შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბჟოლია ანუ მიყვარხარ (სრულად)


27-03-2025, 22:55
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 755

ყვირილის ხმა ესმოდა და ყურსასმენებში ხმამაღლა გაჟღერებული სიმღერაც კი ვერ ფარავდა. იცოდა მშობლები კამათობდნენ და სუნთქვა ეკვროდა. ეცადა საყვარელ მელოდიას აჰყოლოდა,მუსიკის ტექსტზე ეფიქრა და არა იმაზე რომ მამას შეიძლება დედა მართლა მოეკლა. "დაგახრჩობ იცოდე" " ენას ნუ მიტლიკინებ თორემ მაგ ენას ამოგგლეჯ" "როგორც გეუბნები ისეა " კიდევ ვინ იცის რამდენი მსგავსი შინაარსის მუქარა ჰქონდა ასე უბრალოდ გაჟღერებული კაცს,შესაძლოა ჩხუბი საერთოდ არ დაწყებულიყო და ისე ეთქვა ,"ნერვებ მოშლილმა საუბარი არ იცოდა და მერე რა მოხდა? მართლა ხომ არ სცემდა და კლავდა?" . დედაც პასუხობდა , ეკამათებოდა და მართალია ერთი მხარე ზრდილობიან სიტყვებს იყენებდა და მეორე არც გინებას ერიდებოდა,არც სხვა შეურაცხმყოფელ სიტყვებს ,მაგრამ მაინც ეს ხომ მხოლოდ სიტყვები იყო. ცდილობდა დაეჯერებინა სხვებისთვის,ერწმუნა რომ მამა არასდროს მოკლავდა დედას,მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად აშუქებდნენ საინფორმაციო გადაცემებში ფემიციდის შემთხვევებს. არავისთან ლაპარაკობდა ამ თემაზე, ისე იქცეოდა თითქოს რეაქცია არ ჰქონდა . ის რომ სულ სხვა ოთახში ჩხუბობდნენ მარტივად ამყოფებდა სირაქლემას პოზიციაში. ბოლოს სამზარეულოში იჯდა, იმ ოთახში არ ისმოდა ხმა. წინ პურის დიდი ნაჭერი და ქლიავის ჯემით სავსე ქილა ედო. გულს ურევდა და მაინც ჭამდა
_შენ ისევ ჭამ? დიაბეტი დაგემართება შე საცოდაო ... აღარაფერი გერგება. სულ შენ გყიდულობენ ტანსაცმელს და მერე თითქოს მე ვშოპინგობ _უმცროსი და დაადგა თავზე . მისგან განსხვავებით სულ არაფერს ჭამდა,ყოველთვის გამხდარი იყო და ექიმებთან მადის მოსამატებლადაც კი დაჰყავდათ ბავშვობაში,შემდეგ დანებდნენ და ისიც საკუთარი სილამაზით ტკბებოდა.
_საქმე არ გაქვს?ხვალ საკონტროლო მაქვს მეათეშიო ლელამ
_შპარგალკა მაქ... ან ლადოსგან გადავწერ,სხვა რისთვის დავჯექი მის გვერდით
_და რისთვის ემეგობრები...
_კი არ ვემეგობრები ვეფლირტავები ეგეც რომ არ იცი ,თუმცა შენ ვინ გეფლირტავება სკოლაში არავის მოსწონხარ. შენნაირებსაც კი ...
_გაეთრიე
_მადროვე წვენი უნდა გავიკეთო და ვიდეო გავსთორო
_მაინც არ სვამ სულ უგემური გამოდის
_მთავარია ლამაზი იყოს და ლაიქები ჰქონდეს ბევრი
_ლაიქები შენს დეკოლტეს აქვს და პიჟამოებით გადაღებულ ყველა ვიდეოს ,თორემ ჯანსაღ კვებაზე შენი აზრები არავის ადარდებს ... წაიკითხე მაინც რამე მაგ თემაზე. შენნაირ იდიოტებს რომ უსმენ და მერე ცუდად დამახსოვრებულ ტექსტს იმეორებ შენებურად
_გაიწიე კადრში არ გამოჩნდე შენი სულელური პიჟამოთი... ბავშვების სექციიდან რომ იღებ ისევ
_კომენტარსაც არ გავაკეთებ...ბანალურო ტიკტოკერო
_თუ გინდა შენ გადაგიღებ ვლოგებს... როგორია ჰიპოპოტამის ცხოვრება_ოთახიდან გავიდა. ხმები აღარ ისმოდა,ამ დროს განსაკუთრებით ეშინოდა . ყოველწამს ელოდა დედის გამოჩენას ან მამის ხმას, რომელიც ჩხუბის შემდეგ მშვიდად განაგრძობდა რაიმე საქმეს და მალევე ეძახდა ცოლს . აუტანელ სიჩუმეში საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა ,ტელეფონის ეკრანი რომ განათდდა და გამოჩნდა ის ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა
_მიპასუხე როგორც იქნა... გწერდი და შეტყობინებებს არ კითხულობ?
_ამ დროს რატომ მირეკავ
_ჩამოვფრინდი და ხვალ რა ხდება მითხარი... ოღონდ სიმართლე
_შენ ძმაკაცებს ვერ დაურეკე მე თუ არ მენდობი?
_არ იციან,ჩემ საგულშემატკივროდ იყვნენ წამოსულები
_თითქოს რამეს აკეთებდე... ყველაფერში უნიჭო ხარ და თვითშეფასება გაქვს ისეთი სულელებს არწმუნებ თითქოს მაგარი ხარ
_არაჩვეულებრივი თამაში იყო
_კი ,ხელიდან აგაცალეს ბურთი და ცხვირწინ დაგიდეს ლელო . შენს ადგილას შევეშვებოდი მაგ თამაშს,ყველაზე მაღალი ქულები მაინც მარტო მე მექნება
_მეტყვი თუ ვუთხრა ხვალ მარიკას,მაას დავურეკე მაგრამ არაფერი მითხრა _თქო
_ჭორიკანა რომ ხარ სულ ვიცოდი. მოგწერე და ნახე
_წერა როდისაა
_მომდევნო ხუთშაბათს... თამაში გაქვს შენ
_ამჯერადაც მიყურებ?
_მეტი საქმე არ მაქ
_კარგად დაგიმახსოვრებია რა როგორ გავაკეთე
_მიყვარს რომ გამწარებენ და იმიტომ დამამახსოვრდა.
_მჯერა საძულველ ადამიანებს შორის მე ყველაზე,ყველაზე მეტად გიყვარვარ
_ვინც მეზიზღება იმათ შორის კი ,ნამდვილად... იმდენად უსუსური ხარ შენგან ბოროტიც არ გამოვა ."
იხსენებდა განვლილ ცხოვრებას ,მაქსიმალურად სწორად ცდილობდა დიალოგების გადმოცემას წიგნის ფურცლებზე გადასატანად . ცხოვრებით ბედნიერი უბრუნდებოდა დროს როდესაც იყო უბედური,შიშებითა და კომპლექსებით სავსე ,ძლიერის ნიღაბს ამოფარებული სუსტი გოგონა ჭარბწონიანი თინეიჯერის სხეულში გამომწყვდეული.
"_მა , რაღაცები უნდა ვიყიდოო რომ მითხარი ფული არ მომიცია და რამდენი გინდა?თუ ბარათზე გადმოგირიცხო _ დილით ისე მშვიდად საუზმობდა თითქოს ღამით არც უჩხუბიათ. დედაც ჩვეულებრივ ამზადებდა საუზმეს,ალაგებდა და ყველაფერს აწესრიგებდა სამსახურში წასვლამდე. ყველა დეტალს ხედავდა და სულ უფრო ნაკლებს ლაპარაკობდა _ მა გესმის? სად დაფრინავ შეყვარებული ხო არ ხარ
_ამ წონის ქალები აღარაა მოდაში მამა რით ვერ დაიმახსოვრე?მამიკო მე მინდა ფული... ოცნების ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო_ ნინი მის ფეხზე ჩამოჯდა ,მკლავები შემოხვია,რამდენჯერმე აკოცა და გაღიმებულმა გაუწოდა ხელი
_არ მინდა ფული... გადავიფიქრე ყიდვა. წავედი _საკუთარი დის ყურება აღარ შეეძლო,მათ დუეტს გაეცალა
_ბოტასები როდის გახდა ოცნების ფეხსაცმელი... კარგად ისწავლე სჯობს, მიბაძე თუთას თორემ ჩერჩეტი ქალი არცერთ დროშია მოდაში და არც იქნება
_დედა მაინც სილამაზის გამო მოიყვანე და არა გონების
_რომელი სილამაზე ,ეგეც ახლა მონიკა ბელუჩი არ მყავდეს... ისეთ გოგოებს მოვწონდი ახლაც ვერ ვხვდები რამ გამაგიჟა მაშინ . ისე უკმეხად მიყურებდა მაგან ამაგდო ,თავის დაფასებები სულ ჭრის კაცებზე რა
_გავითვალისწინებ ...
_ეს კაბაა თუ პიჟამო ? _წარბებაზიდულმა გახედა უმცროს ქალიშვილს
_კაბაა _ნინის რეაქცია არ ჰქონია ,ფული აიღო და ღიღინით დატოვა სამზარეულო
_რა აცვია ამას ვერ ასწავლი როგორ ჩაიცვას ?
_აქ არ გყავდა?ვერ უთხარი გაიხადე და სხვა ჩაიცვიო?მიჯერებს მე და შენ არა?
_ვერ გაზარდე ნორმალურად და იმიტომაა ასე _ნინის არ ადარდებდა შენიშვნები არც ჩხუბი და კამათი აცვლევინებდა აზრს,ბოლოს მაინც ისე გააკეთებდა როგორც უნდოდა ანა კი სულ ისე იქცეოდა რომ აურზაური არ გამოეწვია. დედას მის გამო არ მიეღო საყვედური,შეურაცხყოფა არ მოესმინა და ჩხუბის მიზეზი არ გამხდარიყო.
..........
რამდენიმე თვე სხვადაზხვა სკოლაში დადიოდნენ და ისვენებდა ნინისგან იქ ყოფნის დროს მაინც ბოლო წელს კი ნინიც კერძო სკოლის მოსწავლე გახდა მიუხედავად იმისა რომ არ იყო კარგი მოსწავლე და სწავლის გადასახადს სრულად უხდიდა მამა საერთოდ არ ფიქრობდა ნიშნების გაუმჯობესებაზე. მოსწონდა პოპულარულ სკოლაში სიარული,ახალი ნაცნობების შეძენა და ყურადღების ქვეშ ყოფნა .
საკლასო ოთახში მასწავლებლის შესვლამდე ხუთი წუთით ადრე შევიდა. კლასელებთან კონტაქტი არ უნდოდა . დუდა რომ დაუხვდა არ გაჰკვირვებია,მის გვერდით დაიკავა ადგილი და წიგნების ამოლაგება დაიწყო . ბიჭს ყურსასმენები ეკეთა,ვიღაცას ელაპარაკებოდა და თუთა რომ დაინახა შემდეგ დაასრულა
_გამარჯობა... მე კარგად გმადლობ. შენ როგორ ხარ ბჟოლია _ ჩუმად უთხრა და მისკენ მიიწია _მოდიხარ ლუკას დაბადების დღეზე ?
_არა , არ მაქვს მაგათი ნერვები
_ლუკამ არ დაგპატიჟა?
_დამპატიჟა ,მაგრამ ვუთხარი ვერ მოვდივარ_თქო
_მამაშენი არ გიშვებს?
_არც მითქვამს... რა მინდა ქალაქგარეთ აგარაკზე ამდენ ხალხთან ერთად. კლასელების გარდა ძმაკაცებს,ნათესავებს და ათას ვინმეს ეპატიჟება . დაიწყებენ მერე ათას სისულელეს და უნდა გავღზიანდე ტყუილად
_ისედაც გაღიზიანებული ხარ. რა გჭირს?
_არაფერი ... რა შენი საქმეა საერთოდ. შენი შეყვარებული ხომ მოდის, ოთახები ბევრი იქნება და შეიკეტებით ბედნიერად
_ამჯერად ვინ მყავს შეყვარებული ,რომ ვიცოდე მაინც რა ჭორი დადის...
_რა იყო მალავ ? აჰ სხვები რომ არ გაანაწყენო არა?_ შავი თვალები უნათებდა, ჩუმად და სწრაფად ლაპარაკობდა
_მარიზე ამბობ? არც მიმიწერია არ ვიცი რა მოელანდა
_თუ არ გრცხვენია ... როგორ ემსგავსები შენც ყველას. მამაშენს რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი მას ჰგავს_თქო ,პირდაპირ საკვირველია როგორ ხარ ასეთი
_მამაჩემი სკოლაში მექალთანე იყო და მას ნამდვილად არ ვგავარ. დედაჩემი დღემდე გიჟდება რომ იხსენებს მის ყოფილებს და არეულ თინეიჯერობის პერიოდს. სულაც არ მინდა ჩემმა მომავალმა ცოლმაც იგივე გაიაროს... მართლა რა გჭირს
_როდის გელაპარაკები ნეტავ ტკბილად... ან ისევ ჩემ გვერდით რატომ ზიხარ არ გადაჯექი ?
_ახლომხედველი ვარ და შორიდან დაფას ვერ ვუყურებ ... თორემ შენნაირ კაპასთან ჯდომა დიდი თავისტკივილია
_მასწავლებელი მოვიდა _ სწავლაზე გადართვა მისი გონებისთვის ხსნა იყო. თავისუფალი დრო თუ დარჩებოდა წიგნებს კითხულობდა. ფორტეპიანოს გაკვეთილებზე ბავშვობიდან დადიოდა,იდეალური სმენა ჰქონდა და დაკვრაც ძალიან უყვარდა. პიანისტობაზეც ფიქრობდა,კონცერტებზე უკრავდა ხშირად ,მაგრამ როალთან მისასვლელი გზის გავლა უჭირდა ყოველთვის. მის ფიგურას რომ აკვირდებოდა ყველა,ეზიზღებოდავკლასიკური სამოსის არჩევაც. არაფერი მოსწონდა საკუთარ ტანზე და დაბადების დღეებზე არ წასვლის ერთ_ერთი მიზეზიც ეს იყო. ნინის თუ უამრავი ტანსაცმელი ჰქონდა,ყველაფერი უხდებოდა და მთავარია ტრენდული ყოფილიყო თუთას მორგებაც უჭირდა და მოხდენაც. სულ შავ ტანსაცმელს არჩევდა და ფერადი თითქმის არაფერი ჰქონდა.
გაკვეთილების დასრულებამდე ადგილიდან არ იძვროდა,დასვენებაზე ყველანი რომ ყირაზე იდგნენ ის იჯდა და შემდეგი გაკვეთილისთვის ემზადებოდა.
_დიდი დასვენებაა ...არ გშია? _გასვლამდე ჰკითხა დუდამ ,არაო უპასუხა და წიგნის კითხვა განაგრძო.
_არ შიაა დიეტაზეა,მე მშია და იმხელა რიგებია ძლივს ვახერხებ ყიდვას . შენ სულ გატარებენ ხოლმე და მიყიდი მეეც?_ მარის ხმა გაიგო ,მაგრამ არ აუხედავს ,აიგნორებდა მასაც და მის დაქალებსაც
_დიდი გოგო ხარ მარი,როგორმე თავად მოახერხე ხაჭაპურის ყიდვა _ უპასუხა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. კლასში აღარავინ იყო ,ყურსასმენები გაიკეთა,თავი მაგიდაზე დადო და ისვენებდა დუდა უკან რომ დაბრუნდა. თუთას საყვარელი ალუბლის წვენი დაუდო წინ და მის გვერდით დაჯდა
_არ მინდა ბაყბაყ დევო ,მადლობა
_გქონდეს და მერე დალევ ...
_ასე ადრე რატომ დაბრუნდი... მშვიდად ყოფნის საშუალება რომ არ მომცე ყველაფერს აკეთებ ხომ?
_ხო აი შენ რომ გაგამწარო იმისთვის ვცხოვრობ თორემ სხვა საქმე კი არ მაქვს. არ ვიცი კარგად გაკვეთილი და უნდა გადავიკითხო თორემ ისევ მხოლოდ შენ იქნები წარჩინებული მოსწავლე ... ლიანას მაინც ამოჩემებული ვყავარ ,სპორცმენებმა რა იცით სწავლა და განათლების ფასსიო. ალბათ ვინმე ფეხბურთელი უყვარდა და იმან მიატოვა იმიტომაა ასეთი აგრესიული ყველა სპოტსმენის მიმართ_წიგნი გადაშალა და თითებსშორის მოქცეული ფანქრის თამაში დაიწყო კითხვასთან ერთად
_წინა გაკვეთილზე ესენი ისაუბრა... გკითხავს დარწმუნებული ვარ . კონსპექტი გავაკეთე და გადახედე _სპეციალურად მისთვის ჩაიწერა,მაგრამ ამას არასდროს აღიარებდა. რვეული გაუწოდა და ისევ ჩაოადო თავი მაგიდაზე
_გტკივა რამე?
_ჩუმად ყოფნა მინდა და დამაცდი?
_რამე თუ გინდა მითხარი და მოგიტან
_არაფერი მინდა !
_კარგი ...
რატომ ეჩხუბებოდა ამის ახსოვდა რეალური მიზეზი აღარც ახსოვდა. დუდას და მისი მშობლები სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დედები იყვნენ მეზობლები და ბავშვობის მეგობრები. მართალია ხშირად არ ხვდებოდნენ ერთმანეთს და კომუნიკაციაც იშვიათად ჰქონდათ,მაგრამ მაინც დუდა თუ იყო თუთასაც მშვიდად უშვებდნენ ნებისმიერ ადგილას.
სახლში დაბრუნებულს ისევ ქაოსი დახვდა. პიანინოსთან იჯდა ერთხას,უკრავდა და ასე ცდილობდა ყველაფრის დაიგნორებას ,მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს გაქცევა გადაწყვიტა
_ჩემი კლასელის დაბადების დღეა ... დუდაც მოდის,წავალ ხო?
_სად მიდიან მა ,მე აგიყვანო?
_არა დუდა მანქანით წამიყვანს _ბიჭისთვის არც უკითხავს ისე თქვა_ გამიშვებ?
_კი რა პრობლემაა... თუ ადრე მოგინდება წამოსვლა დამირეკე და მოგაკითხავ
_სად მიდიან დე? რესტორანში ?
_არა ქალაქგარეთ სახლი იქირავეს და იქ მივდივართ. ზუსტად მეც არ ვიცი, დუდამ იცის
_აუცილებლად უნდა წახვიდე?რომ არ გიყვარს ეგეთი შეკრებები დე?
_აცადე წავიდეს,სულ მეცადინეობს იქნებ ცოტა გაერთოს ... წადი მა,მე გიშვებ. ტელეფონი გქონდეს ოღონდ ჩართული და ლოკაცია არ გამორთო ,კარგი?
_კარგი _ სწრაფად შევიდა ოთახში და დუდას დაურეკა_წახვედი უკვე?
_არა ჯერ ... მოდიხარ?
_ხო ,გამომივლი თუ გამოვიდე სადმე დაგხვდე
_სანდროს მივყავარ და გამოგივლით ერთად ... მზად ხარ უკვე?
_არა ჯერ ,მაგრამ მოვასწრებ
_თუ რამე დაგელოდებით
_კარგი
ათ წუთში მზად იყო. დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელი ჩაიცვა ,შავი შარვალი და პიჯაკი. წითელი ტუჩსაცხი წაისვა,თმა გაიშალა და დუდამ როგორც კი დაურეკა მაშინვე გავიდა. სანამ ნინის წასვლა მოუნდებოდა და აეკიდებოდა იქამდე გავიდა. სანდროს მანქანას ცნობდა, მაგრამ დუდა მაინც გარეთ ელოდა. უკანა კარიც გაუღო და მერე დაიკავა ადგილი წინა სავარძელზე
_გამარჯობა თუთიკო ... როგორ ხარ ?
_კარგად სანდრო შენ?
_გადასარევად... სკოლის გენიოსებთან ერთად ვიმგზავრებ. რეპი შეიძლება თუ კლასიკაზე გადავიდეთ
_ყველაფერი შეიძლება ,მანქანა შენია ნებაც შენია თანაც მე ხარისხიანს ყველაფერს ვუსმენ _სანდრო ძალიან მოსწონდა ,არ იყო ზედმეტად უზრდელი და უხეში ბიჭი. დუდას ამ მეგობართან უფრო მეგობრობდა ვიდრე თავად დუდასთან
_შენ დას რა ჰქვია შემახსენე
_ნინი
_შონიასთან ვხედავ ხშირად და მეგობრობენ ?
_არ ვიცი ... შონია ვინ არის ?
_არც ისეთი კარგი გოგოა ... შენი დის ნახვა მის გვერდით გამიკვირდა ცოტა
_ზუსტად სად და რა ვითარებაში ნახე შეგიძლია მითხრა?
_მე შემიძლია გითხრა რომ სჯობს მასთან არ იმეგობროს და არ იდვიჟენიოს სხვადასხვა ადგილებში
_დავიმახსოვრებ შენ სიტყვებს და გავერკვევი რა ხდება ...
_არ გაგიტყდეს რა , კარგი გოგოა ,ლამაზი და გამორჩეული. ქალებმა რაღაცნაირი შური იცით
_ნუ გააგიჟებ ახლა გეყოს... გაიგო რაც უთხარი და იმოქმედებს თვითონ
_რატომ აჩუმებ დუდა? ადროვე მითხრას დასაც ამბობდა
_არაფერი სხვა ...
დუდამ ანიშნა გაჩუმდიო და აშკარა იყო მეტს აღარაფერს ეტყოდა ამიტომ თუთაც აღარ ჩაეკითხა. წვეულებაზე რამდენიმე მუსიკალური სკოლის მეგობარი აღმოაჩინა და მათ გარემოცვაში არცთუ ისე ცუდად ატარებდა დროს. დუდაზე ჰკითხეს ,არ გაჰკვირვებია. რამდენჯერმე ჰქონდა შემთხვევა როცა მასთან ნაცნობობის გამო უახლოვდებოდნენ,კითხვებს უსვამდნენ და ისიც მშვიდად პასუხობდა.
_მოგწონთ რა თქმა უნდა... გასაოცარი არ არის.
_შეყვარებული ჰყაავს?
_კი მყავს ... საშინლად ეჭვიანი და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს _ მოულოდნელად გამოჩნდა,თუთას ხელი ჩაკიდა და თავისკენ მისწია _ თუთას წაგართმევთ ,საქმე მაქვს
_რა ხდება? რატომ მოხვედი... უხერხული იყო
_არაუშავს ... სახლში გაგიყვანთ
_მიდიხართ უკვე? ასე ადრე რატომ
_ხვალ ორივეს ვარჯიში გვაქვს. მივულოცეთ უკვე და რა საჭიროა გათენება. შენ არ გინდა წამოსვლა? თუ ჟორჟოლიანს ეფლირტავები
_საიდან მოგაქვს
_შენსაიდანაც მოგაქვს ჩემი შეყვარებულების ამბები იქედან. კარგი გასაგებია
_წავიდეთ ... დავემშვიდობები და გამოვალ
_დაგელოდები
_რა გჭირს ?არ მომიტაცებენ _ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა იქამდე სანამ ზემოთ ხსენებული ჟორჟოლიანი არ გადაეღობა წინ
_ფუმფულა არ მეცეკვები ? _მთვრალი იყო და თუთა საერთოდ ვერ იგებდა რა შუაში იყო მასთან _თუ ზემოთ ავიდეთ
_მთვრალი ხარ და გამატარე... რაღაც გეშლება ფაქტია
_რა მეშლება ... შენ არ ჩამიგდე წერილი?
_რა წერილი _ არ იცოდა რაზე საუბრობდა. წარმოდგენა არ ჰქონდა მახეში რომ გაება და უბრალოდ მის მასხრად აგდებას ცდილობდა რამდენიმე ბოროტი სული _გამატარე
_წავიკითხო გინდა? რომ წავიკითხე კი ამ.დგა უკვე ,ასწორებს _წონასწორობას ვერ იცავდა და სიტყვებს ძლივს ამბობდა . ნაბიჯი რომ გადადგა და ხელის შეხება სცადა თუთამ ხელი გაარტყა . ვერ იფიქრა დუდა რომ შემობრუნდებოდა და ამ ყველაფრის შემყურე ჩხუბს დაიწყებდა. მზერა დაებინდა მიღებული შეურაცხყოფისგან. შემდეგ უფრო გაცხარდა ბიჭი და საშინელ სიტყვებს ეძახდა. ესმოდა კომენტარები "არავის მოსწონს და სუ გადავიდა ჭკუიდან." ვიღაცები ვიდეოებს უღებდა და ლაივიც კი ჰქონდათ ჩართული. ეს რომ გაიაზრა დუდას წინ გადაეღობა
_რას იცავ შე ჩემა გეუბნები რაც მომწერა და ვინცაა
_მოდი აქ ,გაჩვენო ვინაა
_გთხოვ ,წავიდეთ ... გემუდარები დუდა _ ტიროდა უკვე , ბიჭს მკერდზე აწვებოდა ხელის გულებით და ცდილობდა მისი ყურადღება მიეპყრო.
_დამაცადე ,მაჩვენოს წერილი _ ზურგს უკან დააყენა და ბიჭისკენ წავიდა _ მომეცი და თუ
თუთას ნაწერია მუხლზე მდგომი მოგიხდი ბოდიშს
_სად არი ... აქ მაქ _ჯიბეებში ხელები ჩაიყო და ბოლოს იპოვნა. ქაღალდის ნაგლეჯზე ჰქონდა დაწერილი რამდენიმე სიტყვა ვიღაც სხვას დუდამ კი საფულე გახსნა და თითქმის ერთი წლის წინ დაწერილი დაბადების დღის მილოცვა გახსნა _მოდი შეადარე თუ ჰგავს რაამით ... მოდდი დააკვირდით ყველამ და მორჩით უაზრო ლანძღვას . თქვენს ცოდვებით სავსე თავებს მიხედეთ და თქვენს ნაკლოვანებებს _ ღრიალებდა გაცხარებული და წამითაც არ დაუხევია უკან,ერთი წუთითაც არ უფიქრია რომ თუთამ მისწერა . შემდეგ ჩურჩულის ახალი ტალღა წამოვიდა ,ერთმანეთში ეძებდნენ დამნაშავეს.
_წავიდეთ ,გთხოვ _დუდა ხელს არ უშვებდა და ისიც მაჯაზე მოეხვია _გემუდარები წავიდეთ _ეჩურჩულებოდა და მისი განიერი მხრების უკან მალავდა სახეს
_ბოდი მოუხადე ... ნორმალურად
_მე რა ვიცოდი მაგის ნაწერი ტო ... რა ბოდიში
_ბოდიში მოუხადე მიყენებული შეურაცხყოფისთვის
_ნუ მიყვირი ბიჭო ... შენ მე ვინ გგონივარ . ვიღაცამ იმაიმუნა დიდი ამბავი. მართლა ხო არ მოვ.წოვინებდი რაღა ძროხ.ბს ჩავუდო გოგოების მეტს რას მოვწონვარ ტო _გაიხუმრა თითქოს ,მაგრამ სიცილი არ დასცალდა. ამჯერად ხელის კვრას არ დასჯერდა ისე დაარტყა იატაკზე დავარდა . ვერ აშორებდნენ სანამ ნერვიულობისგან და ნანახისგან შოკირებულმა თუთამ გონება არ დაკარგა და იქვე არ ჩაიკეცა.
ქაოსი დარჩა და შექმნილ არეულობაში დუდას მეგობრები აგვარებდნენ ყველაფერს სანამ ბიჭი თუთას აფხიზლებსა
_გამოფხიზლდი თუთა... თვალები გაახილე გულს ნუ მიხეთქავ _ ჩუმად ელაპარაკებიდა და ხელებზე უჭერდა თითებს იქამდე სანამ თვალები არ გაახილა. მერე ჩაეხუტა და იქედან ისე წაიყვანა მის ზურგს უკან აღარავინ დაუნახავს თუთას _ყველაფერი მორჩა ... არაფერია _ გარეთ გასვლისას ტირილის ახალი ტალღა დაეწყო ,დუდას მკლავებში მოქცეული ქვითინებდა. შემდეგ მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ, დუდას ჰყავდა ჩახუტებული და სანდროც მდუმარედ მართავდა მანქანას.
_წავაშლევინე ვიდეოები ... დათა დარჩა კიდევ და არ გავრცელდება. ლაივში ვეკუა გასულა,მაგრამ მალევე გავათიშინეთ . ბიჭები დაალაგებენ ,არ ინერვიულო რა _ სანდრო მათზე უფროსი იყო ,დუდას ბევრი სანდო მეგობარი ჰყავდა.
_აღარ იტირო ,ხომ გესმის ყველაფერი მოგვარდა. გიორგიმ რო გაიგოს ყველამ იცის რომ შენ არ დაგიწერია და არ გაგიბრაზდება
_ყველა იჭორავებს... არ მომასვენებენ
_გავიგებ ვინ იყო
_ჩემ გამო რატომ იჩხუბე და აჩხუბებ ბიჭებსაც. როგორ მოვისვენო როცა ვიცი რომ პრობლემები შეგექმნათ
_შენ გამო კი არა სიმართლის...შენ რა დამნაშავე იყავი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი მეგობრები სიმართლეს იცავენ და მორჩა. ხვალ გამოფხიზლდება ის ნ.ბიჭვარი და მისი საძმაკაცოც და უკან წაიღებენ ყველა სიტყვას. შენ არ ინერვიულო _ცრემლებს უმშრალებდა და ვერც იაზრებდა ისე ეფერებოდა ,თავზე კოცნიდა სარკიდან სანდროს მზერა რომ დააფიქსირა და ჩუმი ჩაცინება დაინახა.
_ვის უნდა მოეფიქრებინა ეს სისაძაგლე იმაააც ვერ ვხვდები... ვის საქმეში ვერევი. ჩემთვის ვარ ,ვსწავლობ და მივდივარ. აღარც ვეკონტაქტები და არც ვპასუხობ მაგათ კომენტარებს, რა უნდათ
_გეფიცები გავარკვევ და იმაზე მეტად შევარცხვენ ვიდრე შენ დღეს...
_მეტად აღარ ჩაერიო გთხოვ...სულ ჩემ გამო იქმნი პრობლემებს და ესენი ისეთი არაადიამიანები არიან შენც რამეს დაგიშავებენ. მეარავინ ვარ თუ იჭორავებენ და შენ მომავალზე იმოქმესებს ყველაფერი. მთელი ქვეყანა გაგიცნობს მალე და არასწორი იმიჯი არ უნდა შეგექმნას_ გასწორდა,ცრემლები შეიმშრალა და მაკიაჟის შესწორება დაიწყო.
_მე გადავწყვეტ რა ვქნა და რა არა...
იმ დროს ვერ წარმოიდგენდნენ ყველაფერი უკუღმა თუ დატრიალდებოდა და დამნაშავის ვინაობის გაგების შემდეგ დუდას გაჩუმება მოუხდებოდა. მის გამო მოხდა ყველაფერი და ამას ვერ ეტყოდა გოგოს რომელიც ისედაც სულ ბრაზობდა მასზე,მაგრამ დიდხანს არ დაიმალა ამბავი.
_ჩემ გვერდით არ დაჯდე !
_რა ხდება ამჯერად
_ვიცი ყველაფერი
_რა ყველაფერი... გაკვეთილზე ვაგვიანებთ წამოდი
_არ ვიცი რატომ ჰგონია ყველას რომ შენ და მე ახლოს ვართ ერთმანეთთან და ჩემზე რატომ ეჭვიანობს ყველა შენი ქრაში ,მაგრამ მე დავიღალე. სხვაგან გადაჯექი ან მე გადავჯდები და არ მეკონტაქტო საერთოდ . გემუდარები სულ ერთი თვე დარჩა სკოლის დასრულებამდე ,ეროვნულებს ჩავაბარებთ და მერე იმედია ერთ უნივერსიტეტში არ მოვხვდებით,ასეც რომ მოხდეს მაინც აღარ შევხვდებით. მომაშორე შენი გოგოები და მომშორდი შენც
_ჩემი არცერთია და მე რატომ უნდა ვაგო მათ სულელურ ქცევებზე პასუხი გამაგებინე ...
_რა გინდა ჩემგან ... ჩემზე ჭკვიანი ხარ,ჩემზე მაღალ ქულებს იღებ და მეცადინეობაც არ გჭირდება. დამირეკე როცა რამე ინფორმაცია დაგჭირდება და მორჩა. სკოლის ტერიტორიაზე ნუ მომიახლოვდები !
_ნუ იქცევი მშიშარა გოგოსავით
_მშიშარა რომ ვარ აქამდე არ იცოდი? მშვიდად მინდა ყოფნა ,ამ ადამიანებთან მერე საერთო არაფერი მექნება და ახლა უბრალოდ უნდა ავიტანო . მაგათთან ჩხუბში ჩართვას აღარ ვაპირებ
_იქნენ იმაზე ბრაზობდა რომ მაღალი ქულები აიღე და არა იმიტომ რომ მე ვმეგობრობ შენთან
_რომელი მაღალი ქულა თვითონ მითხრა ჩვენ ყველას გვაიგნორებს და შენნაირ ღორთან რა უნდა ვერ გავიგეო. იმათ მემგონი სულ სხვა რამე ჰგონიათ და ეგ მაგიჟებს,როგორ წარმოუდგენიათ რომ ამდენ ლამაზ გოგოში მე მოგწონვარ. სისულელე ! იდიოტები არიან და რომ ვეუბნებოდი გიჟდებოდნენ
_იქნებ უტვინო და უგულო არ მიზიდავს არავინ და ჩემი სილამაზის სტანდარტები მაქვს ... ამაზე რომ იფიქრო არ გინდა?
_სისულელეებს ნუ მიედ_მოედები. დამდე პატივი და გაითვალისწინე რაც გითხარი . მე გადავჯდე თუ შენ წახვალ
_მე _ ზურგი აქცია სახეწაშლილმა და მას მერე დიდხანს არ დალაპარაკებია.
..........
სახლში ბოლო დროს უფრო მეტად ჩხუბობდნენ ვიდრე ოდესმე და ამჯერად დედა იყო ინიციატორი. საძინებლიდან მისი ხმა უფრო დიდხან ისმოდა ვიდრე მამის და ბოლოს საერთოდ გაგიჟებული გამოვარდა ოთახიდან
_თქვენი ნივთები ჩაალაგეთ მივდივართ... უცებ !
_სად მივდივართ ...
_გააკეთეთ რასაც ვამბობ ! თუ გინდათ ჩემთან ყოფნა თუ გიორგისთან რჩებით თქვენი ნებაა დიდები ხართ უკვე _ თუთას გული რომ შეეკუმშა ქალის ამღვრეული თვალების და შეშლილი სახის დანახვისას ტკივილმა დიდხანს აღარ გაუარა. ყველაზე მეტად უკვირდა მამა როგორ არ ეღობებოდა წინ ,როგორ დარჩა საწოლზე მჯდომი და როგორ არ ამბობდა არაფერა _ნინი მთელ ჩემოდანს ნუ კრავ _ ხელჩანთა ეჭირა ბაიას მხოლოდ.
_ესაა ჩვენი დასასრული ?
_შენ დაასრულე თორემ მე რა გავაკეთე ამ ოჯახის შენებისთვის ყველაფერი გავიღე ... შენ დაანგრიე ერთი ხელის მოსმით ! ჩემთან დარეკვაც არ გაბედო
_სად მიგყავს ბავშვები არ მეტყვი?
_ეკასთან _ ეკაო რომ გაიგო უარესად გახდა. მთელი გზა ლოცულობდა ნეტავ დეიდაშვილი ეკა იყოსო,მაგრამ ტაქსი დუდას სახლთან გაჩერდა. ეზოშივე შეეგებათ ქალი და მოეხვია მეგობარს. ტირილის უფლებასაც ვერ აძლევდა თავს,არ უნდოდა დედა აენერვიულებინა. ნინი მაშინვე გოგონებს დაეკონტაქტა და თავისი უდარდელობით განაგრძო საღამო.
ყველანი სახლში იყვნენ , დუდას მამა კრაკლიც და დები ,ლილე და ელენაც,მაგრამ თვითონ არ ჩანდა. საძინებელი აჩვენეს და ერთად დარჩნენ სამივენი . საუბარი ამჯერად ნინიმ დაიწყო
_განქორწინებაზე ნამდვილად თანახმაა?მორჩა ხელს მოაწერთ და დაგშორდება?
_რაღაც უნდა იცოდეთ ...
_მამას საყვარელი ორსულადაა,ის მოჰყავს ცოლად და იმიტომ არის თანახმა განქორწინებაზე ხომ? _ ნინიმ იცოდა,თუთამ არ და ყურებს ვერ უჯერებდა. გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა ,ისევ ისე მძაფრად და გაიქცა კიდეც სააბაზანოსკენ. ბოლო დროს თავს ვერაფერს უხერხებდა,სტრესის დროს ღებინება ეწყებოდა და იქამდე თუ უბრალოდ შეგრძნება ჰქონდა ახლა სუნთქვაც უჭირდა. საკუთარ თავს სარკეში უყურებდა და უნდოდა გამქრალიყო. დაევიწყებინა ყველა და ყველაფერი ირგვლივ .
_ კარგად ხარ?
_იმდენ რამეს ჭამს მოიწამლა ალბათ...პატარა ძამიკო გვეყოლება არ გიხარია? დედაც გათხოვდეს და დავბალანსდებით
_დედა არ გათხოვდება და ნუ ბოდავ რაღაცებს. მამა იმ ქალს ცოლად არ მოიყვანს
_აბა რატომ დაშორდა დედას ,ჭკვიანო... ბავშვზე ნაბიჭვარს ხომ არ დააძახებინებს ძლივს ბიჭი გააკეთა . ცოლადაც მოიყვანს და ფეხებსაც დაუკოცნის
_იქნებ უყვარს ის ქალი ... უბრალოდ უყვარს და ყველაფერი დასრულდება. შენც გათავისუფლებს
_არ მაინტერესებს...მე უკვე დავსრულდი როგორც ქალი და მთელი ჩემი ცხოვრება წაიღო . ახლა თქვენ გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს. თქვენთვის გავაკეთენ ყველაფერს და იმისთვის რომ სიბერეში მაინც ვიყო მშვიდად,ისე როგორც მინდა უფროსების,ჭკუის დამრიგებლების და განკარგულებების მომცემი ხალხის გარეშე. სიყვარული არ ყოფილა ჩემი ცხოვრებისთვის,მეგონა მიყვარდა ,ისე იქნებოდა როგორც წიგნებშია
_სიყვარული არ არსებობს,არსებობს ფული და შესაძლებლობები რომლებიც ფულს მოაქვთ. აი ეს გენიოსი კი ვერასდროს გახდება მდიდარი იმიტომ რომ სულ სხვისთვის იმუშავებს,უამბიციოა ,საცოდავი. შენ გგავს , ემორჩილება ყველას და ყველაფერს. მე კი არ ვაპირებ მოგბაძო და შეგიძლია მშვიდად იყო,პირველ შეყვარებულს ცოლად არ გავყვები
_ასეთი უდარდელი როგორ ხარ... ყველაფერი დაგვენგრა
_რა გქონდა ასეთი დანგრევა რომ განაღვლებს...უფრო ადრე რომ მომხდარიყო უკეთესი იქნებოდა. დედა უკვე დიდია და მეორედ გათხოვებას არ ვიცი როგორ შეძლებს თავისი აზროვნებით და სტილით
_ეს გაქვს სადარდებელი დედა რომ ვერ გათხოვდეს?
_ბედნიერი უნდა იყოს და მამაჩემთან აშკარად არ იყო ,არც მარტოობაა ბედნიერება. შენ ვერ გაიგებ რას ვამბობ შენ უაზრო ფიქრებში ხარ ჩაძირული
_მე ვარ უაზრო ფიქრებში და შენ გაქვს აზრები ჭკვიანური
_გეყოფათ ახლა მაინც ნუ ჩხუბობთ...
_აქ რამდენხანს დავრჩებით ?
_სანამ ბინას არ ვიყიდით ...
_ბინას როგორ ვიყიდით
_იტალიაში წავალ ...ლია მიპოვის სამსახურს. თან წაგიყვანთ ან უკან დავბრუნდები. მამათქვენთან ერთად ერთ ქალაქში ცხოვრება არ შემიძლია, ყველა ნაცნობი ,ყველა ადგილი ... ყველგან გადავეყარო შეიძლება მაგას და მის ცოლ_შვილს. სკოლას დაამთავრებთ ცოტა დარჩა . მეც მოვეწყობი და ჩემთან წამოხვალთ...
_შენ მიდიხარ,მასთან ჩვენ სახლში სხვა ქალი იცხოვრებს და იქ ერთ ღამესაც არ დავრჩები. სკოლა უნდა დავამთავროთ და იქამდე მათთან უნდა ვიყოთ... ყველაფერი გასაგებია
_ანუ რამდენიმე თვეში იტალიაში გადავცხოვრდებით... იტალიურის სწავლა უნდა დავიწყო. მე ჩემ სახლში მირჩევნია ვიყო და იმ ვიღაც ბ.ზს ცხოვრება გავუმწარო ამ რამდენიმე თვეში . როდის მიფრინავ,ბილეთების ფული გაქვს?
_ლია მიგზავნის ... ვიყიდე უკვე . ერთ კვირაშია ფრენა
_ასე უცებ?
_დასაკარგი დრო არ მაქვს ... ნულიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი
_შენ თუ ასე უფრო მშვიდად იქნები,მე ვერაფერს ვიტყვი. როგორც შენ გინდა ისე გავაკეთებთ
_მე მინდა რომ აქ დარჩეთ . მშვიდად ვიქნები მამათქვენთან მიდით ხოლმე რომ არ გაგიჟდეს მთლად,მაგრამ ახლა ისეთ ემოციებშია გადართულია მაგის გონება და სანამ მოიცლის ჩვენთვის იქამდე უნდა მყარად ვიდგე . არ გააბრაზოთ და არ გააგიჟოთ
_გასაგებია,ნინოს უთხარი ეგ
_მისი საოცნებო ბიჭის დედას უნდა ვეკეკლუცო ახლა? იქნებ არც არის მისი , ვიღაც ბ.ზი მოჰყავს ჩვენს სახლში და მშვიდად უნდა ვიყოთ და უნდა გვიხაროდეს რომ შანსი მოგეცა მისგან თავის დაღწევის?
_შენ გგონია ისე ოდესმე დამშორდებოდა?
_არ ვიცი,იქნებ არც ისეთი კარგი ცოლი იყავი და იმიტომ ჰყავდა სულ საყვარელი ,არ გესმოდა და იმიტომ იყო სულ გაღიზიანებული. სულერთია ახლა , არც აქ ყოფნა მაწუხებს და არც იტალიაში წამოსვლა ,აქაურობისგან შორს ყოფნა და ახალი ცხოვრების დაწყება მიქმნის პრობლემას. ყველაფერი ისედაც მოსაწყენია,მეტი თავისუფლება მექნება თუთას არაფერი უთქვამს. მისი გონება ერთბაშად მიღებულ ამდენ ახალ ინფორმაციას იაზრებდა და ყველა მათგანი სათითაოდ ქმნიდა ჭრილობას. დედა წავიდოდა, სტუმრის სტატუსი უნდა ჰქონოდა თვეების განმავლობაში დუდას სახლში შეკედლებულს, მამას ცოლი მოჰყავდა და მესამე შვილს ელოდა, ქვეყნის დატოვება მოუხდებოდა , უცნობ იტალიაში გადასახლება და ყველაფერი მშობლიურის მიტოვება. უნდა მოეთმინა,უნდა გაეძლო და ნულიდან დაეწყო იმ დასაწყისით, რომელიც ისევ არ იყო მისი არჩევანი.
......
თვალი ვერ მოხუჭა. შუაღამე იყო ის კი აივანზე გავიდა, ეზო ლამაზად ჰქონდათ მოწყობილი. ყვავილების სუნი ერეოდა ჰაერს და გავიწყებდა ყველაფერს. თბილისში არ ცხოვრობდნენ, სააგარაკო სახლში იყვნენ გადასახლებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და იქედან დადიოდნენ ქალაქში. იქაურობა ნამდვილად სიმშვიდეს ასხივებდა,მაგრამ თუთასთვის საკმარისი არ იყო.
_სიცივეა _ პლედი მოახვია დუდამ და მის გვერდით დადგა _ვწუხვარ შენების გამო
_მე კიდევ იმის გამო ვწუხვარ რომ მაინცადამაინც შენთან მომიხდა თავის შეფარება
_შენ კი დაიჯერე რომ მტრები ვართ,მაგრამ მე ასე არასდროს ვფიქრობდი და თქვენთვის ამ სახლის კარი სულ ღია იყო _წვენის ჭიქა გაუწოდა , თუთა შემდეგ მიხვდა რომ აივანზე გამოსასვლელი მეორე კარი მის საძინებელზე გადიოდა. ვინ იცის რამდენხანს უყურებდა და მერე მიიღო მისვლის გადაწყვეტილება
_სულ ცოტა დარჩა და სკოლა დასრულდენა მერე ჩვენც წავალთ . დიდხანს არ შემოვიჭრებით _მისკენ არ იყურებოდა. ბაღს გადაჰყურებდა და გრილი ნიავი ედებოდა ცეცხლმოკიდებულ კანზე.
_ყველაფერი გაივლის ... უმიზეზოდ ცხოვრებაში არაფერი ხდება და ეს ნაბიჯიც ალბათ რაღაც დიდ საქმეს ემსახურება. ნუცა ძლიერი ქალია , ყველაფერს გაუმკლავდება და თქვენც სხვა ცხოვრებას დაიწყებთ... შევიდეთ თორემ გაიყინები. აქ ღამით ისევ ცივა ჯერ კიდევ გაზაფხულია _ხელი ჩაკიდა და საძინებელში შეიყვანა. თუთას წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ ჰქონდა. სიმშვიდეს ეძებდა და ეს სიმშვიდე დუდასთან იყო. მისი პირადი სივრცე იქამდე ნანახი არ ჰქონდა. საკმაოდ დიდი ოთახი ჰქონდა, ყველა კუთხე მოწესრიგებული ,სისუფთავის სურნელი ტრიალებდა ირგვლივ . საწოლის ერთი ნაწილი არეული იყო,რა თქმა უნდა იმ დროს საწოლში იყო და თუთას გამო არ დაიძინა.
_დილით არ უნდა ივარჯიშო ?
_ყოველ დილით არ ვვარჯიშობ... მალე მაინც წავალთ შეკრებაზე ბაკურიანში. _ ლეპტოპი აიღო და საწოლზე დაჯდა _ ფილმი იდეალური ვარიანტია ცხოვრებიდან გასასვლელად და სხვის პრობლემებზე გადასასვლელად
_ამისთვის ჭორაობა მოიგონეს ქალებმა
_არა მხოლოდ ქალებმა, კაცების ჭორაობა არ იცი შენ ... ყველა ინფორმაციას ფლობენ
_თუ ფლობთ _გაეღიმა , დუდას შეეძლო მხოლოდ მისი ყურადღების გადატანა .
ფილმის სათაურიც არ ახსოვდა, ისე ჩაეძინა საწოლის თავს მიყრდნობილს. გრძნობდა როგორ შეუცვალა პოზიცია დუდამ, დახურა ლეპტოპი და გადააფარა საბანი. სხვის საწოლში ძილი არ შეეძლო,სხვის სუნს თუ იგრძნობდა თვალს ვერ მოხუჭავდა . ახლა კი დუდას ბალიშზე ჩახუტებულს ეძინა მის გვერდით და გონება პროტესტს არ გამოთქვამდა. სულ ერთი ბრუნი გახდა საკმარისი იმისთვის რომ დუდას მოხვეოდა .ჩაეძინა მის გვერდით ,მასთან ჩახუტებულს შემდეგ კი გონებაში თავიდან გაჩნდნენ ფიქრები,ბორკილები რომლებიც სურვილებისგან შორს

იჭერდნენ მუდამ . ჩუმად უყურებდა მძინარეს მისკენ რომ ჰქონდა თავი შებრუნებული,არც ზედმეტად ეხებოდა და არც შორს იყო. სიბრალულს მიაწერა მისი ქმედება, სიყვარულს ვერ დაიჯერებდა ,არ მიაჩნდა თავი სიყვარულის ღირსად თანაც მისგან ,ბიჭისგან რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდა და რომელიც უყვარდა თავდავიწყებით. შეხებაც ვერ გაბედა, შევაწუხებო ფიქრობდა და კოცნაზე გაფიქრებაც კი არ უნდოდა. არადა მისი ნება რომ ყოფილიყო სამყაროს ბნელ ფერებს მოწყდებოდა და მის გვერდით დარჩებოდა სამუდამოდ.
თავისი საბანი ფრთხილად გადააფარა და ოთახიდან გაიპარა. ნინის გვერდით არ დაწვა მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ დიდი ადგილი იყო თავისუფალი. ბალიში აიღო და ხალიჩაზე მოთავსდდა. ისევ გრძნობდა დუდას სუნს და ენანებოდა გასაშვებად.
გათენდა,მაგრამ არ უნდოდა ამ დღის დაწყება. ეშინოდა იმ ცხოვრების რომელიც წინ ელოდათ,რცხვენოდა სხვასთან შესახლების გამო. ეშინოდა იმის რაც დაშორებას მოჰყვებოდა, დარწმუნებული იყო მამა ასე იოლად არ გაუშვებდათ. ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა იმ გზის გარდა რაც ნუცას ჰქონდა არჩეული. სოფელში წავიდოდა მშობლებთან და ძმასთან?მათთან გადასახლება მოუწევდათ? იმ სახლში ისედაც იმდენი ადამიანი ცხოვრობდა თანაც არც ისე ხელგაშლილად. დაიმატებდნენ სამ ადამიანს ? სხვაგან სად ჰქონდა წასასვლელი .
ნაბიჯების ხმა გაიგო და მაშინვე წამოდგა,ბალიშიც საწოლზე დადო არ უნდოდა დედას იატაკზე დაწოლილი ენახა და ენერვიულა. ნინოს ისევ ეძინა .
_გამარჯობა დე
_გამარჯობა _ ქალი იღიმოდა და ეს ღიმილი უკვე მერამდენედ იყო ყალბი.
_ჩამოდით დე,საუზმეზე სხდებიან და უხერხულია _ ნინის აკოცა ,გააღვიძა _სააბაზანო დერეფნის ბოლოშია,უცებ მოწესრიგდით რა გთხოვთ
_მოვდივარ ... ხუთი წუთიც და გამოვალ
ნატრობდა დუდას არ გადავეყაროო, არ უნდოდა ვინმეს გაეგო მის გვერდით რომ ეძინა იმ რამდენიმე წუთს. სამივე ერთად ჩავიდნენ ქვემოთ. სამზარეულოში შესვლისთანავე მოხვდა თვალში დუდა , დედას რომ ეხმარებოდა და ხელში ჰყავდა უმცროსი დაიკო.
_დილამშვიდობისაა _ნინოს თითქოს არაფერი ჰქონდა პრობლემა, ელენეს ისე მიუჯდა გვერდით და ჭორაობა დაიწყო . თავი უსკდებოდა და ამ ხმაურშიც ისევ დუდას ყურება უნდოდა, ბავშვი რომ არ შორდებოდა, ჩახუტებული ჰყავდა და ისე მშვიდად ასაუზმებდა. თუთასკენ ერთხელაც არ გაუხედავს ზედმეტად,არაფერი უთქვამს და არც კი უხსენებია გასული ღამე.
სკოლაში ერთად წავიდნენ და მხოლოდ შემდეგ დაელაპარაკა
_ჩემ წიგნს მოგცემ ... მე ლადო მათხოვებს _ ჩანთა გახსნა და წიგნები მიაწოდა ახალ რვეულებთან ერთად. _დავალების პასუხებს დაწყებამდე დაწერ თუ ისედაც ვერ გაიგე და გადაგაწერინო_ სხვა დროს მწარედვე უპასუხებდა,მაგრამ იმ წამს გამოსაფხიზლებელი რომ იყო მიხვდა და კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა
_წამოვიღე ყველაფერი
_სერიოზულად? სახლიდან წამოსვლის დროს წიგნები და რვეულები წამოიღე?
_ერთადერთი რაც გამაჩნია ცოდნაა და ცოდნის მიღების საშუალებები. ტანსაცმელი გაირეცხება და ისევ ჩაიცვამ.
დუდა მის გვერდით აღარ იჯდა და იმ დღეს განსაკუთრებით ინანა . გვერდით მყოფმა თავი რომ მოაბეზრა ,ცუდად ხდებოდა უკვე მოულოდნელად რომ დაადგა თავზე ბიჭი
_გამიცვალე ადგილი ... დროულად _ ბიჭი გადავიდა და თავად დაჯდა მის სკამზე. ფარივით იცავდა ყველაფრისგან და ყველა ამ მომენტის გააზრებისას ტირილი უნდებოდა.
რეპეტიტორებთან მისვლის შემდეგ მთლიანად ძალაგამოცლილს საერთოდ დაავიწყდა სად მიდიოდა. გზა აერია და დააგვიანდა. იმდენად დააგვიანა ,დუდას ვარჯიშიც კი დასრულებული ჰქონდა
_სად ხარ
_არ ვიცი ... სადღაც ქუჩაში ვზივარ . წინ დიდი მწვანესახურავიანი სახლია
_არსად წახვიდე გიპოვნი _დაღლილი იყო , ვარჯიშის შემდეგ ჭამის და დასვენების გარდა არაფერი უნდოდა და მთელი დასახლება შემოიარა თუთას პოვნამდე. წვიმდა უკვე მასთან რომ მივიდა
_ჩქარა წავიდეთ თორემ დასველდები
_ქოლგა მაქვს ... დედაშენმა ჩამიდო ჩანთაში _ ფერადი ქოლგა გაშალა და ხელი მაღლა ასწია ,მაგრამ ვერ დააფარა ნორმალურად
_მომეცი მე დავიჭერ
_მაპატიე ... _ქუჩაში მიდიოდნენ ჩუმად რომ უთხრა
_არაუშავს ... გცივა?მალე მივალთ
_ვერ ვხვდები როგორ ამერია გზა.. ვფიქრობდი და დამავიწყდა საით უნდა წაამოვსულიყავი
_აქ რომ გადმოვედით მეც მიჭირდა ორიენტირება... თუ მანქანით არ ვიყავით. დედამ აიჩემა ქალაქი გადაივსო და გადავიდეთო თორემ მე მშვენივრად ვიყავი ბინაშიც. მამას ხელფასი მთლიანად ამ სახლის გამო აღებულ ბაანკის ვალში ირიცხება,პლუს ბებიას გამოგზავნილი ფული და მე ნორმალურ გუნდში ვერ ვხვდები რომ ხელფასი მქონდეს _ საკუთარ პრობლემებზე არასდროს საუბრობდა ან თუთა იყო ყოველთვის ისეთი უხეში რომ შეუძლებელი იყო _ბებო კი ამბობს ჯერ ახალგაზრდა ვარ და აქ მშვენივრად ვგრძნობ თავსო ,მაგრამ სხვისი ბავშვების მოვლის ნაცვლად საკუთარ შვილიშვილებს რომ ეფერებოდეს მგონი სჯობს. დედაჩემის სურვილებს საზღვარი არ აქვს ...
_ყველა ქალის ოცნებაა დიდი ლამაზი სახლი ,სიმშვიდე და სიყვარული ... ირაკლის გვერდით ყველაფერი ჰქონდა და სახლი აკლდა . დარწმუნებული ვარ გაუმკლავდებიან და ტყუილად ნერვიულობ. შენი შემოსავლები რამდენიმე წლის შემდეგ იმაზე მეტი იქნება ვიდრე ახლა წარმოგიდგენია
_მე რომ ხისთავიანი სპორცმენი ვარ?
_თუ ღმერთი გწამს...შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ ნებისმიერ სფეროში წარმატებული იქნები რაც არ უნდა გადაწყვიტო ,ბაყბაყ დევო
_ღმერთოო ჩემოო არ მჯერა რომ აღიარე _ თუთას მიბაძა და თვალები აატრიალა
_ჩემზე ჭკვიანი არ ხარ თორემ სხვა ყველას აღემატები _ წარბი მაღლა აზიდა ,მაგრამ სიცილის შეკავება ვერ შეძლო. უკვე აღარ წვიმდა და ცაზე ცისარტყელა ჩანდა _ლამაზია_დუდამ ქოლგა რომ დახურა შეჩერდა და მაღლა იყურებოდა
სახლის ჭიშკართან იდგნენ უკვე. ნინიმ არ ადროვა და მაშინვე დაუძახა. მხოლოდ საკონტროლოს წინ ახსენდებოდა საქმეები.
_შეგიძლია ჩემი ოთახი გამოიყენო სამეცადინოდ . მე მაინც გვიან ვიწყებ მეცადინეობას ან დილით ადრე .
_მადლობა ... ბაყბაყ დევო
_დუდაააა მოვიდააა _ ლილე მისკენ გაიქცა და ბიჭმაც ყურადღება ბავშვზე გადაიტანა .
..............
დედასთან განშორება არ უნდოდა,ერჩივნა სკოლაც გაეცდინა და რეპეტიტორებთანაც არ წასულიყო ,მის გვერდით გაეტარებინა მთელი დარჩენილი დრო,მაგრამ არ გამოუვიდა . ბოლოს ავტობუსში იჯდა წიგნით ხელში და ცდილობდა ყურადღება გადაეტანა .
ავტობუსის გაჩერებიდან სკოლამდე ფეხით მიდიოდნენ . ნინი და ელენე საოცრად უგებდნენ ერთმანეთს. დუდას გვერდით სიარული არ უნდოდა, ჩამორჩა და სულ უკან მიდიოდა . იქედან უყურებდა ნინი როგორ არ ჩუმდებოდა და ორივეს როგორ ელაპარაკებოდა. ისიც გაიგო ელენემ რომ თქვა დაველოდოთო და წამსვე უპასუხა ეგ საერთოდ ეგრე ნელა მოგორავსო,ჩქარა სიარული არ შეუძლია მერე ქოშინებსო. თავდახრილმა განაგრძო გზა,ნინისთვის არ ეცალა და არც მისი სიტყვები ტკენდა გულს უკვე.
_მეეჭვება ამ ფეხსაცმლით შენ დადიოდე სწრაფად ნინო_ სულ ნინოს ეძახდა მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ უთხრა ნინი დამიძახეო .
_ბიჭებს რა გენაღვლებათ ბოტასებით დადიხართ სულ
_მინდა გაცნობო,რომ ქალებისთვისაც არსებობს სპორტული ფეხსაცმელი
_კი ჩემ დას აცვია სულ ,სხვა ფიზიკურად არაფერი ერგება და ქუსლი ალბათ ვერც გაუძლებს მის წონას . სასაცილოც იქნება წვრილ ქუსლზე ამხელა ტანით _მისი სიცილის ხმა ესმოდა და ისევ აიგნორებდა. ყურსასმენები ეკეთა ,მაგრამ სიმღერის მოსმენაც ეზიზღებოდა და ყველაფერი ესმოდა მათი დიალოგიდან
_ჭკვიანი იქნებოდი შენ დას რომ ბაძავდე და მისგან განსხვავებულად ყოფნას არ ცდილობდე,მაგრამ აშკარად ვერ გამოვა
_ღმერთმა ასე გადაანაწილა ჭკვიანი ის არის მე კიდევ სილამაზე მიძღვნა და სულ არ მჭირდება მასსავით ღამეები ვათენო სწავლისთვის რომელიც ან გამომადგება ან არა. დედაჩემმა რომ ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა ხომ რას ამბობ შემოსავალს ვერ აუდის.
_სკოლის გზა ზედმეტად პატარაა იმისთვის შენ მე რომ აგიხსნა რას ვგულისხმობ და მითუმეტეს შენი გონების გახსნისთვის დრო დავკარგო. მშვიდ დღეს გისურვებ პატარავ _ ელენას თავზე აკოცა და როგორც კი მიმართულება შეიცვალეს მაშინვე მიუბრუნდა თუთას _ არ მესმის რატომ უთმენ ამდენს ამ პატარა თავხედს
_რამე მითხარი?_ ყურსასმენი მოიხსნა
_შესანიშნავად გაიგე რაც გითხარი... ცუდ ხასიათზე რომ ხარ მუსიკის ხმაც გაღიზიანებს _ ჩუმად ჩაილაპარაკა და წინ წავიდა _ მე დღეს ვარჯიში მაქვს... იპოვნი სახლს უჩემოდ თუ შენი ორიენტირების უნარით დღესაც დაიკარგები ... თითქოს ისევ სვანეთში ვართ
_შენი ბრალი იყო რომ დავიკარგე იმ დღეს
_მე გადაგარჩინე და მე მაბრალებ? უმადური რომ იქნები ადამიანი...უნდა შეეჭამე სვან მგლებს
_რომ არ გეპოვნე დავისვენებდი ყველაფრისგან _ჩუმად თქვა,მაგრამ დუდამ მაინც გაიგო და გაბრაზებული მიუბრუნდა
_ბოდავ ,სჯობდა გამოგეძინა იქ სადაც იყავი და ახლა ასეთი გათიშული არ იქნებოდი
_ასეთი მზერით ნუ მიყურებ. ვერ ვიგებ გეცოდები თუ გაბრაზებ თუ გაღიზიანებ
_ხომ გეუბნები, აზრზე არ ხარ
_სხვა კიდევ რა,გამომრჩა რამე?
_საერთოდ არ გითქვამს მთავარი რაც ჩემ თვალებშია
_ზღვისფერი რომ გაქვს თვალები და გიბრჭყვიალებს ვიცი,ფერებს ვარჩევ
_ფერებს კი არჩევ გრძნობებს ვერ და სულ არ მიბრჭყვიალებს ,სხვებსაც რომ ვუყურებ მაშინაც თუ დამაკვირდები არ იქნება ურიგო
_შენი დაკვირვების დრო რომ მექნება აი მაგ მომენტში ნამდვილად უდარდელი იქნება ჩემი ცხოვრება . რა დასაკვირვებელი შენ ხარ საერთოდ _წინ გადაასწრო,მაგრამ რა აზრი ჰქონდა . დუდა ისევ მის გვერდით იჯდა
..............
ერთი კვირა იმაზე სწრაფად გავიდა ვიდრე წარმოედგინა. გონს რომ მოვიდა ყველანი ერთად აეროპორტში იყვნენ . ისედაც ცუდად იყო ,მაგრამ მამა რომ დაინახა მზერა დაებინდა
_სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამათი სიყვარულის ისტორია გაგრძელდება... _ ეკას ხმა ესმოდა ,საოცრად დიდი რომანტიკოსი იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა რეალურად. ირაკლი იმდენად განსხვავდებოდა გიორგისგან.
რამდენიმე წუთს საუბრობდნენ , იქამდე სანამ ნუცა ტირილამდე არ მივიდა და ვერ ხვდებოდა რა იგრძნო როცა გიორგიმ ჩაიხუტა . წამით ისიც კი იფიქრა შერიგდნენ და უკან დავბრუნდებითო,მაგრამ მხოლოდ დამშვიდობება აღმოჩნდა.
გიორგიმ თავზე აკოცა , კიდევ რაღაცას ეუბნებოდა და შემდეგ მათ წინ აღმოჩნდა.
_ბავშვები თქვენთან იქნებიან...მადლობა ყველაფრისთვის _ ირაკლის ხელი ჩამოართვა, ეკას მიესალმა და მერე მოეხვია შვილებს. სულ ორი წუთი ჰყაბდა ჩახუტებული და იმ ორ წუთში იგრძნო მთელი მისი ტკივილი და დარდი,საკუთარი შეცდომებით დამძიმებული მიაბიჯებდა და უშვებდა საყვარელ ქალს.
დედის გარეშე არ ახსოვდა დაწყებული დღე.არავისთან მიდიოდა თუ ნუცაც იქ არ იყო და ახლა რამდენიმე თვე უნდა გაეტარებინა მისსი ჩახუტების,სითბოს გარეშე. ნინისთვის უნდა გაეძლო და დუდასთან სახლში შეკედლებული დარჩენილიყო.
_სულ ცოტა მოითმინეთ დე და გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება ... მიყვარხართ-ტიროდა,როგორ შეიძლებოდა ცრემლები შეეკავებინა. ნინიც კი უნიღბოდ დარჩა,იქამდე თუ სულ ლაპარაკობდა მერე გაჩუმდა და ბოლოს ქვითინებდა ეკასთან ჩახუტებული. მზერა დაბინდული ვეღარაფერს ხედავდა,ფეხები ეკეცებოდა დუდამ რომ ჩაიკრა გულში
_ძალა მოიკრიბე ...
უნდოდა სუსტი ყოფილიყო,უნდოდა ჭირვეული ბავშვი გამხდარიყო რომელიც არავის ითვალისწინებს საკუთარი თავის გარდა. დუდასთან უნდოდა თავშესაფარში შეხიზნულივით დარჩენა ,ამიტომ ერიდებიდა,ამიტომ ეჩხუბებოდა,ამიტომ ექცეოდა მეტოქესავით რომ იცოდა ახლოს ყოფნის შემდეგ დაშორება უფრო ატკენდა.
ორნი იყვნენ მათ ოჯახში ,მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობდა თავს მიუხედავად იმისა რომ მაქსიმალურად კომფორტულად აგრძნობინებდნენ თავს.
სუფრასთან ისხდნენ ყველანი ერთად.
_გიორგიმ დამირეკა... ბავშვები გამოვიდნენ იქნებ ამ შაბათ კვირასო . თქვენ არ გესაუბრათ?
_მე არ ვპასუხობ ... გაბრაზებული ვარ_ ნინიმ თქვა და ჭამა განაგრძო
_მე ველაპარაკე ,მაგრამ მერე მუსიკაზე შევდიოდი და გავუთიშე
_ენატრებით ... იქნებ ცოტახანს გახვიდეთ . ცოდოა
_ცოდოა?მეტი არ მინდა მიღალატო,ბავშვებს თვალით არ გაჩვენებ და გყავდეს მერე შენი საყვარლები _ ეკამ ისე უთხრა თითქოს რეალურ ფაქტზე ბრაზობდა
_რატომ იცი ასე ლაპარაკი ამდენი წელია... თითქოს შენი მუქარა გამაკავებს რომ მინდოდეს . მამაა და მეცოდება ,ენატრება ბავშვები თუ მოღალატე კაცებს შვილები არ უყვართ ... ნუცა ენატრება_თქო ხო არ მითქვამს და ნუცასთვის ხომ არ მითქვამს შეურიგდი უშენოდ ვერ გაძლებს_თქო
_ვერც გაძლებს... ის ქალი ვიცი როგორიცაა. სულ მალე მოენატრება დედაჩემის გაკეთებულ_დალაგებულ_მომზადებული,ახლა გაიგებს დედაჩემის ფასს
_ყველა თავის შეცდომაზე აგებს პასუხს და მისი პასუხისგებაც ნუცას გარეშე ყოფნა იქნება . თქვენ კი თუ შეუვლით ცოტა ხნით ან სადმე სხვაგან შეხვდებით კარგი იქნება. სანახავად არ მოდის არც აქ და არც სკოლაში, არ უნდა გაგაბრაზოთ
_როგორი მორიდებულია პირდაპირ... მეორე ცოლმა გახადა ასეთი მორცხვი? რომ ვენატრებოდეთ გვიპოვიდა ,არსად ვიმალებით _ ნინი არ ჩერდებოდა ,ყველაფერს ამბობდა რასაც ფიქრობდა თუთა კი ხმას არ იღებდა.
_ კონცერტზე იყო კვირას მოსული , დავინახე ,მაგრამ მერე არ მინახავს
_მითხრა, არ უნდა უარესად გაწყენინოთ
_მეტად რაღა უნდა გვაწყენინოს ... არჩევანი მარტო დედასა და იმ ქალს შორის კი არ გააკეთა. ბიჭი არჩია , იმ ქალსაც იმიტომ იტანს თორემ სიყვარული საერთოდ არ შეუძლია და სულერთი იყო ის ბიჭი ვის მუცელში იქნებოდა. ამიტომ ნუ ვენატრებით ასე გადაეცი ! მადლობა ვახშმისთვის,გემრიელი იყო ... ზემოთ ავალ ,ხვალ საკონტროლო მაქვს . დუდა ხომ ვერ დამეხმარები?
_რეპეტიტორობა არ დამიწყია ჯერ და არც ვიცი რამე ისეთი რაც თუთამ არ იცის ,რაგბის თამაში თუ არ გინდა_საშინელ ხასიათზე იყო _ბიჭებთან ვიქნები და გვიან მოვალ _ ეკას აკოცა ,ლილუ სკამზე გადასვა და წავიდა.
ფანჯარასთან იჯდა მთელი ღამე,ელოდა როდის მივიდოდა
.......
ესიკვდილენოდა სახლში შესვლა სადაც დედა ხვდებოდა და ახლა სულ სხვა ქალთან ერთად იყო მამა. იქაურობა უყვარდა,ახსოვდა ცუდიც და კარგიც. ხედავდა კადრებს , როგორ არემონტებდნენ,როგორ არჩევდა ნუცა ყველაფერს. როგორ ამზადებდნენ ერთად ,როგორ ცეკვავდნენ მამა და დედა ,როგორ კითხულობდნენ ლექსებს და მამას თვალები დედას რომ უყურებდა. ესმოდა ყვირილის ხმაც და ხედავდა ცრემლებსაც .
_ასეთი რა დავაშავე სახლშიც რომ არ მოდიხართ
_ეს სახლი ზედმეტად პატარაა ამდენი ადამიანი რომ დაგვიტიოს... შენ უფლისწულს და მის დედას დიდი ადგილი დასჭირდებათ. ჩემ ოთახს უთმობ თუ თუთას
_თქვენი ოთახები თქვენია ,მა თქვენ თავს ვერაფერი შემიცვლის. დედათქვენი გაიქცა , ვერაფერს ვეუბნები ახლა ,დამნაშავე ვარ ,მაგრამ თქვენ?
_ჩვენთან არ ხარ ... საერთოდ არ ხარ დამნაშავე ხომ?
_რა დავაშავე რამე დაგაკელით,გცემდით, საქმეს გავალებდით თუ რა .ტიტველს რომ არ გატარებ ეგ გაბრაზებს ? პრინციპში ჩემი სიტყვები მაინც ქარს გაჰყვა,ისე დადიხარ და იქ სადაც გაგიხარდება.
_დედას უღალატე და ის ქალი მოიყვანე სახლში... ყველა ჭორაობს მეტი რა გინდა
_რა ვქნა გავაგდო? ჩემ ბავშვს ელოდება
_დედაჩვენი უნდა გაგეგდო ?
_არ გამიგდია გავარდა თვითონ თორემ მოვიფიქრებდი რამეს ... თუთა ,მა შენ არაფერს იტყვი?
_სამეცადინო მაქვს... უნდა წავიდეთ.

_კონცერტი რომელ საათზე გაქვს?იქ მეცადინეობ?
_ კონცერტი კვირასაა ექვს საათზე _ახსოვდა, ეს ფაქტი კი გულს უჩუყებდა და კიდევ უფრო მეტად ურევდა გონებას. ერთ ნაწილს ისევ ისე უყვარდა ,ბრმად
_მოვალ აუცილებლად ... ჩემო ჭკვიანო
_ფული მინდა , კაბა უნდა ვიყიდო კონცერტის წამყვანი ვარ ... ცეკვაზეც ფორმა უნდა შევიკერო გავმაღლდი და აღარ მერგება წინა _ ნინია ატყუებდა ,ფულს ართმევდა და ნუცას გაფრთხილებას ივიწყებდა. უჩქმიტა, მაგრამ არ გაუგონა. იმაზე მეტი მიიღო ვიდრე ელოდა.
_გადმოგირიცხავ კიდე... თუ რამე დაგჭირდებათ დამირეკეთ. თუთა მა,გესმის? როგორ ხართ უცხო სახლში , ვერ შეეჩვიეთ?
_არა, თავს მშვენივრად ვგრძნობთ
_ვიცნობ და პატივს ვცემ ორივე ცოლ_ქმარს თორემ დედათქვენის ისტერიკას არ მოვუსმენდი და სხვის სახლში არ დაგტოვებდით
_კარგად ვართ ... იმ ქალის ატანა არ გვაქვს და ნუ გვაიძულებ
_თქვენი ძმა უნდა გიყვარდეთ ... დედათქვენმა არ ვიცი რა გითხრათ ,მაგრამ
_დედაჩვენი არ არის იმ დონის ქალი ჩვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს...შენ შენს ახალ ქალს მიხედე და წვრთნები ჩაუტარე დედასავით მორჩილი მონა თუ გახდება. რა ვიცი ცოლიანი კაცის საყვარელი რომ ხარ და მისგან ორსულდები,ოჯახს უნგრევ და სახლში უსახლდები რა იცი შენც რომ არ დაგტოვებს ანდაც საერთოდ შენია ბავშვი?_ნინია აგიჟებდა და სულ არ ღელავდა. აკოცა ყველაფერი უთხრა და ღიღინით წავიდა გასასვლელისკენ _იფიქრე მამიკო იფიქრეე
_დროებით _ მოეხვია ,როგორ უნდოდა შესძულებოდა ყველაფრის გამო ,მაგრამ არ შეეძლო. კაცი დიდხანს ჩაეხუტა ,თავზე აკოცა და ამღვრეული თვალებით გააცილა
_დამირეკე თუ რამე დაგჭირდება,კარგი ? მიყვარხარ . მასწავლებლების ფულს ვიხდი მე და არ იფიქრო მაგაზე _ ბოლოს დაამატა და კიდევ მისცა რამდენიმე ასლარიანი .
ფული არ სჭირდებოდა,მამასთან და დედასთან ერთად ყოფნა უნდოდა,შეცდომების,ჩხუბია,შეურაცხყოფის და ღალატის გარეშე ,მშვიდ ,ბედნიერ ოჯახში გაღვიძება .
ირაკლის და ეკას წყვილს რომ უყურებდა თავი ზღაპარში ეგონა. ვერ იჯერებდა მათ სახლში არსებულ იდილეას,როგორ უყვარდათ, როგორ ჰარმონიაში იყვნენ ერთმანეთთან და როგორ გამოიყურებოდნენ როგორც თინეიჯერი შეყვარებულები. ასხივებდნენ სიხარულს და ნათ ირგვლივ ყველა სხვაგვარად თავისუფალი იყო . ზღვრების გარეშე ჩავისუფალი
.........
ერთად გადაცხოვრებამდე ერთი და იგივე რეპეტიტორებთან დადიოდნენ,მაგრამ სხვადასხვა დროს შემდეგ კი მშობლების რჩევით ერთ ჯგუფში დასხდნენ და სახლშიც ერთდროულად ბრუნდებოდნენ.
_ხშირად რომ აცდენ იციან შენებმა?
_ვარჯიშთან ერთად ვერ ვახერხებ. ძირითადში ვერ ვიქნები , გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება ... სახლში ვმეცადინეობ
_ეკამ დღეს დამაგვიანდებაო
_ხო მეც მომწერა,მძიმე პაციენტი მყავსო და ლილუ ბაღიდან უნდა წამოვიყვანო
_გეძინება თუ თავი გტკივა _ კედელს იყო მიყრდნობილი და თვალები ჰქონდა დახუჭული
_ორივე ...
_წამალი მაქვს ,მოგცემ
_არ მინდა . შეგიძლია ბავშვი შენ წაიყვანო სახლში ?მე სადღაც უნდა წავიდე
_კი ,შემიძლია
_მადლობა
_თუ გამებუტა უთხარი რა შოკოლადებს მოგიტანს _თქო
_არ გაგებუტება ... უკვე მიდიხარ ?
_ხო
_მერე გაკვეთილი?
_ხომ ვიცი უკვე
_ნიშანს არ დაგიწერს და ქულა
_არაუშავს _ ჩანთა აიღო,თან ვიღაცას შეტყობინებას უგზავნიდა და უკან აღარ მოუხედავს. ფანჯრიდან დაინახა თუთამ ერთ_ერთ სკოლელ გოგოსთან საუბრობდა ,შემდეგ კი ერთად წავიდნენ. ისე ეტკინა , თან ბრაზობდა ასე რომ ადარდებდა ყოველთვის დუდა და მისი შეყვარებულები,მაგრამ თავს ვერ ერეოდა.
მაინცადამაინც იმ დღეს დაპატიჟა კანდელაკმა ყველანი ნაყინზე და დანარჩენების მოუცლელობის გამო ბოლოს ორნი დარჩნენ მხოლოდ . ფოტო როდის გავრცელდა არ იცოდა, დიდად არც ეკონტაქტებოდა ბიჭს
_შენ რაზე აპირებ ჩაბარებას საბოლოოდ?
_ჟურნალისტიკა
_ისეთი ლაპარაკი იცი კი დადგება შენგან საკაიფო ჟურნალისტკა
_კომპლიმენტად მივიღო თუ არა ვფიქრობ
_იასნია კომპლიმენტია ... ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ იმათ შორის ვისაც ვიცნობ _ ვაიპს თითებსშორის ატრიალებდა და მოწევას არა და არ იწყებდა. ადრე თუთამ ისე დამანჭა სახე ამათ სუნებს ვერ ვიტანო , ახსოვდა და ითვალისწინებდა
_მჯერა,შენ ისეთებთან კონტაქტობ
_შეყვარებული ისევ არ გყავს თუ შეიცვალა რამე ... ბოლოს როდის ვიბაზრეთ არ მახსოვს
_ბოლოს მასწავლებელთან როდის იყავი ეგ თუ გახსოვს
_რამეზე ჩავაბარებ და რატო უნდა მოვიკლა თავი... პასუხი კითხვაზე ?
_შენთან ჭორაობას არ ვაპირებ პირად საკითხებზე ... შენც თუ შენი ძვირფასი ბარბის მსგავსად აპირებ დამამცირებელი კომენტარები გააკეთო ,არ მადარდებს და თავს ნუ იწუხებ ტყუილად
_ბარბარემ რაო ,აზრზე არ ვარ
_შენი შეყვარებულის თუ რაღაცის აზრებსა და ქმედებებს არ იცნობ?
_დავშორდით ...
_რა დასანანია არადა შესაფერისი წყვილი იყავით
_არ ვიყავით ... რა გითხრა
_გამეორებას არ ვაპირებ
_ჩემზე მობოდა რამე?
_შენ რა შუაში ხარ საერთოდ...ჩემ გარეგნობაზე ხაზგასმას აკეთებდა უძვირფასესი სიტყვებითა და შედარებებით . პირველად გესმის?
_ჩემი თანდასწრებით ვერ გაბედავდა ეთქვა ,დამიჯერე
_მჯერა ერთად ყოფნის დროს რომ ჩემზე და ჩემ სიმსუქნეზე არ ილაპარაკებდით და სხვა უფრო მნიშვნელოვანი სიამოვნებით სავსე საქმეებით იქნებოდით დაკავებულები ...
_მე რა დავაშავე ტო ,ჩემთან რატო ლაპარაკობ ასე რაღაცნაირად გაბრაზებული . მე როდის რა მითქვამს შენთვის ცუდი , ბარბარე და მე შეყვარებულები აღარ ვართ. მის სიტყვებზე პასუხს რატომ ვაგებ?
_არც მიფიქრია,უბრალოდ გამახსენდა ... რატომ არ მყავს შეყვარებული
_იმან რაღაც მობოდა შენ გჯერა? მე შენ ჭკვიანი გოგო მგონიხარ ... ჭკვიანიც და ლამაზიც ,შენ
_მე ახლა უნდა წავიდე. უკვე დროა ლილუ გამოვიყვანო და სახლში წავიდე. გმადლობ ნაყინისთვის
_მოიცადე ,მანქანით ვარ მე გაგიყვანთ _მაშინვე წამოდგა
_არ შეწუხდე ,შორია იქამდე
_მითუმეტეს ,ავტობუსში ხო არ შეეტენები ბავშვთან ერთად. ცოდოა,შენი თავი თუ არ გეცოდება ,ბავშვზე იფიქრე ...
_არ ვიცი , არ მინდა მოგაცდინო და
_არაფერი მაქვს გეგმაში. ანგარიშს გადავიხდი და გამოვალ ახლავე

ისე ცხელოდა მანქანით კომფორტულად მგზავრობა ნამდვილად არ იყო ცუდი შეთავაზება. ლუკას მთელ ოჯახს იცნობდა,მამამისის მეგობარი იყო გიორგი და მართალია ბიჭთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა ,მაგრამ არც მთლად უბრალო ნაცნობს წარმოადგენდა მიუხედავად მისი ხასიათისა და ცხოვრებაზე შეხედულებებისა.
ლილუ ბაღიდან რომ გამოიყვანა მანქანა იქვე ჰყავდა და გარეთ ელოდა. კარიც კი გაუღო ,ლილუს ღვედი შეუკრა და შემდეგ შოკოლადები მისცა. ბავშვი ფრიად კმაყოფილი იყო . წარმოდგენა არ ჰქონდა ლილეს საიდან გაუჩნდა ეს კითხვა,მაგრამ ლუკასთან საუბრისას დაურთო
_შენ თუთიკოს შეყვარებული ხარ ?
_მე ჯერ არ ... შენ რას იტყვი ხომ ვიქნებით კარგი წყვილი ?
_თუთა სხვანაირია შენ სხვანაირი,მე ა ვიცი
_ჭკუა გონებით და მახვილი პასუხებით ძმას ჰგავხარ გეტყობა _ ჩუმად თქვა და მერე ისევ თუთას გახედა _დიდხანს დარჩები მათთან?
_სანამ იტალიაში არ წავალთ
_იტალიაში უნდა გადაცხოვრდე?
_სკოლას დავასრულებ, ეროვნულებზე გავალ მაინც და მერე წავალ ...
_როდის დაბრუნდები
_შეიძლება არც დავბრუნდე
_კარგიი ? მერე გიო რას ამბობს... თანახმაა ?
_18 წლის ვარ უკვე ... ჩემი ნებაა სად წავალ
_დარჩენის მიზეზი არ გაქვს და ეგაა თორემ არსად წახვიდოდი

ლუკას ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ ცნობდა თუთა,მაგრამ მისი ნათქვამი ეს სიტყვები გონებაში დაელექა. მართალი იყო , არავინ ჰყავდა ისეთი ვისთანაც დარჩებოდა და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას ,არ მოუხდებოდა უცნოვ ქვეყანაში გადაცხოვრება და ყველაფრის ნულიდან დაწყება.
_მადლობა ლუკა ... ნახვამდის
_ხო მართლა ,ბოლო ორი თვე ვაპირებ ვიარო მასწავლებლებთან და რამე კითხვა თუ მექნება შეიძლება მოგწერო?
_პრობლემა არ არის ... თუ დახმარება შემიძლია , დამიკავშირდი
_დროებით... კარგად ლილეე
_კარგაად _ ხელი დაუქნია გოგონამაც და მერე ეზოში შევარდა _ დედა არ არის?
_არა,გვიან მოვა დღეს. რა მოგიმზადო ? მე გავაკეთებ დღეს ვახშამს
_შემწვარი კარტოფილი მინდა
_კარგი ,შგიწვავ ... იქამდე გამოვიცვალოთ და ხელები დავიბანოთ. ბავშვი მოაწესრიგა,შემდეგ მულტფილმი ჩაურთო და სამზარეულოს მაგიდასთან დასვა.
ელენე და ნინი საძინებელში იყვნენ,რაღაც ფილმს უყურებდნენ ერთად და გამოსვლაზე არც უფიქრიათ. თუთა შესანიშნავად გრძნობდა თავს მომზადების დროს. უკვე იცოდა ვის რა მოსწონდა და ამის მიხედვით შეადგინა მენიუ.
ირაკლი და ეკა ერთად დაბრუნდნენ. გოგონებიც ჩამოვიდნენ,სუფრა უკვე მზად იყო მხოლოდ დუდა არ ჩანდა
_დავიწყოთ ,დუდამ გვიან ღამემდე არ მოვალო... სადღაც არის მეგობრებთან ერთად წასული .
_მადლობა თუთას ასეთი გემრიელი ვახშმისთვის
_მიხარია რომ მოგეწონათ
დუდა მარისთან ერთად იყო ,ვერ ელეოდა და შუაღამემდე მასთან ატარებდა დროს. მხოლოდ ეს აზრი ჰქონდა გონებაში და სხვა არაფერი ადარდებდა. იმ საღამოს თავის ოთახში იმეცადინა. ნინისგან დისტანცირება ყურსასმენებით მოახერხა და საქმეს შეუდგა.
ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ღამის 2 საათი იყო , დუდა სახლში დაბრუნდა.
............
ეზოში ისხდნენ,მაისისთვის დამახასიათებელი თბილი ამინდი იყო. თუთა წიგნს კითხულობდა სანამ ნინიმ არ აურია გონება
_თავი მისკდება ფიქრით,ვერ ამოვხსენი როგორი ტიპია შენ უკეთ იცი...
_ვინ არის ისეთი მე რომ ვიცი და სამყაროში ყველაზე კომუნიკაბელურმა შენ ,არა
_დუდა ... ძალიან მომწონს ,მაგრამ იქნებ ისეთი არ არის როგორიც მეჩვენება. სულ იმას არ გაიძახი ადამიანები ნამდვილ სახეებს მალავენ და ყველას ნუ ენდობი ემეგობრები და შეიყვარებო? დუდა როგორია ისეთია როგორიც ჩანს თუ მალავს ავ სულს _ ნინოსთან მსგავს დიალოგს შეჩვეული არ იყო და აზროვნების უნარი საერთოდ წაერთვა . არ იცოდა რა უნდა ეთქვა,ვერ ფიქრობდა
_დუდა იმაზე ბევრად კარგია ვიდრე შენ ან ვინმე სხვას შეუძლია დაინახოს... ალბათ ერთადერთია რაც სწორი მოგწონებია ,როდის შეგეცვალა გემოვნება რა საინტერესოა
_ანუ მეუბნები რომ ვცადო
_მე არაფერს გეუბნები იმის გარდა რომ დუდა საუკეთესო კაცი იქნება უფრო სწორად არის უკვე,მაგრამ შენ რამდენად ხარ მისთვის ეგ არ ვიცი. წესით არ ჯდები მის გემოვნებაში,მაგრამ მე რა ვიცი ქალის სილამაზე ყველაზე ჭკვიან კაცსაც აურევს ტვინს _ არც შეუხედავს ისე დატოვა და წავიდა არეული მზერა და ცრემლებით სავსე თვალები რომ დაემალა.
_რა სისულელე მობოდე ... შენ მე არ მოგწონვარ _დუდა მაშინე მივიდა როგორც კი თუთა წავიდა
_მე არ მითქვამს რომ მომწონხარ,ვკითხე როგორია_თქო
_ვცადოო დაეკითხე და მეტი რა უნდა გეთქვა
_მეგობრობის მცდელობაზე ვეკითხებოდი იქნებ რატომ იფიქრა მაინცადამაინც სიყვარულზე
_აუტანელი ხარ,სიმართლე ეს არის !
_შენ კიდევ მხოლოდ მაშინ ხდები უხეში და უკონტროლო როცა თუთას ტკენს რაღაც გულს. თუთას გულისმცველი როდის გახდი
_არავის მცველი ვარ და არაფრის... ჩემი დაცვა არ სჭირდება. სამყაროს ამოატრიალებს თუ მოუნდა და დასჭირდა
_ეგ შენ გჯერა თორემ თვითონ არ იცის
_და შენ რა იცი _უცებ გაეხსნა გონება, ეზოში მჯდომ თუთას მზერა მოაშორა და ნინოს მიუბრუნდა _ იცოდი რომ მესმოდა და განგებ დაიწყე ჩემზე ლაპარაკი . რა აზრებია შენ ტვინში
_ჩემსას თქვენ ვერ გაიგებთ ... თქვენ დალაგებულ და გენიოს თავებს ჩაუღრმავდით ,ორივე
_მეტჯერ არ უთხრა რომ მოგწონვარ
_და იქნებ მართლა მომწონხარ ... რატომ არის შეუძლებელი ?თუ სულ ხვდები როდესაც გოგო გქრაშავს
_ასეთი თამამი ვერ იქნები ბიჭთან რომელიც მოგწონს და რომელსაც არ იცნობ ,არც ასეთი თავხედი ხარ
_ასეთი არ და ისეთი კი...შენ და თუთა ერთი თვალით ხედავთ ? დაიცა შენ გემოვნებაში რატომ არ ვჯდები?
_თუთამ იცის ლამაზი და სულელი გოგონები რომ არ მაინტერესებს
_ეგ იცის და მასზე რომ ხარ შეყვარებული ეგ არ იცის...ვგიჟდები მე რომ სულელი ვარ და ის ჭკვიანი
_საიდან მოიტანე ...
_საყვარელი ხარ_ ხმამაღლა გაიცინა და ლოყაზე მოუთათუნა ხელი _დამშვიდდი, არ ჩაგიშვებ... ისე კი თუთაც ხვდება ,უბრალოდ არ იჯერებს და არ უნდა
_შენ არაფერი იცი და ნუ ცდილობ ჩაერიო
_ბრაზიანი დათვი გახდი უცებ...მას კიდევ როგორი უემოციო და ურეაქციო ჰგონიხარ . აი შენი ნიღაბიც
_შენ რატომ გაქვს შტერი გოგოს ნიღაბი
_მიხდება და იმიტომ ... ჭკვიანიც და ლამაზიც რომ ვიყო ვერ მოვიშორებ ხალხს . ოჯახში ლამაზი მე ვარ ჭკვიანი თუთა ,ბალანსს არ დავარღვევ სანამ ის არ იტყვის ,რომ ლამაზია .
.............
_სამსახური ვიშოვე
_სად იმუშავებ
_ძიძად ორ ბავშვთან ,ტყუპები არიან რადგან ცოტას ვლაპარაკობ ამიყვანეს. ინგლისურიც ვიცი,რუსულიც ,გერმანულიც და ვუკრავ კიდეც_თქო რომ ვუთხარი მოვეწონე. ბავშვებს ასწავლიო გაუხარდათ
_რამდენი წლის არიან...არ გაგიჭირდება?
_პატარები არიან ჯერ ... ოთხი თვის . არ გამიჭირდება ,სხვა საქმეებზე უკეთესი ეს არის . თქვენ მთავარია ისწავლოთ და დანარჩენი მოგვარდება .
_ეს სკოლა უკვე ყელშია
_არაფერს სწავლობ და რა გაწუხებს
_შენ დუდა გყავს კლასშიც და რა გენაღვლება, ყველაფერში დაგეხმარება. მოაჯადოვა მგონი
_დედა ნუ მიშლის ნერვებს
_მე გიშლი თუ შენ მიშლი ვითომ იდეალურო ... საერთოდ არ მჭირდება სწავლა. მოდელი გავხდები და იმდენ ფულს ვიშოვი. გადაღებებზე წავალ
_ნეტავ ტრეფიკინგის მსხვერპლი არ გახდებოდე და მეტი არ მინდა. შენნაირ სულელ გოგოებს პორნოგრაფიულ საიტებზე თუ გამოადგებათ სილამაზე ბოლოს
_შენ უბრალოდ შურით სკდები და ყველა ლამაზი გოგო ,რომელსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ბ.ზად გყავს შერაცხული. შუახნის კლიმაქსიანი ქალივით ხარ გაბოროტებული იმიტომ რომ შენ არავის მოსწონხარ
_არც მჭირდება კაცი ბედნიერებისთვის. მარტოც მივაღწევ ყველაფერს და საკუთარი თავის მფლობელი ვიქნები შენ კი არ ვიცი რა გელოდება წინ. სულ სხვისი მონა იქნები, არც მოგინდება შენ ნებაზე ცხოვრება ,აზროვნება გეზარება და იმიტომ.
_გეყოფათ სირცხვილია სხვის სახლში ჩხუბს ნუ დაიწყებთ ხომ ხედავთ როგორი კარგი და_ძმობა აქვთ და რა მშვიდად ცხოვრობენ თქვენ რა გჭირთ
_მაღიზიანებს
_მე კიდევ შენ მაღიზიანებ ... დუდასთვის თავის მოწონებას ცდილობს უთავმოყვარეო ქალივით იქცევა და თავის მომჭრელი ხარ .
_რა იყო ცალმხრივად გიყვარს და ახლა გიჟდები იმის წარმოდგენისას რომ მას მე მოვეწონები?
_რა სისულელეს ბოდავ . რა შუაშია სიყვარული
_ასი წელი არ შემოგხედავს როგორც ქალს... მეგობრად თუ მიგიღებს ისიც შენ თუ არ გააგრძელებ ჩხუბს და შენი ძალის უაზრო მტკიცებას
_გეყოფათ ორივეს ... ნინი ეგ მეორედ აღარ თქვა. იცოდეთ არაფერი გააკეთოთ ისეთი წასვლა რომ მომიხდეს
_იგონებს , თვითონ უყვარს ყველა ბიჭი ვინც ნორმალურად გამოიყურება და ჰგონია რომ რადგან ადამიანს ვუგებ ,ველაპარაკები და ვეკონტაქტები მიყვარს როგორც კაცი. ჯერ სიყვარულზე წარმოდგენაც არ გაქვს სულელი ბავშვი ხარ ,რომელსაც რა უნდა ცხოვრებისგან ისიც არ იცის . შენ უფრო ლამაზი ხარ,უფრო მეტად უყვარხარ ყველას და შენთან ურჩევნია დროის გატარება ყველას ჩემგან რა გინდა გამაგებინე რაზე იბოღმები იდიოტი რომ ხარ და კლასიდან კლასში ძლივს რომ გადადიხარ ეგ თუ გაწუხებს ისწავლე და აღარ იქნები ეგრე . ჭკვიანიც იქნები და ლამაზიც
_მამეცადინე მერე მეც დუსასთვის ხომ გამონახე დრო თუ სხვა რამეს გამეცადინებდა ოთახში რომ გამოიკეტეთ საათობით და არავინ შემოვიდესო გააფრთხილა ელენე
_მე კი არ ვამეცადინებდი მე მასწავლიდა რაღაცას რაც ვერ გავიგე იმიტომ რომ მეც დავხმარებივარ ადრე როცა პრობლემა ჰქონდა ... შენ კიდევ მეხუთე კლასის მასალაც არ იცი რა უნდა გამეცადინო . ყველა შენნაირი მისწრაფებებით ნუ გგონია კიდე და ნუ მომაყოლებ ახლა შენ იდიოტ შეყვარებულებთან ერთად რას აკეთებდი. გგონია არაფერი ვიცი რადგან ჩუმად ვარ და არ გყვები დედამ რომ არ ინერვიულოს და მამამ არ მოგკლას საერთოდ?
_რას აკეთებდი ... რას გეუბნება რა ჯანდაბა გჭირთ ახლა თქვენი ჩხუბი მინდა მე ? გული გინდათ გამიხეთქოთ?
_გავდივარ მე
_წადი ხო ,გაკვეთილზე გაგვიანდება
_ნუ ფარისევლობ მაინც დუდასთან და ნუ ელაქუცები ისე თითქოს ძალიან ჭკვიანი და ზრდილი გოგო ხარ . მაღიზიანებ
_მე უფრო მაღიზიანებ ... რომ გგონია დუდას ოდესმე მოაწონებ თავს რაც ჩამოვედით უფრო მეტს იმატებ კიდევ აქაურმა ჰაერმა მადა მოგიმატა
_შეეშვი ჩემ წონას ერთუჯრედიანო... შესანიშნავად ვგრძნობ თავს და არ ვაწონებ თავს არავის
_კი როგორ არა,ეგ დააჯერე სხვებს მე ზუსტად ვიცი რომ ვერ იტან შენ სხეულა და ამაზე გაბრაზებული უფრო მეტს ჭამ თუ სულ არ ჭამ მაინც სუქდები
_არ ვარ მსუქანი და ნუ მაგიჟებთ
_კი როგორ არა,მალე ელ ზომა ტანსაცმელიც აღარ მოგერგება და იქს იქს ელამდე მიხვალ
_გეყოფათ
_დედა უბრალოდ არ მეკონტაქტოს ხომ შეიძლება
_ერთ ოთახში გვძინავს
_ჯოჯოხეთია...დავიღალე შენ მირთულებ ცხოვრებას . ყველაფერს ავიტან შენ თუ ენას ამოგგლეჯ _ ოთახიდან გავიდა და კარი ხმაურით მოიხურა. გაცეცხლებული იყო , არ იცოდა სად წასულიყო . ბოლოს ეზოში გავიდა. პატარა სივრცე იყო ,მაგრამ კუთხეში სკამი იდგა და იქ განმარტოება შეეძლო. ფეხებაკეცილი იჯდა ,თავი მუხლებზე ჰქონდა მიდებული და ცდილობდა ღრმად ესუნთქა ,სიმშვიდის წერტილი ეპოვა .
_მარკეტში გამომყვები? უზარმაზარი სია დამიტოვა დედაჩემმა ... _დუდას ხმა გაიგო ,იქვე ახლოს იდგა და ისე უყურებდა თითქოს ვერ ხედავდა როგორ მდგომარეობაშიც იყო . ხელი გაუწოდა და დაელოდა , მაგრამ თუთას გონება ჰქონდა მოშხამული და ვერ ხედავდა მის ნამდვილ ზრახვებს
_შენი შეცოდება არ მჭირდება ... იმათთან ერთად გაატარე დრო ვისთან ყოფნაც მოგწონს და ნუ იწამებ თავს
_რანაირად ხარ ხან ჭკვიანი და ხან ასეთი სულელი . დახმარება მჭირდებათქო და რა დრამა დამიდგი
_ნუ მეჩხუბები
_არც გეჩხუბები უბრალოდ თავს მატკიებ ასეთი უაზრო რომ ხდები ხოლმე და ერთუჯრედიან ქალებს ემსგავსები
_მაჩვენე სია
_აჰაა _ ტელეფონში ქონდა ჩაწერილი ყველაფერი _არ გიყიდი შოკოლადის ნაყინს ,მორჩა
_თვითონ ვიყიდი . ფეხსაცმელს ჩავიცვამ და გამოვალ ორი წუთი დამელოდე _ თავი მოიწესრიგა და უკვე მანქანაში მჯდომის გვერდით დაიკავა ადგილი. უზარმაზარ კალათს მიაგორებდა დედა და მისი ტელეფონით ხელში თუთა თაროებზე შემოლაგებულ პროდუქტს სიის მიხედვით ალაგებდა
_მართლა რამდენი რამე დაუწერია... გაკოტრდებით თქვენ ამ სტუმართმოყვარეობით
_ დრო არ აქვთ ჩემებს და სჯობს ყველაფერი წინასწარ მოვიმარაგოთ. გეყოფა მორიდება და სიმორცხვე.ნუცაზეც გაბრაზებულია მამა ,ასე უთქვამს კომუნალურებს მაინც გადავიხდიო და მამა მართლა გაბრაზდება იცოდე.
_თქვენ ისედაც ბევრს აკეთებთ და დედას არ უყვარს სხვისი კეთლიგანწყობით ბორიტად სარგებლობა
_ჩემებს აქვთ უკვე ის შემოსავალი და დანაზოგი რომ სტუმრები მიიღონ
_უფრო ხშირად რატომ არ ვხვდებოდით ... უბრალოდ ნაცნობები მეგონა მე დედაჩვენები და ისინი თურმე სულ წერდნენ ერთმანეთს
_ბევრი დეტალი რჩება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი რაც სხვამ არ იცის ან ვერ გაიგებს. მეგობრობასაც ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ზოგს შეიძლება წელიწადში ერთხელ შეხვდე და მისი იმედი ყველა შემთხვევაში გქონდეს. ვიღაცას ყოველდღე ესაუბრებოდე და საყრდენად მაინც არ გყავდეს.
.............
დუდაა ოთახში ხშირად შედიოდა და მეცადინეობდა. მთელ სახლში ყველაზე მშვიდი ადგილი იყო,ხელშეუხებელი ტერიტორია.
_აქ რა გინდა შენ _ერთ დღეს ნინიმ და ელენემ დაინახეს მის ოთახში მყოფი _ შენ არ გაიძახი სირცხვილია სხვის ნივთებზე შეხებაო?
_უფლება მომცა
_შანსი არაა... დუდა ჩვენც არ გვიშვებს ოთახში. კარგი არაუშავს ,არ ვეტყვი გამოდი სანამ დაბრუნდება თორემ გაგიჟდება
_უფლება მომცა ელენე... გეფიცები
_არ მეგონა ტყუილები თუ იცოდი ... დუდა ისე გახასიათებს ხოლმე სამაგალითო გოგო მეგონე . რა უცნაურია
_ მე არ ვიტყუები ... _ მათთან ლაპარაკის დროს ეკაც გამოჩდა . დამნაშავეს ჰგავდა და თან ლეპტოპიც ჩართული ჰქონდა ,მისი და არა საკუთარი. თავისი ნინიმ გაუნადგურა და ძალიან ცუდად მუშაობდა . ამაზეც ჰქონდა ნებართვა,მაგრამ დუდას გარეშე ვერ ამტკიცებდა
_სხვის ნივთებში ქექვა თან პირადი საკუთრების გამოყენება... შენ აღარ ხუმრობ . ყურებამდე ხარ შეყვარებული _ ნინიმ არც იფიქრა რომ შეარცხვენდა, თავად არ მიაჩნდა ეს გრძნობა სირცხვილად თან ისეთი ბიჭის მიმართ როგორიც დუდა იყო ამიტომ ცუდი განზრახვა არ ჰქონია
_რაა? თუთას დუდა უყვარს ? აქამდე რატომ არ მითხარი _ელენამ შეიცხადა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა მიწის გასკდომას რომ ინატრებ ოღონდ დამალულიყო.
_კარგით ბავშვებო გეყოფათ ჭორაობა ,დააცადეთ თუთას აიღოს თავისი ნივთები და არც ვინმეს პირადი გრძნობების განხილვაა მაინცადამაინც კარგი ქცევა,ელენე _ ნინის ვერ ეუბნებოდა საყვედურს ამიტომ ქალიშვილს მიმართა
_მე არ ... ღმერთო ჩემო როგორ შეიძლება დუდა მიყვარდეს. ისეთი ,ისეთი უხეშია ,ჯიუტი და საერთოდ მე სულ სხვა ვინმე მიყვარს. დუდამ ოთახში შემოსვლის უფლება ნამდვილად მომცა და რომ დაბრუნდება შეგიძლიათ კითხოთ_ ყველაფერი სწრაფად აალაგა,ტყუილის თქმის დროს სახეს არ აჩვენებდა და თავდახრილი ყრიდა ჩანთაში რვეულებს და წიგნებს . ისიც ვერ დაინახა დუდა რომ უკვე დერეფანში იყო და ყველაფერი ესმოდა
_რა შეკრებაა ჩემ ოთახთან? იმედია ზღვარს არ გადააბიჯე ელენა ... დედა რა ხდება ?_თითქოს ვერ მიხვდა თუთა რომ იქ იყო _ მეცადინეობაში ხელს გიშლიან ? ნინი და ელენე თქვენ რომ არ სწავლობთ ან სწავლობთ ხმაურში ,ჭორაობის თანხლებით იმას კი არ ნიშნავს რომ ყველას ასე შეუძლია
_შენ მართლა მიეცი ოთახის გამოყენების უფლება?
_ოთახი ჩემია და თუ მინდა საერთოდ დავუთმობ ვინმეს ვინც არ აურევს, არაფერს გააფუჭებს და არ დასვრის კიდევ ქალბატონო ელენა _ დას უყურებდა და მერე დედას გადახედა _ დოკუმენტი გავაკეთო იურიდიული თუ რა ხდება დედა?
_არაფერი მე უბრალოდ სახლს ვალაგებდი და გოგონებთან შევჩერდი აიი დასარეცხი თეთრეული მიმაქვს და შენიც ხომ არ გამოვცვალო _ სავსე კალათა მართლაც ედო იქვე
_მე გუშინ საღამოს გამოვცვალე ,მშია ვახშამი არის უკვე თუ მოგეხმარო
_არა ,მაქვს გაკეთებული
_კარგი ,სანამ ვიბანავებ და მოვწესრიგდები დააწყვე რა. მამაც მოვა წუთი წუთზე
_კარგი
_შენ სად მიდიხარ მანდ კიარ ვბანაობ _ დანარჩენები გაუშვა ,გოგოს მკლავში ჩაავლო ხელი და უკან ოთახში დააბრუნა _ ვერ უთხარი უფლება მომცაო?
_ვუთხარი ,მაგრამ არ დამიჯერეს. რატომ არ უშვებ არავის აქ
_იმიტომ რომ ელენა უწესრიგოა,თავისი რაღაცები რჩებოდა სულ . საწოლზე დახტის და მირევს . მეზიზღება არეული რომ არის. შენ რა გიკვირს ზუსტად ეგეთი და უარესი არ გყავს?
_კი ,რვეულებსაც მპარავს და კარგავს მერე . არასდროს ასრულებს ერთს და არ იცის სად რა აქვს ჩაწერილი
_არაფერი შეცვალო ,ჩემი და შენი რეჟიმი ერთმანეთს სცდება ამიტომ ეს ადგილი თავისუფალია. უფრო რომ დათბება აივანზეც შეგიძლია გახვიდე ... _ჩანთა დადო ,კარადისკენ წავიდა და ტანსაცმელს არჩევდა. თუთამ ინსტიქტურად გააყოლა თვალი ,უყვარდა მისი დაკვირვება . ვარჯიშიდან მოსული გადაღლილი იყო . უჯრაში ტრუსებიც რომ დაინახა სახეზე ერთიანად წამოწითლდა და უკვე დეზორიენტირებული იყო დუდამ კითხვა რომ დაუსვა
_დიდხანს ეძებდი მიზეზს ჩემი შეყვარების შეუძლებლობისთვის... შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რომ ის დას.რებული კალანდაძე გიყვარს . მე ნაკლი არ მაქვს ,უბრალოდ შენ ხარ სულელი ,როგორც ქალი ,ბჟოლია
_ნუ მეძახი ამ ბჟოლიას
_იმერელი ვარ მე და ბებიაჩემი თუთას არ ცნობს,ბჟოლა ჰქვია მაგას ხოდა შენი იმერული სახელიც ეგ არის. სხვათაშორის მამიკოს მამიდას ოპერაცია გაუკეთეს და არ გამიკვირდება რომ ჩამოვიდეს სანახავად_ მის წინ იდგა ,ხელში ტანსაცმელი ეჭირა და თვალებში უყურებდა _პირდაპირ ბჟოლიათი გაეცანი და შეხვდი ელიკო ბებოს
_აუტანელი რომ ხარ ამის თქმა მომერიდა დედაშენთან
_თუ იმის რომ სულელი გოგო ხარ და ცალუჯრედიანი , მოხულიგნო ტიპი გიზიდავს და სველდები მის ვითომ მაგარ ტიპობაზე
_ტუტუციც რომ ხარ იცის ეკამ?
_რა იყო ასეთი ბიჭები არ მოგწონს? ყოველ მეორე წინადადებაში გინებას ურთავს შენი პრინცი და ქალის ცხოვრებაში არსებული ბუნებრივი მოვლენა როდის გახდა უზრდელობის გამომხატველი ... არც უარყოფს თან ,მხოლოდ ჩემი საუბრის მანერა რომ გამიკრიტიკა . ვიცნობ და ხომ არ შეგახვედროთ ,გადავკვეთო თქვენი გზები ,იქნებ შეეცვალოს გემოვნება
_შენ რომ ემეგობრები და იცნობ ყველას ეგაა გასაკვირი, თან რომ ლანძღავ იცის ? გემოვნება არ შეეცვლება,ჩემნაირი მსუქნები არ მოსწონს და მომიწევს შორიდან ვკვდებოდე მისი სურვილით _ რატომ ელაპარაკებოდა ასე. როგორ გახდა ამდენად თამამი ვერ გეტყვით. სხვას ვერავის დაელაპარაკებოდა ასე
_უარესს ვეუბნები პირადად და შესანიშნავად იცის რა დამოკიდებულებაც მაქვს მისი ცხოვრების წესთან ... გემოვნებაში კიდევ გონება ვიგულისხმე,იმას თავისი მსგავსი გაუნათლებელი და თავისზე მეტად ჩერჩეტი გოგონები იზიდავს და არ ვიცი სულელ გოგოდ კი გადაიქცევი მის გვერდით და რა აზრი აქვს შენს ინტელექტს , კაცი თუ არ იცი როგორი მოგეწონოს ! მამაშენმა არ გაიგოს ფრთხილად იყავი , ატანა არ აქვს მამამისის . ნუცა მოსწონდა თურმე ადრე და გაგიჟდება შენი ეს დაუცხრომელი ლტოლვა რომ გამოაშკარავდეს
_დედაჩემი მოსწონდა მამამისს?
_დიახ ... ახლაც აღიარებს რომ დედაშენზე გიჟდებოდა ბავშვობაში. ულამაზესი გოგო იყოო ,გგონია მხოლოდ მამაშენს უყვარდა? გიჟდებოდნენ ბიჭები , მარტო მის სკოლაში კი არა ,ყველა ვინც იცნობდა ,მაგრამ მამაშენმა შეაყვარა თავი
_მამაჩემმა გაასულელა და გააბა _ ჩუმად თქვა და ინსტიქტურად მიიდო ახურებულ ლოყებზე თითები _ მამაჩემი ადრეც და სულ ძალიან სიმპათიური იყო ,თვალები აქვს ისეთი ლამაზი სხვა რომ არაფერი თავისი ხასიათით და მზერით აბრუებდა დედაჩემს კარგახანს
_რა იყო მის გახსენებაზეც იწვები და იღვენთები ? ხომ არ ვუთხრა მოსწონხარ_თქო რა იცი რა ხდება
_შენ მართლა შეიშალე? რა უნდა უთხრა ან საიდან მოიტანე რომ მომწონს და რომ მინდა ღმერთო ჩემოო არავინაც არ მიყვარს... რამე ხომ უნდა მეთქვა ჩემი სულელი დისთვის საპასუხოდ. ამოჩემებული აქვს დუდა გიყვარსო იცი რამდენი წელია? ასე მაბრაზებს ,იმიტომ რომ თვითონ ყველა მოსწონს და ყველაზე გიჟდება ვინც სიმოათიური,ქარიზმატული ,მომხიბვლელი და დაკუნთულია ... შენ სახლში ვცხოვრობ და რა მოხდება რომ გაიგოს მამაშენმა ან უარესი,მამაჩემმა მოუსმინოს
_ახლა შენი დის სიტყვებს მიდასტურებ თუ რას აკეთებ _საერთოდ შეეცვალა გამომეტყველება თუთამ ნერვიულობის გამო ზედმეტი რომ თქვა . მთელი სახე უნათებდა და გოგო უარესად არია
_მეტი საქმე არ მაქვს... სიყვარული ჩემნაირებისთვის არ არის მოგონილი. მივდივარ მე ,ჩემ ოთახში ვიმეცადინებ
_მოიცადე ... მიპასუხე _თავისკენ მიაბრუნა და ხელი ზურგზე შემოხვია_კანდელაკი მოგწონს თუ არა
_არა _თქო რამდენჯერ ვთქვა ,არ მომწონს არც ის და არც არავინ სხვა!
_ჩემ გარდა _ თავი დახარა,იღიმოდა და მზერას არ არიდებდა სახეალეწილს
_რა იყო შენი მასპინძლობის გამო ვცდილობ წესიერად მოგექცე ,არ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ,არ მოგახალო სათქმელი პირდაპირ და დაიჯერე რომ მომწონხარ? ამხელა ბიჭმა არ იცი როგორია როცა მოსწონთ? ესაა პოპულარულობა ? თუ მხოლოდ შენი სხეული მოსწონთ გოგონებს და ვერ არჩევ როგორია ნამდვილი მოწონება და ჰორმონებარეული გოგონების ლტოლვა შენს მიმართ . არავინ მომწონს ! მეზიზღებიან საერთოდ კაცები და მათ შორის შენ პირველ რიგში ხარ !
_ტყუილია !
_გინდა რომ მომწონდე და ეგო აიმაღლო? სხვებს ლანძღავ და თვითონაც მათნაირი ხარ ,უარესიც... ჭკვიანი ხარ და იდეალურად გამოგდის გოგოების გამოყენება და მათთან თამაში. რადგან არ ვლაპარაკობ გგონია არ ვიცი სინამდვილეში ვინ ხარ ამ წესიერი ბიჭის მიღმა? პრინციპში ბუნებრივია ,ყველა ბიჭს უსწორდება ბევრ გოგოს

რომ მოსწონს და ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს. ჭკვიანებსაც ხომ მოსწონხარ , პატარებსაც და დიდებსაც ... რა ვერ გეყო ? დაიჯერე რომ ატანა არ მაქვს შენი ! უბრალოდ აქ ვარ შეკედლებული კიდევ ერთი თვე და უბრალოდ უმადურება იქნება სხვანაირად რომ მოვიქცე
_მე არ შემიკედლებიხარ... დედაჩემმა მიგიღოთ და მამაჩემმა . ასე რომ შეგიძლია თავი არ შეიწუხო
_მეუბნება ბიჭი რომელიც საკუთარი ოთახით სარგებლობის უფლებას მაძლევს
_იქნებ შენი დაკერვის ტაქტიკაა ... მე ხომ ასე ძალიან ქალთმოყვარე ვარ
_არც იმდენად რომ ჩემნაირზე გადმოხვიდე ...
_საბოლოოდ რა დასკვნა გვაქვს?მე ვარ მექალთანე ,რომელსაც უსწორდება ბევრს რომ მოსწონს და მინდა შენც მათ რიცხვში იყო ,მაგრამ მე შენთან გეგმები არ მაქვს, შენ საწოლში შეტყუებას არ ვცდილობ
_არა რა თქმა უნდა მე არ ... მილიარდი რომ შემოგთავაზონ მე არ ვიქნები შენი სურვილების ობიექტი. განა ის გინდა რომ მიყვარდე,არა უბრალოდ ვერ ეგუები რომ ვერ გიტან . გინდა ყველას მოსწინდე
_საკუთარ თავზე საუბრობ ? _ ვერ უმკლავდებოდა . მანძილი გაზარდა რომ ზღვარი საბოლოოდ არ გადაეკვეთა
_საერთოდ ვასრულებ საუბარს
_ხო თორემ უკვე მარაზმში გადავდივართ
მთელი სხეული უკანკალებდა. ტირილი უნდოდა და თავშესაფარიც ვერ იპოვა . ვერ ხვდებოდა როგორ აფუჭებდა ყველაფერს წამში,როგორ ეშვებოდა ჭაობში და ჯიუტად აგრძელებდა გზას. უნდოდა ხმამაღლა ეყვირა შენ გარდა არავინ მომწონს და შესანიშნავი გემოვნება მაქვსო,უნდოდა ჩახუტებოდა,ეთქვა შენ გარდა არავინ მდომებია და არავის შეხების სურვილი მქონიაო,ეთქვა შენი ხელის შეხებაც არ მინდა, დანახვა და ხმის გაგებაც მკმარა ცეცხლი რომ მოედოს მთელ ჩემ არსებასო
.............
_ბებოს გულო ,გენაცვალა ბებია. ჩემო სიცოცხლე ,ჩემო სულო და გულო _ სახლში შესვლისას ირაკლის დედა დაუხვდათ . 5 წლის ბავშვივით გაიქცა დუდა მისკენ და ქალი ჰაერში ასწია _ შენ შემოგევლოს შენი ბებიას სიცოცხლე ... ჩემო დახატულო ,ჩემო თვალის ჩინო _ აკვირდებოდა თვეების უნახავს, სახეზე ეფერებოდა და მერე კოცნიდა ბევრს.
_ბებოოო , რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი დაგხვდებოდი...
_სად გეცლებოდა ჩემთვის... გავაჩერე ტაქსი და მომიყვანა გადასარევად. სავსეა მთელი ქალაქი მანქანებით ,სად იყო ამდენი ხალხი მე არ ვიცი . ყველა აქანაა ჩამოსული?
_საცობში მოხვდით ? ხომ კარგად ხარ ... მშიერი იქნები . ელენა და ლილე არ არიან?
_არიან კი,მაღაზიაში გაიქცნენ... მოვლენ აწი. გავაკეთე მე სადილი ,დაიბანეთ ხელები და მოდით ჭამეთ. ეს გოგო ვინ არი ბებია ?
_თუთაა, ნუცას და გიორგის შვილი ... ხომ იცნობ , დედას მეგობარი
_სულ გამოვშტერდი ამ სიბერეში... ხალხს მე იმ ფეისბუქის სურათებიდან ვცნობ ახლა და შენ რატო არ გიდევს ბებია სურათები? ასეთ ლამაზ გოგოს...
_როგორ ბრძანდებით ელისო ბებო ... მიხარია თქვენი გაცნობა . ბევრი მსმენია
მეც ბევრი გამიგია შენზე ,ბევრი კარგი _ დუდამ თვალით ანიშნა რაღააც და შეცვალა სააუბრის თემა მიდით მოემზადეთ და მე სუფრას გავაწყობ . ირაკლი და ეკუნაც მოვლენ მალე. დავურეკე და ააჩქარებენ ცოტას. შენი და კი დამხვდა სახლში,რა ლამაზები ხართ შვილო სუყველა... თვალს ვერ მოგწყვიტავთ ადამიანი _ ისეთი საყვარელი იყო,იმდენად თბილი და მოსიყვარულე ხვდებოდა ირაკლი ასეთი საოცარი რატომ იყო. ერთი სანახაობა იყო შვილიშვილებს როგორ დასტრიალებდა თავს და მეორე შვილსა და რძალს როგორ ექცეოდა
_კარგი რა დედა... ამხელა გზა გამოიარე. დაღლილი ხარ და ამდენი რამე მოგვიმზადე? მე მინდოდა გამეკეთებინა _ ეკა აწუწუნდა სუფრა რომ დაინახა
_მე რამ დამღალა...იმ ახალი გზით უცებ ჩამოვედით. თქვენ ხართ დაღლილები , მუშაობის მერე ნეტა საჭმელი დაეხვედრებინა ვინმეს მეტი არაფერი მინდოდა
_დეე , კიდე რა ჩამომიტანე? _ ირაკლი ყველაფერს სინჯავდა და კიდევ იქექებოდა პარკებში
_ერთ დღეს ნუკი შეჭამ ყველაფერს შვილო ...
_ბავშვებო უთხარით რომ არ გაშიმშილებთ თორემ მომჭრა თავი მამათქვენმა
_დედის მომზადებული აქვს მონატრებულუ თორემ შენ ჩემზე უკეთესად აკეთებ ყველაფერს...ციალას სანახავად ხომ გამომყვები შენც შვილო . გეცლება ხვალ?
_გამოგყვები აუცილებლად...რაღაცებს ვიყიდი დილით და საღამოს წავიდეთ ერთად.
_როგორ არისო საწყალი
_უკეთ არის ახლა ... ნელ_ნელა დადის
_ოპერაციამ ისე კარგად ჩაიარაო?რა თქმა ექიმმა
_კი ,მაგრამ ასაკი აქვს და არ ვიცი როგორ იქნება. ჯოხი მაინც დასჭირდება
_რას დაეძებს ჯოხს,იაროს ცოტა და არ ჩაწვეს ლოგინში მთავარი ეგ არის. რა გააჩერებს დაწოლილს , არ იცი შენ როგორი ცეცხლივით იყო ახალგაზრდობაში
_ხომ მიყვებოდი
_რძალი კი შეხვდა დუნე ...
_ქალს მული უყვარდეს გინახავთ?
_მაგან დაგზარდათ თორემ მარტო მე რამდენს ვიზამდი. რომ გათხოვდა მოვთქვამდი ,თან თბილისში წამოვიდა. ისე ვდაქალობდით ჩვენ ,კი ვიცოდი რომ უყვარდა შალიკო ,მაგრამ ასე თუ დაკრავდა ფეხს და გამოყვებოდა რა ვიცოდი . გავებუტე ცოტახანს და დამცინოდნენ , დედამისი არ ბრაზდება და შენ რა გჭირსო . მერე შენი სულელი მამიდაშვილი გააჩინა , ცუდად იყო ... თავისი ალქაჯი დედამთილი სოფლიდან არ წამოვიდა მეო საქმეები მაქო. ტუტუცი ,ძროხას რომ ვერ დაუტოვებ ქალი მეზობელს ქე ჩანს რაცხა ქალი ხარ. მარა ძროხა იყო თვითონ ... დაგტოვეთ თქვენ მამათქვენთან და წამოვედი მე . ნეტა გენახა რომ დამიანხა როგორ გაუხარდა,მთელი თვე ვუვლიდი სანამ არ მომჯობინდა . ისეთი ლამაზი იყო ,ისეთი ლამაზი იყო ზურიკო ... დახატული . ენაცვალოს ბიცოლამისი _ ყველაფერი წამში მოყვა და თან შემწვარ წიწილს ალაგებდა მაყვლის წვენში. ღომიც მზად ჰქობდა , ყველის ნაჭრებს სქლად ჭრიდა და ქვეშ უქცევდა. ზუსტად იცოდა ვის რა უყვარდა და ბავშვებიც ელოდნენ
_ახლაც გაახარებს შენი დანახვა... ხომ არ დარჩები და მიხედავ სანამ გამოჯანმრთელდება
_ახლა სხვა დროა... ვის რათ უნდა ორი ბებერი სახლში
_თუ დარჩები ჩემთან დარჩები...მარიკასთან რა გინდა და ბებერი არ ხარ ,ნუ ამბობ ასე
_ 67 წლის ვარ , აბა ბოვში ვარ?
_ყველაზე ლამაზი ხარ შენ _ ეკა უცინოდა და მერე თვალიც ჩაუკრა _ იმიტომ აგირჩია ამდენ ქალებში შოთამ
_არ დაეკარგოს ის თავისი ქალები არსად ... ამასწინათ მეუბნება რაღა შენ მოგიყვანეო ,რაღაცა შემილოცეო ცუცა ვნახე ისევ ისეთი ლამაზიაო
_მერე რა უთხარი _ ირაკლი იცინოდა და თავს ვერ ერეოდა. ბავშვებიც ფხუკუნებდნენ
_წადი ახლა მოიყვანე ... ოღონდ ჩამომეცალე და მე გაგატან ნიშნობის ბეჭედსთქვა . ასეო მაშინ არ ჭიკჭიკებდიო ,გაბრდღვენი ნინუცაო გაიხსენა . კიდე კაი არ სამესგავსე თორემ შენზე ვიყრიდი ჯავრს იმის მაგივრად
_ისე ამბობ ვითომ მართლა გღალატობდა... ნერვებს გიშლის ახლაც და მაშინაც
_ეგღა მაკლია აბაშიძის ქალს ქმარს ეღალატა ... ჩამოვათლიდი ყველაფერ ჩამოსათლელს
ელიკოს მოსვლის შემდეგ სახლი კიდევ უფრო მეტად ახმაურდა და გამხიარულდა. ხმამაღალი სიცილის ხმა ისმოდა ყველგან,მისი ამბების მოსასმენად იყვნენ შეკრებილები . ეხუტებოდნენ მორიგეობით და ტელეფონებიც აღარ ახსოვდათ . ნინიც კი უსმენდა და გაბრწყინებული უყურებდა თითქმის ირეალურ ბებია და შვილიშვილებს,იქამდე მხოლოდ სმენოდა მსგავსი ამბები .
ერთ საღამოს დუდა და თუთა ჰყავდა მხოლოდ გვერდით. ჯერ ჩუმად უყურებდა და სპეციალურად გადანახულ თუთას სანამ გაუწვდიდა დუდას იქამდე დაიწყო ამბის მოყოლა
_შენ არ ვიცი თუ მოგიყვა შენები ,მაგრამ მე გეტყვი ... შენი ლამაზი დედიკო და ეკას სხვა დაქალები იმ ზაფხულს შემთან იყვნენ შენ რომ იჯექი ნუცას მუცელში. მარტო გოგოები იყვნენ ბავშვებით , ეკას დუდა თვეების ჰყავდა და სურათიც მაქვს ბჟოლა რომ გაასინჯა როგორი დასვრილი ჰქონდა ხელები და ტუჩები _ ჯამი წინ დაუდო და სავარძელში ნელა ჩაჯდა _ ჩვენ ეზოში ორი დიდი ბჟოლის ხე გვაქ . ერთი თეთრია მეორე შავი , ორივე დიდია და ჩრდილიც აქვს ,მაგრამ რამდენად ტკბილია იმდენად გსვრია და თუ დაეცა წვენი ტანსაცმელს აღარ შორდება. დედაშენი ლამის ხეზე აძვრა ისე უნდოდა და კაბაც დაესვარა. წუწუნებდა გიორგი რომ დაგვადგა თავზე . მე ზუსტად არ ვიცი რა ილაპარაკეს იმ ხის ქვეშ,მერე გაირკვა გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთზე და იმ ხეებს შორის შერიგდნენო . ის წინადადება მახსოვს გიორგიმ რომ თქვა გოგო თუ იქნება თუთას დავარქმევ მე ისეთი სიკეთე გამიკეთა მაგ ხეებმაო
_აბა აღარ არის და ვერ ჩამოგიტანეო?საყინულეში შევმალე შენთვის...ფოტო სად გაქვთ ? იცის შავტუხა ბჟოლიამ?
_არ ვიცი სად არის... სადღაც ალბომში ექნება დედას _ უკვე ჭამდა და ყურადღება აღარ მიუქცევია. თუთა რომ უყურებდა და გაკვირვებულმა ჰკითხა
_მართლა ბჟოლია დამიძახა
_ბჟოლია ხარ _მეთქი გითხარი ... გინდა გაგიყო ? ცოტა ბევრი არა
_არ მინდა ... სულ შენ გქონდეს
_ბჟოლას რომ შეიყვარებ მერე შეგიყვარდება შენი თავიც
დუდას ოთახში დაეტოვებინა ელიკო ბებოს ფოტო ,თუთას ჭამით გაბედნიერებული გაშავებული ტუჩებითა და წინ გაშლილი ბუთქუნა ხელებით როგორ უღიმოდა კამერას. მეორე ფოტოში კი ნუცასთან ერთად იყო , მუცელზე მიხუტებული დასვრილი ხელებით ეფერებოდა და ორივე იცინოდა. ისეთი ფოტოები იყო რომ ხედავ და სიცილის ხმა გესმის. უბრალოდ კი არ ხედავ ,გრძნობ იქ ასახულ ბედნიერებას.
.....................
ერთ_ერთ წინასაგამოცდო წერაში დუდამ იმდენად დაბალი ქულა აიღო რომ თუთამ ვეღარ გაუძლო,დაივიწყა ბრაზი და მისკენ ნაბიჯი გადადგა. საძინებელში შევიდა,მაგრამ აივანზე იყო და პირდაპირ ზურგით მდგომისკენ დაიძრა
_რამე ხდება თუ ზბორებზე გამოგეცალა ძალა
_ყველაფერი ერთად და მალე დარჩები მარტო რეიტინგში პირველი . სიგარეტის ღერი რომ ამოიღო და მოუკიდა თუთას თვალები გაუფართოვდა . პირველად ხედავდა მის ხელში სიგარეტს და ის კი პირველად აშკარად არ ეწეოდა. შებრუნდა კვამლი მისკენ რომ არ წასულიყო და აივნიდან გადახედა ეზოს
_როდის დაიწყე მოწევა
_არ მახსოვს...არავინ იცის შენ არ ყოფილხარ ინფორმაციულ ვაკუუმში, ნუ იდარდებ
_კიდე რას ეწევი _ ბრაზობდა და რატომ თავადაც არ იცოდა. იმის ნაცვლად კვამლს მორიდებოდა ახლოს მივიდა . სახეზე ხელი შეახო და თავი შეაბრუნებინა _ დუდა თამაშის გაგრძელებას აღარ აპირებ?
_არა , ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჰობის პირობაზე ზედმეტი ტრავმა მივიღე . ადგილს ვერ ვიცვლი, გავიყინე... არ გამოვა ჩემგან არაფერი და ორი კურდღლის დევნას დიდი ენერგია სჭირდება იმდენად დიდი რომ პროფესიის გარეშე ვრჩები უკვე
_ძალიან რომ გიყვარს?
_ვუყურებ თამაშებს და ვუგულშემატკივრებ ბიჭებს
_ასე არ შეიძლება ... რაგბის თამაშის დროს ბედნიერი ხარ ,ალეწილიც კი ბედნიერი ხარ
_როგორ წარმოგოდგენია თან სამედიცინო დავამთავრო და თან წარმატებული მორაგბე ვიყო ... უკვე უნდა ვიყო წარმატებული ისეთი ასაკი მაქვს . ტრავმატოლოგი გავხდები და ახლოს ვიქნები სპორტთან ამითაც სიამოვნებას მივიღებ და შენ როდის მერე დარდობ ჩემ ბედნეირება_ უბედურებაზე _სიგარეტის ღერი მაინც ისე ეჭირა თუთა რომ არ შეეწუხებინა ის კი უცებ წვდა ხელში ,სიგარეტი გამოართვა და თვითონ მოიქცია ტუჩებსშორის. ზოგჯერ ასეც ხდებოდა,გონს კარგავდა და სრულიად არასერიოზულად იქცეოდა.
_რა ჯანდაბას აკეთებ გოგო გადაირიე ...
_ფუ ამ უბედურებას როგორ აზიანებინებ ჯანმრთელობას ან ფულს როგორ იხდი ამაში საერთოდ არ გრცხვენია? რა ჯანდაბა გჭირს მითხარი _ სახე დამანჭა,რამდენჯერმე დაახველა და მერე საფერფლეში ჩააგდო
_ჩემი ოთახიდან გადი ... არ ვაპირებ შენთან ამდენხანს საუბარს.
_იცოდე დედაშენს ვეტყვი არა დედაშენს კი არა მამაშენს ვეტყვი . მოგკლავს
_აღუუ თუთა ,პატალა ბჟოლიკო მემუქრებაა
_ნუ ხარ იდიოტიი... არ შეიძლებაა. თამაშს თუ თავს დაანებებ კარგი ,მართალია თუ ექიმობა უფრო გინდა შენს პროფესიად პროფესიონალურ სპორტს და კარგ ექიმობას ერთად ვერ შეძლებ,მაგრამ არ მოგწონს შენ ეს ექიმობა მე ხომ ვიცი. ვერ იტან იქაურობას და ვერც ცუდად მყოფ ადამიანებს. დათვივით კი ხარ მაგრამ ისეთი გულჩვილი ხარ გული დაგიავადდება
_ჩემზე დარდი როდის დაიწყე ,რა მითხარი? _ ახლოს მდგომს ზემოდან უყურებდა ,თვალები დააწვრილა . ხელი მოაჯირს რომ დაადო თუთასაც ეხებოდა
_მე სულ არ ვდარდობ უბრალოდ გეუბნები ...უკეთესია თუ გზაზე არ გადამეღობები
_რომელ გზაზე,შენ ჟურნალისტობას არ აპირებ?
_რა ჟურნალისტი ... ამ გარეგნობით ვინ დამსვამს გადაცემის წამყვანად. ქათმისტვინა მოდელები ყავთ იქ დაწერილი ტექსტის კითხვა რომ შეუძლიათ მხოლოდ და მორჩა . აღარ მინდა ჟურნალისტობა. არც პიანისტობას ვაპირებ. სამედიცინოზე ჩავაბარებ მეც . სულ საქმე მექნება და გავამართლებ ჩემ დაკავებულობას . მოვშორდები ყველას და ყველაფერს. უცნობ ადამიანებზე გადავრთავ ტვინს _სულ არ უფიქრია ამაზე იმ წამს მოიფიქრა და ისე თავდაჯერებულად თქვა დუდასაც დააჯერა
_შენ იქაც სტიპენდიით დაიწყებ სწავლას მე კი აქ დავრჩები და აღარავინ გადამისწრებს რეიტინგში
_დუდა!
_რა გინდა რაა
_არაფერი ... თავში ქვა გიხლია . არ მაინტერესებს საერთოდ. დაემსგავსები ცომის გუნდას და მერე თუ უჟუჟუნებ ათას გოგოს თვალებს მაგასაც ვნახავ .იქნები ჩვეულებრივი წარუმატებელი ხულიგანი ,პერსპექტივა მანაც არ გექნება პატარა და დალეული უნდა იყო ჩაცუცქვასაც ვერ შეძლებ და მზესუმზირაზე ალერგია გაქ
_ახლა მე მიბრაზდები თუ საკუთარ თავს იმაზე რომ ამდენხანს ცდილობდი ჩემთვის გონების განათებას _ არ გაუშვა , ისე დადგა თუთა აივნის მოაჯირსა და მას შორის აღმოჩნდა დამრგვალებული თვალებით და აწითლებული ლოყებით _რატომ ნერვიულობ ასე ჩემზე,სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი გადადგი ?
_რას ბოდავ ,ამდენი შერყევის მერე მართლა შეგერყა ტვინი?
_ჩემ სახლში რომ აღარ იცხოვრებ მერე ვისაუბროთ შენი გულის აჩქარებასა და სულხუთვაზე. ახლა თუ შეიძლება დატოვე ჩემი ოთახი
_სახლში უფრო მეტად აუტანელი ხარ ვიდრე გარეთ
_ვცდილობ _ სავარძელში ჩაჯდა,ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და სიგარეტის მორიგ ღერს მოუკიდა
_საზიზღარო ,აუტანელო
_ეგ სიტყვები ვახშმის დროს დამიძახე
ძველი დრო გაახსენდა. დუდას დაშავება არ იყო იშვიათი მოვლენა ,მაგრამ ზოგჯერ ძალიან ცუდ დროს ემთხვეოდა
" _რა გჭირს ... ოროსანი ბავშვივით რატომ დაწერე_ ყავის ჭიქა მიაწოდა და გვერდით მიუჯდა _ფეხზე გეძინება იდიოტო ასე რა გამოცდას დაწერ
_შენ რა გინდა ,პირველი იქნები ისევ რეიტინგში
_ისედაც პირველი ვარ . ერთნაირი ქულები გვქონდა გენიოსო,მაგრამ ახლა ისეთი შტერი სახით ზიხარ შენ უკანასკნელი იქნები და გადაგასწრებს ის ყეყეჩი შონია
_ რას ვიფიქრებდი ვინმე ჩემზე მეტად თუ შეგძულდებოდა. მე აშკარად მებრძვი და იმას ფარულად გინდა ძირი გამოუთხარო?
_არ დალევ? გაცივდდება ... გამოგაფხიზლოს იქნებ
_მახსოვს შენი მოწოდებული ლიმონათი რომ დავლიე ნინას დაბადების დღეზე ისეთი ინტოქსიკაცია მქონდა კლინიკაში მოვხვდი ბოლოს
_რამდენჯერ უნდა გითხრა მე არაფერი ჩამიყრია_თქო რა დაუჯერებელი ვინმე ხარ. სანახავადაც კი მოვედი და შენ მაინც მე მაბრალებ და არა იმ არაყს იმ დებილებთან ერთად რომ ჩაისხი კუჭში . მე დავლევ შენ თუ არ გინდა. გამოცდაში რომ ჩაიჭრები მიპოვნე,გამეცადინებ
_არასდროს ჩავიჭრები გამოცდაში რომელზეც შენც გადიხარ _ თვალი ჩაუკრა ,სათვალე მოირგო ტუჩთან მიტანილი ყავა აართვა , ლოყაზე აკოცა და შემდეგ მარტო დატოვა ხალხით სავსე ეზოში, რომელთა უმეტესობამაც ეს კოცნა დაინახა.
კვირის ბოლოს გამოცდაზე არ გამოცხადდა. საავადმყოფოშიაო ხმა გავრცელდა ,არ სჯეროდა ,მაგრამ მისი მეგობრების სთორებში ხედავდა კადრებს.
_საავადმყოფოს უფერულ პალატაზე მეტად არაფერი გიხდება ვფიცავ _ ცხელი ხინკალი მიჰქონდა ყუთით საწოლის გვერდით მაგიდაზე დადო და მერე დააკვირდა _ გცემეს შე უბედურო?
_თამაშის დროს დავშავდი თუთა შენგან განსხვავებით მეცადინეობის გარდა სხვა საქმეების მაქვს
_ამ გაბარიტების მქონე კაცს ხო უნდა გაგმართლებინა როგორმე ეს შენი დევის ტოლა ტანი და დიეტაზე ყოფნა რომ არ დაგჭირვებოდა იპოვე რაგბი. თამაშობდე მაინც რამეს ნორმალურად ალეწილი ხარ სულ. სიბერემდე თუ მიხვალ კარგი იქნება და ალბათ მთლად დავრდომილი იქნები
_როგორი კეთილი სურვილები გაქვს ჩემთან დაკავშირებით ... შენ გაქვს კომპლექსი წონასთან და ზომასთან დაკავშირებით თორემ მე ძალიანაც მომწონს ჩემი სიმაღლეც და ფიგურაც. თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო ხარ სულ ყველგან გამოჭიმული პირველ ადგილზე.
_რას ვიზამთ მე თუ მუსიკალურიც ვარ ვუკრავ და ჩემზე კარგი არავინაა. ჩემ თვითშეფასებას კიდევ ნუ შეეხები... იმედია აქ დიეტაზე ყოფნა არ გიწევს ხო? _ ყუთი გახსნა , კარადიდან თეფში აიღო და ქაღალდის ხელსახოცებიც _შემეცოდე ცოტა ხომ იცი...
_გინდა კუნთის ნაცვლად ცომის გუნდა გავხდე ,მაგრამ დიდხანს წოლა არ დამჭირდება იმედია
_მე ექიმმა მითხრა შერყევა აქვს და ხელიც ნაღრძობია ვერ ივარჯიშებს ჯერ აქტიურადო . მეც შევჭამ , მუსიკალურიდან მოვდივარ და ხომ იცი მაცოფებს ყველა .
_რატომ აკეთებ იმ საქმეს რომელიც გაღიზიანებს ვერ ვხვდები... არაფერი გიყვარს და გსიამოვნებს რასაც აკეთებ როგორ ხარ საერთოდ ჯანმრთელი მიკვირს . დიეტაზე აღარ ხარ ?_ წარბი ასწია ხინკალი გემრიელად რომ ჩაკბიჩა თუთამაც
_შეყვარებულს დავშორდი დაგავიწყდა?
_რა შუაშია... იმ ს.რმა გითხრა წონა დაიკელიო თუ რას იკლავდი თავს. ისეთი ფერმკრთალი იყავი ხოლმე ვამპირს გავდი . როგორც ქალი ძალიან სუსტი ხარ,მიკვირს რანაირად თან უგემოვნო . ის იდიოტი რამ მოგაწონა ლაპარაკიც არ იცის ნორმალურად
_ ახლა ორივე ვერ ვიტანთ , საერთო გვაქვს რაღაც . შენთან ჭორაობას არ ვაპირებ
_მე ხომ მითუმეტეს...საუბარი როცა მინდოდა არ მოხვედი
_ახლა ხომ მოვედი_მიხვდა ერთი ხელით ჭამას რომ ვერ შეძლებდა . საწოლზე გადაჯდა და ხინკალი ტუჩთან მიუტანა _ჭამე თორე მე შევჭამ
_თვითონ
_კაი ნუ ართულებ ...
_მადლობა .გემრიელია , ზოგადად გემოვნება გაქვს ვერ დაგიკარგავ. გაიგე გამოცდის ქულა?
_100 ავიღე ...
_იმან ?
_98 მისმა სწერვა შეყვარებულმა 67 . ვისში გამცვალა ხო ფაქტი იყო ისედაც
_გამოცდის ქულით არ ფასდება ადამიანი ,ისინი შესაფერისები არიან ზუსტად . ნუ იბოღმები ,ავად გახდები ბოლოს ამდენ სისულელეზე ფიქრით და ამდენი გაბრაზება გაღიზიანებით
_მეზიზღება ჭკუას რომ მარიგებ კარგი მეგობარივით
_შენი მეგობრები კარგს რას გეტყვიან ისევ მე თუ დაგარიგებ. შენზე ჭკვიანი მე ვარ მხოლოდ
_თავკერძა იდიოტი მეუბნება ამას _თვალები სასაცილოდ აატრიალა და დუდასაც გაეცინა _რა გაცინებს
_კიდე მინდა სანამ დედაჩემი მოვა
_ხო არ აუკრძალავს ექიმს
_გენიოსი შენ ხარ და არ იცი საავადმყოფოს საჭმელი?
_შერყევა გაქ წყლული ხო არა
_რა კარგად გამოგდის... ბოლოს იტალიაში წადი მოხუცის მომვლელად . შენნაირ სხვის გამო მონდომებულ ხალხს ეგრე ემართებათ. აირჩევს პროფესიად რაღაც პოპულარულს ,სულ რომ არ უნდა და არ წარმოუდგენია მუშაობა ,მერე ვერ მოერგება რეჟიმს ან მოერგება და სულ ცუდად იქნება
_ჭამე და ნუ ლაქლაქებ. ისე ხმას არ იღებ და ჩემთან რა ენად გადაიქცევი ხოლმე
_რომ ბრაზდები და წითლდები ვგიჟდები ...
_ნუ როხროხებ თავი აგტკივდება
_მტკივა ისედაც . აღარ მინდა ვსო ,შენ ჭამე და გადააგდე მერე ყუთი . ორ წუთში მოვა ეკა
_დანაშაულს ჩავდივარ სულ შენთან ახლოს როცა ვარ _ უცებ ჭამა და ყუთი ნაგვის ურნაში ჩატენა. მერე დაბრუნდა და სავარძელში ჩაჯდა _ მარტო რომ ხარ ოთახში კარგია. მე რომ ვიწექი მაშინ სავსე იყო პალატა და ლამის გავგიჟდი
_კოვიდის დროს აბა რა იქნებოდა სად იყო ადგილი ძლივს ვიპოვნეთ იპოვნეს ... გოგომ გადაწყვიტა რომ მკურნალობა არ სჭირდებოდა და სეირნობით მოერეოდა . გოგომ რომელიც ყველა გაციებაზე მომაკვდავივითაა
_ვიცი შენი ძმაკაცის ნათლიამ რომ იპოვნა ადგილი კლინიკაში
_დედაშენს დაეხმარა დედაჩემი თორემ მე რა შუაში ვარ მოგიშორებდი თავიდან. ორი წელია ტვინს ჭამ
_ჩემზე კარგი ვინ გყავს ცხოვრებაში
_ორი და მყავს ,უამრავი მეგობარი და ნათესავი კიდევ . შენნაირი ნერვის წურბელა რად მინდა
_მალე გამოჯანმრთელდი. მეცადინეობას რომ დაიწყებ დამიკავშირდი რამეს თუ ვერ გაიგებ
_რას გაიგებდი შენ ისეთს მე რომ ვერ გავუგო
_ხვალ თუ არ გამოგწერეს გნახავ კიდევ ... რა მოგიტანო
_ხაჭაპური მინდა , მეგრული
_გაშიმშილებენ ? მოგიკვდი . ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი
_მიდიოდი
_დროებით "
...........
_დუდა გთხოოვ წაგვიყვანე რაა
_სად წაგიყვანოთ _ პატარა ლილე ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა_შენ სად გინდა ჩემო სიცოცხლე მითხარი და იქ წავიდეთ
_მაკში მინდა მე
_ჩაგაცმევ და წავიდეთ _ რამდენჯერმე აკოცა და გოგონებს გადახედა _ მოემზადეთ და გავიდეთ. ელე რაც უფრო მალე ჩაიცვამ და მალე გავალთ მით უფრო დიდი დრო გექნება გართობისთვის _დას გადახედა თავზე აკოცა და მერე ბავშვთან ერთად დაიძრა საძინებლისკენ.
_მოგეხმარო?
_რაში
_ბავშვის მოწესრიგებაში
_მივხედავ , შენ აიღე რაც გჭირდება და დაიკავე ადგილი თორემ წინ დაჯდომაზე წავა ომი _ჩუმად უთხრა და ლილეს ხელზე კიდევ აკოცა _ლილუცი შორტს ჩაგაცმევ ხო?მერე პარკში წავიდეთ და ბევრს ითამაშებ
_ჩემი ჭიამაია ზედა სად არი?_ოთახიდან ესმოდა ხმები და უყურებდა სულ სხვა დემეტრეს.
_დუდაა ,თმას დამივარცხნი?_ სანამ საძინებელში შევიდოდა გვერდით ელენემ ჩაურბინა . ხელში სავარხალი და თმის გასასწორებელი ეჭირა.
_ლილუს ნაწნავები გაუკეთე და მე შენ აპუწულ თმას მივხედავ ,ისე შენც რომ დაიწნა სჯობს მგონი. არ გცხელა ასე?
_ისე ბავშვივით ვარ
_ასე არ ხარ ბავშვი?
_არ ვარ ბავშვი ... 17 წლის ვარ უკვე
_კარგი მაშინ გაიპრანჭე
თუთას წინ დაჯდომა მოერიდა. სხვა მხარეს დაიძრა ნინიმ რომ აურია ხასიათი
_აუ თუთა შენ წინ დაჯექი თორემ უკან მერე ვეღარ დავეტევით
_შენ ისეთი გამხდარი ხარ ყველგან ჩაეტევი არ იდარდო . დაღლილი ვარ,დავრჩე და დავიძინო მირჩევნია
_ ის იყო უკან შებრუნდა დუდა რომ დაუხვდა წინ _ რა უყვარს შენ მშობლებს... ვახშამს მოვამზადებ მათ დაბრუნებამდე
_მათ დაბრუნებამდე ჩვენ ვერ დავბრუნდებით და ხვალ ერთად გავაკეთოთ რამე . ჯერ ჩვენ ვართ მასპინძლები და გვადროვე, მერე დედას მაინც ეზარება მზადება და მიეხმარე
_რას აკეთებ... არ მინდა წამოსვლა_თქო _ჩუმად ეუბნებოდა ,ხელზე ჩაკიდებულ მის ხელს უყურებდა და ინსტიქტურად დგამდა ნაბიჯებს _გამიშვი ხელი დუდა
_გინდა და ნუ უსმენ ხალხს ,ვბრაზობ მხოლოდ მე რომ მეჩხუბები
_სტუმრად ვარ ვერავის ვეჩხუბები _ჩურჩულებდნენ . დუდამ თმიდან სამაგრი რომ მოაშორა და ლოყაზე აკოცა
_ასე ჯობია ... გთხოვთ დაბრძანდეთ ქალბატონო თუთა _ კარი თავად გაუღო ოღონდ საჭეს მხარეს
_რას აკეთებ
_ჩემზე უკეთ ატარებ ,დაჯექი და თან ისწავლი გზებს . ნუ თუ არ აღიარებ რომ ქალები კაცებზე ცუდი მძღოლები ხართ და ორიენტირების უნარიც არ გაქვთ რომ გამოცდაში ის ქულა სულ დაზეპირებული საკითხების გამო აიღე ,რომ მე უფრო მაგარი ვარ ვიდრე შენ
_არ ავყვები ამ პროვოკაციას
_მაშინ ჩვენც არ წავალთ და გაეცი პასუხი ჩემ საყვარელ ლილუს
_რატო არ წავალთ ... გაგებუტები
_მე რომ დავჯდე? ვიცი ტარება ... გამოცდაც ჩაბარებული მაქვს
_მაპატიე ნინი,მაგრამ თუთას გარდა ვერავის ვანდობ თავსა და ჩემ ორ საყვარელ დას
_სერიოზულად დასვამ შენი მანქანის საჭესთან სხვას?
_ნუ თუ აღიარებს რომ მე უკეთესი ვარ და თვითონ არ იცის
_დაჯდები თუ დიდხანს უნდა ვილაპარაკოთ კიდევ _ ნინი აღიზიანებდა ყველაზე მეტად. სათვალე მოირგო , საჭესთან დაჯდა სავარძელი გაასწორა და კარებები როგორც კი დაიხურა მაშინვე იგრძნო სისუფთავისა და დუდასებური მოწესრიგებულობის ტალღა. გვერდით მჯდომს გახედა და გაეღიმა. იცოდა მისთვის გააკეთა ყველაფერი და პირველად ჯდებოდა საკუთარ მანქანაში მგზავრის სავარძელში. მისი კარნახით გაიარა მთელი გზა,ფონად მუსიკა ისმოდა და ელენე ნინისთან ერთად მღეროდა.
_ჩემი ლილუს საყვარელი სიმღერის დროა ხო ლილუ _ დას გადახედა და მოწყენის საშუალება არ მისცა . ჟოზეს სიმღერას თავადაც აჰყვა ლილესთან ერთად
"ვაშლი არის წითელი ,წითელი
ხეზე ჭიამაია წითელი ,წითელი
მარწყვი გემრიელია წითელი
გოგოს კაბა უხდენა წითელი"
_მარჯვნივ მოუხვიე და ცენტრალურ გზაზე განაგრძე სიარული _ სანამ უკან მღეროდნენ იქამდე უთხრა და მხარზე ჩამოვარდნილი კაბის მკლავი გაუსწორა . მანქანის დანიშნულების ადგილას გაჩერების შემდეგ პირველი გადავიდა ,ლილუ აიყვანა და მერე თუთას გაუღო კარი
_გმადლობ _ჩუმად უთხრა და მას გაჰყვა გვერდით.
უცნაური იყო მარტოობის განცდას დუდა რომ უქრობდა. ის რომ არ ყოფილიყო იქ სრულიად უცხოდ,დაკარგულად იგრძნობდა თავს. როგორც კი მოიწყენდა მაშინვე რაღაც ისეთს ამბობდა რაც საუბარში ჩართვას აიძულებდა.
_ნაყინის ჭამას აპირებ? აბა ტკბილს და ცომა ვიღებ მენიუდანო? სულ არაგაქვს ნებისყოფა არადა ტრაბახობ ხოლმე ყველაფერს შევძლებ თუ მოვინდომებო და 5 კილო ვერ დაგიკლია _ნინის ენას არ აჩუმებდა და სულ არ ჰქონდა იმის განცდა რომ თითქმის უცნობ ადამიანებთან იყო. თუთას კოვზი გაუშეშდა ხელში,ნაყინს უყურებდა და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთის გადაგორებას ცდილობდა ბრაზმა რომ გაზარდა და საკადრისი პასუხის გაცემას ვერ მოახერხებსა ცრემლების ფონზე
_ძვირფასო ნინი თუთას გონება გაუნათდდა , მიხვდა იდეალური რომ არის ზუსტად ისეთი როგორიც არის და თავის დასტრესვას არ აპირებს უაზრო დიეტით უაზრო ხალხმა რომ მოიგონა ყველა პრობლემის წონისთვის გადაბრალებისთვის. ვიღაცები იმიტომ არ უყვართ კაცებს რომ შტერები და აუტანლები არიან და არა იმიტომ რომ იქს ეს ზომა კაბა არ აცვიათ . შენს ადგილას კიდევ ფრთხილად ვიქნებოდი ერთ დღეს არ მოუნდეს შენი გრძელი ენის დამოკლება და შენთვის ჭკუის სწავლება თორემ ისეთ ჩიხში შეგიყვანს შენი გონება ასი წელი რომ ვერ დაიხსნის თავს _ დუდა მშვიდად იჯდა , ლილეს ნაყინით დასვრილ ტუჩებს წმენდდა და ისე ლაპარაკობდა. თუთას მუშტად შეკრულ თითებს შეეხო, ხელისგულზე მოეფერა, რომელსაც ფრჩხილების კვალი ეტყობოდა
_თქვენ მე მეტოქეები მეგონეთ ამბები დადიოდა თქვენს დაპირისპირებაზე და მეგობრები როდის გახდით? საერთოდ არ ვიცოდი თუთას ასეთი დამცველი თუ ჰყავდა. იქეთ არის ყველას ადვოკატი
_ის უბრალოდ პასუხის ღირსადაც არ თვლის შენს ბავშვურ წაკბენებს ... მე კი ჩემი აზრი დავაფიქსირე და ჩვენ ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. მტრები არასდროს ვყოფილვართ, არც ვიქნებით
_თქვენს სკოლაში მე მის გამო გადმომიყვანეს თორემ ჩემ ძველ სკოლაში მშვენივრად ვიყავი . მერე გამიწამდა ცხოვრება
_და ამიტომ ცდილობ თუთა გაამწარო? ელენემაც იცის ხოლმე ასე გაბრაზებულ გულზე სისულელეების კეთება _ ისე გალანძღა მხოლოდ თუთა მიუხვდა და ღიმილს ვეღარ იკავებდა. არაფერი უთქვამს საპასუხოდ მხოლოდ კარგად იმახსოვრებდა მის თითოეულ სიტყვასა და ქმედებას .
................
სახლში იყვნენ ყველანი ერთად,ვახშმისთვის ემზადებოდნენ,თუთა სამზარეულოში იყო და მობილური თან არ ჰქონდა
_ლუკა გირეკავს კორინთელი _ ნინიმ ტელეფონი მიაწოდა და თან ხმამაღლა განაცხადა ბიჭის ვინაობა
_გისმენ ლუკა
_საღამომშვიდობის ... ცუდ დროს ხომ არ გირეკავ. მოგწერე და რომ არ გინახავს მივხვდი არ შემოსულხარ საიტზე
_ მაქვს დრო,გისმენ _ოთახიდან ეზოში გავიდა,მაგრამ დუდას ყველაფერი ესმოდა ისე დადგა
_რაღაცები ვერ გავიგე და შეგიძლია ამიხსნა?
_მოინიშნე და ერთი საათის მერე დაგირეკავ მე თვითონ,კარგი?
_კარგი ,მადლობაა
_დროებით _ დაემშვიდობა და უკან როგორც კი შებრუნდა დუდას შეეჩეხა _მისმენდი ?
_მასწავლებლებთან რისთვის დადის შენ თუ უნდა ამეცადინო. რომ გატყუებს ვერ ხვდები თუ ხვდები და თავს ისულელებ ,საუბრის საშუალება რომ გქონდეთ
_ყველა შენნაირი ყოვლისმცოდნე ნუ გგონია, სისტემატიურად არ მეცადინეობს .
_მე რატომ არ მთხოვს და შენ რატომ გთხოვს... იქამდე ვიცნობდი სანამ შენ გაიცნობდი
_ალბათ იცის მე რომ უფრო ჭკვიანი ვარ და უკეთ შემიძლია ავხსნა ვიდრე შენ
_იმიტომ ხომ არა რომ შენ უკეთესი მკერდი ,ტუჩები და უკანალი გაქვს ვიდრე მე და ხმის მოსმენაც უფრო სიამოვნებს ვიდრე ჩემი
_როგორი თავხედი ხარ
_სიმართლე მტკივნეულია ... გეია ან ბი_თქო ვერ დავაბრალებ თორემ მაშინ მე მექნებოდა სრული უპირატესობა
_იქმებ გეყოს ეს მარაზმი და დაჯდე მაგოდასთან ...
_არ ამეცადინო!
_რატომ
_იმიტომ რომ დრო არ გაქვს ყველასთვის და იმიტომ რომ თვითონ უნდა იკითხო ბევრი როგორმე რომ მაჯობო თორემ დაკარგავ რეიტინგს და ეროვნულებზეც ვერ აიღებ ყველაზე მაღალ ქულებს ქვეყნის მასშტაბით
_შენ ხომ არ გაგიჟდი,ჯერ მე მაბრალებდი შენ მოგწონს და იმას არ მოეწონებიო და ახლა იმას მოვწონვარ ?
_აჰ ანუ შენ მართლა მოგწონს?მაშინ თქვი რომ შენც გაქვს შენი მიზნები
_ზოგჯერ არანორმალურ ადამიანს ემსგავსები და ვერ ვხვდები რა გემართება. შენ და შენი მარის " მეცადინეობები" ხომ არ გახსენდება შემთხვევით. დიდი ხანია არ მოგფერებია და აღგზნებული ხარ თუ რა გეჩვენება ...
_ის დაშორდა თავის ბარბის და ნამდვილად ესაჭიროება მოფერება...
_მერე შენ რა ,შენი რა საქმეა _ გაეცალა და მაგიდასთან დაიკავა ადგილი. სწრაფად ივახშმა და დროზე ადრე ავიდა საძინებელში.
ლუკას ვიდეოქოლით დაურეკა და მეცადინეობას შეუდგა . ხვდებოდა დუდა რომ მართალი იყო და სულ არ ადარდებდა კანდელაკს რაიმეს სწავლა,მაგრამ მაინც არ აღიარებდა. ჟვანია რომ შემოვიდა იმ წამს ეკითხებოდა ლუკა
_ხვალ ,მეცადინეობის შემდეგ რა გეგმები გაქვს ? ძალიან მაგარი ადგილი ვიცი
_გამარჯობა ლუკა ... როგორ ხარ? _ თუთას სკამს დაეყრდნო და ეკრანს შეხედა
_კარგად ,შენ ?
_არ მითხრა რომ მეცადინეობა დაიწყე... ბიჭებს მივახარებ , ჯიბეში ჩატენილი რვეულით აღარ ივლის ჩანთას გაავსებს წიგნებით_თქო
_არა რა მეცადინეობა ტო ... პროსტა რო არ ჩავაბარო გაგიჟდება გურამა და ამ ბოლო დღეებში რაღაცას ვჩალიჩობ რა _ორივეს ერთად აკვირდებოდა
_ხელს აღარ შეგიშლით,განაგრძეთ ...
_დავასრულეთ უკვე... უნდა გავიდე . მადლობა თუთა , ხვალ საღამოს შევხმიანდეთ ხო?
_არ მგონია გავთავისუფლდე, მუსიკალურშიც უნდა გავიდე და კონცერტისთვის მოვემზადო.
_კარგი , დროებით _ როგორც კი გათიშა მაშინვე მიუბრუნდა დუდას რომელიც ისევ იქ იყო
_რაც გადმივედი ერთხელ არ შემოგიღია ამ ოთახის კარი და ახლა რა მოხდა ?
_ჩემ ჰუდს ვეძებ და მინდოდა გამეგო აქ ხომ არ არის შემთხვევით_თქო ?
_მე არ ამიღია ... ნინის და ელენეს ჰკითხე
_ელენეს ჰქონდა და მერე ნინიმ ითხოვაო _ კარადა გამოაღო , ნინის მხარეს ყველაფერი არეული იყო ,თუთას კი ორგანაიზერებით ჰქონდა ყველაფერი გადანაწილებული. მათ შორის წინდები,საცვლები და ბრებიც კი მოხვდა თვალში დუდას.
_არ არის მანდ
_შეიძლება არის,მაგრამ ისეთი არეულია ყველაფერი მეც კი შევძლებ დამალვას
_პატარა ბავშვივით რატომ იქცევი ! გგონია ვერ ვხვდები განგებ რომ შემოხვედი ?ჩემ პირად სივრცეს რატომ უგულებელყოფ?
_შენ რატომ ისულელებ თავს? სად მიჰყავხარ ხვალ რატომ არ ჰკითხე, თბილისის ხედზე ზ.საობა უსწორდება მაგას და შენც თუ გინდა გამოათავისუფლე დრო . დიდი დიდი 1 საათი დაგჭირდეთ ,მგზავრობიანად
_ისე ამბობ თითქოს შენთან ერთად დადიოდა და ახლა მიგატოვა
_ბატის მოუდს რომ ჩართავ მერე მორჩა აღარ გიბრუნდება ჭკუა
_შენ ახლა მე ბატს შემადარე?
_მხოლოდ ეგ შეამჩნიე? გავგიჟდები ერთხელაც ... ხვალ მანქანით მივდივარ და არ გაიქცე წინასწარ ავტობუსით .
_ისევ მე დამაჯენ საჭესთან?
_ტვინარეულ ქალებს არ ვსვამ ჩემი მანქანის საჭესთან
მეორე დღეს დუდა დაატარებდა მანქანით სკოლაში,მასწავლებლებთან . კანდელაკი მათემატიკაზე იყო ,მაგრამ თუთამ უთხრა დრო არ მაქვსო და დანებდა. დუდამ კონსერვატორიაშიც მიიყვანა, ესწრებოდა მეცადინეობაზეც და შემდეგ ერთად დაბრუნდნენ სახლში. მის თვალწინ დაპატიჟეს დაბადების დღის წვეულებაზე ქალაქგარეთ ,კარგად იცნობდა იმ გოგონას დუდაც . კანდელაკის ნათესავი იყო და ისიც რომ იქ იქნებოდა რთული მისახვედრი არ იყო,იმასაც კი ფიქრობდა,რომ ლუკას გავლენა იყო თუთას იქ მიპატიჟება .
_წახვალ ?
_ჩატში წერენ ,ყველანი მიდიან ...
_აყვანას ვერ მოვახერხებ ,თამაში მაქვს ,მაგრამ წამოსვლის დროს დამირეკე და მოგაკითხავ ,ან ირაკლის გამოვუშვებ . პრობლემა არ იქნება
_წამომიყვანს რომელიმე,მანქანით არის ლიკუნაც და სალომეც
_დალევენ და მთვრალზე ,აჟიტირებულები კი არა ფხიზელზე ვერ ატარებენ ნორმალურად
_იცნობდე თითქოს
_ვიცნობ ! მოკლედ მე წამოგიყვან ,შევთანხმდით ?
_ვნახოთ ... ჯერ საჩუქარი უნდა ვუყიდო. ხვალ დრო არ მექნება ,დღესვე უნდა ავარჩიო რამე
_ფული გააქვს ?
_მაქვს , დამელოდები ?
_გამოგყვები ,აგარჩევინებ ... _მანქანა ძლივს გააჩერა და შემდეგ თუთასთან ერთად მოიარა მაღაზიები. კაბაც აყიდინა ბოლოს და საჩუქარიც.
მეორე დღეს დუდას თამაში ჰქონდა,წააგეს და ისედაც გაბრაზებული იყო. შემდეგ ლაიავი ნახა სადაც ლუკა და თუთა ერთად ჩანდნენ, ერთ მომენტში ცეკვავდნენ კიდეც და ბრაზმა მთელ ტანში დაუარა. ურეკავდა,მაგრამ არ პასუხობდა,შემდეგ უკვე გასვლას აპირენდა ჭიშკართან რომ გაჩერდა მანქანა.
კანდელაკმა მოიყვანა , ჩბეულებრივზე დიდხანს გაჩერდნენ თითქოს ან დუდას ეჩვენებოდა ,დამშვიდობებისას როგორ აკოცა და კონტროლი დაკარგა.
_მასთან ხარ?
_გული გამისკდა დუდა ... ამ დროს აქ რას აკეთებ
_მიპასუხე ლუკასთან ხარ ?_ფანჯარასთან იდგა , სიბნელეში მისი მზერა ანათებდა
_შუქს ავანთებ თორემ დაგავიწყდა მგონი ვინ ვარ და როგორი ვარ..._ სანათი ჩართო , ჩანთა კარადაზე დადო და ფეხსაცმელი მოიშორა _ საშინლად დავიღალე. ეს ქუსლი ჩემ წონას როგორ უძლებს არ ვიცი ,მიკვირს მთელი დღე რომ ვიარე
_მოსწონხარ და გეფლირტავება ყველას დასანახად,აშკარად... სახლშიც მის გარდა ვერავინ მოგიყვანდა?მთვრალი რომ ჩაუჯექი მანქანაში რას ფიქრობდი
_მთვრალი არ ვარ და არაფერი ხდება, მოძალადე კი არ არის
_ რატომ არ დამირეკე მე წამოგიყვან_თქო ხომ გითხარი
_რატომ უნდა შემეწუხებინე ... მართლა რა გჭირს მე დაავლიე თუ შენ
_ანუ აღიარებ რომ დალიე
_ხო,არ მეტყობა? წითელი ვარ ალბათ სულ _ ლოყებზე მიიდო ხელისგულები და თვალები აატრიალა_ გამოვფხიზლდი გზაში
_შენ იცი რომ ვგიჟდები და განგებ იქცევი ასე ...
_მართლა არ ვიცი ასე რამ გაგაბრაზა...ან რა უფლებით ?მაშინ მეც შეგიზღუდავ შენ გოგოებთან კონტაქტს. ღმერთმა იცის ვისთან დადიხარ
_ნუ გაქვს მოჩვენებები ...
_თუ ღმერთი გწამს ,თითქოს მართლა ხელუხლებელი ბერი იყო და ერთი ქალის სურვილი გკლავდეს,მას ელოდე და მის გარდა არავინ გინდოდეს
_არ ველოდები,სურვილი მშლის _იმ წამს ზედმეტად ახლოს იყო, თითები ლოყაზე შეახო ,თმაში შეუცურა და მისი სახისკენ დაიხარა _ ათასფრად ფეთქდები ტვინში და მთელ სხეულში იფანტები ,შემშლი
_დუდა
_არ ვთამაშობ,ყველაფერი ნამდვილია ... არ გეჩვენება და მოდი გონს სანამ გვიან არ არის _ტუჩებზე გრძნობდა მის სუნთქვას, კოცნას ელოდა და მიიღო კიდეც , ყელზე

დაუტოვა კოცნის კვალი და ისე გავიდა თუთამ სიტყვა ვერ დაძრა. ძალაგამოცლილი დავარდა საწოლზე , სიზმარს ჰგავდა ყველაფერი მეორე დილას კი სასმელს დააბრალა.
...........
ნინი და თუთა ერთ კონცერტში იღებდნენ მონაწილეობას. ნინი ცეკვავდა ,თუთა როიალზე უკრავდა და ყველანი მათი მაყურებლების რანგში ისხდნენ . ყვავილების თაიგული რომ მიუტანეს ნინიმ აიღო მაშინვე და ბარათიც იპოვნა
_ჩემი არ არის ... შენია _ გაკვირვებულმა გაუწოდა ვარდების კონა და თავისი თაიგულები ელენას,ეკას და ლილეს გაუნაწილა _რა საინტერესოა მუსიკის თაყვანისმცემელმა გაჩუქა თაიგული თუ შენც მოეწონე ვინმეს ამდენი
_თუთა ისეთი ჭკვიანი,ღირსეული და კარგი გოგოა სულაც არ მიკვირს თაყვანისმცემელი რომ ჰყავს. გაოგნებულები გისმენდა მთელი დარბაზი _ ირაკლიმ თქვა და მათკენ მიმავალ გიორგის შეხედა_მამათქვენი რას იტყვის ამ თაიგულებზე აი ეს არის საქმე
_ვერაფერსაც ვერ იტყვის... ჩხუბის უფლება დაკარგა მას შემდეგ რაც საყვარელი დააორსულა _ ნინი როგორც ყოველთვის თავხედურ პირდაპირობას არ კარგავდა
_არაჩვეულებრივები იყავით მა... ყოჩაღ
_გმადლობ,მამა ... რაც მიყვარს გამომდის. ვფიქობ დავთანხმდები შეთავაზებას და ანსამბლში გავაგრძელებ
_მართლა ?
_ ხო,აკადემიაში წავალ ... ვიცეკვებ და მერე ცეკვის სტუდიას გავაკეთებ იტალიაში _ბოლოს დაამატა და კაცს ხასიათი გაუფუჭა
_წახვალთ თუ არა ეგ კიდევ გასარკვევია... დროა იქამდე
_ძალიან კი მწყდება გული შენი საყვარლის მშობიარობია დროს გულშემატკივრებს შორის რომ ვერ ვიდგები,მაგრამ რას ვიზამ
_ნუ ეძახი სააყვარელს,ცოლია
_საყვარელა და საყვარელი იქნება სულ. ბ.ზები არ იცვლებიანო შენ არ ამბობდი?ისე რა საინტერესოა ჩემი მოკლე კაბები იყო განსახილველი და ცოლად რომ გყავს ბ.ზი ნორმალურია?
_ნინი ნუ გამაგიჟებ ...
_შეგიძლია წახვიდე თუ გიჟდები. ნახვამდის ნინის მოსმენაც ცუდად ხდიდა უკვე. გაეცალა ყველას და მოშორებით იდგა დუდა რომ მივიდა
_ვისგანაა _ აართვა ხელიდან ბარათი და წაიკითხა " თუთას თაყვანისმცემლისგან" _რა ბანალურია ,ნული კრეატივი . ლუკას ხელწერაა
_რატომ უნდა მომართვას ყვავილები ლუკამ... მოვიდოდა და მომიტანდა
_არაა ქალაქში და კლასიკური მუსიკის ატანა არ აქვს ,მოსმენას ვერ აიძულებდა თავს. ყვავილების შეკვეთა და გაგზავნა მაგის სტილია
_მადლობას გადავუხდი მაშინ
_შენ რა დარეკვას აპირებ?
_ხო,რა მოხდა
_და რას ეტყვი
_მადლობა ყვავილებისთვის_თქო ,გამახარე და ძალიან მომწონს_თქო ... რა უნდა ვუთხრა
_თავი უნდა შეიკავო და არ ავარდე . შენ დას ვერ უყურებ? რამდენი თაიგული მიიღო და თუ ურეკავს საპასუხოდ ვინმეს.
_შენ წინა ცხოვრებაში ქალი იყავი თუ ჭკუას რატომ მარიგებ ასეთი თავდაჯერებულობით... თუ დავიჯერო შენ მოგწონს ასეთი გოგოები,ხელოვნური თავშეკავებით
_მე ვინც მომწონს ის აშკარად იცვლება თვალსა და ხელს შუა _ გაბრაზებული გაეცალა და შემდეგ შორიდან აკვირდებიდა. რა თქმა უნდა არავისთან დაურეკავს ,თაიგულიც არ დაიტოვა. მასწავლებელს გადასცა და ისე გაჰყვა სახლისკენ მიმავალ ოჯახს
_სადმე დავსხდეთ და ვივახშმოთ ... რა ხანია არსად გავსულვართ . ავღნიშნოთ გოგონების შესანიშნავი გამოსვლა
_დედას გაუგზავნე ვიდეოები?
_კი ,მაგრამ მუშაობს ალბათ და ჯერ არ უნახავს
_კარგი
არაფერი ახარებდა ნუცასგან შორს. უყვარდა როცა ისიც მაყურებლებს შორის იყო,ამაყობდა ქალიშვილებით და ბედნიერდებოდა მათი დანახვისას. ახლა კი შორიდან უნდა ენახა კადრები და ეტირა ტკივილისგან .
უყურებდა მამას რომელიც დანებებული ტოვებდა ყველა ჯერზე,მიდიოდა სხვა ქალთან სხვა ბავშვის მოლოდინში და ტკიოდა მისი მონატრება.
საღამოს ყველანი ერთად წავიდნენ რესტორანში. სახლიდან გასვლის პროცესიც კი სხვაგვარი იყო ჟვანიებთან . ეკა და ირაკლი სულ თვალებში შესციცინებდნენ ერთმამეთს,კომპლიმენტებით ავსებდა კაცი და მერე ისე ჩაიხუტა გული გაუთბა მათ შემხედვარეს. მოსწონდა და თან ტკიოდა , ძლივს იხსენებდა მშობლების ბედნიერ მომენტებს.
_ეს კაბა ძალიან გიხდება ... ზოგჯერ ისეთი სექსუალური ხარ მიკვირს ,აზრიანად რომ იცვამდე ბევრ უმკერდო და უტრ.კო გოგოზე მეტი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა. არა მაინც ის თაიგული ვისგან იყო ? როგორ ვერ უნდა გავიგო _ ნინის კომენტარები ესმოდა და უნდოდა ენა ამოეგლიჯა
_გაჩუმდი და წამოდი ... ქვემოთ ჩავიდეთ
_მიბრძანდი ... ჩანთას ავიღებ და ჩამოვალ მეც
დერეფანში მიმავალ დუდას უყურებდა უკვე და ნინი აღარ აინტერესებდა. ლურჯი მაისური ეცვა და საოცრად უხდებოდა მის თვალებს.
_ხომ არ დავაგვიანეთ
_არა ,ელენას ჯერ არ დაუსრულებია ნინიც მასთან შევიდა. თავიდან იკეთებს მაკიაჟს _ ახლოს იყო,კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა,თმა გადაუწია და ყურზე შეეხო _ დაგეკარგება ... გახსნილია _ საყურე შეუკრა და ამ დროს იმდენად ახლოს იყო თუთა ვეღარ სუნთქავდა _ლამაზია _თითი ჩამოუსვა და მერე სახეზე შეხედა _გიხდება
_შენ მაჩუქე ... შარშან დაბადების დღეზე
_მახსოვს ,მაგრამ იმდენი ხანია არ გაგიკეთებია მეგონა დაგეკარგა ან გადააგდე
_იშვიათად ვიკეთებ ,ვუფრთხილდები _ კულონიც საყურებთან ერთად აჩუქა,ინსტიქტურად შეეხო თითებით წოძის შავ თვალს რომელიც მზის შუქზე წითლად ჩანდა
_ბავშვებოო ,ჩამოდიით
_მოვდივაართ... მზად ვარ_ ელენე და ნინიც გამოჩნდნენ . დუდას ხელი ჩაკიდა დამ და თან გაიყოლა _ფოტო გადაგვიღე წამოდი _შემდეგ უყურებდა როგორი სამეფო სიმშვიდით უღებდა ფოტოებს ცალკე ელენეს და ცალკე ნინის ,შემდეგ ორივეს ერთად და ბოლოს მშობლებზე და ლილეზეც გადავიდა. კომენტარი ვერ გააკეთა ისე მიუსვა ნინიმ გვერდით დუდას და გადაუღო ფოტო .
_წავედიით თორემ მთელი დღეა არაფერი მიჭამია ,მალე გონებას დავკარგავ
_ერთ მანქანაში ვერ ჩავეტევით და შენ დაჯექი საჭესთან
_კარგი _ირაკლის მანქანისკენ მიდიოდა,მაგრამ დუდამ მიმართულება შეუცვალა _ხელი მტკივა ,შენ დაჯექი
_ძველი მოტეხილობა თუ ახალია რამე ...
_დაჭიმულია უბრალოდ ... ცუდად დამეჯახა ჯაბა. გამივლის _ ისევ მისი მანქანის საჭესთან იჯდა და ისევ დუდა ჰყავდა გვერდით ,მაგრამ ამჯერად მხოლოდ ნინი ჰყავდათ თანამგზავრად . ფოტოებს ათვალიერებდა ,არჩევდა და ამუშავებდა. სიტყვა არ დაუძრავს მთელი გზა . დისკომფორტს რაც უქმნიდა დუდას მზერა იყო , მთელ სხეულში ცხელი ტალღა მოძრაობდა, მოსწონდა რომ არ აძლევდა შენიშვნებს და მხოლოდ მიმართულება უკარნახა.
გიორგის უფრო მეტი ჰქონდა შემოსავალი ვიდრე ირაკლის და მაინც არასდროს დადიოდნენ ასე უბრალოდ ერთად დროის გასატარებლად. სულ რაღაცას გეგმავდა, ძმაკაცებთან ერთად ნებისმიერ დროს წავიდოდა ,მაგრამ ცოლ_შვილთან ერთად არა.
მოხიბლული იყო გარემოთი,ცოცხალი მუსიკა ,გემრიელი კერძები,ინტერიერი და ადაამიანები რომლებსაც შეეჩვია. დუდა ,რომლის სიახლოვეც ბედნიერება იყო და თან მანძილის შენარჩუნება ურთულესი დავალება.
ყველა გრძნობა ერთად უდუღდა გულში , ვეღარ გაუძლო და იქაურობას გაეცალა . ტირილის ზღვარზე იყო დუდა რომ მივიდა და მოეხვია

_არაფერი თქვა უბრალოდ ჩაგეხუტები,იტირებ ისე რომ შენ ცრემლებს ვერავინ დაინახავს და მერე ორივე დავივიწყებთ ამ ამბავს _ ზამთრის ყინვაში გათოშილი ბეღურასავით ჩაიხუტა თუთა და არეულ ხვეულებში შეაცურა თითები. თუთამ ხელისგულები მკერდზე მიადო,სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა და ყველა დაგროვილ ემოციას ერთად ღვრიდა ცრემლად
_სახლში მინდა... მამა მენატრება . ვერ ვიტან მის სიყვარულს. დედას რომ უყვიროდა მაინც მიყვარდა და ეს გრძნობა მკლავდა. არ მინდა რომ მენატრებოდეს,არც სახლი მინდა მენატრებოდეს, რომელშიც სულ ომი იყო ,სულ ვტიროდი ,სულ სიბნელეში იყო ჩემი გონებაც ,გულიც და სულიც. არ მინდა ჩემ ოთახში გაჩენის სურვილი რომ მაქვს , მილიონჯერ რომ მიფიქრია ზე იმ ოთახში გამოკეტილს. გარედან შემოსული ყვირილის ხმა რომ მესმოდა და მერე მსხვრევის. სულ მეშინოდა რომ ისე მოკლავდა როგორც სხვები კლავდნენ ერთ_ერთი ჩხუბის დროს. მერე დედაჩემზეც გამოაცხადებდნენ საინფორმაციოში და მე ვიქნებოდი ის ვისაც ესმოდა ,მაგრამ არაფერს აკეთებდა. მე რომ ვეჩხუბე პირველად გული მისკდებოდა,მეგონა მეც დამარტყამდა და ერთი სიტყვა არ უთქვამს . მარტო მიყვარხარო ეს მითხრა და სახლიდან საერთოდ წავიდა . ზოგჯერ მინდოდა ჩემთანაც ეჩხუბა, ჩემთვისაც დაერტყა ,სხვა ცუდი მამებუ რომ სცემენ ისე , უარი ეთქვა ,რამე გაეკეთებინა რაც პირადად მე შემეხებოდა და შემაძულებდა. მომენატრა , რომ მელაპარაკება ისე მიყურებს გული მისკდება. ასე მგონია უჩვენოდ თავს რამეს დაუშავებს ან ისე იცხოვრებს რომ ავად გახდება. მის გამო წამოვედით იქედან და ასე უყველაფროდ დავრჩით და მე მაინც მიყვარს. არ მინდა კიდე ვინმე მიყვარდეს ასე ტოქსიკურად _ მოთქვამდა და ნაწყვეტ_ნაწყვეტ ამბობდა წინადადებებს. დუდას გულიც ცვლიდა დარტყმების სიხშირეს _ერთმანეთი ისე ძალიან უყვარდათ წიგნი დაიწერებოდაო და როგორ მოვიდნენ აქამდე. ხომ შეიძლებოდა უფრო ნაკლებად ყვარებოდა ასე სიგიჟემდე არ მისულიყო. სხვანაირი ხასიათი ჰქონოდა ,სხვა ცხოვრება ჩვენ გამო. სხვა ცხოვრების სტილი,სხვა ღირებულებები და შეხედულებები ჰქონოდა ... მოიყვანა ახალი ცოლი და ჰყავდეს ბიჭები მასთან. ჩემზე მეტად მაინც არავინ ეყვარება. მე ვიყავი ყველაფრის მიზეზი ,ჩემი არსებობის გამო დაქორწინდნენ თორემ იქნებ არც დაქორწინებულიყვნენ იქნებ სულ სხვა ცხოვრება ჰქონოდათ მერე . ჩემმა არსებობამ თავიდანვე ყველაფერი ამოატრიალა . აღარ მინდა ,დავიღალე გულს რომ მტკენს ის ვინც მიყვარს
_მე არ გატკენ ,არასდროს _ არ უნდა ეთქვა ,სიტყვა არ უნდა დაეძრა, მაგრამ საკუთარ თავთან დიდი ხნის წინ დადებული პირობა ამჯერად მისთვის გასაგონად გააჟღერა . შემდეგ იყო კოცნა , მათი პირველი ტკივილის დასაამებლად , სიბნელის გასაფანტად
_ყველაფერს დავივიწყებთ _ სულ ოდნავ მოშორდა და ჩუმად თქვა . ცრემლები ჯერ კიდევ ეკიდნენ გრძელ წამწამებზე. დუდა სახეზე ეფერებოდა ,ლოყაზეც აკოცა რამდენჯერმე და ტირილის კვალი საბოლოოდ გააქრო _ არ შეიძლება,მე და შენ . შენ მე არ ...ნუ გეცოდები _თვალები დახუჭა, ტკბებოდა დუდას ყველა შეხებით და სიტყვებს ტყუილად ფანტავდა ჰაერში
_იყავი ჩემთან ,მოგვეცი შანსი მე და შენ_ ჩურჩულებდა და გონებას აზროვნების უნარს ართმევდა
_შეუძლებელია !
_შესაძლებელია,შენ უბრალოდ უნდა გაბედო.
_მე და შენ ,არასდროს გამოგვივა

იმ საღამოს საუბარი აღარ გაუგრძელებიათ. შემდეგ დუდა ქალაქიდან გავიდა გუნდთან ერთად. ბოლო ზარისა და ბანკეტისთვის მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა. საშინლად არ უნდოდა წასვლა და უარის თქმასაც აპირებდა,მაგრამ დუდამ გზა მოუჭრა. ერთად უნდა ყოფილიყვნენ,წყვილს წარმოადგენდნენ. კაბა ნინის მკერავთან შეიკერა ,მან შეურჩია დიზაინიც და ის უფრო მეტად იყო აჟიტირებული ამ მოვლენით ვიდრე თავად თუთა. ნუცასთან წასვლა უნდოდა, ყველაფრის დატოვება და მასთან წასვლა ,მაგრამ არ გამოვიდოდა. სავარაუდოდ ივლისი ბოლოსაც ვერ გაფრინდებოდნენ, სანამ არ აეწყობოდა ყველაფერი იქამდე შეუძლებელი იყო გოგონების დედასთან გადაცხოვრება .
_არ მელაპარაკები?
_ხვალ ბოლო ზარია ... დაიძინე სჯობს . გადატვირთული კვირა გქონდა,ძლივს გადაურჩი ტრამვას
_ისევ გარბიხარ
_შენ რას აკეთებ სიგარეტს რომ ეწევი ამ დროს
_ნუ გამირბიხარ და მეც აღარ მექნება გასაფანტი დარდები
_ნუ ბოდავ !
_იმის გეშინია რომ მიდიხარ ? დარჩი და აქ იცხოვრე
_ნორმალურია მერე ეგ? თან ერთად ვიყოთ ამ სახლში ?
_ყველას ვეტყვი რასაც ვგრძნობ და მამაშენსაც
_შენ ამ სამყაროში არ ცხოვრობ? გინდა ყველამ ჩვენზე ილაპარაკოს? ჩემზე რას იტყვიან,სახლში ჩაუსახლდა და შეაცდინაო
_თუ თქმა უნდათ მაგას მე დამაბრალებენ
_შეხედე შენ თავს და მერე მე ... რა შუაში ვართ საერთოდ ერთმანეთთან. რამ გაგაგიჟა ვერ ვხვდები,ჭკუა სულ დაკარგე?
_დიდი ხანია ამირიე ტვინი და ახლა საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ იმის გარდა ,რომ უარს მეუბნები . შანსსაც არ გვაძლევ
_გაჩუმდი ,არავინ გაიგოს _ პირზე მიაფარა თითები და თავისდაუნებურად მიუახლოვდა_ შეწყვიტე ბოდვა. ხვალ ბოლოზარია,კვირას ბანკეტია და მერე მალე გამოცდებიც დაიწყება. თუ არ დაივიწყებ ყველა შენ ფიქრს აქედან წავალთ და ჩვენი კომუნიკაცია აღარც კონკურენტების,აღარც მტრების სახით იარსებებს !
_მემუქრები ? გირჩევნია დედინაცვალთან იცხოვრო იმ სახლში ვიდრე ჩემთან ახლოს ?
_ჩემ დაწესებულ ზღვარს თუ გადააბიჯებ კიდევ და მომიახლოვდები საჭიროზე მეტად,კი მირჩევნია
_ანუ გავიწროებ ... ვძალადობ და გირჩევნია წახვიდე
_თუ გააგრძელებ ბოდვას ასე გამოვა და შენ ეს არ შეგეფერება ,არანაირად !
_შენ არ შემეფერები და ეგაა მთავარი მიზეზი ხომ?
_ცხადზე უცხადესია
_იმდენ ხანს ველოდე როდის ჩაიხედავდი სარკეში და დაინახავში შენ რეალურ ღირსებებს ,მოიკრებდი ძალას,დადგებოდი მყარად და მეც გამისწორებდი მშვდიად თვალს,მაგრამ სულ ტყუილად მიფანტია თურმე დრო . აქამდე უნდა მემართა სიტუაცია მე ჩემ ნებაზე და არა შენი თამაშის წესებით
_უბრალოდ უნდა გაჩერდე,ასეთი რთულია? არ ვიცი რა ამოკვიატება გაქვს ... რა გინდა ან რატომ გინდა
_შენ მინდიხარ ,შენ! შეუშვი მაგ თავში
_და მე რა ვქნა შენი თოჯინა გავხდე?ზედმეტად დიდი წონა მაქვს ბარბად გადაქცევისთვის _მაქსიმალურად ცდილობდა არ ეყვირა,ხელების მოძრაობას ურთავდა თან სიტყვებს,თვალებგაფართოებული, გაწითლებული საუბრობდა. დუდამ ხელი რომ ჩაავლო და აივნიდან საძინებელში შეიყვანა. კარი მიხურა და მაშინვე აკოცა
_ჭკუიდან რომ მშლიდი ყველა ჯერზე მინდებოდა ასე გამეჩუმებინე _ ჩაეცინა და ისევ აკოცა _ რაც უფრო მეტად შემეწინააღმდეგები უფრო ახლოს მოვალ _ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა, ყბაზე და შემდეგ ყელზე _ შენ დაწესებულ ზღვრებს ვშლი და შენ დაწყებულ თამაშებს ვაქრობ!
_რა გინდა ჩემგან...
_აღიარე რომ შენ გიჟდები ჩემზე და ჩემგან შორს
_არ ვაღიარებ _ მკლავები ყელზე შემოხვია და კოცნის ინიციატორი გახდა
_აბა ახლა რას შვები _ მკლავებს სხეულიდან არ აშორებდა, თითებს დაატარებდა მის წელზე და ზურგზე_ახლა რას აკეთებ _ კოცნებს შორის ეკითხებოდა და პასუხს ელოდა
_გკოცნი , არასდროს გიკოცნია უბრალოდ? _ ღრმად სუნთქავდა, გულისცემა აჩქარებული ჰქონდა ,მთელ სახეზე ალისფერი ედო და დუდას ფერებას აგრძელებდა
_როგორი დარწმუნებული ხარ რომ სიბრაზე გონებას არ დამიბინდავს და არ გატკენ , როგორ გჯერა,რომ შენ ჭკუაზე მატარებ ისევ
_ისევ ? ანუ აღიარებ რომ მე უფრო ჭკვიანი ვარ და გმართავდი? _ გაიცინა და ლოყაზე აკოცა . სამყაროს მიღმა იყო და სურვილებს ისრულებდა,თითქოს სიზმარში გადაინაცვლა და ზრვარს არ უწესებდა საკუთარ თავს
_შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი მე რომ გიყვარვარ და არა სხვა ვინმე
_მე ვარ ყველაზე სულელი შენგან რომ არ გავრბივად და შენ ქსელში გავები სულელი მწერივით ... შენ არ შეიძლება მოგწონდე,გინდოდე და გიზიდავდე . მე მალე წავალ და ეს ყველაფერი ჩვენ შორის დაიმარხება,სამუდამოდ _დუდამ ვერაფერი უპასუხა,დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმოდა და აშკარად

ოთახისკენ მიდიოდა . წამსვე აღმოჩნდა გარდერობში იმ იმედით ,რომ ეკა ტანსაცმელს არ დაუწყებდა ძიებას
_დე , თანამშრომლები გავდივართ ქალაქიდან ,ახლა გადაწყვიტეს ჩატში წერენ გოგოები. ირაკლისაც არ ექნება დრო ,სამსახურიდან ვერ გამოვა ... შეძლებ გოგოები გამოიყვანო თუ დავურეკო ბებოს. შაბათ კვირასაც არ ვიქნები,კვირა საღამოს დავბრუნდები_ წამში თქვა ყველა სიტყვა და მერე შეათვალიერა ბიჭი
_პრობლემა არაა,მივხედავ ყველას და ყველაფერს
_კარგიიი...ბოდიში მგონი ცუდ დროს შემოვედი. წავედი ,ხელს აღარ შეგიშლი რასაც არ უნდა აკეთებდე
_დედაა
_მიყვარხაარ , მშვიდი ძილიი _ კარს მიღმა ამბობდა უკვე და აშკარად იცინოდა
_ჯანდაბა
_სიტყვა არ თქვა და ადგილიდან არ დაიძრა. საერთოდ არ მომიახლოვდე წასვლამდე _ კედელს იყო მიყრდნობილი რომ უთხრა,მკერდზე ჰქონდა ხელი მიბჯენილი დუდა ისევ რომ მიუახლოვდა
_ხომ გითხარი , შენი თამაშები დასრულდა. ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა , შენ კი გაბედავ გიყვარდე
_რატომ გგონია რომ მიყვარხარ ვერ ვხვდები... რა შუაშია სიყვარული იმასთან რომ მიმზიდველი ხარ , სექსუალური და მე ვარ გოგო რომელიც არავის მოსწონს და რომელიც მარტივად ჰყვება ვნებას ამ შემთხვევაში სხვა რომ ყოფილიყო შენნაირი ფიგურით და კოცნაში ასე გაწაფული
_ერთი სიტყვაც არ მჯერა რასაც ამბობ ,მაგრამ შეგიძლია გააგრძელო საოცარი ნიჭი გაქვს ,ფანტაზიის უნარი. გამოგადგება პროფესიაში ...ტკბილ ძილს გისურვებ _ აივნის კარისკენ დაძრულს ისევ მოხვია ხელი ,აკოცა და შემდეგ თავად გაიყვანა გარეთ
_თავს ნუ იტყუებ დუდა!
_ჩვენ შორის თავს გამუდმებით შენ იტყუებ და მერე ცდილობ სხვებიც უკეთ მოატყუო. დაიძინე ახლა ,შემდეგ ვისაუბროთ
_შემდეგ არ იქნება _იმდენად ჩუმად თქვა,რომ დუდას არ გაუგია. გული უსკდებოდა იმდენად არ უნდოდა საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანა,მაგრამ სხვა გზა ვერ იპოვნა მისმა გონებამ,რომელიც პრობლემისგან გაქცევისკენ იყო მიმართული და სიამოვნება ტკივილით ჩაანაცვლა.
_ბოლო თვე მამასთან ვიცხოვრებთ და შენ სიტყვას არ დაძრავ. თუ აქ დარჩები,გეფიცები ჩემთან კომუნიკაციას სამუდამოდ გაწყვეტ! _ დილას ბარგი ჩალაგებული დაახვედრა ნინის და გაღვიძებისთანავე მიახალა სათქმელი. დედას უკვე ვესაუბრე და წინააღმდეგი არ არის.
_შეიშალე? აქ ყოფნას იქ დაბრუნება გირჩევნია?
_მამას როდის ვნახავ კიდევ არ ვიცი... ერთი თვე ავიტან როგორმე იმ ქალს.
_ჟვანიებს რას ეუბნები... არ იქნება უხერხული?
_სიმართლეს
_რა სიმართლე , მამასთაან ბრუნდები ...
_შენ რჩები?
_აუტანელი ხარ,მაგრამ მარტო ვერ გაგიშვებ. ის ქალი ცოცხლად შეგჭამს და მეცოდები , გამოცდების წინ დედაჩვენის მოწყობილ სახლში ,მის საძინებლიდან გამოსულ ორსულ ქალს უნდა უყურო? მაზოხისტი ხარ ,გეუბნები
_სულ მიკვირს ზოგჯერ ასეთ სიტყვებს რომ იყენებ,მახარებს მთლად სულელი რომ არ ხარ
_მგონი მარტო გირჩევნია წასვლა
_წამომყევი , დაველაპარაკოთ დროულად ირაკლის და ეკას დუდას დაბრუნებამდე ჰქონდა დრო გათვლილი . ქალაქიდან გასული იყო და იქამდე უნდა დაბრუნებულიყო უკან სანამ ხელის შეშლას ეცდებოდა.

გაუჭირდა ემოციების მართვა,ორივეს მოეხვია და მადლობა არ დაიშურა. დაუჯერეს,რომ მამის მონატრებას მიჰყავდა და ირაკლიმ დააბრუნა თავად.
_დაბრუნდით? _გიორგის სახე რომ დაინახა მართლა ვეღარ შეიკავა თავი,რამდენიმე წუთი ილუზია შექმნა,მხოლოდ სიყვარული დაიტოვა და კაცის მკლავებში გაირინდა. ისიც ხმაგაბზარული ეფერებოდა ორივეს და დიდხანს იხუტებდა გულში. შემდეგ ქალი გამოჩნდა, მოზრდილი მუცლით , პერანგისანარამ რომ გამოაბიჯა რომელიღაც ოთახიდან და გულის ტკივილი გაუასმაგდა.
_ივლისის ბოლომდე ჩვენთან იქნებიან , გაიცანით მაია
_შენთან კომუნიკაციას არ ვაპირებთ მაიკო , დედა გვასწავლიდა უზრდელი ქალების გარემოცვაში არ უნდა იყოთ , გავლენას მოახდენს თქცენს ყოფაქცევაზეო _ნინიმ გამოაფხიზლა. ჩანთებს ხელი მოჰკიდა და საძინებლისკენ გააგორა _იმედია ყველაფერი ხელუხლებელია და ჩვენი ოთახები არ გადააკეთეთ
_ასე უნდა მელაპარაკოს?არაფერს ეტყვი?
_სახლი დიდია იმისთვის რომ ერთმანეთისგან დისტანცია დაიცვათ
_ანუ თავი ავარიდო ჩემ სახლში?თუ აქ სულ მდგმურივით უნდა ვიყო... ხომ არ გავიწყდება შენი ცოლი რომ ვარ და შენი შვილის დედა . ექიმმა მითხრა არ ინერვიულოო და შენ როგორ მექცევი _თუთა თვალებს ვერ უჯერებდა იმდენად მალე დაიწყო ტირილი. გიორგი კი ისეთი უემოციო იყო , იმდენად ცივი ,რომ ასეთი ნუცასთან ჩხუბის დროსაც კი არ ენახა.
_ოთახში დავბრუნდეთ,დაწვე სჯობს..._ლამის მეორედ მოეხვია მამას ძველი საძინებლის ნაცვლად სასტუმრო ოთახში რომ შეიყვანა ქალი და ინსტიქტურად გააღო ძველი საძინებლის კარი სადაც ისევ ნუცას სურნელი ტრიალებდა ან უბრალოდ ასეთი შეგრძნება დარჩა. ნივთები რომელთა წაღებაც ვერ მოახერხა ან უბრალოდ არ სჭირდებოდა ,ყველაფერი ისევ ისე იდო, კარადიდან თეთრეულიც კი არ იყო გადაადგილებული. ნუცას პორტრეტიც კედელზე ეკიდა ,შეყვარებულობისას რომ დაახატინა გიორგიმ მეგობარ მხატვარს.
_ორ ცოლთანაა ფაქტობრივად,ერთი სხვა ოთახში ჰყავს მეორე კი სხვა ქვეყანაში ,იქედან გამოგზავნილ ევროებსაც ხომ არ ელოდება ჰკითხე ერთი. როგორ გაბედა ამათი აქ დატოვება და დედას მონატრების გაქრობა
_გეყოფა,გამოდი ...
_რატომ დავდივარ შენ ჭკუაზე არ ვიცი,მაგრამ ისე ცუდად ხარ მართლა ვერ გეწინააღმდეგები. შენი სიჯიუტე თუ დაგღუპავს ისევ თორემ მეტი არაფერი და მერე მე ვარ სულელი _ჩუმად ლაპარაკობდა და საკუთარი ოთახისკენ მიდიოდა ისევ. დერეფნის სხვადასხვა მხარეს იყვნენ დები და ცოლ_ქმარი ,მაგრამ მაინც აუტანელი იყო მის გვერდით ყოფნა. ხასიათიც ასეთი ჰქონდა და განწყობაც მათ მიმართ თორენ თუთა ეცდებოდა საერთო ენის გამონახვას და ცივილურად მოქცევას.
დღეები გადიოდა ისე რომ მხოლოდ საძინებელს იყენებდა იმ სახლში. საჭმელადაც არ ჩადიოდა და არც სამზარეულოში შედიოდა როცა მაია იქვე იყო. სკოლაში არ მიდიოდა,ისედაც სრულდებოდა სწავლა და მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღე გააცდინა. ბოლო ზარზე მივიდა ,მაგრამ დუდას არც მიესალმა. ისიც გაბრაზებული იყო,ამჯერად იმდენად ნაწყენიც რომ ზედაც არ შეუხედავს. ტკივილიანი იყო ყველა დღე წონის მატების შემდეგ იმ კლასში და ასევე მწარე გამოდგა ბოლო დღეც. წამყვანი იყო და მაინც სიურპრიზი მოუწყვეს. ეკრანზე გასულ ფოტიებში იმის ნაცვლად რომელიც თავად მიაწოდა მისი მხოლოდ დამამცირებელი სურათები გაუშვეს და დარბაზიც ხმამაღლა იცინოდა. ჭამის დროს გადაღებული ,როცა კვებითი აშლილობა ჰქობდა სტრესისგან. დაცემის დროს ,ხელი რომ ჰკრეს წინ მდგომს დაეჯახა და საჭმელში იყო ამოსვრილი. ხარხარის ხმა ესმოდა იქამდე სანამ საერთოდ არ ჩაბნელდა გამოსახულება. დაბინდული მზერით დაინახა დუდა როგორ ადგა თავზე კომპიუტერთაბ მჯდომ კლასელს და მხარზე უჭერდა ხელს . ყურებში მხოლოდ ხმაური ჰქონდა ნაბიჯი რომ გადადგა. მიკროფონის წინ დადგა და ელოდა როდის დამშვიდდებოდნენ შემდგე კი დაიწყო
_სკოლა ჯოჯოხეთია , მის გზაზე წარმატებით მიმავალი მოსწავლეებითაა სავსე აქაურობა, სწავლით გამორჩეულები არ არიან ,მაგრამ ცოდვების შეგროვებაში ბადალი არ ჰყავთ. დაამცინავები, ბულერები, ქედმაღლები,ბოროტები,პოპულარულობად შერაცხული მრუშობით და ვაი საამაყო სილამაზით ვაჭრობის უიშვიათესი გამოფენა ვნახე ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. ვხედავდი როგორ ცდილობს უტვინო ,ერთუჯრედიანი ამება დაგამციროს შენ, განვითარების სულ სხვა დონეზე მდგომი და ცივილურობაზე ჰქონდეს უდიდესი პრეტენზია,შენ გამოგიყვანოს გოიმად მაშინ როდესაც ბიჭის მოსახიბლად მხოლოდ მუხლებზე დგომა და პირის გამოყენება შეუძლია. ჩემი წონა ცოდნაზე მძიმე ნამდვილად არ არის და პირად დისბალანსს არ ვგრძნობ. მადლობა ამ სკოლას,მასწავლებლებს რომლებიც გამოირჩევიან სხვებისგან განათლების დონით,სწავლების მეთოდებით და ცოდნის დაგროვების მსურველთათვის შედეგის უმაღლეს მწვერვალს შეიძლება მიაღწიო. მჯერა ამის ნათელი მაგალითი ვიქნები და თითოეულ ჩემ პედაგოგს საამაყოდ ექნება დრო რომელსაც ჩემთვის სწავკებაში ატარებდა. ადამიანები იცვლებიანო ამბობს ზოგი, მე მჯერა რომ დამპალ ვაშლს ვერაფერი გაამრთელებს, ნაგვის ურნაში უნდა მოისროლო თორემ მოგწამლავს. ბედნიერი ვარ რომ დასრულდა 12 წლიანი ჯოჯოხეთი და ეშმაკების მოციქულებისგან თავს ვაღწევ. იმედი მაქვს აღარასდროს გადაიკვეთება ჩემი და თქვენი გზები,ჩემო საბრალო ,იმბეცილო კლასელებო _ ერთ წერტილს უყურებდა საუბრის დროს, ყველაფერი რომ დაეიგნორებინა და თავაწეულს დაესრულებინა ერთადერთი გულწრფელი საუბარი იმ სკოლის კედლებში და ეს იყო პირველი ნაბიჯი ახალი თუთას გამოძერწვამდე. ხმაური იყო უკან,დარბაზში გაოგნებულები ისხდნენ. სცენიდან ჩამოვიდა,მისკენ დაძრულ გოგოს დუდა რომ გადაეღობა წინ მხოლოდ მაშინ გაუსწორა ბიჭს მზერა ,გაუღიმა და დატოვა შენობა.
_ სლეიიი ქვიიინ _ ნინი უკან მისდევდა ,დაეწია,მოეხვია და ხმამაღლა სიცილი განაგრძო _ ახლა საით? სად ავღნიშნოთ შენი აფეთქება ? ეს რა სიგიჟე სფიჩი იყო ,წინასწარ მოამზადე ?ჩემ თავს გაფიცებ ეს რა ჩაატარე... ახლა ბანკეტზე ვერ წახვალ ხოო?
_არც ვაპირებდი,მხოლოდ დედას და მამას განერვიულება არ მინდოდა ,დარწმუნებას შეეცდებოდნენ . არაფერი უთხრა ,მხოლოდ გამოცდებზე უნდა ვკონცენტრირდე
_და მასზე რომ კონცენტრირდე ან მასთან ერთად ან მის ქვეშ არ გინდა? _ ნინიმ დაინახა პირველმა დუდა ,მათ კვალდაკვალ წამოსული,მანქანა რომ გააჩერა გვერდით _გთხოოვ ნუ ხარ სულელი და ნუ დაკარგავ მასთან ყოფნის სიამოვნებას თორემ იცოდე წაგართმევ და მე დავუკოცნი იმ ლამაზ სახეს და დაკუნთულ სხეულს დავადნები ,გეფიცები
_როგორც გინდა ... _ ნინის უთხრა ,მისი ხელიც მოიშორა და დუდასგან კიდევ ერთხელ წავიდა
_გეყოფა უკვე, ჩემ სიამაყეს ბოლომდე ნუ გადათელავ _ მანქანიდან გადავიდა და წინ გადაეღობა_გამომყევი,ვილაპარაკოთ
_ვისაუბრე მე უკვე ჩემი კლასელებისთვის,გირჩევნია შენი შეყვარებული თუ რაღაც დაამშვიდო სანამ დაიცლის სკალპზე დარჩენილ თმას ბოლომდე
_გამოდის ჩემთანაც დაასრულე ! არაფრით გამოვირჩევი სხვებისგან და არაფერს ვნიშნავ შენთვის
_გამოირჩევი,ირაკლის და ეკას გენეტიკის დამსახურებით ყველასგან გამორჩეული გარეგნობა ხარ , ორ მეტრიანი კუნთის გროვა , ცისფერი თვალებით და ნათელი გონებით . შენთან დაწოლას არ ვაპირებ ამ ეტაპზე ,დააგროვე გამოცდილება და შემდეგ შეიძლება დავფიქრდე . სხვა არაფერი მაკავშირებს შენთან და არც მინდა ოდესმე მაკავშირებდეს. მადლიერი ვარ ყველა დახმარებისთვის რაც კი ოდესმე ჩემთვის გაგიწევია, ვალში ვარ შენთან და სულ ესაა
_ესაა უკანასკნელი შენი სიტყვები რასაც ჩემთან დიალოგისას ხარჯავ?მეტი შანსი აღარ გექნება
_საუკეთესო ცხოვრებას იმსახურებ შენ ,დუდა ჟვანია. მაგ ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის _ ბოლო სიტყვები ნამდვილად ის იყო რასაც ფიქრობდა .
..............
გამოცდებზე გავიდა , ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოხვდა . დოკუმენტები მოაწესრიგა, სწავლა შეაჩერა და ქვეყანა ნინისთან ერთად დატოვა. გიორგის ცრემლიანი თვალები მიჰყვებოდა და მოჩვენებად შერაცხული დუდას არეული მზერა. სულ'არეულმა დაიწყო ემიგრანტის ცხოვრება .
დღეები ისე გადიოდა,იმდენი ბრძოლა ჰქონდა გადასატანი ყოველ დღე და იმდენი გამოწვევა ხვდებოდა ყოველ ნაბიჯზე ,რომ დროის აღქმა დაკარგული ჰქონდა.
შეიცვალა , ახალ გარემოში სადაც არავინ აბულინგებდა,არავის ებრძოდა და მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდა გამოწვევები ნაბიჯ_ნაბიჯ ყალიბდებოდა იმ ქალად რომელიც უნდოდა შეექმნა. დადიოდა კოლეჯში სადაც ისწავლიდა იტალიურ ენას,გამოირჩეოდა უამრავ სხვა ეროვნების მოასწავლეს შორის . ღამეებს ათენებდა ,სწავლობდა იქამდე სანამ საუბარი არ დაიწყო . რთული იყო სწავლის გაგრძელება
ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დროის კარგვის გარეშე,მაგრამ იქამდე სოციალური ქსელის გამოყენება დაიწყო და ინფლუენსერობით დაკავდა. არ ჩანდა თავად,მაგრამ ისმოდა მისი სასიამოვნო ხმა და საინტერესო საუბარი. დაიწყო ჩანაწერების გაკეთება, ცხოვრება უცნობ ქვეყანაში და აღწერდა საკუთარ ყოველდღიურობას ქალაქს ათვალიერებინებდა გამომწერებსაც და მათი რაოდენობაც იზრდებოდა ისეთი სიჩქარით როგრსაც ვერასდროს წარმოიდგენდა. იტალიურ ენაზე ჯერ ტიტრებს აკეთებდა შემდეგ კი ვიდეოებსაც ტვირთავდა და კმაყოფილი იყო ამ პატარა მიღწევითაც კი. დედის გვერდით მამის მონატრება დაეწყო, ყოველ საღამოს ესაუბრებოდა გიორგის. არაფერი ეტყობოდა ბედნიერების,ბიჭის მამაც გახდა ,ბავშვს აჩვენებდა ,მაგრამ ტკივილს გრძნობდა
_რამე ხდება? მაია სად არის
_გაუჭირდა მშობიარობა... საკეისროზე გაიყვანეს მერე . სისხლდენა დაეწყო და თავიდან გაუკეთეს ოპერაცია. შემდეგ ჭრილობას შეექმნა პრიბლემა. სულ გაღიზიანებულია და როგორ უნდა გამოჯანმრთელდეს დროულად არ ვიცი... ყველაფერი თავდაყირაა. აღატ ვიცი რა ვაკეთო
_რაო მა ნუცა ხომ არ მოგენატრა შემთხვევით. დარწმუნებული ვარ ეს ახალნამშობიარებიც ალაგებდა და გირეცხავდა
_ცუდადააო ნინი,გეყოფა
_ცოდვები წამოეწია? ბავშვი მამდვილად შენია?რაღაც არ გგავს
_გავიკეთე ტესტი
_რაა?
_გგონია მხოლოდ შენ გქონდა ეჭვი ? მე მარტო დედაშენზე ვჭედავდი გგონია და სხვებთან ბრმა ვარ?
_რადგან ხელში გიჭირავს გამოდის ნამდვილად ჩვენი ძმაა? მე მგავს უფრო თუ შენ?მთლიანად მრგვალია და რა გავიგო ...
_შენ გგავს , თუთა სხვანაირი იყო . უფრო შავი და თმაც დიდი ჰქონდა.
_რა ცოდოა თქვენნაირი მშობლების იმედად...არ გაუმართლა დედაში განსაკუთრებით
_გთხოვ ,გეყოფა _ ანიშნებდა,ჩუმად უთხრა,მაგრამ მაინც აჭერდა წიხლს ჭრილობაზე _ წარმომიდგენია რამდენს იჩხუბებ ახლა იმ შენს ბ.ზთან... კარგად მიხედე არაფერი დაემართოს თორემ მესამეს როდისღა იპოვი
_ამდენი ხანია გსძახი და სად ხარ?სხვა დროს ვერ დაელაპარაკები მაგათ ? საქმეა ათასი და საჭორაოდ გცალია ? _ კიოდა მაია რომელიღაც ოთახიდან
_წავედი ,გკოცნი მა _ გაუთიშა და ლეპტოპიც დახურა _ არ გრცხვენია? ხომ ხედავ როგორ ცუდად არის . არ გეცოდება?
_ ჩვენ შევეცოდეთ? დედა ეცოდებოდა? ყველა უმადურს ასე მოუვა... დედაჩვენი არ მოსწონდა და ჰყავდეს ახლა ის სახლში. ბიჭის გამო რამდენს იტანს ხედავ? უარესის ღირსია
_სად მიდიხარ
_გაკვეთილზე... ყველა შენნაირი გენიოსი არ არის. მალე იტალიური ენის ლექტორი გახდები
_ცუდი იდეა არ არის... ვაპირებ იუთუბზე დავდო გაკვეთილები... ვისწავლო და ვასწავლო მარტივი ხერხები
_რად გინდა დიპლომი ჟურნალისტი ხარ უკვე... როგორ გაბედე ინსტაზე და ტიკტოკზე ვიდეოების დადება ეგეც გამიკვირდა. მაოცებ პირდაპირ,სულ უფრო და უფრო იხვეწები. არ გინდა 1 საათი ვარჯიშისთვისაც გამოყო და ჩემთან ერთად წამოხვიდე?ცურვაზე იარე
_ჯერ გამოცდები მაქვს და შემდეგ ვცდი ცურვასაც და ტრენაჟორებსაც...
_ აი ეს უკვე მომწოონს. მეტი თავისუფლებაა ,მეტი სითამამეე გოოო გირლ
_დაკვრა მომენატრა,სადმე უნდა ვიპოვნო როიალი
_ მე ვიცი სადაც და გადაგიღებ ოღონდ .
_სიმშვიდისთვის მინდა
_ ხომ უნდა იყო გულწრფელი და უთხრა შენ მიმდევრებს როგორ მოგენატრა დაკვრა , დუდა და ჩხუბი
_დუდა რა შუაშია
_ელენეს ველაპარაკები და საერთოდ შენ რომ არ ერთვები ჩემი და დედას საუბრებში გგონია არ ვიცი რატომ?გეშინია დუდა არ გამოჩნდეს. თამაში რომ აქვს და ჩამოვა რას აპირებ
_იქამდე ორი თვეა
_ ბილეთს იყიდი?
_ჩვენგან შორს არის
_ მე ვიყიდი გინდა?
_არა
ნინიც სხვანაირი გახდა , უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან საუბარში და გასაოცრად დაუახლოვდა,მეგობრები ისევ არ იყვნენ,მაგდამ ძველ ურთიერთობასთან შედარებაც არ შეიძლებოდა . ზოგჯერ საკუთარ თავს ადანაშაულებდა რომ ვერ ხედავდა მის ნამდვილ გრძნობებს და მხოლოდ საკუთარს აღიქვამდა. სრულიად განსხვავებული გამოხატვის მეთოდები ჰქონდათ, რეალობისგან გაქცევის საშუალება, თავდაცვის მეთოდები და ნიღბები .

_დავბრუნდი ბავშვებოო _ ყოველ საღამოს ელოდა ხმას , რომელიც დედას ეკუთვნოდა და წამებს ითვლიდა ჩახუტებამდე
_ვახშამი მზად მაქვს, მოწესრიგდი და დავსხდეთ _ რამდენჯერმე აკოცა გადაღლილს და შემდეგ სამზარეულოსკენ წავიდა. პატარა ბინა ჰქონდა დაქირავებული ქალს,მაგრამ არცერთი წუწუნებდა პირად სივრცეზე. თუთამ ახალი კერძების მზადებაც ისწავლა და რეცეპტებსაც აზიარებდა .
ფოტოების გადაღებაზეც მუშაობდა, ინსტაგრამი მეტად დახვეწილი რომ ჰქონოდა ,ნინის ნიჭი ჰქონდა ,ასწავლა რაღაც დეტალები და მარტივად აითვისა.
_უგემრიელესია დე
_ვიდეოს უამრავი კომენტარი აქვს. ნახე?რომ დადებ და მიატოვებ. ეკონტაქტე ხალხს .
_ჭამე და მერე ჩახედე ტელეფონს დე ... როგორ ჩაიარა დღემ?
_კარგად
_თუთასთან ერთად ფოტოების გადასაღებად მინდა გასვლა. რამდენიმე ლამაზი ადგილი ვიპოვე,კაბა მაქვს და წამომყვეს ხვალ უთხარი
_წამოვალ რომ მექნება დრო _თქო ხომ გითხარი
_სააგენტოში უნდა გავგზაავნო ... ყველგან სადაც შემხვდება ნორმალური განცხადება. იქ ნასწავლი სამედოლე უნარ _ჩვევები,კამერასთან პოზირება ...ყველაფერი გამომადგება. მთავარია საუბარი ვისწავლო
_უნდა იმეცადინო და შენ გეზარება,გავიწყდება სიტყვები
_ყველანი გენიოსები არ ვართ . ისე ათენ აღამებ 20 კილო დაიკელი რვა თვეში
_სულ მაკრიტიკებდი წონის გამო და ახლა გაწუხებს?
_გადაიღალე და მოკვდი_თქო არ მითქვამს მე ... მაკიაჟის გაკეთება უნდა გასწავლო .
_ბიუთი ბლოგების ჩაწერა დაიწყე ...
_რა მუღამში შევიდა ხედავ?ადრე არ აღიარებდა სოც. ქსელებს და ახლა თურმე საჭიროა
_სივისთვისაც დამჭირდება მრავალფეროვანი გამოცდილება...
_სპორტულ ჟურნალისტიკას რომ არ შორდები და კულინარიული არხი გაქვს ,პედაგოგობ, ფოტოგრაფობ
_ყველაფერს ერთდროულად ვერ გავაკეთებ. ჯერ ვერკვევი აქაურ გუნდებში ,სპორცმენებს ვსწავლობ და რომ გავიგებ ყველაფერს მერე დავიწყებ
_ამდენს როდის ახერხებ
_ჩემი გონება მიჩვეულია მარტივად დამახსოვრებას და საჭირო ინფორმაციის მიღებას . შენ გიჭირს იმიტომ რომ ტვინი გაქვს მოდუნებული
_როგორ მიყვარს თქვენი კინკლაობაც კი _ ნუცა იჯდა და მშვიდად უყურებდა ქალიშვილებს_როგორი კარგები მყავხართ ,დე
_შენ ხარ ყველაზე ყველაზე მააგარი დედა ,დე და თუ დაიწყებ თავის მოწესრიგებას ისევ კარგი იქნება. ახლა მაინც არ გყავს ქმარი რომელსაც აღიზიანებდა შენი სილამაზე და აშინებდა ვინმემ არ წამართვასო
_არასდროს ჰქონდა ეგ აზრი და ნუ ამბობ ასე ნინი. მე და გიო სულ სხვა რამეზე ვკამათობდით. ძიძა ვარ,მოუხერხებელია მაკიაჟით მუშაობა და გამოპრანჭული ყოფნა. კომფორტულად უნდა ვიყო
_იქნებ სადმე წავიდეთ. შენ დაბადების დღეზე , უბრალოდ ყავა მაინც დავლიოთ კაფეში ... ერთი კარგი ადგილი ვიცი .
_მეც მინდა ,არ გვითხრა უარი
_ვნახოთ ... _ ლამაზი იყო , მაგრამ დაღლილობა და სევდა ამძიმებდა. ღიმილიც არ ჰქონდა ძველებურად მნათობი . დიალოგის რაღაც ეტაპზე შეფარვით რომ ჰკითხავდა ყოფილ ქმარზე და ისევ ძველებურად "გიო"_ს ეძახდა არცერთს გამორჩენია,მაგრამ ნინიც დუმდა .
_ბავშვი როგორ არისო ,ელაპარაკეთ დღეს?
_ბავშვი კარგად არის და მაიაც გედარდება თუ ... შესძლებია შენს გიოს დაულაგებელ სახლში ცხოვრება,მომზადებული ცხელი კერძები რომ არ ხვდება და თვითონ იწვავს კვერცხს ,ბავშვის მოვლაც გამოსდის და თურმე ცხოლი სჭირდებოდა ისეთი მოსამსახურედ რომ გადაიქცევდა. შენი ბრალი იყო,რაც გააბედინე ის გაგიბედა
_შენ რომ გაჩნდი ცუდად ვიყავი ,ორივეს გივლიდათ ... სახლსაც ალაგებდა და საჭმელსაც მიკეთებდა.
_ეგ ვინმემ იცის თქვენს გარდა?
_ვის უნდა სცოდნოდა, მის იმბეცილ ძმაკაცებს? იმ დროს სულ სახლში იყო... მოთქვამდნენ მისი მშობლები ,ბიჭს ელოდნენ და გოგო რომ გაჩნდა. შეჭამეს ლამის ,ყველამ მოწამლა და ყველაფერმა ერთად მოუშხამა გონება და ხო ,ალბათ ჩემი ბრალიც იყო ყველაფერი რომ აირია. ვერ დავიცავი ჩვენი სიყვარული და ვერ ვიყავი კარგი დედა და ცოლი ერთდროულად. ჩემი წუწუნი და მოთხოვნები აგიჟებდა და კიდეც მივედით დაშორებამდე. ახლა მეეჭვება ვინმემ შეაწუხოს მუდმივი განვითარების მოთხოვნით. მე დასვენების საშუალებას არ ვაძლევდი ,სულ "გვინდა" მეკერა პირზე. დაღლილი რომ მოვიდოდა და ვახშამს ვახვედრებდი თანვე ვაყოლებდი გეგმებს
_კარგი რა,რემონტი რომ გინდოდა ბინიდან სახლში გადაიყვანე. აგარაკი აყიდინე,მანქანა გინდოდა უკეთესი და მის ფულს უაზროდ არ ხარჯავდი იმიტომ იყო სტრესში? ხო ალბათ ფერება დააკელი და იმ დროს არ აწოდებდი მაგ "გვინდა" _ს
_როგორც იყო , ბოლოს ჭაობში ჩავვარდით და ერთად ამოსვლა შეუძლებელი გახდა. იმედია კარგად იქნება ისიც და მისი ცოლ_შვილიც ... წავიდეთ იმ კაფეში კვირას. მეც მომენატრა სადმე მშვიდად დაჯდომა,ლამაზად ჩაცმა და გაორანჭვა . ჩემ გოგონებთან ერთად მხიარულად დროის გატარება _ გაიღიმა,მაგრამ ყალბი იყო ისევ. თუთას ნანახი ჰქონდა მის საძინებლის უჯრაში გიორგის ფოტოები. ალბომიდან წამოღებული საყვარელი სურათები მიაქვთ განქორწინების შემდეგ ქალებს რომლებსაც სძულთ ქმრები? ენატრებოდა და ეს იყო ყველაზე ტოქსიკური მონატრება.
კვირას დაბადების დღე იტალიელმა ოჯახმაც მიულოცა ნუცას. დროზე ადრე გაათავისუფლეს შემდეგ კი ნინიმ აიღო თავზე მისი გალამაზება. ბოლოს სამივენი ერთად მიუყვებოდნენ მილანის ქუჩებს. ბევრი ფოტო დარჩა მოგონებას, სიცილი და ბედნიერი წუთი . ნუცას 39 წლის იუბილე იყო შეხვედრის დღე , ქართულად ნამღერ დაბადების დღის სიმღერას ქართველი რომ მიჰყვა და მათ მაგიდასთან აღმოჩნდა. საშუალო სიმაღლის ,სიმპათიური ,ყავისფერთვალება კაცი. კლასიკურ სამოსში გამოწყობილმა,საკუთარი სუფრა დატოვა და მათ წინ აღმოჩნდა
_გილოცავთ დაბადების დღეს ...
_გმადლობთ _უხერხულად უღიმოდა ნუცა
_მიხარია მშვენიერი ქართველი ქალბატონების ხილვა ამ ადგილას. გთხოვთ მიიღოთ საჩუქარი ჩემგან...საქართველოში ჩამოსვლას სამწუხაროდ ვერ ვახერხებ და ქართული საუბრის მოსმენა მონატრებული მაქვს _ ცდილობდა ცოტა ესაუბრა ,მაგრამ საჩუქრის გაკეთების მიზეზი აეხსნა . ნუცა უარზე იყო ,მაგრამ როგორც აღმოჩნდა დაწესებულების წილს ფლობდა და მისთვის ნამდვილად არ წარმოადგენდა პრობლემას ვახშამის დაფინანსება და შემდეგ მიმტანის მიერ მოტანილი წითელი ვარდებიც ბარათით ნუცას ხელში აღმოჩნდა.
_ვაუ ნუუც ,ერთხელ გაიპრანჭე და უკვე თაყვანისმცემელი გყავს... აი თურმე რატომ ეჭვიანობდა მამიკო _ ბარათი აიღო და წაიკითხა _ თუ რაიმე დაგჭირდებათ ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით მიგულეთ,მშვენიერო ნუცა . ნომერიცაა ... დავით ზარანდია
_ზარანდია? აი თურმე რატომ მეცნობოდა... წლები გავიდა მას შემდეგ . უკან დადე ნინი და თაიგულიც დატოვე. ხომ გითხარი არავსითან ფლირტისთვის არ მცხელა. ერთი კაცი სრულიად ყოფნის ჩემ ცხოვრებას
_რომელიც აღარ გყავს და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ . სიცოცხლით სავსე ,უმშვენიერესი ქალი
_ნინი !
_კარგი ხო ,ვტოვებ _ სანამ ნუცამ ფული მაგიდაზე დატოვა და ყვავილებში ბარათი დააბრუნა იქამდე ფოტოს გადაღება მოასწრო. თუთას არ მოსწონდა ეს ყველაფერი და ნუცას რეაქციით კმაყოფილი დარცა
_წავედით ...
_და მაინც საიდან იცნობ ზარანდას?
_უბნელი იყო ჩემი... უფროსია ჩვენზე,ალბათ 45 წლისაა. ტიპიური ხულიგანი იყო_თქო ვერ ვიტყვი, მთელი უბანი პატივს სცემდა . ყველა საქმეს ეგ აგვარებდა და ყველა გოგოს უყვარდა. იდიოტი ბიძაშენი გადაარჩინა ერთხელ ,როგორღაც იპოვნა საერთო ნაცნობი და მერე დედაჩემი ამბობდა ის რომ არ ჩარეულიყო მოგკლავდნენო. პირადად არ ვიცნობდი ,შორიდან თუ დავინახავდი. მერე რაღაც დიდი ჩხუბი მოხდა , ბიჭი მოკვდა და ის დაიჭირეს ,მაგრამ მკვლელი ზარანდია არ არისო ყველა ამბობდა და მალევე გაათავისუფლეს. შემდეგი ამბავი ის იყო ,რომ მისმა შეყვარებულმა თუ უბრალოდ მასზე შეყვარებულმა გოგომ სცადა და ის მაინც არ შეურიგდა. ჭორი დადიოდა ზარანდიას ვიღაც უყვარს და მის გარდა არავის მოიყვანს ცოლადო. ეს გოგო ხან ვინ იყო ხან ვინ. ყველა სხვადასხვა სახელს ამბობდა. მეტი არაფერი მახსოვს,მე და გიო რომ დავქორწინდით და სოფელში გადავედით სანამ უკან ქალაქში გადმოვაცხოვრებდი იქამდე ზარანდია ქვეყნიდან წავიდა. მასზე ამბები აღარ მესმოდა და ამ დრომდე არც გამხსენებია. შეცვლილია, ახლა ბიზნესმენის იერითაა ,თაავი მაშინაც გადაპარსული ჰქონდა და ვერ გადაუგდია ჩვევა
_ჩვევა კი არა უსიმპათიურესია ... შენ არ მოგწონდა?
_მე მამაშენი მომწონდა და მის გარდა არავინ მაინტერესებდა .
_მამა იცნობდა?
_არ ვიცი და არც მაინტერესებს. დაივიწყე ახლა ,ხომ მოგიყევი რაც გაინტერესებდა
_ნეტავ 20 წლით პატარა იყოს 15 წლით მაინც
_ნუ ბოდავ ნინი _ თუთამ უთხრა და თვალების ბრიალით ანიშნა გაჩერდიო
_შენ რომ უგემოვნო ხარ ვიცი
_დამნაშავეები და დანაშაულისკენ მიდრეკილი კაცები რომ არ მიზიდავენ იმიტომ?
_ნუ ხო ,დუდა დამნაშავის პოტენციალით ნამდვილად არ არის. მოთმინების უდიდესი ფიალა აქვს ,შენზე განათლებულია და შენზე ჭკვიანი ...
_კიდევ ერთხელ ახსენებ დუდას და
_თამაშზე წავიდეთ ხომ ? აუ წავიდეთ დე რაა
_ბილეთები ვიყიდე მე უკვე ... აუცილებლად უნდა ვნახო . ეკას ველაპარაკე კიდეც.
თუთას წამსვე გაახსენდა ეკასთან ბოლო საუბარი და ნინის კითხვების დამსახურებით მიღებული ინფორმაცია
_ეკა დეიდა დათო ზარანდიას იცნობთ?
_ნინი გეყოფა ბოლოს და ბოლოს
_ზარანდია ? ვერელი ზარანდია? ჩემი კარის მეზობელი იყო ,ერთად გავიზარდეთ . ნამდვილი ჯენტლმენი, როგორი ქარიზმატული იყო ღმერთოო . დედაჩემი არის მისი დის ნათლია და ჩვენი ოჯახები ახლოს იყვნენ ძალიან. გონს კარგავდა დედაშენზე . დამაფიცა არ უთხრა სანამ მე არ გამოვუტყდებიო, მაგრამ თქმა ვერ მოახერხა . გაცნობა კი ვერ შეძლო, მამათქვენმა ყველას მოსდო ამბავი ნუცას შეყვარებული ვარო და შემდეგ მალევე ცოლადაც შეირთო. ზარანდია არ არის ის კაცი სხვის ქალთან ჩალიჩი დაეწყო თორემ ახლა უფრო ბედნიერი იქნებოდა ალბათ ნუცა ,მიუხედავად იმისა რომ ციხის კართანაც მოუხდებოდა დგომა. ახლა იტალიაშია,აქ ვერ ბრუნდება ,მაგრამ იქ მშვიდად ცხოვრობს. ეპატიჟებოდა დედაჩემს და მამაჩემს, წამოდით და მე გიმასპინძლებთო
_ჩვენ შეგვხვდა დედას დაბადების დღეზე,შემთხვევით აღმოვჩნდით მის კაფეში და ყვავილები მიართვა დედას. არ ვიცი თავიდანვე იცნო თუ არა ,მაგრამ მერე სახლშიც გამოგვიგზავნა ყვავილები და დედას თავისთან მუშაობა შესთავაზა
_ნინი ამ ახალ ინფორმაციებს რატომ ამატებ ყოველ ჯერზე,კიდევ რა იცი
_შენ არ გეცალა მე კიდევ საქმე არაფერი მქონდა და დედას დავაცდენინე რაღაცები. უარს ამბობს მასთან მუშაობაზე თორემ ხელფასიც მეტი ექნებოდა და საქმეც უფრო ნორმალური. მენეჯერობას თავაზობს და არა სხვა რამეს.
_რა პატარაა სამყარო,ამდენი წლის მერე როგორ გადაეყარნენ ერთმანეთს. იქნებ ბედნისწერაა და ნუცას სიყვარული გიორგი კი არა დათაა
_დედას მამა უყვარს და მის გადაყვარებას ვერ მოახერხებს !
_და შენ გინდა რომ ვერ გადაიყვაროს?_ამ კითხვაზე პასუხი იყო არა,მაგრამ არც ის უნდოდა ნუცა სხვის გვერდით ყოფილიყო. ეშინოდა...
.................
ნუცას უარი ვერ უთხრა და იქნებ თავასაც ჰქონდა დუდას ნახვის დაუცხრომელი სურვილი . ერთი კვირის შემდეგ ტრიბუნაზე აღმოჩნდა , ქართული დროშით ხელში და ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთით. სხვა ქართველებიც ესწრებოდნენ თამაშს,ქომაგებს შორის დუდა ვერ შემნიშნავსო ფიქრობდა,მაგრამ შეცდა. მის თვალებს გადააწყდა და ლამის იქვე განუტევა სული ბიჭმა რომ დააიგნორა და თამაშის შემდეგაც ზერელედ მოიკითხა. ნინი და ნუცა ელაპარაკებოდნენ თვითონ კი გამარჯობის გარდა ვერაფერი უთხრა. სულ მთლად გაეყინა კიდურები, ორი საათი მაქვს და ერთად გავიდეთო რომ უთხრა ნუცას. შემდეგ ელოდნენ როდის გამოიცვლიდა,მოწესრიგდებოდა და მივიდოდა. ბოლოს იმ სასტუმროს რესტორანში დასხდნენ სადაც რჩებოდა გუნდთან ერთად და ეკას გამოგზავნილი ჩანთა გადასცა ნუცას
_დედას საჩუქარია ... დაბადების დღისთვის
_ჩვენც გვაქვს საჩუქრები რომლებსაც გაგატანთ... იმედია მანდ ტყემალი და მჭადის ფქვილიც არის _ ნინი ლაპარაკობდა და თან ფეხზე ჩქმეტდდა გამოსაფხიზლებლად
_არის ... უბრალოდ მგონი პარკები შემეშალა
_ეს წაიღე ბარემ და თუთა გამოგყვება ... დედა სამსახურში უნდა გავიდეს. მე გაკვეთილი მაქვს ,შენც ბიჭებს უნდა შეუერთდდე. თუთა თავისუფალია _ წამში მოაგვარა ,ნუცაც წაიყვანა და დატოვა დუდასთან
_მე ...
_უბრალოდ გამომყევი ... _ ისიც შეეცვალა დროს,თითქოს უფრო სიმპათიური იყო , მეტად მკაცრი და უხეში ,მაგრამ თუთას არ აბრაზებდა,მისი ესმოდა. მდუმარედ გაჰყვა უკან ,ლიფტში რომ შევიდნენ ყველაფერი ისე გაივსო უკან დახევა მოუხდა, მისკენ დადგა და ზურგით ჩამოეფარა დანარჩენებს . ინსტიქტში ჰქონდა თუთას კომფორტზე ზრუნვა,მისი დაცვა და ახლაც ვერ ითამაშა. ზემოდან უყურებდა და იმდენად ახლოს იყო თუთას სუნთქვაც აღარ შეეძლო. მთელი სხეული ეწვოდა სურვილისგან . დერეფანშიც წონასწორობადაკარგული მიდიოდა,ორჯერ ლამის წაიქცა და ისევ დუდამ შეაშველა ხელი,შემდეგ კარი გააღო და ოთახში შევიდნენ . რამდენიმე საწოლუ იყო , მაგრამ მათ გარდა არავინ
_დუდა მე ... გავიგე რომ ჩააბარე და სწავლასაც ახერხებ. კარგია რომ თამაშს არ ანებებ თავს და მე ... მე მიხარია
_ასე ენის ბორძიკით აპირებ ჟურნალისტობას?
_შენ ხომ იცი მე როგორც შემიძლია საუბარი
_ვიცი ,ვიცი რაც შეგიძლია !
_ტყუილად ბრაზობ ჩემზე,პირიქით მადლიერი უნდა იყო რომ
_მადლიერი ვარ ,გაუსაძლისად რომ მენატრები ... დიდი მადლობა . დარდისგან რომ ნახევარი ხარ დარჩენილი , კმაყოფილი ხარ? ისევ არ მოგწონს საკუთარი თავი თუ დაკმაყოფილდი ბოლოს და ბოლოს _ ისე აუწია ხმას,იმდენად მოულოდნელად მიიმწყვდია კუთხეში და მოხვია ხელი თუთამ გონს მოსვლა ვერ მოახერხა
_ნუ მიყვირი ... გამატანე რისთვისაც ამოვედი ან ვიტყვი რომ დაგრჩა და გავალ
_გაგატან რისთვისაც მოხვედი და გაგიშვებ _ სახეზე უყურებდა,ხელი წელზე შემოხვია და სხეულზე აიკრა _ისევ შევხვდებით ,შენი ცხოვრებიდან ვერც გამაქრობ და არც ვიქნები ,ეგ იქნება შენი სამუდამო სასჯელი _ ემუქრებოდა ,მაგრამ ისე ახლოს იყო,ისე კოცნიდა ჯერ ყელში და შემდეგ ტუჩებზე რომ კოცნამდე ნათქვამი სიტყვები საერთოდ დაავიწყდა თუთას. არც უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა,კოცნაში აყვა და მხოლოდ ერთს ფიქრობდა,დრო გაჩერებულიყო ,არასდროს დაშორებოდა ,სულ დარჩენილიყო
_დროებით,შემდეგ შეხვედრამდე _ შუბლზე შუბლით ეყრდნობოდა,თითები მის თმაში ჰქონდა ახლართული,ცერი ქვედა ტუჩზე გადაუსვა და ერთხელ კიდევ აკოცა სანამ მოშორდებოდა
_შენ არ შეგიძლია
_მე ყველაფერი შემიძლია... შენ არ შეგიძლია ჩემ გარდა სხვა გყავდეს თავში და გულში
_შეიშალე?
_რომ გაგიცანი მაშინ... კარი შენგან მარჯვნივაა .
სასტუმროდან რომ გავიდა შემდეგ გაიაზრა როგორ ეთამაშა დუდა და კივილის დაწყების გარდა არაფერი უნდოდა. ჟვანიამ მიზანს მიაღწია ,ეს ერთი შეხვედრა საკმარისი იყო შემდეგი რამდენიმე თვე რომ ჰქონოდა გონებაში ის და მის გარდა არავინ სხვა. არც წერდა,არც ურეკავდა,არც მოიკითხა ,სრული იგნორი იყო მისგან ,მაგრამ მაინც ახერხებდა და არ ტოვებდა თუთას ცხოვრებას.
ჩხუბისა და შერიგებების, დაშორებებისა და მანძილის ხელოვნურად ზრდის უთვალავი მომენტი ჰქონდათ ,დაიგნორებული გრძნობები
14 წლის იყო წონის მატება რომ შეამჩნია. იქამდე ჰქონდა გონება დაკავებული სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით სანამ მისი მისამართით ნათქვამი წინადადებები არ მოისმინა "რამდენს ჭამ ღორო ჩვენც არ მიგვაყოლო" " ღრუტ ღრუტ " "შენ სულ ჭამ?" " წიგნებიც არ შეჭამო" "აქ გაივლი?" "მერხში ვეღარ ეტევი " ტანსაცმელი ვეღარ მოირგო და ყოველი მაღაზიაში შესვლის შემდეგ უფრო დიდ ზომას ყიდულობდა ვიდრე წინა ჯერზე. ფოტოების გადაღება საერთოდ შეწყვიტა,სახლიდან გასვლა აღარ უნდოდა. სკოლაში დადიოდა მხოლოდ და იქაც წუთებს ითვლიდა. ყველა ნათესავი,ნაცნობი თუ უცნობი აღნიშნავდა წონის მატებას " როგორ გასუქებულხარ" "ცოტა შეამცირე თორემ მერე ვეღარ დაიკლებ " " ექვსის მერე არ ჭამო " "ცომეული და ტკბილეული აღარ ჭამო თორემ შენც ცომივით ხარ უკვე " "რა პუტკუნა და საყვარელი ხარ , ტკბილი გიყვარს ხომ? " ეზიზღებოდა ნებისმიერი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა და თავის დაღწევასაც ვერ ახერხებდა. ზრდილობიანი უნდა ყოფილიყო და პასუხიც არ დაებრუნებინა,უნდა მოეთმინა,შეგუებოდა,გაეღიმა და მაქსიმალურად დელიკატურად ან საერთოდ არ ეპასუხა.
არ ახსოვდა მშობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი იქამდე იყო თუ მას შემდეგ ,მაგრამ ერთმანეთის პარალელურად ვითარდებოდა განხეთქილება მათ შორის და თუთას კილოგრამების გაორმაგება.
დამიწერე დავალებები რვეული დაუგდო მერხზე თეკლამ და გვერდით მაგიდას მიეყრდნო. პატარა სარკე ეჭირა და პომადას ისვამდა 16 წლის იყო უკვე და არაფერი ადარდებდა სხვა გარეგნობის გარდა,მაგრამ მშობლები ემუქრებოდნენ, მისგან კარგ ნიშნებს ითხოვდნენ
_ჩემიც მყოფნის შენი არ ვწერო _ რვეული უკან ესროლა და წერა განაგრძო. არც უფიქრია თუ თავს არ დაანებებდა. გოგოს რვეული რომ მოხვდა პომადა ლოყაზე გაისვა ტუჩის ნაცვლად და ყველამ სიცილი დაიწყო.
_რა გამიკეთე ... განგებ მესროლე ხომ ალქაჯო
_ნუ კივი გთხოვ,თავი მტკივა საქმეს ვაკეთებ . ხელსახოცს მოგცემ და გაიწმინდე ან საპირფარეშოში გადი
_შენ მასწავლი რა გავაკეთო? ძროხა ხარ ნამდვილი და გშურს ჩემი... ამ დავალებასაც დამიწერ და ფიზიკასაც მიაყოლებ ზედ. პრეზენტაცია რომ გვაქვს გასაკეთებელი მე და მარის ამასაც დაამატებ
_რამე სიზმარი ნახე თუ რას ბოდავ თეკლა? შენი დავალებები რატომ უნდა დავწერო...ხომ ამტკიცებდა დედაშენი ქულები დაბალი უწერია მეტს იმსახურებსო, დაჯექი და დაწერე
_შენ ყველას ეცოდები ასეთი მახინჯი რომ ხარ და იმიტომ გიწერენ... ლუზერი ხარ ამათ მსგავსად ზუსტად ერთნაირად გაცვიათ შენ და ფიზიკის მასწ თამილას _ცდილობდა ეაც შეიძლება მეტი მწარე სიტყვა ეთქვა რომ დაცინვის ობიექტი მის ნაცვლად თუთა გამხდარიყო. დანარჩენებიც სანახაობით ტკბებოდნენ და მერე შეძახილებს ამატებდნენ.
_აუ კიიი ერთი ერთში თამილააა... ზუსტად ერთნაირი კაბები აცვიათ
_შენ რამდენს იწველი ბოჩოლაა?
_მომშორდი და ენა ჩაიგდე ... საქონელსაც არ შეგადარებთ. ნამდვილი ერთუჯრედიანები ხართ _ ბიჭს ხელი ჰკრა რომელიც მკერდზე უპირებდა შეხებას და მერხს დააჯახა . სიცილის მორიგი ტალღა დაიწყო . მასწავლებელი კი არ ჩანდა
_რა ძალაზე ხარ ეე ... გინდა ვიჭიდაოთ? არ გაინტერესებს ვინ მოერევა?დადეთ ფსონებიი _ბიჭი თავს მაგარ ტიპად აჩვენებდა,არ შეიმჩნია წონასწორობის კარგვა. თუთას მკლავში ჩაავლო და თავისკენ მიქაჩა _ დაიწყეეთ
_ მე გუგაზე ვდებ
_ მე თუთაზეეე. ... დიდია ბევრად
ქაღალდის კუპიურებს აფრიალებდნენ. ერთ _ერთი კრეფდა. მეორემ მერხები გასწია და შუაში ადგილი დატოვა. ხელს ვერ ითავისუფლებდა ,უკვე ტკიოდა სულუ ეხუთებოდა. ბიჭმა წელზე რომ წაავლო თითები. უამრავი კომპლექსი ჰქონდა,მკერდის დამალვას გამუდმებით ცდილობდა ,მაგრამ იმ დღეს ოთხკუთხედი ჭრილით ლურჯი პერანგი ეცვა და ჯინსის კაბა . სახლიდან გასვლამდე თავს არწმუნებდა რომ ისევ ლამაზი იყო
_ხელები მომაშორე იმბეცილო ... გეყოფათ_მეთქი თორემ დირექტორთან შევალ და მოვახსენებ როგორი წარჩინებული მოსწავლეები ხართ . გამიშვი ! _ ბიჭი ფეხს ფეხზე ისე ადებდა თითქოს გდებას უპირებდა თუთა კი თავს შევიწროებულად გრძნობდა. ეზიზღებოდა როგორ ეხებოდა და როგორ ვერ ერეოდა,როგორ იცინოდნენ მაყურებლები. ცოტაც და გონებას დაკარგავდა ზიზღისგან გამოწვეული გულისრევის შეგრძნება ყელში აწვებოდა. მერე ერთიანად იგრძნო შვება ,დუდა გამოჩნდა დარბაზიდან ამოსული ვარჯიშით გადაღლილს სიტუაციის აღქმაც გაუჭირდა ისე წვდა ბიჭს ხელში და თუთას მოაშორა. საყრდენად გადაექცა , გადაეფარა
_ რა ხდება აქ ?
_ არაფერი რა უნდა ხდებოდეს... მე და ჩვენი მოჭიდავე ვეჯიბრებით
_რა მოჭიდავე ფხიზელი ხარ? _ ტონს თითქმის არასდროს უწევდა _ გაასწორეთ მაგიდები მოვა მალე ლია
_რას ერევი ვაფშე? საქმე არ გაქვს? მე და თუთიკო კარგად ვერთობოდით ხო თუთა?
_თავხედო ბავშვო ... ხმას ნუ იღებ და მეტჯერ არ მომიახლოვდე
_თორემ დუდას დაუძახებ?
_არავის დაძახება მჭირდება ... შენნაირ საცოდავებს რომ მოვერიო. ახლოს არ მომეკაროთ გაფრთხილებთ. თქვენთან კომუნიკაცია არ მინდა
_ მე ხომ რას ამბობ ვგიჟდები ... მ.დგება ყველა შენი დანახვისას , მიდი ძ.ძუები აგვითამაშე ერთი და დავიშლებით. გამოვაცხადებ თავს წაგებულად და ჩაგაბარებ მოგებულს _ ბიჭს ფული გამოართვა და მისკენ გასწია _ ტყუილად გაქვს მაინც არავინ მოგეკარება და ცოტას ვიხალისებთ
საცოდავო არარაობა ... შენ თავი კაცი გგონია? ფურთხი ხარ ,ნ.ბიჭვარო . პატარა ჭუჭუს კომოლექსით ხარ ამ ასაკშიც ?რა იყო არავინ გაჩვენა და პორნოზე ანძ.რევ ?საწყალო ... თეკლას კუდო ყველას ეზ.სავება და შენ ერთხელ არ გაკოცნინა? გადაეკეტა ,ყველაფერს ყვიროდა რაც ენაზე მოადგა,დუდა საერთოდ დაივწიყა ისე გაარტყა ბიჭს და მერე გაცხარებულმა ბიჭმაც რომ დაუპირა გარტყმა დუდაც მოსმენილი შოკისგან გამოვიდა. მასწავლებელი კარში გამოჩნდა,დუდას დარტყმისგან დავარდნილი ბიჭი იატაკზე რომ გაიშხლართა . ხმებს ვეღარ არჩევდა,გამოსახულებაც გაიდღაბნა . ოთხი აკავებდა დუდას ,მასწავლებელი მანდატურებს ეძახდა ის კი სისხლისფერი თვალებით გააფთრებული იწევდა ცხვირგატეხილი ბიჭისკენ. ლანძღვა_გინების ხმა ისმოდა და მერე დირექტორის კაბინეტში შესული არავინ არაფერს ამბობდა,ჯერი თუთაზე დადგა დუდა ბოდიშს არ იხდიდა, ვერ მოყვებოდა მომხდარს , საკუთარ თავს იდანაშაულებდა და სიტყვას ვერ ამბობდა მის დასაცავად. დუმილი ასეთი მძიმე არასდროს ყოფილა როგორც მაშინ ,არ გარიცხეს როგორც წარჩინებული მოსწავლე და სპორცმენი , შერიგებაზეც უარი თქვა. სხვა ჯგუფში გადაიყვანეთ თორემ სკოლას დავტოვებ და თქვენ აირჩიეთ ვინ გირჩევნიათ მე ვიყო თქვენთან თუ ეს კლოუნიო მხოლოდ ეს უთხრა დირექტორს და კაბინეტი ისე დატოვა . იცოდა ასე არ დასრულდებოდა ,მაგრამ იმაზე მეტად გართულდა ვიდრე წარმოდგენა შეეძლო. დუდას მთელი მისი სამეგობრო გადაემტრა, ამბავში ჟღენტის მეგობრებიც ჩაერთვნენ და მერე ამბავი გავრცელდა სადღაც გასარჩევად იკრიბებიანო . არ იცოდა რას აკეთებდა დუდასთან რომ მივიდა და ჩხუბი დაუწყო
_შენ რა ახლა იმის დემონსტრირებას ახდენ რომ ჩემზე ძლიეირ და მაგარი ხარ?
_რას ბოდავ თუთა ... შენი დრო არ მაქვს
_მაჩვენებ რომ მე თავს ვერ ვიცავ და შენ ჩხუბობ ჩემ ნაცვლად... არა თუ გინდა ჩემ დაცვას გეძახდნენ კი ბატონო. შენნაირ გორილას მეტი რა შეუძლია,ბაყბაყ_დევო !
_არ უნდა ჩავრეულიყავი და მეყურებინა მისი ქცევისთვის?
_მე გავცემდი პასუხს ... მე თვითონ მოვაგვარებდი ისე რომ ჩხუბი არ დაიწყებოდა. შენ კი რა გააკეთე, გადამაბიჯე და შელახე ჩემი თავმოყვარეობა
_მე შევლახე შენი თავმოყვარეობა ?
_დიახ , შენ
კარგი ... იყოს ისე როგორც ამბობ დუდა წავიდა და თუთას მადლობის ნაცვლად საყვედური დარჩა ნათქვამი. ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი,სინდისის ქენჯნის და მოლოდინი ამბის ,რომელიც ყველა ცუდი განვითარებით წარმოიდგინა.
ბევრი ამბავი დადიოდა მას შემდეგ,ყველა სხვადასხვა რამეს ყვებოდა . შედეგი კი ერთი იყო , ბიჭი სხვა ჯგუფში გადავიდა ერთ დასვენებაზე ისევ გამოჩნდა და თუთას მაგიდასთან რომ გაჩერდა მზად იყო ყველაფრისთვის ,დუდა იპოვნა თვალით იქ იჯდა და გადაშლილ წიგნს უყურებდა ბიჭმა საუბარი რომ დაიწყო
_ მოკლედ მუხლებზე დგომას ვერ დავიწყებ და ბოდიში მინდა მოგიხადო , ხუმრობა მინდოდა უბრალოდ და ზედმეტებში გადავედი ... დაივიწყებ იმედია და მაპატიებ
_რა თქმა უნდა არც დავივიწყებ და არც გაპატიებ ... უმნიშვნელო ხარ ჩემ ცხოვრებაში და უბრალოდ თუ არ დამეკონტაქტები სრულიად საკმარისი იქნება იმის გამოსახატად რომ წუხარ და ნამდვილად იაზრებ ჩადენილს _ გული სწრაფად უცემდა,ნერვიულობდა ,უჭირდა სიტყვების პოვნა და უემოციო გამომეტყველების შენარჩუნება
_შევთანხმდით ... _დუდას გახედა იმ წამს , თუთა დარწმუნებული იყო რომ ამაშიც მისი ხელი ერია და საკუთარი ინიციატივით არ მოუბოდიშებია. ისე უნდოდა მისულიყო და ჩახუტებოდა, მაგრამ არ შეეძლო.
მას მერე აღარავინ აწუხებდა , თითქოს შეუმჩნეველი გახდა და მხოლოდ გაკვეთილები ჰქონდა მოსამზადებელი. ბიჭები სიტყვას არ უბრუნებდნენ ,გოგონების სწერვობა მალევე დაბრუნდა და მათი დაიგნორება შეეძლო . ერთხანს დუდა არც ესალმებოდა , გვერდს ისე აუვლიდა როგორც სრულიად უცნობს.
ვერ ისვენებდა, არ შეეძლო ასე გაგრძელება. დუდას დაბადების დღე ახლოვდებოდა ,ბევრი იფიქრა რა შეიძლება ეჩუქებინა და გიორგის დახმარებით ეროვნული ნაკრების მორაგბეების ხელმოწერით ბურთი და გორგოძის მაისური ჰქონდა ბოლოს. პირადად გადაცემა ვერ გაბედა , არ ჰქონდა საკმარისი გამბედაობა . გაუგზავნა და თან მხოლოდ ბარათი დაურთო "დაბადების დღეს გილოცავ ბაყბაყ დევო . შეერკინე ცხოვრების გამოწვევებს და დადე ლელო ოცნებებისთვის "
მთელი დღე აფორიაქებული დადიოდა, ყველაფერს დათმობდა რომ ენახა მისი ემოცია ყუთის გახსნისას ,მაგრამ ისე გავიდა შემდეგ ორი კვირა არაფერი მომხდარა. დუდა რამდენიმე დღით საერთოდ არ იყო ,შემდეგ დაბრუნდა და ისევ დისტანციას იცავდა. იქამდე სანამ წვიმაში მოყოლილს,თავიდან ფეხებამდე გაწუწულს საკუთარი ჰუდი არ მისცა , სათადარიგო რომ დაჰქონდა ვარჯიშის შემდეგ გამოსაცვლელად და დუდას სურნელი ჰქონდა სარეცხი საშუალების გრილი სუნს შერეული.
_დარბაზში ფენია ... თმა გაიშრე თორემ გაცივდები და მერე არ მოიმიზეზო სიცხე მე რომ მექნება ფიზიკის საკონტროლოში 10 და შენ 7 _ გაბრაზებულ დათვს ჰგავდა ,რომელიც ყველაზე მზრუნველი იყო ვისაც კი თუთა იცნობდა მათ შორის _ეს დალიე ... თბილია _ თერმოჭიქაც მიაწოდა , ცხელი შოკოლადი ჩაესხა
_ბაყბაყ დევო _ შებრუნებული გააჩერა
_ხო _გაჩერდა და უკან მიიხედა მერე კი მთელი ტანით შებრუნდა
_მადლობა ... ყველაფრისთვის
_ოცნებებისთვის ლელოს რომ დავდებ თამაშზე იქნები ?
_შაბათს ოთხზე ხომ? _ გაეღიმა ,დუდაც იღიმოდა . შერიგდნენ , სხვებისთვის კი ისევ კონკურენტები იყვნენ , რომლებიც პირველობისთვის იბრძოდნენ სინამდვილეში კი ერთმანეთს ბრძოლისთვის მოტივაციას აძლევდნენ და აუღიარებლად ეხმარებოდნენ გზის გაგრძელებაში.
.........................
15 წლის იყო წითელა რომ ჰქონდა და სახლში დარჩენა მოუხდა. ვერ იტანდა ავად გახდომას,სახლში გამოკეტილი უძლური ნუცას საქმეს რომ უმატებდა და ამჯერად ხომ საერთოდ გიჟს ჰგავდა. არაფერი უნდოდა და ყველაფერი აღიზიანებდა.
დუდამ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ისე დაუწყო უარის თქმაც ვერ მოახერხა. კამერას არ რთავდა ,იჯდა გამონაყარით სახეზე,სიცხიანი და უყურებდა ჟღენტს ,რომელიც მთელი მონდომებით აწოდებდა ახაალ ინფორმაციას.
გიორგიმ რა აღარ მიუტანა,მთელი ოთახი წითელი ბუშტებით გაუვსო ემუდარებოდა მითხარი რა გინდა ,რასაც მეტყვი ყველაფერს გიყიდიო და რატომღაც ლეკვი მოსთხოვა. იქამდე არც უფიქრია შინაური ცხოველის ყოლაზე და იმ წამს რამ მოაგონა ვერ გეტყვით . სიხარულისგან ლამის გონი დაკარგა ოთახში დუდა რომ შევიდა ,ხელში წითელი ყუთი ეჭირა და ყუთიდან ჰასკის ცისფერთვალება ლეკვი უყურებდა.
_დუდაა... აქ რას აკეთებ ? რომ გადმოგედოს მერე? სულ არ ფიქრობ ამხელა ბიჭი?თამაში გქონდა გუშინ და ორ კვრიაში უნდა გაფრინდე
_მქონდა უკვე ,ხუთი წლის რომ ვიყავი მაშინ ... საჩუქარს არ მიიღებ?_ლეკვი ამოიყვანა და სახესთან ახლოს მიიყვანა . ორივეს ცისფერი თვალები ჰქონდათ
_ჩემია?
_შენია ...
_შენ მაჩუქე?
_მე გაჩუქე
_ნუცა არ დამატოვებინებს ...
_ველაპარაკე უკვე და მითხრა რომ თანახმაა
_სად არიან ...
_მე რომ მოვედი გიორგი იყო მხოლოდ და სადღაც გავიდა _უყურებდა როგორ ეფერებოდა ძაღლს და ეღიმებოდა. სული დაუმშვიდდა ბედნიერი რომ დაინახა _მოეწონე
_მეც მომეწონა ... სად იპოვნე ასეთი ლამაზი
_მამას მეგობარს ჰყავს ძაღლები
_ღმერთო ... ნიღაბი რატომ არ გაიკეთე,მეც არ მიკეთია _ გონს მოვიდა და პანიკა დაეწყო. პიჟამოს შარვალი და პერანგი ეცვა , ღუნღულა ჩუსტები ,თმა არეული ,გამონაყარი ,ოთახიც ბუნაგად ჰქონდა გადაქცეული თუ კრიტიკოსი თუთას თვალით შეხედავდა
_დამშვიდდი ,მქონდა უკვე და მეორედ არ დამემართება . მაქვს იმუნიტეტი ,თორემ გიჟი ხომ არ ვარ მოვსულიყავი. კონსპექტებსაც დაგიტოვებ და წავალ. თუ მეცადინეობის ხასიათზე იქნებით ქალბატონო ბჟო...,უკაცრავად ქალბატონო თუთა შემიძლია ონლაინ ან ოფლაინ ჩავერთო რათა არ ჩამორჩეთ პროგრამას და უკონკურენტოდ არ დავრჩე _დიდი რვეულები ამოიღო ჩანთიდან და მაგიდაზე დადო,წითელი კალმების თანხლებით.
_მადლობა ,ბაყბაყ დევო _ ძალიან უნდოდა ჩახუტებოდა და მომენტით ისარგებლა. დუდას ტყუილმა გააბედინა ნაბიჯის გადადგმა და დიდხანს დარჩენა იმ სიმშვიდეში რომელსაც ჟღენტის მკლავები ქმნიდნენ .
_მალე გაივლის ,სულ რამდენიმე დღე დარჩა
_კონცერტი გამოვტოვე ... შოპენის ნოქტიურნი 20 მქონდა მზად, შენ რომ გიყვარს ,ხომ გიყვარს
_ფლეილისტშიც მაქვს , მაგრამ წელიწადში ერთხელ ვარ მოსმენის განწყობაზე . სახლში არავინაა , როიალი თავისუფალია თუ დაუკრავ მსმენელი გეყოლება _ ჯერ კიდევ ეხვეოდა, თუთას მის მკერდზე ჰქონდა თავი მიდებული უცებ რომ ამოხედა _ თქვენ თუ ისურვებთ მხოლოდ ამ შემთხვევაში
_შესანიშნავი იდეაა ,მე როგორ ვერ მოვიფიქრე ... სასტუმრო ოთახში მაინც არავინაა ხოლმე _ პატარა ბავშვივით ბედნიერი გაქიცა ,დუდაც უკან მიჰყვა . მერე კი ისე უკრავდა ჩუმად გადაუღო კიდეც და საგულდაგულოდ შეინახა ჩანაწერი.

სკოლაში დაბრუნებამდე დუდა ონლაინ ამეცადინებდა , რომ გამოჯანმრთელდა მხოლოდ შემდეგ გაიგო ეკას ნათქვამი ისე მეშინია დუდას არ დაემართოს არცერთი აქვს გადატანილიო და ისტერიკა დაეწყო
_რატომ მომატყუე ... როგორ გამიბედე მოტყუება _ტირილის ზღვარზე იყო ისე ეჩხუბებოდა და არც ახსოვდა გასახდელში რომ იყვნენ . ნახევრად შიშველს აკვირდებოდა ტანზე იქამდე სანამ დუდამ მაჯაზე არ წაავლო და ხელის შეხების საშუალება აღარ მისცა _გამონაყარი ხომ არ გაქვს ან სიცხე? იქნებ არ დაგემართოს... როგორ ჩაგეხუტე,როგორ გაკოცე წასვლის წინ რა სულელი ვარ
_გეყოფა , ჩშშ სიტყვა არ დაძრა _ ნაბიჯების ხმა პირველმა გაიგო. საშხაპედან გამოდიოდნენ ბიჭები უცებ რომ მიიზიდა თავისკენ , კუთხეში მიმალა და თან თვალებზე ააფარა ხელი _არანორმალურო გოგო! _კბილებსშორის გამოსცრა შიშველი გუნდელი რომ დაინახა. ერთ ხელს პირზე აფარებდა მეორეს თვალებზე და ტუჩებით ყურთან ეხებოდა _ ორი წუთი მოითმინე და გავლენ _სუნთქვა აღარ შეიძლებოდა ისეთი დამუხტული გახდა ჰაერი თუთას გონებამ სიტუაციის გააზრება რომ დაიწყო ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცეცხლი წაუკიდეს და ერთიანად აალდა _ გონება არ დაკარგო თორემ ვერ დაგიჭერ ,პირსახოცი მომშორდება და მეც შიშველი დავრჩები . გონება არ დაკარგო!
_ყველაფერი შენი ბრალია... ყველაფერი შენი უპასუხისმგებლობის ბრალია . ავად რომ გახდე მერე რა უნდა გავაკეთო,იცი რა ცუდად ვიყავი ? ძლივს გადავიტანე და შენ? _ ხელები რომ მოაშორა ტირილი და ჩხუბი ერთდროულად დაიწყო
_რა გატირებს გაგიჟდი?
_ნუ მეხები ,ღმერთოო _ თითქოს იმ წამს დაინახა შიშველი რომ იდგა და მხოლოდ პირსახოცი ფარავდა _ღმერთო,ღმერთო რა სირცხვილია . შიშველი რატომ ხარ
_გასახდელში ხარ ბჟოლია
_აუტანელო, ვერ გიტან ... ძაღლს დევას აღარ დავარქმევ . გადავარქმევ სახელს
_უხდება ,არ გადაარქვა და ჩემზეც არ იდარდო. კარგად ვარ , არ მაქვს წითელა თორემ პირველს შენ გისურვებდი _ ჩუმად თქვა და კარისკენ გაქცეულს მზერა გააყოლა.

დუდა ვირუსს გადაურჩა,მაგრამ კოვიდის აფეთქებამ თუთამდე მიაღწია და ისედაც შერყეულ მის ჯანმრთელობას თავს დააცხრა. დიდი ბრძოლა ჰქონდათ მთელ ოჯახს ,სიკვდილსა და სიცოცხლის გზაზე .
რეანიმაციაში მყოფს თან არც მობილური ჰქონდა და არც ინფორმაცია,ირგვლივ არავინ იყო ნაცნობი მისთვის არავის ეცალა და რაც ესმოდა იყო მხოლოდ აპარატის ხმა, გვერდით მწოლიარე პაციენტის დამძიმების შემთხვევაში თვალებს ხუჭავდა , სმენას ვერ იხშობდა ესმოდა ექიმების საუბარი და ბოლოს "გარდაცვალების დრო ..." არ ეგონა თუ იქედან გააღწევდა. ის პერიოდი თუ ოდესმე დასრულდებოდა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა სამყარო არსებობას.
სულ რამდენიმე შემთხვევა ჰქონდა ნიღაბი რომ მოიხსნა და ემოციები გამოხატა. გამოჯანმრთელების შემდეგ დუდა პირველად რომ ნახა სიტყვა არ დაუძრავს ისე მოეხვია და პასუხის ნახვლად თავად ჰკითხა
_როგორ ხარ ბაყბაყ დევო _ გამხდარი ეჩვენა, გამოუძინებელი და გადაღლილი . არ იცოდა ,ვერ წარმოიდგენდა თუ მის გამო დარდმა შეცვალა ,მასზე ფიქრში გათენებულმა ღამეებმა და შიშმა,რომ დაკარგავდა
_მომენატრე ...ბჟოლია
_ამდენად ცუდადაა საქმე ? _ ქვემოდან უყურებდა და უღიმოდა.
ჩატარებული მკურნალობის ფონზე, სახლში დაბრუნებიდან 1 თვის შემდეგ წონა 20 კილოგრამით მეტი ჰქონდა ,სუნთქვა ისევ უჭირდა და წამლები დიდხანს დარჩნენ მისი ყოველდღიურობის ნაწილად.
თვეები გავიდა დაძაბულობაში,სტრესში და მთელი ოჯახი შეიცვალა .ყველას ფსიქიკა თავდაყირა იდგა, საკუთარ თავს არავინ ჰგავდა და ამ დაუსრულებელ წრეს უკან ვერავინ აბრუნებდა. შეცდომებს შეცდომები მოჰყვებოდა იქამდე სანამ ყველაფერი არ დაინგრა .
...............
სკოლაში დაბრუნების და ონლაინ სწავლების დასრულების შემდეგ ყველა ღონისძიებაში,კონცერტში, კონკურსში და გამოწვევაში იღებდა მონაწილეობას რაც კი რამ შეხვდებოდა გზად რომ როგორმე დაბრუნებოდა ის ენერგია რაც იქამდე ჰქონდა. გავზარმაცდიო ამბობდა და არ მოსწონდა ის მომავალი რაც წინ ელოდა მოდუნების შემთხვევაში. წონას ვერაფერს უხერხებდა, დიეტის დაწყების მიუხედავად დარღვეული მეტაბოლური ცვლა ,გარემო ,სტრესი , ფსიქიკური მდგომარეობა წნეხი ყველა მხრიდან და გაქცევის სურვილი . ინტელექტუალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა დუდასთან და სკოლის სხვა წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად და გაიმარჯვა.
_სვანეთში მივდივართ ... სკოლა გვიფინანსებს დასვენების დღეები ემთხვევა თან
_წასვლა გინდა ?
_ამხელა გზაზე არ ვიცი ... მეშინია მე
_მინდა წასვლა
_დუდა მოდის? _ გიორგიმ მეორე კითხვა გააჟღერა და დადებითი პასუხის შემდეგ დათანხმდა _ კარგი წადი და თუ რამე ამოგაკითხავ . ჩემო ჭკვიანო გოგო , შენი იმედი ყველგან მაქვს მე _ თავზე აკოცა და ისე მოეფერა თითქოს წუთების წინ ნუცასთან არ ღრიალებდა .
_მე არ მინდა რომ წავიდეს,მეშინია... ჯერ კიდევ არ არის კარგად. იქ ფეხითაც ივლიან და სადმე რომ გადავარდეს
_დაუსახლებელი პუნქტია სვანეთი?მესტიაში წავლენ ალბათ ქალაქია ჩვეულებრივი ... რომ არ ვუშვებ სადმე იკლავთ თავს და ახლა ვუშვებ და არ გაუშვაო მეუბნები ?
_შენ აქვე არ უშვებდი და უკვე აღარც დადის ბავშვი სადმე გასართობად
_გასართობად კი არა ტრ.კის საქნევად დადიან ზოგან და ვიცი მე სად უნდა და სად არა . წავიდეს სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავს , ახალ ადგილს ნახავს . რესტორნებში გულავს ვერ შეედრება ახლა , ორივე დედა შვილი გინდა გაგიშვათ შენ იმღერებ ეს დაუკრავს და ლოთები გიყურებენ და დაანძრ.ვენ ,მოვლენ ფულებს ჩაგიკუჭაავენ, შეკვეთებს მოგცემენ ... რა გინდა კიდე ჩემო ჭკვიანო ცოლო შენ და შენ ბ.ზ დაქალებს . მიაწოდეს იდეა და მოუნდა გოგოს სიმღერა ,შენც არ მყავდე მარია კალასი
_არ წავალ ... დავრჩები
_არ დარჩები , წახვალ და დაისვენებ. სულ კითხულობ და დაღლილი ხარ. იქაც წიგნები არ წაიღო
_ტელეფონი იმედია დაიჭერს და დაგელაპარაკები . როდის მიდიხართ _ ნუცამ ამოიოხრა და საჭმლის კეთება გააგრძელა . ზიზღი ჰქონდა სულ სახეზე იმ დროს და განსაკუთრებით მაშინ როცა გიორგი სტუმრებს ელოდა და 10 კაცი იკრიბებოდა რამდენიმე წუთში . შემდეგ იღიმოდა, მასპინძელი ქალის იმიჯს არ კარგავდა და აღარც ახსოვდა თუთას გამგზავრების ამბავი. წასვლის წინ უამრავი რამე ჩაულაგა ჩანთაში, წამლების ერთი ჩანთა და თბილი კაშნები . ცხრაჯერ გაუმეორა არ გაცივდეო და ეკასთანაც გადაამოწმა დუდა ხომ ნამდვილად მიდისო. ვერ იტანდა დამოუკიდებლად რომ არ ადგმევინებდნენ ნაბიჯს, ეშინოდა სახლიდან გასვლის და თან თავს ებრძოდა. დუდას რომ აბარებდნენ მის თავს ისე თითქოს პატარა ბავშვი იყო დუდას მიმართ უჩნდებოდა აგრესია და ვერ იაზრებდა რამდენად ცდებოდა.
_დუდას არ მოშორდე სადმე რომ წახვალთ
_აუცილებლად ,გოგოებთან ერთად რომ იქნება იქაც გავყვები _ საიდან მოიგონა ვერ გეტყვით ,არ იყო ჟღენტი მექალთანე ტიპაჟი ყველგან რომ გოგონების გასაცნობად დადის. ბიჭმაც გაკვირვებულმა დახედა ,მაგრამ სიტყვა არ უთქვამს გიორგის თანდასწრებით
_არ ინერვიულოთ ... მარტო არსად იქნება. სხვა სკოლიდანაც მოდიან ბავშვები და ბანაკის მსგავსად სხვადასხვა აქტივობები გვექნება . არ მოიწყენს
_წავედით ... გავდივართ უკვე. დროებით _ მამას აკოცა და ავტობუსში პირველი შევიდა. ადგილი აღარ იყო დარჩენილი და დუდას გვერდით მოხვდა . არავის გაცნობის სურვილი ჰქონდა იმ ეტაპზე, მხოლოდ იქაურობისგან შორს წასვლა უნდოდა. დუდას ყველა იცნობდა, ხან ვინ ელაპარაკებოდა ხან ვინ. სიმღერების ხმაც აღიზიანებდა,ყურსასმენები მოირგო და ერთი საათის შემდეგ გათიშულს ეძინა . თავი ჟღენტის მხარზე ჰქონდა ჩამოდებული და ისიც ხელს არ უშლიდა . რამდენჯერმე თავზეც აკოცა და თავი მოიმძინარა ჩახუტება რომ შესძლებოდა. თავი თავზე დაადო,თვალები დახუჭა და იქამდე არ გატოკებულა სანამ თუთას არ გაეღვიძა.
სასტუმროში მათი ნომრები ერთმანეთის პირისპირ იყო. დუდამ უარი თქვა სხვასთან ოთახის განაწილებაზე და მარტო იყო . თუთა კი მეთერთმეტეკლასელ ნიასთან ერთად რომელსაც შორიდან იცნობდა იქამდეც და მერეც არ ჰქონიათ დიდი კომუნიკაცია. გოგო მხოლოდ დუდაზე ეკითხებოდა და სასაცილოდ არ ეყო იმ ღამესვე პიჟამოსამარა რომ გავიდა თითქოს რაღაც აინტერესებდა. რამდენიმე წუთი რომ არ გამოჩნდა იფიქრა მასთან რჩებაო და მერე ნინისგანაც მიიღო შეტყობინება
_რას წახვედი ამ სვანეთში ამათ დახოცეს აქ ერთმანეთი დალეწა ნუცამ ყველა თეფში
პასუხი არ დაუბრუნებია. პანიკური შეტევა ჰქონდა,ისე ჩაიცვა და გავიდა სასტუმროდან მხოლოდ უჰაერობის შეგრძნებას გრძნობდა,როგორ იხრჩობოდა და უნდოდა ყველასგან შორს წასვლა. ქუჩაში ძაღლებმა შეაშინა, მიმართულება მთლად აერია და გონს რომ მოვიდა ტყეში იყო უკვე. ბალახზე იჯდა და ტიროდა. ნაგროვებ ცრემლებს ვეღარ აჩერებდა, თავი ტკიოდა უკვე და სიცივისგან კიდურები ეყინებოდა , მაგრამ არც ვინმესთან რეკავდა და არც ზარს პასუხობდა. ირგვლივ რომ მიიხედა მზერა მთლიანად გადღაბნილი ჰქონდა, რაღაც ცხოველი უახლოვდებოდა , მელა იყო თუ მგელი გარჩევა არ შეეძლო გაიქცა ,შემდეგ ფეხი დაუცდა და მიწა ფეხქვეშ გამოეცალა. ნესტიანი მიწის სუნს გრძნობდა, კანი ეწვოდა და მოძრაობა არ შეეძლო,სურვილიც არ ჰქონდა ,ჯერ ხეებს შორის მნათობ მთვარეს შეხედა ,ცივი ჰაერით გაივსო ფილტვები და გულზე მოუჭირა სუსხმა. თვალები დახუჭა, დანებდა.
_თუთა ... თუთა ,გესმის ჩემი ? ბჟოლიკო _ სითბო ,დუდას ხმა,შეხება და ჩახუტება ერთდროულად მივიდა გონებამდე_ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი რიგზეა... არ შეგეშინდეს , შენთან ვარ _ სახეზე კოცნიდა და გულში იკრავდა. ისეთი ხმაურიანი ჰქონდა გულისცემა თუთას მიჩუმებული გულიც აახმაურა _ გაივლის,ესეც გაივლის _ თმაზე უსვამდა თითებს შემდეგ კიდურებს უმოწმებდა. მნიშვნელოვანი არაფერი სჭირდა, მხოლოდ სული და გონება ჰქონდა ნაიარევი . ნაკაწრები ვერ მივიდოდნენ სულის ჭრილობებთან _არ დამელაპარაკები? თავი დაარტყი ჩავარდნის დროს ? _ თმა გადაუწია ,სისხლდენის კვალი არ იყო . ფოთლები მოაშორა და ისევ აკოცა _ არაფერია ... დამელაპარაკე ,ბჟოლიკო
_მინდა მოვკვდე ... დავიღალე _ თვალები დახუჭა ისევ,ცრემლები უსველებდა სახეს დუდას კი სული გაუყინა
_უფლებას არ გაძლევ ! _ წამოდგომა აიძულა, იჭერდა და საყრდენად ქცეული გზას აგრძელებდა მასთან ერთად. საკუთარი ქურთუკი მოაფარა , თავზეც წამოაფარა კაპიუშონი და ისე შეიყვანა თავის ნომერში ვერავინ ვერაფერი გაიგო. თუ დაინახავდნენ იფიქრებდნენ წყვილი სასეირნოდ იყო გასული და გამთენიისას დაბრუნდაო.
_შეხვალ სააბაზანოში თუ მე მოგაშორო დასვრილი ტანსაცმელი და ჩაგაცვა სუფთა _ საკუთარი სპორტული შარვალი და მაისური მიაწოდა მას შემდეგ რაც ხელებზე არსებული ჭრილობები გაუწმინდა_მე პრობლემა არ მაქვს შენ თუ ასე გინდა _ ჰუდის ბოლოს ჩაავლო ხელები თუთა რომ შეეწინააღმდეგა
_შემეშვი ... ჩემ ოთახში გავალ
_ასე რომ შეხვალ ნია დაგინახავს...გინდა ყველამ გაიგოს რომ დაეცი ? აჟიოტაჟი შექმნა
_კარგი _ ზანტად წამოდგა და დუდას აბაზანაში შევიდა. ცხელმა შხაპმა კიდევ უფრო მოადუნა. ერთი ტირილი იქაც იტირა საკუთარი უბედური ცხოვრება, წყვდიადი რომელშიც იკარგებოდა და მერე ისევ დუდას ხმა გაიგო
_დროულად გამოხვალ თუ შემოვიდე_ისე იყო დაბრმავებული საკუთარი ტკივილით ვერ ხვდებოდა დუდას შიშებს , ვერ იაზრებდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის და არც უნდოდა დაეჯერებინა . მისი ტანსაცმლით იჯდა ბოლოს და დუდა თმას უშრობდა. ტირილი უნდოდა , მის მსგავს მოპყრობასაც ვერ უძლებდა. არ უნდოდა დუდასთვის ტვირთი ყოფილიყო ,იმ დღის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შორდებოდა,მანძილს გამუდმებით ზრდიდა და ის მაინც ახლოს მიდიოდა. ყველა ჯერზე უფრო უახლოვდებოდა.
_არ ვიცი რა ხდება შენ თავში ... რა აზრები დუღს და რა ფიქრები ტრიალებს , მაგრამ არ დაივიწყო მე სულ შენთან ვიქნები , ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში. შენ უბრალოდ მითხარი და
_შენი სიბრალული არ მჭირდება... ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ დაივიწყო ეს ღამე !
_შენ არ დაივიწყო ,რომ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს
_არ გენდობი ,შენი იმედი ვერ მექნება „
იდეალურად გამოსდიოდა დუდასთვის ტკენა მაშინ როდესაც ბიჭი ყველაზე მეტად ცდილობდა მის გვერდით ყოფნას. ამჯერადაც იდგა ზღვარზე , დუდა თამაშის სხვა წესებს თავაზობდა კოცნის შემდეგ და თუთას ჯერი იყო
_დუდას შეყვარებული ჰყავს ,იცოდი?
_დუდას სულ ჰყავდა ვიღაც ახალი ამბავი არ არის
_ელენამ თქვა მისი კურსელიაო... ერთად მუშაობენ კლინიკაში და ძალიან მოსწონს დუდას თურმე
_შესანიშნავია ,იმსახურებს ბედნიერებას _ ერთს ამბობდა და მეორეს ფიქრობდა. ყველა მისი კოცნა გაახსენდა და საკუთარი სურვილით დაკარგული ბედნიერება. _ვსტალკავ მთელი დღეა .ძალიან კი მინდა ,მაგრამ მინუსი ვერ ვუპოვნე. აშკარად ჭკვიანია, ლამაზი, დახვეწილი. ნორმალური ჩანს და არა პრანჭია მაიმუნი ... ოქროს მედალი, ექიმი მშობლები , მუშაობს
_ნინი იქნებ ახლა მაინც შეწყვიტო ჩემი და დუდას წყვილზე ფიქრი
_არადა გშიფავდით ,სოო ბედ ... შენც უნდა იპოვნო ვინმე იტალიელი ლამაზმანი
_შენ პირადს ვერ მიხედავ?
_მე ფლირტისგან შორს არ მივდივარ... მირჩევნია ერთხელ მიყვარდეს და სამუდამოდ. იქამდე კი დავქრაშო ყველა სიმპათიური ბიჭი.

დიდხანს ითმინა და ბოლოს მაინც ნახა დუდას და თამარას ფოტოები. ერთმანეთს უხდებოდნენ ,მაგრამ დუდას მზერაში სიყვარული ვერ ამოიკითხა ან უნდოდა დაეჯერებინა,რომ ის არ იყო მისი ერთადერთი.
სიხარულისგან სწრაფად უცემდა გული, თვეების შემდეგ ნინიმ ახალი ინფორმაცია რომ მიაწოდა
_დაშორებულან... დუდა ისევ თავისუფალია. მგონი ახლა დაიწყო ამ ბიჭმა ბაბნიკობა . უფრო პოპულარული გახდა , ყველა მასზე საუბრობს. თან თამაშობს თან სწავლობს . ფან ფეიჯზე სულ მისი ვიდეოებია... უნდა ვაღიარო რომ პოპულარობა მოაქვს არა მხოლოდ გუნდისთვის,მთლიანად რაგბისთვის. ინტერვიუზეც ჰყავდათ რამდენიმე გადაცემაში და შემდეგ პოტკასტში
_ნინი ,ჩემ ცხოვრებაში დუდაზე ინფორმაციების დატევის ადგილი არ არის.
_იქნებ ისევ შეხვდეთ
_იმედი მაქვს არ შევხვდებით _ გაახსენდა სასტუმროს სცენა და ისევ ისე შეეკრა სუნთქვა.
_მადლობა შემდეგ გადამიხადე ინტერვიუს რომ ჩაწერ _ერთ საღამოს ნინი რომ დაახტა საწოლში მყოფს თავზე იმ დღიდან დაიწყო კიდევ ერთი ცვლილება
_მეძინება ნინიკო
_ნინიკოს კიდევ დამიძახებ და ნიკა ჩაჩუასთან ინტერვიუს გაგიუქმებ ...
_ვისთან?ვინ თქვიიი _ წამსვე წაამოჯდა და შუქი აანთო _გაიმეორე ნინი
_მოკლედ ნიკა აღმოჩნდა დემეს დეიდაშვილი ,საუბრის დროს თქვა ახლახანს გადმოვიდა იტალიაშიო და მასთან რომ ჩამოვალ აუცილებლად გნახავო. ისიც მილანშია და ისიც თქვენ მსგავსად ეჩვევა ახალ გარემოს სულ მარტოაო. კარგი იქნება თუ გაგიცნობთ და ვარჯიშისგან თავისუფალ დროს ქართველებთან კონტაქტი ცოტას შეუმსუბუქებს ემიგრანტობასო . მე სულ არ ვიცოდი ვინ იყო დავსერჩე და მერე გამახსენდა რომ ქრაშავდი
_არ ვქრაშავდი,მომწონს როგორც თამაშობს და ვიცი რომ დიდი მომავალი აქვს...
_მოკლედ ვხვდებით ხვალ ორივე. ჩვენ უკვე დავაფოლოვეთ ინსტაზე ერთმანეთი და ხვალ შენ გექნება პირველი ინტერვიუ...ნუ სცადე დაითანხმო ახლა ყველაფერს მე ხომ არ გავაკეთებ
_რომელ საათზე ვხვდებით
_ამაზეც იფიქრა შენმა უძვირფასესმა დაიკომ და ისეთი დრო ავარჩიე როცა შენც თავისუფალი იქნებოდი. საღამოს
_ვგიჟდები შენ გონებაზე , რომელიც ხანდახან საოცრად მუშაობს _ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა საწოლზე დავარდნილს
_ნუ გამჭ....ტ ჯერ კიდევ დიდი ხარ
_მე სულ დიდი ვიქნები
_ხოდა კი დაგითრიე მორაგბე რომელიც იმისგან განსხვავებით აქ არის და მხოლოდ რაგბზე ეფიქრება ალბათ ზოგ_ზოგიერთებისგან განსხვავებით ექიმობას არ აპირებს და თამაშს თავს არ ანებებს
_დუდამ რაგბის მიტოვება გადაწყვიტა?მეგონა ტრავმის გამო ასვენებდნენ ან ისე არ ჩასვეს ძირითადში
_იმდენი აქვს უკვე ტრამვა ,რომ ხვდება აზრი არ აქვს ... მხოლოდ სიყვარული არ ეყოფა . მისი გონება უკეთ ჭრის ვიდრე ძალა ,ხომ აშკარა იყო თავიდანვე
_იმაზე მეტად უყვარს მინდორზე გასვლა და თამაში ვიდრე შენ ფოტოების გადაღება , ინსტაზე მილიონი ფოლოვერი და გლოსი
_კარგი ახლა ნუ იტირებ , დაივიწყე დუდა თუ დაშორდი და უარი უთხარი შეეშვი. ერთობა ის ბიჭი თავის ნებაზე და აგრძელებს ცხოვრებას
_ახლა უკვე ვხვდები რის გადაფარვას ცდილობს ამდენი თრობით, ახალ_ახალი გოგონებით და მუდმივად სადღაც ყოფნით . კიდევ კარგი სემესტრს ხურავს თორემ ნიშნებიც გაუფუჭდებოდა
_იმედია წითელი დიპლომით დამთავრებაზე არ ფიქრობს
_რატომ არ უნდა იფიქროს, სულ ოდნავი ძალისხმევა დასჭირდება
_სამედიცინოზე ვსაუბრობთ სადაც ასი წლის ლექტორებია
_მონათხრობ ზღაპრებს ნუ უსნენ... დუდა ისეთი ნიჭიერია , გონიერი და იმდენად მარტივად ითვისებს ყველა ინფორმაციას მხოლოდ დარდმა არ უნდა შეაწუხოს
_მოკლედ რაა , რამდენი ბიჭიც არ უნდა გაიცნოს დუდას სოულმეითია მაინც... შელოცვა გაქვთ რაღაც ,ჯადოა
_წადი დაიძინე,გვიანია უკვე _ ნინი გაუშვა თვითონ კი ძილი გაუტყდა. კითხვებზე ფიქრობდა , იხსენებდა ყველაფერს ნიკაზე და ბოლოს მაინც დუდას სტალკავდა. ჯერ კიდევ კლუბში იყო, მეგობრის ლაივში აღმოაჩინა ვიღაც გოგოსთან ცეკვავდა და მერე კოცნიდა კიდეც.
კადრი სხვა მხარეს გადავიდა, მერე კი საერთოდ აღარ ჩანდნენ. ეს სჭირდებოდა მხოლოდ ღამის გათენებისთვის და პატარა ვიდეოს გადასაღებად. უცნაური იყო,მაგრამ იმ საქმის პოულობდა შვებას რაც ყველაზე ნაკლებად უყვარდა. ხალხთან კომუნიკაციით ფანტავდა დარდებს .
მეორე დღეს ზარანდიას კაფეში აღმოჩნდნენ ისევ,შეხვედრის ადგილი ნიკამ აარჩია და უარი არ უთქვამთ. ნინი წინ გაიჭრა ,პირველი მიესალმა და შემდეგ ისე გააცნო თუთა თითქოს თავად დიდი ხნის ნაცნობობა აკავშორებდა
_აბა ?რამდენი ხანია რაც აქ ხარ?
_სამი კვირაა და მალე გავგიჟდები... ნორმალურად ინგლისურიც არ ვიცი და ესენი იტალიურად რომ იწყებენ ვითიშები . აპლიკაციით ვთარგმნი რასაც მელაპარაკებიან. წიგნები ვიყიდე,მაგრამ ხო ხვდები დაღლილზე მეცადინეობა ძაან მეზარება . დემემ რომ მითხრა ქართველი გოგოები არიან მანდო და დაეკონტაქტეო ძაან გაასწორა,შენზე ადრეც მიყვებოდა
_ჩვენ უკვე შევეჩვიეთ,ადაპტაცია გავიარეთ ... თარჯიმანი თუ დაგჭირდება ჩემი და შეგიძლია წაიყვანო
_ხო ,ვნახე ვიდეოები... ასე საკაიფოდ როდის დაამუღამე ტო. საერთოდ მომწონს შენი კონტენტი
_საქართველოში ყოფნის დროს ის გაფოლოვებდა და უყურებდა შენ თამაშებს ახლა შენ უსმენ მის ვლოგებს ... რა პატარაა სამყარო
_რაგბს უყურებ ?
_სპორტული ჟურნალისტი მინდა გავხდე და სპორტის ყველა სახეობაში მეტ _ ნაკლებად ვერკვევი,მაგრამ რაგბი ჩემი ფავორიტია . რუმინეთთან თამაში ისე კარგად ჩაატარე ვამბობდი ,რომ შენით სერიოზული გუნდები დაინტერესდდებოდნენ და გამართლდა კიდეც
_ზუსტად... მაგ თამაშის მერე წამოვიდა შემოთავაზებები
_ესპანეთთან ლელო რომ არ ჩაგითვალეს ლამის გავგიჟდი...
_მეც
_შენ რომ გაგიჟდი მახსოვს, მეგონა სერიოზული ჩხუბი დაიწყებოდა ისე დაიძაბა ყველაფერი
_საცემი იყო,მაგრამ არ შემიძლია ყველა ვცემო მითუმეტეს მოედანზე თამაშის დროს
_განგებ გიწვევენ როცა აგებენ ,გამოცდილი მეთოდია
_იმ დროს ისეთი აჟიტირებული ხარ ვერ ხვდები მაგას და მარტივად ფეთქდდები _დიდხანს საუბრობდნენ ნინი კი ჩუმად იჯდა და უყურებდა ,მერე გავალო თქვა და შორიდან უღებდა ფოტოებს
_ინტერვიუზე რომ დამთანხმდე ჩემ პატარა,არამოსაბეზრებელ კითხვებს დაგისვამ და საგულშემატკივროდაც ბევრი მოვა . ჯერ არავის დაუწერია რომ აქ ხარ თანაც თამაში თუ მალეა,უნდა გიყურონ ... მე კი არ ვტრაბახობ,მაგრამ რაგბის ბევრ ფან ფეიჯზე მეტი გამომწერი მყავს
_არ მგონია ბაზაზე შენი შეყვანის უფლება მომცენ ...
_ უბრალოდ ვისაუბროთ და გადაგიღებ თუ თანახმა ხარ
_პრობლემა არ არის ,პირიქით მიხარია შენ გვერდით გამოჩენა ... იმედი მაქვს კიდევ ბევრი საინტერესო ვინმესგან აიღებ ინტერვიუს ტიკტოკისთვის ცალკე ჰქონდა მომზადებული ნაწყვეტები სრული ვიდეოდან . იუთუბზეც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ახალ ამბავს . თამაშზე ნუცაც გაჰყვათ და მათდა გასაოცრად ზარანდიაც აღმოჩნდა გულშემატკივრებს შორის
_ერთ უბანში ცხოვრება ზედმეტად ზრდის შეხვედრების შანსს ,მაგრამ აქაც თუ გიხილავდით არ მეგონა
_როგორ ბრძანდებით?
_თქვენობით რომ არ ვისაუბროთ არ შეიძლება?
_მე თანახმა ვარ _ ნინიმ გაუღიმა და პოპკორნით სავსე ყუთი გაუწოდა _ მიირთმევთ?
_მადლობა ... თუ მოვიგებთ ვახშამზე გეპატიჟებით
_მოდი თუ ორ ლელოს დადებს ნიკა მაშინ წავიდეთ და მე დაგპატიჟებთ
_ასე არ მაწყობს... შეუძლებელია ვივახშმო სამ ლამაზ ქალთან ერთად და მე არ გადავიხადო. ჩავთვალოთ რომ არ გამიგია _ თუთა კი ძალიან ეცადა,მაგრამ დათო ნუცას გვერდით იჯდა უკვე და პატარა ბავშვივით გამოუვიდოდა ადგილის გაცვლა რომ ეთხოვა. ვიდეოებს იღებდა თამაშის ყურების პარალელურად და კადრში ისინიც მოხვდნენ სხვა გულშენატკივრებთან ერთად რომელთა შორის საქართველოს დროშის ფერები გამორიჩეოდა. კადრები ტიკტოკიდან ყველგან გავრცელდა ,ნიკას პოპულარიზაციაც მოხდა და მათ ისე მოიხსენიებნენ როგორც ოჯახს. საღამოს ერთად ავღნიშნეთ გამარჯვება და ნიკას მოპოვებული 10 ქულაო ამბობდა ბოლოს და სახლში მისვლამდე უკვე მეათედ რეკავდა გიორგი ნუცასთან "დედათქვენს უთხარით მიპასუხოს ან შეტყობინება გახსნას თორემ ხვალვე მანდ ვიქნები " ნუცას აჩვენა შეტყობინება მან კი დააიგნორა,მობილური ფრენის რეჟიმზე გადაიყვანა და დათოსთან ერთად განაგრძო უბნის ამბების გახსენება
_ციცო გახსოვს? აი მაგასთან კაკებეს ვერცერთი აგენტი მივიდოდა ,ინფორმაციების საბადო იყო . ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა როგორ იცოდა ამბები ადამიანებზე რომლებსაც საერთოდ არ იცნობდა და არათუ შეხვედრია მის უბანში გადმოსვლამდე იყვნენ გარდაცვლილები
_ღმერთო როგორი ერთიანი იყო ყველაფერი და იმ უბედურების დროსაც კი ახლოს იყვნენ . ზოგი ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ერთ ბინაში
_ჩემები დღესაც იმ ბინაში არიან ... როგორ არ ვთხოვ ,მაგრამ არ მოდიან. ძველი მაცხოვრებლებიდან მხოლოდ სამი ოჯახი დარჩა
_თქვენ კორპუსში ადამიები ცხოვრობდნენ მგონი ხომ? სტომატოლოგი რომ იყო
_კი ...
_როგორ ვერ ვიტანდი მანდ შემოსვლას
_ვიცი ,მესმოდა შენი ტირილის ხმა დედაშენს რომ მოჰყავდი
_არ მჯერა რომ უკბილოც გახსოვარ
_ბუნდოვნად ,მაგრამ მახსოვხარ. საყვარელი ბანტები გეკეთა ხოლმე, ისეთი მოწესრიგებული იყავი თითქოს საერთოდ არ თამაშობდი და მერე ბიჭებთან ერთად გნახე ბეტონზე როგორ თამაშობდი ფეხბურთს
_უკაცრავად? შენ ფეხბურთს თამაშობდი ბიჭებთან ერთად?
_არ მჯერა ... ეგ არასდროს გითქვამთ?მამასაც კი არ დასცდენია,იმიტომ გაქვს მუხლებზე იარები?
_გიომაც არ იცის და როგორ გეტყოდათ. მამათქვენმა რომ გამიცნო ნაზი და საყვარელი თინეიჯერი ვიყავი . ფეხბურთს არანირმალურ ბიძათქვენთან და მის ძმაკაცებთან ერთად ვთამაშობდი
_და გაწამებული ჰყავდა ისინი... ვერც აგდებდნენ,თან უფრთხილდებიდნენ რომ არაფერი ტკებოდა . ტერორში ჰყავდა გაგა
_ამდენი საიდან იცი,ასე ახლოსაც არ იყო ჩვენი კორპუსები
_სტადიონი იყო ჩემი ფანჯრების ქვეშ ,სკვერიც და ხშირად გხედავდი იქამდე სამამ გაიზრდებოდი და შეწყვეტდდი გარეთ დიდი დროის გატარებას _ თვალები ყიდდნენ კაცს,ძველი სიყვარული ახსენდებოდა და ეს თუთას მზერასაც არ გამოჰპარვია,მაგრამ ნინის თავხედური პირდაპირობა ყველასთვის უხერხულობის შექმნელი აღმოჩნდა
_აი თურმე როდის შეგიყვარდათ ნუციკო , პატარა თავნება და თავისუფალი რომ იყო და არა მაშინ, როდესაც ყველას თვალებს უბრმავებდა სილამაზით
_ლამაზი ყოველთვის იყო ... ხმამაღლა რომ იცინოდა და აღვიძებდა მთელ უბანს მაშინაც _ და ეს იყო პასუხი უარყოფის ნაცვლად _ბავშვობის ბედნიერი მოგონებები რომ არ არსებობდეს ცხოვრება ზედმეტად უფერული იქნებოდა ... დავლიოთ წარსული ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო გოგონებო?_ თუთას და ნინის მიუბრუნდა ბოთლი რომ აიღო და ნუცას მზერა მოარიდა მისთვის ზედმეტი უხერხულობა რომ არ შეექმნა. საოცრად გალანტური იყო
_უიმედო პირველი სიყვარულის სადღეგრძელოც ხომ არ დავამატოთ _ თუთამ უთხრა და გაუღიმა
_ჯერ პატარა არ ხარ უიმედო სიყვარულისთვის?
_მე თქვენზე ვსაუბრობ თორემ ჩემი გული ასე იოლად არ უღებს კარს ბიჭებს
_ძალიან ცუდი თუ ებრძვი სიყვარულის... ცალმხრივია თუ ორმხრივი მაინც საოცარი შეგრძნებაა ,რომელიც არასდროს იშლება ,სულ ახსოვს მთელ არსებას ის გულისცემა იმ ერთის დანახვისას რომ გქონდა
_ნამდვილად რთულია დავიწყება და სულ გახსოვს მითუმეტეს თუ ეს პირველი სიყვარული ორმხრივი იყო და 20 წელი გაგრძელდა
_თუთა , გთხოვ ნუ გისახლდება გიორგი
_პრობლემა არ არის...მესმის შენი ,ეჭვიანობ მამის ნაცვლად , მაგრამ სამწუხაროდ მიზეზი არ გაქვს. ნუცა ცივ უარზეა მე კიდევ ყველას შემიძლია ვაიძულო მოიქცეს ისე როგორც მე მინდა ,მხოლოდ ქალს არასდროს
_მგონი უკვე დროა დავასრულოთ ეს საღამო
_რატომ ასე ადრე ,ახლა ცოცხალი მუსიკის მოსმენის დროა... არ უნდა თქვათ უარი ამ სიამოვნებაზე
_აქაურობის წილიც თქვენი ხომ არ არის ?
_წილი არა , მთლიანად ჩემია ... მილიონერ მაფიოზს ვგავარ?_ გაიცინა და ამ დროს მართლაც მომხობლავი იყო _ უბრალოდ ხშირად დავდივარ
_ყოველთვის ასეთი თავისუფალი ხართ თითქმის უცნობა დამიანებთან კომუნიკაციისას ?
_ყველა თვისება მომეპოვება იმის მიხედვით ვინ რას იმსახურებს ,ნინი _ თვალი ჩაუკრა და სავარძელს მიეყრდნო . არ სვამდა,ჭიქა უბრალოდ ეჭირა ხელში და რამდენიმე ყლუპი დალია სულ ისიც სიმღერის მოსმენის პერიოდში. ბოლოს იქამდე მივიდნენ რომ ისხდნენ და უყურებდნენ როგორ ცეკვავდნენ ნუცა და დათო
_ასეთი მოგონებები გიორგისგან არასდროს გამიგია ... ცოტა რომანტიკა რომ ჰქონდეს,სულ ცოტა ნორმალური იყოს და ამ კაცს ჰგავდეს
_ნუ მაგიჟებ ნინი. მართლა გჯერა მისი მეამიტი ქცევების?საიდან აქვს ეს ყველაფერი,ალბათ ვიღაცას დააწერა ან მოოარა ან მოკლა ან არ ვიცი . გიორგივით ღამეებს რომ არ ათენებს ,ხელები რომ არ აქვს დაგლეჯილი და გამოპრანჭული ზის აქ და აფრქვევს შარმს იმიტომ გინდა მასთაან იყოს დედა? გგონია უკეთ იქნება მის გვერდით ?
_ბედნიერი მინდა იყოს და ნახე? თავისუფალია მასთან ხანდახან გიორგი რომ არ ახსენდებოდეს და ისევ არ ეშინოდეს წესების რომლის მიხდვითაც ქალს განქორწინების შემდეგ ცხოვრებია უფლება არ აქვს და თუ ცდის მაშინვე ბ.ზად შერაცხავენ ,ან გიორგი მოაწყობს სკანდალს.
_შენც მოგწერა?
_კი და ფოტო გავუგზავნე ამ წამს
_გინდა გააგიჟო?
_ეტკინის ისე როგორც დედას ატკინა და უარესადაც. მიხვდეს როგორია როცა მართლა აქვს ეჭვიანობის მზეზი ადრე რომ ტყუილად გიჟდებოდა
_საშინელებას გამოიწვევ
_შენი შიშის გამო დედამ არ იცხოვროს?
_ის არ არის იდეალური ვარიანტი ,ის ვერ მოუტანს სიმშვიდეს. როგორც კი დაბრუნდებიან მალევე გავიდეთ იცოდე და არაფერი მოიგონო
_მეც მინდა წასვლა. დღეისთვის საკმარისია
_იმედია შემდეგი არც იქნება _ ჩუმად თქვა და მაგიდისკენ მიმავალ წყვილს შეხედა . რაღაცას ეუბნებოდა დათო და ნუცა უხერხულად იღიმოდა
_მადლობა, დიდი ხანია არ მიცეკვია და მეგონა აღარ შემეძლო
_მახსოვს მთელი უბანი ნატრობდა შენთან ცეკვა შესძლებოდა. ყველა შემოვიდა ცეკვაზე ,მაგრამ სოლო ვერავინ გაქაჩა და თან უტყდებოდათ იქ სულ მოსვლა და ვარჯიში. ქორწილებსა და დაბადების დღეებზეც ვერ ბედავდნენ გამოსვლას
_მახსოვს შენ ერთხელ მეცეკვე
_რამდენინე წამს ალბათ , ერთი წრეც არ გამოვიდა ისე გაჩნდა გიორგი ... უცნაურია რომ გახსოვს
_იმ ორ წუთიან ცეკვაზე საუბრობდა მთელი ჩემი სამეგობრო ,როგორი მომხიბვლელი იყავი ცეკვის დროსაც სიმართლე გითხრა მე ვერ აღვიქვი ეგ ამბავი , გიორგიზე ვიყავი გაბრაზებული და ცეკვაზეც იმიტომ დავთანხმდი ვიღაც უცნობს ,არც კი მახსოვს შენ მოსვლამდე ვისთან ვცეკვავდი
_რამდენიმე იყვნენ ... როგორც სჩანს გიორგი თავიდანვე ხშირად გაბრაზებდა და მაინც ბედნიერი იყავი მაშინ
_ხო , არ მომწონდა მისი ქცევები . მეშინოდა ცუდ წრეში ტრიალებდა, ისტერიული შიში მქონდა რომ ნარკოტიკს გასინჯავდა ან რაღაც ჩხუბში ჩაერთვებოდა უაზროდ ,ძალის დემონსტრირებისთვის ,ანდაც იმ ჯგუფურ გარჩევებში ... იმდენი საშინელება ხდებოდა
_მოკლედ არ გინდოდა ჩემ გზას დადგომოდა და კი მოახერხე მისგან მეოჯახე კაცის გამოწვრთნა , საერთოდ ჩამოშორდა ქუჩას ქორწინების შემდეგ ,იშვიათად რამე საქმეში ჩარეულიყო და ისიც იმ შემთხვევაში თუ ვინმე ძალიან ახლოს იყო და სიმართლის მხარეს იდგა ყოველთვის. სამწუხაროა ჩემ ცხოვრებაში რომ არ იყო შენნაირი ქალი ,ვინც სიმშვიდეს იქამდე მომიტანდა ვიდრე შეცდომებზე ვისწავლიდი ცხოვრებას _ ნუცას არ აშორებდა თვალს ბოლო წინადადებამდე . ჩბეულებრივ დაბალი ჰქონდა ტონი, მშვიდი და ხავერდოვანი ჰქონდა ხმა. ის ერთი ჭიქა დაცალა და გაეღიმა
_გიორგის პრობლემა ერთადერთი იყო , საკუთარ თავზე მეტად მე ვუყვარდი და ამ დისბალანსმა ყველაფერი უფსკრულისკენ მიმართა. ზრდასრულ ასაკში წვეული სიყვარული სულ სხვა ფერი იქნება ,მჯერა რომ იპოვნი მას
_გამორიცხული არაფერია ...
_დროა წავიდეთ
_მე წაგიყვანთ ,თუ ნებას მომცემთ რა თქმა უნდა
_ნებას მოგცემთ ,დიდი სიამოვნებით გამოგყვებით _ ნინიმ უთხრა,მაგრამ თუთაც არ იყო წინააღმდეგი. დროულად უნდოდა სახლში დაბრუნება . ერთმანეთს დაემშვიდობნენ,მადლობა გადაუხადეს და მშვიდად დაიძინეს. აი მეორე საღამო კი ნამდვილად არ იყო მშვიდი. კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგეს და მალევე დაინახეს ზღურბლზე მდგომი გიორგი
_გამარჯობა ,ოჯახო
_აქ რას აკეთებ
_რა იყო არ მელოდი? ჯერ არ გადასულხარ ზარანდიასთან ?
_აქ ამიტომ ჩამოხვედი?სერიოზულად?სახლში ცოლი გელოდება და შენ აქ ჩამოხვედი ?დასასვენებლად ვერ იმეტებდი ფულს და აქ ჩამოხვედი ?
_მონატრებულს ასე უნდა დამხვდე?
_ვინ თქვა რომ მომენატრე... ენატრებათ საყვარელი ადამიანები და არა ისინი ვინც დაივიწყეს,წაშალეს და გააქრეს ცხოვრებიდან სხვათაშორის მისი ღალატის გამო
_გეყოფა ! ნუ ცდილობ დამიმტკიცო რომ მაგარი გოგო ხარ , ვიცით ისედაც რომ საუკეთსსო დედა ხარ. ჩემ გასაგიჟებლად ნუ გააბავ რომანს ვიღაც ნ.ბიჭვართან და ნუ გახდები ტიპიური ბ.ზი
_ატიპიური ვარ და ახლა ტიპიური არ გავხდე? მე ხომ ქორწინების დროსაც ვეფლირტავებოდი ვიღაცებს,გღალატობდი და რქებს გადგამდი
_ეგ რომ მართლა მეფიქრა ან მართალი ყოფილიყო გგონია ახლა ცოცხლები ვიქნებოდი შენ ან მე?
_რა საინტერესოა მე რატომ არ მოგკალი ნამდვილად რომ დამადგი ქორბუდა ირმის რქები
_იმიტომ რომ შენ ჩემზე მაღლა დგახარ და შენ ისე არ გიყვარვარ როგორც მე მიყვარხარ
_სამარცხვინო კაცი ხარ ... ტყუილად მიყურებ ასე. არ გაბედო და არ მომეკარო,შენთან ჩახუტებაც კი არ მინდა. გულისამრევია _ ყველაფერი ჯერ კიდევ კართან მდგომს უთხრა შემდეგ ზურგი აქცია და საძინებელში შეიკეტა_ სასტუმრო აპოვნინეთ და აქ მეტჯერ აღარ დავინახო _ კარი ხმაურით მიიხურა და იქვე ჩაიკეცა
_არ მჯერა რომ ნამდვილად აქ ხარ...
_თქვენც არ ჩამეხუტებით ?
_დათოსთან არ არის... ყველანი ერთად ვიყავით. ერთი წუთითაც არ დარჩენილან მარტო , გეფიცები დედა არ ცდილობს მასთან ურთიერთობას. არც ის ცდილობს . უბრალოდ დამთხვევა იყო ,პაემანზე არ ყოფილან
_მაგაზე მე და დედაშენი ვილაპარაკებთ ... მომენატრეთ . როოგორი შეცვლილი ხარ მა,აქ არაფერს ჭამ?როგორ გამხდარხარ _ გულში ჩაიკრა და რამდენჯერმე აკოცა თავზე _ ჩემო ლამაზო ,ჩემო ჭკვიანო შვილო
_ერთად რომ იყვნენ რას გააკეთებ... ან სხვასთან რომ იყოს რას გააკეთებ. რა უფლებით
_მოდი ჩამეხუტე და ნუ მეჩხუბები ,ასე როგორ დამემსგავსე
_ მე ? შენი რა მიგავს ცხვირის გარდა
_არაფრის და არავის გეშინია,ჯიუტი თხა ხარ _ ნინიც ჩაიხუტა და იქამდე იდგნენ ასე სანამ იმ კარში არ შევიდა სადაც ნუცა იყო და თუთას წონასწორობა არ დაერღვა_რამდენიმე წუთი მჭირდება და წავალ _ისე ეშინოდა იქედან გამოსული ხმების,როგორც არასდროს
_არ უნდა შევიდეთ ? _ ნინიც რომ გაქვავებული იდგა გვიან შეხედა და ხელი ჩაკიდა . ისევ პატარა ბავშვს ჰგავდა პირველად რომ ნახა გაბრაზებული მამა
_ლაპარაკობენ უბრალოდ ,ხომ თქვა წავალო
_მე მეტს ვერ მოვითმენ _ საათს უყურებდა რომ თქვა და კარისკენ წავიდა. სახელური რომ ჩამოსწია დაკეტილი დაუხვდა
_დედა , გააღე კარი ამდენ ხანს ყოფილთან ლაპარაკი არ შეიძლება
_კარგად ვარ _ იყო ხმა ,ერთადერთი რომელიც იქედან გამოვიდა იქამდე სანამ გიორგი გამოაბიჯებდა. კმაყოფილი ჰქონდა სახე და დაეფიცებოდა თუთას,რომ ეს კმაყოფილება კოცნით იყო განპირობებული ნუცა ისეთი დეზორიენტირებული იჯდა საწოლზე
_ხვალ გნახავთ...სამი დღით ვარ _ ორივეს თავზე აკოცა , შემდეგ ნუცას გახედა და წავიდა .
_რა გააკეთე აკოცნინე ?_თუთას ფიქრები ნინიმ გააჟღერა _ ხელი ხომ არ შეგიშალეთ?ჩვენ ის ვიდექით და ვფიქრობდით არ დაახრჩოსთქო,თქვენ კიდევ
_დედასავით ნუ მტუქსავ...მე არ მიკოცნია ,თვითონ დამეტაკა. მე ვეცხუბებოდი და არც ახლა შევურიგდები. სულელი თინეიჯერი არ ვარ კოცნით რომ შემომირიგოს , მიუხედავად იმისა რომ მომენატრა და საკუთარ თავზე მეშლება ნერვები ,ისევ მხოლოდ ის რომ მინდა და სხვა არავინ . კმაყოფილები ხართ პასუხით ?
_თითქოს ჩვენ დაგაძალეთ ან ჩხუბი და ან დაშორება ... როგორც გინდა ისე მოიქეცი,მაგრამ მე თქვენთან არ ვიცხოვრებ იცოდე !
_დედა _ნინი ოთახიდან გავარდა თუთა კი იდგა და უყურებდა _ ისევ გიყვარს? როგორ შეგიძლია გიყვარდეს იმ ყველაფრის შემდეგ
_სულელი ვარ , არ მაქვს უფლება ? სულელი ვარ ,სულელი ,მაგრამ არ ვაპირებ შევურიგდე. მორჩა ! მისი ყავისფერი თვალების ციმციმი ვეღარ დამაბრუნებს უკან. გეფიცები!
არ სჯეროდა თუთას მისი ფიცი. მთელი ღამე თეთრად გაათენა. ნიკამ რომ მისწერა ვერც გაიაზრა ისე შეჰყვა მასთან საუბარს. ბოლოს მხოლოდ იმიტომ დაემშვიდობა,რომ არ უნდოდა მისი რეჟიმი დაერღვია. უცნაური იყო გიორგის იტალიაში ნახვა და მასთან ერთად სეირნობა. შოპინგზე ნინიმაც რომ უარი უთხრა ერთი ამოიოხრა და იქვე ჩამოჯდა
_როგორ შეიძლება არ გინდოდეთ დედა და მამა ერთად
_მოკვლით ემუქრებოდი ბოლოს...გუშინაც სხვათაშორის და აქ საერთოდ ეჭვიანობის გამო ხარ. სახლში ცოლი გყავს,სხვა ბავშვით და ჩამოხვედი იმისთვის რომ უთხრა შენ ისევ ჩემი ხარო. მეტად ტოქსიკური როგორ შეიძლება იყო
_დედათქვენს რომ არ მოვკლავ ეგ თუ უნდა მეთქვა არ ვიცოდი. ეგ ბრაზის გამოხატულებაა
უბრალოდ,სიტყვას მოჰყვა...მისთვის ხელი არ დამიკარებია არასდროს და
_რადგან არ ცემდი ამიტომ იყო კარგად? სულ ეჩხუბებოდი ,საშინელებებს ამბობდი. ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გყავდა მხოლოდ იმიტომ რომ ...არც კი ვიცი რატომ . ფსიქიატრთან გჭირდება სეანსები მგონი.
_ახლა რომ დაგიბრუნდეს სად მიგყავს მაია _თუთამ ჰკითხა და პასუხს დაელოდა
_ნუცა დამიბრუნდეს და მაიას კი არა ყველაფერს დავტოვებ
_შენ სიყვარულიც არ შეგიძლია. შენ უბრალოდ ნუცა მოგენატრა და ის კომფორტი რაც ნუცასთან გქონდა. ახლა გეშინია სხვამ არ აჩვენოს როგორია ნამდვილად რომ უყვართ და ზრუნავენ
_ჩემზე მეტად ვერავის ეყვარება...
_და შენზე მეტად ვერავინ ატკენს
_ამიტომ მინდოდა ერთი ბიჭიც. ახლა ჩემ მხარეს იქნებოდა
_არა ,ახლა სახეს მიგინგრევდა . ჩვენ კი ისევ გვიყვარხარ,ისევ გხვდებით,ისევ გეხუტებით
_ეგეც მართალია
_კარგია რომ აღიარებ
_მეორე შანსი არ არსებობს?
_არა ... ამ შემთხვევაში მეორე კი არა მეათასე შანსი იქნება ეგ
_იქნებ დედათქვენს ადროვოთ
_კიდევ რომ აკოცო და ასე მოხიბლო?თუ მოგწონდა დედას ფერება სხვასთან რა გინდოდა ნეტაც _ ნინიმ მიახალა და თვალები აატრიალა გიორგიმ რომ ჩაიცინა _რა აუტანელი კაცი ხარ ღმერთოო
_რამდენს გითმენთ ხომ ხედავ , ყველაფერზე მეტად მიყვარხართ
_ნანატრი ბიჭის შემდეგაც?
_ნანატრი ბიჭის შემდეგაც ... ამოჩემებული მქონდა უბრალოდ, მიზეზს ვეძებდი რატომ ვიყავი ცხოვრებით უკმაყოფილო,რა მაკლდა და სხვა ვერაფერი ვიპოვე.
_ჩვენ შორის თუთა გიყვარს ,ვიცი... მე ბიჭად გყავდი გათვლილი და იმედგაცრუებად დავიბადე. თუთა კიდევ სიყვარულის ნაყოფია,როცა ყველაზე მეტად გიყვარდათ და ბედნეირები იყავით მაშინ დაიბადა
_იმედვაცრუება არ ხარ და ეგ მეორედ არ გაიმეორო... შენ ხარ ჩემი ბედნიერება გოგო . ყველაზე ლამაზი ხარ მთელ სამყაროში . შეყვარებული ხომ არ გყავს,დიდი ხანია არ მიკითხავს
_არ მყავს
_მართლა ? აბა ისევ ისე ეფლირტავები ყველას ?
_არავის ვუყვარვარ ისე მეც რომ შევიყვარო
_ეგრე ვერ გაიგებ ...
_თითქოს დიდი რომანტიკოსი მყავდე _ თან ჯუჯღუნებდა და თან არ შორდებოდა. თავი მის მხარზე ედო და ისიც ეფერებოდა. მამას გოგო იყო იმის მიუხედავად თუ რას ეტყოდა .

გიორგიმ დათო როდის ნახა არ იცოდნენ. არც ის იცოდნენ როგორ ჩაიარა მათმა საუბარმა. ნუცამ უიმედოდ რომ გაუშვა ნათლად დაინახეს. წასვლის წინ არც კი შეხვდა , შემდეგ კი ისევ ძველებურად აიგნორებდა მის ზარებს.
შვებით ამოისუნთქა თვითმფრინავი რომ გაფრინდა და დიდხანს ვერ იჯერებდა გიორგიმ რომ არავის არაფერი დაუშავა.
_გაქვს დრო რომ შევხვდეთ? _ნიკასგაან მიიღო შეტყობინება და უარი არ უთქვამს შეხვედრაზეც. მასთან საუბარი ისეთი საინტერესო არ იყო როგორც დუდასთან,მაგრამ სიამოვნებით უსმენდა ვარჯიშის და მზადების ამბებს . ბოლო დროს ვიდეოების უმეტესობაში ნიკაც ჩანდა მასთან ერთად ,გახდა ყოველდღიურობის ნაწილი. თავისუფალ დროს მთლიანად თუთასთან ერთად ატარებდა . ერთხელაც ყვავილები აჩუქა,გაკვირვებულმა გამოართვა და სასიამოვნო ემოციები გაუჩნდა
_ნიკას მოსწონხარ ... თანაც ძალიან მოსწონხარ
_რა იყო უშნო ბეტი აღარ ვარ?
_ მე რომ მკითხო კი,მაგრამ ამ მორაგბეების წონაში ჯდები
_ყველას მოდელი ან მოდელის მსგავს ფორმაში მყოფი ცოლი ჰყავს რა წონაზე მელაპარაკები
_გეუბნები მოსწობხარ_თქო... ახვლედიანმა მითხრა რა ჩაუტარა შენმა დამ ასეთი ტიპი მეტზე არაფერზე და არავისზე ლაპარაკობსო . საზამაკაცი ჩამოვალთ_მეთქი რომ ვუთხარიო ქალაქის დათვალიერება კი არ შემომთავაზა თუთას გაგაცნობთო მითხრაო. რა ხდება ხვდები?ტიპს მოსწინხარ რომელსაც ქრაშავდი
_გულშემატკივარი ვარ ...
_და მოგწონს რომ ელაპარაკები
_ჟურნალისტი ვარ და ველაპრაკები რაგბზე
_მხოლოდ რაგბზე?
_ნუ კიდევ რაღაცებზეც
_კარგი,როგორც გინდა. დუდას ბოლო თამაში რომ აქვს საფრანგეთთან არ წახვალ? ჟურნალისტობა თუ გინდა ვფიქრობ უნდა გადაიღო და ინტერვიუც სთხოვო
_მასთან საუბარს არ ვაპირებ
_ეგ უკვე არაპროფესიონალიზმია არ სჯეროდა,რომ პარიზში იყო ნიკასთან ერთად და მიდიოდა დუდას ბოლო თამაშზე. როგორ გაეხვა ამ პრობლემაში თავადაც არ იცოდა. ტირილი უნდოდა დუდას ტკივილს რომ გრძნობდა ,მაგრამ ვერ იტირებდა იმიტომ რომ გიჟიაო იტყოდნენ. ინტერვიუს მიღება ნიკამ ისე სთხოვა თითქოს თავად არ იცოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ისე შეეხედა ამ ყველაფრისთვის როგორც რიგითი საქმისთვის რომელიც პოპულარობას მოუტანდა. იდგა და უყურებდა როგორ მიესალმა ნიკა გუნდის ბიჭებს , დუდას ხელი ჩამოართვა და შემდეგ თუთაზე ანიშნა.
_მითხრა ვიცნობო , მაგრამ ფიქრობდა ინტერვიუსთვის დროს ვერ იპოვნიდი... ვუთხარი ისეთი ამბავია უეჭველად უნდა ჩაწერო_თქო
_თუთა შესანიშნავად მიცნობს, ბოლოს და ბოლოს შეყვარებულები ვიყავით წამოსვლამდე . იქნებ იმიტომ ვერ მოვიდა ,რომ უტყდება ჩემი მიტოვება _ესმოდა და თვალებგაფართოებულუ უყურებდა. დუდა არ ჰგავდა საკუთარ თავს,მას არ ჩვეოდა მსგავსი თამაშები ახლა კი ორ კურდღელს კლავდა ერთად _ ინტერვიუზე თანახმა არ ვარ . ამ ემოციების უცნობი ადამიანებისთვის გაზიარებას ვერ შევძლებ და არც იმ ადამიანის წინ მინდა საუბარი ვინც ვერ იგებს ჩემ გრძნობებს... წარმატებებს გისურვებ,ნიკა _ მხარზე ხელი დაარტყა და წავიდა. თუთას კი ეგონა გული გაუსკდებოდა.
_არ გითქვამს თუ შენზე გაბრაზაბული ყოფილი იყო ...
_ის არ ... მე
_არ მეგონა თუ ერთად იყავით. არ გამიგია
_ჩვენ არ ვყოფილვართ... გრძელი ამბავია და რთული,შეუძლებელია აგიხსნა
_კარგი , თუ არ გინდა ვერ დაგაძალებ მომიყვე. მოდიხარ თუ რჩები
_მე ,ვრჩები... ვლოგი უნდა გადავიღო და ხვალ დავბრუნდები _ წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ უთხრა ეს სისულელე და დარჩა უცნობ ქალაქში მარტო. იცოდა ნიკა ვერ დარჩებოდა და იმ დღესვე უნდა დაბრუნებულიყო
_რამე გჭირდება ჩემგან ? ვინმე სხვასთან თუ გინდა გასაუბრება
_ვიცნობ ყველას ,გმადლობ ... დროებით _ იმ წამს გაიაზრა რომ იქ უცნობი არავინ იყო და დუდას დამსახურებით სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ყველა გაიცნო.
იმ სასტუმროში დარჩა სადაც დუდა და ბიჭები გაატარებდნენ ღამეს. ფრენა გამთენიისას იყო და დრო ჰქონდა მათ წასვლამდე,მაგრამ არ იცოდა რა მიზეზით რჩებოდა. ვლოგისთვის ვიდეოს გადაღება როგორღაც მოახერხა,ბევრს არ საუბრობდა,მხოლოდ კადრებს იღებდა და შემდეგ ჟვანიას წინ აღმოჩნდა რესტორანში ,რომელშიც მესამე ტაიმს აღნიშნავდნენ.
ბართან დაჯდა და შორიდან უყურებდა უკვე არეულ ბიჭებს. ზოგი ცეკვავდა,ზოგიც სვამდა,ვიღაცები გარეთ იყვნენ. გამბედაობისთვის ერთი ჭიქა დალია,შემდეგ მეორე სა მესამეც მიაყოლა და ცეკვის შეთავაზებას დათანხმდა. სიბნელეში კარგად ვერ არჩევდა კადრებს,განათების ფერები ერთმანეთში ირეოდა,ცეკვავდა იქამდე სანამ მაჯაში არ ჩაავლო ხელი ჟვანიამ და თავისკებ არ მიიზიდა
_რა ჯანდაბას აკეთებ
_შენი ექსი როდის გავხდი
_მოქმედია_თქო რომ მეთქვა ეგ გაწყობდა უფრო ?_ მკლავი წელზე ჰქონდა შემოხვეული,ზემოდან უყურებდა და მერე მის სახეს უახლოვდებოდა _ დაგშორდა და მარტო დაგტოვა?
_მასთან არ ვარ, შენ მსგავსად არ გამოვირჩევი ურთიერთობების სიმრავლით... როგორ გყავს ანი? რამდენ თვიანი რეკორდი გაქვს ნაწინასწარმეტყველები _მთელი სხეული ეწვოდა,მისი სიახლოვე გონებას ურევდა და მაინც თამაშს არ წყვეტდდა . სიგიჟემდე ჰყავდა მონატრებული
_დავშორდით ,არ გამოგვივიდა ...
_როგორ აიძულე?
_პაემანზე ვარჯიშის შემდეგ მივედი,სპორტულებით და ის თავის დაქალებთან შერცხვა _ ჩაიცინა და თუთასაც გაეღიმა . ცეკვავდნენ ,დუდა მის სხეულზე დაატარებსა თითებს და თან საუბარს ახერხებდნენ. ხმა საშინლად ესმოდა,კიდევ უფრო ახლოს უწევდა მისვლა და ეს იყო მთავარი მიზანი ამ დიალოგის . სხეულს თავისუფლად არხევდა, კომპლექსები სასმელმა მოკლა თუ დუდამ არ იცოდა,მაგრამ არსად ჩანდნენ
_ვწუხვარ
_არ იდარდო , ვიპოვნი სხვას ... მარტოობა არ მემუქრება
_შენი ბოლო თამაში იყო ,ბაყბაყ დევო _ მზერა გაუსწორა, სახე მის სახესთან ჰქონდა ახლოს,თითები ლოყაზე შეახო და შემდეგ თავზე გადავიდა _ ძალიან გტკივა ?
_უსაშველოდ...ყოველ წამს ვფიქრობ აზრი შევიცვალო ,მაგრამ ვიცი არ გამოვა და ორ სიყვარულს შორის ის უნდა ავირჩიო რომელსაც გონებაც ემხრობა
_შენ ყველაფერი გამოგივა ... არ ინანებ ,სულ ცოტა უნდა გაუძლო და შემდეგ ისევ ისეთი ბედნიერი იქნები შენი ყოველდღიურობით_თვალებში უყურებდა და მის ტკივილს ტიროდა. ცრემლების არსსებობა მაშინ აღიქვა დუდამ ლოყაზე რომ აკოცა,შემდეგ დახუჭული თვალები დაუკოცნა ,ჩაიხუტა და ტუჩებმა ტუჩები იპოვნეს. ორმა არეულმა სულმა ერთმანეთის გარდა ყველაფერი გააქრო იმ ღამით. პარიზში , თუთას ოთახის ფანჯრიდან შორს ეიფელის კოშკის წვერი ჩანდა აივნიდან შემოსული გრილი ჰაერი ედებოდა მხურვალე შიშველ სხეულზე . დუდას ალერსში ტანსაცმელი მთლიანად შემოეძარცვათ , წამით აიფარა ხელები იქამდე სანამ კაბა მოშორდებოდა და დუდამაც შეწყვიტა კოცნა
_თუ მეტყვი რომ მოგშორდე , აღარ
_არც იფიქრო ,მხოლოდ მე ... _ გული ყელში ებჯინებოდა, იმ დროსაც კი არასრულფასოვნების კომოლექსი ახრჩობდა მხოლოდ და დუდა რომ მიუხვდა ის წამი გონებაში წარუშლელად აღიბეჭდა
_ულამაზესი ხარ ,ბჟოლიკო _ კოცნიდა კაბაზე ხელები რომ გააშვებინა და ნაჭერი სხეულიდან მოაშორა
_დუდაა, შენ ... არ
_მიყვარს შენი ყველა ნაწილი ,ყველაფერი მინდა ... არ მყოფნიდი არასდროს და სულ მინდოდი ,მაშინაც ,ახლაც ,სულ _ კოცნიდა და ეჩურჩულებოდა_ დაივიწყე საკუთარი თავი და მე მიყურე, ჩემზე იფიქრე , შემომხედე _ ნახევრად შიშველ სხეულზე ჰყავდა აკრული,ცხვირზე აკოცა,ლოყაზე და მერე ელოდა როდის დაინახავდა მის შავ თვალებში ვარსკვლავების ციმციმს ისევ
_ყველაზე ლამაზი ბაყბაყ _დევი ხარ_ მზერა რომ მოავლო სხეულზე გაყინული თითები შეახო გამოქანდაკებულ სხეულზე ,განიერ მხრებზე და დუდამ თვალები რომ დახუჭა გაეღიმა _ შეუძლებელია ეს რეალობა იყოს
_თუ დამაცდი და მოდუნდები იგრძნობ რომ რეალურია და შენი მორიგი ეროტიული სიზმარი არ _გაეღიმა თუთამ ყელზე რომ აკოცა და მხარზე გადავიდა _შეიძლება განვაგრძო თუ შუქზე და შიშველზე არ შეიძლება. საბნის ქვეშ და ბნელში გაწყობს _ისეთი ხმა ჰქონდა ვერც აღიქვამდა მის უსაყვარლეს ირონიას .წამით გაზარდა მანძილი საცვლები მოიშორა და მის წინ სრულიად შიშველი დარჩა. დუდა ჰყავდა გვერდით,სულის ნაწილი ,სამყაროში მასზე მეტად ვერავის ენდობოდა და არავინ უნდოდა ჰყოლოდა გვერდით. არ შეიძლებოდა ყალბი ყოფილიყო მისი სურვილი ,თითოეულ უჯრედს რომ აღწევდა და ეფერებოდა ყველგან სადაც კი შეიძლებოდა. ერთადერთი სურვილი ჰქონდა,დრო გაჩერებულიყო და არასდროს დაშორებოდა. დუდაც იგივეს გრძნობდა თითქოს,ყველა მის ფიქრს კითხულობდა. ისეთი ნაზი იყო ყველა მისი შეხება,ფრთხილი და წარმოუდგენლად სასიამოვნო. გულაჩქარებული იყო ჟვანიას სხეულზე მოქცეული და ისევ გრძნობდა მისი თითების შეხებას ,სტრიებით დაზოლილ ბარძაყიდან საჯდომზე და თეძოზე გადავიდა
_ულამაზესი ხარ _ ბროწეულისფერ ლოყაზე აკოცა _ყველაზე გემრიელი და საოცარი _ ცხვირის წვერით კანზე ეხებოდა და მის სურნელს სუნთქავდა
_რა უნდა მოვუხერხო შენ მონატრებას _ უყურებდა ფანჯრიდან შემოსულ შუქს ,ჯერ კიდევ ბნელოდა ,მაგრამ მალე მოვიდოდა განშორების დრო
_დაბრუნდი ,ერთად ვიცხოვროთ . მაქვს დანაზოგი ,გავუმკლავდებით ყველაფერს
_უნივერსიტეტში მიმიღეს, გასაუბრებიდანაც მოვიდა პასუხი. ჟურნალში ამიყვანეს დამხმარედ მე
_გასაგებია ... უკან არ დაბრუნდები _ მოშორდა , დაჯდა და საწოლს მუშტებით დაეყრდნო_ანუ ისევ ისე უნდა განვაგრძნო შენი ცხოვრების ყურება როგორც იმ მილიონმა ადამიანმა
_დუდა , დრო მჭირდება ... მე ყოველთვის ვინანებ უკან რომ დავბრუნდე . ნუცაც არ დარჩება და იქ თუ იქნება გიორგი აუცილებლად შეირიგებს. ჩამოსული იყო ,იეჭვიანა და აქ იყო. შენ არ იცი რისი გადატანა მიწევს აქ მე
_საუკეთესო ხარ და არაფერია ისეთი შენ რომ ვერ შეძლებ...უკვე შეგიძლია მოდუნდე,ისუნთქე ,იცხოვრე ... შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ
_მენატრებოდი,გაუსაძლისად_ეხვეოდა ქვითინებდა ,თავს ვერ ერეოდა ,ნიღაბს ვერ ირგებდა ვერც ,ვერც ელეოდა
_ვიცი, ბჟოლია _უღიმოდა ,ისე თბილად უყურებდა მხოლოდ მას რომ შეეძლო _ყველაფერი ვიცი. მე შენ სულ გგრძნობ ,მაგრამ აუტანელია მე რომ არ ვარ ყველაფერზე წინ და ყველაფერი ჩემთან ყოფნაზე პრიორიტეტულია. მე არ ვიცი როგორ შევძლებ იქ ვიყო ,ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება. შენ უკან დაბრუნება ყოველთვის ტკივილს მოგაყენებს,შეგაშინებს და უკან ჯოჯოხეთში ჩასვლას ჰგავს შენთვის. მე აქ ვერ გადმოვცხოვრდები,შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა და მაინც აქ ვარ,ეს ხდება ...
_მაშინ შევხვდეთ როცა შევძლებთ ...
_და იტალიაში ყოფნის დროს ვუყურო შენ ვიდეოებში სხვადასხვა ბიჭებს? მეც სულელი ბავშვივით თავის მოტყუება გავაგრძელო თითქოს შენ გარდა ვინმეს ავიტან ჩემ ცხოვრებაში?ვიღაც გამოჩნდება ვინც სულის ნაწილს შემივსებს. თუ წელიაადში ერთ შეხვედრას ველოდო ,ლონგ დისთანს რილეიშენშიფ გვექნება? _ გაიცინა და შარვლის ჯიბიდან ვეიპი ამოიღო _ სიგიჟეა იყავი სულ და ბოლომდე დარჩი,ერთადერთი რამე ხარ რაც ვერ დავალაგე
_იყოს ისე როგორც გამოვა , პასუხისმგებლობის და მოვალეობის გარეშე . დავიღალე გამუდმებული ბრძოლით და ტყუილებით
_ფარული საყვარლები გავხდეთ ბჟოლია თუ რა მზერით მიყურებ და მეხვევი?_ზურგიდან აკრულ შიშველ გოგოს მზერა მოავლო და თავი უკან გადასწია
_გიხდება მოწევა ,მაგრამ სუნი არ ...
_შენი სუნი მიხდება ,მაგრამ საუკუნეში ერთხელ თუ შევხვდებით ქორწილში მოცმული მელიის ქურივით იქნება ბებიაჩემი კესარია რომ ატარებდა საუკუნის წინ სამეგრელოში
_დუდააა _ სიცილი ვერ შეიკავა,ხმამაღლა იცინოდა ვინ იცის რამდენი ხნის შემდეგ ხედავდა ჟვანია მის გულწრფელ ,ნამდვილ სიცილს . აღარაფერზე უფიქრია ისე მოეხვია და ტუჩები დაუკოცნა
_ბოლოს მომიღებ ვიცი ... ზუსტად ვიცი და მაინც ვერასდროს გშორდები და სულ შენ ნებაზე დავდივარ
_მტრების თამაშს არ სჯობს ყველასგან დამალული ურთიერთობა?მხოლოდ შენი და ჩემი,არავინ სხვა რომ არ ჩაერევა და განიხილავს _ კოცნიდა და აზრს შხამივუთ წვეთ _წვეთად აწოდებდა
_მთვრალი ვარ, გონებაარეული, აღგზნებული და მაბრუებ ... არასწორი წესებით თამაშობ
_ხომ იცი ,რომ სხვა გზა არ არის
_ცოლს შევირთავ და შენ წელიწადში ერთხელ რომ შეგხვდები მაშინ მოვიკლავ ამ დაუოკებელ ჟინს. სასაცილოა
_ცუდი ბიჭი ხარ ,ბაყბაყ _დევო _ სახეზე ეფერებოდა სანამ დუდას მის მკერდზე ედო თავი და იქვე კოცნიდა
_ფრენამდე 3 საათია კიდევ ... შენ როდის ბრუნდები
_ჯერ შენ წახვალ და მე გვიან დავბრუნდები . დაიძინე
_ნწ,უნდა გადაგაფიქრებინო და ჩემთან ერთად წაგიყვანო. მოგიტაცებდი რომ არ მეჯავრებოდეს მოძალადე კაცები
_არც მოგიახლივდებოდი შენ რომ ცდილობდე მხოლოდ საკუთარ თავზე და სურვილებზე ფიქრს ,მეც მაიძულებდე ჩემი ცხოვრების დავიწყებას ...
_ისედაც ხომ მენატრებოდი და ახლა სულ მთლად გადავალ ჭკუიდან
_სამედიცინოში სწავლობ,იმუშავებ და მონატრებისთვის დრო არ გექნება...
_ძილის წინ მაქვს დრო შენზე ფიქრისთვის ყოველთვის
_უკაცრავად ?
_რამდენი წელია სიზმარშიც არ მინახავს სხვა ქალი შენ გარდა... ის უბედურება რვაფეხა და რაღაც ზღვის პროდუქტები რომ ჭამე ბოლოს მაშინ დამესიზმრე,ეროტიული ნამდვილად არ იყო . ისე შემეშინდა არ მოეწამლე ,ძილშიც გამყვა და ცუდად იყავი. იქ რამ მიგიყვანა,სულ გაგიჟდი უჩემოდ ხომ ?
_მიყურებ ?
_გიყურებ კი არა გკოცნი კიდეც
_დუდა ჩემ იუთუბ არხს უყურებ?
_არა ,დაგივიწყე და ახლა უბრალოდ ვართ ერთად
_ჩემი ფოლოვერი არ ხარ და ვიფიქრე ჩემი დანახვა აღარ გინდოდა
_მაზოხისტი ვხდები შენ რომ გეხება საქმე ,სულ ვიჩალიჩებ...
_არ მეტყვი რა ქვია შენ ექაუნთს რომლითაც მსტალკავდი ?
_არ გეტყვი
_ხომ იცი რომ მივხვდები
_მიხვედრა რომ შეგძლებოდა აქამდე მიხვდებოდი ...
_დავიძინოთ.. გრძელი დღე იყო _ ეფერებოდა იქამდე სანამ არ ჩაეძინა. არ იცოდა შემდეგ რა იქნებოდა ,საწოლიდან რომ გაეპარა და მარტო დატოვა . "ჩემი აუხდენელი ზღაპარი ხარ ბაყბაყ დევო" შეტყობინება დაუტოვა და უკან , დაბრუნდა სახლადვერმიღებულ სახლში. მეორე დღიდან კი მუშაობა დაიწყო სწავლასთან ერთად. მისი ცხოვრება საინტერესო გახდა, ფრთები ჰქონდა,მაგრამ ფრენა არ შეეძლო არსად დუდასგან შორს. ყველა წარმატების დროს უნდოდა დაკავშირებოდა ,მონატრებისგან სული ეწვოდა მას კი გაქცევის პასუხად ყველა პლატფორნაზე დაბლოკილი ჰყავდა. გამომწერებს შორის მისი ყალბი ექაუნთის ძიება დაიწყო და ბოლოს იპოვნა სახელით "ზებულონი" . ცრემლების მეორე ტალღა წამოვიდა. ერთდროულად კითხულობდნენ წიგნს გასულ წელს და თუთა მასთან ერთად განიხილავდა მნიშვნელოვან ეპიზოდებს." მაშინღა მიხვდა,რომ გასწირა ის ვისთვისაც უნდა გაეწირა მთელი სამყარო" და დუდას ნათქვამი მე არ დავაგვიანებ ,დროულად მივხვდები ვინ იქნება სამყაროზე მნიშვნელოვანიო. მისი მზერაც კი ახსოვდა, იმ წამს გონებაში გავლილი ფიქრი "ნეტავ მე ვიყო შენ ცხოვრებაში ის ერთი და ჩვენ არ დავასრულით ზებულონის და ნესტანის მსგავსად უერთმანეთოდ " და თუთა
ხშირად ეძახდა ბაყბაყ _დევს , სხვებს არ ესმოდათ,დუდამ იცოდა მხოლოდ რომ ეს არ იყო გარეგნობის გამო . "_მზეჭაბუკი არ ,მზეთუნახავი ხარ ,ზღაპრული მზეთუნახავი რომელმაც არ იცის როგორი გასაოცარია " ერთხელ უთხრა ჩხუბის შემდეგ და მაშინ ვერ მიუხვდა რას გულისხმობდა , ისე გაუშვა არ შემოირიგა. უთვალავჯერ წავიდა,გაუშვა და ბოლოს დაუბრუნდა ან დაიბრუნა. მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო , ბოლოს მაინც იკვეთებოდა მათი გზები.
"ზებულონი ვერ მიხვდა რომ ეს მისი ზღაპარი იყო , ამიტომაც როგორც იპოვა ისე დაკარგა " ... არ დამკარგო,გავაგრძელოთ ჩვენი ზღაპარი ბაყბაყ_დევო _ მისწერა და წამსვე იფიქრა წავშლიო ,მაგრამ დუდას უკვე ნანახი ჰქონდა შეტყობინება . მკერდზე მიიდო ხელი და ელოდა პასუხს,ვაი თუ შემეშალაო ეშინოდა იმასაც ფიქრობდა რომ ისევ გაბრაზებული იყო და არ აპატიებდა
_მზეჭაბუკით ჩაანაცვლე ბაყბაყ_დევი და დავფიქრდები გაპატიებ ჩემგან გაქცევების სერიას თუ არ _ და იყო პასუხი, რომელმაც ფართოდ გააღიმა ,ცრემლები შეიმშრალა და მისწერა
_დავფიქრდები ,ბაყბაყ_ დევო
_ბჟოლია,აღარ არის დრო რომ დატკბე?
_შენ რომ ტკბილეული არ გიყვარს ?
_ჰიპოკლიკემიამ რომ არ მომიღოს ბილო ერთი და ტკბილიც საკმარისი იქნები ჩემთვის . იქნებ გირჩევნია იყვნენ ბევრნი და შენ არ ,აღარასდროს
_არჩევანი ბოლოს მაინც შენზეა
_მე შენ გირჩევდი სულ ,ბჟოლია შენ გამირბიხარ ყოველთვის
_მომენატრე
_ჩემ გამო ?
_მოგვეცი კიდევ ერთი შანსი , მზეჭაბუკო
დუდას მისთვის უარის თქმა ოდესმე შეეძლო ახლა რომ ეთქვა?
ჟვანია ისევ გახდა თუთას ყოველდღიურობის ნაწილი . შორს იყვნენ და ჰქონდათ ისეთი ურთიერთობა როგორც არასდროს.
ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. გაღვიძებიდან დაძინებამდე ჰქონდათ მიმოწერა. ქალაქში სეირნობის დროს ურეკავდა ,დუდა ამ დროს ვარჯიშობდა . ცხოვრება უფრო მსუბუქი იყო მასთან ერთად, მოტივაციას უმაღლებდა და თუთაც თავის მხრივ დანებების უფლებას არ აძლევდა ქაოსში რომელიც სრულიად უცხო იყო ჟვანიასთვის. ემოციურად მძიმე და ზოგჯერ აუტანელიც კი პაციენტების სიმძიმე ,ფსიქოლოგიური წნეხი ,უსამართლობის განცდა და ცხოვრების სისასტოკესთან შეჯახების ყოველი მომენტი.
აგვისტოში დაგეგმეს საქართველოში დაბრუნება. დოკუმენტები მზად ჰქობდათ და ხელს არაფერი უშლიდათ. ყველაფერი მზად იყო ,ერთი თვე უნდა გაეტარებინა თბილისში უცნაური იყო გიორგისთან შეხვედრისას განცდილი ბედნიერება. გაორებული გრძნობები ჰქონდა ისევ და მაინც შეეძლო ყვარებოდა და ეს სიყვარული რომ მიიღო შემდეგ იგრძნო შვება. თვეების შემდეგ ნანახი მამა კიდევ უფრო გადაღლილი და სევდიანი ეჩვენა. ისევ არ ჩანდა კმაყოფილება,ბედნიერება და ცხოვრების ხალისი მის თვალებში. ძმასთან პირველი შეხვედრა იმ ემოციას ატარებდა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელი.
სახლის სურნელიც კი ვერ იგრძნო , თითქოს იმ ერთ წელში ყველაფერი გაფუჭდა და დაძველდა. იქნებ უბრალოდ ეჩვენებოდა,უბრალოდ სხვა დიასახლისმა სხვაგვარად გადაალაგა ავეჯი,რაღაცები შეცვალა და ახლა თვალი ვერ ეჩვეოდა. ბავშვი ჯერ კიდევ პატარა იყო ის კი სახლში გვიან მოვიდა და ეს მოვლენა უცნაური იყო მათთვის. შორიდან მიესალმნენ ერთმანეთს,მლიქვნელობა არცერთს უცდია.
_ბავშვისთვის რაღაცები ჩამოვიტანეთ რომელ ჩანთაშია არ ვიცი ... თქვენთვისაცაა და რომ ამოვალაგებთ ნივთებს
_ნუცას ნაშოვნი ფულით იყიდეთ საჩუქრები?
_ან იქნებ შენი გაგზავნილი ფულით იყიდეს,იქ მუშაობს თუ შენ არჩენ აქედან ეს კიდევ ცალკე საქმეა. ეგრე მეც სიამოვნებით გადავცხოვრდებოდი მილანში.

ქალაქიც რომ არ აარჩია ნაკლები,გემოვნება კი აქვს ქალბატონს
_უკაცრავად , თქვენ რა გაწუხებთ კონკრეტულად რომ გვითხრათ არ გინდათ ? _ ამჯერად ნინის დაასწრო და მისკენ შებრუნდა _ მამაჩვენის კანონიერი შვილები ვართ და შესაბამისად მას აქვს ჩვენზე პასუხისმგებლობა , თუ დაგავიწყდათ ცოლ_შვილიან კაცისგან რომ დაფეხმძიმდით ან იქნებ გეგონათ შვილებზეც უარს იტყოდა. ვწუხვარ,მაგრამ მეეჭვება რაიმე ძალამ შეძლოს მამაჩვენის ჩვენთან დაშორება
_თქვენთან თუ თქვენი მის ფულთან...
_გეყოფა მაია ,ჭკუიდან ნუ გადამიყვან. ხომ გაგაფრთხილე გოგონები რომ მოვლენ გადი _თქო . მაცადე დაველაპარაკო და მონატრებულ შვილებს მოვეფერო
_ხო აი ამათაც ასევე მოენატრე...ატანა არ აქვთ შენი და ხომ ვერ შეგასმინე. ვის უყვარს დედის გამამწარებელი მამა,რომელმაც ქონება წაართვათ. ბავშვიც ეზიზღებათ იმიტომ რომ ბიჭია
_მაია _ისე უღრიალა ბავშვიც შეხტა და ტირილი დაიწყო. ნინის ჰყავდა ხელში და იხუტებდა _გაეთრიე აქედან და მორჩი სისულელეების ფიქრს და ლაპარაკს. შენნაირი რომ გგონია ყველა ,ჩემი შვილები შენი გაზრდილები არ არიან ,ნუცამ გაზარდა და არცერთს სჭირდება ჩემი ქონება ისე კი ამ სახლსაც,აგარაკსაც და სოფლის სახლსაც მათ ვუტოვებ. მათეს ბინას და ყველაფერ დანარჩენს რასაც სიკვდილამდე ვიყიდი,მაგრამ შენ მხოლოდ ხარჯვაზე ხარ და შეძენა ნაკლებად გინდა ... რა იყო რა გაიკვირვე. აბა გეგონა ამათ არაფერს მივცემდი ისე მოვკვდებოდი და გზაში დავტოვებდი ? შენ მართლა სულელი ყოფილხარ
_ქონების გამო ნუ იჩხუბებთ ჩვენ აქ იმიტომ ვართ რომ ბინა ავარჩიოთ... დედამ შეაგროვა უკვე ნაწილი და ნაწილს ვისესხებთ . არ გვჭირდება არც ეს სახლი და არც სხვა ,რომელშიც ეს ქალია ... ისე კი ზუსტად ამას იმსახურებდი იმის გამო რომ დედა ვერ დააფასე. ამ ბავშვსაც ნუ დაუტოვებთ ტრავმას ,ჩვენ მსგავსად ნუ გაუჩენ კომპლექსს და ნუ აფიქრებინებ რომ არ არსებობს მშვიდი ,ბედნიერი ოჯახები _ნინისგან არ ელოდა ამ სიტყვებს,იცოდა რომ მისთვისაც სულერთი იყო ,მაგრამ ხმამაღლა თუ იტყოდა ვერ წარმოიდგენდა.
_ვის სჯერა თქვენი ... მამათქვენი როგორც კი მოკვდება მაშინვე სვავებივით მოვარდებით ჩემ შვილს და გამაგდებთ ,შურს იძიებთ თქვენ და თქვენი ალქაჯი დედა . თავისუფლება უნდოდა და ისე გამოიყვანა თითქოს მე ვიყავი დამნაშავე. ისე დარჩებოდა გიორგისთან რომ სდომოდაა,მაგრამ არ უნდოდა,მობეზრდა და უკეთესი კაცების მეტი რა დადის ... იტალიელებზეა გადასული ახლა და
_ნუცა არ ახსენო მეთქი რამდენჯერ გითხარი ,ნუცაზე სიტყვა არ თქვა_თქო _ ყვირილს აღარ დასჯერდა და ისე მივარდა თუთამ თვალიც ძლივს გააყოლა
_მამა რას აკეთებ ... მამა ! _იფიქრა რომ დაარტყამდა ქალმაც კივილი დაიწყო მან კი კედელს მიარტყა მუშტი და ღრიალი განაგრძო
_მე ვარ იდიოტი ,მე ვარ ყველაფრის ღირსი შენ რომ გაგეკარე. მკვდარს უნდა დამაფურთხოს ნუცამ შენ რომ ამ სახლში შემოგიყვანე ,შენ გგონია შენ ვერ დაგშორდები? ბავშვიც არ წაგართვა შე ნ.ბოზარო . გგონია არ ვიცი სად დადიხარ და რას აკეთებ? ამ წამსვე გაქრები აქედან თორემ მე კაცი არ ვიყო ბავშვი დასანახად თუ არ მოგანატრო
_რას ვაკეთებ... ყველა შენი ნუცასნაირი
_არ ახსენო_მეთქი
_ამათ რომ დაინახავ მაშინ რომ ვჩხუბობთ სულ ხვდები?_უცებ შეცვალა ტაქტიკა და ტირილზე გადავიდა
_ნუ მსახიობობ ... არ გიხდება ეს ტირილი. იმიტომ არ გეჩხუბები რომ მკ.დია რას გააკეთებ. ბავშვის გამო მოგათრიე აქ , ჯანმრთელი რომ გაგეჩინა და ახლა სულ ს.რზე . სადაც გინდა იქ წაბრძანდი
_შენ რა მართლა მშორდები?
_დაშორებაც არ მჭირდება,ხელი არ მომიწერია არცერთ ფურცელზე ... ბავშვის დაბადების მოწმობის გარდა. ჩაალაგებ თუ მე ჩაგიყარო
_ამათ მოგიშხამეს გონება ხომ
_ჩვენ წავალთ მგონი სჯობს. არ მინდა ამ ყველაფრის ნახვა... ჩხუბი,არეულიბა და ეს საგიჟეთი აღარ შემიძლია. დასვენება მინდა და ბინის პოვნა ,სხვა არაფერი. ეკასთან დავრჩებით
_არდსად წახვიდეთ ,ის მიდის
_არა,მივდივართ ... მეც არ შემიძლია ამ სანახაობის ცქერა მიუხედავად იმისა რომ სასიამოვნო უნდა იყოს მაინც არ მსიამოვნებს. ორივე გულს მირევთ _ ნინიმ ჩანთა აიღო ,მანეჟში მჯდომ ბავშვს აკოცა და თუთას გაჰყვა. უკვე გამოეძახებინა ტაქსი და მალევე გამოჩნდა _ რა მშვიდად ვყოფილვართ ახლა გავიაზრე ტაქსი გამოვიძახეო ნინიმ თქვა და ტაქსის ნაცვლად უჩვეულოდ ჩქარა მიმავალი ჟვანიას მანქანა გამოჩნდა ,მათ წინ გააჩერა და წუთის შემდეგ ეხვეოდა
_გეჩხუბათ ? რა მოხდა ... კარგად ხარ ?რატომ არ მომწერე მოვდივართო _ ყველაფერი ერთად ჰკითხა, თუთას სახე ხელებსშორის ჰქონდა მოქცეული და ზემოდან დაჰყურებდა
_ერთი დუდა მეც მინდა ... წაგვიყვანე_თქო მოგწერე გვიშველე_თქო ხომ არ მითქვამს _ნინის ხმა გვერდიდან ესმოდა და უნდოდა დაეხრჩო
_კარგად ვართ ,მაიასთან ჩხუბობს და გამოვეცალეთ. მინდოდა სასტუმროში წავსულიყავით,მაგრამ ნინიმ ჩემ ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება აშკარად
_რამდენ ხანში აპირებდი ჩემთვის თქმას რომ დაბრუნდი ?
_ხვალ ... მოულოდნელად გაგახარებდა . კლინიკაში აპირებდა მოსვლას,ერთი სული აქვს გნახოს იმ ლურჯი ან ცისფერი ფორმით
_ნინი ენას ამოგგლეჯ
_ამ ქვეყანაში რა უცნაური ჰაერია როგორც კი ვბრუნდებით მაშინვე ჩხუბს ვიწყებთ . მე დავჯდები თორემ გრილა _გაეცალა ,უკანა სავარძელზე დაჯდა და იქედან უყურებდა წყვილს. ყველაფერი არ იცოდა,მაგრამ ყვეკაფერს ხედავდა
_კარგად ვარ გეფიცები...მინდოდა გამეხარებინე და არ გამივიდა. აქ სულ ყველაფერი ქაოსშია
_როგორ მომენატრე ,ღმერთოო
_გვიყურებს და გიორგიც ... ნებისმიერ წამს შეიძლება გამოვიდეს _ კოცნას უპირებდა თავი რომ შეაბრუნა და ისე გააბრაზა საერთოდ მოშორდა
_წამოდი ,სასტუმროში დაგტოვებთ. ხომ არ გაიძულებ ჩემ სახლში შემისვლას და ღამის გათევას თუ არაკომფორტულია შენთვის
_დუდაა ,გთხოვ
_რას მთხოვ
_ნუ მიბრაზდები
_საღ ჭკუაზე როგორ ვარ კიდევ ...დაბრძანდებით წინ თუ არ შეიძლება _ კარი გაუღო და ირონიულად გაუღიმა
_დაჯდება კი,თორემ უკან ვერ დავეტევით. ჩანთა მიდევს
_მოგკლავ !_ნინის ემუქრებოდა. წინ დაჯდა და ღვედი შეიკრა. დუდა ისე ატარებდა საკუთარ თავს არ ჰგავდა. აშკარა იყო ცვლილებები რომლებიც დისტანციური ურთიერთობის დროს არ ჩანდა ამ ერთ თვეში გამოაშკარავდებოდა.
ჟვანიების მთელი ოჯახი შეეგებათ დებს. გვიანი იყო და დასვენება მოიმიზეზა,დუდა ისეთი თვალებით უყურებდა წამებს ითვლიდა როდის შემოირიგებდა . ელენას და ნინის ჭორაობა აღარ დასრულდა, იცოდა შეამჩნევდნენ დუდას საძინებელში შესვლისას . დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა და მაინც ერეოდა თავს სანამ მთელ სახლში სიჩუმემ არ დაისადგურა და შემდეგ დუდას კართან არ მივიდა,სახელური რომ ჩამოსწია არ გაიღო ,მაგრამ არ დანებდა და აივნიდან შეპარვა გადაწყვიტა.მოკლე პერანგზე ხალათი ჰქონდა მოცმული და ფეხისწვერებზე მიაბიჯებდა,ცივ მეთლახზე გადასვლისას კიდევ უფრო შესცივდა,უკვე გაყინული იყო მინის კარი რომ გასწია ოთახში შეაბიჯა . ფარდას ასწორებდა დუდა წინ რომ აესვეტა და მოულოდნელობისგან კივილი წასკდა ,დუდამ ტუჩებზე ააფარა ხელი და კედელთან მიიმწყვდია
_ქურდივით რატომ დაიარები ამ შუაღამეს ბჟოლიკო?
_შენ თუ ასე ჩაცმულ ქურდებს იცნობ..._ მკლავები ყელზე შემოხვია და საკოცნელად მიიწია _ მომენატრეო ვიღაც ამბობდა
_და გვიყურებდნენ... იქნებ ახლაც შემოვიდეს ვინმე და დაგვინახოს. არ გრცხვენია? რას ჩადი ამ წმინდა ადგილას. სახლს პატივს არ სცემ? _ ჩუმად ელაპარაკებოდა და ირონია არ შორდებოდა მის ტონს
_თუ ასეა გავალ _ გაწევა სცადა,მაგრამ რა თქმა უნდა არ გაუშვა
_მართლა ხვალ აპირებდი მოსვლას?
_სიგიჟემდე მინდა გნახო იმ ცისფერი ფორმით ,შენი თვალები კიდევ უფრო ლამაზად გაანათებს... ფოტოები რომ ვნახე მეგონა დავდნებოდი
_ნუთუ _ტუჩებზე არ აკოცნინა, ხელები ისევ კედელზე ჰქონდა მიბჯენილი თუთა კი ლოყაზე და ყელზე კოცნიდა _ სამსახურში არ შემიძლია ვნებააშლილი ქალებისთვის მეხანძრე_მაშველად გადაქცევა და სადღაც აქ დანთებული ცეცხლის ჩაქრობა _ ხელი თეძოდან ფეხებსშორის ჩააცურა და მერე ტუჩებზე წაეტანა _ ვერ ვიტან ასე რომ მატარებ შენ ნებაზე და ასე მარიონეტივით მათამაშებ _ ჩურჩულებდა,ტუჩზე რომ უკბინა და ორივე ხელი წელზე შემოხვია _ აქედან ხმა არ გადის !
_დარწმუნებული ხარ ? საიდან იცი
_ახლოა არაა არცერთი ოთახი _ აივნის კარი გადაკეტა და თუთას გაშიშვლება დაიწყო _ იმ ვიდეოების გადაღების დროს ასეთები გაცვია ?
_ხო ... მერე?
_მე რატომ მეგონა რომ საყვარელი პიჟამოებით დადიოდი ისევ _ თხელი მატერი თითებსშორის მოიქცია,კოცნიდა და სუნთქვა უჭირდა უკვე ლაპრაკის დროს
_არ უნდა მიბრაზდებოდე ასე ხშირად,თორემ დაგირეკავდი და დამინახავდი
_ონლაინ ს.ქსიღა მაკლია ისედაც ჭკუაზე არ ვარ _ მუცელზე შეისვა და პენუარიც მოაშორა _ იცვლები თუ მე დამავუწყდი იმდენი დრო გავიდა _კოცნიდა და თითებს დაატარებდა მთელ სხეულზე
_გადაღლილი ვარ,ფრენა ... გამოცდები. მუშაობა ,საგიჟეთია
_საერთოდ არ ჭამ ? განგებ შიმშილობდი აქ ჩამოსვლამდე კიდევ რომ დაგეკლო?_თითები ყელზე მოუჭირა და მერე ყბაზე გადავიდა,ტუჩებს უკოცნიდა და ვერ შორდებოდა. იმდენი კითხვა ჰქონდა,იმდენი სათქმელი და ყველაფერი ერთად არ გამოსდიოდა
_ვსაუბრობთ თუ მეფერები გადაწყვიტე
_მაკვირვებს თქვენი სითამამე ,ბჟოლიკო
_მგონია რომ განგებ მაწამებ _ მაისურის ბოლოებს დასწვდა და თავად მოაშორა სხეულიდან _ ექიმი ხდები თუ ბოდიბილდერი...
_სტრესი მაქვს იმდენი უფრო მეტა ვვარჯიშობ _ ხელში აიყვანა და საწოლისკენ დაიძრა _ მაინცადამაინც ხმამაღალი ნუ იქნები _სიცილით უთხრა რომ გაშიშვლდა და თუთამ კვნესა ვერ შეიკავა
_ღმერთო _ ერთ რიტმში მოძრაობდნენ, ცდილობდა ჩუმი ყოფილიყო ,მაგრამ საერთოდ დაავიწყდა სად იყო. დუდას თითები პირზე რომ აეფარა ესეც კი აღაგზნებდა , ფრჩხილები ისე დაუსვა ზურგზე ვერც გაიაზრა . კოცნიდა და ისე ახშობდა ხმას კულმინაციისას.
_ეს რა ... შენ ამ თვეების განმავლობაში ვარჯიშობდი ვინმესთან ?_როგორც კი სუნთქვა დაარეგულირა მაშინვე თავს დააცხრა
_კომპლიმენტად მივიღებ ... რა ?
_დუდა იმ შენ კურსელთან რა გაქვს?ხშირად რომ ხართ ერთად და ყველა მის ფოტოში შენ ხარ
_აქამდე რომ გეკითხა სჯობდა...ახლა არ ინანო მომხდარი _ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა თუთამ ლამის ტირილი დაიწყო
_დუდა
_რა უნდა მექნა? წარმოდგენა არ მქონდა როდის გნახავდი ... სტატუსი ჩვენ არ გვაქვს და თავისუფალ ურთიერთობაში ვიყოთო და არ მიფიქრია თუ არ შემეძლო სხვასთან ყოფნაც
_ყოჩაღ , შესანიშნავია ... ხელი მომაშორე !
_არ იყვირო გაიგებენ _ ხელი მუცელზე შემოხვია და საწოლიდან ადგომის უფლება არ მისცა. საბანი დააფარა და ჩაეხუტა
_გამიშვი ... გამიშვი დუდა !
_რა სულელი მყავხარ ,რა გიშველო... ეჭვიანობა სულ გითიშავს ამ ჭკვიან ტვინს. თურმე სტალკავს ანანოს და აქამდე კი არ უკითხავს რა ურთიერთობა გაქვთო ,ჩუმად იბუტებოდი და ეჭვიანობის ცეცხლი გენთო ?_ მხარზე კოცნიდა,მერე ყელში და თითებს მუცლიდან ქვემოთ მიაცურებდა_პირველია დროს სხვა ემოციები მქონდა თან მთვრალი ვიყავი და ვფიქრობდი არ გადამეჭარბებინა . ამხელა გოგო ვერ უნდა მიხვდე სულ ერთნაირი რომ არ იქნება?რობოტი ვარ ? ახლა უკვე ვიცი რა დამხვდება ტანსაცმლის ქვეშ
_უნდა გავიდე... თუ დამეძინება გაიგებენ და ჯოჯოხეთი დატრიალდება . ეს ერთი თვე უნდა გამოვიყენო ქაოსის გარეშე
_ჯერ ადრეა, არ დაგეძინება გპირდები...
დილით ორივეს ღრმა ძილით ეძინა . არც ერთს ახსოვდა საძინებელში დაბრუნება და არც მეორე ფიქრობდა დილით სავარჯიშოდ წასვლაზე. _დილამშვიდობისა...მგონი ვიპოვე საშუალება როგორ წაგართვა გაქცევის უნარი _კოცნიდა და ისე ეხმარებოდა გამოფხიზლებაში
_რომელი საათია. წავედი
_ოდესმე მოვა დრო გაქცევის სურვილი რომ დაგეკარგება?_ იწვა და ისე უყურებდა როგორ იცვამდა _ გაისწორე ხალათი ,თმაც და სახეც
_რა მჭირს სახეზე
_ზედ გაწერია სიამოვნების განცდის მრავალჯერადი დოზა
_ნუთუ
_რამე დაგაკელით ქალბატონო ბჟოლია და არ მახსოვს ?
_დროებით _ რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ იქედან გავიდა საიდანაც მოვიდა. საძინებლამდე გზა მშვიდობიანად გაიარა,არავის დაუნახავს. ჯერ კიდევ ჰქონდა ძილის დრო და რამდენიმე საათით დაასვენა გონება.
მონატრებოდა საუზმე ყველაზე ოჯახურ ოჯახთან ერთად. ლილე მალე სკოლის მოსწავლე გახდებოდა და სულ ამაზე საუბრობდა. ელენა და ნინი ისევ ჭორაობდნენ ოღონდ ჩუმად ხმაური რომ არ გამოეწვიათ. ეკა და ირაკლი დღეს გეგმავდნენ ორივე შვებულებას იღებდა და შეკვეთილში აპირებდნენ წასვლას ქორწინების წლისთავის აღსანიშნად
_ჩვენც გვინდა შეკვეთილში
_ორი დღე დააცადე ელენა და შემდეგ წადით ყველანი ერთად სადმე
_შენ მთელი თვე მუშაობას აპირებ ხომ?
_ლილეს იმედია მიაქცევ ყურადღებას
_მეც აქ ვიქნები, მათესაც გამოვიყვან იმ სახლიდან იმ ცხრათავიანმა გველეშაპმა თუ მომცა უფლება და ერთად გავერთობით ,ის ორი დღე მაინც ასე რომ თქვენ არ იფიქროთ _ ნინიმ მისცა პირობა
_რა დიდები ხართ უკვე ბავშვებო _ ეკას ირაკლის მხარზე ედო თავი , გვერდიდან ეხუტებოდა და ისიც თითებზე ეფერებოდა . ისეთი საყვარლები იყვნენ თუთას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
_ისიც არ უთხრა მათ ასაკში უკვე დუდაზე რომ იყავი ორსულად და ახლა მეოთხეს გაჩენის პოტენციალიც რომ გაქვს
_არ გამაგიჟო ირაკლი _ უცებ გასწორდა და წარბები მაღლა აზიდა _შვილიშვილი უნდა მყავდეს აწი რაღადროს ბავშვია ...
_დამშვიდდი , მოდი დამიბრუნდი და მერე ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ მაგასთან დაკავშირებით _ ჩუმად უთხრა ,ლოყაზე აკოცა და ისევ ჩაეხუტა
_არავითარი
_ბავშვებს ვკითხოთ ჯერ ... აი ლილეს უნდა პატარა დაიკო ან ძამიკო ხოო?
_სამაგიეროდ ელენას არ უნდა უამრავი საქმე აქვს
_მე რა შუაში ვარ ,მე ვაჩენ? ლილე რომ იყო პატარა უსაყვარლესი იყო და იმდენს ვეფერებოდი ...
_შვილო შენ სათამაშოდ სად ვაჩინო ბავშვები ... ამ სახლის გამო გამოტანილი სესხი არ მაქვს ჯერ დასრულებული . ხუმრობს მამათქვენი . აი დუდამ იპოვნოს ვინმე გოგო და მის ბავშვს მოეფერეთ მერე
_დუდას ბავშვის იმედად ვერ ვიქნებით,იქამდე მე უფრო გავაჩენ მაგას ისეთი გემოვნება აქვს ბავშვი რომ უნდოდეს ისეთი ქალი დედამიწაზე არ ეგულება , მისი ნაქები თუთა მახსოვს მხოლოდ და თუთასგან თუ ეყოლება თორემ _ ისე თქვა არც დაფიქრებულა თუთას კი გადასცდა ყავა და ძლივს ამოისუნთქა თან დუდა უსვამდა ზურგზე ხელა და წყალს აწოდებდა
_ისუნთქე ასე მარტივად არ დაიხრჩობი ... ისე არ არის ცუდი იდეა იქნებ ასე მაინც დარჩე ჩემთან _შეტყობინებად მისწერა ბოლო წინადადება და თუთა რომ გადაწითლდა სიცილი დაიწყო
_ჩემ დას ჯერ გეგმები აქვს მერეც გეგემები აქვს მერეც და მერეც ასე რომ ჩვენ ოჯახში ისევ მამაჩემი თუ გააგრძელებს ბავშვებზე მუშაობას _ნინიმ განმუხტა სიტუაცია და წყვილი კიდევ ერთხელ შეათვალიერა. ადრე გვერდი გვერდ არასდროს სხდებოდნენ და ახლა ისე იყვნენ შეწყობილები თითქოს ყველა დღე ერთად საუზმობდნენ.
ბინის ძიება დაიწყეს. ირაკლი და ეკაც მიჰყვებოდნენ ხოლმე ერთი_ორჯერ გიორგიმაც შესთავაზათ წამოვალო,მაგრამ უარი უთხრეს მხოლოდ შემდეგ დარწმუნდნენ რომ ნუცას ყველაზე კარგად მაინც ის იცნობდა ისეთ კომენტარებს აკეთებდა
_ამ სართულზე ვერ გაძლებს... წინ ხედი არ არსებობს და სუნთქვაშეკრულმა უნდა იაროს ან ფარდა არ გადასწიოს არასდროს
_აქ თავიდან მოუწევს ყველა კედლის გამონგრევა ასეთ პატარა ოთახებში ვერ გაძლებთ....
_აქ ძალიან დაბალი ჭერია და აზრი არ აქვს
_ეს შენობა ავარიულია იმიტომ ღირს იაფი
_აქ აივანია , მშვიიდად დაჯდება საღამოს და ყვავილებსაც დადებს თუ გაიხარებს. ქარში და წვიმაში ... მინის კარი გააკეთებინეთ და ლამაზი იქნება ,მაგრამ პატარაა .
მერე თავიდან ყიდვას სჯობს ცოტა დიდი იყიდოთ . მეც რომ დაგიმატოთ არ შეიძლება? შეაპარეთ ინფორმაცია ნინი . თქვენ გიყიდით და არა ნუცას
_გამორიცხულია ... შენ მტვერსასრუტი გვაჩუქე შემდეგ და დაგვეხმარები ასე ,გოგონებს
_არ მჯერა რომ უარს მეუბნები შენც..რა იყო იქ ნუცამ თავის ჭკუაზე გადაგიყვანა?
_დამოუკიდებლად უნდა იყიდოს და არა შენთან ერთად ... ყოფილი ქმარი ხარ . რომელი ყოფილი ყიდულობს ცოლს სახლს
_განქორწინების მერე მიაქვთ ქონება ცოლებს და დედაშენმა არაფერი მოითხოვა
_სინდისი გქენჯნის? ერთი ბინა დარჩა კიდე და მერე უკვე ვნებდები
_ჩვენც სახლისთვის ადგილს რომ ვარჩევდით მაშინ ინტერნეტიც სად იყო როგორ არ ვეძებეთ ,რამდენს დავდიოდით სანამ არ ვიპოვეთ. შემდეგ შენება გაგრძელდა დიდხანს. ადრე უფრო იაფი იყო ყველაფერი,მაგრამ მაინც არ მქონდა ამდენი შემოსავალი. მაშინ ცუდად მუშაობდა ყველაფერი. თვითონ ვიყავი სახელოსნოში, რამდენი მანქანა უნდა გამეკეთებინა ... ღამეებს ვათენებდი დროულად რომ ჩამებარებინა პატრონისთვის . მოდიოდა ხოლმე და საჭმელი მოჰქონდა,ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპურები რომ არ მეჭამა. მერე გერმანიაში დავდიოდი და მანქანები მომყავდა და რემონტი მალე დავასრულეთ ,მაგრამ დედათქვენს არჩევა რომ უჭირს ისე არაფერი. გაგიჟებული ვყავდი იმდენხანს ეძებდა კაფელს,შპალერს ... ყველაფერს. როგორც პროექტის დროს , ბავშვები ბევრი რომ გვყავდეს ხომ უნდა დავატიოთ დარჩენა რომ მოუნდეთ მერე უკვე გაზრდილებს და გათხოვილებსაცო . ათას რამეზე ფიქრობდა და მე კიდე სულ სხვა ფიქრები მქონდა _ მანქანაში იყვნენ უკვე ,საცობის გამო ნელა მიდიოდნენ და ბევრი მოგონება გაჩნდა _ამდენი რომ არ გვეფიქრა და გვემუშავა , ერთმანეთთან რომ გაგვეტარებინა ბევრი დრო და დაღლილობისგან გათიშულები არ ვყოფილიყავით
_შენ მაინც აუტანელი ხასიათი გაქვს ახლაც აწყობილ ბიზნესს რომ მართავ და მაშინაც შენი ხელით რომ არემონტებდი მანქანებს . მანამდეც მოსწავლე რომ იქნებოდი და სულ შარში გახვეული ,სულ მოჭიმული ივლიდი . თავიდანვე შეუსაბამო წყვილი იყავით და ამიტომ არ მერომანტიულება სხვადასხვა მისწრაფებების მქონე ადამიანების ერთად ყოფნა. მე და წიგნისჭია როგორც არ ვუხდებით ერთმანეთს ან მე და ვიღაც ეკონომიური ტიპი,აი ისეთი ჯიბის ფულის შეგროვებას და მანქანის ყიდვას რომ ახერხებს
_ახლა ვის წაკბინე ... ახვლედიანს?
_შენ რა იცი
_მე ყველაფერი ვიცი რაც თბილისში ხდებოდა ,ეგეთი ტიპი ეგაა... ოჯახში რომ გამოგადგება და მშიერს არ დაგტოვებს. ძმაკაცებთან ერთად არ დახარჯავს მე რომ მაკრიტიკებდი სულ,ქეიფებს ეგ არ მოგიწყობს სახლში და მოსაწევში ხომ არ დახარჯავს,ნარკოტიკზე და ბ.ზებზე ზედმეტია საუბარი
_არც ჩემ კაბაში,ჩანთაში და სილამაზეში დააბანდებს ფულს
_მაგისთვის შენი გქონდეს და კაცის მოწველა სულ შეუძლია ჭკვიან ქალს
_რას მასწავლი გიორგი?
_უბრალოდ ვამბობ ,რომ ქმრად ისეთი ტიპი არ გამოგადგება როგორებიც მოგწონს . მააგარი ტიპი მეც ვიყავი ,სიმპათიურიც და პოპულარულიც ... მარტო დედაშენს კი არ ავურიე ტვინი . გახსენება არ მინდა ახლა მაშინ რას ვაკეთებდი
_ანუ აღიარებ რომ შენნაირი კაცი ქმრად არ გამოდგებოდა და არასწორი არჩევანი გააკეთა დედამ
_მე შენზე გელაპარაკები ნინი
_მაგრამ საკუთარი მაგალითით
_ჩემსავით თუ არ ეყვარები არცერთი გაწყობს
_რომ უნდა მაწყობდეს ეგ ცალკე უბედურებაა
_აბა ხომ ხედავ მარტო სიყვარული არ გვეყო და გადავიწვით ბოლოს სხვადასხვა პოლუსზე ყოფნის გამო.
_შენ დედაჩემი მოგბეზრდა და გაგულავებას შეყევი დააბრალე ახლა დაღლილობას
_რაც არ იცი იმაზე ნუ მელაპარაკები. დედაშენს ვერ უყურებ? შენზე ლამაზი იყო და არის
_ამას არ უნდა მეუბნებოდე 17 წლის გოგოს . თვითშეფასებას მიქვეითებ
_უშნო ხარ_თქო ხომ არ მითქვამს შვილო... დედაშენია ულამაზესი. ყოველთვის
_სახლში რომ იჯდა გადამწვარი,დეპრესიული,ატირებული მაშინ განსაკუთრებით და ახლაც სხვისი მოსამსახურე რომ გახდა იმის ნაცვლად თარჯიმანი იყოს ან მასწავლებელი ან არ ვიცი ვინ. იმდენი რამე იცის ნებისმიერი შეეძლო ,რესტორანში სიმღერაც სხვათაშორის
_კიდეც მოვკვდებოდი იმ წუთსვე გადამთვრალი დაყლ.ვებული კაცების წინ რომ დამდგარიყო და ემღერა ვიღაცის გასართობად რომ ემუშავა იმიტომ ვიკლავდი თავს?
_მასწავლებლობაზე რატომ ათქმევინე უარი... იქაც კაცები იყვნენ პრობლემა? ა იქ მოსწავლის მამაზე ეჭვიანობდი
_თვითონ იყო გადაღლილი და ნერვებმოშლილი უბრალოდ ეს ფემინისტური ყლ.ობები აქვს ტვინში ახლა .
_იქნებ შეწყვიტით წარსულზე საუბარი. თავიდან ვერ გაზრდი ახლა გიორგის ,რაც აქვს გონებაში ჩაბეჭდილი იმ აზრებით იცხოვრა 40 წლამდე და ახლა რა შეცვლის . ნუცა აღარ არის შენი ცოლი,მისი ცხოვრება შენთან აღარ არის კავშირში
_ეგ დღე არ დადგება სანამ ცოცხალი ვარ და მერეც ნუცას ცხოვრება ჩემთან კავშირში იქნება.
_შემდეგ ქმარსაც ხომ არ შეურჩევ
_ნინი _ თუთამ უჩქმიტა ხელზე ,გიორგიმ კი უბრალოდ გახედა და მერე ღრმად ჩაისუნთქა
_აქ რა უნდა ქალაქია თუ სოფელში მივდივართ... აზრი არ აქვს ნახვასაც კი . დედათქვენს ქარის ეშინია,არ სძინავს ძლიერი ქარის დროს და აქ ვერ იცხოვრებს .
_ბავშვი და მაია სად გახიზნე
_დედის ტყვნ.ში წავიდა ...
_ბ.ზი რომ მოგყავდა სახლში რა გეგონა საინტერესოა. მასზე არ ჭედაც არადა დედას მოკვლით ემუქრებოდი
_დედაშენს რომ ეღალატა კი არა სხვას რომ დალაპარაკებოდა ყელს გამოვჭრიდი იმ ვიღაცას იმიტომ რომ დედაშენზე ვაფრენ და მაია მკ.დია
_როგორი კაცური ქცევაა შვილის დედაზე რომ ასე საუბრობ. საკუთარ შეცდომას უსვამ ხაზს
_სიმართლეს ვამბობ . სად იქნება და რას გააკეთებს. ბავშვს ცოტახანს დავუტოვებ და მერე ჩემთან მეყოლება. მისი გაზრდილი რად მინდა
_ისე ლაპარაკობ თითქოს თოჯინაა ბავშვი კი არა
_ჯერ უბრალოდ თოჯინაა რომლის მოფერებაც გიხარია
_სასაცილოა... დედაჩემს უწუნებდი ჩვენი აღზრდის მეთოდებს რამე რომ არ მოგეწონებოდა და ახლა როგორ ყველაფერი შეიცვალა
_სიტყვები იყო უბრალოდ რომელზეც დედაშენი ჭედავდა . ვჭაამოთ რამე და მერე წავიდეთ სახლში _ მანქანა ძლივს გააჩერა და გადავიდა.
შემდეგი ორი დღე დუდა არ უნახავს. ჟვანია მორიგე იყო და თუთა ისევ ბინებს დაეძებდა.
_გამოხვალ ?
_სად გამოვალ... სახლში არ ხარ?
_კლინიკის ეზოში ,გელოდები_ გაღიმებული უყურებდა როგორ მიაბიჯებდა მისკენ თუთას სააყვარელ ლურჯ ფორმაში გამოწყობილი და შემდეგ მთელი ძალით ეხვეოდა
_მშვიდ ღამეს გისურვებ ,დუდა _ კონტეინერებით საჭმელი ჰქონდა და დუდას საყვარელი ალუბლის წვენი .
_ორი დღეა ვერ შეგხვდი , მეგონა აღარ მნახავდი და უკვე ვბრაზობდი_ კოცნიდა და ხელს არ უშვებდა _ ხვალ მთლიანად ჩემი უნდა იყო
_უნდა დაისვენო , გამოიძინო და საღამოს სადმე გავიდეთ
_საღამოს კლუბში უნდა წავიდე... წამოხვალ? ჩემი კურსელის დაბადების დღეა
_წამოვალ ... _უღიმოდა და კოცნაზე კოცნით პასუხობდა
_გააგიყვან და გამოვალ მერე ... ასე ვერ გაგიშვებ
_ტაქსით გავალ,რომ მივალ მოგწერ. ხვალამდე _ რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ მანქანისკენ დაიძრა. დუდაც უკან გაჰყვა,მანქანის კარი გაუღო და იქამდე უყურებდა სანამ მანქანა თვალს მიეფარებოდა.
მთელი ღამე დადებითად დამუხტულმა გაატარა, შემდეგ ავარიის შედეგად დაშავებულები
შეიყვანეს და ერთიანად გადაერთო საქმეზე. სახლში მისვლის წამსვე იბანავა ,ოთახში შეიკეტა და შუადღემდე არ გაუღვიძებია. საღამოს დუდას მეგობრებთან ერთად იყო კლუბში. ფიქრობდა რომ მხოლოდ კურსელები იქნებოდნენ ,აღმოჩნდა რომ კურსელის მეგობრებიც იქ იყვნენ და სხვა უამრავი ადამიანი ,რომელთა შორის ყოფილი კლასელებიც აღმოჩნდნენ. მათი დანახვა საკმარისი გახდა განწყობის გაფუჭებისთვის, წარსულიდან ჩაესმოდა ხმები ,დამცინავი სიცილი,კომენტარები და ამდენი ხნის შემდეგ ისევ დაფიქრდა საკუთარ გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე და კომოპლექსების ჯარი დადგა მის წინ.
_თუთიკო ნუთუ ეს შენ ხარ... როდის დაუბრუნდი ემიგრაციიდან სამშობლოს?
_დარწმუნებული ვარ არცერთ ჩემ ვიდეოს ტოვებ და იცი ყველაფერი,მარი_არ უნდოდა დუდას კურსელებთან ერთად ესაუბრა მასთან. სხეულში ტეხდა ისე ეზიზღებოდა მისი დამცინავი მზერა
_გამოგიშვა დამქირავებელმა ოჯახმა?
_არ ვმუშაობ
_უიი,მე ვიცოდი რომ მოხუცს უვლიდი. თუ ეგ დედაშენია ,კარგად იხდიან სხვების ჩაბანა, გამოცვლაში?
_გავარკვევ და მოგწერ აუცილებლად,აქ რომ უსაქმურობისგან შიმშილზე გადახვალ დაგჭირდეს იქნებ...
_მე ჩვეულებრივი მუშების ოჯახში არ დავბადებულვარ . არასდროს გავღატაკდები ასე მოსამსახურედ მუშაობა რომ დამჭირდეს.
_არც გამოგივა იმდენად უნარშეზღუდული ხარ ყველაზე დიდი კაცი ააგდო და შენი უნარჩვევებით ვინმე მდიდარზე გათხოვება და პარაზიტული ცხოვრება შეძლო
_შენ ვინმეს თუ იყიდი და შუგერ მამი გახდები თორემ მეეჭვება ოდესმე ვინმე მოგეფეროს საკუთარი ნებით...
_მგონი გეძახიან ... ბიჭები გელდოებიან. ერთ_ერთი ალბათ ახალი შეყავრებულია, საინტერესოა იცის დუდაზე და სხვა სკოლის ბიჭებზე ? ხომ არ წამოვიდე და გავიცნო,მოვუყვე შენ სანიმუშო წარსულზე
_ნახვამდის...იმედია აღარასდროს შევხვდებით
დუდა გასული იყო , მაგიდასთან დარჩენა ვეღარ შეძლო და საპირფარეშოსკენ დაიძრა მოულოდნელად რომ დაინახა წყვილი. სიბნელეშიც არჩევდა განიერ მხრებს, ფიგურას და მიუხედავად იმისა რომ ახლოს მისვლა ვერ შეძლო კარგად დაინახა როგორ მოეხვია გოგოს წვრილი მკლავები ყელზე,მის გრძელ წითელ ფრჩხილებს ხედავდა და სიტყვებს
_მომენატრე ... დუ_გოგოსთვის არაფერი უთქვამს საპასუხოდ, აკოცა და მალე შიშველი ფეხიც შემოეხვია წელზე . ვერ ხედავდა გოგოს სახეს , არც ხმით შეეძლო ამოცნობა. ძალა ერთიანად გამოეცალა , წონასწორობა დაკარგული შებრუნდა და დუდა კართან რომ დახვდა საერთოდ აერია გონება.
_სად იყავი ? კარგად ხარ ?
_დუდაა _ ცრემლები ვერ შეიკავა ,ეხვეოდა და ტიროდა მერე ყელში კოცნიდა და მადლობაო ეუბნებოდა სულ გადარია ბიჭი
_რისთვის...რა გავაკეთე. რა დაგემართა
_მეგონა მოვკვდებოდი... მოვკვდებოდი შენ რომ ყოფილიყავი
_სად ვყოფილიყავი,ეზოში გავედი საბასთვის ტორტი მოიტანა მისმა შეყვარებულმა. თუ ცუდად ხარ წავიდეთ _ ელაპარაკებოდა და ლოყაზე კოცნიდა _მორჩა,აღარ იტირო ან მომიყევი რა გჭირს
_ხომ არასდროს მიღალატებ დუდაა? _ პატარა ბავშვივით ემუდარებოდა და ქვემოდან უყურებდა
_როგორი საყვარელი ხარ ხოლმე ... რა მოიგონე ახლა ,ვისზე იეჭვიანე
_დაგინახე ...
_სად დამინახე _ისევ იცინოდა და თან ცრემლებს უმშრალებდა _სულ მოგშორდა მაკიაჟი . წამოდი , მოწესრიგდი _ხელი ჩაჰკიდა თუთას და წაიყვანა
_როგორ კოცნიდი ვიღაც გოგოს, ეფერებოდი და მეტსაც შვებოდი
_მეე? რა დაგესიზმრა ბჟოლიკო?
_არ დამესიზმრა,დავინახე ... შენ მეგონე. ძალიან გგავდა ,სიბნელეში შენ მეგონე და გული გამისკდა
_აქ ვკოცნიდი ვიღაც გოგოს ...ყოჩაღ ! თან ვიღაცაში აგერიე, თან გეგონა ვიღაცას ვხვდებოდი და თან აქ , აქვე რომ ხარ და გვერდით მყავხარ. როგორ ახერხებ ასეთი სისულელის გაფიქრებას
_გამიბრაზდიი? მართლა ძალიან გგავდა
_ტყუპისცალიც რომ მყავდეს უნდა იცოდე და მენდობოდე,მაგრამ ვიცი შენ მე რამაც აგრია. დაინახე მარი ,ბარბარე ის იდიოტები და ყველაფერი აგერია. სულ გგონია რომ საკმარისი არ ხარ და აქვე რატომ ვერ ფიქრობ რომ არ მინდოდე და მყოფნიდე საერთოდ რატომ არ გავქრებოდი შენი ცხოვრებიდან . დავისვენებდი სხვათაშორის,სულ გებრძვი,სულ ვცდილობ შემოგირიგო, ავიტანო შენი სიტყვები რომლებიც გულს მტკენდნენ სხვათაშორის,სულ დაგიმტკიცო რომ შენთან მინდა ,რომ შენზე ვგიჟდები ...მართლა გამაგიჟებ ბოლოს ! _სარკეებიან დერეფანში გაჩერდნენ
_მაპატიეეე , ვიფიქრე რომ ...
_რა იფიქრე ... აქ ვიღაც ნაშა მყავს და ახლა დაემთხვა რომ ორივე ერთ შენობაში იყავით?
_ხო ... არა
_ხუთი თითივით გიცნობ უკვე . მე რატომ ვარ კაზანოვა ვერ ვიგებ. უსე.ქსოდ ცხოვრობს ნახევარი კაცთა მოდგმა და მე ამ რამდენიმე თვეში რა გადამრევდა ნეტავ. იმ კატეგორიის კაცი ვარ ცალკე რომ ჰყავს შეყვარებული და ცალკე ნაშა? ჯერ ამ სიტყვაზე მაქვს ალერგია მერე აღქმაზე და ვიღაცებს რომ ნორმად მიაჩნიათ ამაზე უკვე ვჭედავ
_ცუდად ვარ და ნუ მიმატებ ...
_ხმასაც არ ამოვიღებ !
_მიბრაზდები ?
_გაისწორე მაკიაჟი და წავედით
_სახლში ?
_არა , შიგნით შევალ და დავლევ მაინც . თავი გამისკდება მალე ... შენი თავდაჯერებულობა და სურვილებზე მიყოლის გააქტიურება როგორ უნდა შევძლო არ ვიცი.
ყველაფერს ვისწავლი და შენ ვერაფერს მოგიხერხებ _უყურებდა როგორ მოიწმინდა თვალებზე ჩამოშილი ტუში, თმა ჩამოივარცხნა და თან ეღიმებოდა _აქ ვიყავით მე და ჩემი წვრილფეხება გოგო?
_რა იცი რომ გამხდარი იყო?
_სხვა შემთხვევაში არც დაიჯერებდი... რა სულელი მყავხარ ღმერთო შენ რომ გვხედავ თორემ ვინ დამიჯერებს სხვა _ მაღლა იყურებოდა და ჩუმად ოხრავდა . თუთა რომ მოეხვია და თავისკენ მიიზიდა . ტუჩებზე წაეტანა და საერთოდ დაივიწყა ირგვლივ ხალხი რომ გაივლიდა
_რას აკეთებ ? _ ნაბიჯების ხმა გაიგო და ისე დადგა რომ თუთას სახე ვერავის დაენახა
_გაჩვენებ ,რას აკეთებდნენ ...
_მე უკეთ შემიძლია რაც არ უნდა გაეკეთებინათ ,მაგრამ სჯობს ნუ გამომცდი ... გაბრაზებული ვარ
_არ გეტყობა
_თავს ვერევი ,ჯერ ...
_შემირიგდი _ დაეწია,მკლავზე მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა
_დავფიქრდები !
_ჩემი გრინ ფლეგი ხარ
_მე მეგონა შენი სიყვარული ვიყავი,შენი ერთადერთი ...
_ყველა'ფერი ხარ
ყველა და ყველაფერი დაივიწყა დუდას გარდა, მასთან ერთად ცეკვავდა,კომპლექსები გააქრო და ისიც მისი ნაცნობებიც რომ ხედავდნენ და განიხილავდნენ. ცეკვის დროს აკოცა კიდეც და საერთოდ არ უგრძვნია სირცხვილი , უყვარდა და ეს სიყვარული ფრთებს ქმნიდა .
კიდევ ერთხელ აბინებდა საკუთაარ წითელ ხაზებს. გულისამრევ ქმედებად შერაცხულ მოქმედებაში თავად იყო გახვეული . სადღაც სიბნელეში დუდას სხეულზე აკრული არაფერზე ფიქრობდა სიამოვნების გარდა
_სახლში უნდა წაგიყვანო _ ყელს უკოცნიდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას
_არ მინდა სახლში... შენთან მინდა _ქუჩაში მიაბიჯებდნენ, სასიამოვნო ამინდი იყო და თუთას შეეძლო დუდასთან ერთად მთელი ქალაქი შემოევლო ფეხით
_ჩემო ბჟოლიკო მთვრალი კიდევ უფრო საოცარი ხარ
_და ეს ბჟოლიკო ისევ საშინლად ხვდება ყურს
_ეს ბჟოლიკო ყველა მიყვარხარზე მეტად მიყვარხარს ნიშნავს და თუ არ გინდა რომ დაგიძახო ...
_სულ უნდა დამიძახო ,ბაყბაყ დევო _ მკლავები ყელზე შემოხვია და ტუჩები დაუკოცნა. სასმელზე მეტად დუდა მოქმედებდა და თავბრუსხვევას იქამდე გრძნობდა სანამ ხელში აი აიყვანა ბიჭმა . შემდეგ მანქანაში ისხდნენ , მის მხარზე ედო თავი და თვალების გახელას ამაოდ ცდილობდა. სიმშვიდე იყო ირგვლივ ,დუდასფერი
.................
სახლი აარჩიეს , ხელშეკრულებაც გააფორმეს და მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ.
ნუცას ორი ამბავი უთხრა ნინიმ
_დეე სახლი წლის ბოლოს გვექნება ... გიორგი მაიას დაშორდა . შენ როგორ ხარ?
_მაჩვენა ფოტოები თუთამ ... მეც ყველაზე მეტად ეგ მომეწონა . ღვთის წყალობით ყველაფერი გამოგვივა
_არ გაინტერესებს რატომ დაშორდნენ?
_არ მაინტერესებს ნინი
_მამას ისევ შენ უყვარხარ და რა თქმა უნდა სხვა ვერავის ეჩვევა ... სულელი კაცი , თინეიჯერი ბიჭივით უქროდა ტვინში და იყოს ახლა მარტო
_არ დარჩება მარტო... ჩემნაირს კიდევ ოთხს იპოვნის და მოინელებს ეგ ისეთია
შუაღამე იყო უკვე . ნუცასთან საუბარი რომ დაასრულეს და საძინებელში მარტო დარჩა. დუდამ შეტყობინება რომ არ წაიკითხა იფიქრა რაღაც საქმე აქვსო და დაძინება გადაწყვიტა ნინი რომ დაადგა თავზე
_რას აკეთებ
_რას უნდა ვაკეთებდე ... რომელი საათია იცი?
_დუდა რაღაც ამბავშია ... შენგელიებთან მოსვლია გაუგებრობა დუდას ძვირფას ძმაკაცს ,გაბისკირიას და სერიოზული დაძაბულობააო.
_თუ ღმერთი გწამს რა შუაშია დუდა...როდის იყო ამ სულელურ კამათსი ერეოდა. რა უნდა შენგელიებთან გაბისკირიას
_მისი და ხომ იცი, კესო ... შეყვარებულები იყვნენ თურმე ეგ და უფროსი შენგელია. მერე იმან აურია,კესო დაშორდა და გადაეკიდა თავს არ ანებებსო. მერე რა თქმა უნდა გაბისკირია ჩარეულა ,იმას რაღაცები ულაპარაკებია გაუგიჟებია ისიც და ერთი ჩხუბი უჩხუბიათ . ახლაც დაძაბულობაა ყველგან სადაც ერთად მოხვდებიანო
_ორი კვირაა ჩამოხვედი და უკვე ყველა ჭორი იცი ხომ?
_რა თქმა უნდა და ჭორი კი არა სინამდვილეა.
_არ მაინტერესებს. დუდა არ იჩხუბებს და არც საქმის გარჩევებს და რაზბორკებზე გამოსვლას დაიწყებს
_მე გითხარი ... ხვალ ლიკუნას დაბადების დღეზე უნდა წავიდე. რომ გაიგო აქეთ ვარ დამპატიჟა და წამოხვალ თუ მარტო გამიშვებ
_რა თქმა უნდა წამოვალ. მის ძმებს რომ ვიცნობ იქ იქნება მილიონი ადამიანი . გიორგი რომ სრულ თავისუფლებას გვაძლევს შეიცვალაო არ გეგონოს,ერთი აფეთქება უნდა
_დედაჩემზე მეტად დედა რატომ ხარ ჩემთვის
_ჩემთვის ვიქნები ,არაფერში შეგიშლი ხელს მხოლოდ დავაკვირდები რომ დათვრები ვინმე მეორე გალეშილმა არაფერი დაგიშაოს
_დუდაც იქნება იქ ...
_მერე მე რა გავაკეთო,თუ იქნება მისი გოგოებიც იქ იქნებიან
_ელენამ თქვა არ ჰყავს ახლა არავინო... უფრო სწორად ვიცი ვიღაც ჰყავს ,მაგრამ ამჯერად მალავსო ე.ი ვიღაც ისეთია ვინც მართლა მოსწონსო. გადავქექე ყველაფერი და ვერაფერი აღმოვაჩინეო. ტელეფონის პაროლიც ვერ გამოვიცანი რომ შევძვრე მის მიმოწერებშიო და შენ რას მეტყვი?
_ მე რა უნდა გითხრა,მთელი ცხოვრებაა ვიღაც ჰყავს. პირველ კლასშიც კი ჰყავდა შეყვარებული _ ზურგი აქცია,ბალიშს შემოჰხვია მკლავები და ნინის მოშორება უშედეგოდ სცადა
_ შენ ხომ არ ხარ ამჯერად მისი იდუმალი შეყვარებული?
_მეტი საქმე არ მაქვს !
_მატყუარა ... გიჟდები დუდაზე და ისიც სახეს ვერ ალაგებს რომ გიყურებს. აღარ ჩხუბობთ ,საშინელ კომენტარებს არ უკეთებ და ისეთ დისტანციას იცავთ თითქოს არაფერი ხდება ,მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ ზუსტად ახლა ხდება ყველაფერი
_ძილისპირული ზღაპრების მოსმენის თავი არ მაქვს.
_გაგებუტე იცოდე არაფერს გეტყვი ჩემ ქრაშებზე და ჩემ შეყვარებულებზე
_კოლექციონერი მამას ჰგავხარ აშკარად
_აუტანელო ! _ იცინოდა და ვერ ინარჩუნებდა გაბრაზებულის იმიჯს.

როგორც კი ოთახიდან გავიდა მაშინვე დუდას დაურეკა. ზარსაც რომ არ უპასუხა და შემდეგ საერთოდ მიუწვდომელი გახდა ლამის ჭკუიდან გადავიდა. ნინი იშვიათად ცდებოდა ყველა ჭორს არც იმეორებდა და მითუმეტეს თუთამდე არ მიჰქონდა ინფორმაცია. იმის წარმოდგენა რომ დუდას შეეძლო რაღაც გარჩევაში მონაწილეობა მისთვის წარმოიდგენელი იყო. გუნდში მიღების შემდეგ განსაკუთრებით ერიდებოდა ნებისმიერი სახის დაპირისპირებას .
მეორე დღესვე მივიდა ჟვანიებთან. ელენამ გაუღო კარი და მაშინვე უთხრა დუდასთან მაქვს საქმეო.
მძინარეს დაადგა თავზე , როგორც კი დაინახა მაშინვე შვება იგრძნო , ხელებზე დააკვირდა და იქაც არ ეტყობოდა ჩხუბის კვალი . ისეთი გადაღლილი იყო ვარჯიშს აშკარად არ აპირებდა და თუთას კოცნამაც ვერ გამოაფხიზლა. ჩუმად გავიდა ოთახიდან და მალევე სახლიც დატოვა .
_ჩემთან იყავი ?_ ახალგაღვიძებულის ხმა ჰქონდა და კამერა რომ ჩართო ისევ საწოლში იწვა _შენ სუნს ვგრძნობ... რა ხდება?
_მომენატრე და მოვედი
_ამხელა გზა გამოიარე ერთი კოცნისთვის?
_ისე გეძინა ერთიც გაკოცე და მეტიც... მთვრალი იყავი?
_ხო ცოტა დავლიე
_სიგარეტის სუნიც გქონდა , ბევრს ხომ არ ეწევი შემთხვევით?
_არ მიბანავია, სხვები ეწეოდნენ ... ხომ იცი ყველაზე მეტად ვერ ვიტან რომ მასწავლიან რა გავაკეთო და რა არა
_ვიცი ,ვერც მე ვიტან და არც მგონია ის კაცი იყო ჭკუის დარიგებას რომ საჭიროებდეს . შესანიშნავად იცი რა სჯობს შენთვის და რა არა. როგორი უპასუხისმგებლობაა ნასვამი საჭესთან ჯდომა,მოწევას რა ზიანი მოაქვს და მითუმეტეს დაბოლება როგორ მოქმედებს . სრულიად ჯანსაღი ცხოვრებიდან არაჯანსაღზე გადადიხარ ამ ასაკში?როცა დალაგებას იწყებენ სხვები?
_შენი ყნოსვითი რეცეპტორები 100%მუშაობენ ,მაგრამ იმას რატომ არ ფიქრობ რომ სხვები ეწეოდნენ და მე სუნი ამდიოდა უბრალოდ? შენი შიშები და უნდობლობა არის ის რაც ბოლოს მოგვიღებს მე და შენ და ადრეც ეგ იყო ჩვენი ერთად არყოფნის მიზეზი
_გიორგის შვილი ვარ დუდა, ნუ ატყუებ ამ პროფესიონალი მატყუარას სახით ,გთხოვ . თქვი რომ ბიჭებს პონტი აღარ გაუტეხე , გასინჯე და ცოტა დაბოლდი . გახსოვს რას აკეთებდი თუ არა _მშვიდი ჰქონდა ხმა , თითქოს არ ბრაზობდა და არც საყვედუროდა_სულ მაინტერესებდა როგორი შეგრძნება იყო. შენ გვერდით შეიძლება დაბოლება.ცუდადაც რომ გავხდე გამომაფხიზლებ , მარტო არ დამტოვებ. წასვლამდე გაჩითავ ?
_დილის დაწყება ამაზე უკეთესი არ შეიძლება იყოს,ჩემი პერფექციონისტი გოგო მოსაწევის გაჩითვას მთხოვს და ჩემ წინ დაბოლებას გეგმავს. არ ვეწევი_თქო გითხარი და არ ვიცი გიორგის მდგომარეობები როდის რის გამო იყო გამოწვეული. ირაკლი არაა მწეველი , წელიწადში ერთხელ შეიძლება ან შეიძლება ისიც არ .
_დუდა , ტყუილები გვძულს მე და შენ ყველაზე მეტად ... კარგი , როდის შეძლებ ჩემ ნახვას?
_დღეს არ მცალია და ხვალ შეიძლება ...
_რა ხდება დღეს ?
_საქმე მაქვს რაღაც ,ბიჭებთან ერთად უნდა გავიდე
_თავს გაუფრთხილდი... ბედნიერ დღეს გისურვებ . გკოცნი დუდა იდეალური მატყუარა იყო ,ყოველთვის ჰქონდა ორივეს ეს უნარი და ერთმანეთთან იშვიათად იყენებდნენ. თუთამ იცოდა ეს მხოლოდ მოჩვენება რომ არ იყო ,ისიც იცოდა ნინის მონათხრობი სიმართლე რომ იყო და დუდას საქმეც ამას უკავშირდებოდა.
საღამოს წვეულებაზე მისულმა გაიაზრა,რომ დუდას აღარ იცნობდა. მისგან შორა ყოფნის პერიოდში იაიც შეიცვალა , მასაც გაუჩნდა ახალი გარემოცვა და ქცევები , ბარიერის გარეშე დარჩენილი იქამდე გამოყენებულ თავშეკავებას ახლა აფრქვევდა თითქოს. ელენასთან ერთად მივიდა,მაგრამ შენობაში არ შესულა,ეზოში მდგომ ბიჭებს მიესალმა და მათთან დარჩა. ნინიც კი დაავიწყდა ,მხოლოდ დუდას ადევნებდა თვალს. შორიდან თუ დაინახავდით ისიც იმ ბრბოს ნაწილი გეგონებოდათ,მათთან ერთად იცინოდა რაღაც სავარაუდო უაზრობაზე,ეწეოდა სიგარეტს და ესალმებოდა ყველას. შენობაში შესვლის წამიდან მიაწოდეს სასმელი და ბართან გადაინაცვლა. რამდენიმე გოგო მივიდა, მათაც მიესალმა , შედარებით მსუბუქად და ნაკლებ ვრცელი დიალოგით. კურსელებთან ერთად იყო ძირითადად,მაგრამ ისინიც ხულიგნების იერით იყვნენ თუთასთვის.
_ლამაზი ხარ ,მიმზიდველი და სექსუალური. მინდა მოვიდე და ვიცეკვოთ . თავს ვერ დავდებ რომ ზედმეტად არ შეგეხები და ყურადღებას არ მივიპყრობთ იმის ფონზე რომ ყველას მეტოქეებად ვახსოვართ . აირჩიე მოვიდე თუ შორს დავრჩე _ მოულოდნელად მიბრუნდა მისკენ, ჭიქა ეჭირა ხელში რარაც კოქტეილს წრუპავდა და თვალებაციმციმებული უყურებდა ისე თითქოს სულ სხვა ჰყავდა მზერის ობიექტი . ირგვლივ იმდენი ადამიანი იყო ახლა რომ გადაედგა მისკენ ნაბიჯი მეორე დღეს ყველას ეცოდინებოდა მათი რომანის ამბავი. ამიტომ მისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად შებრუნდა და ნინის მეგობრებთან განაგრძო საუბარი . შემდეგ უყურებდა როგორ ცეკვავდა ჯერ ბიჭებთან ერთად შემდეგ კი თუთასთვის უცნობ გოგონებთან . მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო , ეჭვიანობდა ,მაგრამ თან ეღიმებოდა ხელს რომ არცერთს ახებდა და უხილავ მანძილს ინარჩუნებდა . იუბილარს ტორტიც მიართვეს, სანთლებიც ჩააქრო ყველამ თავიდან მიულოცა და გადამთვრალ ახალგაზრდებს ერთი ჭიქა კოქტეილით ხელში მდგომი ადევნებდა თვალს. ნინი შესანიშნავ დროს ატარებდა, უყვარდა ბედნიერს რომ ხედავდა და იტალიაში წასვლის შემდეგ ასეთი არ ჰყავდა ნანახი .
გარეთ გასვლას აპირებდა მოცეკვავეებს შორის გავლა უწევდა ვიღაც რომ შეეჯახა და კაბაზე გაყინული სითხე გადაესხა. გამჭვირვალე გახდა ნაჭერი ,მკერდზე ხელი მიიფარა და მთვრალ უცნობს შეხების საშუალება არ მისცა
_ბოდიში რა ,ვერ გავთვალე
_არაუშავს ... _ გვერდი აუარა ,მაგრამ უან მიჰყვა
_თუთა ,ხომ ?
_დიახ _ იქამდე უცნობ,მაგრამ შორიდან ნაცნობ გაბისკირია იყო მის წინ და კიდევ უფრი მეტი მონდომებით ცდილობდა თავის არიდებას. ბიჭი მათზე უფროსი იყო,ერთ სკოლაშიც არ დადიოდნენ და ეუცნაურა სახელი რომ იცოდა _ უკაცრავად უნდა მოვწესრიგდე
_მანქანაში მაისური მაქვს ,შემიძლია შემოგთავაზოთ
_არა ,გმადლობთ ... არ შეწუხდეთ
_არ შევწუხდები ,პირიქით ... სასიამოვნო სანახავი იქნები ჩემ მაისურში. გამომყევი _ მოულოდნელად რომ შეახო ერთი ხელი მაჯაზე და მეორე წელზე დისკომფორტის დონემ ზედა ზღვარს მიაღწია
_სჯობს გამეცალოთ , გითხარით უკვე რომ არ ვსაჭიროებ დახმარებას !
_მართლა ისეთი ალქაჯი ხარ როგორსაც აღგწედნენ? ასწორებს ... არადა ფუმფულა ტკბილეულს ჰგავხარ , რომლის გემოს გასინჯვა საინტერესო იქნებოდა
_იქნებ მეც მკითხო მინდა თუ არა სიახლოვეს იყოს მთვრალი,არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტვინარეული ბიჭი, რომელმაც არ იცის ვის როგორ ესაუბროს
_რაც უფრო მეტს ლაპარაკობ უფრო მიმზიდველი ხდები იცი ხო?
_თავხედობ !
_არ ასწორებს ?
_არა , მე თავხედებზე არ ვგიჟდები ... მაღიზიანებენ შენნაირები ! გაიწიე _მეთქი გითხარი და შენ ისევ არ მითავისუფლებ გზას _ყვირილის დაწყება ნამდვილად არ უნდოდა. ხალხმრავლობა იყო ირგვლივ,მაგრამ იქამდე დუდას ვერ ხედავდა, მისი გამოჩენა და მათთან გაჩენა ერთი იყო. თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე დადგა წინ და გაბისკირიას მსუბუქად უბიძგა
_არასწორ ადგილას მოხვდი... გაიარე
_შენ ხარ არასწორ ადგილას_თქო გუშინაც გეუბნებოდი და ახლაც აშკარად ისეთ ადგილას ერევი სადაც არ გესაქმება. მე და მშვენიერი თუთა გავარკვევთ
_გუშინ გითხარი მეორედ ნუ გადამეღობები წინ თორემ გაგჭ....ტ_თქო ... არ გესმოდა?
_გავიგე,მაგრამ ისე დავიკიდე როგორც შენ და მთლიანად შენი ყლ.თა ჯოგი საძმო მახატიხართ
_დუდა ,წავიდეთ გთხოვ _ მკლავზე შეეხო და ჩუმად უთხრა, მაგრამ აშკარად არ ესმოდა
_აქედან ფეხი არ მოიცვალო სანამ არ მოვალ _ ზემოდან უყურებდა , კაბა კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ხელი გაითავისუფლა . გარეთ გავიდა და ბიჭიც თან გაიყოლა. უკან მიჰყვებოდათ კიდევ რამდენიმე ,წამში აირია ყველაფერი. დუდას იმ სახეს ხედავდა რომელიც იქამდე არასდროს ენახა, ჯერ ირონიულად უღიმოდა,რაღაც უთხრა ის ისევ აგრძელებდა შეურაცხმყოფელ საუბარს მისი და შონიების მისამართით უცებ რომ ჩაარტყა თავი და ცხვირგატეხილს ყელში წვდა. მანაც მოუქნია მუშტი , ყბაში მოხვდა ,მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. გაბესკირიას მეგობრებიც ზედ მიაყოლა და სულ მალე ისეთი ჩხუბი დაიწყო თუთას თავი ფილმში ეგონა. ვერ მიხვდა საიდან გაჩნდა ზარანდია იქ ,მაგრამ აშკარა იყო მას ხედავდა . ლიკას ნათლიააო ვიღაცამ თქვა და ნინიც მივიდა
_როგორც იქნა გიპოვნე... რომ წამოხვედი ვეღარ მოგკარი თვალი. ხომ გეუბნებოდი დაძაბულობაა მაგათ შორის _თქო
_სახლში წადი ნინი ,ტაქსი გამოიძახე და დაბრუნდი
_შენ ?
_გიორგის უთხარი რომ ვიდეოს გადასაღებად დავრჩი ქალაქში.
_და რას აპირებ ... სად მიდიხარ. ყველანი დაიშალნენ და შენ სად მიდიხარ
_გთხოვ ,ახლა მარტო დაამტოვე და სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდი , დაგელაპარაკები როგორც კი შევძლებ
_კარგი ... ტელეფონი ხომ გაქვს თან_სასაცილო იყო ნინის გამო წავიდა იქ და ახლა თავად გახდა ღელვის საგანი. კაბა გაშრა ,ფერადი ლაქა ჰქონდა მკერდზე და ტვინში ათასი აზრი. იდგა და უყურებდა ზარანდია როგორი მშვიდი სახით ელაპარაკებოდა ორივე მხარეს. სულ ხუთი _ექვსი ბიჭი იქნებოდნენ დანარჩენები მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ ,ეზო ცარიელი იყო უკვე. შორიდანვე ჩანდა რომ დუდაზე გავლენა არ ჰქონდა,დანარჩენებზე კი . რამდენჯერმე აუწია ტონს ჟვანიამ ,ის კი ისევ არ გამოხატავდა ემოციას,დუდას ტონსაც აიგნორებდა . სიტყვებს ვერ არჩევდა,მხოლოდ მზერა გაარჩია ყველამ მისკენ რომ გაიხედა საერთოდ აირია. დათომ ხელით რომ ანიშნა მოდიო ინსტიქტურად დაიძრა
_თუთა ,მშვენიერო მიხარია შენი ნახვა მშობლიურ მიწაზე
_მეც მიხარია ,არ ველოდი თქვენს აქ ნახვას
_ლიკუნა ჩემი ნათლულია ...მისი სრულწლოვანების აღსანიშნად ჩამოვედი
_სამწუხაროა აქ ნოსტალგიური გარჩევა რომ დაგხვდათ ...
_თუთა , ლამაზო უთხარი ყველას რომ შენთვის არაფერი დამიშავებია
_შენ ვის რა უნდა დაუშავო ,ნუ უახლოვდები საერთოდ
_რატომ იღრინები ,მე რა ვიცოდი შენი გოგო თუ იყო
_არ ცოდნა არ გულისხმობს გოგონას შევიწროებას...ნუ ვანერვიულებთ , დროსაც ნუ ვკარგავთ . საუბარი დასრულებულია , პატიებას თხოვ იმისთვის რაც არ უნდა ყოფილიყო
_არ ვაპირებ არაფრის გამო ბოდიშები ვიხადო ვიღაცის ნაშასთან ... მთელი საქალეთი ამაზე სვ.ლდება და რა ვიცოდი ასეთი ნაშა თუ ეყოლებოდა _ ყურებს ვერ უჯერებდა და შემდეგ თვალებს დუდამ დათაც რომ დააიგნორა და ვერავინ შეძლო მისი მოშორება. გაბისკირია სანამ არ გათიშვის ზღვარზე არ მივიდა და თუთამ ვედრება არ დაუწყო.
_დუდააა ... დუდა შემომხედე და გაჩერდი !
ის ხდებოდა რაც ყველაზე მეტად სძულდა,რაც აშინებდა და რისი ატანაც არ ჰქონდა. ვერ წარმოიდგენდა ცხოვრებაში ოდესმე მსგავსი ამბის მონაწილე თუ იქნებოდა და მის გამო იჩხუბებდნენ. დუდას ვერ ცნობდა, მას არ შეეძლო კაცი ამ მდგომარეობამდე მიეყვანა. საკუთარ მდგომარეობას ვერ ხედავდა,როგორ გადავიდა შიშიდან ისტერიკაში,კანკალებდა ,ტიროდა და უკან იხევდა ჟვანია რომ მისკენ დაიძრა .
_ისუნთქე , ისუნთქე თუთა ... _ იცოდა ბოლოს როგორც ასრულებდა ,გონების კარგვამდე ერთი ნაბიჯი ჰქონდა . დუდას სისხლიანი ხელები სახეზე რომ შეეხო მისი დანახვაც აღარ უნდოდა
_არ შემეხო ... _ ეს იყო ყველაზე რთულად სათქმელი სიტყვები თუთასთვის
_მორჩა , დასრულდა . მე მიყურე არაფერია
_მე წავიყვან , შენც დამშვიდდი _ დათოს ხმა ესმოდა,მაგრამ დუდას უყურებდა
_არ ჩაერიო_თქო თავიდანვე გითხარი. სანამ არ ჩაძვრება სოროში და არ მორჩება ბლატავს იქამდე არაფერი მოგვარდება. ლაპარაკს რომ ემოქმედა გგონია არ ველაპარაკე? ღორია და აქამდე დამელეწა თავყბა .... ამას ჰგონია ისევ რამე მაკავებს? შეხედე რა ნაბ.ზარია კიდე დიდ გულზეა _ბიჭის სახე წამით დაინახა. ფეხზე იდგა , სიარულიც შეეძლო და საფრთხეც არ ემუქრებიდა სისხლმდენ ცხვირს,დახურულ თვალს და აწითლებულ სახეს თუ არ ჩავთვლით,მაგრამ თუთასთვის ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი იყო
_შენ ახლა მე რომ მაყენებ შეურაცხყოფას არ იცი? აქ ვიდექი და მე გადამაბიჯე დუდა ,გეყოფა ... გოგო მოვიყვანე ,ბოდიშს მოუხდიდა
_გოგო გათიშა და გუკას რომ არ ეპოვნა ვინ იცის რას გაუკეთებდა,მერე ისე გაასაღებდა თითქოს ნატა თავისი ნებით დაუწვა და ახლა თუთას ეჩალიჩებოდა აქ . დღეს რამდენად მსუბუქად მიქარა,ღორია და მორჩა. არ ვაპირებ მე მეტჯერ მაგასთან ლაპარაკს სანამ არ გაქრება იქედან სადაც ჩვენ ვიქნებით . მე ნუ მელაპარაკები, მე მაგის ბოდიშიც ს.რზე და მთელი მაგის ჯიშ_ჯილაგიც დამეხეს . ვინც გინდა ის მოიყვანოს არ ვიღებ და არ მივიღებ _არ ყვიროდა ,მაგრამ ყვირილზე მეტი იყო მისი ტონი,გაშლილი ხელები საუბრის დროს და ზარანდიას ფაქტორის იგნორი.
_ასე არ გამოვა დუდა ... მოლაპარაკებაზე ორივე მხარე
_მე არ ვიცი თქვენთან როგორ ხდება ... ის არც კაცია ,არც შავია,არც წითელი,ბ.ზებიც რომ შეაფურთხებენ ისეთი ვირთხაა და ნუ ცდილობ მოჩვენებითი მოლაპარაკება ვაწარმოო. დავდგე და თავი დავუკრა ვიღაცის ლაპარაკს .
_მამაშენზე უარესი ხარ ... გიორგიმდე რომ მივიდეს ამბავი მერე ?თუთაზე არ ფიქრობ?გოგო 1 თვით ჩაამოვიდა და აქედან ამხელა ამბით დამძიმებულს უშვებ? შეხედე რა მდგომარეობაშია. ასე არ ხდება , ჯერ ბავშვები ხართ დამიჯერე...ახლა უქრის ,მაგრამ
_მაგან გოგოებს წამალი ჩაუყაროს,გააუპატიუროს და მერე კაცად დადგება თუ რას მიხსნი ახლა დათო ?
_ფატქი არ არსებობს ასეთი... ამბობს მე არ ჩამიყრია არაფერიო . ნატას მოსწონდა ,ხვდებოდნენ ერთმანეთს და ძმების თვალმა როგორ დაინახა იმას არ ნიშნავს რომ რამე მოხდებოდა. ვიცნობდი მე მამამისს
_მამამისს რომ იცნობდი 1990 წელს და კარგი ტიპი იყო იმას არ ნიშნავს რომ ეს ნაბიჭვ.რი არ არის ...როგორ ილაპარაკა ვერ უსმინე? ყველაფერი რომ დავიკიდო თუთაზე ასე ლაპარაკის უფლება არავისთვის მიმიცია და არც შევარჩენ ვინმეს სანამ დუდა ჟვანია მქვია
_შეუვალი კედელი ხარ და მეც მიკიდებ ანუ
_მე არ გიკიდებ დათო , მე არ მიმაჩნია მართებულად მესამე პირი მირჩევდეს საქმეს რომლის მონაწილე არცერთ ასპექტში ყოფილა. არ ვაღიარებ მე თქვენს აკადემიას და იცი შენ ეს
_რომ არ დაზადნოს მოკლავ და ციხეში წახვალ დაუმტკიცებელი ამბის გამო და იმის გამო რომ ტუტუცი ბავშვია ? ობოლი ბავშვია რომელსაც არ ჰყავდა გვერდით შენნაირი მამა და ასე ლაპარაკი ჰგონია მაგარი ტიპობა,რომ არ დაზადნავს და თავსაც შეაკლავს ეგ ჰგონია სწორი ?
_შენ ყველა შენნაირი სუფთა გგონია ასეთ საქმეებში?
_ჩემი სიმართლე ბევრს ისევ არ სჯერა და მაგ სიმართლის დაცვას კაცო შევწირე ... სჯობდა მოძალადე ნ.ბიჭვრის სახელი მქონოდა და გიგიშა ცოცხალი ყოფილიყო. ჯობდა ომი არ დაგვეწყო ,ბოდიშიც მომეხადა ჩაუდენელისთვის და დამეკიდებინა ყველაფერი ,ჩხუბი არ დამეწყო ის დანა ჩემკენ რომ მოიქნიეს არ ამერიდებინა და მე მოვეკალი ვიდრე მე მეტარებინა შვილმკვდარი დედის ცოდვა და შეწწყვეტილი სიცოცხლის უმძიმესი ჯვარი
_დათო ... შენ იცი მე როგორ პატივს გცებ და რომ არ გეპირფერები არ ნიშნავს გაბიჯებ . მე არ დავდგები მაგის წინ მეორედ და მშვიდად არ მოვუსმენ. ერთადერთი რაც შემიძლია ისაა რომ დავივიწყო თუ თვალში არ მომხვდება მეტჯერ
_ ვდგავარ აქ ამხელა კაცი. ერთი საათია გებაზრები გოგოს წინ რომელსაც ისე ეფარები თითქოს ჩემგანაც საფრთხე ელის და ერთი მიკვირს, ამ ერთმა გოგომ, სახელად თუთა ,როგორ მოახერხა ამდენხანს რომ გატარებს თავის ნებაზე ,მალავ მის სიყვარულს და თან გინდა ყველა ერიდოს,ყველამ იცოდეს რომ შენი გოგოა . გონების კარგვამდეა მისული და მარტო შენ ხელებს უყურებს ახლაც
_შოკიდან, რომ გამოვა კიდევ გამექცევა_ უკან მიიხდა და თუთას შეხედა . ტირილისგან გადღაბნილი თვალებით , ემოციებისგან გაყინული რომ იდგა და დამუნჯებული არაფერს ამბობდა _ რომ ალაპრაკდება მერეც არ დამელაპარაკება ,ეზიზღება მოჩხუბარი კაცები
_დედას ჰგავს ,მაგრამ მისგან განსხვავებით გაუმართლა სიყვარულში ... _ ჩუმად თქვა და უკან გადადგა ნაბიჯი_ წასვლამდე მოვაგვარებ ყველაფერს. მე მაჩუქე გაბესკირია , თითქოს შვილია ჩემი რომელიც მე არ გამიზრდია და ახლა ვიპოვე
_დათო ...
_მაჩუქე ,გთხოვ რა გითხრა მეტი
_არაფერი. მივდივართ ჩვენ,შენ გიტოვებ მაგათ
_დროებით _ მარტო დატოვა ეზოში წყვილი და ბიჭებთან წავიდა ,სახლში იყვნენ დანარჩენები.
_ შეგიძლია სიარული თუ წაგიყვანო ,ბჟოლიკო _ ლოყაზე აკოცა და ჩუმად უთხრა
_ვერ გიტან _ ქვემოდან ახედა და ისევ წამოუვიდა ცრემლები
_ვიცი ... წავიდეთ ?_ ხელი გაუწოდა და დაელოდა
_ძალიან გტკივა ხელები ? _ ამოიტირა და მტევანზე ზემოდან დახედა _ ექიმი ხარ ,ადამიანები არ უნდა დააზიანო და თავი არ უნდა დაიზიანო
_კარგი ... _ იღიმოდა და ცრემლიან ლოყაზე კოცნიდა _ შენ როგორც მეტყვი ,ბჟოლიკო
_ჩემ გამო არ უნდა იჩხუბოო
_შენ გამო მოვკვდები ... ის უბრალოდ ნ.ბიჭვარია და შენ შუაში არ ხარ . შენ ვერ აირიდებდი _ მანქანისკენ მიჰყავდა ,ხელი მხრებზე ჰქონდა მოხვეული და მისი დამშვიდების გარდა არაფერზე ფიქრობდა. კარი გაუღო,დაელოდა როდის დაჯდებოდა და შემდეგ გაიხედა სახლისკენ . საჭესთან დაჯდომამდე მისწერა დათოს მადლობა, ყველაფრისთვისო და შემდეგ დაიკავა მძღოლის ადგილი. სწრაფად მიდიოდა ,იქამდე სანამ მშვიდი ადგილი არ იპოვნა გასაჩერებლად
_არ დამელაპარაკები ?
_მოსმენილს და ნანახს ვიაზრებ ...მგონია რომ შენ არ ხარ და ვიღაც სხვა მიზის გვერდით. იქნებ აქამდეც ჩხუბობდი და მე არ ვიცოდი
_ხომ მიცნობ,ყველაფერი არ ითქმის და ყველაფერს სხვა ვერ გაიგებს. არ შევეხებოდი ყველა ზღვარს რომ არ გადასულიყო . ვერ დაგპირდები რომ არასდროს ვიჩხუბებ , თავმოყვარეობის ამბავია. როგორც შენ გახრჩობს უთქმელი სიტყვები ისე მომკლავს მისნაირს თუ შევარჩენ და ვაბლატავებ ისე თითქოს მე ვარ დამნაშავე. მაპატიე ,რომ ეს ყველაფერი ნახე
_ტუჩი გაქვს გახეთქილი და ხელები უნდა გაიწმინდო ... სად გაქვს ის ჩანთა _ უკანა სავარძლიდან აიღო პირველადი ახმარების ნივთები და თვითინ დაუმუშავა მტევნები . დუდამ ცრემლებისგან გადღაბნილი ტუში მოაშორა და მერე მთელი სახე დაუკოცნა
_ხომ არ იფიქრებ რომ საშიში ვარ და უნდა დამშორდე ... ბჟოლიკო
_შენი რომ შემეშინდება მოვკვდები _ მისი სახე თითებსშორის მოიქცია , და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე _უჩემოდ გამოვლილი მეტამორფოზის შემდეგ ყველა შენ ფერს თავიდან ვისწავლი_ლოყაზე აკოცა და შემდეგ ყელზე გადავიდა . თავი მხარზე დაადო და ერთხანს ასე ისხდნენ შემდეგ ორივეს ჩაეძინა , მზის ამოსვლამ და გიორგის გადაბმულმა ზარმა გააღვიძა თუთა
_წავიდეთ ... მე დაველაპარაკები _დუდამაც შეხედა ეკრანს და მაშინვე აამუშავა ძრავი
_საჭირო არ არის. ვეტყვი რომ ვსეირნობდი
_თუთა ,როდემდე უნდა დამმალო?
_ასე ნუ მეუბნები
_კარგი , შენ როგორც გეკომფორტულება ისე იყოს ... არ უპასუხებ?
_მეოცე ზარია... ნინისაც დაურეკავს. გაგიჟებული იქნება ტელეფონი გადავაგდო საერთოდ სჯობს
_ტყუილების მოფიქრებას რომ მორჩე ეგ უფრო მარტივი არ არის?
_არ არის ის მამა რომელთანაც სიმართლის თქმა უფრო მარტივია ვიდრე ტყუილის მოფიქრება
_წარმოიდგინე როგორ ინერვიულებდა _ ლამაზი იყო ქალაქი იმ დროს. განთიადისას ,ცარიელი და მშვიდი. დილის სასიამოვნო სიგრილე რომ ედებოდა ტანზე და აფხიზლებდა.
_დაგირეკავ ... _როგორც კი სახლთან მივიდნენ მაშინვე გადავიდა . დუდა არ წასულა , ჯერ ფიქრობდა არ ჩავერევიო,მაგრამ არ გამოუვიდა. მალევე მიჰყვა უკან
_მოვედიი ...
_როგორც იქნა ,ძლივს გავაჩერე პოლიციაში რომ არ წასულიყო და ყველაფერი არ გადაეტრიალებინა. სად იყავი ამდენხანს
_კარგად ვარ ... სად არის?
_აივანზე იჯდა ეწეოდა...
_დაბრუნდით ქალბატონო თუთა?
_ვსეირნობდი და დრო გამექცა...ვიდეოებს ვიღებდი ,ჩემ საყვარელ ადგილებში დავდიოდი.
_შენ ასე დახეტიალებ მილანშიც? გადაირიე შვილო თუ მე გინდა გამაგიჟო . გოგო ამ დროს უნდა მოდიოდეს სახლში და მარტო დახეტიალებდეს სადღაც ჯანდაბაში?ტელეფონი სად გქონდა, რატომ არ მიპასუხე ... ვიდეოს გადაღების დროს ვერ ხედავდი ეკრანს?
_მერე ფეხით მოვდიოდი და
_შენ მე შვილო იდიოტი გგონივარ? თუ არ გრცხვენია დგახარ აქ და მატყუებ ამხელა კაცს. ასეთი უნამუსო როდის გახდი , დედაშენი ოღონდ სახლიდან არ გაგეყვანა და შენ
_მე შენ გგავარ ეტყობა,უნამუსოც და მატყუარაც. თუ კაცისთვის შეიძლება წავიდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას
_კაცს თავის დაცვაც შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში და შენ ?
_არაფერი მჭირს,საღ _სალამათი ვარ. მაპატიე რომ არ დაგირეკე. ზოგჯერ ადამიანს სჭირდება საკუთარ თავთან განმარტოვება
_თუ ჩხუბის მერე დუდას არ ტოვებდი და სანამ არ მოუარე იქამდე არ მოგიყვანა სახლში ... შენ ვის აბოლებ თუ ხვდები . ყველაფერი ვიცი, რის გამო იჩხუბეს,ვინ იჩხუბა ,ვინ გააშველა და ვინ მოაგვარა ეგეც. იმასთან შეხვედრა არ მინდოდა თორემ ამოვიდოდი , თან გელოდი მაინტერესებდა როდის მოხვიდოდი სახლამდე. სად არის დუდა
_სახლში
_კარგად არის ?
_კარგად ვარ ,მაპატიე დროულად ვერ მოვიყვანე. მარტო ვერ გამოვუშვებდი და მე ცოტა დარეტიანებული ვიყავი _ დუდამ თავად უპასუხა . თუთას გვერდით იდგა და გიორგის მშვიდად ეუბნებოდა სიმართლის ნახევარს
_თქვენგან მიკვირს თორემ სხვა რომ იყოს ... შენ რომ ყველანაირად სწორი ბიჭი ხარ , მაგის ბლატაობა ვერავინ გააჩერა შენ სანამ არ ჩაერიე ხომ? ირაკლის თუ არ გინდა უთხრა და გარიო მე აქ ვარ ნებისმიერ დროს
_მადლობა , მაგრამ დასრულდა ... გაგრძელებას აღარ ვაპირებ. ამდენ დროს და ენერგიას ვერ დავუთმობ მისნაირ არარაობას
_მარტო ამ ამბავზე არ ვამბობ, ზოგადად შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს ... ზარანდიაზე მეტი თუ არა ნაკლები წონა არ აქვს ჩემ სიტყვას
_არ ვიცი რა გითხრეს,მაგრამ მე არ ჩამირევია ჩემი ნებით დათო
_იქნებ როგორმე დაემსგავსო . ხშირად შეხვდით ერთმანეთს _ თუთამ ამოიოხრა და გაბრაზებულმა გახედა ჟვანიას
_შენ ნუ გეშინია , არ მგავს ! ნუცას გზას არ გაივლი მის გვერდით და იმიტომ ვიბრმავებ თვალებს . სასაცილო კი ხარ რომ გგონია არ ვიცი პირველი კლასიდან დუდაზე ხარ შეყვარებული _ სიგარეტის ღერი ჰქონდა ტუჩებსშორის მოქცეული,მერამდენე ღერს ეწეოდა ვინ იცის. ფანჯარასთან იდგა რომ ჩაიცინა _ ასე რატომ მიყურებთ ,გგონიათ ვინმეს უმალავთ?ყველამ ვიცით უბრალოდ არცერთი ვართ წინააღმდეგი . არც შენ იქნები დაწუნებული რძალი და არც დუდაა არასასურველი სასიძო
_საიდან მოიტანე ...
_აღიარე ,ხომ ხედავ არ გიბრაზდები . ვის უმალავ
_მთელ სამყაროს გიმალავთ ... არ მინდოდა განხილვის საგნად ვქცეულიყავით და აშკარად აზრი არ აქვს . ახლა უთვალავი კითხვა,მოთხოვნა და მოვალეობა გაგვიჩნდება უცებ
_ხმის ამომღები არ ვარ ... ეს როდემდე გაგიძლებს ეგ მაინტერესებს მხოლოდ
_გასაძლები არაფერი მჭირს... არც დედას ჰქონდა მოსაბეზრებელი არაფერი და თუ არ ვეყვარები მუდარას არ დავუწყებ
_ჩემ გამო მას ნუ ეჩხუბები ... არ ეკადრება შენნაირ გონიერ გოგოს. მე არ ვარ დუდა , არაფრით მგავს და ტყუილად ნუ ეძებ ჩემთან მსგავსებას და დაშორების მიზეზს. შეგეცოდოს ისიც და საკუთარი თავიც. ნახე რამდენს ითმენს მაშინ როცა შენ გარდა არავის და არაფერს უხრის თავს ... იდეალური ირაკლის გაუმჯობესებული ვერსიაა და შენ მაინც უფრთხი ამდენი წელია . უნდა მოვკვდე თუ როგორ მოგაშოროთ ეს შიშები არ ვიცი , რა გინდა მშვიდი და ბედნიერი რომ იყო მითხარი _ თუთას ისედაც გადამწვარი ჰქონდა გონება,სრულიად დაუცველი იყო დარჩენილი,სულ'არეულს სიმშვიდის წერტილი სჭირდებოდა და ის ამ მონოლოგით უკანასკნელ საყრდენს აცლიდა. დუდას თითების შეხებას გრძნობდა, წელზეც მოხვია ხელი და მაინც ვერ დაიჭირა . გიორგიმ ზურგი რომ აქცია , დაიძინეო ნინის უთხრა და თავდახრილმა აიარა კიბე
_გაივლის ბჟოლიკო ... დალაგდები და გამოიდარებს თქვენთანაც _ ჩუმად ეუბნებოდა და გულში იკრავდა . ნინიმ ყელში გაჩხერილი ბურთი რომ ვერ გადააგორა იქაურობას გაეცალა,საძინებელში შეიკეტა და ისე დაღვარა ემოციები ცრემლებად.
...........
ზღვის ხმას თოლიების ერთვოდა . აივნის კარი ღია იყო,თხელ ფარდას არხევდა და დილის გრილ ჰაერს ოთახში ავრცელებდა. გასული დღის წვიმიან ამინდს მზე ებრძოდა ,სითბოს ფანტავდა ირგვლივ
_ხომ იცი ,რომ უნდა წავიდე _ ბათუმის გზას რომ დაადგა დუდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს აღარ გაუშვებდა
_ვიცი _ სხეულზე მოქცეულს ეფერებოდა და ნახევრად მძინარეს სიმშვიდეს არ ურღვევდა
_ფრენა ხვალ არის
_ზეგ გამთენიისას ... იქამდე მინდა ჩემთან იყო
_სემესტრს დავხურავ და დავბრუნდები... ახალ წელს აქ ვიქნები ,გპირდები
_ნუ მპირდები. ნუცას და ნინის ვერ დატოვებ,აქ რომ ჩამოხვიდე მე არ ვიქნები საკმარისი და სიმძიმეს იგრძნობ. ახალ წელს ბედნიერი უნდა იყო ...
_დედა უმკლავდება , მე შევძლებ წამოსვლას . ბინის რემონტი ხომ მაინც უნდა დავიწყოთ და მე
_შენ უნდა ისწავლო ,იმუშაო ... აქ დაბრუნება გაგყინავს და უარს ვერ იტყვი ამ გამოწვევაზე _ რამდენჯერმე აკოცა და თან ელაპარაკებოდა
_წლები გავა უშენოდ დუდა
_ვიცი
_ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდებით?
_უერთმანეთობა ისევ უნდა გადავიტანოთ ან უბრალოდ ჩემთან დარჩე და მერე ინანო რომ დარჩი . მე არ ვიცი კვალიფიკაციის ასამაღლებლად სად გავაგრძელებ სწავლას ან რა კურსებს გავივლი . აქ რომ დაგიტოვო და მერე დაგტოვო როგორ მომასვენებს სინდისის ქენჯნა _ თმაზე ეფერებოდა,ხმამაღლა ფიქრობდა და სუნთქვა უჭირდა უკვე _ ასეთი რთული რომ არ იყოს ცხოვრება გასაოცარი იქნებოდა
_უბრალოდ ეგოისტი უნდა იყო ან დღევანდელი დღით იცხოვრო,წამიერი ბედნიერება დაიჭირო და მომავლის გეგმების გარეშე განაგრძო გზა ,დინებას მიჰყვე ,მაგრაამ უკან არ უნდა მიიხედო ,არასდროს დაფიქრდე განვლილ ცხოვრებაზე
_კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს მე და შენ ერთად ყოფნა რომ შევძლოთ ...
_იმდენი რომ შეიძლება ორივე გაგვაუფერულოს
_იმედია თავისუფალ ურთიერთობას არ შემომთავაზებ და არ დაიწყებ ვიღაცებთან შეხვედრას იქ _ ზემოდან მოექცა და თითები ყელზე შეუცურა
_მე ვხვდებოდი თუ შენ
_ნუ გამახსენებინებ
_ლაპარაკი და კომუნიკაცია მომიწევს უამრავ სპორცმენთან , მწვრთნელთან,მსაჯთან ,ჟურნალისტთან და
_იცი მე რასაც ვამბობ და არ მითხრა მე ვის მოვეწონებიო ...
_და შენ ? როგორ აირიდებ ურთიერთობებს
_ჩვეულებრივად _ ყელს უკოცნიდა შემდეგ მხარზე და მკერდზე გადავიდა _ჯერ გაშვება შევძლო
_ასეთ დროს დარჩენის გარდა არაფერი მინდა და არასწორ დროს მესაუბრები _ფეხები წელზე შემოხვია , თითებს მხრებზე დაატარებდა . სრულად მოდუნებული ტკბებოდა მისი ალერსით ,გონებაში ყველა ბნელი ფიქრი ნათდდებოდა ათასფრად. სინამდვილეში ერთი ნათქვამი "არ წახვიდე,დარჩი " სჭირდებოდა,გაწვდენილი ხელი და უფსკრულშიც ჩავარდებოდა მასთან ერთად. იმ დროს ესმოდა ყველა ქალის, რომელიც ივიწყებდა ყველაფერს და მომავლის გეგმების გარეშე, კარიერაზე უარის თქმის ფასადაც კი რჩებოდა საყვარელ კაცთან.
დუდას არ უთქვამს დარჩიო , აეროპორტში ისევ არ გაჰყვა . იმ ღამით მორიგეობა აიღო და თუთა რომ თვითმფრინავში ავიდა თვითონ ოპერაციაზე დამხმარედ იდგა.
შემდეგი რამდენიმე თვე ისევ ძველი რეჟიმით განაგრძობდნენ ურთიერთობას. ყველა თავისუფალ წუთს წერდნენ ან საუბრობდნენ
_საშინელება გამოვიდა ... ვერ მოვახერხე რაც დამავალა და ისე გაბრაზდა ,მეც ვერაფერი ვუთხარი _ ატირებული უყვებოდა სამსახურში განცდილ კრახზე და გული ამოვარდნაზე ჰქონდა
_ყველა სამსახური ასეთია ბჟოლიკო, ისეთ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა ნებისმიერ წამს შეუძლიათ გადაიფიქრონ ინტერვიუ. შეუძლებელია ყველაფერი იდეალურად გამოგივიდეს,ახლა იფიქრე ვის მიიყვან მის ნაცვლად ისეთს რომ შოკირებული დარჩეს შენი უფროსი
_ვერ ვფიქროობ ... საშინელებაა როცა არ გყავს ნაცნობები და ვერ პოულობ გზებს დასაკავშირებლად
_სად ვარჯიშობენ გაარკვიე და იქ მიდი ... ცოტა დრო გჭირდება ,რომ გაიცნო ყველა და შენი კომუნიკაციის უნარები აჩვენო _ კლინიკიდან გადიოდა,მორიგეობის შემდეგ სახეზეც კი ეტყობოდა ემოციური გადაღლილობა _ წამოდი გავისეირნოთ ერთად
_ერთად ?
_ხო ერთად ... აქ წვიმდა , ცივა
_აქ სიგრილეა ,მაგრამ მზეა ... ცაზე ღრუბლებიც არ არის ,შენი თვალისფერია ყველაფერი _ ცისკენ შეაბრუნა კამერა და თან დუდას უყურებდა _ უსასრულოდ მენატრები...მინდა ყველაფერი დავტოვო და შენთან წამოვიდე. არაფერი გამომდის
_კურსს დახურავ და შემდეგ შევხვდებით ...
_ვერ წამოვალ
_რატომ
_შვებულებას ვერ ვიღებ ,უნდა ვიმუშაო ან საერთოდ დავტოვო სამსახური, მაგრამ ნუცას ტვირთად არ მინდა დავაწვე
_ისუნთქე ... ღრმად ჩაისუნთქე და სიარული განაგრძე . მიდი ბჟოლიკო,მე შენთან ვარ _ელოდა , გეგმა ჰქონდა ახალი წლისთვის ის კი ჩასვლას ვერ ახერხებდა და მაინც მის დამშვიდებას აგრძელებდა.
_აღარ შემიძლია,დავიღალე
_შეგიძლია ... დაისვენებ და ყველაფერს გააკეთებ
_არ გამოდის
_შენ ასაკში ნორმალური ადამიანი სწავლასაც ვერ ახერხებს ისეთი ქულებით შენ რომ გაქვს. შენ კი ყველაფერს აკეთებ სწავლასთან ერთად... ნუ ხარ ასეთი კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ
_შენ კიდევ როდის გაქვს გამოცდა
_დღეს
_მორიგეობიდან პირდაპირ მიდიხარ?როდის იმეცადინე
_წუხელ ... არ დამიძინია
_ასეთ რეჟიმში როდემდე უნდა იყო
_განყოფილებას ჯერ ვერ შევიცვლი ,შემდეგ მაქვს რაღაც გეგმა
_არ მეტყვი?
_აქაურობას დავტოვებ უბრალოდ და სხვა განყოფილებაში გადავალ . შემდეგ წლებში მორიგეობები ისედაც მომიწევს ...
_პირველი გადი და მერე დაისვენე
_წერაც მაქვს
_მზად ხარ ?
_კი , წითელი დიპლომის გარეშე არ მიმიღებ ვიცი და მაქსიმალურად ვცდილობ
_ნუ ხუმრობ ასე ... მე უკვე ყველანაირს მიგიღებ
_ასე დგას ჩვენი საკითხი ? _ ფართოდ გაეღიმა და ისეთი საყვარელი იყო თუთას გული შეეკუმშა მისი ჩახუტების სურვილს ვერ ერეოდა,ვერაფრით ჩაანაცვლებდა
_ჩემი მზეჭაბუკი ხარ ,სამუდამოდ
_ცრემლები შეიმშრალე ბჟოლიკო, გამიღიმე და წავედი
_წარმატებული დღე ,ბაყბაყ_დევო
_სიმშვიდე შენთან ბჟოლიკო

ორივე ებრძოდა ყოველდღიურობას,მაგრამ არცერთი იყო კმაყოფილი მიღწეული შედეგებით. თუთას გამოუვიდა უფროსის გულის მოგება, მაგრამ იმდენად იყო გადაღლილი სიხარულის განცდაც ვერ გაიაზრა შექებისას . დუდასთან საუბრისას ჩაეძინა , ბიჭი იქამდე უყურებდა სანამ თავადაც არ მოერია ძილი.
შემდეგ ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა. შემთხვევით გაიგო ამბავი რომელმაც შეძრა . სიზმარი ეგონა,ვერ იჯერებდა
_დუდა გაიღვიძე... დუდა სასწრაფოა. გიორგი დაიჭირეს ,მაია მკვდარი იპოვეს მის სახლში და გიორგი დაიჭირეს გესმის? ირაკლის დაურეკეს ბიჭებმა, ადვოკატი გვაპოვნინეო _ეკას ხმა ესმოდა,დუდაც იმ წამს გამოფხიზლდა მობილურის გათიშვაც დაავიწყდა .
_მკვდარია ყუ საავადმყოფოშია
_მკვდარიაო დუდა,გესმის?რას გადაურჩა ნუცა?ღმერთო არ მჯერა რომ ამ ბიჭმა აქამდე მიიყვანა საკუთარი ცხოვრება.
_ირაკლი წავიდა უკვე?
_კი , შორენას ურეკავდა ... მსგავს საქმეებში ეგაა ყველაზე მაგარი ,მაგრამ თუ მოკლა რა უშველის. თუთას უნდა გააგებინო,ბავშვებმა ხომ უნდა იცოდნენ რა ხდება. სხვისგან გაგებას სჯობს შენ დაელაპარაკო _ ყველაფერი ესმოდა,უკვე პირზე ხელაფარებული ტიროდა დუდამ მობილური რომ აიღო და ეკრანის დანახვისას სახე წაეშალა
_თუთა ...
_პირველივე რეისზე ვიყიდი ბილეთენს და წამოვალ ,აეროპორტში დამხვდები ?
_დაგხვდები ... იქამდე გაირკვევა ყველაფერი .

ნინი არაფერს ამბობდა,ნუცა კი ერთხანს უბრალოდ იჯდა მერე კი წამოდგა და ბარგის ჩალაგება დაიწყო
_ჩვენც მივდივართ ...
_სად მიდიხარ ,სამსახურს ასე ვერ დატოვებ და ყველაფერს ვერ გაანადგურებ. მოკლა გესმის?ღმერთო , ატანა არ მქონდა იმ ქალის ,მაგრამ როგორ მოკლა... როგორ გაიმეტა
_შენ რა დაიჯერე? შენც გჯერა თუთა?
_შენ არა ?
_გიორგი ვერავის მოკლავდა, მითუმეტეს იმ სახლში ... გიორგი მკვლელი არ არის . ის უბრალოდ არასწორად საუბრობს,ჩხუბობს,ტოქსიკურია ... არანორმალურია და მის გვერდით ყოფნა უდიდეს ენერგიას მოითხოვდა,მაგრამ მკვლელი არ არის . არ შეუძლია, არც ცემაშეუძლია ... არ შეუძლია მე ვიცნობ. ჩემზე უკეთ დედამისიც არ იცნობს . გული გაუსკდება ,ყველამ თქვენსავით თუ დაიჯერა მოკვდება... ვერ გადაიტანს მკვლელად რომ ახსოვდეს მის შვილებს. უნდა წამოვიდე,უნდა ვნახო და ვუთხრა რომ მჯერა ,რომ ვიცი არ მოუკლავს და
_და რომ გიყვარს და რომ არ მიატოვებ ?
_არა ,მისი ცოლი აღარასდროს ვიქნები ,მაგრამ ვერ მივატოვებ ახლა ვერ ... მე მან ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა,ისე მატკინა თავისი ღალატით და თავისი სისუსტით არასდროს შევურიგდები,მაგრამ ასე ვერ დავტოვებ. არავის ესმის მისი,არავინ იცნობს _ ისტერიკა ჰქონდა,ტიროდა და ოთახებს შორის დადიოდა. თუთა იჯდა და უყურებდა , გაკვირვებულიც არ იყო თითქოს. ასეთი ქალი იყო ნუცა და მისი არდაფასების,მისი დაკარგვის გამო ისჯებოდა გიორგი.

მეორე საღამოს უკვე სამივე თბილისში იყვნენ. დუდა დახვდა, მასთან ჩახუტებულმა სისუსტეც იგრძნო,იმედიც და საყრდენიც. შეეძლო ცოტა ხნით მოდუნებულიყო,მოშორებოდა გარესამყაროს
_ყველაფერი გაივლის
_ესეც ?
_ესეც გაივლის... გიორგი არ აღიარებს. არ იცის ვის შეიძლებოდა მოეკლა,მაგრამ არ აღიარებს . მტკიცებულება ჯერ არ ჩანს,შოკშია და ნორმალურად ვერც იხსენებს მომხდარს
_ადვოკატს მინდა შევხვდე ... იქნებ შემიყვანოს მასთან
_არ გაჩვენებენ. ადვოკატის გარდა არავის აჩვენებენ სასამართლომდე. სასამართლო როდის იქნება ჯერ არ ვიცით, პატიმრობაში რჩება. გირაო არ მიიღეს,არც თავდები ... ფემიციდია. ყველა მასზე ლაპარაკობს_საჭესთან იყო უკვე, ნაწილ_ნაწილ აწოდებდათ ინფორმაციას
_წერილს გავატან მაშინ თუ სხვა გზა არ არის...
_ეგ შეიძლება... ადვოკატი ჩვენთან მოვა. შეიძლება უკვე არის კიდეც
_ირაკლის მეგობარია ხომ?
_კი და ძლივს დაითანხმა ... პრინციპული ქალია , დამნაშავეებს არ იცავს და მითუმეტეს ფემიციდის შემთხვევისას
_ჩემთან დალაპარაკება შეუცვლის აზრს მასაც და ყველა დანანრჩენს. მე რომ იქ ვიქნები მიხვდებიან რომ დამნაშავე არ არის... _ ტირილიაგან დასიებული ჰქონდა თვალები. ბოლო რამდენიმე საათი წამით არ დაუსვენია და შემდეგი დროც მხოლოდ გიორგიზე ფიქრობდა.
თუთა იქამდე თუ პასუხისმგებლობას იღებდა ახლა ისევ პატარა ბავშვივით გრძნობდა თავს რიმლის ყველა პრობლემას დედა აგვარებდა. უყურებდა ადვოკატის წინ მჯდომი როგორ იცავდა გიორგის ისე რომ საქმის გარემოებაც კი არ იცოდა,არაფერი იცოდა და მაინც სჯეროდა. შემდეგ წერილს წერდა და ცრემლებით ასველებდა ფურცელს. წამით თავი დახარა და თუთას ეგონა გონებას კარგავსო , მაგრამ ისევ შეიმშრალა სახე და ქალს გადაკეცილი ფურცელი გაუწოდა.
_ასე ძალიან როგორ გიყვართ კაცი რომელმაც გიღალატათ
_ღალატამდე გვაკავშირებდა მე და მას ყველა'ფერი ...
_იქნებ ბოლო დროს მომხდარმა ცვლილებამ თქვენი ღალატიდან მკვლელიბამდე მიიყვანა
_არა ,მკვლელი არ არის! არ შეუძლია და მორჩა ... ყველაფერი გააკეთეთ რომ დაამტკიცოთ მისი უდანაშაულობა და ის იპოვნოთ ვინაც მოკლა ის ქალი.
_20 წელია ვმუშაობ და მსგავსი ქეისი არ მინახავს...დროებით. ვეცდები წერილი ამაღამვე წაიკითხოს
_გმადლობთ შორენა

ეკაც კი დადუმებული იჯდა ,არ იცოდა რა გაეკეთებინა. ყველანი ოთახებში გადანაწილდნენ . თუთა დუდას გაჰყვა. არ ჰქონდა თამაშის ძალა,არც დამალვის დრო. პირდაპირ მის საძინებელში შევიდა , გამოიცვალა და გვერდით მიუწვა.
_ასეთი არ უნდა ყოფილიყო ჩემი დაბრუნება... ყველა გეგმა ჩამეშალა. გიორგის გამო წავედით და გიორგის გამო დავბრუნდით. აი რას ნიშნავს გავლენა
_ეჭვი გეპარება ხომ ? გგონია შეეძლო მოეკლა და ეს ეჭვი გტკივა
_მე ვიცი რომ მისი მეშინოდა,მისი განრისხების და ზღვარგადასული ბრაზის.
_ნუცასიც არ გჯერა?
_იმაზე მეტად უყვარს ვიდრე წარმოდგენა შემეძლო და ესაა სიგიჟე ,ავადმყოფობაა და მეტი არაფერი
_მკვლელს თუ ვერ იპოვნიან დაიჭერენ. სიცოცხლის ბოლომდე ციხეში იქნება
_ვერ გადაიტანს ... ქალის მოკვლის გამო რომ ჩასვან მართლა ვერ გაუძლებს .
_დრო გვიჩვენებს დანარჩენს... სხვა ვერაფერს გავაკეთებთ. უნდა დაველოდოთ
_ამდენი ლოდინი ბოლოს მიღებს.....ამდენი უბედურება, ყველაფერი ერთად ხდება. ერთ პრობლემას გადააგორებ,გაუძლებ ,გადარჩები და მეორე უფრო მძიმე ჩნდება . მხოლოდ შენგან შორს ყოფნა მაწუხებდა ,შენი მონატრება მიფორიაქებდა სულს მას შემდეგ რაც ისინი დაშორდნენ და აღარ ვნერვიულობდი დედაზე. ვიცოდი რა მიზნითაც ვიყავით ის და უბრალოდ დროს ველოდი როცა სტაბილურად გააგრძელებდა ცხოვრებას . შენ ტვირთად გადავიქეცი , თავი მისკდება ამდენი ფიქრისგან
_ცოტა ხნით უნდა დაიძინო...აზრების დალაგება რომ შეძლო _ ზურგზე ეფერებოდა და თავზე კოცნიდა .

ნუცას წერილი იმ დროს გიორგისთან მოხვდა . ფურცელს დაჰყურებდა და სინდისის მარწუხები ახრჩობდნენ
" მთელმა სამყარომ რომ დაიჯეროს მე და შენ ხომ ვიცით რომ მკვლელი არ ხარ . ჩვენი ბავშვებისთვის გაუძელი , გთხოვ.
გახსოვს შენი ძმა რომ გარდაიცვალა გითხარი , ბნელი აზრებისგან გასაქცევად უნდა იფიქრო მხოლოდ ნათელ მოგლნებებზე და ადამიანებზე ვის გამოც ცხოვრება ღირს.
დახუჭე თვალები და დაივიწყე სად ხარ ,ანდაც იფიქრე რომ ისევ ისე ,ძველებურად ჩხუბის გამო მოხვდი და მალე გამოგიშვებენ.
მე და ჩვენები შენთან ვართ და გვჯერა "
რთული იყო რეალობისგან გაქცევა. პორველ რიგში იქ მყოფი ადამიანები არ აძლევდნენ საშუალებას. ათასგვარი ხმა ისმოდა,სიჩუმე არასდროს იყო და გონებაშიც მხოლოდ ბავშვის ტირილის ხმა , მაიას უსულო სხეული და სისხლის სუნი ახსოვდა. არ უყვარდა,არასდროს ,მაგრამ მის გვერდით იცხოვრა,მისგან შვილი ჰყავდა და როგორ შეიძლებოდა არ ტკენოდა. ვერ ხვდებოდა ვის შეიძლებოდა მოეკლა და ესეც იმის გამო რომ მის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა. ნუცას ყველა ნაცნობი და ნაბიჯი იცოდა მაიასთან კი არაფერი გაურკვევია. მისი პრობლემების მოსმენაც არ უცდია, ფულს სთხოვდა და აძლებდა . სულ ეს იყო , სხვა არაფერი მოსდიოდა გონებაში. ყველაფერი მაშინ გართულდა ადვოკატისგან რომ გაიგო საქმეში ნარკოტიკებით ვაჭრობის ამბავი. კვლევები ჩაუტარეს და მის საკუთრებაში არსებული ყველა შენობა გადაქექეს.
_კურიერი იყო ... წლების განმავლობაში და თქვენი კავშირიც თუ დადასტურდება ბრალი დაგიმძიმდებათ უნდა ვიცოდე სიმართლე
_ნარკოტიკს ვყიდი თუ არა? არც მოვიხმარ მე ალკოჰოლის გარდა არაფერს და წლების წინ კანაფს ვეწეოდი ... ბოლოს ნუცა რომ წავიდა მგონი მაშინ დავბოლდი რამდენჯერმე. იცით მაინც მე აქამდე რომ მივსულიყავი რამდენი ვიწვალე? ეს და ჯოჯოხეთია... რა კურიერი . რაღაც მაღაზიაში კონსულტანტი იყო სანამ დაფეხმძიმდებოდა. არ ეშლებათ?
_ტელეფონი აღმოვაჩინეთ , მიმოწერებიც ვნახეთ . თქვენთან ყოფნის დროს როგორც ჩანს შეწყვიტა და რომ დაშორდით ისევ დაიწყო. ყველაფერი ჩაიხლართა და გართულდა
_არ მჯერა რომ ნარკოტიკებთან ჰქონდა საქმე...თვითონ რაღაც დამამშვიდებელს სვამდა და ისიც მშობიარობის მერე. ორსულობის დროს ჩემთან მყავდა რამე რომ არ მოსვლოდა ბავშვს იმდენად უპასუხისმგებლო იყო და დავიჯერო ვერ მივხვდი კაიფში თუ იყო?
_მის სისხლში მხოლოდ ძილის წამლები აღმოჩნდა. სახლში რომელშიც მეგობართან ერთად ცხოვრობდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული.
_ჩემთან არაფერი იქნება,თუ ვინმე არ ჩამიდებს ... იქნებ მაგიტომ მოკლეს. დილერმა,მეორე კურიერმა ან არ ვიცი კლიენტმა
_იძიებენ
_მაგათი გამოძიება... ჩემზე საქმის შეტენვა ყველაზე მარტივია ახლა. მართლა ვეჩხუბე , სახლში არ ვტოვებდი ბოლოს შემეცოდა და ვიფიქრე იქ დავტოვებ და მე გადავალ_თქო. ბარგის ჩასალაგებლად დავბრუნდი უკან. ბავშვი სად ჰყავთ , მე მითხრა არავინ მყავსო
_მართალია,ბავშვთა სახლში გაიზარდა და არავინ ჰყავდა. თქვენი შვილი ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ აღმზრდელთანაა.
_ბავშვთა სახლში უნდა იყოს თუ რაღაც ოჯახში სანამ მე აქ ვიქნები? რამდენხანს გაგრძელდება სასამართლო
_სანამ თქვენი უდანაშაულობა არ დამტკიცდება იქამდე ...
_აქამდე როგორ მივედი _ თავზე ჰქონდა ხელები მოჭერილი და ოხრავდა _ჩემი მშობლები ნახეთ ? დედაჩემს გული გაუსკდება საბოლოოდ...
_მე არ მინახავს. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. სხდომისთვისაც მოემზადოთ ... მასთან კონფლიქტი გქონდათ ,მიმოწერებიდანაც ჩანს როგორი დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. პროკურორი გამოიყენებს ყველა სიტყვას
_ჩხუბი მკვლელობას ხომ არ ნიშნავს
_ფეთქებადი ხასიათი გაქვთ ,აგრესიულიც ხართ ...
_ტიპიური გრუზინი ?ჩემი შვილები ასე ამბობენ _ ჩაეცინა და ქალს მზერა გაუსწორა _ გამომძიებელს იცნობთ? შეუძლია იპოვნოს მკვლელი თუ აქ მომიწევს წლების გატარება
_ვიცნობ... გაგიმართლათ ის რომ იძიებს საქმეს. გამხნევდით ,მოთმინება მოიკრიბეთ და ელოდეთ კარგ ამბავს
_ჩემი ბარათები გაყინულია ალბათ ხომ? და სახლში რაც იყო ფული ამოღებულია
_დიახ, ბარათებიც საქმეშია, გამოძიების დასრულებამდე
_ანგარიში მაქვს გახსნილი ნუცას და თუთას სახელზე ... არ იციან. გეტყვით მონაცემებს და გადაეცით.
_ყოფილი ცოლის სახელზე გაქვთ ანგარიში?
_ანდერძიც დაწერილი მაქვს ... ირაკლი დამეხმარა. რამე თუ მომივა ყველაფერი მის სახელზე გადავა სრულად. მათესთვის ყიდვა ვერ მოვასწარი _ თავი უსკდებოდა, გამუდმებით იჭერდა შუბლზე ხელს და მერე გულზე
_ცუდად ხართ?
_თავის ტკივილი მაქვს რა წამსაც მაია დავინახე იმ წამიდან
_ექიმის კონსულტაციას მოვითხოვ
_არ მინდა ... გავუძლებ როგორმე. ნახვამდის , მადლობა ყველაფრისთვის


ვერ გაუძლო. გამთენიისას გადაიყვანეს საავადმყოფოში სტენოკარდიული შეტევით.
დუდამ დაურეკა კლინიკიდან სიტყვებით "_არ ინერვიულო სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,სტაბილურია,მაგრამ აზრი არ ჰქონდა როგორ დამშვიდდებოდა. მერე იყო ნუცას ნათქვამი "ყველაფერი ჩემი ბრალია" რომელიც გონებაში დაელექა . კიდევ ერთხელ მიხვდა რამდენად დიდია წნეხი ქალზე,რამდენად მოუშორებელია ეს ბნელი გავლენა ,მოვალეობები რომელსაც ბრბო აკისრებს და პასუხისმგებლობა რომელიც არასდროს ტოვებს.
პარადოქსია ქალები დედის ინსტიქტით და ნებისმიერი ცოდვის მიტევებით ქმრების მიმართ.

დუდა უხსნიდა მდგომარეობას,მაგრამ ვერაფერს იაზრებდა. გონება დაბინდული ჰქონდა,მხოლოდ ეხვეოდა და ცდილობდა არ წაქცეულიყო. შეგიყვანთო რომ უთხრა კიდევ უფრო მეტად შეეშინდა, როგორი დახვდებოდა იქ გიორგი და როგორ გაუმკლავდებოდა ემოციებს.
..........
თვალები რომ გაახილა უკვე პალატაში იწვა და დუდას ხედავდა ექიმებთან ერთად. არაფერი უთქვამს, კითხვებს მოკლედ პასუხობდა და გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა
_კარგად იქნები ... ახლა წამლები მოქმედებენ და იმიტომ გიჭირს თვითშეგრძნების გაგება.
_თუთას მიმიხედე ,ჩემ თუთას არ ატკინო გული
_დამშვიდდი ,დაიძინე და რომ გაიღვიძებ შენთან იქნება _ ჩუმად ელაპარაკებოდა , ბადრაგები იქვე იყვნენ . გიორგის გონებამ ვერ გაიაზრა მისი ნათქვამი სიტყვები იქამდე სანამ თეთრი ხალათით და პირბადით მდგომი თუთა და ნინი არ დაინახა
_არ მოკვდე თორემ არასდროს გაპატიებ ! _ ნინი თითებზე უჭერდა თითებს და ყელში გაჩხერილ ბურთს ებრძოდა
_მა ,ჩემო ციცინათელა
_ორი წუთი მხოლოდ თორემ სამსახურს დავკარგავთ _ ბადრაგის ხმა ესმოდა. ვერაფერი უთხრა გიორგის,მხოლოდ ლოყაზე აკოცა და გაუძელიო დასცდა.

ნუცა კართან იდგა ,მაგრამ არ შესულა. არ უნახავს გიორგი სასამართლომდე ,მაგრამ არ გაჩერდა სანამ მათესთან არ მივიდა. გულში იკრავდა ქმრის ერთ_ერთი ღალატის ნაყოფს და მის დიდ ყავისფერ თვალებში გიორგის სახეს ხედავდა. ბავშვი რომელიც მუდამ მშვიდი იყო ისეთი გაღიზიანებული ეჩვენა,პატარაც კი გრძნობდა მარტოობას, სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვას და სიცივეს,რომელიც ნუცასთან არ იყო.
_სულ ტირის... ძალიან ცოტას ჭამს. არ ვიცოდით როგორი იყო აქ მოხვედრამდე
_ჩვენ რომ წავიყვანოთ შეიძლება?
უკაცრავად ,როგორ? ადვოკატი ყურებს ვერ უჯერებდა
_მისი ორივე და სრულწლოვანია... არ შეიძლება ჩვენთან იყოს სანამ გიორგის გაათავისუფლებენ?
_დედა ...
_აქ არ უნდა იყოს... ოჯახი ჰყავს და არ იმსახურებს მარტოობის სტრესის გადატანას.
_რთული იქნება ... დიდი დრო დასჭირდება და იქამდე გიორგის სასამართლოც იქნება
_მნიშვნელობა არ აქვს... ცადეთ ,იქნებ გამოვიდეს _ბავშვს ეფერებოდა და ისიც გარინდული იწვა მის მკლავებში. შემდეგ თვალები დახუჭა და ვინ იცის რამდენი ხნის შემდეგ დაეძინა მშვიდად_შენ არ ინერვიულო,ნუცა შენ არ მიგატოვებს .
.......
ბებიასთან და ბაბუასთამ შეხვედრა იმ დროს მოუხდათ . იქამდე თავს არიდებდა ნუცა და განქორწინების შემდეგაც პირველად ხედავდა ქალს პირადად. ბევრი ითქვა,მაგრამ ყველაზე კომიკური მისი ნათქვამი "ყველაფერი შენი ბრალია,შენ გადაკიდე ამ ბ.ზებსო ,შენ ვერ მიხედე და დააფასეო " ქალი რომ გაჰკიოდა ეგ იყო. ნუცას სიტყვა არ უთქვამს ისე აუარა გვერდი და გაეცალა.
კიდევ ბევრს არიდებდნენ თავს თორემ ხალხის ხმა რომ მოესმინათ ჭკუიდან გადავიდოდნენ. საუკეთესო არჩევანი იყო ქვეყნიდან წასვლა და ბნელი ადამიანებისგან შორს ყოფნა.
_ვერ უთხარი ჩემი კი არა შენი ბრალიაო?არანორმალური
_ასე ნუ ამბობ ... 70 წლისაა ,მოხუცია,ავადაა,შვილმკვდარი დედაა და ახლა მეორე შვილი ციხიდან საავადმყოფოში ჰყავს გადმოყვანილი. ვინმეს ხომ უნდა დააბრალოს საკუთარი უბედურება...ცოდოა
_შენ რატომ არავის ეცოდები
_მე მაქვს ძალა და არ მაქვს არაფერი მაგათი შესაბრალებელი. მე გიორგის გარდა სუსტი წერტილი არ მაქვს
............
_ციხეში დააბრუნეს ... უკეთ არის.
_შენ როდის მოხვალ სახლში დუდა?
_გამოვიცვლი და გამოვდივარ ... რამე წამოვიღო?
_არა, შენ მოდი მეტი არაფერი მინდა _მარტო იყო იმ დროს. ნინი და ნუცაც გასულები იყვნენ. ცდილობდა გონება დაესვენებინა და სამზარეულოში გადაინნაცვლა. სადილის მზადება დაიწყო და იქამდე არ დაუსვენია სანამ დუდა არ მივიდა და მოეხვია
_დაისვენე მე გავაკეთებ
_შენ დაისვენე მე ძილი არ მეკარება ,ასე უკეთ ვარ _ მისკენ შებრუნდა,მკლავები ყელზე შემოხვია და რამდენჯერმე აკოცა .

დუდა რომ არ ჰყოლოდა იმ რამდენიმე თვეს ვერ გადაიტანდა. უკან იტალიაში დაბრუნდა ცოტა ხნით, უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბარა. შემდეგ დაბრუნდა და უყურებდა როგორ უვლიდა ნუცა მათეს.
მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა ამ დროს გონებაში"დაუბრუბდება?" პასუხი არ ჰქონდა. ნუცამ რომ საკუთარ გეგმებზე უარი თქვა და ცხოვრება დააპაუზა ფაქტი იყო.
_გავიგეთ რომ დუდასთან ხარ და წინააღმდეგები არ ვართ არც მე და არც ეკა,მაგრამ სირცხვილია შენ ოთახშიც დაიძინე ზოგჯერ
_დამღალა უაზრო "სირცხვილიამ",საერთოდ არ მრცხვენია რომ მიყვარს და მინდა ამ უბედურებაში ბედნიერება ახლოს მყავდეს. ყველაფერი რომ დასრულდება უკან დაბრუნება მომიწევს დედა და გთხოვ ისე ნუ მიყურებ თითქოს ვიღაც გარყვნილი ,ხელიდან წასული გოგო ვიყო და საწოლში ვუვარდებოდე ბიჭს
_თავს უხერხულად არ გრძნობ?
_სიმშვიდის გარდა არაფერს ვგრძნობ.
_გიორგიმ იცის? თუ ინფარქტი უნდა დაემართოს რომ გამოვა
_იცის და მოსწონს კიდეც ჩემი და დუდას წყვილი
_მას უთხარი და მე არ მითხარი?
_არ მითქვამს,მიხვდა
_რაც უნდოდა ყველაფერს იგებდა და მაიას ცხოვრებამ როგორ არ დააინტერესა _ ამოიოხრა და ბავშვი საწოლზე დააწვინა _მამათქვენი იდიოტია ,გამოუსწორებელი სულელი და თავი ჭკვიანი ჰგონია
_საკუთარ თავს იზიანებ მათესთან ყოფნით
_იქ დამეტოვებინა ?
_არა , მაგრამ მე და ნინი ვიზრუნებდით
_თქვენ თქვენი პრობლემები გაქვთ და არც იცით როგორ იზრუნოთ ბავშვზე
_არ გტკივა ? მას რომ ეფერები და გახსენდება ყველაფერი ?
_მე დიდი ხანია გადავიტანე მამაშენის ღალატი ,ბავშვის ბრალი არ არის
_გადაიტანე და დაივიწყე ?
_ნუ გეშინია თუთა, გიორგი როგორც კი გამოვა მაშინვე დავუბრუნდებით ჩვენ გეგმას ...
_არ მეშინია, შენ თუ გინდა ხალხის ხმის გამო არ უნდა დაიხიო უკან. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა
_მე პირველად რომ ასდიოდა სხვა ქალის სუნი მაშინ უნდა გამომეფხიზლებინა ისიც და საკუთარი თავიც. მაშინ შეიძლებოდა დაგვებრუნებინა ერთმანეთი,ახლა შეუძლებელია ჩემი და მისი ერთად ყოფნა.
_დარწმუნებული ხარ ?
_დარწმუნებული ვერასდროს ვიქნები სანამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ... უბრალოდ არ შემიძლია , არ ვარ ამდენად სულგრძელი რომ მივუტევო ,დავივიწყო და თავიდან დავიწყო ისე თითქოს სხვა კაცთან ვარ,რომელსაც ჰყავდა ჩემამდე ცოლი და შვილები ,დაუშვა შეცდომები
_როგორც არ უნდა გადაწყვიტო მე და ნინი შენ გვერდით ვიქნებით
_ვიცი...არ იფიქრო რომ გსაყვედურობდი. უბრალოდ არ ვართ ჩვენ ჩვეულები დაუქორწინებელი წყვილის ერთ საძინებელში ცხოვრებას ,მაგრამ მიხარია თქვენ გამო. ბედნიერები უნდა იყოთ ორივე ,საუკეთესოები ხართ
_მიყვარხარ
_აქ რა დედა_შვილური კრება გაქვთ?მე რატომ გადამაგდეთ?
_მოდი დე , მოდი ჩვენთან ჩემო სიხარულო ... უყვარხართ დედას _ ორივეს ჩაეხუტა და დიდხანს ეფერებოდა.
სასამართლოს წინა ღამეს ერთად ეძინათ სამივეს და გვერდით საწოლში მათეს.

სასამართლო პროცესის დროს ნუცაც მათ გვერდით იჯდა. გიორგის დანახვა იმ ადგილას ,განსასჯელის სკამზე მტკივნეული იყო. გამომძიებელს ნამდვილად კარგად ჰქონდა ნამუშევარი,კამერების ჩანაწერებიც არსებობდა. ოთხი საათი იყო დრო სახლიდან გასვლასა და მკვლელიბას შორის. 112_ში შესული ჩანაწერიც გიორგის ამართლებდა, მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მკვლელიც იდენტიფიცირებული ჰყავდათ ,ეძებდნენ . გიორგის სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღები იქნა ამოღებული , მაია დანით იყო მოკლული. იარაღის ტარება შენახვაზეც ვერ მიედავებოდნენ ყველა მათგანი გაფორმებული ჰქონდა . ადვოკატი სხდომამდეც აფრთხილებდა რომ იმ დღესვე გაათავისუფლებდნენ ,მაგრამ მაინც განაჩენის გამოტანის მომენტში დრო გაჩერდა თითქოს. მერე ხედავდა გიორგის როგორ მოეხვია ჯერ იქვე მჯდომ ადვოკატს და შემდეგ შვილებს. თუთას მეხსიერებაში დარჩა კადრები,როგორ გაჩერდა ნუცას წინ,მის ხელებს თავისი შეახო და მტევნები დაუკოცნა თავდახრილმა. არ ახსოვდა,ან ვერ გაიგო რა უთხრეს ერთმანეთს. ეს ამბავი მათი შერიგებით არ დასრულებულა. ნუცამ ბილეთები იყიდა და სულ რაღაც 1 კვირით დარჩნენ საქართველოში .
_სახლს ვყიდი ... იქ ერთი დღეც ვერ გავჩერდები . იქამდეც უნდა გამეყიდა , შენი არჩეული იყო ყველაფერი . სულელი ვარ _ სადილზე დაპატიჟა სამივე და ბავშვიც თან ჰყავდათ . უცნაური იყო ოჯახის ყველა წევრს ერთად ხედავდა და იცოდა ოჯახისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ზოგჯერ სურვილი უჩნდებოდა ყველაფრის დავიწყების და მშობლების ერთად ნახვის, ბედნიერება უნდოდა დაენახა და არა ტკივილი _ მაინც თქვენი იქნება და რამდენიმე ვარიანტს გაჩვენებთ წასვლამდე ... ვფიქრობდი ბინას ვიყიდი_მეთქი ,მაგრამ რომ ჩამოხვალთ ხომ უნდა შეძლოთ ჩემთან დარჩენა თან ბინას თავიდან ვერ შევეჩვევი .
_შენ ამათზე უკეთესი გემოვნება გაქვს ... აარჩიე რაც გეკომფორტულება. შენ უნდა იცხოვრო
_ყველაფერი უფრო ძვირია ვიდრე მაშინ ჩვენ რომ ვაშენებდით
_გაყიდვითაც ძვირად გაიყიდება
_ ვიფიქრე ბინაში ხომ არ გადავიდე და დარჩენილი ფული გოგონების ანგარიშებზე გავანაწილო
_ანდერძზე ჯერ რატომ ფიქრობ ვერ ვხვდები ... კვდები და არ ვიცით? 42 წლის ხარ რა ისტერიკა გაქვს. ჯერ მოიყვანე ნორმალური ცოლი და მერე გადაანაწილე ქონება ბავშვებს შორის და არა ცოლებს შორია
_არ მინდა მეტი ცოლი და ბავშვიც ,გმადლობთ . ნუ თუ შენ არ შემირიგდები და გააჩენ კიდევ
_ანდერძს წერ ჩემთან ყოფნის შემდეგ და არ მგონია მეორედ გამიქაჩო
_ვცადოთ
_გეყოფა,ნუ გამიგიჟებ ბავშვებს...იფიქრებენ რომ ამიტომ ვსადილობთ
_არ გაგიჟდებიან ... სხვა კაცთან შენ ყოფნას და ჩემ სხვა ცოლს ან ორივეს მარტო ყოფნას ისევ ერთად ვიყოთ არ სჯობს? შეცდომებზე ნასწავლი ცხოვრებით თავიდან დავიწყებთ
_მე შეცდომები არ მქონია... იმის გარდა რომ შენ არ გაგზარდე ისე როგორც ბავშვი და არ ვიმუშავე შენ ჩემ ჭკუაზე გადმოყვანაზე _ ისე ეხუმრებოდნენ ერთმანეთს,ისეთი მშვიდები იყვნენ ასეთი დიალოგი მოსმენილი როდის ჰქონდათ არ ახსოვდათ გოგონებს
_თავიდან იწყებთ ფლირტს თუ რა ხდება
_ნწ, მაშინ მხოლოდ მე ვეფლირტავებოდი თვითონ წითლდებოდა და არ მეკონტაქტებოდა. კოცნის მერეც ლამის იტირა ისეთი დაბნეული იყო _ ჩაიცინა და ქვემოდან ამოხედა ნუცას ,რომელიც მათეს თავისი ბოთლიდან აჭმევდა
_იქნებ კოცნა არ იცოდი და იმიტომ მქონდა ეგ რეაქცია
_მე არ ვიცოდი?
_დიახ ... თვითონ იყავი დაბნეული და იმხელა ხმაზე გიცემდა გული დავყრუვდი
_შენი გული ხომ არ იყო ეგ შემთხვევით
_არაა , მე მხოლოდ ცემა მინდოდა მაშინ შენი ... მერე ცოლად რომ გამოგყევი ნამდვილად სხვა სიტუაცია იყო ,მაგრამ იქ სოფლის სახლში საწოლში გადაბრუნებისაც მეშინოდა ისე ისმოდა ხმა. დილა უთენია რომ იწყებდა დედაშენი ხმამაღლა ლაპარაკს და მაიძულებდა გასვლას მაგაზე რომანტიული არაფერი მახსენდება
_ამჯერად უკეთესი ვარიაანტი ვარ და ახლა არ მთანხმდები ...თან ჯვარი ჩემზე დაიწერე
_ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნაც შევასრულე გიორგი
_ანუ მიდიხართ ... ფულს არ გამომართმევ და ისევ იქ უნდა იმუშაო სხვის ბავშვებთან მომვლელად
_ფული რატომ გამოგართვა , აქ რომ ვიყავი და მარტო არ დავტოვე ჩემი შვილების მამა? უჩემოდაც გამოგიყვანდნენ
_მაგრამ არავის სჯეროდა რომ მე არ მომიკლავს
_შენი ცოლი არავინ ყოფილა და შენ გვერდით 20 წელი არავის გაუტარებია სხვას და იმიტომ
_რა გავაკეთო რომ დარჩე ...
_მაქსიმუმ რაც შეგვიძლია ეს არის, ბავშვების გამო შევიკრიბოთ ერთად ისე რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ
_დამუნჯებული გიყურებთ ... ასეც თუ შეგეძლოთ ლაპარაკი ვერ წარმომედგინა. აქამდე სად იყავით ? ჩვენ უნდა გაგეგიჟებინეთ და მაინცადამაინც კაცების შიში მქონოდა ჩამოყალიბებული ასეთი ადამიანური რომ მენახე? რა სასაცილოები ხართ... ახლა ჩვენ უნდა მოგვინდეს თქვენი ერთად ყოფნა და თქვენ იჯიუტოთ?
_ნინი , მამა მიბაძე შენს დას ... რა კარგი ბიჭი უყვარს ხომ ხედავ.
_მაგ ბიჭს იცნობს 14 წელია და ძლივს გადადგა ნაბიჯი მისკენ. იცი მაინც როგორ ებრძოდა თავს?რამდენი კომპლექსი აქვს?
_ ვიცი , მაგრამ შენ
_მე ზუსტად ვიცი რომ ლამაზი ვარ , მაგრამ ეგაა უბედურება. ყველას იმიტომ მოვწონვარ რომ გრძელი ფეხები და მარწყვივით ტუჩები მაქვს ...
_რომ გითხრა ჩემნაირები და ჩემზე ბევრად ცუდები არ არსებობენ _თქო დაიჯერებ?მე თავიდანვე არანორმალური ვიყავი ,უბრალოდ მერე საერთოდ დავკარგე კონტროლი და ნორმალური ბიჭები იშვიათად იცვლებიან. ქორწინება ისეთი ჩახლართული ამბავია ყველამ შეიძლება გაჭედოს რაღაც მომენტში . არსად გეჩქარება , ცოტა დაიცადე და რომ დაბრუნდებით საქართველოში მერე იპოვნე ვინმე ქართველი ბიჭი
_იტალიელ სიძეს არ მიიღებ?
_არა ... მოხარული არ ვიქნები ნამდვილად. იტალიური არ ვიცი და ხომ უნდა ველაპარაკო ,თან იქ დაგიტოვებს და სულ უნდა მენატრებოდე
_დუდა ხომ მოგწონს და ჩემ მომავალზე დახუჭე თვალი
_თუთა რომ მეყოლება ახლოს შენ არ მომენატრები ?
_შენი საყვარელი გოგო ეგ არის ...
_ხომ შევთანხმდით რომ ასე არ არის? რამდენჯერ უნდა გითხრა ,როგორ დაგარწმუნო?
_უმცროსი შვილის ეჭვიანობა აღარ იარსებებს ეგ რომ არ გაიმეოროს თორემ შესანიშნავად იცის რომ სიგიჟემდე გიყვარს ... სინამდვილეში ჩემზე მეტადაც გიყვარს იმიტომ რომ შენ გგავს ,შენი ასლია

საუბრობდნენ გიორგიმ ზარანდია რომ დაინახა. გაუკვირდათ მაგიდასთან რომ მივიდა და ისიც მშვიდად წამოდგა
_გილოცავ გათავისუფლებას ...
_გმადლობ
_გამარჯობა _ ყველას მიესალმა. ნუცასაც ხელი ჩამოართვა და აშკარად კითხვის ნიშნები ჰქონდა მზერაში. ვერ მიხვდა რა ხდებოდა ,შერიგდნენ თუ არ
_ბოლო დროს ხშირად ჩამოდიხარ ... დაბრუნებას ხომ არ აპირებ
_არა ,უბრალოდ დაემთხვა მნიშვნელოვანი ამბები ... აღარ შემოგეჭრებით . ნახვამდის
_კარგად ... ყველგან როგორ უნდა იყოს საინტერესოა . ერთად ხომ არ მიფრინავთ
_ხო ,მის გამო არ გირიგდები,როგორ მიხვდი?
_ქორწილი არ გამომაპაროთ... ერთ ოქროს ტროიკას გიყიდი
_არ შეწუხდე , მეორე ქმარმა იზრუნოს ამჯერად ჩემ სამკაულებზე
_მე დამიტოვე სახლში ყველაფერი და ... ისე არც იმათ წაიღებ?
_არა , იმ ბეჭდებს თუ გავიკეთებ შეგირიგდები და ეგ იქნება . ყველას თავისი მოგონება ახლავს
_გახსოვს თუთა რომ დაიბადა რა ლამაზი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი მოგიტანე?
_მახსოვს ... ყველაფერი . არ გინდა ლამაზი მომენტების გახსენება თორემ ცუდსაც გავიხსენებ და ისევ გადააჭარბებს
_დავნებდე ? არ მინდა
_ბავშვი გყავს გასაზრდელი... მათეზე უნდა იფიქრო და მის მომავალზე
_ძიძა ვიპოვე უკვე. გოჩას ბავშვებს რომ უვლიდა ის ქალია...ყველაფერი ექნება რასაც მოისურვებს.
_ასე ნუ ლაპარაკობ... მისი რა ბრალია შენ რომ სულელი ხარ და დედამისს ასეთი ბედი ჰქონდა. მეტი სითბო,მოფერება და სიყვარული სჭირდება
_მეტი არ შემიძლია... მეტს გოგოებსაც არ ვეფერებოდი,არ გახსოვს?
_ხელში დაჭერა გეშინოდა , ფითრდებოდი ... სიცხე რომ ჰქონდათ ისე იქცეოდი თითქოს განუკურნებელი სენი სჭირდათ

ბევრჯერ გაიცინეს,ბევრჯერ დასევდიანდნენ და ბოლოს მაინც გაიყარა მათი გზები.

_ისევ მივდივარ ბაყბაყ დევო
_დრო გავა ძალიან ჩქარა,ბჟოლიკო

შემდეგი შეხვედრა იყო თუთასთვის მოულოდნელი , ერთადერთი დამალული სიმართლე დუდასგან .
სტადიონზე რეპორტაჟის ჩასაწერად მისულმა დუდა დაინახა , ექიმის თანაშემწის ამპლუაში და ზღვარგადასული ბედნიერება იგრძნო. ორივე საოცნებო გზას მიჰყვებოდნენ ,იქ იყვნენ სადაც უყვარდათ ყველაზე მეტად.
_ეროვნული ნაკრების სამედიცინო გუნდის უსიმპათიურეს წევრთან ინტერვიუ შემიძლია ჩავწერო? _ჯერ ფოტოები გადაუღო და შემდეგ მიუახლოვდა
_თუ თქვენნაირი ნიჭიერი იჟურნალისტი იქნება თანახმა ვარ _ ფართოდ გაუღიმა და მოეხვია. დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული ათასობით ადამიანის გარემოცვაში ორნი დარჩნენ _ სიურპრიზი, ბჟოლიკო...
_მეც რომ მაქვს ერთი ახალი ამბავი ?
_კარგი თუ ცუდი
_კარგი _მთელი სახე უნათებდა და ერთი სული ჰქონდა როდის გაახარებდა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დუდას ახალი სამუშაოს შესახებ გაიგო _ თამაშის შემდეგ გეტყვი ,ორივე რომ დავასრულებთ ჩვენ სამუშაო დღეს და მარტო დავრჩებით ... _აკოცა და შემდეგ უკანსვლით წავიდა. თამაში იწყებოდა და ორივეს საკუთარი მოვალეობა ჰქონდა შესასრულებელი.

_თბილისში ვბრუნდები ... სამსახურიც ვიშოვე და შემდეგ თამაშზე ისევ ერთად ვიქნებით მოედანზე ,ორივე საქართველოს წარმომადგენელი
_კიდევ გაიმეორე ბჟოლიკო
_ვბრუნდები , კიდევ ორი წელი არ ვიქნებით ერთმანეთისგან შორს. შევძლებთ ერთად ყოფნას და მწვერვალების დაპყრობასაც . უშენოდ ყოფნის ლიმიტი ამოვწურე ბაყბაყ დევო _ ქვემოდან უყურებდა თვალებში ვარსკვლავები უნათებდა და მთელი გრძნობით ეხვეოდა დუდამ ჯიბიდან ბეჭედი რომ ამოიღო
_აქ რომ მოვდიოდი მინდოდა წასვლისას თითზე მორგებული ბეჭდით დამეტოვებინე და პირობით , რომ დაბრუნებისას ვიქორწინებდით თუ ძალიან გამიჯიუტდდებოდი სტატუსთან დაკავშირებით თანახმა ვიყავი ერთად ცხოვრებაზეც და ახლა გამოდის რომ მოვლენები დაჩქარდა _ ჩუმად ელაპარაკებოდა, ყურადღების ცენტრში კი იყვნენ,მაგრამ სტანდარტულ ხელის თხოცნას არ ჰგავდა შორიდანაც
_შეუძლებელია
_ისევ ეს სიტყვა ... ლექსიკონიდან მინდა გავაქრო ! ჩემი კლინიკაში გატარებული საათების შედეგად ნაყიდ ბეჭედს უიმედოდ ნუ დამიტოვებ , ბედნიერად უნდა გამახსენდეს ის დრო და ეს ახალი დასაწყისი
_მთავარ სიტყვებს მაინც არ მეუბნები და რა გავიგო მზეჭაბუკო ?
შენ თუ ჩემი ცოლი არ გახდები მე ვხდები შენი ქმარი ... მთელი ცხოვრებაა ჩემი ნახევარი ხარ _ჯერ მტევანზე აკოცა და შემდეგ მოარგო არათითზე ბეჭედი მიყვარხარ, ბჟოლია
-"და თუ ღმერთია სადმე ამ ქვეყნად სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც" და მე შენ გაღმერთებ ბაყბაყ დევო _ წლების წინ დატოვებულ წერილს ახსენებდა ,ახსნილ სიყვარულს უპასუხოდ რომ დატოვა და მაინც ვერ გაექცა ,ვერ დაემალა, აჯობა ყველა ბნელ ფიქრსა და შიშს ,გადალახა ბარიერები, გავლებული წითელი ხაზები და დაამსხვრია ყველა კომპლექსი, ბორკილები მისგან შორს რომ იჭერდნენ მიყვარხარ , არ მახსოვს წუთი ჩვენი გაცნობის წამიდან ,გულში რომ არ მყავდე და სულს არ მიფორიაქებდე.
.......................
-დავასრულე ...- სათვალე მოიხსნა , ლეპტოპი დახურა და ეზოში მჯდომ ქალს მზერა გაუსწორა. მთელი დრო რომ უყურებდა და მის ემოციებს სწავლობდა
-და?
-კიდევ ბევრი რამ შეგეძლო გეთქვა ჩემ თავგანწირვაზე, შენ უარყოფებზე და ჩვენ ურთიერთობებზე. მგონი მეხსიერება გღალატობთ ქალბატონო მწერალო...წიგნის გამოქვეყნების შემდეგ როგორ უნდა მოგმართოთ? ჟურნალისტო თუ მწერალო თუთა
-თქვენთვის უბრალოდ ბჟოლია...
-ბავშვები გაბრაზდებიან წიგნში რომ არ მოახვედრე- ჩახუტებულს კოცნიდა და მინდორში მოთამაშეებს უყურებდა
-ამ წიგნს რომ წაიკითხავენ უკვე ორივეს ექნება საკუთარი ცხოვრების წიგნი და დაწერონ ,დედასგან ნიჭი გამოჰყვათ
-ამბობს ჩემ ორ მორაგბე ვაჟზე
-შენნაირი უნივერსალურები არიან ,ბაყბაყ დევო
-გოგო გვინდა ბალანსისთვის
-ბალანსისთვის ორი გოგო გვინდა
-როდის მიფრინავ საფრანგეთში ძვირფასო ექიმო? ტრავმები აქვთ ბიჭებს თუ სრული შემადგენლობით იქნებით
-ინტერვიუზე გადახვედი და თემა შემიცვალე?
-როგორ გეკადრებათ მე უბრალოდ დროს ვაზუსტებ, რამდენი გვაქვს დასაწყებად
-შენ არ მოფრინავ ? აბა ვინ აკეთებს რეპორტაჟს ...
-გიორგის არ ვუტოვებ იცოდე ბავშვებს... გამიგიჟებს ბოლოს
-გაგიგიჟებს ნუცასაც თუ დაუტოვებ და გიორგისაც ერთად... ეკას სახლში გვიან მოდის ,ნინი და ელენეც ვერ ათანხმებენ რეჟიმს ბიჭების სკოლასთან და ვარჯიშებთან.
-რაც არ უნდა ვთქვა ბოლოს მაინც შენ აზრზე გადაგყავარ ...
-წიგნის ბოლოს რომ დამთანხმდი ეგ იყო მთავარი აზრთა თანხვედრა . წიგნს რა ქვია არ მეტყვი?
-ორივეს რომ გვაერთიანებდეს და აღნიშნავდეს რომ მთავარი გმირები ორივენი ვართ
-გენიალურობა რომ სიმარტივეშია იმედია არ დაივიწყე
-წიგნის სახელია „ბჟოლია ანუ მიყვარხარ“
-მე შენ ბჟოლია
-მე შენ ბაყბაყ-დევო

27.03.2025
ესეც გაივლის სულ'არეულო



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

აი გულმა მიგრძნო რომ საიტზე შემოვსულიყავი და ეს დამხვდააა ♥️♥️♥️ ძალიან ბედნიერი ვარრ! წავალ წავიკითხავ

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

მადლობა ისტორიისთვის ❤️ მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ რაღაც დამაკლდა სხვა ისტორიიებისგან განსხვავებით ❤️რომ არ ეწერეოს თქვდნი სახელი არც დავიჯერებდინრომ თქვენი დაწერილი ისტორიაა???? დამწყები მოყვარული მწერლის ისტორიას გავდა წარმატებბები და ბევრი მოულოდნელი გამოჩენა ❤️ თქვენი დიდი ფანი ვარ დსიმედიმააქვს კრიტიკას ცუდად არ
მიიღებთ❤️

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფი
აი გულმა მიგრძნო რომ საიტზე შემოვსულიყავი და ეს დამხვდააა ♥️♥️♥️ ძალიან ბედნიერი ვარრ! წავალ წავიკითხავ

იმედია მოგეწონებათ ♡

სტუმარი გვანცა
მადლობა ისტორიისთვის ❤️ მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ რაღაც დამაკლდა სხვა ისტორიიებისგან განსხვავებით ❤️რომ არ ეწერეოს თქვდნი სახელი არც დავიჯერებდინრომ თქვენი დაწერილი ისტორიაა???? დამწყები მოყვარული მწერლის ისტორიას გავდა წარმატებბები და ბევრი მოულოდნელი გამოჩენა ❤️ თქვენი დიდი ფანი ვარ დსიმედიმააქვს კრიტიკას ცუდად არ
მიიღებთ❤️

თქვენ აზრს მიზიარებთ და ესაა კომენტარების არსებობის მისია .
ჩემ სხვა ნაწერებს არ გავს და ჩანაფიქრი ეს იყო ,მე პირადად თავიდან ასე ნამდვილად არ ვწერდი და სხვა დამწყები მწერლები თუ ასე წერენ კარგია. ჩემთვის სულ სხვა ემოციური დატვირთვა აქვს ამ ისტორიას და გავაზიარე კიდეც მკითხველთან ♡
მადლობა აზრის გაზიარებისთვის

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

რა კარგი იყო,მთელი დილა გავერთე.იმედია მალე დავიბრუნდები ახალი ისტორიით

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკო
რა კარგი იყო,მთელი დილა გავერთე.იმედია მალე დავიბრუნდები ახალი ისტორიით

მადლობა♡ ვნახოთ ალბათ მალე დავბრუნდები

 


№6 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგი იყო.თუმც უფრო მეტი ,ვიდრე სიტყვა ძალიან.
გიორგი და ნუცა ერთად დარჩნენ ?მგონი ერთად არა ხომ?

 


№7  offline წევრი inside my head

ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები.
მართლა ყველას მირჩევნიხართ თქვენი ისტორიებით:)))
ყოველ ჯერზე მოულოდნელი და სასიამოვნოა შენი გამოჩენა!!!

 


№8 სტუმარი მარიამკ

მადლობა რომ არსებობთ და როცა ყველაფერი ინგრევა გარშენო და უფერულდება, მოდიხართ და გვარწმუნებ რომ აიყვარული და ძლიერი კაცები არსებობენ.... მადლობა

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლილე
ძალიან კარგი იყო.თუმც უფრო მეტი ,ვიდრე სიტყვა ძალიან.
გიორგი და ნუცა ერთად დარჩნენ ?მგონი ერთად არა ხომ?

ერთად არ დარჩენილან
მიხარია თუ მოგეწონათ♡

inside my head
ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები.
მართლა ყველას მირჩევნიხართ თქვენი ისტორიებით:)))
ყოველ ჯერზე მოულოდნელი და სასიამოვნოა შენი გამოჩენა!!!

მადლობა ♡♡♡♡

მარიამკ
მადლობა რომ არსებობთ და როცა ყველაფერი ინგრევა გარშენო და უფერულდება, მოდიხართ და გვარწმუნებ რომ აიყვარული და ძლიერი კაცები არსებობენ.... მადლობა

მადლობა თქვენ ♡ მე ნამდვილად ისეთ დროს მოვდივარ ჩემ ცხოვრებაში რომ ყველაფერი ინგრევა ხოლმე

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკა

როგორც კი ვნახე ეგრევე წავიკითხე მიყვარს შენი ყველა პერსონაჟი მადლობა რომ ასეაი გვანებივრებ მარიამ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი Елка

Диди ханиа саитзе агар шемовдивар уинтересо гахда. Исе гамихарда тквени ахали историа гавгижди. Миквархарт да мадлоба мабедниеребт

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Елка
Диди ханиа саитзе агар шемовдивар уинтересо гахда. Исе гамихарда тквени ахали историа гавгижди. Миквархарт да мадлоба мабедниеребт

მადლობა თქვენ რომ სულ კითხულობთ ჩემ ნაწერებს ♡♡♡

სტუმარი მაკა
როგორც კი ვნახე ეგრევე წავიკითხე მიყვარს შენი ყველა პერსონაჟი მადლობა რომ ასეაი გვანებივრებ მარიამ❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა თქვენ რომ წაკითხვის შემდეგ მიზიარევთ ემოციებს

 


ღამის სამი საათია და ახლა დავამთავრე კითხვა,შესანიშნავია,არაჩვეულებრივი,
მიხარია თქვენი გამოჩენა საიტზე.

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

ოქტომბრის`ეული
ღამის სამი საათია და ახლა დავამთავრე კითხვა,შესანიშნავია,არაჩვეულებრივი,
მიხარია თქვენი გამოჩენა საიტზე.

მადლობა ♡♡♡♡

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მიყვაარხააარ მე შეეენ <3 შენ ხარ აღმოჩენააა <3 მადლობაა ამ საოცრებისთვის <33

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
მიყვაარხააარ მე შეეენ <3 შენ ხარ აღმოჩენააა <3 მადლობაა ამ საოცრებისთვის <33

მადლობა ♡♡♡♡

 


№17 სტუმარი სტუმარი თეო

მიყვარს თქვენი ისტორიები. გამორჩეულად წერთ და თქვენი ყოველი გამოჩენა მაბედნიერებს, რადგან ვიცი, რომ ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიას წავიკითხავ ????????????

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
მიყვარს თქვენი ისტორიები. გამორჩეულად წერთ და თქვენი ყოველი გამოჩენა მაბედნიერებს, რადგან ვიცი, რომ ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიას წავიკითხავ ????????????

მადლობაა ♡♡♡♡

 


№19 სტუმარი ია

როგორ გამახარე ამ ახალი ისტორიით...
მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები, ეს რაღაც სხვანაირი იყო, რაღაც სხვა , მაგრამ მაინც შენეული❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

ია
როგორ გამახარე ამ ახალი ისტორიით...
მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები, ეს რაღაც სხვანაირი იყო, რაღაც სხვა , მაგრამ მაინც შენეული❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა ♡♡♡♡ მიხარია რომ მოგეწონათ

 


№21  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, განსხვავებული მაგრამ მაინც შენეული ისტორიით დაგვიბრუნდი❤️
თურმე შესაძლებელია შენი დაკარგული ნეკნი მთელი ცხოვრება გვერდით გყავდეს, იაზრებდე ამას, მაგრამ მოქმედებაზე გვიან გადახვიდე. ძალიან კარგად გქონდა წარმოჩენილი როგორ შეიძლება გიყვარდეს ბავშვობიდა და აკეთებდე ყველაფერს მისთვის და მის გამო❤️ მათი სყვარული ალბათ მაშინ დაიწყო როცა პატარა დუდა ბჟოლით მოთხვრილი ჯერ კიდევ მუცელში მყოფ თუთას რომ ეფერებოდა❤️
საოცარი დამოკიდებულება აქვს დუდას თუთას მიმართ, რაღაცნაირი მსუბუქი, ჰაეროვანი და ყველაფრისმთქმელი❤️ვფიქრობ შესანიშნავი წყვილი შედგა ამ ორის სახით. მთავარი კი ის არის რომ ერთმა მეორე არ შეაფერხა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, პირიქით მოტივაცია მისცა და მიღწეული შედეგებით ახლა ორივე ბედნიერი და კმაყოფილია❤️

ნუცას და გიორგის რაც შეეხება ალბათ მეც ვისურვებდი ბოლოს ეს ორი ერთად დარჩენილიყო, მაგრამ ეს ორი ძალიან კარგი მაგალითი არის იმისა თუ რა შეიძლება მოჰყვეს როცა უსაზღვროდ გიყვარს და სადღაც რომელიღაც მომენტში რაღაც ისე შეგეშლება რომ მერე ვეღარ ასწორებ. დაშორება საუკეთესო საშუალება იყო. ასე ორივემ აირიდა თავიდან უფრო მეტი ტკივილი და უფრო მეტად ტოქსიკურობაც. შვილებიც გადაურჩნენ მეტი კომპლექსების გაჩენას. სიყვარული ისევ გრძელდება მაგრამ ცალ-ცალკე და შესაძლოა უფრო ბედნიერად, რადგან ორივეს მაინც ერთმანეთის იმედი აქვთ და ეგ საუკეთესოა რაც დაშორების შემდეგ წყვილს დარჩეს.
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო, განსხვავებული მაგრამ მაინც შენეული ისტორიით დაგვიბრუნდი❤️
თურმე შესაძლებელია შენი დაკარგული ნეკნი მთელი ცხოვრება გვერდით გყავდეს, იაზრებდე ამას, მაგრამ მოქმედებაზე გვიან გადახვიდე. ძალიან კარგად გქონდა წარმოჩენილი როგორ შეიძლება გიყვარდეს ბავშვობიდა და აკეთებდე ყველაფერს მისთვის და მის გამო❤️ მათი სყვარული ალბათ მაშინ დაიწყო როცა პატარა დუდა ბჟოლით მოთხვრილი ჯერ კიდევ მუცელში მყოფ თუთას რომ ეფერებოდა❤️
საოცარი დამოკიდებულება აქვს დუდას თუთას მიმართ, რაღაცნაირი მსუბუქი, ჰაეროვანი და ყველაფრისმთქმელი❤️ვფიქრობ შესანიშნავი წყვილი შედგა ამ ორის სახით. მთავარი კი ის არის რომ ერთმა მეორე არ შეაფერხა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, პირიქით მოტივაცია მისცა და მიღწეული შედეგებით ახლა ორივე ბედნიერი და კმაყოფილია❤️

ნუცას და გიორგის რაც შეეხება ალბათ მეც ვისურვებდი ბოლოს ეს ორი ერთად დარჩენილიყო, მაგრამ ეს ორი ძალიან კარგი მაგალითი არის იმისა თუ რა შეიძლება მოჰყვეს როცა უსაზღვროდ გიყვარს და სადღაც რომელიღაც მომენტში რაღაც ისე შეგეშლება რომ მერე ვეღარ ასწორებ. დაშორება საუკეთესო საშუალება იყო. ასე ორივემ აირიდა თავიდან უფრო მეტი ტკივილი და უფრო მეტად ტოქსიკურობაც. შვილებიც გადაურჩნენ მეტი კომპლექსების გაჩენას. სიყვარული ისევ გრძელდება მაგრამ ცალ-ცალკე და შესაძლოა უფრო ბედნიერად, რადგან ორივეს მაინც ერთმანეთის იმედი აქვთ და ეგ საუკეთესოა რაც დაშორების შემდეგ წყვილს დარჩეს.
შემდეგამდე, მარიამო❤️


პირველ რიგში მიყვარს რომ გამოჩნდები ხოლმე ♡♡♡
მადლობა რომ ყოველთვის სწორად მოდის შენთან ჩემი სათქმელი და შენც მიბრუნებ ემოციებს უკან ♡♡♡
შემდეგიც მალე იქნება

 


№23 სტუმარი სტუმარი ტატა

ეს ბოლო პერიოდია თქვენს ნაწარმოებებს ვკითხულობ უკვე მერამდენე წრეზე და უზომოდ გამიხარდა ახალი ისტორიის დანახვა ❤️ მსგავსი სიყვარული რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გვხვდება და მაინც პატარა ბავშვივით მჯერა, რომ ყველა ვიმსახურებთ ჩვენს დუდას, ვაკოს, ალექსანდრეს …

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ტატა
ეს ბოლო პერიოდია თქვენს ნაწარმოებებს ვკითხულობ უკვე მერამდენე წრეზე და უზომოდ გამიხარდა ახალი ისტორიის დანახვა ❤️ მსგავსი სიყვარული რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გვხვდება და მაინც პატარა ბავშვივით მჯერა, რომ ყველა ვიმსახურებთ ჩვენს დუდას, ვაკოს, ალექსანდრეს …

მეც მინდა მჯეროდეს რომ ჩემი დუდაც არის სადმე

 


№25 სტუმარი სტუმარი თამო

როგორც ყოველთვის საუკეთესოა მარიამ.როგორ მახარებს შენს სიახლეს რომ დავინახავ ხოლმე.ძალიან კარგი იყო საოცარი წასაკითხი რომელიც დუდას და ბჟოლიკოს ამბებში გვამოგზაურებდა.თან ძალიან კარგად მესმის შორ მანძილზე სიყვარული და მონატრება რა ძნელია მეც გამომივლია მსგავსი.ყველაფფერი ჯარგად იყო გადმოცემული ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მარიამ

 


№26 სტუმარი სტუმარი მირანდა

რა კარი და თბილი ისტორია მე თქვენი ყველა რომანი მაქვს წაკითხული და ყველა პერსონაჟი მიყვარს სიყვარული ყველაფერს უძლებს წარმატებები

 


№27  offline წევრი TamoTi

ვაიმე როგორ გამიხარდი არ იცი❤️❤️საიტზე რომ შემოვედი ძველი ისტორიის თავიდან გადაკითხვას ვაპირებდი და შენი ნიკი რომ დავინახე ძალიან გამიხარდა♥️♥️
სითბოთი და სიყვარულით სავსე ისტორიაა ცხოვრებისეული დრამებით♥️♥️უზომოდ მომეწონა❤️❤️ნუ სხვა ვარიანტი არც განიხილებოდა რადგან შენ იმ რამდენიმე ჩემს საყვარელ ავტორში ერთ ერთი პირველი ხარ ვისი ისტორიებიც ყოველთვის მოლოდინზე ბევრად უფრო კარგია ხოლმე და მე შენი ნიკის ქვეშ ყოველთვის საუკეთესოს ვაწყდები♥️♥️ერთი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა❤️❤️ბოლოდან რომ მოვყვები ხოლმე ყველას დიდი სიამოვნებით და ისევ ისეთი ემოციით ვკითხულობ როგორც ადრე♥️♥️
მადლობა ამ სასიამოვნო ემოციებისთვის მარიამ❤️❤️❤️

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
როგორც ყოველთვის საუკეთესოა მარიამ.როგორ მახარებს შენს სიახლეს რომ დავინახავ ხოლმე.ძალიან კარგი იყო საოცარი წასაკითხი რომელიც დუდას და ბჟოლიკოს ამბებში გვამოგზაურებდა.თან ძალიან კარგად მესმის შორ მანძილზე სიყვარული და მონატრება რა ძნელია მეც გამომივლია მსგავსი.ყველაფფერი ჯარგად იყო გადმოცემული ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მარიამ

მადლობა ♡ მიხარია რომ მსუბუქი და საინტერესო გამოვიდა თქვენთვის ♡♡♡

სტუმარი მირანდა
რა კარი და თბილი ისტორია მე თქვენი ყველა რომანი მაქვს წაკითხული და ყველა პერსონაჟი მიყვარს სიყვარული ყველაფერს უძლებს წარმატებები

მადლობა ♡♡♡ მიხარია რომ კითხულობთ ჩემ რომანებს ♡♡♡♡♡♡

TamoTi
ვაიმე როგორ გამიხარდი არ იცი❤️❤️საიტზე რომ შემოვედი ძველი ისტორიის თავიდან გადაკითხვას ვაპირებდი და შენი ნიკი რომ დავინახე ძალიან გამიხარდა♥️♥️
სითბოთი და სიყვარულით სავსე ისტორიაა ცხოვრებისეული დრამებით♥️♥️უზომოდ მომეწონა❤️❤️ნუ სხვა ვარიანტი არც განიხილებოდა რადგან შენ იმ რამდენიმე ჩემს საყვარელ ავტორში ერთ ერთი პირველი ხარ ვისი ისტორიებიც ყოველთვის მოლოდინზე ბევრად უფრო კარგია ხოლმე და მე შენი ნიკის ქვეშ ყოველთვის საუკეთესოს ვაწყდები♥️♥️ერთი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა❤️❤️ბოლოდან რომ მოვყვები ხოლმე ყველას დიდი სიამოვნებით და ისევ ისეთი ემოციით ვკითხულობ როგორც ადრე♥️♥️
მადლობა ამ სასიამოვნო ემოციებისთვის მარიამ❤️❤️❤️

მადლობა თქვენ ასეთი დამოკიდებულებისთვის ჩემი ისტორიების მიმართ ♡♡♡♡♡

 


№29  offline წევრი Keti Chkhutiashvili

მარიამ,როგორც ყოველთვის შესანიშნავი ისტორიით დაბრუნდით,მაგრამ სხვებისგან განსხვავებულით heart_eyes heart_eyes დუდა და თუთა ძალიან კარგი წყვილი გამოვიდა heart_eyes heart_eyes დუდა შემიყვარდა კიდეც smiley smiley იმედია ერთ დღეს ყველა ვიპოვით დუდასნაირ ადამიანს,ვფიქრობ ყველა იმსახურებს,რომ ჩვენს ცხოვრებაში ერთი დუდა იყოს.ადამიანი,რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება,დაგიცავს,ეყვარები,ისე,როგორც დუდას უყვარდა თუთა,ნამდვილი სიყვარულით,ეგოისტობის გარეშე,მიუხედავად იმისა,რომ მისთვის რთული იყო არ საკუთარი თავის განვითარების გზაზე არ შეგაფერხებს,არამედ გაგამხნევებს და მოტივაციას მოგცემს heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

Keti Chkhutiashvili
მარიამ,როგორც ყოველთვის შესანიშნავი ისტორიით დაბრუნდით,მაგრამ სხვებისგან განსხვავებულით heart_eyes heart_eyes დუდა და თუთა ძალიან კარგი წყვილი გამოვიდა heart_eyes heart_eyes დუდა შემიყვარდა კიდეც smiley smiley იმედია ერთ დღეს ყველა ვიპოვით დუდასნაირ ადამიანს,ვფიქრობ ყველა იმსახურებს,რომ ჩვენს ცხოვრებაში ერთი დუდა იყოს.ადამიანი,რომელიც ყოველთვის შენს გვერდით იქნება,დაგიცავს,ეყვარები,ისე,როგორც დუდას უყვარდა თუთა,ნამდვილი სიყვარულით,ეგოისტობის გარეშე,მიუხედავად იმისა,რომ მისთვის რთული იყო არ საკუთარი თავის განვითარების გზაზე არ შეგაფერხებს,არამედ გაგამხნევებს და მოტივაციას მოგცემს heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

როგორ მიხარია რომ ამდენად მოგწონთ ♡ დუდა გამორჩეული პერსონაჟია და ისტორიასაც ქმნის გამორჩეულს ♡♡♡♡ მადლობა თითოეული სიტყვისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent