შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(2)


გუშინ, 00:41
ავტორი ELPI
ნანახია 167

მეორე დღეს უკვე შემოდგომის გრილი ჰაერი შესამჩნევი იყო. მეგობრები ნელა დავსეირნობდით ზღვის ხედზე, შემდეგ კი ისევ ჩვენს ადგილას გადავინაცვლეთ. თხელი კაბა მეცვა მოსაცმელთან ერთად და პატარა ფოტოაპარატით ვიჭერდი ლამაზ მომენტებს: ხან ჩემს მეგობრებს ვუღებდი და ვიცინოდით. ჩვენს ადგილას დავსხედით და ერთმანეთში საუბარი გავაბით.

გვერდზე გავიხედე — ირაკლი ჩვენსკენ მოდიოდა. აშკარა იყო, ბევრი სასუსნაოთი. მის საყვარელ სახის მიმიკებზე ჩავიხითხითე და ნინის ვანიშნე, შეეხედა. მასაც გაეცინა. ირაკლიზე რომ მოგვიახლოვდა, ყველას თავისი კუთვნილი წილი მისცა, მე კი ორი ტვიქსი დამიდო წინ.

— მადლობა, ირაკლი, — გავუღიმე თბილად.
მან კი ლოყაზე მიჩქმიტა.

— ჩემი აზრით, დღეს უნდა დავლიოთ, — თქვა ანდრიამ, რაზეც ყველა აწრიალდა და დაეთანხმა. მე კი ჩუმად ვიყავი.

— ევაა, — მკითხა ხმამაღლა ანდრიამ, — რას ფიქრობ?

— არ ვიცი, — მხრები ავიჩეჩე, — ხომ იცი, არ მიყვარს…

ანდრიამ უკმაყოფილო სახე მიიღო.

— არაუშავს, დალევ როგორმე, — გამიცინა.

ბოლოს მეც გავიღიმე მის ქცევაზე, რადგან ყველანი თანახმა ვიყავით. ანდრიაც ფეხზე წამოდგა და მაღაზიისკენ გაემართა. ჩვენ კი გულმოდგინედ ველოდით მას. ცოტა ხანში კი წინ არყის ორი ბოთლი და ჭიქები დაგვიდო. -ცირამ გაგვაფრთხილა: “არ დათვრეთო”. გაგვეცინა, შემდეგ კი პირველი ჭიქა მივუჭახუნეთ ერთმანეთს. ასე იყო პირველი, მეორე, მესამე… მე კი ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ ვდუნდებოდი და თამამი ვხდებოდი. ეს ყველაფერი კი ძალიან არ მომწონდა.
უკვე ერთმანეთს ვუცინოდით და ვცანცარებდით. ბოლოს ზურგით მივეყრდენი სკამს და შევეცადე, აღმექვა სიტუაცია.

— ოხ, ამათ უყურე ერთი, ესენი როგორ სვავენ სიცილის ხმა მომესმა.
უცებ გამოვფხიზლდი და ხმის მიმართულებით გავიხედე — ანანო და აჩი იყვნენ. მზერა გამისწორა უცებ აჩიმ. რა დროსაც გამოვიხედე, ვერ გავიგე.
ეს ორი ნამდვილად ვინ არიან ერთმანეთისთვის? — ვფიქრობდი. თუმცა ეს შეკითხვა ბოლოს ისე სულელურად დავსვი, ჯობდა, გავჩუმებულიყავი. გავიფიქრე და ისევ ჩემს თავს დავუთმე დრო.
კიდევ ჩამოასხა ანდრიამ არაყი.

— დალევთ? — კითხა აჩის და ანანოს.

— მე კი! — დაიწივლა ანანომ და ტაში შემოკრა.

— არა, — მოკლედ უპასუხა აჩიმ და ანანო ჩაისვა კალთაში.
ჩემს ჭიქას ღიმილით მოვკიდე ხელი და ხმამაღლა ვთქვი:

— გაგვიმარჯოს! — რაზეც ყველას ჩაეცინა.

— ემა, ძვირფასო, დათვერი? — მკითხა ირაკლიმ და შუბლზე მაკოცა, თითქოს ტემპერატურას მიზომავდა.

— აბა, რა გეგონათ, რომ დაალევინეთ?! — ბრაზით კითხა ნინიმ.

— არაუშავს, კარგად ვარ, მართლა, — გავუღიმე მეგობრებს, რაზეც კიდევ უფრო გაეცინათ.
ირაკლი გვერდით დამიჯდა. ერთ გოგოზე მიყვებოდა და მეც მის სულელურ ქცევებზე ვიცინოდი. ამ დროს ძლიერი კივილი გაისმა:

— ვაიმეეეე! — ყვიროდა ანანო.

— რა ხდება? — შეშინებული წამოვდექი და მისკენ გავიხედე, სადაც ჩემი მეგობრებიც მოგროვილიყვნენ.
“მალე ბინტი ან რამე!” — წიოდა ანანო, თუმცა ჯერ ვერაფერს ვხედავდი. ისინი ზურგით იყვნენ.

— კარგით, წამოდით! ყველამ სახლებიდან რამე ჩამოვიტანოთ, ევა მიხედავს! — უთხრა ნინიმ ბავშვებს.

— ვის მივხედავ? რა ხდება საერთოდ?! — ვიკითხე ხმამაღლა, მაგრამ ხმა არ გაუციათ. ყველა აიშალა.
ახლა კი მართლა ვხედავდი ყველაფერს: აჩი მიყუდებული იყო სკამს და ხელიდან სისხლი მოსდიოდა.
შეშინებულმა პირზე ავიფარე ხელი. როდესაც ჩემი სახე დაინახა, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.
— ახლა შენც არ იწივლო. მაგას თუ იზამ, ჯობს, წახვიდე, — მითხრა აგრესიით და ხელს დახედა.

— რა დაგემართა? — ვკითხე და ჩუმად მივუახლოვდი, რომ უკეთ მენახა მისი ხელი.

— არყის ბოთლი გატყდა და შუშა შემერჭო. მერე ანანომ დაიწყო კივილი… დიდი არაფერია, — დაამატა.

— ხომ ვუთხარი… — ანერვიულებულმა ჩავიბუტბუტე და შევეცადე, მზერა სხვა რამეზე გადამეტანა.

— ცუდად ხარ? — მკითხა ცივად. საერთოდ, ვალდებულების მიზნით საუბრობს ეს ადამიანი? აშკარად კი.

— ა… კი, — ვუთხარი დაბნეულმა.

— ძალით სვამ? — მკითხა მშვიდი, ბოხი ხმით.

— რა? არა, რა სისულელეა! — ჩავიცინე და წამით გავხედე, შემდეგ კი მზერა ავარიდე.

— რაღაც არ მგონია. სულ აწითლებული ხარ და თან ძლივს დადიხარ, — მითხრა ირონიულად.

მე კი მის სიტყვებზე ლოყებზე მივიდე ხელი — ნამდვილად სიმხურვალე ვიგრძენი.
“ჯანდაბა, როგორი სირცხვილია! რას იფიქრებს ჩემზე…” — დავიწყე ისევ საკუთარი თავის ტუქსვა.
ამ დროს ხმაური გავიგე და უკან გავიხედე. ირაკლი, ნინი და ანანო მოდიოდნენ ჩვენსკენ.
უკან გავიწიე, რომ მიმეცა ადგილი იმისთვის, რომ გაეკეთებინათ საქმე.

— პატარავ, გტკივა? — კითხა ანანომ აჩის და სახეზე მოეფერა.

— არა, ანანო, არ მტკივა. და გთხოვ, ნუ დამტირიხარ ზედ, — მობეზრებულად უპასუხა აჩიმ.

ნინიმ ბამბა და სპირტი გადმოიღო, თეთრ ბინტთან ერთად, ასევე პატარა მაკრატელიც. უკვე უნდა დაეწყო თავისი საქმის კეთება, რა დროსაც უბნის ბავშვი გამოიქცა ჩვენსკენ.

— რა ხდება? — კითხა ნინიმ.

— ანდრიამ ჩხუბი დაიწყო… გთხოვთ, გააშველეთ! — ტიროდა ბიჭი და თან ხელით გზისკენ გვითითებდა.
— ჯანდაბა! — თქვა ნინიმ, ანანოს ხელი მოკიდა და გაიქცა.

— ირაკლი, შენ მაინც დარჩი, — ვუთხარი ანერვიულებულმა.

— ვერა, ევა… გთხოვ, მიხედე მას, — აჩისკენ მიმითითა და წავიდა.

ნელა წავედი ღრმა სუნთქვით ნივთებისკენ და ბამბას სპირტი დავასხი. შემდეგ აჩისკენ მივტრიალდი.

— მომეცი ხელი, დაგიმუშავებ, — ვუთხარი და დაველოდე.

— დარწმუნებული ხარ? — მკითხა ირონიით და ხელი მომაწოდა.

მე ჩუმად დავხარე თავი და ყველანაირად შევეცადე, სისხლი მომეშორებინა. როცა შევეხე, უკვე ვგრძნობდი, როგორ მეწყებოდა შფოთვა, თუმცა ის ბოლო ადამიანი იყო, ვისთანაც ამას შევიმჩნევდი.
ბინტისკენ მივტრიალდი, ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი. უკვე ვგრძნობდი სხეულში დაბუჟებას. მოვჭერი საჭირო ოდენობის ბინტი და ისევ მას მივუტრიალდი, რომელიც ინტერესით მიყურებდა.

ნელა დავიწყე ხელის შეხვევა. ამ დროს მან ძლიერად მომიჭირა ხელი. უცებ ავხედე.

— რა ხდება? — ვკითხე კანკალით.

— დებილი ხარ? — მკითხა აგრესიულად და ხელი უფრო მომიჭირა.

— რა? — გაოცებას ვერ ვმალავდი. — კი, მარა რამე არასწორად ვქენი?

— რა და დებილი ხარ! თუ ისე, რატომ იქცევი, რომ არაფერი გამოგდის?! — აგრძელებდა ის.

— მე ყველაფერი ისე ვქენი, როგორც საჭირო იყო, — ძლივს ამოვილაპარაკე. მაჯაზე ტკივილს ვგრძნობდი. — გამიშვი ხელი, მტკივა, — ვუთხარი უკვე ტირილის პირას.

— ისე აკეთებდი ყველაფერს, როგორც 12 წლის ბავშვი, რომელმაც არაფერი იცის, — მითხრა უხეშად და ხელი გამიშვა.

— მე… მე უბრალოდ…

— შენ უბრალოდ რა?! — ტონს აუწია და ხელის შეხვევა თვითონ გააგრძელა.

— მე… სისხლის მეშინია! — დავუყვირე უცებ და ჩემი ნივთების ძებნა დავიწყე.
“საშინელი ადამიანია, საშინელი!” — ვფიქრობდი.
არვიცი, სიმთვრალე თუ შიში მაკეთებინებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან სწრაფად ვმოძრაობდი.
— და ამდენ ხანს უბრალოდ არ შეგეძლო გეთქვა, რომ გეშინოდა?! — მითხრა ირონიულად. — ხომ გეუბნები, დებილი ხარ! — გაიმეორა იგივე ტონით.

უცებ მივუტრიალდი.

— არ გაქვს უფლება, ასე მესაუბრო! — ვუთხარი მტკიცედ და მის პასუხს დაველოდე.

მოშორებით იდგა და სერიოზული სახით მიყურებდა.

— და რა უფლება უნდა მქონდეს? — მკითხა უგრძნობი ტონით.

— არა, შენთან საუბარს აზრი არ აქვს! — გავაგრძელე გაცეცხლებული. — უზრდელი და უტაქტო ხარ! საერთოდ არ მაინტერესებს, რა დაგემართება! სისხლის მეშინია, მაგრამ უარი ვერ ვთქვი დახმარებაზე… შენ კი ასე მამცირებ! ვუთხარი უკვე ცრემლებით და გზაზე გამოვედი, საიდანაც მეგობრები მოდიოდნენ.

— რა ხდება? — შეშფოთებულმა მკითხა ნინიმ, ჯერ მე შემომხედა, მერე აჩის.

— არაფერი, — ვუთხარი მოკლედ. — სახლში უნდა წავიდე.

— რატომ? — მკითხა ირაკლიმ. — ააა, ხო, ხელი დაირტყა… — უცებ რაღაც გაახსენდა. — შენ ხომ სისხლის გეშინია, ჩვენ კი სისხლთან მარტო დაგტოვეთ, — მითხრა სევდიანად და გადამეხვია.

— კარგი, წადი, დაისვენე, — მითხრა ნინიმ და ლოყაზე მაკოცა.

მეც თავი დავუქნიე და წამით გავაპარე მზერა აჩისკენ — ისევ ცივი, უკითხავი მზერა… მისი თვალები ისევ მე მიყურებდნენ.
თვალი მოვარიდე.
ჩემს მეგობრებს გავუღიმე და გზას დავადექი.

ძალიან მეწყინა. ძალიან!
მე მას დავეხმარე, მან კი დამამცირა იმ დონეზე, რომ დებილი მიწოდა… მისთვის 12 წლის ბავშვი ვარ, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია…
მაგრამ მე ხომ ვცდილობდი?!
ვცდილობდი, გამეკეთებინა ყველაფერი ისე, რომ არ ეგრძნო დისკომფორტი.

გავაქნიე თავი საკუთარ ფიქრებზე და სახლის კარი შევაღე.
ამ დროს ჩემი პატარა ძაღლი ხვანცალებდა ჩემს ფეხებთან.

— ლედი, ჩემო პატარავ, — გავიღიმე და ხელში ავიყვანე. კარი მივკეტე.

ლედიმ ლოკვა დამიწყო, რაზეც მეც გამეცინა. ჩემი ოთახისკენ წავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლედისთან ერთად ჩავწექი.
ძაღლი გვერდით მომიწვა და თავი თბილად დამადო.
— ლედი, ძალიან გამაბრაზეს და მაწყენინეს დღეს… — ვუთხარი ჩუმად. — მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის დახმარება არ უნდა გვეზარებოდეს, ან ვინანოთ… — თბილად გადავუსვი ხელი ძაღლს.
ლედი თითქოს მისმენდა.
ცოტა ხანს ვეფერებოდი და თან ტელეფონს ვსქროლავდი, რა დროსაც ფანჯარაზე კენჭის მორტყმის ხმა გაისმა.

წამიერი შიში ჩამივარდა სხეულში.
“ვინმე გამომყვა სახლთან?.. ნეტავ ვინ იყო?”

ლედისაც ინტერესით აეწია თავი.
ჩემს ადგომაზე ისიც ჩამოხტა საწოლიდან და ჩემს ფეხებთან დაჯდა.

ფანჯარა გავაღე და გადავიხედე. ქვემოთ აჩი იდგა, ხელები ჯიბეში ჩაწყობილი, ზემოთ იყურებოდა.
მე გაოცებული ვუყურებდი. შემდეგ კი ნაწყენმა ვკითხე:

— აქ რა გინდა?

— ჩამოდი, ვისაუბროთ, — მითხრა იგივე ტონით და დადუმდა.

— არ მინდა.

— ნუ ჯიუტობ, გეხვეწო? — მკითხა ბრაზით.

— რა გინდა, მანიაკი ხარ?! — დავიყვირე. — შემეშვი, დღეს საკმარისად ვითმინე! — ვუთხარი და ფანჯრის მიხურვას ვაპირებდი, როცა ისევ მითხრა:

— ჩამოდი და მოგიბოდიშებ…

გაშტერებულმა გავხედე.
უბრალოდ თავი დავუქნიე და კიბეებისკენ წავედი.

ხელები გადავიჯვარედინე და მის წინ, მოშორებით დავდექი.

— და შენ გგონია, ბოდიშის გამო ჩამოვედი? — ვკითხე ჩუმად.

— არ ვიცი… მაგიტომ ჩამოხვედი?

— არა! იმიტომ რომ არ მიყვარს ხალხის დაიგნორება და პატივს ვცემ, როცა რამეს ნანობენ… შენ კი მგონი ბოდიშის გამო მოხვედი და სინანულს არ გრძნობ, — ვუთხარი წყენა ნარევი ხმით და ფეხებზე დავიხედე.

აჩიმ ჩუმად ჩაიცინა.

— არა, ვინანე, — მითხრა იგივე ტონით და დგომა შეცვალა.

— ჩემი სახლი ვინ მოგასწავლა? — ვკითხე დაინტერესებულმა.

— ნინიმ.

— ხოოო — ვუთხარი მოკლედ და თვალი კორპუსს მოვავლე.
— კარგი, ბოდიში… არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. — ოდნავ დაბნეულმა მითხრა. — არც ის ვიცოდი, სისხლის თუ გეშინოდა. ბოდიში და მადლობა, რომ დამეხმარე, — დაამატა და ჯიბეები გაისწორა.

— უხეში ხარ! 12 წლის დებილი ბავშვი მიწოდე! ბრაზით გავხედე, რაზეც მომენტალურად შემომხედა.

— დებილი არ ხარ… თქვა, ოდნავ ღიმილით, მაგრამ ისევ ვფიქრობ, რომ არაფერი გამოგდის, — დაამატა და ერთი ნაბიჯი გადადგა წასასვლელად.

— არა, ხომ ვამბობ, აზრი არ აქვს… ხელები ავიქნიე და ბინისკენ წავედი.

— რაც მთავარია, ბოდიში მიიღე, ახლა ნუღარ ბუზღუნებ, — მითხრა და გზა გააგრძელა.

სახლში რომ ავედი და ფანჯრიდან გავიხედე, ის უკვე წასული იყო.
ფარდები გადავწიე და საწოლში ჩავწექი. ლედიც მომიწვა.
ღიმილით ვაკოცე მას.

— მან ბოდიში მოიხადა, რაც გამიკვირდა, მაგრამ მაინც უხეშია, ვუთხარი ლედის და შუქი ჩავაქრე.

თბილად მოვთავსდი და თვალები დავხუჭე.

პატიება საჭიროა, თუმცა არა სიტყვებით, არამედ შინაგანი ემოციებიდან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი.
თორემ ისე, მხოლოდ ფუჭი სიტყვებია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent