შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სული ნაფლეთებად (სრულად)


დღეს, 00:09
ავტორი თუკა
ნანახია 611

სული ნაფლეთებად....
ლილე არ ნერვიულობს როცა „უფროსი“ ტელეფონის ზარზე არ პასუხობს..
არ ნერვიულობს როდესაც სოციალურ ქსელში მის მინაწერ მოკლე ტექსტურ შეტყობინენებს არც კი ნახულობს, იცის რომ „უფროსს“ არ უყვარს სოციალური ქსელები..
არ ნერვიულობს როცა მდივანს აგზავნის საბუთების წამოსაღებად, იცის რომ ზეზვა შესაძლოა წასული იყოს რომელიმე შეხვედრაზე ისე რომ პარტნიორსაც არაფერი უთხრას.
არ ნერვიულობს როცა სამსახურში არ ცხადდება , იცის როგორ არ უყვარს ზეზვას ჩახუთული ადგილები..
როცა, მის ტელეფონზე უცხო ნომრიდან ირეკება და ანერვიულებული ეკითხება ლილეს მამაკაცი სადაა მისი „უფროსი“, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა უცხოელ ინვესტორებთან, მხოლოდ მაშინ იწყებს ლილე თითების მტვრევას.. კარგად იცის ზეზვას ხასიათი, იცის რომ მუშაობა მტელი ცხოვრების საფასურია, მომაკვდავიც კი წავა შეხვედრაზე, იმდენად უყვარს თავისი საქმე.
მხოლოდ მაშინ აანალიზებს რომ უკვე კვირაზე მეტია ზეზვა არ გამოჩენილა..
საკუთარ თავს ძალას აძლევს..
სათადარიგო გასაღებს კაბინეტის უჯრაში ეძებს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან მისცა ზეზვამ, რომ მარტივად შეძლებოდა მისთვის ყველაზე ძვირფას ქალს მის სახლში შესვლა, უბრალოდ ლილეს არ დასჭირვებია ამ გასაღების გამოყენება. მათ შორის ყველაფერი ისე აიბურდა როგორც საქსოვი ძაფი, ერთ წყენას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მისი გახსნა არც ერთმა არ ისურვა..
რამოდენიმე წამს დგას დიდი რკინის კარის წინ და გაუბედავად აჭერს ზარის ღილაკს თითს. ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე მაგრამ კარს არავინ აღებს. აქამდე ხელში მოქცეულ გასაღებს კარს არგებს და მძიმე მასა ნელა იხსნება . ნერვიულად შედის შემოსასვლელში და სასუნთქი ორგანო მაშინვე ხვდება რომ სახლში დაგუბებული მძიმე ჰაერი კარგს არაფერს მოასწავებს, როგორც წესი ზეზვას სინათლე და სუფთა ჰაერი ყველაზე მეტად უყვარს.
- ზეზვა !- ხმამაღლა ეძახის და პასუხის მოლოდინში იტრუნება.- ზეზვა სახლში ხარ? მიპასუხე..
დასმული კითხვა უპასუხოდ რჩება... სამზარეულოსაკენ მიაბიჯებს და საკუთარ თვალებს არ უჯერებს. ნიჟარაში დიდი ხნის წინათ ჩადგმულ ყავის ფინჯანს ზედ აქვს მიმხმარი ყავა და ობი. დახურული ფანჯრები და ბოლომდე გადაწეული ფარდები კიდევ უფრო აუტანელს ხდის იქ ყოფნას. სწრაფი ნაბიჯით მიდის და აივნის კარს ხსნის, ფარდებისაგან ათავისუფლებს და სუფთა ჰაერს უფლებას აძლევს ოთახში შემოვიდეს.
შიში უფრო მეტად იწყებს მატებას როცა დერეფნის ბოლოში დახურული კარის წინ ჩერდება. თავში ათასნაირი აზრი უტრიალებს.
ვაიდა ისე არ იყოს ყველაფერი როგორც ჰგონია..
ვაიდა სხვა მდგომარეობა დახვდეს როდესაც საძინებლის კარს შეაღებს..
ვაიდა მისი სახე ისეთი მეტყველი და ცოცხალი აღარ იყოს..
ვაიდა წარსული ისევ გამეორდეს როგორც დედის შემთხვევაში..
ვაიდა, ისევ იგრძძოს თავიდან სისხლის სუნი და ჭკუიდან გადავიდეს..
მაგრამ სხვა გზა არააა.
გული გამალებით იწყებს ბაგა-ბუგს. კარს ნელა ხსნის და საკუთარ თვალებს არ უჯერებს.. კედლისკენ გადატრიალებულ მამაკაცს ნელა უახლოვდება და გულში ლოცულობს რომ ცოცხალი იყოს.. ოღონდ სუნთქავდეს... საწოლის კიდეზე ფრთხილად ეშვება და ფეხზე ნელა ადებს ხელს.
- ჯანდაბა ზეზვა! მეგონა მოკვდი! - უკვე გაბრაზებული ამბობს და მისკენ გადმოტრიალებული მამაკაცის დანახვაზე თვალები ცრემლით ევსება.
- შენც დილა მშვიდობის- უხალისოდ უბრუნებს პასუხს და მზერას არიდებს. - მხოლოდ ახლა აანალიზებს ლილე რომ ზეზვა ისეთი აღარაა როგორიც იყო. იმ ფურცელს ჰგავს, რომელიც დებისაგან გაიცრიცა. რომელსაც სიყვითლე აქვს შეპარებული და უკვე გამოსაყენებლადაც არ ვარგა. თვალებს გარშემო სიშავეები უკვე თვალშისაცემია. აქამდე ვარსკვლავებით სავსე ზღვისფერი თვალები აღარაა ისეთი კაშკაშა როგორიც ქალს ახსოვს. თხელი ნაკვთები კიდევ უფრო მეტად ძალაგამოცლილი და გამხდარი ეჩვენება და სახეზე უნებურად უგორდება ცრემლი ლილეს.
- არ გინდა მითხრა რა ხდება? - ლამის ჩურჩულით ეუბნება და ნაზად უსვამს ხელზე ხელს.
ნელა ატრიალებს თავს მისკენ, მზერა სადღაც უჩერდება და სახეზე საოცარი მიმიკა ესახება, ჯერ რაც აქამდე არავის უნახავს ზეზვას სახეზე.
- ყველაფერი კარგადაა- ძლივს გასაგონად ამბობს და ცხადია ამხელა ტყუილის თქმა მისთვის საშინლად რთულია.
- ყველაფერი კარგადაა? როგორაა ყველაფერი კარგად? შენი თავი ბოლოს როდის დაინახე? ამის დედა ვატირე ზეზვა, საშინლად ხარ , კარგად კი არა !
ნერვიულად ისრესს შუბლს და სახეზე ჩამოყრილ შავ თმებს ყურებს უკან იწევს.
- ზეზვა! რატომ ხარ ჩუმად?! -გთხოვ, დამელაპარაკე. როგორც ადრე, გთხოვ ოღონდ ჩუმად არ იყო.
მაგრამ პასუხი არც ახლა გაუცია. გვერდი იცვალა და ისევ კედლისკენ გადატრიალება არჩია. იქ არავინ უსვამდა კითხვებს. იქ არავის ცრემლების ყურება არ უწევდა.
ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში და მიგდებულ ჩანთაში ტელეფონი მოძებნა.
- ლაშა გამარჯობა. ლილე ვარ.. - მისმინე.. ზეზვა..
- რა მოხდა?
- ზეზვა ცუდადაა, არ ვიცი რა სჭირს. როგორ უნდა ვუშველო , რა გავაკეთო ლაშა.
- თვითონ უშველის თავის თავს.
- როგორ?- გაოცებულმა დაუბრუნა პასუხი და ერთ ადგილს მიეყინა.- რას ქვია თვითონ უშველის თავის თავს.
- მისმინე ზეზვას ეს ადრეც ჰქონდა. რთული პერიოდი აქვს. დამიჯერე, კარგად იქნება. უბრალოდ არ ვიცი ეს რამდენ ხანს გასტანს. ორი წლის წინათ . ალბათ არ გახსოვს, ასეთივე მდგომარეობაში იყო. როდესაც ახალი კომპანიის გახსნაზე უარი მიიღო, როცა არ დააფინანსეს. საკუთარი თავი აქამდე დაჰყავს, თავისი ფიქრებით და ნერვიულობით ლილე. ვერავინ უშველის დამიჯერე, სანამ თვითონ არ მოინდომებს.
ამის მერე ლაშას სიტყვებს აღარ უსმენს. რა სისულელეა. რას ლაპარაკობს! როგორ შეიძლება ზეზვა ასე დაეცეს საკუთარი ფიქრებით. არც ორი და არც ხუთი წლის წინათ მსგავსი არაფერი ახსოვს. რთული პერიოდი ყველას აქვს მაგრამ ასეთი?!
ტელეფონს თიშავს. მაგიდაზე აგდებს და დერეფნისკენ ტრიალდება. მაგრამ იქ წასვლა არ უნდა..
არ შეუძლია ასეთი ზეზვას დანახვა..
სული ნაფლეთებად ექცევა.
ვენებში სისხლი ეყინება..
სამზარეულოს ნიჟარისკენ ტრიალდება. მიტოვებულ ჟურჭელს რეცხავს..
უპატრონოდ მიყრილ ტანსაცმელს მანქანაში ყრის.. მთელი კვირის დადებულ მტვერს ტილოს ნაზად უსვამს და საჭმლის მზადებას იწყებს..
უკვე მეორედ შედის ოთახში და ისევ კედლისკენ გადატრიალებულ მამაკაცს გვერდით უჯდება. ნელა კიდებს ხელს მხარზე ..
- ზეზვა. წამოდი შხაპი მიიღე. უფრო სწორად აბაზანა აგივსე . ცოტა ხანს ჩაწექი , მოგეშვება. მანამდე სადილი მომზადდება და მერე ერთად ვჭამოთ. - ზეზვა, გესმის?
ფრთხილად ჰკიდებს ხელზე ხელს. თავისკენ ექაჩება და მამაკაცს აიძულებს რომ წამოდგეს. ცდილობს მისი ძლიერი და მოდუნებულ სხეულის წონასწორობა შეინარჩუნოს. ფეხები ეკვეცება. ვინ იცის უკვე მერამდენე დღეა ასე წევს . თავბრუს ხვევას და გულის რევის შეგრძნებას ერთიანად გრძნობს მამაკაცი და მოდუნებულ ხელს სწრაფად იჭერს თავზე. წელზე ძლიერად ხვევს ხელს ლილე და აბაზანისკენ მიჰყავს. სუფთა პირსახოცებს და ტანსაცმელს თაროზე უდებს და ჩაწოლაში ეხმარება..
ამ დროს ზეზვას ცხელ წყალში ჩაწოლა, მასთან ყოფნა და მისი დაბანა სულაც არ მიაჩნია ლილეს დანაშაულად. პირიქით მაქსიმალურად ცდილობს რომ დაეხმაროს. ფრთხილად უსვამს ზურგზე საპნიან ხელს და თბილი წყლის ჭავლს ნელა ასხავს თმებზე. სხეულის სათითაო ნაკვთს ქაფში ახვევს და სახეზე ღიმილი ესახება. თმაზე შერჩენილ შამპუნს აცლის და როგორც პატარა ბავშვს თვალებს ხელით უფარავს რომ არ დაეწვას.
ტანის სახეხზე თეთრ ბლანტ სითხეს ასხავს და ნელა უსვამს ზურგზე და კისერზე. ცდილობს ზედმეტად არ დააწვენს უკვე გაცრეცილ კანზე რომელიც ალბათ ისედაც სტკივა. თითქოს შვებას გრძნობს, სიამოვნებას ანიჭებს მაგრამ წამიერად ახელს თვალებს და ქალს უყურებს.
- ახლა მე თვითონ - მშვიდად ამბობს და აფორიაქებული ლილე სააბაზანოდან გადის.
ლასლასით მიდიან საძინებლის ოთახამდე. ცდილობს ფრთხილად დაჯდომაში დაეხმაროს და ძალაგამოცლილი მამაკაცი პირდაპირ ვარდება საწოლზე. სველი თმები სახეზე ეფინება და თვალებს უნებურად ხუჭავს.
- არ დაიძინო გესმის?- ცოტა ხანს არ დაიძინო. წვნიანს გიმზადებ, შენ რომ გიყვარს ისეთს.
- არ მინდა -ჩუმად ამობს და სახეზე იფარებს ხელებს.
- რას ნიშნავს არ გინდა?! ვინ იცის რამდენი დღეა არ გიჭამია. ვერც კი ამჩნევ როგორი გამხდარი ხარ. ადამიანს არ ჰგავხარ.
- ვჭამე .
- რა ჭამე? ჭკუიდან ნუ გადაგყავარ! მისმინე.
- მართლა ვჭამე - მისკენ ტრიალდება და იატაკზე დაგდებულ ქაღალდზე უთითებს .
- ეს ჭამე? ეს საჭმელია? როდიდანაა შოკოლადებით იკვებები . არ დაიძინო -თქო ! -ხმაში სიმკაცრეს ურევს და გვერდით უჯდება.
- რას გადამეკიდე?! - მთელს ძალას იკრეფს და სახეში ახლის! რისთვის მოხვედი? ვინ გთხოვა? მთელი ცხოვრებაა შენს გარეშე ვაგვარებ ყველა პრობლემას, რატომ გგონია რომ ახლა შეგიძლია ჩემს ცხოვრებაში ჩარევა?! წადი გესმის? გაეთრიე ! გაეთრიე აქედან !- ყვირილი ტირილში გადასდის და სახეს მლაშე სითხე ერთიანად უფარავს.
- ზეზვა - ჩუმად ამბობს და მამაკაცს გულზე იკრავს. საშუალებას აძლევს ბოლომდე დამშვიდდეს , ბოლომდე უსმენს მის სიტყვებს რომ უმჯობესია წავიდეს და აღარასოდეს დაბრუნდეს. მაგრამ იცის რომ ეს სიტყვები გულიდან არ მოდის. ნაზად ეფერება თმაზე და ფრთხილად უსვამს თბილ ხელისგულებს ზურგზე . ცხელ ტუჩებს ნელა ახებს თმაზე და ძალაგამოცლილ მამაკაცს საწოლზე აწვენს.
მხოლოდ ახლა იაზრებს რას ნიშნავს როდესაც შენი ყველაზე ახლო ადამიანი ასე ცუდადაა. როცა გინდა რომ დაეხმარო და ვერანაირად ვერ ეხმარები. როცა გინდა მისთვის გული გაიგლიჯო მას კი სული ნაფლეთებად აქვს ქცეული.
გვერდით უწვება და მთელი ძალით ეკვირს ზედ ისე როგორც ბავშობაში.
მარტო აღარაა. ახლა ლილეა მასთან.
მის ყოველ ამოსუნთქვაზე ცრემლები თავისით ჩამოსდის ქალს და ხელის ზურგით მანამდე იწმენდს სანამ ზეზვას სახეზე დაეცემა.
ახლა რა უნდა გააკეთოს არ იცის
მთელ ღამეს უძილობაში ატარებს იმის შიშით რომ თუ დაიძინებს დილით ზეზვა აღარ დახვდება.
ძილი მაინც თავისას აკეთებს. მზის სხივების სახეზე თამაში აღვიძებს და ხვდება რომ გათენდა.
დაბუჟებულ მხარზე სწრაფად ისვამს ხელს და მისკენ იხრება. გაშტერებული უყურებს ჭერს და ხმას ისევ არ იღებს.
საწოლიდან დგება და პროდუქტებს უკვეთავს.
გარეთ გასვლაზე არც კი ფიქრობს. ეშინია რომ მობრუნებულს ცოცხალი არ დახვდება. კარადიდან პირსახოცს და მასთან დატოვებულ საკუთარ ტანსაცმელს იღებს.
სააბაზანოდან გამოსული გაზზე შვრიის ფაფას დგავს, რომელსაც ბავშობიდან ვერ იტანს. მაგრამ ამ ეტაპზე სახლში მხოლოდ ფაფა მოიპოვება.
ახსენდება როგორ აიძულებდა ზეზვა ბავშობაში ფაფის ჭამას. მაგრამ მისი მომზადებული ფაფა მართლა საოცრება იყო. ზედ უამრავი ხილით მორთული მიჰქონდა ოთახში უჭმელი ლილესთვის რომ დედისაგან ჩხუბი არ მიეღო.
ახლა მისი ჯერი იყო.
ახლა თავად უნდა მიეხედა საყვარელი ძმისთვის.
მაგრამ როგორ? ლილემ ყველაფერი იცოდა, მაგრამ დეპრესიის შესახებ არაფერი! მისი ცხოვრება ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო ზეზვას ხელში . მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს ერთმანეთთან ურთიერთობა დაეძაბათ, თვეები გადიოდა და ერთმანეთს არც კი ურეკავდნენ, მიუხედავად ამისა ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ძმას დახმარებოდა.
- წამოჯექი უნდა ჭამო
ფრთხილად ამბობს და უკვე გამოღვიძებულ ძმას თავზე ნაზად უსვამს ხელს. გუშინდელმა ისტერიულმა შეტევამ თავისი კვალი დატოვა. ტირილისაგან თვალები შეშუპებული ტუჩები კი გამომშრალი აქვს. მაგრამ ლილე ამასაც მიხედავს, ახლა მთავარია ჭამოს. როგორმე აჭამოს ზეზვას.
- არ მინდა ..
- გთხოვ, ცოტა ჭამე , ჩემი ხათრით .
- არ მინდა-თქო !- გაღიზიანებული უბრუნებს პასუხს და მზერას არიდებს.
ხილით მორთულ ფაფას და ცხელ ყავას გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე დებს და მის ხელს ხელებში იქცევს.
- არ ვიცი რა გაწუხებს. გეფიცები არ ვიცი როგორ დაგეხმარო, მაგრამ გთხოვ დამელაპარაკე. დამეხმარე რომ ამ მდგომარეობდან გამოგიყვანო. უშენოდ ვერაფერს გავაკეთებ. ხო იცი როცა ვნერვიულობ ლამაზად ლაპარაკი არ შემიძლია, პირიქით სისულელეების როშვას ვიწყებ. გახსოვს შეხვედრის დროს პრეზენტაციაზე რა სისულელეები ვილაპარაკე? - ღიმილით ამბობს და ძმის სახეზეც ისახება ღიმლი. - გთხოვ , ისე როგორც ბავშობაში, როგორც შენ მაჭმევდი ხოლმე. რამოდენიმე კოვზი შეჭამე ჩემი ხათრით .
ფაფას ჯამიდან იღებს, ჯერ უბერავს რომ ოდნავ შეაგრილოს და ხილთან ერთად მიაქვს ზეზვასკენ.
- ყველაზე მეტად მიყვარხარ , გეფიცები. ყოჩაღ. აი ხომ ხედავ როგორ მოგშიებია . - ცარიელ ჯამზე უთითებს და ყავის ფინჯანს აწვდის ძმას.
სამზარეულოში მდგარი სანამ მოტანილ პროდუქტს ალაგებს მხოლოდ ახლა აანალიზებს რომ ხელები საშინლად უკანკალებს. საკუთარი სხეულის დამორჩილებას ვერ ახერხებს. და სამზარეულოს ზედაპირს მთელი ძალით ეყრდნობა.
**
ხელების კანკალი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. იძინებს და იღვიძებს მასთან ერთად. ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს და საოჯახო საქმეებზე გადააქვს ყურადღება, ძმისთვის საჭმლის მომზადება ახლა ყველაზე მთავარია. საკუთარი თავით კმაყოფილია. ხვდება რომ წინსვლა აშკარაა. აქამდე თუ მის დასმულ კითხვებს პასუხები არ ჰქონდა, ახლა პასუხს იღებს. მაგრამ საკმარისია ყურადღება მოადუნოს რომ მაშინვე საწოლში წვება და ძილის მორფეიში გადადის.
არ იცის რა უნდა გააკეთოს.
უფრო სწორად იცის თეორიულად მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ დგავს.
ხვდება რომ ექიმი სჭირდება. მაგრამ რომელი- იქნებ ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი? ან იქნებ უბრალოდ ნერვოპათოლოგიც საკმარისია. არა ეს თუ პერიოდულად მეორდება რა თქმა უნდა ძლიერი წამლებია საჭირო.
ფიქრში მიყვება დღე დღეს. თითქოს რაღაცა იცვლება, მაგრამ რეალურად არაფერი.
საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ლილეს ჰგონია. არასოდეს უნახავს ძმა ასეთ მდგომარეობაში. არასოდეს უნახავს ძმის თვალზე ცრემლი.
მაგრამ ახლა ბოლომდე გათელილია . და მან კი მიზეზიც არ იცის.
ძალას იკრებს და მასთან მიდის. ჯერ ისევ მწოლიარე პოზაში მყოფ ზეზვას გვერდით უჯდება და ნაზად უსვამს შუბლზე ხელს.
- იცი რა ვიფიქრე? იქნებ ჯობდეს..
- შეგიძლია დედა რომ ამზადებდა ისეთი წვნიანი მოამზადო?- მოულოდნელად დასმულ კითხვაზე თვალები უფართოვდება და მისკენ იხრება. ლოყაზე კოცნის და წელში სწორდება.
- რა თქმა უნდა. მოვამზადებ ახლავე.
სამზარეულოში გადის და ნერვიულად იჭერს თავზე ხელს.
ჯანდაბა ლილე!!
არც კი იცი როგორ ამზადებდა დედა ამ წვნიანს. სულ რაღაც 15 წლის იყავი დედამ რომ მიგატოვათ და შენთვის ზეზვა გახდა დედაც და მამაც.
სიხარულით იწყებს ბულიონის მზადებას იმ იმედით რომ მის მიერ მომზადებულ ბულიონის თუნდაც რამოდენიმე კოვზს მაინც შეჭამს ზეზვა, მაგრამ ლილემ არ იცის რომ ეს იმედი რამოდენიმე საათში საბოლოოდ გაუქრება.
უკვე მერამდენე ღამეა მის გვერდით წვება. ნელა კიდებს ხელზე ხელს რომ ძმის ადგომა მაშინვე იგრძნოს და არსად გაეპაროს.
ნახევრად ძილბურანში მყოფს ძილი მაინც ჯობნის და შუაღამის მერე ლილე უძილობასაგან გადაღლილი ითიშება..
ითიშება და მიდის ძილის იმ ფაზაში რომელსაც სადღაც ასტრალში გადაჰყავს..
გამთენიისას გრძნობს რომ ზეზვა მის გვერდით აღარ წევს.... სიცივე იპყრობს. საწოლიდან სწრაფად დგება და სამზარეულოში ფეხშიშველი გარბის.
რამოდენიმეჯერ აკაკუნებს სააბაზანოს კარზე და მის პასუხს ელოდება..
- ზეზვა , იცოდე შემოვალ ხმას თუ არ გამცემ ..
კიდევ რამოდენიმე წამს აცდის ძმას გონზე მოსასვლელად და სააბაზოს კარის სახელურს ნელა სწევს დაბლა. საბედნიეროდ კარი დაკეტილი არააა.
ინსტიქტურად იფარებს პირზე ხელისგულს რომ არ იყვიროს და სისხლში გახვეული ძის დანახვაზე მუხლებზე ვარდება.
- რა გააკეთე ? შემომხედე. ზეზვა მე მიყურე. სახეში ძლიერად ხვდება ხელი მამაკაცს და თითქოს ცხოვრებას უბრუნდება. - მადლობა ღმერთს ვენების გადაჭრა არ მოიფიქრე. ჯანდაბა ზეზვა, ჯანდაბააა - გამწარებული ყვირის და პირსაცოხს მთელი ძალით აჭერს დასერილ ხელზე. - მომეხმარე რომ საძინებლამდე გავიდეთ. გთხოვ, ფეხზე წამოდექი- მუდარით უყურებს ძმას და მისდა გასაოცრად ზეზვა ფეხზე დგება. უხმოდ მიჰყვება დას ოთახში და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ეშვება.
- მე თვითონ - მშვიდად უბრუნებს პასუხს და პირსაცოხს ხელიდან იცლის.
- აქ იყავი, ახლა ბინტს მოვიტან და მოვალ - აცახცახებული ხმის დამალვას უკვე არ ცდილობს ლილე და სამზარეულოში გარბის. ორიოდე წუთში უკან ბრუნდება. ისევ იმ ადგილას , იგივე პოზაში ზის ზეზვა და საკუთარ დასერილ ხელს უყურებს.- მისმინე უნდა დავამუშაო, ოდნავ დაგეწვება კარგი? - ზეზვა , სახეზე უსვამს ხელს და ზღვისფერ თვალებს ანათებს მამაკაცი. - თავს უქნევს და აშკარაა მისთვის სულ ერთია დაეწვება თუ ეტკინება. - ეს რატომ გააკეთე ჩემო ერთადერთო?- მშვიდად ეკითხება და ფეხზე დგება .
- დანაშაულის გრძნობას ვიმსუბუქებ .
- დანაშაულის გრძნობას? - გაოცებული აბრუნებს პასუხს და მისი პასუხის მოლოდინში იტრუნება.
- კი, დანაშაულის გრძნობას.
- მომიყვები რა მოხდა?
- იქნება სხვა დროს - მხრებს იჩეჩავს და ფეხზე დგება. ისედაც სუსტად მყოფს და გამოფიტულს, ამდენი დაკარგული სისხლის ფონზე უფრო ეცრიცება სხეული და სახე. ლასლასით მიდის საწოლისკენ და ისევ ჩვეულ პოზაში წვება.
**
უკვე დაახლოვებით ერთი თვე ხდება, რაც ლილე ძმასთან გადაბარგდა...
საძინებლის მეორე ოთახი დაალაგა და თავისი ნივთებით აავსო, მაგრამ ღამე მაინც მის გვერდით სძინავს. ამას თუ ძილი ჰქვია.
ფაქტიურად მანამდე არ იძინებს სანამ ძალა არ ეცლება და ძილს ხელში აყვანილი არ მიჰყავს თავის სამფლობელოში.
დღეები რუტინულად მიჰყვება ერთმანეთს.
არაფერი არ ხდება ცუდი..
მაგრამ არც კარგი ხდება..
ნაწილობრივ იგებს სიმართლეს ლილე, იგებს ძმის ბოდვისგან რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვას იბრალებს.
იგებს და ვერ იჯერებს რომ ასეთი რამე შესაძლებელია..
უბრალოდ ახლა მთავარი ზეზას ისევ ცხოვრების გზაზე დაყენების შესაძლებლობააა.
დილით ადრიანად ახელს თვალებს და საწოლის მეორე მხარეს არსებული სიცარიელე აშინებს. საიდანღაც ისმის შრიალის ხმა..
სწრაფად დგება საწოლიდან და უკვე მერამდენედ გრძნობს საკუთარ სხეულში გაბატონებულ მთავარ ემოციას ‘შიშს“. სამზარეულოში გასულს ძმა გაზქურასთან ფინჯნით ხელში ხვდება , გული უთბება. ნაფლეთებად ქცეული სული თითქოს შეერთებას იწყებს.
ლილეს ნათქვამ - დილა მშვიდობისას- ხმაური მოსდევს.
ჩაფიქრებულ ზეზვას ფინჯანი ხელიდან უვარდება და იატაკზე დაცემული ნამსხვრევებს აქეთ-იქეთ ისვრის.
- არაფერია, ამაზე არ ინერვიულო. მაინც არ მომწონდა ეს ფინჯანი - ღიმილით ამბობს გოგო და ნატეხების ასაკრეფად ცოცხს იმარჯვებს. - მიდი დაჯექი , თავიდან დავასხავ ჩაის და ვისაუზმოთ კარგი? - ისე ამბობ გეგონება ეს ჩვეული მოქმედებააა.
- კარგი ლილე- მისი პასუხის გაგონებაზე, ცრემლები ერთიანად იწყებს ლოყებზე ჩამოდინებას. სკამზე მჯდარი ძმისკენ სწრაფად მიდის და მთელი ძალით ხვევს წვრილ მკლავებს. ნელა კიდებს მის შემოხვეულ ხელებს ხელს ზეზვა და თავს პატარა ბავშვივით ადებს მასზე 20 წლით უმცროს დას.
- ჩვენ ეს გამოგვივიდა- სლუკუნით ამბობს და ტირილს უმატებს
- შენ ჩემს ნაფლეთებად ქცეულ სულ უმკურნალე პატარავ. - ისევ ისე როგორც წლების წინ იტყოდა ისევ ისე ეუბნება და ხელებს წელზე ხვევს დას.



№1 სტუმარი ნი-კე

გაურკვეველი დარჩა დეტალები,მაგრამ და -ძმობის ყველაზე ლამაზი გადმოცემა იყო.მზრუნველობა სიყვარული და სითბო❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent