შესაფერისი! (ნაწილი 1)
-მოღალატეც თუ იყავი აღარ მეგონა..! გახევებული ვუყურებდი ჩემს წინ აღაჟღაჟებულ 2 წყვილ თვალს და მეცინებოდა ნერვებისაგან, აქამდე რომ ვერ გავიგე ეს ამბავი. რა აბსურდია ღმერთო, მაინც და მაინც ჩემს დაბადების დღეზე რომ არ მენახა ეს ვნებაში ჩაძირული წყვილი, ხომ იქნებოდა იდეალური?! თან ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეორე ნახევარია, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ლამაზად შევათვალიერე ორივე და საკუთარ თავს გავხედე, კედელზე მჭიდროდ მიკრულ სარკეში. -ღმერთს მადლობა-წამოვიძახე და თმა ლამაზად გადავიყარე გვერდზე. -სავია ყველაფერს აგიხსნი-ფეხზე წამოდგომას ცდილობდა ქერა მამაკაცი. -მიხარია რომ ეს მოხდა, მართლა, ასე რომ არაფერია ასახსნელი-ხელის მოძრაობით ვანიშნე, რომ არ ეცადა ადგომა-სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ არ იყავი ჩემი ადამიანი, მიხარია, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს და ვხედავ, რომ არაკაცი ხარ. -სავი… -ნიკა, გთხოვ რა, ეგღა გაკლია იტირო, ჩვეულებრივი მანიპულატორი და ტოქსიკური ტიპი ხარ-ხელი ავიქნიე და იქვე სავარძლის ხელზე ჩამოვჯექი-იწექი გენაცვალე-მივმართე გოგონას, რომელსაც ფაქტია ვერ გაეგო, რატომ არ ვკიოდი და არ ვყვიროდი-განა ჩემი ბრალია ვარდისფერი სათვალეები რომ ვერ მოვიშორე, სამაგიეროდ ახლა ნათლად აღვიქვამ მთელი სიტუაციის სიკარგეს და იმასაც, რა მძღნერში ვცხოვრობდი ეს წელი. -არ მინდა შენი დაკარგვა-ჩურჩულს გავდა- ჩვენ ასე ადვილად ვერ დავასრულებთ ურთოერთობას! არგამოვა ეგ საქმე. -დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა, თანაც როგორ. გავიჯახუნე კარები და აწ უკვე ღიმილიანი სახით ჩავიარე სამი სართული ფეხით. საათს დავხედე და რომ გავიაზრე უკვე 10 სრულდებოდა ტელეფონისთვისაც კი ნაცნობ ნომერზე დავრეკე. -ნინუცა სად ხარ?! -პახმელიაზე!-მომესმა ძლივს გასარჩევი დუდღუნი. -რასაა რომ ამბობ-გამეცინა- რაგეგონა აბა ღამის 4მდე რომ სვამდი ჩემს ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად. -არა, აღიარე ხომ ჩავაწვინე-ამაყად ამოროშა, ხმა ისეთ დღეში ჰქონდა, ტელეფონიდანაც მცემდა “პერეგარის” სუნი. -ჩააწვინე კიარა ჩაახრჩე, კარგი მოკლედ რატომ გირეკავ, არგინდა ვითომ გამამხნევო და სევდა მომაშორო?-გავიცინე. -რახდება რო? -ნიკა ვნახე ამ დილით, მასთან ავედი გუშინ ხომ არ გამოჩენილა და მეც ჰაჩიკოსავეთ მივაკითხე და ვიღაც გოგოსთან ერთად ბუჯგაობდა საწოლში. -ღადაობ?-მომესმა წამოდგომის ხმა. -არანაერად. -ეგ გაახარა ღმერთმა! -რა ლაპარაკია?-ამივარდა სიცილი. -ღმერთმა მისი თვალით დაგანახა რომ 2 მილიმეტრიანი ყ**ა და მიხარია, ჩემი სიტყვები რომ ეგ მოსიარულე “რედ ფლეგი” იყო, არ დადიოდა შენს ტვინამდე. -მოკლედ ჩაიცვი და გამიგივლი ახლა, მერე ჩამიტარე საგანმანათლებლო ნოტაციები. -კარგი გელოდები. ვიგრძენი როგორ შემეკუმშა წამით გული და თითქოს სუნთქვა მიჭირსო. -სავია ანთაძე, არ გაბედო ტირილი-საკუთარ თავს გავუჯავრდი და ფართოდ გავახილე თვალები-განა რა გატირებს, იმ არაკაცის გამო იტირება?-ღრმად ჩავისუნთქე და განვაგრძე გზა-იმის გამო კიარა საკუთარი თავის გამო მეტირება- შეეპასუხა ერთი მე, მეორეს და გამეცინა საკუთარ თავზე-ამდენი დრო, ნერვები, ენერგია, ემოცია, იმედები, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მაგრამ… ისე კიდევ კარგი, რომ ეხლა გამოაშკარავდა ყველაფერი და ამ აბსურდში კიდევ დიდხანს არმომიწია ყოფნა. ამ ბჭობაში ნინუცასთანაც მივედი და მივწერე რომ ქვემოთ ველოდებოდი. -ჯერ ყავა უნდა დავლიოთ და მერე გავიაროთ ტორტზე-გამოაცხადა და ხელკავი გამომდო. -ალეკომ მოგიკითხა-ჩავიცინე. -მაგ შენს ბიძაშვილს უთხარი, კიდევ თუ გამომიგზავნის ყვავილებს სახლში, იატაკის საწმენდზე წამოვაცვამ და სახლს მისით მოვწმენდ. -რაგინდა არმესმის, რამე დასაწუნი აქ?!-გავიოცე. -კი, რამდენიც გინდა-ააფრიალა ხელები და შეიცხადა, თითქოს ესეთ ფაქტს როგორ ვერ ხედავო. -აბა? დავვინტერესდი. -ჯერ ის, რომ მეზღვაურია. -რატომაა ეგ ცუდი?! უსაქმური გინდა რომ იყოს?! -ხმელეთზე ვერ ნახა რამე განა? სადმე ახლოს. -იქ უნდოდა ეტყობა-გამეცინა აბსურდულ პასუხზე-კარგი, სხვა? -ის რომ წვერი აქ. -ეგ რაღა შუაშია ნინუცა? -რომ მკოცნის ლოყაზე მტკენს-გაიცინა. -შენ გენაცვალე, მიზეზებზე ხარ, ვეტყვი ერთ დღეს ჩაგავლოს ხელი და წაგიყვანოს ჩოხატაურში დეიდამისთან და გამოგკეტოს სანამ შენით არ დანებდები. -ძაღლებით მომძებნის მამაჩემი-გამოაცხადა და გაეცინა. -მამაშენს ერთი სული აქვს როდის გათხოვდები, რომ მოითქვას სული, ისე ის კაციც შეწუხდა ალეკოთი-ხმამაღლა გავიცინე. -აუ ეგ აღარ თქვა, სამსახურთან ძაღლივით იდგა და ელოდებოდა როდის გამოვიდოდა, რომ ეთქვა რომ ყვავილები უნდა გამოეგზავნა ყურადღების ნიშნათ და არ გამბრაზებოდა. -რა იცოდა იმ უბედურმა, რომ მამაშენი 24 საათიან სმენაში იყო-ლამის ტირილი დავიწყე სიცილისგან-შენ კიდე იწუნებ. -აუ ხომ იცი არა?! არ შემიძლია ეს დისტანციური ურთიერთობა, მეზღვაურია და წელიწადში მინიმუმ 6 თვე გემზე უნდა იყოს. -აბა რაქნას გაფიცებ?! შენ რჩენა ხომ გინდა? -სავია თავი დამანებე-მიჩქმიტა და “დონას” კარები გააღო-აი აქ დავსხდეთ. -გავიყინე. -მოკლედ, იმედია იმ სულელზე ლაპარაკით გადაიტანე ყურადღება და ახლა განიავებულ ტვინზე, მომიყევი რა მოხდა. -არაფერი. ავედი მომეკითხა უნდა და სცენას შევესწარი-ფანჯარაში გავიხედე-ძალიან ცუდი ვარ რომ მიხარია?!-გავხედე ალმაცერად ნინას. -ღადაობ?! გიხაროდეს უნდა აბა რა უნდა ქნა, ყველაზე დიდი და საზიზღარი ტვირთი მოიშორე ცხოვრებიდან და აი მეტიც არ მინდა ცხვირი გამოყოს და რამე ეცადოს კიდე, რატის ვეტყვი და ამოხდის სულს. (რატი ჩემი ძმაა) -როგორც კი მისიდან გამოვედი, ეგრევე ვიგრძენი სიმშვიდე და სიმსუბუქე, მერე ერთიანად მომეყარა ყველა ცუდი მოგონება და ყველაფერს, თითქოს საღი თვალით შევხედე. -ღმერთმა რა მაგარი საჩუქარი გაგიკეთა აზრზე ხარ?!-გაიცინა და ყავა მოსვა-ახლა მთავარია ვინმე ადეკვატური, ჭკვიანი, კეთილი, სექსუალური და სიმპატიური ვნახოთ-ჩამოთვალა თითებზე სიცილით. -არავითარი ურთიერთობები!-წამოვიძახე-რაც ვიწვალე მეყოს. -ჰოდა ადამიანო, რომ იწვალე, იმიტომ ჩამოვთვალე ყველაფერი ის, რაც ნიკას არ ჰქონდა. -არავითარი ურთიერთობები თქო, გამორიცხე, თვით ტომ ჰარდი რომ ჩამოვიდეს ბათუმში და ხელი მთხოვოს, გამორიცხე. -თობბა ქენ კაკუ?-ახარხარდა. -არც მაკლია ბევრი. ტორტს თვალი შევავლე და კმაყოფილმა დავურეკე რატის. -ჩემო ძმაო სად ხარ? -ბასეინიდან მოვდივარ, რაიყო? -ტორტზე გავლა არ დაგავიწყდეს იცოდე. -რომელზე უნდა ვიყო? -4ზე და პირდაპირ ჩაქვში წამოდი. -არის უმფოსო-გაიცინა. მე და ნინაკო ერთმანეთს დროებით დავემშვიდობეთ და სახლებისკენ წავედით. სახლში ასულმა აბაზანისკენ ავიღე გეზი. როგორც კი მოხვდა ჩემს სხეულს ცხელი წყალი და სითბო, ვიგრძენი თუ როგორ ერეოდა ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით წყლის წვეთებს. -რით დავიმსახურე?! რომ… რომ მოსულიყო… და აი ეთქვა… უბრა….უბრალოდ ერთქვა რომ აღარ… უნდოდა ურთიერთობა… ხომ გავიგებდი და ასე… ასე არ მეტკინებოდა-ძლიერ დავაწექი დიაფრაგმას ორივე ხელით და ვცადე უაზროდ აძგერებული გული გამეჩერებინა-სულელი ხარ სავია, უზომოდ სულელი. უკვე ხმით ვტიროდი და ვეცადე ბოლომდე დავცლილიყავი ემოცოებისგან, რადგანაც, ეს ბოლო ცრემლები იყო, რასაც იმ არაკაცის გამო დავღვრიდი. თითქოს სულს მივეცი იმის საშუალება, რომ გამომშვიდობებოდა ადამიანს და შეგუებოდა ამიერიდან მის არყოფნას და სიმარტოვეს. მაგრამ რა საზიზღარი მომენტი ყოფილა, როცა თვით ურთიერთობა კიარა, უფრო საკუთარი თავი და დრო გენანება, რომელიც ამ ადამიანს დაახარჯე, რომელსაც, სულ არ სჭირდებოდი. საზიზღრად შესიებული გამოვედი აბაზანიდან და ხალათი შემოვისხი, ამ დროში რატიც მოსულიყო. -სახლში ვარ-გამომხედა რატიმ-რა დღეში ხარ?! -რა დღეში ვარ?-გავიოცე ისე, თითქოს ვერ მივმხვდარიყავი რას გულისხმობდა. -თვალები ლამის ამოგივარდეს, იტირე?! -არა!-გავტრიალდი და მაცივრის კარი გამოვაღე, ხელით წამეტანა და ეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო. -იმ ნაგავმა გაწყენინა ისევ?!-კბილებში გამოსცრა და დავინახე სახე როგორ შეეცვალა-იმ ნაბ**არმა ისევ გაბედა რამე?! -მიახლოებით-არც მიცდია დამალვა-დავშორდი-თითქოს არაფერიო, ისე ვუპასუხე. -რა თქვი?-გაიოცა. -დავშორდი თქო, ამ დილით. -23ის გახდი და ტვინი მოგემატა? -ეგ რა შუაშია? -თავშია, აბა ესეთი ჭკვიანური რაღაც როგორ გააკეთე-გაიცინა, წამით კი გაჩერდა-მოიცა, რა მოხდა?! -არც არფერი, ჩვეულებრივი კლასიკა, ავედი უნდა მენახა და დავლაპარაკებოდი, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელებ აღარ შეიძლებოდა და თან ვიღაც გოგოსთან ერთად დამხვდა საწოლში, მიღალატა რა-მხრები ავიჩეჩე და ფორთოხლის წვენს დავწვდი. -და ესე მშვიდად ამბობ ამას? -აბ რავქნა, ისტერიკაში ჩავვარდე?! საღი აზრი დამიბრუნდა და ვხვდები, რომ უკეთესობისკენაა ყველაფერი და თითქოს ღმერთმა ახალი შანსი მომცა, რომ ცხოვრება განვაგრძო და უფრო მეტიც, დავიწყო თავიდან უკეთესად. ძმას ხელი ვკარი რომ გაწეულიყო და მისი გაკვირვებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ავედი მეორე სართულზე და მომზდება დავიწყე, თეთრი ფერის კაბა უდაოდ კარგი არჩევანი იყო, “დღეს 23 ხდები” გავიფიქრე და უეცრად თითქოს მთელმა ცხოვრებამ გაიარა თვალწინ, “სკოლა, პირველი შატალო, უნივერსიტეტი, პირველი ფინალურები, პირველი სამსახური, პირველი ხელფასი, მეგობრები, პირველი გულის ტკენა, პირველი სეირნობა წვიმაში, პირველი გააზრებული ცრემლები, პირველი საჩუქარი, ვალდებულების განცდა, პირველი სიყვარული..” ფიქრების დინება შეჩერდა და თითქოს გული ჩამწყდა, რომ ვერაფერი კარგი ვერ გავიხსენე სიყვარულზე, გარდა პირველი 2 კვირისა, რომელიც უაზროდ მეჩვენებოდა ახლა. როგორ მოვახერხე და როგორ არაფრად ჩავაგდე თავი იმ ადამიანთან ყოფნით, გავუჯავრდი საკუთარ თავს, განა როგორ დამაბრმავა ამ ყველაფერმა, ახლა რომ ცხადად ცუდ ტონად მიმაჩნია, მაშინ მერომანტიულებოდა და გაცოფებისგან მზად ვიყავი საკუთარი თავი მომეკლა. “ჰოდა სიყვარული… მგონია ეს მოვლენები კავშირშია და ის რაც აწი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და იქნებ იმ ადამიანად ვიქცე, რომელზეც ვოცნებობდი ბავშვობაში” -სავია ვაგვიანებთ მგონი-გავიგე უეცრად რატის ხმა. -მოვდივარ. მივაკითხეთ ტორტს, რატიმ ტორტი წაიღო რესტორანში, მე კიდე ნინუცა დამხვდა და ერთად წავედით. -ხომ არ შეგხმიანებია?-გავიგე ნინუცას ხმა. -არაა. -ძალიანაც კარგი. -1-2ს მაინც გაფართხალდება მგონია-გავიცინე. -იქვე მივახრჩობ-თითის ქნევით დაიმუქრა-მეტიც არ მინდა ცხვირი გამოყოს. -თორემ მიაჭრი ხომ ეგრევე-გამეცინა. -აი ზუსტად. ალეკო დაგვხვდა პლაზასთან, რაც საყიდი გვქონდა ვიყიდეთ და გავემართეთ მისკენ. -სალამი-მიესალმა მორიდებით ნინუცას. -გაგიმარჯოს. -რას შვრები?!-ვკითხე და წინა კარები გავაღე რომ ნინუცა დამჯდარიყო. -მე უკან დავჯდები-გამოაცხადა. -უკან მე ვჯდები, დაიკავე შენი ადგილი, მძღოლის გვერდით ადგილზე მივუთითე. -მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტობუსს უნდა გამოვყვე. -დაჯექი რომ წავიდეთ უნდა-ჩაგვეჭრა ალეკო. -შენ გაჩერდი საერთოდ-ამოილუღლუღა ისე, რომ მისკენ არც კი გაუხედავს. -მემუქრები, მაგრამ თვალებშიც არ მიყურებ-მანქანის ჭერს დაეყრდნო იდაყვებით-მოგეწონა ყვავილები? -გაჩერდი მეთქი გითხარი მე შენ-წამოიყვირა და გახედა, მერე მე მომიბრუნდა-სავია, გააჩერე შენი ბიძაშვილი, თორემ თვალებს გამოვუღებ. -მე ნუ ჩამრევთ ამ დრამებში, ჩემიც მეყოფა. -რა მოხდა?!-ხმა გაუმკაცრდა ვაჟბატონს. -კი მეზიზღები, მაგრამ ეს უნდა გითხრა-გაიცინა ნინუცამ და ანიშნა დაჯექიო, მანაც დაჯდა და მიუბრუნდა-ჰა, არ წავედით?!-შეიცხადა. -კი მარამ, მოგიყვებიო ხომ თქვი. -მართვის დროს სმენა გიქვეითდება? -კარგი ჰო-მანქანა დაძრა და როგორც იქნა წავედით ჩაქვისკენ. -მოკლედ, სამახარობლო მინდა, ეს ერთი-თითი დაუქნია-და მერე მეორე, რა ლელა წურწუმია მოგინდა გადართე რა, რას მასმენინებ-მობეზრებულად შეიჭმუხნა. -გოგო იტყვი რა მოხდა?-გაუცინა. -იმ იდიოტს დაშორდა ამ დილით, არა ხომ ვიძახი რომ დაბადების დღე, ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დღეა რა, ღმერთმა მოგცა საშუალება, რომ ცხოვრება დაიწყო ლამაზი ფურცლიდან. -რა გააკეთა?! გაწყენინა?! მაგას ხომ არ უნდა პატრონი მ*****ა?!-გაბრაზებულად წამოიძახა. -ვაიმე, მოიცა კაცო, მაგას მერეც მოასწრებ, უღალატა და წაასწრო, რადონის ჩმორია უფალო გადავირიე, არაკაცების კონკურსი რომ ტარდებოდეს, ეგ იდიოტი უკონკურენტოა-ხელების გაშლით ლაპარაკობდა. -რას ქვია გიღალატა-უეცრად გააჩერა მანქანა და გამომხედა-სავია, სიმართლეა?! -ალეკო გზა გააგრძელე, ასე მგონია გენანება რომ დავშორდი. -რას ქვია ენანება, არაფერიც არ ენანება-დაასწრა ნინუცამ. -რა გატლეკილი ხარ გოგო-გაეცინა და ცხვირზე ხელი დაკრა-რაც არ უნდა საწყენად ჟღერდეს, გილოცავ ბიძაშვილო! -გატლეკილი იქნება ახლა ლაბავოის რომ გაგატანინებ თავით-დაუცაცხანა თოიძემ. -სულმოუთქმელად ველოდები, როდის მომეკარები-მაიმუნობის ხასიათზე მოვიდა ბიძაშვილი. -ანთაძე, ამას უთხარი დაოკდეს, თორემ მწარე წიწაკას დავუყრი სავარძელზე და უშვილობის პერსპექტივებს ვანახებ-მუქარას აგრძელებდა, მე კიდე გულიანად ვიცინოდი. -მაგ შემთხვევაში, შენც დაზარალებული ხარ, ვერ ატყობ?-გახედა რატიმ. -რატკმ ვითომ?-დაბნეულმა უპასუხა. -რატომ და მე თუ არმეყოლება, ანუ შენც არ გეყოლება, არადა დაფიქრდი, რა ლამაზი შვილები გვეყოლება ჩვენ-ფაქტზე გაუსვა ხაზი და სიგარეტს გაუკიდა, ისე რომ მისკენ არც კი გაუხედავს. -შენა გენაცვალე, ცუდ ჩიტს დაიჭერ, მე გული მიგრძნობ, არ ვაპირებ ქვეყნის დემოგრაფიაზე ფიქრს შენთან ერთად. -რაც ფაქტია და გადაწყვეტილია, ვერ გავექცევით-აღნიშნა ფაქტი. -ალეკო ანთაძე. -ნინუცა ანთაძე-გადააკეთა მისი გვარი უეცრად. -ვინ გითხრა რომ გვარს შევიცვლი?!-გაოცდა და მისკენ ტანიანად გაბრუნდა. -ანუ გვარის შეუცვლელად თანახმა ხარ ჩემს ცოლობაზე-ფაქტზე წაიჭირა და მხარზე მოეფერა. -გაეთრიე მეთქი-დაუყვირა და მე გადმომხედა. -იმედია სისულელეებზე არ ფიქრობ და ნერვებს არ მოიშლი დღეს და არც არასდროს, დღეს ყველაზე ბედნიერი უნდა იყო და რაც არ უნდა მოხდეს, გჯეროდეს, რომ დღეის იქეთ, შენი საუკეთესო ცხოვრება იწყება და მე ამაში დაგეხმარები-თბილად გამიღიმა და დამაკვირდა. -თითქოს მცხვენია კიდეც, რომ არ განვიცდი-გამეცინა და ფანჯარაში გავიხედე. -აი ეგ შემართება მომწონს-დაასკვნა ალეკომ და სიჩქარეს მოუმატა. სადღაც ნახევარ საათში ადგილზე ვიყავით, მიყვარს ეს ადგილი და აქაური სამზარეულოც. ბავშვებს მივესალმე და გავეშურე ყველაფრის შესამოწმებლად, ადგილზე თუ იყო ყველაფერი. -გამარჯობა ლევანი ძია-მივესალმე 50ს გადაცილებულ მამაკაცს. -გამარჯობა გენაცვალე, აბა, მოგწონს ყველაფერი?! -კი, ზუსტად ისეა, როგორც მინდოდა-გავუღიმე. -მამაშენმა დამირეკა, ისე გაუკეთე როგორც მას უნდა თორემო…-გაიცინა და ოფიციანტს უთხრა წყალი მოეტანა-მოგენატრა არა?! -რას ვიზამთ, სამსახური ასეთია, მთავარია, რომ ერთად არიან და ლამაზად. -მართალი ხარ ბიძია, მე წავედი მოკლედ, თუ რამეა, მე აქ ვარ და დამირეკე, მთელი მეორე სართული თქვენს განკარგულებაშია. მადლობის ნიშნად გავუღიმე. საათი 7ს უახლოვდებოდა, ყველამ დაიწყო ნელ-ნელა მოსვლა და თავის მოყრა, მიხაროდა და მაბედნიერებდა ყველა ნაცნობი და მნიშვნელოვანი ადამიანის ერთად ნახვა ამ დღეს. უამრავი საჩუქარი და მილოცვა მივიღე. გართობას დალევა მოჰყვა და დალევას კი ემოციები. -არა რასმიწუნებ?!-გაოცებით მიაჩერდა კარგად შემთვრალი ალეკო ნინუცას, რომელიც აივანზე გასულიყო და ცდილობდა “სელფი” გადაეღო. -ალეკო ნასვამი ხარ და გეხვეწები თავი დამანებე, დღეს მაინც. -მერე გათიშული ვარ? რა მემჩნევა მე ნასვამის? -ალკოჰოლის სუნი ანთაძე. -არ მიპასუხებ?! -რა გიპასუხო? -რატომ მიშორებ ბაღის ბავშვივით, დამელაპარაკე, გამიცანი, იქნებ იმ ურთიერთობას და იმ ცხობრებას გთავაზობ, რომელიც შენს ოცნებებშია. -სხვა დროს ვილაპარაკოთ რა-თავის არიდება სცადა. -არავითარი სხვა დრო, ზუსტად 7 თვეა- 2 ხელით მოთვალა 7 რიცხვი და თვალწინ აუფრიალა-7 თვეა რაც ვცდილობ, რომ როგორმე შენი ყურადღება დავიმსახურო, მეც მაქ თავმოყვარეობა. მაგრამ იცი რაარი?! ჩემი სიყვარული შენს მიმართ ჩემს თავმოყვარეობაზე მაღლაა. -კარგი მეთქი, არმინდა რა… -რა არ გინდა?! -შენ იდეალურად იცი პასუხი და მიზეზი, გითხარი არ შემიძლია ეს ურთიერთობები შორიდან. -მე მომწონხარ, მიყვარხარ, იცი როგორ?! აი მამაშენს არ უყვარხარ ეგრე გეფიცები, მოღალატე მე არ ვარ, მოძალადე მე არ ვარ, ცუდი ბიჭი მე არ ვარ, უზრდელი და უჭკუო მე არ ვარ, ახლა ვიზუალური მხარე არვიცი, ყველა კაცს თავი სიმპატიური ჰგონია. არაა ეგ მანძილი საშიში ჩემთან, სხვა პლანეტაზე რომ ვცხოვრობდე, იქედანაც გაგრძნობინებ რომ მიყვარხარ. რას მიწუნებ? გამიცანი რა, წამოდი ერთ პაემანზე და იქნებ დაფიქრდე ამ ყველაფერზე. -როდის? -აი ისევ არაო, როდემდე უნდა მაწ…-წამით გაჩერდა და ეჭვისთვალით შეხედა ნინუცას-მოიცა, რა თქვი?! -როდის თქო?! პაემანზე როდის მპატიჟებ?! -ხვალ! -კარგი, 2 საათზე ჩემს სახლთან იყავი-გაუღიმა და გაშორდა. -არა, დღეს მართლა რაღაც საეჭვოდ კარგი დღეა-ბედნიერმა და დაბნეულმა თმაზე ხელი არეულად გადაისვა და დარბაზში შებრუნდა. გახარებულ და აღაჟღაჟებულ ბიძაშვილს რატი მოუბრუნდა. -რაგჭირს? -ხვალ, დალაგებულ ჭკუაზე მოგიყვები. -მისმინე, უჩამ დამირეკა, 23ის ნაცვლად დღეს ჩამოვედიო. -მერე?! -მერე და ქალაქში არავინაა და აქ გამოდი თქო ვუთხარი. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაცილდა. ცეკვით დაღლილი სკამს მივუახლოვდი და ძლივს დავეხეთქე ზედ, ნინუცა მომიახლოვდა და მის აწითლებულ და დაბნეულ სახეზე ეჭვი გამიჩნდა. -რა ხდება?!-თვალებში ჩავხედე. -მამაშენზე მეტად მიყვარხარო, გადავირიე!-ახარხარდა. -ალეკომ გითხრა?-წამოვიძახე. -ხო, ხვალ პაემანი გვაქ. -განა მჯერა. ამ დღეს მე კალენდარში შემოვხაზავ. -გეფიცები მაგაზე ვფიარობდი მეც-ისევ სიცილს აგრძელებდა. -რას კაკანებთ-მოგვიახლოვდა რატი და ნინუცას თმაზე მოქაჩა. -ჯიშით მოძალადეები ხართ ყველა კიმაგრამ?-დაიწუწუნა და საპასუხოდ უბწკინა. -ჩვენი მეგობარი მოვა და იცოდე, არიცნობ შენ და მაგიტომ გეუბნები. -კარგი. ^^^^^^^^ გამარჯობა! დიდი სიყვარულით და მონატრებით ვბრუნდები. დიდი ხანია მიტრიალებს ეს სცენარი თავში და როგორც იქნა, ვაღირსე და ვწერ. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ველი შეფასებებს და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.