შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 18 )


8-04-2025, 01:22
ავტორი NakoNako
ნანახია 688

ვთავი 18

კახასგან

ხატიას ამბიდან თითქმის 6 თვე გავიდა. ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამე მოხდა, პირველი და ყველაზე მთავარი რაც იყო ხატია ოპერაციის შემდეგ მშვიდ ცხოვრებას აგრძელებდა, ფსიქოლოგიურ დახმარება მიიღო გერმანიის საუკეთესო ფსიქოლოგებისგან, ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, ეტყობოდა ნელ-ნელა სიცოცხლის ხალისი უბრუნდებოდა, პატარა კლინიკა გაუხსნია დავითს მისთვის და საყვარელ საქმიანობას ფსიქოლოგობას ეწეოდა . მარტო ცხოვრობდა, თამარს და დავითს უნდოდათ მასთან ერთად გადასვლა თუმცა ხატიამ უფლება არ მისცა. რაც შეეხება ვაჟას , მისი ხსენებაც კი არ უნდოდა, რადგან სიმართლე არ იცოდა, თუმცა ვაჟამა რომ არ იცოდა მის შესახებ სიმართლე იცოდა.

დაკრძალვის შემდეგ კატო და თინა თითქოს მიწას ჩაეყლაპოს მათი კვალი არსად არ ჩანდა, თინასთან დაკავშირება ბევრჯერ ვცადე თუმცა უშედეგოდ. დავითს ვკითხე, თქვა რომ სახლიდან და ქვეყნიდანაც კი წასულან. მათთან უკვე 6 თვეა კავშირი არ აქვს. რაზეც ძალიან დარდობდა, მათი კამათის შემდეგ აღარ უნახავს არცერთი, დარდობდა მათ უსაფრთხოებას და დარდობდა ვაჟასთვის სიმართლე რომ არ ეთქვათ. რადგან ვაჟა ამ 6 თვეში იმაზე საშიში პიროვნება გამხდარიყო ვიდრე აქამდე იყო. ამ დროის განმავლობაში ვაჟამ მრგვალი მაგიდიდან მოგვხსნა მე და გოგა. “მიწისქვეშა” საქმეებში ვეღარ ვერეოდით.

ნუკრისთან თავისი ძლაები გააერთიანა, თითქმის ყოველ კვირა ვიგებდით სხვადასხვა სკანდალურ ამბავს.

მრგვალი მაგიდიდან ვინც მუშაობდა ნარკოტიკზე და იარაღზე ან ვინც ტრეფიკინგით მოვაჭრე იყო ყველა გაანადგურეს, მათი მახსენებელიც არ დაუტოვებიათ. ვაჟამ მაგიდის წევრები გაანახევრა. მათ შემდეგ რუსლანს მისდგა შვილი მოუკლა და რუსლანი ამით აიძულა სამალავიდან გამოსულიყო, ერთ თვიანი თვალთვალის შემდეგ თავისი ფეხით ჩავიდა რუსეთში და ჩააძაღლა, მისი მოკავშირეები, ახლობლები საღი არავინ დატოვა ყველა იმ ქვეყნად გაისტუმრა. ამ თვეების მანძილზე ვაჟა გაშმაგებულ, გაცოფებულ ცხოველს გავდა რომელიც სისხლის დაღვრით იკვებებოდა. დარჩენილ წევრებს შიშის ზარს სცემდა, მათი ბიზნესები ყველაფერი ხელში ჩაიგდო, ყველა საყვარელი ადამიანებით დააშანტაჟა და ლიდერები თავის ხელქვეითებად აქცია, რომელთაც მუდმივ შიშში მოუწევდათ ცხოვრება. თავის მტრებს უსასტიკესად ექცეოდა. რასაც არასდროს გააკეთებდა ახლა აკეთებდა. მე და გოგას ამ საქმეებთან კავშირი საერთოდ აღარ გვქონდა, ყველანაირ უკანონო საქმეს ჩამოგვაცილა, ვხვდებოდით რომ საფრთხისგან გვიცავდა. გოგას და მე საერთოდ აღარ გვიკავშირდებოდა, კონტაქტზე ძალიან იშვიათად გამოდიოდა. უკვე გვეშინოდა რადგან ვიცოდით კარგად არ იყო. წამალზე შეჯდა, მისი ექიმი მისგან დამოუკიდებლად გვესაუბრა რადგან მასთან კავშირი ამ 6 თვის მანძილზე ერთხელაც არ ჰქონია. ექიმს ბოლოს 6 თვის წინ ესაუბრა და მხოლოდ ის უკითხავს სასიკვდილო დოზა რამდენი მილიგრამი იყო. როგორც ვეჭვობდით დოზაზე მეტს იკეთებდა რაც მისი ფსიქოლოოგიისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ბოლო სამი დღე მისგან ვერანაირი ამბავი რომ ვერ გავიგეთ მე და გოგამ სახლში მივაკითხეთ ხელახლა, ვიცოდით აზრი არ ჰქონდა, რადგან როცა მივდიოდით შინ არასდროს არ იყო. გაგვირბოდა.

- ისევ საფლავზე იქნება. მითხრა გოგამ. ჩემი თავი მძულდა მინდა სიმართლე ვუთხრა, თუმცა ვერ ვბედავ, ვერ ვუბედავ რადგან შემიძულებს და მისი ცხოვრებიდან წამშლის. არავის არ გვაპატიებს. ლიკა, გოგა, ჯაბა და ნუკრი კი მე არ მმაპატიებენ ამას არასდროს. ზურგში დანა ისე ჩავარტყვი მათ ნდობას ვერასდროს ვეღარ დავიმსახურებ.

სასაფლაოზე რომ ავედით, “ხატიას საფლავთან” იჯდა, კაიფში იყო ეტყობოდა . თავ ჩახრილი, მხრებ ჩამოყრილი, ჩაშავებული თვალის გუგები და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, გატეხილი იყო. სულ რაღაც ერთი წლის წინ მომღიმარი ბიჭი მაინც იყო, ახლა მწუხარებას თავისი კვალი დაემჩნია, მუქ ყავისფერ თმებში აქამდე ჭაღარას ვერ უპოვიდით, როგორ ეშინოდა ადრე გაჭაღარავების ნეტა იცოდეთ, ყოველთვის ვეხუმრებოდით ამ თემაზე რადგან ბიძაჩემი 40 წლის უკვე სრულიად თეთრი იყო. თუმცა ახლა დამწუხრებულები მეც და გოგაც ერთი და იგივე რამეს ვფიქრობთ, თმებიც და წვერიც სავსე აქვს ჭაღარებით, საშინლადაა გამხდარი. ამ ექვსმა თვემ საშინელი დარტყმა მიაყენა.

გოგამ მხარზე ხელი მოხვია. უზარო, ცივი გამომეტყველებით მიაშტერდა ვაჟა .

- მთელი ზამთარი სიცივეში გაატარა. ახლა ცოტა დათბა. აღარ ვიდარდებ თუ როგორ გავათბო, მზე გაათბობს. გადაუსვა საფლავს ხელი.

- როდის უნდაა დაამთავრო შენი თავის ასე დასჯა? შეეკითხა გოგა.

- საბოლოოდ როცა დაავსჯი მაშინ დამთავრდება. თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.

- რას ქვია საბოლოოდ? ვკითხე გაბრაზებულმა.

- ბოლო პატარა საქმე დამრჩა, ამასაც მოვაგვარებ და ჩემს ფერიასთან წავალ.

შიშისგან თუ სიბრაზისგან თავში სისხლი მომაწვა, ვბრაზდებოდი ჩემს თავზე, მანაც რომ თვითმკვლელობა სცადოს, საკუთარ თავს როგორ ვაპატიო. სიმართლე აუცილებლად უნდა ვუთხრა.

- შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს ვაჟა. ვეღარ გავაგრძელე რადგან ტელეფონმა დაურეკა.

- გისმენ თინა.

- თინა? თინასთან კავშირი აქვს? არვიცი რა უთხრა თინამ მეორე მხრიდან.

- ფრენამდე 3 საათი მაქვს, არ დავაგვიანებ… - გპირდებით ამჯერად ჩამოვალ. . . - რა გაქვს ჩემთან ასეთი სერიოზული სალაპარაკო არ ვიცი… - კი მაგრამ ტელეფონზეც შეგეძლო გეთქვა. … - კარგი კარგი გავიგე. ღამე მანდ ვიქნები სავარაუდოდ. - დახვედრა არ მინდა, მხოლოდ ადგილმდებარეობა გამომიგზავნე… - კარგი შეხვედრამდე.

- თინასთან კავშირი გაქვს ?

- კი … გაუკვირდა.

- ჩვენ არ გვეკონტაქტება და იმიტომ.

- მეც მეკონტაქტება. მომიბრუნდა გოგა.

- არასდროს გიკითხავს თორემ გეტყოდი, სანახავადაც ვიყავი რამდენჯერმე ჩასული. დაამთავრა გოგამ

- ვაჟა შენ რისთვის მიდიხარ?

- არვიცი ჩემთან სერიოზულ თემაზე აქვს სალაპარაკო თინას, ამ 6 თვის მანძილზე თითქმის ყოველდღე ჩასვლას მთხოვს თვითონ ვიზის გამო ვერ ჩამოდის გაუფუჭდება საბუთები.

- სად არიან? ვიკითხე შეშფოთებულმა, უკვე ვხვდები რაზეც უნდა ისაუბრონ.

- ინგლისში. წავიდეთ მოვწესრიგდები და უნდა გავფრინდე.

- ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, მხოლოდ საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების გამო გავაკეთე. ვუთხარი და როგორც ბავშვობაში ისე გადავეხვიე.

გოგაც და ვაჟაც გაურკვეველი თვალებით მიყურებდნენ. ვერ მიმხვდარიყვნენ რა ვუთხარი, ან რაზე ვებოდიშებოდი. Ვაჟას ნარკოტიკით გაბრუებულს დიდად ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი ნათქვამისთვის, თუმცა გოგას თვალებში ეჭვის ნაპერწკალი გაჩნდა.

- კაიფში მევარ და ეს ბოდავს რაღაცეებს. ბეჭზე ხელი წამკრა და სასაფლაოს გავეცალეთ.

Სიმართლის თქმას აზრი აღარ ჰქონდა, ინგლისში ჩასვლისას გაიგებდა ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვიყავი თინა ამ დროის მანძილზე მისთვის სიმართლის თქმას ცდილობდა, თუმცა დროში გაეწელა. ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი, დავლოდებოდი როდის მოითხოვდა ჩემგან პასუხს ყველაფრისთვის.

Ვაჟა ჯერ სახლში მივიყვანეთ, მოწესრიგდა და შემდეგ აეროპორტში წავედით. რეგისტრაციამდე ნახევარი საათით ადრე მოგვიწია მოსვლა.

- Ლიკა აპირებს ჩამოსვლას. Თქვა ვაჟამ ცივი ხმით.

- Როდის ელაპარაკე?

- Დღეს დილით დამირეკა ბილეთები აღებული აქვს, ორ დღეში აქ იქნება.

- Იმედია უფლება არ მიგიცია საქართველოში ჩამოსვლის.

- Რატომაც არა! Ყველაფერი დასრულდა, შემიძლია თამამად ვთქვა არ არსებობს კაცი რომელიც ჩემს წინააღმდეგ წავა. Ჰა, გაბედავს და აგერ ყველამ ნახა გამბედავს რაც დაემართა.

- Მაგიდის წევრებს როგორ დავუმალავთ მერე მის ჩამოსვლას და საერთოდ მის არსებობას?

- Დასამალი არაფერია კახა! Რა მაგიდა რის მააგიდა. Არანაირი მრგვალი მაგიდა აღარ არსებობს. Შეგიძლია გული მშვიდად გქონდეს.

- Რას ქვია არ არსებობს? Ვიკითხეთ მე და გოგამ ერთხმად.

- Აი ასე აღარ არსებობს, არც მაგიდა და აღარც ლიდერები. Ყველა ჩემი ბრძანების ქვეშაა. Და ყველას ჩემი ვალი აქვს თან საკმაოდ სოლიდური. Ჩემს წინააღმდეგ ვინც წავა საყვარელი ცხოვრების, და ძვირფასი ქონების დათმობაც მოუწევთ ამიტომ არავინ ამას არ გააკეთებს. Რადგან არ ექნებათ ფული და არ ექნებათ ძალაუფლებაც. Მათი ანგარიშების განულება ერთ წუთსაც არ წაიღებს.

- Დღემდე მიკვირს როგორ მოგვიცილე მე და კახა მრგვალი მაგიდიდან.

- Თქვენივე უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო, ჩემიანის დაკარგვას აღარ დავუშვებდი. Ასე რომ კახა დარდი არ გქონდეს და ლიკას ჩემს მაგივრადაც გაუფრთხილდი. Სავარაუდოდ როცა ჩამოვა მე ვეღარ ვნახავ, უთხარი რომ ძალიან მიყვარს.

- Რატომ ვერ ნახავ? Ძლივს წარმოვთქვი აკანკალებული ხმით. Გაეღიმა... დიდიხნის შემდეგ პირველად...

- Შორს მივდივარ, თინასთან ბოლო საქმეს მოვაგვარებ და შემდეგ სამუდამოდ დასრულდება ყველაფერი.

Ეჭვი მკლავს, რაღაც არ მასვენებს შინაგანად, არ მინდა იმას გულისხმობდეს რასაც ახლა ვფიქრობ. Შიში მიპყრობს, მძულს ჩემი თავი ჩემს სისხლს და ხორცს ჩემი ხელებით დავუნგრიე ცხოვრება. Ყველაფრის მიუხედავად მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი!

- Თინასთან საუბრის შემდეგ... მეც მაქვს შენთან სერიოზული სალაპარაკო. რადგან ვიცი თინა შენთან რაზეც ისაუბრებს, როგორც ძმას გთხოვ ბოლოჯერ მეც მომისმინო. სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე. Ეჭვის თვალით მიყურებდა, დაინტერსედა! Აინტერესებდა რაზე უნდა მესაუბრა მასთან.

- Არ მგონია დავბრუნდე აქ...

- Რასაც გეტყვის დამიჯერე, აქ დაბრუნების მიზეზია. Რადგან მე თინაზე მეტი ვიცი. Ჩემთან დაკავშირება მაინც მოგიწევს.

Ხატიას ამბავს რომ გაიგებდა, აუცილებლად გადაწყვეტდა მის ნახვას და ნახავდა კიდევაც. Ვაჟა რამდენიმე საათში ცხოვრებისგან შოკისმომგვრელ დარტყმას მიიღებდა კიდევ ერთხელ.

- Ვერ ვხვდები რაზე საუბრობ კახა. საათზე დაიხედა.

Რეგისტრაცია დაიწყო, თავს გაუფრთხილდით ორივე, ლიკას მიხედეთ.

Გადაგვეხვია და წავიდა.





Ვაჟა.

Ამ სამყაროდან გაქრობა ბოლო 6 თვის მაძილზე ერთადერთ სურვილად ქცეულიყო ჩემთვის, თვითმკვლელობის სურვილი მკლავდა, მხოლოდ იმიტომ განმეცადა იგივე გრძნობა რაც ჩემმა ცოლმა განიცადა. Მაინტერესებდა რა იგრძნო ხატიამ თვითმკვლელობის წინ.

Თვითმფრინავში ვზივარ , მხოლოდ ერთი და იგივეს ვიმეორებ ჩემთვის გულში, თინას მოვუსმენ და ამით დამთავრდება ჩემი არსებობის მისია. უკან არც არავინ მრჩებოდა ვისაც ჩემი სიკვდილი ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა. Ხატიასგან განსხვავებით..



***



Ლონდონში საღამო იყო როცა ჩავფრინდი. Ახლა კი ახალი დღე იწყებს გათენებას . თინასთან საუბრის შემდეგ მოჩვენებასავით დავხეტიალობ ჯერ კიდევ ხალხისგან დაცარიელებული ქალაქის ქუჩებში. მოსმენილის შემდეგ შინაგანი სიცარიელის შეგრძნება და არეული აზრები არ მტოვებს. თვეებია საყვარელი ქალის მკვლელი მგონია თავი, იცით თქვენ რა რთულია ამ აზრთან გამკლავება? Ყოველდღე ვცდილობდი გავქცეოდი რეალობას, ყოველდღე ვცდილობდი წამლით ჩამეხშო ჩემში დანაშაულის შეგრძნება, მეშინოდა აღიარება. იმდენად მძიმე იყო ჩემი სულისთვისაც კი ამ ტვირთის ტარება, თუმცა მაინც ყოველდღე ვახსენებდი ჩემს თავს რომ მე მოვკალი, თავს ვისჯიდი, ჩემმა სხეულმა და სულმა ღიმილი დაივიწყა, თვალებმა ყველასგან ფარულად ტირილი ისწავლა, სიცოცხლე შეიძულა. თითქმის ყოველ საღამო მის საფლავზე ცოცხალ მკვდარი დავიარებოდი. Საფლავზე რომელიც მადლობა ღმერთს ცარიელი იყო.

Მიუხედავად ყველაფრის მადლობელი ვარ ღმერთის რომ ცოცხალია, მადლობელი ვარ რადგან მკვლელი მე არ ვარ. ახლა სუნთქვა შემიძლია.

არ ვაპირებ შურისძიებას, ან კი ვიზე ვიძიო შური? Იმ ადამიანეზე რომელთა გამო სიცოცხლეს გავწირავდი დაუფიქრებლად? Მათ სისასტიკეს როგორ ვუპასუხო? რაც არ უნდა გავუკეთო საპასუხოდ, ტკივილიც რომ მივაყენო მაინც ვერასდროს გადავუხდი სამაგიეროს , რადგან რაც მათ განმაცდევინეს იმ ტკივილთან შედარებით არაფერი იქნება.

ახლა მხოლოდ ერთი რამ მსურდა, ბოლოჯერ ჩამეხედა ხატიას თვალებში, რომლიც თვითონ იყო ჩემი სულის მკვლელი.

***

Ბერლინში რომ ჩავედი ღამე იყო, კონკრეტულად რა დრო იყო არ ვიცი, არც მიცდია საათის გასწორება, მობილური არც კი ჩამირთავს, მაჯის საათი ისევ სააქართველოს დროით ღამის პირველ საათს მიჩვენებდა.

Ახლა ხატიას ბინის კართან ვდგავარ, სავარაუდოდ არ სძინავს , ნეტა ჩემს გარეშე როგორ ისწავლა ძილი, უნებურად ამომიტივტივდა გონებაში, მას ხომ ძილის პრობლემა ჰქონდა? “ მხოლოდ შენს გვერდით ყოფნისას მერევა ძილი .” მეტყოდა ხოლმე, გვიან მივხვდი რატომ მეუბნევოდა ხშირად ამას. Თავს დაცულად გრძნობდა ჩემს გვერდით, მენდობოდა. ზუსტად ამიტომ მიჭირდა მის სიკვდილთან შეგუება... მწარედ მეღიმება... არეული აზრებით მაქვს თავი სავსე, დავიკარგე, რა არის სწორი და რა არასწორი ვეღარ ვიგებ. ფიქრი აღარ მინდა.

Კარზე დავაზარე. Არ გაუღია არავის. Კიდევ რამდენჯერმე დავაზარე, ველოდები, მეორე მხარეს ხმაური ისმის, ალბათ არ მელოდა, რას წარმოიდგენდა თუმცა. Მეც ვერასდროს წარმოვიდგენდი რამდენიმე დღის წინ. კარს არ აღებს. Თუმცა ვგრძნობ კარს უკანაა.

- Კარი გააღე. Ახლა როგორც ექვსი თვის წინ გამოიჩინე გამბედაობა და კარი გააღე. Ვუთხარი მშვიდად..

Კარი გამიღო, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე... მეგონა მისგან პასუხს არ მოვითხოვდი ჩადენილის გამო, თუმცა ახლა Მივხვდი, ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა აქამდე ის რომ ცოცხალი იყო. Მხოლოდ ახლა ამიმუშავდა გონება მისი დანახვისას.

Კანკალმა ამიტანა, რომ დავინახე, საშინელი მონატრება ვიგრძენი, თვალები ცრემლით ამევსო, ნერვიულობისგან ხელები საშინლად მიკანკალებს, რომ დავმალო ჯიბეში ვიწყობ ხელებს. Რა რთული ყოფილა მასთან შეხვედრა, რეალობას მხოლოდ ახლა ვუსწორებ თვალს.

- Როგორ? აქ ახლა ჩემს წინ როგორ დგეხარ? შენ ხომ მოკვდი? Ჩემი ხელით დაგმარხე...

- არ მომკვდარვარ... მითხრა ჩურულით ხმა უკანკალებდა, კარიდან გაიწია და სახლში შესასვლელად გზა დამითმო მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით წავედი წინ, ჩემს ზურგს უკან კარი დახურა. Ორივე ერთ ადგილს მივეყინეთ.

- Ვაჟა...

- Არ ილაპარაკო. Ვუთხარი. ვერ მოვითმინე და გულში ჩავიხუტე, მისი თბილი სხეულის შეხებამ შემაკრთო, ცივი მიწის ჩახუტებას როგორ მივეჩვიე თურმე... მის თმებს ისევ ნაცნობი და ის მონატრებული სურნელი ასდიოდა რომელსაც თვეებია ცივ მიწასთან შეხების დროს დავეძებდი. Გულზე ხელის გული მივადე, გული უცემდა,მადლობა ღმერთს გული უცემდა!

- Დამაცადე რომ გიგრძნო. აქ ხარ ჩემს კლავებში, ცოცხალი ხარ.

Ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რაც შემეძლო ძლიერად ვიკრავდი გულში, თმები, ხელები, სახე და გული დავუკოცნე, დიდიხანი ვიკრავდი გულში, ხელის გაშვება არ მინდოდა.

- Არ ვიცი როგორ მოხდა, თუმცა კარგია რომ მოხდა, კარგია რომ ცოცხალი ხარ, მოვკვდი ხატია, შენ ერთხელ მოკვდი, მაგრამ მე შენი სიკვდილი ვერ ავიტანე. Შენთან ერთად ყოველდღე მეც მოვკვდი.

- Ძალია ვწუხვარ... ძლივს წარმოთქვა ჩურჩულით, ნაწყვეტ ნაწყვეტ.

- Ნუ წუხარ. შენ მხოლოდ იცოცხლე. Ვუთხარი ისე მისთვის ხელი არ გამიშვია.

- Ნამდვილად ცოცხალი ხარ?

Თვალებიდან ცრემლები წასკდა, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.

- Მე.. არ იცოდა რა ეთქვა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

- Ძალიან ვწუხვარ ვაჟა. მოგატყუეთ, კახას გეგმა იყო. Ვერ გაპატიე, მოგატყუე. Შეიძლება ძალიან სასტიკად აღიქვამ მაგრამ რაც გავაკეთე ესაა. Მითხრა ტირილით. Თავს უარყოფის ნიშნად ვუქნევდი. Წამალის ზემოქმედებიდან გამოვდიოდი, ვგრძნობდი სიმშვიდის შენარჩუნება მიჭირდა. Სიმწრით გამეცინა.

- Შენ ასეთი ადამიანი არ ხარ.?! Გაიძულეს ხომ? Ისინი რომ დაიცვა ახლა მატყუებ? Პატარა იმედი მქონდა მაინც, იქნებ იძულებული გახადეს...

- Ვაჟა.. Სიმართლეს ვამბობ. Არ გატყუებ. Არ დაუძალებიათ, შენი დანახვა არ მინდოდა, მინდოდა ტკივილი გეგრძნო. Ჩემსავით დატანჯულიყავი. Მხოლოდ მაშინ ვიგრძნობდი შვებას, ვიგრძენი კიდეც... შენ მიიყვანე შენი თავი ამ მდგომარეობამდე, შენ ჩაგვყარე ამ მდგომარეობაში ორივე, შენ რომ ჩემთვის არ გეღალატა...

- Გაჩუმდი! Გეყოფა გაჩუმდი! Ვუყვირე, ყურებზე ხელს ვიფარებდი, ამ სასტიკი ქალის მოსმენა აღარ მსურდა.

- Ვინ ხარ გოგო შენ? Მითხარი ვინ ხარ? ჩემი ცოლი, უცნაურია, უცნაური ჩვევებით შეპყრობილი . მაგრამ არა არაკეთილსინდისიერი და არც სასტიკი. შენ ჩემი ფერია ვერ იქნები!

- Ის ადამიანი ვარ ვისაც იმსახურებ! Მითხრა ხმა მაღლა, ცრემლები შეუსვენებლად ღაწვებს უსველებდა.

- Დაუმსახურებლად არაფერი არ განგიცდია ვაჟა! Როგორ მიღალატე არ დამვიწყებია, როგორ გამომიყენე არ დამვიწყებია, ჩემი ნდობა როგორ გამოიყენე არ მავიწყდება გაიგე! Მიყვირა თვითონაც.

- Გგონია რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე? ჩემი მაშინდელ ქცევა იძულებითი რომ ყოფილიყო, მაინც დავიმსახურებდი ამ ყველაფერს როგორ ფიქრობ? Ვუთხარი უსუსური, უღონო ხმით.

Სახე გაუფითრდა, გაკვირვება და ეჭვი წავიკითხე მის თვალებში.



- Მტერსაც რომ არ მივიჩნევ ასეთი ტკივილის ღირსად, რატომ გეგონათ რომ მე დავიმსახურე? ვინ იმსახურებს ასეთ რამეს ხატია?

Ცრემლი სახელოთი შევიწმინდე, კარი გავაღე და წავედი.

Ზუსტად მაშინ როცა უკვე დანებებას ვაპირებდი, ჩემში გაჩაღებული ბრძოლა მოვიგე, რთული იყო თუმცა მოვიგე, გულის არსებობას სამუდამოდ დავივიწყებდი.

იმ ღამიდან მე საღსალამათი დავრჩი თუმცა ჩემში ცოცხალი აღარავინ დავტოვე.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან კარგი თავია, სუპერ ისტორია, სიუჟეტი,წერის სტილი, ემოცია, რთულია მკითხველამდე სწორად მოიტანო ყველა ემოცია და გრძნობა მაგრამ თქვენ მშვენივრად გამოგდით. წარმატებები დიდი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს წიგნს ამ და სხვა ისტორიებით. მე პირადად მიყვარს ემოციური, ღრმა თუმცა მარტივად წასაკითხი ისტორიები. ველი ახალ თავს.კარგი მუზა თქვენ

 


№2  offline წევრი NakoNako

დიდი მადლობა ასეთი შეფასებითვის. ამ აბის წერას რომ დავასრულებ აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა ისტორიასაც. თქვენ არ იცით რამხელა სტიმულია თქვენი მხრიდან გაკეთებული შეფასება ჩემთვის

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომეწონა ????წარმატებები ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე იქნება????თქვენი სხვა ისტორიები სად ვნახო თუ ეს პირველია?????

 


№4  offline წევრი NakoNako

სტუმარი ანა
ძალიან მომეწონა ????წარმატებები ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე იქნება????თქვენი სხვა ისტორიები სად ვნახო თუ ეს პირველია?????

მადლობთ შეფასებისთვის. ახალ თავსაც სავარაუდოდ კვირის ბოლოსთვის დავამთავრებ და დავდებ. ეს ჩემი პირველი ისტორიაა, სადებიუტო ასე ვთქვათ ამ ისტორიით დავიწყე წერა)))

 


№5 სტუმარი ნანამია

მომეწონა... ძალიან ემოციური ისტორიააა...არ ვიცი როგორ დაასრულებ თუმცა ვისურვებდი რომ მთავარი პერსონაჟები ყველაფერში გაერკვნენ და ერთმანეთს აპატიონ.მინდა ავღნიშნო რომ თუ ეს პირველი ისტორიაა, კარგად გამოგდის,არ მიატოვო წერა და ხშირად გაგვანებივრე ახალი ისტორიებით.მადლობა, წარმატებები...

 


№6  offline წევრი NakoNako

ნანამია
მომეწონა... ძალიან ემოციური ისტორიააა...არ ვიცი როგორ დაასრულებ თუმცა ვისურვებდი რომ მთავარი პერსონაჟები ყველაფერში გაერკვნენ და ერთმანეთს აპატიონ.მინდა ავღნიშნო რომ თუ ეს პირველი ისტორიაა, კარგად გამოგდის,არ მიატოვო წერა და ხშირად გაგვანებივრე ახალი ისტორიებით.მადლობა, წარმატებები...

მადლობა თქვენ გაკეთებული შეფასებისთვის. მიხარია თქვენში ინტერესი თუ გამოიწვია ჩემმა ნაწერმა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent