შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*** ( სრულად )


გუშინ, 15:21
ავტორი Mariapipinova
ნანახია 73

რა უცნაური რამეა სიკვდილი. ისე მოგადგება კარზე,ვერც გაიგებ. ან თუ იგებ და ისიც ნელ-ნელა,მტანჯველია. გათამამებულია ამ ბოლო დროს,ვისაც კი ხელს გამოჰკრავს ყველა მიჰყავს,სირცხვილის გრძნობა აღარ გააჩნია.
ერთხელ ვკითხე,რათ მიგყავს პატარები მაინც -მეთქი.
‘ასეა საჭიროო’ მითხრა და დაავლო ხელი ისევ ვიღაცას. ასეა დაწერილი და შედგენილიო.
სად მიგყავს ეგ მაინც მითხარი - თქო.
სადაც საჭიროაო - მიპასუხა.
სულ ამას გაიძახის,ბოლომდე არ მოგიყვება არაფერს. რამეს თუ ჰკითხავ,მოკლე პასუხს გაგცემს და მოიგდებს გვერდით თავის ნამგალს არხეინად.
ამას წინათ,საღამოს,ეზოში ვიყავით ჩამომსხდრები ხის სკამზე. მე სიგარეტს ვეწეოდი,ის უბრალოდ იჯდა თავისთვის და რაღაცაზე ფიქრობდა. კარგა ხნის მერე მითხრა.

‘იცი,ძალიან ბინძური ვარ’
‘რატომ?!’ გამიკვირდა.
‘ამდენ სულში ვაფათურე ხელები,ზოგი ასეთი იყო,ზოგი ისეთი. ბოლოს მაინც ყველაფერი ჩემი ბრალია’
‘ეს ხომ ასეა საჭირო,ამისთვის დაიბადე’
‘რთულია ძალიან…ამ ბოლო დროს ძალიან რთულია,განა მე მინდა ასე?! ხალხია სულელი,არ ფიქრობენ,არაფერზე ფიქრობენ და რამე თუ ისე ვერ წავიდა,მერე ჩემი ბრალია. ასე ინება ჯერ ღმერთმა და ყველა სიკვდილის შვილები ვართო. ჩვენ რა შუაში ვართ ლაპა ?! ‘

ნელა გავხედე,მიუხედავად იმისა,რომ სახეზე სულ შავი იყო და თავის შემზარავ “მანტოში” სულ არ ჩანდა მისი სახე. მაინც ამოვიკითხე ის რისი დანახვაც მინდოდა.
შემეცოდა ძალიან.
დამძიმებული იჯდა,ნამგალიც გვერდით ჰქონდა მიგდებული და გავყურებდით უბრალოდ ჰორიზონტს.

‘მე როდის უნდა წამიყვანო?!’ გავეხუმრე.
‘როცა შენ იქნები მზად…’
‘როცა საჭირო იქნება,მაშინ არა?!’
‘კარგი კაცი ხარ ლაპა შენ…კარგი’

არადა,რომ არ ვიყავი?! ამას რა ვუყოთ?!

‘როცა დრო მოვა მაშინ ლაპა…და ყველანაირად ვეცდები,შენნაირი კარგი კაცი,ისე წავიყვანო ამ ქვეყნიდან,რომ მის სულში ჩემი ბინძური ხელი არ ამოვავლო.’ …




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent