ნაადრევად ქალი
მინდოდა მასთან სიახლოვე ჩახუტება, მის კისერში თავის ჩარგვა და სამუდამოდ მისი სურნელით დატკბობა, თითქოს ყველაზე ახლობელი ადამაინი ხან ისეთი შორეული იყო ხან იმდენად გაუცხოებული იმდენად დისტანციური იყო ჩვენი ურთიერთობა ვფიქრობდი რა გვაკავშირებდა. წლების თანაცხოვრების შემდეგ დგება დღეები როცა ვერ ხვდები როდის მიხვედი აქამდე, როდის გაცივდა ურთიერთობა როდის დაიკარგა მუხტი?. სწორედ მაშინ როცა ფიქრობ ცხოვრების რაღაც დაბრკოლებები გადალახე, ჯერ გგონია ეხლა იფურჩქნები, ელოდები მომენტს როცა ქალურ ბედნიერებას ეღირსები მაგრამ რა ხდება ? რატომ არის ყველაფერი ადინამიური ?! ქალი და შემდგარი პიროვნება ჯერ კიდევ 35წლამდე ვერ ვიგებ ცხოვრების საუკეთესო წლები გამეპარა თუ წინ მელოდება. ვისი ბრალია ცხოვრებაში მომხვდარი შეცდომები? ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავე? დედის? მამის? ბებიიის? სოციუმის? მენტალიტეტის? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა იმოქმედა ყველამ თითო მუჭი სილა მიაყარა. არასოდეს ვყოფილვარ ერთი შეხედვით პრობლემური, სულ იმას ვცდილობდი დიდ ოჯახში ჩემი ადგილი დამეკავებინა, ვიღაცაზე მეზრუნა, ვიღაცისთვის დამემტკიცებინა რომ მე შემეძლო, მე სხვაზე არანაკლები ვიყავი. დამემტკიცებინა სწავლით, ყოფაქცევით,რწმენით, სიტყვა-პასუხით, საოჯახო საქმეებით, ძალით, ენერგიით, თავდადებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.