. **** თვალი რომ გავახილე შვებისგან ამოვისუნთქე. მადლობელი ვიყავი, რომ ამ ხალხით გატენილ თვითმფრინავში კოშმარები არ დამესიზმრა, ისევ. მისის ჯოუნსი ყველაზე გავლენიანი მენტორი იყო ვინც კი ოდესმე მყოლია. ამასთან ერთად თითქოს მეორე დედობას მიწევდა. ჯიანას იმდენად დიდი მოლოდინები და იმედები ჰქონდა ჩემზე, რომ არამგონია იტალიური ბანკიდან $5 მილიონის მოპარვით აღფრთოვანებული ყოფილიყო. თავი გავაქნიე, ჩემი ჩანთები და ლეპტოპი ავიღე და თვითმფრინავიდან ჩამოვედი. ტაქსი დავიჭირე და ვთხოვე ქალაქის საუკეთესო რესტორანში წავეყვანე. როგორც კი მივედი მიმტანებს ვთხოვე მათი მენიუდან მადლიერების დღისთვის შედგენილი სპეციალური კერძები გაემზადებინათ, წასაღებად. სანამ საჭმლის გამზადებას ველოდებოდი მუქ ფერებში გამოწყობილ რესტორანს თვალი მოვავლე. ელეგანტური ადგილი იყო. თითოეული მაგიდა წითელი, ბარხატის გადასაფარებელით, სანთლებითა და ყვავილებით იყო მორთული. სასიამოვნო სურნელი და ჯაზის მშვიდი ჰანგები ავსებდა სივრცეს. ყოველდღე, სკოლისკენ მიმავალ გზაზე ამ რესტორანს გვერდს ავუვლიდი ხოლმე. წარმოვიდგენდი როგორი გემო ჰქონდა მათ საჭმელს. წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა რესტორანში სავახშმოდ გასვლა. ჩვენ დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამის შესაძლებლობა გვქონდა - ისიც ან რამენი ან ქილის მარცვლეული იყო. ერთხელ, როდესაც 12ის ვიყავი ნაგვის ურნაშიც კი ვცადე საჭმლის მოძებნა - სკოლიდან გამოვედი და ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, იმდენად სუსტად რომ სახლამდე ვერც კი მივიდოდი, ფეხები საშინლად მიკანკალებდა შიმშილისგან და ნებისმიერ წამს შესაძლოა გულიც წამსვლოდა. სამწუხაროდ მხოლოდ ამჟავებული საჭმელი და გაყინული ფრი ვიპოვე. ჩემს ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც მიმტანი მოვიდა და საჭმლით სავსე ჩანთა მომაწოდა. სასიამოვნო სურნელმა თავბრუ დამახვია. თიფსი დავუტოვე და ტაქსს, რომელიც მელოდებოდა, დავუბრუნდი. შემდეგი გაჩერება: საინტ ანდერსონის საავადმყოფო. როდესაც მივედით უკვე საღამოს 10 იყო საათი. მიმღებთან დავალიანება და ყველა სამომავლო ხარჯი ბოლომდე გავანულე. იმის ცოდნამ, რომ კარგად იქნება, შვება ერთიანად მომგვარა. მიმღებმა დედაჩემის პალატამდე მიმაცილა. ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევედი. დედაჩემი მოჩვენებას გავდა. მისი კანი სრულიად თეთრი იყო. მისი ლამაზი თაფლისფერი თვალები თითქოს გამქრალიყო და სახე ისე დათხელებოდა, რომ ძვლებსაც ვხედავდი. მისი შავი თმაც ქიმიოთერაპიისგან საშინლად იყო შეთხელებული. თვალები გაუფართოვდა როგორც კი დამინახა - გამარჯობა დედა - ვუთხარი თბილი, დაბალი ხმით - ჯანდაბა, რებელ ეს შენ ხარ? - მითხრა და წამოჯდომა სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ტკივილისგან სახე დაემანჭა საჭმელი და ჩანთები მაგიდაზე დავდე და მისკენ წავედი რომ დავხმარებოდი - კი დედა, მე ვარ - ვუთხარი და წამოჯდომაში დავეხმარე - ღმერთო! სტენფორდი კარგად წაგადგა - გაიცინა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შემომხედა - ჩემი ლამაზი პატარა! როგორ გაზრდილხარ - რაღაც მოგიტანე - ვუთხარი, მაგიდისკენ წავედი და საჭმელი ავიღე კონტეინერებში იდეალურად მომზადებული ინდაური, კარტოფილის პიურე ნივრის სოუსით, შემწვარი ბოსტნეული, გოგრის სოუსი და შოკოლადის ტორტი იდო. მაგიდა გავწმინდე და ყველაფერი დავულაგე. თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა და გაოცებულმა შემომხედა - ძვირფასო, ეს რა არის? ჩვენ ამის საშუალება არ გვა.... - ჩშ!!! ჩემი საჩუქარია. ყველა გადასახადი გადავიხადე და მინდოდა, რომ პირველად გვესადილა ასე, ერთად - ვუთხარი და გავუღიმე - რებელ, საიდან გაქვს ამდენი ფული?! ღმერთო, ოღონდ არ მითხრა რომ პროსტიტუციით დაკავდი... პროსტიტუციით??!!!! სერიოზულად დედა?!! შევეცადე ბრაზი, რომელიც მის სიტყვებს მოჰყვა დამეიგნორებინა. საწყენია, რომ მისი პირველი ფიქრი პროსტიტუცია იყო, კარგი კარიერის ან სტაჟრების ნაცვლად. ისტერიულად დაიწყო ტირილი...მის მდგომარეობაში ეს არცისე კარგია..არც ჩემი მენტალური მდგომარეობისთვისაა დიდად მისაღები. - არა დედა, სამსახური ვიშოვე. ძალიან კარგად მიხდიან და წინასწარ ვთხოვე თანხა, რომ შენი სამედიცინო ხარჯები დამეფარა - მოვატყუე. არ სჭირდება სიმართლის ცოდნა - მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი სიახლეა ძვირფასო - მითხრა და თან დამშვიდდა - ძალიან ვამაყობ შენით - ყველაფერი კარგადაა დედა. გთხოვ ახლა ვჭამოთ, თორემ ძალიან მშია - ვუთხარი და კონტეინერები გავხსენი - ბედნიერი მადლიერების დღე დედა - ხელზე ვაკოცე და გავუღიმე. *** *დანტე ვინო* დაწყევლილი მადლიერების დღე! არ მჯერა, რომ ამერიკელებმა მართლა შექმნეს ეს „დღესასწაული“, თავიანთი არაჯანსაღი, მუცლის ამოვსებისკენ მიდრეკილი სურვილების გასამართლებლად.. და არ მჯერა, რომ დეიდაჩემი გვაძალებს ეს დღესასწაული იტალიაშიც კი აღვნიშნოთ. ჩვენს სახლში მადლიერებას ოჯახის მიმართ ყოველდღე გამოვხატავთ, არ გვჭირდება ამისთვის რაღაც მოგონილი დღესასწაულები. ეს ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც მთელს ჩვენს მაფიას აერთიანებს. სისხლი წყალზე სქელია და ეს ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ჩემი ოჯახი შეიძლება გამაღიზიანებელი იდიოტებით იყოს სავსე, მაგრამ ისინი ჩემი იდიოტები არიან და ყველაფერს ვიზამ მათ დასაცავად. ჩემი ოფისის სქელი, ხის კარი გავაღე და კუთხის მაგიდასთან მივედი. ერთი ჭიქა ვისკი დავისხი და ბოლომდე ჩავცალე. კიდევ ერთხელ დავისხი, დავჯექი და ამოვისუნთქე - რა ჯანდაბა გინდა?! - ბრაზით ვთქვი მე ოთახში ანჯელო შემოვიდა. სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. ანჯელო ჩემი მარჯვენა ხელი და უმცროსი ძმაა. ადამიანი, რომელსაც შემიძლია ჩემი სიცოცხლე ვანდო. ღია თაფლისფერი თვალები და მუქი წაბლისფერი თმა აქვს, მე კი - მუქი ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები. ანჯელო დედაჩვენის ასლია, მე კი - მამაჩვენის. რაღაც ნაკვთები მსგავსი გვაქვს, თუმცა ძალიან ცოტა და ხშირად უცხო ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რომ ძმები ვართ. ყოველთვის გამხდარი და ჩემთან შედარებით დაბალი იყო. ანჯელო არ იყო ოჯახში ყველაზე ჭკვიანი ან ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ჰქონდა ისეთი თვისებები, რომლებიც არცერთ სხვა ოჯახის წევრს არ გაგვაჩნდა. - ძმაო - დაიწყო მან. მისი სხეულის ენით მარტივად მიხვდებოდით, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო - რა არის?! ბევრი დრო არ მაქვს ანჯელო - ვუთხარი მკვახედ და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი - ვიღაცამ მთავარი ანგარიშიდან $5 მილიონი მოიპარა - მითხრა უცებ. ბრაზისგან ჭიქას მთელი ხელი მოვუჭირე და ოთახში ჭიქის მსხვრევის ხმა გაისმა - როგორ, როდის და რანაირად მოხდა ეს?! - ვიყვირე მე. ვიღაცას ეყო გამბედაობა, რომ მე გავექურდე...პირდაპირ ჩვენს ცხვრიწინ - საღამოს, 8:02PM-ზე. სულ ახლახანს. თანხა ისეთ ანგარიშზე გადაიტანეს, რომელიც ვერ ვიპოვეთ - მითხრა მშვიდად. ტელეფონი ავიღე და დეიმონ რიჩის ნომერი ავკრიფე. დეიმონი ჩვენი ჰაკერი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მეორე ზარზე მიპასუხა - ახლავე ჩემს ოფისში! - ვუთხარი და ტელეფონი დავაგდე - ვისაც არ უნდა ექნა, აშკარად ძალიან ჭკვიანია. პროფესიონალი. ჩვეულებრივი ადამიანები ამას ვერ იზამდნენ და თან ისინი ბევრად დიდ თანხას მოიპარავდნენ, ვიდრე უმნიშვნელო $5 მილიონია - ხმამაღლა გავაჟღერე ჩემი ფიქრები. ფული არ მადარდებს. ის მადარდებს, რომ ვიღაცამ გაბედა და ჩემი ფული მოიპარა, სრულიად უპატივცემულოდ. არავის შეუძლია იმის აღება რაც ჩემია! - ვინც არ უნდა იყოს, არასწორ ხალხს გადაეყარა - ცივად თქვა ანჯელომ დეიმონი ოთახში თითქმის სირბილით შემოვარდა - ბბ..ბოსს დამიძახე? - თქვა და სცადა ერთიანად ამოესუნთქა დეიმონი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ის ჩვენი მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი წევრია. მიეცი კომპიუტერი და ყველანაირ ინფორმაციას იპოვის. ტექნიკის ჯადოქარია ეს იდიოტი. - ვიღაცამ ჩვენი ბანკის მთავარი ანგარიში გატეხა და $5 მილიონი გადაირიცხა. იპოვე! ახლავე! - ვუბრძანე მე ლეპტოპი სწრაფად აიღო და ისე სწრაფად დაიწყო ბეჭდვა, რომ თითქოს ამ ინფორმაციაზეა მისი სიცოცხლე დამოკიდებული..ამ სიტოაციაში მისი სიცოცხლე ნამდვილად ამ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. - ეს რა ჯანდაბაა?!! ეს ტიპი ძალიან კარგია. ასეთი კიბერდაცვა არასდროს მინახავს. პენტაგონის გატეხვა ამასთან შედარებით ზღვაში წვეთია - თქვა და წარბები ასწია - იპოვე გამოსავალი! - ბოსს, ამ ტიპმა ანგარიშზე შიფრი შექმნა, რომელიც ყოველ ნახევარ წამში იცვლება - გთხოვ გასაგებად თქვი - თქვა ანჯელომ და თვალები აატრიალა - დრო დამჭირდება, რომ როგორღაც გავარკვიო - მთელი ღამე წინ გვაქვს, არა?! - ირონიულად გამეღიმა და სკამს მივეყრდენი. დეიმონმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უფრო სწრაფად დაიწყო ბეჭდვა. რამდენიმე საათის და მთლიანი ბოთლი ვისკის მერე თავი მაგიდაზე დავდე და ჩამეძნა. ** - გამომივიდა!!!!!! გამომივიდა !!! - დეიმონის ხმა ექოსავით მოედო მთელ ოფისს თავი ავწიე, რეფლექსურად იარაღიც ავიღე და საიდანაც ყვირილი მოდიოდა იქით ვისროლე ჯერ ისევ ნახევრად მძინარემ და ნახევრად მთვრალმა. დეიმონი მაგიდას ამოეფარა, რომ ტყვიებისთვის აერიდებინა თავი. ანჯელოს სკამზე ეძინა, მაგრამ გასროლასთან ერთად წამოხტა და გაკვირვებულმა შემომხედა. და ამ ადამიანებს ვანდობ ჩემს სიცოცხლეს?! გავიფიქრე ჩემთვის - ბოსს, ვიპოვე! დავიჭირე ! - იყვირა მან - ყოჩაღ დეიმონ! მაგრამ ძალიან მთვრალი ვარ და ხმას დაუწიე გთხოვ ლეპტოპი მაგიდაზე დადო და თითით ეკრანისკენ მიმითითა. ყველა მივუახლოვდით და დავაკვირდით როგორ სწრაფად იცვლებოდა კოდები, სახელის მოლოდინში. რამდენიმე წამის მერე კოდი გაჩერდა ERROR 404 - მოიცა..რა?! - ჩაიჩურჩულა დეიმონმა და თვალები გაუფართოვდა - დეიმონ აგვიხსენი გთხოვ - დაამთქნარა ანჯელომ - სისტემა ვერ პოულობს - ჩაიბურტყუნა და კიდევ ერთხელ სცადა კოდის დაწერა ERROR 404 - ჯანდაბა!!!!!!არა!!!!! - იყვირა დეიმონმა - ბიჭებო, დილის 6 საათია. რა გაყვირებთ?! - შემოიხედა დეიდაჩემმა ოფისში და 4 ჭიქა ყავა მოგვიტანა - აჰ ზია! ქალი რომლის ნახვაც მინდოდა - გავუღიმე და მადლობა ვუთხარი ყავისთვის - კარგი გეყოფა, საკმაოდ კარგად გიცნობ საიმისოდ, რომ მივხვდე როდესაც რაღაც გჭირდება. რა ხდება? - მკითხა და ყავა მოსვა - მინდა რომ რაღაც შეამოწმო ჩემთვის ზიამ გამიღიმა და კომპიუტერს შეხედა. ალგორითმი შეაფასა და ირონიული ღიმილი გამოესახა სახეზე - საინტერესოა....- თქვა და გამომეტყველება დაუსერიოზულდა. ზიას ყოველთვის უყვარდა გამოწვევები. დაჯდა და კომპიუტერზე ბეჭდვა დაიწყო. სამივე გაშტერებულები ვუყურებდით სანამ ის რაღაცას წერდა - მზადაა - თქვა და ყავის ბოლო ყლუპიც მოსვა. დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა იმის მოსაგვარებლად, რაც დეიმონმა 9 საათში ვერ მოაგვარა. სამივემ გაოგნებულებმა გავხედეთ. *** *რებელ საიმონსი* არასდროს მესმოდა, როდესაც ადამიანები იძახდნენ, რომ საჭმელს შეუძლია კომამდე მიგიყვანოსო...მაგრამ ახლა უკვე მეც მესმის მათი. საჭმლით კომაში ჩავარდნა ყველაზე კარგი რამ არის, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია. დაღლილმა, დაბნეულმა და არაკომფორტული სავარძლისგან დაბეჟილმა გავიღვიძე. გარეთ გავიხედე, მაგრამ ჯერ ისევ ბნელოდა. საათს შევხედე, საღამოს 8:00PM იყო. დედას და მე დილის 4მდე არ ჩაგვეძინა. ვიცინოდით და ჩემი სტენფორდის თავგადასავლებზე ვლაპარაკობდით. ვერ გავბედე, რომ მეთქვა რომ აღარასდროს დავბრუნდებოდი უნივერსიტეტში. ამ მდგომარეობაში მირჩევნია ფიქრობდეს, რომ მისი შვილი წარმატებული სტუდენტია, ვიდრე კიბერ დამნაშავე. დედა ძალიან ბევრს მუშაობდა, მიმტანად. უნდოდა რომ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ არაფერი დაგვაკლდებოდა. კოლეჯში რომ წავედი, ვიზრუნე, რომ დედას უზრუნველად ეცხოვრა. ის ვქენი, რაც ყველაზე კარგად მეხერხება - შენობის მონაცემთა ბაზა გავტეხე და მოვნიშნე, რომ შემდგომი რამდენიმე წელი სახლის გადასახადი გადახდილი ყოფილიყო. დედაჩემმა დღემდე არ იცის როგორ შევინარჩუნეთ სახლი, მაგრამ დიდად არც არასდროს დაინტერესებულა. - დილა მშვიდობისა მძინარე მზეთუნახავო - მითხრა დედამ სიცილით - საღამომშვიდობისა უფრო სწორი იქნებოდა - ვუთხარი და გავიზმორე - რამდენი ხანია რაც გღვიძავს? - შუადღის მერე - მიპასუხა და წყალი მოსვა - რატომ არ გამაღვიძე? - ისეთი დაღლილი იყავი. თანაც მითხარი, რომ ფინალურების კვირა ახლოვდება, მე კი დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტშიც კი არ გძინავს ნორმალურად. ძილსა და სწავლას შორის ყოველთვის სწავლას ირჩევდი - ძალიან კარგად მიცნობ - მოვიტყუე - როდის დაგეგმეს შენი ოპერაცია? - 2 კვირაში - მითხრა და უხერხულად შეიშმუშნა - საყვარელო გადი და ცოტა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქე, ან ჰარის ესტუმრე ბიბლიოთეკაში. დარწმუნებული ვარ მოენატრე - მითხრა და წინანდელი საუბრის თემის შეცვლა სცადა. მეც ასე ვიცოდი - როდესაც რაიმე საკითხი არაკომოფრტულად მაგრძნობინებდა თავს, ყოველთვის ვცდილობდი მის შეცვლას. ცუდი ჩვევა, რომელიც დედასგან გამომყვა - დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები? - კი, ჩემზე არ ინერვიულო. მე მაინც დაძინებას ვაპირებ - მითხრა და ბალიში გაისწორა შხაპი მივიღე და გამზადება დავიწყე - შავი შარვალი, გრძელმკლავიანი, ტანზე მომდგარი შავი ზედა და ზამთრის ქურთუკი ჩავიცვი. ტუში ფრთხილად წავისვი, ტუჩხსაცხიც დავიტანე, ტალღოვანი თმა უბრალოდ გადავივარცხნე და პალატიდან გავედი. ბიბლიოთეკა არც თუ ისე შორს იყო საავადმყოფოდან, ამიტომ ტაქსის ნაცვლად გადავწყვიტე ფეხით გამესეირნა სუსხიანი ზამთრის საღამოს. ახლა უკვე ნამდვილად ვერ ვიტყოდი ზამთარზე რომ მძულს. ქუჩები ცარიელი იყო. უცნაურ ნერვიულობას ვგრძნობდი მთელს სხეულში. გამეცინა..გუშინ რამდენიმე მილიონი დოლარი მოვიპარე და დღეს ის მიკვირდა რატომ ვნერვიულობთქო.. რა თქმა უნდა ვინერვიულებდი..არამგონია ოდესმე ბოლომდე თავისუფლად ვიგრძო თავი. მიუხედავად ნერვიულობისა იმას, რაც უკვე ვქენი, უკან ვეღარ დავაბრუნებ. თავი უცნაურად..უფრო ბედნიერად ვიგრძენი. ფულის გამო არა. იმის გამო, რომ არამხოლოდ ჩემი, არამედ დედაჩემის ცხოვრებიდანაც ძალიან დიდი სადარდებელი გავაქრე. ვიცი, რომ ფული ბოლომდე ვერასდროს დაგაკმაყოფილებს ადამიანს, მაგრამ მისი მეშვეობით ძალიან ბევრი კარი იხსნება და შესაძლებლობაც ჩნდება. შესაძლებლობებს კი თავისუფლებამდე მიჰყავხარ. როდესაც ნაცნობი შენობის კიბეები ავიარე ღიმილმა მთელს სახეზე გადამიარა. შუშის კარი ფრთხილად შევაღე თუ არა, ჰარის ღიმილიანი სახე შემომეგება. თავის ჩვეულ ადგილას იდგა - სტენდის უკან. ბიბლიოთეკა ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც წლების წინ. მხოლოდ რამდენიმე ახალი დეკორაცია დაემატებინათ. - მეგონა დაგვივიწყე - მითხრა და ჩემკენ დაიძრა. ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ ძვლები მეტკინა. - თქვენ ვერასდროს დაგივიწყებთ. როგორ ხართ? - მშვენივრად. ახლახანს აღვნიშნეთ ჩვენი 15 წლის იუბილე. ვფიცავ ჩემი ცოლი ყოველდღე უფრო და უფრო ლამაზდება - მითხრა ჰარიმ ღიმილით. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მათი ურთიერთობით. იმედი მაქვს მეც ვიპოვი ოდესმე ისეთ კაცს, რომელიც ზუსტად ისე შემომხედავს, როგორც ჰარი უყურებს ჯიანას - გილოცავთ! აქ არის? - საქმეებზე არის გასული, მაგრამ მალე დაბრუნდება - გამიღიმა ჰარიმ შიმშილის გრძნობამ საშინლად შემაწუხა - სანამ ველოდებით მე წავალ, ჩინურ რესტორანში გადავირბენ. რაიმე ხომ არ წამოგიღო? - შევთავაზე მე. იმ ჩინურ რესტორანს თვალი ჯერ კიდევ 14 წლისამ დავადგი და ყოველთვის ვოცნებობდი იქ ჭამაზე - არა, არა, მაგრამ მადლობა ჰარის დროებით დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ცარიელი ქუჩა გადავკვეთე და ჩინური საჭმლის სასიამოვნო სურნელმა თავბრუ ერთიანად დამახვია. როგორც კი რესტორნის კარის სახელურს მოვკიდე ხელი კისერში საშინელი ტკივილი და პირზე აფარებული ხელი ვიგრძენი. ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი. ზურგის საშინელმა ტკივილმა გამომაფხიზლა. თვალები გავახილე და ოთახის ნათელმა შუქმა წამიერად დამაბრმავა. თავბრუ მეხვეოდა. პატარა, ბეტონის ოთახში ვიყავი. ცივ იატაკზე ვიწექი და ხელები შეკრული მქონდა. კედლებს სისხლის კვალი ეტყობოდათ, რაც მარტივად გასაგებს ხდიდა, რომ ვიღაც ფსიქოპატის საცდელ ოთახში ვიყავი გამომწყვდეული. უბრალოდ საჭმლის ჭამა გინდოდა რებელ, არა?! გონებაში სიტოაციის ანალიზი დავიწყე. საავადმყოფო 8:23PM დავტოვე. დისტანცია საავადმყოფოდან ბიბლიოთეკამდე ნახევარ მილზე ნაკლებია. ჩემი სიარულით დაახლოებით 9 წუთი დამჭირდებოდა იქ მისასვლელად, რაც ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკაში 8:31PMზე უნდა ვყოფილიყავი. მე და ჰარიმ ცოტა ვისაუბრეთ, ესეც სადღაც 4 წუთი და ჩინურ რესტორნამდე მანძილშიც 2 წუთი დამეხარჯებოდა, ესეიგი 8:37PM. ბოლო რაც მახსოვს კისრის საშინელი ტკივილია. ჩემი გულისრევა, კანკალი და საშინელი თავის ტკივილი მაფიქრებინებს რომ გამტაცებელმა ანესთეტიკი შემიყვანა, ჩემი წონისთვის საკმაოდ ბევრი, რამაც გამოიწვია ეს სიმპტომები. უგონოდ დაახლოებით 8 საათი უნდა ვყოფილიყავი, დოზის არასწორი შეყვანის გამო. ახლა 4:37AM-ია. ოთახის კუთხეში სტანდარტული ვიდეოკამერა შევნიშნე. ვიღაც მითვალთვალებს და რადგანაც აღარ მძინავს, ჩემი გამტაცებლებიც მალე ალბათ გამოჩნდებიან. რამდენიმე ვარიანტი განვიხილე: 1. მანიაკივით ვიყვირო და ისტერიულად ვიტირო - ნორმალური რეაქცია იქნება თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნარკოტიკი გამიკეთეს და მომიტაცეს. თუმცა ასე რეაგირება აბსურდული იქნებოდა. არანაირი ყვირილი მე არ მიშველის, პირიქით, ეს უფრო გააბრაზებს გამტაცებლებს და მომკლავენ კიდეც. 2. გაქცევა ვცადო - ძალიან სარისკოა. 3. სიმშვიდე შევინარჩუნო და სიკვდილს შევეგუო. მესამე ვარიანტს ვირჩევ. ავდექი და ზურგს უკან შეკრული ხელების გასწორება ვცადე. ერთ ზაფხულს მოწყენილობისგან გადარჩენის ტექნიკებს ვკითხულობდი, როგორი მადლიერი ვიყავი ახლა ჩემი თავის იმ წიგნის წაკითხვისთვის. მკლავები დავჭიმე და რაც ძალი და ღონე მქონდა ხელები წინ გამოვისროლე. შესაკრავებმა ჩემს მკლავებზე მწარე კვალი და ტკივილი დატოვეს. მესამე ცდაზე შესაკრავი შუაზე გატყდა და ხელებიც გამინთავისუფლდა. მაჯები დავიზილე და დავჯექი. ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე ,ხელები თავქვეშ ამოვიდე და თავი კარის მოპირდაპირე მხარეს მდგარ ბეტონის კედელს მივაყრდნე. ჩემდა გასაკვირად არ ვღელავდი, პირიქით, ძალიან მშვიდად ვგრძობდი თავს. სავარაუდოდ დღეს აქ მომკლავენ, მაგრამ იმის ცოდნა, რომ დედაჩემი უყურადღებოდ არ დარჩება მიღირდა ამ ყველაფრად. ჩემი ფიქრები რკინის კარის უკან ხმამაღალმა ლაპარაკმა დაარღვია. თვალები დავხუჭე და შევეცადე გამეგონა რაზე ლაპარაკობდნენ. იტალიურად საუბრობდნენ, ენა რომელიც 15 წლის ასაკიდან შემიყვარდა. - რას გულისხმობ ახლა გაიღვიძა?! რამდენი წამალი მიეცი? - 150 მილიგრამი ბოსს - იცი მაინც რომ გოგო უნდა გაგეთიშა და არა ცხენი, ცხენის დოზა რატომ მიეცი? - ბოდიში ბოსს - გამოქლიავებული იდიოტი ხარ! რამდენჯერ უნდა გავიაროთ ერთი და იგივე? ძალიან გავღიზიანდი მათი კამათით. უკვე მენტალურად მზად ვიყავი სიკვდილისთვის და პატივი მაინც დამდონ და დაუჩქარონ. ხმამაღლა ჩავახველე და მათი საუბარიც შეწყდა. საკეტი გადატრიალდა და კარის გაღების ხმა გაისმა. ოთახში ორი კაცი შემოვიდა. პირველი კაცი გამხდარი იყო - უბრალო თეთრი მაისური ეცვა ღილებით, შავი შარვალი და ძვირიანი ფეხსაცმელი. თეთრი მაისურის ქვეშ შავი ნახატები მოჩანდა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ორივე მისი ხელი ტატუებით იყო სავსე. თმები არეული და მოუვლელი ქონდა, რაც უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის ბიჭურ გარეგნობას. - დაგვტოვე - გაისმა ბოხი ხმა. ბიჭმა სრული შეცოდებით შემომხედა და ოთახიდან გავიდა. ოთახში შავ შარვალში და შავ კლასიკურ პერანგში ჩაცმული კაცი შემოვიდა. მაღალი და ძალიან მასკულინური იყო, მის კუნთებს პერანგის თხელი მატერიის გარედანაც კი ვხედავდი. პერანგის მკლავები აკეცილი ჰქონდა. ხელები და თითები ტატუებით ჰქონდა დაფარული, ზოგიერთი კისერზეც გადადიოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვხედავდი რადგან პერანგის საყელო ფარავდა. გვერდებზე თმა შედარებით მოკლე ჰქონდა და ზემოდან ოდნავ გრძელი. მუქი ქერა თმა უკან კოხტად გადაევარცხნა, არცერთი ზედმეტი ღერი. წვერი იდეალურად მოწესრიგებული. თუმცა სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოვიკითხე. გული კინაღამ გამიჩერდა, როდესაც მისი კრისტალისებური ნაცრისფერი თვალები ჩემსას შეხვდა. თუ მოვკვდები, ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცის ხელით მაინც მოვკვდები ვინც კი ოდესმე მინახავს. ალილუია. *დანტე ვინო* - რას გულისხმობ ახლა გაიღვიძა?! რამდენი წამალი მიეცი? - ვკითხე როდესაც კარს მივუახლოვდით - 150 მილიგრამი ბოსს - მიპასუხა ანჯელომ მშვიდად გაკვირვებულმა შევხედე ჩემს იდიოტ პატარა ძმას - იცი მაინც რომ გოგო უნდა გაგეთიშა და არა ცხენი, ცხენის დოზა რატომ მიეცი? - ვუყვირე გაბრაზებულმა - ბოდიში ბოსს - გამოქლიავებული იდიოტი ხარ! რამდენჯერ უნდა გავიაროთ ერთი და იგივე ანჯელოს იდეალურად შეუძლია პატარა დეტალების გაფუჭებაც კი. მაგრამ ის მხოლოდ 18 წლისაა, გონებას არასდროს ატანს თავის საქციელებს. ჩემი ფიქრები ხმამაღალმა ჩახველებამ გაარღვია. ამ ქალზე არაფერი ვიცოდი დიდად. რისი გარკვევაც შევძელით მხოლოდ მისი სახელი და ადგილმდებარეობა იყო. „რებელი“ რა საშინელი სახელია. ალბათ შუა ასაკის, მარტოხელა ქალია, რომელსაც არასდროს არაფერი უნახავს კომპიუტერის ეკრანს იქეთ, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მინდა გავიგო რა ჯანდაბისთვის გააკეთა ის რაც გააკეთა. ეს ასაკოვანი ქალი ისწავლის ჭკუას რომ ვინოს არასდროს გადაეკიდოს. კარი გავაღე და ანჯელო შიგნით შევიდა. სახეზე სინანული დაეწერა. ალბათ ძალიან წუხდა ამ მოხუცი მარტოხელა ქალის გამო. - დაგვტოვე - ვუთხარი ცივად. ანჯელო წამით შეყოყმანდა, მაგრამ ჩუმად გავიდა ოთახიდან. შიგნით შევედი და შევხედე. ოჰ, როგორ ძალიან შევცდი. ახალგაზრდა გოგონა იყო. შავი გრძელი თმა მხრებზე ეშვებოდა. პატარა და გამხდარი იყო. პატარა ძუკნა, კვებითი აშლილობით. თუმცა მისი გამხდარი გარეგნობის მიუხედავად მკერდი და საჯდომი საკმაოდ სავსე და ფორმიანი აქვს. ვარდისფერი და დასიებული ტუჩები. ღია ფერის თვალებით, თუმცა შიგადაშიგ თაფლისფერიც გადაჰკრავდა. ძალიან ლამაზია. საკმაოდ თავისუფლად იქცეოდა. კედელს იყო მიყრდნობილი და ხელები თავქვეშ ამოედო. - საკმაოდ დიდხანს მოუნდი - მითხრა მან მშვიდად. მისი ხმა ჩუმი, მაგრამ ძალიან გამომწვევი იყო, მცდელობის გარეშეც კი - რა გქვია? - რებელი - მითხრა და თავი უკან გადაწია - მართლა გგონია რომ დაგიჯერებ? - ვუთხარი ცივად - ტყუილი რა სარგებელს მომიტანს? - მითხრა და თვალით ოთახზე მანიშნა. რამდენიმე წამით დავაკვირდი, ტყუილის ვერაფერი შევამჩნიე - 200 IQ-ს კვალობაზე საკმაოდ სულელი ხარ - მითხრა, თვალები დახუჭა და თავი მშვიდად გადააგდო გვერდზე ამ იდიოტ გოგოს ვინ გონია თავისი თავი?!! - საიდან იცი ვინ ვარ? ვისზე მუშაობ? - ვკითხე, სახეზე ისევ 0 ემოცია მეწერა - ამ კითხვით ამწამს კიდევ ერთხელ დაამტკიცე ვინც ხარ, ვინო - მითხრა და ცინიკურად ჩაეცინა ისე, რომ თვალი არც გაუხელია საკმარისია ამ გოგოს სითავხედე. ოთახი სწრაფად გადავჭერი და მისი სახე უხეშად მოვიქციე ერთ ხელში - როცა მესაუბრები უნდა მიყურო ragazza! (ragazza=იტალიურად გოგონა)- ვუთხარი ცივად. ჩვენი სახეები მილიმეტრების მოშორებითაა ერთმანეთთან - ახლა კიდევ ერთხელ გკითხავ. ვისზე მუშაობ?! - ჩემს თავზე - მითხრა სრულიად მშვიდად იმის კვალობაზე რომ მასთან ასე ახლოს ვიყავი - ფული რატომ მომპარე? - ვკითხე და ჩემი მარცხენა ხელი მის უკან მდგარ კედელზე გადავიტანე ისე, რომ მთელი მისი სხეული ჩემს ხელებს შორის იყო მოქცეული - იმიტომ რომ ასე მომინდა ragazzino - მითხრა და თვალებში ჩამხედა. იდეალური წარმოთქმით მარტივად შემეძლო თქმა, რომ იტალიური სრულყოფილად იცის - შენ იცი რა ხდება როდესაც ვინოსგან იპარავ? - ხელი სახედან მოვაშორე და ფრთხილად ჩამოვუსვი ლოყაზე. ძალიან ლამაზია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ლამაზი ადამიანი ასე უბედურად უნდა მოკვდეს - თუ გავითვალისწინებთ გარშემო რაც ხდება, ალბათ მომკლავთ, ამიტომ დაუჩქარეთ - მითხრა და თვალები აატრიალა. შიშის ნატამალიც კიარ ემჩნეოდა. ამ გოგოს საქციელისგან მოხიბლულს ჩამეცინა. ქამრიდან იარაღი ამოვაცურე და სახესთან მივუტანე ახლოს მივიწიე ისე, რომ ჩემი ტუჩები მის ყურს ეხებოდა. - მითხარი gattino (gattino=იტალიურად ფისო, კნუტი) სიკვდილის არ გეშინია? - ჩავჩურჩულე - მშიშრები სიკვდილამდე ბევრჯერ კვდებიან. ვაჟკაცები კი მხოლოდ ერთხელ - მიჩურჩულა მანაც ყურში. მისი რბილი ტუჩები ფრთხილად შეეხო ჩემს ყურს - ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შეკსპირის გოგო ხარ - ვუთხარი და ავდექი. იარაღი არ მომიშორებია. ლამაზი და ჭკვიანი. როგორი იშვიათი შეთავსებაა. - შეკსპირს შეუძლია ლამაზად თქმა - მხრები აიჩეჩა. თავი წინ დახარა და შუბლი ჩემი იარაღის წვერს მიადო - ახლა კი თუ პატივს დამდებ, პაემანი მაქვს სიკვდილთან და უზრდელობაა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანება - მითხრა და ქვემოდან ამომხედა. ღიმილი ძლივს შევიკავე. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ არ ვარ ამ გოგოს თავდაჯერებულობით მოხიბლული. მაგრამ სამწუხაროდ ამ გოგონამ ჩემი რაღაც მოიპარა. ფატალური შეცდომაა. იარაღი გადავტენე და თითმა ჩახმახზე დაჭერა დაიწყო. *რებელ საიმონსი* - საკმაოდ დიდხანს მოუნდი - ვუთხარი მშვიდად კაცს, რომელსაც ჩემი ცხოვრების წართმევა შეეძლო - რა გქვია? - მისი ხმა ღრმა, მბრძანებლური და შემაშინებელი იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ დიდ შიშს იწვევს ადამიანებში, მაგრამ რატომღაც თავს ძალიან მშვიდად და ბედთან შეგუებულად ვგრძნობდი - რებელი - ვუთხარი და თავი კედელს მივაყრდნე - მართლა გგონია რომ დაგიჯერებ? - მითხრა ცივად რა ჯანდაბაა?! ნუთუ ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, რომ ასეთ იდიოტობაზე მოვიტყუო?! - ტყუილი რა სარგებელს მომიტანს? - ვკითხე და თვალით ცემენტის ოთახისკენ ვანიშნე თუ გავითვალისწინებთ, როგორი რეაქცია ქონდა წინა ახალგაზრდა ბიჭს ამ ადამიანის აქ ყოფნაზე სანამ გასვლას უბრძანებდნენ, მარტივი მისახვედრია, რომ ეს ადამიანი აქაურობის უფროსია. თითქმის შეუმჩნეველი მსგავსება ამ ორ ადამიანს შორის კი უფრო გასაგებს ხდის, რომ ისინი სავარაუდოდ ძმები არიან, ეს დიდი ალბათობით უფროსი ძმაა. ამ ადამიანის მანერები, საქციელი და პიროვნულობა კარგად ერგება თანამედროვე ნარცისი ფსიქოპათების ფსიქოტიპს. შეიძლება ეს ადამიანი ვინო იყოს? არასდროს მინახავს მისი სურათი, როდესაც მასზე ინფორმაციას ვეძებდი, ზოგიერთ სტატიაში ისიც კი ეწერა, რომ არავის არასდროს უნახავს მისი სახე. გამოდის რომ მხოლოდ ერთი გზაა ამის გასაგებად - 200 IQ-ს კვალობაზე საკმაოდ სულელი ხარ - ვუთხარი და თვალები დავხუჭე, რომ მისი მკვლელის გამოხედვისთვის თავი ამერიდებინა - საიდან იცი ვინ ვარ? ვისზე მუშაობ? - ამ კითხვით ამწამს კიდევ ერთხელ დაამტკიცე ვინც ხარ, ვინო - ცინიკურად ჩამეცინა, ისე რომ თვალიც არ გამიხელია მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე, ყველა ნაბიჯთან ერთად ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა და იზრდებოდა. ჩემი სახე უხეშად მოიქცია ერთ ხელში, ლოყებზე მთელი ძალით მომიჭირა - როცა მესაუბრები უნდა მიყურო ragazza! - ჩემი სახე მილიმეტრების მოშორებით იყო მისგან. კაცის სასიამოვნო სუნამოს სუნი მთელს სხეულში ჟრუანტელს მგვრიდა. სერიოზულად ბავშვი დამიძახა?! რა იდიოტია ასე ახლოს ვინმესთან ფიზიკურად მხოლოდ ერთხელ ვიყავი, ისიც მამაჩემთან როდესაც მცემა. ემოციების კონტროლის სპეციალისტი გავხდი ამდენწლიანი ძალადობის შემდეგ, არასდროს ვაჩვენებდი იმ ემოციას მამაჩემს რისი დანახვაც ასე ძალიან უნდოდა: ტირილის, ყვირილის, შიშის. ამ ფიქრებმა წამში გამახსენა, რომ ბოლო 6 წელში შიში არცერთხელ მიგვრვძვნია. ემოციებს ისედაც ძლივს გამოვხატავ იმის გამო, რომ ყოველთვის ვცდილობდი მათ დამალვას და კონტროლს. - ახლა კიდევ ერთხელ გკითხავ. ვისზე მუშაობ?! იმედი მქონდა, რომ სანამ მომკლავდა რაიმე ემოციას მაინც ვიგრძნობდი, რომ გამეგო კიდევ გამაჩნდა თუ არა ემოციები. მაგრამ ამ ოთახში და სექსუალური მკვლელის გარემოცვაშიც კი წამითაც არ მიგვრძვნია შიში - ჩემს თავზე - ვუთხარი სრულიად მშვიდად - ფული რატომ მომპარე? - მკითხა და მარცხენა ხელი ჩემს უკან მდგარ კედელზე გადაიტანა ისე, რომ მთელი ჩემი სხეული მის ხელებს შორის იყო მოქცეული - იმიტომ რომ ასე მომინდა ragazzino - ვუთხარი და ლამაზ ნაცრისფერ თვალებში ჩავხედე. რამდენიმე წამით თვითონაც მიყურებდა - შენ იცი რა ხდება როდესაც ვინოსგან იპარავ? - ხელი სახიდან მომაშორა და ლოყაზე ფრთხილად ჩამომისვა როგორი საყვარელი ჟესტია, სანამ მომკლავ - გავიფიქრე ჩემთვის ცინიკურად - თუ გავითვალისწინებთ გარშემო რაც ხდება, ალბათ მომკლავთ, ამიტომ დაუჩქარეთ - ვუთხარი და თვალები ავატრიალე. საკმარისია ეს თამაშები, მზად ვარ. დანტეს ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე. ჩემი არაადეკვატური საქციელები სიტოაციიდან გამომდინარე, ალბათ ძალიან ართობს. სავარაუდოდ ყველაზე დამჯერი მსხვერპლი ვარ, ვინც კი ოდესმე მოუყვანიათ მასთან. ქამრიდან იარაღი ამოიღო და ჩემი სახის წინ დაიჭირა. წინ გადმოიხარა და მისი ტუჩები ჩემს ყურს შეეხო - მითხარი gattino, სიკვდილის არ გეშინია? - ჩამჩურჩულა ჯერ ბავშვს მეძახის. ახლა ფისოს. არ შეუძლია რომ რამე უფრო ნორმალური დამიძახოს? ჯანდაბა 5 მილიონი მოგპარე, ბოლოსდაბოლოს რამე ნორმალური სახელი მაინც შემირჩიე. - მშიშრები სიკვდილამდე ბევრჯერ კვდებიან. ვაჟკაცები კი მხოლოდ ერთხელ - ვუჩურჩულე მეც. ჩემი ტუჩები ოდნავ ეხებოდა მის ყურს მამაჩემი როდიესაც მცემდა ან ვინმე მაბულინგებდა, ყოველთვის მეფიქრებოდა იულიუს კეისარის ამ ფრაზაზე. მსხვერპლად ყოფნაზე სულ უარს ვამბობდი. გადარჩენის გზას ყოველთვის ვპოულობდი, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ეს ტყვია ყოფილიყო ჩემს თვალებს შორის.. მერჩივნა მიმეღო ეს ყველაფერი, ვიდრე ბოლო წამები შიშში გამეტარებინა. - ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შეკსპირის გოგო ხარ - მითხრა და წამოდგა. იარაღი არ მოუშორებია. სიმპათიური და ჭკვიანი. და მკვლელი.. ეს არ უნდა დავივიწყოთ. - შეკსპირს შეუძლია ლამაზად თქმა - მხრები ავიჩეჩე. ეს ჭორაობა უკვე ძალიან მაღიზიანებს. თავი წინ დავხარე და შუბლით იარაღის ცივი მეტალის წვერს შევეხე. - ახლა კი თუ პატივს დამდებ, პაემანი მაქვს სიკვდილთან და უზრდელობაა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანება - ვუთხარი და ქვემოდან ავხედე. ამ ბოლო კადრით აღფრთოვანებული ვიყავი. ღმერთმა საბოლოო კარგი სანახაობა მაინც მომცა, ეს უკვე კარგია. მისი ტუჩი თითქმის შეუმჩნევლად შეირხა, თითქოს ღიმილის დამალვას ცდილობდა. ვერ გამეგო იმისგან ეღიმებოდა, რომ ადგილს მომიჩენდა საბოლოოდ და მომკლავდა, თუ იმისგან, რომ სიკვდილს ასე დავცინოდი. მისმა თითმა ნელ-ნელა ჩახმახზე დაჭერა დაიწყო. თვალები დავხუჭე და მშვიდად დაველოდე სიკვდილს. ოთახის კარი ხმაურიანად გაიღო. ჯანდაბა.... რით ვეღარ მომკლეს?! - დანტე?! რა ჯანდაბა გჭირს?! ხომ გითხარი რომ არაფერი დაუშავოთქო - გავიგონე ნაცნობი ხმა. თვალები ჯერაც დახუჭული მქონდა, მაგრამ ქუსლების კაკუნის ხმამაღალი ხმა გარკვევით ისმოდა. - ზია...მე..- ვიგრძენი როგორ მომშორდა შუბლიდან ცივი მეტალის იარაღი თვალები გავახილე და დავინახე როგორ დაარტყა ჯიანა ჯონსმა დანტე ვინოს თავში, ისე თითქოს დანტე ცელქი ბავშვი ყოფილიყოს. - ჰეი ჯიანა, წვეულებას შემოუერთდი? - გავეხუმრე მე - რებელ ძვირფასო, მაპატიე ჩემი იდიოტი ძმისშვილის გამო. კარგად ხარ? - თუ გავითვალისწინებთ, რომ მომიტაცეს, რაღაც წამალი დამალევინეს და ამ გადამთიელმა იარაღი მომადო სახეზე - თავით დანტეზე ვაჩვენე - კარგად ვარ - ვუპასუხე სარკასტულად - დანტე შენ რა ქენი?!!! - გაგიჟებულმა შეხედა ჯიანამ - ხომ გითხარი რომ მე მოვაგვარებდი ყველაფერს და შენ თითიც კი არუნდა დაგეკარებინა რებელისთვის - უყვირა ჯიანამ და იარაღი რომელიც ხელში ეჭირა წაართვა მათი კამათის დასრულების მოლოდინში მთქნარება დამეწყო. საკმაოდ სახალისო იყო ჯიანას და დანტეს დაპირისპირების ყურება. ჯიანა დანტესთან შედარებით ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ისე მომხიბვლელად ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა იტალიურად, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი. ტუჩზე ვიკბინე, რომ სიცილი შემეკავებინა. დანტემ მკაცრი მზერით გამომხედა იმის იმედად, რომ შემეშინდებოდა. გამეღიმა. - რებელ მაპატიე ძვირფასო. წამოდი გავიდეთ აქედან - მითხრა და ხელი გამომიწოდა. წამოვდექი და ტანსაცმელი დავიფერთხე - როგორ ხარ ჯიანა?! ჰარიმ მითხრა თქვენს იუბილეზე, გილოცავთ სხვათაშორის - ვუთხარი როდესაც ცემენტის ოთახიდან გავყავდი. ჯიანამ ვიწრო, ძლივს განათებულ კორიდორში გამიყვანა და თან იუბილეზე მელაპარაკებოდა. ბეტონის კიბეებზე ავედით და დიდი მეტალის კარი გააღო. მეორე მხრიდან დახურული ბიბლიოთეკა იყო - ვიცანი ეს ადგილი, რადგან ერთხელ, როდესაც 16 წლის ვიყავი ძალიან მაინტერესებდა რა იყო იქ და შესვლა ვცადე, მაგრამ ჰარიმ დამიჭირა და ერთი საათი მეჩხუბებოდა. - კრეატიული ადგილია საწამებელი ოთახებისთვის. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სიეტლის პატარა ბიბლიოთეკის დაბლა ასეთი ოთახი იქნებოდა - გამეცინა, თუმცა სიმართლე ვთქვი, ნამდვილად ვერასდროს ვიფიქრებდი. წარმოიდგინეთ მთელი ჩემი ბავშვობა მკვლელების ოთახის თავზე გამიტარებია. - რებელ, რაღაც უნდა აგიხსნა. ზემოთ ადი და მე ყავას გაგიკეთებ - მითხრა ჯიანამ თბილად. ჯიანა ყავაზე იყო დამოკიდებული. ძალიან იშვიათად ვხედავდი მას ყავის გარეშე. - გთხოვ, ყავა ნამდვილად მინდა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ახლა დილის 5 საათია - დანტემ და ჯიანამ გაკვირვებულებმა გამომხედეს - კარგი ცირკადული რიტმი მაქვს? - ვუთხარი,მაგრამ ეს უფრო კითხვას გავდა ვიდრე განცხადებას ზემოთ ავედით, ჯიანას და ჰარის სახლში. ისინი ბიბლიოთეკის ზემოთ, თანამედროვე სახლში ცხოვრობდნენ. ავეჯი ელეგანტური და სადა იყო. ჯიანამ ყავის დასხმა დაიწყო და მალე ოთახი მდიდრული ყავის სურნელით გაივსო. მე და ჯიანა ნაცრისფერ სავარძელზე დავსხედით, დანტე კი ჩვენს წინ, თეთრ სკამზე დაჯდა. გაშეშებული მიყურებდა. - რებელ..როგორ არის დედაშენი? - მკითხა ჯიანამ. ისინი ჩემს გამოსაშვებ საღამოზე შეხვდნენ და მომენტალურად გამონახეს საერთო ენა. მას შემდეგ კარგი მეგობრები იყვნენ და ხშირი კონტაქტიც ქონდათ - რამდენადაც არ უნდა მინდოდეს შენთან ჭორაობა ჯიანა, ვამჯობინებ რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ - გავუღიმე როდესაც ყავა მომაწოდა - აჰ ხო.. რა თქმა უნდა ძვირფასო - მითხრა და ყავა მოსვა - დანტემ და მისმა ხალხმა იპოვეს ხაკერი, რომელმაც 5 მილიონი დოლარი მოიპარა ჩვენი ოჯახის ანგარიშიდან - მითხრა და ხელი ხელზე დამადო ჯანდაბა...ჯანდაბა...ჯანდაბაა.. რომ მცოდნოდა, რომ ჯიანას ოჯახისგან ვიპარავდი, არასდროს ვიზამდი ამას. იმდენი აქვს ჯიანას ჩემთვის გაკეთებული, მე კი მადლობა ფულის მოპარვით გადავუხადე. საშინელი, საზიზღარი ადამიანი ვარ. - ჯანდაბა ჯიანა, მაპატიე - ვუთხარი და დაბლა დავიხედე - რომ მცოდნოდა რომ... - როგორი ემოციური აღიარებაა.. შემიძლია ახლა მოვკლა? - იკითხა დანტემ - გაჩუმდი - უპასუხა ჯიანამ და ისეთი მზერით გახედა, როგორითაც ნებისმიერი შიშისგან ადგილზე გაიყინებოდა. - როგორც უკვე ვიძახდი, მაგრამ უზრდელურად შემაწყვეტინეს - ვთქვი და დანტეს გავხედე - რომ მცოდნოდა, რომ ეს შენი ოჯახია ჯიანა, არასდროს ვიზამდი ამას. მაპატიე - ჯიანას ღიმილმა გადაურბინა სახეზე - შენი საწყალი მობოდიშება არ დამიბრუნებს ჩემს 5 მილიონს - თქვა დანტემ. ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა - არაუშავს ძვირფასო - მითხრა ჯიანამ და ჩამეხუტა - რააააა?! - დანტე გაკვირვებული წამოვარდა - მე ვიცი რატომ გააკეთე შენ ეს - მიჩურჩულა ჯიანამ ყურში - ჯიჯი სულ დაკარგე ჭკუა?! მან.. - დანტემ გაკვირვებულმა დაიყვირა და ჩვენსკენ წამოვიდა ჯიანამ გაღიზიანებულმა ამოისუნთქა, სავარძლის ქვემოდან იარაღი ამოაცურა და დანტეს დაუმიზნა - დანტე სტეფანო ენრიკო ვინო. ყელში ამომივიდა შენი საქციელი. ან დაჯექი და გაჩუმდი ან იმდენჯერ გესვრი ტყვიას რამდენჯერაც ხმას ამოიღებ. ორივე შემთხვევაში ჩუმად იქნები. შენით აირჩიე ragazzo - უთხრა ცივად ჩამეცინა როდესაც დანტემ უკან დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, ჩუმად დაჯდა და ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად. სახეზე გამომეტყველება იმაზე მეტად გაუუხეშდა ვიდრე მაქამდე. ჯიანა: 2 ქულა ამპარტავანი, ემოციურად არასტაბილური ფსიქოპათი: 0 ქულა - კარგი არჩევანია - უთხრა და მხიარული ტონით მომიბრუნდა, თითქოს ორი წამის წინ ადამიანს არ დამუქრებოდა მოკვლით - ახლა კი რებელ...არის რაღაცეები, რის ახსნასაც ვაპირებ და რამაც შეიძლება შოკში ჩაგაგდოს. მინდა იცოდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაცავად. ჩემთვის შვილივით ხარ - მითხრა და ყოყმანმა გადაურბინა სახეზე. თავი დავუქნიე. ღრმად ჩაისუნთქა - ვინო, ჩემი ოჯახი, ყველაზე გავლენიანი და ძლიერი მაფიის ოჯახია მთელს მსოფლიოში *დანტე ვინო* ვიღაცის თვალებში შიშის ყურება მომხიბვლელი შეგრძნებაა. გასაოცარია იმის დანახვა, თუ რაზეა წამსვლელი ადამიანი თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩემი 24 წლიანი ცხოვრების მანძილზე არასდროს მინახავს ვინმეს ისეთივე რეაქცია ჰქონოდეს სიკვდილზე, როგორც რებელს. მშვიდად იყო, სურდა რომ ყველაფერი მალე დასრულებულიყო, თითქოს სიკვდილს უცინოდა...უჩვეულო იყო.. ვიჯექი და ვუყურებდი როგორ იღებდა ეს პატარა გოგო ყველა სიტყვას და ინფორმაციას რასაც ჯიჯი ეუბნებოდა. ფიქრებში მეღიმებოდა წარმოდგენილი რეაქციის გამო, რომელიც რებელს შეიძლება ჰქონოდა: ტირილი, ყვირილი, შიში... ერთი სული მქონდა როდის დაიწყებდა ემოციების გამოხატვას - ხო, მაგას უკვე მივხვდი - უთხრა უდარდელად რებელმა ეს გოგო არანორმალურია - კი მაგრამ.. როგორ? - ჰკითხა ჯიჯიმ გაკვირვებულმა - ნუ.. - მელიამ ყავა მოსვა და უთხრა - ის ფაქტი, რომ სადღაც მიწისქვეშა, სისხლიანი კედლებით სავსე, ცემენტის ოთახში ვიყავი გამოკეტილი მარტივ მისახვედრს ხდიდა. ამას დამატებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამ გადამთიელს „ბოსს“ ეძახდა - თქვა და ჩემკენ გამოიქნია თავი. ყბა დამეძაბა როგორც კი ჩემი ახალი ზედმეტსახელი გავიგე - ისტორიულად, მაფია ისე არის სტრუქტურირებული, რომ ლიდერობა თაობიდან თაობაზე გადადის. მარტივი მისახვედრი იყო, რომ ის ბიჭი ამ გადამთიელის პატარა ძმა იყო მათი მსგავსების გამო, რაც კიდევ უფრო მარტივ გასაგებს ხდიდა, რომ ის ამის მარჯვენა ხელია მიუხედავად გაფუჭებული საქმეებისა, რაც უკვე მოხდა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ზედმეტი დოზის გამო კინაღამ მომკლეს - მშვიდად თქვა რებელმა და ყავა მოსვა რა ჯანდაბაა?! შეუძლებელია. ჩვეულებრივი გოგო ამდენ დეტალს ვერ შენიშნავდა და ასე ერთიანად ვერ შეკრავდა. ყველაზე უარესი ისაა, რომ არანაირ ემოციას არ გამოხატავდა ჯერაც. ხალხის წაკითხვა ყოველთვის ძალიან კარგად გამომდიოდა - ზუსტად ამის გამოა, რომ ჩვენი მაფია უფრო მეტად გაძლიერდა წინა წლის შემდეგ რაც მე მოვედი სათავეში. მარტივად შემეძლო იმის თქმა რას ფიქრობდა ადამიანი, როგორ იქცეოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ რებელთან ასე არ იყო. ვერ ვკითხულობდი მას, ვერ ვვარაუდობდი, წარმოდგენაც არ მქონდა რას ფიქრობდა მის ლამაზ პატარა ტვინში. - მე კი მეგონა, რომ იმაზე ჭკვიანი ვერასდროს გახდებოდი ვიდრე უკვე იყავი - გაუღიმა ჯიჯიმ - გამახსენე, რომ ანჯელოს პასუხი მოვთხოვო საწყალი გოგოს კინაღამ მოკვლისთვის - თქვა და გადმომხედა. საწყალი ანჯელო - ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ისაა თუ რატომ ვარ ცოცხალი - იკითხა რებელმა გაკვირვებით ჯიჯის შევხედე, შემდეგ რებელს, მერე ისევ ჯიჯის და ისევ რებელს. საიდან იცნობს დეიდაჩემი ამ გამაღიზიანებელ გოგონას? ამწამს სერიოზულად იკითხა რატომ არის ცოცხალი, თითქოს ითხოვს რომ თავი ტყვიით გავუხვრიტო - აგიხსნი - თქვა ჯიჯიმ და ისე შემოტრიალდა, რომ ორივეს დანახვა შესძლებოდა - 6 წლის წინ, ჩვენი ოჯახი დანტეს მამის მმართველობის ქვეშ იყო, სტეფან ვინო - ყველა კუნთი დამეჭიმა მისი სახელის გაგონებისას, არასასურველმა მოგონებებმა დაიწყეს ამოტივტივება - ჩვენს იტალიურ მაფიას თავს დაესხნენ, ყველა მხრიდან ჩვენი კონკურენტები გვემტერებოდნენ. სიკვდილით გვემუქრებოდნენ. არ ქონდა მნიშნვნელობა როგორ დავიცავდით ჩვენს ოჯახს, მაინც ახერხებდნენ ყველაფრის გაკეთებას - თვალებიდან ცრემლები ჩამოუცურდა. სწრაფად მოიწმინდა - ძალიან ძვირფასი ოჯახის წევრები დავკარგეთ. როდესაც მამაჩემი მოკლეს, მე შემდეგი ვიყავი. ჩემმა ძმამ უარი თქვა კიდევ ერთი ოჯახის წევრის დაკარგვაზე და მე და ჰარი ამერიკაში გამოგვგზავნა, რომ სიტოაცია ცოტა ჩაწყნარებულიყო - აუხსნა მან - ანუ.. თქვენ აქ ჩამოხვედით დასამალად და ვაითმენის კოლეჯში სწავლებაც დაიწყე - თქვა რებელმა - ზუსტად. მთელი ჩვენი იდენტობა შევცვალეთ და აქ გადმოვედით. სწავლება ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ არ გამჭირვებია, პირიქით იმის საშუალებას მაძლევდა რომ ყურადღება გადამეტანა იმისგან რაც იტალიაში ხდებოდა - აუხსნა და მე მომიტრიალდა - რებელს ჩემს პირველ დღეს შევხვდი, როდესაც ვაითმენის უნივერსიტეტში მივედი წარბები ავწიე და ჯიჯის შევხედე იმის მოლოდინში, რომ საუბარს განაგრძობდა - რებელი გენიოსია დანტე. იდეალური ქულები ყველა ტესტში, თითქმის ყველა წიგნი აქვს ჩვენს ბიბლიოთეკაში წაკითხული და IQ აქვს 252. ბაკალავრიატი ორი სპეციალობით დაამთავრა - კომპიუტერული პროგრამირება და კომპიუტერული ინჟინერია, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც 18ის იყო. სტენფორდში სწავლობდა მაგისტრატურას ზუსტად იგივე განხრით - ამიხსნა მან ინტელექტის კოეფიციენტი 252..ჯანდაბა... რებელს შევხედე, რომელიც დაბლა იყურებოდა ისე, თითქოს შერცხვა. მისმა თავდაჯერებულობამ იკლო, როდესაც მის წარმატებაზე ჩამოვარდა საუბარი. ისევ და ისევ, კიდევ ერთი რეაქცია, რომელსაც არ ველოდი. ესეთი წარმატებები ზოგადად სხვა ადამიანების ეგოს ზრდის, რატომ იჯდა ასეთი დარცხვენილი? - აი თურმე როგორ მიპოვე..მათი მონაცემთა ბაზა გატეხე, არა? - ვკითხე სერიოზული ტონით - კი - მიპასუხა. მისი თვალები ჩემსას შეეჩეხა. თავდაჯერებულობა წამში დაუბრუნდა - რატომ? - ვკითხე გაკვირვებით. ყოველდღე არ ხდება ისე, რომ ვინმეს იმ გამოუსადეგარი ინფორმაციის მოძიება მოუნდეს - ჩემი მომხიბვლელი ხასიათების გამო რამდენიმე სიტყვიერი გაფრთხილება მქონდა ზოგიერთი სტუდენტისგან და პროფესორისგან - თქვა სარკასტულად და თვალები აატრიალა, ხო ხასიათი ნამდვილად „მომხიბვლელი“ აქვს - ისევ პრობლემების შემქმნელი ესეიგი - უთხრა ჯიჯიმ და გაეცინა წამიერად ჩავფიქრდი, როგორი იქნებოდა ცუდი საქციელების რებელი, მაგრამ ყურადღება ისევ მათ საუბარზე გადავიტანე - რამდენიმე სტიპენდია დავკარგე და უნივერსიტეტიდან გაგდებას მიპირებდნენ. ერთი კვირა მომცეს, რომ გამოსავალი მეპოვა და $56, 000 გადამეახადა - და თუ $56, 000 გჭირდებოდა $5 მილიონი რატომ მოიპარე? - ვკითხე გაღიზიანებულმა - იმიტომ, რომ ასე მომინდა - მიპასუხა სერიოზულად, მისმა უდარდელმა გამომეტყველებამ ჩემში დიდი ბრაზი გამოიწვია. ჯიჯი თვალს არ აშორებდა რებელს, თითქოს ელოდებოდა როდის აუხსნიდა. აშკარაა, რომ რაღაცას მალავდა. მუჭა შევკარი და შევეცადე ბრაზი ჩამეხშო. ჯიჯიმ მარტივად შემაჩნია ეს პატარა ჟესტი. - დანტე..ყველაფერი რაც ვიცოდი მე, რებელს ვასწავლე. ყველანაირად მაოცებს - ამიხსნა ჯიჯიმ და რებელს შეხედა, მისი ცისფერი თვალები სიამაყით ბრწყინავდა - ამიტომ შეძელი მისი ალგორითმის გატეხვა, არა? - ვკითხე მე. ახლა არ მიკვირს სულ რაღაც 30 წუთი რომ დასჭირდა, ჯიჯიმ ასწავლა რებელს როგორ უნდა შეექმნა ის ალგორითმი. ჯიჯი ერთ-ერთი საუკეთესო ჰაკერია, შესაძლოა ერთადერთიც კი მსოფლიოში. დეიმონის ცოდნა არაფერია ჯიჯის ცოდნასთან შედარებით. იმის თქმა, რომ ამ პატარა მელიამ ჯიჯიზე მეტი იცის საკმაოდ ბევრს ნიშნავს. - კი, ზოგადი რაღაცეები მე ვასწავლე, მაგრამ ალგორითმი იდეალურ მდგომარეობამდე თვითონ მიიყვანა - თქვა ჯიჯიმ და რებელისთვის თვალი არ მოუშორებია - მაგრამ, რადგანაც ჩვენი ოჯახიდან ფული მოიპარე, ამას თავისი შედეგები მოჰყვება - თქვა სერიოზული გამომეტყველებით. ჩამეცინა. მადლობა ღმერთს დეიდაჩემს ლოგიკა დაუბრუნდა. - ზუსტად ამიტომ შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ იტალიაში და ჩვენს მაფიაზე იმუშავებ მომავალი ერთი წელი. მაგის შემდეგ თავისუფალი იქნები და შეგეძლება წახვიდე - თქვა ჯიჯიმ - ჯანდაბაა არა!!!!!! - დავიყვირე მე - მაწყობს - ჩემთან ერთად თქვა რებელმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.